ფრანც ბარდონი - ინიციაცია ჰერმეტიზმში

ფრანც ბარდონი
0
0

შესავალი

bardon

Initiation Into Hermetics

ათსაფეხურიანი კურსი მაგიაში

ავტორი: ფრანც ბარდონი

მთარგმნელები: მამუკა გურული და დავით ჯანგველაძე

წყარო

ტიმ სკოტის სტატია: “ვინ არის ფრანც ბარდონი?”

ვინ არის ფრანც ბარდონი?

ფრანც ბარდონი წარმოადგენს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ცნობილ ოკულტისტს და მაგს. ძირითადად იგი ცნობილია ოთხი წიგნის წყალობით, რომლებიც 1950-იანებშ გამოიცა. მრავალმა ავტორმა მისგან აიღო ტექნიკები და ტერმინოლოგია ისე, რომ მისი სახელი არ უხსენებია - ხანდახან გაუცნობიერებლად, მაგრამ არა ყოველთვის. ერთხელ მისი წიგნი შევთავაზე ადამიანს, რომელიც რამდენიმე წელი სწავლობდა ოკულტიზმს. იგი განცვიფრებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ მისი მასწავლებელი ბარდონის წიგნიდან იღებდა მასალებს და თავს აჩვენებდა, რომ თავად დაწერა ისინი. ბარდონი ყოველთვის ხაზს უსვამდა პრაქტიკის მნიშვნელობას და ყველაფერ დანარჩენზე წინ აყენებდა მას. მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნები დიდ თეორიულ განყოფილებებს შეიცავენ, აქცენტი ყოველთვის მაგიის სწავლების რეალურ პრაქტიკულ შედეგებზე კეთდებოდა. მისი მუდმივი მიზანი იყო მიეცა მოსწავლისთვის უფრო სრული და შეძლებისდაგვარად სრულყოფილი მაგიური ინსტრუქციები, რომლებიც მისაწვდომი იქნებოდა ოკულტური ლოჟებისა და პირადი მასწავლებლის გარეშეც. მიაღწია თუ არა მან წარმატებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალებაა - დამოუკიდებლად გაიაროთ სწავლების ეს კურსი.

ბარდონის ცხოვრება და მოღვაწეობა.

ბარდონი არ ცდილობდა საკუთარი თავისგან ლეგენდარული პიროვნების შექმნას. ერთადერთი მოხსენიება საკუთარ თავზე ეხებოდა ამა თუ იმ ტექნიკის შემოწმებას საკუთარი გამოცდილებით. არ შემიძლია არ შევადარო ბარდონი ამ ასწლეულის გაცილებით მეტად ცნობილ მაგს, რომელმაც ბევრი დაწერა საკუთარი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ ისე, რომ არ დავიწყებია ყოველ ნაბიჯზე განედიდებინა საკუთარი თავი. მისი მოსწავლის და ახლო მეგობრის - ოტტი ვოტავოვის ნათქვამის თანახმად, ბარდონი უფროსი იყო 13 შვილში და ერთადერთი ვაჟი ძალიან ღვთისნიერი ქრისტიანი მისტიკოსის - ვიქტორ ბარდონის ოჯახში. თუმცა ვიქტორმა გარკვეულ დონეს მიაღწია თავის სულიერ განვითარებაში, იგი გრძნობდა, რომ არ შეეძლო ცოდნის მიღების და სრულყოფის გაგრძელება; ერთხელ ლოცვისას, მან კურთხევა მიიღო ზემოდან. ისტორია გვეუბნება, რომ სრულყოფილი სული შევიდა მისი შვილის - ფრანცის სხეულში და ამით ვიქტორის ხელდამსმელი გახდა. მოგვიანებით ბარდონი საესტრადო მაგი ხდება, რომელიც გარკვეულ სახელს იხვეჭს გერმანიაშ 1920-30 წლებში ფსევდონიმით «ფრაბატო». ამბობენ, რომ იგი მაგიური ხერხების დემონტრაციას ახდენდა მისი ქმედებები უნიკალურ ხასიათს ატარებდა. როგორც კი ხელისუფლებაშ ადოლფ ჰიტლერი მოვიდა, 1930-იანებში სხვადასხვა საზოგადოებები, როგორებიც იყო ო.ტ.ო. და სხვები აკრძალულ იქნა, ხოლო მათი ზოგიერთი წევრი დაპატიმრებულ იქნა. ოტტი ვოტავოვა ამტკიცებდა, რომ ჰიტლერი შედიოდა ლეგენდარულ «FOCG»-შიანუ «99 ლოჟაში»  შავ მაგიურ გაერთიანებაში, რომელიც აღწერილია «ფრაბატოში» და ასევე ორდენში «ცეცხლი და ყინული». გარდა ამისა ჰიტლერი და მისი ახლო მეგობრები ცნობილი«ტულის ორდენის» წევრებიც იყვნენ, რომელიც ძლევამოსილი ტიბეტელი შავი მაგების გარეგნულ იარაღს წარმოადგენდა.

დატუსაღება მესამე რეიხის მიერ.

ბარდონის ერთ-ერთი მოსწავლის უყურადღებობის გამო (რომელიც ბარდონის ბრძანების მიუხედავად არ ანადგურებდა მათ შრის მიმოწერას) ნაცისტებმა დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს ორივე მათგანი 1941 წლის ბოლოს ან 1942-ის დასაწყისში. იმ დროს, როდესაც ტუსაღებს აწამებდნენ, მოსწავლემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და წამოიყვირა კაბალისტური ფორმულა მტანჯველების გაშეშებისთვის. თუმცაღა საბოლოო ჯამში ფორმულის ეფექტი გაქარწყლდა და მოსწავლე ადგილზე დახვრიტეს. ადოლფ ჰიტლერმა ბარდონს მაღალი პოსტი შესთავაზა მესამე რეიხში იმ პირობით, რომ მაგიის მეშვეობით ომში გამარჯვებაში დაეხმარებოდა. იგულისხმებოდა, რომ ბარდონს ჰიტლერისთვის უნდა გადაეცა დანარჩენი 98 ლოჟის მისამართი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშ იყო განლაგებული. როცა მან უარი თქვა დახმარებაზე, ნაცისტების მიერ სასტიკად იქნა წამებული. სხვა ყველაფერთან ერთად უტარებდნენ ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე, თითებზე რკინის რგოლებს აცმევდნენ და მათზე მძიმე ლითონის ბურთებს ამაგრებდნენ.  

ომის შემდეგ, თავისი მაგიური შესაძლებლობების წყალობით ბარდონმა გაიგო, რომ ჰიტლერი საზღვარგარეთ გაიქცა. რომ არ ეცნოთ, ჰიტლერმა რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით შეიცვალა გარეგნობა. დიტიერ რუჯბერგი (ბარდონის წიგნების გამომცემელი) ასეთ კომენტარს უკეთებს ზემოთმოყვანილ ისტორიას: “ოტტი ვოტავოვამ იმდენი მოგვითხრო თავისი მასწავლებლის  ცხოვრების შესახებ, მასთან ჩემი ნაცნობობის წლებში შემეძლო დავრწმუნებულიყავი ოტტის სიყვარულში ჭეშმარიტებისადმი“.

განთავისუფლების შემდეგ ბარდონმა განაახლა თავისი ოკულტური საქმიანობა. ცხადია, რომ ეს გახდა მიზეზი ჩეხეთის მთავრობასთან კონფლიქტისა. ისინი ბარდონს ყველანაირად უშლიდნენ ხელს.

დაპატიმრება და სიკვდილი.    

ბარდონის ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ რუჯბერგი შემდეგს მწერს: “ბარდონის პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენდა ბუნებრივი მკურნალობა. მას შეეძლო მეორე სტადიის კიბოსგან განეკურნა ოპერაციისა და დასხივების გარეშე, მხოლოდ საკუთარი მცენარეული წამლებით, რომლებიც ალქიმიური ფორმულებით იყო დამზადებული. ამ მიზეზით ოფიზიალური მედიცინის ექიმებს ძალიან შურდათ მისი, რადგანაც არ შეეძლოთ მსგავსი წარმატების მიღწევა თავიანთი ქიმიური პრეპარატებისა და ბირთვული თერაპიის მეშვეობით. მისი წიგნების გამოცემის შემდეგ,  1956 წელს, მრავალი ადამიანი ჩამოვიდა გერმანიიდან მის მოსანახულებლად. ექიმებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაედანაშაულებინათ ბარდონი დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ იგი დაპატიმრებულ იქნა ოპავაში (ჩეხოსლოვაკიაში) 1958 წელს". სწორედ ასევე რუსი კომუნისტი იდეოლოგების მიერ იდევნეოდნენ თავისუფლად მოაზროვნენი, ბოშები, ებრაელები, მასონები და ნებისმიერი სხვა, ვინც ინტერესდებოდა ოკულტიზმითა და ეზოთერული სწავლებებით. ბარდონი 1958 წლის ივლისში გარდაიცვალა. რა კავშირია მის დაპატიმრებასა და გარდაცვალებას შორის, თუკი ეს კავშირი საერთოდ არსებობს, მე არ ვიცი. იგი მიახლოებით საუკუნეთა გასაყარზე დაიბადა, ამიტომ არც ისე მოხუცებულს დაუტოვებია ეს სამყარო. 

სატურნის საძმო.

ბარდონი მტკიცედ იცავდა შეხედულებას, რომ იგი არ იყო რომელიმე მაგიური საზოგადოების ან ორდენის წევრი. თუმცაღა ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ სინამდვილეში იგი სატურნის საძმოში შედიოდა - ცნობილ ოკულტურ საზოგადოებაში, რომელიც გერმანიაში მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში ჰყვაოდა. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლასთან ერთად მათ მიერ დახურულ იქნა ყველა მასონური, რელიგიური თუ ოკულტური ორგანიზაცია. მათ შორის მოექცა სატურნის საძმოც, მაგრამ იგი ისევ აღდგა 1950 წელს. მიუხედავად ამისა არ შემიძლია დაზუსტებით განვაცხადო, რომ ბარდონი ამ საძმოს წევრი იყო. თუმცა ბარდონი აღიარებდა სექსუალური მაგიის ძლევამოსილებას და ეფექტურობას, იგი მაინც მტკიცედ ათქმევინებდა უარს თავის მოსწავლეებს მსგავსი რიტუალებზე მანამ, სანამ ბოლომდე არ ჩაწვდებოდნენ მის მნიშვნელობას.  

ფრანც ბარდონის ნაწარმოებები.

მისი ყველა წიგნი მიახლოებით ერთი ნიმუშით იწერება: საფუძველშია თეორიული ნაწილი, შემდგომი პრაქტიკული ინსტრუქციებით. მათი წაკითხვა და გაგება ერთგვარი გამოწვევაა, რადგანაც ისინი თარგმნილ იქნა გერმანულიდან, და შესაძლოა მანამდე ჩეხურიდან, არაიდიომატურ ინგლისურ ენაზე. მიუხედავად თარგმანის სირთულეებისა, ერთი რამ მკაფიოდ იხატება - ესაა ბარდონის აშკარა გულწრფელობა. იგი დაჟინებით იმეორებს, რომ თავისი სამუშაო იმდენად კარგად შეასრულა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ამ  ოკულტური განვითარების სისტემის სერიოზული მოსწავლისთვის გადასაცემად, რომელმაც ან მასწავლებელი ვერ იპოვნა, ან ჯგუფში ვერ იმუშავა. ამის შესაბამისად იგი ასევე ხშირად იმეორებს, რომ პირადად ასრულებდა რაღაც ექსპერიმენტს, რიტუალსა თუ მეთოდს.

მისი წყაროები.

აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ მრავალი სიტყვა, რომელსაც ბარდონი იყენებს, სხვა მნიშვნელობას ატარებს ზოგადგამოყენებად კონტექსტში და სხვა ოკულტურ სისტემებშც კი. გაჟღენთვა, ფლუიდი, კონდენსატორი, სფერო - ყველა ამ სიტყვას სპეციალური მნიშვნელობა აქვს. მრავალი მისი ოკულტური იდეებიდან შეგვიძლია აღმოვაჩინოთ უფრო ადრეულ ნაშრომებში, მაგალითად ელიფას ლევიში და ბერეტის „მაგში“. ბარდონი ასევე როგორც ჩანს იცნობს ტიბეტურ ოკულტიზმსაც, ყოველ შემტხვევაშ გაცნობილია ალექსანდრ დევიდ-ნილის (ავტორი წიგნისა - „ტიბეტის მისტიკოსები და მაგები“) ნაშრომებს, რომლის ციტირებასაც დროდადრო ახდენს ხოლმე. იგი ახსენებს მაგალითად კილიხორსს (მაგიურ დიაგრამებს) და ტუმოს (ტიბეტელი ადეპტების უნარს - არ გაიყინონ ყველაზე ცივ ამინდშიც კი). ბარდონი ასევე იძლევა მენტალურ სავარჯიშოებს, როგორებიცაა: კონცენტრაცია, აზრების კონტროლი და ა.შ. - ჩვეულებრივი მოვლენები იოგასთვის და სხვა ოკულტური სისტემებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბარდონი არ ახსენებს ქროულს ან მის რომელიმე ნაშრომს,  «მხეცის» გავლენა მაინც სახეზეა. შეადარეთ ქროულის ცნობილი გამოთქმა: «სიყვარული – ეს კანონია, სიყვარული ნების ძალაუფლების ქვეშ»,ბარდონის გამოთქმას: «სიყვარული – ეს კანონია, მაგრამ სიყვარული ძლიერი ნების ხელმძღვანელობით».   

საოცარი წიგნი სულებთან ურთიერთობის შესახებ.

ბარდონის მეორე ნაშრომი – «მაგიური ევოკაციის პრაქტიკა» – ეს საოცარი და უნიკალური ნაშრომია დაახლოებით 500 გვერდის მოცულობით. მისი ორი ნაწილიდან პირველში ამომწურავადაა ახსნილი ბერვი იარაღი და ინსტრუმენტი, რომელიც მაგს სჭირდება მუშაობისთვის. აქ განიხილება: მაგიური წრე, სამკუთხედი, სარკე, ლამპარი, კვერთხი, მახვილი, ხანჯალი, სამკაპი, გვირგვინი, თასი და ქამარი. ეს წიგნი ბავრად ცერემონიულად ორიენტირებულია, ვიდრე პირველი, რომელიც მოითხოვს დამხმარე ინსტრუმენტების მინიმალურ რაოდენობას. მაგიური ევოკაციის პრაქტიკა - ეს კლასიკური მაგიური გრიმუარი ანუ სახელმძღვანელოა, სავარაუდოდ ყველაზე უკეთესი, ოდესმე დაწერილთაგან.

წიგნის მეორე ნაწილი - სულების და არსებების უზარმაზარი ჩამონათვალია, რომლებთანაც მოსწავლეს იგულისმება რომ შეუძია კონტაქტში შესვლა პირველი წიგნის ტექნიკების დაუფლების შემდეგ. მოყვანილია იმ მიდგომების დიდი რაოდენობა, რომლებიც ხსნიან სულების თავისებურებებს და დანიშნულებებს, ასევე იმას, თუ რა უნარის, ცოდნის ან სარგებელის მოტანა შეუძლია მას ოკულტისტი-პრაქტიკოსისთვის. ბარდონი არაერთხელ ამბობს, რომ თავად აქვს დამყარებული კონტაქტი ყველა ამ არსებასთან და ყველაფერი, რასაც წერს, მის პირად გამოცდილებაზეა დამყარებული. იგი ამბობს, რომ სინამდვილეში არსებობს გაცილებით მეტი არსება, რომლებიც არ ახსენა, რადგან მათთან მუშაობა დამწყებთათვის არასასურველია.

ამ არსებათა სახელწოდებები ძალიან საინტერესოა. ზოგიერთი მათგანი შეესაბამება მაგიური ტრადიციების «კლასიკას». მისი «მერკურის სფეროს 72 სული» – აშკარად შემამფორაშის 72 ანგელოზია. ზოგიერთის სახელი ცოტათი შეცვლილია. მაგალითად, "osrail", როგორც ჩანს «Azrael»-ის იდენტურია, ხოლო «Opollogon»სავარაუდოდშეესაბამება «Apollyon»-ს. ეს წიგნები აღწერილია სხვა ნაშრომებს შორის ბარეტის წიგნში«მაგი». ცვლილებები სახელთა წერილობით ფორმაში შესაძლებელია აიხსნას იმ ფაქტით, რომ თავდაპირველად ბარდონის ნაშრომები დაწერილია ჩეხურად ან გერმანულად.

თუმცაღა სხვა სახელთა უმეტესობის დადგენა ვერ მოხერხდა. მაგალითად არსებობს მარსის სფეროს ზოგიერთი სული, რომლებიც სხვა წყაროებში ვერ აღმოვაჩინე: Rarum, Gibsir, Rahol და Adica. შესაძლოა ეს სახელები აღებულია რომელიმე უცნობი შუასაუკუნეების გრიმუარიდან ან სხვაგვარად იწერება ჩეხურ ენაზე, ან კავშირი აქვთ მის საკუთარ კაბალისტურ სისტემასთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამის თაობაზე დასკვნების გამოტანა არ შემიძლია.

ბარდონის უნიკალური კაბალისტური სისტემა.

ბარდონის მესამე და უკანასკნელი ნაშრომია – «გასაღები ჭეშმარიტი კაბალასთვის» (გამოცემულია 1957 წელს). ყოველ შემთხვევაში – ეს მისი უკანასკნელი სრულყოფილი გამოცემული ნაშრომია. მეოთხე წიგნის ხელნაწერის მონაკვეთი მოგვიანებით გამოცემულ იქნა, როგორც ოტტი ვოტავოვას «ფრაბატოს» დამატება და ამბობენ, რომ ოდესღაც არსებობდა მეხუთე წიგნის ხელნაწერიც, რომელიც შეეხებოდა ალქიმიას, მაგრამ მოგვიანებით დაკარგულ იქნა, როდესაც ბარდონი დააპატიმრეს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური მთავრობის ბრძანებით. თუ ელით, რომ იხილოთ კიდევ ერთი წიგნი დასავლური კაბალას ან ებრაული კაბალის კოსმოლოგიის შესახებ, იმედები გაგიცრუვდებათ, რადგანაც ბარდონის «კაბალა» – რაღაც სრულიად განსხვავებულია. ძირითად ტექნიკას წარმოადგენს ასოების წარმოთქმა, რაც გვაბრუნებს კაბალას ძველ ებრაულ ტრადიციებთან, მაგრამ თავად სავარჯიშოებს წმინდად დასავლური ჰერმესისტული წარმომავლობა აქვთ.

ბარდონის კაბალა არ ეყრდნობა ებრაული ალფაბეტის 22 ასოს. ფაქტიურად იგი ყველგან იყენებს გერმანული ასოების გამოთქმებს. ებრაული ფორმულები, რომლებსაც ბარდონი ხსნის, მთლიანად გერმანული ასოებისგანაა შედგენილი ებრაული ტრანსლიტერაციით. სამწუხაროდ, არც ებრაულ, არც გერმანულ და არც ინგლისურ ალფაბეტებს არ შეუძლიათ აღნიშნონ ყველა ბგერა, რომლის შექმნაც ადამიანის ენას ძალუძს (ვფიქრობ სანსკრიტი ამისთვის ყველაზე შესაფერისია). ამიტომ არსებობს გაცილებით მეტი ფორმულა, ვიდრე ისინი, რომლებსაც ბარდონი ახსენებს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგანაც«გასაღები ჭეშმარიტი კაბალასთვის» მოსწავლეს აძლევს ტექნიკებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ მას ნამდვილად ილაპარაკონ კაბალას უნივერსალურ, წმინდა და შემოქმედებით ენაზე. ჩვეულებრივი თვალსაზრისით, კაბალისტური ფორმულები არ არიან დამოკიდებულნი სიტყვებზე - მათი ენა შექმნილია განზრახვის საშუალებით, ბუნების ძალებთან შესაბამისობაში.

როგორც «ევოკაციასთან», ასევე  «კაბალასთან» დამოკიდებულებაშიც ბარდონი აფრთხილებს მკითხველს, რომ მან არ უნდა დაიწყოს ამ სისტემით მუშაობა, თუ არ გაივლის «ხელდასმის კარიბჭეების» პირველ რვა საფეხურს. ან სხვა სახით არ გაივლის იგივე მომზადებას. ერთ ადგილას იგი იმასაც ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი მოსწავლე «კაბალამდე»«ევოკაცია»-ში აღწერილ ტექნიკებს აითვისებს, რადგანაც პირველი სრულყოფის უფრო მაღალ დონეს მოითხოვს.

წინასიტყვაობა მეორე გამოცემისთვის

მოცემული ნაწარმოების პირველი გამოცემა მთლიანად გაიყიდა პირველივე თვეებში, რის საფუძველსაც წიგნის შინაარსი და თემატიკის უნიკალურობა იძლეოდა. დარჩენილი მსურველების მოთხოვნის შესაბამისად ავტორმა გამომცემელთან შეთანხმებით მალევე დაბეჭდა მეორე გამოცემა სრულიად სხვა გაფორმებით. მაძიებელმა ადამიანებმა არა მხოლოდ გერმანიაში შეიძინეს წიგნი «ხელდასმის კარიბჭეები», მისი მფლობელები გახდენენ მრავალი ევროპული ქვეყნის მეცნიერები. მოკლე ხანში ეს წიგნი ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაშიც გამოჩნდა, და დამსახურება ამაში რა თქმა უნდა პირველ რიგში ცნობილ გამომცემლობა „ბაუერ“-ს ეკუთვნის. ავტორი მადლობას უხდის ბატონ ბაუერს მხარდაჭერისთვის. 

მეორე გამოცემაში ავტორი იყენებს შესაძლებლობას დიდი მადლობა გადაუხადოს მკითხველებს მათი წერილებისთვის, რომლებიც სავსეა მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებით. ავტორი არ წარმოადგენს მწერალს. იგი ფართო პრაქტიკის მქონე ექიმია. ღვთაებრივმა ნებამ მიანიჭა მას მისია, რომელიც მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ თავისი წიგნების მეშვეობით ყველა მაძიებელი გაიყვანოს სრულყოფილების გზაზე. სრულიად გასაგებია, რომ დროის უკმარისობის გამო ავტორი სამწუხაროდ ვერ შეძლებს თავისი მკითხველის ცალკეული სურვილების შესრულებას.

მკითხველთა წერილები მოწმობენ, რომ ბევრი მკითხველი ტოვებს საფეხურებს და უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ იმ სავარჯიშოებს, რომლებიც სიამოვნებს. წიგნში ავტორი არაერთხელ აფრთხილებს მკითხველს, რომ არ აჩქარდეს, რათა წარუმატებლობა და დანაკარგები არ განიცადოს. ძირითადი სავარჯიშოების კომპლექსი, რომლებიც ამ წიგნშია აღწერილი, მიმართულია სხეულის, სამშვინველისა და სულის განვითარებაზე, ხოლო თანმხლები ელემენტები პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის, ე.წ. «ოკულტურ მეცნიერებათა შესაძებლობები», მოსწავლეს ამ სამყაროში არსებობის გაუმჯობესებისთვის გამოადგება. ყველა ადამიანს სხვადასხვა იდეალი და მიზანი აქვს. ამიტომ ის, ვინც კეთილსინდისიერად პრაქტიკულად მუშაობს საფეხურიდან საფეხურზე, ღებულობს შესაძებლობას დამოუკიდებლად დააკმაყოფილოს თავისი მატერიალური მოთხოვნილებები. ავტორი ყველას უსურვებს ღვთაებრივ წყალობას, მოთმინებას, ამტანობას და სიყვარულს ამ ცოდნის დაუფლებისათვის. 

მაისი, 1957 წელი.

შესავალი

ის, ვისაც იმედი აქვს, რომ ამ ნაწარმოებში იპოვის მხოლოდ რეცეპტების ნაკრებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ადვილად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოიპოვოს პატივი, დიდება, სიმდიდრე და ძალაუფლება, ან შეეცდება გაანადგუროს თავისი მტრები, დაე იმედგაცრუებულმა დახუროს ეს წიგნი. მრავალი სექტა და სულიერი მიმართულება ხედავს ცნებაში «მაგია» სხვას არაფერს, გარდა ჯადოქრობისა და ბნელ ძალებთან კავშირისა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ცალკეულ ადამიანებს მხოლოდ სიტყვა «მაგიაც» კი შიშს ჰგვრის. სხვადასხვა ჯურის ილუზიონისტები და შარლატანები არანაკლებ უწყობდნენ ხელს იმას, რომ «მაგიური ცოდნის» ცნებისადმი უმეტესწილად ყოველთვის აგდებულად იყვნენ განწყობილნი.

სიტყვა «მაგია» მომდინარეობს სიტყვიდან «მაგი». უძველეს დროში მაგები უმაღლეს ხელდასმულებად ითვლებოდნენ. ე.წ. «ჯადოქრები» არ წარმოადგენენ ხელდასმულებს, არამედ ბაძავენ მისტერიებს და იყენებენ უმეცრებას, ცალკეული ადამიანების ან ხალხების ბრმად მინდობას, რათა მოტყუებით მიაღწიონ თავის ეგოისტურ მიზნებს. ჭეშმარიტი მაგისთვის ასეთი გამოცდილება სრულიად უცხოა. 

სინამდვილეში მაგია — წმინდა ცოდნაა. მაგია ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით ცოდნათა ცოდნას წარმოადგენს, რადგანაც იგი გვამცნობს საყოველთაო კანონებს და გვასწავლის მათ გამოყენებას. მაგიასა და მისტიკას შორის ან სხვა დასახელებას შორის არ არსებობს განსხვავება და იქ, სადაც საუბარია ჭეშმარიტ ხელდასმაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელწოდებას იყენებს ამისთვის ესა თუ ის მეცნიერება, აუცილებელია დავეყრდნოთ ერთი და იგივე საფუძველს, გამოვიყენოთ ერთი და იგივე უნივერსალური კანონები. სიკეთის და ბოროტების, აქტიური და პასიური საწყისების, სინათლისა და სიბნელის უნივერსალურ კანონებთან დამოკიდებულების მიხედვით ნებისმიერი მეცნიერება შეიძლება გამოყენებულ იქნეს კეთილი ან ბოროტი მიზნებით. მაგალითად, დანა შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პურის დასაჭრელად, ასევე მკვლელობის იარაღად. ეს ყოველთვის დამოკიდებულია ცალკეული ინდივიდის ხასიათის თავისებურებებზე. მოცემული მდგომარეობა ეხება საიდუმლო ცოდნის ყველა სფეროს. ჩემს წიგნში მოსწავლეებისთვის მე შევარჩიე სახელწოდება «მაგია», როგორც უმაღლესი ხელდასმის სიმბოლო.

მრავალი მკითხველისთვის, ცხადია, ცნობილია, რომ ტარო არ წარმოადგენს ბანქოს სათამაშოს, რომლებიც მანტიკურ მიზნებს შეესაბამება, არამედ წარმოადგენს ხელდასმის სიმბოლურ წიგნს, რომელიც სიმბოლოების სახით შეიცავს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს. ამ წიგნის პირველ კარტზე გამოსახულია მაგი, რომელიც ელემენტების ფლობის სიმბოლოს წარმოადგენს და გვაძლევს გასაღებს პირველი არკანისთვის, ტეტრაგრამატონის გამოუთქმელი სახელისთვის, რომელიცაა კაბალისტური იოდ-ჰე-ვაუ-ჰე (იჰვჰ). მასშია - კარიბჭე მაგიაში ხელდასმისთვის, და იმას თუ რა მრავალმხრივი მნიშვნელობა და გამოყენება აქვს მას, ამ ნაშრომის მკითხველი თავად გაიგებს. აქამდე ცნობილ არც ერთ ნაშრომში არაა აღწერილი ტაროს ჭეშმარიტი არსი ისე მკაფიოდ, როგორც ამ წიგნში. დიდი გულმოდგინებით და განსაკუთრებული ჭვრეტით აწყობილი ეს სისტემა ოცდაათწლიანი კვლევების, პრაქტიკული ვარჯიშების და სხვა ყველაზე განსხვავებული ლოჟათა, საიდუმლო საზოგადოებათა და მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილ აღმოსავლურ ცოდნათა  სისტემებთან მრავალჯერადი შედარების დადებითი შედეგია, და არა რაიმე სპეკულაციური მეთოდი.

ამგვარად, საკუთარი გამოცდილებით შემოწმებული ეს სისტემა განკუთვნილია მრავალი ადამიანისთვის, და გამოცდილია ყველა მოსწავლის მიერ როგორც ყველაზე საუკეთესო და ყველაზე საჭირო სისტემა.

თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი მოიცავს რაღაც გარკვეული პრობლემების აღწერას მაგიისა და მისტიკის სფეროში. ეს რომ დაგვესახა მიზნად, მთელი ფოლიანტების დაწერა დაგვჭირდებოდა. სრული უფლებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ნაწარმოები წარმოადგენს კარიბჭეს ჭეშმარიტი ხელდასმისაკენ, პირველ გასაღებს საყოველთაო კანონების გამოყენებისთვის. არ უარვყოფ, რომ ბევრგანაა აღწერილი ტაროს პირველი კარტი, მაგრამ მხოლოდ ამ ერთადერთ ნაშრომში აღმოაჩენს მკითხველი მის უფრო ზუსტ დახასიათებას. მე ძალიან ვეცადე, რომ შემექმნა სხვადასხვა სასწავლო კურსების რაც შეიძლება დაწვრილებითი აღწერა, რათა ყველასთვის მიმეტანა უდიადესი ჭეშმარიტებანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძალიან მიჭრდა მათი გამოხატვა მარტივი სიტყვებით, ყველასთვის გასაგებ ენაზე. შევძელი თუ არა ეს, დასკვნა თავად მკითხველმა გამოიტანოს. ზოგიერთ შემთხვევაში გამეორებების აუცილებლობას ვხედავდი იმისთვის, რომ გამომეყო ცალკეული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილები, ან გამენთავისუფლებინა მკითხველი უკანა გვერდებზე ზედმეტი ფურცვლისგან.

მრავალჯერ მწუხარებით იქნა აღნიშნული, რომ ხშირად მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ ხელდასმულნი ყოფილიყვნენ თავიანთი პირადი ოსტატის ან გურუს მიერ და ამის გამო ჭეშმარიტი ცოდნა მისაწვდომი ხდებოდა მხოლოდ განსაკუთრებულად იღბლიანებისთვის, ვისაც ეს წყალობა ხვდა წილად. ნამდვილ მაძიებელთაგან მრავალი ქექავს წიგნების მთებს თუნდაც რამდენიმე მარცვალი ჭეშმარიტების ძიებაში. ის, ვინც მართლა სერიოზულადაა დაინტერესებული საკუთარ სრულყოფაში, ვისაც სურს ამ ცოდნის ფლობა არა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო და არა მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის, იგი ამ წიგნში იპოვნის ჭეშმარიტ მასწავლებელს ხელდასმისთვის. ვერც ერთი ხელდასმული ვერ მისცემს თავის მოსწავლეს დასაწყისისთვის იმაზე მეტს, ვიდრე ამ წიგნშია მოცემული. თუკი გულმოდგინე მოსწავლე და ყურადღებიანი მკითხველი იპოვნის ამ წიგნში იმას, რასაც აქამდე უშედეგოდ ეძებდა, ეს ნიშნავს რომ ავტორმა შეასრულა თავისი ამოცანა.

ავტორი.

სარჩევის და სხვა თავების სანახავად დააკლიკეთ წიგნის ნიშნულს მარჯვენა ზედა პანელზე.

 

 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff