ოქროსფერი სინათლის მედიტაცია

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები ოშო
0
0

ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მედიტაცია ენერგიის გარდაქმნისა&n...

woman happiness sunrise silhouette 40192

ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია ენერგიის გარდაქმნისა და მაღლა მიმართვის მარტივი მეთოდია. იგი სულ მცირე დღეში ორჯერ უნდა გაკეთდეს. საუკეთესო დრო ადრიანი დილაა მანამ, სანამ საწოლიდან ადგებით. იმ მომენტში, როდესაც სიფხიზლეს იგრძნობთ ოცი წუთის განმავლობაში ეს მედიტაცია გააკეთეთ. როდესაც იღვიძებთ ძალიან მგრძნობიარე, გახსნილი და განახლებული ხართ, ამიტომ ყველაფერი ღრმა გავლენას ახდენს თქვენზე. ამ დროს გონებასთან ყველა სხვა დროის მონაკვეთთან შედარებით დაშორებული ხართ; თქვენსა და მას შორის არსებობს ნაპრალები, რომელთა საშუალებითაც მეთოდი აღწევს თქვენში. ყოველ დილით, როდესაც იღვიძებთ, როდესაც გარშემო ყველაფერი იღვიძებს, წარმოიქმნება ამ გამოღვიძებული ენერგიების ნაკადი _ გამოიყენეთ იგი. ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა.

უძველესი რელიგიები დილით ლოცვას ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან მზის ამოსვლა ყველა არსებული ენერგიის გაღვიძებას ნიშნავს. ამ მომენტში მარტივად შეგიძლიათ ამ ენერგიის ტალღაზე გადახვიდეთ. საღამოს ეს უფრო გაგიძნელდებათ, რადგან ენერგიები დაძინებას დაიწყებენ და მათ ნაკადებთან ბრძოლა მოგიწევთ.

დაწექით, როგორც საწოლში წვებით ხოლმე, ზურგზე. როდესაც შეისუნთქავთ წარმოიდგინეთ დიდებული ნათება, რომელიც თავიდან სხეულში აღწევს. თითქოს მზე თქვენს თავთან ძალიან ახლოს ამოვიდა. თქვენ ცარიელი ხართ და ოქროსფერი ნათება აღწევს თავში, მოძრაობს უფრო და უფრო ღრმად და ფეხებიდან გარეთ გამოდის. შესუნთქვის დროს ამისი წარმოდგენა არ დაგავიწყდეთ. ოქროსფერი სინათლე დაგეხმარებათ. იგი გაწმენდს თქვენს სხეულს და კრეატიულობით აავსებს მას. ეს მამაკაცური ენერგიაა.

ამოსუნთქვისას სხვა რამ უნდა წარმოიდგინოთ: სიბნელე ფეხებიდან აღწევს თქვენში. დიდებული, ბნელი მდინარე შემოდის თქვენს სხეულში, მოძრაობს ზემოთ და გადის თავიდან. ნელა ამოისუნთქეთ, ისე რომ ამ ყველაფრის წარმოდგენა შეძლოთ. ეს ქალური ენერგიაა. ის დაგამშვიდებთ, მიმღებს გაგხდით, დაგაწყნარებთ, დასვენების საშულებას მოგცემთ. ყველაფერი ძალიან ნელა გააკეთეთ, ახალგაღვიძებულზე თქვენი სუნთქვა ღრმა, დასვენებული და დამშვიდებულია, ამიტომ ეს ბუნებრივი იქნება. შემდეგი კარგი დრო ამ მედიტაციის გასაკეთებლად არის ღამე, დაძინებამდე. დაწექით საწოლზე, მოდუნდით რამდენიმე წუთის განმავლობაში, როდესაც იგრძნობთ, რომ ძილბურანში ეხვევით, სიფხიზლისა და ძილის ზღვარზე, გაიმეორეთ იგივე სავარჯიშო ოცი წუთის განმავლობაში. თუკი ჩაგეძინებათ _ ძალიან კარგია, რადგან მედიტაციის გავლენა ქვეცნობიერში დაგრჩებათ და მუშაობას გააგრძელებს. თუ ამ მეთოდს სამი თვის განმავლობაში გააკეთებთ, გაოცდებით
_ დათრგუნვის საჭიროება აღარ იქნება, რადგან იგი თავისით დაიწყებს გარდაქმნას.

მთარგმნელი: ლი ლა

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად


ავტორი: მამუკა გურული იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთო...

გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)


 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ...

სიცილის მედიტაცია


 ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"  მთარგმნელ...

ოშო - ნადაბრამა მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ნადაბრამა – ესაა გუგუ...

„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი


 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავ...

მაგმას ონლაინ პრაქტიკუმების სერია


MAGMA-მ დაიწყო ონლაინ პრაქტიკუმების სერია. ფორმატი ასეთია: შედგება...

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff