ვირუსის შემეცნება და განკურნება

Admin
აზრები
0
0

  ავტორი:ანა თოფურიძე -მახველებს, სურდო მაქვს და ფილტვების არეში ტკივილს ვგრძნობ. ვაიმე ...

corona

 

ავტორი:ანა თოფურიძე

-მახველებს, სურდო მაქვს და ფილტვების არეში ტკივილს ვგრძნობ. ვაიმე კორონავირუსი მაქვს? მოვკვდები? რა ვქნა?

  ტრაგედიას და ნეგატიურ ტენდენციებს არასოდეს განვიხილავ ცალკე აღებულ მოვლენად და არ გამოვხატავ მათზე ნეგატიურ რეაქციას. ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან, ყველაფერი ერთი მთლიანი სისტემის ნაწილია, წარსული მოქმედებები აწმყოს ქმნის და აწმყო მოქმედებები კი წარსულის აწმყოზე ზემოქმედებას ცვლის. ეს არაა ხატოვანი გამონათქვამი, ამას ასწავლის ყველა სულიერი სწავლება და იკვლევს ბევრი მეცნიერება. მხოლოდ ადამიანების უმეტესობას ეს ჯერ არ აქვს გაცნობიერებული..

   ახლა მინდა რომ განვთავისუფლდეთ 2020 წელში ცხოვრების და „კორონავირუსის“ რეალობის ჩარჩოში ყოფნისგან და ვეცადოთ სრულად დავინახოთ სურათი. რა არის ზოგადად ვირუსი? ვირუსზე ვიკიპედია გვეუბნება: „20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი გააჩნიათ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს უჯრედოვანი აგებულება. ვირუსების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მათ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ სხვა, ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედის გარეშე ვირუსებს არსებობა არ შეუძლიათ. როდესაც ვირუსები ჩასახლდებიან ცხოველების, მცენარეების და ბაქტერიების უჯრედებში, იწვევენ ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ ისინი განიხილებიან როგორც უჯრედის პარაზიტები.“.

  მე პირადად ამის წაკითხვისას მახსენდება აგენტი სმიტის შეუდარებელი დიალოგი მორფიუსთან: „ჩემი დაკვირვებებისას გავაცნობიერე რომ ადამიანები ძუძუმწოვრებს არ განეკუთვნებით. ყოველი ძუძუმწოვარი ჰარმონიულად ურთიერთობს გარესამყაროსთან და ბუნებასთან, ხოლო ადამიანები ამას ვერ ახერხებთ. თქვენ ვრცელდებით სივრციდან სივრცეებში, გინდათ დაიპყროთ მთელი ბუნების რესურსი და ერთადერთი თქვენი გადარჩენის გზა სხვა ორგანიზმის განადგურებაა. ეს იცი რა კატეგორიას ახასიათებს მორფიუს? ვირუსს, ადამიანთა რასა არის ავადმყოფობა და კიბო ამ პლანეტისთვის..“.

smith and morpheus

  ფილმის პერსონაჟის მიერ გახმოვანებული ეს შეფასება, ფაქტების აღწერაა და არა რაიმე თეორია. მოდით ვაღიაროთ რომ პირველ რიგში ჩვენ თავად ვართ დიდი ზომის მოსიარულე გამანადგურებელი ვირუსები, რამდენი რამე გაგვინდგურებია? გავანდგურეთ ბუნების ძალიან დიდი ნაწილი და მუდამ ვჭამთ უამარავ ცოცხალ არსებას. თუ დაფიქრებულხართ ცხოველები ყველაფერს არ ჭამენ, ბუნების კანონზომიერებითაა დაწესებული რა შეჭამოს ლომმა, რა ჩიტმა და რა თახვმა. ყველა ცხოველს თავის ერთი სხვა სახეობის საკვები აქვს, მხოლოდ ადამიანები ვართ ვინც ყველაფერს ვჭამთ. დიახ ჩვენ ვჭამთ ოთხფეხა, ორფეხა, უფეხო, ფრთიან უფრთო ყველა ცხოველს და ფრინველს რაც მიწაზე დადის, ცაში დაფრინავს და წყალქვეშ დაცურავს. ვჭამთ ქვეწარმავლებს, ბაყაყებს და გველებს, ვჭამთ რვაფეხას, ძროხას, ღორს, ცხვარს და ა.შ.. წარმოიდგინეთ ცხოველებს რომ თავის საკომუნიკაციო სოციალური ქსელი ქონდეთ, რამხელა საშიშროებაა ადამიანი? არსება რომელიც ყველაფერს ჭამს და კლავს და იმდენად შეპყრობილია თავის ამობიციებით, რომ ვერც ხვდება, გარშემო ყველაფრის განადგურება, თავად მასვე როგორ ანადგურებს. თუ ჩავუღრმავდებით ყველა ცოცხალი არსების ურთიერთკავშირს, მიზეზ შედეგობრივ კავშირებს, ქმედების უკუქმედებას და ადამიანის დიდ უნარს იმოქმედოს გარემოზე, მაშინ კანონზომიერებამდეც მივალთ, დიახ კანონზომიერია ვირუსის გამოწვევაც კოლექტიური ცნობიერების დონეზე და ისიც რომ ადამიანებს დაგვიბრუნდა. 

  მაშ რა არის ადამიანი მართლა ვირუსია და განწირული დაღუპოს გარემოც და საკუთარი თავიც? ამ კითხვაზე სრულყოფილ პასუხს ალბათ ვერ დავწერ, მაგრამ ერთს ნამდვილად ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ის გამანადგურებელი დაუნდობელი ვირუსია, ის ასევე თავის თავში მოიცავს სხვა პოტენციალსაც. ადამიანს შეუძლია იყოს ბუნებასთან ჰარმონიაში, ადამიანებს უდიდესი პოტენციალი გვაქვს, თუ სწორად მივმართავთ ჩვენს ენერგიას, დღევანდელი დედამიწის მდგომარეობის შეცვლა ახლაც (!) შეგვიძლია. ადამიანს შეუძლია გაზარდოს მცენარეები, განკურნოს ცხოველები, შეუძლია განიკურნოს თავად ავადმყოფობებისგან და სხვებიც განკურნოს. გსმენიათ „ჰოოპონონოზე?“ კაცზე რომელმაც ფსიქიატრიული კლინიკის ყველა პაციენტი განკურნა? და ლუიზა ჰეიზე? ქალბატონზე რომელმაც კიბო განიკურნა და თავის სწავლებებით უამრავ ადამიანს დაეხმარა. ჯო დისპენზაზე? კაცზე რომელსაც ექიმები ინვალიდობას უწინასწარმეტყველებდნენ და მან თავადვე, თავის აზროვნების გადალაგებით შეძლო ფეხზე გავლა და ახლა ადამიანებს ასწავლის როგორ შექმნან თავის ცხოვრება.. იცნობთ სერგეი ლაზარევის წიგნებს კარმულ დიაგნოსტიკაზე? მის კვლევებს ადამიანის გონებრივი და ემოციური მდგაომრეობები როგორ ქმნიან ავადმყოფობებს და ბედს. ასეთი კიდევ ბევრი ადამიანი არსებობს, აღარ შევეხები წმინდანად წოდებულ სასულიერო პირებს და მათ სასწაულებს. მამა გაბრიელის ზეთს სასწაულები არ მოუხდენია თქვენი ოჯახის რომელიმე წევრზე?

  საბედნიეროდ კაცობრიობის ისტორიაში არსებობდნენ და არსებობენ ადამიანები ვინც ამაღლდნენ თავის ვირუსულ ბუნებაზე და შეიმეცნეს თავი თავი და სამყარო იმ დონემდე, რომ გასხივოსნებას მიაღწიეს, იპოვეს იმდენი შინაგანი სიყვარული და ბედნიერება, რომ განთავისუფლდნენ გარემოს განადგურების ტენდენციებისგან. და ჩემი აღქმით ესაა ადამიანის ცხოვრების აზრიც. მას შეუძლია დაინახოს თავის თავი, დაინახო მავლენებელი ტენდენციები თავის ცნობიერებაში და გარდაისახოს უკეთესობისკენ, შეიცვალოს თავად და შეცვალოს მის გარშემო ცხოვრებაც. და თქვენ რომელ მდგომარეობაში ხართ? ყოველდღიურად ვირუსივით იქცევით?მუდამ სხვისი ყურადღება და ენერგია გჭირდებათ? კლავთ და ჭამთ ცხოველებს? ან იქნებ ვირუსული აზრების გამავრცელებელი ხართ და ემოციებით კვებავთ ნეგატიურ პარაზიტულ ტენდენციებს? გგონიათ ვირუსული აზროვნება ნაკლებად საზიანოა ვიდრე ეს „კორონავირუსი“? თუ ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი არსება ხართ რომელიც თავის გარშემო დადებით ენერგიას გასცემს და ყველაფერს კურნავს და ჰარმონიისკენ გარდაქმნის? ჩვენი ყოველდღიური ფიქრები და მოქმედებები ქმნის სწორედ კაცობრიობის მდგომარეობას და თითეული ჩვენგანისგან იწყება კაცობრიობის ცხოვრება.

  ერთი კვირაა პროგრამირების სწავლა დავიწყე და უამრავ პარალელს ვხედავ ჩვენი გონების რეალობასთან ურთიერთობასთან. ვწერ კოდს და იქმნება კონრეტული ნახატი, ვწერ სხვა კოდსაც და ემატება სხვა გამოსახულება რომელიც მას უკავშირდეება.

program virus

ყველა კოდი < html >> და </ html>> შორის  იწერება და ერთ მიზანს ემსახურება. მათ აქვთ ურთიერთკავშირები და თუ ერთს არასწორად დაწერ, თუნდაც „>“ ან „;“ გამოგრჩეს, იმ შედეგს ვერ მიიღებ რაც გინდა. ჩვენი გონება კი ფიქრებით წერს კოდებს, მაგრამ როგორი პროგრამისტები ვართ? რა შედეგიც გვინდა მის მისაღებ კოდებს ვგზავნით კოსმოსში ფიქრების სახით თუ არასწორ კოდებს და შემდეგ უკმაყოფილოები ვბრაზდებით პროგრამაზე? ერთხელ ტექსტის ფერს წითელი მივუთითე და მწვანედ მიჩვენა. მეგობარ პროგრამისტს ვკითხე რა შეცდომა დავუშვი, რომ ვუყურებ შეცდომა არ მაქვსთქო და ძალიან კარგი პასუხი გამცა. „პირველ რიგში კითხვის სწორად დასმა უნდა ისწავლო..“ ჩვენ სწორ კითხვებს ვსვამთ როცა იმ შედეგს არ ვიღებთ რაც გვინდა ხოლმე? თუ უცოდინარი ადამიანივით უსამართლობას მივაწერთ რამეს? ჯანმრთელობა რომ გვინდა, ჯანმრთელი აზროვენბა და ცხოვრების წესი გვაქვს? წარმატება რომ გვინდა, წარმატებისკენ მიმავალ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ ყოველ დღე? კითხვის დასმა ზოგჯერ სრულად ცვლის საერთო სურათს...

კითხვები რომელიც ახლა უმეტესობას მოსდის გონებაში:
„..მეც საფრთხე მემუქრება ამ ვირუსის გამო“?
„.. როდის გადაივლის ეპიდემია“?
„.. რა მომავალი მექნება თუ ვირუსის განკურნება ვერ მოახერხეს“?

შევცვალოთ სხვა კითხვებით:

„..რა მდგომარეობაშია ჩემი ორგანიზმი, ჯანმრთელია და შეძლებს ვირუსის მსუბუქად გადატანას? რას ვჭამდი, როგორ ვცხოვრობდი და როგორი ჯანმრთელობის მზაობა მაქვს ამ ვირუსის მიმართ? როგორ შევიქმენი ეს მდგომარეობა და როგორ შეიძლება ის გავაუმჯობესო?“

„..მე თავად ვირუსი ვარ თუ წამალი კაცობრიობისთვის? რას ვაკეთებ ყოველ დღე? ვაზიანებ გარემოს, ნეგატივს ვავრცელებ, ვწამლავ ენერგეტიკულად და ქმედებებით გარემოს თუ პირიქით, ვაბალანსებ და ჰარმონიისკენ მომყავს ოჯახის წევრების და მეგობრების ცხოვრება და სულიერი მდგომარეობა ჩემთან ურთიერთობით?ვირუსის თვისებებს თუ მეტად ვავლენ მაშინ როგორ შემიძლია შევიცნო ჩემი თავი და გარდავიქმნა თავად წამლად?ან როგორ დავაბალანსო ორივე მიმართულება ჩემს თავში, თუ ვირუსიც თავად ვარ და წამალიც?“

„..ეს ვირუსი მეტად საშიშია თუ დაბალი იმუნიტეტი და არაჯანსაღი ტენდენციები რაც ჩემშია? ჯანმრთელი რომ ვიყო, მენტალურად, ემოციურად და ფიზიკურად ეს ვირუსი მომერევა? შემიძლია შევცვალო ჩემი ჩვევები და ცოდნა ჯანმრთელობაზე ისე რომ ვირუსი ვეღარ მომერიოს? ვერც ეს და ვერც სხვა?რისი გაკეთება შემიძლია ახლა ჩემი ჯანმრთელობისთვის?“

„..თუ ამდენმა ადამიანმა შეძლო კიბოსგან თუ ფიზიკური ტრამვისგან განიკურნა, მე არ შემიძლია? რა უნდა შევისწავლო და რა პრაქტიკა დავიწყო ამისთვის? ჩემს ხელშია ჩემი ჯანმრთელობა თუ ნებისმიერ ვირუსს შეუძლია შემოიჭრას ჩემს ორგანიზმში და დამაზიანოს?“

„..ყველაფერი კარგად იყო ჩემს ცხოვრებაში „კორონავირუსის“ გავრცელებამდე? ჩემი პირადი ცხოვრება, საქმიანობა, ურთიერთობები, ნაპოვნი მაქვს ჩემი თავი სამყაროში? რა ძალა აქვს ვირუსს ჩემს ცხოვრებაზე? ისეთი ძლიერია რომ, მენტალურ, სულიერ და ფიზიკურ შრეებზე შეუძლია დამაზიანოს? თუ საკმარისად ძლიერი არ ვიყავი სულიერად არც მანამდე? მეშინია ავადმყოფობის?“

 

მე ამ სტატიაში ვერ შემოგთავაზებთ კონრეტულ ფორმულას, შელოცვას ან მარტივ ქმედებას რითაც „კორონავირუსისგან“ თავს დააღწევთ, მაგრამ მინდა ბიძგი მოგცეთ, რომ მოძებნოთ და დაინახოთ უფრო დიდი სურათი თქვენივე შინაგან სამყაროზე და მსოფლიოზე და თავადვე იპოვოთ გზები, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და ცხოვრება მეტად ჰარმონიულად გააგრძელოთ...

მსგავსი სტატიები

რიცხვების ძალაუფლება


 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვები...

სვფ-ს სიმეტრიის ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია ბუნებაში ყველაფერი სიმეტრიისკენ და ჰარმონიი...

ტრანსერფინგი - კვანტურ-მექანიკური ანალოგია


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. წინამდებარ...

როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება...

გამთლიანება


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ და დღ...

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

მოძალადე სუსტი სქესი


ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff