თავი მეხუთე - ელია
ელია წინასწარმეტყველი ანათებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი კაცობრიობის სულიერ განვითარებაში. დღემდე გრძელდება მის მიერ კაცობრიობისათვის მაშინ მოტანილი დიდი სინათლე. ძველ ბიბლიურ ჩანაწერებში აღწერილი მისი საქმეები, თვისებები, სიდიადე, უღრმეს შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანთა გულებსა და გრძნობებზე. მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანი პიროვნება გარეგანი ისტორიისთვის ძნელად გასაგებია.
სულიერი მეცნიერების თვალთახედვით ელიას განხილვისას, თვით მისი არსების ბუნებაში ვპოულობთ მინიშნებას, რომ ადამიანის განვითარებისას დედამიწაზე არსებული მოვლენების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები და მოტივები მხოლოდ იმ იდეებზე კი არაა დამოკიდებული, რომელიც ცნობიერად გააზრებულია და რომლის შედეგიც გარეგან ისტორიაში ხილულია, არამედ ვხვდებით, რომ ჩვენი ქმედებების საფუძვლად არსებული ყველაზე დიდი მნიშვნელობის იმპულსებისამშვინველის სიღრმეში იბადება.
იმისთვის, რომ მსოფლიო ისტორიის უდიდესი სინათლის მფენი ეს ჭეშმარიტება, ჩვენი სულიერი ხედვისთვის ნათელი გახდეს, საკმარისია გავიხსენოთ, ქრისტიანობის ერთ-ერთი საფუძველი - წმინდა პავლესადმი გარეგნულად „დამასკოს ხილვად“ წოდებული სულიერ მოვლენა (საქმე მოციქულთა 9:3). რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ ამ გარეგანი მოვლენის სინამდვილესა და ბუნებაზე, ვერ უარვყოფთ, რომ ქრისტიანობის ნამდვილი წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ დიდი მოციქულისა და ქრისტიანული რწმენის მართალი დამფუძნებლის სამშვინველსა და სულში მაშინ მომხდართან. მის მიერ მიღებული ცოდნა კაცობრიობას მისი ცეცხლოვანი სიტყვებითა და თავგანწირული საქმეებით გადაეცა.
მრავალ სხვა შემთხვევაშიც შეიძლება დამტკიცება, რომ ისტორიულად განვითარებადი მოვლენების პირველწყაროები და იმპულსები არ ემთხვევა ჩვეულებრივ გარეგან მოვლენებს, რადგან ხშირად მათი წარმოშობა ადამიანთა გულებში და სამშვინველებში უნდა ვეძებოთ.
ახლა ჩვენ ელიას პიროვნებასთან და მის ეპოქასთან დაკავშირებით სწორედ ასეთ მაგალითს განვიხილავთ. თემა უზარმაზარია, ჩემი ლექცია კი მოკლე და ესკიზური. თქვენს შემდგომ განსჯას მივანდობ რამდენად მოჰფენს იგი ნათელს ადამიანის ისტორიულ განვითარებას და მოგვცემს ახალ მტკიცებულებებს, მაგრამ თქვენს აზრებს ყოველთვის სამშვინველის ღრმა მოწოდებები უნდა ხელმძღვანელობდეს.
ჩემი გამოსვლის მიზანი წინასწარმეტყველ ელიას პიროვნებისა და მნიშვნელობის შესახებ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება კი არაა, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორ აფასებს და იხილავს სულიერი მეცნიერება ასეთ საკითხებს. სხვა წყაროებით მოპოვებულ და მისი ინსტრუმენტებით, როგორ ჰფენს ახალ სინათლეს იმ ფაქტებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარებას უკავშირდება.
ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი თემის განხილვისას გამოვიყენებთ განსაკუთრებულ მეთოდს. უპირველესად, ბიბლიისაგან, როგორც წყაროსაგან ძირითადად დამოუკიდებელი იქნება ელიას პიროვნებასა და მნიშვნელობაზე სულიერი მეცნიერების კვლევებით მიღებული მტკიცებები. ბიბლიას მოვიხმობთ, როცა ეს აუცილებელი იქნება სახელებისა და აღწერების გამო. ამიტომ ჯერ შევეცდებით, ყველა შესაბამისი მოვლენა გადმოგცეთ ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა, მხოლოდ შემდეგ მივუთითებთ, როგორ არის ისინი ასახული ძველ ბიბლიურ ჩანაწერებში.
მოვლენები გადმოცემული იქნება სულიერი მეცნიერების კვლევების მიხედვით – იმავე კვლევებით, რომლებიც საფუძვლად დაედო როგორც ამ სერიის ლექციებს, ასევე წინა წლების სხვა ლექციებს.
თემა აუცილებლად ესკიზურად გადმოიცემა, რადგან მისი დეტალური მტკიცებულებებით სრული აღწერა მრავალ საათს მოითხოვს. მიუხედავად ამისა ჩემი მსმენელთა დიდი ნაწილი, ვინც სულიერი მეცნიერების ძალასა და დასაბუთებაში მრავალწლიანი გამოცდილებით დარწმუნდა, თავიდანვე მიიღებს ყველაფერს, როგორც სრულად სანდოს და ნამდვილად კეთილსინდისიერი კვლევის შედეგს.
მათ კი, ვისაც ასეთი გამოცდილება არ გააჩნიათ, ვთხოვ: ყველაფერი, რასაც ახლა ვიტყვი ავთენტურ ისტორიულ მოვლენებზე, ჩათვალონ მყარი მტკიცებულებებით გამყარებულ ჰიპოთეზად. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ამასთან ზომიერად და წინასწარგანწყობის გარეშე, გონივრული ძალისხმევით შეეცდებიან საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას, მაშინ ჩემი ყველა ნათქვამი საბოლოოდ სრულად დადასტურდება.
იმის გასაგებად თუ რას ამბობს სულიერი მეცნიერება წინასწარმეტყველ ელიას პიროვნების, მნიშვნელობისა და მისი ეპოქის შესახებ, უნდა დავბრუნდეთ იმ უძველეს ებრაულ დროში, როცა სოლომონის ბრწყინვალე ეპოქა უკვე დასრულებული იყო, პალესტინის სამეფო კი მრავალ გაჭირვებას განიცდიდა. უნდა გავიხსენოთ ფილისტიმელთა უბედურებები და სხვა მსგავსი მოვლენები. გონებით გადავინაცვლოთ იმ დღეებში, როცა ის, რაც ადრე ერთიან და ცენტრალიზებულ მონარქიას წარმოადგენდა, უკვე გაყოფილი იყო იუდეასა და ისრაელის სამეფოებად, ხოლო სამარიაში მეფობდა აქაბი, ომრის ძე. აქ და შემდგომშიც გამოვიყენებთ ბიბლიური სახელებს, ოდენ სიცხადისათვის.
მეფე აქაბს (უფრო სწორად, მამამისს) და ტიროსისა და სიდონის მეფეს შორის მჭიდრო მეგობრობა და ერთგვარი კავშირი არსებობდა. ეს შეთანხმება კიდევ უფრო გამყარდა, როცა აქაბმა ცოლად შეირთო მეფის ასული იეზაბელი. ამ სახელებს ვიყენებ იმიტომ, რომ ბიბლიიდან ნაცნობია და ჩემი თემა უფრო გასაგები გახდეს.
ჩვენ ვსაუბრობთ ეპოქაზე, როცა უძველეს დროში ყველა ადამიანისათვის თანქონილი ნათელხილვის ნიჭი, ჯერ კიდევ სრულად არ იყო გამქრალი ასეთი ნიჭის მიდრეკილების მქონე ხალხში.
დედოფალ იეზაბელის ნათელმხილველობა განსაკუთრებული ხასიათის იყო. იგი ამ ძალას ხშირად არაკეთილშობილური მიზნებისთვის იყენებდა. იეზაბელისაგან განსხვავებით მეფე აქაბი მხოლოდ შესაბამის გარემოებებში ავლენდა ამ უნარს, რომლის ძალითაც მისი სამშვინველის ფარული ძალები იჭრებოდა მის ცნობიერ მდგომარეობაში. ძველად ასეთი გამოვლინებები ბევრად უფრო ხშირი და გავრცელებული იყო, ვიდრე დღეს. აქაბსაც ეწვეოდა ხოლმე ხილვები და წინათგრძნობები, თუმცა იშვიათად და მხოლოდ განსაკუთრებული, ადამიანურ ბედისწერასთან დაკავშირებული საქმის დროს.
მისი მეფობისას მთელ ქვეყანაში გავრცელდა ხმა, რომ გამოჩნდა ერთი გამორჩეული სული - ვინც ბიბლიაში ელიას სახელითაა ცნობილი. მცირენი იყვნენ ვინაც უწყოდა ამ პიროვნებაზე, სად ცხოვრობდა და როგორ ზემოქმედებდა ასე ძლიერ იმდროინდელ ადამიანებსა და მოვლენებზე.
საუკეთესოდ ალბათ ასე შეიძლება აღვწეროთ მაშინდელი მდგომარეობა: ყველაზე ფართო წრეებში ამ იდუმალი არსების ხსენებას ან თუნდაც მხოლოდ სახელის თქმასაც კი თან ახლდა შიშისა და თრთოლვის გრძნობა. ყველა იდუმალჰყოფდა, რომ ამ სულს უნდა ჰქონოდა რაღაც განსაკუთრებული, უდიდესი მნიშვნელობის ფარული თვისება. მაგრამ არავინ იცოდა ზუსტად, როგორ გამოვლინდებოდა ეს თვისება და სად უნდა ეძებნა იგი.
მხოლოდ ცალკეულმა პირებმა, რომლებსაც შეიძლება ინიცირებულები ვუწოდოთ, იცოდნენ, სინამდვილე და სად შეიძლებოდა ფიზიკურ სამყაროში მოენახათ ამ იდუმალი სულის მატარებელი ადამიანი.
მეფე აქაბმაც არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც განიცდიდა უცნაურ შიშსა და შფოთს, ამ შეუცნობელი არსების შესახებ. აქაბი იყო სამარიის მეფე, რომელმაც ტვიროსთან და სიდონთან კავშირის წყალობით პალესტინის უძველეს სამეფოში შემოიტანა გარკვეული რელიგიური წეს-ჩვეულება - გარეგანი ფორმებით, ცერემონიებითა და სიმბოლოებით გამოხატული, ერთგვარი წარმართობა. ამ წარმართული კულტის მიმდევრებში ელიას პიროვნების შესახებ ამბები უცნაურ და შემაძრწუნებელ შიშს აღძრავდა. რადგან იმის მიხედვით, რასაც ისმენდნენ, აშკარა იყო, რომ ძველი ებრაელი ხალხის უძველესი დროიდან არსებული იაჰვეს რელიგია თითქოს კვლავ გაცოცხლდა და მოქმედებდა, რომ ჯერაც არსებობდა რწმენა ერთი ღმერთისა – ერთი დიდი სულიერი არსებისა კოსმოსში, რომელიც მართავს ზეგრძნობად სამყაროს და თავისი ძალებით ზემოქმედებს კაცობრიობის განვითარებასა და ისტორიაზე.
კიდევ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მოახლოვდა დრო, როცა ძველი ებრაელი ერის ყველაზე მოწინავე და სრულყოფილი შთამომავლები უფრო ღრმა და მნიშვნელოვნად გააცნობიერებდნენ იაჰვეს არსებას. კარგად იცოდნენ, რომ მოსეს რელიგია შეიცავდა ყველაფრის ჩანასახს, რასაც შეიძლება ეწოდოს იაჰვეს რელიგია, მაგრამ ეს ფაქტი ერმა აღიქვა მეტნაკლებად ისე, როგორც ბავშვი ან მოზარდი აღიქვამს.
ძველი რწმენა, რომელიც თვალს ზეგრძნობადი ღმერთისკენ აღაპყრობდა, შეიძლება მხოლოდ ასე აღვწეროთ: „იგი არაფერს არ ჰგავს, გარდა იმ განცდისა, როცა ადამიანი შეიგრძნობს კავშირს უხილავთან და ზეგრძნობადთან – იმასთან, რაც მაშინ მოდის, როცა ადამიანი ნამდვილად აცნობიერებს და გრძნობს საკუთარ ნამდვილ „მე“-ს“. სწორედ ეს ცნობიერება ჩამოვიდა ხალხში.
მაგრამ ის წარმოდგენა, რაც მათ შექმნეს (თუკი საერთოდ შექმნეს), იყო მცდელობა, გარეგანი ცხოვრების მოვლენების მიხედვით შეეფასებინათ იაჰვეს მოქმედება. იმ დროში ჩვეულებრივი იყო იმის თქმა, რომ თუ მოსავალი ნაყოფიერი და მდიდარი იყო, ეს ნიშნავდა, რომ იაჰვე აჯილდოვებდა და აკურთხებდა ერს, ხოლო როცა ხალხი ომით, შიმშილითა და გაჭირვებით იტანჯებოდა, ამბობდნენ, რომ იაჰვემ ზურგი აქციათ მათ.
იმ დროს, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, ხალხი განიცდიდა უმძიმეს შიმშილს, იყო უკმაყოფილება. საშინელი შიმშილის გამო ბევრმა უარჰყო იაჰვე, რადგან აღარ სჯეროდა მისი საქმეების, როცა ხედავდა, როგორ ეპყრობოდა იგი კაცობრიობას.
თუ იაჰვეს წარმოდგენის განვითარებაზე შეიძლება საუბარი, მაშინ იმ დროინდელი ებრაელი ხალხისთვის ეს განვითარება ასე შეიძლება დახასიათდეს: ერმა ახალი იაჰვეს წარმოდგენა უნდა შექმნას, ძველ აზრებს უფრო მაღალი, უფრო სრულყოფილი ადამიანური გაგება უნდა დაემატოს, რათა ყველამ შეძლოს თქმა: „რაც არ უნდა მოხდეს გარე სამყაროში – ბედნიერები ვიქნებით თუ უბედურები, გარეგანი მოვლენები არ არის იაჰვეს რისხვის ან კეთილგანწყობის მტკიცებულება. ღმერთისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და იაჰვეს წარმოდგენის სათანადო გაგება გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ყოველთვის აღაპყროს მზერა უხილავი ღვთაებისაკენ, გარეგანი მოვლენებისა და საგნების ჭვრეტით, ან მატერიალური შთაბეჭდილებების მოჩვენებითი რეალობით არ იყოს გავლენის ქვეშ მოქცეული. თუნდაც უმძიმეს სიდუხჭირესა და ტანჯვას მშვიდად შეხვდეს, სამშვინველის წარმმართველი შინაგანი ძალების მეშვეობით, ადამიანმა მტკიცედ ირწმუნოს, რომ – ის არსებობს!“
რელიგიურ მსოფლმხედველობაში ეს დიდი რევოლუცია უნდა მომწიფებულიყო და განხორციელებულიყო წინასწარმეტყველ ელიას ძალით [და, როგორც მოგვიანებით დავინახავთ, მისი სულიერი ძალა ზოგჯერ მოქმედებდა არჩეული პიროვნების მეშვეობით].
ელიას შემთხვევის მსგავსად, როცა კაცობრიობის მსოფლმხედველობაში რაიმე დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება, თავდაპირველად აუცილებელია, რომ არსებობდნენ შესაფერისი პიროვნებანი, რომელთა სულშიც შეიძლება ერთგვარად ჩაენერგათ, იმის ჩანასახი, რაც მოგვიანებით კაცობრიობის ისტორიაში უნდა გამოვლინდეს. ამ ჩადებული თესლის თავის შესაფერისი გამოხატულების გზა, ყოველთვის არის ახალი იმპულსი და ახალი ძალა.
თუ ჩემს აზრს სწორად გაიგებთ და არ დაამახინჯებთ მის მნიშვნელობას, ვიტყოდი: ერის წინასწარგანზრახული ბედისწერით, სწორედ წინასწარმეტყველ ელიას სახელით ცნობილი ინდივიდუალობა უნდა ყოფილიყო ის რჩეული, ვისი სულიც პირველად აღიქვამდა იაჰვეს ზემოთაღწერილი სახით. ამისათვის აუცილებელი იყო, რომ მისი სამშვინველის ფარულ სიღრმეებიდან ამოეშვათ სრულიად განსაკუთრებული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობი იყო კაცობრიობისთვის და იმ დროინდელი მოძღვრებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ მათ არსებობას.
ელიას შინაგან არსებაში უნდა მომხდარიყო უმაღლესი ხარისხის წმინდა მისტიკური ინიციაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა ამგვარი ღმერთის გამოცხადება. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი — იმისათვის, რომ დამახასიათებლად აღვწეროთ, თუ როგორ დაინერგა იაჰვეს ცნება ხალხის ცნობიერებაში — შევიჭვრიტოთ იმ კონკრეტული ადამიანის სულში, რომელშიც განსახიერებული იყო მომავალში პირველადი იმპულსის მიმცემი სული; იმ ადამიანში, რომელმაც თავისი ღვთაებრივი ინიციაციის ბუნებით შეითვისა თავისი სულის ყველა ფარული ძალა. ეს ძალები იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი იმისთვის, ვისაც პირველად უნდა დაეკრა ის ღრმა, ფუნდამენტური ნოტი, რომელიც გამოიწვევდა და შესაძლებელს გახდიდა იაჰვესეული წარმოდგენის ჩამოყალიბებას.
ელიას მსგავსი პიროვნებები, რომლებიც არჩეულნი არიან მათ სულში რაიმე დიდი მოწინავე იმპულსის პირველად გაფხიზლებისთვის, უმეტესწილად განმარტოებულნი დგანან. თუმცა, ძველად, მათ გარშემო იკრიბებოდა მოწაფეთა მცირე ჯგუფი დიდი რელიგიური სკოლებიდან, მათ პალესტინაში „წინასწარმეტყველთა სკოლებს“, ხოლო სხვა ხალხებში – ინიციაციის ან მისტერიების სალოცავებს ეძახდნენ.
შესაბამისად, წინასწარმეტყველ ელიას (თუ ამ სახელს გამოვიყენებთ) გარშემოც იყო მცირე რაოდენობის ერთგული მოწაფეები, რომლებიც მას უდიდესი პატივისცემით უყურებდნენ და სულიერად უფრო განვითარებულად მიაჩნდათ. ამ მოწაფეებს გარკვეულწილად ესმოდათ ელიას მისიის ნამდვილი ბუნება და მნიშვნელობა, თუმცა მათი შეზღუდული სულიერი მხედველობის გამო ღრმად ვერ აღწევდნენ დიდი მასწავლებლის სამშვინველში.
[იმ დროს ქვეყანაში უცნაური მოვლენები დაიწყო], მაგრამ ხალხს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იმყოფებოდა ის იდუმალი პიროვნება, ვინც ეს ყველაფერი გამოიწვია. მათ მხოლოდ ამის თქმა შეეძლოთ: “იგი სადღაც უნდა იყოს, რაღაც უჩვეულო ხდება”. გავრცელდა ხმა, რომ იგი ნამდვილად მოქმედებდა, მაგრამ არავინ იცოდა ზუსტად სად. ეს გაურკვევლობა გამოწვეული იყო განსაკუთრებული და უჩვეულო გავლენით, რომლის განხორციელებაც შეეძლო ყველა ისეთ მაღალგანვითარებულ სულიერ არსებას, როგორებსაც გამორჩეულ ნათელმხილველთა შორის ვპოულობთ. ახლა ეს მტკიცება შეიძლება გროტესკულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვინც კარგად იცნობს იმ გარდასულ ეპოქის უცნაურ თავისებურებებს, მასში ვერაფერ ფანტასტიკურს ან გადაჭარბებულს ვერ დაინახავს.
ელიას მსგავსი ყველა ნამდვილად სულიერად განვითარებული პიროვნება დაჯილდოებული იყო განსაკუთრებული, ძლიერი ზემომქმედი თვისებით, რომელიც დროდადრო იჩენდა თავს. ამ ძლიერი გავლენის მოქმედება არა მხოლოდ შიშისა და მოწიწებაში ვვლინდებოდა, არამედ იყო უშუალო, დადებითი მოქმედებაც, რომლის მეშვეობით იგი აღწევდა ხალხის სამშვინველებში. იქ იგი ისე მოქმედებდა, რომ ზოგჯერ ადამიანებს არ შეეძლოთ ზუსტად ეთქვათ, სად იმყოფებოდა დიდი სულიერი პიროვნების გარეგანი ფორმა. მაგრამ ელიას ნამდვილმა მიმდევრებმა და მოწაფეებმა კარგად იცოდნენ, სად უნდა ეძებნათ იგი, და ასევე იცოდნენ, რომ მისი გარეგანი პიროვნება შეიძლებოდა სრულიად უბრალო და უჩინარი ყოფილიყო და მიწიერ ცხოვრებაში ძალიან მოკრძალებულ მდგომარეობას დაკავშირებოდა.
საოცარია, რომ იმ დროს, რომლის შესახებაც ვლაპარაკობ, ელიას სულის ნამდვილი მატარებელი სამარიის მეფე აქაბის ახლო მეზობელი იყო და მის უშუალო სიახლოვეს პატარა მამულს ფლობდა, რაზედაც აქაბს არც კი უგუმანია. იგი ყველგან ეძებდა ამ უცნაურ არსებას, რომლის არსებობაც მთელ საზოგადოებაში ისე იდუმალად იგრძნობოდა და ვინც მასში და მისი ხალხშიც შიშსა და გაოცებას იწვევდა. მას ყურადღებაც არ მიუქცევია მასთან ახლოს მცხოვრები იმ უბრალო მიწისმფლობელისთვის, არც უფიქრია, რატომ არიდებდა თავს ზოგჯერ და სად მიდიოდა ამ დროს. მაგრამ იეზაბელმა აღმოაჩინა, რომ ეს პიროვნება სინამდვილეში ელიას სულის გარეგანი ფიზიკური განსახიერება გახდა. რაც იეზაბელმა აქაბს არ უთხრა და საიდუმლოდ შეინახა იმ მიზეზთა გამო, რომელიც შემდგომში გახდება ცნობილი. ბიბლიაში ეს კონკრეტული პერსონაჟი [რომლის შინაგან არსზეც ელიას სული მოქმედებდა] ნაბოთის სახელითაა ცნობილი. ამრიგად, სულიერი მეცნიერების კვლევების თანახმად, ბიბლიური ნაბოთი უნდა ვაღიაროთ ელიას სულიერი ინდივიდუალობის ფიზიკური მატარებელად.
იმ დროში დიდმა შიმშილობამ დააზარალა ქვეყანა. ნაბოთიც გარკვეულწილად განიცდიდა სიდუხჭირეს და განსაცდელს. ამავდროულად პალესტინაში არამხოლოდ შიმშილი სუფევდა არამედ ყველგან იგრძნობოდა უსაზღვრო თანაგრძნობა მათ მიმართ, ვინც იტანჯებოდა. ეს პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელია ბედისწერით ან კარმით მომზადებულ ადამიანში შევიდეს სულის ფარული ძალები. სწორედ მხოლოდ ამ სულის დაფარულ ძალებს შეუძლია ადამიანი აამაღლოს ზემოთ აღწერილ მისიამდე.
მოდით ნათლად წარმოვიდგინოთ, რა ხდება ასეთ გარემოებებში ადამიანის არსების სიღრმეში და ისე გავიაზროთ, როგორ იმოქმედა ამან ნაბოთის სამშვინველზე. საწყის ეტაპზე, თანდათან თვითაღზრდისა და თვითგანვითარების მნიშვნელოვან პერიოდში ხდება შინაგანი ცვლილება და განვითარება. უკიდურესად ძნელია აღწერო სამშვინველის ის შინაგანი განცდები, როცა პიროვნება იჟღინთება უფრო მაღალ სულიერ სიმაღლეებამდე ამყვანი იმ ძალებით, რომელთა მეშვეობითაც იგი შეძლებს სულიერი სამყაროს ჭვრეტას. შემდეგ უნდა გამოხმობილიყო ღვთაებრივი სულიერი მხედველობის ძალა, რათა მისგან მიეღო სიბრძნე ყველა იმ სასიცოცხლო იმპულსის დასაწყებად, რომლებიც გადაწყვეტილი იყო კაცობრიობის განვითარებისათვის. სიტყვიერი აღწერა აქ კიდევ უფრო რთულია, განსაკუთრებით ძველ დროში იმიტომ, რომ ვინც ასეთ განცდას გადიოდა არასოდეს მიუღწევიათ მათ იმგვარ მდგომარეობამდე, რომ თავიანთი შთაბეჭდილებები ზუსტად და ნათლად გამოეხატათ.
რაც სინამდვილეში ხდება შეიძლება ასე აღვწეროთ: სამშვინველის ნათელმხილველური განვითარება სხვადასხვა საფეხურებად ხორციელდება. ნაბოთისმაგვარი არსების შემთხვევაში ბუნებრივია, რომ მისი პირველი შინაგანი განცდა იყო შემდეგი მკაფიო წარმოდგენის გაცნობიერება: „ის სულიერი ძალა, რომელიც კაცობრიობაზე უნდა გადმოვიდეს, ახლა ჩემში ანათებს და მე ვარ მისი არჩეული მიმღები.“
შემდეგ მოდიოდა კიდევ ერთი აზრი: „მე ყველაფერი უნდა ვიღონო, რათა ჩემში მყოფი ძალა ნამდვილად და სწორად გამოიხატოს, რომ შევიძინო ის თვისებები, რომლებიც ყველა შესაძლო განსაცდელისა და განცდისთვის მომამზადებს. ასე შევძლებ, რომ ღვთაებრივი იმპულსის ძალა ჩემს თანამოძმეთ სწორად გადავცე.“
სწორედ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წარმართულიყო ასეთი პიროვნების სულიერი და ნათელმხილველური განვითარება. როცა წინასწარ განსაზღვრული შესაბამისი საფეხური მიღწეულია, მაშინ ჩნდება სამშვინველში შესამჩნევი და ცხადი გარკვეული მკაფიო ნიშნები. ესეც შინაგანი გამოცდილების ხასიათისაა, ისინი არც სიზმრებია და არც ხილვები, რადგან წარმოშობილია და დამოკიდებულია სამშვინველის ნამდვილ ზრდა-განვითარებაზე. ჩნდება ხატოვანი გამოსახულებები, რაც მიუთითებს, რომ შინაგანად იმდენად ვითარდები, რომ კონკრეტულ პიროვნებას ჭეშმარიტად ახალი სულიერი ძალების მოპოვება შეუძლია ირწმუნოს. ეს გამოსახულებები თავისთავად სამშვინველის მიერ განცდილ რეალობასთან დიდი კავშირი არა აქვს. ისინი მხოლოდ სიმბოლოებია, რომლებიც შესაძლოა ძილის დროს წაროიშვას. მაგრამ გარკვეულწილად ტიპური სიმბოლოებია, იმის მსგავსი, რაც ძალიან მკაფიო და დადებით სიზმრების დროს გარკვეულ შემთხვევებში ხდება. მაგალითად, გულის ფრიალის მქონე ადამიანს ძილში შეიძლება ეჩვენოს, რომ სიცხე რაღაც მანათობელი წყაროდან - ცხელი ღუმელიდან მოდის. ანალოგიურად, როცა სამშვინველი იძენს რომელიმე განსაკუთრებულ ნათელმხილველურ ძალას – მაშინ ჩნდება შესაბამისი მკაფიო განცდები ხილული გამოვლინებების სახით.
ნაბოთის შემთხვევაში ამგვარი ხასიათის პირველმა მოვლენამ მოიტანა სრულ გააზრება იმისა, რასაც შემდეგი სიტყვები გამოხატავს: „შენ ხარ რჩეული, რომელმაც უნდა განაცხადოს, რომ ადამიანს კვლავ შეუძლია უძველეს იაჰვე-ღმერთს მაშინაც ერწმუნოს, როცა გარეგნულად ჩანს, რომ ქვეყანაზე დატრიალებული მძიმე უბედურების გამო ცხოვრების დინება ამ რწმენის წინააღმდეგაა მიმართული. კაცობრიობამ უნდა ირწმუნოს უფალი ღმერთი და მშვიდად ელოდოს, დროის გამოსწორებას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იაჰვეს ნებაა უბედურებით მოსვლა, მაინც კვლავ იხარებს ადამიანი.“
ნაბოთისთვის ნათელი იყო, რომ ეს გამოცხადება, რომელიც მისით უნდა მომხდარიყო, უდავოდ იყო ნამდვილი და მის სამშვინველში ღრმად დავანებული ურყევი ძალის გამოხატულება, იგი რაღაც ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალო ხილვა. მაშინ წარმოჩნდა მისი სამშვინველის წინაშე თვით ღმერთის გამოსახულება იმ სახითა და ფორმით, რომლითაც მისთვის შეიძლებოდა მისი წარმოდგენა და თქვა: „წადი მეფე აქაბთან და უთხარი: უნდა ირწმუნოთ იაჰვე ღმერთი, სანამ იგი კვლავ წვიმას არ მოგიტანთ დედამიწაზე.“ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სანამ პირობები არ გამოსწორდება. ნაბოთმა გაიაზრა თავისი მისიის ბუნება, ასევე იცოდა, რომ ახლა მთელი თავი უნდა მიეძღვნა სამშვინველის იმ ძალის შემდგომ განვითარებას, რომლის მეშვეობითაც შეეძლო აღქმა და განმარტება ყველაფერ იმისა, რაც მომავალში უნდა გამოცხადებოდა მის სულიერ მხედველობას. მან გადაწყვიტა, რომ არაფერს დაიშურებდა და რამდენადაც შეეძლო, თავის თავზე აიღებდა სხვათა ტანჯვას. ამიტომ ნაბოთიც შიმშილობდა, მაგრამ ამით იგი არ ცდილობდა უფრო მაღალ სულიერ მდგომარეობის მიღწევას. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი გზა საერთოდ არ არის რეკომენდებული უმაღლესი სულიერი ცოდნისა და გაგებისკენ მიმავალ გზად. იგი შიმშილობდა იმ შინაგანი იმპულსის გამო, რომელიც უბიძგებდა სხვებივით ეტანჯა. იგი არა მხოლოდ საერთო ბედს იზიარებდა, არამედ გულწრფელად სურდა, რომ მეტი უბედურება აეღო თავზე, ვიდრე მის გარშემო მყოფებს ერგოთ.
ნაბოთის სული ზემოთაღწერილი სახით გამოცხადებული ღმერთის მუდმივ შინაგან ჭვრეტაში იყო ჩაძირული და მისი აზრები მუდამ ამ ღვთაებაზე იყო კონცენტრირებული. ჩვენი დროის სულიერი მეცნიერება იტყოდა, რომ თავისი მედიტაციების განმავლობაში იგი მთლიანად და საკუთარი თავისუფალი ნებით ამ ღვთაებრივ წარმოდგენას თავისი სულის ცენტრში ინახავდა. იმის დადასტურება, რომ სწორად მოიქცა, მან შინაგანი ხილვით მიიღო ნიშანი. ეს ხილვა უფრო რეალური და დამაჯერებელი იყო ვიდრე სიზმარი, რადგან მის წინაშე გამოჩნდა მის სულში მობინადრე ღმერთის გამოსახულება და იგი სავსე იყო სიცოცხლით. ხმამ თქვა: „მოითმინე, ყველაფერს გაუძელი, რადგან ვინც კვებავს კაცობრიობას და შენც, ნამდვილად მოგცემს იმას, რაც გჭირდება, მაგრამ უნდა გქონდეს მუდამ ნამდვილი რწმენა სულის მარადიული სიცოცხლისადმი.“
ამ ხილვაში, რომელიც წინა ყველა ხილვაზე მეტად სურათხატოვანი იყო, ნაბოთს ეჩვენებოდა, რომ მიიყვანეს იქ, სადაც ქერითის ნაკადულია, სადაც დაიმალა და სვამდა ნაკადულის წყალს, სანამ ის მოედინებოდა და იკვებებოდა იმით, რასაც უფალი აწვდიდა იმ დროს. როგორც ხილვებში მჟღავნდებოდა, ღმერთის განსაკუთრებული წყალობით ამ საზრდოს ყვავები აწვდიდნენ. ასე მიიღო [ელია-ნაბოთმა] დადასტურება ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი განცდების ჭეშმარიტებაზე, რომლებიც მას უნდა გადაეტანა.
შემდეგ განესაზღვრა, რომ მას გაევლო სამშვინველის ფარული ძალების მოქმედების უფრო მაღალი საფეხური – და ჩვენ ვიცით, რომ იგი კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირა უკვე აღწერილ იმ ინტენსიური ჭვრეტაში, რომელიც მისი სულიერი წინსვლის საფუძველს წარმოადგენდა.
შინაგანი ცხოვრების გამოცდილებებით სავსე ეს ღრმა მედიტაცია, შემდეგ სახეს იღებდა - ნაბოთი ასე მსჯელობდა საკუთარ თავში: „თუ მართლაც გსურს ღირსი გახდე იმ მისიისა, რომელიცკაცობრიობას უნდა გაუნათოს გზა ღვთის ხატის ამ სრულიად ახალი ცნების მეშვეობით, მაშინსრულიად უნდა შეცვალო შენი შინაგანი არსების ბუნება, მის ყველაზე ღრმა ძალებამდე, ისე რომაღარ იყო ის, რაც აქამდე იყავი. შენ უნდა დაიმორჩილო შენი სამშვინველი და იმ უფრო ღრმაძალების მეშვეობით, რომლებიც მასში სახლობენ, შენს შინაგან ‘მე’-ს ახალი სიცოცხლე უნდაშთაბერო, რადგან იგი ვეღარ დარჩება იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა.“
ამგვარი აზრების ზემოქმედების ქვეშ იგი ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ სამშვინველზე - მუდმივად შინაგანად იღვწოდა იმისთვის, რომ ეს არსებითი გარდაქმნა მოეხდინა თავისი ‘მე’-სფარგლებში და ამით ღირსი გამხდარიყო იმ ღმერთის წინაშე დგომისა, რომელიც მას გამოეცხადა.
შემდეგ [ელია–ნაბოთს] კიდევ ერთი ნაწილობრივ ხილვა ეწვია. იგი ნაკლებ სულიერიმნიშვნელობისად უნდა ჩაითვალოს, რადგან მთლიანად არ იყო შინაგანი, სამშვინველში მიმდინარემოვლენა და მასში სხვა შინაარსიც იყო შერეული. სწორედ სამშვინველის წმინდა შინაგანიმოქმედებებია ყოველთვის ყველაზე ჭეშმარიტი და უმნიშვნელოვანესი. ამ ხილვაში მას ეჩვენა, რომმისი ღმერთი, რომელიც კვლავ გამოეცხადა, გზაზე აყენებდა მას ზარეფათისკენ (I მეფეთა, XVII, 9); და იქ ის შეხვდა ერთ ქვრივ ქალს, რომელსაც ჰყავდა ვაჟი, და თითქოს ამ ქვრივისა და მისი შვილისბედში იყო წარმოდგენილი ან განსახიერებული, მისი შემდგომი ცხოვრების გზა და ფორმა. მისსულიერ მზერას ეჩვენებოდა, რომ მათი საკვები მალე ამოიწურებოდა, რის შემდეგაც ისინიმოკვდებოდნენ. სწორედ მაშინ მიმართა მან ქვრივს, სიზმარშიც და ხილვაშიც, ფაქტობრივად იმავესიტყვებით, რომელთაც ყოველდღე მედიტაციებში განმარტოებული, კვლავ და კვლავ უმეორებდასაკუთარ სულს: „ნუ გეშინია, იმ მცირე ფქვილიდან, რაც დაგრჩა, მოამზადე საჭმელი, შენთვის, შენიშვილისთვის და ჩემთვისაც. ყველაფერში, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს, მიენდე მხოლოდ იმღმერთს, რომელიც ქმნის როგორც სიხარულს, ისე მწუხარებას, და რომელშიც ჩვენ მუდამ რწმენითუნდა ვიმყოფებოდეთ.“
ამ სიზმრისმაგვარ ხილვაში [ელია-ნაბოთს] მკაფიოდ მოესმა, რომ ზეთი და ფქვილი მუდამ განახლდებოდა და არ ამოიწურებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში მისი ინდივიდუალური ხასიათის მიმართ ერთგვარად, სრულად განვითარებული და სრულყოფილი სულიერი მდგომარეობა ხილვაში ისე გამოიხატა, რომ მას ეჩვენებოდა, თითქოს მისი პიროვნება ქვრივის სახლის ზედა სართულზე ცხოვრობდა. მაგრამ სინამდვილეში მისი საკუთარი სამშვინველი, ერთგვარად ამაღლდა განვითარების უფრო მაღალ საფეხურამდე.
შემდეგ [ელია-ნაბოთს] ეზმანებოდა, რომ ქვრივის ძე მკვდარი იწვა. ეს უნდა ჩაითვალოს [ნაბოთისგან] მისი მანამდელი “მეს” დამარცხებად და თითქოსდა “მოკვლად”. მაშინ მას ქვეცნობიერად აღმოხდა: „ახლა რას გააკეთებ?“ ერთ ხანს [ელია-ნაბოთი] უმწეოდ და დაბნეული იდგა, მაგრამ მის შინაგან არსში მუდამ ცოცხალი და მდინარე ძალით შეძლო თავის გაკონტროლება და კიდევ უფრო ღრმად და მეტად ჩაძირა მაშინდელი სერიოზული საკითხების ჭვრეტაში. ქვრივის ძის სიკვდილის შემდეგ ქვრივის მიერ დადანაშაულება ქვეცნობიერი სულის მიერ დადანაშაულებას ნიშნავს სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მასში გაიღვიძა ეჭვმა ასეთი სახით: „ახლა დამტოვა ჩემი ძველი „მე“-ცნობიერებამ – რა უნდა გავაკეთო?“ ამ მოვლენების აღწერაში ნათქვამია, რომ მანბავშვი თავისთან მიიღო და უყოყმანოდ კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო სულის სიღრმეებში, დაგვეუბნებიან, რომ მას მიენიჭა ძალა, რითაც მკვდარი შვილი კვლავ გააცოცხლა. მაშინ მან მიიღომეტი ძალა რათა გაეღვიძებინა და გაეცოცხლებინა მისი ახალი “მე”.
ამ დროიდან [ელია-ნაბოთი] განაგრძობდა სულის ფარული ძალების განვითარებასა და მომზადებას, იმგვარი შინაგანი სიმტკიცის მოსაპოვებლად, რომელიც აუცილებელი იყო გარე სამყაროს წინაშე გამოსვლისა და იმ სიტყვების წარმოსათქმელად, რომლებიც ყველას უნდა მოესმინა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მეფე აქაბის წინაშე უნდა წარმსდგარიყო და ხელი შეეწყო იაჰვეს ახალი წარმოდგენის უპირატესობას ხალხში ფართოდ გავრცელებულ მეფის მიერ გაზიარებული რწმენაზე.
იმ დროს, როცა აჰაბი თავის სამეფოში დადიოდა და შფოთვით აკვირდებოდა სიღარიბესა დატანჯვას, მას მიუახლოვდა ის პიროვნება, რომელსაც ჩვენ ელია–ნაბოთს ვუწოდებთ. არავის, მათ შორის თავად მეფესაც არ ჰქონდა ამის შესახებ წარმოდგენა. მისი მეტყველების მანერაში იყორაღაც უცნაური, რამაც აჰაბის სულზე იმოქმედა, თუმცა იგი ვერ მიხვდა, რომ ეს ადამიანი მისიმეზობელი იყო. მეფემ ადრინდელზე მეტად განიცადა შიშისა და მოწიწების ის გრძნობა, რომელიცყოველთვის ეუფლებოდა ხოლმე, როცა ბიბლიაში ელიას წინასწარმეტყველად ცნობილ დიდ სულზესაუბარი წამოიჭრებოდა. მაშინ მეფემ წარმოთქვა და თქვა: „ნუთუ შენ ხარ ის, ვინც ისრაელსაშფოთებს?“ ელია–ნაბოთმა უპასუხა: „არა, მე კი არა შენ თვითონ ხარ ის, ვინც უბედურებასა დაბოროტებას მოუტანს ხალხს და ახლა უნდა გადაწყდეს, რომელ ღმერთს მიუბრუნდებიან ისინი.“
ისე მოხდა, რომ ისრაელის ტომის უმეტესობა შეიკრიბა კარმელის მთაზე, რათა საბოლოოდ გადამწყდარიყო ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი - აქაბისა თუ ელიასი. გადაწყვეტილება უნდა მომხდარიყო ყველასთვის ნათელი და გასაგები გარეგანი ნიშნის მეშვეობით. ამ საკითხების დეტალებში ახლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. შეთანხმდნენ, რომ ჯერ ბაალისათვის ქურუმებსა და წინასწარმეტყველებს შეეწირათ მსხვერპლი. ხალხი უნდა დალოდებოდა და ენახა, გამოიწვევდა თუ არა გარკვეული მსხვერპლშეწირვის რიტუალები (სადაც ქურუმები მუსიკისა და ცეკვის მეშვეობით უჩვეულო ექსტაზამდე მიდიოდნენ) რაიმე გავლენას ან შთაბეჭდილებას ადამიანებზე. სიტყვა-სიტყვით, ხალხმა უნდა განესაჯა, ჰქონდათ თუ არა ბაალის ქურუმებს შინაგანი ღვთაებრივი ძალა.
მათ მსხვერპლი მიჰგვარეს საკურთხეველთან. უნდა გადაწყვეტილიყო, ჰქონდათ თუ არა ბაალის ქურუმებს შინაგანი ძალა, რომელიც ხალხის მასაზე ზემოქმედება მოეხდინა. მაშინ ელია-ნაბოთმა აიმაღლა ხმა და თქვა: „მე მარტო ვდგავარ, ხოლო ჩემს წინააღმდეგ არიან ბაალის ოთხასორმოცდაათი წინასწარმეტყველი. ვნახოთ, რამდენად ძლიერია მათი გავლენა ხალხზე და რამდენად დიდია ჩემში არსებული ძალა.“ შესრულდა მსხვერპლთშეწირვა და ყველაფერი გააკეთეს, რათა ქურუმებს ხალხის მასაზე ემოქმედა, რომ ყველამ ირწმუნა ბაალის ღმერთი. იმდენად შორს წავიდა, რომ დანებით ისერავდნენ ხელებსა და სხეულის სხვა ნაწილებს, სისხლი სდიოდათ, რათა კიდევ უფრო შემაძრწუნებელი გამხდარიყო სანახაობა, რომელსაც ბაალის მიმდევრები ცეკვისა და მუსიკის გაგიჟებული რიტმით ქმნიდნენ. მაგრამ, ნიშანი არ ჩანდა, რადგან იქ იყო ელია-ნაბოთი და მასში მყოფი სული მოქმედებდა.
სიტყვები არ კმარა გამოსახატავად, მაგრამ შეიძლება ითქვას: როცა ელია-ნაბოთი ასე ახლოს იდგა, მისი არსებიდან დიდი სულიერი ძალა მოქმდებდა, რაც ყველაფერს, რაც მას ეწინააღმდეგებოდა, ამარცხებდა. თუმცა, ამ შემთხვევაში არ უნდა წარმოიდგინოთ რაიმე სახის მაგია.
შემდეგ ელია-ნაბოთმა მოამზადა მსხვერპლი და იგი შესწირა თავის ღმერთს, ყველა ზემოთაღწერილი განსაცდელგავლილი სულის სრული ძალით. მსხვერპლთშეწირვა დასრულდა და მის მიზანს მიაღწია, რადგან ხალხის სამშვინველები და გულები შეიძრა. ბაალის მღვდლებმა აღიარეს დამარცხება. ელია-ნაბოთმა გაიმარჯვებით ისინი თავიანთ სამშვინველებშივე განადგურდნენ.
ზემოთ აღწერილი მოვლენები გარკვეულწილად ჰგავდა იმ მოვლენებს, რომელთა გადმოცემაც მე ვეცადე ჩემს წიგნში „მისტიციზმი და თანამედროვე აზროვნება“. იქ, იოჰანეს ტაულერზე საუბრისას, მოთხრობილია, რომ მისი ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგი ცნობილი იყო, როგორც გამორჩეულად ძლიერი მოქადაგე, რომ ერთ დროს მან თავი მიუძღვნა განსაზღვრულ სახის სულიერ წვრთნას, რის შემდეგაც, როდესაც კვლავ დაბრუნდა ამბიონზე, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მან ისეთი უჩვეულოდ ძლიერი გავლენა მოახდინა თავის მრევლზე, რომ, როგორც გვამცნობენ, დაახლოებით ორმოცი ადამიანი თითქოს მკვდარი დაეცა. იგი მათი შინაგანი სიღრმეებს შეეხოდა და ისინი დაიძლივნენ ამ დიდი ღვთაებრივი არსებისგან გამომავალი თანაგრძნობითი მოქმედებით. ეს მაგალითი გვიდასტურებს, რომ ბიბლიაში აქაბისა და ელიას შესახებ მოთხრობილი რეალურია, რადგან ეს სრულად დასტურდება სულიერი მეცნიერების კვლევებით.
რა მოჰყვა ამ ყველაფრის ბუნებრივ შედეგად? უკვე აღვწერე იეზაბელის ხასიათი და უცნაური ბუნება. მან კარგად იცოდა, რომ ის კაცი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, მათი მეზობელი იყო და მის უშუალო სიახლოვეს ცხოვრობდა. რა გააცნობიერა ელია-ნაბოთმა იმ მომენტიდან? მან გააცნობიერა იეზაბელის სიძლიერე და იგრძნო, რომ მისი გარეგანი ფიზიკური ცხოვრება აღარ იყო უსაფრთხო. იეზაბელი ნამდვილად გაანადგურებდა მას, ამიტომ იგი უნდა მომზადებულიყო სიკვდილისთვის ახლო მომავალში.
შემდეგ მეფე აქაბი სახლში დაბრუნდა და როგორც ბიბლიაშია მოთხრობილი, იეზაბელს უამბო, რომლებიც კარმელის მთაზე განვითარებული მოვლენები (შენიშვნა N31). [სულიერი მეცნიერება გვეუბნება, რომ] იეზაბელმა უთხრა: „მე ელიას იმასვე ვუზამ, რაც მან შენს ოთხასორმოცდაათ მღვდელს გაუკეთა.“ ვინ შეძლებდა ამ სიტყვების გაგებას, რომლებიც იეზაბელმა წარმოთქვა [და რომლებიც ასახულია მეფეთა პირველი წიგნის მეცხრამეტე თავის მეორე ლექსში] (შენიშვნა N32), თუ არა სულიერი მეცნიერების კვლევების წყალობით. [სულიერი მეცნიერების კვლევების შედეგად ნათელია, რატომ მოკლა იეზაბელმა ნაბოთი, როცა სინამდვილეში ელიას განადგურებას ცდილობდა. სულიერი მეცნიერებისგან ვხვდებით, რომ იგი თავის საფრთხის შემცველ შეტყობინებას ელია-ნაბოთს უგზავნიდა, რადგან მისი ნათელმხილველური ძალების წყალობით კარგად იცოდა, რომ ნაბოთის ფიზიკური სხეული სინამდვილეში ელიას სულის მატარებელი იყო. (რედ.)]
ელიასთვის აუცილებელად უნდა შეედგინა გარკვეული გეგმა იეზაბელის შურისძიების გამო სიკვდილით დასჯის თავიდან ასაცილებლად. მას ისე უნდა გაეკეთებინა, რომ თუ მოკლავდნენ, მისი სულს მაინც გაევრცელებინა თავისი სწავლებები და ზეგავლენა მოეხდინა კაცობრიობაზე. როდესაც იგი კვლავ დაუკავშირდა მის სამშვინველს და იმყოფებოდა ღრმა შინაგან ჭვრეტაში, მან კითხა საკუთარ თავს: „იეზაბელის შურისძიების გამო ჩემს მოკვლამდე, როგორ ვიპოვო მემკვიდრე, ვინც შეასრულებს ჩემს მისიას ამ ფიზიკურ სამყაროში?“ მაშინ მას მოევლინა ახალი გამოცხადება, სადაც მისი შინაგანი ხედვა მიმართული იყო იმ კონკრეტული პიროვნებისკენ, ვისზეც ელია-ნაბოთს³ (შენიშვნა N33) შეეძლო გადაეცა ყველაფერი, რაც უნდა მიეცა კაცობრიობისთვის - ეს პიროვნება იყო ელისე. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ელიას წინასწარ სცოდნოდა ელისე, ცნობდა თუ არა იგი მას ადრე, ეს მცირე მნიშვნელობის საკითხია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სული მიუთითებდა გზას და რომ მან შინაგანი ცოდნით გაიგონა ეს სიტყვები: „გადაეცი ამ კაცს შენს საიდუმლოებები.“
ჩვენ გვეუბნებიან კიდევ უფრო მკაფიოდ, როგორც ეს სულიერი მეცნიერების განცხადებებს ახასიათებს ძველ რელიგიურ წერილებთან დაკავშირებით, რომ ელია-ნაბოთს განსაკუთრებული მისია ჰქონდა შესასრულებელი. ის ღვთაებრივი ელემენტი, რომელიც ელისესთან უნდა ჩამოსულიყო, იგივე სული იქნებოდა, რომელიც ადრე ელიაში იყო განსაკუთრებით გამოხატული. დამასკოში უნდა ეძებნა ელისე, სწორედ იქ მიიღებდა იგი ამ დიდ სულიერ სინათლეს, რომელიც მას იმავე გზით მოუვიდოდა იმავე გზით, როგორც მოგვიანებით წმინდა პავლეს. მაგრამ მალე, როგორც კი ელიამ აირჩია თავისი მემკვიდრე, იეზაბელის შურისძიებაც დაეწია მას. იეზაბელმა თავისი ქმრის აზრები ნაბოთისკენ მიმართა და აქაბს დაახლოებით ასეთი სიტყვებით უთხრა: „მისმინე, ეს მეზობელი ღვთისმოსავი კაცია, რომლის გონებაც ელიასთან დაკავშირებული იდეებითაა სავსე. კარგი იქნებოდა, თუ მას ამ ადგილიდან მოვაშორებდით, რადგან იგი ელიას ყველაზე მნიშვნელოვან მიმდევართაგანია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.“
მეფემ არაფერი იცოდა ნაბოთის გარშემო არსებული საიდუმლოს შესახებ, მაგრამ იცოდა, რომ იგი ელიას ერთგული მიმდევარი იყო. იეზაბელმა შემდეგ მოუწოდა აქაბს, ნაბოთი გადმოებირებინა დარწმუნებით ან, საჭიროების შემთხვევაში, მეფური ძალაუფლებით. მან თქვა: „დიდი დარტყმა იქნებოდა ელიას გეგმებისათვის, თუ რაიმე საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა მისი განზრახვებისგან მოშორება.“ იეზაბელმა კარგად იცოდა, რომ მისი ყველა საუბარი ამაო იყო. მისი მიცემული რჩევა იყო თვალთმაქცური ბუნებისა და სინამდვილეში სურდა მეფის წაქეზება სხვა ქმედებისკენ. მას შემდეგ, რაც იეზაბელმა ასე ილაპარაკა აქაბთან, მეფე წავიდა ნაბოთთან და ელაპარაკა მას, მაგრამ ნაბოთმა უარყო აქაბის სიტყვები და უპასუხა: „არასოდეს მოხდება ის, რაც შენ გსურს.“
ბიბლიის მიხედვით ნაბოთის ვენახის ყიდვა მოისურვა მეფემ (მეფეთა I, თავი xxi, 3), რაზედაც ნაბოთმა უთხრა აქაბს: „უფალმა დამიფაროს, რომ მოგცე ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა.“ თუმცა იქ მინიშნებული სამკვიდრო სინამდვილეში სულ სხვა ბუნებისა იყო, ვიდრე ის, რისი დათმობაც ნაბოთმა უარყო; მიუხედავად ამისა, იეზაბელმა ეს შემთხვევა თავისი შურისძიებისათვის გამოიყენა. მან განზრახ მისცა ცრუ რჩევა, რათა მეფე ნაბოთის უარით შერცხვენილიყო და შემდეგ განრისხებულიყო. ეს, ჩანს ბიბლიის იმ პასაჟიდან (მეფეთა I, თავი xxi, 4), სადაც წერია: „და აქაბი შევიდა თავის სახლში მძიმედ და უკმაყოფილოდ იმ სიტყვის გამო, რომელიც უთხრა ნაბოთ იეზრაელელმა; რადგან თქვა: არ მოგცემ შენ ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობას. და დაწვა თავის საწოლზე, მოაბრუნა სახე და პური არ ჭამა.“ წარმოიდგინეთ! უბრალოდ იმიტომ, რომ მეფემ ვერ მოახერხა გარკვეული ვენახის მოპოვება თავის სამეზობლოში, იგი უარს ამბობდა ჭამაზე! ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიგებთ ამ მონათხრობს, თუ გამოვიკვლევთ მათ ქვეშ დამალულ ფაქტებს.
სწორედ ამ მომენტში იეზაბელმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები თავისი შურისძიების განსახორციელებლად. მან მოაწყო დღესასწაული, რომელზედაც ნაბოთი მიიწვია განსაკუთრებით პატივცემულ სტუმარად (მეფეთა I, თავი xxi, 12). ნაბოთს არ შეეძლო უარის თქმა დასწრებაზე. ამ დღესასწაულზე დაგეგმილი იყო, რომ ნაბოთს მისი აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა მიცემოდა. სხვებს ნაბოთი ადვილად გაუმკლავდებოდა, მაგრამ იეზაბელს ნათელმხილველური უნარი გააჩნდა და ჰქონდა ძალა, რომ გაენადგურებინა იგი. მან მოიყვანა ცრუ მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნაბოთმა უარყო [გმობდა] ღმერთი და მეფე. სწორედ ასე მოახერხა მან მისი მკვლელობის მოწყობა; როგორც ეს ბიბლიაშია მოთხრობილი (მეფეთა I, თავი xxi, 13). ამიერიდან ელიას გარეგანი ფიზიკური პიროვნება მკვდარი იყო და აღარ ჩანდა გარეგანი სამყაროში.
მომხდარის გამო, აქაბის სამშვინველში ღრმა ძალებმა გამოიღვიძა და იგი, შეიძლება ითქვას, დაუპირისპირდა ბედისწერის მძიმე კითხვას, ამავდროულად განიცდიდა უჩვეულო წინათგრძნობას. მაშინ ელია, რომელსაც იგი ყოველთვის შიშითა და პატივისცემით უყურებდა, გამოეცხადა ხილვაში და უთხრა თუ რა მოხდა. აქაა ნამდვილი სულიერი გამოცდილება, სადაც აქაბი ელიას სულიერი ფორმით (მისი სიკვდილის შემდეგ) დადანაშაულებულია ნაბოთის (ნაბოთი-ელიას) მკვლელობაში. ბიბლიაში შეგვიძლია წავიკითხოთ ამ სულიერმა ფორმის მიერ შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველების დროს ნათქვამი ის საშინელი სიტყვები: „იმ ადგილას, სადაც ძაღლებმა ნაბოთის სისხლი მოილოკეს, ძაღლები შენს სისხლსაც მოლოკავენ“ (I მეფეთა, XXI, 19); და შემდეგ გაცხადდა კიდევ ერთი საშინელი წინასწარმეტყველება: „ძაღლები შეჭამენ იეზებელს იზრეელის კედელთან“ (I მეფეთა, XXI, 23).
ჩვენ ახლა ვიცით, რომ ეს იმდაგვარი წინასწარმეტყველებებია, რომლებიც საბოლოოდ მატერიალიზდებიან. მართლაც, როდესაც მეფე აქაბი სირიელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიჭრა, მისი სისხლი დაიღვარა ეტლში და მოკვდა. როდესაც ეტლს რეცხავდნენ, ძაღლები მოვიდნენ და ალოკეს მისი სისხლი (მეფეთა I, თავი xxii, 35, 38). მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც იეჰუს ისრაელის მმართველად იქცა, იეზაბელი დაინახეს ფანჯარასთან მდგომი, იგი დააკავეს და ქვემოთ გადააგდეს, სადაც ძაღლებმა დაგლიჯეს და მართლაც შეჭამეს ქალაქის კედლებთან (მეფეთა II, თავი ix, 30-37). მე მხოლოდ ზედაპირულად შევეხე ამ საკითხებს, რადგან ჩვენი დრო მოკლეა და ისინი ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოა. თქვენ დაინახავთ, რომ მოვლენა, რომელსაც მე ახლა განვიხილავ, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობისაა.
ელია-ნაბოთის არჩეულ მემკვიდრეს, ელია-ნაბოთის მსგავსად ამიერიდან უნდა განევითარებინა და სრულეყო საკუთარი შინაგანი არსება, თუმცა ეს სულიერი სრულყოფა მოწაფისთვის გარკვეულწილად უფრო იოლი იყო, ვიდრე მასწავლებლისთვის, რადგან ელია-ნაბოთის მიერ მოიპოვებული ძალა, ახლა უკვე მის მოწაფეს განკარგულებაში იყო. მას მუდამ თან ახლდა თავისი დიდი მოძღვრის დახმარება და მხარდაჭერა.
ელია-ნაბოთი ელისეზე ზემოქმედებდა იმავე სახით, როგორითაც ზოგჯერ იმოქმედებენ ხოლმე კაცობრიობაზე ის ინდივიდუალობები, რომლებმაც სიკვდილის კარიბჭე გადალახეს - კერძოდ, სულიერი სამყაროდან უშუალოდ მომდინარე განსაკუთრებული სულიერი ქმედების მეშვეობით. ღვთაებრივი ძალა, რომელიც ამგვარად ჩამოვიდა ელისეზე, თავისი ბუნებით ჰგავდა იმ დიდებულ შთაგონებას, რომელიც თავად ქრისტემ მისცა თავის მოწაფეებს აღდგომის შემდეგ.
ელისეს შემდგომი გამოცდილებანი უშუალოდ იყო დაკავშირებული ელიასგან მისი სიკვდილის შემდეგაც განუწყვეტლად მომდინარე ღვთაებრივ ძალასთან, რომელიც გავლენას ახდენდა მის ძლიერ ზემოქმედებას ყველაზე, ვინც ზემოქმედების საშუალებას მისცემდა. ელისეს შემთხვევაში ეს გამოცდილება ისეთი იყო, რომ მისი დიდი მოძღვრის ცოცხალი სახე მის სამშვინველის წინ წარმოუდგა და უთხრა: —
„მე შენთან ერთად გამოვალ გილგალიდან.“ (შენიშვნა 34)
ამ ეტაპზე მე სიტყვასიტყვით მოვიყვან ბიბლიას, სადაც ნათქვამია (მეფეთა II, თავი ii, 1): „როცა უფალს სურდა ელია ზეცად ქარიშხლით აემაღლებინა, ელია გილგალიდან ელისესთან ერთად წავიდა.“ ბიბლიაში, აქ, გილგალი არ არის და არც იგულისხმება გეოგრაფიულ ადგილად. სიტყვა გილგალი უბრალოდ ნიშნავს — მოძრაობას წრიული გზით ტრიალით, როგორც ვალსში [Herum-walzung]. ეს ტექნიკური გამოხატულება ეხება სულის ცხოვრების შემოვლით გზას იმ პერიოდებში, როცა იგი განსხეულებულია ხორცში და გადადის ერთი ფიზიკური სხეულიდან მეორეში; ეს არის „გილგალის“ ნამდვილი მნიშვნელობა.
სულიერი მეცნიერების მეშვეობით მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ელისეს, შინაგანი ჭვრეტისა და აბსოლუტური თვითმიძღვნით მოიპოვებული სამშვინველის გამოცდილებების წყალობით, შეძლო ელიასთან ყოფნა უფრო მაღალ მდგომარეობაში ან სამყაროში. ეს შესაძლებელი გახდა არა მისი ფიზიკური ბუნების ფარული ძალებით, არამედ იმ უფრო ამაღლებული ძალების წყალობით, რომლებიც მას ჰქონდა. სანამ ელისე ამგვარად ამაღლდებოდა, მას სამშვინველის განვითარებისკენ მიმავალი საფეხურები მიუთითა ელიას სულმა, რომელიც გასავლელ გზაზე შემხვედრ სირთულეებზე მუდმივად მიაქცევინებდა ყურადღებას. ეს გზა მიდიოდა ზევით და წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ, იმ ეტაპამდე, სადაც იგი პირველად იგრძნობდა თავს გაერთიანებულს იმ ღვთაებრივ სულთან, რომელიც მუდმივად მოედინებოდა მისი დიდი მასწავლებლის — ელიასგან.
ბიბლიაში მოხსენიებული სახელები მაგალითად ბეთ-ელ და იერიხო, (მეფეთა II, თავი ii, 2, 4)], გეოგრაფიული ადგილების აღმნიშვნელად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ სულის მდგომარეობების მნიშვნელობად. მაგალითად, ელია ამბობს: „ახლა წავალ ბეთ-ელში.“⁴ (შენიშვნა N35) ეს განცხადება გაკეთებული იყო ელისესთვის ხილვაში, მაგრამ მისთვის ეს უბრალო ხილვაზე მეტი იყო. შემდეგ თითქოსდა ელიას სულმა ურჩია: „უმჯობესია აქ დარჩე“;⁴ (შენიშვნა N35) რაც სინამდვილეში ნიშნავს: „იფიქრე, ძალგიძს, რომ ჩემთან ერთად უფრო შორს წამოხვიდე“ [სულიერ გზაზე]. ხილვა გრძელდება ეპიზოდით, რომელშიც კვლავ ვპოულობთ მოწოდებისა და გაფრთხილების ელემენტს. ყველა წინასწარმეტყველის ძე, მისი სულიერი თანამოაზრეები, ელისეს გარს ეხვევიან და აფრთხილებენ. ვინც იდულმალყოფდნენ ამ საიდუმლოს და იცოდნენ, რომ ზოგჯერ ელისეს მართლაც შეეძლო ამაღლებულიყო ზენად, სადაც ელიას სული ელაპარაკებოდა მას, აფრთხილებდნენ და ამბობდნენ: „ამჯერად ვერ შეძლებ ელიას მიყოლას“ — „იცი, რომ უფალი დღეს შენს მასწავლებელს განგაშორებს?“ (მეფეთა II, თავი ii, 3). მან უპასუხა: „იყუჩეთ.“ ელიას სულს კი უთხრა: „სანამ უფალი ცოცხლობს და სანამ შენი სული ცოცხლობს, არ მიგატოვებ.“ მაშინ ელიამ კვლავ თქვა: „ახლა უნდა გავაგრძელო ჩემი გზა იერიქონისაკენ“ [(მეფეთა II, თავი ii, 4.) „აქ დარჩი, გთხოვ, რადგან უფალმა იერიქონში გამომგზავნა.“]. კვლავ მეორდება ეს დიალოგი [და შემოდის სიტყვა იორდანე (მეფეთა II, თავი ii, 6)], რის შემდეგაც ელია კითხულობს: „რას ისურვებ სინამდვილეში?“ ბიბლიაში არსებული ელისეს პასუხი სწორად უნდა გავიგოთ. სიტყვები ასეთია: „გთხოვ, შენი სულის ორმაგი წილი იყოს ჩემზე“ (მეფეთა II, თავი ii, 9); ნამდვილი პასუხი კი იყო: „მსურს, რომ შენი სული შევიდეს და დამკვიდრდეს, მეორე სულად ჩემს სამშვინველში.“
ელიას მიერ გაგებული ელისეს თხოვნის არსი დაახლოებით ასეთი იყო: ელისეს სურდა, რომ მისი სამშვინველი თავის სიღრმემდე შეძრულიყო და გამოცოცხლებულიყო, რათა სრულად გაეცნობიერებინა თავისი ჭეშმარიტი კავშირი მისი მოძღვრის სულთან. სურდა საკუთარი ძალებით შეძლებოდა სულიერი გამოცხადებების შემეცნება იმდაგვარად, როგორც ეს მისი დიდი მოძღვრის ფიზიკური ცხოვრების დროს ხდებოდა. ელია კვლავ ალაპარაკდა და თქვა: „ახლა მე უფრო მაღალ სფეროებში უნდა ავმაღლდე; თუ შენ შეძლებ ჩემი სულის აღქმას, როცა იგი ზევით ამაღლდება, მაშინ მიაღწევ იმას, რაც გსურდა, და ჩემი ძალა შენში შევა.“ და, აჰა, მოხდა ისე, რომ ელისემ იხილა ელიას სული, რომელიც „ქარიშხლით ამაღლდა ზეცად“ (II მეფეთა, ii, 11), და ელიას მანტია [სამოსი] ჩამოვარდა [მასზე]; რაც სიმბოლო იყო მასზე გადმოსასვლელი სულიერი ძალის. ამრიგად, ჩვენ გვაქვს სულიერი ხილვა, რომელმაც ერთდროულად მიუთითა და ელისეს გააცნობიერებინა, რომ მას ახლა ნამდვილად შეეძლო გამხდარიყო ელიას ჭეშმარიტი მემკვიდრე და გამგრძელებელი. ბიბლიაში (II მეფეთა, ii, 15) ვკითხულობთ: „და როდესაც წინასწარმეტყველთა ძეებმა, რომლებიც იერიქონში იყვნენ და შორიდან ადევნებდნენ თვალს, იხილეს იგი, თქვეს: ელიას სული ელისეზე გადმოვიდა. და გამოვიდნენ მის შესახვედრად და მიწამდე თაყვანი სცეს.“ ეს მონაკვეთი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ უფლის სიტყვა ელისეში ისეთი ძლევამოსილი გახდა, რომ იგი იმავე ძალით იყო აღსავსე, როგორსაც წინასწარმეტყველთა ძეები ელიას შემთხვევაში განიცდიდნენ და მათ გააცნობიერეს, რომ ელია-ნაბოთის სული მართლაც აგრძელებდა სიცოცხლეს ელისეს არსებაში.
წინა ლექციებში აღვწერე სულიერი მეცნიერების გამოყენებული მეთოდები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდება. იგი ადასტურებს ელიას ეპოქაში მომხდარი რეალურ მოვლენებს და ძველი იაჰვეს რწმენის განახლებისა და განვითარებისაკენ მუდმივად მიმართულ, ამ დიდ წინასწარმეტყველისა და მის მემკვიდრე ელისესგან კაცობრიობისათვის გადმოღვრილ იმპულსს.
ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო ჩვენს მიერ აღწერილი, მხოლოდ ინიცირებულებისათვის გასაგები მოვლენების, ხალხის ფართო მასებისთვის (რომლებიც სრულიად უუნარონი იყვნენ მათი ჭეშმარიტი ფორმით გაგებისა) იმდაგვარად წარმოდგენა, რომ ისინი არა მხოლოდ გასაგები ყოფილიყო, არამედ ამავე დროს სულზე ზემომქმედი. ეს მეთოდი არის იგავები და სასწაულებრივი მოთხრობები. სწორედ ასეთი ალეგორიული ამბებით გადმოცემულია ელიას, ელისესა და ნაბოთის შესახებ მონათხრობი ბიბლიაში, ჩვენთვის უმაღლესი სულიერი მნიშვნელობით მართლაც განსაცვიფრებელი რამ.
იმ დროს იგავურ ფორმას იყენებდნენ მათთან ვინც ვერ იგებდა ან აცნობიერებდა დიადი სულებიდან მომავალ იმპულსებს. სულიერი არსებები, რომლებიც თავად ჯერ კიდევ უნდა განეცადათ მრავალი შინაგანი გამოცდილება, ღრმად დაფარული ადამიანის გარეგანი ხედვისა და გაგებისგან. როგორც ეს ბიბლიიდან იკითხება, ხალხს უყვებოდნენ, რომ ელია ცხოვრობდა მეფე აქაბის მმართველობის დროს. შიმშილობის პერიოდში მას გამოეცხადა ღმერთი-იაჰვე და [როგორც სულიერი მეცნიერება გვეუბნება] უბრძანა წასულიყო მეფე აქაბთან და ეთქვა მისთვის: „ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, არ იქნება ნამი ან წვიმა ამ წლებში, ჩემი სიტყვის გარეშე“ (მეფეთა I, თავი xvii, 1). ბიბლიაში თხრობა გრძელდება ასე: „და უფალმა მას უთხრა: წადი აღმოსავლეთს, დამალე იორდანეს წინ მდებარე ქერითის ხევში. იქ დალევ წყალს; და მე ვუბრძანე ყვავებს, რომ გამოგკვებონ.“ (მეფეთა I, თავი xvii, 2, 3, 4.) როცა ხევი დაშრა, ღმერთმა გაგზავნა ელია ზარეფათში (მეფეთა I, თავი xvii, 9); და „მესამე წელს“ მას უბრძანა გამოსულიყო და გამოჩენილიყო მეფე აქაბის წინაშე (მეფეთა I, თავი xviii, 1) და მოეწოდებინა ბაალის ოთხასორმოცდაათი წინასწარმეტყველის საბოლოო განსჯისათვის (მეფეთა I, თავი xviii, 19). მე ამ ყველაფერს შევეხე, როდესაც სულიერი მეცნიერების მიერ მოპოვებული ფაქტების გადმოცემისას.
შემდეგ აღწერილია ის საოცარი მოვლენები, რომლებიც რეალურად მოხდა ქარმელის მთაზე (მეფეთა I, თავი xviii, 20-39), და რომლებიც მე აღვწერე. შემდეგ მოდის ამბავი ნაბოთზე (რომელიც სინამდვილეში ელიის სულის მატარებელი იყო), როგორ სურდა აქაბს მისთვის ვენახის წართმევა და როგორ დაღუპა იგი იეზებელმა
(მეფეთა პირველი წიგნი, 21:1–14). მხოლოდ ბიბლიის თხრობიდან ჩვენ ვერ გავიგებთ, როგორ შეეძლო იეზაბელს ელიას განადგურება თავისი მუქარის შესაბამისად, რომელიც მან უთხრა მეფე აქაბს (იხილეთ ეს პასაჟი), კერძოდ: „მე ელიას იგივეს გავუკეთებ, რაც მან გაუკეთა შენს ოთხასორმოცდაათ წინასწარმეტყველს“. ისტორია გვეუბნება, რომ მან მოაწყო ნაბოთის სიკვდილი. სინამდვილეში კი მან გაანადგურა ის არსება, რომელშიც იმ დროს ბინადრობდა ელიას სული - გარემოება, რომელიც უდავოდ გამორჩებოდა ნებისმიერი ჩვეულებრივი ბიბლიის მკითხველის ყურადღებას; ვინაიდან ბიბლიაში მხოლოდ ელია ზეცად აყვანაა მოხსენიებული (მეფეთა მეორე წიგნი, 2:11). როგორც ბიბლიაში არის მინიშნებული, იეზებელის სურვილი იყო ელიასათვის გაეკეთებინა ის, რაც მან ბაალის ოთხას ორმოცდაათ წინასწარმეტყველს გაუკეთა. მან მიაღწია მიზანს, (შენიშვნა N36) აქ მე ვიტყოდი, რომ არსებობს გარკვეული გრაფიკული აღწერები შორეულ წარსულისა, რომლებიც მხოლოდ მაშინ გავიგებთ სწორად თუ იგი ღრმა სულიერი კვლევით მოპოვებული წყაროებიდან მომდინარე ნათელი სხივებითაა განათებული.
ერთ ლექციაში შეუძლებელია მეტი მტკიცებულებისა და დასაბუთების წარმოდგენა ამ საკითხებზე. თუმცა, თუ ჩემს მსმენელებს შორის ვინც სულიერი მეცნიერების განცხადებებს მხოლოდ სუფთა ჰიპოთეზებად აღიქვამს, მიუკერძოებლად გააკრიტიკებენ მას და წარმოდგენილ განცხადებებს შეადარებენ ტრადიციული მეცნიერების საშუალებით მიღებულ ფაქტებს, მე სრულიად კმაყოფილი ვიქნები. სულიერი კვლევის მეთოდების გამოუყენებლად ჩვენ საბოლოო და უდავო დასკვნებამდე ვერ მივალთ, რაც ორთოდოქსული სამეცნიერო კვლევების შედეგებით და ინდივიდუალური ინტელექტის სწორი გამოყენებითაც დასტურდება.
როდესაც წინასწარმეტყველ ელიას პიროვნებასა და მის ეპოქას ვიკვლევთ, ცხადი ხდება, რომ ის იმპულსები და პირველადი მიზეზები, რომლებიც ადამიანურ მოვლენებს საფუძვლად უდევს და წარმოშობს, არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება იმით რაც გარეგნულად მოსჩანს. ადამიანის არსებობასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მოვლენების უდიდესი ნაწილი რეალურად წარმოიშობა და პირველადი საფეხური მზადდება სამშვინველში. ამ ფუნდამენტური შინაგანი პროცესის შედეგი შემდეგ გამოხატულებას პოულობს გარესამყაროში და თანდათან სულ უფრო და უფრო ფართოდ ავრცელებს თავის ზემოქმედებას ადამიანებზე. დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, თითქოს ჩვენს შორის შეიძლება ცხოვრობდეს აქ აღწერილი იდუმალი პიროვნება, თუმცა ძველ დროში ასეთი რამ სრულიად შესაძლებელი იყო. ჩვენ შევიტყვეთ, რომ კაცობრიობის მთელი ევოლუციის განმავლობაში სწორედ ის ძალები, რომლებიც უდიდესი ძალისა და ინტენსივობის მატარებელია, მოქმედებენ ყველაზე ფარულად და შეუმჩნევლად.
აქ ნათქვამით, ნათელია, რომ წინასწარმეტყველ ელიას გავლენით ადამიანი უფრო მაღალ სულიერ დონეზე იქნა აყვანილი და უფრო განიმსჭვალა იაჰვესეული აზრებითა და წარმოდგენებით. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ამ დიდი პატრიარქის ცხოვრება და საქმეები, თუ სწორად შეფასდება, უნდა ჩაითვალოს კაცობრიობისთვის უმნიშნელოვანეს ეპოქად. შემდგომი კვლევა და ძიება უდავოდ დაამტკიცებს, რომ [სულიერი მეცნიერების მეთოდებით] ახალი შუქი მოეფინა შორეული ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენებს, იმ მოვლენებს, რომლებმაც საბოლოოდ გზა გაუხსნეს ქრისტიანობის დაარსებას.
ჩვენ ვიცით, რომ სულიერი სამყაროდან შობილი ამ რეალობებით, შეგვიძლია გავიგოთ, ასეთი დიდი მნიშვნელობისა და სიმძაფრის მქონე, კაცობრიობის ევოლუციის განმავლობაში მუდმივად მოქმედი ფუნდამენტური ძალები და იმპულსები. ამ გაღრმავებული ცოდნით ვაცნობიერებთ, რომ ეს საბაზისო ფაქტორები როგორც მოქმედებდნენ შორეულ უძველეს დროში, ასევე უნდა განაგრძობდნენ მოქმედებას ჩვენს აწმყო პერიოდშიც. ბურუსიან და შორეულ წარსულში მომხდარ იმ უცნაური მოვლენების შინაგან ბუნებასა და მიზანზე ნათელი წარმოდგენის გარეშე, ვერასოდეს წავიკითხავთ ჩვენს გარშემო არსებულ ცხოვრების ღრმა საიდუმლოებებს.
მხოლოდ გარეგანი სამყაროდან შეგროვებულ მასალაზე დაფუძნებული ისტორია, ვერ გვანათლებს ყველაზე დიდ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. ამას ეხმიანება გოეთეს სიტყვები, რასაც, თუ ოდნავ უფრო ღრმა მნიშვნელობით წავიკითხავთ, კაცობრიობისადმი მოწოდებად იქცევა, რათა ადამიანი ღრმა შინაგან სულიერ განსჯას მიეცეს. რადგან სწორედ ასე შეუძლია ადამიანს დაიწყოს ძიების ის გზა, რომელიც მხოლოდ სამშვინველის ყველაზე ღრმა სიღრმეებიდან შეიძლება წამოვიდეს და ისწავლოს მთელს ბუნებაში მარადმყოფი ღვთაებრივი სულის გაგება.
გოეთეს სიტყვების ჭეშმარიტების მტკიცებულებაა, წინასწარმეტყველ ელიასა და მისი ეპოქის ჩვენი ციური სულიერი სამყაროს მანათობელი, საოცარი მაგალითი, რომლებიც ოდნავ შეცვლილი ფორმით ასეთია:
ისტორია არ დაუშვებს, იმ ფარდის ახსნას,
რომელიც თავის საიდუმლოებებს ფარავს ჩვენი ახალი დღის ნათელისგან.
რაც მან შენს სულს დაუმალა და დაფარა,
ვერასდროს ამოიკითხავ პერგამენტზე დაწერილი სიტყვებიდან,
ვერც იმას იტყვი, რა გზავნილი იმალება
ბრინჯაოზე ამოტვიფრულ ან ქვასა თუ თიხაში ჩამოყალიბებულ
იდუმალი ნიშნებს ქვეშ. (შენიშვნა N37)
რედაქტორის დამატება
ბერლინში 1911 წელს წაკითხულ ზემოთ მოყვანილ ლექციაში შეიმჩნევა, რომ ზოგჯერ სახელი ელია-ნაბოთი გვხვდება იქ, სადაც ბიბლიაში მხოლოდ ელიაა ნახსენები. ამ თითქოსდა წინააღმდეგობის მიზეზი აიხსნება, როცა განვიხილავთ ზოგად გარემოებებსა და უცნაურ კავშირს ელიას, ნაბოთსა და იმას შორის, რასაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ელია-ნაბოთით გამოხატული არსების ორმაგობა. განვიხილოთ მოვლენები იმ თანმიმდევრობით, როგორითაც ისინი მოხდა.
აქაბის დროს ებრაელი ხალხი იმდენად იყო ჩაძირული მატერიალიზმში, რომ საფრთხე ემუქრებოდა არა მხოლოდ მათ, არამედ კაცობრიობის სულიერი ევოლუციის მიმდინარეობას. საქმე იმდენად ცუდად იყო, რომ საჭირო გახდა ღვთაებრივი ჩარევა. ამიტომ განისაზღვრა, რომ ჩენს მიერ ჭეშმარიტად ამაღლებულ სულად მიჩნეული ელია ჩამოსულიყო დედამიწაზე. მისი მისია იქნებოდა ხალხის გულების კვლავ იეჰოვასკენ მიბრუნება და მისი მემკვიდრის არჩევა. ეს მისია შეიძლება ჩავთვალოთ ოთხ ეტაპად შესრულებულად.
თავდაპირველად ელიას სული მოქმედებდა მისტიკური გზებით - იგი ჩნდებოდა ხალხში ხან აქ, ხან იქ და არავინ იცოდა, საიდან მოდიოდა. იმ უძველეს დროში მასების რელიგიურ აზროვნებასთან დაკავშირებულ საკითხებში დარწმუნება შიშისა და გაოცების გრძნობების გაღვიძებით ხდებოდა. ელიამ დაამყარა ძლიერი და განსაზღვრული გავლენა საზოგადოების გონებაზე. მან მოამზადა ხალხი იმ სულის ნიშნის ხილვისათვის, რომლის გამხელაც გადაწყვეტილი იყო. ასეთ მატერიალიზმში ჩავარდნილი ერი, მხოლოდ ღვთაებრივი ძალის დიდი გამოვლინებით შეიძლებოდა დაბრუნებულიყო იეჰოვასთან, ებრაელების უძველეს ღმერთთან.
ელიას მისიის მეორე ეტაპზე ჩვენ ვხვდებით უბრალო მიწის მესაკუთრეს, ნაბოთს. უმაღლესი სულიერი ძალის გამოცხადების დროს უდიდესი შთაბეჭდილების შესაქმნელად, აუცილებელი იყო მრავალრიცხოვანი ხალხის დასწრება, რასაც მეფის თანხმობა სჭირდებოდა. ნაბოთი ცხოვრობდა აქაბთან ახლოს და ზოგჯერ ხვდებოდა კიდეც. ამ გზით შეეძლო ელიას დახმარება მისი გეგმების ხორცშესხმაში. ამიტომ ელიამ ისე იმოქმედა ნაბოთის სამშვინველზე, რომ იგი გახდა „მისი სულის მატარებელი“ და ელიას სიტყვისამებრ იქცეოდა. ელიას სულმა ასე გამოხატა თავი ნაბოთის გარეგანი ფორმით და ახდენდა გავლენას მეფეზე, რათა ყველაფერი მომზადებულიყო ხალხის შეკრებისთვის, როცა ნიშნის მიცემის მომენტი დადგებოდა. სწორედ ნაბოთის ყოფიერების ეს ორმაგი მდგომარეობა, როცა ელიას სული დომინირებდა და მოქმედებდა მასში, იწოდება ელია-ნაბოთად.
აქაბი არ იყო ჭეშმარიტად ნათელმხედი და ვერ ხვდებოდა თუ რა მოხდა. როცა იგი შეხვდა ელია-ნაბოთს და უთხრა მას: „შენ ხარ ის ვინც აშფოთებს ისრაელს?“ (მეფეთა I, თავი xviii, 17), მას ეგონა, რომ მხოლოდ ნაბოთი ლაპარაკობდა და რომ სწორედ იგი ამხედრებდა ხალხს ბაალის ღმერთების წინააღმდეგ; რადგან აქაბმა ელიაზე მხოლოდ ბუნდოვანი ჭორებით იცოდა. მეფეს ნაბოთის მეშვეობით წინასწარმეტყველ ელიას ხმამ უპასუხა - ეს იყო ელია-ნაბოთი, ვინც ლაპარაკობდა. რადგანაც ამ ეპიზოდის აღმწერს არ ჰქონდა გაცნობიერებული ის განსაკუთრებულისულიერი და ნათელმხილველური მდგომარეობები და შესაბამისად, სრულად არ ესმოდაგარემოებები, ამ და სხვა იმდროინდელ მოვლენების ბიბლიურ გადმოცემებში, მხოლოდ ელიაამოხსენიებული.
სახელებში მსგავს განსხვავებას ვპოულობთ ქარმელის მთაზე მომხდარი მოვლენის აღწერისას, როცა ხალხი შეკრებილი იყო იეჰოვასა და ბაალის ღმერთების განსასჯელად. სწორედ მაშინ შესრულდა ელიას მისიის მესამე ეტაპი. ლექციაში ნათქვამია, რომ მთაზე იმყოფებოდა ელია-ნაბოთი და რომ სწორედ მან „გაიმარჯვა“, მაგრამ ბიბლიური თხრობა გვეუბნება, რომ ელიამ თვითონ გაანადგურა ბაალის წინასწარმეტყველები. ამ თითქოსდა წინააღმდეგობის მიზეზი შემდეგია - ელია-ნაბოთი იყო ვინც, ყველას შეკრების შემდეგ წამოდგა და თქვა: „ახლა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს - მე მარტო ვდგავარ, ხოლო ჩემს წინააღმდეგ არიან ბაალის ოთხასორმოცდაათი წინასწარმეტყველი.“ მაგრამ იმ მომენტში განსაკუთრებული სულიერი ძალების მქონე ელიამ, ისე მოაწყო, რომ მეფე მის წინაშე მხოლოდ ნაბოთის გარეგან ფორმას ხედავდა, ხოლო ხალხი შთაბეჭდილებას იღებდა ელიას სულიერი არსებითა და პიროვნებით. ბიბლიაში მთხრობელი გარემოებებს ისე აღწერს, როგორც ხალხმა გაიაზრა და ამიტომ მხოლოდ ელიაზე საუბრობს, იმის გაუცნობიერებლად, რომ იმ დროს ნაბოთი იყო „მისი სულის მატარებელი“.
იეზაბელი არ იმყოფებოდა ქარმელის მთაზე, რადგან თავისი ნათელმხილველური ძალებით იცოდა რაც მოხდა. იგი ვერ გაუმკლავდებოდა ელიას პირდაპირ, რადგან დიდი წინასწარმეტყველის სული იქნებოდა ყოვლისშემძლე იმ ადგილას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მან იცოდა, რომ თუ მთაზე წავიდოდა, იქ ელია-ნაბოთს უნდა დაპირისპირებოდა და არა უბრალო მიწის მესაკუთრეს. თუმცა ფიქრობდა, ნაბოთის ფიზიკურად მოკვდინებით დაასრულებდა ელიას გავლენას.
შემდეგ დადგა ელიას მისიის მეოთხე ეტაპი. მას იეზებელის მიერ ნაბოთის მოკვლამდე უნდა მოეძებნა მემკვიდრე, რადგან როცა ნაბოთის გარეგანი ფორმა განადგურდებოდა, ელია უნდა დაბრუნებულიყო ღვთაებრივ სულიერ სამყაროებში. ლექციის იმ მონაკვეთში, სადაც ნათქვამია, რომ ელია მის სამშვინველთან ითათბირა და იკითხა: „იეზაბელის შურისძიების გამო მოკვლამდე, როგორ მოვძებნო ფიზიკურ სამყაროში ჩემი მისიის შესრულებისათვის საჭირო მემკვიდრე?“ - იგი გულისხმობდა ნაბოთის ფიზიკურ სიკვდილს და მის შექმნილ იმპულსის შესაძლო დასრულებას.
სულიერი მეცნიერება ამბობს: „ელია-ნაბოთს ჰქონდა განსაკუთრებული მისია შესასრულებელი. ელისეზე გადმოსასვლელი ღვთაებრივი ელემენტი, იქნებოდა იგივე, რომელიც აქამდე დომინირებდა ელიაში.“ და, „ელისე უნდა ეძებნათ დამასკოში...“. ბიბლიაში (მეფეთა I, თავი xix, 15, 16) ვპოულობთ ამ სიტყვებს: „და უთხრა უფალმა მას [ელიას]: წადი, დაბრუნდი შენი გზით დამასკოს უდაბნოში... და ელისე, შაბატის ძე აბელ-მეჰოლადან, წინასწარმეტყველად სცხე შენს ნაცვლად.“ ელისეს ძებნის რეალური ბრძანება მიეცა ელიას ხილვაში, როგორც ეს მითითებულია, როგორც ლექციაში, ასევე მეფეთა I, xix, 12, 13-ში. თუმცა სულიერი მეცნიერება გვეუბნება, რომ იმოგზაურა ელია-ნაბოთმა. ეს გასაგებია, როცა ვაცნობიერებთ, რომ ელია-ნაბოთში ელისე, თავისი განვითარებული სულიერებით, ცნობდა და ურთიერთობდა ელიას სულიერ არსებასთან. აქაც, ზემოთაღწერილი მიზეზით, ბიბლიაში მხოლოდ ელიას სახელი ჩნდება, ხოლო ლექციაში მოიხსენიება ელია-ნაბოთი. შესაბამისად თუ ჩავუღრმავდებით საკითხს, აღმოჩნდება, რომ სულიერი მეცნიერების განცხადებები სინამდვილეში არ ეწინააღმდეგება ბიბლიაში დაწერილს.
შენიშვნები:
31. „აქაბმა იეზებელს ყველაფერი უთხრა, თუ რგორ მოკლა ელიამ მახვილით ყველა წინასწარმეტყველი.“ (მეფეთა I, თავი xix, 1.) შენიშვნა ინგლისურად მთარგმნელისა
32. ეს ლექსი ასეთია: „მაშინ იეზებელმა გაგზავნა მოციქული ელიასთან და უთხრა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექცე, როგორც შენ მოექეცი თითოეულ იმათგანს.“ შენიშვნა ინგლისურად მთარგმნელისა
33. იხილეთ დამატება ამ ლექციისთვის. შენიშვნა ინგლისურად მთარგმნელისა
34. გილგალ - ადგილი იორდანეს მახლობლად სადაც ისრაელიანებმა პირველად დადგეს ფეხი აღთქმულ მიწაზე და განიცადეს მეტამორფოზა.
35. გევედრები დარჩი, რადგან უფალმა ბეთ-ელში გამომგზავნა. (მეფეთა II, თავი ii, 2.) შენიშვნა ინგლისურად მთარგმნელისა
35. ამ ლექციაში უკვე ნათქვამია, რომ ელია-ნაბოთის მეშვეობით ბაალის წინასწარმეტყველები „განადგურდნენ თავიანთ სამშვინველებშივე იმით, რაც ყველაზე მეტად სურდათ“. შემდეგ ელიას სურდა, რომ მისი სულს განეგრძო აქტიურობა ნაბოთის არსებაში, და სწორედ ეს სურვილი გახდა იეზაბელის მიერ მისი განადგურების დაწყების მიზეზი. მან ასე, თითქოსდა „განადგურა“ ელია „თავის სამშვინველში“. ეს არ იყო უბრალოდ ფიზიკური სიკვდილი, რაზეც იეზაბელი მიუთითებდა, ბიბლიაშია ნახსენებ მის მიერ ელიასათვის გაგზავნილ მუქარაში: ასე და ასე მიქნან ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექცე, როგორც შენ მოექეცი მათ.“ (მეფეთა I, თავი xix, 2), არამედ ეს იყო მისი მიზანიც, ერთგვარი სულიერი სიკვდილი, რომელიც სამუდამოდ გაწყვეტდა იმ მისტიკურ და წმინდა კავშირს ელიასა და ნაბოთს შორის. მან თავისი ნათელმხილველური ძალებით კარგად იცოდა, რომ მხოლოდ ამ მიზნის მიღწევას შეძლებდა მაშინ, როცა ნაბოთის, ელიას სულის მატარებლის მატერიალური განადგურებით გაანადგურებდა ელიას თავის სამშვინველში. თუ იეზაბელის შეტყობინებას კვლავ წავიკითხავთ სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით, მაშინ მისი არსი უმალვე გასაგები ხდება. შენიშვნა ინგლისურად მთარგმნელისა
37. ‘Geheimnisvoll am Iichten Tag der Gegenwart,
Lässt Geschichte sich des Schleiers nicht berauben.
Was sie deinem Geist nicht offenbaren mag,
Das zwingst du ihr nicht aus Pergamenten
Und nicht aus Zeichen, die eingeschrieben rind
In Erz und Ton und Stein.’