ინდივიდი იკარგება და ქრება...
რაც უფრო დიდია ბრბო, მით უფრო არარაობა ხდება ინდივიდი. თუ ეს ინდივიდი აივსება თავისი არარაობის და უსუსურობის შეგრძნებით, და იგრძნობს რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა, იგრძნობს, რომ მისი ცხოვრება უკვე აღარ შეესაბამება საზოგადოებრივ კეთლდღეობის და ცხოვრების მაღალ დონეს, ის უკვე იქცევა სახელმწიფოს მონად და მისივე ნების საწინააღმდეგოდ და გაუცნობიერებლად ხდება სახელმწიფოს და ბრბოს მგზნებარე მიმდევარი. ადამიანი, რომლის მზერაც მიმართულია მხოლოდ გარე სამყაროზე და რომელიც „დიდი ბატალიონის“ დანახვაზეც კი იბუზება, ვერაფრით პასუხობს იმ სურვილებს, რასაც კარნახობს მისივე გრძნობის ორგანოები და გონება
ის ფაქტი, რომ ინდივიდი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, თუ ახლობლებს მნიშვნელოვან ადამიანებად თვლის, მხოლოდ მისი სუბიექტური შეგრძნებების კომიკურობას ადასტურებს.
ამ შემთხვევაში სრულიად აბსურდულია რაღაც ფასეულობებზე ან ინდივიდის მნიშვნელობებზე მსჯელობა. და მართლაც, სრულიად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ღირსეული ინდივიდუალური ცხოვრება, თუ ის ცხოვრობს ისეთ რეალობაში, სადაც მისი ინდივიდუალურობა სრულიად იშლება.
რომელიც ინდივიდს ართმევს ინდივიდუალურ საწყისს და ღირსებას.
თავისი ქაოტური უფორმობის კომპენსაციისთვის მასა ყოველთვის შობს „ბელადს“, რომელიც როგორც ისტორია გვასწავლის, აუცილებლად ხდება თავისივე უზომოდ გაბერილი ეგო-ცნობიერის მსხვერპლი.
თავისი ქაოტური უფორმობის კომპენსაციისთვის მასა ყოველთვის შობს „ბელადს“, რომელიც როგორც ისტორია გვასწავლის, აუცილებლად ხდება თავისივე უზომოდ გაბერილი ეგო-ცნობიერის მსხვერპლი.
სახელმწიფოს ყველაზე ძლევამოსილი დოქტრინაც კი გარკვეულწილად მაინც ხდება სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში მყოფი მმართველების მანიპულატორული ინტერესების მსხვერპლი. როგორც კი ადამიანი ხვდება ასეთ მაღალ თანამდებობაზე, ის უკვე არავის და არაფერს აღარ ემორჩილება, ის თავად ხდება „სახელმწიფოს პოლიტიკა“ და თავის ჭკუაზე მართავს ყველაფერს. ლუდოვიკო მეთოთხმეტის მსგავსად, მასაც შეუძლია თქვას „სახელმწიფო, ეს მე ვარ“. წარმოიდგინეთ რამხელა თავისუფლებაა, ასეთ ვითარებაში ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოცალკევდნენ სახელმწიფო დოკტრინისგან და გამოავლონინ თავი, როგორც ინდივიდებმა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ისინი საკუთარი ყალბი შეხედულებების მონებად რჩებიან. მსგავსი ცალხმრივობა ყოველთვის კომპენსირდება არაცნობიერის აფეთქებებით. მონობა და აჯანყება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.
ინდივიდს უფრო და უფრო მეტად აკარგვინებენ უფლებას მართოს თავისი ცხოვრება მისივე შეხედულებისამებრ და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რასაც შინაგანი ზნეობა კარნახობს. მას აჭმევენ, აცმევენ, ასწავლიან და წვრთნიან როგორც საზოგადოებრივ ერთეულს, ასახლებენ საშუალოსტატისტიკურ საცხოვრებელში და ანიჭებენ მას იმ სიამოვნებას და კმაყოფილებას, რომელსაც ბრბო მისაღებად მიიჩნევს. თავის მხრივ მმართველებიც ისეთივე საზოგადოებრივი ერთეულები არიან, როგორც მათი ქვეშევრდომები და ამ უკანასკნელებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ წარმოადგენენ სახელმწიფო დოქტრინის რუპორებს