თავი 2 - სიზმარხილვის მეორე კარიბჭე
სიზმარხილვის მეორე კარიბჭე
სიზმრის პრაქტიკის დროს მე აღმოვაჩინე, რომ ამ ხელოვნების სასწავლებლად მასწავლებელს აუცილებლად უნდა შეერჩია დიდაქტიკურ სინთეზზე დაფუძნებული მიდგომა. ამით იგი შეძლებს სწავლების იმ ნაწილის გამოვლენასა და გაძლიერებას რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს. რას მიაღწია დონ ხუანმა როცა პირველი დავალება მომცა? მას უნდოდა, რომ სიზმრის ყურადღება მევარჯიშებინა სიზმარში ნანახ ობიექტებზე ფოკუსირების გზით. მიმართულების ისრად დონ ხუანმა შემომთავაზა ჩაძინების მომენტის დაფიქსირება. მისი თქმა, რომ სიზმარში დანახული ობიექტების შესწავლა სიზმრის ყურადღების წვრთნაში გამომადგებოდა ნამდვილი მახე იყო.
როგორც კი ხელი მოვკიდე სიზმრის ხელოვნების პრაქტიკას მაშინვე მივხვდი, რომ სიზმრის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ გონებიდან გამომდინარე სიზმრის დონეზე არსებული ცნობიერება შეუძლებლად მეჩვენებოდა. დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ამგვარი წვრთნის საფუძველი სიმკტიცე, დაჟინებაა.ადრე თუ გვიან ამ სიმტკიცის წყალობით გონების დამცავი ბარიერები დაინგრევა, და ავანსცენაზე სიზმრის ყურადღება გამოდის.
რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი სიზმრის ობიექტებს სიზმრისვე ყურადღების წყალობით, ჩემში დაიწყო თავდაჯერების ზრდა. ეს იმდენად უცნაური იყო რომ მე დონ ხუანს მივმართე.
- თავდაჯერებულობის შეგრძნება ზუსტად ისაა რაც მეორე ყურადღების სფეროში შეგიყვანს, ამიხსნა მან.
- ახლა მოვითხოვ კიდევ უფრო ფხიზელ მიდგომას. უფრო დაკვირვებული იყავი, ნელა გააგრძელე გზა მაგრამ არ შეჩერდე და რაც მთავარია არ ილაპარაკო ამაზე. უბრალოდ იმოქმედე!
მე გავანდე მას, რომ უკვე მივაღწიე იმას, რასაც ის მოითხოვდა ჩემგან. და მართლაც როდესაც სიზმრის ობიექტებს ხანმოკლე მზერას მივაპყრობდი ისინი არ ქრებოდნენ. მე ვუთხარი, რომ ყველაზე რთული პირველი ბარიერის დაძლევაა, რომელიც სიზმარს ჩვენი ჩვეული ცნობიერების სფეროში შემოსვლას უშლის. მე მისი აზრი მაინტერესებდა, რადგან თავად ვთვლიდი, რომ ბარიერი წმინდა ფსიქოლოგიური თვისებაა განპირობებული ჩვენი სოციალური პირობითობით, რომელიც სიზმარს არც თუ სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს.
- ეს ბარიერი არა მხოლოდ პირობითობის შედეგია, - ამიხსნა მან, ეს სიზმრის პირველი კარიბჭეა. ახლა როცა შენ ის უკვე გადალახე, შენ უცნაურად გეჩვენება, როგორ არ შეგეძლო შეჩერებულიყავი როცა გინდოდა და სიზმრის ობიექტს დაკვირვებოდი. თუმცა ნუ იჩქარებ და ამას მიღწევად ნუ ჩათვლი. სიზმრის პირველი კარიბჭე ბუნებრივი წინააღმდეგობაა და მისი გადალახვა ენერგიის უბრალო ზრდით მიიღწევა.
შემდეგ დონ ხუანმა დაიჟინა რომ სიზმარზე მარტო მაშინ ილაპარაკებდა, როცა მეორე ყურადღების მდგომარეობაში ვიქნებოდი, ან როცა თავად ის ჩათვლიდა საჭიროდ. ის მთხოვდა ყველა შემთხვევაში გამეგრძელებინა სიზმრის პრაქტიკა, თავის მხრივ კი მპირდებოდა, რომ არაფერში ჩაერეოდა. სიზმრის ფორმირებას ეტაპობრივად ვეუფლებოდი და ისევ გამიჩნდა უცნაური შეგრძნება, რომელსაც არ მივაქციე ყურადღება. ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს რუში ვვარდები. ეს ზუსტად ჩაძინების მომენტში დგებოდა. დონ ხუანი არ ჩარეულა, მას არცერთხელ არ უთქვამს, რომ ეს შეგრძნებები უაზრო იყო, და მომცა ნება ჩამეწერა ყველაფერი რასაც საჭიროდ ჩათვლიდნენ. ახლა ვაცნობიერებ, რამდენად სულელურად გამოვიყურებოდი დონ ხუანის თვალში. ახლა ვფიქრობ რომ თუ ვინმესთვის სიზმრის პრაქტიკის სწავლება მომიწევს, მე ძირშივე გადავჭრი ამ სულელურ წამოწყებას. დონ ხუანი კი უბრალოდ ჩუმად დამცინოდა და ეგომანიაკს მეძახდა, რომელიც აცხადებდა, რომ საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნებას ებრძოდა და სინამდვილეში პირად დღიურს აწარმოებდა ყდაზე წარწერით „ჩემი სიზმრები“.
ყოველ შესაფერის დროს დონ ხუანი აღნიშნავდა, რომ სიზმრის ყურადღების გასათავისუფლებლად საჭირო ენერგია ჩვენს ხელთ უკვე არსებული ენერგიის მარაგის სწორად გადანაწილების ხარჯზე გამოთავისუფლდება. ის მართალი იყო. გამოთავისუფლებული სიზმრის ყურადღება ცხოვრების წესის კორექტირების შედეგია. რადგან არ არსებობს არანაირი სხვა ენერგიის წყარო რომელთან მიერთებაც შეგვიძლია, ბიძგის მისაღწევად ჩვენ გვიწევს იმ ენერგიის გადანაწილება, რომელსაც უკვე ვფლობთ.
ენერგიის გადანაწილების მექანიზმის ასამოქმედებლად საუკეთესო „საპოხს“ დონ ხუანის აზრით სწორედ ჯადოქრის გზა წარმოადგენდა. ხოლო ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევა საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნების დაკარგვა იყო. დონ ხუანი დარწმუნებული იყო, რომ ეს აუცილებელია ჯადოქრისთვის ნებისმიერი მიღწევისთვის თავის საქმეში. დონ ხუანი ამაში დარწმუნებული იყო და მოსწავლეებისგან ითხოვდა, რომ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ, რადგან ის თვლიდა, რომ საკუთრი მნიშვნელოვნების შეგრძნება არა მხოლოდ ჯადოქრის მთავარი და ყველაზე საშიში მტერი იყო, არამედ საბედისწერო ბარიერი იყო მთელი კაცობრიობისთვის.
დონ ხუანი თვლიდა, რომ სწორედ ჩვენი მნიშვნელოვნების შეგრძნების დაკმაყოფილებაში იხარჯებოდა ჩვენი ენერგიის დიდი ნაწილი. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა ვცდილობთ ისე წარუდგინოთ თავი საზოგადოებას, რომ უკეთესად მოგვიღონ , შესაბამისად გვაინტერესბს, როგორ მიგვიღებენ, და ძალიან ვზრუნავთ იმაზე, რა შთაბეჭდილებას ვახდენთ. ყოველთვის ძალიან ვღელავთ იმაზე, მოვეწონებით თუ არა გარშემომყოფებს და როგორ შთაბეჭდილებას მოვახდენთ. თუ ნაწილობრივ მაინც შევძლებთ გავნთავისუფლდეთ საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნებისაგან, მაშინვე აღმოვაჩენთ ორ რამეს: პირველი - გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც ჩვენს დიდებულების ილუზიას კვებავს, მეორე - ჩნდება თავისუფალი ენერგია მეორე ყურადღებაში შესაღწევად, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს თვალი მაინც მოვკრათ სამყაროს დიდებულებას.
იმისთვის რომ ჩემი სიზმრის ყურადღების ერთი და იგივე ობიექტზე ხანგრძლივად ფიქსირება მესწავლა ორი წელი დამჭირდა. სამაგიეროდ ამაში ისე დავხელოვნდი თითქოს მთელი ცხოვრება სხვა არაფერი მეკეთებინოს. ყველაზე უცნაურიი კი ისაა, რომ ვერც კი წარმომედგინა, რომ როდისმე ეს არ შემეძლო. თუმცა მახსოვდა, როგორ მიჭირდა ამაზე ფიქრი როგორც პოტენციურ შესაძლებლობაზეც კი. ერთხელაც მივხვდი, რომ სიზმრში მიმდინარე მოვლენების კვლევის უნარი ჩვენთვის ადამიანებისთვის თანდაყოლილია, ისევე როგორც სიარულის უნარი, ადამიანი ხომ ორფეხა არსებაა მაგრამ რამხელა ძალისხმევა გვჭირდება რომ სიარული ვისწავლოთ!
მოკლე მზერებით სიზმრის ობიექტების თვალერების ახალ უნარს თან ერთვოდა საკუთარო თავისათვის იმის გამუდმებული შეხსენება, რომ ეს უნდა გაკემეკეთებინა, მე ისედაც მქონდა მიდრეკილება ბუზღუნისადმი, მაგრამ სიზმარში ეს მიდრეკილება იზრდებოდა, საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა და ვეკითხებოდი კიდეც: ეს ვინმე გარეშეს გავლენა ხომ არ იყო? დრო და დრო ისიც კი მეგონა, რომ ვგიჟდებოდი.
- მე მთელი სიზმარი ვყბედობ საკუთარ თავთან და ვახსენებ, რომ უნდა ათვალიეროს ობიექტები, - შევჩივლე დონ ხუანს .
მთლიანობაში ვცდილობდი დამეცვა ჩვენი შეთანხმება და მხოლოდ მისი ინიციატივით განგვეხილა სიზმრის ხელოვნება, მაგრამ მომეჩვენა რომ ეს შემთხვევა სერიოზული იყო.
- შემთხვევით ეს ისე ხომ არ ჟღერს თითქოს ეს შენ კი არა სხვა ვიღაც ლაპარაკობს? - მკითხა დონ ხუანმა.
- კი ეს ზუსტად ეგრეა! ეს სწორედ ისე ჟღერს, თითქოს ეს მე არ ვარ.
- მაშინ ეს შენ არ ხარ. მაგრამ ამ მოვლენის ახსნის დრო ჯერ არ მოსულა. დავუშვათ, რომ ამ სამყაროში მარტონი არ ვართ, რომ სიზმარმხილველისათვის მისაწვდომია სრულფასოვანი მთლიანი სამყაროები. ამ სრულფასოვანი სამყაოებიდან ჩვენთან ენერგეტიკული არსებები მოდიან. შემდეგში როცა ისევ გაიგონებ, როგორ ებუზღუნები საკუთარ თავს სიზმარში, რეალურად გაბრაზდი და უბრძანე „ შეწყვიტე !“
მე ახალ გამოწვევას შევეჯახე - დროულიად გამეხსენებინა ის, თუ რა უნდა მებრძანებინა და ალბათ იმიტომაც, რომ ეს ყოველივე ძალიან მაღიზიანებდა, მე საბოლოოდ მაინც შევძელი გამეხსენებინა და მეყვირა სიზმარში : „შეწყვიტე!“ ბუზღუნი მაშინვე შეწყდა და მეტად აღარ განმეორებულა.
- ეს ყველა სიზმრისმხილველს ემართება? - შევეკითხე დონ ხუანს, როდესაც ისევ შევხვდით ერთმანეთს.
- ზოგიერთებს, - გულგრილი ტონით მიპასუხა მან, მინდოდა მომეყოლა როგორი უცნაური იყო ს ყველაფერი, მაგრამ დონ ხუანმა შემაწყვეტინა.
- ახლა შენ მზად ხარ სიზმრის მეორე კარიბჭეს მიუახლოვდე.
მე მაშინვე ჩავეჭიდე შესაძლებლობას მიმეღო პასუხები ყველა კითხვაზე რომელიც გონებაში დამიგროვდა, რადგან აქამდე ამის შესაძლებლობა არ მომეცა. განსაკუთრებით მაინტერესებდა ის, თუ რა გადავიტანე როდესაც სიზმრის პირველ კარს მივუახლოვდი. ვუთხარი დონ ხუანს რომ მშვენივრად მახსოვდა ყველა ობიექტი, რომლებსაც ჩემს სიზმრებში ვხედავდი, და რომ მე არ განმიცდია მანამდე არაფერი მსგავსი და არ მინახავს მსგავსი ფერები და დეტალები, რაც მაშინ სიზმარში ვნახე.
- რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, - ვუთხარი მე, - მით უფრო მაინტერესებს ეს. როდესაც ჩემს სიზმრებში მყოფ ხალხას ვათვალიერებ, მე საშინელი შიში მიპყრობს, სისხლის გამყინავი, ეს რა გრძნობაა დონ ხუან?
- ჩემი აზრით შენი ენერგეტიკული სხეული იმ ადგილას უხილავი ენერგიის ანკესზე წამოეგო და რადგან შენ პირველად შეეჯახე უცხო ენერგიას, შენში გაჩენილი შიშისა და პროტესტის გრძნობა სავსებით ბუნებრივი იყო.
- შენ ძველი დროის ჯადოქარივით იქცევი, - განაგრძო მან, - როგორც კი შემთხვევა მოგეცემა, შენ უშვებ შენს შემკებ წერტილს, ამ დროს ის ძალიან დიდ მანძილზე გადაადგილდება, შემდეგ შენც უძველესი ჯადოქრების მსგავსად გაემგზავრე სადღაც შორს არსებულ ამყაროს მიღმა, ეს მოგზაურობა რეალურია და თანაც საშიში.
მე ამ შენიშვნას ყურადღება არ მივაქციე და არც მის მნიშვნელობას ჩავუფიქრდი, რადგან სხვა საკითხი უფრო მაღელვებდა და ვკითხე:
- ეს ქალაქი სხვა პლანტაზეა?
- შენ ცდილობ იმაზე დაყრდნობით ახსნა სიზმარი რაც იცი, ერთადერთი, რაც მე შემიძლია გითხრა ისაა, რომ ეს ქალაქი არ არის ჩვენს სამყაროში.
- და მაშინ სადაა?
- ამ სამყაროს მიღმა რა თქმა უნდა, მომისმინე შენ ხომ არც თუ ისე სულელი ხარ, შენ თავიდანვე ყველაფერი შენიშნე, და თავს იტყუებ რომ არ გახსოვს მხოლოდ იმიტომ რომ არ შეგიძლია წარმოდგინო რომ რაიმე არ ეკუთვნოდეს ამ სამყაროს.
- კარგი და ამ სამყაროს მიღმა სადაა დონ ხუან?
- შეგიძლია მენდო სიტყვაზე, რომ ამ სამყაროს მიღმა ყველაზე იდუმალი რამაა ჯადოქრულ ხელოვნებაში. შენ, მაგალითად, გგონია რომ მაშინ მეც ის ვნახე რაც შენ, შენ ხომ არც ერთხელ არ გიკითხავს რა ვნახე, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ შენ ნახე ის ქალაქი და ის ხალხიც. მე კი მსგავსი არაფერი მინახავს, მე ენერგია ვნახე, ასე რომ ამ შემთხვევაში შენთვის ამ სამყაროს მიღმა ნიშნავს იმ ქალაქში.
- მაგრამ მაშინ, დონ ხუან, გამოდის რომ ის ქალაქი რეალური არ იყო, ის მხოლოდ ჩემთვის და ჩემს გონებაში არსებობდა.
- არა, ამაში არ არის საქმე, ახლა შენ ცდილობ რაღაც ჭეშმარიტად ტრანსცენდენტური ძალიან ჩვეულებრივ მოვლენამდე დაიყვანო, მაგრამ ეს შეუძლებელია. მოგზაურობა რეალური იყო. შენ ნახე ეს ქალაქი, მე ვნახე ენერგია. არც მე არც შენ არ ვიყავით მართლები, მაგრამ ამავე დროს არც მე და არც შენ არ ვცდებოდით.
- შენი სიტყვები, მსგავსი მოვლენების რეალურობას რომ შეეხება, მე სრულიად მაბნევს, შენ ხომ ახლახანს თქვი რომ ეს ქალაქი რეალურია, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რატომ გაგვიჩნდა ჩვენი მისი აღქმის ორი სხვა და სხვა ხატი?
- ძალიან იოლად, ჩვენი ვერსიები განსხვავებულია, რადგან ამ მოვლენისადმი ჩვენი ერთგვაროვნების მახასიათებლისა და შინაგანი კავშირის სხვა და სხვა დონეზე ვიყავით. და მე ხომ გეუბნებოდი, რომ ეს მახასიათებლები აღქმის მთავარი აგასღებია.
- როგორ ფიქრობ მე კიდევ მოვხვდები ამ კოკრეტულ ქალაქში?
- მე შენ მიმიყვანე იქ. ასე რომ არ ვიცი, უფრო სწორედ ვიცი, მაგრამ ახსნა არ შემიძლია, ან შემიძლია და არ მინდა, უბრალოდ ცოტა მოცდა გჭირდება, რომ შენ თვითონ უკეთ გაერკვე რაშია საქმე. ამაზე დონ ხუანმა საუბარი შეწყვიტა.
- მოდი ძირითად თემას დავუბრუნდეთ, განაგრძო მან, სიზმარხილვის მეორე კარი მაშინ მიიღწევა, როცა შენ „ იღვიძებ“ ერთი სიზმრიდან მეორეში. შენ იმდენი სიზმარხილვა შეიძლება გქონდეს, რამდენიც გინდა, ან იმდენი, რამდენსაც შეძლებ. მთავარია ერთნაირ დონეზე კონტროლი და ერთ ერთ მათგანში „გამოღვიძება“, და არა ჩვენს ცნობიერ სამყაროში.
მე პანიკამ მომიცვა.
- შენ იმის თქმა ხომ არ გინდა , რომ ვერასოდეს გამოვიღვიძებ ამ სამყაროში? - ვკითხე მე .
- არა მე ეს არ მითქვამს. მაგრამ რადგან ამ თემას შეეხე, მე იძულებული ვარ გითხრა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია, ძველი დროის ჯადოქრებს ჰქონდათ ასე მოქცევის ჩვევა. ისინი არასოდეს იღვიძებდნენ ამ ცნობიერ სამყაროში. ასე მოიქცა ზოგიერთი ჩემი თაობის ჯადოქარიც. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მე არ გირჩევდი. მე მინდა, რომ სიზმარხილვის პრაქტიკის დამთავრებისას შენ ცნობიერ სამყაროში გაიღვიძო ჩვეულებრივი მეთოდით. მაგრამ აი, პრაქტიკის დროს, შენ უნდა დაგესიზმროს რომ შენ სხვა სიზმარში გაიღვიძე.
უნებურად მე წამომცდა კითხვა, რომელიც დიდი ხანი მაწვალებდა, ფაქტიურად რაც სიზმრის პრაქტიკისათვის განზრახვის ფორმირებაზე დავიწყე მუშაობა. საკუთარი ხმა გავიგონე რომელიც კითხულობდა
- მაგრამ განა ეს შესაძლებელია?
დონ ხუანმა შემამჩნია, რომ მე ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი, და ისევე, როგორც მაშინ, სიცილით მიპასუხა.
- რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. მთელი მარილი თვითკონტროლშია, ეს არაფრით არ განსხვავდება იმ თვითკონტროლისაგან, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვიყენებთ.
როგოც იქნა ვძლიე ჩემს დაბნეულობას და შემდეგი კითხვის დასამელად მოვემზადე , მაგრამ დონ ხუანმა დამასწრო და სიზმარხილვის მეორე კარიბჭეზე დაიწყო ლაპარაკი. მისმა ახსნამ კიდევ უფრო დამაბნია.
- არსებობს ერთი პრობლემა რაც მეორე კარიბჭეს უკავშირდება, - თქვა მან - და ეს შეიძლება ძალიან ძალიან სერიოზული იყოს. ყველაფერი ხასიათის თვისებაზეა დამოკიდებული და თუ ჩვენ მიდრეკილნი ვართ, მივეჯაჭვოთ საგნებს და სიტუაციას, ჩვენ შეიძლება სერიოზული სიძნელეები შეგვექმნას.
- რანაირად დონ ხუან?
- აბა დაფიქრდი, შენ ხომ უკვე გამოგიცდია ასეთი რამ, როცა სიზმრის შინაარსს იკვლევდი, არაჩვეულებრივი მიმზიდველი ინტერესი, უცნაური სიამოვნება, ახლა წარმოიდგინე შენ გადადიხარ ერთი სიზმრიდან მეორეში, ყველაფერს ათვალიერებ, ყველა დეტალს უკვირდები, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ასე სასიკვდილო სიღრმეებში ჩააღწევ, საიდანაც გამოსავალი არ არის. განსაკუთრებით თუ ადამიანისთვის ჩვეულია ინდულგირება.
- ნუთუ სხეული და ტვინი ჩვეული მეთოდით არ მოახდენს რეაქციას და არ გადალახავენ მას?
- გადალახავენ, თუ ეს ჩვეულებრივი სიზმარია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ნორმალურ სიზმარზე არ არის ლაპარაკი , ჩვენ სიზმარხილვაზე ვსაუბრობთ, ხოლო სიზმრისმხილველი, რომელმაც სიზმრის პირველი კარიბჭე გადალახა, ამით ენერგეტიკული სხეულის გაცნობიერებას მიაღწია, და სწორედ ენერგეტიკული სხეული გაივლის სიზმარხილვის მეორე კარიბჭეს, ერთი სიზმრიდან მორეში გადასვლით.
- რა გამომდინარეობს ამ ყველაფრიდან დონ ხუან?
- ის რომ სიზმარხილვის მეორე გადალახვისთანავე შენ უფრო მკაცრი და მტკიცე კონტროლი უნდა გამოიმუშავო სიზმრის ყურადღებაზე, რადგან სიზმრისმხილველისთვის ეს ერთადერთი დამცავი კლაპანია.
- რა არის დამცავი კლაპანი?
- შენ კიდევ მოგიწევს იმის გაგება რომ სიზმარხილვის რეალური მნიშვნელობა შენი ენერგეტიკული სხეულის სრულყოფაა, ხოლო სრულყოფილი ენერგეტიკული სხეული ყველაფერთან ერთად ფლობს სიზმარხილვის კონტროლის ისეთ დონეს, რომ შეუძლია ნიშანი მისცეს და შეაჩეროს ის, როცა ამის აუცილებლობა დადგება, ესაა ის დამცავი კლაპანი, რომელიც სიზმრისმხილველის განკარგულებაშია, და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სიღრმეზე ეშვება სიზმრში და რა დონეზე ხდება იმ მომენტში ინდულგირება, და როგორც კი საჭირო გახდება, სიზმარხილვის ყურადღება მას ზედაპირზე ამოაგდებს.
მაშ ასე, მე ისევ შევუდექი სიზმარხილვის პრაქტიკას და ახლა უკვე აღარც ვიცოდი რას ვეძებდი. ამჯერად მიზანი გაცილებით ნაკლებად გარკვეული იყო, სიძნელეები კი პირიქით - უფრო მეტი. ახლაც ისევე, როგორც პირველი დავალებისას მე ვერაფრით გადავწყვიტე რა უნდა მექნა. ჩემს ცნობიერებაში ეჭვი შემოძვრა, რომ ამჯერად მთელი ჩემი პრაქტიკა უსარგებლო იქნებოდა, ურიცხვი წარუმატებლობის შემდეგ მე ისევ ამოსავალ წერტილს ვუბრუნდებოდი, უბრალოდ ვაგრძელებდი სიზმარხილვის ობიექტებზე ყურადღების ფიქსაციას. მე ვაღიარე რომ რაღაც მაკლდა და ამან მომცა გარკვეული ბიძგი. უკვე გაზრდილი ოსტატობით შემეძლო ჩემი ყურადღების ობიექტებზე ფიქსაცია.
მთელი წელი გავიდა რაიმე ხილული შედეგის გარეშე, მაგრამ შემდეგ ერთ დღეს უეცრად რაღაც შეიცვალა. მე ვნახე სიზმარი, სადაც ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვცდილობდი გამერკვია, შევძლებდი თუ არა დამეთვალერებინა ოთახიდან გადაშლილი პეიზაჟი. უცებ რაღაც ქარის მსგავსმა ძალამ, რომელსაც მე ყურაბში წივილად ვგრძნობდი, ფანჯრიდან გარეთ გამომიყვანა, წამით ადრე კი ჩემი ყურადღება მიიპყრო რაღაც უცნაურმა კონსტრუქციამ, რომელიც მოშორებით იყო. ის ტრაქტორს გავდა, შემდეგ წამს კი გავაცნობიერე რომ მის წინ ვიდექი და ყურადღებით შევისწავლიდი. სრულიად ცხადად ვაცნობიერებდი რომ ეს სიზმარხილვა იყო. მომივიხედე, რომ გამერკვია, ხომ არ გადმოვარდი ფანჯრიდან, რომლიდანაც ვიხედებოდი. ჩემს წინ გადაშლილი პეიზაჟით თუ ვიმსჯელებთ, სადღაც სოფლად, ფერმაში ვიყავი. მხედველობის არეში არ იყო არანაირი ნაგებობა. მინდოდა როგორც საჭირო იყო გამეაზრებინა, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრო გარშემო არსებულმა სასოფლო სამეურნეო იარაღაბმა. ჩანდა, რომ მთელი ტექნიკა მიეტოვებინათ. ვათვალიერებდი თივის სათიბებს, ტრაქტორებს, მარცვლეული ასაღებ კომბაინებს, დისკისმაგვარ სახნისებს, საფქვავებს... ისინი ისე ბევრი იყო, რომ ის სიზმარი დამავიწყდა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. შემდეგ გადავწყვიტე ორიენტირება და თვალი გადავავლე პეიზაჟს რომელიც მოცემულ მომენტში გარს მერტყა . გარკვეულ მანძილზე მოჩანდა რაღაც სარეკლამო დაფის მსგავსი, რომელიც მრავლადაა ამერიკის გზებზე, მის გარშემო კი ტელეგრაფის ბოძები.
როგორც კი ყურადღება სარეკლამო დაფას მივაპყარი, იმ წამსვე აღმოვაჩინე, რომ მის წინ ვიდექი, ფოლადის კონსტრუქცია მაშინებდა. მასში თითქოს რაღაც მუქარის მსგავსი იყო. დაფაზე გამოესახათ შენობა. ტექსტი წავიკითხე, ეს მოტელის რეკლამა აღმოჩნდა, უჩვეულოდ დარწმუნებული, ვფიქრობდი, რომ ორეგონაში ან ჩრდილოეთ კალიფორნიაში ვიყავი.
მე განვაგრძობდი სიზმრის პეიზაჟის თვალიერებას,სადღაც შორს მოჩანდა მთები, უფრო ახლოს მწვანე მომრგვალებული გორაკები, მათზე კი ხეების ჯგუფი, გადავწყვიტე რომ ეს კალიფორნიული მუხებია, მომინდა რომ მწვანე გორაკებს მივეზიდე, მაგრამ მათ ნაცვლად მთებმა მიმიზიდეს, მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს სიერაა.
იქ მთებში მე მთელმა ენერგიამ მიმატოვა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, მე ერთმანეთის მიყოლებით დავათვალიერე სურათის დეტალები, სიზმარი უკვე აღარ იყო სიზმარი, მე მართლაც სიერას მთებში ვიყავი, ყოველ შემთხვევაში ჩემი ცნობიერება ასე აღიქვამდა.
როგორც ელექტროგამადიდებლიან ფოტო-ობიექტივში მე ვაკვირდებოდი ნაპრალებს ხეებს მღვიმეებს, შვერილებით მივძვრებოდი მთების მწვერვალებისკენ და ეს გრძელდებოდა, ვიდრე ძალა სულ არ გამომელია და ვეღარ ვახერხებდი ყურადღების მოკრებას და მის რომელიმე ობიექტზე ფოკუსირებას. ვიგრძენი, რომ კონტროლს ვკარგავდი. ბოლოს და ბოლოს აღმოვჩნდი უკან სიბნელეში და მთელი ადრინდელი პეიზაჟი უკვალოდ გაქრა.
შენ უკვე მიაღწიე სიზმრის მეორე კარიბჭეს, მაცნობა დონ ხუანმა, როდესაც მე ჩემს სიზმარხილვაზე მოვუყევი, ახლა შენ ამ კარიბჭეში უნდა შეხვიდე. მეორე კარიბის დაძლევა ძალიან სერიოზული რამაა, ამისთვის აუცილებელია ძალისხმევა და უმკაცრესი დისციპლინა.
მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დასახულ ამოცანას თავი გავართვი, რადგან სხვა სიზმარში ჩვეულებრივად ვერ ვიღვიძებდი და დონ ხუანს ვკითხე ამ შეუსაბამობაზე.
- ეს ჩემი შეცდომაა, - მიპასუხა მან, - მე გეუბნებოდი, რომ აუცილებელია ერთი სიზმრიდან მეორეში გაღვიძება, მაგრამ მხედველობაში რამდენამდე სხვა რამე მქონდა, ზუსტად და თანმიმდევრულად უნდა ცვალო სიზმრები და შენ სწორედ ეს გააკეთე. პირველ კარიბჭესთან მისასავლელად შენ ძალიან ბევრი დრო გაფლანგე შენი ხელების თვალერებაში. ამჯერად შენ პირდაპირ მიზნისკენ წახვედი და არ ცდილობდი მიყოლოდი ინსტრუქციას - გაგეღვიძა სხვა სიზმარში.
დონ ხუანმა მითხრა რომ სიზმრის მეორე კარიბჭის მიღწევის ორი კონკრეტული გაზა არსებობდა:
პირველი სხვა სიზმარში გაღვიძებაა ანუ სიზმრის ნახვა რომ ხედავ სიზმარს და სიზმარშივე ნახო რომ გაიღვიძე.
მეორე - სიზმრისხილვის ობიექტები გამოიყენო სხვა სიზმარში გადასასვლელად, როგორც ეს მე გავაკეთე.როგორც ყოველთვის, დონ ხუანმა ახლაც მომცა საშუალება მის ჩაურევლად პრაქტიკისა. მე კი მის მიერ წარმოდგენილ მეორე მეთოდს ჩავუღრმავდი და ხან მესიზმრებოდა რომ ვხედავდი სიზმარს, რომელშიც მე ვხედავდი, რომ გავიღვიძე ან ვიყურებოდი ელექტროგამადიდებლიან ფოტოობიექტივში და რაიმე ძალიან ახლო ობიექტიდან გადავდიოდი მიუწვდომელ ობიექტზე. ხანდახან მეორე მეთოდს ვიყენებდი ოდნავ შეცვლილი სახით, ვაშტერდებოდი რომელიმე სიზმრის ობიექტს იქამდე, სანამ ის არ იწყებდა ფორმის შეცვლას და სტვენით მიმათრევდა მეორე სიზმრის ქარიშხალში. მაგრამ მე წინასწარ არასოდეს ვიცოდი ამ სამიდან რომელ მეთოდს გამოვიყენებდი მოცემულ სიზმარში. ჩემი სიზმრის ხელოვნების დამუშავების პრაქტიკა კი იმით დამთავრად, რომ მე ან ყურადღება მეფანტებოდა ან ვიღვიძებდი, ან ღრმა ბნელ სიღრმეში ვეშვებოდი.
ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთადერთი, რაც მაღელვებდა ის იყო, რომ სულ უფრო ხშირად მეორდებოდა გარკვეული ხარვეზები, რაც შიშსა და დისკომფორტს მგვრიდა, მე ვივარაუდე, რომ ეს ან ცუდი კვებით, ან იმ იმ ჰალუცინოგენური პრეპარატებით იყო გამოწვეული რომელსაც დონ ხუანი მაძლევდა და რომელიც ჩემს სიზმრის პრაქტიკაში შედიოდა. მაგრამ ბოლოს ეს შეტევები იმდენად ნათელი გახდა, რომ იძულებული გავხდი დონ ხუანისთვის მომეყოლა.
- შენ მაგიური ცოდნის ყველაზე სახიფათო ზღვარს მიუახლოვდი, ნამდვილ კოშმარს, ჭეშმარიტ შიშს - დაიწყო მან - მე ვალდებული ვარ, პირდაპირ გითხრა ეს, შენს რაციონალიზმთან რევერანსების გარეშე. ამ საზღვარს ყოველი ჯადოქარი გაივლის და ვშიშობ, რომ თუ არ გაგაფრთხილე ამ ეტაპზე, შესაძლოა ჩავარდნილიყავი და დაპანიკებულიყავი, ჩათვლიდი, რომ სადღაც შეცდომაა.
დონ ხუანმა სერიოზულად ამიხსნა, რომ სიცოცხლე და ცნობიერება როგორც ენერგეტიკული კატეგორიები მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების თვისება არ იყო. ჯადოქრებმა დაინახეს რომ არსებობდნენ ორი ტიპის ცნობიერების მქონე არსებები, რომლებიც დედამიწაზე დაეხეტებოდნენ - ორგანული და არაორგანული არსებები. მათი ერთმანეთთან შედარებით ჯადოქრები მიხვდნენ, რომ ორივე სინათლის ნაკადი იყო, რომლის გავლითაც დედამიწაზე ყოველი მიმართულებით გადის ენერგეტიკული ნაკადები. ისინი ერთმანეთისგან ფორმითა და ნათების ინტენსივობით განსხვავდებოდნენ. არაორგანულ არსებებს წაგრძელებული ფორმა ქონდათ, როგორც სანთელს და მკრთალი შუქით ანათებდნენ. ორგანულ არსებებს კი უფრო მრგვალი ფორმა და უფრო მკრთალი შუქი აქვთ. კიდევ ერთი არსებითი განსხვავება მათ შორის, რაც ძველმა ჯადოქრებმა დაინახეს, ის იყო, რომ ორგანულ არსებათა სიცოცხლე და ცნობიერება სწრაფმავალი იყო, რადგან ამ არსებებს გამუდმებით სიჩქარეში უწევდათ ცხოვრება, არაორგანული არსებები კი გაცლებით დიდხანს ცოცხლობდნენ, რადგან მათი ცნობიერება უსასარულო სიმშვიდესა და სიღრმეში არსებობდა.
განსაკუთრებული სიძნელის გარეშე ჯადოქარს შეუძლია მოქმედება არაორგანულ არსებებთან,- განაგრძობდა დონ ხუანი - რადგან ამ უკანასკნელთ გააჩნიათ ცნობიერება, რაც აუცილებელი პირობაა თანამშრომლობისთვის.
- და ისინი ნამდვილად არსებობენ? - ვკითხე მე - ისევე როგორც მე და შენ?
- რა თქმა უნდა, არსებობენ, შეგიძლია მენდო, ჯადოქრები განსაკუთრებით ჭკვიანი ხალხია, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებენ თამაშს და არ მიიღებდნენ რეალობად.
- რატომ ამბობ რომ ეს არსებები ცოცხალია?
- ჯადოქრები თვლიან, რომ იცოცხლო ეს ნიშნავს იაზროვნო, გქონდეს ცნობიერება. გქონდეს შემკრები წერტილი მისი თანმხლები ნათებით. სწორედ ეს მიანიშნებს ჯადოქარს, რომ არსება, რომელიც მის წინ დგას, ორგანულია ეს თუ არაორგანული, სავსებით ფლობს ცნობიერებას. ჯადოქრები აღქმას განიხილავდნენ როგორც სიცოცხლის აუცილებელ პირობას.
- მაშინ არაორგანული არსებებიც ისევე უნდა დაიხოცონ არა დონ ხუან?
- ბუნებრივია ისინიც ისევე კარგავენ ცნობიერებას როგორც ჩვენ. უბრალოდ მათი ცნობიერება ჩვენი ცნობიერებისთვის მიუწვდომლად დიდია.
- არაორგანული არსებები თავადაც ჯადოქრები არიან?
-მათ შემთხვევაში ძალიან ძნელი სათქმელია რა არიან, ასე ვთქვათ, ჩვენ მათ ვიღებთ და ვაიძულებთ ჩვენთან თანამშრომლობას.
ერთი წამით დონ ხუანმა შემათვალიერეა
- შენამდე ეს საერთოდ არ აღწევს - დარწმუნბით მითხრა მან.
- ჩემთვის საღი აზრის კუთხით ამაზე ფიქრი შეუძლებელია,- ვუთხარი მე.
- მე ხომ გაგაფრთხილე, რომ შენს საღს აზრს სერიოზული გამოცდა ელოდა. ამ შემთხვევაში მართებულია ყოველივე ისე დავტოვოთ, როგორც არის და მივცეთ მოვლენებს საშუალება წაყვნენ თავიანთ დინებას. მე ვიგულისხმე, რომ მივცეთ არაორგანულ არსებებს შენთან მოსვლის საშუალება.
- შენ ამას სერიოზულად ამბობ, დონ ხუან?
- აბსოლიტურად, არაორგანულ არსებებთან ურთიერთობის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცნობიერება ჩვენსასთან შედარებით გაცილებით ნელა მოქმედებს და იმაში, რომ მათ სცნონ ჯადოქარი წლები გადის. ამიტომ უნდა გამოიჩინო მოთ მინება და ელოდო. ადრე თუ გვიან ისინი გამოჩნდებიან. მაგრამ ისე არა, როგორც მე ან შენ გამოვჩნდენბოდით, ისინი ამისთვის ძალიან სპეციფიკურ საშუალებას მიმართავენ.
- როგორ იღენებ მათ ჯადოქრები? რამე სპეციალური მეთოდი არსებობს?
- ნუ ყოველ შემთხვევაში არ გამოდიან გზაჯვარედინზე და აცახცახებული ხმით არ ეძახიან როცა შუაღამეა, თუ რიტუალში ამას გულისხმობ
- მაშ რას აკეთებენ?
- ისინი მათ სიზმარხილვით იღებენ, მე ხომ გითხარი რომ ეს რამდენადმე მეტია ვიდრე უბრალოდ მიღება, სიზმარხილვის საშუალებით ჯადოქრები მათ თანამშრომლობას აიძულებენ.
- რანაირად აიძულებენ?
- სიზმარხილვა გულისხმობს შეკრები წერტილის იქ გაჩერებას სადაც ის ძილის დროს გადაადგილდება, აქედან წარმოქმნილი პოტენციალი არაორგანული არსებების ყურადღებას იქცევს, როგორც სატყუარა იზიდავს თევზს, და ისინიც მოდიან ამ სატყუარაზე. პირველ და მეორე კარიბჭემდე მისვლითა და მათ გადალახვით ჯადოქრები არაორგანული არსებებისთვის აგებენ მახეებს და აიძულებენ გაოჩნდნენ.
პირველი და მეორე კარიბჭის გადალახვით შენ მათ აიძულე გამოჩენილიყვნენ. ახლა დაელოდე ისინი როდის მოგცემენ ნიშანს.
- როგორი შეიძლება იყოს ეგ ნიშანი დონ ხუან?
- სავსებით შეძლება, რომ ერთ ერთი მათგანი გამოგეცხადოს. თუმცა ამისთვის ჯერ ძალიან ადრეა. ჩემი აზრი თნიშანი იქნება შენს სიზმარხილვაში ჩარევა. მე ვვარაუდობ რომ შიშის შემოტვები რომლებიც ამ ბოლო დროს გაქვს, ეს კავების ბრალი არ არის არამედ ენერგეტიკის იმ იმპულსების რომლებსაც არაორგანული არსებები გიგზავნიან.
- და ახლა რ ავქნა?
- მოატყუე შენი მოლოდინი.
მე ვერ მოვხვდი რას გულისხმობდა, მაშინ დონ ხუანმა დაწვრილებით ამიხსნა.
რას ველოდებით ჩვენ როცა სხვა ადამიანებთან ვიწყებთ ურთიერთობას? დაუყოვნებლივ რეაქციას ჩვენს კითხვებზე. მაგრამ არაორგანული არსებები ჩვენგან ძნელად დასაძლევი ბარიერით არიან დაშორებულნი, ენერგიის მოძრაობის სხვა სიჩქარით, ამიტომ მყისიერი რეაქცია არ იქნება და ჯადოქრებმა უნდა მოატყუონ თავისი მოლოდინი. გააგრძელონ კითხვების რეჟიმში ყოფნა, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რომ შენიძახილი გაიგონონ.
- შენ იმის თქმა გინდა რომ დაძახება და სიზმრის ხელოვნება ერთიდა იგივეა?
- კი მაგრამ სრულყოფილი შედეგის მისაღებად შენსპრაქტიკას კიდევ ერთი განზრახვა უნდა დაამატო, მიაღწიო არაორგანულ არსებებს, გაუგზავნო მას სიძლიერის და თავდაჯერების შეგრძნება, ყველანაირად ეცადე შენი შიშისა და დათრგუნვის გრძნობებმა არ მიაღწიოს მათამდე. ისინი თავადაც ძალიან საშიშნი არიან, შენთვინ ყველაზე ნაკლებად სასურველია ამაზე კიდევ შენი შიშის დამატება.
- ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის თუ როგორ ეცხადებიან ისინი სიზმრისმხილველებს. რა არის ის განსაკუთრებული ხერხი რითაც ისინი თავს გვამცნობენ?
- ხდება ხოლმე, რომ ისინი მატერიალიზდებიან პირდაპირ შენს წინ ამ სამყაროში, თუმცა დროის დიდი ნაწილი ისინი უჩინარნი არიან, მათი გამოჩენა ადამიანში განსაკუთრებულ შეგრძნებს აჩენს. თავისებურ შიშს და კანკალს, რომელიც ყველა უჯრედში აღწევს.
- სიზმარხილვაში დონ ხუან?
- სიზმარში ყველაფერი პირიქითაა. დრო და დრო ჩვენ მათ ისე აღვიქვამთ, როგორც შიშის შემოტევებს, მაგრამ ყველაზე ხშირად მატერიალიზდებიან პირდაპირ ჩვენს წინ. თავიდან ჩვენ არ გაგვაჩნია მათთან ურთიერთობის გამოცდილება და ამიტომ უდიდეს შიშს გვინერგავენ. ეს მართლაც საშიშია ჩვენთვის, შიშის გავლით მათ შეუძლიათ ჩვენს ყოველდღიურობაში შემოღწევა, ამის შედეგი კი მართლაც კატასტროფულია.
- რატომ დონ ხუან?
- მის ცხოვრებაში მკივდრდება შიში, ამ შიშის დაძლევა შეუძლია მხოლოდ უდიდეს მარტოსულ მეომარს, არაორგანული არსებები ნამდვილი პარაზიტებად გადაიქცევიან შავ ჭირზე უარესებად , ადამიანის შეშინაბა ისე შეუძლიათ, რომ აგიჟებენ მათ.
- ჯადოქრები რას აკეთებენ არაორგანულ არსებებთან?
- ერწყმიან მათ, თავიანთ მოკავშირეებად აქცევენ, ქმნიან ჯგუფს. ხანდახან მათი ურთიერთობა არაჩვეულებრივ მეგობრობად გადაიქცევა. მე ასეთ ურთიერთობას უსაზღვრო თნამშრომლობას ვეძახი, მთავარ როლს აქ აღქმა ასრულებს, ჩვენ ხომ საზოგადოებრივი არსებები ვართ და სხვა ცნობიერებებთან კომპანიას ვეძებთ.
არაორგანულ არსებეთანწარმატებული კონტაქტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს რომ მათი არ უნდა გეშინოდეს, მაგრამ გზავნილი რომელსაც მათ ადამიანები უგზავნიან ძალითა და სიმტკიცით უნდა იყოს სავსე, კოდირებული: "მე თვენი არ მეშინია, მოდით შესახვედრად, თუ მოხვალთ, თქვენი ნახვა გამეხარდება, თუ არ მოხვალთ, მე თქვენ დამაკლდებით, როცა არაორგანული არსებები მიიღებენ ასეთ გზავნილს, მათ ისეთი ცნობისმოყვარეობა შეიპყრობს, რომ აუცილებლა მოვლენ.
- მაგრამ რატომ უნდა მოვიდნენ ისინი ჩემთან და ან რატომ უნდა ვეძებო მათთან შეხვედრა ?
- სიზმრისმხოლველები თავიანთ სიზმრებში ეძებენ სხვა არსებებთან კონტაქტს,მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ამან შოკში ჩაგაგდოს მაგრამ სიზმრისმხილველი ავტომატურად ცდილობს იპოვოს ჯგუფი არსებებისა რომელთანაც ამყარებს კავშირს, თავისებურ კავშირებს. სიზმრისმხილველებს ჭეშმარიტად სწყურიათ მათი პოვნა.
- ეს ძალიან უცნაურად მეჩვენება დონ ხუან , რატომ აკეთებენ ამას სიზმრისმხილველები?
- არაორგანული არსებები რაღაც ახალია ჩვენთვის მათთვის კი ახალი ის არის რომ რომელიმე ჩვენგანი მათი არსებობის ზონაში გადადის, თავიანთი მშვენიერი ცნობერების გამო არაორგანული არსებობი ფლობენ უდიდეს მიმზიდველობას, ძალას და შეუძლიათ მათი გადაყვანა აუწერელ სამყაროში ეს კარგად დაიმახსოვრე და არასოდეს დაივიწყო.
ამით სარგებლობდნენ ძველი დროის ჯადოქრები სწორედ მათ უნდა ვუმადლოდებთ ტერმინ "მოკავშირეს". ამ ჯადოქართა მოკავშირეებმა ისწავლეს მათი შემკრები წერტილის მანათობელი კვერცხის მიღმა გადატანა - არადამიანურ სამყაროში. ასე რომ, როცა ჯადოქარი მათ სატრანსპორტო საშუალებად იყენებს ისინი გადადიან ისეთ სამყაროში რომელიც ადამიანურის სფეროს სცილდება.
მე ვუსმენდი მას და უცნაური შიში და წინათგრძნობა მიპყრობდა. დონ ხუანი მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა
- შენ უკიდურესად რელიგიური ხარ, - გაიცინა მან. - და ახლა ეშმაკის სუნთქვა იგრძენი, სხვაგვარად შეხედე ყველაფერს, ჩვენ გვწამს, რომ ესა თუ ის, ასეთუ ისე იქნება აღქმული, მაგრამ სიზმარხილვა ეს ისეთი სამყაროს აღქმაა რომელიც ჩვენს სამყაროს სცილდება.
სიფხიზლისას მე მაშფოთებდა ფიქრიც კი არაორგანულ არსებების არსებობაზე, მაგრამ როცა მეძინა ჩემი გაცნობიერებული შფოთვა არც ისე ძლიერი იყო. ვიზუალური შიშის შეტევები გრძელდებოდა, მაგრამ მათ უცნაური სიმშვიდე ცვლიდა, ის მიპყრობდა და საშუალებას მაძლევდა გამეგრძელებინა ისე თითქოს არანაირი შიში არ ყოფილიყო.
მაშინ ვფიქრობდი რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი სიზმარხილვაში თავისით მოდიოდა, უეცრად ჩემს სიზმრებში არაორგანული არსებების გამოჩენაც არ იყო გამონაკლისი, ეს მაშინ მოხდა, როცა ჩემი ბავშვობის ცირკი მესიზმრებოდა, გარემო, პეიზაჟი, ძალიან გავდა ამაზონის მთების პატარა ქალაქს. მე დავიწყე ხალხის თვალერება და ვებღაუჭებოდი ბუნდოვან იმედს, რომ ისევ იმ ხალხს შევხვდებოდი რომლებიც მაშინ ვნახე, როდესაც დონ ხუანმა პირველად გადამიყვანა მეორე ყურადღების მდგომარეობაში.
მათზე დაკვირვებისას, ნერვოზული მოწოლა ვიგრძენი გულის კოვზთან , რომელიც ძალიან გავდა დარტყმას მზის წნულში. ამ ბიძგმა ცოტათი ამარიდა ჩემს მიზანს და მხედველობის არედან გამიქრა ის ხალხი, ცირკი და მაზონის მთების ქალაქი. ამის მაგივრად ჩემს წინ აისვეტა ორი საშინელი ფიგურა, დაახლოებით 7 ფუტის სიგრძის და 1 ფუტი სიგანის, ისინი მუქარით მიყურებდნენ ზევიდან და ორ გიგანტურ მატლს ჰგავდნენ. მე ვიცოდი, რომ ეს სიზმარი იყო მაგრამ ისიც ვიცოდი, რას ვხედავდი. ამ ხილვაზე მე დადონ ხუანმა ჯერ კიდევ მაშინ ვილაპარაკეთ, როცა ნორმალურ მდგომარეოში ვიყავი და ასევე მეორე ყურადღებისასაც და მაშინ მე, მიუხედევად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ მქონდა ,მომეჩვენა რომ მაინც გავიგე ენერგიის უშუალო აღქმის აზრი და იმ სიზმარში, ამ უცნაური არსებების ყურებისას, მე მივხვდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ენერგეტიკის არსებებს ვუყურებდი.
მე ძალიან მშვიდად ვიყავი. არ ვინძრეოდი, ყველაზე უფრო ის მიკვირდა, რომ ისინი ფორმას არ იცვლიდნენ და არ იფანტებოდნენ ჰაერში, რჩებოდნენ სანთლის ფორმის ხილულ არსებებად, მათში იყო რაღაც, რაც მაიძულებდა ჩემს ცნობიერებაში დარჩენილიყო მათი ფორმები, ვიცოდი, ეს რაღაც მეუბნებოდა, რომ თუ არ გავინძრეოდი, ისინი თავიანთ ადგილზე დარჩებოდნენ.
გარკვეულ მომენტში ყველაფერი დამთავრდა, მე შიშისაგან გამეღვიძა და მაშინვე უფრო დიდი შიშის ტყვეობაში არმოვჩნდი, ღრმა წუხილმა მომიცვა, რაღაც ფიზიკური დარდის მსგავსმა, რაღაც ნაღველმა, რომელსაც არავითარი საფუძველი არ ქონდა.
ამის შემდეგ ორი უცნაური ფიგურა ყოველ სიზმარხილვაში მეცხადებოდა. რაც დრო გადიოდა სულ უფრო მეჩვენებოდა, რომ ამისთვის ვმეცადინეობდი სიზმარხილვაში რომ ისინი მენახა. მათ არასოდეს უცდიათ ახლოს მოსულიყვენენ ჩემთან ან რაიმე კონტაქტში შემოსულიყვნენ. უბრალოდ გაუნძრევლად იდგნენ ჩემს წინ მთელი ჩემი სიზმრის განმავლობაში, მე კი მხოლოდ არ მიცდია რომ შემეცვალა ჩემი სიზმრები, არამედ ისიც კი დამავიწყდა რისთვის ვეწეოდი ამ პრაქტიკას .
ამ დროისთვის როცა, როგორც იქნა მოვუყევი დონ ხუანს რა მემართებოდა მე უკევ ორი თვე ვხედავდი ამ ფიგურებს.
- შენ ერთ საშიშ მოსახვევზე გაიჭედე - მითხრა დონ ხუანმა, - არასწორი იქნება, თუ მათ გაყრი, თუმცა უფლება მისცე დარჩნენ ესეც შეცდომაა, ახლა მათი ყოფნა შენთვის სიზმრის პრაქტიკაში ხელის შეშლაა.
- რა ვქნა დონ ხუან?
- შევხვდეთ მათ აქ, ჩვენს ნამდვილ სამყაროში, და ვუთხრათ, რომ მოგვიანებით დაბრუნდნენ, როცა შენს სიზმარში მეტი ძალა იქნება.
- მაგრამ როგორ შევხვდეთ მათ?
- აი ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ შესაძლებელია, უბრალოდ არ უნდა შეგეშინდეს, მაგრამ შენ მშიშარა არა ხარ.
და ის დაელოდა, როგორ დავუწყებდი მტკიცებას, რომ მშიშარა ვარ და თანაც ძალიან, მან წამათრია სადღაც მთებში. მაშინ ის ჩრდილოეთ მექსიკაში ცხოვრობდა და წინასწარ იზრუნა ამაზე, რომ მე მასზე მარტოხელა ჯადოქრის შთაბეჭდილება დამრჩენოდა , რომელიც ყველამ დაივიწყა და ადამიანური მდინრებიდან ამოვარდა, მაგრამ ხანდახან ძალიან მაოცებდა მისი მაღალ ინტელექტუალური გამოვლინებები, ამიტომ ვეგუებოდი მის ზოგიერთ გამოვლინებას, რადგან ვფიქრობდი რომ ეს მისი ახირებები იყო.
მისი საყვარელი ხერხი ეშმაკობა იყო - ჯადოქრების მიერ ასეულობით წლების მანძილზე დამუშვებული. მან მიაღწია იმას, რომ მე ნორმალურ მდგომარეობაში გამეგო ყველაფერი, რისი გაგებაც შემეძლო. ამავე დროს, როცა მეორე ყურადღების მდგომერეობაში გადავყავდი, ის აღწევდა იმას, რომ მე ან მესმოდა, ან უბრალოდ მიყვებოდა იმას რასაც მასწავლიდა, ამგავარად ის თითქოს ორ ნაწილად მყოფდა. ჩვეულებრივ მდგომარეობაში მე ვერ ვხვდებოდი, რისთვის ან რანაირად ხდებოდა ისე, რომ მე მის ექსცენტრიულ გამოხტომებს მშვიდად ვიღებდი, მაგრამ როგორც კი მეორე ყურადღების მდგომარეობაში გადავდიოდი ჩემთვის ყველაფერი ნათელი და გასაგები ხდებოდა.
დონ ხუანი მიმტკიცებდა, რომ მეორე ყურადღება ნებისმიერი ჩვენგანისთვის მიღწევადია , მაგრამ ჩვენს რაციონლობას ჩაბღუჭებულნი, ჩვენ - ზოგიერთი უფრო ძალიან , სხვები უფრო სუსტად ხელს ვკრავთ მეორე ყურადღებას , გაწვდილი ხელის მანძილზე ახლოს არ ვუშვებთ. დონ ხუანს იდეა იმაში მდგომარეობდა რომ სიზმარხილვა ანგრევს წინააღმდეგობებს, რომლითაც მეორე ყურადღებისაგან ვიცავთ თავს და თავს იზოლაციასი ვიგდებთ.
იმ დღეს, როცა სონორანის უდაბნოს ბორცვებისკენ წამიყვანა, არაორგანულ არსებებთან შესახვედრად, მე ჩვეულებრივი აღქმის მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა საიდანღაც მაინც ვიცოდი, რომ ისეთი რამის გაკეთება მომიხდებოდა, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო.
უდაბნოში ნაწვიმარი იყო, წითელი მიწა ჯერ კიდევ არ გამშრალიყო და ფეხსაცმლის ძირებზე მეკრობოდა, მძიმე ბელტებისაგან რომ თავი დამეცვა ყოველ წუთს ქვაზე მიხდებოდა დაჯდომა. ჩვენ აღოსავლეთისკენ ავდიოდით ბორცვებზე, როდესაც ორ ბორცვს შორის ღრმა ღარტაფს მივაღწიეთ, დონ ხუანი გაჩერდა.
-აი ეს სავსებით იდეალური ადგილია შენი მეგობრების გამოსაძახებლად, - თქვა დონ ხუანმა.
- ჩემი მეგობრების? ასე რატომ ეძახი?
- მათ თავად აგირჩიეს. როცა ისინი ასე იქცევიან ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ეძებენ კონტაქტს. მე ხომ უკვე გითხარი, რომ მასა და ჯადოქრებს შორის მეგობრული კავშირი წარმოიქმნება, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე შენს შემთხვევაში. შენგან დაკითხვის ფუნქციონირებაც კი არ არის საჭირო.
- და რაში მდგომერეობს ასეთი მეგობრობა დონ ხუან?
- ენერგიის ორხმრივ გაცვლაში. არაორგანული არსებები მასში თავიანთი აღქმის მაღალ დონეს დებენ, ხოლო ჯადოქრები თავიანთ ამაღლებულ აღქმას და თავიანთ მაღალ ენერგიას, თუ შედეგი დადებითია - ხდება პარიტეტული გაცვლა. მაგრამ ეს შეიძლება უარყოფითიც იყოს, მაშინ ურთიერთ-დამოკიდებულება ჩნდება.
უძველეს ჯადოქრებს, როგორც წესი, უყვარდათ თავიანთი მოკავშირეები, ფიზიკურად მათ ისინი ახლობლებზე მეტად უყვარდათ, მე კი ამაში ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ.
- კარგი, და რის გაკეთებასმირჩევ დონ ხუან?
- გამოიძახე ისინი, შეხედავ მათ ზომებს და შენ თვითონ მიხვდები რა უნდა ქნა მერე.
- რა გავაკეთო რომ ისინი გამოვიძახო?
- გონებაში აღიდგინე მათი გამოეტყველება, რომლითაც ისინი შენს სიზმარში გამოგეცხადნენ და დააფიქსირე ის მიზეზი, რის გამოც ისინი ასე ხშირად მოდიოდნენ შენს სიზმარში. ესაა რომ დაგემახსოვრებინა მათი ფორმები ახლა მოვიდა დრო, რომ ამით ისარგებლო.
დონ ხუანმა მკაცრად მიბრძანა დამეხუჭა თვალები და არ გამეხილა. შემდეგ მიმიყვანა ქვებთან და დამსვა იქ, ისინი ცივი მაგრამ კუთხოვანი იყო, და ძნელი იყო წონასწორობის შენარჩუნება.
- იჯექი აქ და შეეცადე მათი ფორმების ვიზუალიზაციას, ვიდრე მთლიანად არ აღადგენ მათ, ისეთებად როგორებიც სიზმარში იყვნენ,- მითხრა დონ ხუანმა - როდესაც ფორმები გამოჩნდებიან გამაგებინე.
ძალიან სწრაფადდა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შევძელი მათო ფორმების აღდგენა მეხსიერებაში, ზუსტად ისეთების როგორც სიზმარში, ამან ოდნავადაც არ გამაკვირვა, სულ სხვა რამემ გამაოცა , იმისდა მიუხედავად რომ დაჟინებით ვცდილობდი დონ ხუანისთვის ნიშანი მიმეცა რომ უკვე წარმოვიდგინე ისინი , მე ვერც თვალები გავახილე და ვერც სიტყვის თმა მოვახერხე . მე არ მეძინა, ყველაფერი მესმოდა. გავიგონე როგორ თქვა დონ ხუანმა:
- ახლა შეგიძლია თვალები გაახილო.
მე ძალიან იოლად გავახილე თვალები. ვიჯექი გადაჯვარედინებული ფეხებით რაღაც ქვაზე , ეს ის ქვა არ იყო, რომელზეც დონ ხუანმა თავიდან დამსვა. თვითონ სადღაც ჩემს უკან ოდნავ მარჯვნივ იდგა. მე ვცადე მობრუნება, რომ მისთვის შემეხედა, მაგრამ მან ნება არ მომცა და ჩემი თავი პირდაპირ გააჩერა. შემდეგ მე დავინახე ორი მუქი ფიგურა, რომლებიც თხელ ხის ფირფიტებს გავდნენ, ზუსტად ჩემს წინ.
გაოცებისგან პირდაღებული მივჩერებოდი მათ, ისინი სულაც არ იყვნენ ისეთი მაღლები, როგორც სიზმარში. თავდაპირველ ზომაზე ორჯერ დაბლები აღმოჩნდნენ, მკრთალად განათებული ორო ფორმის ნაცვლად, ჩემს წინ ორი მუქი თითქმის შავი ჯოხი იყო.
- ადექი და ერთ ერთ მათგანს ხელი სტაცე ,- მიბრძანა დონ ხუანმა - და არ გაუშვა როგორც არ უნდა გათრიოს.
მე არ მინდოდა რამე მსგავსის გაკეთება, მაგრამ რაღაცამ მაიძულა ჩემის ნების წინააღმდეგ წავსულიყავი. იმ წამსვე მე გავაცნობიერე, რომ ყველაფერს შევასრულებდი, თუმცა არ ვაპირებდი დონ ხუანის ბარძანებეს დავმორჩილებოდი.
მე მექნიკურად მივუხლოვდი ორ ფიგურას. გული კინაღამ ამომივარდა საგულედან, ხელი ვტაცე იმას, რომელიც ჩემს მარჯნივ იყო. ის, რაც ვიგრძენი დენის ისეთ დარტყმას ჰგავდა, რომ ფიგურა კინაღამ ხელიდან გამაგდებინა.
აქ ჩემამდე მოაღწია დონ ხუანის ხმამ, რომელიც მიყვიროდა:
- თუ ხელს გაუშვებ, მოკვდები!
მე ხელს არ ვუშვებდი ფიგურას. ის იკლაკნებოდა და თრთოდა, მაგრამ არა ისე როგორც მასიური ცხოველი, არამედ როგორც რაღაც მსუბუქი, ფუმფულა და დაელექტროებული. ჩვენ კარგა ხანს ვიბრძოდით და ვგორაობდით ღარტაფის ქვიშიან ძირზე. ერთი მეორის მიყოლებით მირტყამდნენ გულისრევის მომგვრელი ელექტრული იმპულსები. მე ვიფიქრე, რომ ეს ისე საზიზღრად აღიქმებოდა, რომ განსხვავდებოდა იმ ენერგიისაგან, რომელთანაც მე მანამდე მქონდა საქმე ყოველდღიურ სამყაროში. როდესაც ის დენს მირტყამდა მე ვყვიროდი და ვღრიალებდი, როგორც ცხოველი. მაგრამ ტკივილისგან კი არა, რაღაც უცნაური სიბრაზისგან.
როგორც იქნა ის გაყუჩდა - უძრავი, თითქმის მაგარი,ინერტული.მე ვკითხედონ ხუანს, ხომ არ მოკვდა, მაგრამ ჩემი ხმა ვერ გავიგონე.
- არავითარ შემთხვევაში,- სიცილით მითხრა მან, მაგრამ ეს დონ ხუანი არ იყო - შენ უბრალოდ მისი ენერგია გამოლიე , მაგრამ ჯერ არ ადგე, კიდევ ცოტა ხანს იწექი, მე კითხვით შევხედე დონ ხუანს , ის უდიდესი ცნობისმოყვარეობით მიყურებდა , მერე ადგომაში მომეხმარა. მუქი ფიგურა მიწაზე გართხმული დარჩა. მინდოდა მეკითხა დონ ხუანისთვის ყველაფერი რიგზე ჰქონდა ფიგურას თუ არა, და კვლავ ვერ ერთი სიტყვა ვერ წარმოვთქვი და აქ მე რაღაც არაჩვეულებრივი გავაკეთე, შევეგუე, რომ ეს ყველაფერი რეალურია. ამ დრომდე ჩემს გონებაში რჩებოდა რაღაც, რაც უფრთხილდებოდა ჩემს რაციონალიზმს და მომხდარს დონ ხუანის მანიპულირებით გამოწვეულ სიზმრად თვლიდა.
მე მივედი მიწაზე მწოლარე ფიგურასთანდა ვცადე ამეყენებინა, მაგრამ ვერ შევძელი, - შეუძლებელი იყო ხელი მომეხვია რადგან მას მასა არქონდა. გავოცდი, იგივე ხმამ რომელიც დონ ხუანს არ ეკუთვნოდა, მიბრძანა ფიგურაზე დავწოლილიყავი. ასეც მოვიქეცი, და როცა ფეხზე ავდექი, ის ჩემთან ერთად ადგა, თითქოს ჩემს სხეულს მოეწება. შემდეგ ის მსუბუქად მომცილდა და გაქრა და რაღაც სასიამოვნო სისავსის შეგრძნება დამიტოვა.
ჩემს თავზე კონტროლი მთლიანად რომ აღმედგინა, 24 სათზე მეტი დამჭირდა, დროის დიდი ნაწილი მეძინა. დრო და დრო დონ ხუანი ამოწმებდა ჩემა მდგომარეობას და მეკითხებოდა:
- არაორგანული არსებების ენრგია წყალს გავდა თუ ცეცხლს?
ხახა თითქმის ჩამწვოდა, ამიტომ არ შემეძლო მეპასუხა მისთვის, რომ ეს დაელექტროებულ წყლის ნაკადს გავდა, მე წარმოდგენაც არ მქონდა, როგორია დაეექტროებული წყალი რადგან ასეთი ცხოვრებაში არაფერი მიგრძვნია. სართოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი მოვლენის აღქმა ან შეგრძნება საერთოდ შეიძლება. მაგრამ სწორედ მსგავსი ხატება ჩნდებოდა ჩემს გონებაში, როცა დონ ხუან კვლავ და კვლავ მისვამდა ამ კითხვას.
როცა მე მივხვდი, რომ საბოლოოდ მოვედი გონს, დონ ხუანს ეძინა, ვოცოდი რა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მე გავაღვიძე ის და ყველაფერი მოვუყევი.
- არაორგანულ არსებებს შორის მეგობარი, რომელიც დაგეხმარება არ გეყოლაბა. მათთან მხოლოდ უსიამოვნო კავშირი გექნება, ტვირთათ დაწოლილი დამოკიდებულება. ძალიან ფრთხილად იყავი. წყლის არაორგანული არსებები უფრო მიდრეკილნი არიან გადამეტებისკენ, უძველესი ჯადოქრები თვლიდნენ, რომ მათ უფრო ძლიერად უყვართ, უკეთესად შეუძლიათ თავის მოჩვენება და შესაძლოა რაღაც ემოციებიც ჰქონდეთ, და პირიქით ცეცხლოვანი არაორგანული არსებები უფრო სერიოზული თავშეკევებული და უფრო მედიდურები არიან.
- და ამას რა მნიშვნელობა აქვს დონ ხუან?
- ძალიან დიდი. ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ. გირჩევ ყველანაირი შიში გადალახო, რომელიც შენს სიზმრებშია, და შენ ცხოვრებაშიც. მაშინ შეძლებ, შენი ერთიანობა შეინარჩუნო. არაორგანული არსება, რომელსაც ენერგია წაართვი და მერე ისევ დამუხტე, გაცოფებული იყო ამ თავგადასავლით და დაბრუნდება რომ ეს გაიმეოროს.
- მაგრამ რატომ არ გამაჩერე დონ ხუან?
- შენ არ მომეცი ამის დრო, გარდა ამისა შენ თითქოს არ გესმოდა, როგორ ვყვიროდი, რომ ის მიწაზე დაგეტოვებინა.
- წინასწარ უნდა მოგეცა ინსტრუქცია, როგორც აქამდე იქცეოდი, მოვლენათა ყველა შესაძლო განვითარებისთვის.
- მე არ შემეძლო ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა, მე ახალბედა ვარ იმაში რაც არაორგანულ არსებებს ეხება , თავის დროზე მე უარი ვთქვი ცოდნის ამ ნაწილზე , რადგან ეს ძალიან მძიმე და ორაზროვანი იყო, არ მინდა არც ერთ არსებაზე ვიყო დამოკიდებული, ორგანული იქნება ეს თუ არაორგანული.
ამაზე ჩვენი საუბარი დამთავრდა ალბათ მე უნდა შევწუხებულიყავი რადგან მისი რეაქცია აშკარად უარყოფითი იყო, მაგრმა მე მშვიდად ვიყავი, რატომღაც მჯეროდა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი .
შემდგომში არაორგანული არსებები ჩემს სიზმრებში აღარ ჩარეულან.