დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე
0
0

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია;  სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია წინასიტყვაობა 1947 წლის გამოცემისთვის ინტერესი ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართ ყოველთვის დიდი იყო, განსაკუთრებით, მასწ...

შესავალი

uznadze2

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია; 

სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია

წინასიტყვაობა 1947 წლის გამოცემისთვის

ინტერესი ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართ ყოველთვის დიდი იყო, განსაკუთრებით, მასწავლებელთა და აღმზრდელთა წრეში. მაგრამ 1936 წლის 4 ივლისის ისტორიულ დადგენილებამდე, რომელიც საკავშირო კ.პ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა გამოიტანა პედაგოგიურ დამახინჯებათა შესახებ გან სახკომების (განათლების სახალხო კომისარიატი) სისტემაში, ეს ინტერესი ჩვენში ათეული წლების განმავლობაში პედოლოგიური, ყალბ მეცნიერული ძიების ნიადაგზე კმაყოფილდებოდა. ბავშვის ფსიქიკური განვითარების კანონზომიერებათა ნამდვილი მეცნიერულ-ფსიქოლოგიური შესწავლა მაშინ გამონაკლისის სახით თუ წარმოებდა. შევხვდებოდით აქა-იქ ცალკე გამოკვლევებს ბავშვის განვითარების კერძო საკითხებზე, მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგიის კურსის შედგენას არავინ ცდილობდა. 1936 წლის 4 ივლისს ზემოაღნიშნულმა დადგენილებამ, როგორც მოსალოდნელიც იყო, დიდად შეუწყო ხელი არა მარტო პედაგოგიკის გაჯანსაღების საქმეს, არამედ ბავშვის ფსიქოლოგიური შესწავლის გაცხოველებასაც. დღესდღეობით ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი მასალა მოგვეპოვება, რათა ბავშვის ფსიქოლოგიის მთლიანი კურსის შედგენაზე ვიფიქროთ.

თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთი კურსის შედგენისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ განსაკუთრებით ზემოხსენებული დადგენილების მითითებანი, კერძოდ: მითითება იმის შესახებ, თუ რაოდენ უმართებულოა „საბჭოთა პედაგოგიკაში ანტიმეცნიერული ბურჟუაზიული პედოლოგიის შეხედულებათა და პრინციპთა უკრიტიკო გადმოტანა, პედოლოგიისა, რომელიც ექსპლოატატორულ კლასთა ბატონობის შენარჩუნების მიზნით, ამოცანას ისახავდა, დაემტკიცებინა ექსპლოატატორულ კლასთა და „უმაღლეს რასათა“ საგანგებო ნიჭიერება და არსებობის განსაკუთრებული უფლებები. მეორე მხრივ, მშრომელი კლასების და „დაბალი რასების“ ფიზიკური და გონებრივი განწირულობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით სიფხიზლით უნდა მოვპყრობოდით ე. წ „პედოლოგიის“ თეორიისა და პრაქტიკის ცრუ მეცნიერულ დებულებებს, მეტადრე „პედოლოგიის“ მთავარ „კანონს“ – „კანონს“ ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების, მემკვიდრეობისა და რაღაც უცვლელი გარემოს გავლენით ბავშვების ბედის ფატალისტური განსაზღვრულობის შესახებ“. ჩვენ შევეცადეთ თავიდან აგვეშორებინა „პედოლოგიის“ ეს საბედისწერო შეცდომა.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვცდილობდით ბავშვის ფსიქოლოგია ჭეშმარიტ მეცნიერულ საფუძვლებზე აგვეგო. ხოლო რამდენად მოვახერხეთ ეს, ამაზე იმედი გვაქვს, დაკვირვებული მკითხველი მიგვითითებს.

1/12 -1947 წ. დიმიტრი უზნაძე.

(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff