იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკი
0
0

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ შემეცნების ჰორიზონტები გააფართოვოთ. როგორც იცით...

მეშვიდე ლექცია - სინქრონულობა

 

11 11 sinhronistichnost

მეშვიდე ლექცია - სინქრონულობა

წინა ლექციის შემდეგ, ვფიქრობ თქვენთვის ახლა უკვე კარგადაა გასაგები, თუ რა რთულია იმ განცდებისა და ჭეშმარიტებების გემოს გადმოცემა, რომლებიც აქამდე პირადად არ განგიცდიათ. თუმცა დასაწყისისთვის შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს ინტელექტუალური გაგება, და ამა თუ იმ პრაქტიკის შედეგად უცილობლად მიიღებთ შედეგს, რომლისკენაც მოცემული პრაქტიკაა მიმართული. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, გადმოვცეთ ინფორმაცია იმ გზაზე, რომელსაც იუნგიანურ ტრადიციაში ინდივიდუაცია ეწოდება.

ძველი დროის ყველაზე ბრძენი მკვლევარები ადრე თუ გვიან მიდიოდნენ ყველაფრის ურთიერთდაკავშირებულობის და ერთობის პარადოქსულ დასკვნამდე. მათი წარმოდგენის თანახმად, ჩვენი ფსიქიკა წარმოადგენს გარკვეული ტოტალური ერთიანობის ნაწილს, ამასთან ეს ერთიანობა თავის თავში ყველა გონებრივად დასაშვებ ურთიერთწინააღმდეგობას მოიცავს. გარესამყარო წარმოადგენს შინაგანი სამყაროს ორგანულ გაგრძელებას, მატერია - ფსიქიკის, ხოლო ფსიქიკა - მატერიის. არ არსებობს ისეთი მკაფიო საზღვარი, სადაც შეგვიძლია დემარკაციული ხაზი გავავლოთ.

უძველესი ტრადიციების უმეტესობაში არსებობდა წარმოდგენა ასეთ ყოვლის-ერთობა. ჩინელები მას დაოს უწოდებდნენ, ინდუსები განსაზღვრავდნენ, როგორც შივას და შაქტის უსასრულო შერწყმას - ანუ მატერიის და ცნობიერების. ანტიკური ფილოსოფიის საფუძველის ჩამყრელი - ჰერაკლიტე - საუბრობს პირვანდელ ცეცხლზე, რომელიც მთელ ყოფიერებას განმსჭვალავს (და ღმერთებიც კი მის მიერ არიან წარმოშობილნი). ყოვლის-ერთობა იყო ასევე ეგვიპტური და ელინური მისტერიების საიდუმლო. არ არსებობს საზღვრები - ყველაფერი ყველაფრისგან იშობა, ხოლო ჩვენი ცნობიერება წარმოადგენს იმ პირვანდელი პრინციპის თამაშის გამოვლინება, რომელსაც ზოგიერთი დასავლეთელი მისტიკოსი განსაზღვრავს, როგორც „ღმერთს“.

მაგრამ „ღმერთი“, განსაკუთრებით განვითარების პირველ ეტაპებზე, - წარუმატებელი სიტყვაა ამ განსაზღვრებისთვის. დასავლური აზროვნების მსოფლმხედველობაში სიტყვა „ღმერთი“ ჩვეულებრივ უკავშირდება ნევროტულ, მორალურად „აზაბოჩენი“ დიად მამას, პატრიარქს, რომელიც სამყაროს თავზეა გამოკიდებული. ყველაზე ვულგარული მატერიალიზმიც კი სჯობს მსგავს რელიგიურობას. ჩვენ უკვე ვიცნობთ ცნებას - „პროექცია“ და შეგვიძლია გავიგოთ, რომ მსგავსი წარმოდგენა უმაღლეს საწყისზე გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ ფლობის კულტურის პატრიარქალური ნევროტიკების ნევროზული პროექცია, როგორც უწოდებდა დასავლურ ცივილიზაციას ტერენს მაკენა.

თუმცაღა ნუ ჩავვარდებით ცრუ დუალიზმში და ვეცადოთ გავიგოთ, რომ ყველა ეს საერთოკულტურული ნევროზები ერთიანის თამაშები გახლდათ. რატომ? ამაზე ერთ-ერთ ბოლო ლექციაში ვისაუბრებთ, რომელიც ადამიანური ყოფიერების საზრისს ეხება.

ახლა კი ჩვენ გვჭირდება განვიხილოთ ყოვლის-ერთობის სწორედ ეს პრინციპი, იმ ცოდნის გამოყენებით, რომლებიც უკვე მიიღეთ. ავიღოთ ყველაზე მარტივი და ყველასთვის გასაგები დონე - ადამიანური ურთიერთობები. საიდუმლო არაა, რომ ჩვენს მიერ სხვა ადამიანების აღქმა მთლიანად ემყარება ფსიქოლოფიურ პროექციას. თუკი ჩვენ, მაგალითად, შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვიღაცაში მატყუარა დავინახოთ, ეს მხოლოდ იმიტომაა, რომ ყოველ ჩვენგანში იმყოფება შინაგანი მატყუარა. ადამიანი, რომელსაც ეს ძვირფასი კომპლექსი არ გააჩნია, ვერ შეძლებს სიმართლის ტყუილისგან გარჩევას - მისი რეალობის გვირაბში უბრალოდ არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა ტყუილი. თავის მხრივ, ადამიანი, რომელსაც ეს შინაგანი მატყუარა ძალიან ძლიერი აქვს და შესაბამისად ხშირად იტყუება, მიდრეკილი იქნება მატყუარებად დაინახოს ისინიც კი, ვინც მოცემულ მომენტში სიმართლეს ამბობენ. იმას, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი პროექციები რეალობას, ჩვენი ინტუიციის დონით განისაზღვრება, მაგრამ მაშინაც კი, თუ წარმოვიდგენთ ადამიანს, რომელიც არასოდეს ცდება თავის შეფასებებში (რაც უკიდურესად რთულია), ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი ვთქვათ - მისი პროექციები მისი შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ჰარმონიაშია გარკვეულ რეალობასთან.

თუმცაღა აქ ჩნდება ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი. თუკი ჩვენ რეფლექსიისადმი ჩვევა გვაქვს, მაშინ ალბათ ვიცით, რომ ადამიანები ჩვენ გარშემო რაღაც უცნაური სახით ეხმიანებიან ჩვენს ზოგჯერ გამოუხატავ პროექციებსაც კი. უფრო მეტიც, ადამიანი, რომელიც პრინციპულად ახალ ქალაქში და ახალ პირად გარემოცვაში აღმოჩნდება, რამდენიმე თვის შემდეგ შეამჩნევს, რომ მისი ურთიერთობები აქაც იგივე მოდელით ეწყობა, რომლითაც წარსულში. ადამიანები სხვები არიან, ურთიერთობების დინამიკა კი ზუსტად იგივე რჩება, თითქოს არაფერი შეცვლილა. განსაკუთრებით კარგად ამას შეგვიძლია დავაკვირდეთ ინტიმური ურთიერთობების მაგალითზე - ხშირად ჩნდება შეგრძნება, რომ ადამიანები სხვადასხვა პარტნიორებთან ურთიერთობების თითქმის იდენტურ მოდელს თამაშობენ, და მხოლოდ ყველაზე სერიოზულ შინაგან ანალიზს შეუძლია დაეხმაროს მათ ამ მოდელის გაფართოებაში ან შეცვლაში.

ჩნდება კითხვა: რატომ ერთვება ადამიანი ერთი და იგივე მოდელში სხვადასხვა ადამიანებთანაც კი, რომელთაგანაც ყოველს აბსოლუტურად თავისი სამყაროს მოდელი აქვს? გთხოვთ, ერთი წუთით დაფიქრდეთ ამაზე და ხელახლა აღმოაჩინოთ პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ბერძნებისთვის იყო ცნობილი - „მსგავსი იზიდავს მსგავსს“. გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. ჩვენი შინაგანი პერსონაჟები - ჩრდილი, ანიმა (ან ანიმუსი), გმირი, მსხვერპლი, პრაქტიკულად ყოველთვის ვლინდებიან ჩვენს გარემოცვაში.

უძველესი დროის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტრადიცია - ჰერმეტიზმი, თავის ცენტრალურ წიგნში ამტკიცებდა: „რაც ზემოთ - ის ქვემოთ, რაც შიგნით - ის გარეთ“. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც კი ყურადღებით გაიაზრებთ ამ პრინციპს, თქვენი შინაგანი ხედვის წინაშე გაიხსნება უნატიფესი ჭეშმარიტებების და ნიუანსების ოქროს ნამცეცები.

მას შემდეგ, რაც ეს-ესაა დავიწყეთ საკუთარი არაცნობიერის სიღრმეების კვლევა - ჯერ, რა თქმა უნდა, პირადის (კომპლექსები, შიშები, მშობლიური პროგრამები), ჩვენ მასზე ძალაუფლებას მოვიპოვებთ ლოგოსის ძალით. სანამ ცნობიერებაში ვინარჩუნებთ კომპლექსს, ჩვენ გვაქვს უძვირფასესი საჩუქარი - არჩევანის ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელსაც სრულიად მოკლებულია კაცობრიობის 95%, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება აზრების ავტომატი-გამტარივით ცხოვრობს.

წარმოვიდგინოთ აბსტრაქტული პიროვნება. ეს ადამიანი, დავარქვათ მას ვასილი, შეიძლება რაღაც მიზეზით ჩემს მიერ აღიქმებოდეს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა. ამასთან, თავად ვასილი სრულიად გაამართლებს თავის განსაზღვრებას და ყველანაირად მომიწამლავს ცხოვრებას. მაგრამ აშკარაა, რომ ეს აღქმა გარკვეულწილად წარმოადგენს ერთობლივ ილუზიას, რადგან ვიღაც სხვისთვის ეს ვასილი საუკეთესო მეგობარი იქნება, რაც ასევე პროექციაა. სხვა ადამიანზე პროეცირებული გარკვეული კომპლექსები უცილობლად ააქტიურებენ პოტენციურ კომპლექსებს მის ქვეცნობიერში, ახლოს მყოფ ან იდენტურ პროექციებს. ეს ხდება ორი მიზეზით. პირველ რიგში, ჩვენი პროექცია საკმაოდ ძლიერაა დამუხტული ფსიქიკური ენერგიით, და ეს ენერგია მის ქვეცნობიერ პოტენციალს ააქტიურებს. დავარქვათ ამას გარეგნული ან ფსიქოლოგიური მიზეზი. მეორე მიზეზი, რომელიც არ უარყოფს, არამედ ავსებს პირველს, მდგომარეობს იმაში, რომ ყოვლის-ერთობის პრინციპის ძალით ჩვენ იმ ადამიანებს ვიზიდავთ, რომლებიც სწორედ ჩვენს ამ პოტენციალს შეესაბამებიან. მეორე ჭეშმარიტების ძალზე დამახასიათებელი მტკიცებულებაა ის, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად სრულიად იცვლება, მაშინვე სპონტანურად და წინასწარი განზრახვის გარეშე ხვდება სხვა გარემოცვაში. შეიცვალა განლაგება ინდივიდის ფსიქიკაში - შესაბამისად ამ ახალ პროექციებზე ძველი გარემოცვა ვეღარ რეაგირებს, და თითქოს არსაიდან ჩნდებიან ახალი მეგობრები.

საქმე რომ მხოლოდ პირადი ურთიერთობების ნატიფ სფეროს ეხებოდეს, ჩვენ ვერანაირად ვერ ვისაუბრენდით ყოვლის-ერთობის პრინციპის მტკიცებულებაზე. აქ საჭიროა გაცილებით უფრო მყარი არგუმენტები. და ისინი არსებობენ. ესაა ე.წ. სინქრონულობის პრინციპი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ.

როცა ადამიანი საკუთარი პირადი არაცნობიერის საკმარისად ძლიერ გაცნობიერებას მოიპოვებს, თავისი ეგოს საზღვრებს მიღმა გავა, და ხდება საკუთარი განცდების არა ობიექტი, არამედ სუბიექტი, იგი უცილობლად ეჯახება ფსიქიკის მით უფრო ღრმა პირველად დონეს, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორც კოლექტიურ არაცნობიერს, ობიექტურ ფსიქიკურს ან არქეტიპების დონეს. სანამ ჩვენი პირადი კომპლექსების პრობლემატიკის სფეროში ვიმყოფებით, არქეტიპების არსებობა შეგვიძლია დავივიწყოთ, თუკი ჩემსავით იმ მოთამაშეებს არ ჰგავხართ, რომლებიც რისკავენ და სულიერ რუსულ რულეტკას თამაშობენ. მაგრამ როცა პირადი არაცნობიერი უმეტესწილად გავლილია, და თითქოს არაფერი დიდად არ შეცვლილა, თუკი ამ ნაბიჯს ვდგამთ, მაშინ ზოგად-საკაცობრიო არაცნობიერის არქეტიპულ ნაკადში აღმოვჩნდებით. არქეტიპების დონე პირდაპირაა დაკავშირებული იმ ერთიან გონთან, არქეტიპულ ცენტრთან, რომელშიც მთელი ყოფიერება ერთიანი თამაშია. როგორც კი ესა თუ ის არქეტიპი რაღაც მიზეზით გააქტიურდა, ჩვენ ვეჯახებით დამთხვევათა წარმოუდგენლად საოცარ კასკადს, რომელიც არანაირად არ უკავშირდება გარეგნულ მიზეზ-შედეგობრიობას, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულია აზრით.

სინქრონულობის კლასიკური მაგალითია ისტორია იუნგის ცხოვრებიდან, როცა იგი აქტიურად იყო ჩაძირული თვითობის სიმბოლოს, როგორც ქრისტეს და თევზის (იხტიას) კვლევაში. ვციტირებ: „1949 წლის პირველ აპრილს, დილით, ჩემს ბლოკნოტში გავაკეთე ჩანაწერი, რომელიც შეიცავდა ნახევრადადამიან-ნახევრადთევზის ხატ-სახეს. საუზმედ თევზი მომართვეს. საუბარში ვიღაცამ ახსენა ჩვეულება, ვიღაცისგან „სააპრილო თევზის“ გაკეთებისა. დღისით ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა პაციენტმა, რომელიც რამდენიმე თვეა არ მინახავს, რამდენიმე შთამბეჭდავი ნახატი მაჩვენა თევზების გამოსახულებით. საღამოს მაჩვენეს გობელენის ნაწილი ზღვის ურჩხულითა და თევზებით. მომდევნო დილით ყოფილ პაციენტს შევხვდი, რომელიც ჩემთან მიღებაზე ათი წლის წინ იყო. ამ ღამით მას თევზი დაესიზმრა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ეს შემთხვევა ჩემს ერთ-ერთი ნაშრომში შევიყვანე და სწორედ იმ დროს მოვრჩი მის აღწერას, სახლიდან ტბასთან გავედი, იმ ადგილას, სადაც უკვე რამდენჯერმე ვიყავი იმავე დილის განმავლობაში. ამჯერად ტალღისაზომზე (на волномере) ოცდაათი სანტიმეტრის ზომის თევზი აღმოვაჩინე. რადგან ახლომახლო არავინ იყო, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ეს თევზი იქ მომხვდარიყო“ (იუნგი - „სინქრონულობის შესახებ“).

მოვლენათა ასეთმა თანხმვედრამ შესაძლოა პრინციპულ სკეპტიკოსებში ეჭვი გამოიწვიოს. მსგავსი ფსიქოლოგიური დამცავი მექანიზმებით ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ თავი დაიცვან თავიანთი არაცნობიერისგან, რომელიც მათთან ინფანტილურ და ატავისტურ ხასიათს ატარებს.მათთვის რაიმეს დამტკიცება შეუძლებელია სწორედ იმიტომ, რომ მიუხედავად სიტყვა „მეცნიერულის“ ხშირი გამოყენებისა, თავის საფუძველში სამყაროს შემეცნების მათი მეთოდი მეცნიერული კი არა ღრმად რელიგიურია, ანუ დაფუძნებულია დოგმებზე, რომელთა გატეხვაც - ჯოჯოხეთური სამუშაოა. არაწინასწარგანწყობილი მსმენელი კი დაინახავს რა მოვლენათა ასეთ საოცარ თანმიმდევრობას, დაფიქრდება და საკუთარ თავს კითხვას დაუსვამს: „რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?“.

გარკვეულ ასაკამდე, უფრო ზუსტად კი 1999 წლის 22 დეკემბრამდე მეც აბსოლუტურ სკეპტიკოსად და მატერიალისტად ვრჩებოდი, და ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც ეხებოდა ეზოთერულს და ზე-ადამიანურს, გულძმარვას მიჩენდა. და აი, 22 დეკემბერს ცხოვრებაში პირველად განვიცდი მისტიურ ან არქეტიპულ გამოცდილებას - კუნდალინის გამოღვიძებას. მსგავს ფენომენზე მანამდე არაფერი მსმენოდა, ამიტომ თვითშთაგონების იდეა, რომელსაც ასე ხშირად ეჭიდებიან ხოლმე დოგმატური მატერიალისტები, ობიექტურადაა გამორიცხული.

განცდა პირველ მომენტში გამოიხატებოდა შინაგანი აფეთქებისა და საოცარი ექსტაზის შეგრძნებით, რომელიც მთელ სხეულში ვრცელდებოდა. რომ არა მომდევნო მოვლენები, ყველაფერი შეიძლებოდა სუბლიმირებულ სექსუალობამდე დაგვეყვანა. პირველ კვირაში ენერგიის ისეთი კოლოსალური აღმასვლა განვიცადე, რომ დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი მეძინა. ჩემი წარმოსახვა მაძლევდა ახალ, მანამდე უცნობ სიმბოლოებს - წითელი გველი, რომელიც მთელ სხეულში მოძრაობს, მზისა და მთვარის ქორწინება, მთვარის ყვავილიდან დაბადება. ერთ-ერთ სიზმარში ვნახე გველი, რომელმაც ჩემი ბინის იატაკი ამოანგრია და კედელზე ბრაში შეძვრა. მე უეცრად გამიმძაფრდა ის, რასაც ზეგრძნობით უნარებს უწოდებენ - მე სპონტანურად შემეძლო წამეკითხა სხვების აზრები, თუმცა სიტყვა „წაკითხვა“ აქ არც ისე შესაფერისია, უბრალოდ საზღვარი ჩემსა და სამყაროს შორის იმდენად წაიშალა, რომ სხვების აზრებს საკუთარივით აღვიქვამდი, და თანამოსაუბრისთვის განსაცვიფრებლად, ვაჟღერებდი კიდეც მათ. გაჩნდა განსაკუთრებული სახის წინათგრძნობა - მაგალითად, მივდიოდი რა ქალაქში, ძალიან მინდოდა, რომ რომელიღაც კუთხიდან ჩემთვის ნაცნობი ადამიანები გამოსულიყვნენ, და რამდენიმე წამში ეს ხდებოდა კიდეც. ეს არ იყო სამყაროზე ზემოქმედება, როგორც მაგიაში ესმით. ეს იყო სრული შერწყმა, ერთიანი გონების ნაკადთა შეგრძნება, რომელიც უკიდურესად გამიმძაფრდა. ჩემთვის ემპირიულად გასაგები გახდა ის, რაც აქამდე აბსტრაქტულ ფილოსოფიურ სპეკულაციებად მეჩვენებოდა. როგორც შემდეგ გავიგე, გამოცდილების ეს ტიპი ინდოეთში უკვე 2500 წელია ცნობილია და განსაკუთრებულ მიღწევას არც კი წარმოადგენს, ხოლო გველის სიმბოლო - - ესაა გამოღვიძებული კუნდალინის ცენტრალური ხატ-სახე.

სამწუხაროდ მაშინ დღიურს არ ვაწარმოებდი, და ბევრი რამის გახსენება მჭირდება, თუმცაღა ახლა, როცა თელემას კანონი ვაღიარე, დღიურის წარმოდება ჩემთვის აუცილებელი პირობა გახდა, და ყველა მსგავსი სახის მოვლენას ვაფიქსირებ ხოლმე.

მაგალითად, როცა თელემას სწავლება აღმოვაჩინე და პირველად წავიკითხე „კანონთა წიგნი“, სადაც არაერთხელ გვხვდება გველის ხატ-სახე, მაშინვე გაფართოებული ცნობიერების ექსტაზში შევედი. „აი, მტრედი, და აი გველი - გულდასმით აირჩიე“ - წერია „კანონთა წიგნში“. „მე გველს ვირჩევ“, - ვჩურჩულებდი უძლიერეს არქეტიპულ ექსტაზში. ამავე ღამეს ჩემს საყვარელს ესიზმრა, რომ გველთან ჰქონდა სექსი. მეორე დღეს, როცა შევედი საიტზე, რომელსაც თვეში ერთხელ ვსტუმრობდი ხოლმე, იქ აღმოვაჩინე სტატია, სახელწოდებით - „გველის არქეტიპი ევროპელებში“. რამდენიმე საათის შემდეგ წერილი მივიღე გოგოსგან, რომელთანაც უკვე ერთი წელია მიმოწერა მქონდა. იგი თავის ზღაპარს მიგზავნის გასაანალიზებლად. მასში ალისას აღმასვლის ყველაზე ზედა სართულზე გველი იყო. სინქრონულობის ის ნაკადი, რომელიც იუნგთან თევზს უკავშირდებოდა, მე სწორედ გველის კონტექსტში მივიღე.

მას შემდეგ მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრი დაგროვდა, იმდენი, რომ ყველას ჩამოსათვლელად ცალკე ლექცია დამჭირდება.

ყოველ ჯერზე, სინქრონულობის წინ, ნაკადში მოხვედრილი ადამიანი განსაკუთრებული სახის სასიამოვნო აგზნებას გრძნობს, თითქოს ენერგიით ივსება. ეს ფსიქიკური აგზნება ექსტაზში გადადის, თითქოს ძალიან ძლევამოსილი და სასიამოვნო ძალა შედის ცნობიერებაში და ნეტარებით ავსებს მას. ეს ექსტაზი, განსხვავებით ყველა არსებული სიამოვნებებისგან, არასოდეს გბეზრდება და ყოველთვის ისე გრძნობ, თითქოს პირველად. ეს გასაგებია - ჩვენ ხომ ამ განცდებში ძალის წყაროს ვეხებით, სიცოცხლის პირვანდელ ნაკადს, ჩვენს პირვანდელ მეს.

თუმცაღა აუცილებელია აღვნიშნოთ ასევე არქეტიპულ გამოცდილებებთან დაკავშირებული გარკვეული საფრთხე. ადამიანისთვის, რომელსაც პირადი არაცნობიერი არ გაუცნობიერებია და ცხოვრებაში უიღბლოა, ასეთი გამოცდილებები შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს და შიზოფრენიამდე მიიყვანოს. სწორედ აქედან მოდის ინსტუქტური უნდობლობა, რომელსაც ბევრი განიცდის ნებისმიერი ოკულტური ცოდნისადმი - 90% იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაზე წერენ, უბრალოდ კასტრატები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც სრულფასოვან ცხოვრებას გაურბიან. ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ის, რაც ძლიერისთვის დახვეწილი ღვინოა, სუსტისთვის - დამღუპველი შხამია. მოხუცი ქალწულის ხატ-სახე, რომელიც სპირიტიზმითაა დაკავებული და „ღვთიური სიყვარულის“ ძიებაში „მაცდური ეშმაკებისგან“ იცავს თავს, დიდი ხანია სამაგალითოა. აი, რატომაა, რომ იუნგიც და ქროულიც ყოველთვის მკაცრები იყვნენ მოსწავლეების არჩევისას, რადგან თვლიდნენ, რომ პირად არაცნობიერთან დაკავშირებული გარკვეული პირადი წარმატება და პრობლემების გადაჭრა, განსაკუთრებით მშობლების პროგრამებისგან განჯაჭვა, აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ დიდ სიღრმეებთან ნებისმიერ შეხებას.

ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - შეიძლება თუ არა ხელოვნურად გავააქტიუროთ კოლექტიური არაცნობიერის ის სფეროები, რომლებსაც არქეტიპებს ვუწოდებთ. გარკვეულ დრომდე მე მხოლოდ ეთ მეთოდს ვაღიარებდი - აქტიურ წარმოსახვას, რომელიც იუნგმა შეიმუშავა. თუმცაღა პირადი გამოცდილებამ ცერემონიული მაგიის პრაქტიკებში და შემდგომმა შედეგებმა დამარწმუნეს, რომ ეს მუშაობს, ამასთან იმდენად, რომ გონებისთვის წარმოუდგენელია. სინქრონული თანხმედრების ნაკადი სწორად ჩატარებული რიტუალის შემთხვევაში გარდუვალია, და დამთხვევამდე ამის დაყვანა ძალიან რთულია.

ბოლოს და ბოლოს, ფიზიკის უახლესმა მიღწევებმა, რომლებიც მისტიკოსების უძველეს აღმოჩენებს ადასტურებენ, მეცნიერება გაცილებით უფრო დააახლოვეს ოკულტიზმთან, ვიდრე 19 საუკუნის გულუბრყვილო პოზიტივიზმმა. როგორც არ უნდა იყოს, თუკი რაიმე რელიგიური ან მეცნიერული დოგმებისგან თავისუფალ გახსნილ გონებას ვინარჩუნებთ, ჩვენ მართალისა და ტყუილის მხოლოდ ერთი საზომი გვრჩება - პირადი გამოცდილება. ამიტომ - ჩაატარეთ ექსპერიმენტები, შეუსაბამეთ, გამოიკვლიეთ და ვფიქრობ, მალე ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ.

რეკომენდებული ლიტერატურა: კარლ იუნგი - „სინქრონულობა“, მარია ლუიზა ფონ ფრანცი - „სინქრონულობა“, რობერტ ანტონ ვილსონი - „პრომეთეს აღზევება“, „კვანტური ფსიქოლოგია“, „ახალი ინკვიზიცია“.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff