დეპრესია: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

Admin
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი წყარო დეპრესია, ანუ დიდი დეპრესიული აშლილობა, ესაა მენტალური ჯან...

depresion

მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი

წყარო

დეპრესია, ანუ დიდი დეპრესიული აშლილობა, ესაა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება, როგორც მწუხარების, იზოლაციისა და სასოწარკვეთისა დაუძლეველი გრძნობა. იგი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობს ,გრძნობს და ფუნქციონირებს ადამიანი. ამ მდგომარეობამ შეიძლება მნიშვნელოვნი გავლენა მოახდინოს პიროვნების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შეიძლება უბიძგოს სუიციდალური ფიქრებისკენ. დეპრესია იგივე არაა,რაც მოწყენილობა, მარტოობა ან დარდი, რომელიც გამოწვეულია ცხოვრებისეული გამოცდილებისგან, როგორიცაა , მაგალითად, ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება.
2015 წელს შეფასდა 16,1 მილიონი ამერიკელი მოზრდილი (18 ან მეტი წლის) . ზრდასრული მოსახლეობის 6,7 % -ს ჰქონდათ სულ მცირე 1 დიდი დეპრესიული ეპიზოდი ან გამოცდილი დეპრესიული სიმპტომები ბოლო წელში. გონებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ამ მდომარეობამ მიიღო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გონებრივი აშლილობის სახე ამერიკაში.

ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 40-59 წლის ქალებს დეპრესიის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ (12.3%) ვიდრე სხვა ასაკისა და სქესის წარმომადგენლებს ამერიკაში.

სიმპტომები

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის თანახმად, დეპრესიით დაავადებულმა ადამიანებმა შეიძლება გადაიტანონ სიმპტომების მრავალფეროვნება, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია მწუხარების ღრმა გრძნობა, ინტერესისა და სიამოვნების დაკარგვა ყოველდღიურ საქმიანობაში.

დეპრესიის სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:

• გაღიზიანებადობა, ღელვა ან მოუსვენრობა
• დაბალი სექს დრაივი
• უუნარობა რომ ფოკუსირდეს, კონცენტრირდეს ან მიიღოს გადაწყვეტილება
• უძილობა ან ბევრი ძილი
• მადის ან წონის ცვლილებები,ძალიან ბევრი ან ცოტას ჭამა
• დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
• აუხსნელი მტირალა წამოძახილები
• აუხსნელი ფიზიკური სიმპტომები , როგორიცაა თავის ტკივლი ან სხეულის ტკივილი
• უიმედობის ან უღირსობის გრძნობა
• საზოგადოებრივი სიტუაციებისა და ნორმალური საქმიანობისგან უკან დახევა
• ფიქრები სიკვდილზე ან სუიციდზე

გამომწვევი მიზეზები

დეპრესიის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტვინის სასიგნალო ქიმიკატების წონასწორობის დარღვევა შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მის განვითარებაში. რამდენიმე თეორიაა იმის შესახებ, თუ რა არის უწონასწორობა და რომელი სასიგნალო მოლეკულები არიან ჩართული. ამას გარდა, დეპრესიის განვითარება ასოცირებულია მტანჯველი ცხოვრებისეული სიტუაციების მრავალფეროვნებასთან , ეს შეიძლება იყოს: ადრეული ბავშვობის ტრავმა, სამსახურის დაკარგვა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ფინანსური პრობლემები ან განქორწინება. გონებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით , ყველაზე ხშირად დეპრესია გამოწვეულია გენეტიკური, ბიოლოგიური, გარემოს და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაციით.

ზოგიერთმა სამედიცინო მდგომარეობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ესენია: ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა , სიმსივნე , გულის დაავადება, გახანგრძლივებული ტკივილი და სხვა მნიშვნელოვანი ავადმყოფობები. ჰორმონებით გამოწვეული დეპრესია შეიძლება წარმოიშვას ბავშვის დაბადების შემდგომ ან მენოპაუზის დროს. ასევე, ზოგიერთი დამამშვიდებელი საშუალება, როგორიცაა საძილე აბები და მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატების მიღება დაკავშირებულია დეპრესიის განვითარებასთან.

დიაგნოზი

იმისთვის, რომ პიროვნებას დეპრესიის დიაგნოზი დავუსვათ, ექიმი პაციენტს ეკითხება მისი ოჯახის ჯანმრთელობის ისტორიას, ხასიათისა და საქციელის შესახებ, ჩვევებზე, როგორიცაა ჭამა და ძილი, და სუიციდალური ფიქრები. ასევე შესაძლებელია დეპრესიის სიმპტომების გამოკვლევა დაბეჭდილი კითხვარების საშუალებით.
გონებრივი დარღვევების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელო, რომელიც არის გონებრივი ჯანმრთელობის მეგზური ექიმებისთვის, გამოქვეყნდა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, იმისთვის რომ ადამიანს დავუსვათ დეპრესიის დიაგნოზი პაციენტმა უნდა აჩვენოს 5 ან მეტი სიმპტომი (ზემოთ ჩამოთვლილიდან) სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში. პიროვნებამ უნდა გამოავლინოს დეპრესიული ხასიათი ,ინტერესის ან სიამოვნების დაკარგვა. ასევე გამორიცხული უნდა იყოს , რომ სიმპტომები არაა აგამოწვეული სხვა სამეციდინო მდგომარეობით, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან ნარკოტიკისა თუ წამლების პირდაპირი ეფექტით. ასე რომ, ექიმებმა შეიძლება გააკეთონ სისხლის ანალიზი ან ფარისებრი ჯირკვლის ტესტი იმისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ ის სათანადოდ ფუნქციონირებს. და ბოლოს, ექიმები აკვირდებიან „სიმპტომები იწვევენ თუ არა კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ან გაუარესებას საზოგადოებრივ, საქმიანობით ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროში“

მკურნალობა

კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიით დაავადებული ამერიკელების დაახლოებით ნახევარი არ იღებს სამედიცინო დახმარებას თავიანთი მდგომარეობისთვის. თუ დეპრესიას უმკურნალოდ დავტოვებთ, იგი შეიძლება ჯაჭვურად ჩაერთოს სოციალურ , ემოციურ და ჯანმრთელობის სფეროებზე, შედეგად პაციენტებს სტრესი კიდევ უფრო ემატებათ. მაიოს კლინიკის თანახმად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის გამოყენება, დაბნეულობა, სოციალურ იზოლაცია და ნათესავებში კონფლიქტი, სამსახურსა თუ სკოლაში სირთულეები ან სუიციდი.

დეპრესიის მკურნალობაში შეიძლება ჩაერთოს ფსიქოთერაპია, მედიკამენტებით მკურნალობა ან ამ ორის კომბინაცია.

მკურნალობა: წამლები, რომლებსაც ჰქვიათ ანტიდეპრესანტები, ეხმარება აკონტროლოს ხასიათი ტვინის მოლეკულებზე ზემოქმედებით. ანტიდეპრესანტების რამდენიმე კატეგორია არსებობს, მაგრამ ექიმები ხშირად იწყებენ წამალთა ჯგუფით, რომელთაც ჰქვიათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება შეიძლება სხვა მედიკამენტებს მიმართონ.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები შემოსაზღვრავს ტვინის სეროტონინს, ნეიროტრანსმიტერს, რომელიც კვლევებით ნაჩვენებია, რომ ჩართულია დეპრესიაში. მედიკემენტების ამ კლასში შედის: ფლუოქსეტინი (პროზაკი), სერტრალინი (ზოლოფტი), პაროქსეტინი (პაქსილი), ესციტალოპრამი (ლექსაპრო) და ციტალოპრამი( ცელექსი). გვერდითი ეფექტები როგორც წესი დროებითია და მოიცავს ცვლილებებს სექსუალურ ცხოვრებაში, საჭმლის მონელების პრობლემებს, თავის ტკივილს, უძილობასა და ნერვიულობას.

სხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტები მოიცავს სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს, ნორეპინეფრინის და დოფამინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს.

მედიკამენტები საჭიროებენ დროს , როგორც წესი 2-4 კვირას და სიმპტომები როგორიცაა მადა, კონცენტრაციის პრობლემები და ძილი უმჯობესდება მანამ, სანამ პაციენტი შეამჩნევს ხასიათის ცვლლილებებს, გონებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად.

ფსიქოთერაპია - ასევე ცნობილია, როგორც კონსულტაციური თერაპია. როგორც ნაჩვენებია, ეს მკურნალობა ეხმარება დეპრესიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს. კველვებმა აჩვენა,რომ ფსიქოთერაპიას და მედიკამენტებს ერთად საუკეთესო შედეგი აქვს დეპრესიის მკურნალობაში. სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპია მოიცავს კოგნიტურ-ქცევით თერაპიას, რომელიც ეხმარება ადამიანს შეცვალოს უარყოფითი ფიქრები და ჩაანაცვლოს ისინი უფრო ჯანმრთელი ფიქრებით, ისევე როგორც ინტერპერსონალური თერაპია, რომელიც ეხმარება პაციენტებს რომ გაიაზრონ და იმუშავონ საკუთარ პრობლემებზე. გონებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ფსიქოთერაპიის სხვა ფორმა არის პრობლემის გადამჭრელი თერაპია,რომელიც მოიცავს რეალური გადაჭრის გზებს, რათა გავუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს.

ნაკლებად გავრცელებული მკურნალობის გზები: პაციენტებისთვის, რომლებსაც დეპრესია აქვთ და არ მიუმართავთ წამლებისა თუ ფსიქოთერაპიისათვის, ექიმებმა შესაძლოა მიმართონ ხანმოკლე ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას. იგი მოიცავს მაგნიტური იმპულსების მიღებას სკალპზე, რომელიც ასტიმულირებს ნერვულ უჯრედებს ტვინში, რომლებივ ჩართული არიან ხასიათის რეგულაციასა და დეპრესიაში.

მსგავსი სტატიები

„შემკრები წერტილი“ თანამედროვე ფსიქოლოგიის ჭრილში


ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფს...

ჯო დისპენზა. აკეთეთ ეს 7 დღე და საოცარ შედეგებს მიიღებთ


ტრანსკრიბცია ჯო დისპენზას ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე - მ...

როგორია CT-ს მეთოდოლოგია?


  მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო: cognitivetype.com ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი III)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე შესავა...

ნახევარ გამტარი


ერთი შეხედვით თითქოს ადამიანები განსხვავებულები ე.წ ინდივიდუალურ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff