Sky: Children of the Light - ვიდეოთამაში, რომელიც ცხოვრებას გასწავლის

Admin
ხელოვნება სხვადასხვა
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე

         ვიდეოთამაშები ცხოვრების პატარა ვერსიებია. ორიგინალური იდეით, ინდივიდუალური გრავიტაციის კანონებით, სამყაროს ისტორიით, განსხვავებული დასამახსოვრებელი ატმოსფეროთი, ფერთა პალიტრით, პერსონაჟებით და შემოთავაზებული გამოცდილებებით, დადებითი ან უარყოფითი ემოციებით, სირთულებიით და ჯილდოებით. შენი ცნობიერება კონცენტრირდება პატარა პერსონაჟში და მოკლე დროში ცხოვრობ მის გამოცდილებებს მის სამყაროში და მილიონობით ადამიანი იკამათებს იმაზე, რომ თამაშის დროს მიღებული ემოცია ნაკლებად ღირებული და ფასეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებულ ემოციებთან შედარებით. ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ თამაშებისგან ბევრი ისწავლეს და ზრდაში და ცხოვრებაში ადგილის პოვნაში დაეხმარათ, რომ იპოვეს თანამოაზრეები და მეგობრები და როცა დრო დადგა კარიერაც ამ სფეროს დაუკავშირეს. ცხოვრება მიუძღვნეს ახალი თამაშების შექმნას, რომ ახლა სხვა ადამიანებზე მოახდინონ დადებითი გავლენა და მათი ცხოვრება უკეთესი გახადონ. 
 
         მიყვარს თეორია, რომ დედამიწაც მოდელირებული თამაში რეალობაა სულებისთვის და ჩვენ აქ დაბადება გარკვეული სცენარებით ავირჩიეთ და ასევე ჩვენი სული ამავე დროს სხვა რეალობებშიც თამაშობს სხვა როლებს. და თქვენ გქონიათ შეგრძნება რომ პერსონაჟი ხართ? რომ ვიღაც გიყურებთ როგორ გადიხართ ცხოვრებისეულ ტურებს? რომ გარკვეული სირთულის დაძლევის შემდეგ ბონუსებს გაძლევენ? მე მქონია. მოკლედ ძალიან კარგი თავგადასავალია ცხოვრება და ასევე მისი მცირე მოდელირებებიც. ვიდეოთამაშიც გასწავლის, გწვრთნის, ზოგჯერ ბევრჯერ უნდა მოკვდე რომ ისწავლო როგორ გადარჩე, ზოგჯერ თამაში შენში გმირს გააღვიძებს, პერსონაჟთან იდენტიფიცირებული ისეთ რამეებს აკეთებ რასაც ყოველდღიურ რუტინაში ვერც მიუახლოვდებოდი და ეს მოგონებები შენში რჩება. როგორც სამყარო და ხელოვნების ყველა სფერო, ვიდეოთამაშებიც მრავალფეროვანია და მრავალი ტიპის გამოცდილების შემოთავაზება შეუძლია. ახლა მინდა დავწერო ისეთი ტიპის ვიდეოთამაშზე, რომელიც სამოთხეს გაგრძნობინებს, სიმშვიდეს, სილაღეს, თავისუფლებას და ჰარმონიულობას. შენ ამ თამაშში ღრუბლებში დაფრინავ პირდაპირი გაგებით. 
 
        Sky: Children of the light  მობილურის თამაშია, რომელიც Thatgamecompany_ის ეკუთვნის. ამ კომპანიის მიზანია შექმნას  დროისმიღმა ღირებულების, დადებითი გავლენის, ადამიანების დამაკავშირებელი, ყველა ასაკზე გათვლილი პროდუქტი. Jenova Chen, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელიამბობს, რომ უნდა თამაში მხოლოდ სტერეოტიპულად ბავშვებისთვის და კონკრეტული სეგმენტებისთვის არ იყოს, არამედ ის აქტუალური აქტივობა დარჩეს ყველასთვის ნებისმერი ასაკის და სტატუსის ადამიანებისთვის. ერთ-ერთ გამოსვლაში ჩენმა მოთამაშის გამოგზავნილი წერილი გაუზიარა აუდიტორიას, რომლის წაკითხვისას გულგრილი ვერ დავრჩი: 
 
sky
 
  
„ მე ქმედითუუნარო ბრძოლის ვეტერანი ვარ, ტვინის ტრამვით და მეხსიერების პრობლემებით. მე ტკივილში ვცხოვრობდი და ბედნიერი არ ვიყავი.
 
      წინა ღამეს თქვენი თამაში ვითამაშე მხოლოდ ერთხელ შესვენებით. დღეს დილით რომ გავიღვიძე თავი უკეთ ვიგრძენი. უკეთ ვიგრძენი თავი იმ ყველა არჩევანთან დაკავშირებით რაც ცხოვრებაში გავაკეთე და რამაც აქ მომიყვანა. დღეს უფრო ბედნიერი ვარ და მადლობელი ცხოვრების. 
 
   ეს ვიღაცამ გააკეთა. ვიღაცამ გააკეთა ეს ზევიდან ამ თამაშის შემქნის მეშვეობით. ვიღაცამ ჩემი ცხოვრება უკეთესი გახადა. ვიღაც ჩემს დიდ მადლიერებას იმსახურებს, მადლობა თქვენ..“
 
    ამ კომპანიის თამაშების გავლენის ახსნა ალბათ ბევრი ფაქტორით შეიძლება, მაგრამ საკუთარ თავზე გამოცდა და გაგება საუკეთესო იქნება. 
 
(განსაკუთრებით ვისურვებდი ეს თამაში საქართველოში ეთამაშა ბევრს, ეს გამოცდილება სასიამოვნოდ აისახებოდა ცნობიერებებზე. რაც დავიბადე, მხოლოდ მე შევესწარი ალბათ რამდენიმე რევოლუციას, ომს, სისხლისღვრას და ხალხის ხოცვას, აღარ გავაგრძელებ იმ ტენდენციებზე რაც გვაქვს სოციუმში, მუდმივად ორ ნაწილად გაყოფილი საზოგადოება, მუდმივი ბულინგი არარსებული იდეოლოგიებისთვის და ის მუდმივი დაძაბული ნეგატიური გარემო რაშიც ვცხოვრობთ, აქაურობა სუფთა ჰაერივით საჭიროებს რაღაც მშვიდის და დადებითის გამოცდილებას).
 
    Sky: Children of the light  საოცრად დადებითი განწყობის შემქმნელი გამოცდილებაა. სიტყვები რომლითაც აღვწერ არის თავისუფლება, ბედნიერება, შემეცნება, სიკეთე, ჰარმონია, სილაღე, მხიარულება, სიმშვიდე, სიყვარული და ზრუნვა.
 
     თავისუფლების შეგრძნებას მიქმნის ის არჩევანი რასაც თამაში მაძლევს. არ მაქვს მოცემული სცენარი რასაც უნდა მივყვე და არც დროში ვარ შეზღუდული. შემიძლია ვირბინო, შემიძლია ვიფრინო ან ვისრიალო ჩემი პატარა პერსონაჟისთვის დიდ სამყაროში. უდაბნოში, მთებზე, კუნძულებზე და ღრულბელში. პირადად მე ალბათ მარტო სრიალში გავატარე ნახევარი საათი, როცა არაფერზე ვფიქრობდი და მხოლოდ ბუნების სილამაზით და ვტკბებოდი. 
 
      ბედნიერება სასიამოვნო მუსიკისგან და ფერთა პალიტრისგან მოდის. ცისფერი, თეთრი, მწვანე, პასტელისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი სინათლეებისგან შექმნილი ატმოსფერო ვიზუალურად დამამშვიდებლად მოქმედებს. მართალია ზოგჯერ მუქი ფერებიც ჩნდება, მაგრამ ეს საფრთხეების დროსაა და შენვე გზრდის, რომ პერსონაჟმა თავისი უნარები დახვეწოს და თავი დააღწიოს საფრთხეებს. მთლიანი ატმოსფერო იმდენად დადებითია, რომ ნეგატივად შეიძლება არც აღიქვა.
 
      სილაღის შეგრძნება ვფიქრობ ბავშობის მდგომარეობის გამეორებას მოაქვს. თავად პერსონაჟიც ბავშვია და მისი შესაძლებლობებიც ეზოში თავისუფლად უდარდელად სირბილს გვახსენებს. ასევე შეგიძლია თამაშში თამაშიც ითამაში მეგობართან. გასწრობანა ან თუნდაც დახუჭობანა, შესაბამისი ფუნქციის არჩევისას თამაში გეუბნება რამდენი დასამალი ადგილია იმ გარემოში სადაც ხარ. 
 
      შემეცნება ახალი მოძრაობების სწავლა და მასწავლებელი სულების გადმოცემული ისტორიების მიღება. თითეული ინტერაქცია გიყვება ვიზუალურად ამბავს და გასწავლის გარკვეულ მოძრაობას რასაც შემდეგ გამოიყენებ. ესენია მითითების უნარი, ხელის დაქნევა, სალტოს გაკეთება და ა.შ.. თითეულ სამყაროში ბევრი გამოქვაბული ადგილია რომელიც შეგიძლია აღმოაჩინო და დაათვალიერო, ზოგგან მინიშნებაა დამალული, ზოგგან არაფერიც არაა მხოლოდ ათვალიერებ ან შეიძლება გამოგრჩეს კიდეც და ვერ იპოვო. ცნობისმოყვარეობა და გამბედაობაა საჭირო რომ ყველაფერი გამოსცადო რასაც თამაში გთავაზობს.
 
       სიკეთე - ეს სინათლის გაზიარებაა. გზაზე გხვდებიან უფერული კონტურული არსებები, რომელთან მიახლოებისასაც თამაში ნიშნანს გიგზავნის რომ შეგიძლია სინათლე აანთო და სანთლის ანთების შემდეგ აღმოაჩენ, რომ ისიც შენსავით მოგზაურია. გარკვეულ ადგილებში სადაც წვიმაში მოყვები შეიძლება სხვა სინათლეგამოლეულ მოთამაშეს დაეხმარო და გაუზიარო ცეცხლი, ამით შენ არაფერი გაკლება, მხოლოდ სინათლეს ავრცელებ და თამაშსაც ასე ქვია, სინათლის ბავშვები. 
 
        თამაში გთვაზობს დამეგობრებას, ხელის ჩაკიდებას, ძალის ჩუქნის და სხვა კომუნიკაციის ფუნქციებს. ამ თამაშში ალბათ ძალიან უნდა მოინდომო რომ რაღაც ბოროტება ჩაიდინო, ალბათ სხვა მოთამაშეს არასწორი გზა უნდა მიასწავლო სადმე რომ დაიკარგოს, თუმცა თავად თამაში იმდენად კეთილი და მზრუნველია, მარტივად დაბრუნდები სახლში მცირე ძალისხმევის ჩადებისას. თითქოს გარშემო ყველაფერი გეხმარება.
 
        თავისთავად თამაში საკმაოდ კომფორტული და მარტივია, გათვლილია ადამიანებზე ვისაც არ აქვთ გეიმინგის წლების გამოცდილებები და პერსონაჟის კონტროლიც პატარა ბავშვსაც თავისუფლად შეუძლია. ნებისმიერ ადამიანს ვისაც სოციალური ქსელის მართვის უნარები აქვს, შეძლებს ამის თამაშშსაც.
 
   Sky: Children of the light საოჯახო თამაშია. Jenova Chen ამბობს, რომ მას სურს ეს იყოს პირველი თამაში, რომელსაც ბავშვები მშობლებთან ერთად ითამაშებენ და დახურავენ, ექნებათ ეს მეხსიერებაში და ეყვარებათ როგორც ბავშვობის მშობლებთან დაკავშირებული ბედნიერი მოგონება. ასევე თითეული მოთამაშე თავის ფილოსოფიას და ინტერპრეტაციას შექმნის, რაშიც ასევე არ გზღუდავს თამაში დასაწყისში მოცემული სცენარით.
 
       რათქმაუნდა ვიდეოთამაშის შექმნა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. Sky_ის ყველა იდეა სხვადასხვა არსებული თამაშებიდან აღებული და სასურველი შედეგისთვის ტრანსფორმირებული ინსპირაციებია. თამაშს ქმნიან მხატვრები, დიზანერები, მუსიკოსები, ინჟინრები და ა.შ.. ადამიანები სხვადასხვა კულტურიდან, რომელთაც აერთიანებთ ტალანტი და მსოფლიოზე დადებითი ეფექტის მოხდენის სურვილი თავის თამაშებით. Sky ხუთი წელი იქმნებოდა და ახლაც პროცესშია ემატება ახალი ობიექტები მომხმარებლებზე დაკვირვების შედეგად. ვფიქრობ ასეთი შედევრის შექმნის უკან დიდი შრომა დევს და ამიტომ ყველა პრიზს ვუსურვებ კომპანიას და ყველა ჯილდოს რაც შეიძლება მიიღონ.
   
    რაც შეეხება თავად თამაშს ის ჯერ-ჯერობით უფასოდ შეიძლება გადმოიწეროთ playstore_ზე. 

გადმოსაწერი ლინკი

თამაშის ფოტოები:

sky1

sky2

sky3

sky4

sky5

sky6

sky7

მსგავსი სტატიები

დრაკონის გამოსვლა


ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთ...

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

„კრედიტის ლიმიტი“ და უმოძრაო კამერა


  ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი   ანეტ შტ...

მაგმას რეკომენდებული ფილმები


წარმოგიდგენთ მაგმას მიერ რეკომენდებულ ფილმებს... სია შეადგინა მა...

რუმისა და შამს თებრიზის შეხვედრა


 ლეგენდის მიხედვით, როცა ჯალალ-ედ-დინ რუმი იჯდა და წიგნებს კითხულობ...

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff