თავი მესამე - დომინაცია
რამდენად შორს გაქაჩავ?
საკითხი, რომელშიც დოფამინი გვიბიძგებს გადავლახოთ სირთულეები, უბედურებები, ემოციურობა და ტკივილი, რათა შეგვეძლოს გავაკონტროლოთ ჩვენი გარემო.
დაგეგმვა და გამოთვლა
მხოლოდ რაღაცის სურვილი იშვიათად მოგცემთ რაიმეს. აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, როგორ უნდა მიიღოთ იგი, ან ღირს თუ არა საერთოდ მასზე ძალისხმევის დახარჯვა. სინამდვილეში, როდესაც რაღაცას ისე ვაკეთებთ, რომ მასზე საერთოდ არ ვფიქრობთ, წარუმატებლობა ყველაზე ცუდი შედეგი არც არის. დიახ, ამაზე უარესი შედეგებიც არსებობს. შედეგები შეიძლება ვლინდებოდეს ჭარბი საკვების მიღებიდან დაწყებული, აზარტულ თამაშებზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით დამთავრებული ნებისმიერი შესაძლებლობით.
სურვილის დოფამინი გვაიძულებს, რაიმესადმი ლტოლვა გაგვაჩნდეს. ის არის სურვილის წყარო: მომეცით მეტი, მეტი მინდა. მაგრამ ლოგიკურია, რომ ჩვენ არ უნდა ვწყალობდეთ ჩვენს სურვილებს უმართავად და დაუოკებლად. ჩვენ ასევე ვფლობთ დოფამინის დამატებით წრეს, რომელიც ანხორციელებს გამოთვლას, რა სახის "მეტი" ღირს ძალისხმევად. იგი გვაძლევს დაგეგმარების შესაძლებლობას, - შევადგინოთ სტრატეგია და დომინირება მოვახდინოთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე, რათა მივიღოთ ის, რაც გვინდა. როგორ ასრულებს ერთი ქიმიკატი ორივე სამუშაოს? იფიქრეთ რაკეტის საწვავზე, რომელიც კოსმოსური ხომალდის მთავარ ძრავებს კვებავს. ეს არის საწვავი, რომელიც რაკეტას მიმართულებისკენ უბიძგებს ან შესაძლოა შესანელებლად ფუნქციონირებდეს. ყველაფერი დამოკიდებულია გზაზე, რომელსაც საწვავი აალებამდე გადის - ეს არის სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც ერთად მუშაობს კოსმიური ხომალდის დანიშნულების ადგილამდე მისვლის მიზნით. ანალოგიურად, დოფამინი რომელიც ტვინის სხვადასხვა წრეში მოძრაობს, სხვადასხვა მიზნისკენ განსხვავებულ ფუნქციებს იძლევა. ეს არის დაუნდობელი ფოკუსირება მომავლის გაუმჯობესებისკენ.
მოთხოვნილებები მომდინარეობს დოფამინისგან, რომელიც მეზოლიმბურ წრეში გადის. ამას ჩვენ დოფამინის სურვილის წრეს ვუწოდებთ. დაგეგმვა და გამოთვლა - სიტუაციებში დომინირების საშუალებები - მომდინარეობს მეზოკორტიკალური სქემიდან, რომელსაც დოფამინის კონტროლის წრე დავარქვით. რატომ ვუწოდებთ მას კონტროლის წრეს? რადგან მისი მიზანია დოფამინის უკონტროლო მისწრაფებები მართოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს. იგი წარმართავს ენერგიას და მიმართავს მომგებიანი მიზნებისაკენ. ასევე, აბსტრაქტული ცნებების და წინდახედული სტრატეგიების გამოყენებით, იგი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროზე და დავამყაროთ დომინანტური კონტროლი.
გარდა ამისა, დოფამინის კონტროლის წრე წარმოსახვის წყაროა. ეს საშუალებას გვაძლევს თვალი გავუსწოროთ მომავალს და დავინახოთ გადაწყვეტილებების შედეგები; არჩევანის გაკეთებით ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომელი მომავალი გვირჩევნია რომ გვქონდეს. და ბოლოს, რის საშუალებას გვაძლევს იგი დაგეგმარების გზით, ანუ როგორ გავხადოთ წარმოსახვითი მომავალი რეალურ გამოცდილებად. ისევე როგორც სურვილის წრე ზრუნავს იმაზე, რაც ახლა არ გაგვაჩნია, კონტროლის დოფამინიც არარეალურ სამყაროში არსებულ შესაძლებლობებზე მუშაობს. ორივე წრე ფუნქციონირებას ერთსა და იმავე ადგილას იწყებს, მაგრამ სურვილის წრე ტვინის იმ ნაწილში მთავრდება, რომელიც მღელვარებასა და ენთუზიაზმს იწვევს, ხოლო კონტროლის წრე შუბლის იმ ნაწილებამდე მიდის, რომელიც ლოგიკურ აზროვნებაშია სპეციალიზებული.
ამგვარად, ორივე წრე გვაძლევს შესაძლებლობას განვიხილოთ „ფანტომები“ - საგნები, რომლებიც ფიზიკურად არ არსებობს. სურვილის დოფამინისთვის ფანტომი არის ის, რისი ფლობაც გვსურს, მაგრამ ამჟამად არ გვაქვს. ვიმედოვნებთ რომ იგი მომავალში გვექნება. კონტროლის დოფამინისთვის ფანტომი არის წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების სამშენებლო ბლოკები: იდეები, გეგმები და აბსტრაქტული ცნებები.
კონტროლის დოფამინს, სურვილის დოფამინის პრიმიტიული "მინდას" მიღმა მივყავართ. იგი ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ანალიზისა და მოდელირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს გვაწვდის, რითაც შესაძლებლობების გაანალიზება, შედარება და დაპირისპირება შეგვიძლია, რათა შევქმნათ გზები, რომლებიც მიზნის მისაღწევად გვჭირდება. ეს არის გაფართოებული და ევოლუციური იმპერატივის კომპლექსური შესრულება: უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტი რესურსის შექმნა. ამის საპირისპიროდ, სურვილის დოფამინი არის უკანა სავარძელზე მჯდომარე ბავშვი, რომელიც მაკდონალდსის, ლეკვების ან სათამაშოების მაღაზიის ყოველი დანახვისას ყვირის: "შეხედე! შეხედე!". კონტროლის დოფამინი არის მშობელი, რომელიც საჭეს მართავს და ფიქრობს, ღირს თუ არა ავტომობილის გაჩერება. კონტროლის დოფამინი, სურვილის დოფამინით აღგზნებას და მოტივაციას საჭიროებს; იგი აფასებს ვარიანტებს, ირჩევს ინსტრუმენტებს და ადგენს სტრატეგიას, რათა მიიღოს ის, რისი მიღებაც სურს.
მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი თავისი პირველი მანქანის შეძენას გეგმავს. თუ მას მხოლოდ სურვილის დოფამინი წარმართავს, პირველივე მანქანას იყიდის, რომელიც მოეწონება. მაგრამ ვინაიდან მას კონტროლის დოფამინიც გააჩნია, შეუძლია ეს იმპულსი დახვეწოს. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ერთი მანქანა მეორეზე უპირატესობას ფლობს. მოდით ვთქვათ, რომ ეს ახალგაზრდა ეკონომისტია და ცდილობს შეიძინოს საუკეთესო მანქანა ყველაზე დაბალ ფასში, რაც კი შესაძლებელია. სურვილის დოფამინის ენერგიაზე წვდომით, იგი საათებს ხარჯავს ინტერნეტში, მანქანის საიტებს ათვალიერებს და მოლაპარაკების სტრატეგიებს განიხილავს. მას სურს იცოდეს ყველა დეტალი, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს საუკეთესო შენაძენის მისაღებად. როდესაც მანქანის დილერთან საუბარი იწყება, იგი იმდენად კარგად არის მომზადებული, რომ აღარაფერი გააკვირვებს. თავს კარგად გრძნობს: იგი დომინირებს მანქანის შესყიდვის ვითარებაზე არსებული ინფორმაციის სრული დაუფლების გზით.
განვიხილოთ სამსახურისკენ მიმავალი ქალბატონი. იგი შემოვლითი მარშრუტით მოძრაობს, რათა თავი აარიდოს პიკის საათში გაჭედვას. როცა სამსახურთან მიდის, მანქანას დაუსახლებელ ავტოფარეხთან აპარკინგებს, რომლის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ქალბატონი თავს კარგად გრძნობს: იგი დომინირებს საკუთარ მგზავრობაზე.
სტრატეგიების დასახვა, გეგმების შედგენა და შემუშავებული "თამაშისთვის" ინფორმაციის მოძიება სახალისოა. რატომ? როგორც ყოველთვის, დოფამინის ფუნქცია ევოლუციისა და გადარჩენის იმპერატივიდან მოდის. დოფამინი გვიბიძგებს ჩვენი რესურსების მაქსიმალიზაციისკენ - ეს არის რაღაცის გულმოდგინედ გაკეთება, მომავლის უკეთეს და უსაფრთხო ადგილად ქცევა და ასე შემდეგ, რომელიც დოფამინის მცირედ კმაყოფილებას მაინც გვაძლევს.
გამძლეობა
"მე არ დავმარცხებულვარ. უბრალოდ ვიპოვე ათასი მეთოდი, რომელიც არ მუშაობს".
თომას ედისონი
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც კოლეჯი ახლახან დაამთავრა, მენტალური ჯანმრთელობის ჯანდაცვის სპეციალისტთან მივიდა, რადგან ვერ შეძლო ახალ სამყაროში ნორმალურად ნავიგაცია. სკოლაში დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ უნივერსიტეტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, სტანდარტულად, ოთხ წელიწადში დაამთავრა. მას სჯეროდა, რომ სკოლაში ჩაშენებულმა სტრუქტურამ და მისთვის დამახასიათებელმა ზეწოლამ მისცა იმპულსი, საქმეების დროულად დასასრულებლად, მაგრამ ახლა იგი ნამდვილად დაიკარგა.
მას არ ჰქონდა სამსახური და არც იმაში იყო დარწმუნებული, რისი გაკეთება სურდა. ერთადერთი, რაც აინტერესებდა, მარიხუანას მოწევა იყო. მან ცოტა ხნით სამსახური იშოვა, მაგრამ რამდენიმე დაგვიანებისა და ზოგჯერ მთლიანად გაცდენის გამო მალევე გაანთავისუფლეს. შემდგომში მეგობარმა სამსახური აპოვნინა, მაგრამ ისიც დაკარგა, რადგან აშკარად ჩანდა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებდა შეთავაზებული სამუშაო. იგი უყურადღებო და მოწყენილ ადამიანად გადაიქცა, რის გამოც საბოლოოდ ხალხი უბრალოდ გაურბოდა.
იგივე ხდებოდა ურთიერთობებშიც. სანამ კოლეჯში სწავლობდა, მას ჰქონდა გრძელვადიანი ურთიერთობა ახალგაზრდა გოგოსთან, მაგრამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ მათი ურთიერთობა დასრულდა. მისმა თერაპევტმა ჩათვალა, რომ ეს მოვლენა კარგი იყო, რადგან გოგონა იყენებდა მამაკაცს, ცდილობდა იძულებით ეყიდა მისთვის საჩუქრები და ყველანაირი სახის პასუხისმგებლობას კიდებდა, ხოლო სიყვარულის ნიშნებს ურთიერთობაში საერთოდ არ ავლენდა. მამაკაცმა კარგად იცოდა, რომ მისი გოგონა საერთოდ არ ზრუნავდა მასზე, მაგრამ მაინც აგრძელებდა მასთან ურთიერთობას, მათი კავშირის განახლებისა და გაუმჯობესების იმედით. გოგონა უარს ამბობდა რაიმეს შეცვლაზე, თუმცა განაგრძობდა მამაკაცისგან სარგებლობის მიღებას ყველაფერში, რაშიც შეეძლო.
თერაპია წარუმატებელი გამოდგა. ზოგადად, თერაპია მძიმე სამუშაოა, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცს ამის შემართება არ გააჩნდა. მან გამოიცვალა ოთხი განსხვავებული თერაპევტი, რომლებიც ტექნიკების მრავალფეროვნებას იყენებდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. სამი წლის შემდეგ, მან ჯერ კიდევ არ იცოდა რისი გაკეთება სურდა ცხოვრებაში, მაინც ეწეოდა მარიხუანას და მაინც ცდილობდა თავის ძველ შეყვარებულთან დაბრუნებას.
სამყარო ყოველთვის ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენ მოველით. ადრეულ ასაკში ვსწავლობთ, რომ მალამო კარგად მოქმედებს მსუბუქ დაჟეჟილობებზე, მაგრამ ღრმა ჭრილობებზე იგივე ეფექტი როდი აქვს. წარმატების მიღწევას წლობით შრომა და თავდაპირველი ორიგინალური იდეების მრავალჯერადი გადახედვა სჭირდება. არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ ვიფანტაზიოროთ მომავალთან დაკავშირებით და საკუთარი თავი სამომავლო წარმოდგენებით გავბეროთ. იდეის განსახორციელებლად ფიზიკური სამყაროს უკომპრომისო რეალობასთან ბრძოლაა საჭირო. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გამძლეობაც. დოფამინი - სამომავლო წარმატების ქიმიური ნივთიერება, გზაშია.
გამძლე ვირთაგვების საქმე
ლაბორატორიაში გამძლეობის შესწავლის ერთ-ერთი გზა არის იმის გაზომვა, თუ რამდენად მტკიცედ იმუშავებს ვირთაგვა საკვების მისაღებად. როგორც წესი, ბერკეტზე რამდენიმე დაწკაპუნების შემდეგ ვირთაგვებს მილიდან საკვები მიეწოდებათ. გამძლეობის ხარისხის გამოსათვლელად, მეცნიერები ზრდიან საკვების მისაღებად განკუთვნილი დაწკაპუნების რაოდენობას, რათა გაარკვიონ, სანამდე შეუძლიათ ვირთაგვებს ძალისხმევის გაზრდა.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის მკვლევარებს სურდათ დაენახათ, ტვინში დოფამინის აქტიურობის ცვლილებით, შეეძლოთ თუ არა ვირთაგვებს გამძლეობით მანიპულირება. მათ ვირთაგვებით სავსე გალია კალორიულ დიეტაზე გადაიყვანეს, სანამ მათ წონის 15% არ დაკარგეს - შედარებისთვს, ეს ადამიანის მიერ 25 ფუნტის დაკლების ტოლია. მას შემდეგ, რაც ვირთაგვებს მოშივდათ, მეცნიერებმა ჯილდოს სახით მათ "ბიოსერვის" ტაბლეტები მისცეს. ეს იყო უგემრიელესი საკვები (ყოველ შემთხვევაში, ვირთაგვებისთვის), რომელთაც სხვადასხვანაირი გემო ჰქონდათ, მათ შორის შოკოლადის მარშმალოუ, პინა კოლადა და ბეკონი.
მათ დაიწყეს ვირთაგვების ორ ჯგუფად დაყოფა. პირველი ჯგუფი დაახარისხეს, როგორც საკონტროლო ჯგუფი და არაფერი გაუკეთებიათ დიეტის მიღმა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მეცნიერებმა მათ ტვინში ნეიროტოქსინი გაუკეთეს, რამაც გაანადგურა დოფამინის ზოგიერთი უჯრედი. ამის შემდეგ, ექსპერიმენტი დაიწყო.
პირველი ექსპერიმენტი მარტივი იყო. "ბიოსერვის" მისაღებად, თითოეულ ვირთაგვას მხოლოდ ერთხელ უწევდა ღილაკზე თათის დაჭერა. ვინაიდან მუშაობის საჭიროება არ არსებობდა, - ანუ გამძლეობა საჭირო არ იყო - ამ ექსპერიმენტმა აუცილებელი პირობა დაადგინა: მან აჩვენა, რომ დოფამინის დეფიციტის მქონე ვირთაგვებს ტაბლეტები ისევე მოსწონდათ, როგორც ჩვეულებრივ ვირთაგვებს. თუ დეფიციტის მქონე ვირთაგვებს "ბიოსერვი" აღარ მოუნდებოდათ, მეცნიერები ვერ შეძლებდნენ შეემოწმებინათ რამდენი შრომის გაწევა შეეძლოთ ვირთაგვებს მათთვის. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ვირთაგვებს უფრო მძიმე სამუშაოს შესრულება მოუწიათ:
როდესაც ღილაკების დაწკაპუნების რაოდენობა ერთიდან ოთხამდე გაიზარდა, ვირთაგვებმა ნახევარი საათის განმავლობაში ღილაკს თითქმის ათასჯერ დააწკაპუნეს. დოფამინისგან შედარებით დაცლილი ვირთაგვები ამდენად მოტივირებულები არ იყვნენ, მათ მხოლოდ ექვსასჯერ დააწკაპეს ღილაკს.
როდესაც მოთხოვნა თექვსმეტამდე გაიზარდა, ნორმალურმა ვირთაგვებმა თითქმის ორიათასჯერ დააწკაპეს, ხოლო დოფამინით დაქვეითებულმა ვირთაგვებმა ძლივს გაზარდეს თავიანთი ზეწოლა. ისინი ულუფათა რაოდენობის მხოლოდ მეოთხედს იღებდნენ, მაგრამ ამაზე მეტად შრომის სურვილს არ ამჟღავნებდნენ.
საბოლოოდ, მოთხოვნა ერთი "ბიოსერვის" ტაბლეტისათვის სამოცდაოთხამდე გაიზარდა. ნორმალურმა ვირთაგვებმა მოახერხეს ნახევარ საათში დაწკაპუნების მაჩვენებელი ოცდახუთი ათასამდე გაეზარდათ. დოფამინისგან დაცლილ ვირთაგვებს მაჩვენებელი საერთოდ არ გაუზრდიათ. ფაქტობრივად, იმაზე ნაკლებს აწკაპებდნენ, ვიდრე მანამდე. ისინი უბრალოდ დანებდნენ.
როგორც ჩანს, დოფამინის ნაკლებობა ვირთაგვების მუშაობის სურვილს ამცირებს. მაგრამ კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა იმის დასამტკიცებლად, რომ დოფამინის გადანგურება გამძლეობაზე ახდენს გავლენას და არა მოწონებაზე.
ნაყინის ჭამა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ თუ ახლახანს ძალიან გაძეხით, იმდენი დესერტის მირთმევა აღარ მოგინდებათ, რამდენიც მშიერზე გსურდათ. იმას, თუ რამდენი ნაყინი გინდათ, კავშირი არ აქვს იმასთან, ხართ თუ არა შრომისმოყვარე ან ზარმაცი. უბრალოდ. საკვები ბევრს არაფერს ნიშნავს, როცა არ გშიათ. ასე რომ, მეცნიერებმა ექსპერიმენტში ახალი განზომილება შეიტანეს: მათ დაიწყეს შიმშილით მანიპულირება.
მეცნიერებმა ვირთაგვების ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელთაც კარგად კვებავდნენ და შემდეგ ისინი ექსპერიმენტში ჩართეს. ძალისხმევის ყველა დონეზე - თუნდაც ერთ დაწკაპუნებაზე - წინასწარ გამოკვებილმა ვირთაგვებმა იმის ნახევარი დააწკაპეს, რამდენიც მშივრებმა. როცა მოთხოვნა გაორმაგდა, ძალისხმევაც გაორმაგდა. როცა მოთხოვნა გაოთხმაგდა, ვირთაგვებმა ძალისხმევაც გააოთხმაგეს. მაგრამ ისინი ყოველთვის ჩერდებოდნენ დაწკაპების ნახევარ მაჩვენებელზე, ვიდრე მშიერი ვირთაგვები. არც ერთი მათგანი არ დანებებულა, უბრალოდ იმდენივე მარცვალს აღარ ჭამდნენ, რადგან ძალიან აღარ შიოდათ.
შედეგები დახვეწილ, მაგრამ სასიცოცხლო განსხვავებას აჩვენებს. შიმშილის გრძნობამ (ან მისმა არარსებობამ) შეცვალა გრანულებისადმი დაფასების ხარისხი, მაგრამ ამან არ შეამცირა მათი მუშაობის სურვილი. შიმშილი არის "აქ და ახლას" ფენომენი, რომელიც დაუყოვნებელი გამოცდილებაა და არა მოსალონდელი, რომელიც დოფამინზეა ორიენტირებული. შიმშილით ან სხვა სენსორული გამოცდილებით მანიპულირების შედეგად თქვენ მოქმედებთ მუშაობის შედეგად მიღებული ჯილდოს ღირებულებაზე. მაგრამ ეს არის დოფამინი, რომელიც სამუშაოს შესაძლებელს ხდის: არ არსებობს დოფამინი, არ არსებობს ძალისხმევა.
ეს გვეხმარება იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს დოფამინი არჩევანზე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ შრომისმოყვარეობასა და მარტივ გზას შორის. ხანდახან გვსურს, რომ გემრიელი საკვები მივირთვათ, რისთვისაც მზად ვართ თავად მოვამზადოთ იგი. სხვა დროს, ყველაფერი დაუყოვნებლივ გვინდა, გვეზარება და ვუცდით, როდის მოვა გამოწერილი საკვები. შესაბამისად, ექსპერიმენტის შემდეგი ნაბიჯი გახლდათ არჩევანის ელემენტის დანერგვა.
მეცნიერებმა მოაწყვეს გალია, რომელიც "ბიოსერვის" აპარატით და ლაბორატორიის საჭმლით იყო აღჭურვილი. ლაბორატორიული საჭმელი რბილი და არაფრით გამოჩეული იყო, მაგრამ ადვილად ხელმისაწვდომი - საჭმლის მისაღებად დიდი გარჯა არ იყო საჭირო. ბევრად უფრო გემრიელი "ბიოსერვის" ტაბლეტების მისაღებად ვირთაგვას ღილაკზე ოთხჯერ უნდა დაეწკაპებინა - მინიმალური ძალისხმევაა, მაგრამ მაინც, ძალისხმევაა. ნორმალური დოფამინის მქონე ვირთაგვები საჭმელად სწორედ "ბიოსერვის" ტაბლეტებისკენ წავიდნენ. ისინი მზად იყვნენ ცოტათი ეშრომათ და უკეთესი მიეღოთ. დოფამინით დაქვეითებული ვირთაგვები კი ადვილად ხელმისაწვდომი საკვებისაკენ გაეშურნენ.
ძალისხმევის უნარი დოფამინურია. ძალისხმევის ხარისხზე გავლენა შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა იქონიოს, მაგრამ დოფამინის გარეშე არანაირი ძალისხმევა არ არსებობს.
თვითეფექტურობა: დოფამინი და თავდაჯერებულობის ძალა
ბეკონის არომატიზირებული "ბიოსერვი" ყველაფერია, რაც ვირთაგვას მოტივაციისათვის სჭირდება, ადამიანების შემთხვევაში კი ყველაფერი უფრო რთულადაა. სანამ წარმატებას მივაღწევთ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ წარმატებას მივაღწევთ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს გამძლეობაზე. ჩვენი გამძლეობა იზრდება, როდესაც წარმატებას ადრეულ ფაზაში ვაღწევთ. წონის დაკლების რამდენიმე პროგრამა დაგეხმარებათ დაიკლოთ ექვსი ან შვიდი ფუნტი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს კარგად გათვლილი გზაა, რადგან დიეტის ავტორებმა იციან, რომ თუ თქვენ კვირაში მხოლოდ თითო-ოროლა ფუნტის დაკლებით დაიწყებთ, დიდი ალბათობით მალევე მიატოვებთ ასეთ დიეტას. მათ იციან, რომ თქვენი ინტერესის პრაქტიკული შენარჩუნების მეტი შანსი მაშინ არსებობს, თუ დაინახავთ, რომ მართლა შეგიძლიათ ამის გაკეთება. მეცნიერები ამას თვითეფექტურობას უწოდებენ.
ნარკოტიკები, როგორებიცაა კოკაინი და ამფეტამინი, ზრდიან დოფამინის დონეს და ერთის მხრივ ეს არის თვითეფექტურობის მატება, რომელიც ხშირად პათოლოგიურ მდგომარეობაში გადადის. ადამიანებმა, რომლებიც ამ ნაროტიკებს იღებენ, შესაძლოა მიიღონ უამრავი პროექტი, მაგრამ ამათგან ვერაფერს მიიყვანენ ბოლომდე. ძლიერდამოკიდებულ მომხმარებელს შეიძლება გასაოცარი ბოდვები და ჰალუცინაციები განუვითარდეს. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მათ შესაძლოა ღრმად სწამდეთ, რომ შეუძლიათ ყველაზე გასაოცარი ნაწარმოების დაწერა, რაც კი ოდესმე შექმნილა, ან მოიგონებენ ისეთ მოწყობილობას, რომლებიც სამყაროსეულ პრობლემებს გადაჭრის.
ნორმალურ პირობებში, ძლიერი თვითეფექტურობა ღირებული საშუალებაა. ზოგჯერ მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც თვით-მიღწევის წინასწამერტყველება. თავდაჯერებულობის მომენტში წარმატების მოლოდინს შეუძლია თქვენს თვალწინ არსებული დაბრკოლებები გაადნოს.
დომინაცია აბებში: გვერდითი ეფექტები მოიცავს ოპტიმიზმს, წონის დაკლებას და სიკვდილს
1960-იანი წლების დასაწყისში ექიმები დიდი ენთუზიაზმით უნიშნავდნენ პაციენტებს დოფამინის გამაძლიერებელ ამფეტამინს, როგორც "მხიარულების, გონებრივი სიფხიზლისა და ოპტიმიზმის გასაძლიერებელი საშუალება". ამ რეცეპტების უმეტესობა გაწერილი იყო ქალბატონებისათვის, რომელთაც ორჯერ უფრო ხშირად უნიშნავდნენ ამფეტამინს "მენტალური მდგომარეობის გამოსასწორებლად". როგორც ერთმა ექიმმა აღწერა, ამფეტამინი მათ საშუალებას აძლევდათ "არამხოლოდ შეესრულებინათ საკუთარი მოვალეობა, არამედ რეალურად ესარგებლათ კიდეც მათით". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არ მოგწონთ საჭმლის მომზადება ან გაწმენდა, ამფეტამინი ხელს გიწყობთ საქმის სწრაფი ტემპით შესრულებაში.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დიასახლისური საქმიანობის პროდუქტიულობის გარდა, ამფეტამინი მათ გასუქებაში ხელს უშლიდა და მუდმივად გამხდარ სხეულს უნარჩუნებდა. ჟურნალ Life-ის თანახმად, 1960-იან წლებში მხოლოდ ამ მიზნით ყოველწლიურად ორი მილიარდი ტაბლეტი იწერებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა წონაში დაიკლო, ეს მხოლოდ დროებითია და ამავდროულად ძალიან ძვირი სიამოვნებაც, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მისი მიღების შეწყვეტისას წონა ბრუნდება; გააგრძელებთ მიღებას და ვითარდება დამოკიდებულება, თანაც ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ამიტომაც ყოველ ჯერზე მეტი და მეტი დოზაა საჭირო იგივე ეფექტის მისაღებად. ეს საშიშია. ძალიან ბევრმა ამფეტანიმა შესაძლოა გამოიწვიოს პიროვნული ცვლილებები და არც თუ ისე იშვიათად, იგი იწვევს ფსიქოზს, გულის შეტევას, ინსულტს და სიკვდილს.
"მე ვგრძნობდი თავს მომხიბვლელად, მახვილგონიერად და ჭკვიანად, როცა ადამიანებს ვესაუბრებოდით", აღწერა ამფეტამინის ერთმა მომხმარებელმა. "ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ გავხდი ამპარტავანი, თავხედი და სხვების დამამცირებელი, ჩემი ძმა კი მეუბნება, რომ ნაგავივით ვიქცეოდი", ამბობს სხვა მომხმარებელი. და ისევ: "თავს ახალბედა ღმერთად ვგრძნობდი, არ ვიცი სხვანაირად როგორ ავხსნა". განსხვავება ისაა, რომ ახალბედა ღმერთებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიკვდილს იწვევენ.
სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სასწავლებელში მკვლევარებს სურდათ გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებდა ადამიანებზე ნატიფი, არავერბლური ქმედება. მათ აღნიშნეს, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ სივრცეს აფართოებდა და დიდი ადგილის დაკავებას ცდილობდა, იგი სხვების თვალში დომინანტად აღიქმებოდა. და პირიქით, როდესაც ნაკლებ სივრცეს იკავებენ, ისინი მორჩილ ადამიანებად აღიქმებიან.
მკვლევარებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტი, რომელიც მათ დომინანტობისა და მორჩილების არავერბალურ მონაცემებს დაანახებდათ. მათ ორი იდენტური სქესის მქონე ადამიანი ერთ ოთახში დააყენეს და სთხოვეს, განეხილათ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მათ ეს იმისათვის გააკეთეს, რათა დაემალათ კვლევის ნამდვილი მიზანი. ამათგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ტესტის ფაქტობრივი მონაწილე, მეორე კი ფარულად მუშაობდა მკვლევარებისთვის. მან დომინანტური პოზა მიიღო, ხელები ფართოდ გადაადო სკამის საზურგეებს და ფეხი ფეხზე გადაიდო. შეკითხვა იმაში მდგომარეობდა, მიიღებდა თუ არა ტესტის მონაწილი იგივე პოზას, თუ საპირისპირო მდგომარეობაში დაჯდებოდა?
უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვიმეორებთ იმ ადამიანის ქმედებებს, ვისაც ვესაუბრებით. თუ ერთი ადამიანი საუბრისას ჟესტებს იყენებს ან მიმიკური გამომხატველობით გამოირჩევა, მეორეც ასე იქცევა ხოლმე. მაგრამ ამჯერად სხვანაირად იყო. როდესაც საქმე დომინანტურ და მორჩილ პოზებს ეხება, კვლევის მონაწილეები განსხვავებულ მდგომარეობას უფრო იღებდნენ, ვიდრე იდენტურს. დომინირებამ გამოიწვია დამორჩილება და დამორჩილებამ გამოიწვია დომინირება.
თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდებოდა. მონაწილეთა უმცირესობა "შეგზავნილ" მკვლევარს ბაძავდა. მოახდენს თუ არა იგი გავლენას ურთიერთობის საფუძველზე? მკვლევარებმა მონაწილეებს შესავსებად კითხვარი მისცეს. მათ სურდათ სცოდნოდათ, როგორ გრძნობდნენ საკუთარ თავს შეგზავნილ მკვლევრებთან ურთიერთობისას. მოსწონდათ ისინი? მათთან თავს კომფორტულად გრძნობდნენ? ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს შეგზავნილი დომინანტურ პოზას ღებულობდა თუ მორჩილს. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები უფრო უკეთესად გრძნობდნენ თავს მათთან, რომლებიც საპირისპირო პოზაში იყვნენ, ანუ მორჩილი დომინანტთან და დომინანტი მორჩილთან. ბოლოს მონაწილეებს ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა მათ მსგავსი თანაფარდობის არსებობის შესახებ; აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს წარმოდგენაც არ ჰქონდა. ყველაფერი გაცნობიერების საზღვრებს მიღმა ხდებოდა.
ჩვენ გაუცნობიერებლად, ქვეცნობიერ დონეზე ვიცით, ვის აქვს დიდი მოლოდინი წარმატების მისაღწევად და ჩვენდაუნებურად მათ ნებას ვემორჩილებით. ეს არის მათი თვითეფექტურობის აბსოლუტური გამოხატულება, რომელიც კონტროლის დოფამინით არის უზრუნველყოფილი. ჩვენი ტვინი ამ გზით საკმაოდ კარგი მიზეზის გამო განვითარდა: იმ ბრძოლას ვერ მოიგებთ, რისი მოგებაც არ შეგიძლიათ; მარტივია. თუ თქვენ ღებულობთ სიგნალს, რომ მოწინააღმდეგეს წარმატების დიდი მოლოდინი აქვს, დიდი ალბათობით ესაა ბრძოლა, რომლის თავიდან არიდებაც გსურთ. ამ ტიპის ქცევა აშკარად ვლინდება პრიმატებს შორის. შიმპანზეები, რომლებიც დომინანტ გორილებს აკვირდებიან, მაქსიმალურად ცდილობენ რაც შეიძლება მორჩილნი და დაპატარავებულნი გამოჩდნენ. მეორეს მხრივ, როდესაც შიმპანზეები სხვა შიმპანზეების დომინანტობას სარკისებური საპასუხო დომინანტობით პასუხობენ, ეს ჩვეულებრივ აღნიშნავს ხანრგძლივი კონფლიქტის დასაწყისს, რომელიც ხშირად ძალადობით მთავრდება.
რა მოხდება, თუ თქვენ ცდილობთ, რომ უბრალოდ კარგი ტიპი იყოთ?
დამსაქმებელმა ჯეიმსს მკურნალობის შეთავაზებით მას შემდეგ მიმართა, რაც მან ცხელ გულზე მოქნეული სტეპლერი კედელს შეალეწა. ჯეიმსი შუა ხნის მამაკაცი გახლდათ, რომელიც ეტაპობრივი დაწინაურების მეშვეობით მსხვილ კომპანიაში ვიცე პრეზიდენტის სტატუსამდე იყო მისული. თანამშრომლებში დიდი მოწონებით არ გამოირჩეოდა და მისი წარმატების ერთადერთი მიზეზი მონდომება და შრომისმოყვარეობა იყო. ჯეიმსმა თერაპევტს უთხრა, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაანთავისუფლებდნენ, ასეთი თავდაუზოგავი მონდომებით რომ არ ემუშავა. მთავარი პრობლება ის გახლდათ, რომ ჯეიმსი თითქმის ყოველთვის გაბრაზებული და გაღიზიანებული იყო.
ბავშვობაში ჯეიმსზე ძალადობდნენ, ხშირად აბულინგებდნენ და მას არასდროს მისცემია საშუალება, ამ ჭრილობებისგან განკურნებულიყო. მეტიც, ამ ფაქტის შესახებ არასდროს არავისთვის მოუყოლია, რადგან ფიქრობდა, რომ საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა მოხდა მის ბავშვობაში. ჯეიმსი ორჯერ განქორწინდა, მეორე განშორების შემდეგ სამუდამოდ თქვა უარი ურთიერთობებზე და საკუთარი თავი მთლიანად საქმეს მიუძღვნა.
სიბრაზის ხარისხი წლებთან ერთად უფრო და უფრო უარესდებოდა. ერთხელ სასურსათო მაღაზიიდან გამოაგდეს კიდეც, რადგან ვიღაც ქალს ბოლო ხმაზე უღრიალა, მეორედ კი ტაქსის მძღოლთან ფულადი უთანხმოების გამო დააკავეს. ჯეიმსს ხშირად ეუფლებოდა შეწუხებულობის შეგრძნება. სამსახური მისთვის ყველაფერს ნიშნავდა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მის შესანარჩუნებლად, თანაც იმდენად, რომ იგი მზად იყო საკუთარი წარსულისათვის თვალებში ჩაეხედა.
თერაპევტს აწუხებდა, რომ ჯეიმსს ემოციური მდგრადობა თითქმის არ ჰქონდა. ემოციური ტრავმების ამოთხრა და მათში ქექვა, შემაშფოთებელ ემოციებს უფრო ააქტიურებს, ანუ იქამდე სანამ საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდება, ყველაფერი უარესდება ხოლმე. ამიტომაც, სანამ უშუალოდ წარსულის შესწავლაზე გადავიდოდნენ, მათ ისაუბრეს საშუალებებზე, რათა დღევანდელობა ნაკლებად სტრესული გამხდარიყო. თერაპევტს სურდა ისეთი გზა ეპოვა, რომელიც ჯეიმსის მიერ გამოხატულ მუდმივ კონფლიქტს შეამცირებდა ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც ხვდებოდა. ასე რომ, თერაპევტმა ჯეიმსს მანიპულაცია ასწავლა.
დიდი დრო დასჭირდებოდა, სანამ ჯეიმსი ვინმეს ნდობას შეძლებდა, მაგრამ მასზე სულელიაო, ნამდვილად ვერ იტყოდით. მან სწრაფად აითვისა, რომ ღიმილით უფრო ადვილად ახერხებდა ხალხის სიმპათიის დამსახურებას. მან დაიწყო დილაობით თანამშრომლებთან მისალმება, თუმცა არა იმიტომ, რომ მათზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ეს აადვილებდა, დროულად დაესრულებინათ თავიანთი პროექტები. როცა გვიანობამდე მუშაობდნენ, ჯეიმსმა თავისი გუნდისთვის პიცა შეუკვეთა და შეაქო მათი მუშაობის ხარისხი. ჯეიმსი მანიპულატორულ საქმიანობაში დაოსტატდა.
რაც მთავარია, ჯეიმსს მანიპულატორობა სიამოვნებდა. მას მოეწონა ძალაუფლების ახალი წყარო, რომელიც იპოვა, მაგრამ ასევე მოწონდა ღიმილი, რომელსაც თანამშრომლებისგან საპასუხოდ იღებდა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ერთ-ერთი ადმინისტრაციული თანაშემწე მის კაბინეტში ტირილით შევარდა და მოახსენა, რომ ვიღაცამ მის სახელზე საკრედიტო ანგარიში გახსნა და ახლა ქონების დაყადაღებით ემუქრებოდა. თანამშრომელმა ჯეიმსი რჩევის მისაცემად და დასაყრდენ ძალად აირჩია. მომდევნო კვირას თერაპევტმა ჯეიმსის წარსულზე საუბარი დაიწყო. აქამდე ჩვენ დომინირების მარტოხელა გამოვლინებებს განვიხილავდით, მაგრამ ყველა მიზანს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ. იფიქრეთ დომინაციაზე, რომელიც სხვა ადამიანებთან მუშაობას მოითხოვს.
ურთიერთობას, რომელიც გარკვეული მიზნის მიღწევისათვის ყალიბდება, აგენტური ურთიერთობა ეწოდება და იგი დოფამინით არის ორკესტრირებული. სხვა ადამიანი მოქმედებს როგორც აგენტი, რომელიც მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. ღონისძიებებისას და პროექტებისას დამყარებული ურთიერთობები ძირითადად აგენტურია და როგორც წესი, ორმხრივ მოგებას იწვევს.
ურთიერთობების უმეტესობას გააჩნია როგორც მფარველური, ასევე აგენტური ელემენტები. მეგობრებს, რომელთაც აქ და ახლა ურთიერთობა მოსწონთ, შეუძლიათ იმუშაონ სამომავლო პროექტებზეც; ზოგი ადამიანი თავს უფრო კომფორტულად აგენტურ ურთიერთობებში გრძნობს, რადგან ასეთი კავშირები უფრო სტრუქტურულები არიან, სხვები კი მფარველურ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, ვინაიდან უფრო მხიარულად თვლიან. ზოგი ადამიანი ორივე სახის ურთიერთობაში კარგად გრძნობს თავს, ზოგს კი არც ერთი არ ანიჭებს სიამოვნებას.
მორჩილი მაიმუნები, თავმდაბალი ჯაშუშები
როდესაც ილინოისის სახელმწიფო ფსიქიატრიული ინსტიტუტის მკვლევარებმა მაკაკებს ტვინში დოფამინის გამაძლიერებელი გაუკეთეს, გამოვლინდა მორჩილი ჟესტების მომატება, როგორიცაა ტუჩების კვნეტა, გრიმასი (ღიმილის მაიმუნისეული ვერსია) და ხელების გაშლა. ერთი შეხედვით, ასეთი ქცევა აზრს არ ატარებს. დომინირების ნეირომედიატორი დოფამინი რატომ უნდა იწვევდეს მორჩილად ქცევის ჟესტებს? არის აქ წინააღმდეგობა? სულაც არა. კონტროლის წრეში დოფამინი გარემოზე ბატონობას იწვევს; მას აინტერესებს გარემო და არა მასში მყოფი ხალხი. დოფამინს მეტი სურს და არც ის აინტერესებს, რა გზით მიიღებს სასურველს, დომინანტურად თუ მორჩილად, მორალურად თუ ამორალურად, ეს ყველაფერი დოფამინისთვის სულერთია, თუ იგი სასურველ მომავლამდე მიიყვანს.
განვიხილოთ მტრულად განწყობილ ქვეყანაში შეპარული ჯაშუში, რომელიც მთავრობის შენობაში შინაურულად მოწყობას ცდილობს. იგი ყველას თანასწორად ან მორჩილად ექცევა, თვით დამლაგებელსაც კი, რადგან სურს, რომ მათგან ნდობა და თანამშრომლობა მოიპოვოს. მორჩილად ქცევაც დომინირებისკენ და მიზნის მიღწევისაკენ არის მიმართული.
თანამედროვე საზოგადოებაში მორჩილი ქცევა ხშირად ამაღლებული სოციალური სტატუსის ნიშანია; იგი მოიცავს მანერების მკაცრად დაცვას, სოციალურ ჩვეულებებზე ფოკუსირებას და საუბრისას სხვების პატივისცემას. ასეთი ქცევების ერთობლიობას შეიძლება "ელიტარული" ეწოდოს. ამისგან საპირისპიროდ, დომინანტური ქცევა, რომელიც თავაზიანობის რადიკალური ოპოზიციაა, შეიძლება მომდინარეობდეს დაუცველობის შეგრძნებისაგან ან არასრულყოფილი განათლებიდან.
დაგეგმვა, გამძლეობა და ნებისყოფის ძალა - ესენია სხვებთან მუშაობის აუცილებელი ატრიბუტები. დოფამინი სწორედ მათი მეშვეობით გვაძლევს კონტროლის წრეში დომინირების საშუალებას. მაგრამ რას ვგრძნობთ როდესაც სისტემა წონასწორობიდან გამოდის? კერძოდ, რა ხდება, როდესაც კონტროლის დოფამინი ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია?
გარეგანი სივრცის გამოწვევა, შინაგანი სივრცის ბრძოლა
GQ Magazine: როგორია მთვარეზე მოგზაურობა?
ბაზ ოლდრინი: ჩვენ არ ვიცოდით რას ვგრძნობდით. საერთოდ არ ვგრძნობდით.
GQ: რა ემოციები გქონდათ, როდესაც მთვარის ზედაპირზე დადიოდით?
ბაზი: პილოტებს ემოციები არ გააჩნიათ.
GQ: მაგრამ, თქვენ ადამიანები ხარ!
ბაზი: უემოციობა სისხლში გვაქვს გამჯდარი.
მთვარეზე გასეირნების გამო დიდების მოხვეჭის ნაცვლად, ბაზ ოლდრინმა თავის თაყვანისმცემლებს უთხრა: "ეს სამუშაო შევასრულეთ. ახლა დროა, სხვა ვცადოთ". როგორც ჩანს, ამით გადამეტებულად კმაყოფილი არ ყოფილა, რადგან იგი უკვე ახალ სამუშაოს ეძებდა, რომელიც ახალი გამოწვევა, ახალი მისია იქნებოდა. ახალი ამოცანის მუდმივი მოთხოვნილება და მიზანის იდენტიფიცირება იყო კიდეც ბაზ ოლდრინის ისტორიული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ არც თუ ისე ადვილია კონტროლის წრეებში ამდენი დოფამინის გადინება. ოლდრინის გულწრფელ ავტობიოგრაფიაში, "გრძელი მოგზაურობა მთვარიდან სახლში", ვკითხულობთ, რომ მან პოსტ-მთვარეულ პერიოდში ხანგრძლივი გზა განვლო, რომელიც მოიცავდა დეპრესიას, ალკოჰოლიზმს, სამ განქორწინებას, სუიციდურ იმპულსებს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრას.
ისევე როგორც სურვილის დოფამინი იწვევს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, ზოგს იმდენად მაღალი ხარისხის კონტროლის დოფამინი აღენიშნება, რომ მთლიანად მიღწევებზე ხდება დამოკიდებული და აქ და ახლა გამოცდილების შეგრძნებას ვეღარ განიცდის. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, მაგრამ არასოდეს შეჩერებულან მიღწევათა ნაყოფის დატკბობის მიზნით.
ასეთი ადამიანები აჩვენებენ დისბალანსის ეფექტებს, რომელიც მომავალზე ორიენტირებულ დოფამინსა და აქ და ახლას ნეირომედიატორებს შორის აღინიშნება. ისინი გაურბიან აწმყოს ემოციურ და სენსორულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, მათი ცხოვრება მომავალით, გაუმჯობესებით და ინოვაციით ინტერესდება.
მიუხედავად ფულისა და პოპულარობისა, რაც მათი ძალისხმევის შედეგია, ასეთი ადამიანები ხშირად უბედურები არიან. რამდენიც არ უნდა აკეთონ, არასდროს არის საკმარისი. პოლკოვნიკი ოლდრინი ამ პრობლემას ალბათ უფრო ღრმად შეეჩეხა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი. მან მთვარეზე ფეხით გაისეირნა. რა უნდა გაეკეთებინა ამის შემდეგ?
როგორ ხსნის დოფამინი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს
ახლა ვისაუბროთ ადამიანთა სპექტრის მეორე ნაწილზე, რომელთაც კონტროლის დოფამინის სქემები სუსტი აქვთ. შინაგან კონტროლთან მათი ორთაბრძოლა იმპულსურობით და რთული ამოცანების მიმართ ორიენტირების შენარჩუნების ნაკლებობით ხასიათდება. ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ნაცნობი მდგომარეობები: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), ცუდი ფოკუსირება და იმპულსურობა, რაც აშკარად ართულებს ასეთ ადამიანებთან ერთად დროის გატარებას. მათ შეუძლიათ ერთდროულად დაიწყონ რამდენიმე საქმის კეთება და არც ერთი მიიყვანონ ბოლომდე ან საუბრისას ადვილად გადაიტანონ ყურადღება სხვადასხვა თემაზე და არ მოუსმინონ სხვების ნათქვამს. შეიძლება დაკარგონ ისეთი ნივთები, როგორიცაა მანქანის გასაღები, მობილური ტელეფონი და პასპორტი.
ADHD ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებში და ამას თავისი მიზეზი აქვს. შუბლის წილი, სადაც კონტროლის დოფამინი მოქმედებს, მოზარდობამდე სრულად არ ვითარდება და ტვინის დანარჩენი ნაწილებისგან შედარებით განცალკევებულად ყალიბდება. კონტროლის მიკროსქემის ერთ-ერთ ამოცანას სურვილის წრის შენარჩუნება წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს იმპულსების კონტროლის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ADHD-თან. როდესაც კონტროლის დოფამინი სუსტია, ადამიანები გრძელვადიან შედეგზე მხოლოდ მცირე ფიქრით ირჯებიან.
ADHD-ის ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალებებია რიტალინი და ამფეტამინი, სტიმულატორები, რომლებიც ტვინში დოფამინს აძლიერებენ. როდესაც ეს პრეპარატები ADHD-ის მქონე ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება, შედეგად არ ვლინდება წონაში კლება, კაიფის შეგრძნება ან ამაღლებული თვითშეფასება. მიუხედავად ამისა, მასტიმულირებელი საშუალებები ნარკოდამოკიდებულებას იწვევენ. FDA ასეთ წამლებს იგივე კლასში აყენებს, როგორებიცაა მორფინი და ოქსიკონტინი. ასეთი წამლები დამოკიდებულების ყველაზე მაღალი რისკის მაჩვენებლებად განიხილება და არსებობს მკაცრი შეზღუდვები, თუ როდის ეძლევა ექიმს მათი პაციენტისთვის დანიშვნის უფლება.
თაღლითობის ქიმია
ვიცი, რომ შენს კეთილშობილურ ბუნებას სძულს ღალატზე ფიქრი და თაღლითობა. მაგრამ, გამარჯვება რა დიდებული საჩუქარია!
სოფოკლე
გამარჯვება მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად დამარცხების იდეა მეჯავრება. ჩემთვის დამარცხება სიკვდილს ნიშნავს.
ლენს არმსტრონგი
1999 წელს, ლენს არმსტრონგმა კიბოსთან ხანგრძლივი ორთაბრძოლის შემდეგ, საფრანგეთში მისი პირველი ველოსპორტის ტურნირი მოიგო. შემდგომში მან ზედიზედ შვიდი რბოლა მოიგო, რომელიც არამარტო ველოსპორტში იქცა ცნობილ მოვლენად, არამედ მთელს სპორტულ სამყაროში.
არმსტრონგი თავისი მონდომებით ლეგენდარულ ფიგურად იქცა. იგი ზედიზედ იმარჯვებდა ისეთ პირობებში, სადაც ქარი საპირისპირო მიმართულებით ქროდა, რაც ორმაგად ართულებდა შეჯიბრს. ჯილიეტ მაკურმა არმსტრონგის შესახებ ერთი ამბავი აღწერა: "მისი სახლიდან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში უზარმაზარი ხე იდგა. არმსტრონგს სურდა, რომ ეს ხე მისი სახლის კიბესთან ყოფილიყო წამოჭიმული. ხის ამოთხრაში და ტრანსპორტირებაში დაახლოებით 200 000$ დახარჯა. იგი აგნოსტიკოსია და ამის შემდეგ აღნიშნა, რომ ღმერთი სულაც არ იყო საჭირო ცისა და მიწის გადასაადგილებლად".
"ვფიქრობ, ალბათ გავგიჟდები, თუ 35 ან 40 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში რაიმე სახის კონკურენცია არ მექნება". - თქვა არმსტონგმა.
2012 წელს არმსტრონგს შვიდივე ტიტული ჩამოართვეს, რადგან გაირკვა, რომ ეფექტურობის გამაძლიერებელ პრეპარატებს იღებდა. რატომ მოიტყუა ამ ლეგენდარულმა სპორტსმენმა, რომელიც არასოდეს ნებდებოდა თვით კიბოს წინაშეც? უცნაურად საკმარისი პასუხია, მაგრამ პასუხი ერთია: მან მოიტყუა, რათა წარმატებული ყოფილიყო.
ნუ იფიქრებთ, რომ დოფამინი სინდისით არის აღჭურვილი. პირიქით, დოფამინი არის სურვილით გამოკვებილი ეშმაკობის წყარო. როდესაც იგი აქტიურდება, მთლიანად თრგუნავს დანაშაულის გრძნობას, რომელიც აქ და ახლას შემადგენელი ემოციაა. მას შეუძლია არამარტო შთაგონება და ძალისხმევა, არამედ მოტყუება და ძალადობა, თუკი მიზნისთვის რამენაირად წაადგება.
დოფამინი არ მისდევს მორალს, არამედ სურვილებს. დოფამინისთვის ძალა, თაღლითობა და ღალატი სხვა არაფერია, დამხმარე იარაღის გარდა.
ისრაელში მკვლევარებმა შეიმუშავებს ექსპერიმენტი, რათა უკეთ გაეგოთ რატომ ღალატობდნენ ადამიანები. მათ შექმნეს სათამაშო წყვილი, სადაც ერთი მოწინააღმდეგე მორეს უპირისპირდებოდა. პირველი იყო გამოცნობის თამაში, რომელშიც მოთამაშეები ეკრანზე გამოჩენილი გამოსახულებების ამოსაცნობად იბრძოდნენ, ამ თამაშში მოტყუება შეუძლებელი იყო. მეორე თამაში კამათელის გაგორებისგან შედგებოდა. ერთი მოთამაშე მეორეს კამათელის რიცხვს ეუბნებოდა და შესაბამის თანხას იღებდა. რაც უფრო მაღალი იყო კამათელის რიცხვი, მით უფრო მეტ ფულს იღებდა პირველი მოთამაშე და მით ნაკლებს მეორე. ამ თამაშში მოტყუება არა მხოლოდ შესაძლებელი იყო, არამედ ადვილიც. მეორე მოთამაშე ვერ ხედავდა კამათელის რიცხვს, ამიტომ პირველ მოთამაშეს შეეძლო ეთქვა ნებისმიერი რიცხვი, რაც მოუნდებოდა.
შედეგებმა უკიდურესად რადიკალური მაჩვენებელი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ პირველი თამაშის გულწრფელობის გარდაუვალობისგან განსხვავებით, მეორე თამაშში 99% შემთხვევაში მოთამაშეები ერთმანეთს ატყუბდნენ.
მეცნიერები მცირე გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ არ იცოდნენ როგორ აეხსნათ ასეთი შედეგი. მაგრამ როდესაც ვიცით, თუ რა როლს ასრულებს დოფამინი ჩვენს გარემოში დომინაციის მოტივირებაზე, შეგვიძლია ზუსტი განმარტება ვიპოვოთ.
შეჯიბრებაში გამარჯვება, ჭამასთან და სექსთან ერთად აუცილებელია ევოლუციური წარმატებისთვის. შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ შეჯიბრში გამარჯვება დოფამინს გამოყოფს. დოფამინის მომატება თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ იგი განსხვავდება აქ და ახლა სიამოვნებისაგან, რომელიც კმაყოფილების ტალღას წარმოადგენს. სწორედ ეს განსხვავებაა მთავარი: დოფამინის მატება, გამარჯვებით გამოწვეული "მეტის" სურვილს გვიტოვებს.
მოგება, როგორც წაგებისაგან თავდაცვის საშუალება
ველორბოლის მოგება საკმარისი არ არის. არც ზედიზედ ორჯერ ან თუნდაც შვიდჯერ მოგება არის საკმარისი. ზოგადად, მოგება არასდროს არის საკმარისი. დოფამინისთვის არასდროს არაფერია საკმარისი. მთავარია დევნა და გამარჯვება, მაგრამ არც ფინიშის ხაზი არსებობს და არც ოდესმე იქნება. მოგება, ისევე როგორც ნარკოტიკები, შესაძლოა დამოკიდებულების საგანი გახდეს. მომავლისკენ ლტოლვა, რომელიც სრულ დაკმაყოფილებას არასდროს იწვევს, მთლიანი განტოლების მხოლოდ ნახევარია. მეორე ნახევარი არის დოფამინური კრახი, რომელიც თავს საშინლად გვაგრძნობინებს.
გამარჯვებულები ზუსტად იმავე მიზეზის გამო ცდილობენ თაღლითობას, რა მიზეზითაც ნარკომანები მოიხმარენ ნარკოტიკებს. აჩქარება და წარმატების განმეორება მშვენივრად გვაგრძნობინებს თავს, ასეთი ეტაპის დასრულება კი საშინელ მუცლის გვრემას იწვევს. რა იქნება, რომ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა აღარ შემაქონ? რა მოხდება, როცა ლიდერთა სიიდან დავქვეითდები და ხალხი აღარ გამიხსენებს? ასეთ მიდგომას ნამდვილად შეუძლია ყველა დონეზე გაანადგუროს ადამიანის ცხოვრება, მაგრამ სურვილის წრეს ეს არ აინტერესებს. მას სურს მეტი ნარკოტიკი, მეტი წარმატება. მაგრამ ნამდვილი წარმატება თაღლითობით და ტყუილით არ მოდის. თუ შეცდომას დაუშვებთ ხალხი გაპატიებთ, მაგრამ არაკეთილსინდისიერად მოქცევის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, კონტროლის წრე ძალიან მნიშვნელოვანია. იგი რაციონალურია. მას შეუძლია მიიღოს მკაფიო, დასაბუთებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მაქსიმალურად გაზრდის თქვენს კეთილდღეობას არა მხოლოდ დღეს, არამედ შორეულ მომავალშიც. და მაინც, ბევრი ადამიანისთვის თაღლითობა ძლიერი და ზოგჯერ აბსოლუტური ცდუნებაა, რომელსაც გამარჯვების სიმაღლეების დევნისას იყენებენ. ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში, თაღლითობა მუშაობს.
აქტიური და პასიური ძალადობა
დოქტორი ჯონსი ლიფტის გაღებას ელოდა და სიმწრით არ სურდა პაციენტთან გასაუბრება, რისთვისაც მოუხმეს. შუა ღამის პირველ საათზე დაურეკეს და საავადმყოფოში გამოიძახეს პაციენტის ფსიქიკური სიჯანსაღის შესაფასებლად, რომელიც იძახოდა, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებდა. როდესაც ფსიქიატრიულში მყოფი პაციენტი მკვლელობის საფრთხეს წარმოადგენს და შედეგად ვიღაცას შეიწირავს, მთელი პასუხისმგბლობა იმ ექიმს მოეთხოვება, რომელიც მას ათავისუფლებს.
დაბნეული და უსიამოვნო შესახედაობის პაციენტი თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა დოქტორს. ჯონსმა პაციენტი იცნო, იგი აქამდეც უნახავს. ადრე ამ მამაკაცს ქალზე ძალადობა ედებოდა ბრალად და შიზოფრენიაზე მკურნალობას გადიოდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ალერგიული იყო ყველა ფსიქიატრიულ მედიკამენტზე, ქსანაქსის გარდა.
გარდა კოკაინის მოხმარებისა, მას სხვა ფსიქიატრიული პრობლემები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მაინცდამაინც ამაღამ მოითხოვა საავადმყოფოში წაყვანა. საუბრისას მან ახსენა მრავალი შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სამ წლიანი პატიმრობა. მან თქვა, რომ საკუთარ გეგმას აუცილებლად შეასრულებდა და ვიღაცას მოკლავდა.
"მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ვიღაც, ვინც რაღაც გამიკეთა" - თქვა მან.
პარანოია ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადი ფსიქიატრიული მდგომარეობაა; ასეთ დროს ადამიანები ხშირად ექვემდებარებიან ძალადობრივ გამოვლინებებს. პარანოია ძლიერ შიშს წარმოქმნის და პიროვნებას ჰქონია, რომ თავის დასაცავად ერთთადერთი გზა იმ პიროვნებების დახოცვაა, რომლებიც მათი აზრით შეთქმულებას უწყობენ. ანტიფსიქოზურ მედიკამენტებთან ერთად, ბოდვები და ძალადობის რისკი ჩვეულებრივ, ერთ კვირაში ქრება.
მაგრამ ამ პაციენტის თვალებში დოქტორი ჯონსი ფსიქოზურ სიმპტომებს ვერ ამჩნევდა. დოქტორი დილემის წინაშე დადგა. მან იცოდა, რომ პაციენტი არ ისარგებლებდა სტაციონარში ყოფნით და მისი განყოფილებაში მიღება სხვა პაციენტებს დააყენებდა რისკის ქვეშ. მეორეს მხრივ, მას ძალადობრივი ისტორია ჰქონდა.
ძალადობა ზოგჯერ დისფუნქციის ან პათოლოგიის შედეგია. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ძალადობა არჩევანია - მიიღოთ სასურველი იძულებით თუ გამოთვლის გზით.
ენერგია, რომელიც ხშირად ძალადობის სახით გამოიხატება, დომინირების საბოლოო იარაღია, მაგრამ არის თუ არა იგი დოფამინური?
არსებობს ორგვარი ძალადობა: დაგეგმილი ძალადობა, რომელიც განზრახ აზიანებს ადამიანს და სპონტანური ძალადობა, რომელიც იმპულსური ვნებით არის გამოწვეული. თითოეულ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ეფექტურ სტრატეგიაზე და წინასწარ დაგეგმარებაზე, რომელიც ზოგჯერ მტანჯველ დეტალებს ითვალისწინებს და მიზნად რესურსებისა და კონტროლის მოპოვებას ისახავს. ეს არის დოფამინით გამოწვეული აგრესია და მას აქვს დაბალი ემოციური შინაარსი.
ვნებით განპირობებული აგრესია პროვოკაციის პასუხია. ეს განსხვავდება გათვლილი მოქმედებისგან, რომელსაც დოფამინის კონტროლის წრე შეიმუშავებს. როდესაც ვნება მომენტალურ აგრესიას იწვევს, დოფამინი ითრგუნება აქ და ახლა მოლეკულების მიერ და აგრესია მაშინვე გამოიხატება. ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის აგრესიას ავლენენ, ჩვეულებრივ საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალსა და კეთილდღეობას. ისინი შეიძლება დაშავდნენ, ციხეში მოხვდნენ ან უბრალოდ, შერცხვნენ. ასეთ დროს ემოციები აჭარბებს კონტროლის წრეს, რომელიც სიფრთხილეს და გაანგარიშებას ემსახურება. ძალადობამ შესაძლებელია დომინაცია მოგვცეს, მაგრამ წარმატებისთვის აუცილებელია, რომ იგი დოფამინის კონტროლის ცივი და გამომთვლელი სქემებიდან მოვიდეს.
როგორია დოფამინური პიროვნება?
ზოგ ადამიანს დოფამინური წრე უფრო აქტიური აქვს, ვიდრე დანარჩენებს. მკვლევარებმა გამოავლინეს გენთა მრავალფეროვნება, რომელთაც წვლილი შეაქვთ ასეთი პიროვნული ტიპის განვითარებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დოფამინის მომატებულმა აქტივობამ შესაძლოა საკუთარი თავი სხვადასხვა გზით გამოხატოს. ძალიან აქტიური სურვილის მქონე ადამიანი შეიძლება იმპულსური და რთულად დასაკმაყოფილებელი იყოს, რადგან მუდმივად მეტს დაეძებდეს. სხვა კი შედარებით ადვილად კმაყოფილდება. ხმაურიან ღამის კლუბებში გართობის ნაცვლად ნაკლებად დოფამინური ადამიანი დღის მანძილზე მებაღეობას და შეღამებისას გემრიელად დაძინებას ამჯობინებს.
ალტერნატიულად, ძალიან აქტიური კონტროლის სქემის მქონე ადამიანი შეიძლება ცივი, დაუნდობელი და უემოციო აღმოჩნდეს. ამის საპირისპირო იქნება თბილი, გულუხვი ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად მეგობრობა აინტერესებს, ვიდრე კონკურსებში გამარჯვება. ტვინი რთული მექანიზმია, ერთ წრედში გამართული აქტივობა დანარჩენ წრედებზე ახდენს გავლენას და უმეტეს შემთხვევაში ყველა წრედი ერთდროულად მუშაობს. დოფამინური ადამიანები შეპყრობილები არიან მომავლის მომგებიანი შესაძლებლობებით, აწმყოში სიხარულის განცდის ნაკლებობის ხარჯზე.
ემოციების ჩახშობა
ემოცია არის აქ და ახლა გამოცდილება. ეს არის ის, რასაც ჩვენ აწმყოში ვგრძნობთ. ემოციები გადამწყვეტი ფაქტორია სამყაროს აღქმის ჩვენეული უნარისთვის, მაგრამ შეიძლება მათ ზოგჯერ დაგვამარცხონ. როდესაც ასე მოხდება, ჩვენ ნაკლებად ლოგიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. საბედნიეროდ, დოფამინის წინააღმდეგობამ აქ და ახლას სქემებთან, შესაძლოა დაწიოს ემოციური სიხშირის ხარისხი. რთულ სიტუაციებში, ზოგიერთ დოფამინურ პიროვნებას შეუძლია ასეთი ემოციების კონტროლი და უფრო მიზანმიმართული არჩევანის გაკეთება, რომელიც მისთვის უკეთესად მუშაობს. ჩვენმა ერთ-ერთმა ევოლუციურმა წინაპარმა, რომელიც განსაკუთრებულად მძლავრი დოფამინის კონტროლის წრედით იყო დაჯილდოებული, შეძლო და ლომთან პირისპირ შეხვედრისას პანიკაში ჩავარდნის ნაცვლად იგი ცეცხლოვანი ჩირაღდნით მოიგერია.
შორიდან მოკვლა უფრო ადვილია
ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომან "დიუნში" გმირს სურს დაამტკიცოს, რომ იგი ადამიანია, რომელიც ცხოველური ინსტინქტის დათრგუნვით აქ და ახლა მოქმედებს. მისი ხელი მოთავსებულია ეშმაკურ გამოგონებაში, შავ ყუთში, რომელიც ნერვული გაღიზიანების მეშვეობით წარმოუდგენელ ტკივილს წარმოქმნის. მოხუცი ქალი, რომელიც ტესტს ატარებს, ბიჭს ეუბნება, რომ თუ ხელს ყუთიდან ამოიღებს, იგი მაშინვე მოკვდება, რადგან ტკივილისადმი არაგამძლე დამოკიდებულება დაამტკიცებს, რომ ბიჭი ცხოველია და არა ადამიანი. მოხუცი გამომცდელი გმირს ეუბნება: "თუ გსმენია, ცხოველები ხაფანგიდან გასაქცევად ფეხებს რომ იჭამენ? ეს ცხოველური ხერხია. ადამიანი ხაფანგში დარჩებოდა, ტკივილს აიტანდა და თავს მოიმკვდარუნებდა, რათა ხაფანგის დამდგმელს მისწვდენოდა, მოეკლა და ამით თავისიანებისთვის ხიფათი აერიდებინა".
ზოგი ადამიანი ბუნებრივად უკეთესად თრგუნავს ემოციებს, ვიდრე სხვები. ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ ამგვარად იბადებიან; ეს ნაწილობრივ დოფამინის რეცეპტორების რაოდენობისა და მისი ბუნების გამო ხდება, რომლებიც ტვინში დოფამინის გამოყოფაზე რეაგირებენ. ასეთი განსხვავება გენეტიკაზეა დამოკიდებული. მკვლევარები ზომავენ ტვინში დოფამინის რეცეპტორების სიმკვრივეს, რომელიც პიროვნების "ემოციური განშორების" შეფასების საშუალებას იძლევა.
განშორების ტესტმა გაზომა ისეთი თვისებები, როგორებიცაა პირადი ინფორმაციის გაზიარების თავიდან აცილების ტენდენცია და სხვა ადამიანებთან ჩართულობა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი რეცეპტორების სიმკვრივესა და პერსონალურ ჩართულობას შორის. მაღალი სიმკვრივე ასოცირებული იყო ემოციური განშორების მაღალ დონესთან.
ადამიანთა უმეტესობას გააჩნია შინაგანი პიროვნებები, რომლებიც უმაღლესსა და უმდაბლეს შკალაზე სადღაც შუაშია განლაგებული, ან ერთი მეორესთან შედარებით ახლოს იმყოფება. ჩვენ არც ზედმეტად მორჩილები ვართ და არც სასტიკნი. ყველაფერი დამოკიდებულია გარემოებებზე და პერსონალურ მიდრეკილებებზე. როდესაც ადამიანთან ურთიერთობისას უშუალო კონტაქტზე ვფოკუსირდებით, აქტიურდება აქ და ახლას სქემები, რაც პიროვნული სითბოს, თანადგომის და სიყვარულის ემოციურ ასპექტებს ავლენს, მაგრამ როდესაც ურთიერთობაში ექსტრაპერსონალური ჩართულობა ვლინდება, სახეზეა დისტანცია, აბსტრაქტული აზროვნება, მომავალზე ორიენტაცია, ცივი, უემოციო და რაციონალური მიდგომა. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული აზროვნების ტიპი ილუსტრირებულია ეთიკური დილემით, რომელსაც "ტროლეის პრობლემა" ეწოდება.
როგორ გადავდივართ პერიპერსონალური სივრციდან ექსტრაპერსონალურ სივრცეში?
დაიწყეთ დაკვირვება ფიზიკური შეგრძნების, აქ და ახლას აღმოფხვრით. წარმოიდგინეთ, რომ განცალკევებულად დგახართ და სადღაც შორიდან აკვირდებით მოვლენების განვითარებას. წარმოიდგინეთ, რომ მატარებელში ერთი ადამიანი ზის, რომელიც ლიანდაგზე გაჩერებულ ავტომანქანას უახლოვდება, რომელშიც ხუთი ადამიანია მოთავსებული. თუ ლიანდაგის სახელურს გადასწევთ, მატარებელში მჯდარი ადამიანი მოკვდება, თუ არა და იგი გადარჩება, მაგრამ დანარჩენი ხუთი დაიხოცება. გადასწევთ სახელურს?
და ბოლოს, წარმოიდგინეთ ყველაზე აბსტრაქტული სიტუაცია, რაც კი შესაძლებელია: გამოწურეთ აქ და ახლა მთლიანად და გახადეთ აზროვნება დოფამინური, თითქოს თქვენ სატრანსპორტო სისტემების ინჟინერი ხართ, რომელსაც შეუძლია ყველა შესაძლო ავარიული ვარიანტის გამოთვლა . თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შესაძლო ვარიანტებს გააკონტროლებს. მას შეუძლია აირჩიოს ვარიანტი, სადაც ზარალი ყველაზე ნაკლები იქნება. დაწერთ თუ არა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მომავალში ერთი ადამიანის გაწირვით ხუთის გადარჩენას შეძლებს?
სცენარები იცვლება, მაგრამ შედეგი ერთი და იგივეა; მინიმუმ ერთი ადამიანი აუცილებლად უნდა დაიღუპოს, ან ხუთი მოკვდეს, რათა ერთი გადარჩეს. ერთი გონება რაციონალურია, გადაწყვეტილებებს მხოლოდ მიზეზის საფუძველზე იღებს. მეორე გონება ემპათიურია, მას არ შეუძლია ადამიანის მოკვლა, მიუხედავად მძიმე შედეგებისა.
ნებისყოფის (განზრახვის) სავარჯიშო მანქანა
წარმოვიდგინოთ, რომ ნებისყოფა კუნთს ჰგავს; შესაძლებელია თუ არა მისი გაძლიერება ვარჯიშით? პასუხი არის "დიახ", მაგრამ იგი მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ "სავარჯიშო აღჭურვილობას". ნეირომეცნიერების მკვლევრები დიუკის უნივერსიტეტში ამოწმებდნენ, შეეძლოთ თუ არა ტვინის ნაწილების გაუმჯობესება, რომლებიც ნებისყოფაზე იყო პასუხისმგებელი.
თავდაპირველად საქმე გაამარტივეს. წარმატებულად შესრულებული დავალების შემთხვევაში ისინი მონაწილეებს ფულს უხდიდნენ. მოტივაციის მიღება ადვილია, როდესაც დაუყოვნებელი ჯილდო არსებობს. ტვინის სკანერის გამოყენებით, მათ შეძლეს დაენახათ, რომ გააქტიურდა ტვინის ვენტალური ტეგმენტალური წრე, სადაც წარმოიქმნა როგორც სურვილის, ასევე კონტროლის წრეები. შემდეგ მათ სთხოვეს მონაწილეებს, მოეძებნათ საკუთარი თავის მოტივაციის გზები. მკვლევარებმა მათ შესთავაზეს რამდენიმე სტრატეგია, როგორიცაა საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებელი აფირმაცია: "მე შემიძლია ამის გაკეთება!". მკვლევარებმა წაახალისეს მონაწილეები, გამოეჩინათ კრეატიულობა და გამოეყენებინათ ისეთი მეთოდი, რომელიც ყველაზე მოტივაციურად მიაჩნდათ. ზოგი ადამიანი წარმოიდგენდა ზედამხედველს, რომელიც მას ამხნევებდა. სხვები წარმოიდგენდნენ სიტუაციებს, სადაც მათ სხვები აქებდნენ. ამასობაში ტვინის მკვლევარები აკვირდებოდნენ, რა ხდებოდა ტვინის მოტივაციის რეგიონში. დანახულმა ისინი გააოცა: ტვინში არაფერი მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ფულის აღებამ ტვინის გააქტიურებაზე შედეგი იქონია, მონაწილეებმა დამოუკიდებელი მცდელობებისას აქტიურობის გაზრდა ვერ შეძლეს.
შემდეგ, მეცნიერებმა მონაწილეებს მცირე დახმარება გაუწიეს და აუხსნეს, როგორ ფუნქციონირებდა ტვინი და სხეული. დამატებითი ინფორმაცია მათ ეხმარებათ მიეცეთ კონტროლის შესაძლებლობა ისეთ ფაქტორებზე, რაც ჩვეულებრივ გაუცნობიერებელ მდგომარეობაში იმყოფება. ამას ეწოდება "ბიოფიდბეკი" და მათი უმეტესობა რელაქსაციისთვის გამოიყენება. მათ ამაგრებენ ადამიანის თითებზე და იგი ოფლის მცირე რაოდენობას ზომავს. რაც უფრო ნაკლებია ოფლი, მით მეტია რელაქსაცია.
სამოტივაციო ექსპერიმენტში მონაწილეებს აჩვენეს თერმომეტრი, რომელსაც ორი ხაზი ჰქონდა. ერთმა აჩვენა აქტივობის ამჟამინდელი დონე მოტივაციის რეგიონში, ხოლო მეორე წარმოადგენდა უფრო მაღალ სამიზნეს, რისი მიღწევაც მონაწილეს უნდა ეცადა. მონაწილეები ახლა მკაფიოდ ხედავდნენ, რომელი სტრატეგია მუშაობდა მათთვის და რომელი იყო სრულებით უსარგებლო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მონაწილეებმა შექმნეს წარმოსახვითი სცენების კოლექცია, რომლებიც ეფექტურად ზრდიდა მოტივაციის აქტივობას. ასეთი სტრატეგიები მუშაობას მას შემდეგაც აგრძელებდა, როცა თერმომეტრი მოხმარებიდან ამოიღეს. ნებისყოფის გაძლიერება შესაძლებელია, მაგრამ ამას მაღალტექნოლოგიური ფუნქცია სჭირდება, რათა მონაწილეებმა საკუთარ ტვინში ღრმად ჩახედვა შეძლონ.
დოფამინი - დოფამინის წინაღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ ნებისყოფის გაძლიერება შესაძლებელია, ეს პასუხი მაინც არ არის გრძელვადიანი, ანუ მდგრადი ცვლილებებისკენ მიმართული. მაშ, რა ჯანდაბა მუშაობს? ეს კითხვა დიდ ინტერესს იწვევს პაციენტებში, რომლებიც განსაკუთრებულად იტანჯებიან ნარკოდამოკიდებულებით და მის დასაძლევად იბრძვიან. დარწმუნებული იყავით, ნარკოტიკებს მარტო ნებისყოფით ვერ დაამარცხებთ. ამ პრობლემის გადალახვას მეტი სჭირდება. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ეხმარება ზოგიერთ დამოკიდებულებას, მაგრამ ისინი არ მუშაობენ, თუ სხვა მედიკამენტებთან ერთად არ მიიღება. მსგავსი მედიკამენტები ფსიქოთერაპიის გარკვეულ ფორმაში უნდა იყვნენ შერწყმულნი.
დამოკიდებულებასთან მომუშავე ფსიქოთერაპიის მიზანია ტვინის ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპიროს. დოფამინის სურვილის წრე ავთვისებიანი ნარკომანი ხდება და ადამიანს უკონტროლო დამოკიდებულებაში აგდებს. მას აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს თანაბრად ძლიერი ძალა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისყოფა ამის გამკეთებელი არ არის. სხვა რომელი რესურსის გამოყენება შეიძლება ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად?
ეს კითხვა ფართოდ იქნა შესწავლილი და მიღებული ცოდნა სხვადასხვა ფსიქოთერაპიული კვლევების შედეგად გახდა ფორმალიზებული. ეს საკითხი საუკეთესოდ გამოიკვლია მოტივაციურმა, გამაძლიერებელმა თერაპიამ, კოგნიტურმა, ქცევითმა თერაპიამ და თორმეტსაფეხურიანმა, ფასილიტაციის თერაპიამ. თითოეული მათგანი ადამიანის ტვინში არსებული რესურსების გამოყენების უნიკალური მიდგომით გამორჩევა, რათა უმართავი დოფამინის დესტრუქციულ სტურქტურებს დაუპირისპირდეს.
მოტივაციის გამაძლიერებელი თერაპია: სურვილის დოფამინი - სურვილის დოფამინის წინააღმდეგ
ნარკომანებს ნარკოტიკები სწყურიათ. ისინი ნარკოტიკებს მაშინაც იყენებენ, როდესაც მათი გამოყენება ცხოვრებას ანადგურებს და ამავდროულად უმეტესობამ იცის, რომ საკუთარ თავს უდიდეს ზიანს აყენებს. ანუ ვერ ვიტყვით, რომ ქიმიკატების მიერ მთლიანად დაბრმავებულები არიან. მათ შეიძლება ამბლივალენტური ადამიანები ეწოდოთ: უმეტეს ნაწილს ნარკოტიკების გარდა არაფერი სურს, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო სუსტი სურვილებიც. ეს სურვილები შესაძლებელია რომ გაძლიერდეს. სურვილი შეიძლება უკავშირდებოდეს უკეთეს პარტნიორად გახდომას, ჯანსაღი წესით ცხოვრებას და სხვა მრავალს. ნარკომანმა შეიძლება დაინახოს, რომ მალე მისი საბანკო ანგარიში გაქრება და შესაძლოა უსახლკაროდ დარჩეს. შესაძლოა მას სიმშვიდე და ფინანსური უსაფრთხოება უნდოდეს ან უკან დაიბუნოს ის დრო, როდესაც ჯანმრთელი და ნარკოდამოკიდებულებისგან თავისუფალი იყო. არც ერთ ამ სურვილს არ შეუძლია დოფამინის გამოყოფის პროვოცირება ისეთ ხარისხში, როგორც ამას ნარკოტიკები აკეთებს, მაგრამ სურვილი არა მხოლოდ მოქმედების მოტივაციას გვაძლევს, არამედ პრობლემის გასამკლავებლად მოთმინებასაც გვანიჭებს. მოტივაციის გამაძლიერებელ თერაპიაში (MET), პაციენტები უნდა გაუმკლავდნენ წყენას, იმედგაცრუბას, დეპრესიას და მსგავს შეგრძნებებს, რადგან მათ უხსნიან, რომ ეს განწყობები რაღაც უკეთესისთვის ახდენს კომპენსაციას. თერაპიის მიზანი ცხოვრების სურვილის უკეთეს მნიშვნელბაში გადატანაა.
თერაპევტები ქმნიან მოტივაციას, როდესაც პაციენტებს ჯანსაღი სურვილის დაფიქსირებით წახალისებას ახდენენ: "ჩვენ არ გვჯერა იმის, რაც გვესმის. ჩვენ გვჯერა მხოლოდ იმის, რასაც თავად ვამბობთ".
მოტივაციის გამაძლიერებელი თერაპია ცოტათი მანიპულატორულია. როცა პაციენტი აკეთებს განცხადებას, რომელიც თერაპევტს მოსწონს, თერაპევტი მუწოდებს მას მეტი საუბრისაკენ. დააკვირდით ასეთი დიალოგის მარტივ მაგალითს:
პაციენტი: ალკოჰოლის დალევის შემდეგ ზოგჯერ სამსახურში დროულად მისვლა მიჭირს.
თერაპევტი: მეტი მითხარით ამის შესახებ.
მეორეს მხრივ, პაციენტი თავის მართლებას იწყებს: ბევრს ვმუშაობ. დასვენება და განტვირთვა მჭირდება.
ასეთ დროს თერაპევტს თემა მოხერხებულად გადააქვს, რადგან პაციენტის თავის მართლება უფრო მეტ ანტიცვლილებას გამოიწვევს. ამიტომ, საჭიროა რომ პაციენტმა დიალოგში რაც შეიძლება მეტი საპირისპირო მოსაზრება დააფიქსიროს, რომელშიც დამოკიდებულის საზიანო ფაქტორი გამოჩნდება. პაციენტი ვერ ამჩნევს რა ხდება, ამიტომ, შეგნებული თავდაცვის ფარი მოხსნილია და ისინი საათებს ატარებენ ცვლილებების მომხრე განცხადებების გაკეთებაში.
კოგნიტური ქცევითი თერაპია: კონტროლის დოფამინი - სურვილის დოფამინის წინააღმდეგ
ჯობია იყო ჭკვიანი, ვიდრე ძლიერი. იმის მაგივრად, რომ დამოკიდებულების წინააღმდეგ თავდასხმას ნებისყოფის საშუალებით ცდილობდეთ, კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT) დამოკიდებულების სიმძლავრის დასამარცხებლად კონტროლის დოფამინის დაგეგმვის უნარს იყენებს. კოგნიტური ქცევითი თერაპიის თერაპევტები პაციენტებს ასწავლიან, რომ ნარკოტიკებისადმი ლტოლვის გაძლიერებას ასოციაციები იწვევს: გაიხსენეთ წინა თავში ნახსენები სარეცხის გამათეთრებელის შემთხვევა. იგივე ხდება ალკოჰოლთან და სხვა პრეპარატებთან დაკავშირებითაც. ადამიანები, ნივთები და ადგილები გვახსენებენ საგნებს, რომლებზეც დამოკიდებულნი ვართ. სურვილის დოფამინი აქტიურდება და მეტი ინტენსივობით აიძულებს ნარკომანს ნარკოტიკის მოხმარებისკენ; თუ ამას არ იზამს, სურვილის დოფამინი ადამიანს ემუქრება, რომ მთლიანად გაითიშება და პიროვნება აღარასდროს იგრძნობს დაკმაოფილებას.
კოგნიტურ ქცევით თერაპიაში ალკოჰოლიკები სიგნალის გამოწვევის წინააღმდეგ სხვადასხვა ხერხებს სწავლობენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ ღონისძიებაზე წასასვლელად ფხიზელი მეგობარი დაპატიჟონ და არა ის, რომელიც უეჭველად კაიფში იქნება. ღონისძიება უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც ალკოჰოლი არ იყიდება. თერაპევტები მუშაობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ასოციაცია აღმოფხვრან. ასეთი შეიძლება იყოს კოქტეილის ჭიქა, მარტინის ზეთისხილი, საწრუპი და მრავალი სხვა. აქედან ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ძლიერი ლტოლვის აგენტი, რომელიც ბოლოს მოუღებს სიფხიზლის პერიოდს, რომლისთვისაც პაციენტმა შეუპოვრად იბრძოლა.
დამოკიდებულება იმაზე უარესია, ვიდრე გგონიათ
დამოკიდებულების მკურნალობა რთულია; თანაც ბევრად უფრო რთული, ვიდრე უამრავი სხვა ფსიქიატრიული დაავადება. დეპრესიის შემთხვევაში ადამიანს სურვილი მანც აქვს რომ გამოჯანმრთელდეს - ამაში ეჭვი არ არის. მაგრამ, თუ ადამიანი ნარკოდამოკიდებულია, იგი არც ისე დარწმუნებულია, უნდა თუ არა გამოჯანმრთელება. მას შეუძლია გაიზიაროს წმინდა ავგუსტინეს მიერ გამოხატული შეგრძნება, როდესაც რომანი ჰქონდა ახალგაზრდა გოგოსთან: "უფალო, მომანიჭე სიწმინდე, ოღონდ ჯერ არა".
იმ ფაქტის გამო, რომ დამოკიდებულებასთან მუშაობა რთულია, ექიმები და პაციენტები ხშირად აძლევენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს "მტერის" სახელწოდებას. ის არის მტერი, რომელსაც პატივს ვცემთ, რადგან იგი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ ძალზედ ჭკვიანიც.
ასოციაციების ბუნება ძალიან საფრთხილოა. ადამიანმა მისი მნიშვნელბა შეიძლება იქამდე ვერ ამოცინოს, სანამ უშუალოდ არ დაექვემდებარება ცდუნებას.
მაგრამ, ასოციაციების მოშორება საკმარისი არ არის. მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ჩვენს "მტერს" მოულოდნელი და გარკვეულწილად საშიში ტექნიკა აქვს საკუთარ განკარგულებაში. განვხილოთ ალკოჰოლიკი, რომელიც აშკარა მიზეზის გარეშე გადაწყვეტს შემოვლითი გზით წავიდეს სახლიდან სამსახურისკენ და გზად ლუდის ბარს ჩაუაროს. როცა მომდევნო დღეებში იგი თერაპევტთან ისაუბრებს, იტყვის რომ წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა... პაციენტი ვერ დააკავშირებს ერთი შეხედვით უდანაშაულო გადაწყვეტილებას რუტინის შეცვლასთან.
მაგრამ, ასეთი რეციდივი შემთხვევითი არ არის. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ არმოაჩინეს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება დნმ-ს მუშაობის გარკვეული სეგმენტების ცვლილებას იწვევს, რომელიც შუბლის ნაწილში აუცილებელია კონტროლის დოფამინის სქემების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ამრიგად, მტერი არყევს გადაწყვეტილებების მიღების შედეგებს და ალკოჰოლიკს აიძულებს გამოსცადოს ახალი მარშრუტი, რომლითაც ლუდის ბარს შეათვალიერებს. მკვლევარებმა ვირთაგვების ტვინში დნმ-ს საშიში ცვლილებები აღმოაჩინეს, მაგრამ ბოლმდე დარწმუნებულები არ ვართ, იგივე ხდება თუ არა ადამიანის ტვინშიც. თუმცა, შედეგები გასაოცარი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლი დნმ-ს სტრუქტურებს იმგვარად ცვლის, რომ მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.
ალკოჰოლიკებს მაინც შეუძლიათ დამოკიდებულების დაძლევა, თუმცა კონტროლის დოფამინის სურვილის დოფამინთან დაპირისპირება არც თუ ისე მარტივი საქმეა. ალკოჰოლი არა მხოლოდ მუდმივ სუვილს ქმნის, არამედ ძირს უთხრის მომავალზე ფოკუსირებას, რომელიც საჭიროა ხანგრძლივი სიფხიზლისათვის. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ვიცით ამ იარაღის არსებობის შესახებ. თუ შევძლებთ დნმ-ს ცვლილების გზა ვიპოვოთ, მაშინ მის ნეიტრალიზებასაც შევძლებთ.
თორმეტსაფეხურიანი ფასილიტაციური თერაპია: აქ და ახლა - სურვილის დოფამინის წინააღმდეგ
ანონიმური ალკოჰოლიკების კამპანია (AA) ყველაზე წარმატებული თვითდახმარების ორგანიზაციაა მსოფლიოში, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ესეც არაა საშველი. იგი მოითხოვს ალკოჰოლიკის სტატუსს, რომელიც ბევრ ადამიანს არ მოსწონს. ასევე, მსგავსი შეკრებები დაფუძნებულია საკუთარ თავში განსაკუთრებული ძალის რწმენაზე, რომელიც ზოგს არ გააჩნია. პლიუს, იგი მოითხოვს პირადი ისტორიის სხვებთან გულახდილად გაზიარებას, რაც უამრავ ადამიანს დისკომფორტს უქმნის.
დამოკიდებულებასთან ბრძოლა გრძლევნადიანი კონფლიქტია, რომელიც ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. ამის გათვალისწინებით, ანონიმურ ალკოჰოლიკებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ნარკომანიის სხვა საკმკურნალო პროგრამებს შორის. ანონიმურ ალკოჰოლიკებში არ არსებობს შეზღუდვა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეუძლია მასში ადამიანს მონაწილეობის მიღება. ანონიმური ალკოჰოლიკების ორგანიზანია უფასო და ხელმისაწვდომია მთელს მსოფლიოში, რომლებიც შეკრებებს დღისითაც და ღამითაც მართავენ.
ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრება უფრო საძმოს წააგავს, ვიდრე მკურნალობის თერაპიას. ადამიანი უმჯობესდება კლუბის სხვა წევრებთან ურთიერთობით და სიფხიზლისათვის მეტი სტიმული ეძლევა. ჩვენი ტვინის სოციალური ნაწილი სხვა ადამიანებთან კავშირებს აქ და ახლას ნეირომედიატორების გამოყენებით ქმნის. სამყაროში მცირედი რაოდენობით თუ არის ისეთი ძლევამოსილი რამ, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები. ინტერნეტ ანალიტიკური კომპანიის, Alexa-ს მიხედვით, Facebook-ი მეორე ყველაზე პოპულარული საიტია ინტერნეტში. Google არის ნომერ პირველი, ხოლო ყველაზე პოპულარული პორნოგრაფიული საიტი, Pornhub-ი სამოცდამეშვიდე ადგილზეა, რომელიც კაცობრიობის რწმენას გვიტოვებს, რათა გაუმკლავდეს სურვილის დოფამინის ნაკლებად ჯანსაღ ნაწილებს.
ანონიმური ალკოჰოლიკების წევრები თავისუფლად ცვლიან ერთმანეთში ტელეფონის ნომრებს, რათა ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანებს მხარდაჭერისა და წარმატების მოწოდება ჰქონდეთ. თუ ალკოჰოლიკს ფეხი დაუცდება და დათვრება, მას არავინ განსჯის და გააკრიტიკებს, მაგრამ მას შეგძნება გაუჩნდება, რომ თანამოძმეებს უღალატა. აქ და ახლას დანაშაულის შეგრძნება ძლიერი მოტივატორია. ემოციური მხარდაჭერისა და დანაშაულის საფრთხის კომბინაცია ბევრ ნარკომანს ეხმარება ხანგრძლივი სიფხიზლის შენარჩუნებაში.
აქტივობის ჩახშობის უფრო დრამატული მაგალითი არის დაკვირვება, როდესაც დაფეხმძიმების შემდეგ მწეველ ქალთა სიგარეტისგან თავის დანებების მაჩვენებელი მაღლა იწევს. ნაყოფისადმი განვითარებადი თანაგრძნობის დონე იმდენად მაღალია, რომ მწეველი ქალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ ფინიშის ხაზამდე ხტება. ეს არის აქ და ახლას დაუყოვნებელი ბალანსი სწაფი კორექტირებისათვის.
დოფამინის სისტემა, მომავალთან დაკავშირებული რესურსების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით განვითარდა. სურვილისა და მოტივაციის გარდა, ჩვენ ასევე ვფლობთ უფრო დახვეწილ წრედებს, რომელიც გრძლევნადიანი აზროვნების უნარს გვაძლევს, რომელშიც გეგმების შედგენა და აბსტრაქტული ცნებების გამოყენება შედის, როგორიცაა მათემატიკა, ლოგიკა და სხვა. გრძელვადიან მომავალზე ფოკუსირება ასევე გვანიჭებს გამძლეობას, რომელიც გამოწვევების დასაძლევად და მიზნების მისაღწევად გვჭირდება. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, მოვაგვაროთ სურვილის წრედის ჰედონისტური ლტოლვები და ჩავახშოთ დაუყოვნებელი დაკმაყოფილება უკეთესის მისაღწევად. კონტროლის წრე თრგუნავს აქ და ახლა ემოციას, რაც საშუალებას გვაძლევს ცივი და რაციონალური გზით ფიქრისათვის; ასეთი მიდგომა ხშირად არის საჭირო, როდესაც რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ.
კონტროლის წრე შეიძლება საკმაოდ მზაკვარიც იყოს. იგი ზოგჯერ წინ უსწრებს მოვლენებს და დომინირებს სიტუაციაზე, თავდაჯერებულობის ძალის მეშვეობით. სხვა შემთხვევებში ის იწვევს დამორჩილებულ ქცევას, რომელიც გვაკავშირებს სხვა ადამიანებთან, ამრავლებს უნარს და გავლენებს, რათა მიზანი მიღწეულ იქნეს.
დოფამინი იძლევა არა მხოლოდ სურვილს, არამედ ბატონობასაც (დომინაციას). იგი გვანიჭებს გარემოს და სხვა ადამიანების საკუთარ ნებაზე მოქცევის უნარს. მაგრამ დოფამინს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია შექმნას სრულიად ახალი სამყარო, - სამყარო, რომელიც შეიძლება იმდენად გასაოცარი იყოს, რომ ან გენიოსის მიერ იქნება შექმნილი, ან შეშლილის მიერ.