უნდა ვიდგეთ თუ არა თავზე?

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს არა აზრები, არამედ მათი ზემოქმედება თქვენს არსებობაზე. ნუ ებრძვით ...

Yoga Magma ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს არა აზრები, არამედ მათი ზემოქმედება თქვენს არსებობაზე. ნუ ებრძვით აზრებს. გახდით მოწმე, და არ მოექცევით მათი ზეგავლენის ქვეშ. მდუმარება ადამიანს უფრო მდიდარს ხდის. დაიმახსოვრეთ ეს. ტანტრა ყოველთვის იმ გამოცდილებებისთვის და განცდებისთვის არსებობს, რომლებიც ადამიანს უფრო მდიდარს ხდიან. არსებობს ალბათობა, რომ მკვდარ სიჩუმეში ჩაიძირებით - სასაფლაოს სიჩუმეში. აიძულებთ გონებას ამის გაკეთებას, და მთელი ნერვული სისტემა პარალიზებული იქნება. მაშინ ყველა აზრი გაქრება, რადგანაც მათ მისაღებად საჭირო ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა. ოკეანე იარსებებს, მაგრამ თქვენ არ იქნებით აღმქმელი, თქვენი მიმღებლობა დაიკარგება.

სწორედ ეს ემართება მრავალ იოგს, ეგრეთ წოდებულ იოგს. ისინი განაგრძობენ თავიანთი ნერვული სისტემის დაჩლუნგებას. ისინი სპეციალურად ჭამენ ნაკლებს, რომ ენერგია არ მიეწოდოს ტვინს. მშიერ კუჭზე ენერგია არ მიეწოდება ტვინს. პირველ რიგში იგი ორგანიზმს ჭირდება. იოგები სწორედ ასე ცხოვრობენ, და თანდათანობით მთელი მათი ნერვული სისტემა პარალიზებული, უმოძრაო ხდება: ისინი ერთი და იმავე პოზაში ზიან და მანტრას იმეორებენ. თუ გამუდმებით გაიმეორებთ მანტრას რამდენიმე წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ნერვული სისტემა დაჩლუნგდება: ადამიანი აღარ ღებულობს ახალ შეგრძნებებს, მისი ცხოველქმედება იკარგება. სინამდვილეში იგი არ გამხდარა უფრო მდუმარე - იგი უფრო გონებაჩლუნგი გახდა. მრავალი იოგის სახეზე გონებაჩლუნგის გამომეტყველებას შენიშნავთ. მათში არ არის ინტელექტი, არამედ არის რაღაც მოსაწყენი, მკვდარი, ქვის მსგავსი. ისე, რომ მდუმარებისთვის არ მიუღწევიათ, მათ საღი აზროვნების უნარი დაკარგეს, აღქმის უნარი დაკარგეს, ბოლომდე დაიჩლუნგეს თავი, ისინი მკვდრები არიან. მათ შიგნით არაფერი არ ხდება, ამისთვის ხომ მგრძნობიარე ნერვული სისტემაა საჭირო - ძალიან მიმღები ნერვული სისტემა.

აი, რა უნდა იყოს კრიტერიუმი: თუ თქვენ ხედავთ ნათებას, ინტელექტს, გაცნობიერებულობას, მგრძნობელობას იოგის სახეზე, თითქოს რაღაც ჰყვავის მის შიგნითო, ეს ნიშნავს, რომ მან გასხივოსნებას მიაღწია. და მხოლოდ მაშინ დადგა მდუმარება. სხვა შემთხვევაში ადამიანი ვერ შეძლებს მდუმარებას. ბრიყვები და იდიოტები მშვენივრად ახერხებენ დუმილს, რადგანაც არ შეუძლიათ აზროვნება. მაგრამ რა მდუმარებაა ეს? იდიოტი - ეს არაა იოგი. მისი ნერვული სისტემა დაბადებიდანვე არ ფუნქციონირებს. თქვენ შეგიძლიათ იგივე დამართოთ თქვენს ტვინს შიმშილობის მეშვეობით, იოგას პოზების მეშვეობით.

იდექით თავზე რამდენიმე საათის განმავლობაში - და მიაღწევთ ამას. შირშასანა იდეალურია: თქვენ რამდენიმე საათის განმავლობაში დგახართ თავზე, და ეს თქვენს ნერვულ სისტემას მკვდარს გახდის. ტვინი არსებობს, თუკი ყოველწამიერად მიეწოდება სისხლი და ენერგია, რადგანაც ნერვები ისეთი მგრძნობიარენი და ნატიფნი არიან! ამის გააზრება ძნელია, რადგან შეუიარაღებელი თვალით ეს არ ჩანს. თქვენი თმები ძალიან ნატიფად გეჩვენებათ - სულაც არა. ნერვები ტვინში ზუსტად ისეთივენი არიან, როგორც თმები. თუ ერთმანეთზე დაალაგებთ ათიათას ნერვს, მათ თმის სისქე ექნებათ. ასე რომ, თუ სისხლი სწრაფად მოძრაობს, იგი უბრალოდ ანადგურებს ნერვებს, ეს წყლის მოვარდნას ჰგავს.

ადამიანის ტვინი მისი ნამდვილი სახით - შეძენილია. ცხოველებში კი - არა. ადამიანი ფეხზე დადგა, და სისხლს არ შეუძლია ტვინისკენ წასვლა, ეს გრავიტაციის კანონის საწინააღმდეგო იქნებოდა. გრავიტაცია განაგრძობს სისხლის ქვემოთ მიზიდვას, და ყოველწუთიერად, სისხლის ნაწილი თავამდე აღწევს. აი, რატომ შეუძლია ამ ნატიფ სისტემას არსებობა. ცხოველებს არ გააჩნიათ ასეთი მექანიზმი, იმიტომ, რომ ისინი ოთხი კიდურით გადაადგილდებიან. მათი თავის ტვინი სხეულთან ერთ დონეზე რჩება. თუ თავზე დადგებით და შირშასანას გააკეთებთ, რამდენიმე წამის ან ერთი წუთის მანძილზე ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგანაც ეს ერთგვარი აბაზანაა. სისხლი ამ დროს აღწევს ტვინს, და როგორც კი ეს ხდება თქვენს ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდებით. ასე გაწმენდა ხდება. მაგრამ თუ შირშასანას ზედიზედ რამდენიმეე წუთის ან საათების განმავლობაში აკეთებთ, იგი მოკლავს თქვენს ტვინს. წყალდიდობა, სისხლის ეს სიჭარბე კლავს ტვინს.

იოგებმა ტვინის განადგურების მრავალი მეთოდი იპოვნეს. თუ მას გაანადგურებთ, ვეღარ დაინახავთ ოკეანეს. მაგრამ იგი არსებობს, აზრები არსებობენ. უბრალოდ იქმნება გამორთული რადიოს ეფექტი. ნუ იფიქრებთ, რომ აზრების ტრანსლაციები ოთახში არ გადიან, ისინი გადიან, მაგრამ მიმღები მექანიზმი აღარ ფუნქციონირებს. ჩართეთ რადიო - და იგი მაშინვე დაიწყებს აზრების დაჭერას.

ტვინი მიმღებ ცენტრს ჰგავს. თუ გაანადგურებთ მას, მდუმარე გახდებით, მაგრამ ეს არ იქნება ტანტრას მდუმარება. მე არ გასწავლით ასეთ მდუმარებას. ეს სიკვდილია. სასაფლაოზე კარგია. თქვენ არსად მიდიხართ, უბრალოდ ფლანგავთ სიცოცხლეს. თქვენ გაანადგურეთ ძალიან ნატიფი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს ჭკვიანს ხდიდა; ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ისეთი მიმღემი გახდეს, რომ არსებობის ზეიმით შეძლოთ ტკბობა. საჭიროა მეტი მგრძნობელობა, მეტი პოეზია, მეტი სიცოცხლე და სილამაზე - ყველაფერი მეტია საჭირო.
რას გააკეთებთ ამის შემდეგ? ტანტრას მდუმარებას მიაღწევთ. დააკვირდით ტალღებს. რაც უფრო დიდხანს აკვირდებით, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ, რომ მათი სილამაზე დაინახოთ. რაც უფრო დიდხანს უყურებთ, მით უფრო ნატიფი ნიუანსები გეხსნებათ. ეს მშვენიერია, მაგრამ თქვენ მოწმედ რჩებით. თქვენ სანაპიროზე რჩებით, უბრალოდ ზიხართ, ან ირუჯებით. ოკეანე თავის სამუშაოს ასრულებს, თქვენ კი - არ ერევით.

თუკი არ ჩაერევით, თანდათანობით აღმოაჩენთ, რომ ოკეანე არ გეხებათ. იგი ხმაურს გაანაგრძობს, მაგრამ არ გეხებათ. იგი თავისთავად კარგია, მაგრამ განცალკევებულია თქვენგან, თქვენს შორის მანძილია. ეს მანძილი წარმოადგენს ნამდვილ მედიტაციას, ნამდვილ მდუმარებას.

სამყარო განაგრძობს წინსვლას ისე, რომ არ ზემოქმედებს თქვენზე. თქვენ კვლავინდებურად სამყაროში ხართ, მაგრამ მასში არ ხართ. თქვენ რჩებით სამყაროში, მაგრაამ არა სამყარო - თქვენში. ხელშეუხებელი, ჭრილობების და ნაიარევების გარეშე გაივლით სამყაროს. ქალწულებრივი რჩებით. რაც არ უნდა აკეთოთ, რაც არ უნდა დაგემართოთ, ქალწულოლებრიობა იდეალური რჩება, უმანკოება - აბსოლუტური, სისუფთავე არ ნადგურდება.

ოშოს წიგნიდან - "ტანტრა - უმაღლესი შემეცნება"

მთარგმნელი: მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

ოშო - რაიხის შესახებ


(ვილჰელმ რაიხი) კითხვა: თავის წიგნში „მისმინე, პატარა ადამიან...

15 ,,ძლევამოსილი’’ მუდრა და მათი გამოყენება პრაქტიკაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო რა არის მუდრა? - მუდრა ნიშნავს სა...

როცა რელიგია ეკლესიად იქცევა


ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები. სულის მაფია" (მზადდება...

შავასანა - მოდუნების ტექნიკები იოგაში


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო ჩვენს საუკუნეში ადამიანები გან...

ჯნიანა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

ადამი და ევა


მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია” ...

ოშო - როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?


მთარგმნელი: ელენე ხმალაძე როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო? ეს შეუძლებელია,...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff