სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

სერგეი ლაზარევი
0
0

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტიკა" ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა მთარგმნელი: მამუკა გურული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე   ...

თავი 1

 

მატარებელი ზომიერად იტოვებს კილომეტრებს. მზერა იჭერს სხვადასხვა ფრაგმენტებს ცხოვრებიდან...

უკვე თავით კი არა გულით შეიგრძნობ ყველა პრობლემის ილუზორულობას. “სინამდვილე გონიერია, გონიერი კი სინამდვილეა” – რატომღაც ჰეგელის ეს ფრაზა ამოტივტივდა ცნობიერებაში. სამყარო მართლაც გონიერია. რატომ ხედავდა ჰეგელი ამ კავშირს, სხვები კი ვერა? ალბათ იმიტომ რომ ცნობიერება და სხეული არ იყო მისთვის აბსოლუტური ღირებულებები. ცნობიერება დაკავშირებულია მატერიალურ ობიექტებთან, ამიტომ ის მერყევია.. ის ყველაზე ზედაპირულ კავშირებს ხედავს. ჰეგელი არა მარტო გრძნობდა რომ მთელი სამყარო ფარულ პროგრამას ანხორციელებს, ის ასევე ხედავდა რომ ეს პროგრამა ყოველ წამს ყველა მოვლენას აკავშირებს ერთმანეთთან. მართლაც, ყველა სიტუაციაშია უმაღლესი აზრი და ხშირად ჩვენთვის ყველაზე უაზრო და არასასიამოვნო სიტუაცია დროთა განმავლობაში გაიაზრება როგორც დახმარება და ხსნა.

მე ამას პაციენტების მაგალითზე ვხედავ. დავუშვათ რომ მათ აქვთ წყევლა, გათვალვა ან ჯადო. ეს ერთმნიშვნელოვნად მიიღება როგორც უბედურება, რომლისგანაც უნდა განვთავისუფლდეთ. მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველა უსიამოვნება ყოველთვის აწონასწორებს სხვა პრობლემას და ანეიტრალებს მას.

ყველაზე საშიში დანაკარგები ისაა, რომლებსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. როცა ჩვენ ვკარგავთ კავშირს ღმერთთან და ვეთაყვანებით ადამიანურ ბედნიერებას, ჩვენ ხშირად მხოლოდ სიამოვნებას განვიცდით.. წარმოიდგინეთ რომ ადამიანი დიდხანს და გაჭირვებით აშენებს სახლის საძირკველს. ეს საძირკველი კი მხოლოდ 2 სართულს გაუძლებს. Aდამიანი სიამოვნებას განიცდის, როცა კედლებს აშენებს და სახლს საცხოვრებლად ამზადებს, საძირკველის შენებისგან კი არანაირ სიამოვნებას არ განიცდის. აი აშენდა ერთი და იწყება მეორე სართულის მშენებლობა. ადამიანი ორმაგად ბედნიერია: მისი ოცნებები და სურვილები სრულდება და ადამიანური ბედნიერების დევნაში ის იწყებს მესამე სართულის შენებას, შემდეგ კი მეოთხესაც. უცებ მოდის ვიღაც ჩინოვნიკი და ეუბნება: “მესამე და მეოთხე სართული დაშალეთ, თქვენთვის არ შეიძლება!” ადამიანი წვალობს, იტანჯება, სძულს ეს ჩინოვნიკი და ვერც კი ხვდება რომ ეს ზედმეტი 2 სართული მისი საფლავი გახდებოდა.

აი როგორ გამოიყურება ეს რეალურ სიტუაციაში: მაგალითად ადამიანმა ცხოვრების აზრად სტაბილურობა და მატერიალური კეთილდღეობა აქცია და მისი საქმეები კარგად წავიდა, გაჩნდა ფული და წარმატებები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ენერგიის უმეტესი ნაწილი თავისი გეგმების განხორციელებას მოახმარა.

ერთმხრივ ჩვენს ცნობიერებაში მიმდინარე პროცესები არ მოქმედებენ გარე სამყაროზე. ცნობიერებაში რამდენიც გვინდა იმდენი შეგვიძლია ვეთაყვანოთ მატერიალურ კეთილდღეობას და მასში მხოლოდ დადებითი დავინახოთ. მაგრამ ჩვენი სულისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქვეცნობიერთან და ემოციებთან, ყველაფერი სულ სხვაგვარად გამოიყურება: მისთვის სამყარო ერთიანია, ყველაფრის მიზანი და აზრი შემოქმედთან ერთიანობაში ყოფნაა. ყველა სხვა მიზანი უბრალოდ ნადგურდება.
და ადამიანი, რომელსაც აქვს წარმატებები, ფული, სტაბილურობა, იწყებს მატერიალური და სულიერი (к духовным) ღირებულებებისკენ სწრაფვას არა მხოლოდ ცნობიერების დონეზე, არამედ გრძნობებითაც. ეს ორიენტაცია ცნობიერიდან გადადის ქვეცნობიერში და უცებ მის ცხოვრებაში ხდება გაუგებარი, აუხსნელი მოვლენა. ადამიანი მიდის თავის დედასთან, რაღაც წვრილმანით აღიზიანებს მას და დედა, რომელსაც იგი ყოველთვის უყვარდა წყევლის მას. კაცი ვერაფერს ხვდება, დაბნეულია. “რა ეშმაკი შეუძვრა სულში?” – ფიქრობს იგი. ამის შემდეგ კი ენგრევა საქმეები, მოდიან უსიამოვნებები და ავადმყოფობები. მეგობრები უთანაგრძნობენ: “ეს რა ხდება, საკუთარმა დედამ დაგწყევლა! ”

და აი ავადმყოფ და გაკოტრებულ ადამიანს აღარაფერი დარჩენია იმის გარდა რომ ახალი მიზნები აირჩიოს. იწყებს ეკლესიაში სიარულს და თანდათან ემატება ღმერთის რწმენა. შემდეგ უჩნდება შეგრძნება რომ აპატია დედას და მიდის მასთან. “არადა შენმა წყევლამ კინაღამ ბოლო მომიღო” – ამბობს იგი “რა წყევლამ? – უკვირს დედას. – “მე არაფერი მახსოვს. ეს არ მომხდარა. შვილო მე ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მზად ვიყავი დაგხმარებოდი! ” და ადამიანი გამოდის დედის სახლიდან ისევ დაბნეული, მაგრამ ამჯერად ბედნიერი. ამასთან ინტუიციით გრძნობს, რომ ამ ყველაფრის მიღმა უმაღლესი აზრია.

მხოლოდ უზენაესს შეუძლია ყველა კავშირი დაინახოს, ჩვეულებრივ ადამიანს კი შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს. და რადგან თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდება ადამიანს ღვთის ნების გარეშე, ე. ი. ყველა სიტუაციის შედეგი ღვთისკენ სწრაფვა და მასთან ერთიანობა უნდა იყოს.

და რა მოხდებოდა თუკი ეს წყევლა არ იქნებოდა? ახლა მოგიყვებით პატარა ისტორიას და ყველაფერს მიხვდებით. მე მყავს ერთი ნაცნობი, არაა ცუდი ადამიანი. რამდენიმე წლის წინ სირთულეები ჰქონდა ფინანსებთან დაკავშირებით. ჩემს აგარაკზე მივიწვიე, რომ იქ წაემუშავა და ამისთვის ფული აეღო, თუმცა გაირკვა რომ არც ისე ძალიან უყვარს მუშაობა. თან შვილსაც უნდა დახმარებოდა, რომელიც ინსტიტუტში სწავლობდა. მაშინ ასეთი რაღაც შევთავაზე: შეეკრიბა რამდენიმე კაციანი ბრიგადე და ბინები გაერემონტებინა. “ამით შვილსაც დაეხმარები და ბინასაც იყიდი ფულს რომ მოაგროვებ” – ვუთხარი მე. მაგრამ ის ჩემს იდეას გულგრილად მოეკიდა, თუმცა ფული ძალიან ჭირდებოდა.

მე და ამ კაცს ერთი საერთო მეგობარი გვყავდა. მას სახლში ელექტროსადენების მთელი გროვა ჰქონდა და გადაწყვიტა ნაწილი ამ ჩემი ნაცნობისთვის ეჩუქებინა. ესეც მივიდა, სადენების ორი მესამედი დატვირთა მანქანაზე და თავის სახლში წაიღო. როგორც წესი ასეთ შემთხვევებში ადამიანი კითხულობს, რამდენი შეიძლება რომ წაიღოს და თუ მიაქვს ისიც ნახევარზე ნაკლები. აქ კი მორალის ტორმუზმა ვერ იმუშავა. კეთილდღეობისკენ სწრაფვამ მორალს გადაუსწრო.

მისმა შვილმა ალბათ მამისგან მიიღო მემკვიდრეობით იმის ტენდენცია, რომ უფრო მეტი მიიღოს ვიდრე გასცეს, და ხშირად უსირცხვილოდაც აკეთებდა ამას. და აი ცოტა ხნის წინ მამამისმა კითხვით მომმართა: “იქნებ არასწორად ვლოცულობ? მე ხომ ვკითხულობ შენს წიგნებს და ვგრძნობ რომ რაღაც არ გამომდის.” “და რა პრობლემა გაქვს?” – ვეკითხები მე. – “კიბო, - ნაწლავში რამდენიმე პოლიპი მიპოვეს”. მის თავზე ბნელ ლაქას ვხედავ – ეს შვილია, რომელიც მამამ არასწორად გაზარდა.
ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვისაც ვრყვნით. ზემოდან პრემიას გვაძლევენ შვილების კარგად აღზრდისათვის და ხელფასს გვიწყვეტენ თუ არასწორად ვზრდით მათ. კეთილდღეობისადმი თაყვანისცემის ტენდენცია (ხშირად სხვებისთვის საზიანოც) ამ კაცმა თავის შვილსაც გადასცა. და შვილის ქვეცნობიერში ეს ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, რომ კეთილდღეობაზე კონცენტრაციამ სიყვარულის გრძნობა გამოდევნა. წარუმატებლობის და სტაბილურობის მერყეობის მიღება ქვეცნობიერად შვილს უკვე აღარ ძალუძს. სიყვარული მის სულში ნაკლებადაა და ვერაფერს დაეყრდნობა როცა კეთილდღეობა ენგრევა. ის მომავალ წარუმატებლობებზე თვითგანადგურების პროგრამით რეაგირებს. ეს პროგრამა მამასაც უბრუნდება, მისი ენერგიის დონე საგრძნობლად ქვეითდება და როცა კრიტიკულ ზღვარზე ქვემოთ ჩამოდის ჩნდება კისტები, პოლიპები და სიმსივნური უჯრედები.

იმისთვის რომ ამ პრობლემებისგან განთავისუფლდეს, მან უნდა შეცვალოს შვილის ხასიათი, შეცვალოს მისი მსოფლმხედველობა და ემოციები. მაგრამ ჯერ საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. “თუ ის დაიწყებს შეცვლას, სიმსივნის ზრდა შეწყდება, - ვფიქრობ მე, - ასეთი შემთხვევები ხშირად მინახავს. მაგრამ იმისთვის რომ შეიცვალოს, არ უნდა იყოს აგრესია აწმყოს, წარსულის და მომავლის მიმართ. სანამ აგრესია არსებობს, შეცვლა შეუძლებელია. მის შემთხვევაში ალბათ უმჯობესია ოპერაცია გაიკეთოს, მაგრამ სულ ერთია, თუ არ შეიცვლება ახალი პრობლემები გაჩნდება. ასე რომ შეცვლა ყველა შემთხვევაში საჭიროა.”

“მოდი თანმიმდევრობით მივყვეთ, - ვეუბნები მას. – ლოცვის წინ უნდა მოწყდე ყველაფერს და მოინანიო. წარმოიდგინე თავი მონანიების დროს”. მან წარმოიდგინა და ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. “რისთვის ვინანიებთ? – ვეკითხები მე. – იმისთვის რომ ცოდვა აღარ გავიმეოროთ. რომ აღარ გავიმეოროთ ჯერ უნდა შევიცვალოთ. რომ შევიცვალოთ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება სიყვარულზე, რომელიც ღმერთთან გვაერთიანებს. ამიტომ მონანიების აზრი – ესაა ტკივილი ჩადენილის გამო და სიყვარული, რომელიც მის გადალახვაში დაგვეხმარება. შენ კი სიყვარულის ნაცვლად გრძნობ საშინელ სინანულს წარსულის გამო და სიძულვილს საკუთარი თავის მიმართ. ეს ხომ სიყვარულის მოკვლაა! რას ნიშნავს წარსულზე სინანული? ეს ღვთაებრივი ნების მიუღებლობაა, შესაბამისად ფარული სიძულვილი და უკმაყოფილება ღმერთის მიმართ. სხვათა შორის, სწორედ კეთილდღეობაზე მიჯაჭვულ ადამიანებს აქვთ წარსულის უკონტროლო მიუღებლობა. ამიტომ დაიმახსოვრე: შენ ინანიებ იმისთვის, რომ შეიცვალო! თუ ინანიებ, ესე იგი უკვე სხვა ადამიანი ხარ და უაზრობაა საკუთარი თავის სიძულვილი წარსულის გამო.

ეს ეხებოდა მონანიებას. ახლა მოწყვეტილობის შესახებ. რატომაა შეუძლებელი ღმერთის რწმენა მსხვერპლის გაღების გარეშე? წარმართობაშიც კი შეუძლებელია რწმენა უმსხვერპლოდ. მსხვერპლი – ესაა ადამიანური ბედნიერებისგან მოწყვეტის სიმბოლო, ამიტომაც სწირავდნენ ყოველთვის ყველაზე საუკეთესოს. მოიშორე შენგან ის რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის და აჩუქე სხვას. განშორების ტკივილთან ერთად ამისგან სიამოვნებაც უნდა მიიღო. აქ საქმე რაოდენობაში არაა. გარდა ამისა შეგიძლია მკაცრად იმარხულო, განმარტოვდე – ამ ყველაფერმა შეიძლება მოგცეს ღვთაებრივის განცდა და შეიცვალო. შეიგნე უბრალო ამბავი: შენს სულს ინერცია აქვს აღებული ღვთაებრივის დაკარგვისკენ. ეს ინერცია გადაეცემა შვილებს და შვილიშვილებს. რომ გქონდეს წყევლა, ის ამ ტენდენციას შეაჩერებდა, მაგრამ რადგანაც ადამიანების მეშვეობით არ მოგცეს განწმენდა, ჩაირთო ავადმყოფობა. თუ ავადმყოფობა ისე გვიან ირთვება რომ ინერციას დიდი ძალა აქვს აღებული, მაშინ ის განუკურნებელი ხდება ანდა სიკვდილით მთავრდება. ერთი კიდევ უფრო საინტერესო მოვლენა შევამჩნიე. არსებობს ცოდვები, რომელთა შეჩერებაც სიკვდილითაც კი შეუძლებელია.”
მე მის თვალებში გაკვირვებას ვხედავ. ვაგრძელებ: “ცოდვა, ესაა ღვთაებრივის დაკარგვა საკუთარ თავში, სიყვარულის შემცირება სულში. ჩვეულებრივ იმ სხეულის სიკვდილთან ერთად, რომელიც გვაიძულებს ვცოდოთ, სული იწმინდება ცოდვებისგან. მაგრამ თუ ცოდვა ღრმად შედის შიგნით, მაშინ შეიძლება ნათესავებიც კი განადგურდნენ. თუ კიდევ უფრო ღრმად შედის, შეიძლება განადგურდეს ქალაქი, ერი ან მთელი კაცობრიობაც კი. წარმოიდგინე ხე. კაცობრიობა ღეროა, დიდი ტოტები ერები და სახელმწიფოებია, საშუალო ტოტები ქალაქებია, პატარა ტოტები ნათესავებია, ცალკეული ადამიანი კი ფოთოლია. შემოდგომაზე ფოთოლში შხამი გროვდება. ის წყდება და მიწაზე ეცემა. თუ შხამი ღეროში გადავა, ხე შეიძლება ძირშიც კი მოჭრან. და თუ ერთ წმინდანს შეუძლია გადაარჩინოს მთელი ქალაქი, ასევე შეუძლია ერთ ცოდვილს მთელი ქალაქის დაღუპვა. ამასთან მის ცოდვას ვერავინ შეამჩნევს, რადგან ვცოდავთ არა სხეულით, არამედ სულით. რაც უფრო ეთაყვანება ადამიანი მატერიალურ ან სულიერ ბედნიერებას, მით უფრო მეტი ძალით მოკლავს იგი თავის თავში ღვთისადმი სიყვარულს. ამიტომ საზოგადოება, რომელიც თავის სურვილებს და კეთილდღეობას ეთაყვანება, სიკვდილისკენ უბიძგებს არა მარტო ცალკეულ პიროვნებას, არამედ მთლიანად თავის თავს.

აქ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია. ადამიანის განვითარება ყოველთვის სინუსოიდის პრინციპით მიდის: განვითარება გადადის დეგრადაციაში, მოპოვება იცვლება დაკარგვით, ღვთაებრივი კი უწყვეტლივ გრძელდება და თან მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. და თუ ადამიანი ცდილობს შეამციროს სიყვარულის ინტენსივობა, ეს პროცესი მაშინვე მუხრუჭდება. ადამიანი ცხოვრებისას აგროვებს ღმერთისგან მოწყვეტის ინერციას, ანუ ცოდვებს. სიკვდილი როგორც წესი ამ ცოდვებს გვაშორებს. ხოლო თუ ისინი სულში რჩებიან, მაშინ უკვე საზოგადოებაში გროვდებიან და საზოგადოება ან მთელი ერი უნდა განადგურდეს, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. ამ სქემით ნადგურდებოდნენ უზარმაზარი ცივილიზაციები, ხოლო ღმერთისკენ ქვეცნობიერი სწრაფვის შედეგად იქმნებოდნენ ახალი ერები და ცივილიზაციები.”

ადამიანური ბედნიერება – ეს სურვილების ასრულებაა. არსებობენ სურვილები, რომლებიც დაკავშირებულია აწმყოსთან და რომლებიც მოდიან წარსულიდან, და არსებობენ სურვილები რომლებიც მიმართულია მომავლისკენ. სურვილი – ეს ენერგიაა. არსებობს ენერგიის ორი ნაკადი, რომლებიც ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობენ: კაცური და ქალური საწყისები, წარსული და მომავალი, ეჭვიანობა და სიამაყე. თანმიმდევრულად უნდა მოვიშოროთ სურვილების ამ 2 ფორმაზე დამოკიდებულება, რათა მოვიპოვოთ ღვთაებრივი. ეს ფორმულა გასაგები და მისაღებია. ადრე მე მქონდა უაზრო თაყვანისცემა ადამიანური სიყვარულისადმი და სილამაზისადმი. ბავშვობიდან ვგრძნობდი უზარმაზარ შესაძლებლობებს, ყველა ჩემი სურვილი სრულდებოდა. უნდა მქონოდა სწრაფვა რაღაც მიმართულებით და თაყვანისცემა რაიმესადმი. საზოგადოება მასწავლიდა, რომ თაყვანი ადამიანს უნდა სცე. რომ ადამიანისადმი სიყვარული - ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება. ადამიანური სილამაზე – ესაა ის რისკენაც უნდა ისწრაფო. მე მჯეროდა ამის და ჩემი ენერგია წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მიდიოდა.

და მოკლედ, მე ყოველთვის ვეთაყვანებოდი სილამაზეს და ადამიანურ სიყვარულს. და ალბათ ამიტომაც გადამაგდო ბედმა ფერწერიდან ხალხის მკურნალობისკენ, რათა ათასჯერ და ათასჯერ დამენახა თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა თაყვანისცემამ. შემდეგ როცა ძველ აღქმას ვკითხულობდი, ინტუიციით ვგრძნობდი, არის უზენაესი აზრი იმაში, რომ არ შეიძლება შექმნა ღმერთის გამოსახულება. როცა წარმართი ქმნის კერპს, რომელიც პასუხისმგებელია რაიმე ტერიტორიაზე, ეს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლოგიკურია. ადგილობრივი წარმართული ღმერთი განაგებს რაიმე ტყის მასივს, ან ტბას, ის დროსა და სივრცეშია მოქცეული. მაგრამ როცა ჩვენ გვესმის რომ არსებობს ერთიანი უზენაესი ღმერთი, რომელიც ყველაფერს მიღმაა, მისი ყველანაირი გამოსახვა წარმართულ ღმერთად აქცევს მას ჩვენს თვალში და ეს უკვე ერთიანი ღმერთის რწმენა კი არა, წარმართობაში დაბრუნებაა. თუ ჩვენ ვეცადეთ ღმერთის გამოსახვა, მისი მატერიალიზება, მაშინ სქესობრივი ნიშნებიც უნდა მიგვეკუთვნებინა მისთვის. ის ან მდედრობითი სქესის უნდა იყოს, ან მამრობითის, ანუ მიეკუთვნებოდეს დროის ერთ-ერთ ნაკადს და შესაბამისად ის დაკარგავდა მთლიანობას. ესეც წარმართობისკენ დაბრუნებაა. ამიტომ არ შეიძლება ღმერთი დავინახოთ. ჩვენს მატერიალურ ცნობიერებას და მხედველობას არ შეუძლია ამას გაუძლოს. ამიტომაც მოსესაც კი ღმერთი თვალისმომჭრელ ნათებად გამოეცხადა.

ღმერთი არა მარტო სივრცისა და დროის მიღმაა, მან შექმნა ეს სამყარო და არსებობს მასში სულიერი (არამატერიალური) და ფიზიკური (ხელშესახები) ასპექტების სახით. მაგრამ მათი აბსოლუტური ერთიანობის შეგრძნება მხოლოდ სივრცისა და დროის მიღმა შეიძლება. ღმერთი ქმნის დროს, რომელიც ორ ნაკადად იყოფა. ჩვენ, ვურთიერთქმედებთ რა მათთან, შევიგრძნობთ რა მათ ურთიერთწინააღმდეგობას, როგორც მამაკაცური და ქალური საწყისებისას, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მათ მეორადი ბუნება აქვთ. თუ ნაწილი ავსებს მთლიანს, მაშინ ერთობა ირღვევა.

მე ვიფიქრე იმაზე, თუ რა ემართება დასავლეთის ცივილიზაციას. მისი კრიზისი უეჭველად დაკავშირებულია კათოლიკური ეკლესიის კრიზისთან, ეს კრიზისი კი დაკავშირებულია ღვთისმშობლის კულტთან. ის, რის შესახებაც ქრისტე ლაპარაკობდა, მისმა მიმდევრებმა ვერ გაიგეს და ვერ შემოინახეს სრულად. საწყისი ერთიანი და ძლიერი იმპულსი შესუსტდა და საბოლოოდ ორ ნაკადად დაიყო. ქალური საწყისისადმი თაყვანისცემა კათოლიციზმში, მითუმეტეს მიწიერი და ხელშესახები ქალისადმი, ადრე თუ გვიან გააძლიერებდა წარმართულ ტენდენციებს. ახლანდელი თაყვანისცემა ოქროს ხბოსადმი, რომელიც ძალიანაა გავრცელებული დასავლეთ ცივილიზაციაში, სავსებით ლოგიკურადაა დაკავშირებული კათოლიციზმის კრიზისთან.

“მოკლედ – ვფიქრობ მე, - არის დროის ორი ნაკადი, ორი ტიპის სურვილი, საჭიროა მოვიხსნათ მათგან დამოკიდებულება და მაშინ იქნება სიყვარული და ჰარმონიული განვითარება.”

ამას წინათ საინტერესო წერილი მივიღე. ახალგაზრდა ქალი მწერს, რომ ათი წელი მუშაობდა ჩემი სისტემით. “ამ დროის განმავლობაში შემეძლო შემექმნა ოჯახი, მყოლოდა ბავშვები და ვყოფილიყავი ბედნიერი, - მწერს იგი, - მე კი მთელი ამ წლების განმავლობაში ვამცირებდი ჩემს თავს. უკვე ქალური დაავადებები დამეწყო, არ მყავს ოჯახი და ცოტა ხნის წინ გამოვედი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან.”

ჩემს სისტემაში ამ ქალმა მხოლოდ ამკრძალავი ნიშნები დაინახა, მაგრამ ისინი ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ სწორი გზა მოვნახოთ და დიდ სიჩქარეზე არ დავუღუპოთ. მე არასოდეს არ ჩამითვლია, რომ ქალი დამცირებული უნდა იყოს - უნდა დამცირდეს ადამიანური ღირებულებები კაცის და ქალის სულში. როცა მათ დამცირებას ვიღებთ, გვრჩება მხოლოდ ერთი გზა – ღმერთისკენ, და ტკივილის მიღება სიყვარულის გაძლიერებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა მისი ჩაქრობისკენ. პაციენტებს მუდამ ვუმეორებ: თუ თქვენ დაკარგეთ ღვთაებრივის შეგრძნება და ყველანაირ სიტუაციაში უფლის ნებას არ ხედავთ, მაშინ ტკივილისა და წყენის დროს ვიღაცას გაანადგურებთ, თუ შეიკავებთ სხვებისადმი სიძულვილს, მაშინ საკუთარ თავს მოკლავთ. ხოლო თუ სულიერი ტკივილის მომენტში მოწყდებით ადამიანურს და წახვალთ ღმერთისკენ, მაშინ აღარავის მოკვლა აღარ იქნება საჭირო. ამიტომ ღვთაებრივისკენ მიმავალი ეტაპები საკმაოდ მარტივია. როცა ვკარგავთ ღვთის რწმენას, ვკარგათ ადამიანებისადმი რწმენასაც, გვეწყება შიში და სიძულვილი მათ მიმართ, შემდეგ ვკარგავთ საკუთარი თავის რწმენას, უკვე საკუთარი თავის სიძულვილს ვიწყებთ. შემდეგ კი ვავადმყოფობთ, ვკვდებით და თანდათან ვიბრუნებთ ღვთის რწმენას.

რა არის სასოწარკვეთილება? ესაა საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვა, განვითარების უარყოფა, საკუთარი ენერგიის შეზღუდვა. ჩვენი ადამიანური ბედნიერების დამცირება ღვთაებრივის მოპოვებისთვისაა საჭირო. ამ ქალბატონმა დამცირების იდეა მიიღო როგორც მთავარი რგოლი და დაავიწყდა რომ დამცირებამ სიყვარულისკენ უნდა გვიბიძგოს. ავადმყოფობა, უსიამოვნებანი, წყენა – ეს იძულებითი დამცირებებია. სექსისგან თავშეკავება, მარხვა, სიამოვნებებზე უარის თქმა – ნებაყოფლობითი შეზღუდვებია, რომლებმაც ასევე სიყვარულისკენ უნდა გვიბიძგონ, შესაბამისად ენერგიის დახარჯვისკენ და სიხარულისკენ. ამ ქალმა ის შეცდომა დაუშვა, რომელიც წმინდა წერილშია ნახსენები. ქრისტე გვასწავლიდა რომ მარხვის დროს არ შეიძლება არაგულწრფელად ვაიძულოთ თავს მწუხარება, რომლებიც ტანჯვას და განდეგილობას განასახიერებს. ადამიანები შეზღუდვებში ტანჯვას ხედავდნენ. და მართლაც, თუ ადამიანი ღვთაებრივს ვერ ხედავს, მაშინ ნებაყოფლობითი შეზღუდვაც კი მას მწუხარების და სასოწარკვეთილების მეტს არაფერს მოუტონს.

ადამიანებმა დღემდე ვერ ისწავლეს აზროვნება და ძნელად იჯერებენ იმას, რომ სურვილების დათრგუნვა და შეზღუდვა სიყვარულთან და სიხარულთან უნდა მეგობრობდნენ.

ჰარმონია – ურთიერთსაპირისპიროს ერთიანობა და ბრძოლაა ერთდროულად. თუ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებს დაყოფ მიიღებ სიმახინჯეს და განვითარების დათრგუნვას. სუსტი და განუვითარებელი ადამიანი ზომიერად არ ვითარდება. ხან ერთ უკიდურესობაში ვარდება, ხან მეორეში. ძლიერი ადამიანი პირდაპირ და სწორად მიდის და აერთიანებს თავის თავში ტკივილს და სიხარულს. ყველა დიდი ადამიანი ასე იქცეოდა.

გავიხსენოთ ბუდა. მშობლები აბსოლუტურ ბედნიერებაში ზრდიდნენ, ყველა მისი სურვილი სრულდებოდა. სრული ტკბობა ცხოვრებით და მხოლოდ დადებითი ემოციები. მკვდრებს, ავადმყოფებს და მოხუცებს მის თვალთაგან შორს ამყოფებდნენ რომ ბედნიერებისთვის ხელი არ შეეშალათ. მაგრამ როცა ყველა ოცნება და სურვილი სრულდება, ისინი კვდომას იწყებენ, სასიცოცხლო ენერგია იცლება და უმნიშვნელო რყევაც კი საშინელი სტრესით მთავრდება.

როცა ბუდამ პირველად დაინახა მოხუცი და ავადმყოფი, ეს მისთვის ძალიან შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. ინტუიტიურად მიხვდა რა, რომ გადარჩენის შანსი არა აქვს, მეორე უკიდურესობაში გადავარდა – აბსოლუტურ ასკეტიზმში. მაგრამ მას შემდეგ რაც მიხვდა რომ სრულიად გამოფიტა ორგანიზმი უმკაცრესი შეზღუდვებით და მალე ეს დაღუპავდა, შეიგრძნო რომ შესაძლებელია ამ ორი ურთიერთწინააღმდეგობის შეთავსება. ასკეტიზმი ენერგიის ამაღლებისთვისაა საჭირო და არა მისი განადგურებისთვის. ე.ი. არ უნდა ჩავკლათ ჩვენში სურვილები. ასე გაჩნდა შუალედური გზის იდეა.

პირველ საუკუნეებში ბუდიზმი ინდოეთში ერესად ითვლებოდა, რადგან წინააღმდეგობაში შედიოდა საერთო რელიგიურ ტენდენციასთან, რომლის მთავარი იდეაც გარესამყაროსგან მოწყვეტა იყო და სულიერი ყოველთვის უფლობდა მატერიალურზე. მატერიალური სამყარო, მისი სურვილებით და ადამიანური ბედნიერებით ინდუიზმში აბსოლუტურ ილუზიად – მაიად ითვლებოდა. რეალობად კი – მხოლოდ სამყაროს სული. ბუდამ აღიარა სურვილების და ადამიანური ბედნიერების რეალურობა, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი ტანჯვის წყაროდ გვევლინებიან და ჭეშმარიტი ბედნიერება მათზე მიჯაჭვულობისგან განთავისუფლებაა.

სრული ასკეტიზმი და მატერიალური სამყაროსგან მოწყვეტილობა გადადის მის სრულ თაყვანისცემაში. სრული თავშეკავება ადრე თუ გვიან გადავა მის საწინააღმდეგო პოლუსში და გაწონასწორდება ამით. მდიდარი შეიძლება ის გახდეს, ვინც შინაგანად არ არის ფულზე დამოკიდებული, მგრძნობიარე კი ის, ვინც სურვილებზე არაა შინაგანად დამოკიდებული. სექსუალური სიამოვნებები სახიფათო შედეგების გარეშე მხოლოდ იმან შეიძლება მიიღოს, ვინც წინა ცხოვრებაში ასკეტი იყო.

ადრე ადამიანი რამდენიმე ცხოვრება ცხოვრობდა აღმოსავლეთში, თავს იკავებდა მატერიალურისგან და ორიენტაციას მხოლოდ სულიერ ღირებულებებზე აკეთებდა. შემდეგ კი საწინააღმდეგო რეჟიმით ცხოვრობდა დასავლეთში. ურთიერთწინააღმდეგობები ერთიდან მეორეში გადადის დროის დიდი ინტერვალის განმავლობაში. ახლა უკვე აღმოსავლეთი თავად გახდა დასავლეთი, და მსოფლიოს ორპოლარულობა დაირღვა. ამიტომაც ერთი მხრივ დასავლეთი დეგრადაციას განიცდის, მეორე მხრივ კი მასში აღმოსავლური ტენდენციები აქტიურდება.

არის ასეთი ცნება, როგორიცაა ემოციის ინერცია. ყველა ჩვენი სურვილის საშუალო ტენდენციამ ღმერთისკენ უნდა წარგვმართოს, ჩვენ ხომ მისგან ვიღებთ მთავარ ენერგიას.

როცა ბავშვის სული ჩასახვამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდის ქალთან, სწორედ ამ ქალის საქციელი და სწრაფვა წყვეტს მომავალი ბავშვის ხასიათს და ბედს. თუ ქალს მხოლოდ ერთ მამაკაცთან აქვს სექსუალური კავშირი, ირთვება დამცავი მექანიზმი – სულიერი სიამოვნება შეიძლება გაიზარდოს, სექსუალური კი შემცირდეს. ასე რომ როცა ქალს მუდმივი პარტნიორი ყავს, თუ მისი სურვილებზე დამოკიდებულება მოიმატებს, მცირდება სიყვარულის ენერგია და შესაბამისად მაშინვე მცირდება სექსუალური ვნებებიც. ამ დროს საჭიროა მარხვა, მოცდა, მეგობრულ ურთიერთობებზე და სულიერ გრძნობებზე გადასვლა. ხოლო თუ ქალი ხშირად იცვლის სექსუალურ პარტნიორებს, მათთან ქალის სული გახსნას ვერ ასწრებს და თავის ქვეცნობიერს სექსუალური სურვილებისადმი თაყვანისცემის ძლიერ იმპულსებს გადასცემს. მის შვილებში ევას ცოდვა ღვთაებრივთან მთლიანობას დიდი ხნით არღვევს. და თუკი ღვთაებრივი ენერგია ნაკლებია, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ნორმალურ ოჯახზე, ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff