მოლეკულა "მეტი"

დანიელ ლიბერმანი და მიშელ ლონგი
5
1

როგორ აღძრავს თქვენს ტვინში ერთი ქიმიური ნივთიერება სიყვარულს, სექსს და კრეატიულობას - და როგორ განსაზღვრავს იგი ადამიანური რასის ბედისწერას

შესავალი

 როგორ აღძრავს თქვენს ტვინში ერთი ქიმიური ნივთიერება სიყვარულს, სექსს და კრეატიულობას - და როგორ განსაზღვრავს იგი ადამიანური რასის ბედისწერას

 ავტორები: დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი

 მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე 

 

 "თავდაპირველად, ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (გამოსვლა; 1:1).

 ზემდგომი, ქვემდგომის პირისპირ

   ქვემოთ დაიხედეთ. რას ხედავთ? თქვენს ხელებს, თქვენს მაგიდას, იატაკს, შესაძლოა, ფინჯან ყავას, ლეპტოპს ან გაზეთს. რა აქვთ მათ საერთო? ეს ის საგნებია, რომელთაც შეგიძლიათ შეეხოთ. როდესაც ქვემოთ იყურებით, თქვენ ხედავთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ნივთებს, რომლის გაკონტროლება, სხვა ადგილზე გადატანა და მანიპულირება შეგიძლიათ ყოველგვარი დაგეგმვის, ძალისხმევისა ან ფიქრის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება თქვენი მუშაობის შედეგი, სხვების სიკეთე ან ბედისწერის საჩუქარი, რასაც თქვენ ხედავთ, როდესაც ქვევით იყურებით, თქვენია. ისინი თქვენს საკუთრებაშია. 

  ახლა მაღლა აიხედეთ. რას ხედავთ? ჭერი, სურათები კედელზე ან ფანჯარა და მის მიღმა დანახული ნივთები: ხეები, სახლები, შენობები, ღრუბლები, ცა - რაც არ უნდა იყოს ჰორიზონტზე. რა აქვთ მათ საერთო? თქვენ მათ უნდა მიაღწიოთ, დაგეგმოთ, იფიქროთ, გამოთვალოთ. თუნდაც ეს ძალიან მცირედში გამოიხატებოდეს, იგი მაინც მოითხოვს კონცენტრირებულ ძალისხმევას. განსხვავებით იმისგან, რასაც ვხედავთ, როდესაც ქვემოთ ვიყურებით, ზემოთა სფერო გვაჩვენებს იმას, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ვიმუშავოთ იმისთვის, რათა მივიღოთ. 

  მარტივად ჟღერს, რადგან მართლაც ასეა. თუმცა ტვინისთვის ეს განსხვავება არის კარიბჭე ორ საოცრად განსხვავებულ აზროვნების მოდელს შორის - ეს არის სამყაროსთან ურთიერთობის ორი სრულიად განსხვავებული გზა. თქვენს ტვინში, ქვემოთ არსებული სამყარო იმართება რამდენიმე ქიმიური ნივთიერებით - მათ ნეირომედიატორებს უწოდებენ. - რომელიც საშუალებაც გაძლევთ განიცადოთ კმაყოფილება და სიამოვნება იმით, რაც აქ და ახლა გაქვთ. მაგრამ როდესაც თქვენი ტვინი გარესამყაროს ფართო ასპექტებზე კონცენტრირებს, მასში აქტიურდება სხვა ქიმიური ნივთიერება - ერთადერთი მოლეკულა - რომელიც არა მხოლოდ საშუალებას გაძლევთ გადახვიდეთ იმ სფეროს მიღმა, რაც თქვენს ხელთაა, არამედ გაძლევთ მოტივაციას, აკონტროლოთ და ფლობდეთ სამყაროს, თქვენი უშუალო წვდომის მიღმა. ეს მოლეკულა გიბიძგებთ საგნები სადღაც შორს ეძიოთ; მოძებნოთ როგორც ფიზიკური საგნები, ასევე ისეთებიც, რომლებსაც ვერ ხედავთ, როგორებიცაა ცოდნა, სიყვარული და ძალა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება კოსმოსური ხომალდით მთვარეზე ფრენა თუ დროისა და სივრცის მიღმა ღმერთის თაყვანისცემა. ეს ნივთიერება გვაძლევს ბრძანებას ნებისმიერ მანძილზე, იქნება ეს გეოგრაფიული თუ ინტელექტუალური. 

  ზემოხსენებული ქიმიკატები - დავარქვათ მათ "აქ და ახლა" - გაძლევთ საშუალებას გამოსცადოთ ის, რაც თქვენ წინაშეა. ისინი გაძლევენ უნარს მიირთვათ და ისიამოვნოთ, ან იქნებ, იბრძოლოთ და ახლავე უკანმოუხედავად გაიქცეთ. ზემოთა ქიმიკატები განსხვავებულია. ისინი გვაიძულებენ ვისურვოთ ის, რაც ჯერ არ გვაქვს და გვიბიძგებს ახლის ძიებისაკენ. ეს გვაჯილდოებს როდესაც მას ვემორჩილებით და გვტანჯავს, როცა უგულებელვყოფთ. ეს არის შემოქმედებისა და კრეატიულობის წყარო უფრო ფართო სპექტრის, სიგიჟის ზღვარზე. ეს არის ერთდროულად დამოკიდებულების გასაღები და გამოჯანმრთელების გზა; ბიოლოგიის ეს მცირე ასპექტი ამბიციურ აღმასრულებელს წარმატებისკენ სწრაფვისას ყველაფრის გაწირვას აიძულებს, რის გამოც წარმატებული მსახიობები, მეწარმეები და შემოქმედები ისევ და ისევ აგრძელებენ მუშაობას მას შემდეგაც, როდესაც მიიღებენ ფულსა და დიდებას, რომლის შესახებაც ოდესმე უოცნებიათ. იგი აიძულებს კმაყოფილ ქმარს ან ცოლს გარისკოს ყველაფერი, სხვისი მღელვარებისთვის. სწორედ ეს არის წყურვილის სათავე, რომელიც მეცნიერებს უბიძგებს ახსნა-განმარტებების მოძებნისაკენ, ხოლო ფილოსოფოსებს წესრიგის, მიზეზისა და მნიშვნელობის ახსნისკენ. 

  ამიტომაც ვუყურებთ ცას, გამოსყიდვისა და ღმერთის აღმოჩენისათვის; ზეცა მაღლაა, დედამიწა კი დაბლა. ეს არის საწვავი, ჩვენი ოცნებების მამოძრავებელი მექანიზმისთვის. ესაა ჩვენი სასოწარკვეთის წყარო, როდესაც შედეგად წარუმატებლობას ვღებულობთ. სწორედ ამიტომ ველტვით ისევ და ისევ წარმატების მიღწევას. ხოლო მიღწევის შემდეგ კმაყოფილება გვეუფლება. 

  სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არასდროს ვართ ბედნიერი დიდი ხნის განმავლობაში.

  თქვენი ტვინისთვის, ერთი პატარა მოლეკულა არის მთავარი მრავალფუნქციური მოწყობილობა, რომელიც ათასობით ნეიროქიმიური პროცესის მეშვეობით მოგვიწოდებს სიამოვნება ვეძებოთ უბრალოდ აქ და ახლა, ყოფნის მიღმა, სამყაროს შესაძლებლობების შესწავლისაკენ, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ჩნდება. ყველა ძუძუმწოვარს, ქვეწარმავალს, ფრინველსა და თევზს ეს ქიმიკატი საკუთარ ტვინში აქვს, მაგრამ არც ერთ არსებას არ აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანს. ეს არის ერთდროულად დალოცვა და წყევლა, მოტივაცია და ჯილდო. ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი და პლიუს ერთი აზოტის ატომი - ეს არის მარტივი ფორმა და რთული შედეგი. ესაა დოფამინი და იგი მოგვითხრობს ამბავს, არც მეტი არც ნაკლები, ადამიანის ქცევის შესახებ. 

  თუ გსურთ ახლავე იგრძნოთ ეს, ამის გაკეთება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. 

  ზემოთ აიხედეთ. 

  ჩვენ შევფუთეთ ეს წიგნი ყველაზე საინტერესო მეცნიერული ექსპერიმენტებით, რომლის აღმოჩენაც შევძელით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ნაწილი სპეკულაციურია, განსაკუთრებით გვიანდელი თავები. გარდა ამისა, არის ადგილები სადაც ზედმეტად ვამარტივებთ მასალის უკეთ გაგებისათვის. ტვინი იმდენად რთული მექანიზმია, რომ ყველაზე დახვეწილმა ნეირო-მეცნიერმაც კი უნდა გაამარტივოს ტვინის მოდელი, რათა ადვილად გასაგები გახადოს იგი. ასევე, მეცნიერება ძალიან არეულია. ზოგჯერ კვლევები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და გარკვეული დროა საჭირო იმის დასადგენად, თუ რომელი შედეგებია სწორი. მტკიცებულებების მთელი სერიების განხილვა მკითხველისათვის სწრაფად გახდებოდა დამღლელი, ამიტომ ისეთი კვლევები შევარჩიეთ, რომელთაც დარგში მნიშვნელოვანი კუთხით მოახდინეს გავლენა და რომელიც მეცნიერულ აზრთა თანხმობას ასახავს, როდესაც კონსესუსი არსებობს. 

  მეცნიერება არ არის მხოლოდ არეული; ზოგჯერ შეიძლება ადამიანური ქცევის გაგების ძიება ძალიან უცნაური იყოს და მის აღმოჩენას უცხო ფორმები დასჭირდეს. ეს არ ჰგავს სინჯარაში ქიმიკატების შესწავლას ან ცოცხალ ადამიანში ინფექციების დაკვირვებას. ტვინის მკვლევარებმა ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ქცევების გამოწვევის გზებს უნდა მიაგნონ. საუბარია მგრძნობიარე ქცევებზე, რომლებიც გამოწვეულია ისეთი ვნებებით, როგორებიცაა შიში, სიხარბე ან სექსუალური ლტოლვა. როცა ამის შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენ ვირჩევთ კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს ამ უცნაურობას. 

 ადამიანთა კვლევა, ყოველი მისი ფორმით, ძალზედ სახიფათოა. ეს არ არის იგივე, რაც კლინიკური დახმარება, რომელშიც ექიმი და პაციენტი ავადმყოფობის სამკურნალოდ ერთობლივად მუშაობენ. ასეთ შემთხვევაში, ისინი ირჩევენ ნებისმიერი მკურნალობის მეთოდს, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ იმუშავებს და მიზანს პაციენტის გამოჯანმრთელება წარმოადგენს. 

  მეორე მხრივ, კვლევის მიზანი სამეცნიერო კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ბევრს მუშაობენ თავიანთი მონაწილეებისთვის რისკების შესამცირებლად, მეცნიერება პირველ ადგილზე უნდა იდგეს. ზოგჯერ, ექსპერიმენტულ მკურნალობაზე წვდომა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს, მაგრამ, როგორც წესი, კვლევის მონაწილეები ექვემდებარებიან რისკებს, რომელთაც ისინი რეგულარული კლინიკური მოვლის დროს არ განიცდიან. 

  კვლევებში მონაწილე მოხალისეები საკუთარ უსაფრთხოებას ავადმყოფების სასარგებლოდ სწირავენ, რომლებიც უკეთესი ცხოვრებით ისარგებლებენ, თუ კვლევა წარმატებული იქნება. ეს ჰგავს მეხანძრეს, რომელიც ცეცხლმოკიდებულ შენობაში ჩარჩენილი ხალხის გადასარჩენად შევარდება და სხვათა კეთილდღეობის ხარჯზე საკუთარ თავს საფრთხეში იგდებს. 

  მთავარი ელემენტი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ კვლევის მონაწილემ ზუსტად უნდა იცოდეს, რაში ჰყოფს თავს. ამას ეწოდება ინფორმირებული თანხმობა და ჩვეულებრივ, მოქმედებაში ვრცელი დოკუმენტის სახით მოდის, სადაც დეტალურად არის ახსნილი კვლევის მიზანი და შესაძლო რისკები. ეს კარგი სისტემაა, მაგრამ არა სრულყოფილი. მონაწილეები დოკუმენტს ყოველთვის ფრთხილად არ კითხულობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ძალიან გრძელია. ზოგჯერ მკვლევრები ყველაფერს ტოვებენ, რადგან ტყუილი სწავლის არსებითი ნაწილია. მაგრამ, ზოგადად, მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ რათა დარწმუნდნენ, რომ მონაწილეები მზად არიან პარტნიორობისათვის, ადამიანური ქცევების საიდუმლოებათა შესწავლისას.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff