არწივის ძღვენი

კარლოს კასტანედა
0
0

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

პროლოგი

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

პროლოგი

 მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოლოგი ვარ, ეს ნაწარმოები მკაცრად ანთროპოლოგიური ნაშრომი არ არის. თუმცა, მას თავისი ფესვები კულტურულ ანთროპოლოგიაში აქვს გადგმული, რომელსაც წლების წინ დაედო სათავე, როდესაც მოცემულ დისციპლინაში საველე ჩანაწერების წარმოება დავიწყე. იმ დროისთვის, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ მექსიკის ინდიელებში სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესწავლით ვიყავი დაინტერესებული.

 როგორც საკუთარი განვითარებისა და ზრდის შედეგი, ჩემი კვლევა წლების განმავლობაში სხვა რამეში გადაიზარდა. სამკურნალო მცენარეების შესწავლა შეცვალა რწმენათა სისტემის შესწავლამ, რომელიც, როგორც ჩანს, მინიმუმ ორი განსხვავებული კულტურის საზღვრებს გასცდა. 

 პიროვნება, რომელიც ჩემს საქმიანობაში აქცენტების ამგვარ ცვლილებაზე იყო პასუხისმგებელი, გახლდათ იაქი ინდიელი ჩრდილოეთ მექსიკიდან, დონ ხუან მატუსი, რომელმაც მოგვიანებით გამაცნო დონ ხენარო ფლორესი, მაზატეკი ინდიელი ჩრდილოეთ მექსიკიდან. ორივე მათგანი უძველესი ცოდნის პრაქტიკოსი იყო, რაც ჩვენს დროში საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ჯადოქრობა და რომელიც სამედიცინო ან ფსიქოლოგიური მეცნიერების პრიმიტიულ ფორმად არის მიჩნეული, მაგრამ სინამდვილეში უკიდურესად თვითდისციპლინირებული ტრადიცია და ექსტრემალურად დახვეწილი პრაქტიკაა. 

 ეს ორი ადამიანი უფრო მეტად ჩემი მასწავლებელი გახდა, ვიდრე უბრალოდ ინფორმატორი, მაგრამ შემთხვევითი გზით მაინც ვაგრძელებდი ჩემი ნაშრომის ანთროპოლოგიურ სამუშაოდ წარმოჩენას. წლების განმავლობაში ვცდილობდი გამეგო ამ სისტემის კულტურული მატრიცა, კლასიფიკაციური სქემა, მისი წარმოშობისა და გავრცელების ჰიპოთეზა. ეს ყველაფერი უშედეგო მცდელობები გამოდგა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სისტემის დამაჯერებელმა შინაგანმა ძალებმა შეაფერხა ჩემი ინტელექტუალური დევნა და მოვლენათა მონაწილედ ყოფნის როლში დამაბრუნა. 

 ამ ორი ძლიერი ადამიანის გავლენით, ჩემი ნამუშევარი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებად გადაკეთდა, იმ გაგებით, რომ იძულებული გავხდი მოვლენათა მონაწილედ გახდომის მომენტიდან მომეყოლა, თუ რა გადამხდა თავს. ეს თავისებური, განსხვავებული ავტობიოგრაფიაა, რადგან მე არ ვყვები როგორ მიდის ჩემი ყოველდღიური, შუახნის მამაკაცის ცხოვრება და არც ცხოვრების შედეგად წარმოქმნილი სუბიექტური მდგომარეობების შესახებ მოგითხრობთ. მე გატყობინებთ ჩემს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს, როგორც ურთიერთდაკავშირებული იდეებისა და პროცედურების უცხო ნაკრებთა პირდაპირ შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რწმენის სისტემამ, რომლის შესწავლაც მინდოდა, მთლიანად გადამყლაპა, ამიტომ, კრიტიკული გონების და კვლევათა თანმიმდევრობის შესანარჩუნებლად, აუცილებლად უნდა გამომეყენებინა დღიური, რომელშიც ყოველდღიურად ვაწარმოებდი ჩანაწერებს.

 ამ გარემოებების გამო, ახლა მე ვდგავარ განსაკუთრებული პრობლემის წინაშე, თუ რა გზით ავხსნა, რას ვაკეთებ ამჟამად. მე ძალიან შორს ვარ ჩემი წარმოშობისგან, იქნება ეს შუახნის ასაკის ადამიანი თუ მკვლევარი ანთროპოლოგი. პირველ რიგში, უნდა გავიმეორო, რომ ეს არ არის მხატვრული ნაწარმოები. რასაც მე აღვწერ, ჩვენთვის უცხოა, შესაბამისად, არარეალურად გვეჩვენება.

 რაც უფრო ღრმად შევედი ჯადოქრობის სირთულეებში, დავინახე, რომ ის, რაც თავიდან პრიმიტიულ რწმენად და პრაქტიკებად მეჩვენებოდა, ახლა უზარმაზარი და რთული სამყარო აღმოჩნდა. იმისთვის, რომ ეს სამყარო უკეთ გამეცნო და მის შესახებ მეტად გარკვევით გადმომეცა, საკუთარი თავი ბევრად უფრო რთულად და დახვეწილად უნდა გამომეყენებინა. იმას, თუ რა შემემთხვევა მომავალში, ვეღარ ვიწინასწარმეტყველებ. ასევე, ჩემს მიერ მოთხრობილიდან არაფერი შეესაბამება იმას, რაც სხვა ანთროპოლოგებმა იციან მექსიკელ ინდიელთა რწმენის სისტემების შესახებ. შესაბამისად, რთულ მდგომარეობაში ვიმყოფები. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის იმის აღწერა, რაც თავად შემემთხვა. მე არ შემიძლია კეთილსინდისიერების სხვა გარანტიის მოცემა, გარდა იმისა, რომ უკვე აღარ ვცხოვრობ ორმაგი ცხოვრებით, არამედ, ახლა უკვე ვალდებული ვარ, ჩემს ყოველდღიურობაში დავიცვა დონ ხუანის სისტემის პრინციპები.

 როდესაც ორმა მექსიკელმა ინდოელმა ჯადოქარმა, დონ ხუან მატუსმა და დონ ხენარო ფლორესმა მათი ცოდნა გადმომცეს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. მივხვდი, რომ ამის შემდეგ ჩემს ამოცანას წარმოადგენდა თავად მომეყარა იმ ყველაფრისთვის თავი, რაც მათგან ვისწავლე. 

 ამ დავალების შესრულებისას მექსიკაში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ დონ ხუანს და დონ ხენაროს კიდევ ცხრა შეგირდი ჰყავდა ჯადოქრობაში: ხუთი ქალი და ოთხი მამაკაცი. ყველაზე უფროს ქალბატონს დონა სოლედადი ერქვა. შემდეგი იყო მარია ელენა, მეტსახელად "ლა გორდა". შედარებით უმცროსები იყვნენ ლიდია, ჟოზეფინა და როზა, რომელთაც "პატარა დებს" ეძახდნენ. ოთხი მამაკაცი, მათი ასაკის თანმიმდევრობით, ყველაზე უფროსიდან, იყვნენ ელიჰიო, ბენიგნო, ნესტორი და პაბლიტო: ამ უკანასკნელთაგან სამ მამაკაცს "ხენაროებს" ეძახდნენ, რადგან ისინი ძალიან ახლოს იყვნენ დონ ხენაროსთან. 

 პაბლიტოს, ნესტორს და ელიჰიოს (რომელიც მათთან უკვე აღარ იყო) აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ წლების მანძილზე დამაჯერეს, რომ ოთხი გოგონა პაბლიტოს დები იყვნენ და დონა სოლედადი მათი დედა იყო. სოლედადს წლების განმავლობაში ვიცნობდი და პატივისცემის ნიშნად ყოველთვის დონა სოლედადს ვეძახდი, რადგან ასაკით თითქმის დონ ხუანის ტოლი იყო. ლიდიასაც და როზასაც ვიცნობდი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ზედმეტად ხანმოკლე და შემთხვევითი იყო იმისთვის, რათა გამერკვია, ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში. ლა გორდას და ჟოზეფინას მხოლოდ სახელით ვიცნობდი. ბენიგნოს შევხვედრილვარ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან. 

 ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, როგორც ჩანს, ყველა მათგანი თავის მხრივ ელოდა, როდის დავბრუნდებოდი მექსიკაში. მათ მაცნობეს, რომ დონ ხუანის ადგილი უნდა დამეკავებინა და მათი ლიდერი, ანუ ნაგვალი უნდა გავმხდარიყავი. ასევე მითხრეს, რომ დონ ხუანი, დონ ხენარო და ელიჰიო დედამიწიდან გაქრა. ქალებსაც და მამაკაცებსაც სჯეროდათ, რომ ისინი გარდაცვლილები არ იყვნენ: უბრალოდ სხვა სამყაროში შევიდნენ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებულ სამყაროში, რომელიც, მიუხედავად ამისა, თანაბრად რეალური იყო. 

 ქალები, განსაკუთრებით დონა სოლედადი, ჩასვლის მომენტიდან განსაკუთრებული ძალადობით შემხვდა. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუწყვეს ჩემში კათარსისის წარმოქმნას. მათთან კონტაქტმა ჩემს ცხოვრებაში იდუმალი აურზაური გამოიწვია. შეხვედრის მომენტიდანვე მკვეთრი ცვლილებები მოხდა ჩემს აზროვნებაში და ჩემს გაგებაში. ეს ყველაფერი ერთბაშად არ მომხდარა, ცნობიერ დონეზე. ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ, უფრო მეტად აღმოვჩნდი დაბნეული, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ქაოსის შუაგულში საოცარ სიმყარეს შევხვდი. ჩვენი შეტაკების შედეგად საკუთარ თავში ისეთი რესურსი აღმოვაჩინე, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.

 ლა გორდა და პატარა დები სრულყოფილი სიზმარმხილველები იყვნენ. მათ თავიანთი ნებით მომცეს მითითებები და საკუთარი მიღწევები მიჩვენეს. დონ ხუანმა სიზმარხილვის ხელოვნება აღწერა, როგორც ჩვეულებრივი სიზმრების სპეციალიზებული ძალით გარდაქმნის შესაძლებლობა კონტროლირებადი ცნობიერების ყურადღებაში, რომელსაც დონ ხუანი და დონ ხენარო მეორე ყურადღებას უწოდებდა. 

 ველოდი, რომ ხენაროები აპირებდნენ ჩემთვის მათი მიღწევების შესახებ ესწავლებინათ, დონ ხუანისა და დონ ხენაროს სწავლების კიდევ ერთ ასპექტთან, "სტალკინგის ხელოვნებასთან" დაკავშირებით. სტალკინგის ხელოვნება გამაცნეს, როგორც პროცედურებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სიტუაციიდან საუკეთესო მივიღოთ. მაგრამ იმას, რაც ხენაროებმა მითხრეს სტალკინგის შესახებ, არ გააჩნდა თანმიმდევრულობა და ძალა, რომელსაც ველოდი. მე დავასკვენი, რომ ისინი ან არ იყვნენ ამ ხელოვნების ნამდვილი პრაქტიკოსები, ან უბრალოდ არ სურდათ ჩემთვის ამის ჩვენება. 

 მე შევწყვიტე კითხვების დასმა, რათა ყველასთვის იმის საშუალება მიმეცა, რომ ჩემს გვერდით თავი მშვიდად ეგრძნოთ. ყველა მათგანი მოდუნდა და მენდობოდა, რადგან კითხვებს აღარ ვსვამდი და ნაგვალივით ვმოქმედებდი. თითოეული მათგანი ჩემგან ითხოვდა რჩევას და ხელმძღვანელობას. 

 ხელმძღვანელად ყოფნისთვის და ჯადოქრობის ხელოვნებაში უფრო ღრმად შესვლისთვის, მე ვალდებული ვიყავი ყველაფრისთვის გადამეხედა, რაც დონ ხუანმა და დონ ხენარომ მასწავლა. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff