სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

სერგეი ლაზარევი
0
0

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტიკა" ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა მთარგმნელი: მამუკა გურული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე   ...

თავი 14

 

მუშაობა საკუთარ თავზე

მატარებლის სევასტოპოლში გამგზავრებამდე კიდევ ორი საათია. მე ადრე გამოვედი, რომ მომესწრო. პრინციპში ვაგზლამდე მისვლა ორმოც წუთში შეიძლება. თუმცა ამ ბოლო დროს მირჩევნია დავიცადო ხოლმე, ვიდრე ბოლო წუთს მივუსწრო. ვითომ სასკის ბრალია? სხვათაშორის, საიდან მოდის ეს ფრთიანი გამოთქმა: ყველაზე ცუდი – ლოდინი და აჩქარებაა. როცა რამეს ელოდები – ეს დამოკიდებულებაა, დამოკიდებულება კი შიშს ბადებს. და რაც უფრო მეტად ელი რაიმეს მომავლისგან, მით უფრო მეტად განიცდი მის გამო და მით უფრო ხდები მასზე დამოკიდებული. ხოლო როცა ჩქარობ, გეშინია – არ დაგაგვიანდეს და კვლავ ჩნდება შიში მომავლის მიმართ. ისევ იგივე თემაა მომავლის თაყვანისცემისა. მე ვისწავლე ლოდინი, იმედის გარეშე და აჩქარება, განცდის გარეშე. ვაკეთო ყველაფერი სწრაფად და ამავე დროს არ ვიჩქარო.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ როგორ მივფრინავდი ვოლგოგრადიდან. გაფრენამდე საათნახევარი რჩებოდა, აეროპორტამდე – დაახლოებით საათი. უკვე ნერვიულობა დავიწყე, მაგრამ ჩემი ნაცნობის შვილმა, რომელსაც უნდა წავეყვანე, დამამშვიდა: “არ ინერვიულოთ, ჩქარა ვივლით და ორმოც წუთში იქ ვიქნებით.” აი ვჯდებით მანქანაში და მივდივართ აეროპორტში. ორმოცი წუთის შემდეგ საათზე ვიყურები. მძღოლმა შეამჩნია ჩემი ჟესტი და გაზს მოუმატა. გაფრენამდე ნახევარი საათი რჩება. რაღაც ძველი მიტოვებული სოფელი გავიარეთ. მე შევთავაზე, რომ გავჩერებულიყავით და გაგვეგო აეროპორტის გზა. ბიჭი მანქანიდან გადავიდა, მალევე დაბრუნდა და შემატყობინა, რომ სხვა გზით გაგვივლია ზედმეტი ორმოცი კილომეტრიც.

ადრე მაშინვე ვინანებდი იმის გამო, რომ საკუთარ თავს მივეცი უფლება სხვისი აზრზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. რადგანაც დაგვიანებით გამოვედით, ვჩქარობდით კიდეც, ხოლო როცა ადამიანი ჩქარობს, ის კარგავს სიტუაციაზე ცონტროლს. მე გავღიზიანდებოდი და გავბრაზდებოდი იმაზე, ვისაც დავუჯერე, შემდეგ კი საკუთარ თავზეც. ახლა ერთ რამეს ვხედავ: თუ ვინერვიულებ, მძღოლი უფრო მეტად იჩქარებს.

მე კარგად ვეწყობი სავარძელში და მძღოლს მხარზე ხელს ვურტყამ გასამხნევებლად. პირველი წესი: არაფერი არ ინანო. მეორე წესი: არსად არ იჩქარო, მაგრამ ჩქარა იარე. მესამე წესი: ყველაფერი, რაც მოსახდენია, ჩვენით არაა განსაზღვრული. ჩვენ იმას ვაკეთებთ რაც შეგვიძლია და ზედმეტი არ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე. “ჩართე მუსიკა”, - ვეუბენი მძღოლს. აეროპორტში გაფრენამდე აი წუთით ადრე მივედით. მე მოვასწარი რეგისტრაციის გავლა, ამასთან შევამჩნიე, რომ ისეთივე ზომიერი განწყობა მაქვს – არავითარუ იაზრო სიხარული იმის გამო, რომ მოვასწარი, თუმცა რომ დამეგვიანა ბევრი პრობლემა შემექმნებოდა. ძალიან კარგი გრძნობაა – დიდი ენერგიის არსებობაა. დანგრევის ნაცვლად ყველა ძალა შექმნაზე დაიხარჯა. მივხვდი, როგორ აღწევენ ადამიანები წარმატებებს. საჭიროა სწორად მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციებში.

სტრესის, ენერგიის ხარჯვის დროს იხსნება ქვეცნობიერი. ასეთ სტრესად გვევლინება სახიფათო სიტუაცია, ფიზიკური და ტემპერატურული გადატვირთვები, შეყვარებულობა, სქესობრივი მომწიფება, პირველი სიყვარული, ქორწინება, ბავშვების დაბადება – ეს ყველაფერი დიდი ენერგიის ხარჯვის თანხლებით ხდება. იმის მიხედვით, თუ როგორ ვიქცევით ასეთ სიტუაციებში, ყალიბდება ჩვენი ბედი. მთელი ჩვენი ცნობიერი გამოცდილება ემოციაში იკუმშება. და თუ გარესამყაროსთან კონტაქტის ემოცია ჰარმონიულია, ჩვენ ვვითარდებით. მთელი ჩვენი მსოფლხედველობაც ასევე ემოციად იკუმშება. სწორე დეს ემოციური ხატ-სახეა მატრიცა ჩვენი რეაქციისთვის გარესამყაროსადმი. ეს ხატ-სახე ანაწილებს ენერგიას, რომელიც ჩვენში გადის.

ჩვენი ინსტინქტებიც ხატ-სახეებია (образи). სამყაროს ამ ხატ-სახოვანი აღქმის გარეშე უკუკავშირი არაეფექტურია. იმისათვის, რომ შექმნილ სიტუაციაზე მოვახდინოთ რეაგირება, საჭიროა, რომ ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც ჩვენამდე მოდის, ხატ-სახედ შევკუმშოთ. ნებისმიერი ინფორმაცია ეს მოვლენაა დროის რაღაც მონაკვეთში. საჭიროა დროის ყველა კონა წამის მეათედამდე შევკუმშოთ და მაშინ ხატ-სახე ცოცხლდება, მუშაობას იწყებს. და მიუხედავად იმისა, რომ ხატ-სახოვანი ემოცია მხოლოდ წამის მეათედი მუშაობს, მის ფორმირებაზე მრავალი წელი მიდის. რაც არ უნდა დიდი იყოს ინფორმაციის მოცულობა და დროის მონაკვეთი, ყველაფერი ე სწამის მეათედში უნდა შეიკუმშოს. ყველაფერი ის რაც არ იკუმშება, უნდა გადავაგდოთ. ერთ ადამიანს ხატ-სახის სიმკვრივე შეიძლება მაღალი ქონდეს, მეორეს კი სუსტი. მაგრამ ემოციურად შეიძლება ეს ადამიანები გავდნენ ერთმანეთს.

უკანასკნელ ასწლეულებში ადამიანებს გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ განვითარება – ეს ცოდნის და გამოცდილების დაგროვებაა, რომ ეს პირველ რიგში ინტელექტია. სინამდვილეში განვითარებ ჩვენი ემოციების სიმდიდრეში იმალება. აზრობრივი ინფორმაცია არ იკუმშება. ისეთი მოვლენები, როგორიცაა პოეზია, მხატვრობა, თეატრი, გვეხმარებიან აზრის გრძნობად გადატანაში და შესაძლებელს ხდიან სულის შემდგომ განვითარებას. თუ საზოგადოებაში კულტურული და რელიგიური ტენდენციები სუსტდება, ჰიპერტროფირებული ცნობიერება ვერ გადადის თავის მეორე წინააღმდეგობაში – გრძნობაში და ნაცვლად ამისა მის განადგურებას იწყებს. ბუნებაში არ არსებობს ნახევრული პროცესები. ნებისმიერი პროცესი, მიდის რა გარკვეულ მდგომარეობამდე, თავიოს საპირისპირო მხარეში გადადის. აზრი ემოციად უნდა იქცეს, ემოცია კი შემდეგ აზრად იქცევა, თუმცა ღრმა დონეზე აზრი და ემოცია ერთი და იგივეა. სიცოცხლეც ასევე მის საპირისპირო მხარეში უნდა გადავიდეს – სხვა სამყაროებში უსხეულო არსებობაში. სიკვდილი სინამდვილეში არაა სიცოცხლის საწინააღმდეგო მხარე – ეს საზღვარია სულის არსებობის ორ ფორმას შორის.

ურთიერთწინააღმდეგობების ერთობის და ბრძოლის კანონი დროის სტრუქტურას ასახავს. დროის გამარტივებული მოდელი წრეა და ყველა პროცესი წრეზე ტრიალებს: გამოდიუს წერტილიდან, მიდის რკალის გავლით მეორე წერტილამდე და უკან ბრუნდება საწინააღმდეგო მიმართულებით, ბოლოს საწყის წერტილს უბრუნდება. წრის პირველი ნახევარი – ეს ერთი წინააღმდეგობაა დამ ას მეორე ეწინააღმდეგება. ამიტომ სამყაროს ნებისმიერ პროცესში არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია: ერთი ცხადია, მეორე უხილავი. ნებისმიერ დაგროვებაში იგულისხმება მომავალი დანაკარგი, ნებისმიერ სიხარულში მომავალი მწუხარება. რაც მეტად ვეთაყვანებით სიკეთეს, მით უფრო მალე იქცევა ის ბოროტებად.

თუ შადრევანი ზემოთ ისვრის წყლის ნაკადს, ის აუცილებლად უკან უნდა ჩამოვარდეს. და ის, ვინც ურთიერთწინააღმდეგობების დაყოფას ცდილობს, ვერ იტანს წყალს, რომელიც ქვემოთ ვარდება და ეთაყვანება წყალს, რომელიც ზემოთ მიისწრაფვის. და იმისათვის რომ დავტკბეთ ფანტანით, რომელიც მწვანე მინდორს და მზით განათებულ პარკს ალამაზებს, უბრალოდ საჭიროა, რომ დროულად მივაწოდოთ მას წყლის ახალი პორციები.

წარმოიდგინეთ გეიზერი – თავიდან ხდება წყლის ამოტყორცნა, შემდეგ კი ის უკან ეცემა. ასევეა ჩვენი ცხოვრებაც. ჩვენ ვიღებთ პორციას ღვთაებრივი ენერგიიდან, ის გარდაიქმნება ჩვენ სულიერ და მატერიალურ სიკეთედ, რომლითაც ვტკბებით, შემდეგ კი ეს ენერგია დაბლა ეშვება. და მოკლედ, ჩვენ შევეჩვიეთ მწუხარებას იმის გამო, რაც ეცემა, ან დანაკერგების გამო. მივეჩვიეთ, რომ ვეძებოთ და გვძულდეს ისინი, ვინც დამნაშავეა ამაში. არადა საჭიროა, რომ წყლის პორციები უწყვეტად მიეწოდებოდეს და გეიზერი ფანტანად იქცევა. ანუ წუხილის და წყენის ნაცვლად სიყვარული უნდა ვისწავლოთ. სიყვარულს არა აქვს ურთიერთწინააღმდეგობა, და ის, ვინც ამბობს, რომ მისი წინააღმდეგობა სიძულვილია, უბრალოდ ვერ აზროვნებს. სიძულვილი, ეს მიჯაჭვულობის და თაყვანისცემის წინააღმდეგობაა. ის, ვისაც სძულს, ცდილობს დაანგრიოს, ხოლო ის ვინც თაყვანს სცემს, ცდილობს ხელუხლებლად შეინარჩუნოს. თაყვანისცემა და სიძულვილი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ ადამიანს არა აქვს მიჯაჭვულობა და თაყვანისცემა, სიძულვილის გრძნობა მისთვის უცნობი იქნება.

სიყვარულს არა აქვს ურთიერთწინააღმდეგობები, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად ჰარმონიულია.სიყვარული თავად ქმნის წინააღმდეგობებს. ის გვაძლევს უზარმაზარ სიხარულს და უზარმაზარ ტკივილს ერთდროულად. სიყვარული არა მხოლოდ გვაძლევს, არამედ გვართმევს კიდეც. ერთნი სიყვარულთან შეხებისას ჯანმრთელები და ბედნიერები ხდებიან, მეორეებს უბედურება და სიკვდილი ეწვევა. და როცა ადამიანები ცდილობენ სიყვარული მხოლოდ ერთ-ერთი ნახევრის სახით წარმოიდგინონ, მხოლოდ ბედნიერების, სტაბილურობის, სურვილების ასრულების სახით, მაშინ სიყვარული მაშინვე გადაიქცევა მიჯაჭვულობად, ამის მერე კი ზურგიდან უკვე სიძულვილი იყურება.

თუ ჩვენი კონტაქტური ემოცია, ჩვენი ხატ-სახე, რომელიც სამყაროსთან ურთიერთქმედებს, ცალი მხარით აღიქვამს სიყვარულს, მაშინ ტანჯვა, ავადმყოფობა და უბედურებები გარანტირებული გვაქვს. არასწორი მსოფლმხედველობა და ემოციები არასწორ აზრებს და საქციელებს ბადებენ. და ადამიანი მრავალი ათწლეულის, ან მრავალი ცხოვრების განმავლობაში გადადის თაყვანისცემიდან სიძულვილისკენ. და ერთ მშვენიერ დღეს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ის სიკვდილს იწყებს, სუსტი და დაუცველი ხდება. მას უკვე აღარ აქვს ძალა სიძულვილისთვის ან თაყვანისცემისთვის – ენერგია არ ყოფნის არც ერთზე და არც მეორეზე. ამ დროს დაუძლურებული სული უცებ სიყვარულს გრძნობს, ხელახლა აღდგება და ესმის რომ შეიძლება ეთაყვანო მხოლოდ სიყვარულს. იღებს ენერგიის ახალ პორცციას და აი, ის უკვე მზადაა შემდგომი ცხოვრებისთვის.

და ისევ ისვრის გეიზერი ზემოთ, შემდეგ კი ისევ უკან ვარდება. რაც მეტად განიცდის ადამიანი სიყვარულის გრძნობას, მით მეტი მიწიერი ბედნიერება შეუძლია მიიღოს და მით მეტი ტკივილით უნდა გაწონასწორდეს იგი. ზოგიერთს ეშინია წყლის ვარდნის და ამცირებს ფანტანის სიმაღლეს. ზოგი უფრო მარტივად წყვეტს საკითხს: გუბესთან ზის, იქ კი წყლის ვარდნა არ ხდება, იმიტომ რომ ფანტანი როგორც ასეთი არ არსებობს. იმისათვის, რომ მარჯვენაზე და მარცხენაზე მაღლა დავდგეთ, საჭიროა კონცენტრაცია მოვახდინოთ სიყვარულზე და რაც მეტია სიყვარულის ინტენსივობა, მით უფრო ადვილია ნებისმიერი ურთიერთწინააღმდეგობის მორიგება.
თვალწინ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი წარმომიდგა – უდიდესი მწუხარება და უდიდესი სიხარული ერთდროულად. სიხარული შვილის დაბადებისგან და მწუხარება იმის გამო, რომ მის მომავალ ტანჯვას გრძნობს. სიხარული იმის გამო, რომ ადამიანის სულებს იხსნის და მწუხარება იმის გამო, რომ მას ჯვარს აცვამენ. კათოლიკურ მარიამ ღვთისმშობელს კი – თვალებში მხოლოდ სიხარული აქვს, მხოლოდ სიხარული, იმის გამო რომ შთამომავლობის გაგრძელების ინსტინქტი რეალიზებულია.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანი ვერ განიცდის ერთდროულად ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციას და ისინი თავისებურად მართალნი არიან. ეს სამართლიანია სხეულისთვის. და თუ ფსიქიკა – ეს სხეულის ფუნქციაა, მაშინ ეს მართალია. მაგრამ ადამიანს აქვს სული, რომელზეც სხეულია დამოკიდებული, უფრო მეტიც, ამ სულს არ შეუძლია ღმერთისადმი სიყვარულის გარეშე არსებობა, მაშინ მოგვიწევს აღიარება, რომ სული ვერ იარსებებს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციის გარეშე.

სული ერთმანეთში აწონასწორებს წინააღმდეგობებს. მასში არსებობს ეტაპი, რომელსაც ცხოვრება ქვია და ამავდროულად მასშია პერიოდი, , რომელიც სიკვდილის შემდეგ იწყება. იმისათვის რომ ღვთაებრივი შევიგრძნოთ, ერთდროულად უნდა განვიცადოთ ორი ურთიერთსაპირისპირო ემოცია, რადგანაც ღმერთის ჭეშმერიტი შეცნობა სიყვარულის საშუალებით ხდება.

რამდენიმე დღის წინ ერთმა ადამიანმა მითხრა: “მე ვიტანჯები, როცა ავადმყოფ ბავშვებს ვხედავ და უფრო მეტად ვიტანჯები, როცა ვხვდები რომ ვერაფრით დავეხმარები მათ”. “იცით საით მივყავართ ასეთ აღქმას? – ვკითხე მე, - თავიდან თქვენს თავზე აიღებთ მათ ავადმყოფობებს, აუცილებელი არაა ავადმყოფობის, როგორც ფორმის აღება, მისი ენერგეტიკა ყველაში სხვადასხვაგვარად რეალიზდება. და მოკლედ, თავიდან ავად გახდებით, მერე კი სიკვდილის პროცესი დაიწყება. იმისათვის რომ გადარჩეთ, მეორე უკიდურესობაში გადახვალთ – გულგრილობა და ცივი დამოკიდებულება გექნებათ ადამიანებისადმი. და იპოვით ფორმულას: სცოდეს? აგონ პასუხი ამაზე და იტანჯონ. ძირითადად კი ადამიანები სხვა გზით მიდიან. ის, ვინც ზედმეტად იტანჯება სხვისი უბედურებებით, რომ გადარჩეს ამ ტანჯვაში სიამოვნებას ნახულობს და ხარობს ამით. ექიმები, რომლებიც ზედმეტად თანაუგრძნობენ ავადმყოფებს, ან ავადდებიან და იმოკლებენ სიცოცხლეს, ან სვამენ, ან ფარული სადისტები ხდებიან. ძირითადად ცდილობენ გულგრილნი გახდნენ და ფულზე გადაერთონ.”

“მე რაღა ვქნა, - მეკითხება თანამოსაუბრე, - როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს ავადმყოფ ბავშვებთან?” – “სიყვარულით, ისევე როგორც ქრისტეს დედა ეპყრობოდა თავის ახალშობილს. თუ მხოლოდ თანაგრძნობა გექნებათ ამ ბავშვებისადმი, თქვენ მოკლავთ სიყვარულს თქვენს სულში, რადგან თვითგანადგურების პროგრამას ჩართავთ. თუ გულგრილი იქნებით, მათ სულებში მოკლავთ სიყვარულს. გულგრილნი რომ გავხდეთ, უნდა გავწყვიტოთ სხვა ადამიანებთან ერთიანობის შეგრძნება, უარი ვთქვათ მათ სიყვარულზე. ამისათვის საჭიროა ცუდი ვიფიქროთ მათზე, შევიგრძნოთ რომ ისინი ცუდები არიან, მაშინ გულგრილობა გამართლებული გახდება. ბევრი ფიქრობს, რომ გულგრილობა ეს სიმშვიდეა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. გულგრილობა ეს გარეგნულად შეუმჩნეველი, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური აგრესიაა სხვების სულების მიმართ. როცა ცუდს ფიქრობთ ადამიანზე, თქვენ მის სულში სიყვარულს კლავთ, ამიტომ გულგრილი ადამიანები, ეკლესიის ენით რომ ვთქვათ დიდი ცოდვილები არიან და უბედურების თავისი წილი უნდა მიიღონ.

მოკლედ, როცა ავადმყოფ ბავშვს ხედავთ, თქვენ უნდა უთანაგრძნოთ და გიყვარდეთ ერთდროულად. ავადმყოფობა – ეს მექანიზმია უარყოფითი უკუკავშირისა ჩვენსა და ღმერთს შორის. ის მოდის, როცა სულში არასაკმარისი სიყვარულია. ჯერ კიდევ გუშინ ის საკმარისი იყო, დღეს კი სიტუაცია შეიცვალა და სიყვარული აღარ გვყოფნის. და ჩვენ ორი გზა გვაქვა: ან ავად გავხდეთ, ან ღმერთისკენ და სიყვარულისკენ ვისწრაფვოთ. ხოლო ის, ვისი სულიც სავსეა სიყვარულით, ვერც კი შეამჩნევს ახალ პირობებს, რამეთუ წინასწარაა მომზადებული ამ პირობებისთვის.

“თუ თქვენ მხოლოდ ტანჯვის ემოცია გიჩნდებათ ამ ბავშვების დანახვისას, - ვაგრძელებ მე, - შეეცდებით ეს ემოცია ბავშვის სხეულისადმი დახმარებით დაძლიოთ, ამან კი შეიძლება მისი სული დააზიანოს. სხეულს და სულს ერთდროულად უნდა დავეხმაროთ, და თუ თქვენს სულში არის სიყვარული, მაშინ სხეულისადმი დახმარება სულისადმი დახმარებითაც შეივსება. სიყვარული გვაიძულებს სხეულსაც დავეხმაროთ და სულსაც. და თუ სხეულს შეგვიძლია რომ მატერიალურად დავეხმაროთ, ფულით, ზრუნვით, სულის დახმარება იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ შევიგრძნობთ სიყვარულს ტანჯვის და გულგრილობის ნაცვლად. თუ თქვენ დაინახეთ ავადმყოფი ბავშვი და შინაგანად გაჩერდით, შეიგრძენით მასთან კავშირი, მაშინ თქვენი შინაგანი კონცენტრაცია სიყვარულზე და ლოცვა საუკეთესო დახმარება იქნება, რადგანაც ისინი ავადობის მიზეზს კურნავენ.”

ფიქრებს მოვწყდი და გზას ვუყურებ. მანქანა საკმაოდ სწრაფად მიდის. ვაგზლამდე ჩემს ნაცნობს მივყავარ. მან ჩემი ყველა წიგნი წაიკითხა, ესწრება ხოლმე სემინარებს, და როცა მივყავარ ხოლმე სადმე, ხშირად ვკამათობთ. ამჯერად ჩუმადაა, მეც ჩემ ფიქრებში ვარ ჩართული. ნებისმიერი მგზავრობა – ეს სახლისგან და ცხოვრების ჩვეული რიტმისგან მოწყვეტაა. უფრო ადვილია აზრების მოკრება, ახალი ხატ-სახეების შექმნა, ახალ გაგებამდე მისვლა.

დღეს 2006 წლის 29 ოქტომბერია. გუშინ სპექტაკლზე ვიყავით თატრში ტაგანკაზე. პიესის სიუჟეტი შუა საუკუნეებთან იყო დაკავშირებული. ხანშიშესულ და მდიდარ ვაჭარს არ ყავს შვილები, მაგრამ ყავს ლამაზი და ახალგაზრდა ცოლი, რომელზეც სიმპათიური ახალგაზრდაა შეყვარებული. პიესის ყოველი პერსონაჟი არჩევანის წინაშე დგება: რა უფრო მთავარია მისთვის – სიყვარული თუ მორალურობა, და შედეგად სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს. თუმცა სპექტაკლში ეს გამარჯვება არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. ალბათ რეჟისორმა და მსახიობებმა ბოლომდე ვერ გაიგეს პიესის არსი. როგორც ჩანს უფრო ხშირად სექსუალური ლტოლვა იმარჯვებდა, ამიტომ მომხდარი მოვლენები ერთ წერტილში არ იკვრებოდა. თუმცა სპექტაკლი მაინც არ იყო ცუდი.

ანტრაქტის დროს თეატრის დარბაზში ვსეირნობდი. ვლადიმერ ვისოცკის ფოტოს წინ გავჩერდი. ამ არაორდინალური ადამიანის პიროვნებაში მკაფიო ინდივიდუალიზმი მორალურობას ეთანხმებოდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სიმღერებში ომის შესახებ. მისი გმირები პიროვნებებად აღიქვამდნენ თავს, საერთოდ არ უნდოდათ სხვა ადამიანებს გვანებოდნენ, ხშირად არავის არ უნდოდათ რომ დამორჩილებულიყვნენ. და ამავდროულად მზად იყვნენ სიცოცხლე გაეწირათ სხვების გულისათვის, მწვავედ შეიგრძნობდნენ გარშემომყოფი ადამიანების ტკივილს. ისეთი ცნებები, როგორიცაა მიტევება, ზრუნვა, მსხვერპლის გაღების უნარი, მათთვის ბუნებრივი იყო. და მათ, ვისაც ვისოცკის სიმღერები მოუსმენია, შეუმჩნევლად ნათელი მომავლისადმი თაყვანისცემიდან ინტუიტიურად სიყვარულისკენ გადადიოდნენ და მთავარ მიზნად აღიქვამდნენ მას. ამ პიროვნების ხელოვნებაში რელიგიამ და მეცნიერებამ შეძლეს გაერთიანება. კოლექტიური და ინდივიდუალური არ კლავდნენ მასში ერთმანეთს, არამედ ავსებდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს განვითარებაში. ხელოვნების დანიშნულებაა – სიყვარული გვასწავლოს. ვისოცკის ეს გამოსდიოდა.

კვლავ გზისკენ ვიყურები. დღეს ცუდი დღე არაა. ყინავს, ცოტა თოვს კიდეც. სევასტოპოლში, სადაც მე მივდივარ, უფრო სითბო იქნება. “აუცილებლად ვიბანავებ”, - ვეუბნები ჩემ თავს. ცამით ჩავფიქრდი და მეხსიერებამ სხვა დროში გადამიყვანა. ისრაელში ვიმყოფები, თელ-ავივის მახლობლად, ცხელ წყაროებთან. ცხელ წყაროებში ბანაობა ფსიქოლოგიურ დაღლილობას გვიხსნის. ნერვული გადატვირთვა შეუმჩნეველია, მათგან აღდგენა კი უფრო დიდხანს გრძელდება. შედეგების მიხედვით ნებისმიერი მიღება ჩემთვის – თითქოს უბედურებების მთელი პაკეტია, რომელიც თავს დამატყდა. აუცილებლად უნდა აღვიდგინო თავი. და აი, ვწევარ ცხელ წყალში და ნეტარებაში ვარ. სრული სიმშვიდე და მოდუნებაა.

“სიყვარულზე უნდა მოვახდინო კონცენტრირება, - ვფიქრობ მე. – ყველაზე მეტად იესო ქრისტეს შეეძლო სიყვარული. მისი მცნებები სიყვარულისკენ მოგვიწოდებენ. რა არის მისი სიტყვების არსი? თუ ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე. ღმერთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე ძველ აღქმაშიც იყო ლაპარაკი. მე მივხვდი, რომ აგრესია, როგორც თავდაცვის ფორმა დაუშვებელია. და როცა ტკივილს გაყენებენ, შინაგანი აგრესია არ უნდა გქონდეს.” მე წყალში ვწევარ და ვიმეორებ: “მე არ ვიცავ თავს, მე ყველაფერს ვიღებ, რაც ხდება. მე არ ვიცავ თავს არცერთი ტკივილის ან წყენის შემთხვევაში”. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებთა ქრისტე და ესე იგი მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ვიცი, რომ 10-15 წუთი ამ სიტყვების გამეორების შემდეგ პროცესი ავტომატურად წავა და მხოლოდ იშვიათად დამჭირდება მისი ხელის შეწყობა.

და უცებ ჩემამდე დადის, რომ ფრაზა “მე არ ვიცავ თავს” აღარ მოქმედებს. ამის ნაცვლად ამოტივტივდა ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებული სიტუაციები. საიდან მომდის ასეთი ფიქრები? ვხვდები რომ ეს შემთხვევითი არაა, რაღაც უცნაური კავშირი არსებობს. ვუყურებ საკუთარ ველს და ვხედავ თვითგანადგურების ოთხმაგ-ხუთმაგ პროგრამას. რა გამოდის? თუ თავს არ დაიცავ, საკუთარ თავს კლავ, ხოლო თუ თავს დაიცავ სხვას კლავ?

ცნობიერებაში ამოტივტივდა სცენები სახარებიდან. აი იუდამ გასცა ქრისტე დამ ის წასაყვანად ჯარისკაცები მოვიდნენ. აი პეტრე მოციქული იცავს ქრისტეს და ხანჯლით აჭრის ყურს ერთ-ერთ ჯარისკაცს. სდექ! რა ხანჯლით? საიდან აღმოაჩნდა ქრისტეს მოციქულს ხანჯალი? დასკვნა მოულოდნელია. მოციქულები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი არა მხოლოდ დანებით, არამედ ხანჯლებითაც. გამოდის რომ ქრისტე ფიზიკურ თავდაცვაზე არ ლაპარაკობდა. ის ლაპარაკობდა თავდაცვის დროს სიძულვილის დაუშვებლობაზე.

მაგრამ მე, ვიწექი რა ცხელ წყალში და ვიმეორებდი რა სიტყვებს: “მე არ ვიცავ თავს”, არ მქონდა მხედველობაში მხოლოდ სიძულვილის და წყენის არ არსებობა. ანუ მე თავს არ ვიცავდი არც გარეგნულად, არც შინაგანად. და წავიდა თვითგანადრურების პროგრამა. და რა გამოდის? თავდაცვა მაინც საჭიროა. და უცებ ყველაფერს მივხვდი. თავდაცვა აუცილებელია, თანაც ინტენსიურად. თავდაცვა საჭიროა სიყვარულით. ანუ უმაღლესი თავდაცვა ღმერთთან მიმართვის შედეგად მოდის. ტკივილის, ხიფათის მომენტში ჩვენ ენერგია გამოგვეყოფა, და პირველ რიგში სიყვარულისკენ და ღმერთთან ერთობისკენ უნდა მივმართოთ იგი. და მხოლოდ ნაწილი უნდა დაიხარჯოს გარეგნულ თავდაცვაზე. ხოლო თუ სახიფათო სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს ღმერთისადმი და სიყვარულისადმი სწრაფვა, მაშინ მხოლოდ ორი პოზიცია გვრჩება: ან საკუთარ თავს ვკლავთ, ან სხვას ვკლავთ. და ჩანს, რომ ქრისტე მოგვიწოდებდა გარეგნული, პრიმიტიული თავდაცვა შეგვეცვალა უმაღლესი თავდაცვით.

სიყვარულის შენარჩუნების და ღმერთისადმი სწრაფვის რეფლექსი უფლებას გვაძლევს არა მხოლოდ თავად შევიცვალოთ, არამედ შევცვალოთ სხვებიც და მთელი გარშემო სიტუაციაც წამების განმავლობაში.

შეიძლება თავი დავიცვათ იმით, რომ დანა დავარტყათ სხვას, ან იმით, რომ მხოლოდ დავანახოთ დანა, შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ დანა არ დავანახოთ და საკუთარი ძალა სიტყვებით ავღნიშნოთ. შეიძლება თავი დავიცვათ შინაგანი გულკეთილობით და იმის შეგრძნებით, თუ რა ხდება მეორეს სულში. შეიძლება თავი დავიცვათ იმით რომ არ დავუშვათ მსგავსი სიტუაცია ჩვენი შინაგანი მდგომარეობით. ღმერთისადმი სიყვარულით ადამიანს შეუძლია შეიცვალოს და მომავალი სიტუაციაც შეცვალოს. თუ ნებისმიერი უსიამოვნების, ტკივილის, წყენის მომენტში გვახსენდება ღმერთი და ვინარჩუნებთ სულში სიყვარულს, ჩვენ ვიმარჯვებთ. შეიძლება გარეგნულად იმ მომენტში წავაგოთ, მაგრამ შინაგანად, პერსპექტივაში ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. ხოლო ადამიანი, რომელიც არაა მიჩვეული ღმერთზე ფიქრს, განწირულია იმისათვის, რომ ტკივილის მომენტში ან სხვა სძულდეს, ან საკუთარი თავი.

ცნობიერება კვლავ აწმყოში მაბრუნებს. თავს არაკომფორტულად ვგრძნობ – მკვეთრადაა გაძლიერებული მიჯაჭვულობა ადამიანური ბედნიერების მიმართ. ნატიფ დონეზე ვხედავ, რომ მომავალი მკითხველები დამიკიდებულნი ხდებიან ჩემზე და მოქმედებენ ჩემზე. “წიგნთან დაკავშირებით არ ღირს რომ ვიჩქარო, - ვფიქრობ მე, - ჯერ უნდა გამოვკეთდე, გადავლახო არა მხოლოდ მიღებების და ლექციების შედეგი, არამედ წიგნის მომდევნო თავებიც. საინტერესო რაღაც გამოდის: მიღების შემდეგ აუცილებლად მჭირდება აღდგენა. კიდევ კარგი რომ წმენდა ავტომატურად ირთვება და ჭუჭყს შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ლექციის შემდეგაც იგივეა, ეს გასაგებია. მაგრამ ვერაფრით წარმომედგინა, რომ ყველაზე სახიფათო წიგნზე მუშაობა აღმოჩნდებოდა. და ალბათ ერთადერთი ხსნაა წიგნში ინფორმაციის იმ სახით მიწოდება, რომ მე მკითხველისთვის გავქრე და მან ყველაფერში ღვთაებრივი ნება დაინახოს. ე სკი ჯერჯერობით კარგად არ გამომდის.

თავიდან ამ სამყაროსთან ერთიანობა იფეთქებს. მკითხველები, შეიგრძნობენ რა გამოჯანმრთელების შესაძლებლობას, ღრმა და ნატიფ დონეზე მეჯაჭვენიან, მეკიდებიან. ჩემი სული ღვთაებრივიდან ადამიანურზე ჩოჩდება. ამ დონეზე წმენდას მე ვერ გავუძლებ, ამიტომ ავტომატურად ხდება გადართვა შემდეგ ჯაჭვზე, რომელიც ორ ნახევრად იშლება: ეჭვიანობა და სიამაყე. ადამიანური სიყვარული ორ ნაკადად იყოფა. ეჭვიანობა გამოიყურება როგორც სურვილები, იდეალები, მომავალი. სიამაყე გამოიყურება როგორც ნება, მართვა, ბედი. ადამიანური სიყვარულის კრახის მიღება ღირსეულად ჯერ არ შემიძლია, ასევე არც მომავლის კრახის. ალბათ ამიტომაც მტკივა მხარი.

- ალბათ გუშინ ეს პროცესი უკვე დაიწყო, - ვფიქრობ მე.
ნაცნობი კვლავ ჩუმად მართავს ავტომობილს.

- ალბათ ისიც ცუდადაა, - ვფიქრობ მე. – ნუ, ჩემი ამბავი გასაგებია, მას რაღა სჭირს?

მის ველს ვუყურებ და სერიოზულ პრობლემებს ვხედავ. თვითგანადგურების პროგრამა კრიტიკულზე რვაჯერ მეტია, მომავლის და იდეალების ნგრევა ვერ გადაუტანია.

- როგორაა საქმე? – ვეკითხები სასხვათაშორისოდ.

- ნორმალურად, - მიპასუხა მან.
- უსიამოვნებები ხო მარ შეგემთხვა?
- არა, ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურადაა.
- მოულოდნელი იდეა დამებადა, - ვეუბნები მე, - გახსოვთ, ერთ საინტერესო კანონზომიერებაზე ვლაპარაკობდი. ნებისმიერი ინფორმაცია ათვისებადი ხდება, თუ ის წერტილში, ხატ-სახეში იკუმშება. თქვენ როგორი ხატ-სახე გიჩნდებათ როცა ჩემს წიგნებს კითხულობთ?

ის დაფიქრდა.

- ალბათ მიტევება.
- ანუ მიუტევე და ჯანმრთელი იქნები, და ყველაფერი კარგად იქნება, ასე ხომ?
- კი მაგრამ, თქვენ ხომ თავად ამბობდით, რომ მთავარია – ვაპატიოთ და მივიღოთ სიტუაცია.
- და რისთვისაა საჭირო მიტევება?
- ალბათ იმისთვის რომ აგრესია არ იყოს.
- კიდევ რისთვის?
- ნუ, სიყვარული რომ შევინარჩუნოთ.

გამოდის მთავარი მიზანი მაინც სიყვარულია და არა მიტევება. და ვპატიობთ იმისთვის, რომ სიყვარული შევინარჩუნოთ საკუთარ და სხვის სულებში. დასჯაც იმისთვის ხდება, რომ სიყვარული შევინარჩუნოთ. შინაგანად მიტევება ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ გარეგნულად ხშირად უნდა დავსაჯოთ, რომ სიყვარული შევინარჩუნოთ. ხოლო დასჯის დონე იმაზეა დამოკიდებული, როგორაა მზად ადამიანი შეცვლისთვის. დააკვირდით რას გვიშვრება ღმერთი. ის ვინც მისკენ მიდის, სიყვარულს გრძნობს და იცვლება, თავისუფლდება ავადმყოფობებისგან და უბედურებებისგან. ის, ვისაც შეცვლა არ უნდა, ნადგურდება. ასეა მოწყობილი ევოლუციის მექანიზმი: თუ შეცვლა არ გინდა – ავად იქნები, თუ კიდევ არ იცვლები – მოკვდები. ამიტომ სასჯელი თავის მხრივ აუცილებელია. მაგრამ მისი მიზანი შურისძიება კი არაა, არამედ დახმარებაა ადამიანისადმი, რათა შეიცვალოს, ამიტომ სასჯელის გვერდით ყოველთვის უნდა იყოს სიყვარული. და მოკლედ, თუ თქვენს ხატ-სახეში მიტევება შეიცვლება სიყვარულით, მაშინ იმის ნაცვლად, რომ დათრგუნოთ თქვენში ენერგია - სიტუაციის უნებისყოფოდ მიღებით, თქვენ გეყვარებათ და შეცვლით გარესამყაროს, და ამავე დროს თქვენს თავსაც.

გულწრფელად გეტყვით, - ვაგრძელებ მე, - თქვენი სიტუაცია მძიმეა. თავიდან გაჩუმება მინდოდა, რომ თქვენს პრობლემებში არ ჩავრეულიყავი, მაგრამ არ მინდა, რომ თქვენი სიკვდილის მიზეზი გახდეს ჩემი მოკრძალებულობა. ხო მართლა, სიკვდილისთვის სახიფათო სიტუაციები გქონდათ უკვე?
მან მხრები აიჩეჩა.

- ნუ, იყო ამასწინათ უსიამოვნო სიტუაცია. მოსახვევში მუხრუჭის მაგივრად შემთხვევით გაზს მივაჭირე და შემხვედრ ზოლზე გადავედი. ჩემსკენ მანქანა მოდიოდა 50 მეტრში, უფრო ახლოს რომ ყოფილიყო შევასკდებოდი.
- და არ გიფიქრიათ რატომ მოხდა ეს?
- არა.
- მოკლედ, აღიარეთ, ცოტა ხნის წინ დიდი უსიამოვნება მოგივიდათ, თქვენ კი იდეალების ნგრევა ვერ გადაიტანეთ.
- მე ამას დიდ უსიამოვნებას ვერ ვუწოდებდი, უბრალოდ ერთი ადამიანი უწესოდ მოიქცა.
- და რა მოხდა?
- კაცს სერიოზული პრობლემები ქონდა და დავეხმარე. შევთანხმდით, რომ საპასუხოდ ისიც დამეხმარებოდა, ის კი ისეთსახეს იღებს, თითქოს არაფერი მომხდარა. და აი უკვე რამდენიმე დღეა ველი, როდის გაეღვიძება სინდისი. მე რა თქმა უნდა ვმუშაობ ჩემს თავზე და ვპატიობ მას.
ახლა ყველაფერი გასაგებია, - ვამბობ მე. – ლოდინი - ეს დამოკიდებულებაა. რაც მეტხანს ელოდებით უფრო შეიძულებთ ან მას, ან საკუთარ თავს. ლოდინი – ენერგიის დაკარგვაა. დაურეკეთ ამ ადამიანს და უთხარით თქვენი შეხედულება. არასოდეს არ შეიკავოთ თქვენს თავში წყენა, ეს თვითმკვლელობაა. უმადური ადამიანი უნდა დასაჯოთ. რამენაირად მაინც თუ ასწავლით ჭკუას, ეს მის აღზრდას შეუწყობს ხელს. რაშია სასჯელის აზრი? ადამიანს ავიწყდება ღმერთი და სიყვარული და თავის კეთილდღეობას ეთაყვანება. ამ ტენდენციას უმადურობისკენ, ტყუილისკენ, ქურდობისკენ მიჰყავს იგი. და მისი დახმარება შეიძლება, მისი სურვილების და კეთილდღეობის შეზღუდვით. ისევე როგორც ავადმყოფობა, ეს შეზღუდვაც ღმერთისკენ და სიყვარულისკენ უბიძგებს მას.
- მაგრამ მე არ შემიძლია მისი დასჯა, - მპასუხობს ჩემი ნაცნობი.
- სულ ერთია, მაინც უთხარით თქვენი აზრი და დასკვნები მომავალში გააკეთეთ. დასკვნა კი მარტივია: უმადურ ადამიანებს არ უნდა დაეხმარო. უფრო ზუსტად კი, დახმარება სხეულისადმი მინიმალური უნდა იყოს, ხოლო სულისადმი – მაქსიმალური. ასე რომ, უმადურისთვის, ანუ შურიანი და ხარბი ადამიანისათვის დახმარების გაწევა შესაძლებელია, თუ მის შესაძლებლობებს შევზღუდავთ. გარეგნულად ეს დასჯას გავს.

გაიხსენეთ, რას ამბობდა ქრისტე იმის შესახებ, რომ იმას უნდა ვუშველოთ, ვინც ითხოვს შველას. მაშინ რატომღა ამბობს იგი: “ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს”? მთავარი დახმარება – ეს ხომ ინფორმაციაა. ესე იგი, ყველას სხვადასხვანაირად უნდა დავეხმაროთ. და მთავარი დახმარებაა – ვუბიძგფოთ ადამიანს ღვთაებრივისკენ. ამაშია აღზრდის არსი. როცა უბრალოდ ელოდებით, რომ ადამიანში სინდისი გაიღვიძებს, ამით უარს ამბობთ მის აღზრდაზე, ენერგიის დახარჯვაზე, ანუ სიყვარულზე. აღზრდა კი – ეს პირველ რიგში სიყვარულია, შემდეგ კი შექება ან დასჯა, მხარდაჭერა ან შეზღუდვა.

სამყაროს თქვენეულ აღქმაში უნდა არსებობდეს აღზრდის იდეა, ანუ საკუთარი და სხვების ტრანსფორმაციის იდეა. ჩვენს ქვეცნობიერში მხოლოდ ორი პოზიციაა: ადამიანი ან იცვლება, ან ჩვენ ვანადგურებთ მას. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ადამიანის შეცვლა და აღზრდა შეუძლებელია, ჩვენი რისხვის, განკითხვის და წყენის ემოციები ქვეცნობიერად ამ ადამიანის განადგურებაზე მუშაობენ.

ნებისმიერი ურთიერთობა სხვა ადამიანთან – ეს აღზრდაა. ახალი ინფორმაცია რომ მივიღოთ, საჭიროა შევიცვალოთ. ჩვენ ადამიანს ენერგიას და ზრუნვას გადავცემთ და მასაც იგივე უნდა მოვთხოვოთ. ანუ არაა საკმარისი, რომ ვიყოთ ალტრუისტები და მსხვერპლი გავიღოთ, ეს თვისებები სხვებშიც უნდა აღვზარდოთ. გახდი ბედნიერი – სხვასაც ასწავლე ბედნიერება.

მანქანა ვაგზალს უახლოვდება, ბარგი ამოვალაგეთ. ჩემი ნაცნობი ცოტა ხნით გავიდა, ვიღაცას უნდა შეხვედროდა თავის საქმეებზე.
როცა დაბრუნდა, მასში ცვლილება ვიგრძენი. მოვახდინე ქვეცნობიერი აგრესიის დიაგნოსტირება და საოცარი სურათი დავინახე. სუფთაა. თვითგანადგურების პროგრამა გაქრა.

- სხვათაშორის, - მეუბნება იგი, - მე დავურეკე იმ ადამიანს და ვუთხარი ჩემი პოზიცია. მან მითხრა რომ ჩემთან შეხვედრა და გულწრფელად დალაპარაკება უნდა.
- აღზრდის პროცესი დაიწყო, - გავიღიმე მე.
- ოდესღაც ხომ უნდა დავიწყოთ, - თავი დამიქნია საპასუხოდ.

ვაგონში ჩავტვირთეთ ნივთები და რამდენიმე ხნის შემდეგ მოძრავ პეიზაჟებს ვაკვირდები ფანჯრიდან. “თუ ნებისმიერ სიტუაციას ღმერთისკენ მივყავართ, - ვფიქრობ მე,

- მაშინ რეაქცია ნებისმიერ მოვლენაზე სიყვარულის ამოფრქვევა უნდა იყოს. მაგრამ რა ვუყოთ სინდისს, რომელიც გვტანჯავს ჩადენილი საქციელების გამო?სინდისიანმა ადამიანმა ხომ უნდა ინანოს თავისი საქციელი.”

მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს სტერეოტიპული, ნახევრული შეხედულებაა მოვლენებზე. სინდისმა ტანჯვა უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ამ დროს გამოყოფილი ენერგია სინანულზე არ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ სინანული საკუთარი თავის ფარული განადგურებაა და იმის აღიარებაა რომ ტრანსფორმაცია არ შეგვიძლია. ენერგია სიყვარულის აფეთქებად უნდა გადაიქცეს და საკუთარი თავის ისეთ ცვლილებად, რომელიც არ დაუშვებს ამ შეცდომის განმეორებას. იმისათვის, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაოთ, უნდა შევიცვალოთ, იმისათვის რომ შევიცვალოთ, ენერგიაა საჭირო. ხოლო ენერგია რომ გვქონდეს, სიყვარულისთვის უნდა განვეწყოთ. სიყვარულისთვის რომ განვეწყოთ, უნდა დავინახოთ იგი ყველა სიტუაციაში როგორც მიზეზი, როგორც მიზანი და როგორც შედეგი.

პეიზაჟი თანდათან ბნელდება, მაგრამ მე უკვე სულ სხვანაირად ვხედავ სამყაროს და სხვანაირად აღვიქვამ მას. “ჩვენ სულით ვხედავთ სამყაროს, - ვფიქრობ მე. – ჭეშმარიტი ხედვა ფორმაზე აღარაა დამოკიდებული, და თუ სიყვარულის გრძნობა უწყვეტია, მაშინ ძველი სამყარო სადღაც ქრება, და მის ადგილას სრულიად ახალი ჩნდება.” მე ვწვები და ნელ-ნელა ყველაფერს ვწყდები. საინტერესოა, ხვალ როგორი თვალით შევხედავ სამყაროს?

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff