რუდოლფ შტაინერი - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება?"

რუდოლფ შტაინერი
5
1

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან მეოცე საუკუნის დიდი მეცნიერის, დოქტორ რუდოლფ შტაინერის (1861-1925 წწ.) ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებუ...

პიროვნების ნაწილებად დაშლა სულიერი განსწავლის დროს

 

პიროვნების ნაწილებად დაშლა სულიერი განსწავლის დროს

ძილის დროს ფიზიკურ გრძნობათა ორგანოები აღარაფერს ამცნობენ ადამიანის სამშვინველს. გარესამყაროს ჩვეულებრივი აღქმები აღარ მოედინებიან მასში ასეთი მდგომარეობისას. იგი სინამდვილეში იმყოფება ადამიანური ნაწილის, ეგრეთწოდებული ფიზიკური სხეულის გარეთ, რომელიც სიფხიზლისას ამცნობს გრძნობათა და აზროვნების აღქმებს. იგი დაკავშირებულია ნატიფ სხეულებთან (ეთერულ და ასტრაlულ სხეულებთან), რომლებიც უსხლტებიან ფიზიკური გრძნობის ორგანოებს, მაგრამ ამ ნატიფ სხეულთა მოქმედება არ წყდება ძილში. ისევე როგორც ფიზიკური სხეული ინარჩუნებს კავშირს ფიზიკური სამყაროს დანარჩენ საგნებთან და არსებებთან, განიცდის მათ ზემოქმედებას და თვითონაც მოქმედებს მათზე, ასევე ცხოვრობს სამშვინველი ზენა სამყაროში. ეს ცხოვრება გრძელდება ძილის დროსაც. ფაქტიურად, სამშვინველი ძილის განმავლობაში მთლიანად მოძრაობაში იმყოფება. ადამიანმა შეიძლება თავისი ამ მოქმედების შესახებ იქამდე არაფერი იცოდეს, ვიდრე მას არ ჩამოუყალიბდება სულიერი აღქმის ორგანო და ამის საშუალებით მას შეუძლია ისევე კარგად დააკვირდეს ძილში ყოველივეს, რაც მის გარშემო ხდება, ან რასაც თვითონ სჩადის, როგორც დღის განმავლობაში აკვირდება საკუთარ ფიზიკურ გარემოს ჩვეულებრივი გრძნობის ორგანოებით. იდუმალთაგანსწავლა (როგორც ეს ნაჩვენები იქნა წინა თავში) მდგომარეობს ამგვარი სულიერი გრძნობის ორგანოთა ჩამოყალიბებაში.

თუ იდუმალთაგანსწავლის მეოხებით ადამიანის ძილის სფერო ისე გარდაიქმნება, როგორც ეს წინა თავში იქნა აღწერილი, მას შეეძლება ამ მდგომარეობაში ცნობიერად დააკვირდეს გარემოში მომხდარს. მას შეუძლია თავისუფლად გაერკვეს საკუთარ გარემოში, ისევე როგორც ყოველდღიურ განცდებში - სიფხიზლისას ხდება ეს, ჩვეულებრივი გრძნობის ორგანოების წყალობით. აქვე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ყოველდღიური გარემოს აღქმა უკვე ითვალისწინებს ხელდასხმის უფრო მაღალ საფეხურს. განვითარების დასაწყისში იდუმალთმოწაფე აღიქვამს საგნებს, რომლებიც სხვა სამყაროს განეკუთვნებიან, ისე რომ ვერ შეამჩნევს მათ კავშირს ყოფით საგნებთან.

ის, რაც სიზმრებისა და ძილის სფეროდან მოტანილი დამახასიათებელი მაგალითებით გათვალსაჩინოვდება, ყოველთვის სახეზეა ხოლმე ადამიანებთან მიმართებაში. სამშვინველი განუწყვეტლივ ცხოვრობს ზენა სამყაროებში და მოქმედებს ამ უკანასკნელის წიაღში. ამ სამყაროებიდან იგი იღებს მუხტს, რომელთა საშუალებითაც გამუდმებით ზემოქმედებს ფიზიკურ სხეულზე. მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკუთარი უმაღლესი ცხოვრება გაუცნობიერებელი რჩება, იდუმალთმოწაფეს კი იგი ჩამოჰყავს ცნობიერებამდე. ამის საშუალებით მისი ცხოვრება სრულიად იცვლება. ვიდრე სამშვინველს თვალი არ ახელია ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით, მის გაძღოლას თავის თავზე იღებენ ზემდგომი სამყაროული არსებანი. მსგავსად ოპერირების შედეგად თვალახელილი ბრმის შეცვლილი ცხოვრებისა, რომელიც უწინ თავის წინამძღოლს უნდა მინდობოდა იცვლება ადამიანის ცხოვრება იდუმალთგანსწავლის შედეგად. იგი ამგვარი წინამძღოლობიდან გაიზრდება და ამიერიდან თვითვე უნდა იკისროს საკუთარი გაძღოლა. როდესაც ეს მოხდება, ცხადია იგი ვერ ასცდება ისეთ ცდომილებებს, რომელთა შესახებაც არაფერი იცის ყოფითმა ცნობიერებამ. ახლა იგი მოქმედებს სამყაროდან, საიდანაც მასზე უწინ ზემოქმედებდნენ უმაღლესი ძალები ისე, რომ იგი ვერ აცნობიერებდა ამას. ეს ძალები ექვემდებარებიან მსოფლიოს საყოველთაო ჰარმონიას და იდუმალთმოწაფეც ამოდის ამ მსოფლიური ჰარმონიიდან. ახლა თვით უნდა მოიმოქმედოს ის, რასაც უწინ მისთვის სჩადიოდნენ მისისვე მონაწილეობის გარეშე.

რამდენადაც ეს ასეა, ამგვარი შინაარსის წიგნებში ბევრს საუბრობენ იმ საფრთხეთა შესახებ, რომლებიც ზენა სამყაროებში აღმასვლასთან არიან დაკავშირებულები. ამგვარად აღწერილ საფრთხეებს შეუძლიათ მფრთხალ სულებს მოჰგვარონ ჟრჟოლა ამ უმაღლეს ცხოვრებაზე ფიქრისას. და მაინც, უნდა ითქვას რომ ეს საფრთხეები თავს მხოლოდ მაშინ იჩენენ, როცა უგულებელჰყოფენ სიფრთხილის ზომებს. თუ პირიქით, ყველაფერი დაცული იქნება, რასაც ჭეშმარიტი იდუმალთაგანსწავლა რჩევის სახით იძლევა, მაშინ აღმასვლისას თუმც კი გაივლიან ძალით და ხარისხით ყველაფერს მასზე აღმატებულ განცდებს, რისი წარმოდგენაც გრძნობადით შეზღუდული ადამიანის ყველაზე გაბედულ ფანტაზიას შეუძლია; მაგრამ ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის ზიანის მიყენებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. ადამიანი ეცნობა საზარელ ძალებს, რომლებიც ყოველი მხრიდან ემუქრებიან სიცოცხლეს. აწ მას ხელეწიფება ისარგებლოს ზოგიერთი ისეთი ძალით და არსებით, რომლებიც მიუწვდომელნი არიან გრძნობადი აღქმისათვის. დიდია ცდუნება ამ ძალების დაუფლებისა საკუთარი, აკრძალული ინტერესებიდან გამომდინარე, ან მათი არასწორი გამოყენებისა ზენა სამყაროების შესახებ ნაკლული ცოდნის გამო. ზოგი რამ ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განცდებიდან (მაგალითად შეხვედრა „ზღურბლის გუშაგთან“) აღწერილი იქნება შემდეგ თავებში. მაგრამ საჭიროა დაფიქრება იმაზე, რომ სიცოცხლისადმი მტრულად განწყობილი ძალები არსებობენ მაშინაც, როდესაც მათ შესახებ არაფერი იციან. თუმცა მართალია ისიც, რომ მათი დამოკიდებულება ადამიანისადმი განისაზღვრება ზენა ძალთა მიერ და ეს დამოკიდებულება იცვლება, როდესაც ადამიანი ცნობიერად შედის მისთვის აქამდე დაფარულ სამყაროში. მაგრამ ამით, მისი ყოფიერება ახალ სიმაღლეს შესწვდება, ხოლო მისი ცხოვრებისეული წრე გამდიდრდება აქამდე არნახული საუფლოთი. ნამდვილი საფრთხე თავს იჩენს მაშინ, როდესაც იდუმალმოწაფე მოუთმენლობის ან არასაკმარისი მოკრძალების გამო ადრე მიითვისებს გარკვეულ დამოუკიდებლობას ზენა სამყაროთა გამოცდილებებთან დაკავშირებით; როდესაც არ შეუძლია მოცდა სანამ მას ნამდვილად წილ ხვდება საკმარისი განჭვრეტა ზეგრძნობადი კანონებისა. ამ სფეროში მორჩილება და მოკრძალება ბევრად უფრო ნაკლებადაა ცარიელი სიტყვები, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ეს უკანასკნელნი მოწაფეს გათავისებული აქვს მათი საუკეთესო გაგებით, მას შეუძლია უშიშრათ იგულვოს თავი, რამდენადაც მისი აღმასვლა ზენა ცხოვრებისაკენ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხოდ მოხდება. უწინარეს ყოვლისა, დაუშვებელია რაიმე დისჰარმონია უმაღლეს განცდებასა და ყოველდღიური ცხოვრების პროცესებსა და მოთხოვნილებებს შორის.

ადამიანის ამოცანა მთლიანად ამ დედამიწაზეა საძიებელი და ვინც თავს არიდებს საკუთარ ამოცანას დედამიწაზე და სურს რაღაც სხვა სამყაროში გაქცევა, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს რომ ვერასოდეს მიაღწევს მიზანს. მაგრამ ის, რასაც გარეგანი გრძნობები აღიქვამენ, მხოლოდ ნაწილია სამყაროსი. სულის საუფლოში იმყოფებიან ის არსებანი, რომლებიც ვლინდებიან გრძნობადი სამყაროს ხდომილებებში. სულთან წილნაყარი უნდა გახდე, რათა შეძლო მის გამოცხადებათა გადმოტანა გრძნობად სამყაროში. ადამიანი გარდაქმნის დედამიწას, რამდენადაც მასში ჩანერგავს, რასაც სულის საუფლოში შეიმეცნებს. ესაა მისი ამოცანა. მას უნდა სურდეს სულიერ სამყაროსკენ აღმასვლა, რადგანაც ფიზიკური დედამიწა დამოკიდებულია ამ უკანასკნელზე. და მას ძალუძს ჭეშმარიტი ზემოქმედება დედამიწაზე, თუ ის წილნაყარია შემოქმედ ძალთა ფარულად დამტევ სამყაროსთან. თუ ამ განწყობით შევუდგებით იდუმალთაგანსწავლას და არცერთი წუთითაც არ გადავუხვევთ მიმართულებას, არ უნდა გვეშინოდეს თვით იოტისოდენა საფრთხისაც კი. არავინ არ უნდა შეიკავოს თავი იდუმალთაგანსწავლისაგან მოსალოდნელ საფრთხეთა გამო. მაგრამ ყოველი ადამიანისათვის ეს შესაძლო საფრთხე უნდა იქცეს მკაცრ მოთხოვნად იმ თვისებათა შეძენისაკენ, რომელიც უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტ იდუმალთმოწაფეს.

ამ წინაპირობათა შემდგომ, რომლებიც მოწაფეს გზიდან ჩამოაცილებენ ყოველივე შიშის მომგვრელს, შეიძლება გადავიდეთ ცალკეულ, ეგრეთწოდებულ საფრთხეთა აღწერაზე. იდუმალმოწაფეში დიდ ცვლილებებს განიცდიან ზემოაღნიშნული ნატიფი სხეულები. ამგვარი ცვლილებები დაკავშირებულნი არიან სამშვინველის სამი ძირითადი ძალის - ნებელობის, გრძნობის და აზროვნების - განვითარების გარკვეულ პროცესებთან. ეს სამი ძალა იდუმალთგანსწავლის დაწყებამდე ერთმანეთთან უმაღლესი სამყაროული კანონებით მოწესრიგებულ კავშირში იმყოფებიან. ადამიანი როდი ისურვებს, გრძნობს ან ფიქრობს თვითნეურად. როდესაც მაგალითად ცნობიერებაში ამოტივტივდება გარკვეული წარმოდგენა, მას ბუნებრივი კანონების მიხედვით დაუკავშირდება გარკვეული გრძნობაც, ან კანონზომიერად მოჰყვება მასთან დაკავშირებული ნებელობისმიერი გადაწყვეტილება. ადამიანი შედის ოთახში, ჩათვლის, რომ ის დახუთულია და გააღებს ფანჯარას. მან ყური მოჰკრა, რომ დაუძახეს თავისი სახელი და მიჰყვება ამ ძახილს. მას ეკითხებიან და იგიც პასუხს სცემს. როდეაც ვინმე აყროლებულ საგანს ხედავს, მას უკმაყოფილების გრძნობა ეუფლება, ეს არის მარტივი კავშირები აზროვნებასა, გრძნობას და ნებელობას შორის, როდესაც თვალს გადავავლებთ ადამიანურ ცხოვრებას აღმოვაჩენთ რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში აგებულია ასეთ კავშირებზე. ადამიანის ცხოვრება ნორმალურად ჩაითვლება, როდესაც მასში შეინიშნება ადამიანური ბუნების კანონებზე დაფუძნებული კავშრი აზროვნებას, გრძნობას და ნებელობას შორის. ამ კანონების საწინააღმდეგოდ მოიქცეოდა ადამიანი, თუ მაგალითად აყროლებული საგნის დანახვისას კმაყოფილება დაეუფლებოდა ან პასუხს არ გასცემდა დასმულ შეკითხვებზე. ის წარმატებანი, რომელთაც მართებული აღზრდიდან ან სათანადო სწავლებიდან მოველით, ეფუძნება იმის დაშვებას, რომ აღსაზრდელში დამკვიდრდება ადამიანური ბუნებისთვის შესაფერისი კავშირი აზროვნებას, გრძნობასა და ნებელობას შორის. როდესაც ამ უკანასკნელს ვაცნობთ გარკვეულ წარმოდგენებს, ასეთ დროს დავუშვებთ, რომ ნასწავლი მოგვიანებით კანონზომიერ კავშირში შევა მის გრძნობებსა და ნებელობით გადაწყვეტილებებთან. ყოველივე ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ადამიანის ნატიფ მშვინვიერ ორგანიზმში გააჩნია თავისი გამოხატულება აგრეთვე უხეშ ფიზიკურ სხეულშიც. ამ უკანასკნელში ნებელობის ორგანოები გარკვეულად კანონზომიერ კავირში არიან აზროვნებისა და გრძნობის ორგანოებთან. გარკვეული აზრი ყოველთვის იწვევს გრძნობას ან ნებელობისმიერ ქმედებას. უმაღლესი განვითარებისას კი გაწყდებიან ის ძაფები, რომლებიც სამ ძირითად ძალას ერთმანეთთან აერთებს. თავიდან ეს გაწყვეტა უკვე დახასიათებულ ნატიფ მშვინვიერ ორგანიზმში ხდება. უფრო მეტად აღმასვლისას კი ეს დაყოფა მოიცავს ფიზიკურ სხეულსაც (მაგალითად, უმაღლესი სულიერი განვითარებისას ადამიანის ტვინი ფაქტიურად იშლება სამ ერთმანეთისაგან დაცალკევებულ ნაწილად. ეს დაშლა მიუწვდომელია ჩვეულებრივი გრძნობადი დაკვირვებისათვის და არ შეიძლება დაფიქსირდეს თვით ყველაზე მგრძნობიარე ინსტუმენტების მიერ, მაგრამ ნათელმხილველს გააჩნია მასზე დაკვირვების საშუალება. მაღალგანვითარებული ნათელმხილველის ტვინი იშლება სამ დამოუკიდებლად მოქმედ ნაწილად : ტვინი აზროვნებისა, გრძნობისა და ნებელობისა).

აზროვნების, გრძნობის და ნებელობის ორგანოები ამის შემდეგ სავსებით განთავისუფლდებიან ურთიერთისგან. მათ შორის კავშირი აღსდგება არა თავად მათში ჩადებული კანონებით, არამედ ადამიანის გამოღვიძებული უმაღლესი ცნობიერების საშუალებით, ამ ცვლილებას იდუმალთმოწაფე თვითვე ამჩნევს საკუთარ თავში, როდესაც არანაირი კავშირი აღარაა წარმოდგენასა და გრძნობას ან გრძნობასა და ნებელობის მიერ გადაწყვეტილებას შორის, თუ იგი თვითონ არ ამკვიდრებს ამ კავშირებს. აღარაფერი უბიძგებს მას აზრიდან მოქმედებაზე გადასვლას, თუ ის თავისუფლად არ გამოიწვევს ამ ბიძგს საკუთარ თავში. ამჯერად მას შეუძლია სრულიად უგრძნობი იდგეს ამა თუ იმ ფაქტის წინაშე, რომელსაც მასში მოწაფეობის დაწყებამდე მხურვალე სიყვარული ან გაბოროტებული სიძულვილი გამოუწვევია. მას შეუძლია სრული უმოქმედობა გამოავლინოს იმ აზრის თავში გავლებისას, რომელსაც უწინ ის მოქმედებისთვის შთაუგონებია. ნებელობისმიერ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მას შეუძლია ისეთ საქმეთა ჩადენა, რისთვისაც იდუმალთგანსწავლას მოკლებულ ადამიანს არ ექნებოდა თვით უმნიშვნელო საბაბიც კი. უდიდესი მიღწევა, რომელიც წილად ხვდება იდუმალთმოწაფეს, არის სრული ბატონობის მოპოვება სამი მშვინვიერი ძალის ურთიერთქმედებაზე: მაგრამ ამიერიდან მთელი პასუხისმგებლობა ამ ურთიერთქმედებაზე დაეკისრება მას.

მხოლოდ საკუთარი არსების ამ გარდაქმნის საშუალებით შეუძლია ადამიანს დაამყაროს ცნობიერი კავშირი გარკვეულ ზეგრძობად ძალებთან და არსებებთან. მის სამშვინველისეულ ძალებს გარკვეული ნათესაობა აკავშირებთ ძირითადად სამყაროულ ძალებთან. მაგალითად, იმ ძალას, რომელიც ჩადებულია ნებელობაში, შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ზენასამყაროს გარკვეულ საგნებსა და არსებებზე, აგრეთვე მათი აღქმა. მაგრამ ეს შესაძლებებლი გახდება ნებელობისთვის, თუ იგი სამშვინველის წიაღშივე განთავისუფლდება გრძნობისა და აზროვნებისაგან. როდესაც ეს კავშირი შეწყდება, ნებელობა განავრცობს თავისი მოქმედების არეს გარესამყაროში. იგივე ხდება აზროვნებისა და გრძნობის ძალებთან დაკავშირებითაც. როდესაც ვინმე სიძულვილის გრძნობას მომართავს, ნათელმხილველის მზერისთვის მას ექნება გარკვეული შეფერილობის მქონე ნატიფი, მანათობელი ღრუბლის სახე. ამგვარ ნათელმხილველს შეუძლია თავი დაიცვას სიძულვილის გრძნობისგან ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამინი ირიდებს მისკენ მიმართულ ფიზიკურ დარტყმას. სიძულვილი ზეგრძნობად სამყაროში ხილული მოვლენაა. ნათელმხილველისთვის შესაძლებელია მისი აღქმა, რამდენადაც ძალუძს საკუთარ გრძნობებში ჩადებული ძალის მიმართვა შიგნიდან გარეთ, ისევე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი მიმართავს გარესამყაროში თავის თვალთა აღქმისუნარიანობას. მსგავსად სიძულვილისა ეს ხდება გრძნობადი სამყაროს ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფაქტებტან დაკავშირებით. მათთან ურთიერთობის დამყარება ადამიანს შეუძლია თავისი სამშვინველის ძირითად ძალთა გამოთავისუფლების საშუალებით.

აზროვნების, გრძნობის და ნებელობის ზემოაღწერილი დაყოფის გამო იდუმალთმოწაფე იდუმალთმეტყველური მითითებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სამმაგი ცდომილება ადამიანის განვითარების მსვლელობაში. ამან შესაძლოა თავი იჩინოს, თუ შემეცნების გზაზე ხსენებული კავშირები უმაღლესი ცნობიერების იმგვარ დაწინაურებამდე გაწყდა, როდესაც ამ უკანასკნელს ჯერაც არ შეუძლია რიგიანი მართვა დაყოფილ ძალთა ჰარმონიულად მომაწესრიგებელი სადავეებისა.

წესით, ადამინის სამივე ძირითადი ძალა ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ერთნაირად როდი არიან განვითარებული. ერთ ადამინთან აზროვნება წინ უსწრებს გრძნობას და ნებელობას, მეორესთან რომელიმე სხვა ძალა აღემატება დანარჩენ ორს. ვიდრე უმაღლეს სამყაროულ კანონთა მიერ დადგენილი კავშირები ძალთა შორის შენარჩუნდება, ერთ-ერთ ძალის უპირატესობა დანარჩენ ორზე არ გამოიწვევს დიდი გაგებით დამაბრკოლებელ უწესრიგობას. მაგალითად, ნებისყოფიან ადამინში აზროვნება და გრძნობა ამ კანონების საშუალებით გამაწონასწორებლად მოქმედებენ და ხელს უშლიან მათზე აღმატებულ ნებელობას გადაიჭრეს უკიდურესობაში. როდესაც ასეთი ნებისყოფის მქონე ადამიანი იდუმალთგანსწავლის გზას შეუდგება, გრძნობის და აზროვნების კანონზომიერი ზეგავლენა სავსებით შეწყდება ძალის უზომო გამოვლენისაკენ დაუბრკოლებლად მიმართულ ნებაზე. თუ ამ დროს ადამიანი იმდენად ვერ ფლობს უმაღლეს ცნობიერებას, რომ თვითვე შესძლოს ჰარმონიის დამყარება, მაშინ ნებელობა შეუფერხებლად წავა თავის გზით. იგი გამუდმებით გადასძლევს ადამიანს. გრძნობა და აზროვნება სრულიად დაუძლურდებიან. ნებელობის ძალაუფლება ადამინს მონასავით გაიგდებს წინ. წარმოსდგება მოძალადის ნატურა, რომლის გაუთლელი ქმედებებიც ერთი-მეორეს მოჰყვებიან. მეორე გადახრა წარმოიშობა, როდესაც გრძნობა უზომოდ დააღწევს თავს კანონზომიერ მუხრუჭებს. თაყვანისცემისაკენ მიდრეკილი პიროვნება შესაძლოა გახდეს სხვებზე უზომოდ დამოკიდებული ისე, რომ დაჰკარგოს ყოველგვარი საკუთარი ნება და აზრი, ნაცვლად უმაღლესი შემეცნებისა იგი ჩავარდება საწყალობელ უძლურებაში და დაჰკარგავს ყოველგვარ ინდივიდუალობას.

თუ გრძნობათა სფერო აშკარად აღემატება სხვა სფეროებს, შესაძლებელია, რომ ღვთისმოსაობისკენ და რელიგიური აღმაფრენისკენ მიდრეკილი ნატურები აღმოჩნდნენ ხიბლში და რელიგიური მეოცნებეობა დასჩემდეთ. მესამე სახის უბედურება წარმოიქმნება მაშინ, თუ აზროვნება უპირატესობას მოიპოვებს სხვა ძალებზე. ამ შემთხვევაში თავს იჩენს ცხოვრებისადმი მტრულად განწყობილი საკუთარ თავში ჩაკეტილი ჭვრეტა. ასეთი ადამიანებისთვის სამყარო იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც იძლევა საშუალებას მათი უსაზღვროებამდე გაზრდილი სიბრძნის წყურვილის დასაკმაყოფილებლად. არანაირი აზრი არ უბიძგებს მათ მოქმედებისკენ ან გრძნობისკენ. ისინი ყველგან უმოქმედო, ცივ ნატურებად გამოიჩენენ თავს. ისინი გაურბიან ნებისმიერ შეხებას ყოველდღიური სინამდვილის საგნებთან, ეს უკანასკნელნი ამათთვის ზიზღის მომგვრელნი ან უკიდურეს შემთხვევაში, მნიშვნელობას სრულად მოკლებული რამაა.

ეს ის სამი მცდარი გზაა, რომელთაც შეიძლება დაადგეს იდუმალთმოწაფე: ძალმომრეობა, დანთქმა გრძნობებში ან ცივი, უსიცოცხლო მისწრაფება სიბრძნისაკენ. გარეგნული დაკვირვებისათვის, ისევე როგორც მატერიალისტური სასწავლო მედიცინისათვის ამგვარად გზას აცდენილი ადამიანი მცირედ თუ განსხვავდება შეშლილისგან ან სულ მცირე, ნერვიულად დაავადებული პირისაგან. ბუნებრივია, იდუმალთმოწაფე არ უნდა დაემსგავსოს მას. აქ საქმე სამშვინველის სამი ძირითადი ძალის აზროვნების, გრძნობის და ნებელობის ჰარმონიულ განვითარებაშია, ვიდრე ისინი დაეხსნებიან მათთვის დამახასიათებელ კავშირებს და დაექვემდებარებიან უმაღლეს ცნობიერებას. თუ შეცდომა ერთხელ მაინც დაშვებულ იქნა და ერთ-ერთმა ძალამ თავი აიშვა, უმაღლესი სამშვინველის დაბადება არასწორად მოხდება. თავაშვებული ძალა მოიცავს მაშინ ადამიანის მთელ არსებას. ზედმეტი იქნება ფიქრი იმაზე, რომ მოკლე ხანში ყველაფერი კვლავ წონასწორობაში მოვა. ის, რაც იდუმალთგანსწავლის დაწყებამდე ხასიათის უვნებელ თვისებად მოსჩანს და ახასიათებს ადამიანს ნებელობისმიერ, გრძნობისმიერ ან აზროვნებისმიერ ნატურად, იდუმალთმოწაფეში იმდენად გაიზრდება, რომ მის წინაშე შეიძლება სავსებით გაჰქრეს ცხოვრების ესოდენ მნიშვნელოვანი ზოგად - საკაცობრიო აზრი, ნამდვილად სერიოზულ საფრთხედ იგი გადაიქცევა მაშინ, როდესაც მოწაფე მოიპოვებს ძილის მდგომარეობაში განცდილის სიფხიზლეში შენარჩუნების უნარს. ვიდრე საქმე ეხება უბრალო გამონათებას ძილის ზოგიერთ მონაკვეთში, სიფხიზლისას საყოველთაო, სამყაროული კანონებით მოწესრიგებული გრძნობადი ცხოვრება ზემოქმედებას ახდენს სამშვინველის დაკარგულ წონასწორობაზე. ამადაც აუცილებელია იდუმალთმოწაფის ცხოვრება სიფხიზლისას მოწესრიგებული და ჯანმრთელი იყოს.

გარესამყარო სხეულისგან, სამშვინველისგან და სულისგან მოითხოვს ძლიერ, ჯანმრთელ აგებულებას და მოწაფის ცხოვრებაც რაც უფრო მეტად შეესაბამება ამ მოთხოვნებს, მით უკეთესი. ხოლო ცუდია, თუ ყოველდღიური ცხოვრება ამღგზნებად ან გამომფიტავად მოქმედებს მასზე. როდესაც მასში უდიდეს ცვლილებებთან ერთად გარეგანი ცხოვრებიდან მომდინარე დამანგრეველი ან შემაფერხებელი გავლენები იჩენენ თავს, მან ყოველივე უნდა შეუხამოს საკუთარ ძალებს, რაც შეაძლებინებს დაუბრკოლებელ ჰარმონიულ თანაარსებობას გარემოსთან. იგი უნდა მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ჰარმონიას აზიანებს, რაც მოუსვენრობას და მოჩქარეობას შემოიტანს მის ცხოვრებაში. აქ საქმე მხოლოდ ის როდია, რომ გარეგნულად ჩამოვიცილოდ ეს მოუსვენრობა და მოჩქარეობა, არამედ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი განწყობა, ზრახვანი, აზრები, აგრეთვე სხეულის ჯანმრთელობა აქედან გამოწველი მერყეობისაგან. იდუმალთგანსწავლისას ადამიანს ეს როდი გამოსდის ისე ადვილად, როგორც უწინ. უმაღლესი განცდები ამიერიდან ერევიან მის ცხოვრებაში და განუწყვეტლივ ახდენენ ზეგავლენას მის მთელ ყოფიერებაზე. თუ ამ უმაღლეს განცდებში რაღაც ვერ არის წესრიგში, მაშინ ყოველგვარ მოსალოდნელ ცდომილებას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მისი გადაცდენა სწორი გზიდან. ამადაც იდუმალთმოწაფეს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს ისეთი რამ, რაც განამტკიცებს მის მეუფებას საკუთარ არსებაზე. სული მუდამ თან უნდა ახლდეს მას, არასოდეს უნდა დაჰკარგოს მშვიდი დაკვირვების უნარი ცხოვრების მოცემულ ვითარებაში. თუმცა ჭეშმარიტი იდუმალთგანსწავლა თვითონ წარმოქმნის მასში ამ თვისებებს. ამგვარი იდუმალთგანსწავლისას ადამიანი ეცნობა ხსენებულ საფრთხეებს და იმავდროულად შესაფერის მომენტებში მოიპოვებს სრულ ძალას მათ აღმოსაფხვრელად.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff