მთარგმნელის წინასიტყვაობა

ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა (1486 – 1535)

ოკულტური ფილოსოფია

პირველი გრიმუარი: ნატურალური მაგია

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

მთარგმნელის წინასიტყვაობა

1509 წლის მეორე ნახევრიდან 1510 წლის პირველი თვეების ჩათვლით, ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპამ, რომელიც იმ დროისათვის გამორჩეულ გერმანელ ალქიმიკოსად, ასტროლოგად და ჰერმეტიზმის ადეპტად იყო ცნობილი,  თავი მოუყარა მისტიციზმისა და ოკულტიზმის სრულ ნაკრებს და ახალგაზრდული ენერგიითა და ენთუზიაზმით შეადგინა დამუშავებული მაგიის სისტემა, რომელიც სამ გრიმუარში გააერთიანა. პირველი გრიმუარი - ნატურალური მაგია, სწორედ მოცემული წიგნი გახლავთ. აგრიპამ, ლათინურ ენაზე დაწერილი და თავებად დაყოფილი ოკულტური ფილოსოფიის პირველი გრიმუარი გამოსცა 1531 წელს, ხოლო დანარჩენ ორ გრიმუართან ერთად, სრული ტექსტი 1533 წელს გამოაქვეყნა. პირველი ინგლისურენოვანი თარგმანი (უმცირესი ტირაჟით) ლონდონში, 1651 წელს გამოქვეყნდა. 

  აგრიპა ხშირად იხსენიებს ნაკლებად ცნობილ სწავლულებს და ასახელებს ისეთ მცენარეებს, ადგილებს და ნაწარმოებებს, რომლებიც ჩვენს "ყოვლისმცოდნე" ინტერნეტშიც კი რთულად იძებნება (ან საერთოდ არ იძებნება); აგრიპას ნარატივებში მოყვანილია ბევრი ისტორიული მოვლენა და მნიშვნელოვანი მოვლენები ოკულტურ ჭრილშია განმარტებული; მიუხედავად მცირე მოცულობისა, ეს არის ინფორმაციულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ოკულტური ტექსტი, რომელიც თეორიულ აღწერილობებთან ერთად, მრავალ პრაქტიკულ გასაღებს შეიცავს. წარმოუდგენელია, რომ აგრიპამ ამ ცოდნას ოცდასამი წლის ასაკში მოუყარა თავი. ტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ იგი შესანიშნავად იცნობს ისტორიას, ანტიკურ ტექსტებს, ალქიმიას, ასტროლგიას, ბიოლოგიას, მედიცინას, ბიბლიას და მთლიანად ოკულტურ სპექტრს. მაქსიმალურად ვეცადე არ გამომრჩენოდა არც ერთი დასახელებული პრეპარატის სახელი და ზოგ ადგილას მისი ლათინური დასახელებები ორიგინალში გამოვიყენე, რათა უშუალოდ დაინტერესებულმა მკითხველებმა შეძლონ და იპოვონ აგრიპას მიერ მოხსენიებული საგნები და მცენარეები. ჩემთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი აღმოჩნდა აგრიპას მიერ მოხსენიებული წმინდად ქართული ელემენტები, როგორებიცაა კავკასიონის კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე, კოლხეთი, მედეა, ქალდეველები... იშვიათად შეხვდებით ისეთ ოკულტურ ტექსტს, რომელშიც ყოველი ახალი თავი წინაზე გამაოგნებელია; თითქოს აგრიპამ ყველა მკითხველის გაკვირვება განიზრახა და განსახილველი თემები ისე განალაგა, რომ ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით ყოფილიყო წასაკითხი. ამ დაუჯერებელი მოვლენების ფონზე, აგრიპა არ მოითხოვს ვინმეს რწმენას ან თუნდაც ერთ საკითხში თანხმობას, რასაც პირველივე თავში აცხადებს, როდესაც ამბობს: "რაც უკვე ვთქვი და რასაც ამის შემდგომ ვიტყვი, ნუ დაეთანხმება მას ნურავინ, რამეთუ მომავალ თაობებში ისინი დამტკიცდებიან უნივერსალური ეკლესიისა და რწმენა განმტკიცებულთა კრებულის მიერ". 

 მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა აგრიპას მიერ დატოვებული ფასდაუდებელი საგანძური ქართულ ენაზე პირველად გამეზიარებინა ოკულტიზმით დაინტერესებული ქართველი მკითხველისათვის. დაე, აგრიპამ თავად თქვას თავისი სათქმელი. 

  ვუძღვნი ვარიკოს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 455 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff