მირჩა ელიადე -  საიდუმლო საზოგადოებები; ინიციაციისა და  განდობის რიტუალები

ავტორი: Admin
0
(0)

ავტორი: მირჩა ელიადე

მთარგმნელი: თამარ კვახაძე

თარგმნილია რუსული გამოცემიდან

წყარო

(ინიციაცია-რიტუალთა და წესთა ერთობლიობა, რომლებიც თან ახლავს ინდივიდის ან პირთა ჯგუფის ერთი ცხოვრებისეული მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში გადასვლას. პრიმიტიულ ხალხებში აღნიშნავს მომწიფების ასაკიდან ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაზე გადასვლას, ეზოთერულ რელიგიებში – საერო სამყაროდან საღმრთო ცხოვრების წესზე გადასვლას. როგორც წესი, ინიციაცია სამ ეტაპს მოიცავს: კანდიდატის მისთვის ჩვეული სამყაროდან განცალკევებას; გამოცდას, რომლის დროსაც კანდიდატმა წინააღმდეგობის გაწევის უნარი უნდა გამოავლინოს; მიღების, ანუ თვით დადგინების წესს.)

შესავალი

არსებობს მოსაზრება,  რომ ინიციაციის რიტუალის  გაუჩინარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი  ძირითადი მახასიათებელია. ინიცირება უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში.  რა თქმა უნდა, ქრისტიანობის სხვადასხვა ტენდენციები, ამა თუ იმ ხარისხით, ინარჩუნებს ინიციაციის საიდუმლოებას.  ასე რომ, ნათლობა, ძირითადი არსით, ინიცირების ერთ-ერთი რიტუალია; მღვდლის ხელდასხმა ასევე წარმოადგენს ინიციაციის რიტუალს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობა  გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებადი და მძლავრი რელიგია  მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავი გამოაცხადა ხსნის რელიგიად  და არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.  მეორე მხრივ, გვაქვს თუ არა უფლება თანამედროვე სამყაროს "ქრისტიანული" ვუწოდოთ მთელი თავისი უნივერსალურობით? თუ არსებობს ”თანამედროვე ადამიანის” ცნება, მაშინ ის შეიძლება ასეთად მივიჩნიოთ იმ ზომით, რომ მან თავად თქვას უარი საკუთარი თავის აღიარებაზე   ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში.  "თანამედროვე ადამიანის" თვითმყოფადობა, მისი ახალი მიდგომა ტრადიციულ კულტურებთან მიმართებაში- ეს, რა თქმა უნდა, არის მისი სურვილი განიხილოს თავი  ისტორიულ არსებად რადიკალურად დესაკრალიზებულ სამყაროში ცხოვრების სურვილით.  რამდენად მიაღწია წარმატებას თანამედროვე ადამიანმა თავისი იდეალის რეალიზებაში, ეს სხვა საკითხია, რომელსაც აქ არ ვეხებით. მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ იდეალს საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ სწავლებასთან და  უცხოა ტრადიციულ საზოგადოებების  რიგითი წევრისთვის.  ამ იმიჯის გაგებას და მიღებას  ტრადიციული საზოგადოების ადამიანი ცდილობდა ინიციაციების საშუალებით. ცხადია, არსებობს ინიცირების მრავალი სახეობა და ვარიაცია, რაც შეესაბამება სხვადასხვა სოციალურ სტრუქტურასა და კულტურის დონეს.  მაგრამ, აქ მთავარია, რომ ყველა თანამედროვეს წინა საზოგადოება - ის, რაც დასავლეთში არსებობდა შუა საუკუნეებამდე და დანარჩენ მსოფლიოში - პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე - დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინიცირების იდეოლოგიასა და ტექნიკებს.  ჩვეულებრივ, ინიცირება გაგებულია, როგორც რიტუალებისა და ზეპირი მითითებების ერთობლიობა, რომლის მიზანია ინიციაციის ობიექტის რელიგიური და სოციალური სტატუსის რადიკალურად შეცვლა.

ფილოსოფიური თვალსაზრისით, ინიციაცია ეგზისტენციალური მდგომარეობის ონტოლოგიური ცვლილების ტოლფასია. პროცესის ბოლოს, ნეოფიტი აბსოლუტურად განსხვავებულ არსებობის ფორმას პოულობს, ვიდრე ინიციაციამდე: ის ხდება განსხვავებული. ინიციაცია ასოცირდება სქესობრივ მომწიფებასთან და  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  თანამედროვეს წინა ადამიანის გასაგებად.  სადაც ისინი არსებობდნენ, ასაკის გარდასვლის წესები და რიტუალები სავალდებულო იყო ტომის ყველა ახალგაზრდისათვის. მოზრდილთა საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა რიგ რიტუალებში, წვრთნებში, შეეძინათ ცოდნა და გამოცდილება, რაც გამოადგებოდათ შემდგომ ცხოვრებაში.  მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა აღიარებული, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ინიცირებას ნეოფიტი შეჰყავს როგორც ადამიანთა საზოგადოებაში, ისევე სულიერი ღირებულებების სამყაროში. ის სწავლობს ქცევის წესებს, მოზრდილების ადათებს, აგრეთვე ტომის მითებსა და წმინდა ტრადიციებს, ღმერთების ისტორიას და  რაც მთავარია, მისტიკურ ურთიერთობებს ტომსა და ზებუნებრივ არსებებს შორის, იმ ფორმით, რომელშიც ისინი დამკვიდრდნენ სამყაროს დასაბამიდან.

თითოეულ პირველყოფილ საზოგადოებას აქვს მისტიკური ტრადიციების კრებული, საკუთარი "სამყაროს კონცეფცია", რომელსაც ახალი წევრები  ეცნობიან ინიცირების პროცესში. ნეოფიტი სულიერი ცოდნის მიღების ღირსი ხდება მხოლოდ სპეციალური მომზადების დასრულების შემდეგ, რადგან ყველაფერს, რაც ის შეისწავლის  არ წარმოადგენს "ცოდნას" ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. ეს არის ობიექტური ინფორმაცია და შეუძლია გაუმჯობესდეს და გამდიდრდეს განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. მისთვის სამყარო არის ზებუნებრივი არსების ქმნილება, ქმნილება ღვთიური და შესაბამისად წმინდა თავისი არსით. ადამიანი ცხოვრობს სამყაროში, რომელიც ზებუნებრივი წარმოშობისაა და შესაბამისად, მისი ფორმა და მისი შინაარსიც კი წმინდაა. სამყარო არის "ამბავი", რომელიც მოიცავს მის შექმნას ზებუნებრივი არსების მიერ და ყველაფრის შემდეგ, რაც მოჰყვა მას: გმირის ან მისტიკური წინაპრის ჩამოსვლა, მათი საგმირო საქმეები, სამყაროს შექმნასთან დაკავშირებული თავგადასავლები და საბოლოოდ მისი გაქრობა. 
 
ეს წმინდა ამბავი - მითოლოგია - საუბრობს საგნების ბუნებაზე,  იგი ადგენს ყველა ქცევით, სოციალურ და კულტურულ ნორმას. მას შემდეგ, რაც ადამიანი ზებუნებრივმა არსებამ შექმნა და გაანათლა,  მისი ყველა მოქმედება და საქციელი ეკუთვნის "წმინდა ისტორიას". ეს ისტორია ფრთხილად უნდა შენარჩუნდეს და ხელუხლებელი გადაეცეს ახალ თაობებს. წინაპრებმა ზებუნებრივი არსებისგან  მიიღეს ახალი კულტურული აღმოჩენები და გამოცხადებები. და რადგან ტრადიციულ საზოგადოებებს არსებითად არ აქვთ "ისტორიული" მეხსიერება, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე თაობაა საკმარისი იმისათვის, რომ ბოლოდროინდელმა ინოვაციამ ორიგინალური გამოცხადების სახე მიიღოს. დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ,  რომ ”ღია” ისტორიის წინაშე, ტრადიციული საზოგადოება ცდილობს დააკავშიროს თავის დროინდელი ყველა შენაძენი თავდაპირველ  დროსთან,  ყველა მოვლენას განიხილავს როგორც მარადიულს და მითიურს. პირველყოფილმა  საზოგადოებებმა ასევე განიცადეს ისტორიული ცვლილებები, თუმცა ძალიან მცირე. მათი ფუნდამენტური განსხვავება თანამედროვე საზოგადოებისგან ისტორიული ცნობიერების ნაკლებობაა. ამ ცნობიერების არარსებობა, უნდა ითქვას, გარდაუვალია, თუ გავითვალისწინებთ დროის და ანთროპოლოგიის კონცეფციას, რომელიც დამახასიათებელია წინაბიბლიური კაცობრიობისთვის. სწორედ ამ ტრადიციული ცოდნის საფუძველზე იძენენ ახალ ინიციაციებს. მოზარდებს დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიან მენტორები; ისინი იმყოფებიან საიდუმლო რიტუალებზე, გაივლიან წვრთნების სერიას, რომლებიც ინიცირების რიტუალის ნაწილია და პირველად შეხვდებიან წმინდანებს.
 
ინიციაციის რიტუალში შეტანილი წვრთნების და საცდელების უმეტესობა, მეტ-ნაკლებად მტკიცებულებებით, გულისხმობს რიტუალურ სიკვდილს, რასაც მოჰყვება აღდგომა ან ახლად დაბადება. ინიცირების ცენტრალური მომენტი წარმოდგენილია რიტუალით, რომელიც წარმოდგენილია ნეოფიტის სიკვდილისა და მისი სიცოცხლეში დაბრუნების შესახებ. მაგრამ ის ბრუნდება ცხოვრებაში, როგორც ახალი ადამიანი, რომელიც მომზადებულია არსებობის განსხვავებული სახისთვის. ინიციაციით სიკვდილი ამავდროულად ნიშნავს ბავშვობის, უვიცობის და გაუთვიცნობიერებლობის ფაზის დასრულებას. არქაულ აზროვნებაში სიკვდილზე უკეთესად არაფერი გამოხატავს "დასასრულის", სისრულის იდეას და კოსმოგონიაზე უკეთესად არაფერი გამოხატავს "შექმნის", "საქმის", "მშენებლობის" იდეას. კოსმოგონიური მითი სამაგალითო მოდელს წარმოადგენს ყველა სახის "ქმედებებისთვის". არაფერია უკეთესი პირობა შემოქმედებაში წარმატების მიღწევითვის (იქნება ეს სოფელი, სახლი თუ ბავშვი), ვიდრე კოსმოგონიური "ქმნილების" კოპირება. უფრო მეტიც, ვინაიდან კოსმოგონია პრიმიტიული ადამიანების თვალში, პირველ რიგში, ღმერთების შემოქმედებითი ძალაუფლების გამოვლინებაა და შესაბამისად, წარმოადგენს საკრალურ - სასწაულებრივ შეჭრას მის ცხოვრებაში, იგი პერიოდულად განმეორდებახოლმე სამყაროს და ადამიანთა საზოგადოების განახლების მიზნით. ეს სიმბოლური გამეორება ნიშნავს სამყაროს შექმნის საწყისი მოვლენების გამეორებას და აქედან გამომდინარე, ღმერთების არსებობის და მათ შემოქმედებით ძალის დადასტურებას. დასაწყისში დაბრუნება ხდება წმინდა ძალების ახალი გააქტიურების გამო, რომლითაც თავი პირველად წარმოაჩინეს. სამყაროს აღდგენა, როგორც ეს იყო მისი დაბადების მომენტში, ღმერთების პირველი საქმეების განხორციელებაა. "სწორედ ამ დროს" კაცობრიობა და მთელი კოსმოსი ხდება "როგორც დასაწყისში", ანუ სუფთა, უმწიკვლო, ძლიერი, ეფექტური  და უსაზღვრო შესაძლებლობების პოტენციალით.
  
კოსმოგონიის თითოეულ რიტუალურ გამეორებას წინ უსწრებს სიმბოლური დაბრუნება "ქაოსში". ხელახლა შექმნამდე ჯერ უნდა განადგურდეს ძველი სამყარო. ასე რომ, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა რიტუალები შეიძლება ორ მთავარ კატეგორიას მივაკუთვნოთ:
 
1)     რიტუალები, რომლებიც ქაოსის დაბრუნებას განასახიერებენ (ცეცხლის ჩაქრობა, "ბოროტების" და ცოდვილობის გამოვლინება,  ჩვეულებრივი ქმედების საწინააღმდეგო ქცევა, ორგიები, მიცვალებულთა მოსვლა და ა.შ.); 

2)     რიტუალები, რომლებიც კოსმოგონიის სიმბოლოა (ახალი ცეცხლის ანთება, მიცვალებულთა წასვლა, ღმერთების მიერ სამყაროს შექმნის "ინსცენირება", მომავლის საზეიმო წინასწარმეტყველება და ა.შ.). ინიციაციის რიტუალის სცენარებში "სიკვდილი" შეესაბამება ქაოსის დროებით დაბრუნებას, ეს არის "გარკვეული ტიპის არსებობის დასასრულის"  გამოხატულება, კერძოდ, როგორიცაა უვიცობა და ბავშვური უპასუხისმგებლობა. გარდაცვალების ადგილას სიკვდილი ქმნის "ცარიელ ფირფიტას" (tabularasa), რომელზეც ჩაიწერება ცოდნა, რომელიც აუცილებელია ახალი ადამიანის ფორმირებისთვის.
 
ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ახალი ცხოვრების ჩასახვის სხვადასხვა ფორმებზე -მაგ. სულიერზე. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ახალი ცხოვრება ჭეშმარიტ ადამიანად არსებობას გულისხმობს, რადგან იგი ღიაა სულიერი ფასეულობებისთვის. ის, რაც ზოგადი ტერმინით ”კულტურა” გაგებულია, მოიცავს ყველა გონებრივ აქტივობას და მხოლოდ ინიციაცირებულებისთვისაა არის ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ სულიერ ცხოვრებაში მონაწილეობა ხდება რელიგიური განსაცდელების საშუალებით, რომლებსაც იწყებს ინიცირების დროს. ახალი დაბადების ან აღდგომის ყველა რიტუალი და მათში მოცემული სიმბოლოები მიუთითებს იმაზე, რომ დამწყები პირი დაიშვება  არსებობის სხვა ფორმაში, ეს კი მიუწვდომელი მათთვის, ვინც არ გაიარა ინიცირების განსაცდელები, რომლებმაც არ შეიმეცნეს რაა სიკვდილი. გავიხსენოთ არქაული მენტალიტეტის ეს თვისება - რწმენა შეუძლებელია შეიცვალოს ერთი მდგომარეობთ წინას განადგურების გარეშე. ამ შემთხვევაში, ზრდასრული რომ გახდეს, ბავშვი უნდა "მოკვდეს" მოზარდში. ”დასაწყისის” ეს დაჟინებული იდეა ნაკარნახევია აბსოლუტური საწყისის, ანუ კოსმოგონიის იდეით. იმისათვის, რომ რამე კარგად გაკეთდეს, ახალგაზრდამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ეს ხდებოდა "პირველად". ამ "პირველამდე"  არ არსებობდა არაფერი- არც  ცხოველი არც ფრინველი, არც  გარკვეული ქცევითი წესები. როდესაც არსებები "იმ დროს" (inillotempore) გაჩნდნენ, ეს მოხდა ღმერთების ნებით, რომლებმაც შექმნეს არაფრისგან ეს ყოფიერება.                                  

ინიციაციის დროს სიკვდილი აუცილებელია, როგორც სულიერი ცხოვრების "დასაწყისი". მის ფუნქციას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ სიკვდილი ამზადებს დაბადებას ცხოვრების უმაღლესი ფორმისთვის, უმაღლესი დანიშნულებისთვის. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ინიცირებაში სიკვდილი წარმოდგენილია სიბნელით, კოსმოსური ღამით, ტელურული მატრიცით, ქოხით, ურჩხულის წიაღით და ა.შ. ყველა ეს სურათი გამოხატავს გაურკვევლობის მდგომარეობას, ლატენტურ ფორმას (კოსმოსოგონიურ ქაოსამდე) და არა სრულ გაქრობას (იმ გაგებით, რომლითაც თანამედროვე ადამიანი წარმოიდგენს სიკვდილს). 
 
რიტუალური სიკვდილის სურათები და სიმბოლოები მსგავსია აღმოცენების, ემბრიონის ფორმებისა: ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ ახალი სიცოცხლე უკვე მომზადების პროცესშია. როგორც ქვემოთ ვაჩვენებთ, ინიცირების რიტუალში არის სიკვდილის სხვა ფუნქციებიც. ასე რომ, ეს საშუალებას გვაძლევს მოვხვდეთ გარდაცვლილთა და წინაპართა საზოგადოებაში. მაგრამ აქაც მაინც შეიძლება განვიხილოთ დასაწყისის იგივე სიმბოლიკა: სულიერი ცხოვრების დაწყება ამ შემთხვევაში ხდება სულებთან შეხვედრის შემდეგ. პრიმიტიული ადამიანის აზრის მიხედვით, ადამიანს ქმნიან; მარტო  მას არ შეუძლია "შექმნას საკუთარი თავი". მას "ქმნიან" მოხუცები, სულიერი მრჩეველები ზებუნებრივი არსებების მეშვეობით. ნამდვილი ადამიანი რომ გახდე, მითიური მოდელის მსგავსი უნდა იყო. ადამიანი თავს თავს ასეთად გრძნობს, როდესაც იგი შეწყვეტს არსებობას "ჩვეულებრივ ადამიანად" და ის კვლავ იქმნება ნიმუშად ტრანსადამიანური კანონის შესაბამისად. "ახალი დაბადება" ინიციაციის დროს არ არის "ბუნებრივი", ბიოლოგიური, თუმცა ზოგჯერ იგი გამოიხატება სამეანო სიმბოლოებით. ეს არის დაბადება ზებუნებრივი არსების მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ადამიანი არის ღვთიური ქმნილება, რომელიც შექმნილია ზებუნებრივი არსების ძალითა და ნებით. ის არ ეკუთვნის "ბუნებას" (თანამედროვე, სეკულარიზებული გაგებით), არამედ წმინდა ისტორიას. მეორე დაბადების დაწყებისთანავე არ მეორდება პირველი, ბიოლოგიური. იმისათვის, რომ გახდეს ინიცირებული არსება, უნდა იცოდეს ის რეალობები, რომლებიც არ ეკუთვნის "ბუნებას", მაგრამ ეხება ზებუნებრივი არსების ბიოგრაფიას, ანუ მითებში დაცულ წმინდა ისტორიას. 
    
მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებზე, ან მაგალითად  მზეზე, მითები მათ აკავშირებს რეალობასთან, რომელიც არ ეკუთვნის "ბუნებას" იმ გაგებით, რასაც თანამედროვე ადამიანი აყალიბებს მზის განმარტებაში. პრიმიტიული ადამიანისთვის ბუნება არ არის მხოლოდ "ბუნებრივი", იგი ამავე დროს არის ზებუნებრივი, ანუ ის არის როგორც წმინდა ძალების გამოვლინება, ასევე ტრანსცენდენტალური რეალობის შიფრი. მითების ცოდნა სულაც არ ნიშნავს, როგორც ისინი ფიქრობდნენ გასულ საუკუნეში, ცოდნის მიღებას გარკვეული კოსმოსური მოვლენების (მზის რიტმების, მთვარის ციკლების, მზარდი სეზონების და სხვა) კანონზომიერებებიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმის ცოდნა, თუ რა ხდებოდა სამყაროში, რა გააკეთეს ღმერთებმა და გმირებმა განმანათლებლებმა - მათი საქმეები, მათი თავგადასავლები, დრამები. საბოლოოდ, უნდა ვიცოდეთ ღვთიური ისტორია, რომელიც ამის მიუხედავად რჩება "ისტორიად", ანუ  მნიშვნელოვან და ურთიერთდაკავშირებულ არაპროგნოზირებადი მოვლენების სერიებად. თანამედროვე ენაზე შეიძლება ითქვას, რომ ინიციაცია წერტილს უსვამს "ბუნებრივი ადამიანს" არსებობას და შეყავს ნეოფიტი კულტურაში. მაგრამ პრიმიტიული საზოგადოებებისათვის კულტურა არ შექმნა ადამიანმა, მისი წარმოშობა ზებუნებრივია. უფრო მეტიც, კულტურის წყალობით ადამიანი ამყარებს კონტაქტს ღმერთების სამყაროსთან და სხვა ზებუნებრივ არსებებთან და  უზიარებს მათ შემოქმედებით ენერგიას. ზებუნებრივი არსების სამყარო არის სამყარო, რომელშიც ყველაფერი პირველად გაჩნდა: პირველი ხე, პირველი ცხოველი და პირველი მოქმედება და  მას შემდეგ რიტუალურად განმეორდა( გარკვეული გზით სიარული,  გარკვეული საკვები ფესვების ამოთხრა, ნადირობა გარკვეულ სეზონში და ა.შ.). ამ სამყაროში ღმერთები და გმირები შეხვდნენ ერთმანეთს, წარმოთქვეს გარკვეული ტექსტები, დაადგინეს გარკვეული წესები და ა.შ. მითები გვაცნობენ,  რომ სამყაროში, რომლის "აღწერა" შეუძლებელია,  შესაძლებელია მხოლოდ მის შესახებ "თხრობა", რადგან იგი მოიცავს თავისუფალი მოქმედებების ისტორიას, არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებებს , ზღაპრულ გარდაქმნებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არის ამბავი ყველაფერ მნიშვნელოვანზე რაც მოხდა სამყაროს შექმნის შემდეგ, ყველა იმ მოვლენაზე, რამაც ხელი შეუწყო ადამიანს გახდეს ის, რაც დღეს არის. ნეოფიტი, რომელიც ინიცირების გზით არის შეყვანილი ტომის მითოლოგიურ ტრადიციებში, ასევე შეყვანილია სამყაროს და კაცობრიობის წმინდა ისტორიაში.
    
ამიტომაა,  რომ ინიციაცია ძალიან ბევრს ნიშნავს თანამედროვეს წინა  ადამიანის გასაგებად. მისადმი სერიოზული,  შიშით შემოსაზღვრული მიდგომით პრიმიტიული საზოგადოების ადამიანმა აიღო პასუხისმგებლობა სულიერი ფასეულობების მიღებისა და გადაცემისათვის.

(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე ისრით ან სარჩევით - ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით)

თუ გსურთ ხელი შეუწყოთ ამ და სხვა წიგნების თარგმას, დონაციებზე ინფორმაციისთვის გადადით ამ ლინკზე.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალო...

კარლოს კასტანედა -

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა ...

იარე ფეხების გარეშე, იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე

იარე ფეხების გარეშე იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე ეს არის...

რობერტო ასაჯოლი - ფსიქოსინთეზი

მთარგმნელი: მამუკა გურული (წარმოგიდგენთ წიგნის მხოლოდ იმ ნაწილის თარგმანს, რ...

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ა...

სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ...