თავი 2
საფეხურები
ერთხელ ჩემმა ნაცნობმა მკითხა, რატომაა სტომატოლოგებსა და რეანიმატოლოგებში თვითმკვლელობების ყველაზე დიდი პროცენტი. მე ასე ვუპასუხე:
- პირი – ეს სურვილების სიმბოლოა, ცხოვრებაც სურვილებთანაა დაკავშირებული. რაც უფრო მეტად გინდა დაეხმარო პაციენტს, მით უფრო მეტ ჭუჭყს იღებ შენს თავზე, შემდეგ კი იწყება ავადმყოფობა, სტრესები, ავადმყოფობენ შენი შვილებიც.
- ასე ხომ გამოდის, რომ თანაგრძნობა ყოველი პაციენტისადმი ავადმყოფობამდე მიგვიყვანს?
- დიახ, და ძალიან ხშირადაც. მე ამის შესახებ ხალხი მიიყვება.
- და გამოდის რომ სხვისი დახმარება და თანაგრძნობა საზიანოა?
- ათეისტისთვის საზიანოა. თუ შენ მორწმუნე ხარ და თანაუგრძნობ სხვა ადამიანს, ამასთან არასოდეს დაგავიწყდება, რომ ავადმყოფობა ღმერთის მიერაა გამოგზავნილი, და ადამიანური თანაგრძნობის დროს, შინაგანად მშვიდი რჩები და ღვთის ნებას მიენდობი. თანამგრძნობიარე ათეისტი – ესაა არა მხოლოდ ავადმყოფი, არამედ ადრე თუ გვიან მომაკვდავი ადამიანი.
- კი მაგრამ ბევრი ათეისტი ხომ სრულიად წესიერი ადამიანია?
- შენ მოვლენებს მოკლე მონაკვეთში ხედავ, მე კი აბსტრაქციას უფრო ძლიერად ვაკეთებ, უფრო ნატიფ დონეებზე გავდივარ და მოვლენებს დინამიკაში ვხედავ. მე შემიძლია ვადასტურო, რომ წესიერი, თანამგრძნობიარე ათეისტი – ავადმყოფი ადამიანია. ან ეს ადამიანი გულგრილია სხვების ტანჯვისადმი, ანუ თრგუნავს სიყვარულს მათდამი და ესე იგი თანდათან დეგრადირდება. უფრო მარტივად რომ თქვათ, შეუძლებელია რომ ათეისტი ადამიანი კეთილი, წესიერი და ამავდროულად ჯანმრთელი იყოს. არამორწმუნე ადამიანისთვის სიყვარული ყოველთვის მიჯაჭვულობაა და განწირულია სხვების ან თავისი თავის დამცირებისთვის.
ვხვდები რომ მას ჩემი არ სჯერა და ვცდილობ მეორე მხრიდან შემოვუარო.
- მითხარი, - ვეუბნები მე, - ოდესმე გაგიგია, რომ განთქმული სარდალი მშიშარა და უვარგისი ყოფილიყოს?
მან გაიღიმა და მხრები აიჩეჩა.
- ეს შეუძლებელია, ხალხი მას არ გაჰყვება. თუ უნებისყოფო და უწესო ადამიანია, ვერ იქნება წინამძღოლი.
- მშვენიერია – ვეუბნები მე. ალექსანდრე მაკედონელის არმია დაუმარცხებელი იყო, რადგან 16 000 მეომრიდან თითოეულს იცნობდა სახეებით და სახელებით.
- მაგრამ ალექსანდრე ხომ წარმართი იყო, - შენიშნა ჩემთან მოსაუბრემ.
- ის იყო წარმართი, რომელიც ეძებდა ერთიან ღმერთს. ის განვითარების პროცესში იყო. ხოლო თუკი მორწმუნე ხდება წარმართი ან ათეისტი, აქ სულ სხვა სურათს დავინახავთ. ერთია როცა ადამიანი ვერ განვითარდა ერთიანი ღმერთის აღიარებამდე, მაგრამ სულ სხვაა როცა ის მას საერთოდ უარყოფს.
- ხო და რას ამბობდი სარდალზე?
- კარგი, დამისახელე ყველაზე ნიჭიერი და მნიშვნელოვანი საბჭოთა სარდალი.
- ჟუკოვი.
- შეგვიძლია მას ნიჭიერი ვუწოდოთ?
- უდავოდ.
- არ შევეხები მის სამხედრო ოპერაციებს, უბრალოდ ამიხსენი შემდეგი ფაქტი. ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში შეიქმნა ატომური იარაღი. ქალაქ ტოცკთან იყო გამოსაცდელი პოლიგონი. მეცნიერები აფრთხილებდნენ რომ არა მხოლოდ აფეთქება, არამედ მისი შედეგებიც კი შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ადამიანებისთვის. გაჩნდა ამოცანა, გაეგოთ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ატომურმა აფეთქებამ ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე. თანაც ავღნიშნავ რომ ეს არ იყო საომარი დრო, როცა სიცოცხლე ნაკლებად ფასდება. მოკლედ ჟუკოვმა იქ ჯარისკაცები გაგზავნა და ივარაუდა რომ როცა ისინი რადიაქტიურ ზონას გაივლიდნენ, შეიძლება დაავადებულიყვნენ და მომკვდარიყვნენ. როგორ ფიქრობ რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა?
ჩემი მეგობარი დაფიქრდა.
- ორმოცდაათამდე კაცი ალბათ? – შემდეგ დაიჭირა რა ჩემი მზერა, შეასწორა: - ასი კაცი?
- მეტი, - ვეუბნები მე. – როგორც ვიცი ორმოცი ათასი კაცი, ოთხი დივიზია.
- რა საჭირო იყო ამდენი ხალხის ჩახოცვა? – გაოგნებული მეკითხება მეგობარი.
- უფრო ზუსტი ინფორმაცია რომ მიეღოთ, სტატისტიკოსებს რომ უფრო ადვილად ემუშავათ... ასე იქცეოდა საუკეთესო სარდალი სხვები საკუთარ ჯარისკაცებს უფრო მეტად სწირავდნენ, ამიტომაც ყოველ მოკლულ გერმანელზე ოთხი მოკლული საბჭოთა ჯარისკაცი მოდიოდა. საბჭოთა ხელმძღვანელების ერთ-ერთი მთავარი თვისება უგულობა და შეუბრალებლობა იყო. ეს ათეისტის ტიპიური ქცევაა.
- კი მაგრამ მათ ხომ სისტემა აიძულებდა ასე მოქცეულიყვნენ?
- მართალია, ეს იყო სისტემამდე ასული ათეიზმი და ხალხის უმოწყალოდ განადგურებას სოციალიზმი ნორმად თვლიდა.
- კარგი, მაშინ მითხარი, რატომ არ მიიღო კომუნიზმმა ღმერთის რწმენა, მაშინ ხომ დაუმარცხებელი და შეუვალი გახდებოდა?
- და როგორ ფიქრობ, რატომ თქვა კომუნისტური თეორიის ერთ-ერთმა მამამ შემდეგი სიტყვები: “როცა საქმე პროლეტარიატის ინტერსებს ეხება, არ შეიძლება ვილაპარაკოთ მორალზე და სულიერ ღირებულებებზე”?
- ამის ახსნა შეუძლებელია, - გაკვირვებული მიყურებს თანამოსაუბრე.
- სულაც არა, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რა კუთხით მივუდგეთ. მორალის ცნება ჩვენთან რელიგიიდან მოდის. სწორედ ის გვაიძულებს, დავძლიოთ ეგოიზმი და სურვილებისადმი თაყვანისცემა და შევიგრძნოთ ერთიანობა სხვა ადამიანებთან. წარმართსაც შეიძლება ჰქონდეს ეს გრძნობები, მაგრამ მისთვის ეს შემთხვევითი მოვლენაა, მორწმუნესათვის კი კანონზომიერი.
რატომ ამბობდა ენგელსი უარს სულიერ ღირებულებებზე? იმიტომ რომ ეს იყო რელიგიის უარყოფა. მაშინ ჩნდება კითხვა, რით იყო განპირობებული ეს უარყოფა? რატომ არ იყო საჭირო რელიგია? იმიტომ რომ კომუნიზმი თავისი არსით რელიგიის ალტერნატივად აქციეს. უფრო ზუსტად ეს იყო პიველი მცდელობა რელიგიის მეცნიერებასთან გაერთიანებისა.
ნებისმიერი ადამიანი, როცა სხვას თანაუგრძნობს, მორწმუნეც რომ იყოს ცოტა ჭუჭყს მაინც იღებს თავის თავზე შემდეგ იწმინდება. სხვისი ცოდვების მოშორება საკუთარი სულიდან უფრო ადვილია, მაგრამ როცა ასეთი მოქმედება მკურნალობად იქცევა და სამუშაოს სახეს იღებს, ღმერთისადმი სწრაფვა კი არასაკმარისია, მაშინ შეიძლება ბევრი პრობლემა ავიკიდოთ, რომლებიც ავადმყოფობებად გადაიქცევიან.
ყველა ამბობს რომ ექსტრასენსს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს პაციენტზე, განსაკუთრებით თუ ის არაა მორწმუნე, მაგრამ იმას რომ ექსტრასენსს შეუძლია თავის თავზე აიღოს ჭუჭყი, ვერავინ ხვდება. მკურნალები თავის თავზე ბევრ პრობლემას იღებენ, შემდეგ კი ავადმყოფობენ, ჭკუიდან გადადიან, კვდებიან, განსაკუთრებით მაშინ თუ კიბოიან ავადმყოფებს გადაარჩენენ.
ნატიფ და უხილავ დონეზე ჩვენ ყველანი ერთიანები ვართ, ამიტომ ემოციებს შეუძლიათ შეერიონ ერთმანეთს, სულებს კი – გადაეჯაჭვონ ერთმანეთს. ინგლისში ფსიქიატრი ორი წლის მუშაობის შემდეგ ერთი წელი ისვენებს, ანუ მისი სული და ემოციები უნდა გაიწმინდოს. ჩვენთან კი ფსიქიატრები უფრო და უფრო ემსგავსებიან თავიანთ პაციენტებს.
- რაც ექიმებს შეეხება გასაგებია, - მეუბნება ჩემი მეგობარი, - მე თვითონ ექიმი ვარ. მოდი სახალხო მკურნალებზე მომიყევი.
- კარგი, - ვეუბნები მე, - წარმოიდგინე ასეთი სიუჟეტი. წმინდანთან მიდის ავადმყოფი. წმინდანმა ილოცა და განკურნა. რა მოხდა ამით? ავადმყოფობა დაკავშირებულია ჩვენს ქვეცნობიერ ემოციებთან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ცოდვა ინახება ჩვენს გრძნობებში, ისინი ღრმა ქვეცნობიერში გადადიან და იქ ზიან. წმინდანი ღმერთისკენ და სიყვარულისკენ ისწრაფვის და მისი გრძნობები დიდ სიღრმეში იწმინდება. თუ ავადმყოფის გრძნობები, სული იწმინდება, ის გამოჯანმრთელებას იწყებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა წმინდანს სული და გული გადაუშალოს და ღმერთი იწამოს.
ყველანაირი ემოცია – ეს შეკუმშული სივრცე და დროა, ემოცია ეს – სიტუაციაა. ამიტომაც როცა ჩვენ დიდ სიღრმეში მყოფ ემოციებს ვიცვლით, ამით ვცვლით ხასიათსაც და ბედსაც.
ახლა კი წარმოიდგინე რომ ადამიანი მიდის მკურნალთან, რომელიც ფიქრობს ფულზე, სახელზე, წარმატებაზე, თავის საყვარელზე. შეუძლია ასეთ მკურნალს რომ დაეხმაროს? სულის გაწმენდაში ნაკლებად, აი ავადმყოფობის ერთი ორგანოდან მეორეზე გადატანა, თავისი ჭუჭყის პაციენტის სულზე ან მის შვილებზე გადატანა – ეს კი შეუძლია. არის კიდევ ერთი ვარიანტი – პრობლემის საკუთარ თავზე აღება. და გამოდის რომ მკურნალი თავის თავზე სხვის ცოდვას იღებს, პაციენტი კი იწმინდება.
- იცი რა არის ყველაზე დიდი გარყვნილება? – ვეკითხები ჩემს მეგობარს. – ეს სასჯელის არ არსებობაა. იგი უფრო დიდი ცოდვებისკენ გვიბიძგებს და უფრო მეტად გვაშორებს ღმერთს. ბევრი მკურნალი კი სწორედ ასე იქცევა.
ჩემთან მიღებაზე ქალბატონი იყო მოსული სერიოზული პრობლემებით. ჩემი დიაგნოსტიკით დადასტურდა რომ ძალიან ადვილად ხდება მიჯაჭვული (привязчивая), აქედან მოდის ეჭვიანობა, ადვილად განაწყენება, გაძლიერებული შიში ახლობლების სიცოცხლეზე, პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პირად ცხოვრებაში და ა. შ. რას ვურჩევ ხოლმე ასსეტ შემთხვევებში? პირველი – შეიგრძნოს რომ სიყვარული ღმერთისადმი უფრო დიდი სიამოვნებაა, ვიდრე სიყვარული სხვა ადამიანისადმი. მეორე – მიიღოს ტკივილი, ღალატი, წყენა და საყვარელი ადამიანის დაკარგვა როგორც წამალი, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის განწმენდა. შეინარჩუნოს სიყვარული წყენის, დაკარგვის, განშორების მომენტში. შემდეგ ისწავლოს მარტოობაში ყოფნა, შეიზღუდოს თავი კვებაში და სექსში, რადგან თუ სურვილებს არ შეიკავებს, ეს ვნებს სულსაც და სხეულსაც. შემდეგ უფრო მეტი უნდა გაიღოს საყვარელი ადამიანებისთვის, ვიდრე თავად აიღოს მათგან.
ეჭვიანობა – სურვილებზე დამოკიდებულებაა, მეტის მიღების სურვილი კი აძლიერებს დამოკიდებულებას. ადამიანი მზე უნდა იყოს, წყარო, და არა გუბე. შეიძლება საკუთარ თავს დავეხმაროთ დიეტით და ბალახებით, ანუ მოვაშოროთ ყველაფერი, რაც აძლიერებს ეჭვიანობას (ტკბილეული, ზედმეტი ჭამა, საფუარიანი პური, ლუდი და ა.შ.) ეჭვიანობა მოქმედებს მხედველობაზე, სმენაზე, სახსრებზე, ავადდება გული და შარდ-სასქესო სისტემა, აქედან გამომდინარე ყველა ბალახი და ხალხური რეცეპტი, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ ორგანოებს აძლიერებს, დაგვეხმარება შეცვლაში და ჩვენი პრობლემების მოგვარებაში.
მიჯაჭვულობები და ადამიანური ღირებულებები აგრესიის არსებობის დროს მოდიან. თუ მივიღებთ საკვებს ან გვექნება სექსი განსაკუთრებული მადის და სურვილის გარეშე, მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება ისევე როგორც აგრესიის დროს. მე დიდხანს ვიპიქრე ამ თემაზე და ბოლოს მივხვდი რატომ ხდება ასე. შინაგანი აგრესიულობა კლავს სიყვარულს. და თუ შენ სიყვარულის გარეშე აკეთებ რაიმეს, მაშინ დამოკიდებული ხდები მასზე და ეჯაჭვები მას. სიყვარული – ეს უმაღლესი ენერგიაა, მისგან გამომდინარეობს ყველა სურვილი და შესაბამისად თუ რაიმე საქმეს განსაკუთრებული სურვილის გარეშე ვაკეთებთ, ამით ზიანს ვაყენებთ საკუთარ სულს.
მოცარტი აიძულა მამამისმა რომ ბრწყინვალე მუსიკოსი დამდგარიყო, ოღონდ ძალადობით და განსაკუთრებული სიყვარულის გარეშე, აქედან მოდის მისი ადრეული სიკვდილი. ასე რომ თუ გაქვს გადატვირთვები, მაგრამ ამასთან ერთად გაქვს სიყვარულის და ფრენის შეგრძნება, ანუ ენერგია, მაშინ ამ გადატვირთვებმა შეიძლება დიდი ბიძგი მოგცეს განვითარებისკენ, რადგან ისინი გიბიძგებენ სიყვარულის დიდი ინტენსივობისკენ. მაგრამ თუ გადატვირთვები ხანგრძლივი იქნება და დადებითი ემოციების გარეშე, მაშინ ეს გაანადგურებს სიყვარულს სულში. და იმისთვის რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ასეთი გადატვირთვების შემდეგ საჭიროა ავად გავხდეთ ან მოვკვდეთ, რომ სიყვარული დარჩეს სულში.