იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკი
0
0

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ შემეცნების ჰორიზონტები გააფართოვოთ. როგორც იცით...

პირველი ლექცია - შესავალი იუნგის ტრადიციაში, ანუ ფსიქიკურის რეალობის შესახებ

 

mandala3

პირველი ლექცია - შესავალი იუნგის ტრადიციაში, ანუ ფსიქიკურის რეალობის შესახებ

გთავაზობთ ვიმსჯელოთ ერთ საინტერესო ფაქტზე, რომელიც, ვფიქრობ, აქ შეკრებილთა უმეტესობისთვის ცნობილია, მაგრამ ალბათ სერიოზულ ყურადღებას არ მიაქცევდით. მხედველობაში მაქვს წარწერა ათენში ელევსინური მისტერიების ტაძრის შესასვლელის თავზე, რომელიც ასე იკითხებოდა: „შეიცან თავი“. ეს ფრაზა ჩვენს დროში ბანალური გახდა, და როგორც ცნობილია, ჭეშმარიტების დაფარვის საუკეთესო გზა - მისი ბანალურობად ქცევა და ლოზუნგებად და ტრანსფარანტებად გამოფენაა. ჩვენ შემთხვევაში სხვა რამეა მნიშვნელოვანი - ის, რომ ეს წარწერა ფილოსოფიური შეკრების, ან თეატრის კი არა, ტაძრის შესასვლელის თავზე ეწერა. ტაძარი, ეკლესია, რელიგია ტრადიციულად ჩვენთან გაიგივებულია ნებისმიერ რამესთან - იქნება ეს თაყვანისცემა, მსახურება, ლოცვა, მაგრამ არა შემეცნება. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ღმერთი რაღაც ჩვენგან გარეთ მყოფად ჩავთვალოთ, და ამიტომ ფრაზა: „შეიცან თავი“ ტაძრის შესასვლელის თავზე ერთი შეხედვით სისულელედ მოგეჩვენებათ.

ამიტომ სრულიად კანონიერი და სამართლიანია თქვენი მხრიდან ის უნდობლობა, რომელსაც იგრძნობთ, როდესაც გეტყვით, რომ ფსიქოლოგიური და ოკულტური ცოდნა არსობრივად ერთიანია.

მონების ღმერთის კულტმა რელიგიური სათნოების საკმაოდ სპეციფიური აღქმით აგვცრა: უმეტესობა ან ღებულობს ამ მონების ღმერთებს და თვითონ ხდება მონა, ან საერთოდ უკუაგდებს ყველა რელიგიურ და ოკულტურ ცოდნას, და წყალთან ერთად ბავშვსაც მოისვრის ხოლმე. დასავლეთელი ადამიანის ცნობიერებაში დემარკაციული ხაზია გავლებული მეცნიერებასა და რელიგიას შორის, და როცა ზოგიერთი ამ მათ შორის ხიდის გადებას ცდილობს, ეს არადამაჯერებლად გამოიყურება ხოლმე. მაგრამ როგორც მოცემული წარწერა მოწმობს, ეს საზღვარი ყოველთვის არ იყო, და კეთილშობილი ელინებისთვის ღმერთები რაღაც მათი სამშვინველის, მათი ფსიქიკურის, მათი მე-ს ნაწილს წარმოადგენდნენ. ღმერთის და მისი საიდუმლოებების შეცნობით ელინი საკუთარ თავსაც შეიცნობდა.

თუკი ფანტაზიას მოვუხმობთ და წარმოვიდგენთ, რომ მე აღმოვაჩინე გარკვეული ტერიტორია, რომელიც იუნგიანური საზოგადოების ტერიტორია იქნებოდა, შემოსასვლელის თავზე უეჭველად დავკიდებდი ორ აბრას. პირველი იქნებოდა უკვე ნახსენები „შეიცან თავი“, მეორე კი ციტატა დანტედან - „დატოვე იმედი ყოველმა აქ შემომსვლელმა“. ეს მეორე წარწერა ისევე გამოხატავს იუნგიანური სწავლების არსს, როგორც პირველი. „დატოვე იმედი“ - ნიშნავს, რომ არ გქონდეს უწინდელად დარჩენის იმედი, არ ჩაეჭიდო ილუზიას, გადახტი უცნობში და დატკბი მისით, იმედის და შიშის გარეშე.

ის, ვინც თვითშემეცნების გზას გაივლის, სიმბოლური გმირი ხდება - არქეტიპი, რომელიც დაწვრილებითაა განხილული ერთ-ერთ მომდევნო ლექციაში. და როგორც ნებისმიერი მითიდანაა ცნობილი, გმირის გზა ერთგვარი სიმბოლური ჩაშვებით ჯოჯოხეთში, მიწისქვეშეთში, რის შემდეგაც იგი აღარასოდეს იქნება უწინდელი.

სამწუხაროდ, თანამედროვე ფსიქოლოგიური ტრადიცია 90%-ით მონური მომხმარებლური კულტურის პროდუქტს წარმოადგენს. საკმარისია გადაფურცლოთ შტამპების ის ბანალური ნაკრები, რომლებითაც სავსეა ისეთი ცნობილი „ფსიქოლოგების“ შრომები, როგორებიც არიან კარნეგი, შესტრომი, ნაპოლეონ ჰილი, რათა დარწმუნდეთ ამაში. მსგავსი „ფსიქოლოგია“ მიმართულია არა ინდივიდის განთავისუფლებაზე, არამედ მის კიდევ უფრო მეტად დამონებაზე, მომხმარებლური კულტურის ჭანჭიკად ქცევაზე. ასეთი ფსიქოლოგია გვთავაზობს სიმშვიდეს და კმაყოფილებას, მაგრამ არა აღტაცებას და თავისუფლებას, და ჩვენ ზიზღით უარვყოფთ ასეთ ძღვენებს. რაღაც მსგავსი დაემართა თავის დროზე რელიგიასაც - თვითშემეცნების და ტრანსფორმაციის სისტემიდან იგი იქცა „მონათა ღმეთების კულტად“, როგორც ალისტერ ქროული უწოდებდა ქრისტიანობას.

საბედნიეროდ, ყველანაირი ფსიქოლოგია არაა ასეთი, და იუნგიანური ტრადიცია - მშვენიერი გამონაკლისია, რომელიც გვთავაზობს თავისუფლებას ადეკვატურობის მყუდრო სიმშვიდის ნაცვლად და დიადი ადამიანის გზას კონფორმიზმის მყუდრო წიაღის ნაცვლად (მასაში გათქვეფის თვალსაზრისით). იუნგიანობის საკვანძო ტერმინი - ესაა ინდივიდუაცია, რაც ნიშნავს განცალკევებული, თვითცნობიერ ინდივიდად ქცევას.

იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ სხვაობას იუნგიანურ მიდგომასა და სხვა ფსიქოლოგიურ სკოლათა უმეტესობის მიდგომებს შორის, მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც იუნგის მოსწავლეს - მარია ლუიზა ფონ ფრანცს მოჰყავს: „ორმა მეგობარმა, რომლებიც ძალიან მსგავსი ნევროზებით იტანჯებოდნენ, სერიოზულად გადაწყვიტეს, რომ განთავისუფლებულიყვნენ ამ ტანჯვისგან. ერთი ციურიცში წავიდა იუნგის მოსწავლესთან, მეორე კი ვენაში - ფროიდის მოსწავლესთან. ისინი შეთანხმდნენ, რომ ნახევარი წლის შემდეგ შეხვედროდნენ ერთმანეთს. შეხვედრისას მეორემ უთხრა: „ახლა მე სრულიად განვთავისუფლდი ჩემი დემონებისგან. მე გავაცნობიერე, რომ ეს იყო უბრალოდ ჩემი ოიდიპოსური სურვილების პროექციები და ახლა წინ წავიწიე კარიერაში, ცოლი შევირთე და სრულიად ნორმალურ ცხოვრებას ვიწყებ“. მეორემ უპასუხა: „აი, მე კი კიდევ უფრო ცოტა მესმის, ვიდრე ადრე, რაღაც გამეხსნა, მაგრამ ის კითხვები, რომლებიც ჩემს წინაშე გაჩნდა, კიდევ უფრო რთულია, კიდევ უფრო მეტია. მაგრამ მე ვგრძნობ, როგორ გაიხსნა ჩემში ძალის წყარო, თითქოს თავად ღმერთი მეხმარება“. მეორე დაფიქრდა და ამბობს: „იცი, მე მართლაც მოვკალი ჩემში ყველა დემონი, მაგრამ როგორც ჩანს ანგელოზებიც მათთან ერთად წავიდნენ“.

ამრიგად, თქვენს წინაშე ორი გზაა. ათასობით სკოლა სიამოვნებით გაგხდით ბედნიერს და ადეკვატურს, თქვენ დაივიწყებთ თქვენს დემონებს და აღარ დაიტანჯებით. ჩვენ კი შეგვიძლია შემოგთავაზოთ ზოგიერთი ახალი ინსტრუმენტი და ცნება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიმეორებ - შესაძლოა, მოგცენ საშუალება, რომ გააფართოვოთ თქვენი თავისუფლების საზღვრები.

იუნგიანური ტრადიციის პირველი საბაზისო წარმოდგენა - ესაა თეზისი ფსიქიკურის რეალურობის შესახებ. ეს საფუძველია. თუკი მას ღებულობთ, იუნგიანელი ხდებით, მაშინაც კი, თუკი არ დაეთანხმებით იუნგს მის მთელ დარჩენილ თეორიაში. ეს ის საწყისი გზავნილია, რომელზეც აუცილებელია რაც შეიძლება ბევრი იფიქროთ, ისევე, როგორც ძენის მოსწავლეები მედიტირებდნენ კოანებზე. იდეა, შესაძლოა მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ - ეს სიმატივე მაცდურია, და ხშირად უფრო ადვილია უნატიფეს ფილოსოფიურ აზრებში გარკვევა, ვიდრე ამ უმარტივეს გზავნილში წვდომა.

დასავლეთელი ადამიანი გამოირჩევა უნიკალური უინტერესობით შინაგანი სამყაროს მიმართ, განსხვავებით გარეგანისგან. მნიშვნელობა არ აქვს, რელიგიურია თუ არა ის, არსობრივად ნებისმიერი დასავლეთელი ადამიანი მატერიალისტია, რამეთუ ღმერთი მისთვის იგივე მატერიაა, რომელიც მასზე მაღალი და დიდია. ამ დასავლურ რელიგიურობას შესანიშნავად დასცინის ვიქტორ პელევინი ბრწყინვალე რომანში - „ჩაპაევი და სიცარიელე“, ადარებს რა რელიგიას ზონას. ზემოთ - მაყურებელი, ქვემოთ - მძღნერი. „Вовремя говном себя назови (то бишь покайся), авось пахан до ништяка и допустит“. პელევინი დასცინის მართლმადიდებლურ წიგნს სიკვდილის შემდეგ სულის გასავლელი საზვერეების შესახებ.

მაგრამ მოდით მივმართოთ აღმოსავლურ ლიტერატურას ამ თემაზე. ბარდო ტჰედოლი - „ტიბეტური მკვდრების წიგნი“ - მოუწოდებს გარდაცვლილს, რომ გაიხსენოს თავისი ჭეშმარიტი ბუნება, გაიგოს, რომ სწორედ იგია ის წმინდა სინათლე, რომელსაც თავის წინ ხედავს და გარეგან ძალად აღიქვამს. ეს წიგნი მოუწოდებს მას, რომ არ შეეშინდეს ყველაზე საშიში მრისხანე ღმერთებისაც კი, და უხსნის, რომ ისინი მხოლოდ მისი გონების წარმოსახვის ნაყოფნი არიან, რომლის ჭეშმარიტი ბუნებაც პირველსაწყისი სინათლეა.

თუმცაღა ჩვენ არ შეგვიძლია ბრმად ვისესხოთ აღმოსავლური ღმერთები, რადგან არ ძალგვიძს მათი სწორად გაგება. დასავლეთში იუნგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღიად და მინიშნებებისა და მრავალაზროვნებების გარეშე ილაპარაკა ფსიქიკურის რეალობაზე. იუნგის აღმოჩენების ძირითადი ღირებულება სწორედ იმაშა იყო, რომ ეს იდეა პირველად ხდება გააზრებული არა მისტიკოსის ან ფილოსოფოსის, არამედ მეცნიერის მიერ, და ფრიად დამაჯერებლად ხდება დამტკიცებული. მომავალში დეტალურად წარმოვადგენ მტკიცებულებათა სისტემას, ახლა კი მაქსიმალურად მოკლედ შევეხები მას.

დასავლეთელმა ადამიანმა შეიძლება ბევრი იკამათოს იმაზე: არიან თუ არა ანგელოზები ან უცხოპლანეტელები „რეალური“ ობიექტები, თუ ეს „მხოლოდ“ ჰალუცინაციებია, გონების წარმოსახვებია. იუნგიანელისთვის მსგავსი კითხვები - დროის ტყუილად ფლანგვაა. იუნგიანელს რომც დაესვა მსგავსი კითხვა, ის სრულიად სხვაგვარად გაიჟღერებდა: ანგელოზები/უცხოპლანეტელები ჩვენი შინაგანი ცხოვრების ნაწილნი არიან თუ მხოლოდ და მხოლოდ გარეგანი ობიექტები? იმედი მაქვს დაიჭირეთ ირონია კითხვის დასმაში, მაგრამ ამ ირონიის მიღმა რეალური გამოწვევაა აზროვნების ყველა სახისადმი - დაწყებული მონათა ღმერთების კულტიდან და დასრულებული ჰამბურგერების რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ დაგარწმუნონ: შინაგანი - არაფერია, გარეგანი. -ყველაფერია. ფსიქიკურის რეალურობის შესახებ იდეა - ესაა ბომბი, რომელიც უნდა აფეთქდეს.

რა თქმა უნდა, პირველად ეს იდეა იუნგს არ აღმოუჩენია. უკვე მრავალი ათასი წელია იგივე ტიბეტში მრავალმა ბერმა იცის, რომ ღმერთები, რომლებსაც ის ეთაყვანება და მათ პრაქტიკებს ასრულებს, მისი გონების მიერაა შობილი და ამავდროულად სრულიად რეალურნი არიან, ყოველ შემთხვევაში, უფრო რეალურნი, ვიდრე კოლექტიური პირობითობების მაია (ილუზია).

თუმცაღა იუნგის აღმოჩენის ღირებულება სწორედ იმაშია, რომ ეს იდეა პირველად ხდება გააზრებული არა მისტიკოსის ან ფილოსოფოსის, არამედ მეცნიერის მიერ.

არსებობს გამოცდილებების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ტრადიციულად ღვთაებრივს ანუ რელიგიურს განეკუთვნება. იუნგიანურ ტრადიციაში ისინი განისაზღვრებიან, როგორც არქეტიპთან კავშირის გამოცდილება, ფსიქიკური შემადგენელის იმ დონით, რომლებიც ერთიანია მთელი კაცობრიობისთვის და რომელთაგანაც ჩვენი ცნობიერება ისევე იზრდება, როგორც ხე - მიწიდან. ამ გამოცდილებებისთვის დამახასიათებელია ნუმინოზურის აბსოლუტური გრძნობა, როცა აღტაცების მწვერვალი შერეულია შიშის მწვერვალთან საკუთარ სამშვინველში ისეთი ძალის განცდის გამო, რომელიც ბევრად აღემატება ეგოს. ჩვეულებრივ, ასეთი გამოცდილებები განისაზღვრებოდა, როგორც ღმერთის ან ეშმაკის თანმყოფობა, თუმცაღა, თუკი გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციის უკიდურეს წინააღმდეგობრიობას, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანები აღიქვამენ, წარმოდგენა ერთიანი ობიექტური ძალის შესახებ, რომელიც ცნობიერებას და ნებას ფლობს, როგორც მინიმუმ სპეკულაციად გამოიყურება. უფრო ლოგიკურია წარმოვიდგინოთ, რომ თავად ძალა, რომლის თანმყოფობასაც ეგო განიცდის, საკმაოდ უსახო და ორმაგია, და პოტენციურად ყველაფერს შეიცავს. ყოველ ჯერზე, როცა ცნობიერების პრიზმას გაივლის, ეს ძალა გარკვეული სახით აფერადებს მას, რაც აღიქმება, როგორც „გამოცხადება“.

თუკი რელიგიური იდეალისტები ასეთ გამოცდილებებს ზეპიროვნულ ღირებულებებს ანიჭებენ და გარე ობიექტებზე ახდენენ მათ პროექციას, მატერიალისტები ჯიუტად ცდილობენ, რომ გააუფასურონ მსგავსი გამოცდილებები და განსაზღვრავენ მათ, როგორც უბრალოდ „ჰალუცინაციებს“. ასეც რომ იყოს, ნუთუ ზღვრული აღტაცების განცდა უფასურდება იმ ფაქტით, რომ ის უბრალოდ ჰალუცინაციაა და სრულიად სუბიექტურია? დაფიქრდით - რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, რამდენად ობიექტურია თქვენი განცდის წყარო, თუკი თავად გამოცდილება რეალურად განიცდება?

უფრო მეტიც - შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ გარკვეული განცდები, რომელთა განსაზღვრაც არ შეგვიძლია, სრულიად კონკრეტულად ზემოქმედებენ გარე რეალობაზე და უკუაგდებენ მატერიალისტების მიამიტურ გზავნილს, რომ ცნობიერება უბრალოდ მატერიის ეპიფენომენია. იუნგი ათ წელზე მეტი თანამშრომლობდა ფიზიკოსთან ვოლფგანგ პაულისთან. ორივე - ერთი როგორც ფსიქოლოგი, ხოლო მეორე, როგორც ფიზიკოსი, პრაქტიკულად იდენტურ დასკვნებამდე მივიდნენ. ჩვენი ცნობიერება პარადოქსულად ზემოქმედებს გარესამყაროზე და იზიდავს იმას, რის მიმართაც მიდრეკილება გვაქვს (როგორც წესი გაუცნობიერებელი). ალბათ ყველამ იცნობთ ტიპიურ ლუზერებს, რომლებიც ერთი ფსიქოლოგის მახვილგონივრული გამოთქმით, „ახერხებენ, რომ ბოლო მომენტში გამოაცალონ მარცხის ქვა წარმატების ფრინველის კლანჭებიდან“, და გამარჯვებულებს, რომლებიც გაუგებარი გზებით ახერხებენ ყველაზე გამოუვალი სიტუაციებიდანაც კი.

თუმცაღა მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ ღრმაა, და არ დავუშვათ შეცდომა, რომელსაც ნიუ-ეიჯის ბევრი მიმდევარი უშვებს - ისინი ჩვენს ცნობიერებას, ჩვენს ეგოს ანიჭებენ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.

ღრმა თვალსაზრისით ამას აქვს მყარი საფუძველი, მაგრამ ვაგლახ, რომ ხშირად გროტესკულ ფორმას იღებს. ფსიქიკა - ეს არაა მხოლოდ ეგო. პირიქით, აგო ნავს ჰგავს ფსიქიკურის უნაპირო ოკეანეში. ამიტომ სრულყოფილების მიღწევა, მიუხედავად იმ თაღლითების შეპირებისა, რომლებიც ამას 300 დოლარად მათი სემინარების გავლის შედეგად გპირდებიან, საფუძველშივე შეუძლებელია. ინდივიდუაცია საშუალებას გვაძლევს, რომ გაცილებით უფრო მეტად მოვახერხოთ გაცნობიერების დაწყება და ჩვენი თავისუფლების საზღვრების გაფართოება, მაგრამ სრული და საბოლოო განთავისუფლება მიუღწეველია.

შემდეგ ლექციაში ჩვენ დაწვრიულებით მოვყვებით იუნგის სწავლების მნიშვნელობაზე მთალი მსოფლიოს აზროვნებაში. ვეცდებით გავიგოთ, რომელ საფეხურზე იმყოფება ყოველი ჩვენგანი.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff