ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ჯეიმს ჰოლი
0
0

შესავალი

814bmcABemL

ავტორი: ჯეიმს ჰოლი

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

წინასიტყვაობა

ჩემი ფსიქიატრიული პრაქტიკის პირველი ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი შემენარჩუნებინა ნეიტრალური დამოკიდებულება სიზმრების ინტერპრეტაციის სხვადასხვა ვარიაციების მიმართ. ვიმედოვნებდი, რომ ყველა არსებული თეორია თანაბრად მართებული იყო. ვფიქრობდი, რომ შემეძლო კლინიკური დაკვირვების გზით თითოეულის უპირატესობისა და ნაკლოვანების თეორია შემექმნა. ასევე ვიმედოვნებდი, რომ რაციონალურად შემეძლო თავად გადამეწყვიტა სიზმრების ინტერპრეტაციის რომელი თეორია ჩანდა უფრო სასურველი. 

ამ თეორიების ორი მთავარი კონკურენტი სიზმრებთან მიდგომის მხრივ იყო ფროიდისა და იუნგის შრომები. ჩემი სამედიცინო და ფსიქიატრიული ტრენინგების დროს, ფროიდის თეორიები ექსკლუზიურად იყო ხაზგასმული ნებისმიერ ადგილას, სადაც სიზმრები იყო ნახსენები (თუ ისინი საერთოდ იყვნენ მოხსენიებულნი). დიუკის უნივერსიტეტში ფსიქიატრიული ტრენინგების გავლის დროს ჩემი პერსონალური ანალიზი მიმდინარეობდა დოქტორ ბინგჰემთან, რომელიც ხაზს უსვამდა სიზმრების მასალის დაკავშირებას ადრეულ, ოჯახურ ყოფა-ცხოვრებასთან და ეგო-იდენტობასთან, რომელიც დაფუძნებული იყო ზემოთნახსენებ ურთერთობებზე. მე დღესაც მახსოვს, სამოცდათხუთმეტ საათიანი ფსიქოანალიზის შემდეგ დოქტორ ბინგჰემს მოუთმენლად ვუთხარი: "მე ძალიან კარგად ვიცი, რომ დედის კომპლექსი მაქვს! არაა აუცილებელი ეს გაუთავებლად, სიზმრებში ვეძებოთ!" მან გულთბილად გაიღიმა, ვინაიდან იცოდა (როგორც მოგვიანებით თავადაც მივხვდი) განსხვავება უბრალო, შემეცნებით შინაარსსა და ცოცხალი შეგრძნების მქონე ცოდნას შორის. სანამ მე დავტოვებდი დოქტორს და ტეხასში დავბრუნდებოდი, მან უკანასკნელი რჩევა მომცა: "ნუ ჩაუღრმავდები იუნგისთეორიას ძალიან სწრაფად". მან როგორც ჩანს იგრძნო მოგვიანებით განვითარებული ჩემი ღრმა მიზიდულობა იუნგის ხედვების მიმართ. 

საბოლოოდ, შეუძლებელი გახდა ჩემს სიზმრებთან კომფორტულად გამკლავება არა-იუნგიანური პერსპექტივიდან. როგორც ჩანდა, ყველა სხვა თეორია მნიშვნელოვან ნაწილებს შეიცავდა იუნგის ხედვიდან, მაგრამ ჩემთვის შეუძლებელი გამოდგა იუნგის ფართომასშტაბიანი ხედვა შემეკუმშა დაჩამეტია დანარჩენ, ხელმისაწვდომ თეორიებში. მე ნამდვილი იუნგიანელი გავხდი. 

ჩემი პერსონალური იუნგიანელი ანალიტიკოსები სიზმრების მნიშვნელობების შესწავლაში, არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც მუდმივად მადლიერი ვარ: შარფ კლუგერი, დიტერ ბაუმანი, მარია ლუიზა ფონ ფრანცი და ედვარდ უიტმონტი. 

უამრავ ანალიტიკოსთა მრავალწლიანმა კლინიკურმა მუშაობამ მრავალი დამადასტურებელი მონაცემი მოიტანა. 1977 წელს მე გამოვაქვეყნე ძირითადი ტექსტი სიზმრების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით; "სიზმრების კლინიკური გამოყენება: იუნგიანური ინტერპრეტაციები", სადაც მე შევადარე იუნგის სიზმრების თეორია სხვა თეორიებს, მოვნიშნე განსხვავებები და მსგავსებები. 

წინამდებარე ნამუშევარი არ განიხილავს მსგავს შედარებებს, არამედ გაძლევთ პირდაპირ, პრაქტიკულ რჩევებს სიზმრების ინტერპრეტაციაში და მის გამოყენებას იუნგის ძირითად ფსიქოლოგიურ ცნებებში. მე განვიხილავ კლინიკურ პრობლემებს, მომყავს მაგალითები და განვმარტავ კონკრეტული სიზმრების ინტერპრეტაციებს, რომელიც დაგვანახებს, როგორ უკავშირდება მსგავსი ინტერპრეტაციები კლინიკურ ცვლილებებს. წიგნში განხილულია რამდენიმე სასარგებლო მაგალითი, მაგრამ არ არის მისი დაწვრილებითი განხილვის განზრახვა, სიზმრების ინტერპრეტაციის მზარდი და ამომწურავი ლიტერატურის არსებობის გამო. მსგავსი თემატიკის გამოტოვება აუცილებელია, რათა ყურადღებაგავამახვილოთ ჩვენს თვალწინ ილუსტრირებულ კლინიკურ პრობლემაზე. 

ყველა სიზმარი არის კონკრეტული ადამიანის არაცნობიერის ნაწილი, მაგრამ სხვადასხვა ადამიანში იდენტური მოტივები განსხვავებულად ვლინდება. ამიტომ, ჩემს მიერ გაანალიზებული არც ერთი სიზმარი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც პირადი გამოცდილება (თუნდაც სიმბოლოების ზუსტი დამთხვევის შემთხვევაშიც). ეს სიზმრები ამოღებულია იუნგიანური კლინიკური ანალიზის მდიდარი მატრიციდან და წარმოდგენილია კონკრეტული საილუსტრაციო მიზნებისთვის. 
 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff