სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

სერგეი ლაზარევი
0
0

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტიკა" ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა მთარგმნელი: მამუკა გურული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე   ...

თავი 6

 

მომავალი

2006 წლის იანვარში შედგა ჩემი გამოსვლა ხარკოვში. ხშირად მიწვევენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ როგორც წესი უარს ვამბობ. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვიდეოკამერაზე ჩემი პირველი ჩაწერის დღიდან ვცდილობ აღარ გავნმეორდე.

უკანასკნელ ხანებში მივხვდი, შესაძლებელია რომ არაფერი აღარ გაიმეორო. რა თქმა უნდა არსებობს ტრადიციები, რომლებიც უნდა დაიცვა. ყველა სიტუაციაში არსებობს ჩონჩხი – მთავარი კონსტრუქცია, რომელიც პრინციპში ყოველთვის ერთი და იგივე სხვადასხვა გარეგნული ვარიაციებით. სხვათაშორის, ყირიმში გენერალური სადღეგრძელო გვაქვს მეგობრების შეხვედრის ტრადიციასთან დაკავშირებით.

გადავერთე. დავუბრუნდეთ ლექციებს. იმას, რომ არ ვმეორდები, მინუსებიც აქვს და პლუსებიც. პლუსი იმაშია, რომ მე თვითონ მაინტერესებს როგორ წავა ლექცია, ეს კი დიდი ენერგიის დახარჯვას გულისხმობს, ანუ ასტიმულირებს შემოქმედებას დ ახელს უწყობს ახალ იდეებს დარბაზშივე დაიბადონ ლექციის მსვლელობისას. ამიტომაც ვგრძნობ დარბაზს და მიჭირავს იგი. სხვათაშორის, რითაა სახიფათო ფონოგრამა? მას ხელოვნების გადაგვარებისკენ მივყავართ. ხმა, ბგერა, ეს ენერგიაა, მაყურებელთან კონტაქტის დამყარების საშუალებაა, ამიტომ დარბაზი რომ ფონოგრამის გარეშე დავიკავოთ, საჭიროა დიდი რაოდენობით ენერგია, ე სკი ბევრს არ შეუძლია.

ჩვენი ქვეცნობიერი ორობითი პრინციპით მუშაობს – მასში ან დეგრადაციის პროცესი მიმდინარეობს, ან განვითარების. მაგალითად ადამიანი წლობით ასრულებს ფონოგრამაზე ორ-სამ სიმღერას და ღებულობს გაცილებით მეტ ფულს, ვიდრე რეალურად გამოიმუშავებს. შემდეგ კი რატომღაც ეწყება სულთან და სხეულთან დაკავშირებული პრობლემები. მომღერლის ენერგეტიკის ნაკლებობა რომ შესამჩნევი არ გახდეს, გამოსვლა კორდებალეტით, სტრიპტიზით ინიღბება, მომღერალი წრიალებს სცენაზე, გამოხატავს გრძნობებს, სულში კი სიცარიელეა.

ასე რომ, დავუბრუნდეთ ლექციებს. მათი პლუსი – ეს შემოქმედებითობაა, ხოლო მინუსი – ის, რომ ამის გამო ხშირად გამოსვლა არ შემიძლია. მაგრამ ეს ახლა უკვე მახარებს კიდეც. მახსოვს 1995 წელს როგორ მოვიდა ჩემთან პოპულარობა: აქტიურად დაიწყო მიწვევები და გამოსვლები სხვადასხვა ქალაქებში. თავიდან საინტერესო იყო – მოგზაურობა, ურთიერთობა, სიახლეები, გასამრჯელო. მაშინ პოპულარული ვიყავი, დარბაზები კი სავსე იყო.

სადღაც 1997-ში ვიგრძენი რომ გადაღლილობა დამეწყო. მე ხომ სერიოზულ ინფორმაციას ვიძლევი, და მუდმივად უნდა დავიჭირო დარბაზი. ამას გარდა დიაგნოსტირებასაც ვახდენ. და კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, უბრალოდ პასუხი კი არ უნდა გავცე, არამედ დავალაგო ის ისე, რომ დაეხმაროს კონკრეტულ ადამიანს. 1998-ის დასაწყისში შეუძლოდ ვიგრძენი თავი, უბრალოდ აღდგენას ვერ ვასწრებდი.

მე აღარ განვიკითხავ უბედურ ადამიანებს, რომლებსაც ითრევს ბიზნესი, სამუშაო, ფული. აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი ნარკოტიკივით მოქმედებს. ჩემი სიცოცხლე 1998 წლის დეფოლტმა გადაარჩინა. ხალხმა შეწყვვიტა ჩემს გამოსვლებზე სიარული და დასვენება შევძელი. მაშინ ჩემ თავს ვუთხარი: მე ლექციებს ვატარებ განვითარებისთვის, ხალხის დახმარებისთვის, სიამოვნების და ფულის მისაღებად. პრიორიტეტების სისტემა! ამას მაგალითით ავხსნი. ერთმა ქალბატონმა, იმედოვნებდა რა, რომ ცოლად გაყვებოდა, თავის რჩეულს კითხა, თუ რა ადგილს იკავებდა მის ცხოვრებაში. მან კი უპასუხა: “ძვირფასო, პირველ ადგილზე ჩემთვის დედაა, მეორეზე – სამუშაო, მესამეზე – აგარაკი, მეოთხე ადგილი თავისუფალი მაქვს, შენ – მეხუთეზე ხარ.”

ასევე ჩემთვისაც 1998 წლიდან გასამრჯელომ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ხარკოვში ადრე არ გამოვდიოდი, მიუხედავად იმისა რომ ყირიმისკენ გზაზე იყო. შემდეგ მეგობრებმა მითხრეს, რომ ეს ყველაზე მსხვილი კულტურული ცენტრია უკრაინაში, სადაც ბევრი სტუდენტია და აუცილებელია აქ გამოსვლა. სხვათაშორის, 2006 წლის სექტემბერში, როცა მეორედ გამოვედი ხარკოვში, მაყურებელი უფრო ნაკლები იყო, მაგრამ დაკმაყოფილების გრძნობა მაინც მივიღე.

2005 წლის დეკემბრის შუაში, დაიწყო ბილეთების გაყიდვა ხარკოვში პირველ გამოსვლაზე. ჩემთვის ჩვეული ამბავი გახდა კონტაქტი პაციენტებთან მიღებამდე და კონტაქტი დარბაზთან გამოსვლამდე. სემინარამდე რამდენიმე დღით ადრე მე უკვე მძიმედ ვარ. ყველა დიალოგი, ურთიერთობა უკვე წინასწარ ხდება ნატიფ დონეზე. სწორედ ამ დროს ხდება გადარჩევა. თუ ადამიანი არაა მზად ან მისთვის არ შეიძლება ჩემთან მიღებაზე მოხვედრა, ის ამ შინაგანი დიალოგის სტადიაზე მშორდება. მაგრამ ისიც შეიძლება რომ მე არ ვიყო მზად და მაშინ დარბაზი მოქმედებს ჩემზე. თუ მინდა რომ დავეხმარო ადამიანებს ჭუჭყისგან განწმენდაში, თავად უნდა ვიცოდე საკუთარი თავის განწმენდა. გინდა თუ არ გინდა, ურთიერთობაში, განსაკუთრებით მაშინ როცა დიაგნოსტირებას ახდენ, სულიერი ჭუჭყი შენსკენ გადმოდის. სწორედ ამიტომ ბევრი ფსიქიატრი თავის პაციენტს ემსგავსება.

ის, რომ იანვრის მაყურებლები ნატიფ დონეზე უკვე მეკონტაქტებიან, უკვე ვგრძნობ, მაგრამ როგორ იმოქმედეს ჩემზე (“пробили”), ვერ ვიგრძენი – ზემოქმედება ძალიან ნატიფი (тонкий) იყო. ჩემმა დამოკიდებულებმა მთავარ ღირებულებებზე მკვეთრად დაიწყო ზრდა. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ სული გაცილებით უფრო მთავარია ვიდრე სხეული, ისინი იგრძნობენ საფრთხეს, რომელსაც სულის დეგრადაციისკენ მივყავართ. მაშინ ეს ვერ ვიგრძენი. რატომღაც თავდაცვის ჩვეულმა სისტემამ არ იმუშავა. მოვყვები, როგორ გამოიყურება იგი.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან მომავლიდან მოდის სახელი, ფული, წარმატება და თქვენმა სულმა ნატიფ დონეზე უკვე მიიღო იგი. მე ვამბობდი, რომ ჩვენი ღრმა ემოციები მომავალზე რეაგირებენ როგორც აწმყოზე. სწორედ ემოციებზე დაყრდნობით ვღებულობდი ინფორმაციას მომავალზე. მოკლედ, სული ხდება ამაყი, ქვეცნობიერში ჩნდება ამბიციები, ქედმაღლობა და ადამიანი, რომელსაც რეალურად ჯერ არ მიუღია წარმატება და მატერიალური კეთილდღეობა, ქვეცნობიერად უკვე ზიანს აყენებს და ღალატობს თავის ახლობლებს. ისინი კი ისე, რომ ვერაფერს ხვდებიან, რეაგირებას ახდენენ ამაზე და აქტიურად “ჭორავენ” მას. და აი აქ იწყება ყველაზე მთავარი: თუ შეგიძლია უსამართლო წყენა აპატიო ახლობლებს, თუ გამომუშავებული გაქვს ტკივილის მიღების დროს სიყვარულის შენარჩუნების მექანიზმი, მაშინ შენი სული ასწრებს თავის წესრიგში მოყვანას და ადამიანური ბედნიერება, რომელიც მომავლიდან მოდის, უკვე ვეღარ მოგკლავს. ანუ შინაგანად თვინიერ და კეთილსინდისიერ ადამიანს შეუძლია მზად იყოს სიმდიდრისთვის და ბედნიერებისთვის, სხვებისთვის კი ამის ქონა სახიფათოა. სხვათაშორის იგივე ხდება უბედურების შემთხვევაშიც. ხშირად ვხედავ, როგორ მოდიან ნატიფ დონეზე ადამიანისკენ უბედურებანი, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ უნდა დაატყდეს თავს და თუ ის, შედის რა მათთან კონტაქტში, გრძნობს შიშს, სიძულვილს, სასოწარკვეთილებას და ხელს უწყობს ამ მდგომარეობას, ამართლებს რა გარეგნული მიზეზებით, ის ამ უბედურებებს გარდაუვალს ხდის.

როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს? მაგალითად სამი-ოთხი წლის შემდეგ ადამიანს მომავლის ნგრევა ემუქრება. დავუშვათ, რომ უნდა მოკვდეს, ან ბიზნესი დაენგრეს, ან ოცნებები. ის ქვეცნობიერად გრძნობს ამ სიტუაციას, მაგრამ მის ზედაპირულ, რეალურ გრძნობებში ეს გამოიყურება როგორც ცოლის ღალატი. რატომ? იმიტომ რომ მომავლის ნგრევა მისთვის საყვარელი ადამიანის ღალატთანაა ასოცირებული. რამდენიმე წლის შემდეგ მას სიკვდილი ელის, ამის ნიშნად კი ცოლისადმი ეჭვიანობის უეცარი აფეთქება გვევლინება. და თუ ის ხელს შეუწყობს ამ გრძნობას სქემით: კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს და თავს იტენის ეჭვებით და ცოლისადმი აგრესიული გამოხტომებით, ის საბოლოოდ ანგრევს სიტუაციას, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელი იყო და თავის პრობლემებს გარდაუვალს ხდის. 

წარსული და მომავალი ერთიან კავშირშია და მომავალზე პირველ რიგში ემოციებით გავდივართ. ემოცია – ხიდია აწმყოსა და მომავალს შორის. სწორედ ჩვენი არასწორი ემოციები წამის ყოველ მონაკვეთში ან კლავენ ჩვენს მომავალს, ან პირიქით, ქმნიან და ანვითარებენ მას.

ერთი საპირისპირო მხარე მეორეთი წონასწორდება. ძუნწი ადამიანის გვერდით აუცილებლად აღმოჩნდება ქურდი, ხოლო თუ ადამიანი ძუნწია მომავლისადმი, ყოველთვის გამოჩნდება ის, ვისაც მიუფურთხებია მომავლისათვის, რადგან ის საწინააღმდეგოს – მატერიალურს ეთაყვანება. იდეალისტების გვერდით ყოველთვის იქნებიან ნაძირალები. რუსეთში კოლექტიური ცნობიერება ყოველთვის ჯობდნიდა ინდივიდუალურს, მაგრამ რადგანაც რწმენა ნაკლებად იყო, ხალხი ხშირად ჩამოდიოდა სიყვარულიდან სულიერებაზე. მთელი საბჭოთა პერიოდი ჩვენ ღმერთისკენ კი არა, ნათელი მომავლისკენ ვისწრაფვოდით.

მახსენედება როგორ დამისვა ერთმა ადამიანმა ასეთი კითხვა: “გენიალური ჩეხოვი ძალიან ადრე მოკვდა. სიკვდილის მიზეზი ფილტვების დაავადება იყო. თქვენი ტერმინოლოგიით, ეს სიამაყეა, მაგრამ ის ხომ ძალიან დელიკატური და სულიერი ადამიანი იყო. მაშინ როგორ ახსნით მის სიკვდილს?” – “გახსოვთ ჩეხოვის უმთავრესი ნაწარმოები – პიესა “თოლია”? მისი გმირი – ტრეპლევი – პიესებს წერს არა იმისთვის რომ სახელგანთქმული გახდეს. მას უნდა შექმნას თავისი სამყარო, სადაც არაა ტკივილი, წყენა და დამცირება. მას უნდა იცხოვროს ამ ილუზორულ სამყაროშო, სადაც არაა ღმერთი, არაა სიყვარული და ტკივილი და მხოლოდ სურვილების ასრულებაა. არადა ბევრჯერ და ბევრჯერ აწყდება იგი რეალობას და იმის ნაცვლად რომ მიიღოს ტკივილი როგორც ბიძგი სიყვარულისკენ, მას თანდათან სიძულვილი უჩნდება გარესამყაროსადმი და სულ უფრო და უფრო სძულდება იგი. უფრო და უფრო უნდა მისი განადგურება. და აი ის კლავს თოლიას – ეს პროტესტია მთელი სამყაროსადმი და მისი განადგურებისთვის მზადყოფნაა. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც გარდაცვალებული მეზღვაურების სულები თოლიებში სახლდებიან. თოლია არის ადამიანის სულის სიმბოლო. “თოლიის” მთავარმა გმირმა, შეიძულა რა მთელი სამყარო, “ეშმაკად” იქცევა და თავის სულს კლავს. ხოლო როცა სული მკვდარია, სხეული განწირულია და გმირის თვითმკვლელობა პიესის ბოლოს კანონზომიერია. ჩეხოვმა, რომელიც თავად გრძნობდა თავს ტრეპლევად, ამ პიესას კომედია უწოდა, ამით ეცადა მოშორებოდა ამ წვრილმან, მაგრამ ამავდროულად საშინელ პრობლემებს. ეცადა, დაეძლია მათზე დამოკიდებულება.

საზოგადოების ლიდერები აირეკლავენ მისი ყველა წევრის ტენდენციეს. მხატვრები, მწერლები, პოლიტიკოსები წინ მიდიან და გრძნობენ იმას, რაც მალე მათ ერს დაემართება. ჩეხოვი ფილტვების პრობლემებით მოკვდა, რადგან ვერ შეძლო გამოსავლის პოვნა. ადამიანურმა შეიპყრო იგი დად ა უფრო და უფრო დაჩრდილა ღვთაებრივი. ასსეტ შემთხვევებში ავადმყოფობა და სიკვდილი სულის ხსნაში გვშველიან ხოლმე. ამიტომ ვერ იპოვა “თოლიის” მთავარმა გმირმა გამოსავალი და განწირული იყო ავტორის მიერ თვითმკვლელობისათვის. ამიტომაც იყო რუსეთი, როგორც სახელმწიფო განწირული.”

თუ ჩვენ გვავიწყდება, რომ ღმერთი მართავს ყველაფერს და ვეღარ ვგრძნობთ ყველაფერში მის ნებას, მაშინ თავად ვიწყებთ დროის მართვას. მეტწილად დროის მართვა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულ დონეზე! და უნდა ვიცოდეთ, როდის შევჩერდეთ. მაგრამ ჩვენ, ვწუხვართ რა იმის გამო რაც დაგვემართა, ვერც კი ვხვდებით, რომ Qვეცნობიერად ყველაფრის შეცვლა გვინდა, რაც სამყაროში მოხდა. გასაგებია შემდეგ რაც მოხდება.

შეიძლება, ყველაფერი სწრაფად ვაკეთოთ, მაგრამ ამასთან არ ვიჩქაროთ. აჩქარება – ეს აგრესიაა დროის მიმართ. ყველა პაციენტს გამუდმებით ვეუბნები, რომ დრო – ეს ფუნდამენტალური სიდიდეა სამყაროში. დროის მიმართ აგრესია კარგად არასოდეს არ მთავრდება. წარსულზე წუხილი და მისი შეცვლის შინაგანი სურვილი, აწმყოთი უკმაყოფილება და მიუღებლობა იმისა, რაც გემართება, შენი ბედით უკმაყოფილება, მომავლის დაჩქარება, ან მისი შიში – ეს უკვე დიაგნოზია.

სხვათაშორის, წყენის გამომკვებავი მთავარი ფაქტორი – წარსულში მომხდარის მიუღებლობაა. თუ არ შემიძლია მივიღო დანაკარგები, რაც წარსულში მოხდა, მაშინ ვერ შევძლებ წყენის პატიებას, რომელიც მომაყენა ადამიანმა ამ დანაკარგით. აქედან დასკვნა: წყენა რომ დავძლიოთ, საკუთარი ნებით უნდა დავკარგოთ რაღაცეები. ხოლო ნებაყოფლობითი დანაკარგი – ეს მსხვერპლია. მსხვერპლის გარეშე არ არსებობს ღმერთის რწმენა. რა გამოდის? ადამიანი, რომელიც ნაწყენდება, მორწმუნე ვერ იქნება, მაშინაც კი თუ ყოველდღე დადის ეკლესიაში, მეჩეთში ან სინაგოგაში. ის თავის თავს მორწმუნედ ჩათვლის, მაგრამ თავისი არსით ყოველთვის შეეწინააღმდეგება ღვთის ნებას და უარს იტყვის მის მიღებაზე.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff