სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

სერგეი ლაზარევი
0
0

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტიკა" ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა მთარგმნელი: მამუკა გურული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე   ...

თავი 15

 

ერთიანობა

სამყარო ერთიანია. ის დროის მიღმა არსებული წერტილისგან შეიქმნა და კვლავაც აგრძელებს წერტილად არსებობას. ის, რაც ორ ნაკადად გაყოფილ დროდ გადაიქცა, ვითარდება, იზრდება და საწყისი მდგომარეობისკენ ისწრაფვის. სამყაროს ნებისმიერი პროცესი მისი განვითარების ციკლს იმეორებს, ანუ სამყაროში მხოლოდ ორი პროცესი მოქმედებს: დრო იყოფა ორ ნაკადად, იქმნება ორი პოტენციალი, იწყება მოძრაობა, იბადება სივრცე და მატერიალ და იწყება დროის შეკუმშვის პროცესი.

როცა ვარსკვლავი ანათებს, გამოყოფს რა ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას, ის ცდილობს შეკუმშოს დრო. რაც მეტია ენერგიის გამოყოფა, მით მეტად ჩერდება, ანუ იკუმშება დრო. სამყეროში ნებისმიერი ობიექტის ქცევის მოდელი – ცოცხალის ან არაცოცხალის – ეს მისწრაფებაა შეკუმშოს, გააჩეროს დრო. ყველაზე ნათლად ეს ტენდენცია ცოცხალ ორგანიზმებში ვლინდება. თავად სიცოცხლე – დროის ორი ნაკადის შეერთების სიმბოლოა. თუ ცოცხალ ორგანიზმს არ ექნება მეხსიერება, დაგროვებული გამოცდილება, მისი ადაპტაცია გარემოსადმი შეუძლებელი იქნება. თუ ცოცხალი ორგანიზმი ვერ შეძლებს მომავლის შეგრძნებას და მოდელირებას, მისი შანსები გადარჩენისა ასევე დიდი არ იქნება. წარსულის გამოცდილება მომავლის პროგნოზირებისთვის გვჭირდება, მაგრამ პროგნოზირების ცნების გარდა კიდევ არსებობს წინათგრძნობა და ინტუიცია. , რომლებიც გვეხმარებიან, როცა გამოცდილება უძლურია.

ჩვენ ვუყურებთ ხეებს, მცენარეებს და ვამბობთ: “ამ წელლს ზამთარი ცივი იქნება.” – და არ ვფიქობთ იმაზე, რომ მცენარეები და ცხოველები თავისი ინტუიციით ხშირად გვისწრებენ.როცა ტაილანდში გიგანტურმა ტალღამ ხალხი წალეკა, ცხოველები იქ არ აღმოჩნდნენ. არც ერთი ცხოველი არ მომკვდარა. ადამიანები სპილოებით სეირნობდნენ და უცებ სპილოები შებრუნდნენ და ტყისკენ გაიქცნენ ზურგზე მსხდომი ადამიანებიანად. შეშინებული ხალხი მაშინ ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ გვიან მიხვდნენ. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ცხოველებს შეიძლება ეგრძნოთ, რომ სადღაც მიწისძვრა მოხდა, მაგრამ გიგანტური ტალღა, რომელიც მალე ნაპირს დაფარავდა, მათ უნდა წარმოედგინათ, წინასწარ დაენახათ – ეს უკვე ინტუიცია კი არა წინათგრძნობაა. ანუ ცოცხალი არსებები დროის ორ ნაკადს კუმშავენ და მათი განვითარების შესაბამისად ეს შეკუმშვა ძლიერდება.

ახლა მთელს მსოფლიოში აკრიტიკებენ დარვინის თეორიას, რადგანაც უფრო და უფრო გასაგები ხდება შემდეგი ფაქტი: ცხოველების და მცენარეების ახალი სახეობები ისე ჩნდებიან, რომ იგნორირებას უკეთებენ ევოლუციის წინა საფეხურებს. დიახ, ადაპტაცია და თანდათანობითი ცვლილება ხდება ცხოველებსა და ფრინველებში, მაგრამ ახალი სახეობების გაჩენის ევოლუციით ახსნა შეუძლებელია. მაიმუნები ვერაფრით გახდებიან ადამიანები, და ბევრი უკვე ამბობს: “ჩვენ უარვყოფთ დარვინის თეორიას, ყველაფერი ზემოდან ჩნდება.”

თუმცა ადამიანის ემბრიონს განვითარების პირველ საფეხურებზე გააჩნია ლაყუჩები, კუდი და პირველ თვეებში ევოლუციის ყველა სტადიას გადის. ის თავის თავში ატარებს მეხსიერებას ყველა სასიცოცხლო ციკლის შესახებ ერთ უჯრედიანის ჩათვლით, რომელიც პირველი გაჩნდა მიწაზე. წარმოდგენა ამ პრობლემაზე გადაუწყვეტელი ჩანს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები არასწორად აზროვნებენ: მხოლოდ მატერიალურის კატეგორიებით, ევოლუციის თეორიის აღიარებით, ან მხოლოდ იდეალისტური კატეგორიებით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის მაღალი ნებით შექმნის აღიარებით.

მატერიალისტის ცნობიერებას დროის მხოლოდ ერთი ნაკადის შეკავება შეუძლია, მისთვის წარსულის გამოცდილება - ეს ყველაფერია, და ის ხედავს, მატერიალური როგორ განუწყვეტლივ ვითარდება, სახეიცვლება და როგორც ყველაზე ამაღლებულ მიზანს ის ხედავს ნათელ მომავალს. იდეალისტისთვის მთელი სამყარო – ეს პირველადი ღვთაებრივი იმპულსის დეგრადაციაა. სული (дух) დეგრადაციას განიცდის, სხეულად იქცევა. ყველაფერი ზემოდანაა განსაზღვრული და მომავალი უფრო და უფრო სავალალოა. იმდენად, რამდენადაც ყველაფერი თანდათან დეგრადაციას განიცდის, ბოლო ერთია – ეს ნგრევაა. იქნება მაღალი სამსჯავრო და შემდეგ დაბრუნება პირველსაწყისში.

მატერიალისტისთვის ცნება წინასწარგანსაზღვრულობისა, წინასწარ ხედვისა – ეს უაზრობაა.იდეალისტისთვის კი მეცნიერების ყველა პოსტულატე, განსაკუთრებით თუ ისინი ადამიანს შეეხება, სულელურად გამოიყურება. თუ სული არ არსებობს, ცნობიერება კი სხეულის ფუნქციაა, მაშინ როგორ ავხსნით, რომ ერთნაირ სხეულებში ადამიანებს სრულიად განსხვავებული ცნობიერება აქვთ, და ერთ დედას სრულიად განსხვავებული შვილები ყავს. ნებისმიერ მეცნიერს შეიძლება დავუსვათ მარტივი კითხვა: თქვენი თეორიით დედამიწა – ეს ციური სხეულია, რომელიც თანდათან ცივდება. დააფარეთ ჩაიდანს სახურავი და გამორთეთ გაზი. როგორც კი ენერგიის მიწოდება შეწყდება, სახურავი შეწყვეტს ზანზარს. ჩაიდანში, რომელიც ცივდება, შეუძლებელია სპონტანური პროცესები, ამიტომ დედამიწაზე არ უნდა იყოს მიწისძვრები. დედამიწა კი არ უნდა ფართოვდებოდეს, უნდა იკუმშებოდეს. ასეთი ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება.

აღმოსავლეთის და დასავლეთის დაპირისპირება დღესაც მოუგვარებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს არ ყოფნით სიყვარული სულში და ღვთაებრივი მათ მიერ ნახევრულად აღიქმება. და მხოლოდ მაშინ, როცა სულში სიყვარულის შენარჩუნებას განუწყვეტლივ ცდილობ, ხვდები, რომ ერთნიც მართლები არიან და მეორენიც. ჭეშმარიტი სიმართლე ორივე ურთიერთწინააღმდეგობას მოიცავს.

მომავლიდან ჩვენთან აწმყოში თესლები მოდიან. ამ თესლებში ინფორმაციის სიხშირე ძალიან მაღალია. ნებისმიერი ცივილიზაცია ცოცხლობს, ვითარდება, სრულყოფას განიცდის, მაგრამ ამ თესლების გარეშე, ინფორმაცია სწრაფად ქვრება და ცივილიზაცია იღუპება. სწორედ ასე ხდებოდა ყოველთვის – ნადგურდებოდნენ ტომები, ქალაქები, ცივილიზაციები. მოძრაობა არ იქნება, თუ მხოლოდ ერთი პოტენციალი არსებობს. მაგრამ როგორი მაღალიც არ უნდა იყოს ცივილიზაციის დონე, მისი არსებობის საფუძველი – დროის ორი ნაკადის ურთიერთქმედებაა. და რაც არ უნდა მადლიანი იყოს მომდევნო ცივილიზაციის ნიადაგი, ახალი თესლკების გარეშე, რომლებიც მომავლიდან ვარდებიან, ეს ცივილიზაცია ხვალინდელ დღეში ვერ გადააბიჯებს. მომავლის თესლებს ადამიანები მისტიკური გამოცდილებით იღებდნენ – ასე იქმნებოდა ახალი რელიგიები. მცირე ხნით კონტაქტი შემოქმედთან უფლებას გვაძლევდა შეგვეგრძნო წარსულის და მომავლის ერთიანობა, ქმნიდა ახალ იმპულსს განვითარებისათვის.

მეცნიერის თვალთახედვით, ფრაზა, რომელიც აბრაამმა ღმერთისგან გაიგო – “შენგან წარმოიქმნება მრავალი ერი”, - უაზრობაა. ნებისმიერი მეცნიერი აღშფოთდება – ეს ხომ პრინციპულად შეუძლებელია. ვსწავლობთ რა დედამიწის ისტორიას, სულ სხვა პროცესს – ცოცხალი არსებების განადგურებას ვხედავთ. ადრე დედამიწაზე ტომების და ხალხების უამრავი რაოდენობა იყო, თანდათან მათი რაოდენობა მცირდებოდა და ახლა დედამიწაზე ყოველდღიურად ათეულობით სახეობის ცხოველი და მცენარე ქრება. ეს ტენდენცია არ იცვლება. მეცნიერი, რომელიც ობიექტურად მსჯელობს, მშვენივრად ხვდება, რომ მალე დედამიწაზე პრაქტიკულად აღარ დარჩებიან ცოცხალი ორგანიზმები გარდა ადამიანისა, ადამიანების რაოდენობა კი 20 მილიარდს გადააჭარბებს, და საეჭვოა, რომ ისინი გადარჩებიან ოდესღაც მდიდარი ბუნების ნარჩენებში. მაგრამ რჩება კითხვა: წარმოიშვნენ ახალი ერები აბრაამის შემდეგ? წარმოიშვნენ.

იუდაიზმს უბრალოდ ახალი ადამიანი არ შეუქმნია მხოლოდ. ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ქრისტიანობის და ისლამის გაჩენამდე მიგვიყვანა, რამაც შესაძლებლობა მისცა ახალ კულტურებს და ახალ ერებს, გაჩენილიყვნენ, იმიტომ, რომ ერი – ეს პირველ რიგში რელიგია და კულტურაა, შემდეგ უკვე ენა, კანის ფერი და ტრადიციები.

ერი შინაგან ერთიანობას ქმნის. თუ ეს ერთიანობა არ არსებობს, ერი იშლება ცალკეულ ტომებად, კლანებად. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ერთიანობის პრინციპით ვითარდება. ერთიანობის ყველაზე მაღალი დონე და ინფორმაციის ყველაზე მაღალი სიხშირე – მარცვალშია, თესლშია. იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება და იზრდება ხე, ერთიანობის პრინციპი შემცირებას იწყებს და როცა ის კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩამოდის, ხე ავადდება და კვდება. იგივე ემართებათ ადამიანებსაც, იგივე პრინციპით ვითარდება და დეგრადირდება საზოგადოება და სახელმწიფო.

ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ცალკეული ადამიანისთვის – შინაგანი ენერგიის მაღალი დონეა. რაც უფრო მეტ კონცენტრაციას აკეთებს ადამიანი ღვთაებრივზე და არ თრგუნავს სიყვარულის გრძნობას, მით უფრო მეტი ენერგიაა მასში, მით მეტია ერთიანობის დონე, მით უფრო მასშტაბურად იკუმშება მასში დრო, მით უფრო კარგად ხედავს და გრძნობს მომავალს. ღმერთთან ერთობის დაკარგვისას, მიზნად სხეულებრივი სიამოვნებების ქცევისას, ადამიანი თანდათან ამცირებს შინაგანი ენერგიის დონეს, ავად ხდება და კვდება.

მორწმუნე და მორალური ადამიანი უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს, ვიდრე ხარბი, შურიანი და სურვილების მონა. ხშირად ადამიანი ათეისტად აცხადებს თავს იმისათვის, რომ უფრო კარგად დატკბეს და არ შეიკავოს თავისი სურვილები. იმდენად, რამდენადაც სურვილების გადაგვარება მომდევნო თაობებში ხდება, ათეისტი თითქოს აღწევს თავის მიზანს. მაგრამ თუ მას მომავალთან, თავის შთამომავლობასთან ერთიანობის შეგრძნება აქვს, ადამიანი იგრძნობს, რომ მისი საქციელი მისივე მომავალი ბავშვების გადაგვარებას იწვევს.

მორალური ადამიანი – ეს ისაა, ვინც გრძნობს თავის ერთიანობას სხვა ადამიანებთან და მომავალთან. ამიტომ მორალურ ადამიანს განვითარებული აქვს სტრატეგიული აზროვნება, უკეთესი ინტუიცია და მომავლის ჭვრეტის უნარი აქვს. ასეთი ადამიანი გადარჩება და მისი შთამომავლობაც ჯანმრთელი იქნება.
ერთ-ერთ წიგნში საოცარი ისტორია წავიკითხე იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ადამიანი ათეისტი. ეს XX საუკუნის დასაწყისში მოხდა. ახალგაზრდა კაცი მღვდელთან მივიდა და უთხრა, რომ ის ათეისტია და არ ცნობს ღმერთს. მან არ დაიწყო კაცის დადანაშაულება და განკითხვა, უბრალოდ შესთავაზა გაეხსენებინა, როდის გაუჩნდა პირველი აზრი იმის შესახებ რომ ღმერთი არ არსებობს. ახალგაზრდამ, როცა სახლში დაბრუნდა, გაიხსენა რომ როცა 6 წლის იყო, დედა ყოველდღე აძლევდა მას 2 მონეტას – ერთს პირადი ხარჯებისთვის, მეორეს კი მათხოვრებისთვის, რომლებიც ეკლესიასთან ითხოვდნენ მოწყალებას. და აი ერთხელ ბავშვს ძალიან მოუნდა სათამაშო ცხენის ყიდვა, ფული არ ქონდა, მაგრამ სურვილი ძალიან ძლიერი იყო, და მაშინ იფიქრა: თუ ბრმა მათხოვარს ხურდას არ მივცემ, ორჯერ უფრო სწრაფად მოვაგროვებ საჭირო თანხას. და აი რამდენიმე დღე ისე ჩაუვლიდა ხოლმე ბრმას, რომ მონეტას არ აძლევდა, და უცებ ერთხელაც ახალი აზრი დაებადა: ხომ შეიძლება მოვპარო მონეტა მათხოვარს, ის მაინც ვერაფერს დაინახავს.

მოკლედ ბავშვი მოპარვას იწყებს, მაგრამ როცა ტაძარში შედის, მოულოდნელად ამჩნევს, რომ სული დაუმძიმდა, ცუდადაა, რცხვენია, და ნებისმიერი საბაბით ცდილობს, რომ აღარ შევიდეს ტაძარში. და როცა მისი ათეისტი ძმა ეუბნება, რომ ღმერთი არ არსებობს, ის უცებ ამჩნევს, რომ უფრო კარგად იგრძნო თავი და სინდისის ქენჯნაც გაქრა. იგრძნო, რომ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, საკუთარი შეზღუდვა აღარაა საჭირო, და ამ გზას გაჰყვა.

გადაგვარება სასიამოვნოა პროცესია, აღმშენებლობა, სრულყოფა კი მტანჯველია. საჭიროა უბრალოდ დავივიწყოთ სული და ყველაფერი სხეულის ინტერესებს დავუმორჩილოთ, ასე რომ ინტუიტიურად ათეისტები ის ადამიანები ხდებიან, რომლებშიც სულის დეგრადაციის პროცესმა დიდი სიჩქარე აკრიფა. თუ მოვსპობთ სამყაროსთან ერთიანობის შინაგან პრინციპს, შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობას გარესამყაროზე, მაშინ ცხოვრება მარტივი დ აიოლი ხდება.

უზარმაზარი სულიერი პოტენციალი, რომელიც საბჭოთა ადამიანებმა დააგროვეს, კოლექტიური ცნობიერებით იქნა განპირობებული. იმდენად, რამდენადაც სოციალიზმი პიროვნების და ინდივიდუალობის სრულ განადგურებას ცდილობდა, ის განწირული იყო, რამეთუ განვითარება შესაძლებელია ორი ურთიერთწინააღმდეგობის თანაარსებობისას. მაგრამ საკუთრივ ერთიდან მეორე უკიდურესობისკენ გადასვლის პროცესი ნაყოფიერია, რამეთუ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ოქროს შუალედი.

ინდივიდუალიზმის ტენდენცია, რომელიც დასავლეთ ცივილიზაციაში ძლიერდებოდა, სოციალიზმში მეორე უკიდურესობაში გადადიოდა და ამიტომაც რაღაც პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო. მას შემდეგ, რაც სოციალიზმი დაინგრა, დაიწყო მისწრაფება დაბრუნებისკენ უკან, დასავლური ღირებულებებისაკენ და შესაბამისად მორალის განადგურებისკენ. ადამიანები ვეღარ გრძნობდნენ ერთმანეთს.

მე ხშირად ვეუბნები პაციენტებს: “თქვენი შეგრძნებები ახლა – ეს თქვენი ბავშვის სხეული და ბედია მომავალში.” და გამოდის, რომ თუ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ბავშვებისთვის ღრმა და ნატიფ დონეზე, მაგრამ ამასთან მორალურ კანონებს ვარღვევთ, ჩვენ სინამდვილეში ვკლავთ ჩვენს ბავშვებს, ვანადგურებთ ჩვენს შთამომავლობას.

თანასწორობა – ეს ერთიანობის მატერიალური გაგებაა. თუ სულში სიყვარული და ღმერთთან ერთიანობაა, მაშინ ადამიანებს შორისაც იქნება სულიერი ერთიანობა, რომელიც რელიგიის, მორალის, კულტურის სახით ვლინდება, და მატერიალური ერთიანობა, რომელიც არ აძლევს ღარიბს უფლებას, რომ შიმშილით მოკვდეს, ხოლო მდიდარს იმის უფლებას, რომ ზედმეტი კაპიტალი დააგროვოს და ფიზიკურად კი არა, სულიერად დაიღუპოს. და მაშინ ფიზიკური განსხვავებები ადამიანებს შორის შენარჩუნდება, მაგრამ არ მიაღწევს უკიდურეს ზღვარს, რომლის შემდეგაც დეგრადაცია და დაცემა იწყება. გარეგნული მატერიალური განსხვავება ადამიანებს შორის შეიძლება შინაგანი ერთიანობისკენ გვიბიძგებდეს. გარეგნული კონფლიქტი ურთიერთწინააღმდეგობებს შორის, ძლიერდება რა, აიძულებს მათ უფრო მეტად ისწრაფვონ ერთიანობისაკენ. და თუ გამაერთიანებელი რგოლი არ გაძლიერდება, მაშინ ეს წინააღმდეგობები გაანადგურებენ ერთმანეთს, ან მათი კავშირი შეწყდება და განვითარება გაჩერდება.

ორი უმაღლესი ურთიერთწინააღმდეგობა სამყაროში წარსული და მომავალია – დროის ორი ნაკადი. ისინი წონასწორდებიან სიყვარულის უწყვეტი ნაკადით, რომელიც ღმერთიდან გამოდის და ეს მთელ სამყაროს ერთიანობას უზრუნველყოფს. ნებისმიერ პროცესში მთელი სამყარო ირეკლება! თუ ცოცხალ არსებათა ჯგუფს ერთიანობის მაღალი დონე აქვს, მაგრამ გარეგნული განსხვავებები არა აქვს, ისინი იცოცხლებენ, მაგრამ მათი განვითარება შეწყდება, ისევე როგორც ჭიანჭველების შემთხვევაში. ხოლო თუ გარეგნული განსხვავებები გარკვეულ ზღვარს გასცდება, ერთიანობა ქრება, ჯგუფი იშლება და შეიძლება დაიღუპოს.

პატრიოტიზმის აღზრდა – მძლავრი ფაქტორია ქვეყნის ერთიანობისა და გადარჩენის შანსის გაძლიერებისათვის. პატრიოტიზმის აზრი შემდეგშია: ადამიანმა უნდა შეიგრძნოს თავი თავის ქვეყანასთან და თავის ხალხთან ერთიანობაში. და როცა მას თავისი ხალხის გაქურდვას შესთავაზებენ, ის უარს იტყვის ამაზე. პატრიოტიზმის ჩვეულებრივმა გრძნობამ, შეიძლება უფრო მეტი შეძლოს, ვიდრე ნებისმიერმა წესმა და ლოზუნგმა. ვერანაირი საკანონმდებლო აქტი და ინსტრუქცია ვერ შეძლებს ადამიანის შეკავებას დანაშაულებებისგან, თუ ის ამორალური და უპრინციპოა. და ვერავითარი სასჯელი ვერ შეაჩერებს ადამიანს, თუ მის სულში სიყვარული არაა და მთავარი მისთვის პურის ნაჭერია.

გარეგნულ ერთიანობას – წესებისადმი, საერთო პრინციპებისადმი სრულ დამორჩილებას, შინაგან დაცარიელებამდე, ენერგიის დაკარგვამდე, განვითარების გაჩერებამდე მივყავართ. ადამიანის ცხოვრების მკაცრ რეგლამენტირებას მივყავართ იქამდე, რომ პიროვნება ჩაქრობას იწყებს. ამან შეიძლება ჰომოსექსუალიზმი ან უნაყოფობაც კი გამოიწვიოს. სრული სექსუალური აღვირახსნილობაც ისევე გვართმევს ენერგიას, როგორც სრული თვითშეზღუდვა, საკუთარი თავის სრული დათრგუნვა და დამორჩილება.

თავშეკავებამ, სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციამ, მის სულიერ სფეროში გადატანამ დიდი როლი ითამაშა საბჭოთა ხელისუფლების კულტურის და ხელოვნების განვითარებაში. პირადი საკუთრების და სექსუალური სურვილების შეკავების დროს დაგროვილმა ამ ენერგიამ საშუალება მისცა პოსტსაბჭოთა საზოგადოებას უფრო სწრაფად გაევლო შინაგანი დაშლის ეტაპები, მისულიყო უკიდურეს ზღვრამდე და დაეწყო ახალი მორალური აღმშენებლობა.
ორი ძირითადი ინსტინქტის დათრგუნვა ღმერთისადმი და სულის განვითარებისადმი ძლიერ ქვეცნობიერ სწრაფვას გვაძლევდა. ტანჯულ სულში ჯანმრთელი სხეულია. ეს ბიბლიური ჭეშმარიტება კარგად დადასტურდა საბჭოთა კავშირის მაგალითით...

დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთ ორგანიზმად იწყებს გაერთიანებას. მიზეზი უბრალოა: უკვე მივედით იმ საფეხურზე, რომლის შემდეგაც კაცობრიობის კარდინალური ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს. ახალი ადამიანის ენერგეტიკა და მორალურობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს. თანამედროვე ცივილიზაცია ან დაიღუპება, თუ შინაგან ერთიანობას დაკარგავს, ან პირიქით, გაცილებით მაღალ საფეხურზე ავა. და თუ ერთი სახელმწიფო შეძლებს საკუთარი ნების სხვების თავზე მოხვევას და მათ დამორჩილებას, ასეთი გარეგნული ერთიანობა მკვეთრად შეამცირებს შინაგან ენერგეტიკას, რამაც შეიძლება მთლიანი ცივილიზაციის განადგურება გამოიწვიოს. დასკვნა მარტივია: ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც სხვა ქვეყნების და მთელი მსოფლიოს დამორჩილება მოუნდება, გაუჩნდება უსერიოზულესი პრობლემები. და არა აქვს მნიშვნელობა რა ქვეყანა იქნება ეს – აშშ, რუსეთი თუ ჩინეთი.

უმაღლესი ეთიკური ნორმების დარღვევა უფრო და უფრო სახიფათო იქნება როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ისევე მთელი ქვეყნისთვის. და თუ ერთიანობის გაძლიერებისაკენ ტენდენცია თანამედროვე ცივილიზაციას არასაკმარისი ექნება, საჭირო გახდება ახალი მტრის გაჩენა კატაკლიზმების, წყალდიდობების, ეპიდემიების და ა. შ. სახით. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გრძნობს თავის ერთიანობას სხვებთან და სულზე უფრო ზრუნავს ვიდრე სხეულზე, ხვდება, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სიყვარულის უნარია, იგი დაეხმარება ყველას ახალ მდგომარეობისკენ ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო გადასვლაში.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff