თავი 5
ლექცია ხარკოვში
ყველა ლექციას თავისი ხიბლი აქვს. პეტერბურგში და მოსკოვში მაყურებელი მომზადებულია. აქ აზრის ფრენაა საჭირო, ახალი ინფორმაცია. სხვა ქალაქებში ხშირად გადაეყრები მოუმზადებელ ადამიანებს. მომეცით ჯანმრთელობა! – აი მათი მთავარი დევიზი. “ხალაფი” ებრაულიდან თარგმანში “რძეს” ნიშნავს. რძეს ბავშვი უფასოდ ღებულობს დედისგან, მაგრამ ენერგია და ზრუნვა, რომელიც მისგან მიიღო, ბავშმა შემდეგ უნდა დააბრუნოს მშობლებისადმი პატივისცემით და ზრუნვით. ეს ბუნების მარადიული კანონია, დიალექტიკის კანონი, თუ გნებავთ ასე დაარქვით.
სამყარო ფართოვდება და იკუმშება, პულსაციას განიცდის და ამ ორი ორთიერთწინააღმდეგობის მონაცვლეობა ბადებს მოძრაობას და განვითარებას. არსებობს პოტენციალთა სხვაობა? – მოძრაობა იქნება. დაბალი ენერგეტიკის დროს ადამიანი ისწრაფვის თავიდან ერთი პოტენციალისკენ, შემდეგ კი მეორესკენ. იქმნება პოტენციალების სხვაობა დროში. მაღალ დონეზე ორი პოტენციალის განვითარებაერთმანეთის გვერდით ხდება. ის, ვინც ცდილობს რომ სამყარო სიკეთედ და ბოროტებად დაყოს, ერთი პოტენციალით ცხოვრობს. თუ ადამიანს უნდა რომ მისი გული მხოლოდ იკუმშებოდეს, ის მოკვდება, თუ მხოლოდ გაფართოებას ელოდება, ის ასევე მოკვდება. ადამიანმა რომ იცოცხლოს გულმა ორ ურთიერთსაპირისპირო რეჟიმში უნდა იმუშაოს – შეკუმშვა და გაფართოება. ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრი მიიღოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არანაკლების გაცემა შეუძლია. როცა ჯერ კიდევ ბავშვობაში მიკეთებდნენ სიკეთეს და გადახდა არ შემეძლო, ჩემ თავს ვეუბნებოდი: კარგი მახსოვრობა უნდა მქონდეს სიკეთეზე, ოდესმე ვეცდები უფრო მეტი გავცე, ვიდრე მივიღე.
სიტყვა “ხალაფიდან” მოდის რუსული სიტყვა халява ("ხალიავა"), რაც ნიშნავს მიღების სურვილს დაბრუნების გარეშე, მაღალ ხელფასს მუშაობის გარეშე, ჯანმრთელობის მიღებას შინაგანი ცვლილებების და საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე. ჯანმრთელობა ისევე უნდა გამოვიმუშავოთ როგორც ფული. საკუთარი ემოციების აღზრდა – მძიმე შრომაა, მაგრამ ხელფასს მაშინვე არ ვიღებთ.
ყალთაბანდმა უნდა დაარწმუნოს ადამიანი რომ კაპიკების ფასად შეუძლია მიიღოს ის, რაც გაცილებით ძვირი ღირს, ხანდახან კი დარწმუნებაც არაა საჭირო – ასეთი ადამიანი ბევრია. ისინი თავად ეძებენ ყალთაბანდებს. და აი უკვე მკურნალების, ჯადოქრების და ექსტრასენსების მთელი არმია ნებისმიერ სიკეთეს გვპირდება: ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სურვილების ასრულებას. არ გინდა შეცვლა, არ გინდა სულზე ზრუნვა, მოდი ჩემთან და ყველაფერს მიიღებ. სხვები უფრო გამომგონებლურად მოქმედებენ. იღებენ დიდ ფულს, არწმუნებენ რა, რომ ჯანმრთელს და ბედნიერს გახდიან ადამიანს. ვერ გახდიან!
ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ბედი – ეს ჩვენი მსოფლმხედველობაა, ჩვენი ხასიათია. არასწორი მსოფლმხედველობა ეს უკვე ავადმყოფობაა. მახსენდება გუშინდელი ლექცია ხარკოვში. მეორე რიგიდან მამაკაცი დგება.
- ჩემს შვილს კიბო აქვს, - ამბობს ის, - სიტუაცია კრიტიკულია. შეგიძლიათ დამეხმაროთ? შეგიძლიათ ჩემი შვილის დიაგნოსტირება?
მე მესმის ამ ადამიანის. როცა შვილი გიკვდება ეს დიდი ტანჯვაა, მაგრამ ამავდროულად ვხედავ რომ მისი სული სავსეა ადამიანების განკითხვით, მისი სული ეთაყვანება სულიერებას, პრინციპებს, იდეალებს. ეს ყველაფერი მისთვის სიყვარულზე მნიშვნელოვანია და ხელშეუხებელია. ჩემი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მომავალზე მიჯაჭვულობა უზარმაზარია. შეიძლება წაიკითხა ჩემი წიგნები, შეიძლება შეეცადა შეცვლილიყო, მაგრამ მე ახლა მის ქვეცნობიერს ვხედავ და იქ კი არავითარი ცვლილება არაა. ესე იგი ან არ დამიჯერა, ან დაეზარა, ან უბრალოდ არ წაუკითხავს წიგნები.ბავშვი მრავალჯერ აძლიერებს მშობლის ემოციებს. საინტერესოა, რომ ვუთხრა მამას რომ მისი შვილი ქვეცნობიერად ყველას კლავს, დამიჯერებს? განკითხვა და წყენა ხომ მკვლელობაა. ვხედავ რა მამის თვალებს ვხვდები: არ დამიჯერებს.
როცა მთხოვენ დიაგნოსტირება გავუკეთო ავადმყოფ ბავშვებს, ხშირად მხოლოდ მშობლებით შემოვიფარგლები ხოლმე. რა აზრი აქვს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას, როცა მშობლებს ქვეცნობიერად სძულთ საკუთარი თავი ან სხვები. როგორ დაეხმარებიან ბავშვს თუკი თავად არ შეიცვლებიან?
- თქვენ ვერ გადალახეთ ადამიანების განკითხვის თემა, ვეუბნები მამაკაცს. – თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ მატრამვირებელი სიტუაცია, არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სიყვარული იდეალების და იმედების ნგრევის მომენტში. შეძლებთ შეცვლას? – ბავშვსაც დაეხმარებით. ხედავ, რომ ამ ადამიანს ჩემი არ ესმის. თავის ადგილას ჯდება და მისგან გაურკვევლობის ფლუიდები მოდიან.
ჩვენი გრძნობები – ეს ველია, და ჩვენ ნებისმიერ მანძილზე შევიგრძნობთ ერთმანეთს. მინდა კიდევ რაღაც ვუთხრა ამ კაცს, მაგრამ თავს ვიკავებ. ეს სიტუაცია ხშირად გამივლია: უშედეგოა და ხშირად საზიანოცაა დაეხმარო იმას, ვისაც თავად არ უნდა რომ საკუთარ თავს დაეხმაროს. მას უბრალოდ სხვანაირად წარმოედგინა ჩემი დახმარება. რა უნდა მეთქვა? თქვენი შვილი ჯანმრთელია, წადით სახლში? არ გამოდის ასე.
არის ასეთი ცნება – ფსიქოლოგიური განწყობა (установка). ადამიანი სამყაროს ისეთს ხედავს, როგორსაც თავად მოელის რომ დაინახოს. და მაშინაც კი, თუ რეალობა განსხვავდება სასურველი სურათისგან, ადამიანი მაინც თავისი მოდელის ჩარჩოებში იქცევა. როცა ვთვლით, რომ სამყაროს მთელი რეალობით ვხედავთ, ძალიან ვცდებით. ყოველი ცოცხალი არსება გარესამყაროს ემოციონალურ მოდელს ქმნის. ეს შეიძლება ითქვას სამყაროს მისი სურათია. მის შენარჩუნებაზე და განვითარებაზე დიდძალი ენერგია იხარჯება, სინამდვილეში კი რეალობას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ფიქრებით და ემოციებით შექმნილ სამყაროში და ვრეაგირებთ გარესამყაროზე ჩვენი მოდელის ჩარჩოებში, შეუბრალებლად ვაგდებთ რა იმას, რაც მას არ შეესაბამება. და მაშინ როცა ჩვენი მოდელი ძალიან განსხვავებული ხდება რეალობისგან, ჩვენ უფრო და უფრო აგრესიულად ვიცავთ მას, შემდეგ ვვარდებით სასოწარკვეთილებაში, ვავადმყოფობთ და ვკვდებით. სამყაროს მოდელის შეცვლაზე დიდი ძალა იხარჯება. ადამიანს, სამყაროს ვიწრო და შეზღუდული მოდელით სულელს ეძახიან. უტიფარი სულელი – ესაა ადამიანი, რომელსაც არ უნდა განვითარება. ეს ადამიანი განწირულია. და თუ ასეთ ადამიანზე იზრუნებს სახელმწიფო და ამ სახით ხელს შეუწყობს დეგრადაციას, ეს სახელმწიფოც გადაგვარებისთვისაა განწირული.
მახსენდება ჭკვიანური გამონათქვამი, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე – გინდა ახალბედას დაეხმარო? იმუშავე მასთან ერთად; გინდა მოხუცს დაეხმარო? – იმუშავე მის მაგივრად; გინდა ოსტატს დაეხმარო? – ხელს ნუ შეუშლი; გინდა სულელს დაეხმარო? – თავად ხარ სულელი! ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სამყაროს შევიწროებული და შეზღუდული მოდელით, ვერ გაიგებს სწორ რჩევებს. თავიდან მისი მოდელი უნდა დაინგრეს – ეს შეიძლება ავადმყოფობებმა, უბედურებებმა და უსიამოვნებებმა გააკეთონ. და მხოლოდ ამის შემდეგ გრძნობს ის, რომ მისი მოდელი უსუსურია და გაიხსნება ახალი ინფორმაციისთვის. ეს მისი პირადი, ხშირად მტანჯველი არჩევანია.
მეოთხე რიგიდან ახალგაზრდა ქალი დგება და თავის ისტორიას მიყვება:
- დიდიხანია თქვენს წიგნებს ვკითხულობ, მაგრამ გამოცდებს ალბათ ვერ გავუძელი და ამიტომ ქმარს გავშორდი. ახლა მარტო ვცხოვრობ და პატარა გოგოს ვზრდი, ძალიან მიჭირს. მინდა განვვითარდე სულიერად, მაგრამ დრო საერთოდ არ მაქვს. გამოუვალ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს. დეპრესია მეწყება. მინდა შვილი მივატოვო და მონასტერში წავიდე. შემიძლია ამის გაკეთება?
მე ვხვდები რატომ გაშორდა ქმარს. ქალი რომელიც სულიერებას ეთაყვანება, ქმარს ვერ აპატიებს. ყველაფერი რასაც ვეთაყვანებით, მარადიული და შეურყვნელი უნდა იყოს. ვეთაყვანებით რა სულიერებას, ჩვენ ვეთაყვანებით სრულყოფილებას და ნებისმიერი გადახრა იდეალისგან, ნებისმიერი უსამართლობა აღარ გვიტოვებს შანსს სიყვარულისთვის და ლმობიერებისთვის.
თვალებში ვუყურებ ამ ქალბატონს და ვხვდები, იმის თქმას, რომ ის მიჯაჭვულია იდეალებზე, აზრი არა აქვს. სამყაროს მისი სურათი დამახინჯებულია, მის მოდელში სიყვარულის ცნება შეცვლილია სულიერების ცნებით. პაუზა ჩამოვარდა, მთელი დარბაზი ელოდა რას ვუპასუხებდი.
- და რა არის სულიერება? – მივმართავ ქალბატონს.
იგი დუმს. სინამდვილეში, ვფიქრობ მე, ის არ ის არ ისწრაფვის სულიერებისკენ. ის უბრალოდ ცდილოვს გაექცეს მტკივნეულ სიტუაციებს. უჭირს ცხოვრება და შეიქმნა ლამაზი და მოხერხებული მოდელი – სულიერების სამართლიანი და ლამაზი სამყარო. სავარაუდოდ ეს მონასტერია. იქ უფრო ადვილი იქნება ცხოვრება. მისი შინაგანი თაყვანისცემა სულიერებისადმი – ლამაზ, სუფთა და უკონფლიქტო სამყაროში წასვლის სურვილია; მას უბრალოდ სამოთხეში უნდა და ვერ იტანს ქმარს და გარესამყაროს, იმ ტკივილის გამო, რომელსაც მათგან იღებს. ლამაზი და სუფთა სიყვარული უნდა ტკივილის, ტანჯვის და ცვლილებების გარეშე. უნდა რომ გული ფართოვდებოდეს და არ იკუმშებოდეს.
ტკივილი ღმერთისადმი და სიყვარულისადმი სწრაფვით გადაილახება. როცა იწყებ ყველაფერში ღვთის ნების დანახვას ნებისმიერ დისკომფორტზე სიყვარულით პასუხობ, მაშინ ენერგიაც გიჩნდება გარდაქმნისთვის, სამყაროს აღზრდისთვის, მისი მართვისთვის. მან ვერ ისწავლა სიყვარული და ტკივილისგან გაქცევა უნდა უბრალოდ. რას აკეთებენ ბერები მონასტერში? მუშაობენ, წყდებიან ყველაფერს, თავს იზღუდავენ, ლოცულობენ. მაგრამ ის ხომ სწორედ ასეთ სიტუაციაშია ახლა. უნდა იმუშაოს რომ შვილი გამოკვებოს. მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და თავი უნდა შეიკავოს ბევრ რამეში, ლოცვის დროს კი ადვილად გამონახავს. ის უკვე მონასტერშია, მაგრამ არ ესმის და არც უნდა ამის გაგება.
გარესამყარო – ჩვენი სიყვარულის დანიშნულების წერტილია. ეს ენერგიის გაცემის შესაძლებლობაა – გიყვარდეს, გიხაროდეს, ილოცე! ხოლო სულიერება სიყვარულიდან გამომდინარეობს. ლექციის შემდეგ მსმენელებს კითხვა დავუსვი: რა ნიშნები ახასიათებს სულიერად განვითარებულ ადამიანს? და წესიერად ვერავინ მიპასუხა. მე დავეხმარე:
- შეუძლია სულიერ ადამიანს მკაცრი იყოს?
- შეუძლია.
- შეუძლია ხარბი იყოს?
- არ შეუძლია.
- ხომ ხედავთ, ერთი თვისება უკვე მოვძებნეთ. შეუძლია ასეთ ადამიანს სძულდეს?
- არა რა თქმა უნდა.
- რომ განაწყენდეს?
- არც ეს შეუძლია. ასეთი ადამიანი უფრო ადვილად პატიობს ვიდრე სხვები.
- და სხვების განკითხვა შეუძლია სულიერ ადამიანს?
პაუზა ჩამოვარდა.
- ჭეშმარიტად სულიერი ადამიანი არ უნდა განიკითხავდეს სხვებს, - ცოტა არ იყოს არადამაჯერებლად შენიშნა ერთ-ერთმა.
- და რა არის ჭეშმარიტი სულიერება? – ისევ პაუზა...
- სულიერი ადამიანი არა მარტო ჭკვიანია, არამედ ბრძენიცაა, - ვკარნახობ მე. – სიბრძნე კი – ეს გონებაა შეერთებული სიყვარულთან. და შეუძლია სულიერ ადამიანს გადაჭარბებულად იკვებოს?
- არა, - ერთხმად მპასუხობს ყველა. – პირიქით, ის სხვებზე ნაკლებს ჭამს. ტყუილად კი არ ამბობენ: სული წმინდათი იკვებებაო.
- და შეუძლია ასეთ ადამიანს იყოს ანგარებიანი, შურიანი?
- რა თქმა უნდა არა!
- მოდი განვაზოგადოთ ჩვენი დასკვნები, - შევთავაზე მე. – როგორც წესი სულიერი ადამიანი ბრძენიცაა, ანუ ის ხედავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გარესამყაროში. მას ესმის კავშირი მოქმედებასა დამ ის შედეგებს შორის, ანუ ბრძენიცაა და შორსმჭვრეტელიც. მას განვითარებული აქვს სტრატეგიული აზროვნება. ანუ ჩვენი ქმედებების შედეგებს შორეულ მომავალში ხედავს. სულიერი ადამიანი ყველა ადამიანთან გრძნობს ერთობას, ამიტომ მისთვის შეუძლებელია სხვისი დამცირება, შეურაცხყოფა, ღალატი. მისთვის დამახასიათებელია უანგარობა. შეუძლია გაიღოს მსხვერპლი, შეიკავოს სურვილები, იზრუნოს სხვებზე. ასევე შეუძლია იყოს მკაცრი და პრინციპული, იცავდეს რა სიყვარულს და პატიოსნებას. შევეცადოთ ყველა ამ მომენტის განზოგადებას.
ადამიანი, რომელიც გადალახავს შურს, სიხარბეს, ჭამისა და სექსისადმი თაყვანისცემას, - ესაა ადამიანი, რომელიც ამცირებს თავის დამოკიდებულებას გარესამყაროზე და თავის სხეულზე. როგორ მივაღწიოთ ამ დამოკიდებულების შემცირებას? მსხვერპლით და თავშეკავებით. აბსტრაქტულად რომ ვიაზროვნოთ, უნდა მოვწყდეთ ობიექტს. ბრძენი რომ გავხდეთ, უნდა მოვწყდეთ ამ სამყაროს. ამიტომ მარხვა, თავშეკავება, განმარტოება, დუმილი ხელს უწყობენ სულიერების განვითარებას.როცა ჩვენ ვწყდებით მატერიალურ სამყაროს, უფრო ადვილად გავდივართ ნატიფ და ღრმა დონეებზე. სწორედ იქაა ერთიანობის დონე გაცილებით მეტი. იქ უკეთ მოჩანს კავშირი მოვლენებს შორის, მოჩანს მომავალი. აქედან მოდის მეტი შესაძლებლობები, ღრმა დონეებზე გასვლისას მატერიალურზე დამოკიდებულება მკვეთრად მცირდება.
მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ღრმა დონეებზე გასვლაა. ნუ დაგავიწყდებათ რომ ყველაზე სულიერი (високодуховное) არსება – ეს ეშმაკია. ამიტომ თუ ჩვენ ვმარხულობთ, ვიზღუდავთ თავს გარეგან ფუნქციებში, ჩუმად ვართ და მარტოობაში ვართ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ გარეგან ენერგიას ღრმა შრეებში ვაგზავნით. ერთი პოტენციალიდან გადავდივართ მეორეში. მაგრამ თუ ამ სულიერებას ვეთაყვანებით, ჩვენი სულიდან ისევე წავა სიყვარული, როგორც მხოლოდ მატერიალურის თაყვანისცემის დროს. ამიტომაც ამბობდა ქრისტე: “ნეტარ არიან გლახაკნი სულითა”.
ეშმაკი – ესაა გენია სიყვარულის გარეშე. უნდა გვესმოდეს, რომ სულიერება – ეს მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია ღვთაებრივის შესაცნობად. სულიერიც და მატერიალურიც სიყვარულით უნდა თბებოდეს. ის, ვინც თაყვანს ცემს ფულს, სურვილებს, კეთილდღეობას, გადაიქცევა ცხოველად. ხოლო ის, ვინც თაყვანს ცემს განდეგილოვას, ღრმა სულიერ დონეებს, შესაძლებლობების განვითარებას, გადაიქცევა ეშმაკად. და მხოლოდ ის, ვინც სიყვარულს ეთაყვანება, შეიძლება იყოს სულიერი და არ ეშინოდეს მატერიალურის, პერიოდულად შეიძღუდოს რა თავი ერთშიც და მეორეშიც. თავის შეზღუდვა კი სულიერებაშიცაა საჭირო.
არ შეიძლება განვავითაროთ შესაძლებლობები ბავშვში, რომელსაც ჯერ მორალი არ ასწავლეს. თუ ბავშვს სიყვარული არ შეუძლია, შესაძლებლობების და ძალის განვითარება სწრაფად აქცევს მას დამნაშავედ. თუ ცივილიზაციამ სიყვარული ვერ ისწავლა და მას ეთიკური ნორმები უქვეითდება, საჭიროა დამუხრუჭდეს ტექნიკური პროგრესი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცივილიზაცია ადამიან-ეშმაკებს დაბადებს და ბოლოს და ბოლოს განადგურდება. ჭეშმარიტად სულიერი ადამიანი ეს არა მხოლოდ ისაა, ვისაც სულიერების გულისთვის მატერიალურისგან თავის შეზღუდვა შეუძლია, არამედ ისიც, ვინც სულიერშიც შეიზღუდავს თავს სიყვარულის გულისთვის. ხოლო თუ გვინდა გავიგოთ რა არის სიყვარულის გრძნობა მთელი თავისი სისავსით, გარდაუვალად ღმერთთან უნდა მივიდეთ, რამეთუ უმაღლესი მთლიანობა – ღვთაებრივ სიყვარულშია. ამ სიყვარულში მთელი სამყარო ერთ წერტილში იკუმშება და დროის მიღმა გადის.
რა არის სიამაყე და ეჭვიანობა? ეს ორ ნაკადად დაყოფილი დროა, დროში გაჩენილი სივრცეა. თუ სასურველი ობიექტი თქვენზე მაღლაა, თქვენ ესწრაფვით მას, გეშინიათ მისი დაკარგვის და ეს ბადებს ეჭვიანობას. თუ სასურველი ობიექტი თქვენს ქვემოთაა, მაშინ მართავთ მას, აკონტროლებთ, ეს კი სიამაყეს ბადებს. ერთიც და მეორეც ამ სამყაროზე დამოკიდებულების გამოვლინებაა. იმისათვის რომ ეჭვიანობა გადავლახოთ, უნდა შევიკავოთ სურვილები და ვაპატიოთ საყვარელ ადამიანს თუ ტკივილი მოგვაყენა. იმისათვის რომ სიამაყე გადავლახოთ, მსხვერპლი უნდა გავიღოთ და არ ვინანოთ წარსულზე. შინაგანი სიამაყის ერთ-ერთი მთავარი თვისება – მომხდარის არ მიღებაა. ინვალიდს შეუძლია ყოველ წუთს ინანოს, რომ ასეთად დაიბადა ან ასეთი გახდა. ეს ძალიან სერიოზული გამოცდაა. იგი შეიძლება თვითგანადგურების უწყვეტ ტალღაში გადაიზარდოს, ან პირიქით, შეიძლება მადლიანი ინსტრუმენტი გახდეს სულის განვითარებისთვის. და ყოველ წამს, როცა თქვენს სულში იბადება ენერგია და იგი ემზადება წარსულისადმი სინანულად გადასაქცევად, შეაკავეთ იგი ამისგან, გადააქციეთ ღმერთისადმი სწრაფვად და სიყვარულად.
თაყვანისცემა არც საკუთარი თავისადმი შეიძლება და არც სხვებისადმი. თუ ერთ ცხოვრებაში მარცხენას ვეთაყვანებით, შემდეგ ცხოვრებაში, მარჯვენის მხარეს გადავალთ. როცა ღმერთის სიყვარული ნაკლებია, ადამიანის აზროვნება ერთპოლუსიანი ხდება. ბედნიერი რომ იყოს, ამ ადამიანმა ვინმე უნდა დათრგუნოს: თავიდან სხვებს ამცირებს, შემდეგ თავის თავს. საჭიროა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, არ უნდა დავთრგუნოთ ჩვენი სურვილები, ყველა ჩვენ სურვილში ღვთაებრიობის ნაპერწკალია, ამიტომ სურვილები კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ უნდა ავღზარდოთ, ტრანსფორმაცია მოვახდინოთ.
არსებობს ორი უკიდურესობა: პირველი – როცა ადამიანი თავის თავს ეთაყვანება და აბსოლუტური ეგოისტი ხდება, მაშინ მასში უფრო და უფრო ვლინდება უტიფრობა და აგრესიულობა. და მეორე – ადამიანებისადმი თაყვანისცემა. აბსოლუტური ალტრუიზმი ასევე აძლიერებს შინაგან აგრესიას, რადგან ის გარესამყაროზე დამოკიდებულებას აძლიერებს. გამუდმებული თვითდამცირება სხვების სასარგებლოდ ბადებს შინაგან აგრესიას გარესამყაროსადმი, ეს ბუნებრივიცაა. ადრე თუ გვიან ჩვენ შეგვძულდება ის, რასაც ვეთაყვანებით. ამიტომ აბსოლუტური ალტრუიზმისკენ მოწოდებანი მხოლოდ სრული ეგოისტებისთვისაა დამახასიათებელი.
ყველაფერში უნდა არსებობდეს ოქროს შუალედი, მაგრამ განვითარების კანონები მაინც მოითხოვენ რომ გაცემაზე უფრო მეტად ვიყოთ მომართული, ვიდრე მიღებაზე, მაშინ ის განვითარდება. უჯრედი ფიქრობს თავის თავზე, მაგრამ ენერგიის უმეტეს ნაწილს მთელს ორგანისმს გადასცემს. შეადარეთ ორი ფრაზა: ადამიანმა თავი მოიკლა საზოგადოების გადარჩენისათვის – ჩვეულებრივ ამას გმირობას უწოდებენ. ახლა შევადგინოთ მეორე ფრაზა: ადამიანმა მოკლა საზოგადოება საკუთარი თავის გადასარჩენად – აბა სცადეთ და მოუძებნეთ ასსეტ საქციელს დასახელება.
ჩვეული სოციალისტური შტამპები გვასწავლიდნენ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას საზოგადოებისთვის, რამაც კანონზომიერად მიგვიყვანა საზოგადოებისადმი თაყვანისცემამდე და ეს სრულიად ბუნებრივია. ათეისტურ სახელმწიფოში აუცილებელია ეთაყვანონ ან წარმართულ ბელადს, ან წარმართულ საზოგადოებას. ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი კი თავის თავზეც იზრუნებს და სხვებზეც. ალტრუიზმმა არ უნდა დაანგრიოს ადამიანის ღირსება. სხვა ადამიანზე ზრუნვა არ უნდა ავიყვანოთ აბსოლუტის რანგზე.
მხოლოდ იმას უნდა დავეხმაროთ, ვინც მზადაა განვითარდეს, შეიცვალოს, გაიაროს სრულყოფის მტანჯველი ეტაპები. ბავშვისადმი დახმარება აუცილებელია, ყმაწვილს ნახევრად უნდა დავეხმაროთ, ხოლო ზრდასრულისადმი დახმარება მინიმალური უნდა იყოს. თუ ადამიანმა ვერ ისწავლა და არ უნდა ენერგიის და სიყვარულის გაცემა, მისთვის დახმარება საზიანოა და სახიფათოა. ამიტომ სახელმწიფო, ეხმარება რა ინვალიდებს, უნდა ითხოვდეს მათგან მორალურ სრულყოფას, რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს ეს. ანუ ადამიანს უნდა ესმოდეს რომ ფულს და დახმარებას იმის გამო კი არ იღებს, რომ ინვალიდია, ეს ავანსია მისი შინაგანი განვითარებისათვის. თუ ღმერთი ერთ რამეში გვზღუდავს, ის ყოველთვის გვიხსნის შესაძლებლობებს სხვა რამეში.
კლასიკური ძველინდური შეხედულება ავადმყოფობის და ინვალიდობის პრობლემაზე დაფუძნებულია იმაზე, რომ ისინი სასჯელად გვევლინებიან ცოდვისათვის. არის ლეგენდა, რომ ძველ ისრაელში იყო წიგნი, სადაც ჩაწერილი იყო, რა ცოდვისთვის რა ავადმყოფობა გვეძლევა და ებრაელებმა ღრმად დამარხეს იგი, რათა არავის ცოდნოდა რა ცოდვისთვის გვეძლევა ავადმყოფობა., რათა არ ყოფილიყო განკითხვა და ზიზღი ავადმყოფების მიმართ.
ქრისტიანობა ამის გაცნობიერების გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა, რადგან მასში ღმერთისადმი სიყვარულის უფრო მაღალი დონეა. აქ უკვე სხვა ჭეშმარიტება გაიხსნა: ავადმყოფობა – ეს არა იმდენად სასჯელია ცოდვებისთვის, რამდენადაც სულის მომზადება მომავალი რთული მოვლენებისთვის. გინდა თუ არ გინდა ავადმყოფობა გაიძულებს ღმერთისკენ სწრაფვას. ამაშია მისი დანიშნულება. და რაც მეტად ვისწრაფვით ღმერთისკენ, მით ნაკლებად ვავადმყოფობთ.
ამ ლექციაზე დარბაზს ვეუბნებოდი: “თუ სულელს მივცემთ ფულს, ის ვერ გამოიყენებს და დაკარგავს მას. ერთმა ადამიანმა ამერიკაში დიდძალი ფული მოიგო ლატარეაში, მაშინვე წავიდა, ახალი “ფერარი” იყიდა და ნახევარ საათში დაიმტვრა. ამიტომ სულელებს ზემოდან ფულს არ აძლევენ მათვე სასარგებლოდ. იგივე ეხება ენერგიასაც. თუ ენერგიას ისეთ ადამიანს მივცემთ, ვინც სწორად ვერ გამოიყენებს მას, ეს ენერგია მოკლავს ამ ადამიანს. ის, ვისაც სურვილების შეკავება არ შეუძლია, თავისი ინსტიქტების ენერგიის ღვთაებრივ ენერგიად გარდაქმნა არ შეუძლია, მას ზედმეტი ენერგია გარყვნილად, ხარბად, ამბიციურად, სასტიკად და ა. შ. აქცევს. ამიტომაც ადამიანს არასწორი მსოფლმხედველობით და ჩვევებით ხშირად მინიმალური ენერგია აქვს – მხოლოდ იმდენი, რომ იცოცხლოს. ან ავად ხდება, რომ შეწყდეს და შეიცვალოს მისი არასწორი საქციელი და ცხოვრების წესი.
მე ვამთავრებ ლექციას, თავი კი მიბრუის. 20 წუთით ადრე უნდა დამემთავრებინა. მე თვითონ მოვექეცი ადამიანთ-მოყვარეობის მახეში და მაშინვე შეიცვალა ადამიანების რეაქცია – მომეცი, მომეცი ახლა! დამეხმარე ახლავე! მიშველე! აი რა გაჩნდა ხალხის თვალებში ბოლო წუთებში. გავდივარ და კორიდორს მივყვები. საგრიმიოროში უნდა შევიდე და აზრზე მოვიდე.
ვცდილობ შევხედო, დავარღვიე თუ არა რამე ლექციის ბოლოს და ვხედავ სიკვდილის გაორმაგებულ სურვილს საკუთარი თავისადმი კეთილდღეობის კუთხით. ანუ სხვებისადმი დახმარება თვითგანადგურებად მექცა. არაფერია, ვფიქრობ მე. ყველაფერი ერთად არ მოდის – ვისწავლი. ადრე გავღიზიანდებოდი ადამიანებზე, რომლებიც ენერგიას მწოვენ და საკუთარ თავს ვეტყოდი: მორჩა, ასეთებს აღარ დავეხმარები! ახლა უკვე სხვაგვარად ვაზროვნებ: ადამიანების ბრალი არაა, ეს ჩემმა არასწორმა მიდგომამ გამოიწვია მათი პროვოცირება. დახმარება სწორი უნდა იყოს! უნდა გადაილახოს თაყვანისცემა არა მხოლოდ ჩვეული, არამედ მაღალი ადამიანური ღირებულებებისადმი. სხვებისადმი დახმარებასაც არ უნდა ვცეთ თაყვანი. არ უნდა დაგვავიწყდეს ღვთის ნება და არაა საჭირო მასთან კონკურენცია. მთავარი დახმარება მისგან მოდის. და როცა პაციენტი დაივიწყებს მკურნალს და ღმერთისკენ და სიყვარულისკენ დაიწყებს სწრაფვას, ეს გამოჯანმრთელების დასაწყისი იქნება.
მანქანით მივდივარ და მზით განათებულ ქალაქს ვუყურებ. ზაფხულის ლამაზი დღეა, არადა უკვე სექტემბრის ბოლოა. სულში გაჩნდა სიმსუბუქე, რომელიც ძლიერდება, მიუხედავად ფიზიკური დაღლილობისა. “ესე იგი მსოფლმხედველობა მირეგულირდება რადგან ენერგია გაჩნდა”, - ვფიქრობ მე. და ფრენის ეს შეგრძნება არაფერზე არაა დამოკიდებული. თუ სწორად ეხმარები სხვებს, ე.ი. ეხმარები საკუთარ თავსაც. მნიშვნელობა აღარ აქვს – წვიმს და სუსხია ქუჩაში თუ მზეა. “სამუშაო დამთავრებულია, - ვფიქრობ მე, - რეზულტატები არაა ცუდი.”