იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც მეტ-ნაკლებად რეალობად იქცევა ...

egregor

ავტორი: მამუკა გურული

როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც მეტ-ნაკლებად რეალობად იქცევა მოცემულ სივრცეში - ასეთია ეგრეგორების ფუნდამენტური კანონი. ეგრეგორებში ყოფნა ყველა შემთხვევაში გვიწევს, მაგრამ სასურველია, არ ავირჩიოთ ეგრეგორები იმის გამო, რომ მათ ბევრი მიმდევარი ჰყავთ (რეალურად კი მკვებავი). უმჯობესია ეგრეგორები იმის მიხედვით ავირჩიოთ, თუ რამდენად ახლოს არიან უფრო მაღალი დონის რეალობასთან.

და როდესაც რაღაცას ვსწავლობთ, ან ვასწავლით, პირველ რიგში კონკრეტული ეგრეგორის საერთო შეთანხმების ეს კანონი უნდა გავითვალისწინოთ, რათა არ ვემონოთ ეგრეგორს და არ გავხდეთ მისი მკვებავი "მრევლი", სანაცვლოდ ეგრეგორის შესაბამისი სარგებელის მიღების გარეშე.

პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უჭირს ჰარმონიულად იყოს ეგრეგორთან, თუ მისადმი ღრმა რწმენა და ემოციური ჩართულობა არ აქვს. მეორე მხრივ სწორედ ეს რწმენა უშლის ხელს უფრო მაღალი დონის რეალობის, და თუნდაც ამ ფუნდამენტური კანონის დანახვაში. მოქმედების ენერგიას ემოციური დამოკიდებულება წარმოქმნის, ამიტომ ემოციური ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ თავად ამ ემოციებთან არ უნდა მოხდეს თავის გაიგივება... ანუ ისევ მაღალი თვითცნობიერების არქონის პრობლემამდე მივდივართ...

ეძებეთ ყველა ცოდნასა და სისტემაში რეალური (და არა ეგრეგორული) მტკიცებულებები. ნუ ენდობით ბრმად. დააკვირდით, გააცნობიერეთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვნით იმ გზას, რომელიც ამ ეტაპზე ნამდვილად თქვენია (და შესაძლოა მომავალში ამოწუროს თავის თავი).

ეგრეგორს არც უნდა ემონოთ და არც უნდა გაექცეთ (აუჯანყდეთ). პირველ რიგში მისი მოწყობის კანონები უნდა შეისწავლოთ და ჰარმონიულად იურთიერთოთ მასთან. და რაც მთავარია - ეცადეთ აირჩიოთ რეალობასთან ახლოს მყოფი ეგრეგორები.

ყველა სისტემაში, იქნება ეს რელიგიური, მეცნიერული, ეზოთერული, ეროვნული, პოლიტიკური, ბიზნეს თუ სხვა სისტემები, რაღაც წილი რეალობაა, რაღაც წილი კი - ეგრეგორული შეთანხმება. და ეს წილები ყველგან სხვადასხვაა. ამიტომაცაა საჭირო განრჩევის და დანახვის უნარი, რომელიც ყველას არ აქვს, მაგრამ ხშირად ვისაც აქვს ისიც არ იყენებს.

"იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!" ;)

ეგრეგორების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ამ ლინკზე.

მსგავსი სტატიები

რეალობის კვანტური პარადოქსი


ავტორი: იოანე შენგელია მირეკავს ახალი პოტენციური მოსწავლე. მომდე...

ადამიანების კონტროლი და მომავალი


ავტორი: იოანე შენგელია   (მოცემული სტატიის მეორე ნახევარში მ...

თითქოს სამყარო არ გყოფნის


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ივანე ხარაშვილი გქონიათ ისეთ...

სიძულვილის ანატომია


ავტორი: ანა თოფურიძე ზოგჯერ გვეჩვენება რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

ჩარჩო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ


ავტორი:გურამ ჟღამაძე   დიდიხანია ვფიქრობ ადამიანის გონებაზე, ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff