სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

სერგეი ლაზარევი
0
0

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტიკა" ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა მთარგმნელი: მამუკა გურული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე   ...

თავი 12

 

ფსიქოანალიზი

ძველი დროიდან უსვამს ადამიანი თავის თავს კითხვას: რატომ ხდება ავად? ცხოვრობდა, მშვენივრად გრძნობდა თავს, წარმატებული იყო და უცებ უბედურებები დაიწყო, მოვიდა ავადმყოფობები და ბოლოს მოკვდა. ავადმყოფობა შემთხვევით არ მოდის – ამას ხალხი კარგა ხანია მიხვდა. ველური ადამიანის პრიმიტიულ ცნობიერებაში მიზეზი და შედეგი ასე უკავშირდება ერთმანეთს: თუ არსებობს ტკივილი, ეს ნიშნავს რომ არსებობს ტკივილის მიზეზიც. ის უნდა გავანადგუროთ, ან უნდა დავუმეგობრდეთ. ტკივილის ხილვადი მიზეზი – ესაა მეზობელი, რომელმაც ჯადო გაგიკეთა, უხილავი – ესაა ავი სული, რომელსაც უნდა მოურიგდე ან მსხვერპლი შესწირო.

ყოველდღე ვხედავთ სამყაროში მიმდინარე მოვლენათა შორის კავშირს. წყალში ქვას თუ ჩააგდებთ, წრეები გაჩნდება, თუ მოჭრით ტოტს, რომელზეც თავად ზიხართ, ჩამოვარდებით, მთლიანად თუ შეჭამთ ზამთრის მარაგს, ზამთარი მოვა და შეიძლება შიმშილით მოკვდეთ. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ მივყავართ არასწორ ქმედებებს ტრავმებამდე და უსიამოვნებებამდე. ბუნებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ნებისმიერ მოვლენას მიზეზთა ჯაჭვი უძღვის წინ, რომლებიც ხშირად უხილავი და აუხსნელია.

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ადამიანებმა უფრო ღრმად გააცნობიერეს უბედურებების და ავადმყოფობების მექანიზმი. ისინი, ვინც ძირითად დროს მისტიური ცნობიერების გაღრმავებას უთმობდნენ, სხეულის ფუნქციებს ამუხრუჭებდნენ და თავისი ენერგია სულიერ სფეროში გადაჰქონდათ, მიზეზ-შედეგობრივ მექანიზმებს უფრო დიდ მასშტაბებში ხედავდნენ. ნატიფ დონეზე დრო შეკუმშულია – იქ ერთდროულად შეიძლებოდა წარსულის, აწმყოს და მომავლის დანახვა და ჩანდა, რომ ადამიანი, რომელიც წყენითა და სიძულვილითაა სავეს, 20 წლის შემდეგ ღვიძლის ციროზს და ფილტვების დაავადებებს ღებულობს. იქ ჩანდა, რომ იმ კაცის შვილები, რომელმაც თავისი მეზობელი გაქურდა და მოკლა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სასტიკი მკვლელები ხდებოდნენ, ბოლოს კი საკუთარ მამას ქურდავდნენ და კლავდნენ.

რამდენიმე ათასი წლის წინ ინდოეთში გაჩნდა ცნება კარმის – მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ. ადამიანის ქმედებები, მისი ემოციები და ფიქრები – ეს ყველაფერი მის ფიზიკურ მდგომარეობას და ბედ-იღბალს ქმნის. არცერთი ქმედება, ემოცია ან აზრი არსად არ ქრება, არამედ იწერება სამყაროს ეთერში. ამ ჩანაწერებს ინდოელებმა “აკაშის ქრონიკები” დაარქვეს. ძველ ინდოეთში პირველად ჩამოყალიბდა სულის და სხეულის, როგორც ერთი მთლიანის ცნება. მსოფლმხედველობა, აზრები და ქმედებები ადამიანის სულზე ახდენენ გავლენას. სულის მდგომარეობა კი მის ჯანმრთელობას და ბედს განსაზღვრავს. ადამიანი ავადმყოფი სულით – უპრინციპო, ხარბი, მოღალატე, თავის სხეულზე და სურვილებზე დამოკიდებული, ჯანმრთელი ვერ იქნება. ძველებს ეს მშვენივრად ესმოდათ. აქედან შეიქმნა ქცევის ეთიკური, მორალური ნორმები, რომლებიც სულზე ზრუნვას ემსახურებოდნენ, ათვინიერებდნენ სხეულის მოთხოვნილებებს, რაც მომავალში ჯანმრთელ შთამომავლობას და დღეგრძელ ცხოვრებას განაპირობებდა.

მსოფლიო რელიგიების დამფუძნებლები – წინასწარმეტყველები, წმინდანები, ასევე ხედავდნენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს სულსა და სხეულს შორის. მისტიურ გამოცხადებებში ისინი ღებულობდნენ მცნებებს, რომლებიც სულის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. მათთვის გამოცხადებული იყო ღვთაებრივი მცნებების დარღვევის თანმიმდევრობა. ავადმყოფობა ღმერთის მიერ გვევლინება ჩვენი ცოდვებისთვის – ეს აზრი მკაფიოდ და ნათლადაა გადმოცემული ძველ აღქმაში.

“წადი და აღარ სცოდო”, - ეუბნებოდა ქრისტე განკურნებულ ავადმყოფს. სხეულის ავადმყოფობა სულის ავადმყოფობაა – ამას მოწმობს კაცობრიობის მთელი მისტიკური და რელიგიური გამოცდილება. მიუხედავად ამისა მეცნიერება, რომელიც მხოლოდ მატერიალური სამყაროსკენ და ადამიანის ფიზიკური სხეულისკენაა მიმართული, დიდხანს ვერ იღებდა ამ მოსაზრებას. ითვლებოდა, რომ მატერიალურის განკურნება მხოლოდ მატერიაურით შეიძლებოდა. ანუ ავადმყოფი სხეულის განკურნება ბალახის ნაყენებით, მალამოებით, ფიზიკური ვარჯიშებით, ოპერაციებით და ა. შ. შეიძლებოდა. მაგრამ ადრე თუ გიან მეცნიერებას უნდა დაეკავშირებინა ადამიანის ემოციები და ქმედებები მის ჯანმრთელობასთან და პიონერად ამ სფეროში ზიგმუნდ ფროიდი გვევლინება. პირველი, რაც მან შეამჩნია, - ისაა, რომ ძლიერი ემოციური განცდები, რომლებიც დიდი ხანია გაქრნენ ადამიანის მეხსიერებიდან, ქვეცნობიერში აგრძელებენ არსებობას.

ქვეცნობიერება ინფორმაციის უნივერსალური საცავი, ყოველი ადამიანის ჟამთააღმწერელი აღმოჩნდა, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია ჩაწერილი. და ქვეცნობიერება, როგორც დადგინდა მჭიდროდაა დაკავშირებული ჯანმრთელობასთან. ის გაცილებით უფრო იდუმალი აღმოჩნდა, ვიდრე მისი მკვლევარები ვარაუდობდნენ. გავიხსენოთ ჰიპნოზის მოვლენა. თუ ადამიანის ცნობიერებას სპეციალური მეთოდებით გავაჩერებთ, მან თავის თავში შეიძლება არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გახსნას – მაგალითად აბსოლუტური მეხსიერება. ადამიანმა შეიძლება მდუღარე წყალში ჩაყოს ხელი და არავითარი კვალი არ დარჩება, შეუძლია საათობით იწვეს შიშველი თოვლზე ყინვაში, მის ქვეშ ყინული გადნება, თავად კი უკურნებელი სენისგანაც კი შეიძლება განიკურნოს. დღემდე არ იციან მეცნიერება რა არის რეალურად ჰიპნოზი, იმიტომ რომ არ იციან, რა არის ქვეცნობიერება. თუმცა უკანასკნელ დროს ამ ფენომენს სხვა სახელიც მოუძებნეს – ზეცნობიერი, ხაზი გაუსვეს რა ამით სხეულთან დაკავშირებული ცნობიერების მეორად როლს.

დავუბრუნდეთ ფროიდს. მან დაინახა, რომ ძლიერი ემოციები, მიდიან რა ქვეცნობიერში, აგრძელებენ იქ ცხოვრებას და გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ანუ სული ზემოქმედებს სხეულზე. უჩინარი აზრები და ემოციები ანგრევდნენ სხეულს, ან პირიქით აუმჯობესებდნენ მას. ამის მიხედვით დაინგრა მთავარი მატერიალისტური პრინციპი, მეცნიერების მიერ იარაღად გამოყენებული, რომელიც გულისხმობს, რომ ემოცია და ცნობიერება მეორადია, სხეულისგან და მისი მთავარი ნაწილისგან - ტვინისგან იქმნება და მასზეა დამოკიდებული. არადა აღმოჩნდა, რომ სულს შეუძლია მატერიის მართვა.

ამის ღიად განცხადება იმ დროს შეუძლებელი იყო. ადამიანების ცნობიერება ვერ მიიღებდა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებას. მათ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის მიღება შეეძლოთ: ან სულია დამოკიდებული მატერიაზე, ან მატერიაა დამოკიდებული სულზე; ან მეცნიერება, ან რელიგია. იმას, რომ სული და მატერია ერთი და იგივე სუბსტანციის გამოვლინებაა, რომელსაც დროს ვუწოდებთ, ევროპელის ცნობიერება ვერ დაიტევდა, თუმცა ჯერ კიდევ ძველ ინდურ ტრაქტატებში, რომლებიც რამდენიმე ათასი წლის წინათ დაიწერა, ნათქვამი იყო, რომ ყველაფრის დასაწყისად დრო გვევლინება.

თუ ქრისტიანული ტრადიციით ვიმსჯელებთ და გავიხსენებთ ძველ და ახალ აღქმას, უნდა ვაღიაროთ, რომ სულის განკურნებასთან ერთად სხეულსაც ვკურნავთ. ესე იგი ავადმყოფობას რომ ვუმკურნალოთ, საჭიროა, რომ სული გამოჯანმრთელდეს, უნდა შეიცვალოს ადამიანის ემოციები, ხასიათი და მსოფლმხედველობა. აქედან გამომდინარე მცნებების დაცვა, სწორი კვება, სწორი აზრები, ემოციები და ქმედებები და პირველ რიგში ღვთისადმი მიმართული ლოცვა ხელს უწყობს ადამიანის ხასიათის შეცვლას, მისი სულის განწმენდას და შესაბამისად ავადმყოფობის დაძლევასაც.

მიაქციეთ ყურადღება: ლოცვა, ღმერთისადმი მიმართვა და შემდგომი გამოჯანმრთელება – ეს წმინდად სულიერი აქტია, რომელიც ადასტურებს სულის პრიორიტეტს სხეულზე. მაგრამ თუ სულის განწმენდისთვის საჭიროა მარხვა, თავშეკავება არა მხოლოდ კვებაში, არამედ სექსშიც, თუ სასარგებლოა მაგარი და არა რბილი ლოგინი, თუ ამას განმარტოება და დუმილიც უწყობს ხელს, მაშინ ჩვენ საპირისპირო დამოკიდებულებაც უნდა დავინახოთ. სხეულიც ზემოქმედებს სულზე, მნიშვნელოვანწილად აყალიბებს მას. ამიტომ ნებისმიერ რელიგიაში ქვეცნობიერად იყო აღიარებული სულის და სხეულის ერთიანი ბუნება და ხაზგასმული იყო უხილავი სამყაროს პრიორიტეტულობა მატერიალურთან შედარებით. მატერიალური სამყარო – ეს უხილავი სამყაროს პაწაწინა ნაწილია. ჩვენი ცნობიერება სხეულთან ერთად – ეს პაწაწინა ნაწილია ჩვენი ქვეცნობიერებისა, რომელშიც ინახება წარსულიც აწმყოც და მომავალიც. თუ ქვეცნობიერში მოვინდომებთ შესვლას, მაშინ ადამიანის სულშიც შევალთ და შესაბამისად მასზე ზემოქმედებასაც შევძლებთ. თუ არასწორ ზემოქმედებას მოვახდენთ, მაშინ დავამახინჯებთ ამ სულს.

რელიგიური ადამიანისათვის სული – ესაა არსი, რომელიც უწყვეტადაა დაკავშირებული ღმერთთან და გამოდის, რომ სხვა ადამიანის სულს შეუძლია მხოლოდ ის დაეხმაროს, ვისაც სიყვარული შეუძლია, ვინც უანგაროა, ვინც მცნებებს იცავს, ვინც დაძლია სიხარბე, შური, შიში და წუხილი. მეცნიერისთვის სული – სხეულის ფუნქციაა. ამიტომ რაც უფრო ჯანმრთელი იქნება სხეული, მით უფრო ჯანმრთელი იქნება სულიც. თუ ორგანიზმს “შლაკებისგან” გავწმენდთ და კომფორტულ პირობებში ვამყოფებთ, მაშინ სულიც აყვავებული და ჯანმრთელი იქნება.

ფროიდი, როგორც ჭეშმარიტი მეცნიერი, რომლისთვისაც ცნობიერება, სხეული და მისი მოთხოვნილებები ყველაფერზე მაღლა იდგა, შეეცადა შეეერთებინა ორი ურთიერთსაპირისპირო ტენდენცია. საჭირო იყო პრაქტიკული გამოყენება მოეძებნა ახლად აღმოჩენილი ფენომენისთვის – ემოქმედა ადამიანის სულზე, რათა სხეული გამოჯანმრთელებულიყო. და აი, იყენებდა რა ფროიდის მეთოდს, რათა რეალური ფიზიკური ავადმყოფობისკენ განთავისუფლებულიყო, ადამიანი აზრებით წარსულში ბრუნდებოდა და ხელახლა განიცდიდა ძლიერ ემოციებთან დაკავშირებულ მოვლენებს, და ავადმყოფობაც ქრებოდა. რატომ მივყავართ უარყოფით ემოციებს ავადმყოფობამდე? მექანიზმი ჩანდა, მაგრამ მისი ახსნა ძნელი იყო. მეცნიერულ-მატერიალური აზროვნება, რომელიც ცდილობდა აეხსნა, როგორ შეუძლია სულმა სხეულზე იმოქმედოს, ისევ სხეულის მოთხოვნილებებს დაუბრუნდა.

სხეულის მთავარი ფუნქცია – ინსტინქტების რეალიზაციაა. მათ ბაზაზე ყალიბდებიან უმაღლესი სურვილები. თუ სურვილები და ინსტინქტები დათრგუნულია, ესე იგი სხეულიც დათრგუნულია და ის ავად ხდება. აქედან გამომდინარე თუ გავანთავისუფლებთ ადამიანის სურვილებს და ნებაზე მივუშვებთ მათ, სხეული უნდა გამოჯანმრთელდეს. არსებობენ ცხადი და ფარული სურვილები. რამდენადაც მთავარ სურვილებად ინსტინქტები გვევლინება, ისინი კი ქვეცნობიერში ზიან, მაშინ სიზმრების გაანალიზებისას, რომლებშიც ჩვენი ქვეცნობიერი იხსნება, ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სხეული უსარგებლო დაძაბულობისგან გავათავისუფლოდ და ამგვარად დავამარხცხოთ ავადმყოფობა.

და ამ სქემამ მუშაობა დაიწყო! სურვილების დათრგუნვას ფროიდი კომპლექსებს უწოდებდა, ხოლო რამდენადაც ყველა სურვილი გვარის გაგრძელების მთავარ ინსტინქტამდე დადის, გამოდის, რომ სექსუალური ინსტინქტის დათრგუნვა – ეს ყველა დაავადების მთავარი მიზეზია. რატომაა ასე პოპულარული ფროიდის თეზისი ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ? იმიტომ რომ ფროიდი შეეცადა თავისი სისტემის ორ მთავარ ინსტინქტამდე დაყვანას. პირველი ინსტინქტი – შტამომავლობის გაგრძელება, ანუ სექსუალობაა. მეორე ინსტინქტი – თვითგადარჩენის, თავდაცვის, სიტუაციის მართვის ინსტინქტია. მოვიცილოთ მოწინააღმდეგე და დავეუფლოთ მდედრს – აი ნებისმიერი მამაკაცის მთავარი ინსტინქტები. იმდენად, რამდენადაც მთავარი ინსტინქტები მიმართულია მშობლებისკენ, გამოდის, რომ ადამიანის მთავარი კომპლექსი – ესაა სურვიული მოკლას მამა და დაეუფლოს დედას. მეცნიერები სრულიად ლოგიკურად მივიდნენ აბსოლუტურ აბსურდამდე. ცდილობდა რა ლოგიკურად დაემტკიცებინა სხეულის პრიორიტეტულობა სულტან შედარებით, მან თავისი სისტემის საფუძვლად აბსოლუტური არამორალურობა და სულის გადაგვარება დააყენა. მიუხედავად ამ მცდელობის ზიანისა და მისი კატასტროფული შედეგებისა, ეს მაინც პირველი მცდელობა იყო მეცნიერების და რელიგიის გაერთიანებისა და ბრწყინვალე მტკიცებულება იყო იმისა, თუ სადამდე მივყავართ მეცნიერების გამარჯვებას რელიგიაზე. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ განვითარდა ასე ძლიერად დასავლეთ სამყაროში ფსიქოანალიზის სკოლები, რატომ მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქოანალიზმა ლიდერის პოზიცია? ვფიქრობ პასუხი მარტივი და ყველასთვის გასაგებია. დასავლეთ სამყაროში ცივილიზაციამ კულტურის, ხოლო სხეულის მოთხოვნილებებმა სულიერი მოთხოვნილებების შეჭმა დაიწყო.

ღვთაებრივისგან ჩნდება დრო. დრო შობს სივრცეს. სივრცე შობს მატერიას. მატერია სულს იდგამს, იწყებს დროისა და სივრცის შეკუმშვას და უკან, ღვთაებრივისკენ ბრუნდება. ღვთაებრივი გამოცხადებები, რომლებიც პერიოდულად მოდიან დედამიწაზე, შობენ რელიგიას. რელიგია თანდათან გადაგვარებას განიცდის და კულტურად გარდაიქმნება. კულტურა ცივილიზაციად იქცევა, მატერიალური ლიდერის პოზიციას იკავებს და თანდათან გუდავს სულიერს, კულტურულს და რელიგიურს. თესლი აღმონაცენს იძლევა, აღმონაცენი ხედ იქცევა, ხე ბერდება და კვდება, მაგრამ მანმადე იძლევა ნაყოფს და ახალ თესლებს. ეს განვითარების წინაპირობაა: ფორმა წყვეტს, შინაარსი კი აგრძელებს არსებობას. ანუ ხე თავისი ევოლუციით სამყაროს ევოლუციის ციკლს გავს.

ნებისმიერი ცივილიზაცია ასევე იბადება, ბერდება და კვდება. ის იწყება ინფორმაციის ახალი პორციით, რომელშიც მისი მომავალია ჩადებული. ინფორმაცია შეიძლება მოვიდეს როგორც ღვთაებრივი გამოცხადება, რომელიც რელიგიური ჭეშმარიტებების სისტემად ყალიბდება. შემდეგ რელიგია კულტურად იქცევა. კულტურა – ცივილიზაციად, ცივილიზაცია ბერდება და კვდება, უფრო და უფრო ეთაყვანება რა მატერიალურს. იმისთვის, რომ საზოგადოება გადარჩეს, საჭიროა ახალ თესლებს გაუფრთხილდეს. თუ საზოგადოება ხელს უწყობს იმათ, ვინც სულის ინტერესებს სხეულის ინტერესებზე მაღლა აყენებს, თუ სულიერება და მორალურობა მომგებიანია, თუ საზოგადოება ხელს უწყობს იმათ, ვინც ღმერთისკენ ისწრაფვის, საკუთარ თავს მატერიალურისგან იზღუდავს, მაშინ ერთი ცივილიზაცია მეორეთი იცვლება და ევოლუცია გრძელდება. ცივილიზაციის დაღუპვისგან თავის აცილების პირველი მექანიზმი ძველ აღქმაშია მოცემული. როცა ღმერთი ეუბნება ებრაელებს, როგორი მძიმე სასჯელი ელით, თუ საკუთარ სულებს არ გაუფრთხილდებიან, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სახით ხალხის და ცივილიზაციის გადარჩენის მექანიზმი მოგვეცა.
დავუბრუნდეთ ფსიქოანალიზს. სიტყვასიტყვით თუ ვთარგმნით, ეს სულის ანალიზს ნიშნავს. ცნობიერება აანალიზებს ქვეცნობიერებას, ცდილობს ჩაწვდეს მას და მართოს. ყველა ბავშვი ცდილობს თავისი მშობლების მართვას – ეს ზრდის და სწავლის სკოლაა, მაგრამ როცა გარკვეულ საზღვრებს ცდება, საკუთარ თავს მშობლებზე მაღლა აყენებს და მათზე მნიშვნელოვნად თვლის, მას ემუქრება სასჯელი, რომელიც მომავალი უბედურებებისგან გადაარჩენს ბავშვს.

ფსიქოანალიზის თემით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც კითხვა დამისვეს, რატომ შედის ბევრი ფსიქოანალიტიკოსი თავის პაციენტთან სქესობრივ კონტაქტში. ბოლო ხანებში ეს პრობლემა ძალიან სერიოზული და მასშტაბური გახდა. ცდილობენ ებრძოლონ ამას და ვერც კი ხვდებიან, რომ სპეციალისტის არამორალური საქციელი მკურნალობის არსებული სისტემიდან კანონზომიერად გამომდინარეობს. თუ ავადმყოფობის მთავარი პრობლემა – დათრგუნული სქესობრივი ინსტინქტია, მაშინ მივუშვებთ რა ნებაზე, განვკურნავთ ადამიანს. ესე იგი რელიგიით გათვალისწინებული ისეთი ცნებები, როგორიცაა უბიწოება, მორალი, სექსუალური თავშეკავება, ერთგულება ჯანმრთელობის ხელის შემშლელი მთავარი ფაქტორები ხდებიან. და როცა ფსიქოანალიტიკოსი ურჩევს პაციენტს გამოთქვას თავისი სიძულვილი სხვა ადამიანის მიმართ, სახეში შეაფურთხოს მას, აიღოს მანეკენი, რომელიც მტერს გავს და ჯოხით ცემოს იგი, ის ზუსტად და თანმიმდევრულად მიყვება ფროიდის მიერ შექმნილ გამაჯანსაღებელ სისტემას. თუ ამ პრობლემას მსოფლიოს ისტორიის კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ფსიქოანალიზის სისტემაში აისახა მსოფლიო რელიგიების თანდათანობითი შესუსტება, ერთღმერთიანობის შეუმჩნეველი დაკარგვა და წარმართობაში გადასვლა. საკუთარი სურვილებისადმი და ცხოველური საწყისისადმი თაყვანისცემა – აი რა არის თავისი პრინციპით ფსიქოანალიზი, ადამიანის გადაქცევა ცხოველად.

მახსოვს რას მიყვებოდნენ მორჩილებზე – ანუ ადამიანებზე, რომლებიც ბერად აღსაკვეცად ემზადებიან. მათ უარი უნდა თქვან მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვაზე, სექსუალურ ცხოვრებაზე, მორჩილებით უნდა მოწყდნენ თავიანთ სურვილებს და ჩვეულ ადამიანურ ცხოვრებას. ბევრი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მოდიან მონასტრიდან, პირველ რიგში ვერ უძლებენ სექსუალურ შეზღუდვებს. გამოდის რომ ამ ადამიანებში ცხოველური ენერგია ღვთაებრივად ვერ გარდაიქმნება. არადა სწორედ ღმერთისადმი სწრაფვა კეტავს ქალებისადმი წყენას, სასოწარკვეთილებას, საკუთარი ბედით უკმაყოფილებას, სხვების განკითხვას, ღვთაებრივი ნების ვერ მიღებას. მაგრამ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ღვთაებრივზე გადართვა, ასსეტ შემთხვევაში შეიძლება ავად გახდეს და მოკვდეს, ამიტომაც ის უკან, სურვილების სამყაროში ბრუნდება. აზროვნების უნარის არ არსებობა გამორიცხავს სამყაროს დიალექტიკურ აღქმას – პრინციპში სწორედ ესაა ღვთაებრივი შეხედულება სამყაროზე. ღვთაებრივისგან იბადება დრო, რომელიც ორ ნაკადად იყოფა – წარსული და მომავალი. ეს ორი პოტენციალი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. მამაკაცური და ქალური, სულიერი და მატერიალური, წარსული და მომავალი, მარჯვენა და მარცხენა, შავი და თეთრი – ეს ყველა საწყისი, ღვთაებრივის გამოვლინებაა.

ღმერთი რომ დავინახოთ, ერთდროულად უნდა შეგვეძლოს წარსულის და მომავლის ხედვა, ცნობიერებაში მარჯვენის და მარცხენის ერთდროულად შენარჩუნება. როცა ადამიანის სული ამ სამყაროზე ხდება მიჯაჭვული და ღვთაებრივს ივიწყებს, ცნობიერების დამახინჯება ხდება. ადამიანი აზროვნებს კატეგორიებით: მხოლოდ მარჯვენა ან მხოლოდ მარცხენა. მას შეუძლია იყოს მხოლოდ პროკურორი ან მხოლოდ ადვოკატი. ირღვევა სამყაროს მთლიანობა. ადამიანი წყვეტს მიზეზის და შედეგის დანახვას. თუ დათრგუნული სურვილი ავადმყოფობას იწვევს, ყველა მარაგი უნდა გახსნა და ჯანმრთელი იქნები. ან საერთოდ უარი უნდა თქვა სექსზე, ან თაყვანი სცე მას, სინამდვილეში კი იმისათვის, რომ ღვთაებრივი შევიგრძნოთ, უნდა შევაერთოთ ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა. ცხოველური ენერგია ადამიანურად უნდა გარდავქმნათ, შემდეგ ღვთაებრივად, და რაც უფრო მეტია ღმერთისაკენ სწრაფვა, მით უფრო მეტად იწყებს შეკავებული ენერგია სულის კვებას, ამით კი ადამიანის და მისი შთამომავლობის გადარჩენას და მათ სტრატეგიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მე ტელევიზორს ვრთავ და ჩვეულ სურათს ვუყურებ. მორიგ ქვეყანაში გამოდის ხალხი პროტესტით და წუხილით. ეკონომიკური მაჩვენებლები დაბალია, ცხოვრების დონე გაუარესდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ამას ყოველ წამს გაიძახიან. იმის შესახებ კი, რომ გადაგვარების გზაზეა მორალი და კულტურა, არავინ საუბრობს. იმაზე, რომ ჰომოსექსუალიზმმა ყველა ქვეყანა მოიცვა და იმაზე რომ ეს სულის გახრწნის ნიშანია, არავინ საუბრობს. ხვალ მიხვალთ ფსიქოანალიტიკოსთან და ის დარწმუნებით და თავდაჯერებულად აგიხსნით, რომ სირცხვილის და მორალის გრძნობა – ეს პათოლოგიაა, რომ ეს ჯანმრთელობას ვნებს და თვალის ჩაკვრით მიგანიშნებთ დივანზე, ანუ სულის და სხეულის გამაჯანსაღებელ მთავარ საშუალებაზე. მე ისევ ეკრანს ვუყურებ და ვფიქრობ, მიყიდის რუსეთი სულს ასეთ ფსიქოანალიტიკოსს თუ არა? დრო გვიჩვენებს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff