ნაწილი მესამე

XXI. საგანთა თვისებების შესახებ, რომლებიც მათში სიცოცხლის მანძილზე ცხოვრობენ და თვისებების შესახებ, რომლებიც მათში სიკვდილის შემდეგაც რჩებიან. 

    უფრო მეტიც, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საგნებს გააჩნიათ თვისებები, რომლებიც მათში სიცოცხლის დასასრულამდე ნარჩუნდებიან და არსებობს ზოგი თვისება, რომელიც სიკვდილის შემდეგაც რჩება. ეხენესის თევზი გემს აჩერებს, ხოლო ბასილისკო ადამიანებს მზერით კლავს; მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ცოცხლები არიან. მკვდარ ეხენესსა და ბასილისკოს მსგავსი რამ არ შეუძლია. თუ ვინმე გადაყლაპავს მერცხლის ან ბეღურის გულს მაშინ, როცა გული ჯერ კიდევ თბილია, იგი სასარგებლო იქნება მეხსიერებისთვის, გაგებისთვის და წინასწარჭვრეტისთვის; ამიტომაც, მეტად ეფექტურია ჯერ კიდევ ცოცხალი ცხოველების სხვადასხვა ნაწილების გამოყენება. როცა წყლის ბაყაყის ენას იღებთ, ბაყაყი არ უნდა მოკლათ, არამედ ისევ წყალში უნდა ჩაუშვათ. თუ მგლის კბილს იღებთ, არ მოკლათ ეს მგელი და გაუშვით. ასე მოიქეცით დანარჩენ შემთხვევებშიც. დემოკრიტე წერს: თუ ვინმე წყლის ბაყაყს ენას ამოაძრობს, ჩააბრუნოს ბაყაყი წყალში და დაადოს ენა ქალს იმ ადგილას, სადაც გული ძგერს. ქალი ჭეშმარიტ პასუხს გასცემს თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. გველის მარჯვენა თვალი ხელს უწყობს თვალის წყლულს, მხოლოდ მაშინ, თუ გველს ცოცხლად გავუშვებთ. არის ერთი დიდი გველი, სახელად მირუსი; თუ მის თვალს ავადმყოფს შუბლზე მიაკრავენ, ანთება ინკურნება. ყველა გველის კბილი, რომელიც მათი სიცოცხლის დროს არის ამოღებული, კისერზე ტარებისას კარტანის დაავადებას ჰკურნავს. ძაღლები არ უყეფენ მას, ვისაც გაქცეული წავის კუდი თან დააქვს; დემოკრიტე ასევე გადმოგვცემს, რომ სიცოცხლეში ამოღებული ქამელეონის ენა იწვევს კარგ იღბალს და მომგებიანია ქალთა მოგზაურობისთვის; ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ენა შემთხვევით სახლში არ მიიტანოთ, რამეთუ იგი უბედურების მომტანი იქნება; უფრო მეტიც, არსებობს რამდენიმე თვისება, რომელიც სიკვდილის შემდეგაც რჩება: პლატონელები ასეთი თვისებების შესახებ ამბობენ, რომ მათ მატერიის იდეა ნაკლებად შთანთქავს, ვინაიდან თვისება მასში სიკვდილის შემდეგად უკვდავია და არ წყვეტს საოცარ საქმეებს. ასე რომ, დაშლილ და გამშრალ მცენარეებში ასეთი თვისებები მეტად სწრაფი და მოქმედია, რომელიც მასში მანამდე იდეის დონეზე თანაარსებობდა. არწივი მთელი ცხოვრების განმავლობაში ძლევს ყველა დანარჩენ ფრინველს; ასევე, მისი ბუმბული სიკვდილის შემდეგაც ანადგურებს და შთანთქავს ყველა სხვა ფრინველის ბუმბულს. იგივე ასპექტში, ლომის ტყავი ყველა ცხოველის ტყავს ანადგურებს; მთის ლომის ტყავი ანადგურებს ვეფხვის ტყავს; მგლის ტყავი ანადგურებს ბატკნის ტყავს; ზოგი მათგანი ამას არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით აკეთებს, არამედ ხმის მეშვეობითაც; მგლის ტყავისგან დამზადებული ბარაბანის გვერდით ბატკანის ტყავის ბარაბანი აღარ ჟღერს; ხიხეტის თევზისგან დამზადებული დოლი გარშემო აქრობს ყველა მცოცავ არსებას, რა მანძილზეც მისწვდება მისი ხმა. 

 

  XXII. როგორ ექვემდებარებიან ქვემდგომი საგნები ზემდგომ სხეულებს და როგორ მიესადაგება ადამიანის სხეული, მოქმედება და განწყობა ვარსკვლავებსა და ზოდიაქოს ნიშნებს. 

  აშკარაა, რომ ყოველი ქვემდგომი საგანი ექვემდებარება ზემდგომ და უზენაეს სხეულებს. როგორც პროკლუსი იმოწმებს, ისინი გარკვეული წესისდა მიხედვით ერთი მეორეში თანაცხოვრობენ. ქვემდგომში არის ზემდგომი და ზემდგომში არის ქვემდგომი; მაშასადამე, სასუფეველში არსებობს მიწიერი საგნები, მაგრამ მეტწილად ზეციური გამოვლინებით. ამიტომაც, ჩვენ ვამბობთ, რომ დედამიწაზე არსებობენ საგნები, რომელიც სოლარული (მზისმიერი) და ლუნარულია (მთვარისმიერი). ისინი ძლიერ გავლენებს ახორციელებენ თავიანთი გამოვლინებების მიმართ. აქედან გამომდინარე, საგნები თავიანთ თვისებებს ვარსკვლავების და ნიშნების თავისებურებებით ავლენენ; ჩვენში სოლარული არის გული და თავი. ვინაიდან ლომი მზის სახლია, ხოლო ვერძი მისი ეგზალტაცია (ამაღლება). მარსის ქვეშ მყოფი საგნები განეკუთვნება თავსა და სათესლე ჯირკვლებს, ვერძისა და მორიელის დამსახურებით. გრძნობების დაქვეითებისა და სიმთვრალის გამო თავის ტკივილის შემთხვევაში სათესლე ჯირკვლებს ვყოფთ ცივ წყალში ან ძმრით ვიმუშავებთ. აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ნაწილდება ადამიანის სხეული პლანეტებისა და ნიშნების მიხედვით. არაბთა დოქტრინების მიხედვით, მზე მართავს ტვინს, გულს, მარჯვენა თვალს და სულს. ასევე, მზე მართავს ენას, პირს, დანარჩენ ორგანოებს და შეგრძნებებს, როგორც გარეგანს, ასევე შინაგანს. მზე მართავს ხელებს, ტერფებს, ფეხებს, ნერვებს და წარმოსახვის ძალას. მერკური მართავს ელენთას, მუცელს, შარდის ბუშტს, საშვილოსნოს და მარჯვენა ყურს, ისევე როგორც საღად აზროვნების უნარს. სატურნი მართავს ღვიძლს და კუჭის ხორცოვან ნაწილს. იუპიტერი მუცელს და ჭიპს. ზოგიერთი უპიტერს ასევე მიაკუვნებს მკერდს, ნაწლავებს, სისხლს, მკლავებს, მარჯვენა ხელს, მარცხენა ყურს და ბუნებრივ ძალებს. ზოგი მარსს მიაკუთვნებს სისხლს, ვენებს, თირკმლებს, ნაღვლის ბუშტს, დუნდულებს, ზურგს, სპერმის მოძრაობას და აღშფოთების ძალას. ვენერას მიაკუთვნებენ თირკმლებს, სათესლე ჯირკვლებს, საშვილოსნოს და ნაყოფიერების ძალებს, ისევე როგორც ხორცს, ქონს, მუცელს, მკერდს და ყველა ნაწილს, რომელიც ვენერიულ ქმედებებს ახორციელებს. ამბობენ, რომ ვენერა მართავს ხერხემლის უკანა ძვალს, წელს, თავს, პირს და ტუჩებს, რომლითაც ისინი სიყვარულის ნიშნად კოცნას ჩუქნიან ერთმანეთს. ახლა მთვარე: იგი მთელი სხეულისათვის გამოწვევაა და შეუძლია სხეულის ყოველი უჯრედი აღაგზნოს ადამიანის კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მთვარის მართველობას განსაკუთრებით მიაწერენ ტვინს, ფილტვებს, ზურგის ძვლის ტვინს, მუცელს, მენსტრუაციას, ექსკრეციას, მარცხენა თვალს და ზრდის ძალას. ჰერმესი ამბობს, რომ ცხოველის თავის ქალაში არის შვიდი ნახვრეტი, რომელიც შვიდი მმართველი პლანეტის მიხედვით არის გადანაწილებული: მარჯვენა ყური სატურნი; მარცხენა იუპიტერი; მარჯვენა ნესტო მარსი; მარცხენა ვენერა; მარჯვენა თვალი მზე; მარცხენა მთვარე; პირი მერკური. ამ პროცესების განგებულებაში ჩართულია ზოდიაქონს ნიშნებიც: ვერძი მართავს თავსა და სახეს, კურო კისერს, ტყუპები მკლავებს და მხრებს, კირჩხიბი მკერდს, ფილტვებს და მუცელს, ლომი გულს, მუცელს, ღვიძლს და ზურგს, ქალწული ნაწლავებს და მუცლის ქვედა ნაწილს, სასწორი თირკმლებს და დუნდულებს, მორიელი სასქესო ორგანოებს და საშვილოსნოს, მშვილდოსანი ბარძაყს და საზარდულს, თხის რქა მუხლებს, მერწყული ფეხებს და წვივებს, თევზები კი ტერფებს. აქედან გამომდინარე, იორდასალამი, მიხაკი, ციტრინი, ტკბილი მარჯორამი, დარიჩინი, ალოე, საფირონი, საკმეველი, ქარვა, მუშკი და მირინი ეხმარება თავსა და გულს, ვერძისა და ლომის გავლენის შედეგად. ასევე, მრავალძარღვა (plantago lanceolata), მარსის მცენარე, ეხმარება თავსა და სათესლე ჯირკვლებს, ვერძისა და მორიელის გავლენის გამო; და ასე, სხვა დანარჩენ შემთხვევაშიც. სატურნის მმართვლობის ქვეშ ყველაფერი იწვევს მწუხარებასა და მელანქოლიას. იუპიტერი არის სიხარული და პატივი. მარსი მართავს გამბედაობას, კონფლიქტს და სიბრაზეს. მზე მართავს დიდებას, გამარჯვებას და უშიშრობას. ვენერა მართავს სიყვარულს, ვნებას და მიზანდასახულობას. მერკური მჭერმეტყველებას განაგებს; ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მსვლელობას მთვარე მართავს. ასევე, კაცთა ყოველი ქმედება და განწყობილება პლანეტარული ზემოქმედების მიხედვით არის გადანაწილებული. სატურნი მართავს მოხუცებულებს, ბერებს, განდეგილებს, მელანქოლიურ ადამიანებს და დამალულ საგანძურებს. ამასთანავე, სატურნი ბატონობს იმაზე, რაც დიდი ხნის მოგზაურობისა და სირთულეების შედეგად მიიღება ცხოვრებაში. იუპიტერი მართავს რელიგიას, პოლიტიკას, მეფეებს, ჰერცოგებს და კანონიერად მიღებულ მოგებას. მარსი განაგებს ქირურგებს, ფიზიკოსებს, სერჟანტებს, ჯალათებს და მეომრებს. სხვა ვარსკვლავები აღნიშნავენ მათი მმართველობის სხვადასხვა რეჟიმებს, როგორც ეს აღწერილია ასტროლოგიურ წიგნებში.

 

XXIII. რომელი ბუნებრივი საგნები იმყოფებიან ვარსკვლავთა გავლენის ქვეშ და რომელი საგნები იმყოფებიან მზის ძალაუფლების ქვეშ, ანუ რა არის სოლარული. 

  ძალიან ძნელია იმის ცოდნა, თუ რომელი ვარსკვლავის ან ნიშნის ქვეშ იმყოფება ყოველი საგანი; მაგრამ იგი ცნობილია ვარსკვლავთა სხივების, მოძრაობისა და ზემდგომ სხეულთა კონფიგურაციებით. ზოგი მათგანი ცნობილია ფერებითა და სურნელით, ზოგიც მოქმედების ეფექტით, რომლებიც სხვა ვარსკვლავებს პასუხობს. შესაბამისად, სოლარული საგნები (მზის ძალაუფლების ქვეშ მყოფი საგნები) ელემენტებს შორის არიან მანათობელი და ბრწყინვალე საგნები. ეს არის კარგი იუმორის შეგრძნება, სუფთა სისხლი და სასიცოცხლო სული. გემოთა შორის სოლარული არის შერეული, ტკბილი და გემრიელი. მეტალთა შორის სოლარულია ოქრო, ხოლო ქვებს შორის ისინი, რომლებიც ოქროსფერი ნაპერწკლებით მზის სხივებს წააგავს; ასეთია აეტიტი, რომელიც ავადმყოფობისა და შხამების წინააღმდეგ ძლიერ ძალას ფლობს; ასეთივეა ქვა, სახელად მზის თვალი, რომლის შუა ცენტრიდანაც თითქოს სხივი ანათებს. ეს ქვა კარგია ტვინის დასამშვიდებლად და აძლიერებს მხედველობას. კარბუნკულის ღამით მანათობელი ქვა ჰაეროვანი და ორთქლოვანი შხამების წინააღმდეგ მოქმედებს. ქრიზოლიტის ქვა ღია მწვანე შეფერილობისაა, რომელიც მზის სხივების მიშვერის შედეგად ოქროს ვარსკვლავივით ანათებს. ქრიზოლიტი ემსახურება სუნთქვასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, ასთმის შემსუბუქებას და სხვა მრავალს. ქვა, სახელად ირისი, რომელიც ხშირად კრისტალური შეფერილობის და ექვსკუთხედის სახით გვხვდება, საკუთარ თავში აგროვებს მზის სხივებს, შემდგომ კი ამას მეორე ქვას გადასცემს და ცისარტყელას წარმოქმნის. ჰელიოტროპის ქვა ადამიანს სახელგანთქმულსა და ცნობილს ხდის; ასევე, იწვევს ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჰაიასინის ქვას (hyacint) მზისგან აქვს შხამებისა და მავნე ორთქლების დამცავი თვისება. ვინც მას ატარებს, ხდება უსაფრთხო და მისასალმებელი; იგი ასევე ხელს უწყობს სიმდიდრეს და აძლიერებს გულს; ეს ქვა პირის ღრუში გაჩერების შემთხვევაში საოცრად ამხნევებს გონებას. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ქვებს შორის ყველაზე სოლარულია პანტაურას ქვა, რომელიც აპოლონიუსმა აღმოაჩინა და იგი ყველაზე ძლიერი შხამსაწინააღმდეგო საგანია ნებისმიერ შხამს შორის. სხვები ქვას პანთოკრასს ეძახიან. აარონი მას ევანთუმს უწოდებს. არსებობს სხვა სოლარული ქვებიც, როგორებიცაა ტოპაზი, ქრიზოპასუსი, რუბინი და გალაგიური. სოლარულია აურიპიგმენტუმი (orpiment) და ასევე ოქროსფერი და ძალიან კაშკაშა ნივთები. მცენარეებსა და ხეებს შორის სოლარულია ისეთი, რომელიც მზისკენ ისწრაფვის და მზის სხივთა მიმართ სიყვარული ახასიათებთ; ასეთია მერიგოლდი (calendula officinalis). სოლარული მცენარეების ფოთლები მზის სხივების გარეშე მოკეცილია, სხივთა მოხვედრის შემდეგ კი ნელ-ნელა იშლება. ლოტეს ხეც სოლარულია (sirdat al-muntaha); სოლარულია ასევე იორდასალამი (peony), ყვითელი გვირილა (ficaria verna), ჯანჯაფილი, ნაღველა (gentania), დიტანი (origanum dictamnus) და ცოცხანა (vebena), რომელიც წინასწარმეტყველებაში, გამოსყიდვაში და ბოროტი სულების განდევნაში გამოიყენება. სოლარულია დაფნა, კედარი, პალმა, სურო, ვაზი და ყველაფერი, რომელიც იგერიებს შხამებს, მეხის დაცემას და არასდროს ეშინია ზამთრის. სოლარულია პიტნა, მასტიკა (pistacia lentiscus), ზედოარი (curcuma zedoaria), მუშკი, ყვითელი თაფლი, ლიგნუმის ალოე, მიხაკი, დარიჩინი, კალამუსი, წიწაკა, საკმეველი, ტკბილი მარჯორამი და სიბანოტი (libanostis), რომელსაც ორფეოსი მზის ტკბილ სუნამოს უწოდებს. ცხოველთა შორის სოლარულია ისეთი, რომლებიც დიდსულოვანნი, მამაცნი, გამარჯვების ამბიციით სავსენი და ცნობილნი არიან; ასეთია მხეცთა მეფე ლომი, ლაქიანი მგელი, ვერძი, ღორი, და ხარი; ბაბუინიც ასევე სოლარულია, რომელიც დღეში თორმეტჯერ, ყოველ საათში ყეფს; იგივე ხდება ღამითაც. ეგვიპტელებმა სწორედ ამიტომ ამოკვეთეს მათი თავი შადრევანთა წვერზე. ფრინველთა შორის სოლარულია ფენიქსი, არწივი, სვავი, გედი და ისეთი ფრინველი, რომელიც მზის ამოსვლას სიმღერით ეგებება. სოლარულია მამალი, ყვავი, ქორი (ეგვიპტელთა პანთეონში სულისა და სინათლის სიმბოლო); პორფირიუსიც ასევე ქორს სოლარულ ფრინველად თვლიდა. წყლის ქმნილებათა შორის უმთავრესი სოლარული ქმნილებაა ზღვის ლომი, ასევე თევზი, სახელად პულმო, რომელიც ღამით ანათებს. სოლარულია თევზი სახელად სტელა (ვარსკვლავა), რომელიც ძალიან მხურვალე და მაღალი ტემპერატურის მქონე თევზია. ასევე სოლარულია თევზი მარგარი, რომელიც გაშრობის შემდეგ ქვასავით მაგრდება და ოქროსფერი ხდება.

 

 XXIV. რა საგნები იმყოფებიან მთვარის ძალაუფლების ქვეშ ანუ რა არის ლუნარული. 

  ელემენტებს შორის ლუნარულია მიწა, შემდგომ წყალი; ყოველი ოკეანე, ზღვა, მდინარე და ყველა ტენიანი საგანი, ხეები და ცხოველები, განსაკუთრებიით ისინი, რომლებიც თეთრი შეფერილობის არიან. გემოთა შორის ლუნარულია მარილიანი და მლაშე; ლითონებს შორის მთვარეს ეკუთვნის ვერცხლი; ქვებს შორის კრისტალი, მარკაზიტი და ყველა ისეთი ქვა, რომელიც თეთრი და მწვანეა. მარგალიტის ქვა ლუნარულია. მცენარეებსა და ხეებს შორის ყველაზე ლუნარულია სელენოტროპიონი, რომელიც მთვარის მიმართულებით ბრუნავს, ისევე როგორც ჰელიოტროპიონი ბრუნავს მზის მიმართულებით. მთვარის ფაზებსა და მის გავლენას დიდი მნიშვნელობა აქვს არსებითად ყველა მცენარისათვის, გარდა ხახვისა, რომელიც მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება; მაგალითად, ისევე როგორც ფრინველებს შორის სატურნისეული ფრინველი არის მწყერი, რომელიც მთვარისა და მზის დიდი მტერია. მთვარის ცხოველები ადამიანთა კომპანიაში სიამოვნებით გრძნობენ თავს და გამოირჩევიან როგორც სიყვარულით, ასევე სიძულვილით; ყველა სახის ძაღლი ლუნარულია; მთვარე მართავს ასევე ქამელეონს, რომელიც ობიექტის მრავალფეროვნების მიხედვით შესაბამის შეფერილობას ღებულობს: ისევე როგორც მთვარე იცვლის საკუთარ ბუნებას სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანის გავლით. ლუნარულია ყველა ისეთი ცხოველი, რომელიც აკვირდება და ბაძავს მთვარის მოძრაობას, როგორიცაა ბაბუინი და პანტერა. ყველა კატას მთვარე განაგებს. ლეშის ბუზები, ხორცის მატლები და მსგავსნი ლუნარულია. მთვარე მართავს კუებს, კიბორჩხალებს, ბაყაყებს და მრავალ თევზს.

 

XXV. რა საგნები იმყოფებიან სატურნის ძალაუფლების ქვეშ. 

  სატურნისეულ საგნებს შორის ელემენტებიდან განეკუთვნება მიწა და წყალი; იუმორის გრძნობათა შორის შავი ქოლერიკი სატურნისაა. გემოთა შორის სატურნს ეკუთვნის მჟავე და მკვდარი. მეტალთა შორის სატურნისეულია ტყვია და ოქრო, ასევე ოქროს მარკაზიტი. ქვებს შორის სატურნს ეკუთვნის ონიქსი, კამონიუსი, საფირონი, ყავისფერი იასპი, ქალკედონი, მაგნიტი და ყველა ბნელი, მძიმე, მიწიერი საგანი. მცენარეებსა და ხეებს შორის სატურნისეულია ნარგიზი, ბენზოინი, მანდრაგორა და ოპიუმი. სატურნი მართავს შავი ლეღვის ხეს, კიპაროსს, ფიჭვის ხეს. სატურნს ეკუთვნის სევდიანი და არა მხიარული მცენარეები, რომლებიც ხშირად გამოიყენება სამარხებში, ადამიანის დაკრძალვისას. ცხოველთა შორის სატურნს ეკუთვნის ყველა მცოცავი არსება, ასევე ისეთები, რომლებიც ყველასგან განცალკევებით ცხოვრობენ; ზოგი ასეთი ცხოველი მოწყენილია, შიშისმომგვრელია, ზანტია, ნელა მოძრაობს, უხეშად იკვებება და ზოგჯერ საკუთარ შვილებს ჭამს; ამრიგად, ასეთ სახეობებს მიეკუთვნება მაიმუნი, კატა, აქლემი, დათვი, ვირი, მგელი, კურდღელი, დრაკონი, ბასილისკო, გომბეშო და ყველა სახის გველი; ასევე მცოცავი არსებები, ხოჭოები, მორიელები, ჭიანჭველები და ყველა იმგვარი, რომელიც ლპობის ადგილებში, წყლიან ადგილებში ან მიტოვებული შენობის ნანგრევებში წარმოიქმნება, როგორებიცაა ვირთხები, მრავალფეხები და სხვანი. ფრინველთა შორის სატურნს ეკუთვნის ისეთი, რომელსაც გრძელი კისერი და უხეში ხმა აქვს; როგორებიცაა სირაქლემა, წერო, ფარშევანგი და სხვანი. სატურნისეულია ბუ, ღამურა, ყვავი და მწყერი, რომელიც ყველაზე შურიანი ფრინველია. თევზებს შორის გველთევზა ყველასგან განცალკევებით ცხოვრობს.

 

XXVI. რა საგნები იმყოფებიან იუპიტერის ძალაუფლების ქვეშ.

  ელემენტთა შორის იუპიტერს მიეკუთვნება ჰაერი; ადამიანში ეს არის სისხლი და სასიცოცხლო სული, ასევე ყველაფერი რაც პატივს სცემს ზრდას, კვებას და სიცოცხლის გაფურჩქვნას. გემოთა შორის, იუპიტერს ეკუთვნის ტკბილი და გემრიელი. ლითონთაგან მას ეკუთვნის კალა, ვერცხლი და ოქრო. ქვებს შორის ბერილი, საფირონი, ზურმუხტი, მწვანე იასპი და ჰაეროვანი შეფერილობის მქონე ქვები. მცენარეთა და ხეებს შორის იუპიტერი მართავს ბაღის ბაზილიკს, ძირწითელას, მასტიკას, დარნელს, ალვის ხეს და სხვა მრავალს. იღბლიან ხეებს უწოდებენ ალვის ხეს, მუხას, წიფლის ხეს, თხილის ხეს, თეთრი ლეღვის ხეს, ვაშლის ხეს, ვაზს, მსხლის ხეს, წიფლის ხეს, ქლიავის ხეს და ზეთისხილის ხეს. იუპიტერს ეკუთვნის ასევე ყველანაირი სიმინდი, როგორებიცაა ქერი, ხორბალი; ასევე ქიშმიში, ძირტკბილა და შაქარი. ცხოველთა შორის იუპიტერი მართავს ისეთს, რომელთაც გარკვეული ღირსება და სიბრძნე გააჩნიათ; მათ შორის ისეთებსაც, რომელთაც რბილი ხასიათი და კარგად გაწვრთნილი ბუნება აქვთ, მაგალითად ირემი და სპილო. იუპიტერი მართავს ნაზ და უვნებელ ცხოველებსაც, როგორიცაა ცხვარი და კრავი; ფრინველთა შორის იუპიტერი მართავს ქათამს, ხოხობს, მერცხალს, გუგულს და ერთგულ ფრინველებს. არწივი იუპიტერს მიესადაგება, რომელიც იმპერატორთა სამართლიანობისა და მოწყალების ემბლემაა. თევზებს შორის ასეთია დელფინი, ანხია და სხვანი.

 

XXVII. რა საგნები იმყოფებიან მარსის ძალაუფლების ქვეშ, ანუ რა არის მარსიანული.

  ელემენტებს შორის მარსიანული არის ცეცხლი და ყველაფერი, რაც მკვეთრი და ბასრია. იუმორთა შორის მას ეკუთვნის ქოლერიკი. გემოებს შორის მარსიანულია მწარე, რომელიც წვავს ენას და იწვევს ცრემლებს. მეტალთა შორის მარსი მართავს რკინას და წითელ სპილენძს; ასევე მას ეკუთვნის ყველა ცეცხლოვანი, წითელი და გოგირდოვანი ნივთები. ქვებს შორის მარსიანულია ალმასი, მაგნიტი, იასპი, ამეთვისტო. მცენარეთა და ხეთა შორის მარსს ეკუთვნის ხარისძირა, ნიორი, ხახვი, ეუფორბიუმი, კარტაბანა და მრავალი შხამიანი მცენარე, რომელიც კანზე შეხებისას შეშუპებას ან ანთებას იწვევს. ასევე პრასი, მდოგვი და ყველა ეკლიანი ხე მარსს ეკუთვნის. ცხოველთა შორის მარსიანულია მეომარი, გაბედული და მტაცებელი ცხოველები, როგორიცაა ცხენი, ჯორი, თხა, მგელი, ლეოპარდი. მარსს ეკუთვნის გველები და დრაკონები, რომლებიც უკმაყოფილებით და შხამით სავსენი არიან; მარსიანულია ყველა ისეთი ცხოველი, რომელიც ცდილობს კაცის დაზიანებას, როგორიცაა ბუზები, მწერები და ბაბუინები, თავიანთი სიბრაზის გამო. ფრინველთა შორის მარსს ეკუთვნის ხორცისმჭამელი ფრინველები, რომლებიც მძორს და ძვლებს ხრავენ; ასეთია არწივი, სვავი, ორბი, ფალკონი, ქორი და მსგავსნი. თევზთა შორის მარსიანულია ჩანგალა თევზი, წვერა, ზუთხი, გლაკუსი და ყველა დიდი მტაცებელი თევზი.

 

XXVIII. რა საგნები იმყოფებიან ვენერას ძალაუფლების ქვეშ, ანუ რა არის ვენერიული. 

  ელემენტებს შორის ვენერიულია ჰაერი და წყალი. იუმორთა შორის მას ეკუთვნის ფლეგმატიკი, სისხლთან, სულთან და თესლთან ერთად. ლითონებს შორის ვენერას ეკუთვნის ვერცხლი და სპილენძი, როგორც ყვითელი, ასევე წითელი. ქვებს შორის ვენერიულია ბერილი, ქრიზოლიტი, ზურმუხტი, საფირონი, მწვანე იასპი, კარნელიანი, აეტიტი, ლაზული, კორალი და ყველა ღია ფერის, მრავალფეროვანი, თეთრი და მწვანე შეფერილობის ქვები; მცენარეთა და ხეთა შორის ვენერიულია ცოცხანა, ვიოლეტი, ადიანტი, ვალერიანი, ქარვისფერი ამბერ-გრიზი, მუშკი, სანდლის ხე, ქინძი და ყველაფერი, რომელსაც სასიამოვნო სურნელი და ტკბილი გემო აქვს, როგორიცაა მსხალი, ლეღვი და ბროწეული, რომელიც პოეტთა მიხედვით, პირველად კვიპროსში ვენერამ დათესა. ასევე, ლუციფერის ვარდს ვენერას მიაკუთვნებენ. ცხოველთა შორის ვენერას ეკუთვნის ძაღლები, ცხვრები და თხები; ასევე მოსიყვარულე ცხოველები. ფრინველთა შორის ვენერიულია გედი, მერცხალი, ვარხვი; ასევე ყვავი, ბეღურა და მტრედი, რომელიც ვენერას ეკუთვნის. თევზთა შორის ვენერიულია მოსიყვარულე და ერთგული თევზები, ასევე კიბორჩხალა, რომელიც თავისი სიყვარულისთვის იბრძვის. 

 

XXIX. რა საგნები იმყოფებიან მერკურის ძალაუფლების ქვეშ, ანუ რა არის მერკურიანული. 

  ელემენტებს შორის მერკურიანულია წყალი, თუმცა იგი ყველაფერს გაურკვევლად ამოძრავებს. იუმორთა შორის მას ეკუთვნის შერეული; გემოთა შორის მერკურიანულია სხვადასხვა, შერეული და უცნაური გემოები; ლითონთა შორის მერკურს ეკუთვნის კალა და ვერცხლის მარკაზიტი. ქვებს შორის ასეთია ზურმუხტი, აქატი, წითელი მარმარილო, ტოპაზი და სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფიგურები, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური. მცენარეთა და ხეთა შორის მერკურიანულია თხილი, ხუთფოთლიანი ბალახი, მცენარე მერკური, მარჯორამი, ოხრახუში და ისეთები, რომელთაც მოკლე და მცირე ოდენობის ფოთლები აქვთ. ცხოველთა შორის მერკურს ეკუთვნის ძაღლი, მაიმუნი, მელა, წავი და მსგავსი, კურდღელი, მთის კატა. ფრინველთა შორის ასეთია ბუნებრივად მახვილგონიერი, კეთილხმოვანი, მელოდიური და ხანდახან შეუსაბამო: შაშვი, ბულბული, ტოროლა, კალანდრა, თუთიყუში, იბისი, პორფირიო და ა.შ. თევზებს შორის ტროხიუსი, პურკონტრელი, ჩანგალა თევზი და კეფალი.

 

XXX. სამყაროსა და მასში არსებული საგნების შესახებ, რომლებიც ცალკეულ პლანეტებზეა გადანაწილებული. 

  ის, რაც მთელს სამყაროში გვხვდება, თავდაპირველად პლანეტათა მმართველობის მიხედვით მზადდება და შესაბამისად ღებულობს საკუთარ თვისებას. ასე რომ, ცეცხლის გამათბობელი და განმანათლებელი შუქი მზის მმართველობის ქვეშ იმყოფება; თავად ცეცხლის სითბოს მარსი მართავს, ხოლო დედამიწის სხვადასხვა ასპექტები სხვა პლანეტების მიერ იმართება, როგორიცაა მაგალითად მთვარე და მერკური. ვარსკვლავიან ზეცას და მთელ კოსმიურ სივრცეს სატურნი განაგებს; მაგრამ შუამავალ ელემენტებში ჰაერს იუპიტერი მართავს, ხოლო წყალს მთვარე. შერეულ ელემენტებს მერკური და ვენერა განაგებს. ანალოგიურად, ბუნებრივად აქტიური მიზეზების დაკვირვება ხორციელდება მზეზე, მატერიაში მიზეზთა დაკვირვება მთვარეზე, ნაყოფიერების აქტიურ მიზეზთა დაკვირვება იუპიტერზე, მატერიის ნაყოფიერების დაკვირვება ვენერაზე, რაიმე საგანის უეცარი ზემოქმედება კი მარსზე და მერკურზე. მაგრამ, ყველაფრის მუდმივი განგრძობადობა და თანმიმდევრულობა სატურნს მიეწერება. ბოსტნეულთა შორის, ყველაფერი რაც ნაყოფს იძლევა იუპიტერის მიერ იმართება, ხოლო რასაც ყვავილები გამოაქვს ვენერას მიერ. ყველაფრის ქერქი და თესლი მერკურს ეკუთვნის, ფესვები სატურნს, მთლიანად ხე მარსს, ხოლო ფოთლები მთვარეს. მაშასადამე, ყველაფერი, რაც ნაყოფს იძლევა და არა ყვავილებს, ეკუთვნის სატურნს და იუპიტერს, ხოლო ისინი, რასაც ყვავილები და თესლი მოაქვს და არა ნაყოფი, ეკუთვნის ვენერასა და მერკურს. ისინი, რომლებიც საკუთარი ნებით, თესლის გარეშე იზრდებიან, მთვარეს და სატურნს ეკუთვნის. სამყაროს მთელი სილამაზე ვენერასგანაა, მთელი ძალა მარსისგან და ყველა პლანეტა მართავს და განკარგავს იმას, რაც მისი მსგავსია. ასევე, ქვებში წონას და კონდენსაციას მართავს სატურნი, გამოყენებას და ტემპერამენტს იუპიტერი, სიმტკიცეს მარსი, სიცოცხლეს მზე, სილამაზეს და სამართლიანობას ვენერა, ოკულტურ თვისებებს მერკური, ხოლო მის საერთო გამოყენებას მთვარე. 

 

XXXI. როგორ ნაწილდება პროვინციები და სამეფოები პლანეტების მიხედვით.

  უფრო მეტიც, დედამიწის ორბი პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით არის გადანაწილებული: მაკედონია, ილირია, თრაკია, არიანა, გორდიანა და მათგან ბევრი ქვეყანა მცირე აზიაში, იმყოფება სატურნის ძალაუფლების ქვეშ, თხის რქას ნიშანთან ერთად; სატურნი მერწყულთან ერთად მართავს საურომეთის ქვეყანას, ოქსიანას, სოგდიანას, არაბეთს, ფაზანიას, მედიას და ეთიოპიას, რომლებიც უფრო შიდა აზიას მიეკუთვნებიან. იუპიტერი მშვილდოსანთან ერთად მართავს ტუსკანას, სელტიკას, ესპანეთს და არაბეთს; მარსი ვერძთან ერთად მართავს ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბასტარნიას, სირიის ქვედა ნაწილებს, იდუმეას და იუდეას; მარსი მორიელთან ერთად მართავს სირიას, კომაგენას, კაბადოკიას, მეტაგონიას, მავრიტანიას და გეტულიას. მზე ლომთან ერთად მართავს იტალიას, აპულიას, სიცილიას, ქალდეას და ორხენელებს. ვენერა კუროსთან ერთად მართავს ციკლადის კუნძულებს, მცირე აზიის ზღვებს, კვიპროსს, პართიას, მიდიას და სპარსეთს: მაგრამ სასწორთან ერთად ვენერა მართავს ბრაკტიის, კასპიის, სერესის, თებაისის, ოაზისისა და ტროგლოდისის ხალხს. მერკური ტყუპებთან ერთად მართავს ჰირკანიას, სომხეთს, მანტიანას, კირენაიკას, მარმარიკას და ქვედა ეგვიპტეს: მაგრამ მერკური ქალწულთან ერთად მართავს საბერძნეთს, აქაიას, კრეტას, ბაბილონს, მესოპოტამიას, ასურეთს და ელას, რომელსაც წმინდა წერილში ელამელების ხალხს უწოდებენ. მთვარე კირჩხიბთან მართავს ბითივიას, ფრიგიას, კოლხეთს, ნუმიდიას, აფრიკას, კართაგენსა და მთელ ქალკედონიას. ეს ცნობები ჩვენ შევკრიბეთ პტოლემეოსის მიხედვით, რომელსაც სხვა ასტროლოგთა გათვალისწინებით შესაძლებელია კიდევ ბევრი ადგილი დაემატოს. ადამიანი, რომელმაც უწყის პროვინციათა დაყოფა და რომელსაც შეუძლია დააკვირდეს ვარსკვლავთა და მმართველობათა კურთხევას ისრაელის ტომებში, შეძლებს გაშიფროს წმინდა წერილის დაფარული პასაჟები და მიიღოს წინასწარმეტყველური ორაკულები თითოეულ რეგიონში მოსახდენი მოვლენების შესახებ.

 

  XXXII. რა იმყოფება ზოდიაქოს ნიშანთა გავლენის ქვეშ; ფისქსირებული ვარსკვლავების და მათი გამოსახულებების შესახებ.

  მსგავსი განხილვა საჭიროა ფიქსირებულ ვარსკვლავებთან და მათ გამოსახულებებთან დაკავშირებით; ჩვენ გვყავს მიწიერი ვერძი, რომელიც ზეცური ვერძის გავლენის ქვეშ იმყოფება; ასევე მიწიერი ხარი, რომელსაც ზეციური კურო მართავს. კირჩხიბი მართავს კიბორჩხალებს, ლომი ლომებს, ქალწული ქალწულებს  ისევე როგორც თხის რქა მართავს თხებს, მორიელი მორიელებს, მშვილდოსანი ცხენებს, თევზები კი თევზებს. ზეციური ურსა მართავს დათვებს, ჰიდრა გველებს და ძაღლის ვარსკვლავი ძაღლებს; ასე და ამგვარად დანარჩენ შემთხვევებშიც. აპულეუსი გარკვეულ მცენარეებს მიაკუთვნებს ზოდიაქოს ნიშნებს; ვერძს ეკუთვნის ბალახები და სალვია; კუროს ცოცხანა რომელიც სწორად იზრდება, ტყუპებს ცოცხანა რომელიც მოხრილად იზრდება. კირჩხიბი მართავს ლაშქარას, ლომი ციკლამენს (Cyclamen purpurascens), ქალწული კალამინტს (Clinopodium nepeta), სასწორი მუგვორტს (Mugwort), მორიელი კესანეს, მშვილდოსანი პიმპერნელს, თხის რქა დოკსს (Rumex crispus), მერწყული დრაგონვორტს (Dragonwort), ხოლო თევზები ჰარტვორტს (Tordylium apulum). ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ბაღის სატაცური ვერძის გავლენის ქვეშაა, ხოლო ბაღის ბაზილი მორიელის ქვეშ. უფრო მეტიც, ჰერმესისა და თებიტის მოძღვრების მიხედვით მე გამოვთვლი რამდენიმე გამორჩენილ ვარსკვლავს, რომელთაგან პირველს ალგოლის თავი ჰქვია და ქვებს შორის მართავს ალმასს, ხოლო მცენარეებს შორის შავ ჰელებორს და მუგვორტს. რიგში მეორე არის პლეადები, ანუ შვიდი ვარსკვლავი, რომლებიც ქვებს შორის მართავენ კრისტალს და დიოდოკუსის ქვას, ხოლო მცენარეთა შორის საკმეველს და კამას. მესამე ვარსკვლავი არის ალდებარანი, რომელიც ქვებს შორის მართავს ლალს და კარბუნკულს, მცენარეთა შორის რძიან ეკალს და მატრისილვას. მეოთხეს ჰქვია თხის ვარსკვლავი, რომელიც ქვებიდან განაგებს საფირონს, მცენარეთა შორის ჰორჰაუნდს (Marrubium vulgare), პიტნას, მუგვორტს და მანდრაგორას. მეხუთეს ეწოდება დიდი ძაღლ-ვარსკვლავი, რომელიც ქვებიდან მართავს ბერილს, ხოლო მცენარეებიდან სავინს, მუგვორტს და დრაგონვორტს; ცხოველთა შორის იგი მართავს გველის ენას. მეექვსეს უწოდებენ პატარა ძაღლ-ვარსკვლავს, რომელიც ქვებიდან მართავს აქატებს, მცენარეებიდან ხავერდას და ომბალოს. მეშვიდეს ჰქვია ლომის გული, რომელიც ქვებიდან მართავს გრანიტს, მცენარეთა შორის სალენდინს, მუგვორტს და მასტიკს. მერვე არის პატარა დათვის კუდი, რომელსაც ქვებიდან ეკუთვნის მაგნიტი, მცენარეებიდან სუქორი, მუგვორტი და პერივინკლის ყვავილი. ცხოველთა შორის მას ეკუთვნის მგლის კბილი. მეცხრეს ეწოდება ყვავის ფრთა; ქვებს შორის მას ეკუთვნის შავი ონიქსის ქვა; მცენარეებიდან მისია სუქორი და ლენცოფა (Hyoscyamus nuger). ცხოველებიდან მას ეკუთვნის ბაყაყის ენა. მეათეს ეწოდება სპიკა; ქვებს შორის იგი განაგებს ზურმუხტს, მცენარეებიდან სალვიას, ტრიფოლას, მუგვორტს და მანდრაგორას. მეთერთმეტე არის ალქამეხი, რომელიც ქვებს შორის ბატონობს იასპზე. მეთორმეტეს ეწოდება ელფეია და ქვებიდან მისია ტოპაზი, ხოლო მცენარეთაგან როზმარინი, ტრიფოლა და სურო. მეცამეტეს ჰქვია მორიელის გული, რომელიც მართავს სარდონიუსს და ამეთვისტოს, მცენარეებიდან ზაფრანას. მეთოთხმეტე არის ვარდნილი ორბი; იგი ქვებიდან მართავს ქრიზოლიტს, მცენარეებიდან სუქორს და შავთარას. მეთხუთმეტე არის თხის რქის კუდი, რომელიც ქვებიდან განაგებს ქალკედონს, მცენარეთა შორის მარჯორამს, მუგვორტს, ქეთნიპს და მანდრაგორას ფესვებს.

  უფრო მეტიც, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ქვა, მცენარე, ცხოველი თუ სხვა რამ არ იმართება მხოლოდ ერთი ვარსკვლავის მიერ, არამედ გავლენებს ბევრი სხვა ვარსკვლავისგანაც ღებულობს; ისინი არ არიან განცალკევებულნი და გავლენის პროცესში რამდენიმე ვარსკვლავი მონაწილეობს. ასე რომ, ქვებს შორის ქალკედონს მართავს სატურნი და მერკური, მორიელის კუდთან და თხის რქასთან ერთად. საფირონს მართავს იუპიტერი და სატურნი, ვარსკვლავ ალჰაჯოტთან ერთად. თუთია არის იუპიტერის, მზის და მთვარის მმართველობის ქვეშ, ხოლო ზურმუხტს მართავს იუპიტერი, ვენერა და მერკური, ვარსკვლავ სპიკასთან ერთად. ჰერმესი ამბობს, რომ ამეთვისთოს მართავს მარსი, იუპიტერი და ვარსკვლავი მორიელის გული. იასპი, რომელიც სხვადასხვა სახისაა, იმართება მარსის, იუპიტერისა და ალქამეხის ვარსკვლავის ქვეშ. ქრიზოლიტს მართავს მზე, ვენერა, მერკური და ვარდნლი ორბი. ტოპაზი იმყოფება მზის და ელფეიას ვარსკვლავის გავლენის ქვეშ. ბრილიანტს მართავს მარსი და ალგოლის თავი. იგივე ხდება მცენარეების შემთხვევაშიც, მაგალითად მასტიკი იმყოფება ლომის გულის გავლენის ქვეშ, ხოლო ზარაფხანას თხის ვარსკვლავი მართავს; ჰელებორი ეკუთვნის მარსს და ალგოლს, ხოლო ქინძი ვენერასა და სატურნს. ასე და ამგვარად ცხოველებისა და ყველა დანარჩენის შემთხვევაშიც; ამით ჩვენ მეტი ასპექტი ვაჩვენეთ ზემდგომთა და დაქვემდებარებულთა შესახებ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff