სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

სერგეი ლაზარევი
0
0

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტიკა" ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა მთარგმნელი: მამუკა გურული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე   ...

თავი 3

 

ჩვევების გამოცვლა

რამდენიმე დღით ყირიმში ვისვენებდი. აბანო, ზღვა, ბილიარდი… ადრე როდესაც მეგობრებთან ჩავდიოდი, ძირითადი სიამოვნება სუფრა იყო. შეგვეძლო 10-15 საათი ვმსხდარიყავით სუფრასთან. საბჭოთა კავშირს მდიდარი სუფრა ჰქონდა, დალევა და სუფრაზე ურთიერთობა ადამიანის მთავარი ბედნიერება იყო. შემდეგ შევამჩნიე, რომ ხშირად დროს ვკარგავთ უბრალოდ. ბოლოს და ბოლოს მომწყინდა სუფრასთან უზომოდ ჭამა და ერთ უბრალო რაღაცას მივხვდი: იმისთვის რომ საკუთარი თავი შევცვალოთ, უნდა გამოვიცვალოთ ჩვევები.

ჩვენ ვაზროვნებთ სტერეოტიპებით და ვცხოვრობთ ჩვევებით. როგორც ჩვენს ხორცს სჭირდება ხერხემალი და ძვლები, ასევე სჭირდება ჩვენს ცნობიერებას მყარი ხატ-სახეები, რომლებიც გარესამყაროზე რეაგირებაში გვეხმარებიან. ხშირად ადამიანი ლაპარაკობს თავის დიად და ნათელ მიზნებზე, მაგრამ არ ცვლის თავის ჩვევებს.
მე შევინარჩუნე ურთიერთობა, მაგრამ შევამცირე კვების და ალკოჰოლის დოზა. მეგობრებთან შეხვედრის ადგილები გახდა აბანო და საბილიარდო. ურთიერთობა შენარჩუნდა, მაგრამ მას დავუმატე მოძრაობა, ტემპერატურული და ფიზიკური დატვირთვები. ეს პრინციპი – ნაკლები ვჭამო და მეტი ვიმოძრაო – მე გადავიტანე შვებულებებზე და ყველანაირ დასვენებაზე.

ჯანმრთელობა – ეს სწორი ჩვევებიცაა. შევიცვალე მანქანის მართვასთან დაკავშირებული ჩვევებიც. ადრე საკუთარ თავს უფლებას ვაძლევდი გადაღლილსაც კი მეტარებინა მანქანა. ჩვევების გამოცვლა სწრაფადაც შეიძლება და ნელ-ნელაც. მე მაშინვე შევიცვალე. ერთხელ პეტერბურგში მივდიოდი მანქანით და რეკლამა დავინახე, რომელშიც ასეთი ფრაზა იყო: “ბედნიერება – ეს მიზანი კი არა ნარჩენი პროდუქტია (побочный продукт)” ვიღაც ჭკვიანმა ადამიანმა არ დაიშურა ფული იმისათვის რომ ხალხს ეს მარტივი ჭეშმარიტება გაეგო. ასე რომ ვინც მიზნად სიამოვნებას ისახავს, ყოველთვის მისი მონა იქნება. და ჯანმრთელობას შეინარჩუნებს მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი სიამოვნებები ნაკლები ექნება.

სხვათაშორის ერთმა პაციენტმა მისტიკური ისტორია მომიყვა. ის დიდხანს მიდიოდა ღამის ტრასაზე. ეძინებოდა, მაგრამ ეჩქარებოდა და გადაწყვიტა არ გაჩერებულიყო. “და აი, წარმოიდგინეთ, - მიყვება ის, - უცებ უკნიდან დავინახე შორი განათების ფარები. მიახლოვდებოდა დიდი ტრეილერი და გზის დათმობას ითხოვდა. მე დამუხრუჭება დავიწყე და ნაპირზე გადავედი. უცებ ვიხედები და არანაირი ტრაილერი აღარაა. გავჩერდი და დიდხანს ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა გამქრალიყო ამხელა მანქანა. და მხოლოდ მერე მივხვდი რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამეძინა და თურმე უნდა მოვმკვდარიყავი. ეს მანქანა და მისი ფარების შუქი კი დამესიზმრა თურმე. და როცა ნაპირზე გადასვლა და გაჩერება დავიწყე გამეღვიძა, ისე რომვერც მივხვდი ამას.” – “ესე იგი უნდა გადარჩენილიყავით, - ავუხსენი სიტუაცია, - თუ ადამიანს რაიმე მისია და დანიშნულება აქვს მას ხშირად შეემთხვევა ხოლმე ასეთი სასწაულები.”

სასწაულები ხშირად ხდება, რათა შეგვახსენოს რომ მატერიალური მსოფლმხედველობა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება რეალობას. მაგრამ თუ სასწაული შეგემთხვა და ცოცხალი გადარჩი, ამით ცუდად არ უნდა ისარგებლო. “იცით, - ვეუბნები პაციენტს, - ყოველთვის, როცა სასწაული შემემთხვევა და ცოცხალი გადავრჩები ხოლმე კრიტიკულ სიტუაციაში, ვცდილობ რაღაც შევცვალო ჩემს ჩვევებში, რადგან ასეთი რამ შეიძლება მეორედ აღარ განმეორდეს.”

კარგი ჯანმრთელობა – ეს სწორი ჩვევებია. თუ ჩვენ ვეჩვევით რომ გვიყვარდეს, გავცეთ ენერგია და ამასთან ერთად შევიცვალოთ, ამით ჯანმრთელობასაც ვიძლიერებთ. რას ნიშნავს ენერგიის გაცემა? ეს ნიშნავს დასახული ამოცანის შესრულებას, სირთულეების გადალახვას, საკუთარი თავის რწმენას, სასოწარკვეთილების არ არსებობას, საკუთარი თავის და სხვების აღზრდას. როცა ჩვევა ჯერ კიდევ იქმნება, სანამ ჯერ კიდევ არ მიუღია მყარი სახე, მის ფორმირებაზე უზარმაზარი ენერგია იხარჯება, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ ის უკვე ავტომატურად მოქმედებს, ისე რომ ვერც ვამჩნევთ.

როცა ადამიანს ნაკლები სიყვარული და ენერგია აქვს სულში, მას უბრალოდ ძალა არ ეყოფა ახალი ჩვევის ჩამოყალიბებისათვის დ ავერ შეიცვლება. ბუნებაში ყველაფერი პორციების, კვანტების სახით არსებობს. ამიტომ ყველა ცვლილება ეტაპობრივად, პორციებით მიმდინარეობს. ყველაზე კარგი წამოწყება შეიძლება გავანადგუროთ, თუ დიდი მოცულობის სამუშაოს ავიღებთ საკუთარ თავზე. იმისათვის რომ გადარჩეს, ორგანიზმი უარს ამბობს გადატვირთვაზე, და ადამიანს უქრება დასახული ამოცანის შესრულების სურვილი. ამიტომ საკუთარი თავის შეცვლის პროცესი ეტაპობრივი უნდა იყოს.

ყველაზე მთავარი ჩვევა ჩვენს ცხოვრებაში უნდა იყოს – სიყვარულის შენარჩუნება და გაძლიერება ნებისმიერ სიტუაციაში. სიტყვა “შენარჩუნება” უკვე შეგვიძლია შევცვალოთ სიტყვით “გაცემა”. მე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი სიყვარულის გრძნობის შენარჩუნებაზე, რადგან მრავალი ასწლეულის განმავლობაში ადამიანები მიეჩვივნენ ამ გრძნობაზე უარის თქმას, დათრგუნვას, დისკრედიტირებას და მართვას.ახლა როგორც იქნა სიტუაციამ შეცვლა დაიწყო. აკრძალვების სისტემიდან გადავდივართ თავისუფალი ფრენის სისტემაზე. როცა სიყვარულის გრძნობა რეალური ხდება და ღვთაებრივი ნების შეგრძნება უწყვეტია, მაშინ უკვე შეიძლება ადამიანის რეალური ტრანსფორმაცია.

სახარებაში ნათქვამია: “მოითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ”. საკუთარი თავის რწმენის არქონა, შებოჭილობა, საკუთარი გრძნობების დათრგუნვა – ეს ყველაფერი სიყვარულის მოსაკლავი ინსტუმენტებია. როგორც არ უნდა იყოს სიყვარულს ადამიანი არასოდეს არ დაკარგავს, თუ თვითონ არ მოინდომებს ამას. და სანამ ის არსებობს, ვერცერთ სიტუაციას ვერ დავარქმევთ გამოუვალს. ჩვენ გვიყვარს ადამიანური და როცა ვკარგავთ მას, სიყვარულის დაკარგვის შეგრძნება გვეუფლება, ეს კი გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნებას ბადებს. მაგრამ თუ მივხვდებით რომ სიყვარული ამ სამყაროსადმი ეს მხოლოდ ნაწილია საერთო სიყვარულისა და ენერგიისა, მაშინ ვკარგავთ რა ადამიანურ ბედნიერებას, ჩვენ უფრო ინტენსიურად ვიწყებთ ღმერთის სიყვარულს. და თუ ნებისმიერი სიტუაციის აზრი – ღმერთამდე მისვლაა, მაშინ უკვე ვერც ავადმყოფობა და ვეღარც სიკვდილი ვერ აქცევს მდგომარეობას გამოუვალად.
მახსენდება ბიბლიური ფრაზა: “ვინც იმრავლებს ცოდნას, იმრავლებს წუხილს”. საინტერესოა, რატომაა ასე? ალბათ იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება სხეულზეა მიჯაჭვული, სხეული კი ხრწნისთვის და სიკვდილისთვისაა განწირული. და რაც უფრო აქტიურად ვითარდება ცნობიერება, რომლის მიზანიც სხეულის კეთილდღეობაა, მით უფრო მტკივნეული ხდება სხეულის განადგურების და დაკარგვის პროცესი.

მარადიულს შეგვიძლია მხოლოდ გრძნობებით შევეხოთ, და იმ გრძნობებით, რომლებიც არაა დამოკიდებული ცნობიერებაზე. ვაანალიზებ ჩემს მდგომარეობას და საინტერესო დასკვნა გამომაქვს. როცა სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა გინდა, ორიენტაციისთვის და გარკვევისთვის ჯერ ცნობიერებას რთავ. ეს პირველი საფეხურია. მეორე საფეხურზე ცნობიერება უნდა გამოირთოს თორემ მოდის შიში, სასოწარკვეთილება და დეპრესია.

ყველა სიტუაცია ღრმა დონეზე მთელ სამყაროსთანაა დაკავშირებული. და როცა ცნობიერება ზედაპირული შრიდან ღრმა შრეებზე გადადის, ხდება მკვეთრი გადატვირთვა, შემდეგ კი სისუსტის და უმწეობის შეგრძნება. და თუ ადამიანი არ ამუხრუჭებს ცნობიერებას და ქვეცნობიერის მართვაზე არ გადადის, ის ნებისმიერი რთული პრობლემისგან პანიკას შექმნის. ფსიქოლოგები ამ მექანიზმს ხშირად ვერ ხედავენ, რუსულ ანდაზებში და ზღაპრებში კი ეს ძალიან ადრე თქვეს. მაგალითად “дурак думкой богатеет” ან “утро вечера умнее” (დილა საღამოზე ჭკვიანია), ე.ი. გამორთე ცნობიერება, გადაიტანე პრობლემა გრძნობიერ, ქვეცნობიერ დონეზე, არ დაპანიკდე, არ შეშინდე – ყველა ამოცანას აქვს ამოხსნა. ან კიდევ ასეთი გამოთქმა: “თვალებს ეშინიათ, ხელები კი აკეთებენ”, ანუ სიზარმაცე და უმოქმედობა წყენას, შიშს და სასოწარკვეთილებას ბადებს.

ცნობიერება სხეულთანაა დაკავშირებული და თავისი არსით მომხმარებლად გვევლინება. მომხმარებელი კი ყოველთვის დამოკიდებულია გარესამყაროზე და მას ყოველთვის აქვს ტენდენცია წყენისკენ და დეპრესიისკენ. თუ თქვენ ვინმეს ფულს აძლევთ და ის უარს გეუბნებათ, ხომ არ ვარდებით დეპრესიაში. მაგრამ თუ ვინმესგან ფულს ელოდებით და არ გაძლევენ, ნაწყენი რჩებით. და თუ ძალიან გჭირდებათ, ელოდებით და არ გაძლევენ, მაშინ ჩნდება განკითხვაც, წყენაც და სიძულვილიც.
შინაგანი აგრესია მომთხოვნელობიდან მოდის და ვინც ამაზეა კონცენტრირებული, მას პატიება არ შეუძლია. როცა გაცემა მიღებას აჭარბებს, მკვეთრად მცირდება სამყაროზე დამოკიდებულება და წყენის პატიებაც უფრო ადვილი ხდება. ვინც ხშირად გასცემს, მას ენერგია ემატება და შესაბამისად ჯანმრთელობაც უუმჯობესდება. რატომაა რომ შიმშილობით თითქმის ყველა ავადმყოფობის მორჩენა შეიძლება? იმიტომ რომ მომხმარებლობის და დამოკიდებულების იმპულსი დიდი ხარისხით კვებიდან გამომდინარეობს. და რაც უფრო მრავალფეროვანი, გემრიელი და მიმზიდველია საკვები, მით უფრო სწრაფად ქვეითდება შინაგანი ენერგეტიკა, მატულობს განაწყენებისადმი მიდრეკილება და ავადმყოფობები.

მხოლოდ რამდენიმე წელია რაც მეცნიერები მიხვდნენ რომ ზედმეტ ჭამას დიაბეტამდე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებამდე და პოტენციეს დაქვეითებამდე მივყავართ. რელიგია კი ამას რამდენიმე ათასი წელია ამბობს.

საინტერესო ფაქტი: ამერიკაში ჩაატარეს გამოკითხვა, მხოლოდ ერთ კითხვას სვამდნენ: “შეგიძლიათ აპატიოთ იმ ხალხს, ვინც სავაჭრო ცენტრის შენობები დაანგრია ნიუ-იორკში?” და ვინც კატეგორიულად უპასუხა: “არა, არასოდეს!” ყველა მძიმე ავადმყოფი აღმოჩნდა. უკვე დასავლეთის მეცნიერებაც მიდის იმ დასკვნამდე რომ მსოფლმხედველობა და ხასიათი ჯანმრთელობაზე მოქმედებენ.

შემდეგ ვაკვირდებოდი რა ადამიანებს, მივხვდი, როგორ ხდება ბევრი ალკოჰოლიკი. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ პრობლემებისგან გადართვა, ცნობიერების გათიშვა. მომხმარებლობა, სიზარმაცე, ხშირი განაწყენება, ემოციური აგრესიულობა ცნობიერებას უხეშად, ზედმეტად დამოუკიდებლად აქცევენ და რთულ სიტუაციაში მისი გათიშვა შეუძლებელი ხდება. ადამიანი პანიკიორი ხდება, სასოწარკვეთილებაში ვარდება, ხალხში და მოვლენებში მხოლოდ ცუდს ხედავს და მხოლოდ სასმელს შეუძლია მისი ცნობიერების გათიშვა და დაწყნარება. ჰიპერტროფირებული ცნობიერება ვერასოდეს გადალახავს სტრესს. მართლაც, “ვინც იმრავლებს ცოდნას, იმრავლებს წუხილს”.

აანალიზებ რა წარსულს, შორდები პრობლემას, თითქოს ზემოდან ხედავ მას. პრობლემის გაგება სიტუაციისგან აბსტრაგირებას ნიშნავს. წარსულისგან მოწყვეტა ადვილია, აწმყოსგან უფრო ძნელია და გაცილებით რთულია მომავლისგან მოწყვეტა, რომელიც აწმყოში გადადის. სიტუაციაზე დამოკიდებული ანუ ხარბი, შურიანი და სასოწარკვეთილი ადამიანი მასში ვერასოდეს გაერკვევა. ვერ შეძლებს სიტუაციის მართვას.

ჩემი გამოკვლევები თავისი არსით მცდელობაა გარესამყაროზე დამოკიდებულებისგან შემცირებისა. და თუ არ წავალთ ღმერთისკენ, არ შევცვლით ჩვენს ემოციებს, ჩვენს ხასიათს, ჩვენს სულს, ამ დამოკიდებულებას უბრალოდ ვერ გადავლახავთ.

მე განვაგრძობ მომავლის თემას და ვიმეორებ ჩემს უწყვეტ მცდელობებს, შევამცირო მასზე დამოკიდებულება. არსებობს უბრალო კანონი. ჩვენ შეგვიძლია ვფლობდეთ იმას, რაზეც შინაგანად არ ვართ დამოკიდებული. დამოკიდებული ხარ ოჯახძე? არ შეგიძლია საყვარელი ადამიანის დაკარგვა? – ოჯახი არ გეყოლება. ეთაყვანები ფულს შინაგანად? – ფული არ გექნება. არ შეგიძლია მომავლის დანგრევის გადატანა? – ამავე სქემით დაკარგავ მომავალსაც. როგორც წესი ეს სიკვდილით მთავრდება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გადავრჩეთ, თუ გაჩნდა ჰემოფილია, დიაბეტი, შიდსი, კიბო.

ადრე მიღებებზე მიკვირდა ხოლმე, როცა ადამიანში მომავალს ვერ ვხედავდი, ის კი ცოცხალი იყო. შემდეგ ირკვეოდა რომ მას კიბო ჰქონდა მესამე-მეოთხე სტადიაში და ყველაფერი ცხადი ხდებოდა. ადრე გამიკვირდებოდა, თუ მეტყოდნენ რომ შეიძლება დავკარგოთ მომავალი, თუ განვიკითხავთ სხვა ადამიანებს, ან ღალატს არ ვაპატიებთ, ან შევიძულებთ, ან გულში ჩავიდებთ წყენას უსამართლობის გამო, ან საკუთარი თავის რწმენას დავკკარგავთ და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებით. ჩვენ ყოველდღე ვანგრევთ საკუთარ მომავალს, ვამცირებთ მას როგორც შაგრენის ტყავს და ვერც კი ვხვდებით ამას. დიდი მომავალი მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს, ვისაც ყოველ მომენტში შეუძლია დაკარგოს იგი და ამ დროს სიყვარული შეინარჩუნოს. ყველაფერს, რასაც უზენაესზე მაღლა ვაყენებთ და შინაგანად ვეთაყვანებით, ადრე თუ გვიან დავკარგავთ.

“რა საინტერესოდაა მოწყობილი სამყარო, - ვფიქრობ მე, - ადიხარ კიბეებიდან ბაქანზე და ფიქრობ: როგორც იქნა დავისვენებ, ახლა შემიძლია ვისიამოვნო და არაფერი ვაკეთო! და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს ბაქანი კი არა მომდევნო საფეხურია და ყველაფერი თავიდან იწყება.”

ცოტა ხნის წინ მეგონა რომ თუ მომავალზე დამოკიდებულებას მოვიხსნიდი, ყველა პრობლემა გადაწყდებოდა. მაგრამ როგორც კი ვიგრძენი ფრენის შეგრძნება და ამ არსისგან დამოუკიდებლობა, უცებ ღრმა დონეებიდან ახალი გამოჩნდა, თანაც სრულიად უჩვეულო. ამ სტრუქტურაში დროის ორი ნაკადი ერთ მთლიანობაში გადადის. ასეთი რამ პირველად დავინახე. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ დროის ნაკადები ურთიერთქმედებენ, მაგრამ ერთ სტრუქტურაში გაერთიანება, ურთიერთგანადგურების გარეშე არ შეეძლოთ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს ფაქტია.

დროის ორი ნაკადი რაღაც შეუცნობელი სახით ერთიანდება და ერთ სტრუქტურაში ცხოვრობს. მე ამ სტრუქტურასთან რაღაცით დაკავშირებული ვარ და დარღვევაც მაქვს მის მიმართ. ვცდილობ მისი სამუშაო სახელწოდება შევარჩიო, მაგრამ თავში არაფერი მომდის. ალბათ რაღაც დროს მერე გავერკვევი.

ძალიან საინტერესოა, აზრზე ვერ მოვდივარ, რამ შეიძლება გამოიწვიოს დროის ორი ნაკადის ერთ მთლიანად გაერთიანება, დრო ხომ სამყაროს შექმნისთანავე გაიყო ორ ნაკადად. ბიბლიაში ეს პროცესი ალეგორიულად გამოხატულია ფრაზით, რომელიც გვეუბნება რომ ღმერთმა ყველაფერი დაყო ნათელად და ბნელად. ასე რომ გამოდის, ეს სტრუქტურა სამყაროს შექმნისთანავე იწყებს არსებობას? და დროის პირველადი ნაკადები ჩანასახოვანი ფორმით არსებობს მასში? თუ ეს სტრუქტურა სამყაროს განვითარებასთან ერთად გაჩნდა? და მისი დანიშნულებაა – უფრო და უფრო მოიცვას და გააერთიანოს დროის ორი ნაკადი? ძნელია თქმა. რამდენიმე ასეული მოდელი უნდა დავატრიალო გონებაში და იქნებ ცხადი გახდეს.

ნებისმიერი ავადმყოფობა – ეს დახმარება და სულის განწმენდაა. და რაც უფრო მეტად ხარ კონცენტრირებული სიყვარულზე, მით უფრო ადვილად და სწრაფად ხდება განწმენდა. იმისათვის რომ ღვთაებრივი იმპულსი მოვიდეს, საჭიროა ადამიანურის დამცირება. თუ სულში სიყვარულის ნაკლებობაა, მაშინ ეს დამცირება თვითგანადგურებაში გადადის. შემდეგ თუ ეს პროცესი არ გადაილახება და თვითგანადგურებას კი სხეული ვეღარ უძლებს, შეიძლება მოკვდეს ან თავად ის, ვისი სულიც იწმინდება, ან მისი შვილები.

ექიმები ჩვეული სქემით მოქმედებენ – ადამიანს წამლებით ჭყიპავენ, წამლებზე დამოკიდებულება კი, განსაკუთრებით ჰორმონალურზე, ადამიანს ინვალიდად აქცევს. ოპერაციის სწრაფად გაკეთების, ან წამლებით მკურნალობის სურვილი ექიმისთვის იგივეა, რაც გენერალისთვის ომის დაწყების სურვილი. მაშინ მივხვდი დასავლეთის ქვეყნებში რატომ ნიშნავენ თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირს. გენერალი მთელი ცხოვრება ომისთვის ემზადება და ქვეცობიერად ძალიან უნდა მისი დაწყება. როცა კარიბის კრიზისის პერიოდში კენედი გენერლებს ეკითხებოდა რჩევას, ყველამ ერთხმად უპასუხა რომ საჭიროა ბომბარდირების დაწყება. იმაზე კი, რომ ამას ატომური ომის გამოეწვევა შეეძლო, გენერლები არ ფიქრობდნენ.

დიაგნოსტირების დროს ცოტა ხნის წინ ახალ სტრუქტურაზე გავედი. მე მას “X სტრუქტურა” დავარქვი. მასში დროის ორივე ნაკადია გაერთიანებული. მასზე დამოკიდებულება სურვილების აფეთქებას და ეჭვიანობას ბადებს. მე ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას და ვცდილობ გავიგო, როგორ შეიძლება გაერთიანდეს დროის ორი ნაკადი.

შემოქმედი ქმნის დროს, რომელიც იყოფა. რაც ნიშნავს “გამოვყოთ ნათელი ბნელისგან”? ნათელი – ენერგიის გამოსხივებაა. ენერგია, მოძრაობა – მიზეზის და შედეგის ურთიერთქმედებაა. მიზეზი და შედეგი – ეს დროის ორი ნაკადია.

თავიდან ჩნდება ინფორმაციის კონა – როგორც მიზეზი, შემდეგ ის გარდაიქმნება ენერგიად. ენერგია ვითარდება, სტრუქტურირდება და გარდაიქმნება ინფორმაციად. თუ სამყაროში არსებობს ნათელი, გამოდის რომ დროის ორი ნაკადი ურთიერთქმედებს. და ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ერთიანდება სიყვარულით, რომელიც შემოქმედისგან გამოდის. მისგან იქმნებიან და მასშივე ბრუნდებიან.

ესე იგი X სტრუქტურის არსებობა, რომლის კლასიფიცირებასაც ამჟამად ვცდილობ, განუწყვეტლივ უნდა იყოს დაკავშირებული სიყვარულის გრძნობასთან. მისი ზრდა იწვევს ამ სტრუქტურის განვითარებას, დროის ნაკადების მასშტაბის გაზრდას. ხოლო თუ სიყვარული გაქრება, ეს სტრუქტურა ორ შემადგენელ ნაწილად დაიშლება. ძალიან საინტერესოა. გამოდის რომ ეს სტრუქტურა ვერ იარსებებს შემოქმედთან კონტაქტის გარეშე და მისი განვითარების მთავარი პირობა მასთან ერთიანობაა.

ეს სტრუქტურა შეიძლება დიდი არ იყოს. ის ამ სამყაროში არსებობს, მაგრამ სხვა სამყაროებშიცაა დუბლირებული. ღრმა დონეებზე ის ერთიანია მთელ სამყაროსთან, ზედაპირულ დონეებზე კი ჩვენი გალაქტიკის ზოგიერთ ადგილას არსებობს, მათ შორის დედამიწაზეც. რაღაც სახით ეს სტრუქტურა დაკავშირებულია ადამიანებთან, მათ მომავალთან და წარსულთან. თითქოს ინფორმაციის უნივერსალური შემგროვებელია. მასში ჩადებულია ინფორმაცია ყველაფერზე რაც მოხდა, მათ შორის არა მარტო დედამიწაზე, არამედ გალაქტიკაში და მთელ სამყაროში. ამავდროულად მასშია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოხდება მომავალში. სამყაროს თავისებური მოდელია. იქნებ ეს კაცობრიობის მატრიცაა? რატომ გვაძლევს მასზე დამოკიდებულება ასეთ გიგანტურ პრობლემებს?

რა არის კეთილდღეობაზე და კარგ ბედზე მიჯაჭვულობა? დანაკარგის გადატანის არცოდნა, წარსულზე წუხილი, მომხდარის სრული მიუღებლობა, ბედის დარტყმების ვერგადატანა. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის ნაწილია. მთავარი კი – სწრაფვაა მივიღოთ ბედისგან გაცილებით მეტი ვიდრე გავცემთ. თუ თქვენ შეგიყვარებთ ადამიანი, რომელიც მიჯაჭვულია კეთილდღეობაზე, მაშინ მას თქვენში კეთილდღეობა ეყვარება ქვეცნობიერად გამოგწოვთ ენერგიას. ამასთან ეს ენერგია შეუძლია თქვენი მომავალი ცხოვრებებიდანაც გამოგწოვოთ. და მაშინ, რათა შეინარჩუნოთ შინაგანი ენერგია, დაგიავადდებათ თირკმელები.

მაგრამ ამან ღმერთის სიყვარულისკენ უნდა გიბიძგოთ და უნდა შეამციროს თქვენში ადამიანურ ბედნიერებაზე დამოკიდებულება. და თუ ტკივილი სასოწარკვეთილებისკენ და წამლებისკენ გიბიძგებთ, მაშინ უკვე შეიძლება იფიქროთ ოპერაციაზე. მე ექიმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუ არ გინდა ან არ შეგიძლია შეიცვალო – დაწექი დანის ქვეშ. მაგრამ მაინც ჯობია შეეცადო. რა სახიფათო ძალაა სიყვარული როცა მიჯაჭვულობაში გადაიზრდება! თუ შინაგანად ხარბ ქალს უყვარდება ვინმე, მაშინ მისი რჩეული გლახაკი და ღარიბი უნდა გახდეს. თუ ეჭვიან ქალს უყვარდება ვინმე, მაშინ მის საყვარელ ადამიანს ეწყება პოტენციასთან, სახსრებთან ან გულთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთივე მექანიზმი მოქმედებს მამაკაცებზეც. ის, რაზეც მიჯაჭვულია ჩვენი სული, უნდა დავკარგოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ იმანაც, ვისაც შევიყვარებთ.

ადრე არ მესმოდა, რატომ წერდა ნოსტრადამუსი, რომ 2000 წლის შემდეგ ხალში გრძნობები გაცივდება და აგრესიულები გახდებიან. ახლა გასაგებია რატომაც. რაც უფრო მალე იქცევა სიყვარული მიჯაჭვულობად, მით უფრო მალე კლავს იგი და ბადებს აგრესიას. რაც მეტია სიამოვნება, მით მეტია მისი დაკარგვით გამოწვეული ტანჯვა. ღმერთის სიყვარულის შემდეგ კი ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანური სიყვარულია და გამოდის რომ ყველაზე დიდ აგრესიას სხვა ადამიანისადმი სიყვარული ბადებს. ტყუილად არ ამბობდა ქრისტე, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი მტრები ჩვენივე ახლობლები არიან. სწორედ ახლობლები, რომლებსაც ყველაზე ძალიან ვუყვარვართ და გვეჩვევიან, პირველები გვწყვეტენ ღმერთისგან.

ნებისმიერი საფეხური ჩიხით და გამოუვალი მდგომარეობით მთავრდება, შემდეგ კი აღმოჩნდება რომ ეს შემდეგი საფეხურის დასაწყისი ყოფილა. აიწევი ცოტა მაღლა და ჩიხის ნაცვლად მომდევნო საფეხურს დაინახავ.

რა გვაქვს ამჟამად? – ვფიქრობდი მე, - ასე თუ ისე გადაჭრილი პრობლემა სურვილებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაკავშირებენ წარსულთან და მომავალთან. არის უფრო მასშტაბური სტრუქტურა რომელსაც დავარქვი მომავალი. არის სტრუქტურა X, რომელშიც მომავალიცაა და წარსულიც. ცოტა ხნის წინ სიღრმეებიდან კიდევ ერთი სტრუქტურა ამოტივტივდა, რომელიც ძირითადად წარსულთანაა დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით მისი სამუშაო სახელწოდებაა “ბედი”. საინტერესო ისტორია ხდება, ყველა ადამიანური ღირებულება შევძელი ორ ცნებამდე დამეყვანა: ეჭვიანობა და სიამაყე. ბიბლიაში მათი შესაბამისია ევას ცოდვა და ეშმაკის ცოდვა. დიდხანს ვცდილობდი ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნება გამეერთიანებინა და თითქოს გამომივიდა. ყველაფერი გააერთიანა სურვილების სტრუქტურამ, რომელიც წარსულთან და მომავალთანაა დაკავშირებული. თითქოს ერთიანი სტრუქტურა ისევ დაიშალა ორ ნაკადად – მომავალი, იდეალების, სამართლიანობის, უმაღლესი სურვილებისა და იმედების თემით და ბედის თემა, რომელიც დაკავშირებულია ნებისყოფასთან, შესაძლებლობებთან, მართვასთან და წარსულის გამოცდილებასთან. მომავალი დაკავშირებულია სურვილებთან, ეჭვიანობასთან (с ревностью). წარსული დაკავშირებულია ბედთან, სიამაყესთან. და უფრო ღრმა დონეებზე ისინი კვლავ ერთიანდებიან ერთიან სტრუქტურაში, რომელიც დავამატებ რომ ღმერთთან ერთიანობის გარეშე ვერ იარსებებს.

როგორც ჩანს დუალიზმის პრინციპი ყოველთვის იარსებებს, - ვფიქრობდი მე. – იწყებ სამყაროს შესწავლას და მოდის რაღაც ცნება. რაღაც პერიოდის განმავლობაში ურთიერთქმედებ მასთან და ჩნდება მისი საპირისპირო ცნება. რაც მეტად შეიცნობ სამყაროს, ეს ურთიერთწინააღმდეგობანი უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს და ბოლოს ერთიანდება.

როგორც წესი, იმისათვის რომ გააცნობიეროს თავის პრობლემა და გადალახოს ნაკლი, ადამიანს ეძლევა სიტუაცია. შემდეგ მეორე. ერთი წლის შემდეგ მესამე. ათობით სიტუაცია შეიძლება ბევრი წლის განმავლობაში გაიჭიმოს. მე ჩემი დიაგნოსტიკის წყალობით, მსგავს სიტუაციებს ათასჯერ უფრო სწრაფად გავდივარ და გასაცნობიერებლად ასი წელი კი არა რამდენიმე დღე მყოფნის. ასეთი სისწრაფე მხოლოდ ერთმხრივაა კარგი, მეორე მხრივ კი – ძალიან სწრაფად მიგროვდება პრობლემები.

ცოტა ხნის წინ ცნობილი მკურნალის წიგნი მომხვდა თვალში, რომელმაც მოკლე დროში რამდენიმე მილიონი დოლარი მოიპოვა. წიგნში ის გვთავაზობდა ლოცვასავით წარმოგვეთქვა შემდეგი სიტყვები: “მე ვარ ძალა, მე ვარ ნება, მე ვარ სიხარული, მე ვარ სიყვარული!” მახსოვს რა დამემართა, როცა მტკიცება: “მე მიყვარს ღმერთი” დავაყენე მტკიცებების შემდეგ: “მე მიყვარს ახლობლები” მე მიყვარს ეს სამყარო”. უკვე სამი დღის შემდეგ თითქმის დავბრმავდი.

უკანასკნელ წლებში ბევრი მკურნალი შოულობს ფულს ადამიანის გასაჭირზე და იძლევა რჩევებს, ჩემი აზრით სასიკვდილოს. თუმცა უმეტესობას ცუდი არაფერი ემართება. როგორ ამბობს ერთი ღვთისმეტყველი? ღმერთი უცებ არ სჯის ცოდვებისთვის და ამიტომ ადამიანი კიდევ ბევრის შეცოდებას ასწრებს. ცოდვა – ესაა ღმერთისადმი სიყვარულის დაკარგვა. თუ სიყვარული ცოტაა, ჩვენი სული ვერ შეძლებს ურთიერთსაპირისპიროს გაერთიანებას და ერთ-ერთ მათგანს ეთაყვანება. უკიდურესობაში ვარდება, შემდეგ კი იწყება აგრესია და ნგრევა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff