კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

კარლოს კასტანედა
5
1

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე   (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

თავი 3 - შემკრები წერტილის ფიქსაცია

 

შემკრები წერტილის ფიქსაცია

მას შემდეგ, რაც მე და დონ ხუანი შევთანხმდით რომ ჩემს სიზმრის პრაქტიკას მაშინ განვიხილავდით, როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ, მე იშვიათად ვიწყებდი საუბარს, ის კი არანაირ ზედმეტ კითხვას არ სვამდა. ამიტომ მე განსაკუთრებული ყურადღებით ვუსმენდი მას როცა ის საუბრს ამ თემაზე იწყებდა.მისი ახსნა და რეკონემდაციები არა მარტო სიზმარხილვას არამედ მისი სხვა სწავლების ასპექტებსაც შეეხებოდა.

ერთხელ, როცა მასთან სახლში ვიყავი და რაღაც განყენებულ საგანზე ვლაპარაკობდით, დონ ხუანმა ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო, რომ არაორგანულ არსებეთან კონტაქტის დამყარების გზით ჯადოქრებმა სრულყვეს შემკრები წერტილის გადანაცვლების ხელოვნება - ეს კი ძალიან რთული და საფრთხილო საქმეა.

მე მაშინვე ვისარგებლე შემთხვევით და დონ ხუანს ვკითხე, თუ დაახლოებით როდის ცხოვრობდნენ უძველესი დროის ჯადოქრები. ადრეც ბერჯერ ვცადე იგივე კითხვა დამესვა, მაგრამ ვერცერთხელ მივიღე პასუხი, ახლა კი, რაგდან თვითონვე შეეხო ამ თემას, მე ჩავთვალე, რომ ჩემს ცნობისმოყვარეობას დააკამაყოფილებდა.

- ეს საკმაოდ ბუნდოვანი საკითხია - თქვა მან, თანაც ისეთი ტონით, რომ ვიფიქრე თითქოს მას არ უნდოდა ამ საკითხის განხილვა და ძალიანაც გამიკვირდა, როცა დონ ხუანმა განაგრძო - ეს ისეთივე გამოცდა იქნება შენთვის, როგორც შენი საღი აზრისთვის არაორგანულ არსებებთან დაკავშირებული ამბები, ხო მართლა, რას ფიქრობ ახლა მათ შესახებ?

- მე გვერდით გადავდე ჩემი მოსაზრებები მათზე , - ვუპასუხე, ახლა კი ვერანაირ მოსაზრებას ვერ ვეჭიდები.

ჩემმა პასუხმა აღაფრთოვანა, დონ ხუანმა გაიცინა და მოჰყვა იმ შიშისა და ზიზღის აღწერას, არაორგანულების მიმართ რომ განიცდიდა.

- მე არასოდეს განვიცდიდი ლტოლვას მათ მიმართ - თქვა მან. - რაღა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი ჩემი შიში იყო, თავის დროზე მე ვერ მოვიშორე ეს შიში თავიდან და შემდეგ ის მუდმივი გახდა.

- ახლაც გეშინია მათი დონ ხუან?

-ახლა უფრო მეზიზღებიან, ვიდრე მეშინია და აღარ მინდა მათთან რაიმე საერთო მქონდეს.

- რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არსებობს ამ ზიზღისთვის დონ ხუან?

- საუკეთესო მიზეზი მსოფლიოში - მე და ისინი სრულიად საპირისპირო მატერიის განხორციელებანი ვართ, მათ ძალაუფლება უყვართ - მე თავისუფლება. ისინი შენს ყიდვას ცდილობენ, მე კი არ ვიყიდები.

აუხსნელი მღელვარება ვიგრძენი და მაშინვე ვუთხარი, რომ ეს თემა შორს იყო ჩემი პრობლემებისაგან და ამას სერიოზილად ვერ აღვიქვამდი.

გარკვეული პერიოდი დაკვირვებით მიყურებდა, შემდეგ კი ღიმილით მითხრა:

- საუკეთესო, რაც შიეძლება მათთან ურთიერთობისას გააკეთო, ეს ზუსტად ისაა რასაც შენ აკეთებ, უარყო მათი არსებობა და ამავდროულად რეგულარულად სტუმრობდე მათ, იმ აზრით, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარში ხდება სადაც ყველაფერი შეიძლება, ამგვარად შენ თითქოსდა არაფერს რისკავ.

მე გაურკვეველმა დანაშაულის გრდძნობამ მომიცვა, რომლის მიზეზსაც ვერ ვხსნიდი, იძულებული გავხდი მეკითხა.

- რა გაქვს მხედველობაში დონ ხუან?
-შენი არაორგანულარსებეთან შეხვედრა - მშვიდად მიპასუხა მან
- დამცინი? რა შეხვდრები?
-შენ არ გინდოდა ამ საკითხის წამოჭერა, მაგრამ მე მგონია რომ მოვიდა დრო გითხრა სიმართლე იმ ბუზღუნა ხმაზე შენს სიზმარხილვაში რომ გესმის , რომელიც ყურადღების კონცენტრაციის აუცილებლობაზე გახსენებს , ახლა კი იცოდე რომ ეს იმ არსების ხმაა.

გავიფიქრე, რომ დონ ხუანი სრულიად არაადექვატური იყო, ამან ისე გამაბრაზა, რომ ხმამაღლა აღვშფოთდი მისი მისამართით, პასუხად მან გაიცინა და მთხოვა მომეყოლა იმ უცნაურ შეხვედრაზე, რომლებიც ჩემს სიზმარხილვაში ხდებოდა. ამ თხოვნამ გამაკვირვა, მე არასოდეს არავისთან არ მიხსენებია, რომ დროდადრო ვვარდებოდი სიზმრის ყურადღებიდან და მიტაცებდა რომელიმე ობექტი, ამავე დროს, რომ რაღაცა შემეცვალა სიზმარში, როგორც საჭირო იყო რომ მოვქცეულიყავი, აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ სრულიად ვცვლიდი სიზმარს და სადღაც სხვა განზომილებაში გადავდიოდი. იქ რაღაც უცნობი ძალის მეშვეობით დავფრინავდი, ვაგრძელებდი ტრიალს, მაღლა ვფრენდი ბოლოს კი ძირს ვეშვებოდი, ვიდრე ბოლომდე არ გავიღვიძებდი.

- ეს შენი შეხვედრებია არაორგანულ მეგობრებთან მათ სამყაროში - მითხრა დონ ხუანმა.

მე არ შემეძლო დავთანხმებოდი, მაგრამ ვერც შევეკამათე, დუმილს განვაგრძობდი, ჩემი კითხვაც კი დამავიწყდა უძველეს ჯადოქრებზე , მაგრამ დონ ხუანი თავად დაუბრუნდა ამ თემას .

- მე ვფიქრობ რომ უძველესი ჯადოქრები დაახლოებით 10 000 წლის წინ არსებობდნენ - თქვა მან ღიმილით და თან ჩემს რეაქცის უყურებდა.

მე დარწმუნებით განუცხადე რომ ეს მონაცემები არასწორი იყო, ამის საფუძველია უკანასკნელი არქეოლოგუირი გათხრები რომელიც აზიური მომთაბარე ტომების მიგრაციას იკვლევდა ამერიკის კონტინენტზე. ეს 10 000 წლის წინ კი არა უფრო გვიან არ ხდებოდა.

- შენ შენი წარმოდგენები გაქვს და მე ჩემი, - თქვა მან - მე ვიცი, რომ უძველესი ჯადოქრები 4000 წლის წინ ცხოვრობდნენ, პირველ და მეოთხე ათასწლეულამდე ჩვენს ერამდე. 3000 წლის წინ ისინი გაქრნენ, იმ დროიდან ჯადოქრები გამუდმებით ადგენდნენ სისტემას და თავიდან ანახლებდნენ მათი წინაპრების ინტერპრეტაციას.

- როგორ შეგიძლია ასე დარწმუნებული იყო ამაში?- ვკითხე მე .

- და შენ კი როგორ შეგიძლია დარწმუნებული იყო შენს მოსაზრებასი,- მიპასუხა მან.

მე ვუთხარი, რომ არქეოლოგებს აქვთ წარსულის მოვლენების დათარიღების გამოცდილი მეთოდები. ისევ შემეკამათა, რომ ჯადოქრებიც თავიანთ შემოწმებულ საშუალებებს იყენებენ.

- მე არ მინდა შეგეწინაარმდეგო და არც შენ გადარწმუნებას ვცდილობ - განაგრძო მან, - მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს რომ ძალიან მალე შეიძლება შენ თვითონ კითხო მას ვინც ეს ზუსტად იცის.

- ამის ზუსტად ცოდნა არავის შეუძლია დონ ხუან.

- ეს კიდევ ერთი რამეა რისი შემოწმებაც შეუძლებელია , მაგრმა სინამდვილეში არსებობს ადამიანი ვიცას ამის დადასტურება შეუძლია, როდესმე შენ შეხვდები მას .

- შენ ალბათ ხუმრობ დონ ხუან. ვინ დაადასტურებს რა ხდებოდა 7000 წლის წინ?

- ყველაფერი ძალიან მარტივია, ეს ერთ ერთი უძველესი ჯადოქარია, რომელზეც ჩვენ ახლახანს ვსაუბრობდით.ის რომელსაც კვე შეხვედრიხარ. მან მომყვა ყველაფერი ძველ ჯადოქრებზე. მე იმედი მაქვს რომ შენ დაიმახსოვრებ ყველაფერს რასაც მოგიყვები ამ საოცარ ადამიანზე. ის ჩვენი ინფორმაციის წყაროა და ავტორიტეტი ბევრ ურთიერთობაში. სწორედ მას უნდა შეხვდე შენ.

მე ვუთხარი დონ ხუანს, რომ თითოეულ მის სიტყვას ვუღრმავდებოდი, მაგრამ არ შემეძლო იმის გაგება, როგორ შეიძლება რეალურად მომხდარიყო ის, რასაც მელაპარაკებოდა, მან კი მე დამადანაშაულა, რომ დავცინოდი და არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა უძველეს ჯადოქრებზე. მე დავეთანხმე რომ ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობაში მე ვერ დავიჯერებდი ამ საოცარ ამბავს , მაგრამ მე მეორე ყურადღებითაც ვერ შევძელი ამის დაჯერება, მაშინ როდესაც იქ მისდამი სხვა დამოკიდებულება უნდა მქონოდა.

- ეს ისტორია საოცარი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მასზე ფიქრს იწყებ, - მიპასუხა მან. მაგრამ თუ შენს საღ აზრს არ დაეყრდნობი, ამ ამბის გასაგებად მხოლოდ ენერგიის საჭირო რაოდენოდაც საკმარისია.

- დონ ხუან, რატომ მეუბნები, რომ უძველეს ჯადოქრებს შევხვდები?

- იმიტომ რომ ასეც იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელაც თქვენ შეხვდეთ ერთმანეთს ახლა კი ნება მომეცი ერთი უჩვეულო შემთხვევა მოგიყვე, რომელიც ჩემი თაობის ნაგვალს - სებასტიანს გადახდა.

და დონ ხუანმა მომიყვა ნაგვალ სებასტიანზე - რომელიც ეკლესიის დარაჯი იყო სამხრეთ მექსიკაში 18 საუკუნის დასაწყისში. თავის მონათხრობში დონ ხუანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წარსულისა და თანამედროვე ჯაროქრებიც ეძებდნენ, და რაც მთვარია პოულობდნენ თავშესაფარს ისეთ ორგანიზაციებში, როგორის ქრისტინული ეკლესიაა. მისი აზრით თავიანთი განსაკუთრებული ორგანიზებულობის წყალობით ჯადოქრები ადვილად ხდებოდნენ შემსრულებლები და ასეთ ადამიანებს სიამოვნებით იღებდნენ საპასუხისმგებლო თნამდებობებზე. დონ ხუანი მარწმუნებდა, რომ იქამდე, ვიდრე არავინ იცოდა მათი მაგიასთან კავშირის შესახებ, იდეოლოგიური სიმპტომების არ ქონა ჯადოქრებს იდეალურ მუშაკებად აქცევდა.

დონ ხუანი განაგრძობდა თავის ამბავს. მომიყვა, რომ როდესაც სებასტიანი დარაჯის მოვალეობას ასრულებდა, ეკლესიაში უცნაური ადამიანი შემოვიდა - მოხუცი ინდიელი, როელიც ძალიან ავადმყოფურად გამოიყურებოდა. მისუსტებული ხმით მან სებასტიანს დახმარება სთხოვა. ნაგვალმა იფიქრა რომ ინდიელს მღვდლის ნახვა უნდოდა , მაგრამ კაცი ნაგვალს მიუბრუნდა, ჩანდა რომ თვითოეულ სიტყვას დიდი გაჭირვებით წარმოთქვამდა, პირდაპირ და უხეშად უთხრა, რომ იცოდა ვინ იყო სებასტიანი, არა უბრალოდ ჯადოქარი არამედ ნაგვალი.

სებასტიანი ამბის ასეთმა შემობრუნებამ ძალიან შეაშფოთა, ინდიელი გვერდით გაიყვანა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, მან კი უპასუხა, რომ აქ ამისთვის არ მოსულა და სებასტიანისგან განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდა. ინდიელის თქმით მას ნაგვალისაგან ენერგიის მიღება უნდოდა რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინა, რომელიც როგორც სებასტიანი ამბობდა 1000 წელი გრძელდებოდა მაგრამ სწორედ იმ წამს კინაღამ დასრუდა .

სებასტიანი ძალიან რაციონალური ადამიანი იყო, და არ უნდოდა უაზრობისთვის ესმინა დაჟინებით მოუწოდა ინდიელს შეეწყვიტა სულელობა მოხუცი კი გაბრაზდა და დაემუქრა სებასტიანს, რომ გასცემდა მასაც და მის მოწაფეებსაც ეკლესიის მეუფეებთან, თუ მის თხოვნას არ შესსრულებდა.

დონ ხუანმა შემახსენა, რომ იმ დროს ეკლესიის მეუფეები სასტიკად უსწოდებოდნენ წარმართულ კულტურებს, რომლებიც ახალი სამყაროს ინდოელებს შორის იყო შემორჩენილი. ასეთი საფრთხის არასერიოზულად მიღება არ შეიძლებოდა, ნაგვალიცა და მისი მოწაფეებიც სერიოზული საფრთხი წინაშე აღმოჩნდებოდნენ. სებასტიანმა ჰკითხა ინდიელს, როგორ უნდა მიეღო მისგან ენერგია. იმ ადამიანმა აუხსნა რომ თავიანთი მაგიური პრაქტიკის დროს ნაგვალები განსაკუთრებულ ენერგიას იძენენ, რომლესაც თავიანთ სხეულში ინახავენ და რომ მას უმტკივნეულოდ შეუძლია ამ ენერგიის ნაწილი აიღოს სებასტიანის ენერგეტიკული ცენტრიდან , რომელიც ჭიპის მიდამოშია განლაგებული. თავის მხრივ სებასტიანს რომელიც რა თქმა უნდა უვნებებლი დარჩება არამხოლოდ თავისი ჯადოქრული პრაქტიკის გაგარძელება შეეძლება, არამედ შეიძლება რაიმე ნიჭიც შეიძინოს.

ბებერი ინდიელის მოთხოვნების შესრულებამ არცთუ ისე აღაფრთოვანა სებესტიანი, მაგრამ ის უკან არ იხევდა და ნაგვალი ბოლოსდაბოლოს იძულებული გახდა დათანხმებოდა.

დონ ხუანი მიმტკიცებდა, რომ მოხუცი ინდიელი ოდნავადაც არ აჭარბებდა თავის მონაყოლს. აღმოჩნდა, რომ ის ერთ ერთი უძველესი ჯადოქარი იყო, რომლებიც ცნობილნი იყვნენ, როგორც სიკვდილის წინააღმდეგ მებრძოლნი. სავარაუდოდ მან იცხოვრა ამდენ ხანს, რადგან შემკრებ წერტილზე ზემოქმედების მხოლოდ მისთვის ცნობილ მეთოდს იყენებდა.

დონ ხუანმა თქვა, რომ ეს შეხვედრა და თანამშრომლობა შეთანხმების დადების საფუძველი გახდა, რომელსაც სებასტიანის შემდეგ 6 ნაგვალი შეუერთდა . სიკვდილის წინააღმდეგ მებრძოლმა თავისი სიტყვა არ გატეხა , ენერგიის სანაცვლოდ რომელიც ყველა იმ ადამიანისგან აიღო, ყველა ისინი ძალის ნიჭით დააჯილდოვა. სებასტიანი იძულებული იყო მიეღო ეს ნიჭი და ეს თავისი ნების წინააღმდეგ გააკეთა, ის ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა სადაც არჩევანი არ ქონდა. თუმცა ყველა შემდეგი ნაგვალი მზადყოფნითა და სიამაყით იღებდა ამ ნიჭს.

დონ ხუანმა დაამთავრა თავისი ისტორია იმით, რომ მოგვიანებით ეს ჯადოქარი ცნობილი გახდა სახელით "არენდატორი". ორ საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში დონ ხუანის თაობის ჯადოქრები იცავდნენ ამ შეთანხმებას და ენერგიას ცვლიდნენ ჯილდოზე, რამაც საბოლოოდ გარკვეული დეტალების ცვლილებებამდე მიიყვანა მათი სწავლების საბოლოო მიზანი.

დონ ხუანს არ აუხსნია მერე როგორ განვითარდა ყველაფერი, მაგრამ უცნაური გრძნობა დამრჩა ამ ისტორიის უტყუარობისა და ამან უფრო ამაღელვა.

- როგორ შეძლო ასე დიდხანს ეცოცოხლა?

- ეს არავინ იცის, - მიპასუხა დონ ხუანმა - ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით, ეს მხოლოდ მისი მონაყოლია. სწორედ არენდატორს გამოვკითხე უძველეს ჯადოქრებზე და მან მითხარა რომ 3000 წლის წინ მათი საქმიანობისთვის ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იყო.

- საიდან იცი რომ არ ცრუობდა? - ვკითხე მე

დონ ხუანმა ზიზღით გააქნია თავი.

- მას შემდეგ, რაც პირისპირ ნახავ შეუცნობელს, შენთვის მიუწვომელს, სადღაც იქ, -თქვა მან, და თავის გარშემო მიმითითა - გადაეჩევი წვრილმან ტყუილებს, ეს იმათი საქმეა, ვისაც არასოდეს გაუხედია იმქვეყნიერში, იქ სადაც ყველანი მოვხდებით.

- და იქ რა გველოდება დონ ხუან?

- და ამ მისმა თითქოსდა უწყინარმა პასუხმა მე ისეთი ზარი დამცა რაც უსაშინელესი აზრის აღწერასაც კი არ შეეძლო

- რაღაც სრულიად უსახური, უპიროვნო, თქვა მან.

მან შესაძლოა შემჩნია, რომ შიში ნაწილებად მშლიდა და ჩემი აღქმის დონე ისე შეცვალა, რომ ამ შიშისთვის გამეძლო.

 

რამდენიმე თვის შემეგ კი სიზმარხილვაში დაიწყო უცნაური ცვლილება, დავიწყე პასუხების მიღება იმ კითხვებზე, რომელთა დასმასაც დონ ხუანისთვის ვაპირებდი. უფრო უცნაური კი ის იყო, რომ ეს სიფხიზლის საათებში მემართებოდა. ერთხელ, როდესაც მარტო ვიჯექი და ვმუშაობდი, მე მივიღე პასუხი გარკვეულ კითხვაზე არაორგანულ არსებებთან დაკავშირებით. არაორგანული არსებები სიზმარში ისე ხშირად მყავდა ნანახი, რომ ისე დავიწყე მათზე ფიქრი რომ რეალურ არსებებზე. მე გამახსენდა, რომ შევეხე კიდეც ერთერთ მათგანს, როდესაც სონორიის უდაბნოში ვიყავი აღქმის უჩვეულო მდგომარეობაში. პერიოდულად, სიზმარხილვაში ისეთ სამყაროებში მაღწევდი, რომელიც ნამდვილად არ იყო ჩემი წარმოსახვის ნაყოფი. მინდოდა დონ ხუანოსთვის რაც შეილება კარგად ჩემომეყალიბებინა ეს კითხვა, ჩემთვის კი ასე ჩამოავაყალიბე: თუ დავეთანხმებით მოსაზებას, რომ არაორგანული არსებები ისევე რეალურია, როგორც ადამიანები, მაშინ სად ბინადრობენ ისინი სამყაროს მატერიალურ სტრუქტურაში? ჩამოვაყალიბე რა ჩემვის ეს კითხვა, უცნაური სიცილი გავიგონე, ასეთივე სიცილი მესმოდა იმ დღეს როცა არაორგანულ არსებებს შევხვდი. სავსებით ადამიანურმა ხმამ მითხარა:

- მათი სამყარო შემკრები წერტილის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში არსებობს, ისევე როგორც შენი სამყარო არსებობს მის ჩვეულ მდგომარეობაში.

ამქვეყნად ყველაზე ნაკლებ უსხეულო ხმასთან საუბარი მინდოდა, ამიტომ წამოვხტი და დავიწყე იმის ძებნა რა გამოსცემდა ხმას, ვიფიქრე, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი, ესღა აკლდა ჩემს მღელვარებას. ხმა ისეთი გარკვეული და დამაჯერებელი იყო, რომ ამან არათუ შემაშფოთა არამედ შემაშინა კიდეც. მოუთმენლად ველოდი ამ ხმის ხელახალ გაგონებას, მაგრამ ეს არ ხდებოდა, და როგორც კი საშუალება მომეცა, კითხვით მივმართე დონ ხუანს. ჩემს გაურკვევლობას მასზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია:

- შენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგო, რომ ასეთიშემთხვევები ჩვეულებრივი ამბავია ჯადოქრებისთვის - მითხრა მან - შენ არ გიჟდები, შენ უბრალოდ ემისრის ხმა გესმის სიზმარხილვაში. პირველი და მეორე კარიბჭის გასვლის შემდეგ ჯადოქარი სიზმარხილვაში ისეთ ენერგეტიკულ დონეს აღწევს, როცა მას ხილვები ეწყება და ხმა ჩაესმის. ფაქტიურად ეს ბევრი ხმები კი რა მხოლოდ ერთია, ჯადოქრები მას ემისრის ხმას უწოდბენ .

- რა არის ემისარი " სიზმარხილვაში"?

- უცხო ენერგია, სივრცის მცირე მონაკვეთში კონცენტრირებული, უცხო ენერგია რომელსაც პრეტენზია აქვს თავისი თხრობით დაეხმაროს სიზმრისმხილველს. სიზმარხილვაში ემისრისთვის დმახასიათებელია, რომ ის ამბობს იმას, რაც ჯადოქრებმა უკვე იციან ან უნდა იცოდნენ, თუ თავს ჯადოქრებად თვლიან.

- მტკიცება, რომ ეს უცხო ენერგია სივრცის გარკვეულ ნაწილშია კონცენტრირებული მე არაფერს არ მეუბნება. რა სახისაა ეს ენერგია, მეგობრული, მტრული, დადებითი, უარყოფითი, როგორია?

- ის ზუსად ისეთია, როგორიც გითხარი. უცხო, უსახური ძალა, რომელსაც ისე აღვიქვამთ, როგორც პიროვნებას, რადგან ის საუბრობს ჩვენთან. ზოგიერთი ჯადოქარი აღმერთებს მას, მათ მისი დანახვაც კი შეუძლიათ, ან შენსავით უბრალოდ ესმით, როგორც ქალის ან მამაკაცის ხმა. ეს ხმა უხსნის მათ იმის აზრს, რაც ხდება, ხოლო ჯადოქრები ამას ისე იღებენ, როგორც სასარგებლო რჩევას.

- ზოგიერთი მათგანი რატომ იღებს მას როგორც ხმას?

- ჩვენ გვესმის ან ვხედავთ მას რადგან გადავაადგილებთ და ვაჩერებთ შემკრებ წერტილს გარკვეულ მდგომარეობაში, რაც უფრო მდგრადია ეს მდგომარეობა, მით უფრო კარგად აღვიქვამთ ემისარს. უფრთხილდი, შენ ის შიშველი ქალის სახითაც კი შეიძლება იხილო.

დონ ხუანს თავისივე შენიშვნაზე გაეცინა, მე კი ძალიან შეშინებული ვიყავი იმისთვის რომ მემხიარულა.

- ამ ძალას მატერიალიზებაც შეუძლია? - ვკითხე მე

- რა თქმა უნდა, - მიპასუხა მან - ეს იმაზეა დამოკიდებული, სადაა შემკრები წერტილი. მაგრამ ყოველ შემთხვევში ცუდი არ იქნება, თუ შენ მას არ მიეჯაჭვები. ემისარი ისეთივე რჩება როგორიც იყო, უსახური ხმა რომელიც მაშინ მოქმედებს ჩვენზე, როცა შემკრები წერტილი გარკვეულ მდგომარეობაშია.

- მისი რჩევები უსაფრთხო და კეთილგონივრულია?

- მის სიტყვებს ვერ ჩათვლი რჩევებად, ის მხოლოდ გვეუბნება, რა რა არის და დასკვნები ჩვენ გამოგვაქვს.

მაშინ მე მოვუყევი დონ ხუანს, რა მითხრა ხმამ.

- ეს ზუსტად ისაა, რაც მე შენ ახლანანს გითხარი, - შენიშნა დონ ხუანმა, ემისარს ახალი არაფერი უთქვამს. მისი მტკიცებულებები სწორი იყო, შენ უბრალოდ ჩათვალე, რომ მან რაღაც ახალი აღმოგაჩენინა, ემისარმა უბრალოდ ის გაიმეორა, რაც ისედაც იცოდი.

- ვშიშობ მე მაინც არ ვიცოდი ყველაფერი, რასაც ის ამბობდა დონ ხუან.

- არა იცოდი,შენ უკვე ახლა იცი უსასრულოდ ბევრი მსოფლიოს საიდოუმლოზე, ვიდრე ამას შენი საღი აზრი ვარაუდობს, ეს ჩვენი ადამიანური სისუსტეა, ვიცოდეთ დედამიწაზე იმაზე მეტი, ვიდრე ვვარაუდობთ.

მე აღმაფრთოვანა იმან, რომ მე თვითონ, დონ ხუანის სიტყვების გარეშე, შევძელი ჩემი სიტყვების სიმართლეში დავრწმუნებულიყავი. ემისარზე მეტის გაგება მინდოდა, ვკითხე დონ ხუანს, თავად თუ სმენია როდესმე მისი ხმა.

მან გამაწყვეტინა, გაიღიმა და მითხრა:

- ხო რა თქმა უნდა, ემისარი მელაპარაკებოდა ახალგაზრდობაში. მე მას შავ ანაფორიან მღვდლად ვხედავდი. ეს ლაქლაქა მღვდელი ყოველთვის სიკვდილივით მაშინებდა. მოგვიანებით, როცა შიშის დაძლევა ვისწავლე, ის უსხეულო ხმად გადავაქციე, რომელიც დღემდე ბევრ რამეს მეუბნება.

- რაზე საუბრობს დონ ხუან?

- ყველაფერზე, რაც ჩემი განზრახვის არსს წარმოადგენს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული და ნაფიქრი არ მაქვს, მაგალითად, ამბები რომლებიც ჩემს მოსწავლეებს ეხებათ, რას აკეთებენ ისინი როდესაც მე ახლოს არ ვარ , შენზეც მიყვება ნაწილობრივ, ემისარი მიყვაბა ყველაფერს, რასაც შენ აკეთებ.

ამის შემდეგ რატომღაც არ მინდოდა ამ საკითხზე საუბრის გაგრძელება, ვცდილობდი რამე ახალი კითხვა დამესვა, დონ ხუანი კი მთელი ხმით ხარხარებდა.

- ემისარი სინამდვილეში არაორგანული არსებაა ? - ვკითხე მე

- უკეთესი იქნება თუ ვიტყვით, რომ ემისარი სიზმარხილვის ძალაა, რომელიც არაორგანული არსებების სამყაროდან მოდის, ესაა მიზეზი რატომ ეჯახება მას სიზმარმხილველი.

- შენ გულისხმობ დონ ხუან, რომ ყოველი სიზმრისმხილველი ხედავს ან ესმის მათი?

- ესმით ყველას, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთებს შეუძლიათ მათი დანახვა და შეგრძნება .

- შენ ამის ახსნა შეგიძლია?

- არა, და გარდა ამისა მე არ მანაღვლებს ემისარი, ერთხელ მომიწია არჩევნის გაკეთება, მიმექცია თუ არაყურადღება არაორგანული არსებებისთვის და გავყოლოდი უძველესი ჯადოქრების გზას - თუ უარი მეთქვა ამაზე, ჩემი მასწავლებელი ნაგვალი ხულიანი დამეხმარა, რომ უარი მეთქვა და არც არასოდეს მინანია ეს არჩევანი.

- შენ როგორ თვლი, ჯობია მეც უარი ვთქვა არაორგანულ არსებებზე დონ ხუან?

მან არ მიპსუხა, ამის მაგივრად ამიხსნა რომ არაორგანული არსებების სამყარო ყოველთვის განაგრძობს ჩვენს სწავლებას, ეს ალბათ იმიტომ რომ არაორგანული არსებები ჩვენზე ღრმა ცნობიერებით არიან დაჯილდოებული და ჩვენი მფარველობის მოთხოვნა აქვთ.

- მე ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ მათი მოსწავლე გავხდე, - დავამატე მე, - ამისთვის ძალიან ძვირის დაგახდა გვიწევს.

- კონკრეტულად რისი?

- ჩვენი სიცოცხლის, ერთგულების, ენერგიის, სხვა სიტყვებით, ჩვენი თავისუფლების.

- და რას გვაძლევენ ისინი?

- ყველაფერს, რაც მათი სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. ჩვენც რომ შეგვეძლოს ზუსტად ასევე ვასწავლიდით მათ, თუმცა მათი მეთოდი იმაში მდგომაეობს, რომ ჩვენს ეგოს განიხილავენ, როგორც მაჩვენებელს იმისა, რაც ჩვენ გვჭირდება, და მასთან შესაბამისად გვასწავლიან. ძალიან საფრთხილო საქმეა.

- მე არ მესმის, რატომ შეიძლება ეს საშიში იყოს?

- თუ ვინმე გამოიკვლევს შენი გულის მოთხოვნილებებს, მისი მთელი შიშებით, სიხარბით, შურით და სხვა, იმის სწავლებას დაგიწყებს, როგორ დაიკმაყოფილო ყველა შენი საშინელი ლტოლვა, და როგორ ფიქრობ ამას რა შედეგი მოყვება?

მე არანაირი განსხვავებული აზრი აღარ დამრჩა და მივხვდი, რომ მშვენივრად გავიგე, რატომ უარყო არაორგანული არსებები.

- უძველეს ჯადოქრებს უსიამოვნებები გაუჩნდათ, მიუხედავად იმისა რომ მათ ბევრს მიაღწიეს ჯადოქრულ ხელოვნებაში, მაგრამ ისინი ეგოისტური მოსაზრებით მოქმედებდნენ, - განაგრძობდა დონ ხუანი. არაორგანული არსებები მათ წინამძღოლებად იქცნენ, უძველესი ჯადოქრები ნაბიჯ-ნაბიჯ დაეუფლნენ მათ ხელოვნებას, იმეორებდნენ მათ მოქმედებას, მაგრამ კვლავ ეგოისტურ მიზნებზე იყვანენ ორიენტირებული.

- ჩვენ დროშიც თუ არსებობს არაორგანულ არსებეთან ამგვარი დამოკიდებულება?

- მე არ შემიძლია ამაზეზუსტი პასუხის გაცემა, უბრალოდ ვიტყვი, რომ ვერ წარმომიდგენია მსგავსი დამოკიდებულება მათთან, ამგვარი კავშირი ჩვენს თავისუფლებას ზღუდავს და ნთქავს ჩვენს ენერგიას. იმისათვის, რო მიყოლოდნენ თავიანთი მასწავლებლების მაგალითს, უძველესი ჯადოქრები იძულებულნი იყვნენ ეცხოვრათ არაორგანული არსებების სამყაროში, ხოლო მათ სამყაროში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ენეგრიის განუსაზღვრელი რაოდენობაა საჭირო.

- შენ იმის თქმა გინდა დონ ხუან, რომ უძველეს ჯადოქრებს ისევე შეეძლოთ იქ ცხოვრება, როგორც ჩვენ ვცხოვრობთამ სამყაროში?

- არც მთლად მასეა, მაგრამ ისინი როგორღაც ცხოვრობდნენ იქ და ინარჩუნებდნენ თავიანთ ცნობიერებას, თავიანთ ინდივიდუალობას, სიზმარხილვის ემისარი ამგვარი ჯადოქრებისთვის აუცილებელი რამაა. თუ ჯადოქარს არაორგანული არსებების სამყაროში სურს ცხოვრება, მისთვის საუკეთესო გიდი ემისარია, ის ყველაფერს ასწავლის, უყვება და მიჰყავს წინ.

- შენ როდისმე ყოფილხარ არაორგანული არსებების სამყაროში დონ ხუან?

- უამრავჯერ, ისევე როგორც შენ, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, შენ ჯერ კიდევ ვერ ფლობ სათანადო სიზმრის ყურადღებას, ამ სამყაროზე როდესმე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

- მე მგონია რომ შენ არ გიყვარს და კათილგანწყობილი არ ხარ ემისრის მიმართ?

- არც მიყვარს და არც ვიწონებ მას, ის ფასეულობათა სხვა სისტემას ქადაგებს, იმას რომელიც უძველესი ჯადოქრების სულს შეესამება, გარდა ამისა, მისი სწავლება და რეკომენდაციები ჩვენს სამყაროში აზრს მოკლებულია და ამ უაზრობაში ემისარი ენერგიის კოლოსალურ დანახარჯს მოითხოვს, როდესმე შენც დამეთანხმები, აი ნახავ.

დონ ხუანმა ეს ისე თქვა, რომ მის ხმაში ფარულად დავიჭირე, რომ ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მე მისი სიტყვებს ჯერ-ჯერობით არ ვეთანხმებოდი. მე მზად ვიყავი მისთვის მეთქვა რასაც მივხვდი, რომ ყურებში ემისრის ხმა ჩამესმა:

- ის მართლაც ასე ფიქრობს, - მითხრა მან, - მე მოგწონვარ და ვერაფერს ცუდს ვერ ხედავ ამაში რომ გამოიკვლიო ყველა შესაძლებლობა, შენ გინდა იცოდე, ცოდნა კი ძალაა, შენ ხომ არ გინდა შენი სამყაროს ტრადიციასა და რწმენას ამოფარებულმა იცხოვრო?

ეს ყველაფერი ემისარმა ინგლისურად წარმოთქვა, მკვეთრი კალიფორნიული აქცენტით, შემდეგ ესპანურზე გადავიდა, ოდნავ შესამჩნევი არგენტინული აქცენტით. აქამდე ემისარს ასე არასოდეს ულაპარაკია. ამან აღმაფრთოვანა. ემისარი აღქმის სრულყოფილებაზე მომიყვა იმაზე თუ რამდენს მივაღწიე მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად გავჩნდი, ჩემს მოგზაურობაზე, ყველაფერ ახლისადმი სიყვარულვასა და ლტოლვაზე, ახალ ჰორიზონტებზე. ხმამ პორტუგალიურადაც მომმართა ჩრდილო ამერიკული პამპასებისთვის დამახასიათებელი გამოთქმით.

როცა მთელი ეს ლიქნა მოვისმინე, მე შიშზე უფრო გულისრევა ვიგრძენი ემისრის პირმოთნეობაზე. მაშინვე ვუთხარი დონ ხუანს, რომ სიზმარხილვის პრაქტიკა უნდა შემეწყვიტა. მან დაუფარავი გაოცებით შემომხედა, მაგრამ მას შემდეგ რაც მოვუყევი ხმის შესახებ ისიც დამთანხმდა, თუმცა კი მივხვდი, რომ ამას ჩემს დასამშვიდებლად აკეთებდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ მივხვდი, რომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე მივიღე, ისევ დავუბრუნდი სიზმრის პრაქტიკას და დარწმუნებული ვიყავი, რომ დონ ხუანმა იცოდა ამის შესახებ.

როდესაც მასთან ვიყავი, ძალიან მოულოდნელად საუბარი სიზმარხილვაზე ჩამოვარადა.

- თუ შენ ჯერ კიდევ ვერ მიეჩვე სიზმარხილვის, როგორც კვლევის ჭეშმარიტი სფეროს განხილვას, აქედან სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ ის ამას არ წარმოადგენს, - დაიწყო მან, - სიზმების მნიშვნელობის ძებნაში აანალიზებენ მათ, ცუდის მომასწავებლად თვლიან მაგრამ არავინ არ თვლის, რომ იქ მიმდინარე ამბები ისეთივე რეალურია, როგორც აქ მომხდარი.

- რამდენადაც მე შემიძლია ვთქვა, მხოლოდ უძველესი ჯადოქრები თვლიდნენ სიზმარხილვას რეალობად, განაგრძო მან, მაგრამ საბოლოოდ მათ დაამახინჯეს მისი არსი, ისინი გაუმაძღარნი გახდნენ, სულ ახალ და ახალ ცოდნას იძენდნენ და როცა საქმე სწორი გზის არჩევასთან მივიდა მათ სხვა მხარეს გადაუხვიეს, მათ ყველაფერი ერთმანაეთში აურიეს და სრულიად უსისტემოდ გადაადგილეს შემკრები წერტილი 1000 სხვა სხვა პოზიციაში.

დონ ხუანმა სინანული გამოთქვა, რომ იმ შვენიერი საგნებიდან რაც ამ ჯადოქრებმა ისწავლეს შემკრები წერტილის სხვა და სხვა პოზიციაში გადაადგილების გზით, მხოლოდ სიზმრისა დასტალკინგის ხელოვნება შემოგვრჩა.

მან ისევ გაიმეორეა, რომ სიზმრის ხელოვნება - ეს შემკრები წერტილის გადაადგილების ფლობისა და მართვის ხელოვნებაა. ხოლო სტალკინგის ხელოვნება კი შემკრები წერტილის იქ დაფიქსირებაა, სადაც საჭიროა მისი გადაადგილება.

- შემკრები წერტილის ახალ ადგილას ფიქსირება, ეს ჰარმონიის მიღწევას ნიშნავს, - თქვა მან, - შენ შენი სიზმრის პრაქტიკაში ახლა სწორედ ამაზე მუშაობ.

- მე კი მეგონა, რომ ჩემი ენერგეტიკული სხეულის სრულყოფით ვიყავი დაკავებული - განვაგრძე გაოცებულმა.

- შენ ამაზეც და ბევრ სხვა რამეზეც მუშაობ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჰარმონიის მიღწევის მიღწევისაკენ მიისწარაფი. შენ სწავლობ ამას სიზმარხილვაში, როცა შენთვის აუცილებელია შენი შემკრები წერტილის ფიქსაცია მისი გადაადგილების მერე. სიზმარხილვის ყურადღება, მეორე ყურადღება, ენერგეტიკული სხეული, არაორგანულ არსებებთან ურთიერთობა, ემისარი სიზმარხილვაში - ეს ყველაფერი ჰარმონიის მიღწევაში გეხმარება. სხვა სიტყვებით ეს ყველაფერი მოჰყვება სიზმარხილვაში შემკერი წერტილის გადაადგილებას განსაზღვრულ პოზიციაში.

- რა პოზიციებია ესენი დონ ხუან?

- ნებისმიერი პოზიცია რომელშიც შემკრები წერტილი აღმოჩნდება სიზმარხილვის დროს .

- და როგორ ვფიქრობთ ჩვენ ამ წერტილში?

- შენს სიზმარხილვაში უფრო დიდხანს აჩერებ ობიექტებს, ანდა განურჩევლად ცვლი მათ, სიზმარხილვის პრაქტიკით ჰარმონიის მიღწევას სწავლობ. სხვა სიტყვებით, შენ იძენ ჩვევებს ენერგიის შენარჩუნებით იმ ახალ ფორმაში, რომელსაც ის იღებს შემკრები წერტილის გარკვეულ ახალ ადგილას ფიქსაციით კონკრეტულ სიზმარხილვაში.

- შემიძლია კი მე ენერგიის ახალი ფორმით შენარჩუნება ?

- ჯერ კიდევ არც ისე კარგად, და ეს იმიტომ არა, რომ შენ ამისი გაკეთება არ შეგიძლია, იმიტომ, რომ შენ უბიძგებ შემკრებ წერტილს მისი ნელა გაწევის ნაცვლად, ბიძგების მიმდინარეობა შენს სიზმარხილვაში უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს, მთელი სიძნელე კი იმაში მდგომარეობს, რომ ცვლილებები ისე ბევრია და ისე მცირე, რომ შესაძლებლობა უწყვეტად იყო ჰარმონიის მდგომარეობაში მოწმობს მის წარმატებაზე.

- როგორ უნდა გავიგო, ვარ თუ არა ჰარმონიის მადგომარეობაში?

- აღქმის სიცხადით, რაც უფრო გარკვეულია რას ვაკვირდებით სიზმარში, უფრო ჰარმონიულია ჩვენი მდგომარეობა. - მან მითხრა, რომ მოვიდა დრო, ამ რეალობაში გამოვცადო ის, რაც სიზმარხილვაში ვისწავლე . არ მომცა საშუალება კითხვა დამესვა. მან მიბრძანა ჩემი ყურადღება შორიახლოს მდგარ მესკიტის ხის ფოთლებზე გამემახვილებინა და თანაც ეს ისე გამეკეთებინა, თითქოს სიზმარხილვაში ვიყავი.

- შენ გინდა რომ უბრალოდ ვუყურო ამ ხეს?

- არა, არ მინდა, რომ მხოლოდ უყურო მე მინდა, რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთო მისი ფოთლებით, - მითხრა მან - გახსოვდეს, რომ თუ შენ სიზმარხილვაში შეგიძლია გააჩერო შენი მხედველობის არეში ობიექტები, ამავე დროს შენ აჩერებ შემკრებ წერტილს გარკვეულ მდგომარეობაში, ახლა კი თვალ-მოუშორებლად უყურე ამ ფოთლებს, თითქოს სიზმარხილვაში ხარ, ოღონდ ერთი არც თუ ისე დიდი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებით, შენი სიზმრის ყურადღება უნდა გააჩერო მესკიტის ხის ფოთლებზე , რომელიც რეალურ სამყაროშია.

ჩემი ნერვიულობა არ მაძლევდა საშუალებას აზრების მდინარებას მივყოლოდი, მან მოთმინებით ამიხსნა, რომ ფოთლებზე ყურებისას მე შემკრებ წერტილს უმნიშვნელოდ გადავაადგილებ, შემდეგ ჩემი სიზმრის ყურადღების ერთად შეკრებით, მოშორებული ფოთლების თვალიერების გზით მე რეალობაში ვახდენ ოდნავ გადანაცვლებული შემკრები წერტილის გადანაცვლების ფიქსაციას. ამავე დროს, ამ მდგომარეობისას მიღწეული ჰარმონია საშუალებას მაძლევს აღვიქვა მეორე ყურადღების ტერმინები, თანაც სიცილით დაამატა, რომ ეს ძალიან ადვილია.

დონ ხუანი მართალი იყო. მე მხოლოდ ხის ცალკეულ ფოთლებზე მზერის გაჩერება მევალებოდა და მე უცებ თავი მორევში ვიგრძენი, იმის მსგავსში სიზმარხილვაში რომ ვხვდებოდი. მესკიტის ხის ფოთლები მგრძნობიარე მონაცემების მთელ სამყაროდ გადაიქცა. თითქოს ჩამყლაპა მან მაგრამ მე მას არა მხოლოდ მხედველობით აღვიქვამდი. ვეხებოდი ფოთლებს და ცხადად შევიგრძნობდი მათ, მათი სურნელი მომდიოდა , ჩემი სიზმრის ყურადღება არა მხოლოდ ვიზუალური ჩვეულებრივი სიზმრის მსგავსად არამედ გრძნობის ყველა ორგანოს აერთიანებდა.

ის, რაც უბრალოდ მესკიტის ხის ფოთლების თვალიერებით დაიწყო, ახლა სიზმარხილვაში გადადიოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიზმარში აღვიქვამდი ამ ხეს. ასე ბევრჯერ დამმართნია, ბუნებრივია, რომ ხესთან მიმართებაში ისევე მოვიქეცი, როგორც სიზმარში. ერთი დეტალიდან მეორეზე გადავდიოდი, მორევის ძალით გატაცებული, რომელსაც ხის იმ ნაწილისკენ გადავყავდი, რომელზეც ყურადღება გადამქონდა და გრძნობის ყველა ორგანოს ითრევდა .

ამ ხილვისა თუ სიზმარხილვის დროს მე ჩემი რაციონალობის მიერ გაჩენილ ეჭვს შევეჯახე. ვეკითხებოდი საკუთერ თავს, იქნებ ფიქრებში გართული მართლაც ავძვერი ხეზე და ახლა ნამდვილ ფოთლებს ვგრძნობ, და ამ დროს არ ვიცი რომ ნამდვილი ფოთლებით ვარ გარშემორტყმული, ან იქნებ ფოთლების შრიალში ჩამეძინა და სიზმარს ვხედავ, მაგრამ როგორც წესი სიზმარში არ მყოფნიდა ენერგია რომ დიდხანს მეფიქრა ამაზე, ჩემი ფიქრები სწრაფმავალი იყო, ისინი ერთ წამს გრძელდებოდნენ , მერე კი უშუალო აღქმის ძალა მთლიანად იტაცებდა მათ.

რაღაც მოძრაობების გამო ჩემს ირგვლივ ყველაფერი შეირხა და მე ფაქტიურად ამოვყვინთე ფოთლების ღრუბლიდან. თითქოს ხემ შეწყვიტა ჩემი მიზიდვა, სიმაღლიდან მთელს პანორამას ვხედავდი , მუქი მთებიდა მწვანე მცენარეები მერტყა გარს, სიღრმიდან კიდევ ერთმა ენერგეკიტულმა ტალღამ დამარტყა, მივხვდი რომ მესკიტის ხეზე უკვე აღარ ვიყავი, გარშემო ისპალინის ხეები იზრედბოდა ისინი აქ უფრო მაღლები იყვნენ, ვიდრე ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებში. მე არასოდეს მენახა ასეთი ტყე, ეს პანორამა ისე განსხვევდებოდა სონორანის უწყლო უდაბნოსაგან, რომ მე ეჭვიც კი აღარ დამრჩა, რომ სიზმარხილვაში ვიყავი.

ვცდილობდი შემეკავებინა ეს უჩვეულო პეიზაჟი, მეშინოდა რომ გამისხლტებოდა და ვაცნობიერებდი, რომ ეს სიზმარი მაშინვე გაქრებოდა, როგორც კი სიზმრის ყურადღებიდან გამოვიდოდი, მაგრამ ფიგურები მაშინაც კი დარჩა, როცა მომეჩვენა, რომ ამ ყურადღებიდან გამოვედი, თავში საშინელმა აზრმა გამიელვა , რა მოხდება მაშინ, თუ ეს არც სიზმარია და არც რეალობა?

ისე შემეშინდა, როგორც ცხოველს და მე ისევ ხისკენ გავიჩქარე, რომლიდანაც ამოვყვინთე. შინაგანი მღელვარების გავლენით ხის ფოთლებს შევერია და ტოტები გადავღუნე, შემდეგ ისევ ამოვყვინთე ხიდან და ერთ წამში დონ ხუანთან აღმოვჩნდი, მისი სახლის კართან სონორიინ უდაბნოში.

მაშინვე მივხვდი, რომ უკვე ნორმალური განსჯა შემეძლო, მაგრამ ლაპარაკი არა. დონ ხუანმა მირჩია არ ავღელვებულიყავი და მითხრა, რომ ჩემი საუბრის უნარი ძლიერი გავლენის ქვეშ იყო, და რომ სიმუნჯის პერიოდები ჯადოქებს შორის ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ყოფნით გამბედაობა ჩვეულებრივი სამყაროს მიღმა გაიხედონ.

გულის სიღრმეში ვრძნობდი, რომ დონ ხუანს ვეცოდებოდი და ჩემი გამხნევება გადაწყვიტა. მაგრამ ემისრის ხმამ, რომელიც იმ წუთას გარკვევით გავიგონე, თქვა, რომ რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ ჩემთან საუბრის უნარიცა და კარგი განწყობაც თავისით დაბრუნდებოდა.

გამოძინებულმა დაწვრილებით ავუღწერე დონ ხუანს ყველაფერი რაც შემემთხვა და ვნახე, მან გამაფრთხილა, რომ რაციონალურ წარმოდგენებზე დაყრდნობით ჩემი განცდის ახსნა შეუძლებელი იყო და საქმე სულაც არ არის იმაში, რომ ჩემი ინტელექტი არასრულფასოვანია, არამედ ეს ისეთი მოგზაურობ იყო, რომელსაც გონება ვერ წვდება. მე რა თქმა უნდა შევეკამათე, რომ შეუძლებელი არაფერია, მოვლენათა ჯაჭვი შეიძლება ნათელი არ იყოს , მაგრამ ადრე თუ გვიან გონების თვალი მაინც ყველაფერს მიწვდება და მე მართლაც მჯეროდა ამის.

დონ ხუანმა დიდი მოთმინებით ამიხსნა, რომ მოაზროვნე გონება შემკრები წერტილის ერთ ერთი მგდომერეობაა , ამიტომ იმის ცოდნა რა ხდება სამყაროში, საღად აზროვნება, თავდაჯერება, - ყველა ეს ჩვენი სამყაროს საგანი და ჩვენი აზროვნების საზომია - მხოლოდ ჩვენი შემკრები წერტილის მისთვის ჩვეულ ადგილას მდებარეობის შედეგია, რაც უფრო მდგრადადაა დაფიქსირებული ის მით უფრო თავდაჯერებულნი ვართ და მეტად ვიცით, რომ ვგრძნობთ სამყაროს და შეგვიძლიათ გამოვიცნოთ მომავალი.

მან დაამატა რომ სიზმარხილვა გვაძლევს საშუალებს სხვა სამყაროებში შესასვლელად და ამავე დროს ამ სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნას. მან სიზმარხილვას წარმოუდგენელ სამყაროში მოგზაურობა უწოდა , როცა გადავლახავთ ყველაფერს ადამიანური ცნობიერებისათვის მიუწვდომელს. ჩვენი შემკრები წერტილი გასხლტება ადამიანურის მიღმა და აღწევს მიუღწეველს.

- და ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ჯადოსნური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვნ ასპექტს, განაგრძო მან, შემკრები წერტილის განლაგებას, ეს ერთდროულად ძველი ჯადოქრების წყევლაცაა და კაცობრიობის გამუდმებული უსიამოვნებების წყაროც.

- რატომ ამბობ ასე დონ ხუან?

- იმიტომ, რომ მთელი კაცობრიობა და უძელესი ჯადოქრებიც შემკრები წერტილის მდებარეობის ტყვეები გახდნენ, კაცობრიობამ არ იცის მისი არსებობა და ამიტომ მის ჩვეულ მდებარეობის შედეგებს ისე იღებს როგორც საბოლოოსა და უდავოს. რაც შეეხება ძველ ჯადოქრებს, მათ მართლა ყველაფერი იცოდნენ შემკრებ წერტილზე, მაგრამ არ იცოდნენ მისი შესაძლებლობების სწორი გამოყენება.

- შენ ამ ორ მახეს უნდა ერიდო , - განაგრძობდა ის - ძალიან ცუდი იქნება თუ კაცობრიობას დაემგვანები , რომელმაც შემკრები წერტილის შესახებ არაფერი უწყის. მაგრამ ამაზე უარესია თუ ძველი ჯადოქრების გზას გაყვები და შენი შემკრები წერტილის შესაძლებლობებს შენი პირადი მიზნებისათვის გამოიყენებ.

- მე ჯერ კიდევ არ მესმის რას მეუბნები, რა კავშირში ეს იმასთან, რაც მე გუშინ გადავიტანე?

- გუშინ სხვა სამყაროში იყავი. ამიტომ თუ შენ შემეკითხები სადაა იგი , მე ისევ გიპასუხებ, რომ ის შემკრები წერტილის გარკვეულ მონაკვეთშია, და შენ ისევ ვერაფერს ვერ გაიგებ.

დონ ხუანის სიტყვებს თუ ვენდობით, მე ორი საბედისწერო შესაძლებლობა მემუქრებოდა: პირველი - მე გავყვებოდი კაცობრიობის მაგალითს და აღმოვჩნდებოდი დილემის წინაშე როცა ჩემი ხმები მეტყოდნენ რომ არსებობენ სხვა სამყაროები, ჩემი გონება კი უარყოფდა ამას და გამოაცხადბდა რომ მათი არსებობა შეუძლებელია. მეორე - ძველი ჯადოქრების მსგავსად, მაშინვე მივიღებდი მათი არსებობის ფაქტს და დავიწყებდი შემკრები წერტილის იმ მდებარეობებს რომელიც იმ სამყაროებს წარმოადგენს, პირადი მიზნებისთვის გამოყენებას . შედეგად გაჩნდა პრობლემა - სიმდიდრის და აძალაუფლების დევნაში რეალობის სხვა დონეზე გადასვლა.

მე არაფერი მქონდა საპასუხო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო აუცილებელი ამ საბედისწერო შესაძლებლობების ტყვე გავმხდარიყავი. რადგან დონ ხუანოს შეხედულებების მომხრე ვიყვი, თუმცა მაშინ რა თქმა უნდა მთლიანად ვერ წარმოვიდგენდი რას ვეთანხმებოდი. მასთან თანხმობა დიდი ხნის დაკარგული თავდაჯერების გრძნობით გამოიხატა , რომელმაც ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო.

სიზმარხილვის პრაქტიკას დავუბრუნდი, და ჩემი მღელვარებაც ჩაცხრა, მაგრამ ახლა ისევ გაჩნდა. მაგრამ რადგან მე ყოველდღე მესმოდა ემისრის ხმა , ის ახლა უკვე ნაკლებად გამაღიზიანებლად და უცნაურად ჟღერდა. ის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. იმდენი შეცდომა დავუშვი მისი სიტყვების გავლენით, რომ თითქმის მივხვდი, რატომ არ უნდოდა დონ ხუანს მათი სერიოზულად მიღება. ფსიქოანალიტიკოსს ალბათ მთელი დღე არ ეყოფოდა ემისრის ნათქვამის ინტერპრეტაციისთვის ჩემს პიროვნებათაშორის ურთიერთობათა შესაბამისობაში. დონ ხუანი ამ შემთხვევაში მტკიცე აზრზე იდგა - ემისარი უპიროვნებო, მდგრადი ძალაა არაორგანულ არსებათა სამყაროდან. ყველა სიზმრისმხილველი ხვდება მას მეტნაკლებად მსგავს გარემოში , მაგრამ თუ მისი რჩევებით სარგებლობას გადაწყვეტს, უიმედო სულელი იქნება.

მე კი სწორედ ასეთი ვიყავი. არ შემეძლო გულგრილი დავრჩენილიყავი ასეთი მოვლენის მიმართ, ხმა რომელიც 3 ენაზე გარკვევით და თანმიმდევრულად მიხსნიდა და მაცნობდა საიდუმლოებებს ყველაფერზე, რაც ჩემს ყურადღებას იპყრობდა. მისთვის ბუნებრივ და ჩემთვის არც თუ მთლად არსებით ნაკლს წარმოადგენდა ის, რომ ეს ყოველთვის დროულად არ კეთდებოდა, ემისარი არც თუ იშვიათად მესაუბრებოდა ისეთ ხალხსა და მოვლენებზე, რომლებიც მე აღარც კი მახსოვდა, როდის მაინტერესებდა.

მე ამაზე დონ ხუანს შევეკითხე, მან კი მიპასუხა, რომ ეს როგორღაც დაკავშირებული იყო ჩემი შემკრები წერტილის მდებარეობასთან , მან ამიხსნა, რომ მე აღმზარდეს მოხუცმა ხალხმა და მათი მსოფლმხედველობიდან ბევრი რამე ავითვისე. ჩემთვის განსაკუთრებით საფრთხილოა ტენდენცია მუდმივად დარწმუნებული ვიყო საკუთარი მოსაზრების სისწორეში. მან მითხრა, რომ როცა ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს მაძლევდა, პირველ რიგში ცდილობდა ჩემი შემკრები წერტილი ოდნავ მოძრავი მაინც გაეხადა.

- თუ შენ მას ოდნავ უფრო მოძრავს არ გახდი - განაგრძობდა ის -შენ უფრო მაღალი აზრისა შეიქმნები შენს თავზე ან გაუწონასწორებელ ჯადოქარს დაემგვანები, მე ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ უძველეს ჯადოქრებს ჩრდილი მივაყენო, არამედ იმიტომ, რომ შენ მათი შეცდომებისგან თავი დაიცვა ,ადრე თუ გვიან შენი შემკრები წერტილი უფრო მოძრავი გახდება , მაგრამ მაინც ისე არა, რომ შენ რისკის ქვეშ აღმოჩნდე ან მედიდური გახდე ან გაუწონასწორებელი.

- როგორ გავექცე ამ ყველაფერ დონ ხუან?

- მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ჯადოქრები მას სიღრმისეულ გაგებას ეძახიან. მე მას ადამიანსა და ცოდნას შორის რომანს ვეძახი , ჯადოქრებისთვის ის მამოძრავებელი ძალაა შემეცნებაში კვლევაში საოცარ აღმოჩენებში.

დონ ხუანმა შეცვალა საუბრის თემა და შემკრები წერტილის ფიქსაციის ახსნა განაგრძო. მან თქვა, რომ ბავშვებში შემკრებ წერტილზე დაკვირვებისას ჯადოქრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შემკრები წერტილის ბუნებრივი დგომარეობა თავიდანვე მკაცრად განსაზღვრული არ არის, ის გამომუშავდება როგორც ჩვევა. ისინი ხედავდნენ, რომ შემკრები წეტილი ერთ ადგილზე ფიქსირებული აქვთ მხილოდ მოზარდებს და დაასკვნეს რომ მისი ყოველი კონკეტული გადაადიგლება დაკავშიებული იყო რაღაც განსაკუთრებული ფორმით აღქმის გარკვეულ ტიპთან, ხანგრძლივ ჩვევასთან ერთად აღქმის ეს ტიპი ხდება გრძნობიარე მონაცემების ინტერპრეტაციის სისტემა.

დონ ხუანმა აღნიშნა, რომ ვინაოდან ჩვენ ჩართულები ვიყავით ამ სისტემაში , აღზრდილები მასთან შესაბამისობაში , ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ მოცემული აღქმის ინტერპრეტაციის სისტემისადმი მორგებას - ამ სისტემას მივყვებით ცხოვრებაში. ამიტომ ძველი ჯადოქრები არ ცდებოდნენ, როცა სჯეროდათ, რომ არსებობდა ამ სისტემაზე უარის თქმის შესაძლებლობა და ენერგიის უშუალო აღქმა , რის შედეგადაც ადამიანი ხდება ჯადოქარი.

თითქოსდა გაოცებით, დონ ხუანმა აღნიშნა, რომ ე.წ საზოგადოებრივი აღქმის უდიდესი მიღწევა მდგომარეობს შემკრები წერტილის მისთვის ჩვეულ მდგომარეობაში დამაგრებაში. რადგან მას შემდეგ, რაც ის მოცემულ მდგომარეობაში ჩერდება , ჩვენს აღქმას ადვილად შეუძლია აღწერის და გადმოგვცეს ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. სხვა სიტყვებით, ასე იოლია ჩვენთვის აღვიქვათ მხოლოდ ის, რასაც სისტემა გვთვაზობს და არა ის, რასაც რეალურად ვგრძნობთ. მან დამარწმუნა რომ ადამიანების აღქმა ერთტიპიურია მთელს სამყაროში, რადგან კაცობრიობის ყველა წარმომადგენლის შემკრები წერტილი ერთნაირადაა ფიქსირებული.

ის აგრძლებდა მოყოლას: ჯადოქრები თავად დარწმუნდნენ ყველაფერ ამაში, როდესაც დააკვირდნენ შემკრები წერტილის გარკვეული საზღვრი იქით გადანაცვლებას, რამაც მსოფლიოს ენერგეტიკული ძაფების ახალი წყება ჩაითრია. ამასთან ერთად, რაც წინა ეტაპზე საბოლოო რეალობა იყო, ახალ ეტაპზე აზრს კარგავდა. ამ უაზრობის მთელი მიზეზი ისაა, რომ გრძნობის ორგანოები აღქმის სხვა მონაცემებს იყვენებენ, რასაც მოსდევს ის, რომ ჩვენი ინტერპრეტაციის სისტემა უსარგებლოს იმის ასახსნელად რასაც ვგრძნობთ.

- აღქმა სისტემის გარეშე რა თქმა უნდა ქაოტურია - განაგრძო დონ ხუანმა - მაგრამ საოცარია ის, რომ როცა ჩვენ ვთვლით რომ სავსებით დავკარგეთ ორიენტაცია, ჩვენი ძველი სისტემა ისევ იღვიძებს, ის გვეხმარება და უსისტემო შეგრძებებს ზედმიწევნით მოწესრიგებულ სამყაროდ აქცევს. ეს შენ დაგემართა როცა მესკიტის ხის ფოთლებს უყურებდი.

- სინამდვილეში რა დამემართა დონ ხუან?

- გარკვეული პერიოდი შენი აღქმა ქაოტური იყო, შენ ყველაფერს ერთდროულად ხედავდი ,და შენი სამყაროს ინტერპრეტაციის სისტემამ არ იმუშავა, მერე ქაოსი მოწესრიგდა და შენ ახალი სამყაროს წინაშე წარსდექი.

- დონ ხუან, ჩვენ ისევ იქ დავბრუნდით სადაც ადრე ვიყავით, არსებობს ეს სამყარო თუ ეს უბრალოდ ჩემი გონების მიერაა შექმნილი?

- ჩვენ ისევ იქ დავბრუნდით და პასუხიც იგივე დარჩა, ის არსებობს შენი შემკრები წერტილის მდებარეობის გარკვეულ მონაკვეთში. ის რომ შეიმეცნო, მასთან ჰარმონია გჭირდება, ანუ შენ უნდა გააჩერო შემკრები წერტილი იმ მდგომარეობაში რასაც შენ აკეთებდი, შედეგად გარკვეული დროის განმავლობაში ცხადად ხედავ ახალ სამყაროს .

- სხვებსაც შეუძლიათ ამ სამყაროს აღქმა?

- თუ შემკრები წერტილის მსგავსი მდებარეობა და ჰარმონიის მსგავსი დონეც ექნებათ მაშინ შეძლებენ. შემკრები წერტილის მდებარეობას და ამასთან სამყაროსთან ჰარმონიის შეთანხმებით მოქმედებას უძველესი ჯადოქრები აღქმის სტალკინგს ეძახდნენ. სტალკინგის ხელოვნება , - განაგრძობდა ის - ნიშნავს შემკრები წერტილის ფიქსაციას, თავიანთი პრაქტიკის წყალობით ძველი ჯადოქრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა მანიშვნელოვანი იყოს შემკრები წერტილის გადადგილება, მაინც უფრო მნიშნელოვანია მისი ახალ ადგილას ფიქსაცია, როგორიც არ უნდა იყოს ის.

იგი მიხსნიდა, რომ თუ შემკრები წერტილის ფიქსაცია ვერ ხერხდება, მაშინ მისი ჰარმონიულად აღქმა არაფრით არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღვიქვამთ ერთმანეთთან დაკავშირებული ხატების კალეიდოსკოპიურ სურათს. ამიტომ უთმობდნენ უძველესი ჯადოქრები სტაკლინგს ამდენ ყურადღებას, რამდენსაც სიზმარხილვას, ერთი ხელოვნება ვერ იარსებებს მეორის გარეშე, განსაკუთრებით ისეთი მოქმედებებისას რასაც ძველი ჯადოქრები ჩადიოდნენ.

- რა მოქმედებები იყო ეს დონ ხუან?

- უძველესი ჯადოქრები ამას მეორე ყურადღების დახვეწას ეძახდნენ, ანდა შეუცნობელში მოგზაურობას .

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ეს მოქმედებები ეფუძნებოდა შემკრები წერტილის გადაადგილებას. უძველეს ჯადოქრებს არამარტო შეეძლოთ თავიანთი შემკრები წერტილის გადაადგილება უამრავ განსხვავებულ მდგომერეობაში თავისი ენერგეტიკული სხეულის გასწვრივ და შიგნით, არამედ ამ მდგომარეობაში დაფიქსირებაც და ჰარმონიის მიღწევაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

- რა საჭიროა ყველაფერი ეს დონ ხუან?

- ჩვენ ვერ ვიტყვით რისკენ მიისწრაფვოდნენ ისინი, მაგრამ შეგვიძლია იმაზე ვილაპარაკოთ რას მიაღწიეს.

მან ამიხსნა, რომ ძველ ჯადოქრებს შეეძლოთ ისეთი სრულყოფილი ჰარმონიის მიღწევა, რომლითაც შეიმეცნებდნენ ყველაფერს, რაც მათი შემკრები წერტილის კონკრეტულ მდგომარეობას შეესაბამებოდა, მათ შეეძლოთ გადაქცევა, რადაც უნდოდათ იმ გრძელი სიიდან რომელიც მისი სიტყვებით განსხვავებულ არსებათა დეტალურ აღწერას წარმოადგენდა, მაგალითად იაგუარად, ჩიტად, მწერად , და ა.შ.

აგრეთვე მითხრა, რომ უძველესი ჯადოქრების შემკრებ წერტილს ჰქონდა შესაშური გადაადგილების უნარი, მათ მხოლოდ მისი ოდნავ გაწევა სჭირდებოდათ, სიზმარხილვისეულ სულ მცირე თავისებურებებთან შესაბამისობაში, და მაშინვე აღქმის სტალკინგის დახმარებით ისინი აღწევდნენ საჭირო ჰარმონიას გარე სამყაროსთან, - ხდებოდნენ სხვა ადამიანები, ცხოველები, ჩიტები, საერთოდ ნებისმიერი რამ.

- და განა სულით ავადმყოფები იგივეს არ აკეთებენ ? განა ისინი თავად არ ქმნიან თავიანთ რეალობას ? - ვკითხე მე

- არა ეს ერთი და იგივე არ არის . შეშლილები წარმოიდგენენ თავიანთ რეალობას ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე. ისინი ქაოსს ქმნიან ქაოსიდან. ჯადოქრები მათგან განსხვავებით აწესრიგებენ ქაოსს, მათი მუდმივი გლობალური მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ გაანთავისუფლონ თავიანთი აღქმა. ჯადოქრები არ იგონებენ მათ ათქმულ სამყაროს, ისინი უშუალოდ შეიგრძნობენ ენერგიას, შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ აღიქვამენ რაღაც უცნობ ახალ სამყაროს, მაგრამ ის ისევე რეალურია, როგორც ყველაფერი ის, რაც ჩვენ უკვე ვიცით.

მერე დონ ხუანმა ახალი ახსნა მოუძებნა იმას, რაც მემართებოდა, როცა მესკიტის ხეს ვუყურებდი. მან მითხრა, რომ მე დასაწყისში ხის ენერგიას შევიგრძნობდი, სუბიექტურ დონეზე მე ვრგძნობდი, რომ მძინავს, რადგან ენერგიის შეგრძნებისთვის სიზმარხილვის ტექნიკას ვიყენებდი. მან აღნიშნა, რომ ამ ტექნიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელსაც ძველი ჯადოქრები იყენებდნენ. ეს იძლევა საშუალებას, აღვიქვათ ენერგია ზუსტად ისე, როგორც სიზმარში და არა ერთბაშად და ქაოტურად. შემდეგ დგება მიმენტი როცა რაღაცა ცვლის აღქმას და ჯადოქარი აღმოჩნდება პირისპირ ახალ სამყაროსთან - ისევე როგორც ეს მე დამემართა.

მე გავუმხილე მას ერთ მოსაზრების შესახებ, რომელიც ძლივს გავბედე გამომეთქვა. ჩემი დანახული პანორამა არც სიზმარი იყო და არც ჩვეულებრივი სამყარო.

- არა ის არ იყო არც ერთი და არც მეორე, - მითხრა მან, - მე შენ ამას ისევ და ისევ შეგახსენებ, შენ კი ფიქრობ, რომ ერთი დაიგივეს ვიმეორებ, მე ვიცი რა ძნელია გონებისათვის სხვა წარმოუდგენელი სამყაროს არსებობის დაშვება, მაგრამ ახალი სამყაროები არსებობენ, ისინი გარს ერტყმიან ერთმენთს და რაღაც ხახვის მსგავსს ქმნიან, ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ხახვის ერთი ფენაა.

- დონ ხუან შენ იმის თქმა გინდა, რომ შენი სწავლების არსი ჩემი ახალი სამყაროსთვის შემზადებაა?

- არა, მე სულ სხვა რამის თქმა მინდა, ჩვენ მხოლოდ სავარჯიშოს სახით გადავდივართ ახალ სამყაროში. ეს მოგზაურობა ძველი ჯადოქრების გატაცება იყო. ჩვენც მათ მსგავსად სიზმარხილვას მივმართავთ, მაგრამ ჩვენ სრულიად სხვა პრინციპებით ვხელმძღვენელობთ, უძველესი ჯადოქრები შემკრები წერტილის ბიძგს ამჯობინებდნენ, მაგრამ ისინი ყოველთვის თავდაჯერებულნი იყვნენ და მეტნაკლებად იცოდნენ ეს მგომარეობები, ჩვენ კი მოძრაობას ვამჯობინებთ, უძველესი ჯადოქრები ადამიანისთვის ამოუცნობს ეძებდნენ, ჩვენ კი ზეადამიანურ შეუცნობელს.

- მე ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე ამას ხომ?

- არა, შენ მხოლოდ იწყებ. თავიდან ყველა უძველესი ჯადოქრების ნაკვალევს მიყვება, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მათ შექმნეს სიზმარხილვა .

- მაშინ, ასეთ შემთხვევაში მე ახალი მაგების სიზმარხილვის შესწავლას დავიწყებ.

- შენ კიდევ ბევრის გაკეთება მოგიწევს. შეიძლება ამას წლებიც დაჭირდეს . თანაც ყველაფერთან ერთად მე შენთან განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებს. შენი ხასიათი ძალიან გავს უძველესი ჯადოქრებისას. მე გაგაფრთხილე ამაზე, მაგრამ შენ ყოველთვის ახერხებ ჩემს რჩევებს გვერდი აუარო. ხანდახან მე ისიც კი მეგონა, რომ რაღაც ახალი ენერგია ხდებოდა შენი მრჩეველი, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ, შენ გულწრფელი ადამიანი ხარ.

- რა გაქვს მხედველობაში დონ ხუან?

- შენ შენდაუნებურად ორი ისეთი რამ ჩაიდინე, რამაც ძალიან ამაღელვა. პირველივე სიზმარხილვაში შენ ენერგეტიკული სხეულით იმოგზაურე ამ სამყაროს მიღმა. შენ იქ უბრალოდ სერნობდი! შემდეგ ენერგეტიკული სხეულით კიდევ ერთ ადგილას წახვედი, , მაგრამ აღქმის ჩვეულ მდგომარეობაში შენ ეს არ გახსოვს .

- ეს რატომ გაწუხებს დონ ხუან?

- სიზმარხილვა შენთვის ძალიან ადვილია და ამაშია შენი უძლურება. თუ ამ საკითხს საჭირო ყურადღებას არ დაუთმობ, სიზმარხილვას ადამიანისთვის შეუცნობელში გადაყავხარ, ხოლო თანამადროვე ჯადოქრები ცდილობენ ზეადამიანურ შეუცნობელს მიაღწიონ.

- რა არის ეს ზეადამიანური შეუცნობელი?

- ყველაფერ ადამიანურისგან თავისუფალი. ეს წარმოუდგენელი სამყაროა, რომელიც ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს სცილდება, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მიიღწევა ჩვენთვის. ამისკენ მიდიან თანამედროვე ჯადოქრები . მათი მისწრაფებები ადამიანური ინტერესებისგან ძალიან შორსაა, იმ ინეტერსების მიღმა მდებარეობს ყოვლის მომცველი სამყაროები. მათ შორის არა მხოლოდ ცხოველთა და ფრინველთა სამყოფელი, თუმცა ისინის კი მიუწვდომელია ადამიანისთვსი. ის რაზეც მე ვსაუბრობ ჩვენს მსგავს სამყაროს წამრმოდგენს, უსარულო სივრცით.

- სად არის ეს სამყაროები დონ ხუან? შემკრები წერტილის სხვა მდგომარეობაში?

- სწორია, შემკრები წერტილის სხვა მდგომარეობაში, მაგრამ ჯადოქრებისთვის ის მხოლოდ შემკრები წერტილის მოძრაობითაა ხელმისაწვდომი, და არა ბიძგით. ამგვარი მოგზაურობები შესაძლებელია მხოლოდ დღევანელი ჯადოქრებისთვის. უძველესი ჯადოქრები შორს იყვნენ ამისგან, რადგან ამგვარი მოგზაურობები ჯადოქრისგან მოითხოვს უძლიერეს მიჯაჭვულობას და საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვნების მთლიან უარყოფას მის ნებისმიერ გამოვლნებაში, უძველეს ჯადოქრებს არ შეეძლოთ ამხელა მსხვერპლის გაღება. ჯადოქრებისთვის, რომლებიც დღეს სიზმარხილვაში ვარჯიშობენ, ეს სიზმარხილვა არის საშუალება მიაღწიონ სამყაროებს, რომლებიც არც ერთ წარმოსახვაში არ ჯდება .

- და რა საჭიროა მათი მიღწევა?

- შენ დღეს უკვე მკითხე ეს. ნამდვილი ვაჭარივით მსჯელობ. ეს სახიფათოა ? მეკითხები,რა პროცენტით გაიზრდება ჩემი წილი? ასე ჩემთვის უკეთესი იქნება? ამ კითხვებზე პასუხებიცაა შესაძლებელი. ვაჭრის გონება შემოსავლის მიღებას დატრიალებს. მაგრამ თავისუფლება წილებსა და მოგებას არ ეფუძნება, თავისუფლება ეს თავგადასავალია რომელსაც არ აქვს დასასრული, რომელსაც ვწირავთ სიცოცხლეს და მეტსაც, ვიდრე სიცოცხლეა, რამოდენიმე წუთისთვის, რაც ყოველგავარ სიტყვაზე , აზრზე და გრძნობაზე მაღლა დგას.

- მე სხვა რა მქონდა მხედელობაში კითხვის დასმისას დონ ხუან. მე მაინეტრესებს, რამ შეიძლება აიძულოს ისეთი არაფრის მაქნისი უსაქმური, როგორიც მე ვარ, ამ ყველაფერს მიაღწიოს.

- თავისუფლების ძიება - ესაა ერთადერთი მამოძრავებელი ძალა რომელიც მე ვიცი. ესაა თავისუფლება გაფრინდე უსარულობაში, რომელიც სადღაც იქ არის. ესაა თავისუფლება მიყვე და გაქრე სამუდამოდ, ესაა თავისუფლება სანთლის ალს მიემსგასო, რომელიც ჩაუმქრალი რჩება უთვალავი ვარსკვლავით განათებულ სამყაროში, ჩაუმქრალი კი იმიტომ რჩება, რომ თავის თავს არაფრით იმაზე მეტად არ თვლის, რაც არის - სანთლად.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff