სიცოცხლე, როგორც სიკვდილთან ცეკვა

Admin
მაგმური სტატიები
0
0

ავტორი: მამუკა გურული

რეალობაში, რომელშიც არაფერია მუდმივი, გარდა ცვლილებებისა, მაინც მუდმივად ცდილობ, რომ მოეჭიდო სტაბილურობას და მუდმივ ფორმებს. რაც უფრო მყარი და სტაბილურია სიცოცხლის ფორმა (მაგალითად ქვა, მინერალი), მით უფრო ნაკლებია მასში სიცოცხლე და დინამიზმი. რაც უფრო მაღალი დონეა ვიბრაციის, მით უფრო სწრაფად ცვალებადი და ნატიფია ფორმები...
 
„შეყოვნდი წამო, მშვენიერი ხარ“ - ყველაზე მშვენიერი ის წამია, რომლის შეჩერებაც ყველაზე მეტად გინდა, და რომელიც ყველაზე უმალ გისხლტება ხელიდან. სიცოცხლეს წარმოშობს რიტმი, რომელიც შედგება ფორმის სტაბილურობისა და ფორმის ტრანს-ფორმაციის (სიკვდილის) დუალობისგან. 
 
ხშირად კითხულობენ - რა არის უმაღლესი მე? ესაა შენი ის იდეალური ფორმა, რომელიც შენი თავისგან შეგიძლია გამოძერწო. და ეს იდეალური ფორმა დრო-სივრცეში ფიქსირებული არაა. ის არც მომავალშია, არც წარსულში. რაც უფრო მეტად უახლოვდები მას, მით უფრო მეტად კარგავ დროის შეგრძნებას, და პირიქით, რაც უფრო მეტად გაქვს დაკარგული დროის შეგრძნება, ე.ი. უფრო ახლოს ხარ მასთან. 
 
ვერავინ მოგცემს აბსოლუტურ გარანტიას, რომ 10 წუთის შემდეგ არ მოკვდები. და დაფიქრდი: ხარ ახლა იმ ფორმაში და იმ მდგომარეობაში, რომ სიკვდილს შეხვდე? 
 
შენით, როგორც გამოვლინებით, თავად არსებობას, თავად ღმერთს სურს თამაში. და სურს, რომ ეს თამაში რაც შეიძლება საინტერესო და ლამაზი იყოს. ღმერთს არ ჭირდება შენი ლოცვა, არ ჭირდება შენი მონანიება, არ ჭირდება შენი დიდი ხნის მკვდარი რიტუალები. მან ეს რიტუალი, ეს ფორმა უკვე გამოსცადა და ექსტაზი განიცადა, მაგრამ გამეორება აღარ სურს. იგი ახალ ფორმას ეძებს, ახალ თამაშს, და უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს თავის ქმნილებებს ამ თამაშში... შენ კი დგახარ და იმეორებ უკვე ათასჯერ ნაცეკვს, ათასჯერ გადამღერებულს, თუნდაც დიადს, მაგრამ მაინც მკვდარს. მკვდარ ფორმებშიც დევს დიდი მუხტი და ენერგია, თუკი ისინი უკვდავყოფილია გენიალური შემოქმედის მიერ, მაგრამ არსებობისთვის ის მაინც მკვდარია. ის არსებობას, როგორც მარადიულ ბავშვს, აღარ აინტერესებს. ის მხოლოდ მხცოვან კოლექციონერებს აინტერესებთ და ფასსაც დიდს იხდიან მასში, როგორც გენიალურ ქმნილებაში. 
 
და ეს ყველაფერი მართლაც ლამაზია, მართლაც ყველა ინატრებდა თავის სახლში ჰქონოდა ვან გოგის რომელიმე ნახატი, ყველა ინატრებდა იდეალურად შეესრულებინა მოცარტის რომელიმე ოპუსი, მაგრამ არსებობის ყველაზე მაღალვიბრაციულ დონეზე, შენი მე-ს უმაღლეს დონეზე არსებობა, როგორც ბავშვი, რაღაც ახალს და ექსტაზურს ეძებს. 
 
ისევ ვიმეორებ, უმაღლესი მე - ესაა შენი ის იდეალური ფორმა, რომელიც შენი თავისგან შეგიძლია გამოძერწო. მაგრამ როგორც კი ძერწავ, ის მაშინვე სტატიკურ ფორმად იქცევა და რიტმის შემდეგი ტალღისთვის - ტრანსფორმაციისთვის ანუ სიკვდილისთვისაა განწირული. არსებობაა ფორმების შემოქმედიც და ფორმების მკვლელიც. ის ძალზე პარადოქსულ თამაშს თამაშობს - მუდმივად ქმნის და ანადგურებს თავის ქმნილებას. ის ძალზე „უნებისყოფო“ ბავშვია: მუდმივად ბეზრდება... ერთი შეხედვით მას დიდი ნებისყოფა აქვს - პლანეტები, გალაქტიკები ერთი შეხედვით უსასრულო რაოდენობით წლები იქმნებოდა, მეორე მხრივ კი მილიარდი საუკუნეც კი წამია უმაღლეს რეალობასთან, უმაღლეს სინგულარობასთან მიმართებაში. 
 
არსებობისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს იცოცხლებ. მისთვის მნიშვნელოვანია - მუდმივად თუ არა ერთხელ მაინც გამოავლინო მისთვის საინტერესო თამაში, და ამისთვის ისეთ ექსტაზს გაჩუქებს, რომ ამ ექსტაზის 10 წამი მთელი 80 წელი კმაყოფილ და ერთი შეხედვით ბედნიერ ცხოვრებას აჯობებს შენთვის. 
 
მუშაობ, აგროვებ ფულს, აშენებ სახლს, დაჰფოფინებ ოჯახს, და ეს ყველაფერი კარგია, ლამაზია, მაგრამ შორსაა შენი იდეალური მე-სგან, რადგან იდეალურ მე-ს არ აინტერესებს ოჯახი, არ აინტერესებს სახლი, არ აინტერესებს სტაბილურობა. ეს მან უკვე გამოსცადა. 
 
კასტანედა ამბობს - სიკვდილი საუკეთესო მრჩეველიაო. როცა რაღაცას აკეთებ, დაფიქრდი, გააკეთებდი იგივეს, სულ მალე სიკვდილი რომ მოვიდეს? ასე დახვდებოდი მას? სიკვდილს, ტრანსფორმაციის ძალას - უამრავი ფორმა აქვს, და ის ყოველთვის აქვეა, ყოველთვის ძალიან ახლოსაა, ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ძილია სწორედ ის მდგომარეობა, როცა ეს გავიწყდება. ნამდვილი სიფხიზლის, გაცნობიერებულობის დროს ხედავ მას და ან გეშინია და გაურბიხარ, ისევ ძილში და ილუზიაში, ან იღებ მას და ცეკვავ მასთან. მისი მიღება გაძლევს ენერგიას, უზარმაზარ ენერგიას, რომელიც შიშის დაძლევის შედეგად შემოდის შენში, და როცა შემოდის, შეუძლებელია ამხელა ენერგიამ რაღაც გენიალური არ წარმოშვას შენში, რასაც კუნდალინის აწევას ეძახიან სწორედ ესაა - შიშის ტრანსფორმაცია სიყვარულად და ექსტაზად. 

death chess
 
როცა სიკვდილს ეცეკვები, ერთდროულად გაქვს უდიდესი ძლევამოსილების განცდაც და უდიდესი უსუსურობის განცდაც. ისინი მონაცვლეობენ, რადგან ყოველ შექმნილ გენიალურ ფორმას სიკვდილი მაშინვე გინგრევს, წარმოსახვაშივე. შენ კი მაინც აგრძელებ... აგრძელებ... აგრძელებ ცეკვას. 
 
ანიმა და ანიმუსი, ქალი და მამაკაცი - სიკვდილნი არიან ერთმანეთისთვის, თან ელტვიან ერთმანეთს, თან კლავენ, ან უბრალოდ გაურბიან. ქალური საწყისი ცდილობს შებოჭოს და ჩაითრიოს მამაკაცური საწყისი, თავის ფორმაში მოაქციოს, გაყინოს. მამაკაცური საწყისი ცდილობს შეცვალოს ქალის ფორმა, დაწვას იგი, ააორთქლოს (ცეცხლი, როგორც ტრანსფორმაციის ძალა). ორივე სიკვდილია - გაყინვაც და დაწვაც. და ეს სქესთა მუდმივი ცეკვაა, მუდმივი ტანგოა, ცეცხლისა და ყინულის მუდმივი თამაშებია. 

tango

და მაინც, როგორ შეგიძლია დაიწყო ნამდვილი ცეკვა სიკვდილთან? გადადგი ნაბიჯები შენი პატარა შიშებისკენ, გადალახე ისინი, და ეს მოგცემს ძალას და ენერგიას, რომ უფრო დიდ შიშებს შეერკინო. შიშები - ესაა ფორმის ძალის, სხეულის ძალის ის დამცავი მექანიზმები, რომლებიც ტრანსფორმაციას ეწინააღმდეგებიან. აქ გონიერება გმათებს, და სიფრთხილე შიშში არ უნდა აგერიოს. 
 
ის რაც გძაბავს, ენერგიის წყაროა სინამდვილეში. თუ დაძაბულობას მიიღებ და ზურგით გადახტები მასში, როგორც გრილ წყალში, ის მაშინვე გაჩუქებს თავის ძალას. 
 
ყველაზე დამძაბველი კი სიკვდილია, ჰოდა გადახტი მასთან ექსტაზურ ცეკვაში, და განახორციელებ შენს თვითობას, შენს უმაღლეს მეს, შენს ნამდვილ თამაშს, რომელიც ჯერ არავინ არ იცის, რადგან განუსაზღვრელია და იგი აინტერესებს, ძალიან აინტერესებს არსებობას. მოუთმენლად ელოდება შენს ამ ცეკვას. 

მსგავსი სტატიები

რატომ გავურბივართ სიცოცხლეს


ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ტკბობა და ბედნიერება ცოდვაა, სად...

მანსურ ალ-ჰალაჯი


მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი...

არქიტექტორის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული და მოკლე ინტერპრე...

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

სამყაროს მთავარი დუალობის შესახებ...


გამტარი: მამუკა გურული ? რაღაც შინაგანი ხედვა მინდა გაგიზიაროთ.....

We are the Robots (მექანიკურობიდან ცნობიერებისკენ)


ავტორი: მამუკა გურული "ჩვენ მექანიკურები ვართ..." "ჩვენ რობოტები...

არსებობს თუ არა "ინდივიდუალური სული"?


ავტორი: მამუკა გურული სხვა სტატიებშიც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ...

სამყაროს შემოქმედები


მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff