რეალობის კანონები?

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია ერთხელაც ეზოთერულ მოვლენებს შევხედე ფიზიკურად, მატერიალურად, ესეიგი უფრ...

lkn

ავტორი: იოანე შენგელია

ერთხელაც ეზოთერულ მოვლენებს შევხედე ფიზიკურად, მატერიალურად, ესეიგი უფრო მეცნიერულად. და ამ მომენტში გონება გამინათდა და დავინახე *მეს* სტრუქტურა უფრო უკეთესად, ვიდრე აქამდე. დავინახე, რომ რთულია მიხვდე სად *იწყება* მე, მატერიის რომელ დონეზე. რთულია მიხვდე ზუსტად რა სახის გავლენა აქვს *მეს* გარესამყაროზე და პირიქით. სამაგიეროდ, უფრო გასაგები ხდება ის ამბავი, რომ *მესაც* შეუძლია გავლენის მოხდენა სამყაროს კანონებზე, რადგან ის სამყაროს ნაწილია.

ერთნი ამბობენ: ყველაფერი განსაზღვრულია სამყაროს კანონებისგან, შენი *მეს* მომცველი ეგრეგორებისგან და ა.შ. და მაშასადამე, ყველაფერი გარე სამყაროს ბრალია.

მეორენი ამბობენ: შენ ხარ ღმერთი და ყოვლისშემძლე, რომელსაც შეუძლია ვაიანტთა სივრცეში თავისუფლად გადაადგილება. და მაშასადამე, ყველაფერი შენი შინაგანი სამყაროს ბრალია.

ერთიც და მეორეც წარმოადგენენ რეალური სურათის ორ უკიდურეს გამოვლინებებს. რეალურად *მე* და სამყარო (*მეც* სამყაროს ნაწილია) თვითშეთანხმებულად ურთიერთქმედებს.

ამიტომ, სანამ ტრანსერფინგის (ან მსგავსი სისტემების) პრაქტიკას დაიწყებთ, სასურველია თეორიულად გესმოდეთ *მეს* სტრუქტურა, ელემენტარულად მაინც (არ არის აუცილებელი ძალიან ღრმა ფსიქოანალიზი და კარმათა თეორიის დაწვრილებით შესწავლა.

ადრე ვუფრთხოდი დეტალურად საუბარს ისეთ თემებზე, როგორიცაა ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ეგრეგორები, და ა.შ. ვფიქრობდი, რომ დეტალურად და სტრუქტურულად საუბარი შეიძლება მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რაც ზუსტ მეცნიერებას ეხება (ფიზიკა, მაგალითად). თუმცა, ვფიქრობ, რომ დროა გადავლახო ეს დეტალიზაციის შიში ასეთ არაზუსტ სფეროებშიც და თამამად ვისაუბრო რეალობის მოდელზე, რომელზეც ბოლო ხანია ვფიქრობ. ამრიგად, გიზიარებთ ჩემს წარმოდგენას რეალობაზე, რომელიც არც ბოლომდე ჩემი არის, რადგან მსგავსი მოდელი შეიძლება სხვაგანაც შეგხვედრიათ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თქვენს გარშემო ადამიანები პარალელურ სამყაროში შეიძლება ცხოვრობდნენ, თუმცაღა მათ ვამჩნევდეთ ჩვენი გზების გადაკვეთაზე. პარალელურ სამყაროებში სხვა კანონები მოქმედებენ. მაგალითად, თქვენ მიდიხართ ქუჩაში, და თქვენს ცხოვრებაში გარკვეული კანონებით იმართება რეალობა. თქვენ გვერდზე გაგიარათ უცნობმა (შეიძლება ნაცნობმაც) ადამიანმა, რომლის რეალობაშიც შეიძლება სრულიად სხვა კანონები მოქმედებდნენ.

რას ვგულისხმობ კანონებში? ნებისმიერ ეგრეგორს თამაშის თავისი წესები აქვს. რომელ ეგრეგორსაც ეკუთვნი, მისი წესებით ცხოვრობ და შენს გარშემო რეალობაც ამ კანონებს ემორჩილება. ბუნებრივია ისმის შეკითხვა: თუ ადამიანი ეკუთვნის რამდენიმე ეგრეგორს (ჩვეულებრივ, სწორედ რომ მრავალ ეგრეგორს ვეკუთვნით ხოლმე), მაშინ როგორია მისი რეალობის წესები?

პასუხიც ისეთივე ბუნებრივია, როგორიც შეკითხვა: ადამიანის რეალობის წესები არის ყველა იმ ეგრეგორების წესების ერთობლიობა, რომელთაც ეკუთვნის მოცემული ადამიანი. მაგრამ, შესაძლოა თუ არა, რომ რომელიმე ორი ეგრეგორის (რომელთაც ეკუთვნი) წესები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ? დიახ, ეს სრულიად დასაშვებია. რა ხდება ამ შემთხვევაში? როგორ იქცევა რეალობა? რომელიმე ეგრეგორს მიანიჭებს უპირატესობას?

დიახ, რეალობა გადაიხრება ერთ-ერთი ეგრეგორის სასარგებლოდ, და მისი წესების მიხედვით წარმართავს ცხოვრებას. მაგრამ, რომელ ეგრეგორს აირჩევს ამ პირობითად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ეგრეგორიდან?

საქმე ის არის, რომ ჩვენ შეიძლება ვეკუთვნოდეთ რამდენიმე ეგრეგორს, მაგრამ თითოეულ მათგანს სხვადასხვა დონეზე აქვს ჩვენზე გავლენა. წარმოიდგინეთ „მეს“ დიაპაზონი - კოლექტიური გაუცნობიერებლიდან გაცნობიერების უმაღლეს წერტილამდე. მთელს ამ დიაპაზონში სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ეგრეგორებთან გვაქვს „ძაფებით“ კავშირები. რაც უფრო ღრმად არის ეგრეგორი ქვეცნობიერში, მით უფრო ნაკლებად გვაქვს ცნობიერი წვდომა მასზე, და პირიქით - რაც უფრო გაცნობიერების დონეზე გვაქვს ეგრეგორთან კავშირი, მით უფრო გვაქვს ცნობიერი წვდომა მასზე. ეს ძალიან უხეში სურათია, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია.

ამრიგად, ეგრეგორები, რომელთაც ვეკუთვნით, არ არიან ქაოსურად ჩვენს ცნობიერებაში ჩალაგებულნი, არამედ გარკვეული იერარქიით და თანმიმდევრულად. თუ რომელიმე ორი ეგრეგორის წესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაშინ ბუნება უპირატესობას მიანიჭებს იმ ეგრეგორს, რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გამდგარი ჩვენს ცნობიერებაში, ანუ რომლის ცნობიერებაც და წარმოდგენა რეალობის წესებზე ჩვენთვის უფრო ფუნდამენტალურია.

ამრიგად, პირველ ყოვლისა რეალობაში სრულდება ის მოვლენები, რომლებიც „ქვედა“ ეგრეგორების სურვილია, ხოლო შემდეგ სრულდება შედარებით „ზედა“ ეგრეგორების სურვილები, თუ რაღა თქმა უნდა, ისინი არ ეწინააღმდეგებიან „ქვედა“ ეგრეგორების სურვილებს. პრინციპში, თუ ადამიანს არ მოსწონს რეალობის წესები და სურს რეალობამ მის გარშემო სხვა წესებით იფუნქციონიროს, მას შეუძლია რამდენიმე რამის გაკეთება: მან უნდა შეცვალოს ეგრეგორების იერარქიული თანმიმდევრობა ცნობიერებაში, ან შეუერთდეს ახალ ეგრეგორებს, ან ძველ ეგრეგორებში „გამოჩხრიკოს“ რეალობის ისეთი წესები, რომლებიც აქამდე დაფარულად იყვნენ მათში.

ყველა შემთხვევაში, თუ ადამიანი ცვლის თავის ეგრეგორულ სტრუქტურას (იერარქიას, ან ახალ ეგრეგორებს ამატებს, ან ძველებისგან თავისუფლდება), ის ამით ცვლის გარემო რეალობის წესებსაც, რომლებსაც განსაზღვრავენ ეს ეგრეგორები. თუ ადამიანმა ზუსტად ჩამოაყალიბა რეალობის ის წესები, რომლითაც სურს, რომ რეალობა ფუნქციონირებდეს, მაშინ მას ისღა დარჩენია „გამოთვალოს“ როგორი უნდა იყოს მის ცნობიერებაში ეგრეგორების სტრუქტურა - რომელი ეგრეგორები ეთანხმებიან მის ამ წესებს და რომლები არა, და გადაალაგოს იერარქია.

ძალიან ტრივიალური მაგალითია, როდესაც მშობელი დალოცავს ან წყევლის შვილს. რაც უფრო ღრმად არის შვილი გადაჯაჭვული მშობელზე, მით უფრო მეტად სრულდება მის რეალობაში მშობლების მიერ თავსმოხვეული წესები. შესაბამისად, მშობლის დალოცვაც და წყევლაც უფრო მეტად სრულდება.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ კონსერვატორი მშობლების შვილს მოუნდა ევროპაში ცხოვრება. მან გაიცნო ევროპელების ცხოვრების წესები, უყურა ევროპულ ფილმებს, რამდენიმეჯერ იმოგზაურა კიდეც და მოკლედ ეგრეგორულ ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ - საკმაოდ კარგად იურთიერთქმედა ევროპის ეგრეგორთან და მიეწება მას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსერვატორი მშობლების (თანაც მკაცრი) ეგრეგორი გაცილებით უფრო ღრმად არის მის ცნობიერების დიაპაზონში გამჯდარი, ხოლო ევროპის ეგრეგორი შედარებით ზედაპირული და „ახალია“.

ალბათ ყველასთვის გასაგებია როგორ წარიმართება ამ ადამიანის ცხოვრება. ის ეცდება ევროპაში დამკვირდრებას, თუმცა მას შეხვდება სხვადასხვა სახის წინააღმდეგობები (მაშინ, როდესაც მის გარშემო რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომელთან წინააღმდეგობები არ შეხვედრიათ). წინააღმდეგობები შეიძლება მრავალი სახის იყოს - ბიუროკრატიული, თუ სხვა სახის. ჰკითხეთ ასეთ ადამიანებს, და ისინი მოგიყვებიან ამ დაბრკოლებებზე.

paralleluniverse

„იქნებ სამყაროს არ უნდა, რომ ევროპაში ვიცხოვრო“ - ფიქრობს ეს ადამიანი, და მართალიც არის. სამყაროს არ უნდა, მხოლოდ უნდა დავკონკრეტდეთ: იმ პარალელურ სამყაროს, რომელსაც ის ეკუთვნის. მისი ცხოვრების წესები ისეა მოწყობილი, რომ ევროპაში წასვლა „დანაშაულთან“ (ან რაიმე მსგავსთან) ასოცირდება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი კონსერვატორი მშობლები გადადგამენ ნაბიჯს, და მისცემენ „დალოცვას“, რომ თავი დაიმკვიდროს ევროპაში? მაშინ გაუმართლებს, რადგან „ქვედა“ ეგრეგორმა „დაბრო მისცა“. მაგრამ, თუ კონსერვატორი მშობლები გარკვეულ პირობებს წარუდგენენ, რომელთა შესრულების შემთხვევაში ის შეძლებს თავის დამკვირდებას ევროპაში, სხვა შემთხვევაში კი არა, მაშინ კვლავ რეალობა ამ წესებით ამოქმედდება, და ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას კვლავ წინააღმდეგობები შეექმნება. რადგან, ეს პირობები, რომელთაც „ქვედა“ ეგრეგორი აწესებს, კვლავაც რეალობის წესებად იქცევიან.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მაინც ეცდება ევროპაში თავის დამკვირდებას ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში? მას კვლავ შეექმნება წინააღმდეგობები. ნუთუ შეუძლებელია მათგან განთავისუფლება? შესაძლებელია, მაგრამ არ არის მარტივი. თუ ადამიანს არ სურს ამ პირობების შესრულება, რომლებიც „ქვედა“ ეგრეგორმა დაუწესა, და ისე სურს „ზედა“ ეგრეგორში გაწევრიანება, მაშინ მას მოუწევს, რომ ღრმა დონეზე გააცნობიეროს ეს „ქვედა“ ეგრეგორი და სრულიად განთავისუფლდეს მისგან, რისთვისაც საჭიროა ღრმა ფსიქოანალიზი და მუშაობა საკუთარ თავზე.

სხვა შემთხვევაში, „ქვედა“ ეგრეგორი დარჩება უპირატესად და ბუნება პრივილეგიას ყოველ ჯერზე „ქვედა“ ეგრეგორის ლოცვა-წყევლას მისცემს, და მხოლოდ ამის შემდეგ „ზედა“ ეგრეგორის ინტერესებს გაითვალისწინებს.

ევროპა მხოლოდ მაგალითად მოვიყვანე, თორემ ანალოგიური სიტუაციები ხდება ყველა სფეროში, ყველა ეგრეგორთან. ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანს ჰგონია გათავისუფლდა ეგრეგორისგან, და თვეების (ხანდახან წლებისაც) განმავლობაში არ აქვს შეხება მასთან. არადა, ერთხელაც „დაარტყამს“ ცხოვრება და „ანანებს“ გარკვეულ ქმედებებს, რაც იქნება იმ ეგრეგორის „შურისძიების“ და წესების გამოხატულება (მაგალითად, ავადმყოფობით დაისჯება ქურდობის გამო, რაც იქნება ერთ-ერთი ეგრეგორის ერთ-ერთი წესის გამოხატულება). ასე რომ, ილუზიას ნუ შეიქმნით, რომ ეგრეგორისგან და მისი წესებით ცხოვრებისგან გათავისუფლება ადვილია. მაგრამ - ეს შესაძლებელია!

ახლა კი შეგვიძლია რეალობის უფრო ზოგადი სურათი ჩამოვაყალიბოთ: დაუშვათ ადამიანს სურს ცხოვრებაში A მდგომარეობიდან B მდგომარეობაში გადავიდეს. რას აკეთებს ამისთვის?

ადამიანი ეკუთვნის გარკვეულ ეგრეგორებს, რომლებიც მის ცნობიერებაში ქმნიან წარმოდგენას რეალობაზე და მის წესებზე. ეს წარმოდგენა „აირეკლება“ რეალობაში და რეალობა იწყებს ფუნქციონირებას ამ წესებით. ეს წესებივე გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა A მდგომარეობიდან B მდგომარეობაში გადასვლა, და თუ დასაშვებია, მაშინ რომელი გზებით.

თუ ადამიანის ცნობიერებაში არსებული საკანონმდებლო სისტემით B მდგომარეობაში ვერ გადახვალ, მაშინ საჭიროა კანონმდებლობის ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შევცვალოთ ცნობიერებაში ეგრეგორების სტრუქტურა (სხვაგვარად რომ ვთქვათ - გადავიდეთ პარალელურ სამყაროში, რომელშიც სხვა კანონები მოქმედებენ), და გადავაწყოთ ისეთნაირად, რომ ახალი კანონმდებლობით დასაშვები იყოს B მდგომარეობაში გადასვლა, თანაც რაც შეიძლება მარტივი და მინიმალური დანახარჯით.

თუ ადამიანის ცნობიერებაში არსებული საკანონმდებლო სისტემით B მდგომარეობაში გადასვლა შესაძლებელია, მაშინ ადამიანს შეუძლია დარჩეს ამ „პარალელურ სამყაროში“ და გადავიდეს B-ში, ან მაინც შეცვალოს რეალობის წესები და სხვა გზით გადავიდეს. მაგალითად, დაუშვათ მოცემული ადამიანის რეალობის წესები ითვალისწინებს წარმატებას რაიმე სფეროში, მაგრამ 40 წლის მერე. ადამიანს შეუძლია იცხოვროს და იმუშავოს 40 წელი და მიაღწიოს ამ წარმატებას, რითაც მისი რეალობის წესებს არ შეეწინააღმდეგება და შესაბამისად - არც დაისჯება.

მაგრამ, მას შეუძლია სხვა საკანონმდებლო სისტემით 20 წლის მერე მიაღწიოს იმავე (ან დაახლოებით იმავე) წარმატებას. საჭიროა უბრალოდ აირჩიოს ეს სხვა საკნონმდებლო სისტემა. მაგრამ, როგორც ცნობილია, არც ისე ადვილია ეს „არჩევა“ და ცნობიერების სტრუქტურის ცვლილება, ეგრეგორების გაცნობიერება და მართვა. ეს უკვე ფსიქოანალიზის და პრაქტიკის ამოცანაა.

აქვე: ასტროლოგიაც ერთ-ერთი ეგრეგორია (ბევრისთვის ეს ეგრეგორი ქვეცნობიერის ძალიან ღრმა ფენებში არის გამჯდარი), და ყველა ის მკითხავიც, რომელთაც თხოვთ, რომ დაგეხმარონ რეალობის დალაგებაში. პრინციპში, ეგრეგორულ ხედვას მე შევადარებდი არწივის მზერას, რომელიც მთელს დედამიწას ზემოდან უყურებს და ხედავს მთელს სურათს. ან, ეგრეგორულ ხედვას ეზოთერიკაში შევადარებდი კატეგორიათა თეორიას მათემატიკაში, ანუ იმ უნივერსალური თვისებების ხედვას, რაც ახასიათებს ნებისმიერ ეგრეგორს, ის რაღაც ზოგადი, რაც ყველა ეგრეგორს ახასიათებს. ეგრეგორებზე, განსაკუთრებით კი კარმულ ეგრეგორებზე, ამ სტატიაშიც მიწერია.

მე, ჩემის მხრივ, ვეცადე გადმომეცა რეალობის ჩემეული მოდელი. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს არ არის ზუსტი მოდელი, აკლია რაღაცები, არ ითვალისწინებს რაღაცებს, და მსგავსი.. დიახ, სრულიად გეთანხმებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მოდელია, ერთ-ერთი თეორია, რომელიც, ჩემი აზრით, მუშაობს. თუ მე პირადად დავინახავ, რომ ამ მოდელმა სადღაც „გაჭედა“, მაშინ ვეცდები უფრო სრულყოფილი გავხადო ის და უფრო მასშტაბური.

პასუხგაუცემელი დარჩა ერთი საინტერესო საკითხი: რამდენად შეზღუდულნი (ან შეუზღუდავნი) არიან ეგრეგორები თავიანთ კანონებში? ესეიგი, რამდენი სახის კანონი შეიძლება არსებობდეს იდეაში, და რამდენი სახის ეგრეგორი რეალობის თავისებური კანონებით? შესაძლებელია თუ არა იდეაში არსებობდეს ყველა შესაძლო კანონი და ყველა შესაძლო რეალობა, და ეგრეგორები მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შეიცავენ? თუ პარალელურ სამყაროთა გამაერთიანებელ სამყაროსაც აქვს გარკვეული შეზღუდვა და ყველა შესაძლო სამყაროს ყველა შესაძლო კანონთა კრებულით არ შეიცავს, არამედ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს? თქვენ როგორ ფიქრობთ, იდეის დონეზე გლობალურად არსებობს რაიმე შეზღუდვა, თუ მართლა ყველაფერია შესაძლებელი?

ამ თემაზე ჩემი აზრი მიწერია სტატიაში - არსებობა.

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

სულიერი განვითარების ტექნოლოგიები


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული რა წარმოადგენს ...

შეხვედრა სიკვდილთან


მაშინ 5 წლისა ვიყავი, სულ არ ვიცოდი სიკვდილი საერთოდ თუ არსებობდა ქ...

მიენდე უმაღლეს "მეს"


ავტორი: იოანე შენგელია „სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“, სული შე...

რიცხვების ძალაუფლება


 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვები...

თეზა #4


ავტორი: მამუკა გურული "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები" მინდა ა...

საქართველოს ყველა უბედურებისა და განუვითარებლობის მიზეზი


ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში შეუფასებელია. დამარცხებულ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff