თავი პირველი - ზარათუსტრა
მთარგმნელი: ადილარი წირღვავა
19.01.1911
სულიერი მეცნიერების ფუნდამენტურ პრინციპებს შორის, რომლებზეც თქვენი ყურადღება გამახვილდა წინა ლექციებში, ყველაზე გამორჩეულია რეინკარნაციის იდეა. ამ ზოგადად არაპოპულარული და ნაკლებად გასაგები შეხედულების თანახმად, ადამიანის ინდივიდუალობა ვვლინდება ერთ პიროვნებაში, რომ განვითარდეს იგი დედამიწაზე კვლავ ცხოვრების განმავლობაში. ადრეც იყო მითითებული, რომ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებულია უამრავი შეკითხვა. ეს რომ ასეა, სულ უფრო აშკარა გახდება ჩვენი განვითარებისას.
შეიძლება ვიკითხოთ: რა მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის არა მარტო ერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ გამეორებას, სადაც ადამიანის ინდივიდუალობა ნარჩუნდება?! სულიერი მეცნიერებით ადამიანის განვითარების შესწავლისას, მასში ვნახულობთ პროგრესულ მნიშვნელობას, ბუნების ისეთ ჩანაფიქრს, რომ ვხვდებით გარკვეულწილად განსხვავებული შინაარსის ყველა საუკუნეში და ეპოქაში ადამიანის ევოლუცია ყოველთვის გარკვეულ აღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს. თავათ ადამიანი არა ერთხელ, არამედ კიდევ და კიდევ შედის კონტაქტში ევოლუციის დიდ ცოცხალ ნაკადთან. ამგვარად, ჩვენ ვაცნობიერებთ მის ღრმა, ფარულ მნიშვნელობას და ვიცით, რომ კაცობრიობაზე მოქმედი მრავალფეროვანი გავლენა ნამდვილად ძლიერია და ადამიანის განვითარების პროცესში ეგოს მიერ მრავალგზის შეითვისება.
როდესაც ჩვენ მთლიან განვითარების პროცესს განვიხილავთ, როგორც რაციონალურ პროგრესს, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ახალი შინაარსი, ჭეშმარიტად ვაცნობიერებთ იმ დიდ სულიერი არსებებს, რომლებიც განსაზღვრავენ პროგრესის ზომას. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ამ გამორჩეული ლიდერების მნიშვნელობა და სათანადო ურთიერთობა, რომლებმაც მოგვიტანეს კაცობრიობის წინსვლისა და პროგრესული ევოლუციის ხელშეწყობისთვის განზრახული ახალი აზრები, გამოცდილებები და იმპულსები.
ამ ლექციების ციკლში მე ვისაუბრებ კაცობრიობის მეგზურ ბევრ სულიერ არსებაზე. ამავდროულად გამოვაჩენ და განვმარტავ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. პირველი ინდივიდუალობა, რომელიც ამ თვალსაზრისით იპყრობს ჩვენს ყურადღებას, არის ზარათუსტრა. მიუხედავად დღესდღეობით ბევრი განხილვისა მის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, რადგანაც იგი საიდუმლოებითაა მოცული და არ არის აღწერილი ძველ დოკუმენტებში.
როდესაც ზარათუსტრასნაირი პიროვნების მახასიათებლებს განვიხილავთ, ჩვენ მაშინვე ვხვდებით რამდენად დიდია განსხვავება ადამიანის მთლიან არსებაში მიწიერი პროგრესის სხვადასხვა პერიოდში. კაცობრიობისთვის ჩვენს ამჟამინდელ ეპოქაში შემონახული მისი საბოძვარი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.
თავდაპირველად შეიძლება დასკვნათ, რომ მორალზე ყოველთვის არსებობდა ერთი და იგივე ზოგადი აზრები, წარმოდგენები, გრძნობები და შეხედულებები, როგორებიც არსებობს ჩვენს დროში. თუმცა, წინა ლექციებიდან, და ასევე მომავალი ლექციებიდან, სულიერი მეცნიერების სწავლებებით თქვენ გაიგებთ, რომ ადამიანის განვითარებისას ხდება დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით ადამიანის სულის ცხოვრების, აღქმის, ემოციებისა და სურვილების ბუნებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თქვენ გააცნობიერებთ, რომ ძველ დროში ადამიანის ცნობიერება ძალიან განსხვავებული იყო. ისიც სარწმუნოა, რომ მომავალში, როდესაც განვითარების სხვა ეტაპებს მივაღწევთ კაცობრიობის ცნობიერება მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება დღევანდელისაგან.
საკმაოდ შორეულ პერიოდისაკენ უნდა მივმართოთ მზერა, როდესაც ყურადღებას ზარათუსტრასკენ მივაპყრობთ. ზოგიერთი მიმდინარე გამოკვლევის თანახმად, ის ბუდას თანამედროვედ მიიჩნევა. მისი ცხოვრების სავარაუდო თარიღი განისაზღვრება ქრისტიანობის წარმოშობამდე დაახლოებით ექვსიდან ექვსნახევარი საუკუნით ადრე. მაგრამ ბოლო წლების სხვა მკვლევარები, ზარათუსტრას შესახებ არსებული ყველა ტრადიციის ყურადღებით შესწავლის შემდეგ ასკვნიან, რომ სპარსული რელიგიის ძველი დამფუძნებლის სახელის მიღმა დაფარული პიროვნება ცხოვრობდა ბუდამდე ბევრად ადრე. ბერძენი ისტორიკოსები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ ზარათუსტრასთან დაკავშირებული პერიოდი უნდა გადაიწიოს უკან შესაძლოა, ხუთიდან ექვსი ათასი წლით ტროას ომამდე.
ზემოთ მოყვანილიდან და მრავალი მიმართულებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ისტორიკოსები საბოლოოდ იძულებულნი იქნებიან აღიარონ და ავთენტურად მიიჩნიონ ბერძნული მეცნიერების მტკიცებები ზარათუსტრას ეპოქის სიძველის შესახებ. სულიერი მეცნიერება, თავისი განცხადებებითა და თეორიებით, სრულად ეთანხმება ძველ ბერძენ მწერლებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ძველ დროში განსაზღვრეს სპარსული რელიგიის დამფუძნებლის პერიოდი შორეულ წარსულში. ჩვენ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ზარათუსტრა, რომელიც ცხოვრობდა ქრისტიანობის წარმოშობამდე ათასობით წლით ადრე, უდავოდ, ხვდებოდა ჩვენი ამჟამინდელი ეპოქისაგან სრულად განსხვავებულ ადამიანის ცნობიერების ტიპს.
ხშირად იყო მითითებული, და ჩვენ ისევ მივუბრუნდებით ამ საკითხს, რომ ძველ დროში ადამიანის ცნობიერება ბუნდოვანი ნათელმხილველური მდგომარეობის მსგავსი იყო (ჩვენ თავიდან ავიცილებთ ამ ტერმინის არასწორად გამოყენებას, როგორც ეს ხშირად ხდება დღესდღეობით). იგი არ განიხილავდა სამყაროს იმ ვიწრო აღქმის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ასე გავრცელებულია.
თუ ფიქრებს მივაპყრობთ ძველი ნათელხილვის უკანასკნელ შემორჩენილ ნაშთს - სიზმრისეულ ცნობიერებას, ჩვენ შეგვიძლია ცხადად წარმოვიდგინოთ ის ზემოქმედება, რომელსაც სამყარო ახდენდა ადრინდელ ადამიანთა ცნობიერებაზე. ყველამ ვიცით რომ ცვალებადი სიზმრის სურათების უმეტესობა უმნიშვნელოა და ხშირად მხოლოდ გარე სამყაროდანაა ინსპირირებული, თუმცა ზოგჯერ შეიძლება შემოიჭრას ცნობიერი აზრის უფრო მაღალი დონე - დღეს ჩვენთვის ძალიან ძნელად გასაგები სიზმრის ხილვები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ძილის ცნობიერება მიედინება გამოსახულებებით სიმბოლურ, ყოველთვის ცვალებად სცენებში. მაგალითად, ბევრმა ჩვენგანმა განიცადა მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე შთამბეჭდავ მოვლენასთან — ვთქვათ, ხანძართან, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ფიგურალურად ჩნდება ჩვენს სიზმარში. მოდით, ახლა განვიხილოთ ჩვენი ძილის მდგომარეობის ის ნაწილი, სადაც ჭეშმარიტად ინახება წარსულის შორეულ ხანას მიკუთვნებული ცნობიერი მდგომარეობის უკანასკნელი ნაშთი.
ადრინდელ ადამიანების ცნობიერება ისეთი იყო, რომ ისინი რეალურად ცხოვრობდნენ სახეებისა და ხატების სამყაროში. რასაც ხედავდნენ, მხოლოდ გაურკვეველი და შემთხვევითი წარმონაქმნები კი არ იყო, არამედ მიმართული იყო გარეგანი სამყაროსკენ. ძველად, პირველყოფილი ადამიანი იმყოფებოდა ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობებს შორის შუამავალ ცნობიერ მდგომარეობაში. სწორედ მაშინ იგი ცხოვრობდა სულიერი სამყაროს თანდასწრებით და სულიერი სამყარო მის არსში შემოიჭრებოდა. დღეს ეს კარი დახშულია, მაგრამ იმ დროში ასე არ ყოფილა. სწორედ ამ შუამავალ ცნობიერ მდგომარეობაში ადამიანს ეძლეოდა ხილვები, რომლებიც გარკვეულწილად სიზმრის სურათებს ჰგავდა, თუმცა იყო გრძნობით სამყაროზე აღმატებული სულიერი ცხოვრების და სულიერი მიღწევების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ზარატუსტრას ეპოქაში ეს ხილვები უკვე გარკვეულწილად ბუნდოვანი გახდა, მაინც არსებობდა მჭიდრო კავშირი სულიერ სამყაროსთან, ამიტომაც ამ ძველებს შეეძლოთ პირდაპირი დაკვირვებითა და გამოცდილებით ეთქვათ: „ისევე, როგორც ვაცნობიერებ ამ გარეგან ფიზიკურ სამყაროს და ამ აღქმისეულ ცხოვრებას, ასევე ვიცი, რომ არსებობს სხვა ცნობიერი მდგომარეობა, რომელიც მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებულ სულიერ სამყაროს ეკუთვნის, სადაც მე ნამდვილად ვცხოვრობ და ვაკვირდები ღვთაებრივი სულის მოქმედებებს.“
ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც უდევს საფუძვლად კაცობრიობის ევოლუციას: ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვითარდება რომელიმე თვისება სხვა თვისების შესუსტების გარეშე. სწორედ ამიტომ ხდებოდა ისე, რომ ეპოქიდან ეპოქამდე ის უნარი, რომლის მეშვეობითაც ძველად კაცობრიობა ნათლად ხედავდა სულიერ სამყაროებს, თანდათან მინავლდა. ჩვენი თანამედროვე ზუსტი აზროვნების მეთოდები, გამოთქმის უნარი, ლოგიკა — ყველაფერი ის, რასაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალებად მივიჩნევთ — შორეულ წარსულში არ არსებობდა. ეს უნარები მოგვიანებით პერიოდში იქნა მოპოვებული ძველი ნათელმხედველური ცნობიერების ხარჯზე; ახლა კი კაცობრიობას ისევ მოუწევს ამ დიდი ხნის წინ დაკარგული ძალის აღდგენა და განვითარება. მაშინ, მომავალში, ადამიანის ევოლუციის გზაზე დადგება დრო, როდესაც ფიზიკურ ცნობიერებასთან, ინტელექტთან და ლოგიკასთან ერთად იგი კვლავ მიუახლოვდება ძველი ნათელმხედის მდგომარეობას.
უნდა განვასხვაოთ ადამიანის ცნობიერების აღმავალი და დაღმავალი მიმართულებები. ევოლუციას უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს როდესაც თავდაპირველად ადამიანს სრულად სულიერი სამყაროს კუთვნილებად ვაცნობიერებთ, სადაც იგი სულით ცხოვრობდა. ფიზიკურ სამყაროში ჩამოსვლისას განსაზღვრული იყო, რომ თანდათანობით დაეკარგა თავისი ნათელმხილველური ძალა, რათა მოეპოვებინა ისეთი თვისებები, რომლებიც მხოლოდ და მთლიანად ფიზიკური პირობებისგან იბადება, როგორიცაა ინტელექტი და ლოგიკა, როდესაც განვითარების ეს ეტაპი დასრულდება, იგი კვლავ დაუბრუნდება სულიერ სამყაროს.
ძველი ადამიანების უჩვეულო ნათელმხედველურ მდგომარეობებსა და გამოცდილებებზე ჩვენ არ გვაქვს ისტორიული ჩანაწერები. ზარატუსტრა სწორედ იმ შორეულ ხანაში ცხოვრობდა და იყო ერთ-ერთი იმ დიდი წამყვანი პიროვნებათაგანი, რომლებმაც უზარმაზარი ბიძგი მისცა კულტურისა და ცივილიზაციის წინსვლას. ასეთი წამყვანი პიროვნებები მუდამ იღებენ შემოქმედებით წყაროდან იმას, რასაც ჩვენ გასხივოსნებას ვუწოდებთ, რითაც ისინი მსოფლიოს უმაღლეს საიდუმლოებებში ინიციირდებიან, განურჩევლად იმისა, როგორი იყო ნორმალური ადამიანის ცნობიერების სტანდარტი მათ ეპოქაში. სხვა მსგავსი გამორჩეული პიროვნებები, რომელთაც ლექციების განმავლობაში შევეხებით, არიან: ჰერმესი, ბუდა და მოსე.
ზარატუსტრა ცხოვრობდა დღევანდელი ეპოქის დაწყებამდე მინიმუმ 8000 წლით ადრე. ის დიადი საბოძვარი, რომელიც მისი სულიდან ცივილიზაციას მოეფინა, აირეკლა კაცობრიობაში დიდი კულტურული პროგრესის სახით. მისი გავლენა დიდი ხნის წინ აღიარეს და დღესაც კი შეიძლება შეამჩნიოს ყველამ, ვინც ყურადღებას აქცევს იმ ფარულ დინებებს, რომლებიც მთელ კაცობრიობის ევოლუციას საფუძვლად უდევს.
ახლა ვაცნობიერებთ, რომ ზარატუსტრა ეკუთვნოდა იმ დიად პიროვნებებს, რომელთა სულებში ცხოვრობდა ჭეშმარიტების, სიბრძნისა და შეცნობის ისეთი სულიერი ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათი ეპოქის ჩვეულებრივი ადამიანური ცნობიერების სტანდარტს. მისი მისია იყო, იმ მხარეში, რომელიც მოგვიანებით ცნობილ იქნა, როგორც სპარსეთის იმპერია, ადამიანებზე გადაეცა ის დიადი ჭეშმარიტებები, რომლებიც მომდინარეობდა ზეგრძნობადი სფეროებიდან — სამყაროდან, რომელიც სრულიად აღემატებოდა ადამიანური ცნობიერების შესაძლებლობებს იმ შორეულ და ბუნდოვან ხანაში.
თუ გვსურს გავიგოთ ზარათუსტრას სწავლებების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ამოცანა იყო კაცობრიობის გარკვეული ნაწილისთვის გასაგებად წარმოეჩინა სამყაროს გარკვეული ასპექტი; მეორე მხრივ, სხვა რეგიონების ხალხებში მიმდინარე სხვადასხვა სულიერ-მსოფლმხედველობრივმა მოძრაობებმა ადამიანის კულტურის მთელ სფეროს განსხვავებული მიმართულება მისცა.
ზარატუსტრას პიროვნება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმიტომ, რომ იგი ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე, რომლის სამხრეთითაც მდებარეობდა ქვეყანა, სადაც ინდოელი ტომები ბინადრობდნენ, რომლებსაც სულიერი კურთხევები სულ სხვა გზით მიეწოდებოდათ. თუ ამ შორეული დროიდან მომავალში გავიხედავთ, ვპოულობთ, რომ სწორედ იმავე ნიადაგზე, სადაც ეს უძველესი ინდური ტომები ცხოვრობდნენ, მოგვიანებით გაჩნდნენ ვედების პოეტები. ჩრდილოეთით, სადაც გავრცელდა დიდი ბრაჰმანის მოძღვრება, მდებარეობს ის რეგიონი, რომელიც ზარატუსტრას ძლევამოსილი და გავლენიანი სწავლებით იყო მთელ სიღრმემდე განჭვალული. მაგრამ ის, რაც მან გადასცა მსოფლიოს, არსებითად განსხვავდებოდა იმ უდიდესი ინდური მოძღვრებისაგან, რომელთა სიტყვებიც ვედების პოეზიაში, მათ ღრმა ფილოსოფიაშია შემონახული და საბოლოოდ ბუდას გამოცხადების ბრწყინვალე ნათებაში ექოდ კვლავ გაიჟღერა.
ზარატუსტრას მიერ ნაკარნახევი სიბრძნისა და უძველესი ინდოელთა სწავლების შორის განსხვავებას მაშინ გავიგებთ, როდესაც გავიაზრებთ, ამ ორი მხრიდან ზეგრძნობად სამყაროსთან მიახლოების შესაძლებლობას. უკვე სხვა ლექციებში ვთქვით იმ გზაზე, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს, რათა სულიერ სამეფოებში შევიდეს. არსებობს ფიზიკური სამყაროდან ზეგრძნობად სამყაროში გადასვლის ორი გზა, რომელიც სულის ენერგიის და მის არსში დამალული შესაძლებლობების განვითარებას ეფუძნება.
პირველი გზა ისაა, რომ ადამიანი სულ უფრო ღრმად შევა საკუთარ სულში და ამით შეერწყმება საკუთარ არსს. მეორე კი ისაა, რომ გადალახავს იმ ფარდას, რომელსაც ჩვენი მატერიალური ყოფა ირგვლივ შემოსაზღვრავს. ადამიანს ორივე გზით შეუძლია ზეგრძნობად სფეროში შესვლა.
როდესაც საკუთარ არსში ჩვენს სულიერ იმპულსებს ღრმად განვავითარებთ, როდსაც სულ უფრო მეტად ჩავღრმავდებით საკუთარ თავში, ისე რომ სულიერი ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს, მაშინ თითქოს მისტიკურ გზით შევძლებთ შევერწყათ საკუთარ თავს გადავლახოთ ყველაფერი, რაც ფიზიკური სამყაროს გვაკავშირებს, რათა მივაღწიოთ ჩვენს ნამდვილ სულიერ არსს, რომელიც განაგრძობს არსებობას ინკარნაციიდან ინკარნაციამდე და მარადიულია. როცა ვძლევთ ვნებებს, ლტოლვებს და ყველა იმ სულისეულ განსაცდელს, რაც სხეულის ფიზიკურ სამყაროში არსებობის გამო გვხვდება, მაშინ ჩვენი ჭეშმარიტი არსი შეძლებს გარშემო არსებული ფარდის გარღვევას და სამუდამოდ შევა სულიერ სამყაროში.
მეორეს მხრივ, თუ განვივითარებთ იმ ძალებს, რომლებიც აღვაქმევინებს არა მხოლოდ ფერებს და ტონს, სიცხისა და სიცივის, შეგრძნებების გარე სამყაროს, არამედ იმდენად გავაძლიერებთ სულიერ ძალებს, რომ შევიგრძნობთ იმას, რაც ფერების, ხმების, სიცხისა და სიცივის და ყველა სხვა აღქმას, რომლებიც როგორც ნისლი გვახვევია ირგვლივ, მაშინ ჩვენი სულის გამდიდრებული ძალები გადაგვიყვანენ ამ ღრუბლის მიღმა, შეუზღუდავ ზეგრძნობად სფეროში, რომელიც უსაზღვროა და უსასრულობაში ვრცელდება.
ერთი გზა, რომელიც სულიერ სამყაროსთან მიგვიყვანს შეგვიძლია ვუწოდოთ „მისტიკური მეთოდი“, მეორეს - მართებულად ეწოდება „სულიერი მეცნიერების მეთოდი“. ყველა დიდი სულიერი პიროვნება ამ გზებით ვვლიდა, რათა მიეღწია იმ ჭეშმარიტებებისთვის და გამოცხადებებისთვის, რომლის გაზიარებაც მათი მისია იყო კაცობრიობის კულტურულ წინსვლისათვის. ძველ დროს ადამიანის განვითარება ისეთი ბუნების იყო, რომ დიდ გამოცხადებებს შეიძლებოდა მიეღწიათ მხოლოდ ერთი მეთოდით რომელიმე კონკრეტული ხალხისთვის. მაგრამ იმ პერიოდიდან მოყოლებული, რომელშიც ბერძნები ცხოვრობდნენ, ანუ ქრისტიანული ეპოქის განთიადისას, ეს ორი განცალკევებული აზროვნების მიმდინარეობა შეერთდა და თანდათანობით გადაიქცა ერთიან კულტურულ ნაკადად.
როდესაც ვსაუბრობთ უმაღლეს სფეროებში შესვლაზე, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ის, ვინც სურს შევიდეს ზეგრძნობად სფეროში, ავითარებს ორივე ძალას თავის სულში. ძალები, რომლებიც აუცილებელია „მისტიკური მეთოდისთვის“, ვითარდება ადამიანის შინაგან არსში, ხოლო ის ძალები, რომლებიც აუცილებელია „სულიერი მეცნიერების“ გზისთვის, ძლიერდება მაშინ, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარე სამყაროს ცნობიერებას. დღეს აღარ არსებობს ამ ორი გზის მკაფიო გამიჯვნა, რადგან იმ ეპოქიდან მოყოლებული, რომელიც ბერძნული ერის ცხოვრებით აღინიშნა, ეს ორი მიმდინარეობა ერთ ნაკადად მიედინება. ერთში გამოცხადება ხდება ადამიანის შეგნების მისივე არსში მისტიკური შერწყმით, მეორეში კი ფარდა იხევა მისი სულიერი ძალების გამაძლიერებელი ძალით და ადამიანის შეგნება ფართოვდება დიდ კოსმოსში.
ძველად, ბერძნულ ან ქრისტიანულ ეპოქამდე, ეს ორი შესაძლო გზა ცალ-ცალკე მოქმედებდა სხვადასხვა ხალხში. ჩვენ ვხედავთ მათ ერთმანეთის მეზობლად, მაგრამ სხვადასხვაგვარად, ერთის მხრივ ინდურ კულტურაში, რომელიც ვედებში გამოხატულებას პოულობდა, და მეორეს მხრივ ზარათუსტრაში, უფრო ჩრდილოეთით. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ასეთი გაოცებით ვუყურებთ ძველ ინდურ კულტურაში და რაც შემდგომში გამოხატულებას ბუდაში ჰპოვებდა, მიღწეული იყო შინაგანი კონტემპლაციით (შენიშვნა N5) და გარე სამყაროსგან შებრუნებით — თვალების ფიზიკური ფერებისადმი მგრძნობელობის შემცირებით, ყურების ფიზიკური ხმებისადმი დახშობით, და შეგრძნებების ორგანოების ზოგადი დაჩლუნგებით — რათა შინაგანი სულის ძალები გაძლიერებულიყო. ამ გზით ისწრაფოდა ადამიანი ბრაჰმასკენ, თავი გაერთიანებულად ეგრძნო სამყაროს მარად მოქმედ შინაგან სულში. ასე დაიბადა წმინდა ღვთისმეტყველთა (რიშების) სწავლება, რომელიც ცოცხლობს ვედების პოეზიაში, ვედანტურ ფილოსოფიაში და ბუდიზმში.
ზარათუსტრას მოძღვრება კი მთლიანად დაფუძნებული იყო ზემოთ ხსენებულ მეორე მეთოდზე. იგი თავის მოწაფეებს ასწავლიდა იმ საიდუმლოს, თუ როგორ უნდა გაეძლიერებინათ თავიანთი შეგრძნების და შემეცნების ძალები, რათა გადაელახათ ნისლი, რომელიც გარს აკრავს გარე აღქმის სამყაროს. ის ინდოელ მოძღვართა მსგავსად მის მიმდევრებს არ ეუბნებოდა: „მოშორდით ფერებს, ხმებს და ყველა გარე შეგრძნებას და იპოვეთ სულიერი სამყარო მხოლოდ თქვენი სულის სიღრმეში შერწყმით“, პირიქით იგი ასე მიმათავდა მათ: „გააძლიერეთ თქვენი აღქმის ძალები, რათა შეძლოთ ყველაფრის დანახვა და აღქმა, მიაპყარით თვალი მთელ სამყაროს.“ ჩვენ ვიცით, რომ ინდოელი მისტიკოსების მოწაფეები დედამიწას, რომელზეც ვცხოვრობთ, მხოლოდ მაიად, ილუზიად მიიჩნევდნენ და მისგან დისტანცირდებოდნენ, რათა მიეღწიათ ბრაჰმამდე. ხოლო ზარათუსტრა თავის მიმდევრებს ურჩევდა არ მოშორებოდნენ მატერიალურ სამყაროს, არამედ გადაელახათ იგი, რათა შეძლებოდათ ეთქვათ: — „ფიზიკურ სამყაროში შეგრძნებით გამოვლინებებს შეხვედრისას ვაცნობიერებთ, რომ იქვე, ჩვენი შეგრძნებების მიღმა, სულის მოქმედებები და მიღწევებია დაფარული.“
ძალიან საყურადღებოა, რომ ეს ორი გზა ერთმანეთთან შეერთდა უკვე ძველი ბერძნული დროიდან. სწორედ იმიტომ, რომ იმ ეპოქაში ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა უფრო ღრმა იყო, ვიდრე ჩვენს დღევანდელ დროს, რომელიც ჩვენ თითქოს ასე განათლებულად მიგვაჩნია! ყველაფერი გამოსახულებებში გამოიხატებოდა, ხოლო ეს გამოსახულებები წარმოშობდა მითოლოგიას. სწორედ ასე ვხედავთ ამ ორ აზროვნების მიმდინარეობას შერწყმულად და გაძლიერებულად ბერძნულ კულტურაში — მისტიკურს, რომელიც შინაგანში მიისწრაფოდა, და ზარათუსტრულს, რომელიც დიდი კოსმოსისკენ იყო მიმართული.
ამგვარი ვითარება ნათლად ჩანს იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთი ეს გზა დიონისეს სახელს ატარებდა — იმ საიდუმლო ღმერთისას, რომელსაც მიაღწევდა ადამიანი მაშინ, როცა სულ უფრო ღრმად და ღრმად აღწევდა თავის შინაგან არსში, რათა იქ აღმოეჩინა ჯერ კიდევ უცნობი და ნახევრადადამიანური ელემენტი, საიდანაც ის პირველად განვითარდა ადამიანად. სწორედ ამ არაწმინდა და ნახევრად ცხოველურ ნაშთს ეწოდა დიონისე. ხოლო ყველაფერი ის, რაც მოდიოდა ჩვენამდე მაშინ, როცა ფიზიკურ შეგრძნებებს მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით ვუყურებდით, აპოლონად იწოდებოდა. ასე რომ, ძველ საბერძნეთში, აპოლონის აზროვნების მიმართულებაში ვპოულობთ ზარათუსტრას სწავლებას, ხოლო დიონისეს მიმართულებაში — მისტიკური კონტემპლაციის მოძღვრებას. ისინი გვერდიგვერდ არსებობდნენ კონტრასტში. ზარათუსტრული და მისტიკური მეთოდები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ცალ-ცალკე მუშაობდნენ ძველი ინდოელების ხანაში, საბერძნეთში შეერთდნენ და ერთად მოქმედებდნენ.
აქ შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ძველ დროს აზროვნების ეს ორი მიმდინარეობა იმთავითვე იყო განზრახული, რომ შეერთებულიყო მომავალ ბერძნულ აპოლონისა და დიონისეს კულტებში და იქიდან მოყოლებული გაგრძელებულიყო ერთიანად; ასე რომ, ჩვენს დღევანდელ კულტურულ ეპოქაში, როდესაც ვაღწევთ გარკვეულ სულიერ გაგებას, ვპოულობთ მათ კვლავ ერთიანს და უცვლელად შემონახულს.
ძალიან საყურადღებო და ერთ-ერთი იმ მრავალ საიდუმლოთაგანია, რომლებიც ჩნდება მოაზროვნე გონებისთვის, ის ფაქტი, რომ ნიცშემ თავის პირველ ნაშრომში “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” ბუნდოვანი ეჭვის სახით გამოთქვა აზრი, თითქოს დიონისესა და აპოლონის შესახებ ბერძნულ რწმენებში, მისტიკური მიმდინარეობა ერწყმოდა სულიერი მეცნიერების აზროვნების ნაკადს.
დამატებით საინტერესოა ისიც, რომ ზარათუსტრა თავის მოწაფეებს რეალურად ასწავლიდა, დეტალურად შეეცნოთ სულიერი ძალების ფარული მოქმედება ყოველ მატერიალურ საგანში. სწორედ ამ საწყისი წერტილიდან იღებდა სათავეს მისი მთელი შემოქმედებითი ძღვენი კაცობრიობის კულტურისათვის. ის ხაზს უსვამდა, რომ არასაკმარისი იყო ადამიანისთვის მხოლოდ ამის თქმა: „აი, ჩვენს წინ ვრცელდება მატერიალური სამყარო, რომლის მიღმაც მარადიულად მუშაობს და მოქმედებს ღვთაებრივი სული.“ ეს განცხადება შეიძლება პირველ შეხედვით საკმარისი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ზოგად პანთეისტურ შეხედულებამდე მივყავართ და არაფერს ნიშნავს იმაზე მეტს, რომ თითქოს ყველა მატერიალური ფენომენის უკან რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი სული დგას.
ზარათუსტრა კი, როგორც ყველა სხვა დიდი ისტორიული პიროვნება, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა სულიერ სამყაროსთან, თავის მიმდევრებს და ხალხს ამ საკითხებს არ წარუდგენდა ასეთი გაურკვეველი და აბსტრაქტული ფორმით; იგი ცხადად უთითებდა. როგორც ფიზიკური მოვლენები განსხვავდება ერთმანეთისაგან მნიშვნელობით, ასევეა ფარული სულიერი ფაქტორიც — ზოგჯერ უფრო დიდი, ზოგჯერ კი ნაკლები მნიშვნელობის მატარებელია.
იგი ასევე ამბობდა, რომ მზე, მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, როგორც ვარსკვლავური სისტემის ერთ-ერთი წევრი, იმდენად რამდენადაც ეს უშუალოდ ჩვენ გვეხება, არის ყველა მიწიერი ფენომენის სიცოცხლისა და მოქმედების წყარო, თუმცა მის შიგნით დაფარულია სულიერი არსებობის ცენტრი.
ზარათუსტრა ძალიან სერიოზულად და გასაგებად უსვამდა ხაზს ამ საკითხებს თავის მოწაფეებისათვის. შეიძლება წარმოვიდგინოთ კიდეც უბრალო სიტყვებით, როგორ მიმართავს მათ: „როცა ადამიანს უმზერ, უნდა გააცნობიერო, რომ იგი არ შედგება მხოლოდ მატერიალური სხეულისგან. მატერიალური სხეული მხოლოდ იმ სულის გარე გამოხატულებაა, რომელიც მის შიგნითაა. ისევე როგორც ფიზიკური გარსი არის ნამდვილი სულიერი ადამიანის გამოხატულება გამკვრივებულ და კრისტალიზებულ ფორმაში, ასევე მზე, რომელიც ჩვენ სინათლის მომცემ მასად გვეჩვენება, სინამდვილეში მხოლოდ სულიერი მზის გარე გამოვლინებაა.“
ისევე როგორც ადამიანის სულიერი ელემენტს, ფიზიკურისგან განსხვავებულს, ძველად ეწოდებოდა აურა, ასევე მთელი მზის დაფარული სულიერი მხარეს ვუწოდებთ დიდ აურას (აჰურა მაზდა), განსხვავებით ადამიანის სულიერი კომპონენტისგან, რომელსაც ზოგჯერ პატარა აურას უწოდებდნენ.
რაც ფიზიკური მზის აღქმის მიღმა და შიგნითაა დაფარული ზარათუსტრამ უწოდა ყველაფერს — „აჰურა მაზდა“ და მიიჩნევდა ამ ელემენტს ისეთივე მნიშვნელოვანად ჩვენი სულიერი გამოცდილებისა და მდგომარეობისთვის, როგორც ფიზიკური მზეა მცენარეებისა და ცხოველების, და ყოველივე იმ ცოცხალის კეთილდღეობისთვის, რაც დედამიწის ზედაპირზე ცხოვრობს. ფიზიკური მზის მიღმა დგას სულიერი ოსტატი — შემოქმედი — „აჰურა მაზდა“. „აჰურა მაზდასგან“ გაჩნდა სახელი „ორმუზდი“ ანუ „სინათლის სული“.
