კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

კარლოს კასტანედა
5
1

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე   (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

თავი 4 -  არაორგანული არსებების სამყარო

 

არაორგანული არსებების სამყარო

ერთგულად ვიცავდი შეთანხმებას და ველოდი თავად დონ ხუანი როდის დაიწყებდა სიზმარხილვის ახსნას და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვუკავშირდებოდი. თუმცა, როგორც წესი, ის ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც არა მხოლოდ არ უნდოდა სიზმარხილვის განხილვა , არამედ გაღიზიანებულიც კი იყო ჩემი დამოკიდებულებით ამ საგნისადმი .ჩემი აზრით მისი ჩემდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი იყო ის, რომ როდესაც ჩემი სიზმარხილვის განხილვას ვიწყებდი ს გამიზნულად ამცირებდა ჩემი მიღწეული შედეგის მნიშვნელობას.

იმ დროისთვის ჩემი პრაქტიკის ყველაზე გამოკვეთილ მხარედ იქცა არაორგანული არსებების არსებობის თაობაზე გამუდმებული მტკიცებულებები. მას მერე, რაც მათ ჩემს სიზმარხილვაში შევხვდი, განსაკუთრებით რაც ისინი დონ ხუანის სახლის ახლოს ვნახე, მე ყველა საბუთი მქონდა, რომ მათ არსებობაში დავრწმუნებულიყავი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევამ უკურაქცია იქონია. მე ჯიუტად უარვყოფდი მათი არსებობის ყველა შესაძლებლობას. შემდეგ ჩემი განწყობა შეიცვალა და გადავწყვიტე ობიექტურად განმეხილა მათი არსებობის საკითხი. კვლევის მეთოდი შემდეგში მგომერეობდა: მე ვაწარმოებდი ჩანაწერებს, რა ხდებოდა ჩემი სიზმარხილვის პრაქტიკისას და შემდეგ ვიყენებდი ამ ჩანაწერებს საჭირო დასკვნის გამოსატანად, დასტურდებოდა თუ არა პრაქტიკაში არაორგნული არებების გამოჩენა, მე სკურუპულოზურად შევავასე ასობით ფურცელი, უაზრო აღწერილობებით, მაშინ როცა მათი არსებობის მტკიცება დასაწყისშივე მომეცა.

რამდენიმე გაკვეთილი საკმარისი აღმოჩნდა იმის გამოსარკვევად, რომ დონ ხუანის შემთხვევითი რეკომენდაცია - შემეწყვიტა ამაზე ფიქრი და მიმეცა არაორგანული არსებებისთვის ჩემთან მიახლოების საშუალება, და ეს სწორედ ის მეთოდი იყო, რასაც უძველესი ჯადოქრები იყენებდნენ რათა ისინი მოეზიდათ. ის ისევ და ისევ იმეორებდა რომ ჩვენი ეგოსთვის ძალიან ძნელია დაძლიოს თავდაცვითი საზღვრები. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ვარჯიშის საშუალებით. ერთი ყველაზე ძლიერი თავდაცვითი მანევრი რაციონალობაა. ეს არა მხოლოდ ყველაზე მდგრადი წინააღმდეგობაა ჯადოქრული ხელოვნების თერიისა და პრაქტიკის შესასწავლად, არამედ ძალიან სახიფათოცაა, მისი ნებისმიერი გამოვლინებით, დონ ხუანს სჯეროდა რომ არაორგანული არსებების არსებობა ის ფაქტია რომელიც არღვევს ჩვენს რაციონალობას.

სიზმარხილვის პრაქტიკაში ვიცავდი გარკვეულ თანმიდევრობას, და ამას ოდნავადაც არ ვარღვევდი, თავიდან ჩემი მიზანი იყო სიზმარხილვაში არსებული ყველა ობიექტის დაკვირვება, შემდეგ კი სიზმრების ცვლა. მე დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდი მთელს სამყაროებს, საგნებს, სხვადასხვა დეტალებს. ერთხელ შევამჩნიე, რომ ჩემი სიზმარხილვის ყურადღებამ მოდუნება დაიწყო და ჩემი სიზმრის პრაქტიკა მთავრდებოდა ან იმით, რომ ვიძინებდი უფრო ღრმად და ვხედავდი ჩვეულებრივ სიზმარს, რომელსაც საეროდ ვერ ვაკონტროლებდი, ან იმით რომ ვიღვიძებდი და ვეღარ ვიძინებდი.

თუმცა დრო და დრო ჩემს სიზმარში ჩნდებოდა უხო ენერგიის ნაკადები , როგორც მას დონ ხუანი უწოდებდა, მზვერავები. მისმა გაფხრთხილებები მზვერავთან დაკავშირებით დამეხმარა უფრო დაკვირვებული ვყოფილიყავი და სწორად გამომეყენებინა სიზმარის ყურადღება. უცხო ენერგიას პირველად შევხვდი, როცა მესიზმარებოდა, როგორ ვყიდულობდი პროდუქტებს უნივერმაღში. ანიკვარული ნივთის ძიებაში მე ერთი დახლიდან მეორეზე გადავდიოდი. ბოლოს და ბოლოს მე ვიპოვე რასაც ვეძებდი. შეუსაბამობა უნივერმაღსა და ხის ნაკეთობის ძებნას შორის იმხელა იყო, რომ ჩუმად მეცინებოდა, მაგრამ როგორც კი ვიპოვე ერთ ერთი ასეთი ნახელავი შეუსაბამობაც მაშინვე დამავიწყდა. ეს საგანი ტროსტის სახელური აღმოჩნდა . გამყიდველმა მითხრა რომ ის ირიდიუმისგან იყო დამზადებული და ის მსოფლიოში ყველაზე მაგარ მასალად გამოაცხადა. სახელურზე მაიმუნის თავი და მხრები იყო ამოჭრილი .მაგრამ მე მომეჩვენა რომ ის ნეფრიტისა იყო, ვუთხარი კიდეც გამყიდველს, მაგრამ იმან ძლიან იუკადრის და იწყინა და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად სახელური მთელი ძალით დაახალა ცემენტის იატაკს.ის არ გატყდა მაგრამ ბურთივით დაიწყო თამაში მერე კი გაცურადა წრიული მოძრაობით, როგორც ფრისბი, მე მას გავყევი, ის ხეებს მიეფარა ,მე გავიქეცი და მიწაში ჩაფლული ვიპოვე , ის საჭირო სიგრძის ულამაზეს მომწვანო- მოშავო ხის ტროსტად გადაქცეულიყო.

მე მისი აღება მომინდა , ხელი მოვკიდე და მიწიდან ვეწეოდი , ვიდრე ახლოს ვინმე გამოჩნდებოდა , მაგრამ ონდავადაც ვერ დავძარი , მეშინოდა არ დამეზიანებინა და ამიტომ არ ვცდილობდი მორყევით ამომეღო მიწიდან, ამიტომ მის გარშემო ხელითმიწის შემოთხრა დავიწყე, რას უფრო ვაგრძელებდი თხრას ის ჩემს თვალწინ ილეოდა ,ვიდრე მის ნაცვლად მხოლოდ მწვანე წყლის გუბე არ დარჩა. წყალს მივაჩერდი და მომეჩვენ რომ მან იფეთქა.ის თეთრ ბუშტად გადაიქცა და გაქრა. ჩემი სიზმარახილვა კი ახალი დეტალებითა და ხატებით გაგრძელდა , რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ თუმცა კი საკმაოდ გარკვევით ვხედავდი.

როცა დონ ხუანს ამ ხილვაზე მოვუყევი მან მითხრა:

- შენ მზვერავს შეხვდი, მზვერავები ხშირად მოდიან ჩვეულებრივ სიზმრებში, უცნაურია მაგრამ სიზმრისმხილველთა სიზმრებში თითქმის არ არიან მზვერავები, როცა ისინი ჩნდებიან ადვილია მათი ამოცნობა თანმხლები უცნაურობებითა და შეუსაბამობებით.

- რა შეუსაბამობებზე ამბობ დონ ხუან?

- მათ თან ახლავთ უცნაურობები.

- სიზმარში ბევრი რამაა უცნაური.

- მხოლოდ ჩვეულებრივ სიზმრებშია მოვლენები უცნაური. მე ვიტყოდი რომ ეს სწორედ მზვერავების დიდი რაოდენობის გამო ხდება .ისინი ბევრია რადგან ჩვეულებრივი ხალხი უფრო მიდრეკილნია შეუცნობლისგან თავი დაიცვას.

- შენ იცი რატომაა ასე დონ ხუან?

- ჩემი აზრით ყველაფერი ძალთა ბალანსზეა დამოკიდებული , საშუალო სტასისტიკურმა ადამიანმა უჩვეულო სიმაღლის ბარიერები უნდა ააგოს რომ მტრული ენერგიის გავლენისაგან დაიცვას თავი , მაგალითად როგორიც საკუთარ თავზე ღელვა , მაგრამ რაც მეტია წინააღმდეგობა უფრო მძლავრია თავდასხმაც. მათგან განსხვავებით სიზმრისმხილველები ნაკლებ ბარიერებს ქმნიან და შესაბამისად ნაკლებ მზვერავებს იწვევენ თავიანთ სიზმრებში . სიზმარმხილველთა სიზმრები უაზრო მოვლენებით არ არის დატვირთული და ეს ალბათ იმიტომ, რომ მზვერავმა ადვილად აღმოაჩინოს მზვერავის შემოსვლა .

დონ ხუანმა მირჩია უფრო ყურადღებით ვყოფილიყავი და ჩემი სიზმრის ყველა ხელმისაწვდომი დეტალი დამეთვალიერებიან. მან ისისც კი მაიძულა რომ ეს სიტყვები ხმამაღლა გამემეორებინა.

- შენ მაბნევ , ვუთხარი მე - შენ ხან არაფრის გაგონება არ გინდა ჩემს სიზმარზე ხან გინდა . შენს თანხმობასა და ურყოფას შორის არის საიმე სისტემურობა?
- რა თქმა უნდა ყველაფერ ამის მიღმა გარკვეული სისტემაა - მითხრა მან- შეიძლება როდესმე შენც ასე მოექცე სხვა სიზმრისმხილველებს . ზოგ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს , რაგდან კავშირშია სულთან , ზოგს კი საერთოდაც არ გააჩნია მნიშვნელობა , ჩვენი ინდულგირების გამო.

პირველი მზვერავი რომელიც შენ აღმოაჩინე ახლა ნებისმიერი ფორმით ყოველთვის იქნება შენს სიზმარში , ირიდიუმის სახითაც კი , მართლა რა არის ირიდიუმი?
- ზუსტად არ ვიცი , ვუპასუხე მე
- აი კიდევ მაშინ რაღას იტყვი თუ ის მართლაც მსოფლიოში ყველაზე მაგარი მასალა აღმოჩნდება ?

დონ ხუანის თვალები სიხარულით ბრწყინავდა ვიდრე მე ნერვიულად ვიცინოდი მისი ბოლო რეპლიკის აბსურდულობის გამო . მაგრამ როგორც შემდგომში შევიტყე ჭეშმარიტება აღმოჩნდა.

ამ დროიდან მოყოლებული მე დავიწყე ჩემს სიზმრებში შეუსაბამო მოვლენების აღმოჩენა. როგორც კი დონ ხუანის სიტყვებს დავუჯერე, რომელიც სიზმარში უცხო ენერგიის არსებობის აზრს შეეხებოდა. საგნები ჩემს სიზმარებში სინამდვილეში სხვა სამყაროდან მოსული არსებები არიან. მას შემდეგ რაც მე ისინი აღმოვაჩინე ჩემი სიზმრის ყურადღება მთლიანად მათკენ მივმართე.

გარდა ამისა, შევამჩნიე რომ როცა უცხო ენერგია აღწევდა ჩემს სიზმარებში, ჩემი ყურადღება იძულებული ხდებოდა უფრო მეტი ძალით ემუშავა , რომ ის რომელიმე ნაცნობ ობიექტად გადაექცია.წინააღმდეგობა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩემი ყურადღება აწყდებოდა , იმაში მდგომარეობადა, რომ მთლიანად ვერ ახერხებდა ამ გადაქცევას და შედეგად რაღაც უცნაურ საგანს ვიღებდი , ჩემთვის თითქმის უცხოს .საბოლოოდ უცხო ენერგია უცებ ქრებოდა და არასტანდარტული საგანი ბუშტად გადაიქცეოდა და უჩინარდებოდა, მის ადგილს კი სიზმრის სხვა დეტალები იკავებდა.

როცა დონ ხუანს ვთხოვე განემარტა რა ხდებოდა ჩემს სიზმრებში, მან მითხრა:

- ახლა მზვერავები შენს სიზმრებში მხოლოდ შპიონებია რომლებსაც არაორგანული სამყაროდან გიგზავნიან . ისინი ძალზე ხანმოკლეა და არ შეუძლიათ დიდხანს გაჩერდნენ სიზმარში.

- რატომ ამბობ რომ ისინი შპიონები არიან დონ ხუან?

- ისინი მოდიან რათა სხვა არსებების ცნობიერება ჩაყლაპონ. მათსაკუთარი ცხოვრება და მიზანი აქვთ თუმცა ჩვენი გონებისთვის ეს მიუღწეველია. მათი ცხოვრებისა და აზროვნების ტიპი შეიძლება შევადაროთ ხეებს . ხეებისა და არაორგანული არსებების შინაგანი მისწრაფებები ჩვენთვის უცნობია , რადგან ისინი იმაზე ბევრად ნელია ვიდრე ჩვენი.

- რატომ თვლი ასე დონ ხუან?

- ხეებიც და არაორგანული არსებებიც ჩვენზე დიდხანს ცოცხლობენ . ისინი შექმნილნი არიან რომ სახეცვლილების გარეშე იარსებონ . ისინი უძრავია მაგრამ ამავე დროს აიძულებენ ყველაფერს მათ გარშემო იტრიალონ.

- იმის თქმა გინდა, რომ არაორგანული არსებები და ხეები ისევე შეუცვლელნი არიან?

- ზუსტად ეგრეა. რასაც შენს სიზმარხილვაში ნათელი და ბნელი ბოლის სვეტებად ხედავ პროექცია არ არის, ემისრის ხმაც არ არის მოჩვენებითი, ისევე, როგორც მათი მზვერავები.

ჩემთვის რაღაც გაუგებარი სიღრმისეული მიზეზის გამო მისმა სიტყვებმა შემაშინეს. უეცრად შფოთვამ შემიპყრო. ვკითხე დონ ხუანს ხეებიც პროექცია ხომ არ იყო.

- კი არიან, მითხრა მან, უფრო მეტიც ესენი უფრო მტრულად არიან განწყობილნი ჩვენდამი ვიდრე მათი ანალოგები არაორგანული სამყაროდან . სიზმრისმხილველი არასოდეს არ ეკონტაქტება ხეებს, თუ რა თქმა უნდა ის თბილ დამოკიდებულებაში არ არის სხვა სამყაროებთან, რაც ძალიან ძნელად მისაღწევია. ჩვენ დედამიწაზე მეგობრები არ გვყავს , ხომ იცი, - სევდიანად გაიღიმა მან და დაამატა - და არავისთვისაა საიდუმლო, თუ რატომ.

- შენთვის შეიძლება ეს საიდუმლო არ იყოს დონ ხუან მაგრამ ჩემთვის ეს საიდუმლოა.

- ჩვენი ქმედებები დამანგრეველია, ჩვენ ყველა არსება დედამიწაზე ჩვენს წინააღმდეგ განვაწყვეთ, აი რატომ არ გვყავს მეგობრები.

თავს ისე უხერხულად ვგრძნობდი, რომ საუბრის შეწყვეტა მომინდა. შინაგანმა ხმამ მაიძულა ისევ არაორგანულ არსებათა სამყაროს დავბრუნებოდი.

- შენი აზრით რა უნდა გავაკეთო რომ მზვერავს გავყვე? ვკითხე მე

- და რად გინდა რომ გაჰყვე?

- მე არაორგანული არსებების სამეცნიერო კვლევას ვაწარმოებ.

- მეხუმრები ხომ? მე ვფიქრობდი რომ შენ მათ არარსებობაში ეჭვი არ გეპარებოდა.

მისმა აგდებულმა ტონმა და ხარხარმა ნათლად დამანახა მისი დამოკიდებულება ჩემი სამეცნიერო კვლევისადმი.

- ახლა მე სხვა აზრისა ვარ, ახლა მე მათი შესწავლა მინდა.

- გახსოვდეს რომ არაორგანულ არსებათა სამყარო ძველი ჯადოქრების საქმიანობის სფერო იყო . იქ შესაღწევა ისინი გულმოდგინედ ახდენდნენ ყურადღების კონცენტრაციას სიზმარში არსებულ ობიექტებზე. ამგვარად მათ შეეძლოთ ეპოვათ მზვერავები , და როცა ეს მზვერავები მათი ყურადღების ცენტრში ხვდებოდნენ, ისინი ყვიროდნენ თავიანთ სურვილს გაყოლოდნენ მას. როგორც კი უძველესი ჯადოქრები გამოთქვამდნენ თავიანთ სურვილს, მაშინვე იწყებოდამოგზაურობა, ისინი მიჰყვებოდნენ უცხო ენერგიას.

- ასე იოლია ეს დონ ხუან?

მან არ მიპასუხა. მიყურებდა და იცინოდა, თითქოს მეც მაქეზებდა გამეკეთებინა ის რაც მომიყვა.

სახლში მუშაობისას დავიღალე დონ ხუანის სიტყვებში აზრის ძიებით. ჯიუტად ვცდილობდი არ მივყოლოდი იმას რასაც ის სამუშაო მეთოდს ეძახდა. იმ სიზმარში მე ვნახე თევზი, რომელმაც გამაოცა იმით რომ ის უეცრად ამოხდა ტბიდან რომლის ნაპირზეც მე ვსეირნობდი. ის ჯერ სხმარტალებდა ჩემს ფეხებთან, მერე კი გაფრინდა, როგორც ჩიტი და ტოტზე დაჯდა, და იქ ისევ თევზად იქცა. სურათი ისეთი უცნაური იყო, რომ ჩემი სიზმის ყურადღება გამოაცოცხლა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს მზვერავი იყო. ერთი წამის შემდეგ თევზი ჩიტი სინათლის წერტილს დაემგვანა, მე დავიყვირე ჩემი განზრახვის შესახებ მას მივყოლოდი და აღმოვჩნდი ახალ სამყაროში ისევე როგორც დონ ხუანმა მითხრა.

 

მე როგორც მსუბუქი მწერი ისე მივფრინავდი რაღაც ბნელ გვირაბში . გვირაბის შეგრძნება უეცრად შეწყდა . თითქოს ვიღცამ მილიდან გამომისროლა და ინერციით დავეცი,რაღაც ნივთიერების ქვას , მე თითქმის ვეხებოდი მას . მე მის ვერც ერთ დაბოლოებას ვერ ვხედავდი. ეს ყველაფერი ისე მახსენებდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი - ეს ჩემმა მძინარე ცნობიერებამ შექმნა. რატომაც არა? მე ვთვლიდი რომ რაც დამემართა მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო.

გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ამ სიზმრისყველა დეტალი. ის, რასაც ვხედავდი, რაღაც ღრუბლის მაგვარი იყო, ფოროვანი და ხვრელებით დაფარული. მიკარება არ შემეძლო, მაგრამ ეს რაღაც მაყრად და დაძარღვულად გამოიყურებოდა. მუქი ყავისფერი იყო, ეჭვმა გამიელვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მესიზმრებოდა. ის რასაც ვხედავდი, მოხაზულობას არ იცვლიდა , არ ინძრეოდა , თვალიერებისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს რაღაც რეალური მაგრამ უძრავი იყო. ეს ყველაფერი სადღაც იყო და ისე იზიდავდა ჩემს ყურადღებას, რომ სხვა ობიექტების თვალიერება უკვე აღარ შემეძლო. რაღაც უცნაურმა ძალამ, რომელიც მანამდე სიზმარხილვაში არ შემხვედრია, ჩემი პარალიზება მოახდინა.

შემდეგ ცხადად ვიგრძენი, როგორ გამოათავისუფლა მასამ ჩემი ყურადღება და ახლა იგი მთლიანად იმ მზვერავს დავუთმე, რომელიც აქ მომყვა. იგი ციცინათელას ჰგავდა სიბნელეში და თავზე დამფრენდა . ამ სამყაროში მზვერავი სუფთა ენერგიის ბუშტი იყო. ვხედავდი როგორ დუღდა მისი ენერგია, თითქოს რაღაც ჩემზე იცოდა. უეცრად ის მომიახლოვდა, მიმიზიდა და მერე ისევ მომიშორა. ვერ ვგრძნობდი მის შეხებას, მაგრამ ვიცოდი, რომ მე მეხებოდა. ეს ძალზე უცნაური და ახალი იყო ჩემთვის, თითქოს ჩემი რაღაც იქ არ მყოფი ნაწილი აღელვებული იყო ამ შეხებით, ერთმენთს მიყოლებული ენერგიის ტალღებით.

ამ მომენტიდან დაწყებული, ჩემს სიზმრებში ყველაფერი რეალური ხდებოდა. მე მიჭირდა იმის გააზრება, რომ სიზმარხილვაში ვიყავი. ამ სიძნელეს ემატებოდა იმის რწმენა, რომ მზვერავი ჩემთან შეხებით ენერგიის გაცვლას აწარმოებდა. როცა ის მიზიდავადა და შემდეგ მიშორებდა, და მე უკვე ვიცოდი რა უნდოდა მას.

თავიდამ მზვერავმა ლოდის ერთ ერთ ღრმულში შემაგდო , როგორც კი იქ მოვხვდი შევამჩნიე, რომ შიგნითაც ზედაპირი ისევე ფოროვანი იყო, როგორც გარეთ, მაგრამ არც ისე უხეში. თითქოს მისი უსწორმასწორობები გაექლიბათ. ის, რაც მე გარედან ვნახე, რაღაც გადიდებული ფუტკრების სკის მსგავსს მაგონებდა , ყველა მიმარულებით მიდიოდა ყველანაირი ფორმის უამრავი გვირაბი , ზოგი ზევით, ზოგო ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ,ქმნიდნენ კუთხეებს და კვეთდნენ ერთმენთს, დამრეც და მრუდე ხაზებს.

შუქი ოდნავ ბჟუტავდა მაგარამ ყველაფერი გარკვევით ჩანდა . გვირაბები ცოცხლებს და ცნობიერების მქონეებს გავდნენ, ისინი "დუღდნენ". მე გაკვირვებული მივხვდი, რომ ვხედავდი მათ, ეს ენერგეტიკული ძაფები იყო, როგორც კი ამას მივაღწიე ემისრის ხმა ისევ ჩამესმა ყურში, მაგრამ ისე ხმამაღლა, რომ გამიჭირდა ნათქვამის გაგება.

- ჩუმად ილაპარაკე - დაუყვირე მოუთმენლად და შევამჩნიე, რომ როგორც კი სიტყვებს წარმოვთქვამდი, გვირაბები მხედველობიდან მისხლტებოდა და ვაკუუმში ვიძირებოდი, სადაც მხოლოდ მოსმენა შემეძლო.

ემისარმა ხმას დაუწია და მითხრა:

- შენ არაორგანული არსების შიგნით ხარ, აირჩიე შენთვის რომელიმე გვირაბი და შეძლებ იქ სამუდამოდ დარჩე. ხმა წამით გაჩერდა, შემდეგ კი დაამატა თუ რა თქმა უნდა შენ ეს გინდა.

- მე ვერ შევძელი ვერც ერთი სიტყვის თქმა, შემეშინდა რომ ჩემი ყოველი სიტყვა საპირისპირო გაგებით შეიძლება ყოფილიყო აღქმული.

- ამაში შენ უამრავი უპირატესობა გაქვს, განაგრძობდა ხმა შეგიძლია ნებისმიერ გვირაბში იცხოვრო რომელშიც ისურვებ და ყოველი მათგანიდან გაიგო რამე ახალი. უძველესი ჯადოქრები ცხოვროდბენენ აქ და ბევრი რამე იწავლეს.

ყოველგვარი გრძნობის ორგაანოს გამოყენების გარეშე მე ვიგრძენი, რომ მზვერავი ზურგისკენ მიბიძგებდა , თითქოს მას უნდოდა რომ წინ მევლო. მე შევედი ერთ ერთ გვირაბში რომელიც ჩემგან მარჯვნივ იყო, როგორც კი იქ აღმოვჩნდი, როგორღაც გავაცნობიერე, რომ კი არ მივდივარ მასში, არამედ მივფრინავ, მეც ენერგიის ბუშტი ვიყავი მეგზურის მსგავსად.

ემისრის ხმა ისევ გაისმა ჩემს ყურებში:

- დიახ,შენ მხოლოდ ენერგიის ბუშტი ხარ, - წარმოთქვა მან. მე ეს ვიცოდი მაგრამ სიმშვიდე დამეუფლა.

- შენ ერთ ერთი არაორგანული არსების შიგნით დაფრინავ. მზვერავს უნდა, რომ შენ იმოძრაო ამ სამყაროში სწორედ ასე. როცა ის შეგეხო შეგცვალა ამ შეხებით. ახლა შენ ერთერთი ჩვენგანი ხარ. თუ აქ დარჩენა გინდა, უბრალოდ შენი სურვილი გამოთქვი.

ემისარმა საუბარი შეწყვიტა. გვირაბის სურათი კი ისევ ჩემს წინ გადაიშალა, მაგრამ რაღაც შეიცვალა, როცა მან ისევ დაიწყო ლაპარაკი, მხედველობიდან არ ვკარგავდი ამ სამყაროს და მაინც შემეძლო ემისრის ხმის გაგონება.

- უძველესმა ჯადოქრებმა ყველაფერი, რაც მათ სიზმარხილვაზე იცოდნენ, აქ, ჩვენს შორის ისწავლეს,- თქვა მან.

მე ვაპირებდი მეკითხა, მათ ეს უბრალოდ გვირაბში ცხოვრებით ისწავლეს თუ არა, მაგრამ ვიდრე კითხვას დავსვამდი ემისარმა მიპასუხა.

- დიახ , მათ ეს არაორგანული არსებების შიგნით დიდხანს დარჩენით ისწავლეს, იქ საცხოვრებლად ჯადოქრებს მხოლოდ ამის შესახებ ხმამღლაგანცხადება სჭირდებოდათ, სწორედ ასე, როგორც შენ აქ მოსახვედრად, მხოლოდ ერთი ხმამაღალი და გარკვეული განაცხადი დაგჭირდა.

მზვერავმა ისევ მიბიძგა, მაგრძნობინა, რომ უნდა მემოძრავა. მე ისევ შევყოყმანდი, მაშინ მან რაღაც ძლიერი ზემოქმედების ტოლფასი გააკეთა, რის გამოც უსასრულო გვირაბში ტყვიასავით გავიჭერი. საბოლოოდ მზვერავი გაჩერდა და მეც მასთან ერთად, რაღაც პერიოდი ჰაერში ვეკიდეთ, შემდეგ კი ჩავვარდით ვერტიკალურ გვირაბში. თუმცა მე არ მიგრძვნია რომ მოძრაობის მიმართულება ხანგრძლივად შეცვლილიყო, რაც შეეხება ჩემს გრძნობებს, მე ისევ ვგრძნობდი, რომ ზედაპირს მიუყვებოდი.

ჩვენ ბევრჯერ შევიცვალეთ მოძრაობის მიმართულება , მაგრამ ყოველ ჯერზე ჩემი შეგრძნებები ერთნაირი იყო. უკვე მიყალიბდებოდა აზრი, რომ არ შემეძლო მეგრძნო, თუ საით ვმოძრაოდბი : ზევით, ქვევით, მარჯვნივ თუ მარცხნივ.

უეცრად მიწაზე დავეშვი, მტვრის მარცვლიდან რაღაც მძიმედ ვიქეცი და ფეხქვეშ მიწა ვიგრძენი, უკვე ვეღარ ვხედავდი გვირაბების კედლებს, მაგრამ ემისარი აქ იყო და უფრო მოსახერხებელ ვითარებაში გადაადგილდებოდა ჩემთან ერთად.

- ამ სამყაროში აუცილებელი არ არის მუდმივად სიმძიმე გაწუხებდეს,- თქვა მან.

მე ამის გაგება თავადაც შემეძლო.

- არც სუნთქვა გჭირდება ,- განაგრძო მან, და მხოლოდ შენი კომფორტისთვის სარგებლობ მხედველობით, იმ ჩვევის თანახმად რასაც შენს სამყაროში იყენებ.

ჩანდა, რომ ემისარს ვერ გადაეწყვიტა გაეგრძელებინა თუ არა საუბარი, მან ჩაახველა ზუსტად ისე როგორც ადამიანმა, რომელიც საუბრას იწყებს და წარმოთქვა.

- მხედველობა ინფორმაციის მთავარი წყაროა, ამიტომ სიზმრისმხილველი ყოველთვის საუბრობს თავის შეგრძნებებზე სიზმარხილვაში მხედველოვის ტერმინების გამოყენებით.

მზვერავმა მარჯვნივ მდებარე გვირაბში შემაგდო. ის რამდენადმე სხვებზე ბნელი იყო. ჩემი საღი აზრის მიუხედევად მე ის უფრო კომფორტული მომეჩვენა, უფრო ნაცნობი და მშვიდობიანი. გონებაში გამიელვა აზრმა, რომ მე მას და ის მე მგავდა.

- თქვენ ადრე უკვე შეხვედრიხართ - გაისმა ემისრის ხმა .

- ეს რას ნიშნავს?- ვკითხე

მე გავიგონე მისი სიტყვები მაგრამ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

- ოდესღაც თქვენ ერთმანეთს ებრძოდით და ახალა თითოეულ თქვენგანს მეორის ენერგიის ნაწილი აქვს.

აქ ემისრის ხმაში ბოროტი ნოტი, სარკაზმიც კი გაისმა.

- არა, არა ეს სარკაზმი არ არის - მითხრა მან - მე მიხარია რომ შენ ჩვენს შორის ნათესავები გყავს.

- რას გულისხმობ ნათესავებში?

- ენერგიის გაცვლა ნათესაობას ნიშნავს, ენერგია სისხლს გავს.

ენა ჩამივარდა და გარკვევით ვიგრძენი როგორ მომაწვა შიში.

- შიში ეს რაღაც უცხოა ჩვენი სამყაროსთვის.

ყველაფრიდან, რაც მან მითხრა, მხოლოდ ეს იყო არც თუ ისე ზუსტი. ამაზე ჩემი სიზმარხილვა დასრულდა. მე ნანახის სიცხადემ და ემისრის ახსნის გასაოცარმა თანამიმდევრულობამ გამაოგნა, ვერ ვითმენდი ყველაფერი დონ ხუანისთვის მომეყოლა.მე გასაოცრად შემაშინა იმან რომ მან მოსმენაც არ ისურვა . მან არაფერი მითხრა, მაგრამ მე რატომღაც მეგონა რომ ეს ჩემი საკუთარი ინდულგირება ეგონა.

- ასე რატომ იქცევი ჩემთან? - ვკითხე მე - რამით უკმაყოფილო ხარ?
- არა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, საქმე იმაშია რომ მე არ შემიძლია სიზმარხილვის ამ მხარეზე ვილაპარაკო. ეს შენი პირადი საქმეა. მე გითხარი, რომ არაორგანული არსებები რეალურია. ახლა შენ თვითონ აღმოაჩენ, რამდენად რეალურია, მაგრამ ის რასაც ამ აღმოჩენით მიიღებ, უკვე შენი საქმეა. როდესმე მიხვდები რატომ გავდექი განზე.
- ნუთუ ამ სიზმარზე არაფერს არ მეტყვი? - ჩავაცივდი მე
- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს სიზმარხილვა არ იყო. ეს შეუცნობელში მოგზაურობა იყო. და კიდევ იმასაც დავამატებ, რომ ეს აუცილებელი მოგზაურობა იყო, მაგრამ მხოლოდ პირადი.

შემდეგ მან თემა შეცვალა და თავისი სწავლების სხვა ასპექტებსაც შეეხო.

ამ დღიდან მოყოლებული, მიუხედავად ჩემი შიშისა და დონ ხუანის გაუგებარი დაჟინებისა, არ მოეცა ჩემთვის რჩევა, მე მაინც რეგულარულად ვსტუმრობდი ღრუბლისმაგვარ სამყაროს. მალე აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო გარკვევით ვხედავდი სიზმარხილვის ობიექტებს, მით უფრო დავიხვეწე მზვერავების აღმოჩენაში. როგორც კი უცხო ენერგიის სახით, მზვერავებს შევიცნობდი, ისინი გარკვეული დრო კიდევ რჩებოდნენ ჩემს მხევდელობაში. ხოლო, როდესაც ვცდილობდი მზვერავები ჩემთვის ნაცნობ ობიექტებად გადამექცია, ისინი ჩვეულებრივ ხანგრძლივად რჩებოდნენ და უწესრიგოდ იცვლიდნენ ფორმას. ხოლო როცა ჩემი სურვილის ხმამაღლა გამოთქმით მათ მივყვებოდი, მზვერავს მთლიანად გადავყავდი ჩემი წარმოსახვის მიღმა სამაყაროში .

დონ ხუანმა მითხრა, რომ ამ არაორგანული არსებებს ყოველთვის უდნათ, რომ გვასწავლონ, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ისინი სიზმარხილვასაც გვასწავლიან. მან ამიხსნა, რომ როცა ემისარი სიზმარში უბრალოდ ხმაა, ის მშვენიერი ხიდია ჩვენსა და მათ სამყაროებს შორის. მე აღმოვაჩინე, რომ ემისარი არამხოლოდ მასწავლებლის ხმაა, არამედ გაწაფული სავაჭრო აგენტიც. ის ისევ და ისევ საჭირო დროსა და ადგილას თავისი სამყაროს უპირატესობას მიხსნიდა. გარდა ამისა, სიზმარხილვის საშუალებით ფასდაუდებელი გაკვეთილები მასწავლა. მისი ახსნების მოსმენისას მივხვდი, თუ რატომ ამჯობინეს უძველესმა ჯადოქრებმა პრაქტიკული მეცადინეობები.
- სიზმრის სრულყოფილად ფლობისთვის, პირველ რიგში, უნდა შეწყვიტო შინაგანი დიალოგი, - მითხრა ერთხელ ემისარმა - ხოლო დიალოგის წარმატებით შესაწყვეტად, თითებს შორის კრისტალის რამდენიმე ნატეხი დაიჭირე, ორი ან სამი დუიმის სიგრძე, ან მდინარის რამდენიმე თხელი კენჭი, ოდნავ მოხარე თითები და კრისტალებს ხელის გულები მოუჭირე.

ემისარმა ამიხსნა, რომ მეტალის ნივთები, თუ ისინი თითების ზომასა და ფორმას შეესაბამებიან, იგივე ეფექტს გვაძლევენ. ეფექტი იმაშია, რომ დავიჭიროთ სამი თხელი საგანი ორივე ხელის გულებს შორის და ისე მოვუჭიროთ, რომ მტევანი გვეტკინოს. ეს დაწოლა არაჩვეულებრივად მოქმედებს შინაგან დიალოგზე, ამშვიდებს მას, ემისარი კვარცის კრისტალებს ამჯობინებდა. მისი სიტყვებით, ამ შემთხვევაში შედეგი უფრო ეფექტურია, თუმცა ასეთი პრაქტიკისათვის ყველაფერი გამოდგება.

- თუ შენ სრული სიმშვიდის მდგომარეობაში დაიძინებ, ეს ხილვაში შესვლის იდიალური მდგომარეობა იქნება - მითხრა ერთხელ ემისარმა - ეს სიზმრის ყურადღების დახვეწაში დაგეხმარება.

- სიზმრისმხილველმა ოქროს ბეჭედი უნდა ატაროს. უკეთესია, თუ ის ოდნავ მოუჭერს.
მისი თქმით, ბეჭედი საჭირო იყო უკან მოსაბრუნებლად სიზმარხილვიდან ჩვეულებრივ სამყაროში, ან პირიქით, ცნობიერების ჩვეული მდგომარეობიდან არაორგანულ არსებათა სამყაროში გადასასვლელად.

- როგორ მუშაობს ეს ხიდი? - ვკითხე მე. მაშინ ჯერ კიდევ არ მესმოდა, რომ ეს იყო იმ ხიდის ანალოგი, რომლითაც ემისარი სარგებლობდა ჩვენს სამყაროში შემოსაღწევად.

- ხიდი ჩნდება იქ, სადაც ბეჭედი ეხება თითს - თქვა ემისარმა. - თუ მხილველი მოდის ჩვენს სამყაროში ხელზე ბეჭდით, ის იზიდავს და ინახავს ჩვენი სამყაროს ენერგიას. აუცილებლობის შემთხვევაში, ბეჭედი ენერგიას თავისი მფლობელის თითს გადასცემს, ეს კი მომსვლელს უკან აბრუნებს თავის სამყაროში.

წნევა რომლითაც ბეჭედი თითს აწვება, იმის გარანტიაცაა, რომ მხილველი თავის სამყაროში დაბრუნდება. ამ წნევის გავლენით, ის მუდმივად გრძნობს ნაცნობ შეხებას.
ერთი მორიგი მეცადინეობისას ემისარმა განაცხადა, რომ ჩვენი კანი მშვენიერი საშუალებაა ენერგეტიკული ცვლილებების ჩვენი სამყაროდან არაორგანუი არსებათა სამყაროში გადასატანად და პირიქით. მან მირჩია, რომ ჩემი კანი გრილი, სუფთა და უცხიმო დარჩენილიყო. ასევე ურჩევდა სიზმარმხილველს ეტარებინა მჭიდრო ქამარი, სახვევი თავზე ან ყელსაბამი, რათა დაწოლა მომხდარიყო კანის საჭირო ადგილებში ენერგიის გასაცვლელად. ემისარმა ისიც ამიხსნა, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში კანი არ აძლევს ენერგიას გასვლის საშუალებას. და თუ გვინდა, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ენერგია არამედ გადავიყვანოთ იგი ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ხმამაღლა უნდა ვთქვათ ამის შესახებ სიზმარხილვაში.

ერთხელ, ემისარმა ნამდვილი საჩუქარი გამიკეთა. მან მითხრა, რომ სიზმრის ყურადღების უფრო ცოცხლად და ზუსტად მუშაობისთვის, შეგვიძლია ენერგია ჩვენი პირიდან, კერძოდ, სასის უკანა კედლიდან ავიღოთ, სადაც მისი (ყურადღების )უზარმაზარი რეზერვუარია. ემისარმა მასწავლა, რომ სიზმარში ენა სასისთვის მიმებჯინა და მითხრა, რომ ეს უფრო ძნელია, ვიდრე ხელების პოვნა სიზმარში. თუმცა, ამ ამოცანის გადაჭრის შემდეგ, სიზმრის მხილველი საოცარ შდეგებს აღწევს სიზმრის ყურადღების დარგში.

მე უამრავი ინსტრუქცია მივიღე ჩემი მეცადინეობის ბევრ ასპექტზე. ეს ინსტრუქციები ძალიან მალე დამავწყდებოდა, რომ არა რეგულარული გამეორება. ვკითხე დონ ხუანს, რა მექნა რომ არ დამვიწყებოდა.

მისი შენიშვნა, როგორც მოველოდი, მოკლე იყო.

- ყურადღება მიაქციე მხოლოდ იმას, რასაც ემისარი სიზარხილვაზე გიყვება - თქვა მან.

ყველაფერს, რასაც ემისრის ხმა იმეორებდა, მე დიდი ინტერესით ვუსმენდი. მაგრამ დონ ხუანის რჩევისამებრ, მე მხოლოდ სიზმრის ნაწილს ვაქცევდი ყურადღებას და პირადად ვამოწმებდი ამ ინსტრუქციას სიზმრის პრაქტიკაში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რასაც ის სასაზე ენერგიის არსებობის შესახებ ამბობდა. მე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ სიზმარხილვაში ენის წვერი მეგრძნო და მერე სასისთვის მიმეჭირა. როგორც კი ამას დავეუფლე, ჩემმა სიზმრმის ყურადღებამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და შეიძლება ითქვას, ჩემს ჩვეულ ყურადღებაზე უკეთესიც კი გახდა.

მე არც ისე ბევრი დრო დამჭირდა, რომ გამეგო, რამდენად მჭიდროდ იყვნენ უძველესი ჯადოქრები არაორგანულებთან დაკავშირებული. დონ ხუანის ახსნა და გაფრთხილებები ამგვარი კავშირის სახიფათოებაზე ჩემთვის ახლა უფრო არსებითი გახდა. მე მინდოდა გამეკეთებიან ყველაფერი, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, მისი შეფასების სტანდარტებს რომ მოვრგებოდი და არაორგანული არსებების კონტროლის ქვეშ არ მოვქცეულიყავი. ამიტომ ემისრის ხმა და ყველაფერი რასაც ის ამბობდა, ჩემთვის ნამდივილი გამოწვევა იყო. მე არ უნდა დავყოლოდი ემისრის ცდუნებას, როცა ის ყველანაირ ცოდნას მთავაზობდა. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მარტოს მიწევდა, რადგან დონ ხუანი დახმარებაზე ისევ უარს მეუბნებოდა.

- მიმანიშნე მაინც, რა გავაკეთო - ვთხოვე მას, როცა გამბედაობა მოვიკრიბე და ამაზე დავიწყე საუბარი.
- არ შემიძლია - გარკვეული კატეგორიულობით მიპასუხა მან, ნუღა მთხოვ, ხომ გითხარი, რომ ამ შემთხვევაში მხილველმა ყველაფერი თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
- მაგრამ შენ ხომ არ იცი, რა უნდა გკითხო?
- როგორ არა, ვიცი. შენ გინდა გითხრა, რომ სწორად იქცევი, როცა რომელიმე გვირაბში შედიხარ მხოლოდ იმიტომ, რომ რამე ახალი გაიგო ემისრისგან.
- მე თავად გავიარე მთელი ეს აბსურდი - განაგრძო დონ ხუანმა - და არავის შეეძლო დამხმარებოდა. აქ ყველაფერს პირადი გადაწყვეტილება წყვეტს. ამ გადაწყვეტილებას შენ მარტო იღებ, თუ გამოთქვამ სურვილს, რომ მათ სამყაროში იცხოვრო და იმისთვის, რომ ცბიერებით გაიძულონ ეს გადაწყვეტილება მიიღო, არაორგანული არსებები შენი ყველაზე სანუკვარი სურვილების გაღიზიანებას დაიწყებენ.
- ისინი ეშმაკებივით იქცევიან, დონ ხუან!
- შენ შეგიძლია ყველაფერი უწოდო, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ფიქრობ. შენთვის ეშმაკი - ეს ცდუნებაა დანებდე, როცა სხვადასხვა ჯილდოებს გთავაზობენ. ჩემი აზრით, არაორგანული არსებების დემონური ბუნება ისაა, რომ ეს ერთადერთი თავშესაფარია სიზმრისმხილველისთვის მთელ ამ მტრულ სამყაროში.
- ეს მართლაც სიზმრისმხილველთა სამოთხეა, დონ ხუან?
- კი, ზოგიერთებისთვის ეს მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთვის არა. მე დახმარება და დაცვა არ მჭირდება. მე ვიცი ვინ ვარ. მე მარტოსული ვარ ამ სამყაროში, მაგრამ ვისწავლე ვთქვა: „დაე, იყოს ასე!“

ეს იყო ჩვენი მოსაზრებების გაცვლის დასარული. მან არ მითხრა ის, რისი გაგონებაც მინდოდა, მაგრამ მაშინ მე არ ვიცოდი, რომ სამყაროს საიდუმლოებებზე ცოდნის მოპოვებისკენ სწარფვა, უკვე ნიშნავს არჩევანის გაკეთებას გვირაბში ცხოვებაზე. მაგრამ მე ეს არ მინდოდა. მე მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, გამეგრძელებინა სიზმრის პრაქტიკა ყოველგვარი გართულების გარეშე და მაშინვე ვუთხარი ეს დონ ხუანს.

- ნუ ამბობ ამას - მითხრა მან - გაიგე მხოლოდ, რომ თუ იქ დარჩენას გადაწყვეტ, შენი ეს გადაწყვეტილება სამუდამო იქნება. შენ იქიდან ვერასოდეს დაბრუნდები.

ახლა უკვე შეუძლბელია ობიექტურად მსჯელობა იმაზე, რა ხდებოდა ჩემს თავს, როცა უთვალავჯერ ვხედავდი სიზმარში ამ სამყაროს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის რეალური იყო იმდენად, რამდენადაც შეიძლება სიზმრის სამყარო იყოს რეალური. და ის ისეთი რეალური ჩანდა, როგორიც ჩვენი სამყარო. სიზმარხილვაში ამ სამყაროს სტუმრობისას, ბოლოსდაბოლოს გავაცნობიერე ის, რასაც დონ ხუანი მეუბნებოდა. სიზმარხილვის გავლენით რეალური სამყაროს ხატები ძალიან იცვლებოდა. მე ორი შესაძლებლობა მომეცა, რაც დონ ხუანის აზრით, ყველა სიზმრისმხილველს ეძლევა: ჩვენ ან ფრთხილად გადავსინჯავთ, ან მთლიანად უარვყოფთ ჩვენს გრძნობათა მონაცემების ინტერპრეტაციის სისტემას.

დონ ხუანის სიტყვებით, ინეტრპრეტაციის სისტემის შეცვლა ნიშნავს თანდათან გადაწყობის განზრახვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მიზანმიმართულად და რუდუნებით ზრდის თავის შესაძლებლობებს. ჯადოქრების სწვლების მიხედვით ცხოვრების შედეგად, სიზმრის მხილველები ათავისუფლებენ და იმარაგებენ ენერგიას რაციონალური მსჯელობის შესაწყვეტად და ამავე დროს, ადაპტირებენ შესაძლო ცვლილებეთან. მან ამიხსნა, რომ თუ ჩვენ ჩვენი სამყაროს ინტერპრეტაციის სისტემის გადაწყობის სასარგებლოდ ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენ გარშემო არსებული რეალობა მოძრავი ხდება და რეალობის ჩარჩოები ფართოვდება ისე, რომ არ გვაკარგვინებს სამყაროს მთლიანობის შეგრძნებას. ამიტომ სიზმარხილვა, ფაქტობრივად, კარია ნამდვილი რეალობის ასპექტებისკენ.

თუ მეორე გზას ვირჩევთ, ( ინტერპრეცასიის სისტემის უკუმგდებს) მასშტაბები იმისა, თუ რისი აღქმა შეიძლება ახსნის გარეშე, არანორმალურად იზრდება. შეგრძნებათა სფეროს გაფართოება ამ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ ის რამდენიმე ინტერპრეტაციის დარჩენილი საშუალება უძლურია მთელი სამყაროს სახესვაობის აღსაწერად. ამავე დროს, ჩვენ გვეუფლება საოცარი რეალობის გრძნობა იმისა, რაც არარეალური ჩანდა და მთლიანი არარეალურობისა იმისა, რაც ყოველთვის რეალური გვეგონა, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ იყო.

ჩემთვის ყველაზე შესაფერისი საშუალება იყო ჩემი ინტერპრეტაციის სისტემის რეკონსტრუქცია და გაფართოება. სიზმარხილვაში, არაორგანული არსებების სამყაროში მივხვდი, რომ ჩემთვის ამ სამყაროს რეალობის შეგრძნება იზრდებოდა. ეს დაიწყო ჩემი შესაძლებლობებით - აღმომეჩინა მზვერავები, გაგრძელდა ემისრის ახსნებთან ერთად და დასრულდა გვირაბბეში მოგზაურობით. დავფრინავდი იქ და პრაქტიკულად ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ვაცნობიერებდი დროსა და სივრცეს, თუმცა ჩვენი რაციონალობის ზონაში, ჩვენი სამყაროსთვის დამახასიათებელს. მაგრამ გვირაბების თვისებურებები, თითოეულ მათგანში საგანთა რაოდენობასა და ხარისხს უკავშირდებოდა, მათ დაშორებასა და პარამეტრებს შორის იმხელა სხვაობა იყო, რომ იქ ყოფნისას გაკვირვებული ვათვალიერებდი.

ჩემი ინტერპრეტაციის სისტემის რეაორგანიზაციამ გავლენა იქონია ჩემი და არაორგანული არსებების ურთიერთობაზე. მათ სამყაროში, რომელიც ჩემთვის უკვე რეალური იყო, თავს ენერგიის ბუშტად ვგრძნობდი. შემეძლო სტვენით მენავარდა და გვირაბებშიც თითმის სინათლის სიჩქარით მივქროდი, ან კედლებზე მივცოცავდი, როგორც მწერი. ფრენისას ხმა მაწოდებდა არა უსისტემო, არამედ სავსებით თანმიმდევრულ ინფორმაციას კედლების დეტალებზე, რომლებიც ჩემს ყურადღებას იპყრობდნენ. ეს დეტალები ბრაილის შრიფტის მსგავსი ამობურცულობები იყო. როცა კედლებზე დავძვრებოდი, ამ ამობურცულობების დათვალიერება უფრო დაკვირვებით შემეძლო და ემისრის ხმაც უფრო დაწვრილებით მიხსნიდა.

შედეგი კი, რომელსაც ვერ გავექეცი, ჩემი მდგომარეობის ღირსეულების ზრდა იყო. ერთის მხრივ ვიცოდი, რომ მესიზმრებოდა, სხვა მხრივ კი ვიცოდი, რომ ეს სასარგებლო მოგზაურობა იყო, როგორც ნებისმიერი სხვა, არანაკლებ რეალური ჩვენს რეალურ სამყაროში.

ეს ჩემი მდგომარეობის ღირსეულობა იყო სწორედ ის, რაზეც დონ ხუანი მელაპარაკებოდა, რომ არაორგანული არსებების არსებობა, დიდი დარტყმაა ჩვენს საღ აზრზე.
გარკვეული შვება ვიგრძენი მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავამთავრე გამუდმებული რაციონალიზაცია. აქამდე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მე ხომ ერთდრულად ვცდილობდი არაორგანული არსებების არსებობის დამტკიცებას და ამავე დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. შემდეგ, რაღაც მომენტში, ჩემმა გაორებული მდგომარეობით გამოწვეულმა დაძაბულობამ კინაღამ დამღუპა. ჩემი ამ პრობლემებთან დამოკიდებულება ცნობიერების ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეცვალა.

დონ ხუანმა დამიდასტურა, რომ ჩემმა ენერგეტიკულმა დონემ თანდათანობით ზრდით უკვე ზღურბლს მიაღწია, რაც საშუალებას მაძლევდა მეტად აღარ მიმექცია ყურადღება ადამიანის ბუნებრივი ცრურწმენების და მსჯელობებისთვის, რეალობასა და მის შეგრძნებასათან დაკავშირებით. ამ დღიდან მე ვეთაყვანები ცოდნას, მისი ლოგიკურობისა და პრაქტიკული დანიშნულების გარეშე და იმასაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად.
როდესაც ჩემმა, არაორგანული არსებების სამეცნიერო კვლევამ, სიახლის ინტერესი დაკარგა, დონ ხუანმა თავად წამოიწყო საუბარი ჩემს მოგზაურობებზე სიზმარხილვის მდგომარეობაში. მან მითხრა:

- არა მგონია, რომ აცნობიერებდე, რამდენად ხშირად ხვდები არაორგანულ არსებებს.
ის მართალი იყო. მე არასოდეს ვფიქრობდი ამ თემაზე და ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ ეს უცნაური დაუდევრობა იყო.

- ეს დაუდევრობა არ არის , - მითხრა მან - ეს სამყარო საიდუმლოებების გავრცელებას უწყობს ხელს. არაორგანული არსებები იდუმალებით იმოსებიან, წყვდიადით. დაფიქრდი მათ სამყაროზე, ისინი უძრავი რჩებიან და გამუდმებით გვიზიდავენ თავისკენ, როგორც ცეცხლის ალი იზიდავს პეპელას.

არის რაღაც, რაც ემისარს ჯერ კიდევ არ უთქვამს შენთვის. არაორგანულები ნადირობენ ჩვენს ცნობიერებაზე და ნებისმიერი ცოცხალი არსების ცნობიერებაზე, რომლებიც მათ მახეში ხვდებიან. ისინი გავძლევენ ცოდნას, მაგრამ ამაში ძალიან ძვირს გვხდევინებენ - ჩვენს სიცოცხლეს.

- შენ იმის თქმა გინდა, რომ არაორგანულები მეთევზეებს გვანან, დონ ხუან?
- სწორედ ასეა, ოდესმე ემისარი განახებს სხვა ხალხს ან ცხოველებს, რომლებიც მათ სამყაროში ჩარჩნენ.
წესით, მე უნდა შემშინებოდა, ან ზიზღი გამჩენოდა. დონ ხუანის ნათქვამმა შემძრა, მაგრამ ჩემს რეაქციას ცნობისმოყვარეობა უფრო ერქვა, მოუთმენლობისაგან თავს ძლივს ვიკავებდი.

- არაორგანულ არსებებს არ შეუძლიათ ვინმეს მათთან დარჩენა აიძულონ - განაგრძობდა დონ ხუანი - ცხოვრება მათ სამყაროში, ნებაყოფლობითი არჩევანია. მაგრამ მათ ნებისმიერი ჩვენგანის დამონება შეუძლიათ, ჩვენს სურვილებზე მანიპულირებით, ჩვენი განებივრებითა და გართობით. უფრთხილდი უძრავ ცნობიერებას, ამგვარი ცნობიერება იზიდავს ყოველგვარ მოძრავს და ამას პროეცირების შექმნით აღწევს, ხანდახან ეს პროეცირება ყველაზე უფრო ფანტასმაგორიული შეიძლება იყოს.

მე ვთხოვე დონ ხუანს, აეხსნა რას ნიშნავდა ფანტასმაგორიული პროექცია. მან მითხრა, რომ მისატყუებლად არაორგანული არსებები სიზმრისმხილველთა ყველაზე უფრო სანუკვარ და საიდუმლო სურვილებს იყენებენ. ისინი თამაშობენ ამით, ისინი ქმნიან მოჩვენებებს, რომ ან დააფრთხონ ან მიიზიდონ სიზმრისმხილველები. მან შემახსენა, რომ მე უკვე შევებრძოლე ერთ-ერთ მოჩვენებას. მან მითხრა, რომ არაორგანული არსებები დაოსტატებული ილუზიონისტები არიან, რომლებსაც მოწონთ საკუთრი თავის პროეცირება, როგორც სლაიდების - ეკრანზე.

- უძველესი ჯადოქრები დაზარალდნენ, რადგან დაუფიქრებლად სჯეროდათ ამ პროეცირების - აგრძელებდა ის - უძველეს ჯადოქრებს სჯეროდათ, რომ მათი მოკავშირეები ძლევამოსილები იყვნენ. მათ მხედველობიდან გაუშვეს ის ფაქტი, რომ ისინი მხოლოდ გამოთავისუფლებულ ენერგიას წარმოადგენდნენ, რომელიც პროეცირებს სამყაროებს შორის, როგორც გიგანტური, სამყაროს მასშტაბის კინოლენტები.

- შენ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, დონ ხუან! თავად ამბობდი, რომ არაორგანული არსებები რეალურია, ახლა კი მათ ჩვეულებრივ სურათებად აცხადებ.
- მე მხედველობაში მქონდა, რომ ჩვენს სამყაროში არაორგანული არსებები მხოლოდ მოძრავი სურათებია, რომლებიც ეკრანზე პროეცირდებიან. და კიდევ ის შემიძლია დავამატო, რომ ისინი გამოთავისუფლებული ენერგიის მიერ შექმნილ მოძრავ ხატებს მოგვაგონებენ, რომლებიც ორ სამყაროს საზღვარს ანათებენ.
- რაც შეეხება თავიანთ სამყაროს, არაორგანული არსებები იქაც მოძრავ სურათებს გვანან?
- არავითარ შემთხვევაში, ის სამყარო ისევე რეალურია როგორც ჩვენი. უძველესი ჯადოქრები არაორგანული არსებების სამყაროს აღწერდნენ, როგორც ბუშტს, ამობურცულობებით და ფორებით, გარკვეულ ბნელ სივრცეში. ისინი არაორგანულ არსებებს ჩვენი სხეულის უჯრედების მსგავსად ერთმანეთზე გადაბმულ, ცარიელ სხეულიან ჯოხებად აღწერდნენ. უძველესი ჯადოქრები მათ შუქ-ჩრდილის ეშმაკურად ნაქსოვ ლაბირინთს ეძახდნენ.
- მართალია, რომ ყველა სიზმრისმხილველი იმ სამყაროს ისეთივედ ხედავს, როგორც მე?
- რა თქმა უნდა, ყველა ისეთად ხედავს როგორიც არის! შენ გგონია, რომ განსაკუთრებული ხარ?
მე გამოვუტყდი, რომ ამ სამყაროს რაღაც თვისება თავს განსაუთრებულად მაგრძნობენებდა. ეს მეტად აშკარა და სასიამოვნო საკუთარი თავის განსაკუთრებულობის შეგრძნება არ იყო, არც ემისრის ხმისა და არც არაფერი სხვის შექმნილი, რაზეც გაცნობიერებულად ფიქრი შემეძლო.
- ეს ზუსტად ისაა, რაც უძველეს ჯადოქრებს დაემართათ - მითხრა დონ ხუანმა.
- არაორგანული არსებები მათ ისევე მოექცნენ როგორც შენ. მათ შეუქმნეს ჯადოქრებს შეგრძნება, რომ ისინი განსაკუთრებულები იყვნენ თავისიანთა შორის. ამას უნდა მივუმატოთ უფრო დამღუპველი გრძნობა - ძალის ფლობის ილუზია. ძალა და უნიკალობა დაუმარცხებელი გამრყვნელი ფაქტორებია, უფრთხილდი!
- შენ თავად როგორ შეძელი ამას გაქცეოდი, დონ ხუან?
- მე რამდეჯერმე მოვინახულე ეს საყარო და მეტად იქ აღარ დავბრუნებულვარ.

დონ ხუნმა ამიხსნა, რომ ჯადოქრების აზრით სამყარო დასახლებულია მტაცებლებით და რომ ჯადოქრებმა, როგორც არავინ სხვამ, უნდა მიაქციონ ყურადღება ამას, ნებისმიერი ჯადოქრული საქმიანობისას. მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ცნობიერებისთვის დამახასიათებელი, შეუფერხებელი ზრდისთვის, ერთადერთი შესაძლებლობაა სიკვდილისათვის წინააღმდეგობა და სიცოცოხლისთვის ბრძოლა.

- ჯადოქრების ცნობიერება იზრდება, როცა ისინი სიზმარხილვაში მეცადინეობენ - აგრძელებდა ის - ამ ზრდას რაღაც გარეშე ამჩნევს და ცდილობს, მიისწრაფვის მისი დაუფლებისკენ. არაორგანული არსებები ცდილობენ, ეს ახალი, უფრო მაღალი დონის ცნობიერება მიისაკუთრონ, ამიტომ სიზმრისმხილველი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს. ისინი ადვილად შეიძლება გახდნენ მსხვერპლნი მაშინ, როცა რისკავენ და მტაცებლების სამყაროში მოგზაურობენ.
- რას მირჩევდით თავდაცვისთვის, დონ ხუან?
- ყურადღებით იყავი ყოველ წუთს. არავის და არაფერს არ მისცე საშუალება, შენს მაგივრად გადაწყვიტოს. არაორგანული სამყარო მაშინ მოინახულე, როცა ამის სურვილი გექნება.
- სიმართლე გითხრა, დონ ხუან, არ ვიცი როგორ მოვიქცე მას შემდეგ, რაც მზვერავს შევხვდი. იქ ყოფნა ძალიან მიზიდავს და თავს ვერაფერს ვუხერხებ.
- გაჩერდი ! გგონია ასე ადვილად დაგიჯერებ? რა თქმა უნდა, ამის შეწყვეტა შეგიძლია! შენ უბრალოდ არ გიცდია, ესაა და ეს.

მე დაჟინებით ვამტკიცებდი, რომ არ შემეძლო შეწყვეტა. მან აღარ გააგრძელა ჩემთან ამაზე საუბარი, რის გამოც მადლობელი დავრჩი .
რაღაც გაუგებარი მიზეზით დანაშაულის გრძნობა მღრღნიდა .ფიქრი რომ ნებისყოფის დაძაბვით შემეწყვტა კავშირი მზვერავთან თავში არასოდეს მომსვლია.
როგორც ყოველთვის, დონ ხუანი მართალი იყო. მე აღმოვაჩინე, რომ შემეძლო ჩემი სიზმარხილვის მდინარების შეცვლა - განზრახ არჩეულ გზაზე სიარული. ასე ხომ ჩემივე განზრახვით ვაძლევდი უფლებას ზვერავს, მათ სამყაროში გადავსულიყავი. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ თუ მე სხვა მიმართულებით მოვახდენდი ჩემი განზრახვის ფორმირებას, ჩემი ხილვებიც სხვა მიმართულებით გაგრძელდებოდა.

პრაქტიკის გაგრძელებამ, ჩემი არაორგანულ არსებებთან მოგზაურობის განზრახვის მართვის უნარი ძალიან გაზარდა. თავისმხრივ, განზრახვის მართვის უნარის ზრდა დადებითად აისახა ჩემი სიზმრის ყურადღებაზე. ამ დამატებითმა კონტროლმა თავდაჯერება შემმატა. მე ვგრძნობდი, რომ დაუსჯელად შემეძლო მოგზაურობა, რადგან შემეძლო ეს ნებისმიერ მომენტში შემეწყვიტა.

- შენი თავდაჯერება მაშინებს - მითხრა ერთხელ დონ ხუანმა, როცა მისი თხოვნით, სიზმრის ყურადღებაში ჩემს ახალ მიღწევებზე მოვუყევი.
- რატომ გაშინებს? - ვკითხე მე.
სრულიად დარწმუნებული ვიყავი ჩემი აღმოჩენის პრაქტიკულ მნიშვნელობაში.
- რადგან ეს სულელის თავდაჯერებაა! - მითხრა მან. - მინდა, ერთი ამის მსგავსი ამბავი მოგიყვე ჯადოქრებზე. ამ ამბის მომსწრე თავად არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი მასწავლებლის მასწავლებელს, ნაგვალ ელიასს, თავად ჰქონდა ნანახი.

დონ ხუანმა მომიყვა, რომ ნაგვალი ელიასი და მისი ცხოვრების საყვარელი ქალი ამალია, ერთხელ, ახალგაზრდობაში, არაორგანული არსებების სამყაროში დაიკარგნენ.

მე არასოდეს გამიგია დონ ხუანისგან, რომ ჯადოქარს შეეძლო მთელი ცხოვრების სიყვარული ჰყოლოდა, მისმა სიტყვებმა გამაკვირვა და ვკითხე, თუ რა ხდებოდა.

- ამაში არ არის შეზღუდვა, უბრალოდ, მე აქამდე ჯადოქრების სიყვარულზე საუბრისაგან თავს ვიკავებდი, რადგან შენ ისე გქონდა მთელი შენი ცხოვრება მოყირჭებული სიყვარული, რომ მინდოდა ცოტა დაგესვენა.
- მაშ ასე, მისმინე, ნაგვალი ელიასი და მისი მთელი ცხოვრების სიყვარული, კუდიანი ამალია დაიკარგნენ არაორგანულ არსებათა სამყაროში - აგრძელებდა დონ ხუანი - ისინი იქ სიზმარში კი არა, თავიანთი ფიზიკური სხეულით იყვნენ.
- ეს როგორ მოხდა, დონ ხუან?
- მათი მასწავლებელი, ნაგვალი როზენდო, ტემპერამენტითა და სწავლების მეთოდით ძალიან ახლოს იყო უძველეს ჯადოქრებთან. ის აპირებდა ელიასსა და ამალიას თავიანთ საქმიანობაში დახმარებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი სასიკვდილოდ საშიშ საზღვარზე გადაიყვანა. ნაგვალი როზენდო არ აპირებდა მათ იქ გადაყვანას. მას მხოლოდ თავისი ორი მოსწავლის მეორე ყურადღების მდგომარეობაში გადაყვანა უნდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გააქრო ისინი.

დონ ხუანმა მითხრა, რომ არ აპირებდა ამ ჩახლართული და გრძელი ისტორიის დეტალებში ჩაღრმავებას. ის მხოლოდ იმის მოყოლას აპირებდა, როგორ დაიკარგნენ ისინი იმ სამყაროში. მან განაცხადა, რომ ნაგვალი როზენდოს შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ ეგონა, არაორგანულ არსებებს ქალები არ აინტერესებდათ. მისი ეს მოსაზრება სწორი იყო, რამდენადაც ეფუძნებოდა უძველესი ჯადოქრების ცოდნას, რომ სამყარო თავისი ფორმით შეესაბამება ქალურ საწყისს და რომ მამაკაცური საწყისი უმნიშვნელო რაოდენობითაა მოცემული და ამიტომ შურის ობიექტია.

დონ ხუანმა თემას გადაუხვია და ამიხსნა, რომ სამყაროში მამაკაცთა გაუმართლებელი ბატონობა სწორედ ამ მამაკაცური საწყისის ნაკლებობით არის გამოწვეული. მე მინდოდა მას ეს შეხედულება უფრო განევრცო, მაგრამ მან დაწყებული ამბავი განაგრძო.

მან მითხრა, რომ ნაგვალი როზენდო გეგმავდა ელიასისა და ამალიასთვის მითითებები მხოლოდ მეორე ყურადღების მდგომარეობაში მიეცა. ამისთვის მან ძველი ჯადოქრების ჩვეული მეთოდი გამოიყენა. მან სიზმრის მდგომარეობაში გამოიყენა მზვერავი და უბრაძანა მას გადაეყვანა თავისი მოსწავლეები მეორე ყურადღების მდგომარეობაში, მათი შემკრები წერტილების საჭირო მდგომარეობაში გადატანის საშუალებით.

თეორიულად, ძლიერ მზვერავს მათი შემკრები წერტილების გდაადგილება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეეძლო, მაგრამ ნაგვალმა როზენდომ ვერ გაითვალისწინა არაორგანული არსებების ეშმაკობა. მზვერავმა მართლაც შეცვალა მოსწავლეების შემკრები წერტილის მდებარეობა, მაგრამ მან ისინი იქ მოათავსა, სადაც მათი სხელების არაორგანულების სამყაროში ადვილად გადაყვანა შეიძლებოდა.

- განა შეიძლება იქ ფიზიკური სხეულით გადასვლა?
- შეიძლება. ჩვენ წარმოვადგენთ ენერგიის შესაბამის ფორმას, შემკრები წერტილის საჭირო ადგილას ფიქსაციის წყალობით. თუ მისი ეს მდგომარეობა იცვლება, მაშინ იმავდროულად ენერგიის ფორმაცა და ადგილმდებარეობაც იცვლება. ამისთვის, არაორგანულ არსებებს მხოლოდ ჩვენი შემკრები წერტილის საჭირო ადგილას მოთავსება სჭირდებათ, და ჩვენ მომენტალურად გადავიქცევით ტყვიად, ფეხსაცმლის ქუსლად და ყველაფრად რაც გინდა.
- ეს თითოეულ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, დონ ხუან?
- სავსებით, განსაკუთრებით, თუ ჩვენი ენერგიის სისავსე შესაფერისი აღმოჩნდება. ნათელია, რომ ელიასისა და ამალიას გაერთიანებული ენერგია, სწორედ ის იყო, რაცარაორგანულ არსებებს არ გამოეპარებოდათ. არ შეიძლება ამ არსებების ნდობა. მათ ადამიანისგან განსხვავებული, განსაკუთრებული ცხოვრების რიტმი აქვთ.

მე ვკითხე დონ ხუანს, სახელდობრ რა გამოიყენა როზენდომ თავისი მოსწავლეების დასაკარგად. ვიცოდი, დიდი სისულელე იყო ჩემი მხრიდან ამ კითხვის დასმა, დონ ხუანი მაინც არ მიპასუხებდა, ამიტომ გულწრფელად გამიკვირდა, როცა განმარტება დაიწყო.

- მოქმედებათა თანმიმდევრულობა საოცრად მარტივია, მან თავისი მოსწავლეები მომცრო დახურულ სივრცეში მოათავსა, რაღაც კედლის კარადის მსგავსში. შემდეგ შევიდა სიზმარხილვაში, გამოიძახა მზვერავი არაორგანული არსებების სამყაროდან, გამოთქვა მასთან შეხვედრის განზრახვა, მერე კი მზვერავს თავისი მოსწავლეები შესთავაზა.
- ბუნებრივია, მზვერავმა მიიღო საჩუქარი და წაიყვანა ისინი, თან მაშინ, როცა კარადაში ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ და დაუცველები იყვნენ. ხოლო, როცა ნაგვალმა კარადა გააღო, იქ აღარავინ დახვდა.
დონ ხუანმა ამიხსნა, რომ არაორგანული არსებებისთვის საკუთარი მოსწავლეების ჩუქება იყო სწორედ ის, რასაც უძველესი ჯადოქრები ხშირად აკეთებდნენ. ნაგვალი როზენდო ამის გაკეთებს არ აპირებდა, მან ყურედღება მოადუნა, რადგან ეგონა, რომ არაორგანული არსებები ემორჩილებოდნენ.
- მაგიური ქმედებები ძალიან საშიშია - განაგრძობდა დონ ხუანი - გევედრები, ძალიან ყურადღებით იყავი, შენი იდიოტური თავდაჯერების გავლენის ქვეშ ნუ მოექცევი!
- და რა დაემართა ნაგვალ ელიასსა და ამალიას?
- ნაგვალ როზენდოს სურდა სხეულით გადაადგილებულიყო ამ სამყაროში და ეპოვა ისინი.
- და მან ისინი იპოვა?
- კი, იპოვა დიდი ძალისხმევის ხარჯზე, მაგრამ მან მათი მთლიანად დაბრუნება მაინც ვერ შეძლო, ამიტომ ეს ორი ახალგაზრდა, ყოველთვის, ნაწილობრივ, იმ სამყაროს ტყვეებად რჩებოდნენ.
- შენ მათ პირადად იცნობდი, დონ ხუან?
- რა თქმა უნდა ვიცნობდი და გარწმუნებ, ისინი ძალიან უცნაური ხალხი იყვნენ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff