სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

სერგეი ლაზარევი
0
0

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტიკა" ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა მთარგმნელი: მამუკა გურული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე   ...

თავი 17

 

ანალიზის გაგრძელება

პირველად ბიბლიას ახალ ათონში, აფხაზეთში გავეცანი. მაშინ ახალგაზრდა ექსკურსიამძღოლი ვიყავი და ხშირად ვატარებდი ექსკურსიებს ახალი ათონის მონასტერში. მე გადმომცეს ათეისტური ლექციის ტექსტი, რომელიც “რელიგიურ გონების დაბინდვას” ამხილებდა. არადა შაბლონურად სიტყვების რახარუხი არაა საინტერესო. თუ ვინმეს ადანაშაულებ, უნდა იცოდე მაინც, რაშია დამნაშავე. ამიტომ მე ავიღე ისტორიკოსების და აკადემიკოსების სტატიები, რომლებიც ბიბლიას ამხილებდნენ. თავიდან ძალიან ჭკვიანურნი, მაგრამ არასაინტერესონი მომეჩვენნენ. შემდეგ მივხვდი რომ აქ სიტყვების თამაშს და ძალიან ზედაპირულ ანალიზს ქონდა ადგილი. რთული და ლამაზი სიტყვების უკან სიცარიელე იყო. ერთი პაწაწინა აზრი რამდენიმე ათეულ გვერდზე.

მაშინ მივხვდი, რომ საჭირო იყო პირველწყაროების წაკითხვა. ვიპოვე ბიბლია, რომელიც დასავლეთში იყო გამოცემული და გაოგნებული დავრჩი. მისი ყოველი ფრაზის უკან რამდენიმე აზრი იმალებოდა, ამასთან ინფორმაციის დონე რამდენიმე ფენაზე ადიოდა. ამას გარდა ბიბლიას იმის გასაგებადაც ვკითხულობდი, თუ რა ეხატა მონასტრის კედლებზე. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ რელიგიის დადანაშაულების და მხილების ნაცვლად, მონასტერში ქრისტიანობის შესახებ ლექციების კითხვა დავიწყე. ამასთან ვგრძნობდი, რომ მუშაობდა არა მხოლოდ ჩემი ენა და ტვინი, არამედ სულიც. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. სიძულვილის მეცნიერება, რომელსაც ზრუნვით ზრდიდა ჩემში სოციალიზმი, სუსტდებოდა და მეორე ადგილზე ინაცვლებდა. აქ, აფხაზეთში, ახალ ათონზე, ჩემი ურყევი შეხედულებები აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე, სამართლიანობაზე და სასჯელზე ცოტა არ იყოს შეირყა. შემდეგ მრავალჯერ გადავიკითხე ბიბლია, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ იქ უზარმაზარი ინფორმაციაა დაფარული. ამ წიგნის კითხვა საჭირო იყო არა თავით, არამედ სულით.

მშობლები, რომლებიც ყველაფერს აძლევენ შვილებს, შემდეგ წუწუნებენ, რომ შვილებს ისინი არ უყვართ. ისინი ელოდებიან, რომ მათი სიყვარული საპასუხო სიყვარულის გრძნობას დაბადებს შვილებში და არ ესმით უბრალო ჭეშმარიტება. იმისათვის რომ ბავშვს უყვარდეს ისინი, ბავშვობიდან უნდა ზრუნავდეს მათზე. მას უნდა ვასწავლოთ სხვებისადმი თანაგრძნობა და დახმარება, ვასწავლოთ ტკივილის გადატანა და მსხვერპლის გაღება. როცა ბავშვი მშობლებს ხედავს, მასში მათდამი დახმარების და ზრუნვის რეფლექსი უნდა ჩაირთოს. ადრე მოხუცები ვერ იღებდნენ პენსიას, ამიტომ მშობლები იძულებულნი იყვნენ სწორად გაეზარდათ შვილები, რათა თავისი სიბერე უზრუნველეყოთ. ახლა კი მოხუცებზე და ინვალიდებზე ზრუნვა სოციალურ სამსახურებს დაეკისრათ. ბავშვები მშობლებში მხოლოდ სარგებლის მიღების წყაროს ხედავენ. რა სიყვარულზე შეიძლება აქ ლაპარაკი?

თუ ადამიანი ბავშვობაშივე არ გათბა სიყვარულით, საკუთარი თავის სხვებთან გათანაბრება ძალიან გაუჭირდება. ის იძულებული იქნება ან ეთაყვანოს, ან გათელოს. თუ ადამიანს აქვს ტენდენცია მლიქვნელობის, სარგებლის მიღების და თაყვანისცემისა ვინმესადმი, ამავდროულად მან უნდა დაამციროს და გათელოს ვინმე. პრინციპში ეს ნორმალური ქცევაა წარმართისთვის. სოციალიზმმა ისესხა რა ქრისტიანობისგან ერთიანობის და თანასწორობის იდეა, მაშინვე დაყო საზოგადოება ელიტად, რომელსაც კანონებზე მაღლა დოგმა შეეძლო და დამცირებულ ხალხად, რომელიც დამოკიდებული უნდა ყოფილიყო და თაყვანი ეცა მათთვის.
ჩემს ტერმინოლოგიაში არსებობს დიაგნოზი “მიჯაჭვულობა იდეალებზე”. ეს ნიშნავს თაყვანისცემას სექსუალური სურვილებისადმი, სილამაზისადმი, მაღალი გრძნობებისადმი და საკმაოდ უცოდველად ჟღერს. აი რეალურად კი ეს სხვაგვარად გამოიყურება.

ცოტა ხნის წინ პაციენტი ქალი ასეთ ისტორიას მიყვება. ის მუდმივად დადიოდა კოსმეტოლოგთან, მას კი ხშირად სურდო ქონდა და სეანსების გადატანა ხდებოდა საჭირო.

- იქნებ რამე ხალხური პრეპარატით სცადოთ მკურნალობა? – შესთავაზა პაციენტმა. მან სერიოზული სახით შეხედა და უპასუხა:
- მე ეს არ მიშველის, ცოტა ხნის წინ შიდსი აღმომიჩინეს.
მოუყვა, რომ რამდენიმე ხნის წინ გათხოვდა და ბავშვი შეეძინა. ქმართან შეხვედრამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე კი შიდსი აიკიდა და არ იცოდა ამის შესახებ. ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი იცხოვრა მასთან, ვირუსი არ გადაედო.
- თავიდან პანიკაში ჩავვარდი, სიცოცხლე არ მინდოდა, - ყვება კოსმეტოლოგი, - მაგრამ შემდეგ შევეგუე ამას და მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა განვაგრძო და ყველაფერი ისე მივიღო როგორც არის. მაგრამ ყოველ თვეში უამრავი წამლის მიღება მიწევს. აღმოჩნდა რომ ხელისუფლება უზარმაზარი რაოდენობის თანხას გამოყოფს, რომ შიდსით დაავადებულები უფასოდ ღებულობდნენ წამლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ძვირი ღირს.
- ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი შიდსით ავადმყოფია რუსეთში, - თქვა ქალმა, - და ათჯერ მეტია ვინც ჯერ არ იცის ამის შესახებ.
- შეგიძლიათ მითხრათ, რატომ დაავადდა შიდსით? – მეკითხება პაციენტი.
- მისი სახელი მითხარით, - ვთხოვე მე, - როცა ქალმა სახელი მითხრა, ნატიფ დონეებზე შევედი და ნაცნობი სურათი დავინახე.

კონცენტრაცია იდეალებზე, მაღალ გრძნობებზე და მომავალზე კრიტიკულზე რვაჯერ მეტია. მომავალი სიყვარულზე მნიშვნელოვანი გახდა და უნდა დაკარგოს. შეიძლებოდა დაწყებულიყო დიაბეტი ან კიბო, მაგრამ ქვეცნობიერმა სულის განწმენდის სხვა სქემისკენ წაიყვანა ქალი.

პაციენტს ვუხსნი: ყველაფერი თითქოს უცოდველად იწყება. თავიდან ნელ-ნელა ვკარგავთ ღმერთისადმი მისწრაფებას და სიყვარულს. შემდეგ კი ვიწყებთ საკუთარი სექსუალური სურვილებისადმი თაყვანისცემას. აღარ ვზღუდავთ თავს ჭამაში, სიამოვნებებში. ვეთაყვანებით კომფორტს და სილამაზეს. ამ დონეზე ძვრები და წმენდა საკმაოდ იოლად გადაიტანება. ეს ფოთლებს გავს, რომლებიც შემოდგომაზე ცვივა. მაგრამ თანდათანობით შხამი ტოტებში და ღეროში შედის. და ჩვენი თაყვანისცემა გარე დონიდან შიგნითა, ნატიფ დონეებზე გადადის. რაც უფრო ღრმად ვიძირებით ადამიანურ საფუძვლებში, მით უფრო ძნელია მათი ნგრევის გადატანა. და რაც უფრო გვიან იწყება წმენდა, მით უფრო მტკივნეულიად მიმდინარეობს იგი.

ადამიანი, რომელიც სექსითაა გატაცებული, ქვეცნობიერად უფრო და უფრო ეჭვიანი ხდება. და როცა მისი სული ადამიანურ ბედნიერებას დასაშვებზე მატად ეწებება, ავტომატურად ირთვება დაცვის და სულის გადარჩენის მექანიზმი. მორწმუნე ადამიანში ეს პროცესი უფრო ადრე იწყება. მასში კი, ვინც საკუთარ სულზე არ ზრუნავს, - გვიან და უფრო მტკივნეულად.

ამ ქალის შემთხვევაში სიყვარული მომავალმა გადაფარა, ამიტომაც კარგავს მას. შიდსის, კიბოს და დიაბეტის თავისებურება ისაა, რომ ადამიანი განუწყვეტლივ გრძნობს გვერდით სიკვდილის არსებობას. ესმის რომ მომავალი თითქმის არა აქვს. მაგრამ საჭიროა იცოცხლოს და უყვარდეს. და თანდათანობით ადამიანი აცნობიერებს რამდენად უფრო მნიშვნელოვანია სიყვარული, ვიდრე მომავალი. და თუ ადამიანი თავისუფლდება შიშისგან და თავისი სხეულისა და სურვილებისადმი თაყვანისცემისგან, მას შეუძლია დაამარცხოს ვირუსი. ამ ბოლო დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა.

როცა 12 წლის ვიყავი, დედაჩემმა, რომელიც ექთნად მუშაობდა, საოცარი ისტორია მომიყვა. ქალს დაუსვეს დიაგნოზი: “ღვიძლის კიბო” და დანიშნეს ოპერაცია. როცა გახსნეს მუცლის ღრუ, დაინახეს რომ საოპერაციო იქ უკვე აღარაფერია. კიბომ პრაქტიკულად მთელი ღვიძლი შეჭამა. ოპერაცია აღარ გააკეთეს და მუცელი გაკერეს. გადაწყვიტეს ქალი არ გაემწარებინათ. ქირურგმა უთხრა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი სჭირს, კიბო არ არის და უბრალო პოლიპი იყო, რომელიც ამოჭრეს.
ის გაწერეს რომ თავისთვის მომკვდარიყო. მაგრამ ქალი, რომელიც დარწმუნებული იყო რომ არაფერი სჭირდა, გამოჯანმრთელებისკენ წავიდა. ნახევარი წლის შემდეგ გამოჯანმრთელებული და გაბრწყინებული კვლავ მივიდა კლინიკაში. ანალიზებმა დაადასტურა რომ ის სრულიად ჯანმრთელია. და ამ დროს ერთ-ერთი ექთანი გახარებული სიმართლეს ეუბნება. სამი თვის შემდეგ ქალი ღვიძლის კიბოთი და მეტასტაზებით მოკვდა. მომავლისადმი შიშმა და სიყვარულის დაკარგვამ თავის საქმე გააკეთა.

ორი ათასი წლის წინ ქრისტე ამბობდა: “უკანონობის გამრავლების გამო ბევრში გაცივდება სიყვარული.” უკანონობის გამრავლებაში მცნებების დარღვევა იგულისხმებოდა. “ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე” – ამ ფრაზის აზრი მარტივია: იმედი უნდა გვქონდეს არა მომავლისა, არამედ ღმერთისა. სიყვარული მომავალზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. იმიტომ რომ ჭეშმარიტი სიყვარული არაა მიმართული ჩვენს ინსტიქტებზე. ისინი მხოლოდ გვემსახურებიან, რომ სულში სიყვარული გავზარდოთ.

მახსენდება ქალი, რომელსაც მსგავსი ბიოველი ქონდა.სამართლიანობის, იდეალების, მორალურობის ცნებები მისთვის ურყევი იყო. თაყვანისცემა მაღალი გრძნობებისადმი მისი ძლიერი ენერგეტიკის და სილამაზის პირობებში კრიტიკულ ზღვარს ბევრად აჭარბებდა. არამორალური და უპრინციპო ადამიანების კრიტიკა და განკითხვა ძალიან მატულობდა. ნაძირალებს და მოღალატეებს საშინლად ვერ იტანდა. სიცოცხლე არ უნდოდა, როცა ინგრეოდა შეხედულება სამართლიანობაზე. შედეგი – შვილი ნარკომანი, რომელსაც დიდი მიდრეკილება აქვს ტყუილებისკენ და ქურდობისკენ. რომელიც ამ ქალს უხეშად ექცევა და ხშირად აგინებს.
- თუ გინდათ, რომ შვილს დაეხმაროთ, - ვუხსნი ამ ქალს, - დაეხმარეთ შეცვლაში. თქვენ ისე მიეჩვიეთ მდაბალი სულის, უნებისყოფო ადამიანების განკითხვას, რომ

მცირე უკმაყოფილებაც კი ამ ადამიანისადმი, თქვენში მისი განადგურების პროგრამას რთავს.

- ჩემი მეორე ქმარი ნარკომანი იყო, - თქვა მან, - მე განვიკითხავდი მას და დავშორდი, ბოლოს კი ასეთივე შვილი მივიღე.
- მოკლედ, საჭიროა დაეხმაროთ თქვენს შვილს. პირველი რაც უნდა გააკეთოთ: უნდა გიყვარდეთ, როგორც არ უნდა მოიქცეს იგი. მეორე: არ უნდა დაუთმოთ და ნებაზე არ უნდა მიუშვად მისი უხეშობა თქვენდამი. შინაგანად არ უნდა იყოთ დამოკიდებული ცოდვილ ადამიანზე. მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, საკუთარ ცოდვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ანუ უნდა დავძლიოთ განკითხვა, ზიზღი, სასოწარკვეთილება. შეიგნეთ, რომ თქვენს შვილს უბრალოდ არა აქვს მომავალი. თუ ის წესიერი, , სამართლიანი იქნება და კარგად მოგეპყრობათ, ის მოკვდება. შვილი ადამიანისა, რომლისთვისაც ფული – ეს ყველაფერია, იმისათვის რომ გადარჩეს, უნდა გაღატაკდეს. თუ შვილი არა, მაშინ შვილიშვილი. ყველაფერი თაყვანისცემის დონეზეა დამოკიდებული.

თუ ქალისთვის იდეალები, სამართლიანობა, მაღალი გრძნობები უმაღლესი ღირებულებებია, მისმა შვილმა, იმისათვის რომ გადარჩეს, უარი უნდა თქვას ამ ყველაფერზე. და მისთვის უფრო ადვილია სიყვარულის შეგრძნება, როცა დედას იგინება, ნარკოტიკს ხმარობს, იტყუება და ქურდობს.

მან რომ ღირებულებათა სისტემა სწორად გაანაწილოს, პირველ რიგში ჯერ თქვენ უნდა გაანაწილოთ ეს სისტემა. მაგრამ თქვენ ძალიან გიჭირთ შეცვლა და გეტყვით რატომაც. გინახავთ ოდესმე როგორ იცვლის გველი ტყავს? ამ მომენტში ის აბსოლუტურად დაუცველია. ასევე ადამიანიც, იმისათვის რომ ხასიათი შეიცვალოს, სრულიად დაუცველად უნდა გრძნობდეს თავს. მატერიალური კეთილდღეობა, ფული, სახლი, ბინა დაცულობის მაღალ შეგრძნებას გვაძლევენ. და ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი აქვს, ავად ხდება, იმისათვის რომ საკუთარ თავს შეცვლაში დაეხმაროს. სხვათაშორის, რატომ ამბობდა ქრისტე, რომ მდიდარს უფრო გაუჭირდება ცათა სასუფეველში მოხვედრა, ვიდრე ღარიბს? საქმე აქ ფულში კი არა, სწორედ დაცულობის შეგრძნებაშია.

მაგრამ არსებობს გაცილებით სახიფათო თემაც. ის დაკავშირებულია არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის დაცულობასთან. ეს გაცილებით საშიშია. სულის დაცულობის სიმბოლო – ეს სიმართლეა. სწორედ საკუთარი თავის მართალად შეგრძნება იწვევს სხვა ადამიანების განკითხვას. თუ მართალი ხართ, ესე იგი არ გჭირდებათ შეცვლა. სანამ მართალად გრძნობთ თავს, ესე იგი ვიღაც სხვა დამნაშავეა. დამნაშავე კი ქვეცნობიერად გინდა რომ გაანადგურო. გამოდის რომ სამართლიანობის შეგრძნება შეუთავსებელია სიყვარულთან. და სანამ მართლად ყოფნის შინაგანი შეგრძნება არსებობს, ცვლილება შეუძლებელია. მას, ვინც მუდამ მართალ ადამიანად გრძნობს თავს, ყოველთვის დამნაშავეები ახვევია გარშემო, განსაკუთრებით ახლობლებს შორის, რათა ამ შეგრძნების დაძლევის გზით შეძლოს მათი შეყვარება.

ცნებები მართალი და დამნაშავე ადამიანურ კანონებს მიესადაგება და მათ შესრულებას და სტაბილურობას ნიშნავს. ღვთაებრივ კანონებს ბოლომდე ვერასოდეს შევიცნობთ, სანამ შემოქმედს არ დავუბრუნდებით. ამიტომ ლაპარაკი ჩვენს აბსოლუტურ სიმართლეზე შეუძლებელია. ადამიანი, რომელიც თავს სრულიად მართლად გრძნობს, პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ღმერთი გახდეს. ამას კი უკვე დემონიზმის სუნი ასდის.

სცადეთ ხელმეორედ განიცადოთ ყველა ცხოვრებისეული სიტუაცია. შეეცადეთ ღვთის ნება დაინახოთ სიკეთეშიც და ბოროტებაშიც. სიკეთეც და ბოროტებაც სიყვარულისკენ უნდა გვიბიძგებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდამ ერთმანეთში აგვერევა ისინი. სწორედ სამართლიანობის შეგრძნება აძლევდა ნებას ადამიანებს, რომ ერთმანეთი ამოეხოცათ და ამასთან სინდისის ქენჯნაც არ ეგრძნოთ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff