საკვებად გამოსადეგი 7 მცენარე ველურ ბუნებაში

Admin
მეცნიერება
0
0

მთარგმნელი: ეთერ ჭოხონელიძე წყარო მორიგი გასეირნების თუ ლაშქრობის დროს ადვილი შესაძლებელია დაიკ...

მთარგმნელი: ეთერ ჭოხონელიძე

წყარო

მორიგი გასეირნების თუ ლაშქრობის დროს ადვილი შესაძლებელია დაიკარგოთ ველურ ბუნებაში, მაგრამ ნუ აღელდებით. არ იდარდოთ საკვების მარაგის ამოწურვაზე, რადგან  ბუნებაში საკვებად გამოსადეგი ბევრი მცენარის მოპოვებაა შესაძლებელია. ამერიკის ტერიტორიაზე, მწვანე საფარიდან დაწყებული ქვიშიანი უდაბნოების დამთავრებული ყველგან შეგხვდებათ საკვებად რაიმე, თუმცა ყურადღებით იყავით, რადგან არაწორად შერჩეულმა მცენარემ შეიძლება მოგწამლოთ, ანუ უარესი - მოგკლათ.

მოდით გავარკვიოთ, თუ რომელია საკვებად გამოსადეგი მცენარე და რომელს უნდა ვერიდოთ. აქ შემოგთავაზებთ ყველაზე უფრო გავრცელებულ 7 სასარგებლო მცენარეს, ესენია:

  1. ჭილა (ე.წ. ეშმაკის მაშხალა)

cattails

ჭილა (ლათ.Typha species) - ამერიკის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული და კატრინა ადამსის მიხედვით, (ამერიკის ბოტანიკოსთა საზოგადოების დირექტორი საგანმანათლებლო მიმართულებით) მცენარის სხვადასხვა ნაწილები საკვებად ვარგისია წელიწადის სხვადასხვა დროს. მცენარის ამოცნობა ადვილია მისთვის დამახასიათებელი სქელი ხმლისებური ღეროებისა და ყვავილოვანი ფუმფულა  გვირგვინის გამო. მათ ხშირად შეხვდებით ჭაობიან ადგილებში, ხიდებთან და ტბების კიდეებთან. მცენარის საუკეთესო ნაწილის მისართმევად ის უნდა ამოიღოთ ფესვიანად, ფესვთან გამოსული ნორჩი ღეროები კი ზუსტად ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. არსებობს მცენარის სხვა ნაწილიც, რომელიც საკვებად გამოიყენება, ესაა მისი ე.წ. გული - თეთრი ფერის ნაზი კვირტები, რომლების მირთმევაც შეგიძლიათ როგორც უმად, ასევე შემწვარი სახით. მისი გემო კიტრის გემოს მოგაგონებთ და ყველაზე გემრიელია ზაფხულის დასაწყისში.

  1. სამყურა

clovers

ოთხფურცლიანი სამყურას პოვნა იღბლის მომტანად ითვლება, თუმცა ველურ ბუნებაში მაინცდამაინც ოთხ ფურცელს ნუ დაუწყებთ ძებნას, ეს მცენარე ისედაც დიდ სარგებლობას მოგიტანთ.

სამყურა (ლათ. Trifolium species) - ამ სამფოთლიანი მცენარის ამოცნობა მარტივია, ის უხვადაა მდელოებზე. შესაძლებელია მცენარის ყველა ნაწილის საკვებად გამოყენება დაწყებული ფესვიდან დამთავრებული ყვავილით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც უმად, ასევე მოხარშულ ან მოთუშულ მგომარეობაში.

კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალის მიხედვით, წითელი სამყურა აუმჯობესებს სისხლძარღვთა მდგომარეობას ქალებში მენოპაუზის დროს.

  1. ბაბუაწვერა

dendelions

ბაბუაწვერა (Taraxacum) - მას ხშირად სარეველა ბალახადაც კი მოიხსენიებენ, თუმცა სასურველია იცოდეთ, რომ ადამსის მიხედვით ამ მცენარის ყველა ნაწილი გამოსადეგია საკვებად. იგი შეგიძლიათ მიირთვად უმადაც, თუმცა მის ფესვსა და ფოთლებს მომწარო გემო ექნება, ყვავილი კი პირიქით - მოტკბო გემოსია. ბაბუაწვერასგან შესაძლებელია ტკბილი სიროფის და ღვინის მომზადებაც კი.

მცენარის ფოთლებსა და ღეროებს ამატებენ სხვადასხვა სალათებშიც, მის ფესვებს კი აშრობენ და ხალავენ, შედეგად ყავის ეფექტის მქონე პროდუქტი მიიღება.

  1. რედვუდის ტყის ღოლო

redwood sorrel

რედვუდის ტყის ღოლო (Oxalis oregana) - ეს მრავალწლიანი მცენარე ძირითადად რედვუდის ტყეში შეგხვდებათ, რომელიც ვრცელდება ბრიტანული კოლუმბიიდან სან-ფრანცისკოს კალიფორნიის სანაპირომდე. მცენარის პოვნა ადვილია ხეებს შორის მისთვის დამახასიათებელი გამჭვირვალე თეთრი ყვავილების გამო.

ადამსის რეკომენდაციის მიხედვით მცენარის ნაწილები საკვებად გამოდგება როგორც ნედლი, ასევე დამუშავებული სახით, თუმცა მაინც საჭიროა სიფრთხილე, რადგან იგი მცირედ ტოქსიური მცენარეა მჟაუნმჟავას შემცველობის გამო. ცნობისათვის, მჟაუნმჟავას შეიცავს ისპანახიც. გამოდის, რომ ტყის ღოლოს მიღება რეკომენდებულია მცირე დოზებით, წინააღმდეგ შემთხვავაში შეიძლება გამოიწვიოს ღებინება და თირკმელების დაზიანებაც კი. ამის მიუხედავად, იგი ამერიკაში ერთერთი პოპულარული მცენარეა.

  1. ჩხვლეტია კაქტუსი

cactus

ჩხვლეტია  კაქტუსი (Opuntia species) - ველური სამხრეთ-დასავლეთის უდაბნოს ქვიშების მშვენებაა თავისი მომრგვალებული „ფოთლებითა“ და მოყავისფრო ნემსებით. გაერთიანებული ერების კვებისა და აგრიკულტურის ორგანიზაციის მიხედვით მცენარის ფოთლები გამოიყენება საკვებად წლის ნებისმიერ დროს და პოპულარულია მათში წყლის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო.

საკვებად გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ფოთლების საგულდაგულოდ გასუფთავება ნემსებისაგან, რომ არ დაგიზიანდეთ პირის ღრუ. საქმე იმაშია, რომ ნემსები ღრმად შედის ფოთლის რბილობში და მხოლოდ გარედან მოცილება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ამიტომ ზოგიერთი ექსპერტი გირჩევთ ფოთლების ცეცხლით დამუშავებას.

გარდა ფოთლებისა, საკვებად გამოიყენება ჩხვლეტია კაქტუსის ნაყოფიც, რომელიც თესლებითაა სავსე და კივისა და საზამთროს გემოების კომბინაციას მოგაგონებთ. სამხრეთ-დასავლეთის პარკებისა და ძეგლთა ასოციაციის მიხედვით, ამ მცენარის ფოთლები და ნაყოფი ყველაზე გემრიელია შემოდგომაზე.

  1. ჩოღანო (სინ. ხურხუმო, ხვრიმა; ლათ. Salicornia)

Pickleweed

თუ ზღვის სანაპიროზე მოხვდით, აუცილებლად გასინჯეთ ჩოღანო. ეს მცენარე ხარობს მარილიან ნიადაგში და ხასხასა მწვანე ფერი აქვს გაზაფხულსა და ზაფხულში. „Aquarium of the Pacific“ - ის მიხედვით, მისი სახელი დაკავშირებულია მცენარის ღეროების მსგავსებასთან დამწნილებულ ბოსტნეულთან და ასევე, მის მარილოვან გემოსთან.

„საკვების ქსელის“ მონაცემებით, ეს მცენარე ევროპაში ბოსტნეულად ითვლება და ასეც გამოიყენებენ. იგი ქორფაა, არ აქვს ფოთლები და მიირთმევენ როგორც ნედლი,  ასევე მოხარშული და რათქმაუნდა დამწნილებული სახით.

  1. ფესვბალზამა „ორეგონის მზესუმზირა“

balsamroot

ფესვბალზამა - ეს თვალისმომჭრელი მცენარეა, რომელიც ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით, ცივ და მშრალ რეგიონში ხარობს. ეს ადგილები საინტერესოა მთამსვლელებისა და მოლაშქრეებისათვის. მცენარეს „ორეგონის მზესუმზირასაც“ უწოდებენ და ხასიათდება ისრისებური სამკუთხა ფორმის ფოთლებითა და მშვენიერი ყვითელი ყვავილებით.

ამერიკის აგრიკულტურის დეპარტამენტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად იყენებს მცენარის ფესვებს ნედლი ან თერმულად დამუშავებული სახით, ასევე მიირთმევენ მის ღეროებს. ყვავილის თესლიც მაღალი კვებითი ღირებულებისაა, ხოლო ფესვებს ახმობენ და ხალავენ, რომ მიიღონ ყავის ეფექტის მქონე პროდუქტი.

ველურ ბუნებაში მყოფო მოგზაურებო, იყავით ფრთხილად, რომ არ აგერიოთ „ორეგონის მზესუმზირა“ მომწამვლელ, მაგრამ გარეგნულად ძალიან მსგავს მცენარეში, რომელიც ცნობილია მთის არნიკას სახელით, მას ჯუნგარიის ტილჭირსაც უწოდებენ. მთის არნიკა ძლიერ ტოქსიურად მოქმედებს ადამიანის ღვიძლზე. ორივე მცენარეს აქვთ მშვენიერი ყვითელი ყვავილები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მთის არნიკას ფოთლები არაა სამკუთხა და ისრისებური ფორმის.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

სეროტონინი - საუკეთესო ანტიდეპრესანტი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე ადამიანის ორგანიზ...

თქვენს კუჭ-ნაწლავს ახსოვს, სად მიირთვით გემრიელად


 მთარმნელი: დავით ტურაშვილი  წყარო  ჩვენი ტვინი ...

ინდუქცია და დედუქცია სისტემის შემეცნებისას


ავტორი: იოანე შენგელია ეს არის ის, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მ...

10 რამ, რაც ტვინის შესახებ არ იცოდით


ტვინის მატერია ისტორიის განმავლობაში, ადამიანის ტვინი შესანიშნავ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff