კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

კარლოს კასტანედა
5
1

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე   (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

თავი 9 - სტალკერების სტალკინგი

სტალკერების სტალკინგი

სახლში დაბრუნებულმა, ვერც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შევძელი. ფაქტობრივად, მე ვერ შევძელი მათი ფორმულირებაც კი. სავარაუდოდ, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჩემმა მეორე ყურადღების ზღვარმა წაშლა დაიწყო. ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მე ფლორინდა გრაუსა და ქეროლ თიგსს შევხვდი ჩვეულებრივ სამყაროში. დავიბენი, რადგან მათ ამ შეხვედრამდე საერთოდ არ ვიცნობდი და ამავე დროს მეგონა, რომ ისე ახლოს ვიცნობდი მათ, რომ შემეძლო ნებისმიერი მათგანისთვის თავიც კი გამეწირა, მცირედი საჭიროების გამოც. მე რამდენიმე წლის წინ ტაიშა აბელიარს შევხვდი, როცა ადამიანებთან პირველივე შეხვედრაზე წარმოქმნილ ამ უცნაური სიახლოვის შეგრძნებას ჯერ კიდევ ვეგუებოდი და წარმოდგენაც არ მქონდა, ეს ასე რატომ ხდებოდა. ჩემს ცხოვრებაში კიდევ ორი ასეთი ადამიანის გამოჩენამ კი, სრულიად ამომაგდო კალაპოტიდან. ზედმეტად გადატვირთვისა და დაღლილობის გამო, ავად გავხდი და იძულებული ვიყავი, დახმარება დონ ხუანისთვის მეთხოვა. მე გავემგზავრე სამხრეთ მექსიკის ქალაქში, სადაც ის თავის მეგობრებთან ცხოვრობდა. დონ ხუანი და მისი ჯადოქარი მეგობრები, ჩემი პრობლემების გაგონებაზე, სიცილისაგან იფხრიწებოდნენ. დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ისინი მე კი არა, თავის თავს დასცინოდნენ. სიძნელეები, რომელსაც მე ჩემი კვლევევების დროს ვხვდებოდი, მათ საკუთარ განვლილ გზას ახსენებდათ, როდესაც მეორე ყურადღების საზღვარი მათაც ერღვეოდათ.

- შენის მსგავსად არც მათი ცნობიერება იყო ამისთვის მზად - მითხრა მან.

- ყოველი ჯადოქარი გაივლის ამ ამოცანას - განაგრძობდა დონ ხუანი.

- ცნობიერება - ეს ჯადოქრისთვის უსასრულო კვლევის საგანია და ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც აგრეთვე. იმისთვის, რომ ცნობიერების დონე ამაღლდეს, ნებისმიერ რისკზე უნდა წავიდეთ და ნებისმიერი საშუალება გამოვიყენოთ. მაგრამ იცოდე, ცნობიერების ამაღლება მხოლოდ მას შეუძლია, ვისი გონებაც დამშვიდებულია.

შემდეგ დონ ხუანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ამ სამყაროში ყოფნა დასასრულს უახლოვდებოდა და მე ჭკვიანურად უნდა გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი შეუსწავლელი მატერია შემეკრიბა, ვიდრე ის წავიდოდა. ამ სიტყვებმა უკიდურეს დეპრესიაში ჩამაგდო, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა მისი წასვლის დრო, მით უფრო კარგად ვუმკლავდებოდი ამ გრძნობას. მე არ დავცემულვარ სულით, მაგრამ ისევ ისე მეშინოდა. ამის მეტი მას აღარაფერი უთქვამს.

მეორე დღეს, მასთან ერთად, მეხიკო-სითიში გავემგზავრე ჩემი მანქანით. ჩვენ იქ ნაშუადღევის მერე მივედით და სასტუმრო „დელ პრადოსკენ“ გავემგზავრეთ, პასეო ალამედოს რაიონში. ის მექსიკაში ყოველთვის ამ სასტუმროში ჩერდებოდა. იმ დღეს 4 საათზე დონ ხუანს შეხვედრა იურისტთან ჰქონდა დანიშნული. რადგან იქამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, ჩვენ სასადილოდ ქალაქის საქმიან ცენტრში, ყველაზე ცნობილ რესტორან „ტაკუბაში“ წავედით. ეს რესტორნი ცნობილი იყო იმით, რომ აქ ყველაზე იშვიათი კერძების შეკვეთა შეგეძლოთ. დონ ხუანი მშიერი არ იყო, მან მხოლოდ ორი ულუფა ტკბილი ტამალე აიღო, მაშინ როცა მე ნამდვილი ნადიმი მოვაწყე. მან დამცინა და მდუმარედ გამოხატა თანაგრძნობა ჩემი კარგი მადის მიმართ.

- მე მინდა კიდევ ერთი დავალება შემოგთავაზო - თქვა მან, როცა სადილობას მოვრჩით.

- ეს მესამე კარიბჭის ბოლო დავალებაა. ეს სტალკერების სტალკინგია - ჯადოქრების ყველაზე იდუმალი ტრიუკი. სტალკერების სტალკინგის გამოყენება - ესაა არაორგანული არსებების სამყაროდან ენერგიის წინასწარგანზრახული მოპოვება ჯადოქრული საქმიანობისთვის.

- რომელი ჯადოქრული საქმიანობები, დონ ხუან?

- მოგზაურობები , რომლებიც ცნობიერებას, როგორც გადაადგილების საშუალებას ისე იყენებს - ამიხსნა მან. - ამ სამყაროში წყალს ისე ვიყენებთ, როგორც გარემოს შემადგენელ ნაწილს, რომელიც მასზე გადასაადგილებლად გამოდგება. წარმოიდგინე, რომ ცნობერებაც ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც გადაადგილება შეძლება. ცნობიერების საშუალებით, ჩემთან მთელი ქვეყნიდან მოდიან მზვერავები და მათ მსგავსად, ჯადოქრებიც სამყაროს ყველაზე მიუწვდომელ ადგილამდე აღწევენ.
იმ ყველაფერთან ერთად, რასაც დონ ხუანი მიყვებოდა, იყო იდეები, როლმებიც ჩემს ყურადღებას იპყრობდა. ეს იდეა კი, ერთ-ერთი მათგანი იყო.

- იდეა, რომ ცნობიერება გარემოს ერთ-ერთი ნაწილია, ნამდვილი რევოლუციაა - თითქმის შიშით ვთქვი მე.

- მე არ მითქვამს, რომ ცნობიერება ფიზიკური სამყაროს შემადგენელი ნაწილია - გამისწორა მან - ეს ენერგეტიკული სამყაროს ნაწილია. შენ ეს სხვაობა უნდა მიიღო. მხედველი ჯადოქრისთვის, ცნობიერება გამოიყურება, როგორც შუქი. მათ შეუძლიათ შეუთანხმონ თავიანთი ენერგეტიკილი სხეული ამ ნათებას და ისე იმოგზაურონ.

- რა სხვობაა ფიზიკურ და ენერგეტიკულ შემადგენელ ნაწილებს შორის -ვკითხე მე

- განსხვავება ისაა, რომ ფიზიკური ნაწილი, ეს სამყაროს აღწერილობის საყოველთაოდ მიღებული სისტემის ნაწილია, მაშინ, როცა ამას ენერგეტიკულ ნაწილზე ვერ ვიტყვით. მაგრამ ენერგეტიკული არსებები, ისევე როგორც ცნობიერება, არსებობენ ჩვენს სამყაროში. ჩვენ როგორც ჩვეულებრივი ხალხი, მხოლოდ ფიზიკურ სამყაროს ვხედავთ, რადგან ჩვენ ასე გვასწავლეს. ჯადოქრები კი ენერგეტიკულ სამყაროსაც ხედავენ, რადგან, თავის მხრივ, მათაც ასწავლიან ამას.

დონ ხუანმ ამიხსნა, რომ გარესამყაროს შემადგენელი ენერგეტიკული ელემენტის გამოყენება - ეს ჯადოქრობის ძირითადი აზრია. პრაქტიკული მაგიიდან გამომდინარე, ჯადოქრის ქმედებების თანმიმდევრობა ასე განისაზღვრება:

პირველი - ჩვენი ენერგიის გამოთავისუფლება, ჯადოქრის გზის მიუკერძოებელი კვლევით.

მეორე - ამ ენერგიის გამოყენება, ენერგეტიკული სხეულის სრულყოფისთვის.

მესამე - ცნობიერების, როგორც გარე სამყაროს შემადგენელი ელემენტის გამოყენება, ენერგეტიკული სხეულის სხვა სამყაროში შესასვლელად, ჩვენი ყველა ფიზიკური გამოვლინების თანხლებით.

არსებობს სხვა სამყაროებში ენერგეტიკული მოგზაურობის ორი ტიპი - განარგძობდა ის. პირველი - როცა ჯადოქრის სურვილის მიუხედავად, მის ენერგეტიკულ სხეულს ცნობიერება იტაცებს და სადღაც გადაჰყავს. მეორე - როცა ჯადოქარი სავსებით გაცნობიერებულად იყენებს ცნობიერებას, როგორც მოგზაურობის საშუალებას. შენ უკვე იცნობ გადაადგილების პირველ ტიპს. მეორეს რომ დაეუფლო, გულმოდგინე მუშაობა დაგჭირდება.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ დონ ხუანმა აღნიშნა, რომ ჯადოქრის ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები არსებობს, რაც დახელოვნებულ მოპყრობას მოითხოვს და რომ ცნობიერების, როგორც ენერგეტიკული სხეულისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ენერგეტიკული ელემენტის გამოყენება, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი , პრაქტიკული და საშიშია. მე ვერაფერი ვთქვი, თითქოს ნემსებზე ვიჯექი და დაბნეული ვებღაუჭებოდი სიტყვებს.

შენ თავად საჭირო ენერგია არ გაგაჩნია , რომ ეს - მესამე კარიბჭის ბოლო დავალება შეასრულო - განაგრძობდა ის - მაგრამ ქეროლ თიგსთან ერთად, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ის რაც მე ვიგულისხმე.

მან პაუზა კააგეთა, თავისი დუმილით განგებ მიბიძგებდა მეკითხა, რა ჰქონდა მხედველობაში, მე კი ისევე ვიჯექი. მისმა სიცილმა უფრო გააძლიერა ჩემი სევდინი განწყობა.

მე მინდა, რომ თქვენ ერთად დაარღვიოთ ჩვეულებრივი სამყაროს საზღვრები, გამოიყენოთ ცნობიერება, როგორც ენერგეტიკული ენემენრი და შეხვიდეთ სხვა სამყაროში - თქვა მან - ეს ნგრევა და გამოსვლა უდრის სტალკერების სტალკინგს. ცნობიერების, როგორც გარე სამყაროს ნაწილის გამოყენება, საშუალებას მოგცემს არაორაგნული არსებების გავლენას გაექცეთ, მაგრამ გამოიყენოთ მათი ენერგია.

მას აღარ უნდოდა კიდევ რამე ეკითხა ჩემთვის, რომ , როგორც აღნიშნა, აღარ ჰქონოდა ჩვენზე გავლენა. მას სჯეროდა, რომ რაც ნაკლები მეცოდინება მასზე, რაც მელოდა მით უფრო კარგად გამომივდოდა. მე არ ვთანხმდებოდი, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ჩემს ენერგეტიკულ სხეულს სავსებით შეუძლია საკუთარ თავზე იზრუნოს.

რესტორნიდან იურისტის კანტორაში წავედით. დონ ხუანმა სწრაფად მოაგვარა თავისი საქმეები და რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე ტაქსით მივქროდით აეროპორტისკენ ქეროლ თიგსის დასახვედრად, რომელიც ლოს-ანჯელისიდან მეხიკო-სითიში მხოლოდ იმიტომ მოფრინავდა, რომ მესამე დავალების დასკვნითი ნაწილი ჩემთან ერთად შეესრულებინა.

- დაბლობი რომელზეც მეხიკო-სითია განლაგებული, მშვენიერი ადგილია ჯადოქრობისთვის და შენ ახლა ზუსტად ამას აპირებ - განმარტა დონ ხუანმა.
- შენ ჯერ კიდევ არ მოგიყოლია კონკრეტულად, რა უნდა გავაკეთო -ვუთხარი მე .

მან არ მიპასუხა, ის აღარ ლაპარაკობდა, მაგრამ თვითმფრინავის დაჯდომისას ამიხსნა, პირადად მე რა უნდა გამეკეთებინა. მე უნდა მივსულიყავი ქეროლის სასტუმრო „რეჯისში“, რომელიც ჩვენი სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს იყო, შემდეგ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობაში, მასთან ერთად გადავსულიყავი სიზმარხილვაში და გამომეთქვა განზრახვა, წავსულიყავი არაორაგანული არსებების სამყაროში.

მე მას გავაწყვეტინე და შევახსენე, რომ ყოველთვის, როცა არაორგანული არსებების სამყაროში გადავდიოდი, იქამდე, ვიდრე ჩემს განზრახვას ხმამაღლა გამოვთქვამდი, ჯერ მზვერავის გამოჩენას ველოდებოდი.

დონ ხუანმა ჩაიხითხითა და თქვა:

- შენ ჯერ კიდევ არ ყოფილხარ სიზმარხილვაში ქეროლ თიგსთან ერთად. შენ ნახავ, თუ რა მაგარია ეს. ჯადოქარ ქალებს არ სჭირდებათ დამხმარეები, ისინი მაშინ გადადიან იმ სამყაროში, როცა უნდათ, მზვერავი გამუდმებით ელოდება მათ.

მე არ შემეძლო დაჯერება, რომ ჯადოქარ ქალს იმის გაკეთება შეუძლია, რაც მან მითხრა. ვთვლიდი, რომ გარკვეულ ცოდნას ვფლობდი. როცა ვუთხარი ის, რამაც გონებაში გამიელვა, მან მიპასუხა, რომ წარმოდგენაც კი არ მაქვს იმაზე, რაც ჯადოქარ ქალებს ეხება.

- შენ როგორ ფიქრობ, რაში მჭირდებოდა ქეროლის დახმარება, როცა არაორგანული არსებების სამყაროდან შენს გამოთრევას ვცდილობდი? - მკითხა მან - შენ გგონია იმიტომ, რომ ლამაზია.

- აბა რატომ დონ ხუან?
- იმიტომ, რომ ამას მარტო ვერ შევძლებდი. მისთვის ეს ძალიან ადვილი იყო, მათ სამყაროში ის განსაკუთრებულად მოხერხებულია.
- დონ ხუან, ის გამონაკლისია ამ კუთხით?
- ქალები, ზოგადად, დაჯილდოებულები არიან ბუნებისგან, სამყაროზე დახელოვნებულ ზემოქმედებაში. ჯადოქარი ქალები კი, რა თქმა უნდა, სხვებს აღემატებიან. ქეროლ თიგსი ამ მხრივ საუკეთესოა, ვისაც მე ვიცნობ, რადგან როგორც ნაგვალს, არაჩვეულებრივი ენერგია აქვს.

მე ვიფიქრე, რომ დონ ხუანი სერიოზულ წინააღმდეგობაზე დავიჭირე, ადრე ის მეუბნებოდა რომ არაორგანული არსებები ქალების მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებდნენ, ახლა კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

- არა, მე საკუთარ თავს არ ვეწინააღმდეგები - აღნიშნა მან, როცა ჩემი აზრები გავუზუარე. - მე გითხარი, რომ არაორგანული არსებები არ დასდევენ ქალებს, მათ მხოლოდ მამაკაცები აინტერესებთ, მაგრამ მე იმასაც ვამბობდი, რომ არაორგანული არსებები ქალურ საწყისს განასახიერებენ და რომ მთელი სამყარო ასახიერებს ამ საწყისს უამრავ გამოვლინებაში გააკეთე აქედან შენი დასკვნები.

რადგან მე ვერანაირად ვერ გამოვიტანე დასკვნა დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ჯადოქარი ქალები მიდიან არაორგანული არსებების სამყაროში და მოდიან იქიდან როცა მათ უნდათ, რადგან ისინი ჩვენი თეორიის თანახმად, უფრო ამაღლებულ ცნობიერებას ფლობენ და ქალურ საწყისს განასახიერებენ.

- შენ ამაში დარწმუნებული ხარ? - ვკითხე მე.

- ქალები ჩემს ჯგუფში არასოდეს აკეთებენ ამას და არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ მე გადავაფიქრებინებ ხოლმე. მეორე მმხრივ, შენი ჯგუფის ქალები ისე ხშირად აკეთებენ ამას, როგორც კაბებეს იცვლიან.

მუცელში სიცარიელე ვიგრძენი. ჩემი ჯგუფის ქალებზე, მართლაც, არაფერი ვიცოდი. დონ ხუანმა დამამშვიდა, რომ ჩემი და მისი ცხოვრებისეული მდგომარეობები ისევე განსხვავედებოდნენ, როგორც ჩემი და მისი როლი როგორც ნაგვალისა. მან დამარწმუნა, რომ მე ვერ გადავაფიქრებინებდი ჩემი ჯგუფის ქალებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს აზრად მომივიდოდა.

ვიდრე ტაქსით სასტუმროში მივდიოდით, სადაც ქეროლი უნდა გაჩერებულიყო, ქეროლი გვართობდა და იმ ხალხს აჯავრებდა, რომლებსაც ვიცნობდით. მე შევეცადე სერიოზული ვყოფილიყავი და მას ჩვენს დავალებაზე ვკითხე. მან გაურკვევლად ჩაიბურტყუნა რაღაც, პატიების ნიშნად, რომ არ შეეძლო ახლა სათანადო სერიოზულობით ელაპარაკა ამაზე. დონ ხუანი ხმამაღლა ხარხარებდა, როცა მან ჩემს საზემო ხმას მიბაძა.

ქეროლი სასტუმროში მოვაწყვეთ, მერე კი სამივე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სახეტიალოდ წავედით. ბუკინისტურ მაღაზიებში შევიხედეთ, მსუბუქად ვივახშმეთ სანბორნის რესტორანში - „კრამიტით დახურული სახლი“ და საღამოს 10 საათისთვის სასტუმრო „რეჯისში“ დავბრუბდით. პირდაპირ ლიფტისკენ გავემართეთ. ჩემმა შიშმა ინტერიერის დეტალების აღქმა უფრო გაამძაფრა. სასტუმროს შენობა ძველი და შთამაგონებელი იყო. ჰოლის ავეჯი 100 წლის წინ იქნებოდა ნაყიდი და მაინც ჩვენს გარშემო ყველაფერი წარსულის პომპეზურობას ქმნიდა, რაც რაღაცით მიმზიდველიც კი იყო. მე ახლა მივხვდი თუ რატომ მოსწონდა ქეროლს ეს სასტუმრო.
ვიდრე ლიფტში შევიდოდით, ჩემმა მოუსვენრობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ იძულებული გავხდი დონ ხუანისთვის უკანასკნელი ინსტრუქციები მეთხოვა.

- მითხარი რა უნდა გავაკეთო? - ვკითხე მე

დონ ხუანმა ფოიეში უზარმაზარ, ძველებურ , ჭუჭყიან სკამებზე დაგვსხა და მოთმინებით აგვიხსნა, რომ როგორც კი არაორგანული არსებების სამყაროში მოვხვდებოდით, ჩვენ უნდა გამოგვეთქვა განზრახვა, მართვა ჩვენი ენერგეტიკული სხეულებისთვის გადაგვეცა. მან გვირჩია, რომ მე და ქეროლს ეს ერთდროულად გაგვეკეთებინა , თუმცა ეს ასეთი მნიშვნელოვანიც არ იყო. ნამდვილად მნიშვნელოვანი, მისი სიტყვებით, იყო მხოლოდ ჩვენი განზრახვა - ყოველდღიური სამყაროს ყურადღება მთლიანად ენერგეტიკული სხეულისთვის მიგვენდო.

- როგორ განვახორციელებთ ამ ცნობიერების გადაცემას? - ვკითხე მე.

- ცნობიერების გადაცემა, ეს მხოლოდ განზრახვის სწორად გამოთქმა და სათანადო ენერგეტიკული პოტენციალის ქონაა - თქვა მან. - ქეროლმა ეს უკვე იცის. მან უკვე გააკეთა ეს ადრე. ის ფიზიკური სხეულით უკვე იყო არაორგანული არსებების სამყაროში, როცა იქიდან შენს გამოყვანას ვცდილობდით, გახსოვს? ეს, მისი ენერგია გაუმკლავდება ამ ტრიუკებს და ეს სასწორს გადაწონის.

- რას ნიშნავს სასწორს გადაწონის ? თავს ისე ვგრძნობ როგორც ქვესკნელში დონ ხუან.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ტერმინი „სასწორის გადაწონვა“ ჯადოქრისთვის ნიშნავს მთელი ფიზიკური წონის ენერგეტიკული სხეულისთვის დამატებას. მან მითხრა, რომ ცნობიერების, როგორც გადაადგილების საშუალების გამოყენების დროს, სხვა სამყაროში გადამწყვეტ როლს თამაშობს არა ამ მეთოდის გამოყენება, არამედ განზრახვის გაერთიანება და ენერგიის საჭირო მარაგი. თუ ქეროლის ენერგიას შენსას დაუმატებ, გამოვა ერთი მთლიანი არსება, რომელიც თქვენ ორივეს გაგაერთიანებთ, საკმარისად მძლავრი, რომ დაძრას თქვენი ფიზიკური სხეულები და გააერთიანოს ისინი ჩვენს ენერგეტიკულ სხეულთან, რათა სხვა სამყაროში გადახვიდეთ.

- კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სხვა სამყაროში მოვხვდეთ - ჰკითხა ქეროლმა.

მისმა კითხვამ საოცრად შემაშინა. მე მეგონა, რომ ის საქმის კურსში იყო.

- მთელი თქვენი ფიზიკური წონა უნდა გადავიდეს ენერგეტიკულ სხეულზე - უპასუხა დონ ხუანმა და თვალებში შეხედა. - ამ მეთოდის სიძნელე იმაშია, რომ ასწავლო ენერგეტიკულ სხეულს სათანადოდ მოიქცეს, მაგრამ თქვენ ორივემ უკვე გააკეთეთ ეს. ენერგეტიკულ სხეულთან მოქცევის ცუდად ცოდნა, თქვენი წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი იქნება, როცა ამ საბოლოო სტალკინგის თავდაცვით მანევრს შეასრულებთ. ხანდახან, ჩვეულებრივი ადამიანი შემთხვევით ახერხებს ამას და სხვა სამყაროში ხვდება, მაგრამ ამას მაშინვე სიგიჟეს ან ჰალუცინაციას მიაწერს. მე ყველაფერს მივცემდი, რომ დონ ხუანს თხრობა გაეგრძელებინა, მაგრამ ჩემი პროტესტისა და რაციონალური სწრაფვის მიუხედავად, მეტი გამეგო, მან ლიფტში შეგვიყვანა და მესამე სართულზე აგვიყვანა, სადაც ქეროლის ნომერი იყო. თუმცა გულის სიღრმეში ვაღიარე, რომ ჩემი მოუსვენრობა სულაც არ იყო იმით გამოწვეული, რომ უფრო მეტის გაგება მინდოდა. გულში შიში ჩამისახლდა და ეს მაგიური ტრიუკი უფრო მეტად მაშინებდა, ვიდრე ყველაფერი ერთად, რაც კი გამიკეთებია.

დონ ხუანის ბოლო სიტყვები იყო: - დაივიწყეთ თქვენი თავი და არც არაფრისა შეგეშინდებათ - მისი ღიმილიანი თავის დაკვრა კი, იმის მანიშნებელი იყო, რომ მის ნათქვამზე გვეფიქრა.

ქეროლმა გაიცინა და დონ ხუანის ხმის გამოჯავრება დაიწყო, როგორ გვაძლევდა ის დაწვრილებით მითითებეს. ის ენას იჩლექდა და ეს დონ ხუანის სიტყვებს განსაკუთრებულ შარმს სძენდა, რადგან მისი ეს ენის მოჩლექა ძალიან მომწონდა, მაგრამ ხშირად ძლივს ვიტანდი ამას. საბედნიეროდ, იმ ღამეს მე ძლივს შემეძლო მომესმინა მისი ენამოჩლექით ლაპარაკისთვის.

ჩვენ მის ოთახში შევედით და მე საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. უკანასკნელი, რაც გავიფიქრე იყო, რომ საწოლი 100 წლის რელიკვია მაინც იქნებოდა და ვიდრე სიტყვას დავძრავდი აღმოჩნდა, რომ ქეროლი ჩემ გვერდით იწვა უცხო საწოლზე. ერთდროულად ავდექით, გახდილები ვიყავით და თხელი საბანი გვეფარა.

- ეს რას ნიშნავს? - მკითხა მან მთრთოლვარე ხმით.
- შენ არ გძინავს? - ვკითხე უადგილოდ.
- რათქმა უნდა, არ მძინავს! - მოუთმენლად მიპასუხა მან.
- გახსოვს სად ვიყავით? - ვკითხე მე.

ამას ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა. ის თავისი აზრების მოწესრიგებას ცდილობდა.

- მე ვფიქრობ, რომ მე რეალური ვარ შენ კი - არა, - მითხრა მან ბოლოს - მე ვიცი სად ვიყავი ახლახან, შენ კი ჩემი მოტყუება გინდა.
მე მასზე ზუსტად ასე ვფიქრობდი. მან იცოდა სადაც ვიყავი და ჩემს შემოწმებას ან გათამაშებას აპირებდა. დონ ხუანმა გამაფრთხილა, რომ ჩვენ უნდობლობისა და ჩაკეტილობის დემონები გვებრძოდნენ. ახლა კი კარგი შემთხვევა მოგვეცა ამაში დავრწმუნებულიყავი.

-არ ვიცეკვებ შენს დაკრულზე - მითხრა მან შხამიანი ღიმილით - შენ გეუბნები, ვინც არ უნდა იყო.

აიღო ერთ-ერთი საბანი, რომელიც გვეფარა და შიგ გაეხვია.

- მე კიდევ ცოტა ხანს ვიწვები აქ შემდეგ იქ წავალ საიდანაც მოვედი - მითხრა მან - შენ და შენმა ნაგვალმა კი განაგრძეთ თქვენი თამაშები.

- მორჩი სისულელეების ლაპარაკს - ვუთხარი მე - ჩვენ სხვა სამყაროში ვართ.

მან ჩემს სიტყვების არავითარი ყურადღება არ მიაქცია და ზურგი შემაქცია, როგორც უკმაყოფილო, გათამამებულმა ბავშვმა. მე არ მინდოდა ჩემი სიზმრის ყურადღება მოცემული სიტუაციის რეალობის დასამკტიცებლად დამეხარჯა. გარემოს შესწავლა დავიწყე. ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ანათებდა (ფანჯარა ზუსტად ჩვენ პირდაპირ იყო). ჩვენს პატარა ოთახში მაღალ საწოლზე ვისხედით. შევნიშნე, რომ საწოლი საკმაოდ პრიმიტიული იყო. ოთხი სქელი ბოძი პირდაპირ მიწაში იყო ჩარჭობილი, საწოლის ფუძე კი გრძელი ჯოხების ცხაური იყო, რომელიც ბოძებზე მიემაგრებინათ. ზემოდან სქელი, მაგრამ საკმაოდ მაგარი მატრასი ეგო. არ იყო არც ლეიბი და არც ბალიში. უხეში ქსოვილის, გაურკვეველი შიგთავსით სავსე ტომრები გროვებად ეყარა კედლების გასწვრივ. ორი ერთმანეთზე დაწყობილი ტომარა თითქოს საწოლზე ასაძვრიმად დაედოთ. კედლებზე ჩამრთველს ვეძებდი და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი მაღალი საწოლი კედლის კუთხეში იდგა, ჩვენ თავთან კედელი იყო. ქეროლი კედლისკენ იწვა, მე - მეორე მხარეს. როცა საწოლზე ჩამოვჯექი, მივხვდი, რომ მისი ფუძე მიწიდან იმაზე მეტად იყო დაშორებული ვირდე მე მეგონა.

უცებ ქეროლი ადგა და საშინელი ენის ჩლექით თქვა.

- ეს საზიზღრობაა, ნაგვალს არ გავუფრთხილებივარ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი!

- არც მე ვიცოდი, რომ ყოველივე ასე იქნებოდა - ვთქვი მე - მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა და საუბარში შემეყოლიებინა, მაგრამ ჩემი მღელვარება არანორმალურ მასშტაბებს აღწევდა.

- მოკეტე! - შემაწყვეტინა მან მკვეთრი, სიძულვილით სავსე ხმით. - შენ არ არსებობ, შენ მოჩვენება ხარ, გაქრი! გაქრი!

მისმა ენის ჩლექამ გამართო და შიშიც დამავიწყდა. მხრებში ხელი მოვკიდე და შევანჯღრიე, მან გაკვირვებულმა წამოიყვირა უფრო გაღიზიანების, ვიდრე ტკივილისაგან.

-მე მოჩვენება არ ვარ -ვთქვი მე - ჩვენ ენერგიის გაერთიანებით ვმოგზაურობთ.

ქეროლი ჩვენს შორის ცნობილი იყო სიტუაციასთან ადვილად შეგუებით. უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ, მან ჩვენი მდგომარეობის ახსნა დაიწყო და ნამძინარევი ტანსაცმლის ძებნას შეუდგა. მე აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მას არ ეშინოდა. ის ეძებდა და თან ხმამაღლა ფიქრობდა, თუ სად შეიძლებოდა დაეტოვებინა ტანსაცმელი.

- სადმე სკამს ხედავ? - მკითხა მან. მე ბუნდოვნად გავარჩიე სამი ტომრისაგან შემდგარი გროვა, რომელსაც შეიძლება მაგიდის ან სკამის მაგივრობა გაეწია. ის ლოგინიდან ადგა, იქ მივიდა და ჩვენი ტანსაცმელი, როგორც მას სჩვეოდა, აკურატულად დაკეცილი იპოვა. მე ჩემი მომაწოდა, ტანსაცმელი ნამდვილად ჩემი იყო, მაგრამ ის არა რომელიც ქეროლის „ რეჯისის“ ნიმერში მისვლისას მეცვა.

- ეს ჩემი ტანსაცმელი არ არის - მოუჩლიქა მან - მაგრამ შეიძლება ჩემია, რა უცნაურია!

წყნარად ჩავიცი. მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ საცაა ავღელდებოდი და იმის თქმაც მინდოდა, რომ ძალიან სწრაფად გადავედი იმ სამყაროში, მაგრამ როცა ჩაცმა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოგზაურობაზე ფიქრები გაბუნდოვანდა. მე ძლივს მაგონდებოდა სად ვიყავით იქამდე ვიდრე აქ ოთახში გამეღვიძებოდა. ჩანდა, თითქოს სასტუმროს ნომერი დამესიზმრა. ვცდილობდი ნისლი დამეძლია და გამეხსენებინა. მოვახერხე მეხსიერებიდან იმის გაფანტვა, მაგრამ ამან მთელი ჩემი ენერგია წაიღო. ჩემმა მცდელობამ კი იქამდე მიმიყვანა, რომ სული შემეხუთა და სხეული ორთქლით დამეფარა.

- რაღაცამ კინაღამ მძლია -ვუთხარი ქეროლს, როცა შევხედე დავინახე, რომ მასაც როგორც მე ოფლი გამოსვლოდა. მან შენც კინაღამ გძლია, რას ფიქრობ ამაზე?

- ყველაფერი შემკრები წერტილის მდებარეობაზეა დამოკიდებული - ვთქვი სრულიად დარწმუნებულმა, ის დამეთანხმა.

- ეს არაორგანული არსებები ცდილობენ ჩვენს დაძლევას - თქვა მან კანკალით - ნაგვალმა გამაფრთხილა, რომ ეს საშინელი იქნებოდა, მაგრამ მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასე საშინელი თუ იყო.

მე სრულიად ვეთანხმებოდი მას, ჩვენ საზიზღარ ცვლილებებში მოვხვდით, მაგრამ მე ვერაფრით შევძელი გამეგო, საიდან მოვიდა ამ სიტუაციის მთელი საშინელება. არც მე და არც ქეროლს ახალბედები არ გვეთქმოდა. ჩვენ ბევრ ექსპერიმენტს დავკვირვებივართ და მონაწილეობაც მიგვიღია, რომელთა შორის, თითქმის აუტანლებიც ყოფილა, მაგრამ ამ ჩვენს ოთახში, სადაც სიზმარხილვაში მოვხვდით, რაღაც ძალიან საშიში არსებობდა.

- ჩვენ სიზმარხილვაში ვართ ხომ? - მკითხა ქეროლმა. მე დავუდასტურე ეს, როგორც რაღაც უეჭველი, თუმცა კი მე ყველაფერს მივცემდი, რომ დონ ხუანი აქ ყოფილიყო და ამაში მას დავერწმუნებინე.

- რატომ შემეშინდა ასე ძალიან? - მკითხა მან თითქოს მე ამის რაციონალურად ახსნა შემეძლო.

და ვიდრე ამაზე დავფიქრდებოდი, მან თავად უპასუხა თავის კითახვას. მან თქვა, რომ სინამდვილეში ის შეაშინა შესაძლებლობამ, ეგრძნო რაიმე გარდა იმისა, რაც გრძნობის ორგანოებით იყო შესაძლებელი. ასე ხდება, როცა შემკრებ წერტილს არ შეუძლია გადაადგილება იმ პოზიციიდან, რომელშიც ის მოცემულ მომენტში არის. ამან გამახსენა, რომ დონ ხუანი გვაფრთხილებდა, რა გავლენა აქვს ყოველდღიურ სამყაროს ჩვენზე, რის შედეგადაც შემკრები წერტილი ადგილიდან არ იძვრის. სწორედ ეს შემკრები წერტილის უძრაობა, ჩვენი სამყაროს აღქმას იმდენად თვითკმარსა და დამამძიმებელს ხდის, რომ ჩვენ მისი ფარგლებს გარეთ გასვლა არ შეგვიძლია. ქეროლმა კიდევ ერთი რაღაც შემახსენა, რაზეც მას ნაგვალი ესაუბრებოდა. თუ ჩვენ ამ თვითკმარი ძალის გადალახვა გვინდა, ჩვენ უნდა გავფანტოთ ნისლი, უფრო სწორად, განზრახვის საშუალებით გადავაადგილოთ შემკრები წერტილი.

აქამდე არასოდეს მესმოდა რას გულისხმობდა დონ ხუანი როცა ამ სიტყვებს ამბობდა.მაგრამ ახლა ჩავწვდი ამის აზრს რადგან იძულებული ვიყავი ჩემი შემკრები წერტილი სხვა მდგომარეობაში გადამეტვანა რათა იმ სამყაროს ნისლი გამეფანტა რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით და რომელიც ეს ეს არის ჩაგვყლაპავდა.
ქეროლი და მე ერთმანეთისთვის სიტყვის უთქმელად მივედით ფანჯარასთან და გადავიხედეთ. ჩვენ სოფელში ვიყავით, მთვარის შუქი რაღაც დაბალ მუქ საცხოვრებელ ნაგებობებს ანათებდა. ამ ყველაფრით თუ ვიმსჯელებდით, ჩვენ დიდი სახლის სათავსოში ან ფარდულში უნდა ვყოფილიყავით.

- შენ გახსოვს როგორ ჩავწექით აქ ლოგინში? - მკითხა ქეროლმა

- მე თითქმის მახსოვს ეს - ვუპასუხე და მხედველობაში სწორედ ეს მქონდა. მე ავუხსენი, როგორ ცდილობდა ჩემი გონება, მისი სასტუმროს ნომერი აღედგინა.

- მეც იგივეს გაკეთება მომიწია - მითხრა მან შეშინებული ხმით.

ვიცოდი, რომ თუ აქ მოხვედრილები მეხსიერებას დავკარგავდით, დავიღუპებოდით. შემდეგ მითხრა, მინდოდა თუ არა გამოვსულიყავი ამ ფარდულიდან და გამეგო, რა ხდებოდა გარეთ. მე უარი ვუთხარი. ჩემი ცუდი წინათგრძნობა ისეთი ძლიერი იყო, რომ ერთი სიტყვაც ვერ ვთქვი. მე მხილოდ თავი დავაქნიე.

- შენ არ ცდები როცა აქედან გასვლა არ გინდა - მიპასუხა მან - მე ვგრძნობ თუ აქედან გავალ უკან ვეღარ დავბრუნდებით.
მე კარი გავაღე და ის იყო გარეთ გასვლას ვაპირებდი რომ მან შემაჩერა.

- ამას ნუ გააკეთებ, შენ შეიძლება გარედან ვინმე შემოუშვა -თქვა მან.

ამ დროს ჩემი გონების თვალთან ჩაიარა გალიამ, რომელშიც მე და ქეროლი ვიმყოფებოდით. აბსოლიტურად ყველაფერს, უბრალოდ კარის გაღებასაც კი, შეეძლო ამ გალიის წონასწორობის დარღვევა. და როცა ამას მივხვდი, ჩვენ ორივეს ერთდროულად ერთნაირი აზრი გაგვიჩნდა, ჩვენ ისე სწრაფად გავიხადეთ, თითქოს ამაზე ჩველი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. შემდეგ მაღალ საწოლზე ავხტით და ამისთვის არც ერთმანეთზე დადებული ტომრებით გვისარგებლია, რომელიც იქ კიბესავით იდგა, მაგრამ მეორე წუთს იძულებული გავხდით ისევ უკან გადმომხტარიყავით.

ნათელი იყო, რომ მე და ქეროლი ერთდროულად მივხვდით ერთსა და იმავეს. მან ეს დამიდასტურა და მითხრა.

- თუ ჩვენ ამ სამყაროსთვის კუთვნილ რაიმეს ვიყენებთ, ამით ჩვენს თავს ვასუსტებთ. როცა აქ, ფაჯარასთან, საწოლის მოშორებით, გახდილი ვდგავარ ძალინ ადვილად ვიხსენებ საიდან მოვედი, მაგრამ თუ საწოლში ვწერვარ, ტანსაცმელს ვიცვამ, ან ფანჯრიდან ვიხედები, მე ამ სამყაროს გავლენას ვგრძნობ.
ჩვენ დიდხანს ვიჯექით ერთმანეთს მიყრდნობილები... ბოროტი ეჭვები მღრღნიდა.

- როგორ დავბრუნდეთ ჩვენს სამყაროში? - ვკითხე იმ იმედით რომ მას ეცოდინებოდა.

- ეს თავისთავად მოხდება თუ ამ ნისლში არ ჩავიკარგებით - მიპასუხა მან მტკიცედ დარწმუნებულმა.

ის მართალი იყო. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ ერთად გავიღვიძეთ რეჯისის ნომერში. ისეთი თვალაჩინო იყო, რომ ჩვენ ჩვენს სამყაროში ვიყავით, რომ ამაში არც ეჭვი შემპარვია და არც კითხვები დამისვამს. მზის შუქი დამაბრმავებლად ანათებდა.

- როგორ დავბრუნდით იქიდან ? - მკითხა ქეროლმა -ან უფრო სწორედ როდის დავბრუნდით.

არ ვიცოდი რა მეპასუხა ან რა მექნა, ფიქრი საერთოდ არ შემეძლო და არ ვიცოდი რა მექნა.

- შენ გგონია, რომ ახლახანს დავბრუნდით? - მეუბნებოდა ქეროლი - შეიძლება აქ მთელი ღამე გვეძინა. შეხედე, მე შიშველი ვარ, როდის გავიხადეთ?
- ჩვენ ამ სამყაროში გავიხადეთ -ვუთხარი მე და საკუთარმა ხმამ გამაკვირვა.

ჩემმა პასუხმა ქეროლი ჩააფიქრა, მან დაბნეულმა ჯერ მე შემომხედა, მერე თავის შიშველ სხეულს.

დიდხანს უძრავად ვიჯექით, ორივეს გვეგონა, რომ საკუთარ თავს ვერაფერს ვაიძულებდით. მაგრამ მერე ორივეს უცებ ერთი აზრი გაგვიჩნდა. ჩვენ სწრაფად ჩავიცვით, გამოვვარდით ოთახიდან, ჩამოვირბინეთ კიბეზე, გამოვედით, ქუჩა გადავჭერით და დონ ხუანის ოთახში შევვარდით.

აქოშინებულმა, ემოციებისაგან განთავისუფლებამდე რიგრიგობით მოვუყევით მას მომხდარი.

მან ჩვენი ეჭვები დაადასტურა.

- ის რაც თქვენ გააკეთეთ, ყველაზე სახიფათო რაღაც იყო, რისი წარმოდგენაც კი შეგეძლოთ - თქვა მან.

მერე მან ქეროლს მიმართა და უთხრა, რომ ჩვენი მცდელობები ერთდროულად წარმატებულიც იყო და წარუმატებელიც. ჩვენ შევძელით ყოველდღიური სამყაროს ცნობიერება ენერგეტიკული სხეულისთვის გადაგვეცა, მაგრამ არაორგანული არსებების გავლენას ვერ გავექეცით. მან თქვა, რომ როგორც წესი სიზმარმხილველები, როგორც წესი, განიცდიან გადასვლის პროცესს, როგორც ნელი ცვლილებების რიგს და ამ დროს მათ რამდენიმეჯერ უწევთ თავიანთი განზრახვის გამოთქმა და ცნობიერების, როგორც გადაადგილების საშუალების გამოყენება. ჩვენ შემთხვევაში ეს შუალედური ნაბიჯები არ დაგვჭირდა. არაორგანული არსებების ჩარევის გამო, ჩვენ ორივე არანორმალური სიჩქარით გადაგვისროლეს გარკვეულ მტრულ სამყაროში.

- თქვენი მოგზაურობა შესაძლებელი გახდა არაორგანული არსებების ენერგიით - განაგრძო მან - რაღაცა სხვამ გადაგადოთ თქვენ სამყაროში და მანვე შეგირჩიათ საჭირო ტანსაცმელი.

- ნაგვალ შენ იმის თქმა გინდა, რომ ტანსაცმელი, ოთახი და საწოლი იმიტომ შეგვხვდა გზაში, რომ არაორგანული არსებების გავლენის ქვეშ მოვხვდით? - ჰკითხა ქეროლმა.

- აბა რა?! - უპასუხა მან - როგორც წესი, სიზმარმხილველები უბრალოდ მოგზაურობენ, მაგრამ თქვენი მოგზაურობა ასეთი არ აღმოჩნდა, თქვენ იმ სცენის ახლოს აღმოჩნდით, სადაც მთავარი მოქმედება თამაშდებოდა. ეს უძველესი ჯადოქრების მთავარი წყევლა იყო. მათ ემართებოდათ ზუსტად ის, რაც თქვენ. არაორგანული არსებები იტყუებდნენ მათ იმ სამყაროში საიდანაც დაბრუნება არ შეეძლოთ. ეს უნდა გამეთვალისწინებინა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგინე, რომ არაორგანული არსებები მახეს დაგიგებდნენ.

- შენ იმის თქმა გინდა, რომ ისინი ცდილობდნენ იქ სამუდამოდ დავეტოვებინე? -მკითხა ქეროლმა

- თქვენ რომ იმ ქოხიდან გამოსულიყავით, თქვენ აქამდე იხეტიალებდით იმ სამყაროში - თქვა დონ ხუანმა.

მისი სიტყვებით, ჩვენ რომ ფიზიკური სხეულებით გადავსულიყავით იმ სამყაროში, ჩვენი შემკრები წერტილის იმ პოზიციაზე ფიქსაცია, რომელზეც არაორგანულმა არსებებმა გააჩერეს, ისეთი გამძლე იყო, რომ ამან რაღაც ნისლის მსგავსი შექმნა და ამ ნისლმა მიუწვდომელი გახადა იმ სამყაროს ხსოვნა საიდანაც მოვედით. მან დაამატა, რომ როგორც წესი, ამ უძრაობას მოსდევს შემკრები წერტილის შეუძლებლობა, საწყის პოზიციას დაუბრუნდეს, რაც უძველეს ჯადოქრებს ემართებოდათ.

- დაუფიქრდით ამას - განაგრძო მან - სავარაუდოდ ეს ყველა ჩვენგანს ემართება ყოველდღიურ სამყაროში. ჩვენ აქ ვიმყოფებით და ჩვენი შემკრები წერტილის ფიქსაცია იმდენად მყარია, რომ ჩვენ გვავიწყდება საიდან მოვედით და რა იყო აქ მოსვლის მიზანი.

დონ ხუანს მეტად აღარ უნდოდა ჩვენს მოგზაურობაზე ლაპარაკი. მე გრძნობდი, რომ მას ჩვენი ზედმეტად ნევრიულობა აღარ უნდოდა. ის ჩვენთან ერთად წამოვიდა სასაუზმოდ, მიუხედავად იმისა, რომ შუადღე უკვე გადასული იყო. როცა სასტუმროდან რამდენიმე კვარტლის დაშორებით რესტორანთან ფრანცისკო მადერას პროსპექტზე მივედით, უკვე 6 საათი სრულდებოდა. მე და ქეროლს 18 საათი გვეძინა - თუ ის რაც ჩვენ დაგვემართა შეიძლებოდა ძილი ყოფილიყო.

მხოლოდ დონ ხუანს შიოდა, ქეროლმა ოდნავ გაღიზიანებულმა აღნიშნა, რომ ის ღორივით ჭამდა. ამაზე დონ ხუანმა ისე გაიცინა, რომ თითქმის ყველა მეზობელი მაგიდიდან ჩვენკენ გამოიხედეს.

თბილი ღამე იყო, ცა ვარსკვლავებით მოჭედილი, მსუბუქი, თბილი ნიავი ქროდა. ჩვენ სკამზე ვისხედით პასეო ალამედოში.

- არის ერთი შეკითხვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს - უთხრა ქეროლმა დონ ხუანს - ჩვენ ცნობიერება როგორც გადაადგილების საშუალება არ გამომგვიყენებია, ხომ მართალია?

- ეს მართალია,-თქვა დონ ხუანმა და ღრმად ამოისუნთქა - თქვენი ამოცანა იყო, გასხლტომოდით არაორგანულ არსებებს, მათ ხელში არ მოხვედრილიყავით.

- ახლა რაღა უნდა ვქნათ? - იკითხა მან

- თქვენ დროებით უნდა გადადოთ სტალკერების სტალკინგი ვიდრე არ მომაგრდებით -თქვა მან - ან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენ ვერასოდეს დაეუფლოთ ამ ხელოვნებას. ბოლოს და ბოლოს ამას მნიშვნელობა არც აქვს. თუ ერთი არ გამოდის მეორე გამოვა, მაგრამ ეს თავგადასავლების უსასრულო ძიებაა.

მან ისე აგვიხსნა, თითქოს თავისი სიტყვების ჩვენს გონებაში ჩაბეჭდვა უნდოდა -იმისთვის, რომ ცნობიერება ისე გამოიყენო, როგორც გარე სამყაროს ნაწილი, ჯერ არაორგანული არსებების სამყაროში უნდა იმოგზაუროთ, შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ეს მოგზაურობები, როგორც ტრამპლინი ამ ნამდვილად ბნელი ენერგიის შესაგროვებლად. შემდეგ უნდა გამოვავლინოთ განზრახვა, მივაღწიოთ სხვა სამყაროებს ცნობიერების გამოყენებით.

- თქვენი მოგზაურობის წარუმატებლობა იმით აიხსნება, რომ თქვენ არ გამოიყენეთ ცნობიერება, როგორც გადაადგილების საშუალება - განაგრძობდა ის - ვერ მოასწარით არაორგანული არსებების სამყაროში მოხვედრა, რომ უკვე სხვა სამყაროში გადაგისროლათ.

- ახლა რის გაკეთებას გვირჩევ? - იკითხა ქეროლმა.

- მე გირჩევდით ერთმანეთს უფრო იშვიათად შეხვედროდით - თქვა მან - დარწმუნებული ვარ, არაორგანული არსებები აღარ ეცდებიან თქვენს დაჭერას, განსაკუთრებით თუ ენერგიის გაერთიანებას ეცდებით.

ამიტომაც ამ დროიდან მოყოლებული მე და ქეროლ თიგსს ერთმანეთისაგან შორს გვეჭირა თავი. იმის შეასაძლებლობა, რომ მსგავს გარემოში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებოდით ჩათრეული, ჩვენთვის ძალიან რეალური და საშიში იყო. დონ ხუანიც მხარს გვიჭერდა ამ გადაწყვეტილებაში და კვლავ იმეორებდა, რომ ჩვენს გაერთიანებულ ენერგიას ისევ შეიძლება ებიძგებინა არაორგანული არსებები, მახეში შევეტყუებინეთ. დონ ხუანმა ჩემს სიზმარხილვის პრაქტიკაში ისევ ჩართო ენერგიის დანახვა. გარკვეული დროის შემდეგ, მე ყველაფრის დანახვას მივეჩვიე, რაც ჩემს წინ ჩნდებოდა. რაც უფრო მეტს ვვარჯიშობდი, უფრო საოცარ მდგომარეეობას მივაღწიე, მაგრამ მე არ შემეძლო გამეაზრებინა რას ვხედავდი. ჩემი შეგრძნებები მეუბნებოდა, რომ აღქმის ისეთ დონეს მივაღწიე, რომლის გამოსახატავადაც სიტყვები არ მყოფნიდა.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ჩვენი გაუგებარი და აღუწერელი ხილვები იმაზე მოწმობდა, რომ ჩვენი ენერგეტიკული სხეული ცნობიერებას იყენებდა. მაგრამ არა როგორც გადაადგილების საშუალებას, რისთვისაც მე ენერგია არ მყოფნიდა, არამედ არაცოცხალი მატერიისა ან ცოცხალი არსებების ენერგეტიკული ველების აღსაქმელად.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff