სულიერი ისტორიის გარდამტეხი ეტაპები

რუდოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

თავი მეორე - ჰერმესი და ძველი ეგვიპტის მისტერიები

16.11.1911

(ზემოთ მოყვანილი ლექცია წარმოთქმული იყო ბერლინში, 1911 წლის 16 თებერვალს. ამ დროის განმავლობაში, თანამედროვე მეცნიერებამ უფრო ღრმად ჩაიხედა ევფრატის ხეობის იმ მაღალგანვითარებული პირველყოფილი ცივილიზებული ცხოვრების საიდუმლოებებში, რომელზეც მითითებულია გვერდ 123-ზე. შემდეგი მოკლე მიმოხილვა მიუთითებს არქეოლოგიური კვლევის ზოგიერთ შედეგზე, რომელიც ჩატარდა მესოპოტამიაში, ძველი ქალაქის ადგილზე, რომელიც ცნობილია როგორც ქალდეველთა ური. ამ ადგილას 1922 წელს ბრიტანეთის მუზეუმისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის ორგანიზებითა და სი ლეონარდ ვულის, M.A., Litt.D., ხელმძღვანელობით ექსპედიციამ ძველი ევფრატის ცივილიზაციასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთა. 1933 წლის 8 ნოემბერს „სამეფო ხელოვნების საზოგადოების“ წინაშე წარმოთქმულ ლექციაში, რომელიც სათანადოდ გამოქვეყნდა მათ ჟურნალში, დოქტორმა ვულიმ თქვა: „ურში ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გაკეთებულმა აღმოჩენებმა, მეცნიერებს უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა გაუჩინა, ვიდრე მიღებული ახალი ინფორმაციით დააკმაყოფილა... ბოლო წლებში ცოტა რამ იყო ისეთი გასაოცარი, როგორც ურის ნანგრევების ქვეშ მდებარე დიდი სასაფლაოს გათხრით გამოწვეული გაოცება.“

მეფეთა სამარხებში, ნანგრევის ქვისგან ნაგებ ოთახებში, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. 3500 წლით, აღმოაჩინეს ოქროსა და ვერცხლის საგანძურები, მოზაიკა და სხვა, რომლებიც შექმნილი იყო შუმერი ხელოსნების მიერ და გამოირჩეოდა ისეთი ტექნიკური სრულყოფილებით, რომელსაც დღევანდელი ოსტატებიც ვერ აღემატებიან. ერთ შემთხვევაში, როდესაც საუბარი იყო განსაკუთრებით დახვეწილ პოლიქრომულ ხელოვნების ნიმუშზე, რომელიც ცნობილია როგორც „ვაცი, რომელიც ბუჩქში გაიჭედა“, დოქტორმა ვულიმ მიაპყრო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ეს პოლიქრომული სკულპტურა, თუმცა დამახასიათებელი იყო ძვ. წ. 3400 წლის ძველი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნებისთვის, სინამდვილეში მიანიშნებდა გარკვეულწილად გვიანდელი იტალიური რენესანსის ხელოვანის ნამუშევარზე. გამოკვლევების წინსვლისას ნათელი გახდა, რომ ხალხი, რომელმაც ასე ოსტატურად შექმნა ეს უცნაური და საოცარი საგანძურები, „არ იყვნენ დამწყებნი, მათ უკან უნდა ჰქონოდათ ხანგრძლივი ტრადიციები“.

იმისათვის, რომ გაგვეგო ამ წარსული, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის ისტორია, გათხრები დაიწყეს იმ წერტილიდან, რომელიც ფაქტობრივად იყო ძვ. წ. 3200 წლის მიწის დონე, სადაც სამოც ფუტზე მეტი სიღრმის გავლით ნათლად გამოკვეთილ ფენებში აღმოაჩინეს წარსულის ნაშთები. გამოვლინდა რვა გადაფარული ქალაქის კვალი. როგორც დოქტორი ვული გვეუბნება, მკვლევარები მოულოდნელად წააწყდნენ თერთმეტი ფუტის სისქის წყლის მიერ ნაგდებ ქვიშისა და თიხის მასას, სრულიად ერთგვაროვან და სუფთა, რომელიც უდავოდ იყო „წარღვნის“ შედეგად ნაგდები სილა. — „ჩვენ შეგვიძლია,“ თქვა დოქტორმა ვულიმ, „ფაქტობრივად დავაკავშიროთ ეს წარღვნა, რომელსაც ჩვენ ნოეს წარღვნას ვუწოდებთ.“ ამ წარღვნის ზღვარი აღმოჩნდა „უძველესი და ყველაზე პრიმიტიული ქალაქის ურის გორაკის ფლანგის წინააღმდეგ“. ამ ნალექის ქვეშ იყო „წარღვნისწინარე სახლების ნაშთები... ყველაზე დაბალი ადამიანური შენობები ეყრდნობოდა შავ ორგანულ ნიადაგს... და ეს თავის მხრივ ზღვის დონის ქვემოთ ჩადიოდა“.

გათხრებმა დაამტკიცა, რომ ძველი შუმერი არქიტექტორები ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულის დასაწყისში, და შესაძლოა უფრო ადრეც, იცნობდნენ ბეტონს. ისინი იცნობდნენ თანამედროვე არქიტექტურის ყველა ძირითად ფორმას. დოქტორი ვული შემდგომში აღნიშნავს, რომ არ არსებობს ეჭვი, რომ „თაღი, გუმბათი, აფსიდა და გუმბათოვანი სახურავი, რომლებიც ევროპაში პირველად რომაულ პერიოდში გამოიყენეს“, რომელთა ნიმუშებიც აღმოჩნდა ნანგრევებში, „პირდაპირი მემკვიდრეობაა შუმერებისაგან ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულიდან, და შესაძლოა კიდევ უფრო შორეულ დროიდან“. გარდა ამისა, ნაჩვენებია, რომ შუმერული ცივილიზაციის უწყვეტად უდავოდ ვრცელდებოდა ძვ. წ. მეხუთე ათასწლეულიდან ძვ. წ. მეექვსე საუკუნემდე. ეს ფაქტი გამოვლინდა ურის ზიგურატის, ქალაქის მთავარი რელიგიური შენობის, საფუძვლების ქვეშ გათხრების შედეგად და სხვადასხვა პერიოდის ცილინდრული ბეჭდების თარიღებისა და ხასიათის დაკვირვებით, რომლებსაც ეს წარსული ხალხი ატარებდა წერილობითი დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით.

თავისი უაღრესად საინტერესო ლექციის დასასრულს, დოქტორმა ვულიმ განაცხადა, რომ ეგვიპტეში პირველი დინასტიის წინ ჩატანილი ცოდნა, როგორც ჩანს, მიუთითებდა, რომ შუმერებმა იმდროინდელ ბარბაროსულ ეგვიპტის ხალხს მისცეს იმპულსი, რამაც მათ საშუალება მისცა განევითარებინათ თავიანთი შესანიშნავი ცივილიზაცია. მან ასევე თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონელები ცივილიზებულები იყვნენ, მათ საერთოდ არ გააკეთეს ახალი აღმოჩენები; ისინი ოდნავ წავიდნენ წინ მათი წინამორბედების ცოდნის მიღმა და უფრო ინარჩუნებდნენ ცივილიზაციას, ვიდრე გამოიგონებდნენ მას. ჩვენ ასევე ვიცით შუმერების გავლენა ებრაელთა წინაპრებზე ყველა იმ ტრადიციით, კანონით, ცივილიზაციით, რელიგიითა და ხელოვნებით, რომლებიც ებრაელებმა არასოდეს დაივიწყეს.“

ამგვარად, ამ ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დოქტორი ვულის ხელმძღვანელობით, თანამედროვე მეცნიერებით ერთ-ერთ იმ დიდებულ სულიერ ცივილიზაციის ნაცრისფერ წარსულს მოჰფინა შუქი, რომელზეც ხშირად მიუთითებდა რუდოლფ შტაინერი. ეს ცივილიზაცია მანამ გრძელდებოდა, სანამ მისი ხალხი  გულით ღია იყო სულიერი ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ დაეცა და გაქრა, როდესაც მათ ჭეშმარიტ გზას გადაუხვიეს  და მატერიალურ ნივთებში ჩაიძირენ   [რედ.])

 

სულიერი მეცნიერებისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა ადამიანის სულის თანდათანობითი განვითარების თვალყურის დევნება. ეპოქიდან ეპოქამდე ნელ-ნელა როგორ ვითარდება და მუდმივად მაღლა იწევს იგი, ამოდის წარსულის ბნელი ჩრდილებიდან. სწორედ ამიტომ, ძველი ეგვიპტის კულტურისა და სულიერი ცხოვრების შესწავლა ღირებულია. ეს განსაკუთრებით მაშინაა თალსაჩინო, როცა ვცდილობთ წარმოვიდგინოთ და ვიცხოვროთ ამ ეპოქის თანმხლებ ატმოსფეროში და პირობებში.

ძველი დროების ბუნდოვანი, ნაცრისფერი ხედებიდან მოღწეული ექოები ისეთივე იდუმალია, როგორც თავად ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის მკვეთრად გამორჩეული ძეგლის - სფინქსის სახე. ეს საიდუმლო კიდევ უფრო ღრმავდება, როდესაც თანამედროვე გარეგანი მეცნიერული კვლევა იძულებულია სულ უფრო ღრმად ჩაიხედოს შორეულ წარსულში, რათა ნათელი მოჰფინოს გვიანდელ ეგვიპტურ კულტურას. რომლის შესახებაც არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ასეთმა გამოკვლევებმა აღმოაჩინეს ეგვიპტის აქტიურ კულტურულ ცხოვრებას დაკავშირებული გარკვეული ნაკვალევი, რომელიც თარიღდება ქრისტიანული ერის დაწყებამდე სულ მცირე 7,000 წლით. აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს კონკრეტული ცივილიზაცია ასეთი უდიდესი ინტერესის საგანია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, კერძოდ, თანამედროვე ადამიანი, რომელიც უფრო ფართო და ზოგადი განმანათლებლობის დროში ცხოვრების მიუხედვად, მაინც გრძნობს, მისაღები იქნება ეს თუ არა, ძველი კულტურა რაღაც უნიკალური და საიდუმლოებით მოცული გზით უკავშირდებოდეს მის მიზნებსა და იდეალებს.

თანამედროვე მეცნიერული განვითარების გარიჟრაჟზე მოღვაწე გამორჩეული ინტელექტის მქონე ადამიანმა, კეპლერმა, ასტრონომიული კვლევის დროს წარმოქმნილი გრძნობები გამოხატა სიტყვებით, რაც დაახლოებით ასე ჟღერს: „მე ვცდილობდი ჩამეხედა კოსმოსის საიდუმლოებებში, როდესაც ვცდილობდი აღმომეჩინა პლანეტების მზის გარშემო მოძრაობის მანერა. ამ დროს ხშირად  მეჩვენებოდა, თითქოს ჩემმა ფანტაზიამ მიმიყვანა ძველი ეგვიპტელების საიდუმლო სიწმინდეებში, რომ შევხებოდი მათ ყველაზე წმინდა ჭურჭლებს და გამომეტანა ისინი, რათა მიმეძღვნა ახალი სამყაროსთვის. ასეთ მომენტებში მე მომდიოდა აზრი, რომ მხოლოდ მომავალში გამჟღავნდება ჩემი გზავნილის ჭეშმარიტი მიზანი და განზრახვა.“

აქ ჩვენ ვხვდებით თანამედროვე დროის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს, რომელიც იმდენად ძლიერად გრძნობს საკუთარ სიახლოვეს ძველ ეგვიპტურ კულტურასთან, რომ ვერ პოულობს უკეთეს გზას თავისი შრომის საფუძვლად დამალული იდეების გამოსახატავად, გარდა იმისა, რომ მათ წარმოსახავს იმ ოკულტური მოძღვრებების სიტყვითა და ფორმით განსხვავებულ რეგენერაციას, რომლებიც ოდესღაც ეგვიპტის საკულტო ტაძრებში მოწაფეებსა და მიმდევრებს ასწავლიდნენ. ამიტომ ჩვენთვის უმაღლესი ინტერესის საგანია, გავიაზროთ, რას გრძნობდნენ ძველი ეგვიპტელები საკუთარი ცივილიზაციის არსისა და მნიშვნელობის მიმართ.

არსებობს ძველი ლეგენდა, რომელიც ბერძნულმა ტრადიციამ შემოგვინახა და რომელიც მიმანიშნებელია არა მხოლოდ იმისა, თუ რას გრძნობდნენ თავად ეგვიპტელები საკუთარი კულტურის მიმართ, არამედ იმისა ზოგადად როგორ უყურებდნენ მათ ცივილიზაციას ძველი დროის ხალხები. გვიამბობენ, რომ ერთხელ ერთ ეგვიპტელმა ბრძენმა სოლონს უთხრა: — „თქვენ, ბერძნები, კვლავ ბავშვები ხართ; არასდროს გაზრდილხართ და თქვენი მთელი ცოდნა მხოლოდ საკუთარი ადამიანისეული დაკვირვებითა და გრძნობებით მიგიღიათ; თქვენ არ გაქვთ არც ტრადიციები და არც დროისგან განაცრისფრებული მოძღვრებები.“ (შენიშვნა N13)

პირველად ვიგებთ, რას გულისხმობს ეს გამოთქმა — „დროისგან განაცრისფრებული მოძღვრებები“. მაშინ, როდესაც სულიერი მეცნიერების მეთოდებს ვიყენებთ იმის გასაგებად, თუ რა იყო ეგვიპტური აზროვნებისა და გრძნობიერების ბუნება და მნიშვნელობა. მაგრამ, ამ საკითხის განხილვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის განვითარებისას შემდგომ ეპოქებში იგი თანდათან იძენდა ცნობიერების სხვადასხვა ფორმებს. ყოველთვის არ არსებობდა დღეს არსებული ცნობიერება — თავისი მეცნიერული აზროვნების მეთოდით, გარე სამყაროს გრძნობითი აღქმით,  ინტელექტთან და გონებასთან ერთად მომუშავე.

ყველა ადამიანურ შემეცნებას საფუძვლად ევოლუცია უდევს. ევოლუცია ეხება არა მხოლოდ გარეგან ფორმათა სამყაროს, არამედ ადამიანის სულის განწყობასაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ნამდვილად გავიგოთ ძველ კულტურულ ცენტრებში მომხდარი მოვლენები, როდესაც მივიღებთ იმ ცოდნას, რომელსაც სულიერი მეცნიერება იღებს მის ხელთ არსებული წყაროებიდან.

ასე ვსწავლობთ იმას, რომ ძველ დროში ჩვენი დღევანდელი ინტელექტუალური ცნობიერების ნაცვლად არსებობდა ნათელმხილველური ცნობიერება, რომელიც განსხვავდება დღევანდელი გაღვიძებიდან დაძინებამდე არსებული ცნობიერებისაგან. მეორე მხრივ, ძველი ნათელმხილველური მდგომარეობა არ ჰგავდა ძილის მირ გამოწვეულ უგრძნობლობას. ამრიგად, პრეისტორიული ადამიანის პირველყოფილი ცნობიერება უნდა ჩაითვალოს შუალედურ მდგომარეობად, რომელიც დღეს მხოლოდ სუსტად არის შემორჩენილი, როგორც ერთგვარი ატავისტური მემკვიდრეობა — ჩვენს სიზმრებში წარმოშობილ სურათთა სამყაროს სახით.

ახლანდელი სიზმრები უმეტესწილად ქაოტური ხასიათისაა და ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებას ნაკლებად უკავშირდება. ძველი ნათელმხილველური ცნობიერება, რომელიც ასევე სურათებში იყო გამოხატული, შედარებით სუსტი, მაგრამ მაინც ჭეშმარიტი ნათელხილვის ნიჭი იყო და მისი სიმბოლური გამოვლინებები დაკავშირებული იყო არა ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან, არამედ - სულიერ სამყაროსთან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში ყოველი ნათელმხილველური ცნობიერება — მათ შორის პრეისტორიული ადამიანის სიზმრის მდგომარეობაც, ისევე როგორც ის, რაც დღეს მიიღწევა სპეციალური მეთოდებით, რომელთაც უკვე მივუთითეთ, თავის გამოვლინებას სურათხატოვნად პოულობს და არა ცნებებსა და იდეებში, როგორც ეს ხდება გარეგან ფიზიკურ ცნობიერებაში. ასეთი უნარის მქონემ აუცილებელია განმარტოს წარმოდგენილი სიმბოლოები, რომლებიც წარმოუდგება, როგორც ყველა ფიზიკურად აღქმითი მოვლენის საფუძვლად არსებული სულიერი რეალობების გამოხატულება.

ჩვენ ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, სადაც შეგვიძლია შევხედოთ ძველი რასების ევოლუციას და სრული სიზუსტით ვთქვათ: — ტრადიციის მიერ მოთხრობილი ძველი დროის დიდებული ხილვები ბავშვური ფანტაზიისა და ბუნების ქმნილებათა მცდარი აღქმის ნაყოფი როდია, როგორც ეს არის ფართოდ გავრცელებული თანამედროვე მატერიალისტურ წრეებში, არამედ ისინი მართლაც სულიერი სამყაროს ჭეშმარიტი სურათები იყო, რომლებიც იმ შორეულ წარსულში ადამიანთა სულებს ელვისებურად წარმოუდგებოდნენ.

ვინც არა თანამედროვე მატერიალისტური აზროვნების თვალსაზრისით, არამედ კაცობრიობის შემოქმედებითი და სულიერი საქმიანობის გაგებით სერიოზულად სწავლობს ძველ მითოლოგიებსა და ლეგენდებს,  ამ უცნაურ ამბებში იპოვის გარკვეულ თანმიმდევრულობას, რომელიც საოცრად ერწყმის იმ კოსმიურ პრინციპებს, რომლებიც მართავენ ყველა ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ კანონს. ხოლო მთელი ამ ძველი მითოლოგიური და რელიგიური სისტემების განმავლობაში ჟღერს სულიერი რეალობის ტონი, რომლის წყალობითაც ისინი იძენენ ჭეშმარიტ მნიშვნელობას.

ჩვენ  ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ სხვადასხვა ერის ხალხები, თავისი მიდრეკილების, ტემპერამენტისა და რასობრივი ან ეთნიკური ხასიათის მიხედვით, ქმნიდნენ განსხვავებულ წარმოდგენებს იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ისინი თვლიდნენ, რომ უმაღლესი ძალები აქტიურად მოქმედებდნენ ბუნების ჩვეულებრივი ძალების უკან. გარდა ამისა თანდათანობით ევოლუციისას, კაცობრიობამ გაიარა მრავალი გარდამავალი ეტაპი ძველი ადამიანების ცნობიერებიდან ჩვენს თანამედროვე ობიექტურ ცნობიერ მდგომარეობამდე. დროთა განმავლობაში, ძველი ნათელმხილველობისთვის საჭირო ძალა სუსტდებოდა და ხედვები ქრებოდა; შეიძლება ითქვას — უმაღლეს სფეროებში მიმავალი კარები ნელ-ნელა იხურებოდა, ისე, რომ სურათები, რომლებიც გამოჩნდებოდა იმ სულების წინაშე, რომლებსაც კვლავ შეეძლოთ სულიერ სამყაროში შეხედვა, სულ უფრო და უფრო ნაკლებ სულიერ ძალას შეიცავდა, სანამ საბოლოოდ, მხოლოდ ზეგრძნობადი აქტივობის ყველაზე დაბალი დონეები შეიძლებოდა აღქმულიყო. საბოლოოდ, ეს პირველყოფილი ნათელმხილველური ძალა გაქრა მთლიანად კაცობრიობისათვის. ადამიანის მხედველობა შემოიფარგლა მატერიალური სამყაროთი - ფიზიკური მოვლენებისა და საგნების აღქმით. იმ დროიდან მოყოლებული, ამ ფაქტორების ურთიერთკავშირის შესწავლამ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიგვიყვანა თანამედროვე მეცნიერების დაბადებამდე. ამგვარად ძველი ნათელმხილველური მდგომარეობის გაქრობის პარალელურად, ჩვენი თანამედროვე ინტელექტუალური ცნობიერება თანდათან სხვადასხვა გზით განვითარდა სხვადასხვა ერში.

ეგვიპტის ხალხების მისია განსაკუთრებული ხასიათისა იყო. ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით ძველ დროზე, თუნდაც თანამედროვე ეგვიპტური კვლევებით მიღებული ცოდნა, თუ სწორადაა გაგებული, მხოლოდ ამტკიცებს სულიერი მეცნიერების განცხადებებს ეგვიპტური ხალხის განკუთვნილი ამოცანისა და ჭეშმარიტი მიზნის შესახებ. განსაზღვრული იყო, რომ ეს ძველი ხალხები კვლავ განმსჭვალულიყვნენ პირველყოფილი ძალის იმ საკმარისი რაოდენობით, რათა მათ შეძლებოდათ უკან გაეხედათ ბუნდოვან წარსულში. მაშინ როცა, მათი ლიდერებს, გამორჩეული ინდივიდუალობისა და მაღალგანვითარებული ნათელმხილველური შესაძლებლობების წყალობით, შეეძლოთ ღრმად ჩაეხედათ სულიერი სამყაროს საიდუმლოებებში. სულიერი მეცნიერება ამტკიცებს, რომ „დიდი მარადიული გეგმის“ შესაბამისად ეგვიპტელებს უნდა მიეღოთ სიბრძნე ამ წყაროდან, რათა სარგებელი მოეტანათ კაცობრიობის განვითარებისათვის. 

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: ეგვიპტელები, ქრისტიანული ერის დაწყებამდე 1000 წელზე ნაკლებ დროში, ჰქონდათ დღევანდელი ყოველდღიურ ცხოვრებისათვის ნაცნობი ცნობიერებისაგან განსხვავებული ცნობიერება. მათ  იცოდნენ, რომ ამ ნიჭის წყალობით ადამიანს შეეძლო სულიერი სფეროების დანახვა. თუმცა, უფრო გვიანდელი ეგვიპტელები ვერ აღწევდნენ იმ ქვედა რეგიონების მიღმა, როგორც ეს გამოსახული იყო მათ სურათურ ხედებში, მაგრამ მათ ჰქონდათ ძალა, გაეხსენებინათ ეგვიპტური კულტურის ოქროს ხანის დრო, როდესაც მათი ქურუმებს შეეძლოთ ღრმად და შორს ჩაეხედათ სულიერი სამყაროს საიდუმლოებში.

ყველა ცოდნა, რომელიც ხილვების მეშვეობით იქნა მიღებული, განსაკუთრებით ძველი ეგვიპტელების მიერ დიდი ზრუნვით ინახებოდა და უდიდესი ღვთისმოსაობით, მადლიერებითა და რელიგიური გრძნობით საიდუმლოდ იყო შენარჩუნებული ათასწლეულების განმავლობაში. უფრო გვიანდელ პერიოდში, მათ, ვისაც კვლავ ჰქონდა გარკვეულწილად ნათელმხილველური ძალა, ასე გამოხატავდნენ თავს: „ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია დავინახოთ ქვედა სულიერი სფერო — ამიტომ ვიცით, რომ კაცობრიობისთვის შესაძლებელია სულიერი სამყაროს ხილვა. ამ ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენება ისევე გონივრული იქნებოდა, როგორც იმაზე დაეჭვება, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გარე საგნების დანახვა ჩვენი თვალებით.“ მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელი ეგვიპტელები მხოლოდ ქვედა სულიერი დონეებიდან სუსტ ექოებს აღიქვამდნენ, მაინც გრძნობდნენ და განჭვრეტდნენ, რომ ძველ დროში ადამიანს ნამდვილად შეეძლო ღრმად ჩაღწევა ფიზიკურ გრძნობად აღქმას მიღმა არსებული სფეროს მისტიურ სიღრმეებში. არსებობს უძველესი სწავლება, რომელიც ჯერ კიდევ შემონახულია ტაძრებში და სვეტებზე არსებულ საოცარ წარწერებში. სწორედ ამ სწავლებას გულისხმობდა ეგვიპტელი ბრძენი, როდესაც ის სოლონს ესაუბრებოდა. ეს წარწერები გვიყვება ნათელმხილველური ძალის ფართო და ღრმა შეღწევადობის შესახებ შორეულ წარსულში.

ის არსება, რომელსაც ეგვიპტელები მიაწერდნენ თავიანთი პირველყოფილი ნათელმხილველური განმანათლებლობის სიღრმეს, ეწოდა დიდი ბრძენი — ძველი ჰერმესი. უფრო გვიანდელ პერიოდში, როდესაც სხვა გამორჩეული ლიდერი მოვიდა ძველი სიბრძნის აღსადგენად, ისიც თავს ჰერმესს უწოდებდა, ძველი ეგვიპტელი ბრძენთა შორის გავრცელებული ჩვეულების მიხედვით და იმის გამოც, რომ მის მიმდევრებს სჯეროდათ, რომ მასში ძველი ჰერმესის პირველყოფილი სიბრძნე კვლავ ცოცხლობდა. მათ პირველი ჰერმესს დაარქვეს — „ჰერმეს ტრისმეგისტოსი“ — სამგზის დიადი ჰერმესი; მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ბერძნები იყენებდნენ ჰერმესის სახელს, რადგან ეგვიპტელებს შორის ის ცნობილი იყო როგორც „თოთი“. ამ ბრძენის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გავიაზრებთ, თუ რას თვლიდნენ ეგვიპტელები, ჰერმესის ან თოთის ტრადიციების გავლენით, ჭეშმარიტ სამყაროს საიდუმლოებად.

ეგვიპტელთა ისეთი რწმენები, რომლებიც ჩვენამდე, შეიძლება ითქვას, გარე წყაროებიდან მოგვივიდა, მართლაც ძალზე უცნაურად გამოიყურება. სხვადასხვა ღმერთი — მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოსირისი და ისიდა — წარმოდგენილია ისე, რომ ისინი მთლიანად ადამიანები არ არიან; ხშირად მათ აქვთ ადამიანური სხეული და ცხოველის თავი, ან კიდევ შედგენილნი არიან ადამიანის მსგავსი და ცხოველური ფორმების სხვადასხვა კომბინაციით. ამ ღმერთების სამყაროს შესახებ ჩვენამდე მოღწეულია უჩვეულო რელიგიური ლეგენდები.

კატებისა და სხვა ცხოველების მიმართ ძველი რასის პატივისცემა და თაყვანისცემა ისეთი მასშტაბის იყო, რომ გარკვეული ცხოველები მიჩნეული იყო წმინდად. მათში ეგვიპტელები ხედავდნენ რაღაცას, რაც მსგავსი იყო უმაღლესი არსებებისა. მაგალითად, როდესაც კატი, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ერთ სახლში, მოკვდებოდა, გლოვობდნენ. თუ ეგვიპტელი გზისპირას მკვდარ ცხოველს დაინახავდა, მასთან მიახლოვებასაც კი ვერ ბედავდა, რადგან შეიძლება ვინმეს ცხოველის მოკვლა დაებრალებინა, რაც მძიმე სასჯელით ისჯებოდა. ამბობენ, რომ მაშინაც კი, როცა ეგვიპტე უკვე რომის ბატონობის ქვეშ იყო, ნებისმიერ რომაელის სიცოცხლესაც კი ემუქრებოდა საფრთხე, ვინც კატას მოკლავდა, რადგან მსგავსი ქმედება დიდ არეულობას იწვევდა ეგვიპტელთა შორის. ცხოველების ეს პატივისცემა ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, ეგვიპტური აზროვნებისა და გრძნობების ყველაზე ამოუცნობ ნაწილად გამოიყურება. ასევე, რამდენად უჩვეულოდ ჩანს ჩვენთვის პირამიდები, მათი ოთხკუთხა ფუძითა და სამკუთხედოვანი გვერდებით. რამდენად იდუმალნი არიან სფინქსები და ყველაფერი, რასაც თანამედროვე კვლევას ამ უძველესი ცივილიზაციის სიღრმიდან ზედაპირზე ამოაქვს, რათა ჩვენს ცოდნას სულ უფრო მეტი სიცხადე შემატოს. ახლა ჩნდება კითხვა: რა ადგილი ეკავა ყველა ამ უცნაურ იდეას ამ ძველი ხალხების სულების ხატოვან სამყაროში? რა ჰქონდათ მათ სათქმელი იმ საკითხებზე, რაც სამგზის დიადმა ჰერმესმა ასწავლა და როგორ მიაღწიეს ამ უცნაურ ცნებებს?

ამიერიდან უნდა მივეჩვიოთ ყველა ლეგენდაში უფრო ღრმა მნიშვნელობის ძიებას, განსაკუთრებით კი იმათში, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ლეგენდათა მიზანია, ჩვენამდე სურათხატის ფორმით მოიტანოს ინფორმაცია გარკვეული კანონების შესახებ, რომლებიც მართავენ სულიერ ცხოვრებას და რომლებიც გარეგან კანონებზე აღმატებულნი არიან. მაგალითად, გვაქვს ღმერთისა და ქალღმერთის, ოსირისისა და ისიდას თქმულება. სწორედ ჰერმესი უწოდებდა ეგვიპტურ ლეგენდებს „ოსირისის ბრძენ მრჩევლებს“. ამ ყველა თქმულებაში ოსირისი არსებაა, რომელიც კაცობრიობის გარიჟრაჟზე ცხოვრობდა იმ რეგიონში, სადაც ახლა ადამიანი ბინადრობს. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი კაცობრიობის კეთილისმსურველი იყო და მისი ბრძნული გავლენით ჰერმესმა, ანუ თოთმა, ეგვიპტელებს მისცა მათი უძველესი კულტურა, მათ შორის მატერიალური ცხოვრების წესრიგიც. ამბობდნენ, რომ ოსირისს ჰყავდა მტერი, რომელსაც ბერძნები ტიფონს უწოდებდნენ, იგივე სეთი. ტიფონი ჩაუსაფრდა ოსირისს და მოკლა იგი. შემდეგ მისი სხეული დაჭრა, კუბოში დამალა და ზღვაში ჩააგდო. ქალღმერთი ისიდა, რომლიც იყო ოსირისის და და მეუღლე, დიდხანს ეძებდა ქმარს, ბოლოს იპოვა, შეაგროვა მისი სხეულის ნაწილები და სხვადასხვა ადგილას მიაბარა მიწას. ამ ადგილებში ტაძრები აიგო. მოგვიანებით ისიდამ ჰოროსი შვა. ჰოროსიც უმაღლესი არსება იყო და მისი დაბადება შესაძლებელი გახდა ისიდაზე სხვა სამყაროში გადასული ოსირისის სულიერი ზემოქმედებით. ჰოროსის მისია იყო ტიფონის დამარცხება და გარკვეული გაგებით ოსირისისგან მომდინარე სიცოცხლის დინების აღდგენა, რომელიც კვლავ გაგრძელდებოდა და კაცობრიობაზე ზემოქმედებას მოახდენდა.

ასეთი ლეგენდა არ უნდა განიხილებოდეს უბრალოდ ალეგორიად, არც მხოლოდ სიმბოლიზმად. ეს სწორად რომ გავიგოთ ჩვენ უნდა შევაღწიოთ ეგვიპტელთა გრძნობებისა და აღქმის მთელ სამყაროში. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აბსტრაქტული კონცეფციებისა და იდეების ფორმირება; რადგან, ასე გონების გახსნით, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავაცოცხლოთ ოსირისისა და ისისის იდეალურ ფორმებთან დაკავშირებული გრძნობები და აზრები. გარდა ამისა, უსარგებლოა, ამ ორ გამორჩეულ ფიგურას მივცეთ ასტრონომიული ინტერპრეტაცია და იმით ავხსნათ, რომ ოსირისი მზეა, ისისი კი მთვარე, როგორც ეს დღეს სულიერი მეცნიერებისაგან განსხვავებით სხვა მეცნიერებების ჩვეულებაა. ასეთი თეორია მიგვიყვანს იმ რწმენამდე, რომ ეს ლეგენდა მხოლოდ სიმბოლური ასახვაა გარკვეული ციურ მოვლენების და არ არის ჭეშმარიტი. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ეგვიპტელთა პირველარსებულ გრძნობებს. ამ გრძნობებიდან, როგორც საწყისი წერტილიდან, შევეცადოთ გავიაზროთ მათი ხედვის მთლიანი თავისებური ბუნება, ზეგრძნობადი და იმ უხილავი ძალების კონცეფცია, რომლებიც ადამიანის აღქმის მიღმაა და რომლებიც ძირეულად უდევს საფუძვლად გრძნობად სამყაროს. სწორედ ამ ფაქტორების სულიერ ურთიერთკავშირია გამოხატული ოსირისისა და ისისის იდეალურ ფორმებში.

ძველი ეგვიპტელები ამ ორ ფიგურას (ოსირისი და ისისი) უკავშირებდნენ შემდეგ იდეებს: ადამიანში არსებობს ფარული, უმაღლესი სულიერი არსი, რომელიც არ წარმოშობილა იმ მატერიალური გარემოდან, სადაც ის ახლა მოღვაწეობს; დედამიწის ცხოვრების დასაწყისში ეს არსი ფიზიკურ სხეულში შევიდა შეკუმშული ფორმით, რათა საუკუნეების განმავლობაში თანდათან განვითარებულიყო და გაზრდილიყო. ადამიანის ამჟამინდელ მდგომარეობას წინ უსწრებდა სხვა უფრო სულიერი მდგომარეობა, საიდანაც  თანდათან განვითარდა ახლანდელი ადამიანი. ეგვიპტელი ამბობდა: „როცა ჩემს სულში ვიხედები, ვაცნობიერებ, რომ ჩემში არსებობს სულიერისკენ სწრაფვა, სწრაფვა იმისკენ საიდანაც მოვედი. ჯერ კიდევ ცხოვრობს ჩემში ზოგიერთი ზეგრძნობადი ძალა, რომელიც მოქმედებს იმ სფეროში, საიდანაც წარმოვდგები. ამ ძალებიდან საუკეთესოები მჭიდროდაა დაკავშირებული ყველა ზეგრძნობადი აქტივობის საბოლოო წყაროსთან. ასე ვგრძნობ ჩემში ოსირისის ძალას, რომელმაც აქ მომავლინა გარეგან ადამიანურ ფორმაში განსხეულებული. წარსულში, სანამ ამ მდგომარეობაში მოვხვდებოდი, მე მთლიანად სულიერ სფეროში ვცხოვრობდი. იქ ჩემი ცხოვრება იყო გაურკვეველი, ბუნდოვანი და ინსტინქტური ხასიათის. განზრახული იყო, რომ მე მატერიალური სხეულით შევმოსილიყავი, განმეცადა და დამენახა ფიზიკური სამყარო, რათა მასში განვვითარებულიყავი.  ნამდვილად ვიცი, რომ თავდაპირველად ამ ფიზიკურ, აღქმად ცხოვრებასთან შედარებით, ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი“.

ძველი ეგვიპტური შეხედულებების თანახმად, ადამიანის ევოლუციის საფუძველში მდგარი პირველყოფილი ძალები განიხილებოდა, როგორც ორმაგი, რომელთაგან ერთს ეწოდებოდა ოსირისი, ხოლო მეორეს — ისისი; ამგვარად, ჩვენ გვაქვს ოსირის-ისისის ორმაგობა. თუ შინაგან ჭვრეტით აღნიშნულ საკითხს ჩავუღრმავდებით ამ ორმაგობის შესახებ ძველი ეგვიპტელების გრძნობები და აღქმები გვეძლევა. მაშინვე ვხვდებით, რომ ვერთვებით აქტიური და შთამაგონებელი ფიქრის პროცესში, რომელიც გარკვეულ დასკვნებამდე მიგვიყვანს. ამ გონებრივი პროცესის გასაგებად, საკმარისია გავითვალისწინოთ, თუ როგორ მუშაობს გონება. მაგალითად, ვფიქრობთ ისეთ ობიექტზე, როგორიცაა სამკუთხედი. ამ შემთხვევაში, აქტიური ფიქრი წინ უსწრებს თავად ფიგურის წარმოდგენას. მას შემდეგ, რაც სული ჩაერთვება ამ პირველად ჭვრეტაში, ჩვენ შემდგომ პასიურად ვაქცევთ ჩვენს გონებას ჩვენი ფიქრის ცნებების შედეგზე და საბოლოოდ ვხედავთ ჩვენი გონებრივი აქტივობის ნაყოფს, რომელიც გამოსახულია სულში. ფიქრის აქტი ისევე უკავშირდება საბოლოო აზრს, როგორც წარმოდგენის აქტი — საბოლოო ცნებას, ან აქტივობა — აქტივობის შედეგს ან მის საბოლოო პროდუქტს. თუ ჩავუღრმავდებით ჩვენს გონებრივ პროცესს, როდესაც წარმოვიდგენთ ეგვიპტის წარსულის წარმოდგენითა და  ამ ძველი ხალხების განწყობის გავითვალისწინებთ თუ ჩავუღრმავდებით ჩვენს გონებრივ პროცესს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ისინი ოსირისისა და ისისის ურთიერთობას განიხილავდნენ ისევე, როგორც ჩვენ განვიხილავთ ფიქრის აქტივობის თანმიმდევრობასა და შედეგს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აქტივობა უნდა ჩაითვალოს მამაკაცურ, ან მამის პრინციპად, შესაბამისად, ოსირისის პრინციპი უნდა განვიხილოთ, როგორც აქტიური მამაკაცური პრინციპი, საბრძოლო პრინციპი, რომელიც სულს აღძრავს ძალაუფლებისა და ენერგიის ფიქრებითა და გრძნობებით.

ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველი ეგვიპტის კონცეფცია ოსირისისა და ისისის შესახებ შემდეგი მოსაზრებებიდან: ადამიანის ფიზიკურ სხეულში არსებობს გარკვეული კომპონენტები, მაგალითად, ისეთები, რომლებიც აქტიურია სისხლში, და ისეთები, რომლებიც ძვლის წარმოქმნის საფუძველია. მთლიანი ადამიანური სისტემა თავის არსებობას ძალებისა და მატერიის ურთიერთქმედებას უმადლის, რომლებიც ერთიანდებიან მატერიალური ფორმის შესაქმნელად და მის შემადგენლობაში შესასვლელად,  რათა მატერიალურად შეისხან ხორცი. ეს ელემენტები ფიზიკურად შეიძლება ამოიცნონ, თუმცა ისინი ერთ დროს გაფანტული და გავრცელებული იყვნენ მთელ სამყაროში. მსგავი იდეა ჭარბობდა ძველი ეგვიპტელების შორის ოსირისის ძალის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც აქტიურად გამჟღავნებული მთელ კოსმოსში, ოსირისის სახით. ისევე, როგორც ფიზიკური სხეულის შემადგენელი ელემენტები შედიან მასში, იქ გაერთიანდებიან და მოქმედებენ, ასე წარმოიდგენდნენ ძველი ხალხები ოსირისის ძალას, რომელიც ადამიანზე ჩამოდის მის არსებაში მიედინება და შიგნით აღვიძებს შემოქმედებითი აზროვნებისა და შემეცნების ძალა - ნამდვილი ოსირისის ძალა. 

მეორე მხრივ, ისისის ძალა გამოიყენებოდა იმ უნივერსალური ცოცხალი კოსმიური გავლენის აღსანიშნავად, რომელიც პირდაპირ ჩაედინებოდა ადამიანის ფიქრებში, ცნებებსა და იდეებში — ამ გავლენას ეწოდებოდა ისისის ძალა. სწორედ ამ გზით უნდა წარმოვიდგინოთ ძველი ეგვიპტელების ამაღლებული ხედვა, და სწორედ ასე განიხილავდნენ ისინი ოსირისსა და ისისს.

ჩვენს გარშემო არსებულ ამქვეყნიური ცხოვრების შემოქმედებაში, ძველ ცნობიერებას არ შეეძლო სიტყვები ეპოვნა ისეთი ცნებების გამოსახატად, როგორებიც ესაა, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, მხოლოდ გრძნობებს მიმართავს და მათ მნიშვნელობა და ღირებულება აქვს მხოლოდ აღქმად სამყაროში, რომელიც არ გვთავაზობს ზეგრძნობად სფეროზე მიმათითებელ გარეგან ნიშანს. ამიტომ, იმისათვის, რომ მიგვეღო რაიმე სახის წერილობითი ენა, რომელსაც შეეძლო გამოეხატა ყველა ის ფიქრი, რაც ძლიერად აამოძრავებდა სულს, მაგალითად, მაშინ როდესაც ადამიანი ამბობდა: „ოსირის-ისისის ძალა ჩემში მოქმედებს“, მიმართავდნენ იმ „წერას“, რომელსაც ციურ სხეულები სამყაროს სივრცეში წერენ. ამბობდნენ: ის ზეგრძნობადი ძალა, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როგორც ოსირისს, შეიძლება გაიაზრონ და გამოიხატონ აღქმადი ტერმინებით, თუ მას განვიხილავთ, როგორც მზიდან გამომავალ აქტიურ ძალას, რომელიც გავრცელებულია დიდ კოსმოსში. ისისის ძალა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მზის სხივები, რომლებიც აისახება მთვარიდან, რომელიც მზის მსახურია, რათა გადასცეს მისი ბრწყინვალების ძალა ისისის გავლენის სახით. მაგრამ სანამ მთვარე მის შუქს არ მიიღებს, ის ბნელია — ისევე ბნელი, როგორც სული, რომელსაც არ შეხებია აქტიური, ამაღლებული ფიქრი. როდესაც ძველი ეგვიპტელი ამბობდა: „მზე და მთვარე, რომლებიც გარეთ არიან, მაჩვენებენ, თუ როგორ შემიძლია საუკეთესოდ გამოვხატო, ფიგურალურად, ჩემი იდეები იმის შესახებ, რასაც ჩემს სულში ვგრძნობ“. მან იცოდა, რომ ამ ორ ციურ სხეულს, სინათლის მომცემ მზესა და ბნელი მთვარეს შორის, რომლებიც ასე იდუმალი ჩანან უზარმაზარ სამყაროში, ყოველთვის არსებობს გარკვეული ფარული კავშირი მზად მისი ბრწყინვალების ასახვისთვის, რომელიც სულაც არ არის შემთხვევითი. პირიქით რასაც ის ხედავდა, როგორც სივრცის განმანათებელს, სინათლის გამავრცელებელსა და სინათლის ამრეკლავს, უნდა ყოფილიყო დაკავშირებული იმ ძალებთან, რომლებსაც იგი, როგორც ზეგრძნობადს, მის თავში გრძნობდა.

როდესაც საათს ვუყურებთ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რა ამოძრავებს ისრებს ასე საიდუმლოებით, თითქოს პატარა დემონების დახმარებით, რადგან ყველაფერი, რაც ჩანს, არის მექანიზმის ნაწილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მთლიანი მექანიკური სტრუქტურის საფუძველია თავდაპირველი დიზაინერის ფიქრი, რომელიც წარმოიშვა ადამიანის სულში. ამგვარად, სინამდვილეში, მექანიზმი თავის აგებას სულიერ ფაქტორს უმადლის. ისევე, როგორც საათის ისრების მოძრაობა ურთიერთდაკავშირებულია და სრულად დამოკიდებულია გარკვეულ მექანიკურ კანონებზე, რომლებიც არსებობს სამყაროში. საბოლოოდ, იმ კანონებზე, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის სულში, როგორც მაშინ, როდესაც ის საუბრობს ოსირის-ისისის ძალის განცდაზე, ასევეა მზისა და მთვარის მოძრაობები ურთიერთდაკავშირებული, და ეს სხეულები ჩვენთვის ჩანს, როგორც ინდიკატორები უზარმაზარი კოსმიური საათის სახეზე. ეგვიპტელები არ ამბობდნენ მხოლოდ: „მზე და მთვარე ჩემთვის აღქმადი სიმბოლოა ოსირისისა და ისისის ურთიერთობისა“, მაგრამ ისინი გრძნობდნენ და გამოხატავდნენ თავს ასე: „ის ძალა, რომელიც მაძლევს სიცოცხლეს და ჩემშია, საფუძვლად უდევს მზისა და მთვარის შორის არსებულ საიდუმლო კავშირს, და მათთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გამოეცათ შუქი.“

ისევე, როგორც ოსირისსა და ისისის უკავშირებდნენ მზესა და მთვარეს, ასევე სხვა ციური სხეულები აკავშირებდნენ სხვადასხვა ღმერთებს. ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ სივრცეში სხვადასხვა სხეულის პოზიციები არ იყო მხოლოდ მათი ზეგრძნობადი გამოცდილებების სიმბოლური გამოხატულება, ან რაც მათ გადაცემული ჰქონდათ, როგორც უძველესი ნათელმხილველების გამოცდილებები. თუმცა, ისინი ხედავდნენ კოსმიურ საათში იმ ძალების აქტივობის გამოხატულებას, რომლის მოქმედებას ისინი გრძნობდნენ ადამიანის სულის უღრმეს სიღრმეებში. ასე მოხდა, რომ ეს უზარმაზარი საათი, ასე გახდა დიდი სამყაროს საათი, თავისი ვარსკვლავების მოძრაობითა და უძრავ ვარსკვლავებთან მოძრავი ვარსკვლავების ურთიერთმიმართებით, სულიერი, ზეგრძნობადი ძალების გამოხატულება, რომლებიც ასე საოცრადაა ურთიერთდაკავშირებული სხვა, სტაბილურ სხეულებთან, ეგვიპტელებისთვის იყო იმ საიდუმლო სულიერი ძალების გამოცხადება, რომლებიც იწვევს ციურ სხეულთა მუდმივად ცვალებად პოზიციებს, და ამგვარად ქმნიან უნივერსალურ წარწერას, რომელიც ადამიანს უნდა შეესწავლა და ეღიარებინა, როგორც საშუალება, რომლის მეშვეობითაც ზეგრძნობადი ძალა აღქმად გამოხატვას პოულობს.

ასეთი იყო გრძნობები და აღქმები უმაღლესი სულიერი სამყაროს შესახებ, რომლებიც ძველი ეგვიპტელებისთვის განდობილი იყო მათი ძველი ნათელმხილველებისგან. მათ ჭეშმარიტებაში ისინი სრულად იყვნენ დარწმუნებულნი, რადგან ნაწილობრივ ჯერაც ინარჩუნებდნენ პირველყოფილ ნათელხილვას. ისინი ამბობდნენ: „ჩვენ, ადამიანები, სინამდვილეში წარმოვიშვით სულიერ სფეროში, მაგრამ ახლა ვიმყოფებით აღქმად სამყაროში, სადაც მატერიალური ნივთები და ფიზიკური მოვლენები ჩანს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად მოვედით ოსირისისა და ისისის სამყაროდან. ყველაფერი, რაც საუკეთესოა და რაც ჩვენშია და რაც მზადაა მეტ სრულყოფილებას მიაღწიოს, ნამდვილად  ოსირისისა და ისისისგანაა და ცხოვრობს ჩვენში, როგორც უხილავი აქტიური ძალა. ფიზიკური ადამიანი დაიბადა იმ პირობებში, რომლებიც გარე აღქმად სამყაროს ეკუთვნის და მისი მატერიალური ფორმა მხოლოდ სამოსია, რომელიც ფარავს ოსირის-ისისის სულს შიგნით.“

ძველი ეგვიპტელებში მათ მთელ სულიერ ცხოვრებას ავსებდა და დომინანტური იყო ღრმა გრძნობა პირველყოფილი სიბრძნის მიმართ. სული შეიძლება მიემართოს აბსტრაქტულ ცნებებს, განსაკუთრებით ბუნებრივი მეცნიერების მათემატიკურ ცნებებს, ისე, რომ საერთოდ არ შეეხოს მისი ცხოვრების მორალურ და ეთიკურ ფაქტორებს, არც გავლენა მოახდინოს მის ბედზე ან ბედნიერების მდგომარეობაზე. მაგალითად, შეიძლება იყოს დისკუსია და დებატები ელექტრული და სხვა ძალების შესახებ, ისე, რომ სული არ იყოს შეძრული ადამიანის საბოლოო ბედისწერის შესახებ სერიოზული კითხვებით.

მეორე მხრივ, ჩვენ ვერ ვიფიქრებთ ისეთ გრძნობებსა და სენტიმენტებზე, როგორებიც აღწერილი გვაქვს სულიერი სამყაროსა და სულის შინაგან ურთიერთობაზე ოსირისთან და ისისთან, ისე, რომ არ გავაღვიძოთ ფიქრები, რომლებიც ეხება ადამიანის ბედნიერებას, მის მომავალსა და მორალურ იმპულსებს. ამ შემთხვევაში ადამიანის მედიტაციები მიდრეკილია მიიღოს ესეთი ფორმა: „ჩემში ბინადრობს უკეთესი „მე“, მაგრამ რადგანაც ფიზიკურ სხეულში ვარ, ეს „უკეთესი მე“ ჩახშობილია, უკან იხევს და იგი თავდაპირველად არ ჩანს. ოსირისისა და ისისის ბუნება ჩემთვის არსებითია; თუმცა, ესენი ეკუთვნიან პირველყოფილ სამყაროს, წარსულ ოქროს ხანას — წმინდა წარსულს. ახლა ისინი გადალახულია დღევანდელი ადამიანური ფორმის შემქმნელი ძალებით. თუმცა ოსირის-ისისის ძალა შემოვიდა და გრძელდება ამ მოკვდავ სხეულშიც, რომელიც მუდმივად ექვემდებარება განადგურებას გარე ბუნებრივი ძალების მიერ.“

„ოსირისისა და ისისის ლეგენდა“ შეიძლება გამოხატული იყოს გრძნობების თვალსაზრისით შემდეგნაირად: ოსირისი, ადამიანის უმაღლესი ძალა, რომელიც გავრცელებულია კოსმიურ სივრცეში, დაძლეულია იმ ძალებით, რომლებიც  ადამიანურ ბუნებაში სრულ განადგურებას ექვემდებარება. ტიფონმა ოსირისის ძალა შეზღუდა სხეულში, თითქოს კუბოში, რომელიც ფორმირებულია ადამიანის სულიერი ნაწილის მისაღებად; იქ ოსირისის ელემენტი იმალება გარე სამყაროსათვისს უხილავი და გაუთვალისწინებელი. (ტიფონის სახელი ლინგვისტურად დაკავშირებულია სიტყვებთან — „Auflösen“, გახსნა; და „Verwesen“, დაშლა.) ისისის ბუნება, რომელიც იმალება სულის საზღვრებში, ყოველთვის საიდუმლო იყო ეგვიპტელებისთვის. ისინი თვლიდნენ, რომ მომავალში მისი გავლენა კაცობრიობას დააბრუნებდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი თავდაპირველად იყო და რომ ეს დაბრუნება საბოლოოდ განხორციელდებოდა ინტელექტუალური ძალის გარდაქმნის მეშვეობით; რადგან ისინი სრულად აღიარებდნენ, რომ კაცობრიობაში არსებობს ფარული მიდრეკილება, რომელიც მუდმივად სწრაფავს ოსირისის სიცოცხლის აღდგენას.

ისისის ძალა ღრმად იმალება სულში და მისი ღრმა მიზანია კაცობრიობის ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მისი წაყვანა და  დაბრუნება ოსირისთან.

დღევანდელი კაცობრიობისთვის შესაძლებელია ამ მისტიური შეხვედრის განხორციელება ორი გზით. ეგვიპტელი ამბობდა: „მე მოვედი ოსირისისგან, და ოსირისთან დავბრუნდები. ჩემი სულიერი წარმოშობის გამო, ჰოროსი ღრმად იმალება ჩემს არსებაში და ჰოროსი მიხელმძღვანელებს მე უკან მამამისისაკენ, რომელიც მხოლოდ სულიერ სამყაროში შეიძლება იპოვო; რადგან იგი ვერ შედის ადამიანის ფიზიკურ ბუნებაში, რადგანაც იქ იგი გადალახულია ტიფონის ძალებით, იმ გარე ძალებით, რომლებიც საფუძვლად უდევს ყველა განადგურებასა და დაშლას.“

არსებობს მხოლოდ ორი გზა, რომლებითაც შეიძლება მიღწეული იქნას ოსირისი, პირველი - სიკვდილის კარიბჭის გავლით; მეორე - ოსირისი შეიძლება მიღწეული იქნას ინიციაციისა და წმინდა მსახურებისადმი ცხოვრების მიძღვნის გზით.

ლექციაში სათაურით „ქრისტიანობა, როგორც მისტიური ფაქტი“, მე უფრო დეტალურად განვიხილე ეს რწმენა. ეგვიპტური კონცეფცია იყო შემდეგი: როდესაც ადამიანი გაივლის სიკვდილის კარიბჭეს და გარკვეული აუცილებელი მომზადების ეტაპები დასრულდება, იგი მოდის ოსირისთან. მატერიალური საფარისგან განთავისუფლებულში იღვიძებს ცნობიერება ნამდვილი ურთიერთობისა იმ უზენაეს ღვთაებასთან. იგი აცნობიერებს, რომ ამის შემდეგ მას მიესალმებიან, როგორც ოსირისს, რადგან ეს მისალმების ფორმა ყოველთვის ეძღვნება მათ, ვინც განიცადა სიკვდილი და შევიდა სულიერ სამყაროში.

მეორე გზა, რომელიც ასევე უკან მიგვიყვანს ოსირისთან, ანუ სულიერ სფეროებში მიმყვანი მეორე გზა, როგორც უკვე აღვნიშნეთ არის ინიციაციისა და წმინდა მიძღვნის გზა. ეს ეგვიპტელებისთვის განიხილებოდა, როგორც მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა მიღწეული იქნას ცოდნა ყველაფრისა, რაც ზეგრძნობადია და იმალება ადამიანის ბუნებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისისის ან ისისის ძალის შესახებ. ჩვენ ვერ შევაღწევთ სულის სიღრმეებში და ამგვარად მივაღწევთ ისისის ძალას შიგნით, მხოლოდ ამქვეყნიური სიბრძნის წყალობით, რომელიც წარმოიშვა ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავარღვიოთ ეს შინაგანი ძალა და ჩავიდეთ ნამდვილ „მე“-მდე; იქ ვიპოვოთ, რომ ეს „მე“ ყოველთვის გარშემორტყმულია ყველაფრით, რაც მატერიალურია ადამიანის ფიზიკურ ბუნებაში. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ბნელი ფარდის გახვრეტას, მაშინ საბოლოოდ აღმოვჩნდებით „მე“-ს ჭეშმარიტ სულიერ სახლი

სწორედ ამიტომ ამბობდნენ ძველი ეგვიპტელები: „შენ უნდა ჩაუღრმავდე შენს შინაგან არსებას, მაგრამ ჯერ მოდის შენი ფიზიკური თვისებები, რაც შენი ჭეშმარიტი „მე“-დან გამოიხატება და ამ ადამიანური განწყობის გავლით უნდა გაიკვალო გზა. როდესაც შენ ხედავ ქვებს და მათი ფორმის სრულყოფილებას, როდესაც ფიქრობ მცენარეებზე, მათ შინაგან ცხოვრებაზე და მათი ფორმის საოცრებაზე, და როდესაც უყურებ შენს გარშემო მყოფ ცხოველებს,  ბუნების ამ სამ სამეფოში, შენ ამჩნევ სულიერი და ზეგრძნობადი ძალებისგან წარმოშობილ გარე სამყაროს. მაგრამ როდესაც ადამიანის წინაშე დგახარ, ნუ უყურებ მხოლოდ გარეგან ფორმას, არამედ ეძიე ის, რაც შიგნითაა, სადაც სულის ძალა მკვიდრობს ისევე, როგორც ისისის ძალები.“ ამიტომ, ინიციაციის რიტუალებთან დაკავშირებით, იყო გარკვეული სწავლებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეთვალისწინებინათ იმ დროს, როდესაც სული განსხეულებული რჩებოდა.

ყველა იმ ადამიანის გამოცდილებები, ვინც ნამდვილად ჩაუღრმავდა თავის უღრმეს არსებაში, ძირითადად იგივე იყო, რაც ის გამოცდილებები, რომლებიც ხდება გარდაცვალების დროს, განსხვავდებოდა მხოლოდ მათი წარმოშობის ხერხით. შეიძლება ითქვას, თუ სულიერი სფეროებისაკენ მიმავალი ეს გზაა გამოყენებული მაშინ, ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა გაიაროს სიკვდილის კარიბჭე. მან უნდა ისწავლოს ფიზიკური ხედვიდადან ზეგრძნობად ხედვაზე გადასვლა, მატერიალური სამყაროდან სულიერ სამყაროში გადასვლა. სხვა სიტყვებით, მან უნდა შეიძინოს ცოდნა იმ მეტამორფოზის შესახებ, რომელიც ხდება ნამდვილი სიკვდილის დროს. იმისათვის, რომ მან მიიღოს ასეთი ცოდნა, ის, ვინც ინიციაციას ესწრაფვის, უნდა აირჩიოს ის გზა, რომელიც მას მიჰყავს მისი არსების სიღრმეებში, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება მიღწეული იქნას ჭეშმარიტი გაგება და გამოცდილება. როდესაც ეს მეთოდი გამოიყენება, პირველი ნამდვილი შინაგანი გამოცდილება დაკავშირებულია სისხლთან, როგორც ბუნებრივად ფორმირებულის. სისხლი არის „მე“-ს ფიზიკური აგენტი, ისევე, როგორც ნერვული სისტემა წარმოადგენს მატერიალურ საშუალებას ცნობიერების სამი საბოლოო რეჟიმისთვის, გრძნობის, ნებისა და ფიქრისთვის. ამ საკითხზე უკვე მივუთითეთ წინა ლექციაში.

ძველი ეგვიპტელების მიხედვით, ის, ვისაც სურს ჩაუღრმავდეს თავის არსებას, რათა გააცნობიეროს ღრმა კავშირი პირველადი მატერიალური საშუალებებით, ჯერ უნდა ჩავიდეს თავის ფიზიკურ-ეთერულ გარსში და შევიდეს სულის ეთერულ საზღვრებში; მან უნდა ისწავლოს დამოუკიდებლობა მის სისხლში არსებული იმ ძალისაგან, რომელსაც ჩვეულებრივ ეყრდნობა. მას მაშინ შეეძლება, მთელი არსებით ჩაეფლოს სისხლის მოძრაობის სასწაულში.

მნიშნელოვანია, რომ ადამიანმა ჯერ სრულად შეიცნოს საკუთარი უმაღლესი ბუნება ფიზიკური თვალსაზრისით. ამისათვის მან უნდა ისწავლოს, საკუთარ მატერიალური არსების განცალკევებულ და სრულიად დამოუკიდებელ ობიექტად აღქმა. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია რაიმე ობიექტი შეიმეცნოს და აღიქვას, როგორც კონკრეტული საგანი, როდესაც იგი მის გარეთ დგას. აქედან გამომდინარე, მან უნდა ისწავლოს ამგვარი მდგომარეობის შექმნა საკუთარი თავის მიმართ, თუ მას ნამდვილად სურს საკუთარი არსებობის რეალობის შემეცნება. სწორედ ამ მიზეზით იყო ინიციაცია მიმართული ისეთი ძალების განვითარებისკენ, რაც სულის ძალებს საშუალებას აძლევდა, განეცადათ გარკვეული გამოცდილებები ფიზიკური საშუალებებისაგან ან წევრებისაგან დამოუკიდებლად. ისე, რომ საბოლოოდ მაძიებელს შეეძლო ამ საშუალებებზე ისე დაეხედა ობიექტურად, როგორც ადამიანის სულიერი ელემენტი უყურებს მატერიალურ სხეულს სიკვდილის შემდეგ.

ისისის საიდუმლოებების შემსწავლელის პირველადი მოვალეობა იყო ცოდნის მიღება საკუთარი სისხლის შესახებ; ამის შემდეგ ის განიცდიდა გამოცდილებას, რომელიც საუკეთესოდ შეიძლება აღწერილიყო, როგორც — „სიკვდილის ზღურბლთან მიახლოება“. ეს იყო პირველი ნაბიჯი ისისის ინიციაციაში; და მას, ვისაც ეს სურდა, უნდა ჰქონოდა ძალა, რომ თავისი სისხლი და არსება გარედან განეხილა და გადასულიყო იმ გარსში, რომელიც ისისის ბუნების შუამავალია. გარდა ამისა, ნეოფიტი მიჰყავდნენ ორ კარის წინ წმინდა საკურთხეველში. ერთი დახურული იყო, მეორე ღია და როდესაც ის ამ ადგილას იდგა, მის წინაშე ჩნდებოდა ხილვები, რომლებიც ასახავდნენ მისი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ გამოცდილებებს. ის ისმენდა ხმას, რომელიც ამბობდა: „ასე ხარ შენ, ასე გამოიყურები, როდესაც ხედავ შენს ჭეშმარიტ „მე“-ს, გამოსახულს სულში.“ რა საოცარია ეს სწავლებები, რომელთა ექო ჯერ კიდევ ისმის ათასწლეულების შემდეგ, რა საოცრად ერწყმის ისინი ადამიანის დღევანდელ რწმენებს, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მათ მიიღეს მატერიალისტური ინტერპრეტაცია.

ძველი ეგვიპტური ნათელმხილველის თქმით — როდესაც ადამიანი აკეთებს პირველ ნაბიჯს და თავის შინაგანი ფორმის სამყაროს წინაშე აღმოჩნდება, ის იქ ორ კართან დგას — „ორი კარის მეშვეობით შეხვალ შენს სისხლსა და შენს უღრმეს არსებაში.“ ანატომი ამბობს: „ორი შესასვლელის მეშვეობით, რომლებიც მდებარეობს გულის სარქველებში, ერთ მხარეს და მეორეს მხარეს.“ გულში ორი წყვილი სარქველია, ერთი წყვილი ერთ მხარეს და მეორე მეორეს მხარეს. თითოეულ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი სარქველი ღიაა, რათა სისხლის ნაკადი შევიდეს სისტემის ნაწილში, მიმდებარე სარქველი დახურულია. ამიტომ, იმას, ვისაც სურს შეღწევა თავის გარე ფორმის ქვეშ, უნდა გაიაროს ღია კარი; რადგან დახურული კარიბჭე მხოლოდ სისხლს უკავშირებს მის სწორ გზას. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ ანატომიური კვლევის შედეგები, რა თქმა უნდა, ანალოგიურია იმ შედეგების, რომლებიც წარმოქმნილია ძველი დროში ნათელმხედის ხილვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ასე ნათელი და ზუსტი, როგორც თანამედროვე ანატომის დასკვნები, მაინც ასახავენ იმას, რასაც ნათელმხილველურმა ცნობიერებამ ნამდვილად აღიქვა, როდესაც ადამიანის შინაგან ფორმას გარედან უყურებდა.

ისისის ინიციაციის შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ცეცხლის, ჰაერის და წყლის გამოცდა ან ღრმა შესწავლა (შენიშვნა N14). ამ პერიოდში ინიციანტი სრულად ითვისებდა თავისი ისისის არსების გარსის თვისებებზე ცოდნას, ცეცხლის თვისებებს და იმას თუ როგორ მიედინება სითბოს სახით სისხლში, იყენებდა რა სისხლს საშუალებად. ის ასევე იღებდა სწავლებას იმის შესახებ, თუ როგორ შედის ჟანგბადი სისხლში ჰაერიდან. ეს მთელი სიბრძნე მას ენიჭებოდა — ცეცხლის, ჰაერის, წყლის, მისი სუნთქვის სითბოსა და სისხლის სითხის ნამდვილი ბუნების გაგება.

მაძიებელი, თავისი გარსის თვისებებზე, ცეცხლის, ჰაერის და წყლის ელემენტების ახლადშეძენილი ცოდნის წყალობით, იმდენად იწმინდებოდა, რომ როდესაც მისი ხილვა საბოლოოდ შედიოდა თავის ჭეშმარიტ ისისის ბუნებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტში, ინიციანტი პირველად გრძნობდა, რომ იყო კონტაქტში თავის ნამდვილ არსებასთან, და შეეძლო გაეცნობიერებინა, რომ ის ნამდვილად სულიერი არსებაა, აღარაა  შეზღუდული მისი გარეგანი კავშირით კაცობრიობასთან და რომ ის ჭეშმარიტად ხედავდა სულიერი სფეროების საოცრებას.

ცნობილია, რომ ჩვენ მზის ჭვრეტა მხოლოდ დღისით შეგვიძლია, რადგან ღამით იგი მატერიითაა დაფარული. სულიერი სამყაროს ძალები არასოდესაა ასე დაფარული მათთვის, ვინც შეიძინა ჭეშმარიტი ხილვის უნარი, რადგან ისინი საუკეთესოდ ჩანს, როდესაც ფიზიკური თვალები დახურულია ყველა მატერიალური ნივთისთვის. სიმბოლურად, ისისის ინიციაციის გაგებით, შეგვიძლია ვთქვათ: „ვინც გაწმენდილია და ინიცირებულია ისისის საიდუმლოებებში, შეუძლია გაარჩიოს ის სულიერი ცხოვრება და ძალა, რომელშიც მზე წარმოიშობა მაშინაც კი როდესაც ისე ბნელა, როგორც შუაღამისას. მეტაფორულად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის შეძლებს დღის უზარმაზარი სფეროს - მზის დანახვას და ზეგრძნობადი სამყაროს სულიერ არსებებთან შეხვედრას.“

ასეთი იყო მეთოდის ან როგორც შეიძლება ითქვას, შინაგანად ისისის ძალებამდე მიმყვანი გზის აღწერა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ გზით ყველა ადამიანი ივლიდა ვინც, ამქვეყნიურ ცხოვრებაში გულწრფელად სურდა სულის ყველაზე ღრმა ძალების ძიება. თუმცა, არსებობდა კიდევ უფრო დიდი საიდუმლოებები, ოსირისის საიდუმლოებები, სადაც ნათელი ხდებოდა, რომ ისისის ძალების საშუალებით და იმ ზეგრძნობადი პირველყოფილი სულიერი ძალების წყალობით, რომლებსაც ადამიანი თავის წარმოშობას უნდა უმადლოდეს, იგი შეძლებდა ამაღლებას და ასე მიღწევას ოსირისამდე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ის ინიციაციას იღებდა იმ მეთოდებში, რომელთა მეშვეობითაც ადამიანური სული იმდენად ამაღლდებოდა, რომ ბოლოს შეძლებდა უმაღლესი ღვთაების წინაშე შესვლას.

როდესაც ეგვიპტელებს სურდათ გამოესახათ ისისისა და ოსირის შორის ურთიერთობის ბუნება და ხასიათი, ისინი მიმართავდნენ იმ განსაკუთრებულ „წერას“, რომელიც მზისა და მთვარის მოძრაობით ცაში იწერება. სხვა სულიერი ძალების შემთხვევაში, ისინი უთითებდნენ სხვადასხვა ვარსკვლავებს შორის არსებულ მოძრაობებსა და ურთიერთკავშირებზე. ასეთ გამოსახულებებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზოდიაქო, მისი შედარებითი უძრავი მდგომარეობით, და პლანეტები, რომლებიც მის თანავარსკვლავედებში მოძრაობენ. სულიერ სიმბოლოებში გამოვლენილ ცის ამ გამოცხადებებში, ძველი ეგვიპტელი პოულობდა ჭეშმარიტ მეთოდს იმ ღრმა გრძნობების გამოსახატავად, რომლებიც ეხებოდა მის სულს. მან იცოდა, რომ ვერცერთი ამქვეყნიური საშუალება ვერ შეძლებდა ნათლად გამოეხატა ისისის ძალების ძიების ის სასიცოცხლო მიზანი, რათა კაცობრიობას, მათი დახმარებით, მიეღწია ოსირისისთვის. იგი გრძნობდა, რომ ამ მიზნის სათანადოდ აღსაწერად, მას უნდა გამოეყენებინა ის ნათელი ვარსკვლავთა ჯგუფები, რომლებიც მარად ცის თაღზე ანათებენ.

ამიტომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ეგვიპტური ტრადიციის თანახმად,  დედამიწაზე უძველესი დროის გარიჟრაჟზე მცხოვრები, სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობის შესახებ ყველაზე ღრმა ნათელხილვით დაჯილდოებული დიადი ბრძენი - ჰერმესი, როგორც იმ უმაღლესი ძალის მფლობელი, რომელსაც ჰქონდა უნარი, გაეგო და აეხსნა ნამდვილი ბუნება თანავარსკვლავედებსა და სულიერი სამყაროს ძალებს შორის კავშირზე და ვარსკვლავთა ენით გამოხატული მოვლენებისა და მდგომარეობების ნიშნების ინტერპრეტაციისა. იმ ძველი ეპოქაში თუ სურდათ ხალხის განსწავლა ოსირისისა და ისისის შორის არსებული კავშირის ბუნებაზე, ეს საკითხი წარმოდგენილი იყო ეგზოტერიული ლეგენდის სახით. ინიციატების შემთხვევაში ეს თემა უფრო მკაფიოდ იყო განხილული მზისგან გამოსხივებული და მთვარის მიერ აირეკლილი სინათლის სიმბოლური მითითებით და ამ ცვლილებების საოცარი პირობებით მთვარის სხვადასხვა ფაზებში. ამ ფენომენებში ეგვიპტელებმა იპოვეს ადამიანის სულში არსებულ ისისის ძალისა და იმ უმაღლეს სულიერ ფიგურის — ოსირისს შორის წმინდა კავშირის გამომხატველი პრაქტიკული და ჭეშმარიტი ანალოგია.

ციური სხეულების მოძრაობებიდან და მათი ურთიერთობების ბუნებიდან წარმოიშვა წერილობითი სიმბოლოების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმა. მეცნიერულად ნაკლებად არის აღიარებული ეს ფაქტი, მაინც მივუთითებდით შემდეგს: თუ ჩვენ განვიხილავთ ალფაბეტის თანხმოვნებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ისინი ბაძავენ ზოდიაქოს ნიშნებს, მათ შედარებით სტატიკურ მდგომარეობაში; ხოლო ხმოვნები და თანხმოვნები დაკავშირებულია ისე, რაც შეიძლება შევადაროთ იმ ურთიერთობას რაც არსებობს პლანეტებს, მათ მამოძრავებელ ძალებსა და ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს შორის. ამიტომ ჩანს, რომ თავდაპირველად წერილობითი სიმბოლოები დედამიწაზე ზეციდან ჩამოიტანეს.

ჰერმესზე ფიქრის დროს ძველ ეგვიპტელებში წარმოშობილი გრძნობები ისეთი იყო, როგორც ჩვენ აღვწერეთ. ისინი აცნობიერებდნენ, რომ მისი დიადი სიბრძნე მომდინარეობდა იმ სულიერი ძალებიდან, რომლებიც ციდან შთააგონებდნენ მას, რჩევებით იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც გრძელდებოდა კაცობრიობის სულებში. მეტიც — ის იღებდა მითითებებს ყოველდღიური ცხოვრების საქმეებშიც და იმ მიმართულებებში, სადაც საჭირო იყო ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა გეომეტრია და მიწათმოქმედება, რომლებიც პითაგორამ ეგვიპტელებისგან ისწავლა, რომლებიც ამ ცოდნას ჰერმესის პირველყოფილ სიბრძნეს მიაწერდნენ. შეიძლება ითქვას, რომ „ძველი ბრძენი“ ხედავდა დედამიწაზე გავრცელებულ ყველა ნივთის ურთიერთკავშირში იმის ანალოგს, რაც არსებობს ცის თაღზე და გამოხატულია ვარსკვლავების მისტიკურ წერაში. სწორედ ჰერმესმა — „სამგზის კურთხეულმა“ — მისცა ეს ვარსკვლავური „წერა“ მსოფლიოს, და მისი დახმარებით, ეგვიპტური ცხოვრების გარიჟრაჟზე, მან ხალხის გონებაში ჩანერგა მათემატიკის მეცნიერების ელემენტები და მოუწოდა მათ, აეხედათ ცაში, რათა ეხემძღვანელათ მათით თუნდაც ყოველდღიურ საკითხებში.

ძველ დროში ეგვიპტის ერის ცხოვრება დამოკიდებული იყო ნილოსის ადიდებაზე და სამხრეთის მთიანი რეგიონებიდან წამოსულ ნალექებზე. ამიტომ, ადვილი გასაგებია, რამდენად აუცილებელი იყო წყლის ადიდების პერიოდების თარიღის წინასწარ ცოდნა, რათა მათ შეძლებოდათ ამით იყო გამოწვეული ბუნებრივი პირობების ცვლილებების განჭვრეტა ნებისმიერი კონკრეტული წლის განმავლობაში. მაშინდელ დროში ეგვიპტელები დროს ითვლიდნენ ცის თაღზე დაწერილი ვარსკვლავური წარწერის მიხედვით. როდესაც სირიუსი, ძაღლის ვარსკვლავი, ჩანდა კირჩხიბის ნიშანში, მათ იცოდნენ, რომ მზე მალე შევიდოდა ზოდიაქოს იმ ნაწილში, საიდანაც მისი სხივები დედამიწაზე ანათებდა და თითქოს ჯადოსნურად, გამოიწვევდა ნილოსის წყალდიდობის მომტან ნალექებს. ამიტომ, ისინი სირიუსს „მეთვალყურეს“ უწოდებდნენ, რადგან ის აფრთხილებდა მოსალოდნელ მოვლენებზე. სირიუსის მოძრაობები მათი ციური საათის ნაწილს წარმოადგენდა. ისინი მადლიერებით აღავლენდნენ მზერას ზეცისკენ, რადგან მათი „მეთვალყურის“ დროული გაფრთხილებები საშუალებას აძლევდა მათ, ემუშავათ და ისე მოევლოთ მიწისათვის, რომ საუკეთესოდ ეხარა ყველაფერს, რაც ესოდენ აუცილებელი იყო გარეგანი ცხოვრებისთვის.

როდესაც ზემოთ აღწერილი მნიშვნელოვანი საკითხები წარმოიქმნებოდა, ძველი ეგვიპტის ხალხი განმანათლებლობასა და ხელმძღვანელობას ეძებდა იმ წარწერებიდან, რომლებსაც ისინი ხედავდნენ ცაზე. ამასთან, ისინი იხედებოდნენ უკან, იმ ბუნდოვან, ნაცრისფერ წარსულში, როდესაც პირველად შეიტყვეს, რომ ვარსკვლავთა მოძრაობა თითქოს იყო გამოხატულება რაღაც უზარმაზარი კოსმიური საათის ნაწილების მოძრაობისა. თოთში, ანუ ჰერმესში, ისინი ცნობდნენ იმ დიად სულს, რომელმაც, მათი უძველესი ტრადიციების თანახმად, ჩაწერა ყველაზე ადრეული ქრონიკები კოსმიური სიბრძნის შესახებ. ჰერმესმა, ვარსკვლავთა ამ საოცარი წერილის მეშვეობით მიღებული შთაგონებით, შეიქმნა ფიზიკური ალფაბეტის ფორმების საფუძველი და ამის მეშვეობით ასწავლა კაცობრიობას სოფლის მეურნეობის, გეომეტრიისა და მიწის აზომვის პრინციპები. ნამდვილად, მან მათ მიაწოდა ყველაფერი, რაც საჭირო იყო ფიზიკური ცხოვრების წარმართვისთვის. ახლა, ფიზიკური ცხოვრება არის არაფერი, თუ არა იმ სულიერი ცხოვრების განსხეულება, რომელიც ღრმადაა გადახლართული მთელ კოსმოსში. სწორედ კოსმოსიდან ჩამოვიდა სიბრძნის სული ჰერმესზე. იმ პერიოდის ეგვიპტელებისთვის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აშკარა იყო, რომ დიადი ბრძენის გავლენა ჯერ კიდევ აქტიური იყო მთელ მათ ცივილიზაციაში, და ისინი გრძნობდნენ, რომ ეს მისტიური კავშირი იყო ღრმა და ინტიმური ხასიათის.

ძველი ეგვიპტელების მიერ დროის გამოთვლისთვის გამოყენებული მეთოდი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა, ძალიან მოსახერხებელი იყო ოპერაციებისთვის და ადვილად ერგებოდა ამ სახის ყველა მარტივ გამოთვლას. ისინი თვლიდნენ, რომ წელი შედგებოდა ზუსტად 365 დღისგან, რომელიც დაყვეს 12 თვედ, თითოეულს 30 დღე, რითაც დარჩა 5 დღე, რომლებიც ცალკე იყო ჩართული. მაგრამ თანამედროვე ასტრონომია გვეუბნება, რომ თუ ეს მეთოდი გამოიყენება, მაშინ ყოველ წელს მეოთხედი დღე. ფაქტობრივი სხვაობაა 6 საათი, 9 წუთი, 9 წამი არ გაითვალისწინებოდა. ამიტომ, ეგვიპტური წელი მთავრდებოდა მეოთხედი დღით ნაადრევად. ეს სხვაობა თანდათან უკან გავრცელდა თვეებში, სანამ არ მიაღწევდა თანხვედრას გარკვეული წლის დასაწყისში; და ასეთი თანხვედრა ხდებოდა ყოველ 4-ჯერ 365 წელიწადში. ამგვარად, ყოველი 1,460 წლის გასვლის შემდეგ, მიწიერი დროის შეფასება ერთი მომენტით თანხვედრაში იქნებოდა ასტრონომიულ პირობებთან, რადგან იმ მომენტში წლიური სხვაობების ჯამი იქნებოდა ერთი მთლიანი წლის ექვივალენტი.

ვთქვათ, რომ ძვ.წ. 1322 წელს ეგვიპტელი მიაპყრობდა თვალს ცისკენ, იქ, იმ მომენტში ნებისმიერი ხილული თანავარსკვლავედი დაიკავებდა განსაზღვრულ პოზიციას ცის კამარაზე, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო გამოთვლის საფუძვლად. თუ ჩვენ უკან გადავიანგარიშებთ სამჯერ 1,460 წელს ძვ.წ. 1322 წლიდან, მივდივართ ძვ.წ. 5702 წელს. სწორედ ამ თარიღამდე გარკვეულ დროს მიაწერდნენ ეგვიპტელები იმ პირველყოფილი წმინდა სიბრძნის გარიჟრაჟს, რომელიც მათ თავდაპირველად გაეცხადათ. ისინი ამბობდნენ: „ძველ დროში ადამიანის ნათელმხილველური ძალა ნამდვილად თავის ზენიტში იყო, მაგრამ თითოეული, მიწიერი გამოთვლის ბალანსის დამდგენი 1,460 წლის ანუ დიდი მზის პერიოდის (შენიშვნა N15) შემდეგ, ნათელხილვის ღვთაებრივი ნიჭი თანდათან სუსტდებოდა და ქრებოდა ამ მეოთხე ეტაპამდე, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. ჩვენი ცივილიზაცია ვრცელდება შორებული წარსულის სიღრმეებში, სადაც ტრადიციის ხმა თითქმის დადუმებულია. ფიქრებით ჩვენ ვბრუნდებით სამი ხანგრძლივი კოსმიური პერიოდის მიღმა, იმ დიდებულ და შორეულ წარსულში, როდესაც ჩვენმა უდიდესმა მასწავლებელმა, მისმა მოწაფეებმა და მისმა მემკვიდრეებმა, მოგვცეს უძველესი სიბრძნის ელემენტები, რომლებიც ახლა უცნაურად შეცვლილი ფორმით გამოხატვას პოულობს ჩვენი წერის, მათემატიკის, გეომეტრიის, მიწის აზომვის, ჩვენი ცხოვრების ზოგადი წარმართვისა და ასევე ცის შესწავლაში. ჩვენთვის თავისი მოსახერხებელი ფაქტორებით — თორმეტჯერ 30 დღე, ხუთი დამატებით ადამიანური გამოთვლის კოსმიურ კორექტირება არის როგორც ნიშანი, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ სულიერი სამყაროს ღვთაებრივი ძალების კორექტირების ქვეშ, რადგან ფიქრისა და მსჯელობის შეცდომის გამო ჩვენ ოსირისსა და ისისს დავშორდით. ჩვენ ვერ ვზომავთ წლის სიგრძეს ზუსტად, მაგრამ როდესაც ჩვენი თვალებს მაღლა აღვმართავთ, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ იმ ფარულ სამყაროს, საიდანაც ის სულიერი ძალები, რომლებიც ყოველთვის ხელმძღვანელობენ ვარსკვლავთა მსვლელობას, ასწორებენ ჩვენს შეცდომებს და მოაქვთ ჰარმონია იქ, სადაც ადამიანმა ვერ იპოვა ჭეშმარიტება.“

ზემოთქმულიდან ნათელია, რომ ძველი ეგვიპტელები აცნობიერებდნენ ადამიანის ინტელექტისა და გაგების უნარის სისუსტეს, ისე, რომ მათი ქრონოლოგიის შემთხვევაშიც კი, ისინი ეძებდნენ იმ უმაღლესი სულიერი ძალებისა და არსებების დახმარებას, რომლებიც ფარდის მიღმა იმყოფებიან. ეს არსებები ასწორებენ, ზედამხედველობენ და იცავენ კაცობრიობას მიწიერი ცხოვრების აქტივობებისა და გამოცდილებების დროს, ამ პრობლემებზე გავლენას ახდენენ დიადი კოსმოსის (შენიშვნა N16) მისტიური კანონებით. ჰერმესი, ანუ თოთი, უდიდეს პატივში იყო, როგორც ერთ-ერთი, ვინც შთაგონებული იყო ყოველთვის ფხიზელი ციური ძალებით. ამ ძველი ხალხის სულებში ეს გამორჩეული პიროვნება განიხილებოდა არა მხოლოდ, როგორც დიადი მასწავლებელი, არამედ, როგორც ჭეშმარიტად ამაღლებული არსება, რომელსაც ისინი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით უყურებდნენ, ისე, რომ იძახდნენ: „ყველაფერი, რაც მაქვს, შენგან მომდის. შენ ამაღლდი შორეულ ბუნდოვან გარიჟრაჟზე და შენ მათ მეშვეობით, ვინც შენი ტრადიციების მატარებლები იყვნენ გადმოგვეცი ყველაფერი, რაც მიედინება გარეგან ცივილიზაციაში, რაც ყველაზე დიდი სარგებლობაა ადამიანისათვის.“ 

ამიტომ, ყველა ზე-აღქმადი ძალის ნამდვილ შემქმნელთან, და მათთან, ვინც მათ ზედამხედველობს, ისევე, როგორც ოსირისთან და ჰერმესთან, ანუ თოთთან, ეგვიპტელები გრძნობდნენ თავიანთ სულებში არა მხოლოდ იმას, რომ ისინი გაჯერებული იყვნენ სიბრძნისგან წარმოშობილი ცოდნით, არამედ განიცდიდნენ ღრმა მორალური გრძნობით, უდიდესი პატივისცემისა და მადლიერების განცდას. ამრიგად, ყველა ზეგრძნობადი ძალის ნამდვილ შემოქმედთან, მათ დამკვირვებლებთან, ისევე როგორც ოსირისთან და ჰერმესთან, ანუ თოთთან მიმართებაში, ეგვიპტელები თავიანთ სულებში არა მხოლოდ სიბრძნისგან წარმოშობილი ცოდნით იყვნენ გაჯერებულნი, არამედ ღრმა მორალური გაგებით განიცდიდნენ უდიდესი პატივისცემისა და მადლიერების გრძნობას.

წარსულის გრაფიკული აღწერილობები გვეუბნება, რომ ძველი ეგვიპტელების სიბრძნე ადრინდელ დროში განსაკუთრებით შესამჩნევად გაჯერებული იყო გარკვეული რელიგიური ხარისხითა და განწყობით, რაც თანდათან სულ უფრო ნაკლებად გამოხატული გახდა. იმ დროში ხალხი გრძნობდა, რომ ყველა ცოდნა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სიწმინდესთან, ყველა სიბრძნე ღვთისმოსაობასთან და ყველა მეცნიერება რელიგიასთან. როდესაც ეს დამოკიდებულება თანდათან ქრებოდა, ის თანდათან ნაკლებად სუფთა გახდა ფორმისა და გამოხატვის თვალსაზრისით. მსგავსი ცვლილება მოხდა კაცობრიობის ევოლუციის განმავლობაში ყველა იმ სხვადასხვა ცივილიზაციას შორის, რომელთა მისია იყო სულიერი ფიქრის მიმართულების შეცვლა და მისი სრულებით ახალი მიმართულებით წარმართვა. როდესაც თითოეულმა ერმა მიაღწია მიღწევების მწვერვალს და მისი ამოცანა დასრულდა, მოჰყვა დეკადანსის პერიოდი.

ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი ძველი ეგვიპტის კულტურის შესახებ დაკავშირებულია ამგვარ ეპოქასთან. ყველაფრის მნიშვნელობა, რაც ამის მიღმაა, მხოლოდ ვარაუდისა და ჰიპოთეზის საგანია. მაგალითად, რა არის ნამდვილი მნიშვნელობა იმ უცნაური, ჩვენთვის გროტესკული, ცხოველთა თაყვანისცემისა იმ წარსულ ეპოქაში და იმ უცნაური შიშის გრძნობისა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, როდესაც ჩვენი ფიქრები პირამიდებზე ყოვნდება? ეგვიპტელები თავად გვეუბნებიან, რომ იყო ერა, როდესაც არა მხოლოდ კაცობრიობა, არამედ უმაღლესი სულიერი სფეროებიდან მომავალი არსებებიც ჩამოვიდნენ დედამიწაზე. ეს იყო თავდაპირველად, სანამ ის ცოდნა და სიბრძნე, რომელიც მაშინ იყო მოცემული, ნამდვილად განვითარდებოდა და გააქტიურდებოდა.

თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ გარეგანი ფორმა, არამედ უნდა შევაღწიოთ შიგნით, ნამდვილ არსში. ყველა გარე თვისება, რომელთანაც ჩვენ კონტაქტი გვაქვს, მხოლოდ გამოვლინების ეტაპებია, რომლებიც, შეიძლება ითქვას, „ადგილზე“ დარჩა და ჩანს, თითქოს ძლიერ, თუმცა მცირე გამოსახულებით წარმოაჩენენ იმ უძველეს პრინციპებს, რომლებიც დომინანტურია ბუნების სამ სამეფოში. განვიხილოთ მინერალებისა და ქანების სამყარო — აქ ჩვენ ვხვდებით იმავე ფორმის ურთიერთობებს, რომლებიც ადამიანმა გამოიყენა პირამიდების არქიტექტურაში; ხოლო მცენარეთა ცხოვრების შინაგანი ძალები გამოხატულია ლოტოსის ყვავილის სილამაზეში. და ბოლოს, იმ გზაზე, რომელიც კულმინაციას აღწევს თავად ადამიანში, ჩვენ ვხვდებით ცხოველთა სამყაროში არსებებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს კაცობრიობის უმაღლეს დონეს. ისინი, თითქოს ღვთაებრივი ძალების კრისტალიზაციაა, რომლებიც განსხეულებულია და გაფანტულია ცალკეულ და განსხვავებულ ცხოველურ ფორმებში.

ჩვენ კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ძველი ეგვიპტელების გრძნობებმა გამოიწვია ზემოთ აღწერილი ხასიათის ფიქრები, როდესაც ისინი ცხოველთა ცხოვრებაში ხედავდნენ ღმერთების უცვლელი პირველყოფილი ძალების გამოვლინებას. რადგან ისინი იხედებოდნენ უკან, შორეულ წარსულში, როდესაც ყველა მიწიერი ნივთი წარმოიშვა ღვთაებრივი ზეგრძნობადი ძალებისგან და განვითარდა მათი ხელმძღვანელობით. ამ შეხედულებიდან ისინი ვარაუდობდნენ, რომ ბუნების სამ სამეფოში არსებულ ქმნილებებს შორის ამ უმაღლესი პირველყოფილი ძალების ნაწილმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად ცხოვრობდნენ, საბოლოოდ განიცადეს გარკვეული ინტიმური ცვლილება, რომელმაც ისინი აიყვანა იმ უმაღლეს დონემდე, რომელიც გამოხატულია ადამიანის ფორმაში. ამ ძველი ხალხების განხილვისას ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მათი გრძნობები, აღქმები და მათი ცხოვრების აუცილებლობები. სწორედ ამ ფაქტორებიდან შეგვიძლია საუკეთესოდ გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ახლო იყო მორალური კავშირი მათ სიბრძნესა და სულს შორის, ისე, რომ ეს უკანასკნელი არ გადაუხვევდა სიმართლისა და მორალის გზას.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სულიერი სამყაროს შექმნისა და ფორმირების ხერხის გამო, ღვთაებრივი ზე-აღქმადი ძალებით, უნდა არსებობდეს გარკვეული მორალური კავშირი, რომელიც ვრცელდება ცხოველთა სამეფოს ქმნილებებზე. ამ კონცეფციის გამოხატვის გროტესკული და გამორჩეული ხერხები მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერის საბოლოო დაცემა დაიწყო.

ეგვიპტური კულტურის მოგვიანებითი პერიოდების შესწავლიდან ნათელია, რომ ადამიანის სისუსტე და არასრულყოფილება უცნობი იყო პირველყოფილ დროში, რადგან ამ წყაროდან ვიგებთ, რომ ეგვიპტური ცხოვრების ადრეულ გარიჟრაჟზე ცივილიზაცია მაღალ დონეზე იყო. სწორედ მაშინ იცოდა და განიცდიდა ადამიანი ყველაზე ინტიმური ღვთაებრივ-სულიერ გამოცხადებებს. ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ და შევცდეთ, რაც ჩვენს დღეებში ხშირია, რომ ყველა ადამიანური კულტურის ფორმა წარმოიშვა ყველაზე მარტივ და პრიმიტიულ პირობებში. სინამდვილეში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ პირველი დიდებული კურთხევების მიერ მოცემული იმპულსი გაქრა, და დაიწყო დაცემის პერიოდი, გახდა ადამიანის ცხოვრება უხეში და დაუხვეწავი.

ამიტომ, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ბარბაროსული ტომები, როგორც ხალხი, რომლებშიც ინტელექტი გამოხატულია თავის ყველაზე ელემენტარულ ფორმაში, არამედ, პირიქით, ჩვენ უნდა განვიხილოთ ძირძველი რასები, როგორც ცივილიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაეცნენ რაღაც ამაღლებული პირველყოფილი მდგომარეობიდან. ეს მტკიცება სულაც არ მოსწონს მეცნიერების იმ დარგს, რომელიც გვაიძულებს, დავიჯეროთ, რომ ყველა კულტურა თავის დასაწყისში ყველაზე ელემენტარულ პირობებში ჰქონდა, როგორც ეს ჯერ კიდევ გვხვდება ჩვენი დროის ველურებში. მიუხედავად ამისა, სულიერი მეცნიერება ამტკიცებს, თავისი სპეციალური მეთოდებით მიღებული ცოდნის წყალობით, რომ კაცობრიობის პრიმიტიული მდგომარეობები სინამდვილეში დამცრობილი ცივილიზაციების გამოვლინებებია, და რომ ყველა ადამიანური ცხოვრება თავის დასაწყისში ჰქონდა კულტურულ პირობებში, რომლებიც პირდაპირ იყო შთაგონებული ღვთაებრივი არსებებით — სულიერი სამყაროს მენტორებით — რომლებიც ჩამოვიდნენ დედამიწაზე ძველი ეპოქის ბუნდოვან გარიჟრაჟზე და რომელთა საქმეებზე გარეგანი ისტორიისათვის გაუმჭვირი ფარდაა გადაგებული.

ადამიანი დიდი ხანია თვლის, რომ ჩვენ თუ ცხოვრებას წარსულისაკენ თვალს მივადევნებთ, საბოლოოდ მივალთ პრიმიტიულ პირობებამდე, იმის მსგავსად, რაც გვხვდება ბარბაროსულ ხალხებში. სულიერი მეცნიერება ამტკიცებს, რომ თუ ჩვენ წარსულში ჩავიხედავთ, მაშინ, ადამიანის ცხოვრების დასაწყისში ჩვენ ჩანასახოვან კულტურულ მდგომარეობებს კი არ ვიპოვით, არამედ ამაღლებულ და დიდებულ ცივილიზაციებს, რომლებიც მოგვიანებით დაეცნენ თავიანთი თავდაპირველი მაღალი სულიერი სტანდარტიდან. ამ მომენტში ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ: „სულიერი მეცნიერების გაჟღერებული ეს მტკიცება, მას ხომ არ აპირისპირებს თანამედროვე მეცნიერული კვლევის შედეგებთან — იმ ლოგიკურ მეთოდებთან, რომლებიც ღრმად იკვლევენ ყველა საკითხს, რომელიც მათი გამოკვლევის სფეროში შედის?“ მოდით, ვნახოთ, როგორ პასუხობს თავად გარეგნული მეცნიერება ამ კითხვას.

ამ მიზნით მე მოვიყვან ზუსტ ციტატას ლაიპციგის უნივერსიტეტის ლექტორისა და დოქტორის ალფრედ იერემიასის (შენიშვნა N17) უახლესი ნაშრომიდან, სახელწოდებით „ძველი აღთქმა ძველი აღმოსავლეთის შუქზე“ (შენიშვნა N18). ტექსტიდან ვიგებთ, რომ გარე მეცნიერებამ, ძველი ისტორიის თანდათანობით შესწავლისას, მიაღწია შორეულ წარსულს, სადაც აღმოაჩინა მაღალი სულიერი პირველყოფილი ცივილიზაციის კვალი, რომლის კულტურა გაჯერებული იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ინტელექტუალური კონცეფციებით. ასევე ხაზგასმულია, რომ ის კულტურული მდგომარეობები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვუწოდებთ პრიმიტიულს, სინამდვილეში უნდა განიხილებოდეს, როგორც ტიპიური მაგალითები პირველყოფილი ცივილიზაციებისა, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი მაღალი დონე. ციტატა, რომელზეც მე მივუთითე, შემდეგია (შენიშვნა N19): 

„ყველაზე ადრეული ჩანაწერები, ისევე როგორც მთელი ძველი ცივილიზებული ცხოვრება ევფრატის ხეობის გარშემო, მიუთითებს მეცნიერული და ამავე დროს რელიგიური თეორიული შეხედულებების არსებობაზე, რომელიც არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტაძრის ოკულტური დოქტრინებით. მისი დებულებების შესაბამისად იმართებოდა სახელმწიფო ორგანიზაციები ცხადდებოდა სამართლიანობა და დაცული იყო საკუთრება. რაც უფრო ძველია პერიოდი, რომელზეც შეგვიძლია უკან გავიხედოთ, მით უფრო აბსოლუტური ჩანს ამ კონცეფციის მიერ განხორციელებული კონტროლი. მხოლოდ ევფრატის პირველყოფილი ცივილიზაციის დაცემის შემდეგ დაიწყო სხვა ძალების გავლენის გამოვლენა.“

ზემოთ მოყვანილი ნაწყვეტიდან აშკარაა, რომ გარე მეცნიერებამ ნამდვილად დაიწყო ახალი გზების ძიება, იმ საკითხებში შეუთავსებლობის აღმოფხვრისკენ და შეთანხმების დამყარებისკენ, რომლებიც ხშირად საკამათოდ მიიჩნევა, თუმცა სწორედ სულიერი მეცნიერების საქმეა მათი წინ წამოწევა და თანამედროვე ცივილიზაციაზე გავლენის მოხდენა. წინა ლექციაში ჩვენ მივუთითეთ მსგავს პროგრესზე გეოლოგიაში. თუ მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარად წინსვლას, ჩვენ თანდათან უფრო და უფრო დავშორდებით იმ მოსაწყენ და უსიცოცხლო შეხედულებას, რომელიც გვიბიძგებს, ყველა პირველყოფილი ცივილიზაცია პრიმიტიულად და ბავშვურად მივიჩნიოთ. მაშინ, ნამდვილად, მიგვიყვანს ეს უკან დაბრუნება იმ დიდ პიროვნებებამდე შორეული წარსულიდან, რომლებიც ჩვენთვის მათი ღვთაებრივი მისიის შესაბამისად აღმატებულნი ჩანან, გადმოეცათ ჯერ კიდევ ნათელმხილველ ადამიანებისთვის ის შეუფასებელი რჩევები, რომლებიც დღესაც ნათლად იჩენს თავს კულტურულ საქმიანობაში, რომლის ნაწილიც ჩვენ თვითონ ვართ. ადამიანურ ფორმაში განსხეულებული ისეთი მაღალგანვითარებული სულები, როგორებიც იყვნენ ზარათუსტრა და ჰერმესი, მაშინვე იპყრობენ ჩვენს ყურადღებას. ისინი წარმოგვიდგებიან დიად არსებებად, რადგანაც სწორედ მათ მისცეს კაცობრიობას უმძლავრესი და აღმატებული იმპულსები ადამიანურ ცხოვრების გარიჟრაჟისას. ძველი ეგვიპტელი ბრძენი ამ ამაღლებულ იდეას გულისხმობდა, როცა სოლონს ესაუბრებოდა „უძველესი დოქტრინების“ შესახებ (იხ. გვ. 86).

ამგვარად, ჩვენ პატივს ვცემთ და განვადიდებთ ჰერმესს, ისევე როგორც პატივს ვცემთ დიდ ზარათუსტრას. ჩვენთვის ის ანათებს, როგორც ერთ-ერთი დიდებული, გამორჩეული პიროვნება, კაცობრიობის ნამდვილი ლიდერი, რომელზეც მხოლოდ ფიქრიც კი შინაგან ძალას გვმატებს და აღვიძებს უდავო რწმენას, რომლის მეშვეობითაც ვიცით, რომ სული არა მხოლოდ გარე სამყაროში არსებობს, არამედ მოქმედებს ყველა მიწიერი ქმედების უკან და მუდამ აქტიურია კაცობრიობის ევოლუციის განმავლობაში. მაშინ ჩვენი ცხოვრება ძლიერდება, მეტ ნდობას ვგრძნობთ ჩვენს ყოველ მოქმედებაში, იმედები გარანტირებულია  და ბედისწერა უფრო ნათლად ჩანს ჩვენს წინაშე. ასეთ დროს ჩვენ ვამბობთ: „ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ დაბადებულან, ნამდვილად აამაღლებენ თავიანთ გულებს იმ დიდებული სულიერი მასწამლებლებისაკენ, რომლებიც დასაწყისში იყვნენ, და ეძებენ თავიანთი არსების ჭეშმარიტებას იმ ნიჭებში, რომლებიც სულის შინაგანი ძალებიდან მოდის. ისინი აღიარებენ და შეიმეცნებენ სულიერი სამყაროდან წამოსულ ღვთაებრივი ძალის მოქმედებას და დიად არსებათა მარადიულ გამოვლინებებს იმ მუდმივად განმეორებად იმპულსებში, რომლებიც კაცობრიობას ზემოთ ამაღლებას უწყობს ხელს.“

 

შენიშვნები

13. მოძღვრებები, რომლებიც იმდენად ძველია, რომ მათი საწყისი წყაროები დროის მანძილზე „განაცრისფრდა“. აქ სავარაუდოდ იგულისხმება ის ცოდნა, რომელიც მიიღწეოდა ძველად ნათელმხილველური ცნობიერების დროს და არა შემდეგ ინტელექტით.

14. ეს ინიციაციის ეტაპი წარმოადგენდა ფიზიოლოგიის მისტიკურ გაგებას. ინიციანტი ხდებოდა თავისი სხეულის "ალქიმიკოსი", რომელიც აცნობიერებდა, რომ მისი ფიზიკური არსება არის კოსმოსური ელემენტების – ცეცხლის, ჰაერის და წყლის – ცოცხალი ლაბორატორია. ეს ცოდნა კი არ იყო აბსტრაქტული, არამედ პირდაპირი, გამოცდილებით მოპოვებული სიბრძნე. ამ ცოდნის საშუალებით ის იძენდა სიღრმისეულ შეგრძნებას, რომ მისი სხეული მხოლოდ მატერია კი არა, არამედ სულიერი ძალების გამტარია.

15. დიდი მზის პერიოდი ეგვიპტელთათვის ნიშნავდა 1460 წლიან ციკლს. ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ 365 დღიან წელს, მაგრამ ნამდვილი წელიწადი  365,25 დღეა. სწორედ 1460 წლის შემდეგ ეგვიპტური კალენდარი კვლავ ზუსტად ემთხვეოდა სირიუსის ამოსვლას, რომელიც ნილოსის ადიდების მომასწავლებელი იყო.

16. "დიადი კოსმოსი" ამ კონტექსტში მთელი არსებობის ცოცხალი, მოწესრიგებული და ჰარმონიული სისტემაა, რომელსაც მართავს უმაღლესი, მისტიკური კანონები. ეს არის სულიერი რეალობის სფერო, რომელიც აკორექტირებს და ავსებს ადამიანის არასრულყოფილ ცოდნასა და შესაძლებლობებს. ეგვიპტელების რელიგია და მეცნიერება სწორედ ამ კოსმოსური წესრიგის აღქმისა და მასთან ჰარმონიაში ყოფნის მცდელობა იყო.

17. ალფრედ კარლ გაბრიელ იერემიასი (1864-1935) - გერმანელი პასტორი, ასირიოლოგი, ექსპერტი ძველი ახლო აღმოსავლეთის რელიგიათმცოდნეობაში 

18. ბიბლიური არქეოლოგიის სახელმძღვანელო, 2 ტომი. თარგმანი მეორე გერმანული გამოცემიდან, თარგმანი C. L. Beaumont. რედაქტირებულია Canon C. H. W. Johns, Litt.D. გამოცემული Williams and Morgate-ის მიერ, 1911. - შენიშვნა გაკეთებულია გერმანულიდან ინგლისურზე მთარგმნელის მიერ

19. ბაბილონის გავლენა ძველი აღთქმის გაგებაზე, ალფრედ იერემიასის მიერ. „ყველაზე ადრეული ჩანაწერები, ისევე როგორც მთელი ევფრატის კულტურული ცხოვრება, ვარაუდობს მეცნიერულ და ამავე დროს რელიგიურ თეორიას, რომელიც არა მხოლოდ ტაძრის საიდუმლო სწავლებებში არსებობს, არამედ მისი მიხედვით რეგულირდება სახელმწიფო ორგანიზაციები, გამოცხადდება სამართალი, მართვა და დაცვა ხდება საკუთრება. რაც უფრო ძველია ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია უკან გავიხედოთ, მით უფრო აბსოლუტურად ჩანს ამ თეორიის მმართველობა; მხოლოდ ძველი ევფრატის კულტურის დაცემის შემდეგ იწყებენ სხვა ძალები გავლენის გამოვლენას.“ - შენიშვნა გაკეთებულია გერმანულიდან ინგლისურზე მთარგმნელის მიერ

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff