ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა"
მთარგმნელი: მამუკა გურული
ტექნიკა #101.
გწამდეს, რომ ყოვლისშემძლე ხარ!
მეორე ტექნიკა რაღაცით პირველს ჰგავს, მაგრამ იგი სხვა განზომილებიდანაა. გწამდეს, რომ ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლისაღმავსებელი ხარ.
ეს ტექნიკა ასევე ემყარება შინაგან ძალას. იგია - ყველაფრის პირველ-მიზეზი. გწამდეთ, რომ ყოვლისმცოდნენი ხართ, გწამდეთ, რომ ყოვლისშემძლენი ხართ; გწამდეთ, რომ ვრცელდებით, ყველაფერს მოიცავთ, ყველაფერს აღავსებთ... როგორ შეიძლება ეს დაიჯეროთ? ეს შეუძლებელია. თქვენ ხომ იცით, რომ არ ხართ ყოვლისმცოდნე, რომ უმეცარი ხართ. იცით, რომ არ ხართ ყოვლისშემძლე, აბსოლუტურად უმწეო ხართ. იცით, რომ არ აღავსებთ ყველაფერს, პატარა სხეულში ხართ მომწყვდეული. მაშ, როგორ შეგიძლიათ ამის დაჯერება? და თუ თქვენ გჯერათ ამის, იცით რა, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს, მაშინ ეს რწმენა უსარგებლოა. თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი თავის საწინააღმდეგოდ გჯეროდეთ. შეგიძლიათ ძალით მოახვიოთ საკუთარ თავს ეს რწმენა, მაგრამ იგი უსარგებლო, უაზრო იქნება. თქვენ ხომ იცით, რომ ეს ასე არაა? რწმენა სასარგებლო მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც იცით, რომ ეს ასეა.
ყველაფერი ეს უნდა გაიგოთ. რწმენა მაშნ ხდება ძლიერი, თუ თქვენ იცით, რომ თქვენი რწმენის საგანს ადგილი აქვს. ჭეშმარიტებაა თუ არა ეს — არ აქვს მნიშვნელობა. თუ თქვენ იცით, რომ რწმენის საგანს აქვს ადგილი, რწმენა ჭეშმარიტება ხდება. ხოლო თუ თქვენ იცით, რომ მას ადგილი არ აქვს, მაშნ ჭეშმარიტებაც კი ვერ გახდება რწმენა. რატომ? ამისთვის ბევრის გაგება მოგიწევთ.
პირველ რიგში, ყველაფერი რაც ხართ — ეს თქვენი რწმენაა: თქვენ ასე გჯერათ, ასეთ გზაზე დაგაყენეს, ამგვარად იყავით ფორმირებულნი, ამიტომაც ასე გწამთ. და ეს თქვენი რწმენა ზემოქმედებს თქვენზე. ჩნდება მანკიერი წრე. მაგალითად არის ერები, რომლებშიც მამაკაცი ქალზე სუსტია იმის გამო, რომ მათ სჯერათ — ქალი მამაკაცზე ძლიერია. მათი რწმენა ფაქტი ხდება. ამ ერებს ქალები უფრო ძლიერები ყავთ, მამაკაცები კი სუსტები. ქალი აკეთებს მთელ სამუშაოს, რომელსაც ჩვეულებრივ, სხვა ქვეყნებში, მამაკაცი გააკეთებდა, ხოლო მამაკაცი აკეთებს იმ სამუშაოს, რომელსაც სხვა ქვეყნებში ქალი ასრულებს. და არა მხოლოდ ეს, მათი სხეულები უფრო სუსტია, მათი სტრუქტურა უფრო სუსტია. მათ დაიჯერეს, რომ ეს ასეა. რწმენამ წარმოშვა მოვლენა. რწმენას შეუძლია შექმნას.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ გონება მატერიაზე ძლიერია. თუ გონებას ნამდვილად სჯერა რაღაც, მატერია გაჰყვება მას. მატერიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია გონების საწინააღმდეგოდ, რადგან მატერია მკვდარია. შეუძლებელიც კი შესაძლებელია.
იესო ამბობს: «რწმენას შეუძლია მთები დაძრას». რწმენას შეუძლია(!) მთები დაძრას. თუ არ შეუძლია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენშ არაა რწმენა, — და არა იმას, რომ რწმენას არ შეუძლია მთების დაძვრა. თქვენს რწმენას არ შეუძლია მთების დაძვრა, რადგანაც თქვენში არაა რწმენა.
ამჟამად ტარდება მრავალი კვლევა, რომელიც რწმენის მოვლენას ეხება, და მეცნიერება მრავალ საოცარ დასკვნამდე მიდის. რელიგიამ ყოველთვის იცოდა ისინი, მაგრამ მეცნიერება მხოლოდ ახლა მიდის ამ დასკვნებამდე. იძულებულია მივიდეს, რადგანაც მრავალი მოვლენის გამოკვლევა ხომ — პირველად ხდება. მაგალითად, ალბათ გსმენიათ პლაცებოს შესახებ, უვნებელი წამლების, რომლებსაც ავადმყოფებს დასამშვიდებლად უწერენ. მსოფლიოშ არსებობს ასობით სხვადასხვა «პათია» — ალოპათია, აიურვედა, იუნანი, ჰომეოპათია, ნატუროპათია — ასობით, და ყველანი გვიმტკიცებენ, რომ სწორედ ისინი კურნავენ. და ისინი მართლა კურნავენ, რასაც გვიმტკიცებენ — მართალია. თუმცა ხშირად მათი დიაგნოზები განსხვავდება, მკურნალობის მეთოდები განსხვავდება. ერთი ავადმყოფობა და ასი დიაგნოზი, ასი მკურნალობა, და ყოველი მკურნალობა შველის. ამიტომ აუცილებლად ჩნდება კითხვა: მართლა ეხმარება მკურნალობა? იქნება პაციენტის რწმენა ეხმარება? სრულიად შესაძლებელია.
მრავალი საშუალებით, მრავალ ქვეყანაში, მრავალ უნივერსიტეტში, მრავალ საავადმყოფოში მუშაობს ეს წამლები. პაციენტებს აძლევენ უბრალოდ წყალს, ან რაიმე არასამკურნალწამლო საშუალებას, მაგრამ პაციენტებს სჯერათ, რომ წამალს აძლევენ. და არა მხოლოდ პაციენტებს, ექიმებსაც სჯერათ ამის,თუკი რა თქმა უნდა ექიმს სჯერა, რომ წამალი ეფექტს იძლევა, რადგან ექიმი პაციენტს უფრო რწმენას აძლევს, ვიდრე წამალს. ამიტომ თუ უფრო მეტს იხდით და უფრო ცნობილ ექიმთან მიდიხართ, უფრო სწრაფად და უკეთ გამოჯანმრთელდებით ხოლმე. ეს რწმენის საკითხია. თუ ექიმი ოთხი დოლარის წამალს გაძლევთ, თქვენ მშვენივრად ხვდებით, რომ ამისგან არაფერი გამოვა. როგორ შეიძება ოთხ დოლარად განიკურნოს ასეთი პაციენტი ასთი მძიმე დაავადებით? ეს შეუძლებელია! რწმენა ასე არ იქმნება.
ყოველმა ექიმმა უნდა შექმნას საკუთარი თავის გარშემო რწმენის აურა. სწორედ ეს დაეხმარება მას. თუ ექიმმა იცის, რომ უბრალოდ წყალს იძლევა, იგი ვერ მიაწოდებს თავის რწმენას მთელი გულწრფელობით. მას სახე გასცემს, ხელები გასცემენ, მთელი მისი პოზიცია და ქცევა აჩვენებს, რომ იგი უბრალოდ წყალს იძლევა, და ეს გავლენას მოახდენს პაციენტის ქვეცნობიერზე. თავად ექიმს უნდა სჯეროდეს. რაც უფრო მეტად სჯერა, მით უკეთესია, რადგან მისი რწმენა გადამდებია. პაციენტი უყურებს ექიმს. თუ ექიმი თავდაჯერებულად გრძნობს თავს: «არ ინერვიულოთ, ეს ახალი მკურნალობაა, ახალი წამალია, ეს დაგეხმარებათ. ასი პროცენტით დაგეხმარებათ, ამაშ ეჭვი არაა», - თუ ექიმის მთელი პიროვნება ასპროცენტიან თავდაჯერებულობას გამოხატავს, მაშინ წამლის მიღებამდეც კი, პაციენტი უკვე განკურნებულია. თქვენი განკურნება უკვე დაიწყო. ამიტომ ამბობენ, რომ რაც არ უნდა გამოიყენოთ, პაციენტების ოცდაათი პროცენტი თითქმის მაშინვე იკურნება; რაც არ უნდა გამოიყენოთ - ალოპათია, ნატუროპათია, ჰომეოპათია ან რაიმე სხვა სახის «პათია», - რაც არ უნდა აკეთოთ, პაციენტების ოცდაათი პროცენტი დაუყოვნებლივ იკურნება.
ეს ოცდაათი პროცენტი ის ხალხია, რომლებსაც რწმენა აქვთ. აი, ასეთი პროპორციაა. თუკი მე გიყურებთ, ვხედავ, რომ თქვენგან ოცდაათი პროცენტი პოტენციალს ფლობს, და ესენი ისინი არიან, ვისაც დაუყოვნებლივ შეუძლია ტრანსფორმაცია. როგორც კი ისინი რწმენას მოიპოვებენ, იგი მაშნვე იწყებს მუშაობას. კაცობრიობის ოცდაათი პროცენტი შეიძლება ტრანსფორმირდეს, შეიცვალოს ყოფიერების ახალ დონემდე დაუყოვნებლივ და სწრაფად. მთელი საქმე მხოლოდ იმაშია, როგორ შევქმნათ რწმენა ამ ადამიანებში. როცა რწმენა არსებობს, უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს მათ. ყოველ თქვენგანს შეუძია გახდეს ეს იღბლიანი, ერთ-ერი ამ ოცდაათი პროცენტიდან. მაგრამ კაცობრიობას დიდი უბედურება დაემართა, რაც იმაშ მდგომარეობს, რომ ამ ოცდაათ პროცენტს, ამ ადამიანებს, კიცხავენ და განიკითხავენ. მათ განიკითხავს საზოგადოებაც, განათლებაც, ცივილიზაციაც, ყველა. მათზე ფიქრობენ, რომ სულელები არიან.
არა, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მეტ პოტენციალს ფლობენ. მათში დიდი ძალაა, მაგრამ მათ კიცხავენ, ხოლო უპოტენციალო ინტელექტუალურ ადამიანებს ადიდებენ — ადიდებენ იმის გამო, რომ მათ გააჩნიათ პოტენციალი ენისადმი, სიტყვებისადმი, მსჯელობისადმი. სინამდვილეში ისინი უბრალოდ იმპოტენტები არიან. მათ არაფერი შეუძლიათ გააკეთონ შინაგანი ყოფიერების რეალურ სამყაროში, მათ შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი გონებით დაკავდნენ. მაგრამ ისინი ფლობენ უნივერსიტეტებს, მასობრივ საინფორმაციო საშალებებს, ასე თუ ისე — ისინი ბატონ-პატრონები არიან. და ისინი არიან ოსტატები განკითხვის ნაწილში. მათ შეუძლიათ განიკითხონ ყველაფერი. ხოლო პოტენციური კაცობრიობის ამ ოცდაათ პროცენტს, მათ, ვისაც შეუძლია ირწმუნოს და შეიცვალოს, არ შეუძლიათ ასევე ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა.მათ არ შეუძიათ მსჯელობა, მათ არ შეუძლიათ კამათი, სწორედ ამიტომაც აქვთ რწმენის უნარი. და რამდენადაც მათ არ შეუძლიათ შეინარჩუნონ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან, საკუთარ თავს კიცხავენ. ფიქრობენ, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვთ. თუ რწმენა შეგიძლიათ, იწყებთ შეგრძნებას, რომ რაღაც რიგზე ვერა გაქვთ; თუ დაეჭვება შეგიძლიათ, მაშინ ფიქრობთ, რომ თქვენში რაღაც დიადია. მაგრამ ეჭვი - ეს არაა ძალა. ეწვის გზით ჯერ არავის მიუღწევია შინაგან არსებობას, ზღვრულ აღტაცებას, არასოდეს და არავის.
თუ რწმენა შეგიძლიათ, ეს სუტრა დაგეხმარებათ. გწამდეს, რომ ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლისაღმავსებელი ხარ. თქვენ უკვე ასეთი ხართ, და ამიტომ მხოლოდ ამის რწმენის ხარჯზეც კი თქვენგან გარეთ გამოვა ყველაფერი, რაც თქვენშია დაფარული, რაც თქვენგან იმალება. მაგრამ ამის დაჯერება ამ ოცდაათ პროცენტსაც კი გაუჭირდება, რადგან ისინიც განპირობებულნი არიან დაიჯერონ ის, რასაც ადგილი არ აქვს. ისინიც ასევე განპირობებულნი არიან ეჭვისთვის, სკეპტიციზმისთვის; მათ იციან თავიანთი შეზღუდულობები, მაშ, როგორ შეუძლიათ სწამდეთ? და თუ სწამთ, ადამიანები გიჟებად თვლიან. უ თქვენ ამბობთ, რომ გწამთ, რომ თქვენს შიგნით ყოვლისმომცველი ხართ, ყოვლისშემძლე ხართ, ღვთაებრივი ხართ, ადამიანები შემოგხედავენ და იტყვიან, რომ თქვენ უბრალოდ შეიშალეთ. თუ გიჟი არ ხართ, როგორ შეგიძლიათ დაიჯეროთ მსგავსი რამ?
