მეშვიდე საფეხური
მეშვიდე საფეხური
მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე
მენტალური მაგიის შესწავლა (VII)
მეექვსე საფეხურის სავარჯიშოებში განდობილმა ისწავლა საკუთარი სამშვინველის გაცნობიერება, მატერიალურ სხეულში სამშვინველის შეგნებით მოქმედება და საკუთარი შეგრძნებების ცნობიერად გამოყენება.
ამ ეტაპზე, განდობილი აცნობიერებს სამშვინველის თვისებებს და შეუძლია მათი სურვილისამებრ გამოყენებაც. აქ, ისევე როგორც ყველგან, გასათვალისწინებელია ელემენტების ანალოგია. ჩვენ ადრეც ვახსენეთ, რომ ცეცხლის ელემენტი, შეიძლება გარდაიქმნას სინათლედ და პირიქით... სინათლის გარეშე თვალები ვერასოდეს აღიქვამდნენ ფერებს და ზოგადად, ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. შესაბამისად, სავსებით აშკარაა, რომ ვიზუალური აღქმა მიეკუთვნება ცეცხლის ელემენტს. ეს არის მისი ფიზიოლოგიური გამოვლინების ასპექტი. ჩვენ ვიცით, რომ სამშვინველის თვისებებიდან ცეცხლის ელემენტს ნების ძალა ეკუთვნის. ჰაერის ელემენტის კუთვნილი მენტალური სფერო, სამშვინველის თვისებებიდან ინტელექტს მართავს, ხოლო ფიზიოლოგიური ასპექტებიდან მას სმენა მიეკუთვნება. წყლის ელემენტს ეკუთვნის შეგრძნებები და თავად სიცოცხლე. სამშვინველის ეს სამი ელემენტი; ცეცხლი, ჰაერი და წყალი ერთობლივად წარმოქმნის სამშვინველის მეოთხე ელემენტს - მიწას, რომელიც საკუთარ ხარისხს ავლენს ცნებაში, რომელსაც ჩვენ ცნობიერებას ვუწოდებთ. აკაშას პრინციპის საკუთარ არსებაში უმარტივესი გამოხატვის ფორმას სინდისის შეგრძნება წარმოადგენს.
განდობილმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ელემენტების ანალოგიის მნიშვნელობა; განვლილი ტრენინგის მანძილზე იგი უკვე უნდა ხვდებოდეს, რომ მაგიური წონასწორობისთვის ამ მნიშვნელობის გაგება უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა. საკუთარ სამშვინველში ინტროსპექციის შედეგად მაგმა უნდა მოახდინოს საკუთარი არსების ანალიზი და უნდა გაიგოს, რომელი ელემენტი ჭარბობს მის სამშვინველში.
ძალიან ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებში, (რაც არამც და არამც არ ნიშნავს სიჯიუტეს), რა თქმა უნდა ელემენტებს შორის გაბატონებული იქნება ცეცხლის ელემენტი. თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები ჭარბობს, გაბატონებული იქნება ჰაერის ელემენტი. თუ ემოციური ბუნება უფრო მკაფიოდ ავლენს საკუთარ თავს, წყლის ელემენტი მთავარ როლს ასრულებს. ხოლო, თუ ადამიანს აქვს სუსტი მეხსიერება და ცნობიერება ხშირად ზარალს განიცდის, თავისთავად უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ შემთხვევაში მიწის ელემენტი ჭარბობს.
ელემენტების კლასიფიკაცია ემსახურება მათი ეფექტურობის დადგენის მიზანს და მათივე განვითარების ისეთნაირად მოწყობას, რომ სუსტი ელემენტი დაბალანსდეს კონცენტრაციის შესაბამისი ვარჯიშებით და ღრმა მედიტაციის მეთოდებით. მაგმა არ უნდა დაარღვიოს ამ ოთხ ელემენტს შორის ბალანსი და უნდა იცოდეს, როგორ დაახარისხოს თავისი სავარჯიშოები ისე, რომ ინტენსიური მუშაობის შედეგად ელემენტები ნეიტრალდებოდნენ და ბალანსში ნარჩუნდებოდნენ. ნება მომეცით უფრო დეტალურად აგიხსნათ ეს პრობლემა კონკრეტული მაგალითის ფონზე:
დავუშვათ, რომ მაგის ინტელექტი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული; სამაგიეროდ, მისი ნება დაბალ საფეხურზეა და ვერ ეწევა ინტელექტუალური განვითარების სიმწიფეს. ამ შემთხვევაში მაგი უნდა ეცადოს გააძლიეროს მისი ნების ძალა შესაბამისი კონცენტრაციის სავარჯიშოებით, რომელიც განავითარებს სამშვინველში ცეცხლის პრინციპს. განდობილმა უნდა შეარჩიოს თვალის სავარჯიშოები, ოპტიკური წარმოსახვის სავარჯიშოები იმის გათვალისწინებით, რომ თვალი შეესაბამება ცეცხლის ელემენტს.
მაგრამ, თუ მაგს აქვს ძლიერი ნება და სუსტი ინტელექტი, მივდივართ დასკვნამდე, რომ მან უდიდესი ყურადღება უნდა დაუთმოს მოსმენას. წარმოსახვის სავარჯიშოებთან ერთად, მან უნდა აირჩიოს კონცენტრაციისა და მედიტაციის ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც სრულიად ანვითარებენ ყურთასმენას.
შესაძლოა მაგს ძლიერი ნებაც გააჩნდეს და კარგი ინტელექტიც, მაგრამ მისი ემოციური ბუნება და გრძნობითი განცდები რატომღაც ჩამორჩენილები იყვნენ ზემოთხსენებულ უნარებს. ამ შემთხვევაში, მას მოუწევს საკუთარი სამშვინველის უფრო ემოციურად გაწვრთნა, სხვადასხვა წარმოსახვითი და მედიტაციური სავარჯიშოების დახმარებით, რომლებიც უშუალოდ განცდებზე ძალიან ძლიერ გავლენას ახდენენ. თუ მაგი ამჩნევს, რომ მისი ასტრალური და მენტალური სხეული მიწის ელემენტის აღქმაში მოიკოჭლებს, (რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აზრები ძალიან ნელა აღწევს სამშვინველის სიღრმეებამდე და ძირითადად ადვილად ვარდება დეპრესიაში), მან უნდა გაავარჯიშოს საკუთარი ცნობიერება შესაბამისი ვარჯიშების დახმარებით.
მაგმა უნდა განავითაროს თავისი სამშვინველი სრულ ჰარმონიამდე, ელემენტებთან მიმართებაში. მან, სამშვინველის თვისებები; - ნება (ცეცხლი), ინტელექტი (ჰაერი), შეგრძნება (წყალი) და ცნობიერება (მიწა) - თანაბრად უნდა დახვეწოს, დააბალანსოს და გააძლიეროს.
ამ გრაფიკული სტრუქტურის უკეთ აღსაწერად მოვიყვან მარტივ სქემას:
ელემენტი: ცეცხლი ჰაერი წყალი მიწა აკაშა
შეგრძნება: თვალები ყურები გრძნობები გემო/ყნოსვა ყველაფერი ყველაფერში
ხარისხი: ნება ინტელექტი ემოცია ცნობიერება სინდისი
სავარჯიშო: ოპტიკური სენსორული ემოციური ცნობ. გაფართოება აწმყოს რეალიზაცია
აკაშას პრინციპი, რომელიც კონცენტრაციის მეშვეობით ვითარდება, არ საჭიროებს დეტალურად განხილვას. ასევე ზედმეტია ცალკეული სავარჯიშოებისა და მედიტაციური პრაქტიკების ციტირება ელემენტების დაბალანსებისთვის, რადგან განდობილს თავად შეუძლია თითოეული მათგანის შედგენა. ბოლოს და ბოლოს, განდობილმა მსგავსი სავარჯიშოები განდობის მეორე საფეხურში უკვე გაიარა. ზემოთ მოყვანილი სქემა დაგვეხმარება გავარკვიოთ, რომელი ელემენტია ჩვენში უფრო აქტიური და რომელ სავარჯიშოს უნდა მოვეკიდოთ უფრო ინტენსიურად.
სამშვინველის მაგიის შესწავლა (VII)
კონკრეტული საკითხი, რომელსაც ამ საფეხურში განვიხილავთ, ეხება ასტრალური შეგრძნებების განვითარებას - ელემენტებთან მიმართებაში. განდობილის ასტრალური შეგრძნებები წინა სავარჯიშოების მეშვეობით, ყველა ვითარებაში გაწვრთნილი და განვითარებულია; მიუხედავად ამისა, საჭიროა განსაკუთრებული დამუშავება სუსტი შესაძლებლობების შემთხვევაში, რადგან ყოველი ადამიანი განსხვავებული ნიჭით იბადება. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ვთვლი მოვახდინო სავარჯიშოების ციტირება, რომლებიც მაგს საშუალებას მისცემს საკმაოდ სწრაფად განავითაროს ასტრალური შეგრძნებები ყოველგვარი სირთულის გარეშე.
მენტალური მაგიის შესწავლის მეექვსე საფეხურში ჩვენ შევისწავლეთ საკუთარი სამშვინველის გაცნობიერება და ცნობიერად მოქმედება როგორც მატერიალური, ასევე ასტრალური სხეულის მეშვეობითაც. განვლილი საფეხურის შესაბამისად, ჩვენ ახლა გავუმკლავდებით ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ მაგიურ პრობლემას; ესაა ნათელმხილველობის პრობლემა. ამ თემაზე უამრავი წიგნი არსებობს, მაგრამ, იმ წიგნებიდან, რომლებიც ჩემს ხელში მოხვედრილან, არც ერთს არ შეუთავაზებია განდობილისთვის რაიმე სახის პრაქტიკული სარგებელი. ამ მხრივ ვიტყოდი, რომ ნათელმხილველობის სფეროში საფუძვლიანად მუშაობა მართლაც ძალიან სასარგებლოა.
ზოგადად რომ ვთქვათ, ნათელმხილველობა ნიშნავს "მესამე თვალის" ახელას, ეს ტერმინი ძალიან პოპულარულია. მას შეგვიძლია ხედვის ძალაც დავარქვათ, - თვალების გამოყენების გარეშე. ნათელმხილველობა ეხება წარსულს, აწმყოს, მომავალს და გარდაცვლილ ადამიანებთან კონტაქტს. ძალიან ცოტა ავტორი აღწერს ამ მოვლენას წმინდად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ, ჩვენი შემდეგი ამოცანაა შევისწავლოთ ნათელმხილველობის ფენომენი ძალიან საფუძვლიანად. პირველ რიგში მაგმა უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ნათელმხილველობა. ყველაზე ეფექტურ შემთხვევაში ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ნათელმხილველობის თანდაყოლილი უნარი, რომელიც კონკრეტულ ადამიანს უკვე მინიჭებული აქვს უხილავი სამყაროს მიერ; ეს შეიძლება იყოს წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი უნარიც. ასეთი ნათელმხილველობა საუკეთესოა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი სარგებლობს ამ უნარით სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ უიშვიათესია თანდაყოლილი ნათელმხილველობის უნარით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ უნარის დაპრაქტიკება. მეორე ტიპის ნათელმხილველობას განეკუთვნება სპონტანური ხედვა, რომელიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთგვარი პათოლოგიური სიმპტომი. მძიმე ავადმყოფობის დროს განცდილმა შოკმაც შეიძლება გამოიწვიოს ნათელმხილველობის უნარი. მსგავსი ფენომენი ჩვეულებრივ აისახება იმ ადამიანებთან, რომლებიც კარგავენ წონასწორობას ინსულტის, ნერვული აშლილობის ან სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ ფსიქიკური ტრავმების შედეგად, სადაც ნათელმხილველობა მეტ-ნაკლებად თანმხლები სიმპტომის სახით ვლინდება. ბუნებრივია, ასეთი ნათელმხილველობა მაგისთვის არასასურველია, რადგან ადრე თუ გვიან იგი სრულ კრახს გამოიწვევს; რაც არა მხოლოდ პერსონალური ძალის დაკარგვას გულისხმობს, არამედ ჯანმრთელობის სერიოზულ ზიანსაც. ხშირად იგი უდროო სიკვდილის მიზეზიც ხდება. ასეთი ნათელმხილველები მართლაც ძალიან საცოდავები არიან, მიუხედავად მათი წარმატებების დამაჯერებელი მტკიცებულებებისა. ეს განზოგადება ეკუთვნის ასევე ყველას, ვინც ნათელმხილველობას და მედიუმურ უნარებს, სხვა და სხვა ტიპის არსებების დახმარებით ღებულობენ. მაგიის პრაქტიკოსისთვის ასეთი საშუალებებით ნათელმხილველობის განვითარება რეკომენდირებული არ არის, რადგან ადამიანები, რომლებიც უცხო არსებების დახმარებით ცდილობენ მსგავსი უნარების განვითარებას, საბოლოოდ საგიჟეთში ასრულებენ მოღვაწეობას. ადამიანები, რომლებიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სპირიტუალიზმის და ოკულტიზმის პრაქტიკის გამო ხვდებიან, მკვეთრი რეგრესიის მიზეზად ყოველთვის ოკულტიზმს ასახელებენ; ისინი არ უფიქრდებიან, რა იყო პრაქტიკის დროს მათი მოტივები და დაფარული ზრახვები; უბრალო ცნობისმოყვარეობა, ნამდვილი სურვილი თუ სხვა რამ?
არსებობს სხვა სახის ნათელმხილველობაც, რომელიც ხშირად ეკუთვნის კოლექტიურ, ჯგუფურ შეკრებებს ან ინდივიდუალური მოხმარებისას განცდილ იძულებით ხილვებს, რასაც იწვევს სხვადასხვა ფსიქოტროპული საშუალებების, - ოპიუმის, ჰაშიშის, პეიოტის, სომას და ა.შ. მოხმარება. მსგავსი საშუალებები მაგის ინტერესში ნაკლებად შედის, რადგან ჩამოთვლილთაგან უმეტესობა, იწვევს დამოკიდებულებას და საკუთარი ძალაუფლების ქვეშ (იგულისხმება კონკრეტული მცენარე) მსხვერპლად გახდომას, ეს იწვევს ეთიკური და ინტელექტუალური უნარების პარალიზებას, ნებისყოფის და ნერვული სისტემის დაზიანებას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ასეთი მილიონობით შემთხვევა არის აღრიცხული აღმოსავლეთში; მსგავსი ფაქტები გვხვდება დასავლეთშიც, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა მხარეში.
მაგს რა თქმა უნდა აქვს შესაძლებლობა - იქამდე სანამ აუცილებელ სიმწიფეს არ მიაღწევს - გამოსცადოს მსგავსი საშუალებები ნათელმხილველობის ფენომენის არსებობაში დასარწმუნებლად, მაგამ ეს ამად არ ღირს. ასეთ დროს მაღალია ინტოქსიკაციის ალბათობა. ამ მიზეზთა გამო, მე ამ ნაშრომში არ აღვწერ არც ერთ მეთოდს, რომელიც აცდუნებს მაგს, რომ ექსპერიმენტები ჩაატაროს მსგავს საკითხებთან მიმართებაში; მე აღვწერ საკმაოდ უვნებელ მეთოდებს, რომლებიც ნათელმხილველობის წარმოქმნის საშუალებას იძლევა ავტომატურად, ჩვენი სულიერი სიმწიფის და უმაღლესი ინიციაციის საფეხურების შედაბამისად.
არსებობს სხვა ტიპის ნათელმხილველობაც, რომელიც გამოწვეულია მხედველობის დაქვეითებით ან მისი საერთოდ დაკარგვით. წიგნების უმეტესობაში რომელშიც ნათელმხილველობა ისწავლება, გვირჩევენ ვუყუროთ სხვადასხვა საგნებს, მაგიურ სარკეს, ბროლის ბურთს ან ძვირფას ქვებს; ჩამოთვლილთაგან ყველა კარგი მეთოდია, მაგრამ ყველასთვის ადეკვატური არ არის. ნათელმხილველობის მსგავსი საშუალებები მიზანშეწონილია კარგად გაწვრთნილი მაგებისთვის, მაგრამ, მათ არ უნდა გამოიწვიონ ნათელმხილველური უნარები ოპტიკური თვალის ნერვების სტიმულირების მეშვეობით. მაგიური თვალსაზრისით, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ნათელმხილველობის ნიჭის წარმოქმნა შესაძლებელია. ამ უნარის განვითარება დამოკიდებულია განდობილის ფსიქიკურ და ასტრალურ განვითარებასა და სიმწიფეზე.
მომდევნო ქვეთავებში, მე გასწავლით თხევადი კონდენსატორების დამზადებას, ასევე მოვიყვან ინსტრუქციებს მაგიური სარკეების და სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ.
არც ერთ მაგს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყველა აქ მოყვანილი ტექნიკა სხვა არაფერია, თუ არა მეტ-ნაკლებად სუსტი მეთოდი. არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალოთ, რომ ისინი უეჭველად მოგცემენ ჭეშმარიტი ნათელმხილველობის სასურველ შედეგს.
ბოლოს, აღვნიშნავ ნათელმხილველობის უკანასკნელ სახესხვაობას, რომელიც ვლინდება სწორი მაგიური განვითარების პარალელურად და რომელიც გამოწვეულია ნათელმხილველი "თვალის" სისტემატიური გავარჯიშებით. ამ წიგნში მოყვანილია საიდუმლო მაგიური მეთოდი, რომელიც არ არის ნახსენები არც ერთ სხვა ნაშრომში, იმათ შორის რაც დღემდე შექმნილა; ეს მეთოდი უაღრესად სასარგებლოა ისევე როგორც ჰერმეტისტული თვალთახედვიდან, ასევე ელემენტების ანალოგიის კანონითაც.
ასტრალური შეგრძნებების განვითარების პრაქტიკა ტარდება შემდეგნაირად:
1. ასტრალური ნათელმხილველობის მაგიური განვითარება.
სანამ სავარჯიშოს აღწერაზე გადავალ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე მოგვიწევს სინათლის ასპექტთან გამკლავება. მოგეხსენებათ, რომ სინათლე ცეცხლის ელემენტის ასპექტია და შესაბამისად, იგი ნების ძალისა და თვალების ანალოგია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექსპერიმენტის მიზანია წარმოსახვითი სინათლის გაძლიერება; ესე იგი, უნდა წარმოვიდგინოთ სინათლე ოპტიკურად ისეთი ხარისხით, რომ ჩვენი მიზანი აღსრულდეს.
დაიკავეთ ასანას პოზიცია და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ისუნთქავთ უნივერსალურ სინათლეს, - ფორმითა და ბრწყინვალებით ჩვენი მზის მსგავსს - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვისუნთქავთ ფილტვებით, ფორებით თუ წარმოსახვით. დაინახეთ თქვენი სხეული, თითქოს იგი სავსეა ამ უნივერსალური კაშკაშა სინათლით. ახლა, მოახდინეთ კონცენტრაცია ნათელმხილველობის ხარისხზე თავად ამ სინათლეში; ანუ, წარმოიდგინეთ, რომ სინათლე ყველაფერში აღწევს, ყველაფერს ხედავს და ყველაფრიდან იყურება. სინათლისთვის შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს არც სივრცე, არც დრო და არც რაიმე სხვა. თქვენი დარწმუნებულობა სინათლის ამ თვისებებში ქვასავით მტკიცე უნდა იყოს და არ უნდა დაუშვათ მცირედი ეჭვის ალბათობაც. თუ თქვენ რელიგუირი ადამიანი ხართ, არ უნდა გაგიჭირდეთ იმის წარმოდგენა, რომ უნივერსალური ნათება ღმერთის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც უეჭველად ფლობს ყველა აქ აღწერილ თვისებას. როგორც კი შუქს ბოლომდე შეიწოვთ თქვენს სხეულში მის შემადგენელ თვისებებთან ერთად და როცა იგრძნობთ მის დაძაბულობას თქვენს შიგნით, ფანტაზიის მეშვეობით დააგროვეთ სინათლე ხელებიდან და ფეხებიდან - თავისკენ, ისე, რომ მან მოიცვას ორივე თვალის კაკალი. შეგიძლიათ სინათლით შეავსოთ ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე თვალი, თუ ეს მეთოდი თქვენთვის უფრო შესაფერისიად გეჩვენებათ.
არსებობენ მაგები, რომლებიც ნათელმხილველობისთვის მხოლოდ ცალ თვალს ავითარებენ, მეორე თვალს კი თავისუფალს და განუვითარებელს ტოვებენ. ეს საკითხი მთლიანად განდობილის განსჯის საგანია, ღირს თუ არა მსგავსი მეთოდის მიბაძვა, მაგრამ პირადი თვალსაზრისით, ბევრად უკეთესია ორივე თვალი თანაბრად მოვამზადოთ ნათელმხილველობისთვის.
როგორც კი შეასრულებთ თვალის კაკლებში სინათლის დაგროვების სავარჯიშოს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თვალებს აქვთ ყველა უნარი სინათლის კონცენტრაციისათვის. გააკეთეთ ეს სავარჯიშო მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი თვალები, - რომლებიც სავსეა უნივერსალური შუქით - წარმატებით ღებულობს სინათლის ხარისხს, ნება მიეცით სინათლეს კვლავ გაიფანტოს წარმოსახვის გამოყენებით. შეგიძლიათ სინათლე დაშალოთ პირდაპირ თქვენი თვალებიდან უნივერსალური სინათლის ოკეანეში, ან ჯერ დააბრუნოთ სინათლე თქვენს სხეულში და შემდგომ სხეულიდან მოახდინოთ მისი დაშლა. ორივე მეთოდი ერთნაირად კარგია და შედეგიც იდენტური იქნება. მთავარია, რომ თვალები ისევ ისე ფუნქციონირებდნენ, როგორც კი მათში დაგროვილი სინათლისგან განთავისუფლდებიან. ეს აუცილებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო; მაგის ასტრალური თვალები, როდესაც ზემოთ აღწერილი მეთოდის მიხედვით სასურველ შედეგამდე ვარჯიშდება, არ უნდა გახდეს ძალიან მგრძნობიარე იმ დონემდე, რომ მან ვეღარ აღიქვას ნათელმხილველურ და მატერიალურ თვალებს შორის განსხვავება. თუ მაგმა თვალებში კონცენტრირებული სინათლე ბოლომდე წარმატებით არ გააძევა, მატერიალურ თვალებში ნათელმხილველობის ელემენტი დარჩება და განდობილს გაუჭირდება ერთმანეთისგან მატერიალური და სულიერი საკითხების განსხვავება. მიუხედავად ამისა, ნათელმხილველური ძალა სათანადოდ უნდა იქნეს გამომუშავებული და ეფექტურად უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამის საჭიროება არსებობს. ამ სავარჯიშოს ხშირი გამეორებით, განდობილი მიაღწევს ისეთ უნარს, რომ იგი საკუთარი "ნათელმხილველი თვალის" გახსნას რამდენიმე წამში შეძლებს. მსგავს დონეზე გავარჯიშებული თვალით - ღია იქნება ეს თუ დახურული - განდობილს შეეძლება ყველაფრის დანახვა, რასაც კი ისურვებს, - იქნება ეს ბროლის ბურთულაში თუ მაგიურ სარკეში, - ნათელმხილველი თვალი ყველაფერს ხედავს. ნათელმხილველური აღქმის ხარისხი დამოკიდებულია მისი პატრონის შინაგან სისუფთავესა და სისპეტაკეზე.
ქვემოთ მოვიყვან შესანიშნავ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ წარმატებას და კარგ ზეგავლენას ახდენს ფიზიკურ თვალებზე. ეს პრეპარატი ძალიან ხელსაყრელია რათა მისით ისარგებლონ ცუდი მხედველობით და თვალის ჩივილებით დაავადებულმა ადამიანებმა - არა მხოლოდ მაგიური თვალსაზრისით. ეს არის მაგიური ოფთალმოლოგიური ცეცხლოვანი-ლოსიონის დამზადების რეცეპტი:
აუცილებელია შემდეგი ინგრედიენტები:
1. გამოხდილი წყლით სავსე მოზრდილი ბოთლი.
2. გვირილის ყვავილი. (ხმელი ან ახალი).
3. მცენარე კორდისკბილა (euphrasia) (ხმელი ან ახალი).
4. 7-9 თხილის ყვავილი (ერთგვარი წვრილი ყლორტია, თხილის ულვაშსაც ეძახიან). გააცალეთ ფოთლები და გააშრეთ მზის შუქზე.
5. ფილტრის ქაღალდი ან პატარა ძაბრი.
ახლა უკვე შეგიძლიათ მოამზადოთ თვალის ლოსიონი. ჩაასხით ნახევარი ლიტრი გამოხდილი წყალი სუფთა კონტეინერში/ქვაბში და აადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი და ერთი ჩაის კოვზი კორდისკბილა. ადუღეთ ორივე ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში; ამის შემდეგ, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაახურეთ თავსახური. ათი წუთის შემდეგ, გაფილტრეთ მიღებული მასა მეორე, სუფთა ქვაბში. როდესაც ჩაი საგრძნობლად გაგრილდება, აიღეთ თხილის ყვავილი და მოუკიდეთ მის ერთ ბოლოს ცეცხლი; ახლა, ჩაყარეთ აალებული თხილის ყვავილი ნაყენში. ამ მოქმედებით, მატერიალური ცეცხლის ელემენტი უკვე გადატანილია ქვაბში, რომელიც შეგვიძლია ჩაითვალოს თხევად კონდენსატორად. მე დავწერ ამ დეტალის შესახებ მომდევნო თავში. ახლა, გაფილტრეთ თხევადი კონდენსატორი კიდევ ერთხელ, სუფთა ქვაბში. ფილტრაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნადებისა და ნაცარის მოსაცილებლად, რომელიც წარმოიქმნება დამწყვარი ყვავილების სითხეში გარევით. ჩამოასხით ჩაი თასში და დაიდეთ თქვენს წინ.
ახლა, ჩაისუნთქეთ ცეცხლის ელემენტი ფილტვების, ფორების ან ორივე მათგანის მეშვეობით და შეავსეთ თქვენი ორგანიზმი მთლიანად ცეცხლის სტიქიით. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის დიდი ყურადღება დავუთმოთ ორგანიზმში სითბოს ინტენსივობის გაზრდას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმოსახვისა და ნების ძალის მეშვეობით ორგანიზმის ცეცხლის ელემენტით ავსება უნდა შევძლოთ. ცეცხლის ელემენტის დაგროვების შემდეგ, გააძლიერეთ მატერიალური თვალები და მოქმედებაში მოიყვანეთ ასტრალური თვალი. მოახდინეთ მათში ცეცხლის ელემენტის პროექცია ისევე, როგორც გააკეთეთ სინათლის დაგროვების სავარჯიშოში. თუ გექნებათ განცდა, რომ პროექცია საკმარისი არ არის, გაიმეორეთ სავარჯიშო რამდენჯერმე, მაგრამ არ გასცდეთ 7-9-ჯერ ჩატარებული სავარჯიშოს რაოდენობას. ამ გზით მომზადებული კონდენსატორი იმუხტება ძლიერი ენერგიით, რომელიც არა მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს მხედველობაზე, არამედ აძლიერებს, აცოცხლებს და ანვითარებს ასტრალურ შეგრძნებებს. ჩაასხით კონდენსატორი სუფთა ბოთლში და შეინახეთ გრილ ადგილას. ჩვენს მიერ დამზადებული ოფთალმოლოგიური ცეცხლოვანი ლოსიონი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მხედველობის გასაძლიერებლად, ასევე მაგიური მიზნებისათვის. სუსტი მხედველობის შემთხვევაში, საკმარისია რომ კონდენსატორი თვალებში ჩავიწვეთოთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, რადგან მასში შემავალი ორი მცენარის კომბინაციას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და თვალის მატონიზირებელი ეფექტი. მაგიური გამოყენებისთვის დაგვჭირდება ნაჭრის ან ბამბის ქსოვილის კონდენსატორით დატენიანება, რომელსაც გამოვიყენებთ თვალების შუქით შევსების სავარჯიშოს დროს. სავარჯიშოს შესრულებისას საფენები დახუჭული თვალების ქუთუთუებზე თავსდება.
მოგვიანებით, როდესაც ასტრალური თვალები უკეთ განვითარდება, შეგვიძლია კონდენსატორის გამოყენება გამოვტოვოთ. ეს მაგიური ოპერაცია ტარდება სხვა პირების თანდასწრების გარეშე, ხოლო კონდენსატორი არ უნდა მოხვდეს არაკომპეტენტური ადამიანების ხელში; თუნდაც ოჯახის წევრების ხელში.
იმ შემთხვევაში, თუ განდობილი ზემოთაღნიშნულ სავარჯიშოებს ზედმიწევნით კარგად შეასრულებს, იგი საკუთარი ნათელმხილველი თვალის განვითარებას სულ რაღაც რამდენიმე თვეში, სრულიად უვნებელი გზით შეძლებს და პრაქტიკას საკმაოდ კარგად დაეუფლება რამდენიმე კვირის შემდეგაც. ნათელმხილველობის განვითარების სხვადასხვა მეთოდით შემუშავებული სავარჯიშოების აღწერა სრულიად შეუძლებელია, რადგან ისინი აშკარად მრავალფეროვანია და კონკრეტული ვარიაციების არჩევა მთლიანად მაგზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მაგი გაფრთხილებული უნდა იქნას, რომ არასოდეს დაიკვეხნოს თავისი მოპოვებული შესაძლებლობით, ან კიდევ უფრო უარესი, არასოდეს გამოიყენოს იგი ბოროტად, სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით. მაგმა მიღებული უნარები მხოლოდ და მხოლოდ კაცობრიობის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს. დრო და სივრცე უკვე შემაფერხებელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს და მაგის წინაშე არაფერია დამალული, სანამ ნათელმხილველი თვალი წარმატებით ფუნქციონირებს.
2. ასტრალური ნათელსმენის მაგიური განვითარება.
ნათელსმენის განვითარება ძალიან ემთხვევა ნათელმხილველობის განვითარებას. ასტრალური ნათელსმენის განვითარება გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ადამიანს შეუძლია ხმების მოსმენა ყველაზე შორეული მანძილებიდანაც და ამავდროულად, ესმის ყველა არსების ენა. თავდაპირველად ეს უნარი ვლინდება საკუთარ გონებაში ხმამაღლა ფიქრის სახით, რომელიც შიგნიდან მოდის; გულიდან ან მზის წნულიდან. ხანრგძლივი ვარჯიშის შემდეგ ნათელსმენა შეიძლება განვითარდეს იმ დონეზე, რომ პიროვნებამ შეიძლება მკაფიოდ აღიქვას ყველაფერი ზენორმალურ სმენის დონეზე, რომელიც ყოველდღიური სმენადობის ანალოგიურია. მოცემული ხარისხის მოპოვება ყოველი მაგის პრივილეგიაა და მის გარეშე ძნელად თუ მიიღწევა რაიმე პროგრესი მაგიაში. ამ კონკრეტული მიზეზის გამო ასტრალურ ნათელსმენას ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ, როგორც ასტრალურ ნათელმხილველობას; ამიტომაც, სავარჯიშოები არავითარ შემთხვევაში უგულებელყოთ. ყველაფერი, რაც ითქვა ნათელმხილველობაზე, მის სახესხვაობებზე და პათოლოგიურ სიმპტომებზე, იგივე ითქმის ნათელსმენაზეც და ნათელშეგრძნებაზეც. ახლა, მივმართოთ ნათელსმენის პრაქტიკას:
სავარჯიშოსთვის, კონდენსატორისა და ბამბის გარდა არაფერია საჭირო. ბამბისგან გავაკეთოთ ორი მცირე ზომის ტამპონი/საცობი, რათა კონდენსატორით დალბობის შემდეგ, ყურებში მოვათავსოთ. სანამ მათ გამოვიყენებთ, დამბალ ბამბის ტამპონს და კონდენსატორს ჩვენს წინ ვდებთ და ვიწყებთ სავარჯიშოს, რომელიც ასტრალური თვალების სავარჯიშოში მოვიყვანეთ. მაგრამ, ამჯერად ფილტვებისა და ფორების მეშვეობით ვისუნთქავთ ჰაერის ელემენტს. ჩვენი სხეული ამ ელემენტით ისევე უნდა შევავსოთ, როგორც ბუშტი ივსება ჰაერით. ახლა ვეცადოთ ჰაერის პრინციპის მაღალი დონის ხარისხის, ნათელსმენის დაუფლებას, როგორც მატერიალურ, ასევე ასტრალურ დონეზე. ყურადღება მიაქციეთ შინაგანი დარწმუნების ხარისხს, რათა თქვენი სურვილისა და წარმოსახვის გამოყენებით წარმატებით შეძლოთ ბამბის ტამპონების დამუხტვა. მსგავსი ეფექტის შესრულება შეგიძლიათ მზის წნულის და ხელების გამოყენებითაც. ამ სავარჯიშოს უმთავრესი მიზანია თქვენში მტკიცე და ურყევი რწმენის გამომუშავება, ნათელსმენის ხარისხის სწრაფად განსავითარებლად. თხევად კონდენსატორად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გამოხდილი გვირილის ყვავილები. წყლით სავსე ჩვეულებრივ ჭიქაში ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი გვირილა და ადუღების შემდეგ გაფილტრეთ. შეინახეთ სითხე გაგრილებამდე, რათა თავიდან აიცილოთ კონდენსატორის გაფუჭება. მიღებული კონდენსატორი ეფექტურია, მაგრამ ერიდეთ ანტისანიტარიას.
როცა ბამბის ტამპონები მზად იქნება, მოათავსეთ ისინი თქვენს ყურებში რაც შეიძლება მჭიდროდ. ერთი სიტყვით, ამოივსეთ ყურები ამ ტამპონებით. ახლა, მედიტაციის დახმარებით გამოიხმეთ აკაშას პრინციპი თქვენს თავში და წარმოსახვის მეშვეობით, ცნობიერება საკუთარ ყურებში გადაიტანეთ. წარმოიდგინეთ აბსოლიტური ნათელსმენის ხარისხი. ასევე წარმოიდგინეთ, რომ აკაშას პრინციპი თქვენში მყისიერად წარმოქმნის აბსოლიტური ნათელსმენის ძალას. ამ ეფექტზე მედიტაციისა და კონცენტრაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაითხოვეთ აკაშას ელემენტი უნივერსალურ აკაშაში. გამოიძრეთ ყურიდან ბამბის საცობები და შეინახეთ საგულდაგულოდ, რადგან მათ არავინ უნდა შეეხოს. თუ საცობებს ვინმე ხელს მოკიდებს, ახლის დამზადება მოგიწევთ. თუ ამის საშუალება და დრო გაგაჩნიათ, აშკარად უფრო დიდი უპირატესობაა ყოველ ჯერზე ახალი ბამბის საცობების დამზადება და მათი ხელახლა დამუხტვა. დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ნათელსმენა საკუთარი მიზნებისთვის. ამ პრობლემაზე ინტენსიური მედიტაციის მეშვეობით, განდობილი შეძლებს მყისიერად შეადაროს ერთმანეთს უკაბელო გადამცემების ელექტრომაგნიტური მუშაობის არსი და საკუთარი სავარჯიშოს ამოცანა. იგი იპოვის აკაშას პრინციპის როლს ხმის ტალღების გადაცემის ფენომენში.
3. ასტრალური ნათელშეგრძნების მაგიური განვითარება.
სანამ ასტრალური ნათელშეგრძნების განვითარებაზე გადავიდოდეთ, მოდით ავიღოთ ჩვენი მაგიის დღიური და გადავხედოთ იმ დროს, როცა ერთ-ერთ უპირველეს დავალებად მოგვეცა სპეციალურად ამ მიზნისთვის შედგენილ დღიურში ჩვენი კარგი და ცუდი თვისებების ჩაწერა. იმ დროისთვის ჩვენ საფუძვლიანად ვიყავით დაკავებული საკუთარი სამშვინველის ნათელი და ბნელი მხარეების შესწავლით. მსგავსი მაგიური სარკის მიხედვით შეგვეძლო დაგვედგინა თუ რომელი ელემენტი/თვისება ჭარბობდა ან გვაკლდა ჩვენს სამშვინველში. ინტროსპექცია მართლაც ცხადყოფს იმ ფაქტს, თუ რომელი ელემენტის უპირატესობა მიუთითებს ასტრალური სენსორების ცენტრზე. მაგალითად, თუ ჩვენში ცეცხლის ელემენტი ჭარბობს, სენსორული ცენტრი მდებარეობს თავში, - უფრო კონკრეტულად, შუბლში. თუ ეს ჰაერის ელემენტია, ჩვენი სენსორული ცენტრი გულია; თუ წყლის ელემენტი ჭარბობს, - მზის წნული; ხოლო თუ მიწის ელემენტი, - ხელები ან ბარძაყები. ამგვარად, ჩვენი სენსორული ცენტრის დადგენის შემდეგ, გადავდივართ მომდევნო სავარჯიშოზე:
თქვენი მოქმედება ზუსტად იგივეა, რაც წინა სავარჯიშოს დროს. აუცილებელი რეკვიზიტებია: თეთრეულის ნაჭერი ან ბამბის საცობი, რომლებსაც შესაბამისი კონდენსატორით ოდნავ დავატენიანებთ. ეს კონდენსატორიც გვირილის ყვავილისგანაა დამზადებული. მედიტაციის მეშვეობით, ფილტვებისა და ფორების სუნთქვის გზით, თქვენ ორგანიზმში წყლის ელემენტს აგროვებთ და ამავდროულად, წარმოსახვისა და ძლიერი სურვილის მეშვეობით ცდილობთ წყლის ელემენტის ხარისხის, ნათელშეგრძნების გამოწვევას. ტერმინი "ნათელშეგრძნება" აღნიშნავს ყველა ფენომენოს აღქმის და შეგრძნების უნარს, რაც კი ხდება ელემენტებში და აკაშას პრინციპში. ამ სფეროს ეკუთვნის უძლიერესი ინტუიციის ფენომენი, როსმელიც მკაფიოდ აღიქვამს ნებისმიერი ობიექტის წარსულს, აწმყოს და მომავალს. ნათელშეგრძნებაში შედის ნებისმიერი აზრის და ნებისმიერი არსების მატერიალიზაცია. დაიმახსოვრეთ, ინტუიცია სათავეს იღებს ნათელშეგრძნებიდან. ეს რამდენიმე მაგალითი საკმარისია ნათელშეგრძნების ძალის ასახსნელად.
წყლის ელემენტის სხეულში დაგროვებით, თქვემი სენსორული ცენტრიდან ეცადეთ კონდენსატორი დამუხტოთ. სავარჯიშო შეგიძლიათ გაიმეოროთ არაუმეტეს 7-9-ჯერ. ამ სავარჯიშოს შესრუკებისას, ჩვენთვის ჩვეული პოზისაგან განსხვავებით, ზურგზე ვწვებით. შეგვიძლია კომფორტულად მოვთავსდეთ დივანზე ან პირდაპირ იატაკზე დავწვეთ; მთავარი პირობაა რომ დავწვეთ გამართულად და თავი ოდმავ მაღლა უნდა დარჩეს. ასტრალური ნათელშეგრძნების გამსავითარებლად თქვენ არ გჭირდებათ წყკის ელემენტის პირდაპირი გამოყენება, არამედ გჭირდებათ წყლის მაგნიტური მიზიდულობის ძალა. სავარჯიშოს დაწყებამდე, კონდენსატორი დაიდეთ წინასწარ განსაზღვრულ სენსორულ ადგილზე. ვარჯიში თავიდანვე უნდა შესრულდეს დახუჭული თვალებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მთელი სხეული ცურავს უნივერსალურ წყლის ელემენტში, თითქოს უსასრულო ოკეანის ზეტაპირის ცენტრში იმყოფებით. წყლის გარდა არაფერს უნდა გრძნობდეთ. იყავით ძალიან ყურადღებიანნი, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ ამ სავარჯიშოს შესრულების დროს ჩაგეძინოთ, მიუხედავად თქვენი სიფრთხილისა. მკაფიოდ უთხარით საკუთარ თავს რომ არ უნდა დაიძინოთ, რადგან ვარჯიშის დროს ჩაძინების ჩვევად გადაქცევა დიდ სირთულეს შეგიქმნით.
ჩვენ გადავიტანეთ საკუთარი თავი ჩვენივე სენსორულ ზონაში; ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენში დაგროვილი წყლის ელემენტის მაგნიტური ძალა საუკეთესოდ აცოცხლებს სენსორულ ნაწილაკებს და წარმოქმნის ასტრალურ ნათელშეგრძნებას. წყლის მაგნიტური მიზიდულობის ძალა ისე ინტენსიურად უნდა წარმოიდგინოთ, რომ თქვენთვის უდავო რეალობად იქცეს. ხანგრძლივი მედიტაციის გზით, როცა დარწმუნდებით, რომ სათანადოდ გააცოცხლეთ მოცემული სენსორული ველი, დაშალეთ დაგროვილი წყლის ელემენტი უნივერსალურ წყლის ელემენტში. მოიხსენით კონდენსატორი სენსორული ადგილიდან. ჩვენი ვარჯიში დასასრულს უახლოვდება.
ასტრალური ნათელმხილველობის, ნათელსმენის და ნათელშეგრძნების უკეთ განსავითარებლად, მიზანშეწონილად ჩათვალეთ ჩემი რეკომენდაცია, რომ პრაქტიკა რეგულარულად გაგრძელდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ძალიან მცირეხნიანი გამოცდილება გვიგროვდება ასტრალური შეგრძნებების გამოცდილებაში. რეალური წარმატება არც ისე შორსაა. ჩვენ გამოვტოვეთ შეგრძნებების კიდევ ერთი რიგი: გემო და ყნოსვა, რადგან ისინი საკმარისად მნიშვნელოვანნი არ არიან ნებისმიერი პრაქტიკული გამოყენებისთვის. ეს განდობილის გადასაწყვეტია. ასტრალური შეგრძნებების განვითარებით მიღებულ უნარებზე ბევრი ლაპარაკი საჭიროებას არ წარმოადგენს. წარმატებით განცდილი სიამოვნება შეგვიძლია შევადაროთ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მხედველობის უნარს იყო მოკლებული და მოულოდნელად თვალები ისევ აეხილა.
სხეულის მაგიის შესწავლა (VII)
ამ საფეხურზე, განდობილმა მიაღწია შესაძლებლობას, რომ საკუთარი სურვილისამებრ წარმოქმნას სპეციალური მიზნისთვის გამოსაყენებელი არსებები, ელემენტალები. მაგს შეუძლია შექმნას არსებები, რომლებიც იქნებიან მისი ერთგული მსახურები არა მხოლოდ მენტალურ დონეზე, არამედ ასტრალურ და მატერიალურ დონეზეც; გააჩნია, თავად არსება რომელ სფეროშია შექმნილი. მე უკვე ვისაუბრე ამ არსებების შექმნის მიზანმიმართულ პროცესზე. არსებობს ორი რიგის ქმნილებები: ელემენტალები და ელემენტარები. ელემენტალსა და ელემენტარს შორის განსხვავება ისაა, რომ ელემენტალი მაგის ნების ძალის საფუძველზე, წარმოსახვის მეშვეობით და კონკრეტული მიზნის შესაბამისად იქმნება. ელემენტარი ბევრად უფრო გამჭვირვალეა და ეფექტის მხრივ დახვეწილია, რადგან იგი ერთი ან რამდენიმე ელემენტისგან იქმნება. პრაქტიკული მაგალითების ფონზე, მე რაც შეიძლება საფუძვლიანად ავხსნი როგორ იქმნება ელემენტარი. აქამდე შეძენილი ინტუიცია და ჰერმეტული ძალები რაღა თქმა უნდა დაეხმარება განდობილს საკუთარი პრაქტიკის შემუშავებაში, იმ მიზნის საპასუხოდ, რასაც იგი ისახავს. განდობილის ეთიკური განვითარების მიხედვით, იგი არასოდეს გაბედავს ელემენტარების ბოროტი მიზნებისათვის შექმნას; მსგავს შემთხვევაში, უხილავი სამყარო ნებისმიერს სასტიკ შურისძიებას ჰპირდება, რადგან ელემენტარის შექმნის ცოდნა მაგს საშუალებას აძლევს მიაღწიოს ყველაფერს მენტალურ, ასტრალურ და მატერიალურ დონეზე. განდობილმა ჩათვალოს, რომ იგი ყოველთვის პასუხიმსგებელია საკუთარ საქმეებზე და არა მის მიერ შექმნილ ელემენტარებზე. ელემენტარი მაგის ხელში წარმოადგენს იარაღს, რომელიც ბრმად ასრულებს მისი შემქმნელის მიერ გაცემულ ბრძანებებს.
როგორც არ უნდა მოელოდეთ დურგლისაგან პურის გამოცხობას, ასევე ნუ დაელოდებით რომ ელემენტარი თქვენი მითითებისგან განსხვავებულ ამოცანას შეასრულებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, არც ერთ ელემენტარს არასოდეს მისცეთ ორი ან მეტი დავალება, რადგან ასეთ შემთხვევაში, წარმატებით ვერც ერთს ვერ შეასრულებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ელემენტების ანალოგია. საკმაოდ არასწორი იქნება, თუ მაგი შექმნის ისეთ ელემნტარს, რომელიც ჰარმონიაში არ იქნება ელემენტების ანალოგიასთან. ფორმის მიცემასთან დაკავშირებით, ელენტარისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს; მისთვის ფორმის შერჩევა, განდობილის სურვილზე და ინტუიციაზეა დამოკიდებული. მოერიდეთ ელემენტარისთვის ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ფორმის მიცემას, რადგან შესაძლოა ადვილად გადაიჩეხოთ შესაბამისი ადამიანის მენტალურ ან ასტრალურ სხეულში, რაც ორივესთვის უდიდეს ზიანს გამოიწვევს. გარდა ამისა არსებობს საშიშროება, რომ ელემენტარი ნებისმიერ მომენტში მაგის წინააღმდეგ ამხედრდეს. ელემენტარი იდეალურად შეძლებს რომ გახდეს თქვენი ენერგო ვამპირი და მოახდინოს თქვენზე არაპირდაპირი გავლენა თუნდაც მაშინ, როდესაც გძინავთ. მას ასეთ დროს ნებისმიერი შესაძლო ბოროტების ჩადენა შეუძლია. ყოველ მაგს ვურჩევ, ეს გაფრთხილება ძალიან სერიოზულად მიიღოს!
შექმნის მომენტში, თითოეულ ელემენტარს სახელი უნდა მიენიჭოს. მიზანშეწონილია შევარჩიოთ ნაკლებად ცნობილი სახელები, რათა სახელის წარმოთქმისთანავე ელემენტარი მაგის სიახლოვეს აღმოჩნდეს. ვივარაუდოთ, რომ მაგმა რამდენიმე ელემენტარი შექმნა; ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მათთვის მინიჭებული სახელების ჩაწერა, რათა ისინი არ დაგვავიწყდეს. სახელები უნდა შეირჩეს ისე, რომ მათი ხსენება სხვა ადამიანს არ უნდა შეეძლოს, (იგულისხმება ნაკლებად ცნობილი სახელის შერქმევა), რადგან სხვა გამჭრიახ მაგს ელემენტარის სახელის ცოდნით ადვილად შეუძლია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მათი გამოყენება.
ელემენტარის სიმძლავრე და ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია მისი დამუხტვის ხარისხზე; ანუ, რაც უფრო ძლიერია მაგის ნების ძალა, ელემენტარის პროექციაც უკეთესი ხარისხით მოხდება. ელემენტარის კონდენსირება და შედედება (ე.ი მატერიალიზება) იმ დონეზე შეიძლება, რომ ხილული იყოს ნებისმიერი ადამიანის თვალისთვის. ამიტომ, მაგის გადადაწყვეტია, ელემენტარის ხილულად მუშაობა სურს თუ უხილავად. ელემენტარის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიზანზე, რომლისთვისაც იგი შეიქმნა; ეს მიზანი ელემენტარის შექმნის დასაწყისშივე გარკვევით უნდა დაფიქსირდეს. როგორც კი მიზანი აღსრულდება, მაგმა წარმოსახვის დახმარებით ელემენტარი თავდაპირველ მდგომარეობაში უნდა დაითხოვოს/დაშალოს. არასოდეს გამოტოვოთ დაშლის ეს პროცესი, რადგან დავალების შესრულების შემდეგ, შესაძლოა ელემენტალი გაძლიერებული ინსტიქტის გამო თქვენგან სრულიად დამოუკიდებელ არსებად, ანუ ვამპირად იქცეს; ამიტომ, არც გამოტოვოთ და ეცადეთ არც დაგავიწყდეთ დაშლის აუცილებელი პროცედურა. ელემენტარის ვამპირად გადაქცევის შემთხვევაში, მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე კარმული პასუხისმგებლობა მის შემქმნელს დაეკისრება. ყურადღება, მზრუნველობა და კეთილსინდისიერება აუცილებელი რეკომენდაციებია ელემენტარებთან მუშაობისას. ბევრი მაგი ელემენტარის შექმნისას და დაშლისას იყენებს შერქმეული სახელის განადგურებას, დაწვას, გარკვეულ რიტუალს, ხელის ჟესტს ან ფორმულას. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და მაგის არჩევანს ეფუძნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ელემენტარის დაშლის აქტს. იმ პირობით, რომ მაგი სათანადო განვითარების საფეხურზე იმყოფება, მას ნებისმიერ დროს შეუძლია ელენტარის მორჩილების იძულებითად გარანტირება, თუნდაც მისი დაშლის მუქარით. ნებისმიერ შემთხვევაში, მაგმა გონებაში უნდა ჩაიბეჭდოს, რომ მას ყოველთვის შეუძლია ელემენტარის საკუთარი ნების ძალის ქვეშ მოქცევა და მასზე სრული მბრძანებლობის დამყარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ განდობილს არ სურს, რომ მის მიერ შექმნილი არსებების სათამაშო გახდეს. კარგი განვითარებით და ძლიერი ნების ძალით, ელემენტარებს უფრო ერთგულად და საიმედოდ გამოვიყენებთ. ელემენტარი ძალიან გამოსადეგი გახდება, შესაძლოა განდობილს მისი დაშლა საერთოდ შეზიზღდეს და უარი თქვას მის განადგურებაზე; გზა არასოდეს დაუთმოთ მსგავს სენტიმენტალიზმს, რადგან აუცილებლად ინანებთ მსგავს გადაწყვეტილებას. უფრო მიზანშეწონილია ელემენტარის ხანმოკლე დანიშნულებით შექმნა და საჭიროებისამებრ, დაშლის შემდეგ ახალის შექმნა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყოველ კვირას ახალი ელემენტარი უნდა შექმნათ, მაგრამ წლების მანძილზე ერთი და იგივე ელემენტარის ცოცხლად ყოფნა ნამდვილად არახელსაყრელია.
თუ მაგს განზრახული აქვს ელემენტარის პირადი გამოყენებისთვის შექმნა, მან უნდა ეცადოს საკუთარი სხეულის და ელემენტების პროექციის მეშვეობით უკეთესად ჩამოაყალიბოს ქმნილება. სხვა ადამიანისთვის განკუთვნილი ელემენტარი უნდა შეიქმნას ელემენტების უშუალოდ სამყაროდან პროექციის გზით. მაგმა ძალიან კარგად იცის, რომ მას და ელემენტარს შორის უხილავი კავშირი არსებობს, რისი მეშვეობითაც, საკმაოდ ადვილია ელემენტარის ბოროტი განზრახვით გამოყენება, სხვა ადამიანთან მიმართებაში. თუ როგორ ხდება მართვა და მანიპულირება, ყველასათვის ეჭვგარეშე და სავსებით გასაგებია, ვინც ამ საფეხურამდე კეთილსინდისიერად მოვიდა.
აუცილებელია ვისაუბროთ ადგილებზე, სადაც ელემენტარი ინახება. აღმოსავლეთში ელემენტარს იიდამი ეწოდება. (იიდამი - ერთგვარი ქმნილება, რომელიც ასოცირებულია ტანტრულ და ვაჯრაიანულ ბუდიზმთან. მთარგმნ. შენ.). ისინი ინახებიან ერთგვარ ბეჭედში. ქვისგან აგებული დიაგრამა შეესაბამება კონკრეტულ იიდამს, რომელშიც არც ერთი უცხო პიროვნება/ქმნილება არ დაიშვება.
ფოტოზე: ბუდისტური იიდამი.
კარგად გაწვრთნილ მაგს არ სჭირდება განსაკუთრებით შერჩეული ადგილი, მაგრამ მან აუცილებლად უნდა მოათავსოს ელემენტარი კედელში მდებარე ადგილას. გააცნობიერეთ, რომ ელემენტარი არ შემოიფარგლება დროით და არც განსაკუთრებულ სივრცეს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ელემენტარის კედელში მოთავსება, თუმცა თავისუფლად შეუძლია ღია სივრცეშიც კომფორტულად განთავსდეს. გავიმეორებ, ელემენტარის შენახვის შესაფერის ადგილად მიიჩნევა კედელი ან რაიმე მყარი დიდი ობიექტი, რადგან იკრძალება ელემენტარის იმ სივრცეში მოთავსება, სადაც ადამიანები მუდმივად იმყოფებიან. თუ ადამიანი იმ ადგილას მოხვდება, სადაც ელემენტარი ინახება, მას მომენტალურად მოუსვენრობა და აუხსნელი შფოთვა შეიპყრობს; შესაძლოა აღინიშნოს მოვლენების უფრო მძიმედ განვითარებაც.
გარდა ამისა, თავიდანვე უნდა დაფიქსირდეს, თუ როგორ ვიძახებთ ელემენტარს. მისი გამოძახება შესაძლებელია სახელის ჩურჩულით, გაფიქრებით, ხელის ჟესტით ან რაიმე რიტუალით. მაგს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც სიამოვნებს.
სანამ პრაქტიკულ ნაწილზე, ანუ ქმედების აქტზე გადავალ, მინდა ხაზგასმით განვმარტო, რომ მაგს არ სჭირდება საკუთარი თავის შეზღუდვა ამ პრაქტიკაში; ელემენტარის შექმნა პრაქტიკული მაგიის მცირე ნაწილია და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მაგი ამ ძალას; იგი ნუ დასპეციალიზდება ამაში, არამედ ეცადოს პრაქტიკულად და გონივრულად მართოს მოცემული შესაძლებლობა, რათა შემდგომი შესაძლებლობები გაიხსნას. მაგიის ამ სფეროს ჩვენ დასაწყისში უნდა შევეხოთ, შემდეგ კი მთლიანად მაგის გადასაწყვეტია, ვისთვის და რა მიზნით გამოიყენებს მას.
1. ქმედების აქტი.
არსებობს ოთხი ფუნდამენტური მეთოდი ელემენტარის შექმნის აქტისთვის:
1. ერთი ელემენტის პროექცია ხდება მზა ფორმაში, არ აქვს მნიშვნელობა ქმედება ეხება მენტალურ, ასტრალურ თუ მატერიალურ სფეროს.
2. რამდენიმე ელემენტის პროექცია ხდება მზა ფორმაში, არ აქვს მნიშვნელობა ქმედება ეხება მენტალურ, ასტრალურ თუ მატერიალურ სფეროს.
3. ერთი ელემენტის პროექცია, ყოველგვარი პირდაპირი ფორმის გარეშე, რომელიც წარმოებულია ელემენტის მიერ.
4. რამდენიმე ელემენტის პროექცია, რომელიც ფორმას თანმიმდევრულად გამოიმუშავებს.
მე ოთხივე მეთოდს საფუძვლიანად ავხსნი პრაქტიკული მაგალითების ფონზე.
პირველი მეთოდი: აიღეთ ნებისმიერი ობიექტი, რომლის ფორმაც გინდათ რომ თქვენს მიერ შექმნილმა ელემენტარმა მიიღოს და დაიდეთ თვენს წინ. აიღეთ მაგალითად ბურთი; ახლა, წარმოსახვის დახმარებით გამოიხმეთ სასურველი ელემენტი სამყაროდან იმ ფორმის სახით, რომელიც თქვენ აირჩიეთ. შეავსეთ კონკრეტული ფორმა ამ ელემენტით. ითანამშრომლეთ თითოეულ ელემენტთან, რომელთანაც გსურთ მუშაობა იგივე გზით, გარდა აკაშას ელემენტისა. კარგად დაამუშავეთ ის ელემენტი, რომელიც საუკეთესოდ "პასუხობს" თქვენს სურვილს ან იდეას. გაიმეორეთ პროექციის სავარჯიშო რამდენჯერმე, ამავდროულად ყოველ ჯერზე წარმოიდგინეთ, რომ უფრო და უფრო მეტ ელემენტალურ მატერიას ქმნით, აგროვებთ და კუმშავთ. როგორც კი დარწმუნდებით, რომ ელემენტის დაგროვების დონე საკმარისად ძლიერია თქვენი სურვილის რეალიზებისთვის, გაჟღინთეთ აწ უკვე დასრულებული ელემენტარი კონკრეტული სურვილით და მიზნით. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ სახელის დარქმევა, რადგან სახელის გარეშე იგი ვერ იარსებებს. ამავდროულად, დააფიქსირეთ დროის ლიმიტი, რომლის განმავლობაშიც ელემენტარმა უნდა შეასრულოს თავისი დავალება. ვივარაუდოთ, რომ თქვენ მოახდინეთ ცეცხლის ელემენტის პროექცია; ამ შემთხვევაში თქვენს ხელთ იქნება ცეცხლოვანი ბურთი. წყლის ელემენტის შემთხვევაში იქნება გამჭვირვალე ბურთი, ჰაერის ელემენტის შემთხვევაში მოლურჯო შეფერილობის მქონე, ხოლო მიწის ელემენტის შემთხვევაში თიხის ფერი.
იმ პირობით, რომ ყველა ინსტრუქციას ზედმიწევნით მივყევით, გამოვიხმოთ ელემენტარი ფიზიკური ობიექტიდან და გავგზავნოთ მითითებული დავალების შესასრულებლად. აუცილებლად წინასწარ უბრძანეთ ელემენტარს, რომ დავალების შესრულებისთანავე დაუბრუნდეს საკუთარ ფორმას. ამ გზით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეამოწმოთ, შეასრულა თუ არა ელემენტარმა თავისი საქმე. ამის გასარკვევად მხოლოდ ქანქარაა საჭირო. ქანქარა ელემენტარისთვის განკუთვნილი ადგილის სიახლოვეს მიგვაქვს; თუ ელემენტარი დავალების შესრულების შემდეგ ადგილს დაუბრუნდა, ქანქარა მოძრაობას დაიწყებს, რადგან ელემენტარს შესანიშნავი მაგნიტური და ელექტრული გამოსხივება ახასიათებს. ქანქარას ტესტი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იგი აჩვენებს, თქვენი ბრძანება შესრულდა თუ არა. მოგვიანებით, პრაქტიკაში სიმწიფის მიღწევის შემდეგ, ნათელმხილველობის დახმარებით შეძლებთ თვალყური ადევნოთ თქვენი ელემენტარის საქმეებს. თუ ქანქარა არ მოძრაობს, ესე იგი ელემენტარი ჯერ კიდევ ასრულებს დავალებას და მისი მისია ჯერ არ დასრულებულა. როცა ელემენტარს თავისი საქმის გასაკეთებლად გაგზავნით, არ დაგავიწყდეთ, რომ მისთვის არავითარი საზღვრები არ არსებობს. არც დრო და არც სივრცე მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, იგი საჭიროების შემთხვევაში მყისიერად შეძლებს დედამიწის გარშემო შემოვლას. თქვენ მტკიცედ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ელემენტარი აუცილებლად შეასრულებს თქვენს ბრძანებას და დაემორჩილება თქვენს ნებას კონკრეტული დროის შუალედში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. წარმატებასთან დაკავშირებული მცირედი ეჭვიც კი არ უნდა შეიჭრას თქვენს გონებაში. ელემენტარის გადამისამართებისთანავე, გაწყვიტეთ გონებრივი კავშირი თქვენსა და მას შორის. შეიძლება მოგიწიოთ გონების დაცარიელების სავარჯიშოს გაკეთება ან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა. მოკლედ, ელემენტარი საერთოდ უნდა დაივიწყოთ. რაც უფრო ოსტატურად მოახერხებთ ამას, მით უფრო შეუფერხებლად იმუშავებს ელემენტარი. თუ წინასწარ განსაზღვრული დრო ამოიწურა, ქანქარას მეშვეობით დარწმუნდით, რომ ელემნტარი დაუბრუნდა თავის ფორმას. თუ ასეა, დაითხოვეთ ელემენტარი იმ მეთოდით რომელიც ადრევე განსაზღვრეთ; იქნება ეს სახელის დაწვა, სპეციალური რიტუალის ჩატარება თუ უბრალოდ ჩვეულებრივი წარმოსახვის გამოყენება.
თუ ელემენტარი დროის ამოწურვის შემდეგ არ დაბრუნდა იმ ფორმაში რონელშიც ის ინახება, და ამავდროულად თუ თქვენი შეკვეთა არადამაკმაყოფილებლად შესრულდა, ხელახლა გამოიხმეთ ელემენტალი. აწარმოეთ უფრო ინტენსიური ელემენტის დაგროვებისა და პროექციის პრაქტიკა გაძლიერებული წარმოსახვის მეშვეობით და კიდევ ერთხელ გაგზავნეთ ელემენტარი დავალების შესასრულებლად. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პრაქტიკა იმდენჯერ, რამდენიც სასურველი შედეგის მიღწევას დასჭირდება. ელემენტარის ხელახლა დატვირთვის პრაქტიკა აუცილებელია, როცა ელემენტარს ისეთი მისიის და პრობლემის წინაშე აყენებთ, რომელიც მის ძალებს აღემატება. უფრო მეტიც, გაითვალისწინეთ, რომ ელემენტარის ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია თქვენს მენტალურ სიმწიფეზე და შესაბამისად, ელემენტის კონდენსაციის უნარზე. ეს ასევე დამოკიდებულია თქვენს ნების ძალაზე, რწმენაზე და მოთმინებაზე, რომელსაც მთების დაძვრა შეუძლია.
ეს არის ელემენტალის შექმნის ყველაზე მარტივი მეთოდი. მაგი მსგავს მეთოდს იყენებს მარტივი ეფექტებისთვის. ასეთი ელემენტალი ვერ აღასრუკებს დიად მიზნებს, ვერ განახორციელებს რთულად შესასრულებელ ბრძანებებს და ვერ გაგვიწევს ფიზიკურ დაცვას. როგორც უკვე აღვნიშნე, მენტალური, ასტრალური და მატერიალური ეფექტების მიღწევა შესაძლებელია ელემენტარების დახმარებით.
აქ მოყვანილი პრაქტიკის მეშვეობით, შესაძლებელია ელემენტართა შექმნა ყოველგვარი მატერიალური ფორმის გარეშეც. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ელემენტის პროექცია აზრობრივ ფორმაში, რომელიც ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც მატერიალურ წარმოებაში. ელემენტარის ამ სახით შექმნა მართალია შედარებით რთულია, მაგრამ მას უპირატესობა გააჩნია, - მისი მოთავსება ყველგან შეიძლება, სადაც სხვა ადამიანების მოხვედრა სრულიად გამორიცხულია, მაგალითად, კედლის სიღრმეში.
ეს პრაქტიკა იმდენ შესაძლებლობას სთავაზობს მაგს, რომ მთლიანად ინტუიციურად უნდა შეირჩეს, თუ რა მიზნებისთვის შეიძლება მათი გამოყენება. მაგალითად, ელემენტარს შეუძლია დაიცვას სახლი დაზიანებებისგან, ან შექმნას უფრო ხელსაყრელი ატმოსფერო და ა.შ. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყნად ყველანაირი ცოდნის გამოყენება შესაძლებელია კეთილშობილური მიზნებისათვის ისევე, როგორც შესაძლებელია მათი გამოყენება ბოროტებისთვის. სწორედ ამიტომ, ვწუხვარ რადგან ამის თქმა მიწევს, ეს ცოდნაც შესაძლოა ბოროტად იქნეს გამოყენებული, ეგოისტური და მავნე მიზნებისათვის. მაგალითად, გათქვლეფილ ვაჭარს შეუძლია შექმნას ელემენტარი, რომელიც მას დაეხმარება მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდაში. ყველა აზარტული დაწესებულება და კომპანია სავსეა შავი მაგებით, რომლებიც აწარმოებენ მსგავს ელემენტარებს ასეთი მავნე მიზნებისათვის. ჭეშმარიტი მაგი არასოდეს დაიმდაბლებს საკუთარ თავს ასეთი მიზნებისკენ სწრაფვით.
მეორე მეთოდი: ამ მეთოდის მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ობიექტი: ქანდაკება, თოჯინა და ა.შ. მე გაგაცნობთ ძალიან ეფექტურ საიდუმლო პრაქტიკას.
აიღეთ ორი მუჭა თიხნარი (ერთგვარი მიწის ნაირსახეობა. ე.წ loam) და ერთი მუჭა ფუტკრის ცვილი (იგულისხმება სანთლის შემადგენელი ინგრედიენტი). აურიეთ თიხნარი ცოტაოდენ თბილ წყალში გასქელებამდე და დაუმატეთ ფუტკრის ცვილი. აურიეთ ორივე ინგრედიენტი, სანამ კარგად არ შეერევიან ერთმანეთს. არ გამოიყენოთ ბევრი წყალი თიხნარის მოსამზადებლად, რადგან მასა გამოვა ძალიან რბილი და მასთან მუშაობა რთული იქნება. თუ ნამდვილ ფუტკრის ცვილზე ხელი არ მიგვიწვდება, გამოდგება ნებისმიერი ცვილისებრი ან ცხიმოვანი ინგრედიენტი. კარგია ცვილი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სანთლების დასამზადებლად. ესაა ბოლო არჩევანი, რადგან ფუტკრის ცვილი გაცილებით უკეთესია.
ახლა, გამოძერწეთ/ჩამოაყალიბეთ ფიგურა, მიეცით მას ისეთი ფორმა, რომელიც გინდათ რომ ელემენტარს ჰქონდეს; თუნდაც, გამოძერწეთ ადამიანის ფორმა. ფრჩხილით ან რაიმე წვეტიანი საგნით, გააკეთეთ ფართო ღრმული, სანამ თოჯინა თბილი და რბილია. დაიწყეთ თავით და იმოძრავეთ ხერხემლის გასწვრივ ფეხებისკენ, რითაც შექმენით ღრუ თოჯინის შიგნით. ახლა, შეავსეთ ეს ღრმული თხევადი კონდენსატორით და დაასრულეთ თოჯინის სითხით შევსება იქამდე, სანამ თოჯინა ისევ თბილია და სანამ კონდენსატორი გაჟონვას დაიწყებს. არსებობს სხვა გზაც; თოჯინის გაციებისა და გამაგრების შემდეგ მასში ვასხამთ კონდენსატორს, ხოლო მისი გადახსნა უნდა შევაჩეროთ ცვილის დახმარებით. მაგიური კონდენსატორების საკითხს სპეციალურ თავში გავაფართოვებ. თუ მაგი ელემენტარის პირადი მიზნებისთვის შექმნას აპირებს, მან ფიგურის გადახსნა ბამბის საცობით უნდა შეაჩეროს, მაგრამ ამჯერად ინგრედიენტი საკუთარი სხეულის ორგანული მასალის პრიმა მატერიისგან უნდა აიღოს. ეს არის ალფა და ომეგა; გამოიყენეთ საკუთარი სისხლისა და სპერმის რამდენიმე წვეთი. ჩვენს შემთხვევაში ერთიც და მეორეც ცალ-ცალკე საკმარისი იქნება, მაგრამ მათი ერთობლიობა კიდევ უფრო ეფექტურია. ქალ განდობილებს ვეტყოდი, რომ ნუ შეშფოთდებიან, მხოლოდ მათი სისხლიც საკმარისი იქნება. ამ წესით მომზადებული ბამბის ან მატყლის საცობი ჯერ უნდა მოათავსოთ თოჯინის ღრმულში, შემდეგ ჩამოასხით კონდენსატორი და ამის შემდეგ (და არა მანამდე), შეგიძლიათ შეაჩეროთ გადახსნა. (გადახსნაში იგულისხმება გაკვეთილი თოჯინის ღია მხარე, რომელიც ისევ უნდა შეიკრას). მაგიური წესების მიხედვით, ასეთი ფიგურა ყველაზე იდეალურია ელემენტარის შესაქმნელად. ფიგურის ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რაც უფრო დიდია თოჯინა, მით უფრო ნაყოფიერი იქნება თქვენი შემოქმედებითი ფანტაზია. გამოცდილი მაგისთვის ოთხი ინჩის ზომის ფიგურა გამოდგება.
იმ შემთხვევაში, თუ ელემენტარი და თოჯინა სხვა ადამიანისთვის უნდა ჩამოყალიბდეს, არ უნდა გამოვიყენოთ საკუთარი ორგანიზმის პრიმა მატერია, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგს სერიოზული ზიანი მიადგება. გამოცდილი ადამიანი, მენტალური, ასტრალური და მატერიალური კავშირების შედეგად, მიიღებს მაგის მიმართ პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედების შესაძლებლობას, როგორც კარგი, ასევე ცუდი ეფექტის შესაძლებლობით. მაგალითად, თოჯინის ცივ წყალში ჩაშვება ძლიერ კანკალს გამოიწვევს მაგში, რომელმაც თოჯინა შექმნა. ასევე, თოჯინის ცეცხლით ზემოქმედება მაგში წარმოქმნის მაღალ წნევას და სიცხიანობას. კიდევ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ მე არ ვაპირებ მათ ციტირებას, რათა განდობილი არ შეცდეს და არ მოუნდეს რაიმე მსგავსის ჩადენა.
თოჯინა რა თქმა უნდა შეიძლება დაიტვირთოს მხოლოდ ერთი ელემენტითაც. ელემენტარი შეიძლება შეიქმნას წინა მეთოდში აღწერილი საშუალებით, მაგრამ ვაპირებ აღვწერო მეორე მეთოდიც.
აიღეთ ცვილის ფიგურა მარცხენა ხელში და ნაზად მოზილეთ მარჯვენა ხელით, თითქოს გსურთ, რომ სასიცოცხლო ძალა გადასცეთ. შეასუნთქეთ თქვენი ჰაერი, ჩაბერეთ სული, თითქოს გინდათ რომ უსიცოცხლო ფიგურას სიცოცხლე ჩაბეროთ. მიეცით მზადებაში მყოფ ელემენტარს სახელი, რომლის მინიჭებაც გაქვთ განზრახული და გაიმეორეთ რამდენჯერმე ეს სახელი ფიგურაში. რელიგიურ მაგებს შეუძლიათ ახალშობილის ნათლობის მსგავსი რიტუალით მონათლონ თოჯინა და ცერემონიის შესრულებისას დაარქვან მას სახელი. ეს რა თქმა უნდა არჩევანის საკითხია და არაა აბსოლიტურად აუცილებელი. მას შემდეგ, რაც თქვენს თოჯინას დაერქმევა საკუთარი სახელი, შეავსეთ მთელი თქვენი სხეული მიწის ელემენტით და ხელების ან მზის წნულის დახმარებით გადაიტანეთ ელემენტი თოჯინაში, დაწყებული ფეხებიდან, გენიტალიების მიდამოებშიც. თოჯინის ამ ნაწილებში მიწის ელემენტი დინამიურად უნდა დაგროვდეს. ახლა, კონცენტრირება მოახდინეთ დედამიწის სპეციფიურ თვისებებზე, როგორიცაა გრავიტაცია და ა.შ. ნების ძალასთან ერთად გქონდეთ ღრმა რწმენა, რომ მიწის ელემენტთან ერთად, მსგავსი ფენომენები თოჯინის არსებაში დარჩება, შენარჩუნდება და მუდმივად იმუშავებს. გააკეთეთ იგივე წყლის ელემენტით. მოახდინეთ ამ ელემენტის პროექცია თოჯინის მუცლის არეში. გადაიტანეთ ჰაერის ელემენტი გულმკერდის, ხოლო ცეცხლის ელემენტი თავის არეში.
როგორც კი წარმატებით მოახდენთ თოჯინაში ოთხივე ელემენტის პროექციას, აუცილებლად უნდა შექმნათ ელემენტარის ასტრალური სხეული, რომელიც თოჯინის ფორმას მიიღებს, მაგრამ თქვენი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს გამოვა მისგან, მიიღებს თქცენთვის სასურველ ზომას და ისევ მას დაუბრუნდება. თქვენი ელემენტარის ასტრალური სხეული უხილავი ძაფით ყოველთვის დაკავშირებული იქნება მის მატერიალურ სხეულთან. ელემენტარის არსებობა დაკავშირებულია ფიზიკური სხეულის არსებობასთან, იგი შეკრულია მასთან და უნდა დაბრუნდეს მასში დავალების შესრულების შემდეგ. ამ ეტაპზე, შეგიძლიათ გაიმეოროთ ექსპერიმენტი რამდენჯერმე და გააძლიეროთ ასტრალური სხეულის ეფექტურობა ღრმა მედიტაციის წარმოების ფონზე.
იმ პირობით, რომ თქვენ შექმენით ელემენტარის ასტრალური სხეული, უნდა გადახვიდეთ ელემენტარისთვის მენტალური სხეულის შექმნაზე:
წარმოსახვის დახმარებით, წარმოქმენით თოჯინაში მენტალური სხეული, იფიქრეთ რომ იგი დამზადებულია საუკეთესო ეთერული მატერიისგან და ნახეთ როგორ ქმნის იგი თოჯინის სრულ ფორმას. თოჯინის თავში კონცენტრირება მოახდინეთ სულისა და გონების თვისებებზე, რომლებიც გინდათ რომ ელემენტარს ჰქონდეს. გააღრმავეთ ეს თვისებები მედიტაციით. იმ პირობით, რომ თქვენ არ ხართ დაინტერესებული რაიმე განსაკუთრებული სურვილით, შეგიძლიათ კონცენტრირება მოახდინოთ ოთხ კონკრეტულ თვისებაზე: ნება, ინტელექტი, გრძნობა და ცნობიერება. მათი მოქმედებაში მოყვანა და გაძლიერება ხდება ღრმა მედიტაციის მეშვეობით. თუ დარწმუნებული ხართ, რომ თოჯინა საკმარისად დაიტვირთა და მზადაა სასურველი ეფექტის შესაქმნელად, გადავიდეთ მასში სიცოცხლის შთაბერვის ეტაპზე.
დააგროვეთ თქვენს მარჯვენა ხელში სამყაროსეული შუქი ისეთ დონეზე, რომ იგი მზესავით ცეცხლოვანად ანათებდეს. აიღეთ თოჯინა მარცხენა ხელში და დაიჭირეთ მბზინავი მარჯვენა ხელი მისგან რამდენიმე სანტიმეტრით ზემოთ: ამოისუნთქეთ თბილი სუნთქვა თოჯინის ჭიპის მიდამოში და ხმამაღლა წარმოთქვით მასში ელემენტარის სახელი. ამის გაკეთების პროცესში, თანადროულად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მარჯვენა ხელიდან შუქი თოჯინაში შემოდის და მასში იღვრება. მასში პირველივე ჩასუნთქვისთანავე წარმოიდგინეთ, რომ თოჯინის გული იწყებს ცემას, ხოლო სისხლი მიმოქცევას. თქვენი წარმოსახვა იმდენად ინტენსიური უნდა იყოს, რომ თოჯინაში სიცოცხლის შთაბერვა მკაფიოდ უნდა იგრძნოთ, ფიზიკურ დონეზე. მეშვიდე ჩასუნთქვისას თქვენი მარჯვენა ხელი მთლიანად უნდა დაიცალოს სინათლისგან და ბოლომდე უნდა გადავიდეს თოჯინაში. ამჟამად, თოჯინის ასტრალური სხეული მასში მღელვარეა და ცოცხალია. მასში მერვე ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თოჯინის ასტრალური სხეული ღებულობს თქვენს სუნთქვას და თავადაც იწყებს სუნთქვას რეგულარულად. მასში მეცხრე ჩასუნთქვისას დაუძახეთ ელემენტარს სახელით და ამავე დროს ხმამაღლა, ექსტაზური შეგრძნებით იყვირეთ: "იცოცხლე! იცხოვრე! იყავი ცოცხალი!". ბოლო "იყავი ცოცხალი!" უნდა წამოიძახოთ ენთუზიაზმით, დამაჯრებელად და ურყევი რწმენით, რომ სასურველი ელემენტარი საბოლოოდ შეიქმნა. იყავი დადებითად დამუხტული და დარწმუნებული, რომ ბუნების ანალოგიური კანონების მიხედვით, სამყაროში რეალური, სრულყოფილი არსება შემოვიდა.
ამ მომენტში, შეგიძლიათ განაგრძოთ ან გამოახვიოთ თოჯინა აბრეშუმში, შემდგომი გამოყენებისთვის. ცნობილია, რომ აბრეშუმი საუკეთესო მაგიური საიზოლაციო საშუალებაა. თოჯინა უნდა ინახებოდეს საგულდაგულოდ არჩეულ, სხვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ქმნილებას თქვენს გარდა არავინ არასოდეს უნდა შეეხოს. ნებისმიერი შემდგომი სამუშაო უკვე წარმოსახვის საკითხია და ინდივიდუალურ პრაქტიკას წარმოადგენს.
იმ პირობით, რომ წინ წახვედით, დაიდეთ თოჯინა თქვენს პირდაპირ, წარმოიდგინეთ თოჯინის ასტრალური სხეული მის მენტალურ სხეულთან ერთად. წარმოიდგინეთ თქვენი ელემენტარი თხელი, ჩვეულებრივი ადამიანის ფორმით. მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული მასში მამაკაცს დაინახავთ თუ ქალს. იგივე ითქმის შესამოსელზეც. სამომავლოდ შესასრულებელი დავალებების მიხედვით, შეგიძლიათ ელემენტარი წარმოსახვის დახმარებით თვითშერჩეულ რიტუალს დაუკავშიროთ. დასაწყისშივე მოახდინეთ ელემენტარზე შთაბეჭდილება თქვენი ძალაუფლების დემონსტრაციის გზით და უბრძანეთ მას რომ სასურველი ზომა მიიღოს. მას ერთნაირად შეუძლია ჯუჯის და გიგანტის ზომის მიღება. ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, ელემენტარს შეგიძლიათ მისცეთ მომხიბლავი ან ნაკლებად მომხიბლავი ფორმაც. ისევე როგორც ასტრალური და მენტალური სხეულები სრულიად დამოუკიდებლები არიან დროსა და სივრცისგან, ელემენტარისთვის არც მატერია წარმოადგენს დაბრკოლებას. წარმოსახვის მეშვეობით თქვენ დასაწყისშივე უნდა მიაწოდოთ ეს ინფორმაცია ელემენტარს. ელემენტართან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ იგი ავტომატურად შესაძლოა ისეთ დონეზე შედედდეს, რომ სრულიად ხილვადი გახდეს. თუმცა, ელემენტართან უხილავად მუშაობა უკეთესია; ეს ფაქტორი შესაძლოა ელემენტართან მუშაობის ინსტრუქციის შედგენისას დადგინდეს. თავიდან ასეთი ელემენტარი შეასრულებს მენტალურ, მოგვიანებით კი ასტრალურ და მატერიალურ ამოცანებს. ყველაფერი დამოკიდებულია მიზანზე, რომლისთვისაც ელემენტარი შეიქმნა. მიზანი და ამოცანა დააფიქსირეთ ელემენტარის შექმნის მომენტში; რადგან მოგვიანებით რთული იქნება მისთვის ახალი თვისებების მინიჭება. აქედან გამომდინარე, ელემენტარის შექმნამდე უნდა დავწეროთ გეგმა, რომელშიც ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა განვიხილოთ.
არასოდეს დაუშვათ, რომ ელემენტარმა რაიმე სახის მანევრირება სცადოს თქვენთან დაკავშირებით. არსებობს შესაძლებლობა რომ მისმა განვითარების ხარისხმა მენტალურ, ასტრალურ და მატერიალურ სფეროში სხვადასხვა ეფექტის მოხდენა შეძლოს. როცა ელემენტარი თავის მოვალეობას შეასრულებს, ყოველთვის უნდა დაბრუნდეს საკუთარ სხეულში თქვენს მიერ წინასწარ შედგენილი რიტუალის დახმარებით; არასოდეს მისცეთ უფლება რომ მან აღასრულოს საკუთარი ნება. ყოველთვის იცოდეთ თქვენი ავტორიტეტი და მაგიური შესაძლებლობების ძალაუფლება. თვენი ელემენტარის სიცოცხლეც და სიკვდილიც თქვენს ხელშია; სწორედ ესაა ის ფიზიკური ფორმა, რომლის სახითაც ელემენტარი შექმენით. თოჯინის ფიზიკური განადგურება ან მისი სხეულიდან კონდენსატორის გაჟონვა გამოიწვევს ელემენტარის სიკვდილს. ცვილის ფიგურა, რომელიც აბრეშუმშია გახვეული, ასტრალური სხეულის შემაკავებელ ფარდას წარმოადგენს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ასტრალური სხეული ვერც შევა და ვერც გამოვა თოჯინიდან მაშინ, როცა იგი აბრეშუმში იქნება გამოხვეული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ და გვახსოვდეს ეს. ახლა შეგიძლიათ დაფიქრდეთ, რატომ იყენებდნენ ძველ ეგვიპტეში მუმიის შეფუთვისას აბრეშუმის ქსოვილს. როცა ელემენტარს სხეულიდან ათავისუფლებთ და დავალების შესასრულებლად უშვებთ, თოჯინა გახსნილი უნდა იყოს. თუ ასტრალური სხეული გარეთ იმყოფება და ამავდროულად თქვენ თოჯინას შეფუთავთ, ელემენტარი შესაძლოა მყისიერად მოკვდეს. როგორც ხედავთ, ელემენტართან მუშაობა მოგიწევთ ზუსტად ისევე, როგორც ადამიანთან ურთიერთობა.
ელემენტარის დაშლა არ უნდა მოხდეს მოულოდნელად, რადგან იმის გამო, რომ ელემენტარის სიცოცხლის სათავე თავად მაგისგან მოდის, მისი მყისიერი განადგურება შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მაგისთვისაც. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ელემენტარს ისეთი ფიზიკური ეფექტების წარმოქმნა ძალუძს, რომელიც თავად მაგსაც კი არ შეუძლია. ამიტომ, ელემენტარის დაშლა უნდა მოხდეს თანდათან. იყავით ფხიზლად და ყურადღებით, არ გაზარდოთ ელემენტარი იმდენად, რომ გასცდეს თქვენს მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
მე გირჩევთ ორ მეთოდს ელემენტარის დასაშლელად. როგორც აღვნიშნე, მისი დაშლა მყისიერად არ შეიძლება. მყისიერ განადგურებაში იგულისხმება მაგალითად, თოჯინის დაწვა, ყოველგვარი წინასწარი სამუშაოს გარეშე. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ შექმნილი ელემენტარი არის თქვენი საკუთარი "მე"-ს, თქვენო ეგოს ნაწილი, რომლის პროექციასაც ელემენტარში ახდენთ, ხოლო მისი მყისიერად განადგურება გამოიწვევს ძლიერ მაგიურ დაღმასვლას. ამ ქმედების სერიოზულობის ილუსტრაციისთვის მოვიყვან შესაძლო დარღვევებს, რომლებიც შეიძლება საკუთარ თავზე გამოსცადოთ, ესენია: გულის ფუნქციონირების დარღვევა, ნერვული აშლილობა, სხვადასხვა სახის დამბლა ა.შ. გირჩევთ ყოველთვის გამოიჩინოთ სიფრთხილე, როდესაც საქმე მაგიასთან გვაქვს. მკაცრად უნდა დაიცვათ ინსტრუქციები და მიმართულებები, რომლებიც აქ მოვიყვანე. ყველა პირობის დაცვით, არასოდეს შეგექმნებათ რაიმე სახის საფრთხე არც ფსიქიკურ და არც სხეულებრივ სიჯანსაღეში. მხოლოდ სულელი უგულებელყობს წესებს და არ დაემორჩილება მათ, რითაც ავნებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ჭეშმარიტი ადამიანი მხოლოდ კაცობირობის საკეთილდღეო ქმედებებს განახორციელებს, რითაც მიაღწევს მაღალ შეფასებას მაგიაში და სამყარო გადმოღვრის მასზე წყალობისა და მადლის ძალას, რადგან იგი არასოდეს შეურაცხყოფდა ბუნებისა და სულის კანონებს.
აიღეთ თოჯინა ხელში და წარმოიდგინეთ მასში ასტრალური სუნთქვის ჩვეულებრივი პროცესი. თქვენ იგრძნობთ გულისცემას და სისხლის ფეთქვას. ახლა, დატვირთეთ თქვენი მარჯვენა ხელი აკაშას პრინციპით. წარმოიდგინეთ, რომ იგი ულტრა-შავი შეფერილობისაა. მიმართეთ აკაშა თოჯინის გულზე, მოულოდნელად, თითქოს მას ელვის მეხი ეცემა. ამ ქმედებით, თქვენ მოკალით ელემენტარი. თოჯინის გული გაჩერდება, სუნთქვა შეწყდება. წარმოსახვის მეშვეობით ამოიღეთ მენტალური სხეული ელემენტარიდან, რადგან აკაშას ჩარევით, ასტრალურ სხეულსა და მენტალურ სხეულს შორის კავშირი გაწყვეტილია. როგორც კი გამოიტანთ ასტრალურ სხეულს თოჯინის გარეთ, დაშალეთ იგი უნივერსალურ სინათლეში, თითქოს ორთქლდება. ამის შემდეგ, გადადით ასტრალური სხეულის ელემენტების მეშვეობით დაშლაზე. დაიწყეთ თავით და ცეცხლის ელემენტით, შემდეგ გულმკერდით და ჰაერის ელემენტით, შემდეგ მუცლით და წყლის ელემენტით და ბოლოს, ფეხებით და მიწის ელემენტით. ახლა, გახსენით თოჯინის ღრუ - გატეხეთ მისი თავი - და ამოაშრეთ სითხის კონდენსატორი ნაჭერით, რომელიც შემდგომში უნდა დაწვათ. თავად თოჯინა შეგვიძლია რომ ახალი ელემენტარის შესაქმნელად გამოვიყენოთ, მაგრამ უფრო მიზანშეწონილია მისი დაწვა ან მიწაში, განმარტოებულ ადგილას დამარხვა. ეს არის ელემენტარის დაშლის ნორმალური გზა.
გარდა ამისა, მე ვაპირებ აღვწერო სხვა მეთოდი, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ელემენტარი საკმაოდ ძლიერი გახდა და უარს ამბობს დამორჩილდეს მაგის ნებას. თავის დასაცავად და ელემენტარის ეშმაკობების აღსაკვეთად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციებს:
მოამზადეთ ძალიან ცხელი აბაზანა; იმის მაქსიმუმი, რისი გაძლებაც შეგიძლიათ და შედით მასში. დაიჭირეთ აბრეშუმში გახვეული ფიგურა მარცხენა ხელში. მარჯვენა ხელი აკაშას პრინციპით დატვირთეთ. ახლა, მოხსენით აბრეშუმი მარცხენა ხელით. შეგიძლიათ შეანჯღრიოთ და ისე მოხსნათ. იმ მომენტში, როცა შიშველ თოჯინას უშუალოთ წყლის ზემოთ დაიჭერთ, მიმართეთ დესტრუქციული აკაშას სხივი პირდაპირ გულში. ამავდროულად, ჩააყურყუმალავეთ თოჯინა მდუღარე წყალში და წარმოიდგინეთ, რომ მასში არსებული მთელი ძალა, მთელი უნარი და მთელი სიცოცხლე გადმოდის თქვენს სხეულში, სამშვინველში და სულში. ეს პროცესი წარმოადგენს თქვენს მიერ შექმნილი ელემენტარის ძალიან მკვეთრი განადგურების ქმედებას. საჭირო ელემენტები უბრუნდება თქვენს სხეულს, სამშვინვეკს და სულს, ხოლო დანარჩენი ემერგიები რჩება წყალში, რითაც თქვენ დაცული ხართ ნეგატიური ენერგიების თქვენზე გადმოსვილასგან. დატოვეთ აბაზანა და სხეული გაიმშრალეთ. თოჯინა წყალში დატოვეთ, სანამ წყალი არ გაცივდება. აბრეშუმსაც წყალში ვტოვებთ. ცივი წყალი გადაწურეთ და დარწმუნდით, რომ მას არავინ შეეხება. თუ ნათელმხილველი თვალები კარგად გაქვთ განვითარებული და მისი მეშვეობით თუ შეამჩნიეთ, რომ თოჯინა აურას ისევ გამოჰყოფს, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ პროცედურა. თუ აურას ვერ ხედავთ, მაინც შეგიძლიათ ამ პროცედურის გამეორება, რათა დარწმუნდეთ რომ ელემენტარი ნამდვილად აღარ არსებობს. დაწვით ან დამარხეთ თოჯინის ნაშთი აბრეშუმთან ერთად. ამ ოპერაციის დასრულებისას, ელემენტარი მკვდარი და გამქრალია თქვენი ცხოვრებიდან.
სანამ ამ თავს დავასრულებ, მინდა რამდენიმე მითითება მივცე მაგს, რომელსაც ელემენტართან უწევს მუშაობა. ეს მითითებები უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს პრაქტიკოსისთვის. ყოველი ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების წამი ბედისწერით წინასწარ განსაზღვრულია; შექმნის დასაწყისშივე, თქვენც ასევე უნდა განსაზღვროთ ელემენტარის სიცოცხლის ხანგრძლივობა; დააფიქსირეთ მოკვდინების ზუსტი საათი და წუთი, იმ შემთხვევაშიც, თუნდაც განსაზღვროთ რომ იგი წლების მანძილზე იცოცხლებს. რეკომენდირებულია ყცელაფრის წინასწარ ჩაწერა, რათა არაფერი დაგვავიწყდეს. თუ თქვენი ელემენტარის კონდენსაცის მაღალი დონის შემწეობით მას საუბარი შეუძლია, ისინი გთხოვენ ან შეეცდებიან დაგემუქრონ, რომ არ გაანადგუროთ ისინი. ნამდვილი მაგი არ დაემორჩილება არც მათ დაპირებებს და არც მუქარებს. ადრე თუ გვაინ თქვენ დაკარგავთ ელემენტარზე კონტროლს, რაც ნამდვილად დამღუპველი აღმოჩნდება თქვენთვის. იმ შემთხვევაშიც, თუ ელემენტარი ერთგულად გემსახურათ და თქვენი მხრიდან სიყვარული გამოიწვია, სიკვდილის საათის მოახლოებისთანავე, ისინი გულგრილად და ცივსისხლიანად უნდა გაანადგუროთ. დაიწყეთ დაშლის აქტი სიბრალულის გარეშე, თითქოს რაიმე სახის სტანდარტულ მაგიურ ოპერაციას ასრულებთ.
დაფიქრდით რამდენად მნიშვნელოვანია ელემენტარის დაშლის ფიქსირებული დროის მონაკვეთი; თუ თქვენ ამ დროის დადგომამდე გარდაიცვლებით, ელემენტარი მაინც დაიშლება როცა ამის დრო მოვა. ამავდროულად, დაშლის ოპერაციის შესრულება აკაშას სფეროდანაც შეგიძლიათ. მე არ ვაპირებ ამ დეტალის აღწერას, რადგან ეს ასპექტი ჩვენი წიგნის ინტერესის სფეროში არ შედის. როცა ასტრალურ სფეროში მოხვდებით, თქვენ, როგორც სრულყოფილი მაგი, ავტომატურად მიხვდებით ეს როგორ კეთდება. თუ ელემენტარის სიცოცხლე დროში არ დაფიქსირდება, იგი განაგრძობს არსებობას ასობით წლის განმავლობაში და შეძლებს რომ მუდმივად სიცოცხლისუნარიანი იყოს. იგი დროთა განმავლობაში გადაიქცევა მოჩვენებად, გობლინად ან ვამპირად, ამავდროულად აკაშას პრინციპში მყოფ მაგს, მის მიერ შექმნილი ელემენტარის ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.
ჩნდება კითხვა: რამდენი ელემენტარის შექმნა შეუძლია მაგს? ეს მთლიანად მაგზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ელემენტარი სჭირდება საკუთარი მიზნებისათვის. არიან მაგები, რომელთაც ბევრი ელემენტარი ჰყავთ თავიან გარშემო და ისინი ემსახურებიან თავიანთ შემქმნელს. ასე მაგალითად, ელემენტარი წინასწარ აფრთიხლებს მას მოახლოებული საფრთხეების შესახებ, მათ მოაქვთ ან მიაქვთ შეტყობინებები, ისინი იცავენ მას ფიზიკურ დონეზეც და ა.შ. არ არის საჭირო ყველა შესაძლებლობის ციტირება, რადგან ყოველივე ინდივიდუალურია და მაგზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს თავის ქმნილებას. უძველეს ანტიკურ ტექსტებში მოხსენიებული მოლაპარაკე ხატების და სვეტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ელემენტარული მაგიის შედეგს. ცნობილი ლეგენდა გოლემის შესახებ, რომელიც რაბინმა ლოუმ შექმნა, ასევე უკავშირდება ელემენტარულ მაგიას. მაგრამ, ხორციელი გოლემის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ კაბალისტური რიტუალებით. ვინც ფლობს ინფორმაციას კაბალისტური მისტიციზმის შესახებ, მსგავსი ინფორმაციით საკმაოდ ინფორმირებულია. გარკვეულწილად სინთეზი იგივეა, რაც ჩვენს მეთოდში.
მესამე მეთოდი: სანამ მესამე მეთოდის პრაქტიკაზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეთოდი ძალიან ცოტასთვისაა ცნობილი და მას მხოლოდ რამდენიმე აღმოსავლური მისტიციზმის ადეპტი იყენებს. თუ ვინმე მესამე მეთოდს პრაქტიკაში გამოსაყენებლად გადაწყვეტს, გაითვალისწინოს ყველაფერი, რაც აქამდე დავწერე ელემენტარების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, განდობილი უნდა დაფიქრდეს ძალიან ინტენსიურად, თუ რა მიზნისთვის გამოიყენებს მას, რა იქნება ელემნტარის დანიშნულება და ამოცანა. გარდა ამისა, მან უნდა გაითვალისწინოს ფორმა, რის შექმნასაც აპირებს, იქნება ეს კაცი, ქალი თუ ჰერმაფროდიტი. უფრო მეტოც, მან უნდა განსაზღვროს ელემენტარის სახელი და არ უნდა დაავიწყდეს მისი სიცოცხლის ხანრგძლივობის განსაზღვრა, დღე, საათი და წუთი. მან უნდა ჩაიწეროს ყველა ეს ნიუანსი. თუ ელემენტარს პირადი გამოყენებისთვის ვქმნით, ელემენტების პროექცია ხდება ჩვენი სხეულიდან, ხოლო თუ იგი სხვისთვის იქმნება, ელემენტების პროექცია ხდება პირდაპირ სამყაროდან. მეტიც, განსაზღვრეთ როგორ მოუხმობთ ელემენტარს, რიტუალით, ფორმულით თუ ჟესტით. აუცილებლად შეარჩიეთ ადგილი, სადაც ელემენტალს შეინახავთ და მას არავინ შეეხება. გულდასმით განიხილეთ ყველაფერი და გააკეთეთ წერილობითი შენიშვნები, შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ პრაქტიკა. მოცემულ მეთოდში მე აღვწერ ცეცხლის ელემენტით შექმნილ ელემენტარს, რომელიც შეგვიძლია ჩვენი მიზნებისათვის გამოვიყენოთ:
თაბახის დიდ ფურცელზე დახატეთ წრე. წრის შუაში ჩახატეთ ჩვეულებრივი რვაკუთხედი (ე.წ ოქტაგონი). ეს რვაკუთხედი სიმბოლურად ასახავს ელემენტების პოზიტიური და ნეგატიური თვისებების და შედეგების პოლარობას. თავად წრე წარმოადგენს ყოვლისმომცველი აკაშას პრინციპის სიმბოლოს, რომლიდანაც ყველა ელემენტი გამომდინარეობს. მონიშნეთ რვაკუთხედის ცენტრი ნებისმიერი ნიშნით, რომელიც ელემენტარის ნიშანი იქნება. ქაღალდი, რომელსაც იყენებთ, დიდი უნდა იყოს, რათა რვაკუთხედის ცენტრში ელემენტარი თავისუფლად დადგეს. ახლა, ამოტვიფრეთ იგივე ნიშანი პატარა მრგვალ ობიექტზე, საუკეთესოა სპილენძის, ვერცხლის ან ოქროს დისკი, თუმცა ნებისმიერი სხვა სახის ლითონიც გამოდგება, 1/2 ინჩის დიამეტრით. თუ სხვა არაფერია ხელმისაწვდომი, პატარა ხის ფირფიტაც გამოდგება. თუ ელემენტარი განკუთვნილია ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, რეკომენდირებულია რაიმე მეტალის დისკო. ტიბეტელი ლამები ხშირად იყენებენ მსგავს გრავიურებს სხვადასხვა ნივთების დასამალად, თუმცა, ქაღალდის ნაცვლად ისინი სიმბოლოებს ქვის დიდ ლოდებზე ტვიფრავენ, რომლებიც აღმართულია ისეთ მარტოსულ ადგილებში, სადაც ვერასდროს ვერცერთი ადამიანი ვერ მოხვდება. მსგავსი გრავიურები 3-4 იარდის დიამეტრით გამოირჩევა. ჩვენი მიზნისთვის საკმარისია მოზრდილ ფურცელზე, წითელი მელნით შესრულებული სიმბოლოები.
როცა პირველად სამზადისს დავასრულებთ, დავიწყოთ ელემენტარების შექმნის პრაქტიკა. დაჯექით კომფორტულად თქვენს ასანაში, გაშალეთ ქაღალდი და მოათავსეთ პატარა სიმბოლო დიდი სიმბოლოს ცენტრში. როგორც კი მეტალზე ამოტვიფრულ პატარა სიმბოლოს ავიღებთ, დავუძახოთ ელემენტარს მისთვის შერქმეული სახელით. პატარა სიმბოლო ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ელემენტების პროექციის შეჩერებისთვის. შეისუნთქეთ ცეცხლის ელემენტი ფორებით სუნთქვის მეშვეობით და გაჟღინთეთ იგი თქვენი სურვილით მაშინვე, თქვენს სხეულში, ან თქვენი სხეულის გარეთ ელემენტის პროექციის შემდეგ. უფრო სწრაფი წარმატების მისაღწევად, ორივე შესაძლებლობის გამოყენება დასაშვებია, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. ახლა, გამოიტანეთ ცეცხლის ელემენტი თქვენი სხეულიდან ისე, რომ იგი შეკუმშული იყოს ძალიან მცირე ცეცხლის ნაპერწკალის ზომამდე. შემოატარეთ ეს ნაპერწკალი პატარა სიმბოლოს ზედაპირს. გაიმეორეთ ეს ექსპერიმენტი მინიმუმ შვიდჯერ ისე, რომ ყოველ შემოვლაზე ნაპერწკალი უფრო და უფრო იზრდებოდეს. შვიდჯერ გამეორების შემდეგ, ნაპერწკალმა შესაძლოა მიაღწიოს სანთლის ალის ზომას. თუ დაიღალეთ, შეგიძლიათ ალი გაგზავნოთ იქ, სადაც აპირებთ ელემენტარის შენარჩუნებას. ახლა, აიღეთ პატარა სიმბოლო, რომელიც დიდ სიმბოლოზე გიდევთ და შეინახეთ კარგად დაცულად ან თან ატარეთ. დაკეცეთ დიდი სიმბოლო და ისიც კარგად შეინახეთ. პირველი დავალება დასრულებულია.
შემდეგ ჯერზე, გაშალეთ დიდი სიმბოლო, დადეთ სიმბოლოს ცენტრში პატარა დისკო (რომელზეც იგივე სიმბოლოა ამოტვიფრული) და მოუხმეთ ელემენტარს შერქმეული სახელით; თქვენი სიმბოკოს ზედაპირზე მაშინვე პატარა ალი გამოჩნდება. გაინეორეთ ცეცხლის ელემწნტის პროექციის სავარჯიშო და ნება მიეცით პატარა ალს გაიზარდოს იქამდე, სანამ არ ექნება თქვენთვის სასურველი ზომა და სიმაღლე. წარმოსახვის მეშვეობით, მოახდინეთ ცეცლოვანი ალის ტრანსმუტაცია (შერწყმა) სასურველ ფორმაში, რითაც თქვენი ელემენტარი საბოლოოდ შექმნა. თქვენ შეგიძლიათ ისევ დატვირთოთ იგი ცეცხლის ელემენტით, რათა მიიღოთ უფრო ეფექტური ინტენსივობა. რაც უფრო ხშირად გაინეორებთ ამ სავარჯიშოს, მით უფრო ეფექტური იქნება თცვენი ელემენტარი. მასთან მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც წინა ორ შემთხვევაში. განსხვავება ისაა, რომ დატ ირთვა ყოველთვის ხდება დიდი სიმბოლოს დახმარებით, მისთვის ბრძანების მისაცემად საკმარისია თქვენს მიერ შერჩეული რიტუალის გამოყენება ან პატარა სიმბოლოს ხელში დაჭერა და ბრძანების გაცემა. ეს მეთოდი ძალიან პოპლარულია ტიბეტში, სადაც ელემენტარს "იიდამს" ეძახიან. ამ ელენტარის დაშლაც ხდება პირველ და მეორე მეთოდებში აღწერილი ინსტრუქციების მიხედვით. არ დაგავიწყდეთ დაშლის ინდივიდუალური მეთოდიც, რომელიც სურვილის შემთხვევაში თავად უნდა შეადგინოთ. ასეთი ელემენტარის გამოყენება ძალიან მრავალფეროვანია და მე არ შემიძლია ყველა შესაძლებლობის დაწვრილებით ციტირება.
მაგალითად, არსებობენ იიდამები, რომლებიც შექმნილნი არიან ავადმყოფების სამკურნალოდ, სხვადასხვა ობიექტების გადასატანად, საფრთხის შესატყობინებლად, შეტყობინებების გასაგზავნად და ა.შ. არ მისცეთ იიდამს ბევრი ბრძანება. ყველაზე მომგებიანია ერთი იიდამის ერთი მიზნისთვის გამოყენება. იიდამის შექმნა შესაძლებელია ოთხივე ელემენტის დახმარებითაც. თუმცა, ამჯერად ცეცხლის ელემენტის ნაცვლად ვიწყებთ მიწის ელემენტის პროექციას, რასაც მოჰყვება წყლის ელემენტი, შემდეგ ჰაერი და ბოლოს ცეცხლი. მესამე მეთოდის შესახებ ყველაფერი ნათქვამია.
მეოთხე მეთოდი: მეოთხე მეთოდი იგივეა, რაც მესამე მეთოდი, მაგრამ გამონაკლისი ისაა, რომ ჩვენ თავიდამვე წარმოვიდგენთ ელემენტარის სრულ ფორმას. ამ გზით ელემენტარი მყისიერად იქმნება და მზადდება. მისი ძალა და ეფექტურობა ელემენტბის პროექციასთან ერთად უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი შედარებით რთულია, გამოცდილ და კარგი ფანტაზიით დაჯილდოებულ მაგს მასთან გამკლავება ადვილად შეეძლება. მათი დატვირთვა, დროის განსაზღვრა, შენახვა, დანიშნულების სფერო და ა.შ. ზუსტად იგივენაირად იქმნება, როგორც წინა სამ მეთოდში.
2. სურათების მაგიური დამუხტვა.
სურათების მაგიური დამუხტვა, ელემენტართა შექმნის ოთხ მეთოდთან ღრმა კავშირშია. ყველას გვსმენია, რომ კულტების, წმინდანების და ღმერთების სურათებიდან ძალიან ძლიერი მაგიური ვიბრაციები მოედინება, რომლებიც სასწაულებრივ ეფექტს წარმოქმნის სხეულზე: ინკურნებიან ავადმყოფები, ეძლევათ ხილვები და ა.შ. კურთხეული სიჩუმე, სიმშვიდე და იდუმალი ატმოსფერო ყველასთვის ცნობილია, ვინც ხვდება წმინდა ადგილებში ან მსგავსი ენერგიით სავსე ტაძრებში. მსგავსი ატმოსფერო ყველასთვის ცნობილია და არ არის საჭირო ამ საკითხის დეტალურად განხილვა. ეს ფენომენები ნაწილობრივ დადასტურებულია მეცნიერების მიერ, მაგრამ ბოლომდე ახსნილი მაინც არ არის. ასეთი ტიპის წმინდანთა და ღმერთთა ხატების პროექცია პოზიტიურად არაცნობიერია. მაგრამ, მაგიური თვალსაზრისით, შესაძლებელია ნებისმიერი ნახატის შეგნებულად დამუხტვა. მე ახლა ძალიან სასარგებლო და პრაქტიკულ ინსტრუქციას მოვიყვან.
სინამდვილეში ელემენტისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მუხტი წმინდანის ხატში მოთავსდება თუ არაფრით გამორჩეულ ნახატში. სინთეზი ყოველთვის იგივედ რჩება: ესაა ემანაცია და მისი დანიშნულების ცვლილება. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ ნახატზე გამოსახული ადამიანი ჯერაც ცოცხალი არ უნდა იყოს. ემოციური კავშირის შედეგის სახით, რომელიც პიროვნების სხეულს, სამშვინველს და სულს მიემართება, ცოცხალ ადამიანს შესაძლოა უდიდესი ზიანი მიადგეს. ასევე არ უნდა იყოს არასწორად შერჩეული ნახატები, რომლებმაც შესაძლოა სექსუალური მადის გაღვიძება ან არასწორი ასოციაციები გამოიწვიოს; მაგალითად, პრაქტიკის ჩატარება არ შეიძლება შიშველი ქალის ფოტოზე. ამ შემთხვევაში მაგს ემუქრება, რომ მისი ელემენტარი ვამპირი, ინკუბუსი ან სუკუბუსი გახდეს. (ინკუბუსი და სუკუბუსი - სექსუალური ენერგიის მზარდი პროექციის შედეგად შექმნილი არსება, რომელიც სექსუალურ კონტაქტს ამყარებს მძინარე ადამიანთან ან იწვევს პიროვნებაში სხვადასხვა სექსუალურ გადახრებს. მთარგმნ. შენ.). არასოდეს შექმნათ ისეთი ელემენტარები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სექსუალური ენერგიის პროვოცირებით. ეს პირველადი ზომები უნდა დაიცვას ყველამ, ვინც აპირებს იმ პრაქტიკის შესრულებას, რომელსაც ქვემოთ აღვწერ:
თუ დამუხტვისთვის ზეთის ნახატს ირჩევთ, თქვენ პირდაპირ ვერ გამოიყენებთ კონდენსატორს, მაგრამ ზოგადად იგი ხელს უწყობს ელემენტარის გაძლიერებულად, მოკლე დროში შექმნას. გაჭერით ჩაღალდის ან მუყაოს ნაჭერი ნახატის ზომაზე. დაასველეთ იგი სითხის კონდენსატორით და დატოვეთ გასაშრობად. როგორც კი ქაღალდი გაშრება, გახსენით ჩარჩოს უკანა მხარე და მოათავსეთ კონდენსატორი პირდაპირ ფერწერის უკან. არ აქვს მნიშვნელობა რა მასალისგანაა დამზადებული ნახატი. ახლა, დააფარეთ უკნიდან კონდენსატორის ქაღალს ახალი ქაღალდი ან მუყაოს ნაჭერი და დააფიქსირეთ იგი ლურსმანით ან წებოვანი ლენტით, მასში მტვრის შეჭრისგან თავის აციკების მიზნით. ამრიგად, ნახატი მომზადებულია დასამუხტად. შეგიძლიათ დაკიდოთ კედელზე ან დატოვოთ თქვენს სამუშაო ადგილას.
ახლა, წარმოსახვის მეშვეობით, მენტალური სხეუკი ისეთნაირად დააფორმირეთ, რომ იგი ზუსტად შეესაბამებოდეს შერჩეული ნახატის ზომასა და ფორმას. დანარჩენი მეთოდი იგივეა, რაც ელემენტარების შექმნის მეორე მეთოდშია ახსნილი. როცა მენტალურ სხეულს წარმატებით გადაიტანთ ნახატში, გადაეცით სამშვინველის შესაბამისი თვისებები ნახატს, როგორიცაა ნების ძალა, ინტელექტი, შეგრძნება და ცნობიერება, ეს ყველაფერი თქვენი წარმოსახვით უნდა გააკეთოთ. ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ მენტალური სხეულის დაფარვა. ამ საფარში კონცენტრაცია უნდა გაამახვილოთ ნახატის მოქმედების სფეროზე და მისი დატვირთვის მიზანზე. თუ ნახატს სხვისთვის ვმუხტავთ, ვიცით რომ ჩვენი სხეუკის მაგივრად, ელემენტების პრექცია პირდაპირ სამყაროდან უნდა მოხდეს. სტანდარტულად დამუხტვა უნდა მოხდეს ერთი ელემენტით, მაგრამ შესაძლებელია ოთხივე ელემენტით და მათ შორის ნახატის აკაშას პრინციპით დამუხტვაც. ოთხივე ელემენტის გამოყენების შემთხვევაში უნდა იმუშაოთ ისე, თითქოს ნამდვილ ადამიანს ქმნით. პროექციის დასასრულს, მიანიჭეთ პორტრეტს სიცოცხლე ზუსტად იგივე სიტყვების წარმოთქნით, რაც აღწერილია მეორე მეთოდში. დაშლაც ხდება იგივენაირად, თუ თქვენ არ იყენებთ ინდივიდუალურად შემუშავებულ მეთოდს. პრაქტიკის მრავალჯერადი გამეორების შემდეგ, ნუ დატოვებთ ელემენტარს სურათში; შეინახეთ სურათის უკან, კედელში. თუ ელემენტარი სურათიდან გამოვიდა, იგი შესაძლოა ხილუკი გახდეს სხვა ადამიანებისთვისაც. მოერიდეთ ტრაბახს და ეცადეთ თქვენი პრაქტიკა მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყოს, რათა არ შექმნათ ცუდი რეპუტაცია, როგორიცაა შავი მაგის ტიტული.
ზოგიერთი მაგალითის ფონზე მე ფარდა ავხადე პრაქტიკული მაგიის ძალიან მნიშვნელოვან საფეხურს, რომლის დამუშავებაც ყველა მაგს შეუძლია, სხვა მეთოდებთან ერთად. მიზანშეწონილად მივიჩნიე მხოლოდ ამ ოთხი მეთოდის ციტირება, რომლის გამოყენებაც, ყველასთვის გასაგებად ახსნილი იქნება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი განდობილი, რომელიც მთელი მონდომებით არ მუშაობდა წინა საფეხურებში, ვერასდროს შექმნის სწორ ელენტარს, სრულყოფილს ყველა მიმართულებით.
ამ შენიშვნით მე ვწყვეტ მეშვიდე საფეხურის სავარჯიშოებს.
მეშვიდე საფეხურის სავარჯიშოების შეჯამება:
I. მენტალური მაგიის შესწავლა (VII)
1. სამშვინველის ანალიზი პრაქტიკასთან მიმართებაში.
II. სამშვინველის მაგიის შესწავლა (VII)
1. ასტრალური შეგრძნებების განვითარება ელემენტებისა და კონდენსატორის დახმარებით.
ა) ნათელმხილველობა.
ბ) ნათელსმენა.
გ) ნათელშეგრძნება.
III. სხეულის მაგიის შესწავლა (VII)
1. ელემენტარების შექმნა ოთხი განსხვავებული მეთოდით.
2. სურათების მაგიური დამუხტვა.