მაშინ, როდესაც ინდოელები მისტიკურად იკვლევდნენ საკუთარ არსებას, რათა მიეღწიათ ბრაჰმასთვის — მარადიულისთვის — რომელიც ანათებს ადამიანის არსების სიღრმიდან შინაგანი ნათების წერტილად, ზარათუსტრა მოუწოდებდა თავის მოწაფეებს მიეპყროთ მზერა არსებობის დიდ საზღვარს და მიუთითებდა, რომ სწორედ მზის სხეულში ბინადრობს დიდი მზის სული — აჰურა მაზდა — „სინათლის სული“. ის ასწავლიდა მათ, რომ ისევე როგორც ადამიანი ცდილობს თავისი სულის სრულყოფას, ასევე მას მუდმივად უწევს ბრძოლა თავის ქვედა ვნებებთან და სურვილებთან, მოტყუებისა და სიცრუის ცრუ სურათებთან და ყველა იმ მტრულ ძალასთან, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგება მის სულიერ მისწრაფებებს. ამგვარად, „აჰურა მაზდა“-ს უწევს დაპირისპირება „ბნელეთის სულთან“ — „ანგრა მაინიუსთან“ ანუ „აჰრიმანთან“.
აქედან შეგვიძლია გავაცნობიეროთ, თუ როგორ შეიძლება ზარათუსტრული დიადი შეხედულების განვითარება შეგრძნებებიდან და გრძნობებით მიღებული გამოცდილებიდან. მათი საშუალებით ზარათუსტრას საკუთარ მოწაფეები იმ დონემდე მიჰყავდა, რომ მათთვის გაეგებებინებინა, რომ ადამიანში შინაგანად არსებობს „სრულყოფის პრინციპი“, რომელიც აუწყებს მას, რომ მიუხედავად მისი ამჟამინდელი მდგომარეობისა, ეს პრინციპი მუდმივად მოქმედებს მის შიგნით და მისი მეშვეობით ის შეძლებს სულ უფრო მეტად განვითარებას. ამავდროულად მასში ასევე მოქმედებენ იმპულსები და მისწრაფებები, ილუზია და სიცრუე, ყველაფერი რაც მიემართება არასრულყოფილებისაკენ. ამიტომ ეს სრულყოფის პრინციპი უნდა განვივითაროთ და გავაფართოვოთ, რათა სამყარო მიემართოს უფრო ბრძნული და სრულყოფილი მდგომარეობებისკენ; ეს არის აჰურა მაზდას პრინციპი, რომელსაც მთელ სამყაროში ებრძვის აჰრიმანი — „ბნელეთის სული“, რომელიც არასრულყოფილებისა და ბოროტების მეშვეობით ჩრდილავს სინათლეს. სწორედ ამ ზემოთაღწერილი მეთოდით შეეძლოთ ზარათუსტრას მოწაფეებს გაეგოთ და ეგრძნოთ, რომ სინამდვილეში ყოველი ცალკეული ადამიანი გარე სამყაროს ხატია.
ამგვარ სწავლების ჭეშმარიტ მნიშვნელობას ვერ მოვძებნით თეორიებში, ცნებებში და იდეებში; არამედ მხოლოდ ცოცხალ, მძაფრ ცნობიერებაში და იმ განცდებში, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ იგი ისე უკავშირდება სამყაროს, რომ შეუძლია თქვას: „მე ვარ პატარა სამყარო, დიდი კოსმოსის ანარეკლი.“ ისევე როგორც ჩვენში არსებობს სრულყოფის პრინციპი და მის მიმართ მტრული ძალა, ასევე მთელ სამყაროში ორმუზდს უპირისპირდება აჰრიმანი. ამ სწავლებაში მთელი კოსმოსი წარმოდგენილია როგორც უზარმაზარი ადამიანის სახე: უდიდესი სიკეთის ძალებს ეწოდება აჰურა მაზდა, ხოლო მათ წინააღმდეგ მოქმედებენ ანგრა მაინიუს ძალები.
როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ იგი უშუალო ურთიერთობს სამყაროს მოქმედებასთან და მასთან დაკავშირებულ ფიზიკურ ფენომენებთან, მაგრამ მხოლოდ შეგრძნებით აღსაქმელს აცნობიერებს, მაშინ, როცა იწყებს სულიერი გამოცდილების მიღებას, მას შესაძლოა თავზარი დასცეს შიშმა, განსაკუთრებით თუ მატერიალისტურად აზროვნებს, როცა გაიგებს სპექტრული ანალიზის მეშვეობით, რომ იგივე ნივთიერება, რაც დედამიწაზე არსებობს, არსებობს ყველაზე შორეულ ვარსკვლავებშიც. ზუსტად ასეა ზარათუსტრიანიზმშიც (შენიშვნა N6), როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი სულიერი ნაწილი ერთიანდება მთელი კოსმოსის სულთან და რომ იგი ნამდვილად ამ დიდი სულიდან არის აღმოცენებული. სწორედ აქ მდგომარეობს ასეთი მოძღვრების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რომელიც არ იყო მხოლოდ აბსტრაქტული ხასიათის, არამედ პირიქით — მთლიანად კონკრეტული.
დღევანდელ ეპოქაში ძალიან რთულია ადამიანებს, თუნდაც მათ ვინც აღქმის მიმართ სულიერს გრძნობს გააგებინო, რომ კოსმოსის ჭეშმარიტი და სულიერ-შეცნებითი ხედვისათვის აუცილებელია ერთზე მეტი სულიერი ძალაუფლების ცენტრის არსებობა. მაგრამ, ისევე როგორც ბუნებაში ვასხვავებთ ცალკეულ ძალებს — სითბოს, სინათლესა და ქიმიურ ძალებს — სულიერ სამყაროშიც უნდა ვაღიაროთ არა მხოლოდ ერთი ცენტრალიზებული ძალა, რომლის არსებობასაც არ ვუარყოფთ, არამედ ასევე უნდა განვასხვავოთ იგი იმ აღმზრდელ და აღმატებულ ძალებთან, რომელთა მოქმედების სფერო უფრო შეზღუდულია, ვიდრე ყოვლისმომცველი სულის. სწორედ ამიტომაც ასხვავებდა ზარათუსტრა ყოვლისშემძლე ორმუზდს და იმ სულიერ არსებებს, რომლებიც მას ემსახურებოდნენ.
სანამ ამ დამხმარე სულიერ არსებებზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზარათუსტრიზმის მოძღვრება არ ყოფილა უბრალო დუალიზმი — მარტივი სწავლება ორ სამყაროზე: ორმუზდისა და აჰრიმანის, არამედ ამტკიცებდა, რომ ამ ორმაგი კოსმოსური ზემოქმედების საფუძველში დგას გარკვეული ერთიანობა — ერთი ძალა — რომელმაც შვა როგორც სინათლის სამეფო (ორმუზდი), ისე სიბნელის სამეფო (აჰრიმანი). ზარათუსტრას ამ „ერთიანობის“ შესახებ წარმოდგენის სწორად გაგება ადვილი არ არის. ამასთან დაკავშირებით ბერძენი ავტორები ამბობენ, რომ ძველი სპარსელები თაყვანს სცემდნენ და „ცოცხალ ერთიანობად“ მიიჩნევდნენ იმას, რაც სინათლის მიღმაა, და რასაც ზარათუსტრა უწოდებდა „ზერვანე აკარენეს“ (Zervane Akarene) ანუ „ზარუანა აკარანას“ (Zaruana Akarana). როგორ შეიძლება გავიგოთ, რას გულისხმობდა ზარათუსტრა თავისი სწავლებაში „ზერვანე აკარენეთი“ (შენიშვნა N7)
მოვიხსენიოთ ევოლუციის მიმდინარეობა; მას უნდა შევხედოთ როგორც ისეთ პროცესს, სადაც ყველა არსება მიისწრაფვის უფრო და უფრო სრულყოფილებისკენ. ამიტომ, თუ მომავალში გავიხედავთ, დავინახავთ ორმუზდის სინათლის სამეფოდან მომდინარე უფრო მეტ და მეტ ბრწყინვალებას; მაგრამ თუ წარსულში შევხედავთ, შევიგრძნობთ, თუ როგორი მდგომარეობისაა ორმუზდის მოწინააღმდეგე აჰრიმანის ძალები; მაშინ გავიგებთ, რომ დროის გასვლასთან ერთად ეს ძალები უნდა დამარცხდნენ და სამუდამოდ გაუქრენ.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გზა მომავალში და წარსულში ერთსა და იმავე წერტილში ხვდება. ეს არის ისეთი წარმოდგენა, რომლის გაგებაც თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან ძნელია. მაგალითად, ავიღოთ წრე: თუ წრეწირის ქვედა წერტილიდან ერთ მხარეს ავუყვებით, მივალთ ზედა წერტილამდე; ხოლო თუ მეორე მხარეს წავიდეთ, იგივე წერტილს მივაღწევთ. როცა უფრო დიდ წრეს ვიხილავთ, მისი წრეწირი უფრო გაბრტყელებულია და ორივე შემთხვევაში მეტი მანძილის გავლა გვიწევს. ახლა ვიფიქროთ, რომ ეს წრე უფრო და უფრო ფართოვდება; საბოლოოდ კი, როცა ის უსასრულოდ გაფართოვდება, გზა ორივე მხარეს სწორი ხაზი გახდება და უსასრულოდ გაგრძელდება. მაგრამ, სანამ წრე უსასრულო გახდება, ორივე გზით მაინც ერთსა და იმავე წერტილს მივაღწევდით. მაშ, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს მაშინ, როცა წრეწირი ისე გაბრტყელდება, რომ მისი გარე ზღვარი სწორი ხაზის მსგავსად იქცევა? ამ შემთხვევაში ერთი მხარის უსასრულო წერტილი უნდა იყოს იდენტური მეორე მხარისას, და ამიტომ შეგვიძლია მას მივაღწიოთ ერთი მიმართულებით (ვთქვათ, დადებითი), ხოლო დავბრუნდეთ თითქოს საპირისპირო (უარყოფითი) მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ როცა ჩვენი წარმოდგენა უსასრულოა, ჩვენ გვაქვს სწორი ხაზი, რომელიც უსასრულოდ გრძელდება ორივე მხარეს, მაგრამ სინამდვილეში ის არის უსასრულო წრის წრეწირი.
ზემოთ მოყვანილი აბსტრაქცია არის ის საფუძველი, რომელზეც ზარათუსტრას ზარუანა აკარანას კონცეფცია დგას. აქ, დროის თვალსაზრისით, ერთ მხარეს მომავალში ვიყურებით, მეორე მხარეს წარსულში. როდესაც უსასრულო პერიოდს განვიხილავთ, დრო იკეტება საკუთარ თავში, როგორც წრე. ეს თვითმყოფადი და უსასრულო დროის წრე სიმბოლურად გამოსახულია მარადიულად საკუთარი კუდის მკბენ გველად. მასში ერთ მხარეს არის ჩაქსოვილი სინათლის ძალა, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერად გვანათებს; ხოლო მეორე მხარეს — სიბნელის ძალა, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. შუაში კი, როცა ვიმყოფებით, იქ სინათლე (ორმუზდი) შერეულია ჩრდილებთან (აჰრიმანი); ყველაფერი გადაჯაჭვულია თვითმყოფად, უსასრულო დროის ნაკადში — ზარუანა აკარანაში.
კიდევ მეტი ამბობს ეს უძველესი კოსმიური წარმოდგენა: მისი ძირითადი იდეები სერიოზულად განიხილებოდა, არ არსებობდა ბუნდოვანი გამონათქვამები, მაგალითად როგორიცაა: „ამ აღქმად სამყაროში ყველაფერი მატერიალურისგან განცალკევებითა და შორს, მიღმა იმისა, რაც გავლენას ახდენს ჩვენს თვალებზე, ყურებზე და ზოგადად გრძნობის ორგანოებზე — მკვიდრობს სული“. პირიქით, მკაფიოდ ითქვა, რომ ყველაფერში, რასაც ადამიანი ხედავს და აღიქვამს, შეიძლება ამოიცნო სულიერი ნიშნები, ან სულის სამყაროს გამოვლინება.
თუ ავიღებთ ქაღალდის ფურცელს, რომელზეც ანბანის ასოებია გამოსახული, მათგან სიტყვების შედგენა შეიძლება, მაგრამ ამისათვის ჯერ კითხვა უნდა ვისწავლოთ. ამ უნარის გარეშე ვერავინ წაიკითხავს ზარათუსტრაზე, მხოლოდ გარკვეულ ნიშნებს დაინახავს თვალებით. ნამდვილი კითხვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვიცით, როგორ დავუკავშიროთ ეს ნიშნები იმასთან, რაც სულშია. ზარათუსტრამ დაინახა, რომ მთელი გრძნობადი სამყაროს უკან განსაკუთრებით ვარკვლავების მდებარეობაში “დაწერილი ნიშანი” იმალებოდა. როგორც ჩვენ ვცნობთ ანბანის ასოებს ფურცელზე, ისე ხედავდა ზარათუსტრა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, სულის სამყაროს მიერ დატოვებულ ასოებად. აქედან გაჩნდა ხელოვნება სულიერ სამყაროში შეღწევისა და ამ ნიშნების წაკითხვისა: ვარსკვლავთა განლაგების მიხედვით შეიძლებოდა ამოეცნო, როგორ სწერდნენ სულიერი არსებები თავიანთ საქმიანობას სივრცეში.
ზარათუსტრა და მისი მოწაფეები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ამ საკითხების მიმართ. მათთვის უმნიშვნელოვანესი ნიშანი იყო ის, რომ აჰურა მაზდა, თავისი შემოქმედების განსახორციელებლად და თავისი გზავნილის სამყაროსთვის გამოსავლენად, (თანამედროვე ასტრონომიის ენით) „აღწერდა წრიულ გზას“. ეს ფაქტი ჩაითვლებოდა ზეცაში გამოსახულ ნიშნად, რომელიც მიუთითებდა, თუ რა სახით მოქმედებდა აჰურა მაზდა და რა კავშირი ჰქონდა მის საქმიანობას მთლიან სამყაროსთან. მნიშვნელოვანია, რომ ზარათუსტრამ შეძლო ეჩვენებინა, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავედები, ერთად აღებული, როგორც სივრცეში დახურული მრუდი, სიმბოლურად გამოხატავდა უწყვეტ და აგრეთვე უკუმიმართულ დროის ნაკადს. ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ამ განცხადებას ნამდვილად ღრმა მნიშვნელობა აქვს: ამ დროის მრუდის ერთი შტო გადაჭიმულია მომავლისკენ, ხოლო მეორე უკან მიჰყავს შორეულ წარსულში. ზარუანა აკარანა არის ვარსკვლავთა ის ნათელი ზოლი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ზოდიაქო, თვითმყოფადი დროის ხაზი, რომელსაც ყოველთვის გადის ორმუზდი, სინათლის სული. სხვა სიტყვებით, მზის გავლა ზოდიაქოს თანავარსკვლავედებში ორმუზდის მოქმედების გამოხატულებაა; ხოლო თავად ზოდიაქო ზარუანა აკარანას სიმბოლოა. სინამდვილეში, ზარუანა აკარანა და ზოდიაქო იდენტური ტერმინებია, ისევე, როგორც ორმუზდი და აჰურა მაზდა.
ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ორი განსაკუთრებული გარემოება. პირველი, როდესაც მზის გავლა ზოდიაქოში ხდება სინათლის დროს, როგორც ზაფხულში. ამ დროს მზის სხივები სრულად ეცემა დედამიწას, თან მოაქვს ის ძალა, რომელიც მუდამ გამოედინება ორმუზდის სინათლის სამეფოებიდან. ზოდიაქოს ის ნაწილი, რომელსაც აჰურა მაზდა გადის დღისით ან ზაფხულში, მიუთითებს, თუ რა სახით მოქმედებს ის აჰრიმანის შეზღუდვის გარეშე. მეორე მხრივ, ზოდიაქოს ის თანავარსკვლავედები, რომლებიც ჰორიზონტის ქვემოთ, ბნელ რეგიონებში მდებარეობს სიმბოლურად გამოხატავს ჩრდილთა სამეფოს, სადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ ანგრა მაინიუს გავლა.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ზარათუსტრა ორმუზდს განიხილავდა, როგორც ზოდიაქოს (ზარუანა აკარანას) ნათელ ნაწილებთან დაკავშირებულს, ხოლო აჰრიმანს — სიბნელესთან. რა სახით გამოიხატება ორმუზდისა და აჰრიმანის საქმიანობა ჩვენს მატერიალურ სამყაროში? ამ საკითხის გასაგებად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მზის სხივების ზეგავლენა განსხვავებულია დილითა და შუადღისას; ის იცვლება, როდესაც მზე მიემართება ვერძიდან კუროსკენ, ან როდესაც ის ეშვება ჰორიზონტისკენ. მისი გავლენა განსხვავდება ზამთარსა და ზაფხულში და იცვლება ზოდიაქოს ყოველი ნიშნის გავლისას. ზარათუსტრა ხედავდა მზის ცვალებად ასპექტებს ზოდიაქოს თანავარსკვლავედებთან მიმართებაში, როგორც ორმუზდის საქმიანობის სიმბოლოს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან მოდის და საიდანაც წარმოიქმნებიან სულიერი არსებები, რომლებიც ერთდროულად არიან მისი მსახურები და მისი შვილები, ყოველთვის მზად, შეასრულონ მისი ბრძანებები. ესენი არიან „ამშასპანდები“ (შენიშვნა N8) ან „ამეშა სპენტები“, დაქვემდებარებული არსებები, რომელთაგან თითოეულს განსაზღვრული მოვალეობა აქვს მინიჭებული.
მაშინ, როდესაც ორმუზდი აკონტროლებს ყველა აქტიურ ფუნქციას სინათლის სამეფოებში, ამშასპანდები იღებენ იმ სპეციფიკურ საქმეს, რომელიც გამოიხატება მზის სინათლის გადაცემაში, როდესაც ის ვერძში, კუროში, კირჩხიბში და ა.შ. იმყოფება. თუმცა, ორმუზდის ნამდვილი სასიცოცხლო აქტივობა ვვლინდება მზის სრულ სიკაშკაშეში, რომელიც ანათებს ზოდიაქოს ყველა ნათელ ნიშანში, ვერძიდან სასწორამდე ან მორიელამდე. ზარათუსტრას აზროვნების ხაზის მიხედვით, შეიძლება ითქვას: — „თითქოს აჰრიმანის ბოროტი ძალები მოდის დედამიწის გავლით იმ ბნელი რეგიონებიდან, სადაც მისი მსახურები, მისი საკუთარი ამშასპანდები ცხოვრობენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ორმუზდის გვერდით მდგარ სიკეთის გენიებს.“ ზარათუსტრა ნამდვილად განასხვავებდა თორმეტ განსხვავებულ დაქვემდებარებულ სულიერ არსებას; ექვსი ან შვიდი ორმუზდის მხარეს, ხოლო ხუთი ან ექვსი — აჰრიმანის მხარეს. ისინი განიხილებოდნენ, როგორც კეთილი ან ბოროტი გენიებს (ამეშა სპენტების — ქვედა სულების) ტიპები, იმის მიხედვით, მოდის თუ არა მათი გავლენა მზის სხივებთან ერთად ზოდიაქოს ნათელი ნიშნებიდან, თუ გამოიფრქვევა იმ ნიშნებიდან, რომლებიც სიბნელეშია.
გოეთეს ორმუზდის დაქვემდებარებული სულები ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მან დაწერა შემდეგი სიტყვები „ფაუსტის“ დასაწყისში, „ზეციურ პროლოგში“:
„მაგრამ თქვენ, ღმერთის ძეებო, სიყვარულითა და მოვალეობით,
იხარეთ მდიდარი, უკვდავი სილამაზით!
მარადიული გეგმების განმხორციელებელი შემოქმედებითი ძალა,
მოგაქცევთ სიყვარულის ჯაჭვებში, რომლებიც არასოდეს სუსტდება,
და რაც ცვალებად ხილვაში ანათებს,
დაამაგრეთ მათ ადგილას ფიქრებით, რომლებიც მუდმივია!“
ზემოთთქმულიდან ნათელია, რომ გოეთეს წარმოდგენა „ღმერთის შვილებზე“, როგორც უმაღლესი ღვთაებრივი ძალის მსახურებზე, მსგავსია ზარათუსტრას კონცეფციისა ამშასპანდებთან დაკავშირებით, რომელთაგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან თორმეტი განსხვავებული სახეობა გამოყო. ზოროასტრიზმის მიხედვით, ამშასპანდების დაქვემდებარებაში არიან კიდევ უფრო დაბალი რანგის სულიერი ძალები ან ძალთა ერთობლიობა, რომელთაგან ჩვეულებრივ გამოიყოფა ოცდარვა განსხვავებული ტიპი. ესენი არიან ე.წ. „იზარდები“ ან „იზედები“ (შენიშვნა N9); მათი განსხვავებული კლასების რაოდენობა განუსაზღვრელია, სხვადასხვა შეფასებით ითვლება ოცდაოთხიდან ოცდარვამდე, ან თუნდაც ოცდათერთმეტამდე. არსებობს კიდევ მესამე ჯგუფი სულიერი ძალებისა, რომლებსაც ზარათუსტრა „ფერუჰარებს“ ან „ფრავაშებს“ (შენიშვნა N10) უწოდებდა. ჩვენი წარმოდგენების მიხედვით, ფერუჰარებს ყველაზე ნაკლები გავლენა აქვთ ჩვენს მიდრეკილებებსა და განწყობებზე მატერიალურ სამყაროში, და ისინი განიხილებიან, როგორც სულიერი ელემენტი, რომელიც გაჟღენთილია დიდ მაკროკოსმოსში და ძირეულად უდევს საფუძვლად ყველა აღქმად ფიზიკურ აქტივობას. ისინი წარმოადგენენ იმ რეალობას, რომელიც დგას ყველაფრის უკან, რისი შეგრძნებაც ჩვენ შეგვიძლია და რაც ჩვენთვის მხოლოდ გარეგან და მატერიალურად გვეჩვენება.
მაშინ, როდესაც ამშასპანდებს წარმოვიდგენთ, როგორც თორმეტი ძალის მაკონტროლებლებს, რომლებიც მოქმედებენ სინათლის გამოწვეულ ყველა ფიზიკურ ეფექტში, ხოლო იზედებს, როგორც მათ, ვინც მართავს ცხოველთა სამყაროზე მოქმედ ძალებს, ფერუჰარებს ვთვლით სულიერ არსებებად, რომლებიც, ზემოთხსენებული თვისებების გარდა, ხელმძღვანელობენ ცხოველთა „ჯგუფურ სულებს“.
ამგვარად, ზარათუსტრამ დაინახა სპეციალიზებული სფერო ამ აღქმად სამყაროს მიღმა — სრულყოფილად ორგანიზებული ზეაღქმადი სამყარო. მისი კონცეფცია აბსოლუტურად კონკრეტული იყო, არავითარ შემთხვევაში აბსტრაქტული. ორმუზდისა და აჰრიმანის უკან მან წარმოიდგინა ზარუანა აკარანა, შემდეგ — კეთილი და ბოროტი ამშასპანდები, მათ ქვემოთ — იზედები, და ბოლოს — ფერუჰარები.
ადამიანი, როგორც ის შეიქმნა, არის დიდი სამყაროს მცირე მოდელი. შესაბამისად, ყველა ის ძალა, რომელიც მოქმედებს კოსმოსში, რაღაც ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი მის არსებაში. ისევე, როგორც ორმუზდის კეთილი ძალები გამოიხატება სრულყოფილებისაკენ მიმართულ შინაგან ბრძოლაში, ხოლო აჰრიმანის უწმინდური ძალები ჩანს სიბნელისა და ცდუნების დროს, ასევე ვხვდებით სხვა დაბალი რანგის სულიერი ძალების კვალს.
ახლა გავაკეთებ კონკრეტულ განცხადებას, რომელიც, თანამედროვე კოსმიური იდეების თვალსაზრისით, შეიძლება მწვავე გრძნობებს აღძრავდეს, კერძოდ: მე ვამტკიცებ, რომ გარეგანი მეცნიერება აღმოაჩენს და აღიარებს, რომ ზეგრძნობადი ელემენტი ძირეულად უდევს საფუძვლად ყველა ფიზიკურ ფენომენს, და რომ ყველაფერში, რაც ჩვენი გრძნობების აღქმის ფარგლებშია, არსებობს ფარული სული. უფრო მეტიც, მეცნიერება იძულებული იქნება აღიაროს, რომ ადამიანის ფიზიკურ სტრუქტურაში ბევრი რამ არის ისეთი, რაც შეესაბამება იმ ძალებს, რომლებიც გაჟღენთავს და ავრცელებს სიცოცხლეს მთელ სამყაროში, რომლებიც შედიან სხეულში, სადაც ისინი იკუმშება.
მოდით, დავუბრუნდეთ ზარათუსტრას მოძღვრებას, რომელიც მრავალი თვალსაზრისით სულიერი მეცნიერების მსგავსია. მისი კონცეფციების თანახმად, ორმუზდი და აჰრიმანი განიხილებიან, როგორც კაცობრიობაზე გარედან მოქმედი ძალები. ორმუზდი არის სრულყოფილებისაკენ მიმართული შინაგანი იმპულსების წყარო, ხოლო აჰრიმანი მუდამ მისი საწინააღმდეგოა. ამშასპანდებიც ახორციელებენ სულიერ საქმიანობას, და თუ ჩავთვლით, რომ მათი ძალები, თითქოს, შეკუმშულია ადამიანში, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს მათი მოქმედების ფიზიკურ გამოხატულებამდე მიდევნება და ამოცნობა.
ზარათუსტრას დროს ანატომია, ისე, როგორც ჩვენ დღეს გვესმის, არ არსებობდა. ზარათუსტრა და მისი მოწაფეები, თავიანთი სულიერი ხედვით, ნამდვილად ჭვრეტდნენ კოსმიურ ნაკადებს, რომლებზეც ადრე იყო საუბარი; ისინი მათთვის თორმეტი კოსმიური გამონადენის სახით გამოჩნდა, რომლებიც ადამიანში ჩაედინებოდა და შინაგან აქტივობას ინარჩუნებდნენ. ამგვარად, ზარათუსტრას მიმდევრები თავს განიხილავდნენ, როგორც შვიდი კეთილი და ხუთი ბოროტი ამშასპანდის შემოდინების სიმბოლოს. ადამიანში ამშასპანდთა ნაკადის გაგრძელებაა; მაშ, როგორ შეიძლება ამ ნაკადის ამოცნობა ამ გაცილებით გვიანდელ პერიოდში? ანატომისტმა აღმოაჩინა, რომ არსებობს თავის ტვინის თორმეტი ძირითადი ნერვის წყვილი, რომლებიც ტვინიდან სხეულში გადადის. ეს არის, თითქოს, თორმეტი შეკუმშული ამშასპანდის გამონადენის ფიზიკური შესატყვისი, კერძოდ, თორმეტი ნერვის წყვილი, რომლებიც უკიდურესად ძლიერია უმაღლესი სრულყოფილების ან უდიდესი ბოროტების გამოწვევაში. აქ, ამგვარად, ჩვენს ეპოქაში ხელახლა ჩნდება, მატერიალური ფორმით გარდაქმნილი, ის კონცეფცია, რომელიც ზარათუსტრამ სულიერი სამყაროდან მიიღო და თავის მოწაფეებს უქადაგა.
თუმცა, ამ ყველაფერში არის საკამათო მომენტი. ჩვენს დღეებში ნებისმიერს ადვილად შეუძლია თქვას, რომ სულიერი მეცნიერების განცხადებები სრულიად ფანტასტიკური ხდება, როდესაც ამტკიცებენ, რომ ზარათუსტრა, თორმეტ ამშასპანდზე საუბრისას, გულისხმობდა რაღაცას, რაც დაკავშირებულია ადამიანის თავში არსებულ თორმეტ ნერვის წყვილთან! მაგრამ დადგება დრო, როდესაც მსოფლიო კიდევ ერთ ცოდნას მიიღებს, რითაც აღმოჩნდება, თუ რა სახით და ფორმით გრძელდება სამყაროში გაჟღენთილი და მასში მცხოვრები სული ადამიანში.
ძველი ზარათუსტრიანიზმი ხელახლა გაჩნდა ჩვენს თანამედროვე ფიზიოლოგიაში. რადგან, ისევე, როგორც ოცდარვა-ოცდათერთმეტი იზედი არის ამშასპანდების მსახურები, ასევე ოცდარვა ზურგის ნერვი ექვემდებარება თავის ტვინის ნერვებს. იზედები, რომლებიც გარე სამყაროში სულიერ ნაკადად არსებობენ, შედიან ადამიანის სხეულში. მათი მოქმედების სფეროა ის ნერვები, რომლებიც ასტიმულირებენ ადამიანის დაბალი სულიერ ცხოვრებას. ამ ნერვებში ისინი თითქოს კრისტალიზდება და შეკუმშულ ფორმას იღებს. იქ, სადაც იზედთა ნაკადი, როგორც ასეთი, მთლიანად წყდება, და ტერმინი „ნერვი“ აღარ გამოიყენება, არის ის ცენტრი, სადაც ჩვენი პიროვნება თავის საბოლოო შტრიხს იღებს. გარდა ამისა, ის ფიქრები, რომლებიც ოდნავ აღემატება უბრალო შემეცნებასა და ტვინის მარტივ მოქმედებას, არის ფრავაშების ან ფერუჰარებისთვის ტიპიური გამოვლინება.
ჩვენი ამჟამინდელი პერიოდი საოცარი გზითაა დაკავშირებული ზარათუსტრას მოძღვრებასთან. თავისი სწავლებებითა და სულიერი არქეტიპების მეშვეობით, ზარათუსტრამ შეძლო თავისი ხალხის განათლება იმ სფეროებზე, რომლებიც აღქმად სამყაროს მიღმა ვრცელდება, ხოლო მისი სახეები ყოველთვის იყო, თითქოს, მუდმივი კავშირი იმასთან, რაც ფარდის მიღმაა დაფარული. ამ დიდ მოძღვრებასთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მას შემდეგ, რაც ის დიდხანს იყო კაცობრიობისთვის შთაგონების წყარო, ყოველთვის ხელს უწყობდა სხვადასხვა მიმართულებით კულტურული პროგრესისკენ სწრაფვას — თუმცა დროდადრო კარგავდა თავის გავლენას — თუმცა ჩვენს დროში კვლავ უნდა აღდგეს მისტიკური აზროვნების ნაკადისაკენ გამოკვეთილი მიდრეკილებად.
ბერძნებთანაც ასე იყო, მას შემდეგ, რაც სულიერ სამყაროსადმი მიდგომის ორი მეთოდი — მისტიკური და სულიერ-მეცნიერული — ერთმანეთს შეერწყა, რადგან ისინიც ხანდახან უპირატესობას ანიჭებდნენ ან მისტიკურ, ან სულიერ-მეცნიერულ აზროვნების ნაკადს. თანამედროვე ინტერესი მისტიციზმისადმი განაპირობებს იმას, რომ ბევრი ადამიანი მიიზიდება ინდური სულიერი მეცნიერების ანუ კონტემპლაციის მეთოდისკენ. ამიტომაც, ზარათუსტრიანიზმის ყველაზე არსებითი და ღრმა მნიშვნელობის მქონე ასპექტები — ფაქტობრივად, მისი თავად არსი — ოდნავ იჩენს თავს ჩვენი დროის სულიერ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ზარათუსტრას კონცეფციებისა და მისი აზროვნების მეთოდების ხასიათის შესახებ უხვი მტკიცებულებები არსებობს. მაგრამ ის, რაც მისი მოძღვრების საფუძველია და აბსოლუტურად სასიცოცხლოა, გარკვეულწილად დაკარგულია ჩვენი ეპოქისთვის.
როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ზარათუსტრანიზმი შეიცავს ფიზიკური კვლევის სფეროში ჩვენს მიერ ხელახლა აღმოჩენილ უამრავი მოვლენის სულიერი პირველსახეებს და მოგვიანებით ხელახლა აღმოჩენილ სხვათა, მაშინ ჩვენს კულტურაში ძველ ზარათუსტრულ სწავლებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური აკორდით. საოცარია, რომ ზარათუსტრიანიზმის მაკროკოსმიურ ფენომენებზე მიქცეული ღრმა ყურადღება იწვევდა სამყაროს თითქოს განზე გადაწევას ან მისი მნიშვნელობის შემცირებას; მაშინ, როდესაც თითქმის ყველა სხვა რწმენაში, რომლებთანაც მისტიკური კულტურის ნაკადი ასოცირდება, გარე სამყარო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასეა ჩვენს მატერიალიზმშიც.
ის დიდი ფუნდამენტური კონცეფცია, რომელიც ეხება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძირითად თვისებას, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება მსოფლიოს რელიგიურ მოძღვრებებში, ჩვენ ასე განვიხილავთ: ჩვენ მას სქესთა ანტითეზის — მამაკაცისა და ქალის — სიმბოლოდ მივიჩნევთ, ისე, რომ ძველ რელიგიურ სისტემებში, რომლებიც მისტიციზმზე იყო დაფუძნებული, ღმერთები და ქალღმერთები სინამდვილეში იყვნენ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნაკადის ანტითეზური სიმბოლოები, რომლებიც მიედინება მთელ სამყაროში. გასაოცარია, რომ ზარათუსტრას სწავლებები ამ ცნებებს აღემატება და სულიერი აქტივობის წარმოშობას სრულიად განსხვავებულად წარმოაჩენს, სიკეთეს გამოხატავს როგორც ნათელს, ხოლო ბოროტებას — როგორც სიბნელეს.
აქედან გამომდინარე, ზარათუსტრანიზმის სიწმინდე და კეთილშობილება, რომელიც აღემატება ყველა იმ წვრილმან იდეას, რომლებიც ჩვენს დროში ასე უგუნურ როლს თამაშობს, როდესაც ცდილობენ გააღრმაონ ადამიანის სულიერი ცხოვრების გაგება. სადაც ბერძენი მწერლები ამბობენ (შენიშვნა N11), რომ უზენაესმა ღვთაებამ, ორმუზდის შესაქმნელად, ასევე უნდა შეექმნა აჰრიმანი, რათა მიეღო ანტითეზა; შემდეგ, რადგან აჰრიმანი ეწინააღმდეგებოდა ორმუზდს, ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორ იქნა ერთი პირველყოფილი ძალა წარმოდგენილი, როგორც მეორის საწინააღმდეგო. ეს იგივე იდეა გამოხატულია ებრაულ ტრადიციაში, სადაც ბოროტება სამყაროში მოდის ქალის — ევას — მეშვეობით, მაგრამ ზარათუსტრანიზმში არაფერია ნათქვამი იმ უბედურებებზე, რაც სამყარომ სქესთა ანტითეზის გამო განიცადა.
ყველა ის საძაგელი იდეა, რომლებიც ვრცელდება ჩვენს ყოველდღიურ ლიტერატურაში, გაჟღენთილია ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებში, ამახინჯებს დაავადებისა და ჯანმრთელობის ფენომენების ნამდვილ მნიშვნელობას და ვერ აცნობიერებს სიცოცხლის არსებით ფაქტებს, გაქრება, როდესაც ის სრულიად განსხვავებული შეხედულება — ორმუზდისა და აჰრიმანის ანტითეზა, რომელიც ასე ამაღლებული და ძლიერია თანამედროვე წვრილმან წარმოდგენებთან შედარებით, ხელახლა გაჟღერდება ზარათუსტრას სიტყვებით და გავლენა მოახდინის მიზნით შეაღწევს ჩვენს თანამედროვე კულტურაში. ამ სამყაროში ყველაფერი თავისი დანიშნული გზით მიიწევს წინ, და არაფერს შეუძლია ხელი შეუშალოს ზარათუსტრული შეხედულებების საბოლოო ტრიუმფს, რომლებიც თანდათან, ნელ-ნელა, შეაღწევს ხალხის ცხოვრებაში.
როდესაც ზარათუსტრას ამგვარად განვიხილავთ, ვაცნობიერებთ, რომ ის ნამდვილად იყო სული, რომელმაც ძველ დროში ძლიერი იმპულსები მოახდინა ადამიანურ კულტურაზე. ამის ნათელი მტკიცებულებაა, როგორ მივყვებით შემდგომ მოვლენებს, რომლებიც მოხდა მცირე აზიაში, მოგვიანებით ასურეთსა და ბაბილონიაში, ეგვიპტის პერიოდამდე, და უფრო მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელების დრომდე. ყველგან, სხვადასხვა აზროვნების შტრიხებში, ვხვდებით რაღაცას, რაც შეიძლება უკან მივყვეთ და დავადგინოთ, რომ მისი წარმოშობა იმ დიდ სინათლეშია, რომელიც ზარათუსტრამ ააგიზგიზა კაცობრიობისთვის.
ახლა შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ მოხდა, რომ გარკვეულმა ბერძენმა მწერალმა, რომელსაც სურდა ხაზი გაესვა იმ ფაქტისთვის, რომ ზოგიერთი ლიდერი ყოველთვის აძლევდა თავის ხალხს სწავლებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ მხოლოდ მოგვიანებით, კულტურის განვითარების შემდგომ ეტაპზე დასჭირდებოდათ, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პითაგორამ ეგვიპტელებისგან მიიღო ყველა ცოდნა, რაც შეეძლო, გეომეტრიის მეთოდებზე, ფინიკიელებისგან — არითმეტიკაზე, ხოლო ქალდეველებისგან — ასტრონომიაზე, მას მაინც მოუწია ზარათუსტრას მემკვიდრეებისკენ მიემართა, რათა შეესწავლა საიდუმლო სწავლებები კაცობრიობისა და სულიერი სამყაროს ურთიერთობის შესახებ, და გაცნობოდა ცხოვრების ჭეშმარიტ არსს. იგივე მწერალი ამტკიცებს, რომ ზარათუსტრული მეთოდი ცხოვრების ქცევისთვის გაგვიყვანს ანტითეზების მიღმა, და რომ ყველა ანტითეზა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი კონტრასტის — სიკეთისა და ბოროტების — კულმინაცია, რომელიც საბოლოოდ შეიძლება გაქარწყლდეს მხოლოდ ყოველგვარი ბოროტების, სიცრუისა და მოტყუების განწმენდით. მაგალითად, ორმუზდის ყველაზე უარეს მტრად ითვლება ცილისწამება. ცილისწამება კი აჰრიმანის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა. იგივე მწერალი ამბობს, რომ პითაგორამ ეგვიპტელებთან, ფინიკიელებთან და ქალდეველებთან ვერ იპოვა ადამიანის მორალურ განწმენდაზე ორიენტირებული ყველაზე სუფთა და იდეალური ეთიკური პრაქტიკა და მას კვლავ მოუწია ზარათუსტრას მემკვიდრეებისათვის მიემართა, რათა მიეღო სამყაროს ის ამაღლებული კონცეფცია, რომელიც კაცობრიობას მიაჩვევს გულწრფელ რწმენას, რომ მხოლოდ თვითგანწმენდით შეიძლება ბოროტების დაძლევა. ამგვარად, ზარათუსტრას სწავლებების დიდი კეთილშობილება და ერთიანობა აღიარებული იყო ძველ ადამიანებს შორის.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ლექციაში გაკეთებული განცხადებები ყოველთვის დამოუკიდებელი ისტორიული კვლევებითაა გამყარებული. ჩვენ ფრთხილად უნდა ავწონოთ სხვა მეცნიერებების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ყველა მტკიცება, და თავად განვსაჯოთ, შეესაბამება თუ არა ისინი ჩვენს ფუნდამენტურ კონცეფციებს. მაგალითად, აიღეთ პლუტარქის შემთხვევა, როდესაც მან თქვა, რომ ზარათუსტრანიზმის თვალსაზრისით, სინათლის არსი, რომელიც გავლენას ახდენს დედამიწაზე, განიხილება, როგორც უმაღლესი სილამაზის მქონე და მისი სულიერი შესატყვისი არის ჭეშმარიტება. ეს არის ძველი ისტორიკოსის მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადება, რომელიც სრულად ეთანხმება ყველაფერს, რაც ითქვა. ასევე, როგორც ჩვენ წინ მივდივართ, აღმოვაჩენთ, რომ მრავალი ისტორიული მოვლენა ხდება ნათელი და გასაგები, როდესაც გავითვალისწინებთ სხვადასხვა ფაქტორს, რომლებზეც ყურადღება გავამახვილეთ.
მოდით, ახლა დავუბრუნდეთ ძველ ვედანტურ კონცეფციას, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანის მისტიკურ შერწყმას მის საკუთარ არსებასთან; თუმცა, სანამ ის მიაღწევდა ბრაჰმას შინაგან სინათლეს, მას უნდა მიეკვლია და გადაელახა ის ვნებები და სურვილები, რომლებიც გამოწვეულია მის შიგნით არსებული ველური, ნახევრად ადამიანური იმპულსებით, რომლებიც ეწინააღმდეგება სულის მისტიკურ განზე გასვლასა და მარადიულ შინაგან არსებაში შესვლას. ინდოელმა დაასკვნა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ბრაჰმაში მისტიკური შერწყმის მოლოდინში, მას შეეძლო წარმატებით აღმოფხვრა ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიცდით აღქმად სამყაროში, რაც ასტიმულირებს გრძნობათა სურვილებს და იზიდავს ფერებითა და ხმებით. სანამ ეს ფაქტორები როლს თამაშობს ჩვენი მედიტაციების დროს, ჩვენში რჩება მტერი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს მისტიკურ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ.
ინდოელმა მასწავლებელმა თქვა: „მოიშორეთ თქვენგან ყველაფერი, რაც შეიძლება შევიდეს სულში გარეგანი ძალების მეშვეობით; თქვენს საკუთარ არსებაში შერწყმით ჩაეფლეთ დევაებში და როდესაც დაამარცხებთ დაბალი რანგის დევაებს, მაშინ აღმოჩნდებით ბრაჰმას დევას სამეფოში; მაგრამ მოერიდეთ ასურების სამეფოს, საიდანაც მოდიან ის ბოროტი არსებები, რომლებიც გარე სამყაროდან, მაიადან, თავს მოგეხვევიან. რაც არ უნდა მოხდეს ყოველივე ამისგან განზე უნდა გადგეთ.“
ზარათუსტრა კი თავის მოწაფეებს ასე ელაპარაკებოდა: „ისინი, ვინც მიჰყვებიან სამხრეთის ხალხთა ლიდერებს, ვერ მიაღწევენ წინსვლას მათ მიერ არჩეულ გზაზე, მათი ძიების განსხვავებული წესის გამო. ამგვარად, ვერც ერთი ერი ვერ მიაღწევს წარმატებას. მოწოდება არ არის მხოლოდ მისტიკური ჭვრეტისა და ოცნებებისკენ, არამედ ცხოვრებისკენ ისეთ სამყაროში, რომელიც თავისუფლად გვაწვდის ყველაფერს, რაც საჭიროა — ადამიანის მისიაა სოფლის მეურნეობის ხელოვნებაში და ცივილიზაციის ხელშეწყობაში. თქვენ არ უნდა განიხილოთ ყველაფერი, როგორც უბრალოდ მაია, არამედ უნდა შეაღწიოთ ფერებისა და ხმების თქვენს გარშემო გადაჭიმული ფარდის მიღმა. უნდა მოერიდოთ ყველაფერს, რაც დევაების ბუნებისაა და რაც თქვენი შინაგანი ეგოიზმის გამო შეგიპყრობთ. უნდა გაიაროთ ის სივრცე, სადაც დაბალი ასურები ბინადრობენ; ამ გზით უნდა გაიკვლიოთ გზა, ვიდრე უმაღლესს მიაღწევთ; მაგრამ, რადგან თქვენი არსება სპეციალურადაა ორგანიზებული და ამ მიზნისთვის მორგებული, თქვენ ყოველთვის უნდა მოერიდოთ დევაების ბნელ სამეფოებს.“
ინდოეთში რიშების სწავლება სხვაგვარი იყო, რადგან ისინი თავიანთ მიმდევრებს ეუბნებოდნენ: „თქვენი არსებები არ არის შესაბამისად ორგანიზებული, რომ ეძებოთ ის, რაც ასურების სამეფოშია — ამიტომ მოერიდეთ ამ სფეროს და ჩაეფალით დევაების სამეფოში.“
ასეთი იყო განსხვავება ინდურ და სპარსულ კულტურებს შორის. ინდოელ ხალხს ასწავლიდნენ, რომ თავი უნდა აარიდონ ასურებს და მათ ბოროტ სულებად მიიჩნევდნენ; ეს იმიტომ, რომ მათი კულტურის მეთოდის მეშვეობით ისინი მხოლოდ დაბალი რანგის ასურებზე იყვნენ ცნობიერნი; სპარსელები კი, რომლებიც დევაების სამეფოში მხოლოდ დაბალი ტიპის დევაებს ხვდებოდნენ, თავიანთი ლიდერების მიერ იყვნენ მოწოდებული: „შედით ასურების სამეფოში, რადგან თქვენ ისე ხართ შექმნილი, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ თუნდაც მათ უმაღლეს წარმომადგენლებამდე.“
ზარათუსტრას მიერ კაცობრიობისთვის მინიჭებულ იმპულსში არსებული დიდი მონდომება გამოიხატა, მის ნათქვამში: „მე მაქვს საჩუქარი, რომელსაც კაცობრიობას ვუბოძებ, რომელიც გაძლებს და იცოცხლებს საუკუნეების განმავლობაში, და გაამარტივებს აღმავალ გზას, გადალახავს ყველა ცრუ მოძღვრებას, რომლებიც ადამიანის სრულყოფილებისაკენ სწრაფვისკენ დამაშორებელი დაბრკოლებებია.“ ამგვარად, ზარათუსტრა თავს გრძნობდა აჰურა მაზდას მსახურად. მან პირადად განიცადა აჰრიმანის წინააღმდეგობა, რომლის პრინციპების წინააღმდეგაც მისი სწავლებები კაცობრიობას საშუალებას აძლევდა, მიეღწია გადამწყვეტ გამარჯვებისათვის. ეს რწმენა მან გამოხატა შთამბეჭდავი და ლამაზი სიტყვებით. ეს მითითებები გვხვდება მოგვიანებით ჩაწერილ ძველ წყაროებში. ზარათუსტრას გამონათქვამებზე კი სულიერი მეცნიერება სხვა წყაროებიდან გვეუბნება. მის ყველა შთამაგონებელ მოწოდებაში ისმის თავის მისიის შინაგანი იმპულსი და ჩვენ ვგრძნობთ იმ დიდი ვნების ძალას, რომელიც მან როგორც აჰრიმანისა და სიბნელის პრინციპის მოწინააღმდეგემ თქვა: „მე ვილაპარაკებ! მოდით ახლოს და მომისმინეთ, თქვენ, ვინც შორიდან მოდიხართ ლტოლვით, და თქვენ, ვინც ახლოს ხართ — გაითვალისწინეთ ჩემი სიტყვები! — აღარასოდეს დაიპყრობს ეს ბოროტი, ეს ცრუ მასწავლებელი, სიკეთის სულს. ძალიან დიდხანს ერწყმოდა მისი ბილწი სუნთქვა ადამიანის ხმასა და მეტყველებას. მაგრამ ახლა გამოვაცხადებ მას იმ სიტყვებით, რომელიც პირველმა და უმაღლესმა ჩემი პირით აამეტყველა, სიტყვებით, რომლებიც აჰურა მაზდამ თქვა. მას, ვინც არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, და ვინც არ გაითვალისწინებს იმას, რასაც მე გიამბობთ ბოროტება შეემთხვევა და ეს, სანამ სამყარო თავის ციკლებს დაასრულებდეს.“
ასე ლაპარაკობდა ზარათუსტრა, და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიგრძნოთ, რომ მას ჰქონდა გადასაცემი კაცობრიობისთვის ის, რაც თავის კვალს დატოვებდა ყველა მომდევნო კულტურულ პერიოდში. მათ, ვისაც ჩვენს შორის ესმის და ყურადღებას მიაქცევენ იმას, რაც ჩვენს დროში თუნდაც მხოლოდ სუსტად შესამჩნევად გრძელდება და ვინც სულიერი გამჭრიახობით შეამჩნევს ჩვენი კულტურის ტონს, დღესაც, ათასწლეულების შემდეგ, შეძლებენ ზარათუსტრული სწავლებების ექოს ამოცნობას. ამიტომაც ზარათუსტრას ვარჩევთ დიდ ლიდერებს შორის, როგორებიც არიან ჰერმესი, ბუდა, მოსე და სხვები, რომლებზეც ბევრს ვისაუბრებთ მომდევნო ლექციებში. ამ დიდებულთა სულიერი ნიჭი და ის პოზიცია, რომელიც მათ ეკავათ ადამიანთა შორის, მითითებულია და სათანადოდ გამოხატულია შემდეგ სიტყვებში:
„ვარსკვლავებივით ანათებენ
მარადიული არსების ცაზე
ღვთის მიერ გაგზავნილი სულები.
წარმატება წილად ხვდეს ყველა ადამიანის სულს,
დედამიწის სამეფოში, რომ
მათი ალის სინათლე დაინახონ!“ (შენიშვნა N12)
შენიშვნები
1. ადამიანი სულიერ იერარქიაში იკავებს მეათე ადგილს.
2. ეს გაზვიადება არ არის, რადგან დაახლოებით ამ დროს, მიუნხენში კომუნისტური პარტიის მიერ მისი მოკვლის მცდელობა რეალურად განხორციელდა (რედაქტორის შენიშვნა).
3. ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება და მოქმედების ფუნდამენტური წესი
4. ბოლო ორ წინადადებაში მარი შტაინერი სავარაუდოდ საუბრობს რუდოლფ შტაინერზე.
5. კონტემპლაციის მეთოდი - სულიერი პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ღრმა, უწყვეტ და მიზნამიმართულ აზროვნებას რაიმე სულიერ პრინციპზე, იდეაზე ან სიმბოლოზე. ეს არ არის უბრალოდ "ფიქრი" ან "დაკვირვება"; ეს არის აქტიური, დისციპლინირებული შინაგანი პროცესი.
6. ზარათუსტრიანიზმი - რუდოლფ შტაინერი ყურადღებას ამახვილებდა არა იმდენად რელიგიაზე, არამედ სწავლების ორიგინალურობაზე, ზარათუშტრას პირად, ორიგინალურ სულიერ გამოკვლევებზე და მის მიერ აღმოჩენილ კოსმოლოგიურ სიმართლეებზე. "ზარათუშტრიანიზმი" უფრო მეტად მიუთითებს მისი პირადი სწავლების სისტემაზე. "ზოროასტრიზმი" უფრო ხშირად გამოიყენება რელიგიური ინსტიტუტის, ისტორიულად ჩამოყალიბებული დოგმებისა და რიტუალების აღსაწერად.
7. ზარუანა აკარანა — უსასრულო დრო, ზოროასტრული კონცეფცია, რომელიც აერთიანებს სამყაროს სულიერ და ფიზიკურ ასპექტებს.
8. ამშასპანდები/ამეშა სპენტები (Amschaspands/Ameschas Pentas) — ზოროასტრიზმში ღვთაებრივი არსებები, რომლებიც ემსახურებიან ორმუზდს ან აჰრიმანს, თითოეულს განსაკუთრებული ფუნქციით. ორმუზდის ამშასპანდები კეთილია, ხოლო აჰრიმანის — ბოროტი.
9. იზარდები/იზედები (Izards/Izeds) — ზოროასტრიზმში დაბალი რანგის სულიერი ძალები, რომლებიც ძირითადად ცხოველთა სამყაროზე მოქმედებენ.
10. ფერუჰარები/ფრავაშები (Ferruhars/Frawaschars) — ზოროასტრიზმში ყველაზე დაბალი დონის სულიერი არსებები, რომლებიც გაჟღენთავს მაკროკოსმოსს და წარმოადგენს ყველა ფიზიკური ფენომენის სულიერ საფუძველს. ადამიანის მფარველი ანგელოზი.
11. ეს ბერძენი მწერალები იყვნენ ელინისტური პერიოდის ბერძენ ისტორიკოსებს და ფილოსოფოსებს ესენია პლუტარქი, რადგან მისი ნაშრომები, განსაკუთრებით „იზისისა და ოსირისის შესახებ“, პირდაპირ მოიხსენიებს ზარათუსტრულ ფილოსოფიას, ორმუზდისა და აჰრიმანის დუალიზმს, და ეხმიანება ტექსტში მოყვანილ იდეებს თვითგანწმენდისა და სიკეთისა და ბოროტების ანტითეზის შესახებ; დიოგენე ლაერტიუსი მის ნაშრომში "ფილოსოფოსთა ცხოვრებები" ასევე არის მოკლე აღწერილობები სპარსელი მაგების (მაგოსებიდან, ე.ი. ზოროასტრიელი მღვდლების) სწავლების შესახებ, სადაც ნახსენებია სიკეთისა და ბოროტების პრინციპების დუალიზმი; თეოპომპუსი და ჰერმოდორი, სხვა ავტორების ციტირებით არის მათი ნაშრომები შემორჩენილი.
12. ეს ლექსი არის რუდოლფ შტაინერის სავარაუდოდ ტიპური მედიტაციური ფორმა, რომელიც მოუწოდებს ადამიანის სულებს, გაიაზრონ „ღმერთისგან გამოგზავნილი სულები“ (როგორიცაა ზარათუსტრა) მათი „ალის შუქის“ მეშვეობით.