მაგრამ ეცადეთ. დაიწყეთ სულ თავიდან. მიაღწიეთ ამ მოვლენის თუნდაც მცირე შეგრძნებას, და მაშინ რწმენაც გაჩნდება. თუ ამ ტექნიკის გამოყენება გსურთ, მოიქეცით შემდეგნაირად. დახუჭეთ თვალები და იგრძენით, რომ არ გაქვთ სხეული, იგრძენით, თითქოს სხეული გაქრა, დადნა. მაშინ თქვენ შეძლებთ იგრძნოთ, რომ ყველაფერს აღავსებთ. როცა სხეული არსებობს, ამის შეგრძნება რთულია. აი, რატომ ასწავლის ბევრი ტრადიცია, რომ თქვენ — არ ხართ სხეული, რადგან როდესაც სხეული არსებობს, შეზღუდვაც არსებობს. იმის შეგრძნება, რომ თქვენ — არ ხართ სხეული, არც ისე რთულია, რადგან თქვენ მართლა არ ხართ სხეული. ეს უბრალოდ განპირობებულობაა, ეს უბრალოდ აზრია, რომელიც თქვენს გონებას თავს მოახვიეს. თქვენი გონება გაჟღინთეს იმ აზრით, რომ თქვენ — სხეული ხართ.
არსებობს მოვლენები, რომლებიც ამის დემონსტრირებას ახდენს. შრი-ლანკაში ბუდისტი ბერები ცეცხლზე დადიან. ამას ინდოეთშიც აკეთებენ, მაგრამ ის, რაც შრი-ლანკაში ხდება, — ძალზე იშვიათი მოვლენაა: მათ შეუძლიათ საათობით იარონ და არ დაიწვან.
ზუსტად რამდენიმე წლის წინ, ერთი ქრისტიანი მისიონერი წავიდა იქ, რათა ეს ყვლაფერი ენახა. ბერები ცეცხლზე იმ ღამეს დადიან, როცა ბუდა გასხივოსნებული გახდა, სავსემთვარეობის ღამეს, რადგან ისინი თვლიან, რომ სწორედ ამ დღეს გაეხსნა სამყაროს, რომ სხეული - ეს არაფერია, მატერია - ეს არაფერია; რომ შინაგანი არსი ყოვლისმომცველია და ცეცხლს არ შეუძლია მისი დაწვა. მაგრამ იმისთვის, რომ ცეცხლზე იარონ, ბერები მთელი წლის განმავლობაში ახდენენ თავიანთი სხეულის განწმენდას პრანაიამის, სუნთქვითი ვარჯიშებისა და მარხვის მეშვეობით. ისინი მედიტირებენ, რათა გაასუფთავონ თავიანთი გონება, დააცარიელონ იგი. ისინი განუწყვეტლივ ემზადებიან მთელი წლის განმავლობაში. ისინი ცხოვრობენ იზოლირებულ კელიებში და ეძებენ შეგრძნებას, რომ არ მიეკუთვნებიან თავიანთ სხეულებს. მთელი წლის განმავლობაში ჯგუფი, რომელიც ორმოცდაათი-სამოცი ბერისგან შედგება, გამუდმებით ფიქრობს იმაზე,რ ომ ისინი თავიანთ სხეულში არ იმყოფებიან. ერთი წელი - დიდი ვადაა. ყოველი წამი, მხოლოდ ერთზე ფიქრობენ, რომ ისინი - არ არიან სხეულები და გამუდმებით შთააგონებენ საკუთარ თავს, რომ სხეული - ეს ილუზიაა, და შედეგად ბერები იჯერებენ ამას. და მათ არავინ აიძულებს ცეცხლზე გავლას. ისინი ცეცხლთან მიჰყავთ, და ის, ვინც ფიქრობს, რომ არ დაიწვება, ცეცხლში ხტება. ზოგიერთი ეჭვში რჩება, ყოყმანობს - მათ ცეცხლში გადახტომის ნებას არ აძლევენ, რადგან საქმე იმაში არაა, დაწვავს თუ არა მათ ცეცხლი, საქმე მათ ეჭვშია. თუ ისინი ოდნავ მაინც ეჭვობენ, მათ აჩერებენ. ასე რომ, ემზადება სამოცი ადამიანი, ხოლო ხტება ზოგჯერ ოცი, ზოგჯერ ოცდაათი. ისინი საათობით ცეკვავენ ცეცხლში და არ იწვებიან.
ის მისიონერი ამის სანახავად 1950 წელს გაემგზავრა. იგი ძალზე გაკვირვებული იყო ამ ყველაფრით, მაგრამ იფიქრა, რომ თუ ბუდასადმი რწმენას შეუძია ასეთი საოცრების მოხდენა, მაშნ რატომ არ შეუძლია იგივე იესოსადმი რწმენას? იგი ამაზე ფიქრობდა რაღაც დროის განმავლობაში, ცოტას ყოყმანობდა, შემდეგ კი იმ აზრით, რომ თუ ბუდა ეხმარება, იესოც დაეხმარება, ცეცხლშ ჩახტა. იგი დაიწვა. ძალიან დაიწვა; იძულებული იყო, რომ ექვსი თვით საავადმყოფოში წოლილიყო. მას არ შეეძო ამ მოვლენის გაგება. საქმე იესოშ ან ბუდაშ არ იყო, საქმე რწმენაშ იყო. და სწორედ ეს რწმენა უნდა ჩატენოთ გონებაში. თუ თქვენი არსების შუაგუულამდე არ მიაღწევს, იგი მუშაობას არ დაიწყებს.
ეს ქრისტიანი მისიონერი ინგლისში დაბრუნდა, რათა შეესწავლა ჰიპნოზი, მესმერიზმი და თანმხლები მოვლენები, და გაეგო, თუ რა ხდება ცეცხლზე სიარულის დროს. შემდეგ ორი ბერი ოქსფორდშ მიიწვიეს დემონსტრაციისთვის. ბერები ჩავიდნენ და ცეცხლზე გაიარეს. ექსპერიმენტი ბევრჯერ ჩატარდა. ერთხელ ბერებმა შეამჩნიეს, რომ ერთი პროფესორი დაჟინებით უყურებდა მათ და ისე იყო გართული, რომ მისი თვალები და სახე ექსტაზს გამოხატავდნენ. ბერები მივიდნენ პროფესორთან და უთხრეს: „თქვენც შეგიძიათ ამის გაკეთება“. იგი მაშინვე მათთან ერთად გადახტა ცეცხლში და არაფერი არ დაემართა. არ დაიწვა.
ის ქრისტიანი მისიონერიც ასევე ესწრებოდა ამ ყველაფერს. მან კარგად იცოდა, რომ ეს პროფესორი ლოგიკის პროფესორი იყო, ადამიანი, რომელიც პროფესიის მიხედვით ეჭვიანი გახლდათ, რომლის პროფესიაც ეჭვს ემყარებოდა. ამიტომ მან უთხრა პროფესორს: «თქვენ სასწაული მოახდინეთ! მე ვერ შევძელი ეს, არადა მორწმუნე ვარ».
პროფესორმა უთხრა: «ამ მომენტში მეც მორწმუნე ვიყავი. თავად ეს მოვლენა იმდენად რეალური იყო, იმდენად ფანტასტიურად რეალური, რომ ბოლომდე შემიპყრო. ისე ცხადი იყო, რომ სხეული - ეს არაფერია, ხოლო გონება - ყველაფერი, და იმდენად აღტაცებულად განვეწყვე ამ ორი ბერის მიმართ, რომ როდესაც მიმიწვიეს, წამიერი ყოყმანიც კი არ მქონდა ეს უბრალოდ გასეირნება იყო, თითქოს ცეცხლი არც ყოფილიყოს».
არ იყო ყოყმანი, არ იყო ეჭვი - აი, რაშია გასაღები.
ამიტომ თავდაპირველად გამოსცადეთ შემდეგი ექსპერიმენტი. იჯექით დახუჭული თვალებით რამდენიმე დღის განმავლობაში და უბრალოდ იფიქრეთ, რომ თქვენ - სხეული არ ხართ. და თუ თვალდახუჭული ზიხართ, იქმნება დისტანცია. თქვენი სხეული უფრო და უფრო შორს მიდის. თქვენ საკუთარი თავის სიღრმისკენ მოძრაობთ. იქმნება უზარმაზარი დისტანცია. მალე თქვენ იგრძნობთ, რომ სხეული არ ხართ. როდესაც გრძნობთ, რომ სხეული არ ხართ, მაშნ შეძლებთ, რომ ყოვლისმომცველად, ყოვლისშემძლედ, ყოვლისმცოდნედ იგრძნოთ თავი. ამ ყოვლისშემძლეობას ან ყოვლისმცოდნეობას არაფერი აქვს საერთო ე.წ. ცოდნასთან; ესაა გრძნობა, აფეთქება გრძნობისა, რომ თქვენ იცით. ეს გაგებულ უნდა იქნას, განსაკუთრებით დასავლეთელი ადამიანების მიერ, რადგან როცა არ უნდა თქვათ, რომ იცით, შეგეკითხებიან: «და რა? რა იცით?» ცოდნა ობიექტური უნდა იყოს. თქვენ უნდა იცოდეთ რაღაც. და თუ ეს რაღაცა იცით, თქვენ ვერ იქნებით ყოვლისმომცველი, ვერავინ ვერ იქნება, რადგან ამისთვის საჭიროა ფაქტების ურიცხვი რაოდენობის შეცნობა. ამ თვალსაზრისით ვერავინ ვერ იქნება ყოვლისმცოდნე.
აი, რატომ ეცინებათ დასავლეთში, როცა ჯაინები ამბობენ, რომ მაჰავირა იყო სარვაჯია, ყოვლისმცოდნე. ეცინებათ, იმიტომ, რომ თუ მაჰავირა ყოვლისმცოდნე იყო, მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა, რასაც მეცნიერება ახლა ხსნის, და ისიც კი, რასაც მეცნიერება მხოლოდ მომავალშ აღმოაჩენს. მაგრამ ცხადია რომ ეს ასე არაა. იგი ბევრს ამბობდა ისეთს, რაც მეცნიერებას ეწინააღმდეგებოდა, რაც ვერ იქნებოდა ჭეშმარიტება, რაც ფაქტებით არ დასტურდებოდა. მისი ცოდნა, თუ იგი ყოვლისმომცველია, უშეცდომო უნდა იყოს, მაგრამ შეცდომები არის.
ქრისტიანები ამბობენ, რომ ყოვლისმცოდნე იესო იყო. მაგრამ თანამედროვე გონებას გაეცინება ამაზე, რადგანაც იგი არ იყო ყოვლისმცოდნე - ყოვლისმცოდნე ყველა ფაქტის შეცნობის თვალსაზრისით. მან არ იცოდა, რომ დედამიწა მრგვალია, მან არ იცოდა ეს. იგი ფიქრობდა, რომ დედამიწა ბრტყელია. მან არ იცოდა, რომ დედამიწა მილიონობით წლებია არსებობს, მას სჯეროდა, რომ ღმერთმა იგი ოთხიათასი წლით ადრე შექმნა. იმაშ, რაც შეეხება ფაქტებს, ობიექტურ ფაქტებს, იგი არ იყო ყოვლისმცოდნე.
მაგრამ ეს სიტყვა «ყოვლისმცოდნე» სრულიად სხვა რამეა. როცა აღმოსავლეთის ბრძენები ამბობენ «ყოვლისმცოდნეს», ისინი არ გულისხმობენ ყველა ფაქტის შეცნობას — ისინი გულისხმობენ ყოვლისცნობიერებას, ყოვლისგაცნობიერებას, ბოლომდე ყოფნას შიგნით, სრულ ცნობიერებას, გასხივოსნებას. ისინი არ ეხებიან რაიმეს შეცნობას, ისინი ეხებიან გაცნობიერების სუფთა მოვლენას - არა ცოდნას, არამედ თავად შეცნობის თვისებას. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბუდამ იცის, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ მან იცის იგივე, რაც ეინშტეინმა. მან არ იცის ეს ყველაფერი. იგი შემმეცნებელია. მან საკუთარი არსი იცის, და ეს არსი ყოვლისმომცველია. თავად ყოფიერების შეგრძნებაა ყოვლისმომცველი. და ამ შემეცნებაშ არ რჩება არაფერი, რაც შესაცნობია, აი, რაშია აზრი. უკვე აღარ რჩება ცნობისმოყვარეობა კიდევ სხვა რაიმეს შეცნობისთვის. გადაგდებულია ყველა კითხვა. არა ის, რომ ყველა პასუხი მიღებული იყოს; გადაგდებულია ყველა კითხვა. ყოველგვარი ცნობისმოყვარეობა გაქრა. არ არის ამოცანები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. ეს შინაგანი სიჩუმე, შინაგანი მდუმარება, აღვსილი შინაგანი სინათლით, უსასრულოდ შეიცნობს. აი, რა იგულისხმება ყოვლისმცოდნეობაში. ეს სუბიექტური გამოღვიძებაა.
თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ არაფერი მოხდება, თუკი გამუდმებით ამატებთ და ამატებთ ცოდნას თქვენს გონებაში. თქვენ ცოდნას ამატებთ მრავალი ცხოვრების განმავლობაში - თქვენ გეცოდინებათ რაღაც, მაგრამ არასოდეს გეცოდინებათ ყველაფერი. ყველაფერი - უსასრულოა, იგი ვერ იქნება შეცნობილი ამ სახით. მეცნიერება ყოველთვის დაუსრულებელი რჩება, იგი ვერასოდეს დასრულდება - ეს შეუძლებელია. შეუძლებელია წარმოიდგინოთ, რომ იგი დასრულებულ იქნება. სინამდვიულეში, რაც უფრო მეტი იცის მეცნიერებამ, მით უფრო მეტად რწმუნდება, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა იქნეს შეცნობილი.
ეს ყველაფრისმცოდნეობა - გაცნობიერებულობის შინაგანი თვისებაა. იმედიტირეთ და განაგდეთ თქვენი აზრები. როპცა არანაირი აზრი არ გაქვთ, თქვენ იგრძნობთ, რომ ამ ყოვლისმცოდნეობას წარმოადგენთ. როცა ფიქრები არაა, ცნობიერება სუფთა, გაწმენდილი ხდება. ამ გაწმენდილ ცნობიერებაში თქვენ არ გაქვთ არანაირი პრობლემა. ყველა კითხვა გადაგდებულია. თქვენ იცით საკუთარი თავი, საკუთარი არსი, ხოლო როდესაც იცით საკუთარი არსი, მაშინ ყველაფერი იცით, რადგან თქვენი არსი - ყველაფრის ცენტრია. სინამდვილეში, თქვენი არსი - ესაა ყველას არსი. თქვენი ცენტრი - სამყაროს ცენტრია. ამ თვალსაზრისით ამბობენ უპანიშადები: «აჰამ ბრაჰმასმი - მე ვარ ბრაჰმა, აბსოლუტი». თუკი თქვენი ყოფიერების ეს მცირე მოვლენა შეიცანით, ამით უსასრულობა შეიცანით. თქვენ წვეთს ჰგავხართ ოკეანეში: თუკი ერთი წვეთი მაინცაა შეცნობილი, ოკეანის ყველა საიდუმლო გახსნილია.
გწამდეს, რომ ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლისაღმავსებელი ხარ. მაგრამ ეს რწმენის მეშვეობით მოვა. ამაში საკუთარი თავის დარწმუნება შეუძებელია. შეუძებელია საკუთარი თავი დააჯეროთ რაიმე არგუმენტებით, თქვენ მოგიწევთ, რომ ღრმად შეხვიდეთ საკუთარ თავში, რათა ეს გრძნობა იპოვნოთ, ამ გრძნობის წყარო იპოვნოთ.
სიტყვა «რწმენა» ძალზე მნიშვნელოვანია. იგი არ ნიშნავს, რომ თქვენ რაიმე დარწმუნებულობა გაქვთ, რადგანაც დარწმუნებულობნა - ეს რაციონალური რამაა. თქვენ დარწმუნებული ხართ, რაღაც მტკიცებულებები გაქვთ. რწმენა ნიშნავს, რომ არანაირი ეჭვი არ გაქვთ, და არა იმას, რომ მტიცებულებები გაქვთ. დარწმუნებულობა ნიშნავს, რომ თქვენ მრკიცებულებები გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ, შეგიძლიათ იკამათოთ. შეგიძლიათ თქვათ: „ეს ასეა“. შეგიძლიათ განსაჯოთ. რწმენა ნიშნავს, რომ არანაირი ეჭვი არ გაქვთ. აქ თქვენ არ შეგიძლიათ იკამათოთ, არ შეგიძლიათ შემოიტანოთ რაციონალური საწყისი. თუ კითხვას დასვამთ, დამარცხდებით. მაგრამ თქვენში არსებობს შინაგანი საფუძველი - თქვენ გრძნობთ, რომ ეს ასეა. ეს შეგრძნებაა, და არა მსჯელობა.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასეთ ტექნიკებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ იმუშაონ, როცა თქვენს გრძნობასთან მუშაობთ, და არა თქვენს განსჯასთან. და ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ სრულიად უმეცარი, გაუნათლებელი, უკულტურო ადამიანები ადამიანური ცნობიერების მწვერვალებს აღწევდნენ, ხოლო კულტურული, განათლებული, გონიერი და რაციონალური ადამიანები - ხელიდან უშვებდნენ მას.
იესო ხურო იყო. ფრიდრიხ ნიცშე წერს სადღაც, რომ მთელ ახალ აღთქმაში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც რაღაც ღირს, რომელიც კულტურულია, განათლებულია, ფისოლოფიურ შემეცნებას ფლობს, ბრძენია - ეს ადამიანი პილატე პონტოელია, რომაელი მმართველი, რომელმაც იესოს ჯვარცმის ბრძანება გასცა. მართლაც, ის ყველაზე კულტურული ადამიანი იყო, გენერალ-გუბერნატორი, და მან იცოდა რა არის ფილოსოფია. ბოლო მომენტში, როცა იესო ჯვარზე უნდა გაეკრათ, პილატემ ჰკითხა მას: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს ძალიან ფილოსოფიური საკითხია.
იესო გაჩუმდა - არა იმიტომ, რომ ეს გამოცანა პასუხს არ იმსახურებს; პილატე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ღრმა ფილოსოფიის გაგება შეეძლო, - იესო გაჩუმდა იმიტომ, რომ მხოლოდ მათთან შეეძლო ლაპარაკი, ვისაც გრძნობის უნარი ჰქონდა.
იგი არ იყენებდა აზროვნებას. მას ფილოსოფიური კითხვა დაუსვეს. უკეთესი იქნებოდა, თუ ასეთ კითხვას უნივერსიტეტში, აკადემიაში დასვამდნენ. იესოსთვის ფილოსოფიური კითხვის დასმა უაზრობა იყო. იგი გაჩუმდა, რადგან პასუხის გაცემას აზრი არ ჰქონდა. ურთიერთობა შეუძლებელი იყო. მაგრამ ნიცშე - თავადაც გონების ადამიანი - განსჯის იესოს. მან თქვა, რომ იესო გაუნათლებელია, უკულტუროა, არაფილოსოფიური წყობის ადამიანია - და ვერ შეძლო პასუხის გაცემა, ამიტომაც გაჩუმდა. პილატემ მშვენიერი კითხვა დასვა. მას რომ ნიცშესთვის დაესვა ეს კითხვა, იგი ამაზე წლობით იმსჯელებდა. „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს ერთი კითხვა საკმარისია, რომ წლობით განიხილო იგი. მთელი ფილოსოფია არის კიდეც ეს პრობლემა: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს ერთი კითხვა საკმარისია, რომ წლობით განიხილო იგი.
მთელი ფილოსოფია სწორედ ამ პრობლემას განიხილავს: „რა არის თავისუფლება?“ ერთი კითხვა - და მასში ჩართულია ყველა ფილოსოფოსი.
ნიცშეს კრიტიკა - ეს სინამდვილეში გონებით კრიტიკაა, გონებით განსჯაა. გონება ყოველთვის განიკითხავდა გრძნობის განზომილებას, ის ხომ ასეთი არამუდმივია, ასეთი იდუმალია. ის არის, თქვენ კი მას ვერაფერს ამბობთ მასზე. ის ან გაქვთ, ან არ გაქვთ. თქვენ ვერაფერს მოუხერხებთ მას, ვერ განიხილავთ მას.
თქვენში ასევე ბევრი რწმენაა, მაგრამ ეს რწმენები - მხოლოდ დარწმუნებულობებია; ისინი არაა რწმენები, რადგანაც თქვენ ეჭვი გეპარებათ მათში. თქვენ ეს ეჭვები თქვენივე არგუმენტებით გაანადგურეთ, მაგრამ ისინი მაინც არიან. თქვენ მათზე ზიხართ, მაგრამ ისინი არიან. თქვენ გამუდმებით ებრძვით მათ, მაგრამ ისინი ჯერ არ მომკვდარან. ისინი ვერ მოკვდებიან. აი, რატომ შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრება ინდუსის ცხოვრება, მუსულმანის ცხოვრება, ქრისტიანის, ჯაინის ცხოვრება, მაგრამ ეს მხოლოდ დარწმუნებულობებია. რწმენა აქ არაა.
მე მოგიყვებით ერთ ისტორიას. იესომ დაავალა თავის მოსწავლეებს, რომ ნავით ტბის მეორე მხარეს გადაეცურათ, და დაამატა: „მე მოგვიანებით მოვალ“. ისინი წავიდნენ. როცა სწორედ ტბის შუაში იყვნენ, დიდი ქარი ამოვარდა, ტბა ისეთი მღელვარე გახდა, რომ მათ შეეშინდათ. ნავი ირწეოდა, ისინი კი ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ: „იესო, გვიშველე!“
ნაპირი, რომელზეც იესო იყო, უკვე ძალიან მოშორებით იყო ნავისგან, მაგრამ იესო მივიდა. ამბობენ, რომ მან წყალზე გადაირბინა. და პირველი, რაც მან მოსწავლეებს უთხრა, ეს იყო: „მცირედმორწმუნენო, რატომ ყვირიხართ? არ გჯერათ?“ ისინი პანიკაში იყვნენ. იესომ უთხრა: „თუ გჯერათ, გადმოდით ნავიდან და მოდით ჩემთან“. თვითონ ამ დროს წყალზე იდგა.
მათ თავიანთი თვალებით დაინახეს, რომ ის წყალზე იდგა, მაგრამ ამის დაჯერება მაინც ძნელი იყო. ალბათ თავისთვის ფიქრობდნენ, რომ ეს რაიმე ტრიუკი იყო, ან ილუზია, ან ეს იესო არ იყო. იქნებ ეშმაკი იყო, რომელიც აცდუნებდა მათ, ან კიდევ რაღაც სხვა. ამიტომ ერთმანეთს გადახედეს: „ვინ წავა პირველი?“
შემდეგ ერთი მოსწავლე გადმოვიდა ნავიდან და გაიარა. მას მართლაც შეეძლო სიარული. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. იგი წყალზე დადიოდა. როცა იესოსთან მივიდა, მან ჰკითხა: „როგორ? როგორ ხდება ეს?“
სასწაული მაშინვე გაქრა. „როგორ?“ - და ის უკვე წყლის ქვეშაა. იესომ ამოიყვანა და უთხრა: «მცირე რწმენის ადამიანო, რატომ კითხულობ „როგორ“»?
მაგრამ გონება კითხულობს - „როგორ?“ და „რატომ?“. გონება კითხულობს, კითხვებს სვამს. რწმენა ყველა კითხვას აგდებს. თუ თქვენ შეგიძლია ყველა კითხვა გადააგდოთ და დაიჯეროთ, მაშინ ეს ტექნიკები თქვენთვის სასწაულებს ჩაიდენენ.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...