კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

კარლოს კასტანედა
5
1

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე   (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

თავი 5 - ჩრდილების სამყარო

ჩრდილების სამყარო

დიდი ყურადღება გმართებს, რადგან ძალიან იოლად შეიძლება არაორგანული არსებების ნადავლი გახდე - სრულიად მოულოდნელად მითხრა ერთხელ დონ ხუანმა, თუმცა ჩვენ ისეთ თემაზე ვსაუბრობდით რაც იზმარხილვასთან არანაირ კავშირში არ იყო.
მისმა მტკიცებულებებმა დამაბნია და როგორც ყოველთვის ვცადე თავი დამეცვა

- აღარ არის საჭირო ჩემი გაფრთხილება, ისედაც ძალიან ფრთხილად ვარ - ვარწმუნებდი მე. 
- არაორგანული არსებები ინტრიგების მოყვარულნი არიან - მითხრა მან - მე ვგრძნობ ამას და თავს ვერ დავიწყნარებ იმით, რომ ისინი მხოლოდ დამწყებ სიზმრისმხილველებს უგებენ მახეებს და ვისაც სურვილები უკვე აღარ აქვთ ეფექტურად არიან დაცულნი.

მისი ხმის ტონი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მაშინვე შევუდექი მის გადარწმუნებას, რომ არ ვაპირებდი მათ მახეში გაბმას. 

- შენ სერიოზულად უნდა მიუდგე იმას რომ არაორგანულ არსებებს თავის განკარგულებაში საოცარი რამეები აქვთ - მათი ცნობიერება ბრწყინვალეა. მათთან შედარებით ჩვენ ბავშვები ვართ, მათთვის სასურველი ენერგიის დიდი მარაგით.

მინდოდა მეთქვა მისთვის რომ აბსტრაქტულ დონეზე მესმოდა მისი წუხილი, მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, მე შეშფოთების მიზეზს ვერ ვხედავდი , რამდენადაც მთლიანად ვაკონტროლებდი ჩემი სიზმრის პრაქტიკას.

იქამდე, ვიდრე დონ ხუანი ისევ დაილაპარაკებდა, დუმილის რამდენიმე მძიმე წუთი გავიდა. უეცრად მან შეცვალა საუბრის თემა და მითხრა რომ აპირებდა ჩემი ყურადღება მეტად გაემახვილებინა მისი დარიგებების იმ ასპექტზე, რომელიც ჩემი სიზმარხილვის ისეთ საკითხებს შეეხებოდა, რომლებსაც მანამდე არვითარ ყურადღებას ვაქცევდი.

- შენ უკვე მიხვდი რომ სიზმარხილვის კარიბჭეები განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს წარმოადგენენ - თქვა მან - მაგრამ შენ აქამდე ვერ გაიგე ერთი რამ, რაც არ უნდა იქნეს აღებული იმ კარიბჭემდე მისასვლელეად და გადასალახად , ეს მაინც არ იქნება ის , რაც სინამდვილეში მიგვიყვანს იქამდე და გადაგვალახინებს მათ.
- ეს კი საერთოდ არ მესმის დონ ხუან?
- მე არ მიგულისხმია, რომ მაგალითად არასწორია იმის მტკიცება რომ მეორე კარიბჭე მიიღწევა როცა მხილველი ისწავლის გაღვიძებას სხვა სიზმარში , ან როცა მხილველი ისწავლის ისე შეცვალოს სიზმარი რომ ჩვეულ სამყაროში არ გაიღვიძოს.
- ასე რატომაა დონ ხუან?
- რადგან მეორე კარიბჭე მიიღწევა და გადაილახება მხოლოდ მაშინ, როცა მხილველი ისწავლის სხვა ტიპის ( მზვერავების ) ენერგიის პოვნას და გამოყენებას.
- მაშინ რაღა საჭიროა სიზმარხილვაში ცვლილებები?
- სხვა სამყაროში გაღვიძება ან სიზმრის შეცვლა ეს ის სავარჯიშოებია , რომლებიც ძველმა ჯადოქრებმა დაგვიტოვეს , რათა მხედველისთვის მზვერავის აღმოჩენისა და გამოყენების უნარი გაევითარებინათ.

დონ ხუანი მიმტკიცებდა, რომ მზვერავის გამოყენება უმაღლესი მიღწევა იყო, როცა მხილველი ამის კეთების უნარს შეიძენდა , მეორე კარიბჭე იხსნებოდა და მის მიღმა არსებული სამყარო ხელმისაწვდომი ხდებოდა . მან ხაზი გაუსვა რომ ეს სამყარო ყოველთვის იყო , მაგრამ ჩვენ მასში შესვლა არ შეგვიძლია, რადგან არ გვყოფნის არც ენერგია და არც სიმამაცე, და არსებითად მეორე კარიბჭე კარია არაორგანული არსებების სამყაროში, სიზმარხილვა - კი ამ კარის გასაღები.

- შეუძლია მხილველს მზვერავების აღმოჩენა ისე, რომ სიზმარხილვის ცვლილებების ტექნიკა არ გამოიყენოს? - ვკითხე მე.
- არა, არავითარ შემთხვევაში. ეს სავარჯიშო ძალიან მნიშვნელოვანია - მიპასუხა მან- აქ მხოლოდ ის არის სათუო. ეს ერთედერთი სავარჯიშოა ამის მისაღწევად თუ არა, ან მხილველს იქნებ სხვა სავარჯიშოების გამოყენებაც შეუძლია ?

დონ ხუნმა ეშმაკურად შემომხედა. მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე ის ამ კითხვის პასუხს ჩემგან ელოდა.

- ძნელია ისეთივე სისავსის სავარჯიშოს შემოთავაზება, რასაც უძველესი ჯადოქრები გვთავაზობდნენ - ვუპასუხე ჩემს სიტყვებში სრულიად დარწმუნებულმა და თავადაც გამიკვირდა : საიდან ამდენი თავდაჯერება ?

დონ ხუანი დამეთანხმა, მითხრა რომ აბსოლიტურად მართალი ვიყავი და რომ ძველმა ჯადოქრებმა დაგვიტოვეს უამრავი სავარჯიშო, რომლებითაც სიზმარხილვის კარიბჭეებში გავდივართ და უჩვეულო სამყაროებს ვეზიარებით ყოველი მათგანის მიღმა . მან გაიმეორა რომ სიზმარხილვა, ძველი ჯადოქრების გამოგონება იყო და მისი პრაქტიკაში გამოყენება მათივე წესებითაა საჭირო. მან აღწერა წესები მეორე კარიბჭისთვის სამსაფეხურიანი თანმიმდევრობის ტერმინებით.

პირველი - სიზმარხილვის ცვლილებების გზით, მხილველი აღწევდა მზვერავამდე.

მეორე - მათი (მზვერავების ) მიყოლით ისინი სხვა სამყაროში აღწევდნენ.

მესამე - საკუთრი ქმედებებით მხილველები არკვევდნენ ამ სამყაროს კანონებსა და წესებს .

დონ ხუანმა მითხრა რომ არაორგანულ არსებებთან მუშაობისას მე, ისე ზედმიწევნით ვიცავდი ამ წესებს, რომ მას დამანგრეველი შედეგებისა ეშინოდა. ის ფიქრობდა რომ არაორგანული არსებების ნაწილის გარდაუვალი რეაქცია ჩემი იქ დატოვების მცდელობა შეიძლება ყოფილიყო.

- დონ ხუან, ხომ არ გგონია რომ ძალიან აჭარბებ? - ვკითხე მე.

არ შემეძლო დაჯერება რომ მის მიერ აღწერილი სიტუაცია ესოდენ მძაფრი იყო .

- სულაც არ ვაჭარბებ - მიპასუხა მან მშრალი და სერიოზული ხმით.
- შემ ამას თავად ნახავ, არაორგანული არსებები არავის გაატარებენ განსაკუთრებული ბრძოლის გარეშე.
- რა გაძლევს საფუძველს რომ იფიქრო თითქოს მათ მე ვჭირდები?
- მათ შენ ძალიან ბევრი განახეს , ნუთუ გგონია რომ სახუმაროდ მიდიან ყველაფერ ამაზე ?

დონ ხუანმა თვითონვე გაიცინა ამ შენიშვნაზე, მე კი ეს სასაცილოდ სულ არ მომეჩვენა. საიდანღაც უცაბედად მოსულმა შიშმა მაიძულა მეკითხა, ხომ არ თვლიდა ის, რომ ჯობდა დროებით ან სულაც შემეწყვიტა სიზმრის პრაქტიკა.

- შენ უნდა გააგრძელო სიზმარხილვის პრაქტიკა სანამ მეორე კარიბჭის მიღმა სამყაროში არ შეხვალ - მიპასუხა მან -მე ვგულისხმობ რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ან მიიღო, ან უარყო არაორგანული არსებების ხიბლი, აი ამიტომ ვრჩები ჩრდილში და არ ვერევი შენი სიზმარხლვის პრაქტიკაში.

- მე იძულებული ვარ გასწავლო სიზმარხილვა - მიპასუხა მან - მხოლოდ იმ მოდელის მიხედვით , რომელიც უძველესმა ჯადოქრებმა დატოვეს. სიზმარხილვის გზა სავსეა მახეებით და მათში მოხვედრა თუ მათთვის თავის არიდება ყოველი სიზმარმხილველის პირადი და ინდივიდუალური საქმეა , და კიდევ დავამატებ : ეს ჩემი ბოლო ამოცანაა.

- ეს მახეები ძალის დაპირებისა და ცდუნების შესაძლო შედეგია? -ვკითხე მე.
- არა მხოლოდ ამ ყველაფრის ცდუნებით, არამედ იმითაც, რასაც არაორგანული არსებები გვპირდებიან. გარკვეულ მომენტამდე ჯადოქრისთვის არ არის იმ ყველაფრის მიღების საშუალება, რასაც ისინი სთავაზობენ.
- ეს რა მომენტია დონ ხუან?
- ეს მომენტი ყოველი ჩვენთაგანის პიროვნებაზეა დამოკიდებული. ყველა ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ, ავიღოთ მათი სამყაროდან მხოლოდ ის რაც ჩვენთვის აუცილებელია და მეტი არაფერი . იმის ცოდნა კი რა არის აუცილებელი - ეს ჯადოქრების ხელოვნებაა , ხოლო იმის აღება რაც აუცილებელია ,ეს მათივე უმაღლესი მიღწევაა. ამ უბრალო წესისვე გაგება კი მახეში მოხვედრის უმოკლესი გზაა.
- რა ხდება როცა ასეთ მახეში აღმოჩნდები დონ ხუან?
- თუ მოხვდები გადაიხდი გარკვეულ საფასურს და ეს შენს მდგომარეობაზე და დაცემის სიღრმეზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ სინამდვილეში ამგვარ შემთხვევევბზე საუბარი შეუძლებელია, ვიდრე ჩვენ ამ კონკრეტული სასჯელის პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებით. აქ გამოდის ენერგიის ისეთი ნაკადები , რომელსაც იმაზე საშინელი რამეები მოსდევს ვიდრე სიკვდილია. ყველაფერი, რაც ჯადოქარს გზაში ხვდება , სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია , მაგრამ სიზმარხილვაში ეს საფრთხე ასჯერ იზრდება.

მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე დონ ხუანი რომ სიზმარხილვას დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი და რომ ზედმიწევნით დისციპლინირებული და გაცნობიერებული ვიყავი.

- ვიცი რომ ეს ასეა - მიპასუხა მან - მაგრამ მე მინდა შენ უფრო დისციპლინირებული გახდე. ყველაფერს, რაც სიზმარხილვას ეხება საოცრად დელიკატურად შეასრულებ. უპირველეს ყოვლისა ყურადღებით იყავი, მე ვერ განვსაზღვრავ საიდან მოხდება თავდასხმა.
- დონ ხუან , როგორც მხილველს შეგიძლია დაინახო რა საფრთხე მემუქრება?
- მე ,ჯერ კიდევ იმ დღიდან ვხედავ ამ საფრთხეს, როცა შენ საიდუმლო ქალაქში ისეირნე, და პირველად როცა შენი ენერგეტიკული სხეული დავინახე მე დაგეხმარე შენ.
- კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო და რას უნდა ვუფრთხილდე შეგიძლია მითხრა?
- არა ეს არ ვიცი , მე მხოლოდ ის ვიცი რომ მეორე კარის მიღმა სამყარო ძალიან გავს შენს საკუთარს , შენი სამყარო კი ძალიან ეშმაკი და უგულოა , ამიტომ ისინი ძალიანაც არ განსხვავადებიან.

მე ვაგრძელებდი მის გამოკითხვას კიდევ, თუ რამის თქმა შეეძლო ამაზე, მაგრამ ის მარწმუნებდა რომ ჯადოქარს შეუძლია საფრთხის შეგრძნება და არაფრის თქმა კონკრეტულად.

- არაორგანული არსებების სამყაროს ყოველთვის შეუძლია გაგაოცოს, მაგრამ შენი სამყაროც ისეთივეა , აი რატომ უნდა შეხვიდე შენ იმ სამყაროში ზუსტად ისე თითქოს საომარ კონფლიქტში ხარ.
- ეს იმას ნიშნავს რომ სიზმარმხილველი ყოველთვის უნდა უფრთხილდეს ამ ზონას ?
- არა მე ეს არ მითქვამს. როგორც კი სიზმარმხილველი მეორე კარიბჭეს გაივლის, ან როგორც კი უარს იტყვის მისი, როგორც სასიცოცხლო არჩევანის განხილვაზე - არანაირი პრობლემა აღარ დარჩება.

დონ ხუანი ამტკიცებდა რომ სიზმარმხილველს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო გაგრძელება. მე არ ვიყავი დარწმუნებული რომ გავიგე რასაც მეუბნებოდა , მან ამიხსნა რომ სამყარო მეორე კარიბჭის მიღმა ისეთი მძლავრი და აგრესიულია, რომ ბუნებრივ ეკრანად ან სატესტო საშუალებადაც კი შეიძლება გამოდგეს, სადაც სიზმარმხილველი თავის სისუსტეს შეამოწმებს. თუ ამ გამოცდას გაუძლებ შეგიძლია შემდეგ კარზე გადახვიდე , ხოლო თუ ვერ - მაშინ სამუდამოდ ამ სამყაროს ტყვედ რჩები.

შიშისგან ფაქტიურად სუნთქვა შემეკრა , მაგრამ ჩემი თხოვნის მიუხედავად მან აღარაფერი დაამატა. სახლში დაბრუნებული მე ისევ უდიდესი სიფრთხილით განვაგრძობდი მოგზაურობას არაორგანული არსებების სამყაროში. ალბათ სიფხიზლის გაზრდილმა დოზამ თავის მხრივ კიდევ უფრო გაზარდა ჩემი ამ სამყაროში მოგზაურობის სიამოვნება. მე მივაღწიე წერტილს, როცა არაორგანული სამყაროს უბრალოდ ყურებისას შეგეძლო მიგეღწია ისეთი ეგზალტაციისათვის, რომლის აღწერაც შეუძლებელია. მეშინოდა რომ ადრე თუ გვიან ეს აღფრთოვანება გაქრებოდა , მაგრამ ეს არ ხდებოდა, დროდადრო კი რაღაც მეტ ინტენსივობასაც კი სძენდა.

ერთხელ მზვერავმა აურაცხელი რაოდენობის გვირაბები გამატარა თითქოს რაღაცას ეძებდა , ან თითქოს ჩემი ენერგიის გამოცდა , ან მისი ბოლომდე დახარჯვა უნდოდა. როცა ,როგორც იყო ეს ხეტიალი დამთავრდა თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მარათონში გამარჯვებული. თავი ამ სამყაროს კიდეზე ვიგრძენი. გვირაბები აღარ იყო, მხოლოდ სიცარიელე მერტყა გარსს. ზუსტად ჩემ წინ რაღაცამ გაანათა სივრცე. შუქი არაპირდაპირი წყაროდან მოდიოდა. ეს სუსტი, გაფანტული შუქი იყო და გარშემო ყოველივეს ნაცრისფრად და ყავისფრად ანათებდა. როგორც კი ამ შუქის აღქმა დავიწყე ბუნდოვნად გავარჩიე რაღაც მუქი, მოძრავი ფორმები. საბოლოოდ კი მომეჩვენა რომ ჩემი სიზმარხილვის ყურადღების ფოკუსირება მათ უფრო გამოკვეთილებს ხდიდა.მე გავარჩიე რომ ისინი სამი სახეობის იყვნენ. ზოგიერთი მათგანი მრგვალი იყო ბუშტის მსგავსად, ზოგი - ზარს. ზოგი კი გიგანტურ ტალღოვან სანთლის ალს , ყველა მათთაგანი ძირითადად მომრგვალებული და ერთნაირი ზომის იყო. ჩემი აზრით საფუძვლის დიამეტრი სამიდან ოთხ ფუტამდე იყო.ისინი ასეულობით თითქმის ათასამდე იყო.

მე ვიცოდი რომ უცნაური ხილვა მქონდა , თუმცა ეს ფორმები ჩემთვის ისეთი რეალური იყო , რომ გულის რევაც კი ვიგრძენი. მე გულისრევის გამომწევევი შეგრძნება გამიჩნდა იმისგან, თითქოს გიგანტური ყავისფერი და შავი წრეების ზევით დავფრინავდი . მე უსაფრთხოდ ვიყავი, რადგან მათ თავზე ვფრენდი. თუმცა იმ მომენტში, როცა გავაცნობიერე რომ სრული იდიოტიზმი იყო უსაფრთხოების შეგრძნებაც და უხერულობისაც , ისე თითქოს რეალურ ცხოვრებაში ისინი უკუვაგდე. რაც უფრო იკლაკნებოდნენ ეს ხოჭოსებრი ფორმები უფრო მეტად მეუფლებოდა აზრი რომ ისინი შემეხებოდნენ.

- ჩვენ, ჩვენი სამყაროს მოძრავი ნაწილები ვართ - მოულოდნელად წარმოთქვა ხმამ -ნუ გეშინია! ჩვენ წარმოვადგენთ ენერგიას. გარწმუნებ, არ შეგეხებით, ეს სრულიად შეუძლებელია. ჩვენ რეალური საზღვრები გვაშორებს.
დიდი პაუზის შემდეგ ხმამ დაამატა:
- ჩვენ გვინდა რომ შემოგვიერთდე, ჩვენთან დაეშვა და საერთოდ , მოხერხებულად იგრძნო თავი . შენ უხერხულობას არ გრძნობდი მზევრავთან და ახლაც არ გჭირდება . მზვერავები და მე ვგავართ ერთმანეთს, მე ზარის ფორმა მაქვს , მზვერავებს კი - გიგანტური სანთლის ალის.
- ეს ბოლო ფრაზა მინიშნება იყო ჩემი სხეულის ფორმის განსხვავებულობაზე. როგორც კი ეს გავიგე, გულისრევა და შიში გაქრა. მე მათ დონეზე დავეშვი. ბუშტებმა ზარებმა და ალებმა ალყაში მომიქციეს.ისინი ისე ახლოს მოვიდნენ , ფიზიკური სხეული რომ მქონოდა აუცილებლად შემეხებოდნენ. ამის მაგივრად ჩვენ ერთმანეთში გავდიოდით, როგორც შემოსაზღვრული ჰაერის სვეტები.

ამ დროს განუმეორებელი შეგრძნება მეუფლებოდა, თუმცა ჩემს ენერგეტიკულ სხეულს, თითქოს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. მე აღვნიშნე და ვიგრძენი ღიტინის არაჩვეულებრივი შეგრძნება. სადღაც ჩემს შიგნით, თითქოს არც კი მეხებოდა და ჩემში რაღაც რბილი ჰაერის არსებები გადიოდნენ. ეს შეგრძნება გაურკვეველი და სწარფმავალი იყო. არ მქონდა დრო რომ ბოლომდე გამეცნობიერებინა , იმის მაგივრად , ამაზე მომეხდინა ჩემი სიზმრის ყურადღების კონცენტრირება. თავს უფლება მივეცი მთლიანად ჩავფლულიყავი ენერგიის დიდი ბუშტების თვალიერებაში.

მეჩვენებოდა რომ ლანდებსა და ჩემ შორის იყო გარკვეული მსგავსება - ამ ეტაპზე მხოლოდ ზომა მაინც. ალბათ ასე იმიტომ ხდეოდა რომ მე, ჩემი ენერგეტიკული სხეულის ზომების მიხედვით განვიხილავდი, და ეს შეთავსებადობა საშუალებას მაძლევდა უფრო კომფორტულად მეგრძნო მათთან თავი . შემდეგ, როცა ჩემი მოგონებების გაანალიზებას ვცდილობდი , მივედი დასკვნამდე რომ ისინი საერთოდ ვერ დავიმახსოვრე. ისინი უსახურები იყვნენ, ცივები, უგრძნობები და ამით ძალიან მგავდნენ მე .ერთი წუთით შევშფოთდი, როგორ უნდა მომხდარიყო, ჩემი სიძულვილი მათ მიმართ მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა და მკვეთრად შეიცვალა სრული სიმპატიით.შეიძლება ეს სიზმარხილვის ბუნებრივი პროცესი იყო, ან ამ არსებების ჩემზე განსაკუთრებული ენერგეტიკული გავლენის შედეგი .

- ისინის ძალიან სასიამოვნოები არიან - ვუთხარი ემისარს - და ამ მომენტში მათდამი მეგობრული დამოკიდებულებისა და მიზიდულობის ტალღამაც კი წამომიარა.
ვერ მოვასწარი რომ საკუთარ თავსაც კი გამოვტყდომოდი ამაში, მუქმა ლანდებმა შორს გაიჩქარეს დიდი ზღვის გოჭების მსგავსად და მე ნახევრად წყვდიადში მარტო დამტოვეს.

- შენ მათკენ ძალიან ბევრი გრძნობა მიმართე და შეაშინე ისინი -მითხრა ემისარმა - გრძნობები ჩემთვის და მათთვისაც ძალიან მძიმეა.
ემისარს მორცხვად ჩაეცინა.

აქ ჩემი სიზმარი გაწყდა. გამოღვიძების შემდეგ, ჩემი პირველი რეაქცია სასწარაფოდ ჩემოდნების ჩალაგება და დონ ხუანთან მექსიკაში წასვლა იყო .თუმცა პირად ცხოვრებაში შექმნილმა მოულოდნელმა, გარემოებებმა ეს მოგზაურობა შეუძლებელი გახადა. ჩემი გამალებული მზადების მიუხედავად, გარდა ამისა ამ დაბრკოლების დროს გაჩენილმა შფოთვამ ჩემი სიზმრის პრაქტიკა შეწყვიტა. მე არ მიცდია მათი შეწყვეტა, უბრალოდ ჩემდაუნებურად ძალიან ბევრი ყურადღება დავუთმე ერთ კონრეტულ ხილვას, და ვიცოდი ისიც , თუ დონ ხუანამდე ვერ მივაღწევდი აზრი არ ექნებოდა პრაქტიკის გაგრძელებას.

შესვენება, რომელიც ნახევარ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა მხოლოდ გაზარდა ჩემი ხიბლი იმ მაგიის მიმართ, რაც მაშინ დამემართა. მე არც გამიფიქრია რომ ჩემმა საკუთარმა გრძნობებმა შემაწყვეტინეს პრაქტიკა . მაინტერესებდა, უბრალო ნატვრა საკმარისი იქნებოდა თუ არა მათ გასაახლებლად. მაგრამ როგორც კი სიზმრის განახლებაზე აზრის ფორმულირება მოვახდინე , ჩემი პრაქტიკა ავტომატურად გაგრძელდა , თითქოს არასდროს შეწყვეტილიყო. მზვერავმა იმავე ადგილას მიპოვა, სადაც დავშორდით და პირდაპირ იმ ხილვაში შემიყვანა, სადაც ჩვენი ბოლო შეხვედრისას ვიყავით.

- ეს ჩრდილების სამყაროა - მითხრა ემისარმა , როგორც კი იქ მივედი - ჩრდილები კი ვართ , მაგრამ შუქს მაინც ვასხივებთ. ჩვენ არა მხოლოდ ვმოძრაობთ, არამედ შუქიც ვართ გვირაბებში. ჩვენ აქ არსებული არაორგანული არსებების კიდევ ერთისახეობა ვართ. აქ კი სამი სახეობაა: ერთნი უძრავ გვირაბებს გვანან , სხვები მოძრავ ჩრდილებს. ჩვენ მოძრავი ჩრდილები ვართ. გვირაბები თავიანთ ენერგიას გვაძლევენ, ჩვენ კი მათ დავალეებს ვასრულებთ.

ემისარმა საუბარი შეწყვიტა.მე მივხვდი რომ მესამე სახეობაზე უნდა მეკითხა , იმასაც მივხვდი რომ თუ არ შევეკითხებოდი ემისარი ამას თავად არ მეტყოდა.

- არაორგანული არსებების მესამე სახეობა როგორია? - ვკითხე მე.
ემისარმა ჩაახველა და ახითხითდა. მე მომეჩვენა რომ მას ესიამოვნა როცა ამ კითხვით მივმრთე.
- ო, ეს ყველაზე იდუმალი სახეობაა, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდებიან თუ აქ დარჩენას გადაწყვეტ.
- რატომ?
- მათ დასანახად ენერგიის დიდი რაოდენობა გჭირდება - მითხრა ემისარმა - და ეს ენერგია ჩვენ უნდა მოგცეთ.

ვიცოდი რომ ემისარი სიმართლეს ამბობდა , ისიც ვიცოდი რომ უკვე დიდი საფრთხის წინაშე ვიდექი.უკედეგანო ცნობისმოყვარეობამ მომიცვა. მინდოდა ეს მესამე ნაირსახეობა მენახა.

ემისარმა როგორც ჩანს იგრძნო ჩემი განწყობა .

- მათი დანახვა გინდა? - მკითხა მოულოდნელად.
- აუცილებლად - ვუპასუხე.
- შენ, მხოლოდ ხმამაღლა უნდა თქვა რომ მათი დანახვა გინდა - უგრძნობლად თქვა მან.
- მაგრამ თუ ვიტყვი დარჩენაც მომიწევს , ხომ ასეა?- ვკითხე მე .
- რა თქმა უნდა - დამაჯერებელი ტონით მიპასუხა ემისარმა - ამ სამყაროში ყოველივე, რასაც ხმამაღლა იტყვი რეალური გახდება.

თავი ვერ შევიკავე ფიქრისაგან, თუ ყოველივე ეს სიმართლე იყო ან ამისარს სურდა ჩემი აქ დატოვებება, მაშინ უბრალოდ შეეძლო მოეტყუებინა . მე კი სიმართლეს და სიცრუეს ვერ გავარჩევდი .

- მე ვერ მოგატყუებ , რადგან სიცრუე არ არსებობს - მითხრა ემისარმა, რომელმაც უკვე შეაღწია ჩემს არსებაში - მე მხოლოდ იმაზე გელაპარაკები, რაც არსებობს. ჩემს სამყაროში არსებობს მხოლოდ განზრახვა . სიცრუეს არ აქვს განზრახვა ამიტომ ის არ არსებობს.

მინდოდა შევწინააღმდეგებოდი რომ სიცრუის უკანაც კი არსებობს განზრახვა, მაგრამ ვიდრე ამას ხმამაღლა ვიტყოდი ემისარმა თავად მითხრა რომ სიცრუის უკანაც არსებობს განზრახვა მაგრამ ეს განზრახვა არ არის ნამდვილი განზრახვა.

მე არ შემეძლო ჩემი სიზმრის ყურადღების ემისრის სიტყვებზე კონცენტრირება. ის ჩრდილოვან არსებებთან გაეშურა. უეცრად შევამჩნიე, რომ ისინი მიმნდობ ცხოველთა ჯოგს გავდნენ. ემისრის ხმამ გამომაფხიზლა , მირჩია ჩემი ემოციები გამეკონტროლებინა , რადგან გრძნობათა უეცარ მოზღვავებას მათი ჩიტების გუნდივით გაფანტვა შეეძლო .

- რა უნდა ვქნა? - ვკითხე მე.
-დაეშვი ჩვენს მხარეს და ეცადე გაათრიო ან მიაწვე მათ - მარწმუნებდა ემისარი - რაც უფრო იოლად ისწავლი ამის გაკეთებას, უფრო იოლად შეძლებ საგნების გადაადგილებას შენს ჩვეულ სამყაროში, უბრალოდ მათზე ყურებისას.

ჩემი პრაქტიკული გონება მაშინვე გამოეხმაურა მას . მაშინვე მივედი მათთან და ვეცადე მივწოლოდი ან გამეთრია ისინი. ამას მთელი ჩემი ენერგია შევალიე , და ბოლოს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს საკუთარი თავის თმებით გათრევას ვცდილობდი.

მე კიდევ ერთი შთაბეჭდილება შემექმნა, რაც უფრო ვიძაბებოდი მით მეტი ჩრდილები ჩნდებოდა . ყველა კუთხიდან მოდიოდნენ რომ დამკვირვებოდნენ თუ შევეჭამე, როგორც კი ეს გავიფიქრე ჩრდილები მომენტალურად გაიფანტნენ.

- ჩვენ შენ არ შეგჭამთ - მითხრა ემისარმა - ჩვენ გავდივართ რათა გავთბეთ შენს ენერგიაში .როგორც შენ თბები მზის შუქზე ცივ დღეს.

ემისარმა მომიწოდა მივნდობოდი მათ და ეჭვები უკუმეგდო.მე გავიგონე მისი ხმა და მივხვდი რომ მესმოდა , ვგრძნობდი და ვიგებდი ყველაფერს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნელა შემოვბრუნდი , ჩემი აღქმის სიცხადეზე დაყრდნობით მივხვდი რომ რეალურ სამყაროში ვიყავი.

ემისრის ხმა ისევ ჩამესმოდა , ის მეუბნებოდა რომ განსხვავება ჩემსა და მისი სამყაროების აღქმას შორის ისაა , რომ მათი სამყაროს აღქმა იწყება და მთავრდება თვალის ერთ დახამხამებაში, ჩემი ყოველდღიური სამყაროს აღქმა კი - სხვაგვარი იყო. ვინაიდან ჩემი აღქმა მიმაგრებული იყო მასზე ,იმ მრავალრიცხოვან ჩემს მსგავს არსებათა აღქმის მსგავსად, რადგან ჩვენ ყველა ვაკავებდით ჩვენს, ჩემს სამყაროს ადგილზე ჩვენი განზრახვების საშუალებით. ემისარმა დაამატა რომ არაორგანული არსებებისთვის ჩემი სამყაროს აღქმაც ერთი თვალის დახამხამება იყო , მაგრამ მათივე სამყაროს აღქმა ისეთივე როგორც ჩემთვის ჩემი , ადგილზე ჩერდება უდიდესი რაოდენობის განზრახვის საშუალებით.

ამ დროს ამ სქემამ გაქრობა დაიწყო. ეს ყველაფერი სიღრმეში ჩაშვებას გავდა , ამ სამყაროდან გამოფხიზლება წყლიდან წედაპირზე ამოსვლას გავდა.
შემდეგ სესიაზე ემისარმა დაიწყო ჩემთან დიალოგი , იმის გამეორებით რომ მოძრავ ჩრდილებსა და უძრავ გვირაბებს შორის არსებობს სავსებით კოორდინირებული და შეთანხმებული ურთიერთობა . თავისი გამოსვლა კი შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

- ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია.
- მე მახსოვს შენი ახსნილი - ვუპასუხე მე.

მის ხმაში უნდობლობის ნოტი გასხლტდა. ამიხსნა , შესაძლოა მე არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ გავიგო რას ნიშნავს ასეთი კავშირი. ეს რაღაც აურაცხელად დიდია ,ვიდრე დამოკიდებულება. მე დავაპირე მეთხოვა აეხსნა, რა ქონდა მხედველობაში , მაგრამ მეორე წუთს იმ ქსოვილის შიგნით აღმოვჩნდი, რომლითაც გვირაბები იყო შექმნილი.მე დავინახე უცნაურად შექმნილი რკინისმაგვარი ამობურცულობები, რომლებიც მკრთალ შუქს ასხივებდნენ. მე ვიფიქრე რომ ეს ამობურცულობები ისეთივე გავლენას ახდენდნენ ჩემზე, როგორც ბრაილის ანბანი უსინათლოებზე. მე ისინი ენერგიის ბუშტებად მივიჩნიე სამიდან ოთხ ფუტამდე დიამეტრის და გვირაბების ნამდვილი ზომით გაკვირვებული დავრჩი.

- აქაური ზომები შენი სამყაროებისას არ გავს - მითხრა ემისარმა
- ამ სამყაროს ენერგია ენერგიის სხვა ტიპს წარმოადგენს. მისი თავისებურებები შენი სამყაროს თავისებურეებს არ ემთხვევა , თუმცა ეს სამყაროც ისეთივე რეალურია.

ემისარი იმის ახსნას შეუდგა , რომ მან უკვე მომიყვა ჩრდილოვან არსებებზე , როდესაც გვირაბის კედლებზე ამობურცულობებს მიხსნიდა.ვუპასუხე რომ ყველაფერი მახსოვდა მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ვთვლიდი რომ ეს უშუალოდ სიზმარხილვას არ ეხებოდა.

- აქ ამ სამყაროში ყველაფერი უშუალოდ სიზმარხილვას ეხება - მიპასუხა მან.

მინდოდა ჩემი გაუგებრობის მიზეზი გამეაზრებინა , მაგრამ უეცრად გონება დამეცალა.ჩემი სიზმრის ყურადღება ჩაცხრა,გამიჭირდა მისი ჩემს გარშემო არსებულ სამყაროზე ფოკუსირება , კონცენტრაცია გამოღვიძებაზე დავიწყე . მაგრამ ემისარი ისევ ალაპარაკდა, და მისმა ხმამ გამამხნევა, სიზმრის ყურადღებაც მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა.

- სიზმარხილვა ეს ეტლია , რომლესაც სიზმრისმხილველი ამ სამყაროში მოყავს - მითხრა მან - ყოველმა ჯადოქარმა იცის სიზმარხილვაზე რადგან მას ჩვენ ვასწავლეთ. ჩვენი სამყარო კარითაა დაკავშირებული თქვენს სამყაროსთან და ამ კარს სიზმარხილვა ქვია.ჩვენ ვიცით როგორ უნდა შეხვიდე ამ კარში, ადამიანებმა კი არ იციან , მათ ეს უნდა ისწავლონ.

ემისრის ხმამ იმის ახსნა დაიწყო რასაც ადრე მეუბნებოდა

- გვირაბის კედლებზე არსებული ამობურცულობები ჩრდილოვანი არსებებია - მითხრა მან - მე ერთერთი მათგანი ვარ . ჩვენ გვირაბის შიგნით ვმოძრაობთ კედლებზე და ამ გვირაბების ენერგიით ვიმუხტებით, რომელიც ჩვენი ენერგიაცაა.
გონებაში აზრმა გამიელვა :" მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ურთიერთობის ასეთ ტიპს რომლის მომსწრეც ახლა გავხდი "

- შენ რომ ჩვენთან დარჩენილიყავი მაშინ აუცილებლად იგრძნობდი როგორია იყო ისე ურთიერთდაკავშირებული, როგორც ჩვენ ვართ - მითხრა ემისარმა.
ემისარი თითქოს ჩემს პასუხს უცდიდა . ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ ის მხოლოდ ჩემი დარჩენის გადაწყვეტილებას ელოდა.

- რამდენი ჩრდილოვანი არსებაა თითოეულ გვირაბში ? ვკითხე მე და ვცადე თემა შემეცვალა და მაშინვე ვინანე ამის შესახებ რადგან ემისარმა დაიწყო დაწვრილებით ახსნა ჩრდილოვანი არსებების რადენობასა და თითოეულ გვირაბში მათი ფუნქციის შესახებ . მან მითხრა რომ თითოეულ გვირაბში ურთიერთდაკავშირებული არსებების გარკვეული რიცხვი იყო , რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნოდნენ და თითოეული კონკრეტულ ფუნქციას ასრულებდა , რომლებიც მათი მონათესავე გვირაბების მოთხოვნილებებსა და სურვილებს მიესადაგებოდა.

მე არ მინდოდა რომ ემისარს ასე დაწვრილებით მოეთხრო. ვაცნობიერებდი რომ რაც ნაკლები ვიცოდი ჩრდილოვან არსებებზე მით უკეთესი იყო ჩემთვის .როგორც ეს გავიაზრე , ამისარი გაჩერდა , ხოლო ჩემი ენერგეტიკული სხეული მკვეთრად შეტოკდა თითქოს ვიღაცა კაბელს მოქაჩა.მომდევნო წამს კი ჩემს საწოლში გამეღვიძა.
ამის შემდეგ გამიქრა ის შიში რომელსაც ჩემი სიზმრხილვის პრაქტიკის შეწყვეტა შეეძლო .ახლა სხვა იდეამ მომიცვა - მე ხომ განუმეორებელი სიამოვნების წყარო ვიპოვე.ყოველდღე მოუთენლად ველოდი მომენტს როდის დაიწყებოდა სიზმარხილვა და მზვერავი ჩრდილების სამყაროში გადამიყვანდა . დამატებითი სიამოვნება ისიც იყო რომ ჩემი ჩრდილების სამყაროს ხილვები ადრინდელზე უფრო ემგვანებოდა სიცოცხლეს .თუ აზროვნების ჩვეულებრივი სტანდარტიდან ,სმენისა და ვიზუალური შეგრძნებებიდან ვიმსჯელებთ მაშინ ჩემი განცდები ისე რეალური იყო, როგორც ნებისმიერი სიტუაცია რეალურ სამყაროში.

არასოდეს მქონია განცდა რომ ერთადერთი განსხვავება ჩემს ხილვებსა და ყოველდღიურ სამყაროს შორის მხოლოდ სიჩქარე იყო , რომლითაც ჩემი ხილვები მთავრდებოდა.ერთ წამში მე უცნაურ მაგრამ რეალურ სამყაროში აღმოვჩნდი , შემდეგ წამს კი უკვე ჩემს საწოლში.

ძალიან მინდოდა რომ დონ ხუანს აეხსნა ან რაიმე კომენტარი გაეკეთებინა,მე კი ისევ ლოს-ანჯელისში დავეხეტებოდი. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ სიტუაციაზე, მით უფრო იზრდებოდა ჩემი შფოთვა , მე უკვე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ იქ ,ჩრდილების სამყაროში მე კოლოსალური სისწრაფით მიახლოვდებოდა საფრთხე.

ჩემი მოუსვენრობის ზრდსათან ერთად ჩემი სხეული საოცარ შიშს მოეცვა , მაშინ როცა ჩემი გონება ეგზალტირებული უმზერდა ჩრდილების სამყაროს.ერთხელ, საუნივერსიტეტო სამუშაოების დროს , მე გავიგოონე როგორ მეუბნებოდა ხმა რომ ჩემი ნების მცდელობები შემეწყვიტა სიზმრის პრაქტიკა ჩემს გლობალურ მიზნებს ზიანს მიაყენებდა.ის მარწმუნებდა რომ მეომრები არ გაურბიან პრობლემებს და მე ჭკვიანური საფუძველი არ მქონდა რომ პრაქტიკა შემეწყვიტა ემისარს დავეთანხმე . მე არც მქონია არაფრის შეწყვეტის განზრახვა და ხმა ამას მხოლოდ ადასტურებდა.

ამ დროისთვის არა მხოლოდ ჩემი ემისარი შეცვლილა , ახალი მზვერავიც გამოჩნდა არეალზე.ერთხელ, ისე რომ ჯერ ვერც კი მოვასწარი ჩემი სიზმარხოლვის თავისებურებების შესწავლა ჩემს წინ მზვერავი გაჩნდა და აგრესიულად დაეუფლა ჩემი სიზმრის ყურადღებას . ამ მზვერავის გამკვეთილი განსხვავება ის იყო რო მას არ სჭირდებოდა ენერგეტიკული მეტამორფოზები თავიდანვე ისე გამოიყურებოდა როგორც ენერგეტიკული ბუშტი.მზვერავმა , ისე რომ ჩემი სურვილი ხმამალა გამოთქმასაც არ დალოდებია ,თვალის დახამხამებაში გადამიყვანა სამყაროს სულ სხვა ნაწილში მახვილკბილა ვეფხვების სამყაროში.

ჩემს ადრინდელ ნაშრომებში მე უკვე გაკვრით აღვწერე მსგავსი ხილვები, მე ვთქვი გაკვრით, რადგან არ მქონდა საკმარისი ენერგია რომ ჩემს მიერ აღწერილი სამყაროები გადმომეცა ჩემი რაციონალური ტვინისთვის შესაფერისი მეთოდით.

ჩემი მახვილკბილა ვეფხვების ხილვები რეგულარულად გრძელდებოდა საკმაო დროის განმავლობაში , იქმდე ვიდრე ჩემი აგრესიული მზვერავი , ჩემი თანხმობის მიღებამდე გადამიყვანდა გვირაბში.

მე ემისრის ხმა გავიგონე , მან მაშინვე დამატეხა თავს ყველაზე გრძელი და მტანჯველი ტირადა, რაც კი ოდესმე მომისმენია. ის არაორგანულების სამყაროს უპირატესობაზე მელაპარაკებოდა . იმ ცოდნის მიღებაზე მესაუბრებოდა, რომელიც ჩემს გონებას გადაატრიალებდა და იმაზეც, რომ ეს მხოლოდ უბრალო მოქმედებებით მიიღწეოდა - ეს უბრალო მოქმედებები კი მათთან გვირაბებში დარჩენის გადაწყვეტილებაა.ის აუწერელ მოძრაობებზე მელაპარაკებოდა, უსასრულო დროზე საგანთა რასისი შესაცნობად და ყველაზე უფრო კოსმოსური მსახურების ობიექრად ყოფნის შესაძლებლობაზე , რომლებიც ჩემს უმნიშვნელო კაპრიზსაც კი შეასრულებდნენ.

- ცნობიერების მქონე არსებები სამყაროს ყველაზე უფრო დაშორებული წერტილიდან გამოთქვამენ ჩვენთან დარჩენის სურვილს.მათ მოსწონთ ჩვენთან ყოფნა - თქვა ემისარმა საუბრის ბოლოს - წასვლა აქამდე ფაქტიურად არავის მონდომებია.

მზვერავმა ამიტაცა და უამრავი გვირაბი გამატარა, ბოლოს ერთ რაღაცნაირად ყველაზე უფრო დიდ გვირაბთან გავჩერდით. ჩემი სიზმარხილვის ყურადღება მის ზომასა და განლაგებას მიეჯაჭვა , ის თითქოს გვირაბს მიეწება და გარშემო მიმოხედვაც კი არ შეეძლო .ჩემი სიზმრის ყურადღება ,ჩრდილოვან არსებებზე ოდნავ დიდმა ენერგიის წვეთმა მიიპყრო. ის ლურჯი იყო როგორც სანთლის ალის გული. მე საიდანღაც ვიცოდი რომ ეს არ იყო ენერგიის კონფიგურაცია და რომ წინათ ის აქ საერთოდ არ იყო.

მისი შეგრძნებით მე საკუთარი თავი დამავიწყდა. მზვერავმა წასვლა მანიშნა, მაგრამ რაღაცამ ან ნიშნის აღქმის საშუალება არ მომცა . მე გაურკვეველი შიშით მოცული მაინც იქ დავრჩი სადაც ვიყავი, მაგრამ მზვერავის ნიშნებმა ჩემი კონცენტრაცია დაანგრიეს და ლურჯი ფორმა კვლავ ხელიდან გამისხლტა.

უეცრად რაღაც კოლოსალურმა ენერგიამ მაიძულა თავისი ღერძის გარშემო მეტრიალა და პირდაპირ ლურჯ ნათებასთან გადამიყვანა. იმის მიხედვით, რასაც მე ვხედავდი მას ადამიანის მოხაზულობა ჰქონდა, მაგრამ ძალიან პატარა და თხელი თითქმის გამჭვირვალე. მე დაჟინებით ვცდილობდი გამეგო ქალი იყო ის თუ მამაკაცი, მაგრამ როგორც არ უნდა მეცადა მაინც არაფერი გამომდიოდა.

ჩემი მცდელობა ამის შესახებ ემისრისთვის მეკითხა უშედეგოდ დამთავრდა. ის უეცრად გაფრინდა და მე გვირაბში ამ უცნაური ადამიანის წინაშე გამოკიდებული დამტოვა . მე შევეცადე მასთან დალაპარაკებას ისევე როგორც ამას ემისართან ვაკეთებდი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.იმის გამო რომ ჩვენს შორის არსებული ბარიერი ვერ დავანგრიე იმედგაცრუების ტალღა მომაწვა.ეს იმედგაცრუება შეცვალა შიშმა , მე შესაძლოა მარტო დავრჩი არსებასთან რომელიც შეიძლება ჩემი მტერი ყოფილიყო.
უცნობ კომპანიაში მე უამრავი რეაქცია გამიჩნდა, აღფრთოვანებაც კი ვიგრძენი იმისგან რომ მზვერავმა როგორც იქნა ერთი ადამიანური არსება მაინც მაჩვენა, რომელიც ამ სამყაროში ჰყავდათ დაჭერილი.მხოლოდ ვწუხდი, რომ საუბარი არ შეგვეძლო, რადგან ჩანდა რომ უცნობი ერთ ერთი უძველესი დროის ჯადოქარი იყო და სხვა ეპოქას ეკუთვნოდა.

რაც უფრო იზრდბოდა ჩემი აღფრთოვანება და ცნობისმოყვარეობა , მით უფრო მამძიმებდა ეს, იმ მომენტამდე ვიდრე ძალიან არ დავმძიმდი და კალიფორნიის უნივერსიტეტის წინ პარკში ჩემს სხეულში არ აღმოვჩნდი.მე ბალახზე ვიჯექი გოლფის მოთამაშე ხალხს შორის.

ჩემთან ერთად ჩემ წინ კიდევ ერთი ადამიანის მატერიალიზება დაიწყო.წამით ერთმანეთს თვალებში შევხედეთ. ეს 6 -7 წლის გოგონა იყო . გავიფიქრე რომ ვიცნობდი, მისი დანახვისას ჩემი აღფრთოვანება და ცნობისმოყვარეობა ისე გაიზარდა , რომ მთლიანად მოატრიალეს პროცესი . მე ძალიან სწრაფად დავკარგე წონა და უკვე ენერგიის წვეთად ვიქეცი არაორგანული არსებების სამყაროში. მზვერავი დაბრუნდა ჩემთან და გარეთ გამომაგდო.

მე შეშინებულს გამეღვიძა , ყოველდღიურ სამყაროში ამოსვლის პროცესში, რაღაც აიძულებდა ინფორმაციას გამსხლტარიყო.ჩემი გონება დაუღალავად ცდილობდა მოეგვარებინა ყოველივე ან მეგონა რომ ვიცოდი .მე 48 საათზე მეტი გავატარე მცდელობაში მომეხელთებინა დაფარული შეგრძნება თუ ცოდნა, რომელთან მიახლოებასაც ვერ ვახერხებდი . ერთადერთი მიღწევა ძალის შეგრძნება იყო , მე ვვარაუდობდი რომ ეს გარე სამყაროდან მოვიდა , ეს ძალის შეგრძნება მეუბნებოდა რომ უკვე აღარ შემეძლო მივნდობოდი მას რაც სიზმრხილვაში მემართებოდა. რადენიმე დღის შემდეგ : ბუნდოვანი და იდუმალი რწმენა დამეუფლა. ეს რწმენა თანდათან იზრდებოდა , ვიდრე მისი ნამდვილობა უეჭველი არ გახდა , მე დავრწმუნდი რომ ლურჯი წვეთი არაორგანული არსებების სამყაროს ტყვე იყო.
ახლა ყველაზე მეტად დონ ხუანის რჩევა მჭირდებოდა . მე ვიცოდი რომ ეს ჩემი მუშაობის მთელ წლებს წყალში ჩაყრიდა, მაგრამ მე ამასთან გამკლავება არ შემეძლო , მე მთელი ჩემი საქმე მივატოვე და მექსიკაში გავემგზავრე.

- რა გინდა სინამდვილეში? მკითხა დონ ხუანმა რათა ჩემი ისტერიული ბოდვა შეეჩერებინა.

ვერ ავუხსენი რა მსურდა რადგან თივადაც არ ვიცოდი ეს.

- ალბათ შენ ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვს, ასე რომ გამოიქეცი, - მითხრა ჩაფიქრებულმა დონ ხუანმა
- კი ასეა, იმისდა მიუხედავად რომ იმის ფორმულირებაც არ შემიძლია, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩემი პრობლემა, ვუპასუხე.

მან მთხოვა ჩემი სიზმარხილვის პრაქტიკა აღმეწერა მისი ყველა დამახასიათებელი დეტალით. მე მას პატარა გოგონას ხილვაზე მოვუყევი და იმაზე რა გავლენა იქონია ამან ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე .უეცრად მან შემომთავაზა რომ ყურადღება არ მიმექცია ამისთვის და ისე მიმეღო, როგორც არაორგანული არსებების მცდელობა გაეღიზიანებინათ ჩემი ფანტაზია.მან აღნიშნა რომ ეს სიზმარხილვა განსაკუთრებით აქცენტირებულია , და ემგვანება იმას რაც ძველი ჯადოქრებისთვის - განუსაზღვრელი ამოუწურავი ინდულგირების წყაროს წარმოადგენდა.

გარკვეული აუხსნელი მიზეზსი გამო მე არ მინდოდა დონ ხუანსთვის ჩრდილების სამყაროზე მომეთხრო . მაგრამ როდესაც მან პატარა გოგონაზე ხილვა უარყო მე იძულებული გავხდი ჩემი იმ სამყაროში ვიზიტები აღმეწერა. ის შეცბუნდა და დიდხანს დუმდა.

- შენ იმაზე მეტად მარტოსული ხარ ვიდრე მე მეგონა , რადგან მე საერთოდ არ შემიძლია შენი სიზმარხილვის პრაქტიკის განსჯა.შენ უძველესი ჯადოქრების სიტუაციაში ხარ , ყველაფერი რაც შემიძლია გითხრა ისაა რომ შენ კვლავ უნდა გაგარძელო მეცადინეობა,და მთელი შენი სიფრთხილე გამოიყენო.
- რატომ მეუბნები რომ უძველესი ჯადოქრების სიტუაციაში ვარ ?
- მე ისევ გეუბნები რომ შენი განწყობა ძველი ჯადოქრებისას მაგონებს.ისინი ძალიან ნიჭიერი არსებები იყვნენ, მათი შეცდომა იმაში მდგომარეობდა რომ ისინი არაორგანული არსებების სამყაროში ისე გრძნობდნენ თავს, როგორც თევზი წყალში.შენც მათ მსგავსად ხარ. შენ ამ სამყაროზე იცი ის, რაც არც ერთ ჩვენგანს აზრადაც არ მოსვლია . პირადად მე არასოდეს მსმენია ჩრდილების სამყაროზე , ისევე როგორც ნაგვალ ხულიანსა და ელიასს, იმის მიუხედავად რომ ამ უკანასკნელმა დიდი დრო გაატარა არაორაგნული არსებების სამყაროში.
- რა იცვლება როცა ჩრდილების სამყაროზე გაიგებ?
- ძალიან ბევრი რამ. სიზმარმხილველს იქ, იმ შემთხვევაში იღებენ თუ არაორგანულები დარწმუნებულები არიან რომ ადამიანი იქ დარჩენას აპირებს . ჩვენ ამაზე უძველესი ჯადოქრების მონათხრობიდან ვიცით.
- გარწმუნებ დონ ხუან მე არ მაქვს მათთან დარჩენის სურვილი. შენ ისე ლაპარაკობ თითქოს მე მზად ვიყავი ძალის დაპირების ან მზვერავის მახეში გავბმულიყავი. მე არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე.
- ამ დონეზე ეს არც ისე ადვილია. შენ გადალახე ის ზღვარი საიდანაც უბრალოდ შეიძლება აიღო და დაბრუნდე . გარდა ამისა შენ არ გაგიმართლა და წყლის არაორგანულმა არსებამ აგირჩია. გახსოვს როგორ გაბეზრებდნენ თავს ერთხანს? ისინი მესაკუთრეები არიან და თუ ანკესზე წამოგაგებენ არასოდეს გაგიშვებენ.
- მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩემს შემთხვევაში დონ ხუან?
- ეს ნამდვილად სერიოზულ პრობლემას ნიშნავს, კონკრეტულად ეს ის არაორგანული არსება დგამს მთელ ამ შოუს, რომელმაც იმ სამახსოვრო დღეს გაგიცნო. წლებთან ერთად მან თანდათან გაგიცნო და ახლა უკვე ძალიან ახლოს გიცნობს.

მე გულწრფელად ვუთხარი დონ ხუანს რომ აზრი თითქოს რომელიმე არაორაგნული არსება მე ასე ახლოს მიცნობს მე კუჭს მატკიებს .

- როდესაც სიზმარმხილველები აღმოაჩენენ რომ არაორგანული არსებები არ მოსწონთ მითხრა მან - და როგორც წესი ეს ძალიან გვიან ხდება , იმ დროისათვის არაორგანულებს ისინი უკვე კლანჭებში ჰყავთ მომწყვდეული.

გულის სიღრმეში მივხვდი რომ ის ამ ყველაფერს აბსტრაქტულად ამბობდა.საფრთხეები, რომლებიც შეიძლება თეორიულად არსებულიყო და არა პრაქტიკულად.რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ არანაირი საფრთხე არ არსებობდა.

- მე არ ვაპირებ არაორგანული არსებები ჩემთან ახლოს მოვუშვა თუ შენ მასზე ფიქრობ - ვუპასუხე მე.
- მე ვფიქრობ რომ მათ შენი გაცურება უნდათ - მიპასუხა - ისე როგორც გააცურეს ნაგვალი როზენდო, ისინი შენს შეპყრობას აპირებენ და შენ არათუ შეამჩნიე ეს მახეები, შენ არც კი ეჭვობ მათ შესახებ. ისინი მსგავს მანიპულაციებში დახელოვნებულები არიან. აი ახლა მათ პატარა გოგონაც კი შექმნეს.

- მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს პატარა გოგონა უეჭველად არსებობს - ვარწმუნებდი მე.
- არანაირი პატარა გოგონა არ არსებობს - გამაწყვეტინა მან - ეს ანარგიის ლურჯი წვეთია , უბრალოდ ახალი მზვერავია . ეს მკვლევარია, რომელიც არაორგანული არსებების სამყაროში შეიპყრეს.მე უკვე გითხარი რომ არაორგანული არსებები მეთევზეებს გვანან , ისინი იზიდავენ და იჭერენ ცნობიერებას.
დონ ხუანს ეჭვიც კი არ ეპარებოდა რომ ეს ენერგიის ლურჯი წვეთი ჩვენგან სრულიად განსხვავებული განზომილებიდან იყო.ის იყო ბუზივით ობობის ქსელში გაბმული მზვერავი.

მე არ მომეწონა ეს ანალოგია , ის მაშფოთებდა და ფიზიკურ დისკომფორტსაც კი იწვევდა, ამის შესახებ დონ ხუანს ვუთხარი , მაგრამ მან მიპასუხა რომ ამ ტყვე- მზვერავზე ჩემი ზრუნვა მას სასოწარკვეთილებაში აგდებდა.

- რატომ გაწუხებს შენ ეს ასე? - ვკითხე
- იმ დაქსელილ სამყაროში რაღაც მწიფდება მე კი არ შემიძლია ჩამოვაყალიბო რა.

ვიდრე მე დონ ხუანისა და მისი გარემოცვის კომპანიაში ვიყავი , მე საერთოდ არ შემეძლო არაორგანული არსებების სამყაროს ნახვა . ჩემს პრაქტიკას წარმოადგენდა, ჩემი სიზმარხილვის ყურადღების ფოკუსირება ჩემი სიზმრისა და ხილვების ობიექტების ცვლილებაზე . ჩემი საზრუნავისგან რომ მოვეწყვიტე დონ ხუანმა შემომთავაზა დავკვირვებოდი ღრუბლებს და დაშორებული მთის მწვერვალებს.შედეგად გაჩნდა შეგრძნება რომ ღრუბლებში ვიყავი და რომ ნამდვილად მოვხვდი იმ დაშორებულ მთის მწვერვალებზე.

- ძალიან მიხარია მაგრამ ამავე დროს მეშინია კიდეც - მითხრა დონ ხუანმა , შენ სასწაულებით გასწავლეს , შენ კი ეს არც იცი.იმასაც კი ვერ ვხედავ რომ შენ ჩემთან სწავლობდი.
- შენ არაორგანულ არსებებზე ამბობ არა?
- კი არაორგანულ არსებებზე , გირჩევ აღარ შეხედო აღარაფერს დაკვირევიბით, ეს ძველი ჯადოქრების ტექნიკაა, ისინი დაჟინებით მიაშტერდებოდნენ ხოლმე მიზანს და ამავე დროს თვალის დახამხამებაში გადაქონდათ თავიანთი ენერგეტიკული სხეულები. ეს ძალიან შთამბეჭდავი ტექნიკაა, მაგრამ სრულიად უსარგებლო თანამედროვე ჯადოქრებისთვის. ის არ გვაძლევს ნებას გავზარდოთ ჩვენი სიფხიზლე ან ჩვენი შესაძლებლობები თავისუფლების ძიებაში.. ყველაფერი რასაც ეს ტექნიკა აკეთებს ისაა რომ, ის გვაბრუნებს და გვაჯაჭვავს კონკრეტულობის ყველაზე არასასურველ მდგომარეობას.

დონ ხუანმა დაამატა , რომ თუ მე თავს კონტროლს არ გავუწევდი დროთა განმავლობაში ჩემი სიზმრისა და ყოველდღიურობის ყურადღება ერთმანეთს შეერწყმებოდა და მაშინ ძალიან აუტანელი გავხდებოდი. მან თქვა რომ არსებობდა საშიში ნაპრალი ჩემს მეორე ყურადღების მოძრაობის უნარსა და ჩემს დაჟინებით კულტივირებულ უძრაობის უნარს შორის, ყოველდღიური ცხოვრების ცნობიერებაში.მან აღნიშნა რომ ნაპრალი მათ შორის ისეთი დიდია, ფხიზელ მდგომარეობაში მე თითქმის იდიოტი ვიქნებოდი , მეორე ყურადღებაში კი მთვარეული.

ვიდრე სახლში გავემგზავრებოდი , მე გადავწვიტე განმეხილა ჩემი სიზმარხილვები ჩრდილების სამყაროს შესახებ ქეროლ თიგსთან, თუმცა დონ ხუანმა მირჩია არავისთან მელაპარაკა ამის შესახებ. მე ყველაზე მეტად სწორედ მასთან საუბარი მსურდა, ის ჩემთვის ყველაზე სანტრესესო და ადვილად საურთიერთობო პიროვნება იყო, რადგან ჩემს სრულ ანტიპოდს წარმოადგენდა.დონ ხუანი აშკარად იმედგაცრუებული დარჩა, როცა მე მას ჩემი პრობლემების შესახებ მოვუყევი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. საკუთარი თავის მიმართ სიბრაზე დამეუფლა და იმაზე დავიწყე ფიქრი რომ მუდამ არასწორად ვიქცეოდი.

- შენ ჯერ კიდევ არაფერი გაგიკეთებია - შემაწყვეტინა დონ ხუანმა - მაგრამ ეს საკმარისია.

როგორი მართალი იყო! ჩემს შემდეგ სიზმრხილვაში რომელიც უკვე სახლში მქონდა , ქვესკნელი გაიხსნა . მე ჩრდილების სამყაროს მივაღწიე , როგორც უამრავჯერ გამიკეთებია . ერთადერთი სხვაობა ლურჯი ენერგიის ფიგურის თანხლება იყო. ის სხვა ჩრდილოვან არსებათა შორის იყო. მე ვიგრძენი რომ ეს ენერგიის ბუშტი ადრეც იყო აქ მაგრამ მე ვერ ვამჩნევდი , როგორც კი ეს აღვნიშნე ჩემი სიზმრის ყურადღება მოუცილებლად მიეჯაჭვა ამ ენერგიის ბუშტს.რამოდენიმე წამში მე მის გვერდით გავჩნდი. როგორც ყოველთვის იქ სხვა ჩრდილებიც მოძრაობდნენ , მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

უეცრად ეს მრგვალი, ლურჯი ფორმა პატარა გოგონად გადაიქცა რომელიც უკვე ნანახი მყავდა . მან თავისი გრძელი, თეთრი და ნაზი ყელი ჩემსკენ მოატრიალა და ძლივს გასაგონი ჩურჩულით მითხრა ;” მიშველე“ .მან ეს ან მართლა თქვა ან მე წარმოვიდგინე რომ მან ეს თქვა , შედეგი იგივე იყო: მე ვიდექი გულწრფელი თანაგრძნობით დამუხტული .შემცივდა მაგრამ ეს სიცივე ჩემი ენერგიის მასიდან არ მოდიოდა , სიცივეს ჩემს სულ სხვა ნაწილში ვგრძნობდი .პირველად გავაცნობიერე რომ ის, რასაც მე ვგრძნობდი სულაც არ გავდა ჩვეულებრივ შეგრძნებებს, რომლებიც გრძნობების ორგანოებიდან მოდიოდა . მე შემეძლო ჩრდილების სამყაროს შეგრძნება , განვიცდიდი ყველაფერ იმას, რასაც ჩვეულებრივად ვთვლიდი განცდად , მე შემეძლო ფიქრი შეფასება ,გადაწყვეტილების მიღება , მე ვფლობდი ფსიქოლოგიურ უწყვეტობას : სხვა სიტყვებით მე ვიყავი ის ვინც ვიყავი , აკლდა მხოლოდ ჩემი ერთი ნაწილი შეგრძნებითი , მე ვერ ვგრძნობდი ჩემს სხეულს.ყველა შთაბეჭდილებას მზერიდან და სმენიდან ვიღებდი , შემდეგ ჩემი გონება ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა : დანახული და გაგონილი არ იყო ფიზიკური რეალობა არმედ მხოლოდ წარმოქმნილი ხილვების ხარისხი.

- შენ სინამდვილეში გესმის და ხედავ - წარმოთქვა ჩემს აზრებში შემოღწეულმა ემისარმა - ამაშია ამ ადგილის მშვენიერება , შენ ყველაფრის აღქმა შეგიძლია დანახვით და გაგონებით, სუნთქვის გამოუყენებლად . დაფიქრდი ამაზე !შენ არ გჭირდება სუნთქვა , შენ ამ სამყაროს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლია მოხვდე სუნთქვის გარეშე .ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა და კვლავ , ეს შეგრძნებაც არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს .ის სადღაც სხვა ადგილას იგრძნობოდა , მე ძალიან ამაღელვა გარკვეულმა, თუმცა კი მაინც ბუნდოვანმა გაგებამ იმისა, რომ ჩემს იმ ადამიანს ვინც ამ ყველაფერს განიცდიდა და ენერგიის წყაროსა და შეგრძნებების წყაროს შორის მჭიდრო კავშირი იყო.გამიელვა აზრმა რომ ეს სხვა ადგილი ჩემი ფიზიკური სხეულია, რომელიც ლოგინში წევს.

როგორც კი ეს აზრი გამიჩნდა, ჩრდილოვანი არსებები გაიქცნენ და ჩემი მხედველობის არეში მხოლოდ პატარა გოგონა დარჩა .მე ვუყურებდი და ძალიან მალე დავრწმუნდიი რომ ვიცნობდი მას , რჩებოდა შთაბეჭდილება რომ ის ირწეოდა თითქოს საცაა გული წაუვიდოდა, ამაზე თანაგრძნობის ტალღა მომაწვა.

შევეცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. მე მივხვდი რომ ყველა ჩემი დიალოგი ემისართან ამ უკანასკნელის ხარჯზე ხორციელდებოდა. მარტო დარჩენილი უმწეო გავხდი. შემდეგ შევეცადე ჩემი აზრები გოგონასკენ მიმემართა  ეს უშედეგო გამოდგა. ჩვენ ენერგეტიკული ბარიერი გვაცილებდა რისი დაძლევაც არ შემეძლო. ჩანს პატარა გოგონამ იგრძნო ჩემი წუხილი და თავადაც დაიწყო ჩემთან საუბარი, აზრების საშუალებით.არსებითად მან მომიყვა ის, რასაც დონ ხუანი მეუბნებოდა: ის მზვერავი იყო რომელიც ამ სამყაროს ქსელში გაება. შემდეგ დაამატა რო მიიღო პატარა გოგონას ფორმა იმიტომ, რომ ეს ნაცნობი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც და რომ მასაც ისევე სჭირდებოდა ჩემი დახმარება როგორც მე მისი.მან ეს გრძნობების ერთ ენერგეტიკულ ჯგუფში განალაგა, რომლებმაც ჩემამდე სიტყვებად მოაღწია.მე არ გამჭირვებია ამის გაგება თუმცა ასეთი რაღაც პირველად დამემართა.

არ ვიცოდი რა მექნა , ვცადე ჩემი უმწეობის შეგრძნება გადამეცა, ის მამაშინვე მიმიხვდა.ის უსიტყვოდ მევედრებოდა თავისი მწველი მზერით.მისი ღიმილი თითქოს მუბნებოდა სწორედ მან დატოვა მისი გათავისუფლების შესსაძლებლობა შემბორკველი გზისგან, როცა მე აზრობრივად შევეწინააღმდეგე რომ ამისთვის რანაირი შესაძლებლობა არ მქონდა მან ჩემზე ისტერიულად სასოწარკვეთილი და დატანჯული ბავშვის შთაბეჭდილება დატოვა.

მე კვლავ ვცადე მასთან დალაპარაკება.პატარა გოგონა ნამდვილად ტიროდა ისევე როგორც იტირებდა ნებისმიერი შეშინებული და უიმედო ბავშვი მის ასაკში . ვერ ვაჩერებდი მის ცრემლებს , ვცადე თავზე ხელი გადამესვა მაგრამ უშედეგოდ.ჩემი ენერგია მისაში გადადიოდა, ვიფიქრე ამეყვანა და ჩემთან წამეყვანა.

მე ბევრჯერ ვცადე ამის გაკეთება, სანამ საბოლოოდ არ დავკარგე ამის ძალა და გავჩერდი. შემეშინდა რომ ჩემი სიზმრის ყურადღება შამცირედბოდა და მას დავკარგავდი , მივხვდი რომ არაორგანულ არსებებს აღარ მოუნდებოდათ ჩემი იმ სამყაროს სწორედ იმ ნაწილში შეშვება .მომეჩვენა რომ ეს სამყარო უკანასკნელი ვიზიტი იყო მათთან , დამაგვირგვინებელი ეტაპი.და აქ რაღაც წარმოუდგენელი გავაკეთე, იქამდე ვიდრე ჩემი სიზმრის ყურადღება ამოიწურებოდა მე ხმამაღლა დავიყვირე რომ მსურდა ჩემი ენერგია ამ პატარა არსების ენერგიასთან შემერწყა და გამეთავისუფლებინა ის.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff