რიცხვების ძალაუფლება

Admin
აზრები
0
0

 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვებიან. სიმრგვალე სიყვარულზე, სწორ...

მთარგმნელი: დავით თავბერიძე

 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვებიან. სიმრგვალე სიყვარულზე, სწორი ხაზი კი ერთგულებაზე მიუთითებს. ხაზების გადაკვეთა გამოცდაა.
სათითაოდ განვიხლოთ:

0: სიცარიელე, თავდაპირველი ჩაკეტილი კვერცხი.

1: მინერალების სტადია. მხოლოდ ხაზი. უძრაობაა. დასაბამი. ყოფნა, მხოლოდ და მხოლოდ ყოფნა, აქ და ამჟამად, დაფიქრების გარეშე. ეს შემეცნების სტადია გახლავთ. აქ რაღაც არის, რაც არ ფიქრობს.

2: მცენარეული სტადია. ქვედა ნაწილში ხაზია, მაშასადამე, მცენარე მიწას ეჭიდება. გადაადგილება, განძრევა არ შეუძლია, მცენარე ნიადაგზეა მიჯაჭვული, მაგრამ ზემოთა ნაწილი მრუდია. მცენარეს უყვარს ცა და სინათლე, ამიტომაც არის ლამაზი ყვავილის ზედა ნაწილი.

ricxvebi

3: ცხოველური სტადია. ხაზი გაქრა. ცხოველი ნიადაგზე მიჯაჭვული აღარ არის. გადაადგილება ძალუძს. ორი რგოლია, ზემოთაც სიყვარულია და ქვემოთაც. ცხოველი თავისი გრძნობების ტყვეა. უყვარს, ან არ უყვარს. ეგოიზმი მისი მთავარი თვისებაა. ცხოველი მტაცებელი და მსხვერპლია. მუდმივ შიშში ცხოვრობს. თავის პირდაპირ ინტერესებს თუარ დაიცავს, დაიღუპება.

4: ადამიანური სტადია. აღემატება მინერალის, მცენარის, ცხოველის სტადიებს. ის გზასაყარია. 4-იანი ხაზების გადაკვეთით მიღებული პირველი ციფრია. თუ 4-იანი შეცვლას მოახერხებს, უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს. გრძნობების მონობის სტადიას თავი უკვე დააღწია, თავისუფალი არჩევანი აქვს. ან განახორციელებს იმას, რაც ბედისწერამ არგუნა, ან ვერა. მაგრამ არჩევნის თავისუფლება იმავდროულად საშუალებას აძლევს არც კი სცადოს თავისუფლების მოპოვება და გრძნობების ტყვეობიდან გათავისუფლება. 4-იანი ცხოველურ სტადიაზე დარჩენის ან უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობაა. კაცობრიობა დღეს ამ გამოწვევის წინაშეა.

5: სულიერების სტადია. 2-იანის საპირისპიროა. ზემოთა ნაწილში ხაზია, ცასთან დაკავშირებული. ქვემოთ წრეა. უყვარს მიწა და მისი ბინადრები. მიწისგან გათავისუფლება მოახერხა, მაგრამ ცისგან თავის დახსნა უჭირს. 4-ისთვის განკუთვნილი გზაჯვარედინი გაიარა, თუმცა ჰაერში ლივლივებს.

6: წრეა ხაზის და კუთხის გარეშე. მთლიანად სიყვარულია. თითქმის სპირალის ფორმის, მზადაა, უსასრულობას ეზიაროს. გათავისუფლდა მიწისგანაც და ცისგანაც, ზემდგომი და ქვემდგომი ბლოკებისგან. ვიბრაციული არხია. ერთადერთი ნაბიჯი დარჩა: შემოქმედის სტადიაზე გადავიდეს.
6 იმავდროულად მზარდი ჩანასახის ფორმაა.

7: გარდამავალი რიცხვია. შებრუნებული 4-იანი. აქაც გზასაყარია. ციკლი დასრულდა, მატერიალური სამყაროს ციკლი; შემდგომ ციკლზე გადასვლაა საჭირო.

8: უსასრულობაა. რვიანის მოხაზვას რომ შეუდგები შეიძლება ვეღარ გაჩერდე.

9: მზარდი ჩანასახია. 9 შებრუნებული 6-იანია. ჩანასახი მზადაა რეალობას შეეგუოს. მისგან იშვება...

10: ესეც თავდაპირველი კვერცხის ნულია, მაგრამ სხვა, უფრო დიდი განზომილების. ეს მეტი განზომილების ნული რიცხვების ახალი ციკლის დასაბამია, მაგრამ უფრო მეტის მასშტაბის რიცხვების. და ასე შემდეგ...

ყოველთვის, როდესაც რიცხვს მოვხაზავთ, მის სიბრძესაც გადმოვცემთ.

ედმონდ უელსი

 

მსგავსი სტატიები

თეზა #8


"ნუ იქნები ყველას მამიდა!" აიღე პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკ...

ხარ თუ არა ღმერთი?


ავტორი: მამუკა გურული მეგობრებო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ...

მოძალადე სუსტი სქესი


ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მე...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

რა არის ყველაზე მთავარი სულიერი განვითარებისთვის?


ავტორი: მამუკა გურული ამ მცირე სტატიაში ვეცდები ვუპასუხო კითხვას...

ღმერთების დაღუპვა


"რაგნაროკი არ არის ერთხელ მომხდარი ამბავი. და არც სამომავლო მოვლენა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 455 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff