რუდოლფ შტაინერი - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?"

რუდოლფ შტაინერი
5
1

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან მეოცე საუკუნის დიდი მეცნიერის, დოქტორ რუდოლფ შტაინერის (1861-1925 წწ.) ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებუ...

ცვლილებანი იდუმალთმოწაფის სიზმრების სფეროში

 

ცვლილებანი იდუმალთმოწაფის სიზმრების სფეროში

იდუმალთმოწაფის სიზმრების სფეროში მომხდარი ცვლილებანი ნიშნავს, რომ მან წინა თავში აღწერილ განვითარების საფეხურს უკვე მიაღწია ან მალე მიაღწევს. აქამდე მისი სიზმრების არეული და თვითნებური იყო. ამიერიდან ისინი მოწესრიგებულნი ხდებიან. მათი ხატებანი აზრიან კავშირს ამყარებენ ერთმანეთთან ცხოვრებისეული წარმოდგენების მსგავსად. მათში ახლა შესაძლებელი ხდება კანონის, მიზეზის და ქმედების ამოცნობა. იცვლება აგრეთვე სიზმრათა შინაარსიც. მაშინ როცა მოწაფე აქამდე მხოლოდ ყოველდღიურობის სხვადასხვა გამოძახილს, გარემოს მიერ ან საკუთარი სხეულის მდგომარეობით გამოწვეულ, ჩამოუყალიბებელ შთაბეჭდილებებს აღიქვამდა, ახლა თავს იჩენენ ხატებანი, რომლებიც აქამდე უცნობის სამყაროდა წარმოსდგებიან. თავდაპირველად სიზმართა სფეროს ზოგადი ხასიათი უცვლელი რჩება, სიზმრების ფხიზელი წარმოდგენისაგან ხომ იმით განსხვავდება რომ იგი სათქმელს სურათ-ხატოვანი სახით იძლევა. სიზმართა სფეროს ყურადღებიან დამკვირვებელს არ გამოეპარება ეს სურათხატოვნება. მაგალითად ადამიანი სიზმარში ხედავს, რომ დაიჭირა რომელიღაც ამაზრზენი ცხოველი და ამის გამო ხელებზე უსიამო შეგრძნება აქვს, მას გამოეღვიძება და ხედავს, რომ ხელში საბნის კიდე ჩაუბღუჯავს, ამრიგად, აღქმა თავს ნამდვილი სახით კი არ ავლენს, არამედ სურათხატის საშუალებით. ან ვთქვათ, ადამიანს ესიზმრება, რომ გაურბის მდევარს. ამ დროს მას შიში ეუფლება, გამოღვიძებისას იგი შეამჩნევს, რომ ძილის დროს გაუხშირდა გულის ცემა. კუჭი, რომელიც ძნელად მოსანელებელი საკვებითაა სავსე, იწვევს შიშისმომგვრელ სიზმრებს. მძინარე ადამიანის გარემოში მიმდინარე პროცესები აგრეთვე ირეკლებიან სიზმარში სურათხატების სახით. საათის რეკვამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენება ჯარის, რომელიც მწყობრად მიაბიჯებს დაფდაფების ხმაზე. სკამის წაქცევამ შესაძლოა მთელი დრამა გამოიწვიოს სიზმარში - მაგალითად, დაცემის ხმა აირეკლოს გასროლად და ა.შ. სურათ-ხატოვანი ხასიათი აქვთ აგრეთვე იმ ადამიანების მოწესიგებულ სიზმრებსაც, რომლის ეთერული სხეულიც განვითარებას იწყებს, მაგრამ მისი სიზმრები აღარ აირეკლავენ მხოლოდ ფიზიკურ გარემოში ან გრძნობად სხეულში მომხდა ფაქტებს. გარდა იმისა რომ წესრიგდებიან ფიზიკური საგნებით გამოწვეული სიზმრები, მათში შემოერევიან აგრეთვე ისეთი სიზმრეული სურათ-ხატებიც, რომლებიც სხვა სამყაროს საგანთა და ურთიერთშესაბამისობათა გამოვლინებაა.

ადამიანი თავიდან ისეთ გამოცდილებას იღებს ამ სფეროში, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივი მღვიძარე ცნობიერისთვის. მხოლოდ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვირწმუნოთ, რომ რომელიმე ჭეშმარიტი მისტიკოსი რაიმე სარწმუნო ცნობებს ზენა სამყაროს შესახებ საფუძვლად უდებს მის მიერი სიზმარში განცდილს. ამგვარი სიზმარეული განცდები განხილული უნდა იქნას როგორც პირველი ნიშანი უმაღლესი განვითარებისა. მალე შედეგის სახით თავს იჩენს ფაქტი, რომ იდუმალთმოწაფის მიერ სიზმარში ნანახი ხატებანი აღარ უსხლტებიან გონების გააზრებულ მართვას, არამედ ამ უკანასკნელის მიერ მოწესრიგდებიან და მწყობრად მიმოიხილებიან მღვიძარე ცნობიერები წარმოდგენათა და შეგრძნებათა მსგავსად. სულ უფრო და უფრო ჰქრება გასხვავება სიზმარეულსა და მღვიძარე ცნობიერებას შორის. სიზმრის მნახველი ადამიანი ასეთ დროს მღვიძარე რჩება ამ სიტყვის სრული გაგებით. ეს კი ნიშნავს, რომ იგი იქცევა საკუთარი ხატოვანი წარმოდგენების მეუფედ და წინამძღოლად.

სიზმრის ადამიანი ფაქტიურად იმყოფება იმ სამყაროში, რომელიც ფიზიკური სამყაროსგან განსხვავდება. ადამიანს განუვითარებელი სულიერი ორგანოებით სხვა არაფერი შეუძლია, თუ არა ზემოაღწერილი აბნეულ შთებეჭდილებების შექმნა. მისთვის ეს ისევეა მისაწვდომი, როგორც ფიზიკური სამყარო ჩანასახოვანი თვალის მქონე არსებათათვის, ამადაც, ადამიანს ამ სამყაროში არ შეუძლია რაიმეს დანახვა გარდა ყოველდღიურობის ანაბეჭდებისა და ანარეკლებისა. ამას ის სიზმაში იმიტომ ხედავს, რომ სამშვინველი თავის ყოვედღიურ აღქმებს შთაბეჭდავს იმ სხვა სამყაროს შემადგენელ ნივთებში. ჩვენთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ ადამიანი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან ერთად ეწევა არაცნობიერ, მეორე ცხოვრებას ნაგულისხმევ სხვა სამყაროში. ყოველივეს, რასაც ის აღიქვამს და იაზრებს, აღბეჭდავს ამ სამყაროში. ამ ანაბეჭდების დანახვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანს განვითარებული აქვს ლოტოსის ყვავილები. ყოველ ადამაინს გააჩნია ლოტოსის ყვავილების ჩანასახი. ჩვეულებრივ მღვიძარე ცნობიერებაზე მყოფს არ შეუძლია მათი საშუალებით რამეს აღქმა, ვინაიდან ზენა სამყაროს მიერ გამოწვეული შთაბეჭდილებანი მასში ძალზე სუსტია. ეს იმავე მიზეზის გამო ხდება, რა მიზეზითაც დღისით ვარსკვლავები ჩანს, ისინი ადამაინის აღქმამდე ვერ აღწევენ მზის მძლავრი ნათების გამო. ამადაც, სუსტ სულიერ შთაბეჭდილებებს მნიშვნელობა აღარ აქვს ფიზიკურ გრძნობათა ძილიერი შთაბეჭდილების პირისპირ. როდესაც ძილის დროს გარეგან გრძნობათა ბჭენი დახშულია, ხსნებული შთაბეჭდილებანი იწყებენ უწესრიგო წამონათებას, სიზმრის მნახველისთვის თავს იჩენენ სხვა სამყაროში მიღებული გამოცდილებანი. თუმცა როგორც ითქვა, ეს გამოცდილებანი სხვა არაფერია, თუ არა ფიზიკურ გრძნობებს მიჯაჭვული მისი წარმოდგენის მიერ სულიერი სამყაროში გაკეთებული ანაბეჭდები. მხოლოდ განვითარებული ლოტოსის ყვავილი იძლევა საშუალებას იმ გამოვლინებათა მისანიშნებლად, რომლებიც არ განეკუთვნებიან ფიზიკურ სამყაროს. განვითარებული ეთერული სხეულის წყალობით ხდება შემდგომში ახლებური გაგება სხვა სამყაროებიდან წამოსული ამ უწყებებისა. ასე იწყება ადამიანის ურთიერთობა ახალ სამყაროსთან.

ამჯერად ადამიანმა იდუმალთგანსწავლისას მიღებული მითითებებით უწინარეს ყოვლისა ორ რასმე უნდა მიაღწიოს. თავდაპირველად შესძლოს სრულიად ნათლად, როგორც სიფხიზლეში, გაიხსენოს სიზმარში ჩატარებულისდაკვირვებანი ამჯერად ფხიზელ მდგომარეობაში. სულიერი შთაბეჭდილებისკენ მიქცეული მისი ყურადღება ამრიგად ისე გაიწვრთნება, რომ შთაბეჭდილებანი როდი გაჰქრებიან ფიზიკური განცდების პირისპირ, არამედ იგი შესძლებს მათ შენარჩუნებას ამ უკანასკნელათან ერთად.

თუ იდუმალთმოწაფემ მოიპოვა ეს უნარებეია, მისი სულიერი მხედველობის წინაშე გაჩნდება წინა თავში აღწერილი სურათი. მას უკვე შეუძლია აღიქვას, თუ რა წარმოადგენს სულიერ სამყაროში ფიზიკური სამყაროს პირველმიზეზს. და, უწინარეს ყოვლის, ძალუძს შეიცნოს საკუთარი მეობა ამ სამყაროში. მისი შემდეგი ამოცანაა გარკვეულწილად შეეთვისოს ამ უმაღლეს მეობას, ანუ განიხილოს ის თავის ჭეშმარიტ არსებად და შესაბამისად მოიქცეს. მასში სულ უფრო და უფრო ისადგურებს წარმოდგენა და ცოცხალი განცდა იმისა, რომ მის მიერ უწინ ქვენა მე-დ წოდებული არსება სხვა არაფერი იყო, თუ არა იარაღი უმაღლესი მეობისა. მას ქვენა მეობის მიმართ ისეთივე შეგრძნება უჩნდება, როგორც გააჩნია გრძნობადი სამყაროთი შეზღუდულ ადამიანს მის მიერ გამოყენებული ხელსაწყოს ან მიმოსვლის საშუალებისადმი და როგორც ეს უკანასკნელი თუნდაც რომელიმე ფორანს არ ჩათვლის საკუთარ მე-დ მაშინაც კი თუ ის იტყვის: „მე მივემგზავრები“, ან „მე მივდივარ“, ასევე განვითარებული ადამიანი, რომელიც ამბობს: „მე შევდივარ კარში“ გულისხმობს _ „მე შემაქვს ჩემი სხეული კარში“. ეს იმდენად თავისთავად ცხადი ცნება უნდა იყოს, რომ ერთი წამითაც არ უნდა დაჰკარგოს მან მყარი ფიზიკური ნიადაგი ფეხქვეშ, მასში ამის გამო არასოდეს უნდა იჩინოს თავი გაუცხოებამ ფიზიკური სამყაროს მიმართ. თუ კი იდუმალთმოწაფეს არ სურს მეოცნებედ ან მეზღაპრედ გადაქცევა, მან უმაღლესი ცნობიერებით არ უნდა გააღარიბოს თავისი წუთისოფელი ფიზიკურ სამყაროში, არამედ გაამდიდროს იმის მსგავსად, ვინც ფეხით სიარულის ნაცვლად მგზავრობისთვის მატარებელს იყენებს.

თუ იდუმალთმოწაფემ შესძლო ცხოვრება თავის უმაღლეს მეობაში, შემდგომ ან სულაც უმაღლესი ცნობიერების გათავისების პროცესში - მისთვის ნათელი გახდება, თუ როგორ უნდა შესძლოს სულიერი აღქმის ძალის გამოღვიძება გულის არეში წარმოქმნილ ორგანოში და როგორ მართოს მისი საშუალებით წინა თავში აღწერილი დინებები. აღქმის ეს ძალა უმაღლესი ნივთიერების ელემენტია, რომელიც ხსნებული ორგანოდან გამოდის და მოელვარე მშვენიერების სახით გადმოიღვრება მბრუნავ ლოტოსის ყვავილებზე ან მოძრაობს განვითარებული ეთერული სხეულის სხვა არხების გავლით. ის აქედან ანათებს გარეთ, გარემომცველ სულიერ სამყაროში და მას სულიერად საჩინოდ ხდის ისევე, როგორც საგნებზე დაცემული მზის შუქი ფიზიკურად ათვალსაჩინოებს მათ. თუ როგორ წარმოიშობა გულის ორგანოში აღქმის ეს ძალა, ეს თანდათანობით გახდება გასაგები თავად განვითარების მსვლელობაში.

საგანთა და არსებათა სახით სულიერი სამყარო მკაფიოდ აღქმადი იმ ადამიანისათვის გახდება, რომელიც აღწერული მეთოდით შესძლებს აღქმის ეს ორგანო საკუთარი ეთერული სხეულის გავლით წარგზავნოს გარესამყაროში, რათა სინათლე მოჰფინოს საგნებს. აქედან ჩანს, რომ სულიერი სამყაროს რაიმე საგნის სრულყოფილი შეცნობა მხოლოდ იმ პირობით მოხდება, თუ ადამიანი თავად მოჰფენს მას საკუთარი სულის სინათლეს. სინამდვილეში ის მე, რომელიც აღქმის ამ ორგანოს წარმოშობს, ადამიანის ფიზიკურ სხულში როდია, არამედ, როგორც ითქვა, მის გარეთ. გული ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი გარედან შიგნით აანთებს სულიერი ნათლის ორგანოს, ეს რომ სხვა ადგილას აენთო, ანალოგიურ ვითარებაში გამოწვეულ სულიერ აღქმებს აღარ ექნებოდათ რაიმე კავშირი ფიზიკურ სამყაროსთან. მაგრამ ადამიანმა ხომ მაღალი სულიერება სწორედ ფიზიკური სამყაროსკენ უნდა მიმართოს, ხოლო სულმა ადამიანითვე მოახდინოს ზემოქმედება სამყაროზე. გული ის ორგანოა, რომლის საშუალებითაც უმაღლესი მე თავის იარაღად აქცევს გრძნობად მეობას და საიდანაც ეს უკანასკნელი მართული იქნება.

 

თუმცა განვითარებულ ადამიანს სულიერი სამყაროს საგნების განსხვავებული შეგრძნება გააჩნია, საპირისპიროდ მხოლოდ ფიზიკური სამყაროს გრძნობადი აღქმის უნარის მქონდე ადამიანისგან. ეს უკანასკნელი თავს იგულებს გრძნობადი სამყაროს ერთ გარკვეულ ადგილას, ხოლო აღსაქმელი საგნები მისთვის გარეთ იმყოფებიან. სულიერად განვითარებული ადამიანი საპირისპიროდ თავს მის მიერ აღქმულ სულიერ საგნებთან ერთარსებად შეიგრძნობს, თითქოსდა მათ შიგნით. სინამდვილეში იგი ერთ ადგილიდან მეორესკენ მოგზაურობს სულიერ სივრცეში. ამადაც მას იდუმალთმეტყველების ენაზე მოგზაურს უწოდებენ; თავიდან მას არსად უჩნდება მშობლიური სახლის განცდა. ის რომ ამგვარად მოგზაური დარჩენილიყო, ვერ შესძლებდა ნამდვილად გაერკვია რაიმე საგანი სულიერ სივრცეში. და როგორც ფიზიკურ სივრცეში ამა თუ ის საგნის ან ადგილის დადგენა გარკვეული ამოსავალი წერტილის მიხედვით ხდება, ასევე უნდა მოხდეს ამ სამყაროშიც. აქ უნდა გამოიძებნოს რაიმე ადგილი, რომელიც ჯერ სულიერად დაწვრილებით უნდა იქნება გამოკვლეული და შემდეგ მოწაფის სამფლობელოდ იქცეს. ამ ადგილას საჭიროა სულიერი სამშობლო დაარსდეს, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი უნდა ჩადგეს მასთან რაიმე მიმართებაში. ფიზიკურ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ყველაფერს ისევე ხედავს, როგორც მას მის ფიზიკურ სამშობლოსთან დაკავშირებული წარმოდგენები განსაზღვრავენ. ბერლინელი ძალაუნებურად სხვანაირად აღწერს ლონდონს, ვიდრე პარიზელი, თუმცა სულიერ სამშობლოსთან მიმართებაში ეს სხვაგვარად ხდება, ვიდრე ფიზიკურთან. ამ უკანასკნელში ადამიანი საკუთარი მონაწილეობის გარეშე დაიბადა, მან ჭაბუკობისას ინსტიქტურად გაითავისა მთელი რიგი წარმოდგენები, რომლებიც მისდა უნებურად აშუქებენ ყოველივეს, სულიერი სამშობლო კი ადამიანმა თავად შეიქმნა, სრულიად ცნობიერად. იგი წარმოდგენებს ამოსავალ წერტილს მოწაფის ნათელი, თავისუფლებით აღსავსე მსჯელობისთვის. სულიერი სამშობლოს ამგვარ წარმონაქმნს იდუმალთმეტყველების ენაზე ეწოდება „ქოხის აშენება“.

სულიერი ხედვა განვითარების ამ საფეხურზე თავიდან ფიზიკურ სამყაროს ანტიხატებებზე ვრცელდება, რამდენადაც ისინი ეგრეთ წოდებულ ასტრალურ სამყაროში იმყოფებიან. ყოველივე ამ სამყაროში მყოფი, თავისი არსით მსგავსია ადამიანურ ლტოლვებისა, გრძნობებისა, გულისთქმათა და ვნებებისა. ისინი ენათესავებიან აგრეთვე ძალებს, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანის გარემომცველი ყველა საგნისთვის. მაგალითად, კრისტალი იღებს ფორმას იმ ძალთა მეოხებით, რომლებიც უმაღლესი ჭვრეტისას ჰგვანან ადამიანში მოქმედ ლტოლვას. მსგავს ძალთა მიერ წარიმართება წვენი მცენარის ძარღვებში, იფურჩქნებიან ყვავილები, ფეთქდებიან კვირტები. ყველა ეს ძალა განვითარებული სულიერი აღქმის ორგანოსთვის იღებს ფორმას და ფერს, ისევე როგორც ფიზიკური სამყროს საგნებს გააჩნიათ ფორმა და ფერი ფიზიკური თვალებისთვის. განვითარების აღწერილ საფეხურზე იდუმათმოწაფე ხედავს არამარტო კრისტალს ან მცენარეს, არამედ აღნიშნულ სულიერ ძალებსაც. ცხოვეულურ და ადამიანურ ლტოლვებს იგი არამარტო მათ მატარებელთა ფიზიკურ ცხოვრების გამოვლინებათა წყალობით ხედავს, არამედ უშუალოდ საგნებად აღიქვამს, ზუსტად ისევე, როგორც ფიზიკურ სამყაროში - მაგიდას ან სკამებს. ცხოველის ან ადამიანის ინსტიქტების, ლტოლვების, სურვილების და ვნებების მთელი სამყარო იქცევა მისთვის აურად, ასტრალურ ღრუბლად, რომელშიც გახვეულია ესა თუ ის არსება.

შემდგომში, განვითარების ამ საფხეურზე, ნათელმხილველი აღიქვამს ისეთ საგნებსაც, რომლებიც თითქმის ან სავსებით უსხლტებიან გრძნობად შენეცნებას. მაგალითად, მას შეუძლია შენიშნოს ასტრალური განსხვავება ორ სივრცეს შორის, რომელთაგანაც ერთში - ქვენა განწყობილების, ხოლო მეორეში კი - ამაღლებული განწყობის მქონე პიროვნებები იმყოფებიან. საავადმყოფოს არამარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ატმოსფეროც განსხვავებულია საცეკვაო დარბაზის ატმოსფეროსგან. სავაჭრო ქალაქში, ასტრალური გაგებით, სხვაგვარი ჰაერია, ვიდრე საუნივერსიტეტოში. თავიდან ნათელმხილველად ქცეულ ადამიანში ამგვარ საგანთა აღქმისუნარიანობა სუსტად იქნება განვითარებული. მას თავიდან ისეთივე დამოკიდებულება ექნება ხსენებულ საგნებთან, როგორიც გააჩნია ფიზიკური ადამიანის სიზმარეულ ცნობიერებას მღვიძარე ცნობიერებასთან. მაგრამ თანდათანობით იგი ამ საფეხურზე გამოიღვიძებს.

ნათელმხილველის უმაღლესი მიღწევა სულიერი ხედვის საფუძველზე არის ის, რომელზეც მას ადამიანურ და ცხოველურ ლტოლვათა ასტრალური ანტიხატებები წარმოუჩნდებიან. სიყვარულით აღსავსე მოქმედებას ახლავს სხვაგვარი ასტრალური თანამდევი მოვლენები, ვიდრე სიძულვილიდან გამომდინარეს. უაზრო გულისთქმა წარმოადგენს ამაზრზენ ასტრალურ ანტიხატებას; ამის საპირისპიროდ მშვენიერია რაღაც ამაღლებულისკენ მიმართული გრძნობა. ეს ანტიხატებანი ადამაინის ფიზიკური ცხოვრების პირობებში ოდნავ თუა შესამჩნევი. მათ ძალა ეცლებათ ფიზიკურ სამყაროში არსებობის პროცესით. მაგალითად, რაიმე საგნის სურვილი, გარდა საკუთარი გამოვლინებისა, წარმოქმნის სარკისებურ ანარეკლს ასტრალურ სამყაროში. თუ სურვილი შესაბამისი ფიზიკური საგნის მოპოვების შედეგად დაკამყოფილდება, ან თუ არსებობს ამგვარი დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მაშინ ანტიხატება ძალზე სუსტად გამოვლინდება. მთელი ძალით იგი მხოლოდ ადამიანის სიკვდილის შემდგომ იჩენს თავს, როდესაც მისმა სამშვინველმა, საკუთარი ბუნების შესაბამისად უნდა შეინარჩუნოს ეს სურვილი, მაგრამ სამაგიეროდ ვეღარ შესძლებს მის დაკმაყოფილებას შესაბამისი საგნის და ფიზიკური ორგანოს არარსებობის გამო. მაგალითად, სავსებით გარეგან გრძნობებზე შეჩერებულ ადამიანს სიკვდილის შემდგომაც არ დასტოვებს მიდრეკილება გემოთმოყვარეობისკენ. ამჯერად მას აღარ აქვს დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მას ხომ აღარ გააჩნია პირი. შედეგად კი სურვილი ჰბადებს განსაკუთრებით მძაფრ ანტიხატებას, რომელიც მას სიმშვინელს ძალზე აწვალებს. სამშვინველის დაბალი ბუნების ანტიხატებათა მიერ გამოწვეულ განსაცდელს სიკვდილის შემდგომ ეწოდება განცდები სამშვინველის საუფლოში, განსაკუთრებით კი გულისთქმათა სამყაროში. ისინი გაჰქრებიან მას შემდეგ, როდესაც სამშვინველი განსწმენდს საკუთარ თავს ფიზიკური სამყაროსკენ მიმართულ გულისთქმათაგან. მერმედ სამშვინველი ამაღლდება უფრო ზენა საუფლოში (სულიერ სამყაროში). თუმცა ფიზიკურად ცოცხალ ადამიანში ეს ანტიხატებანი სუსტია, ისინი მაინც არსებობენ და თან სდევენ მას საკუთარ გულისთქმათა ჩანასახის სახით, როგორც კომეტას სდევს თან კუდი. ნათელმხილველს შეუძლია მათი დანახვა, თუ განვითარების შესაბამის სფეროზეა.

ამდაგვარ და ამის მსგავს გამოცდილებათა შორის ცხოვრობს იდუმალთმოწაფე განვითარების აღწერილ ეტაპზე. ამ საფეხურზე მას არ შეუძლია უფრო მაღალი სულიერი განცდების მიღწევა. ხოლო აქედან მას ისევე მოუწევს შემდგომი ზესვლა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff