მეცხრე საფეხური
მეცხრე საფეხური
მენტალური მაგიის შესწავლა (IX)
განდობის მეშვიდე საფეხურის სამშვინველის მაგიის შესწავლაში, მე დეტალურად განვიხილე ნათელმხილველობის პრობლემა. ამ საფეხურზე, მსურს კიდევ ერთხელ ყურადღებით განვიხილო ეს საკითხი. ინსტრუქციებს, რომლებიც დღემდე დაწერილ სხვადასხვა წიგნებში იყო მოხსენიებული, არც ერთი პრაქტიკოსისთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია. განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული ადამიანებიც კი, მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას აღწევენ მედიუმიზმის ხაზში, რომელიც ადრე თუ გვიან საერთოდ იკარგება. პრაქტიკოსებს ძალიან ხშირად აწუხებთ სხვადასხვა დაავადებები, როგორიცაა: მხედველობის სისუსტე, ნერვული აშლილობა და ა.შ. ასეთი დაავადებების მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი ნათელმხილველობა არ არის განვითარებული მენტალური და ასტრალური განვითარების შედეგად, არამედ იგი მოგონილია და სწორედ ამიტომ, ცალმხრივია, სუსტი და ავადმყოფური. არ მიჰყვეთ მსგავს არაკომპეტენტურ პრაქტიკებს. ასეთი პრაქტიკების მიყოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ფენომენი, რომელსაც ელემენტების ნეიტრალიზება ეწოდება და რომელიც რომელიმე ელემენტის მგრძნობელობას აუცილებლად გაზრდის; შესაძლოა ასეთ მომენტებში მართლაც აღინიშნოს ნათელხილვა, მაგრამ ამ ყველაფრის ეფექტურად მიღება და განვითარება დამოკიდებულია განდობილის სულიერ ინტელექტზე, სიმწიფეზე და მათ შორის, კარმაზეც. ელემენტების ნეიტრალიზება შეგვიძლია დავყოთ ოთხ ძირითად ჯგუფად:
1. ცეცხლის პრინციპის ნეიტრალიზება: ამ ჯგუფს განეკუთვნება ნათელმხილველობასთან დაკავშირებული ყველა ექსპერიმენტი, რომელიც სრულდება მზერის ფიქსაციით, მაგალითად ბროლზე დაკვირვებით, შავ მელანზე დაკვირვებით, სარკეებით და ა.შ.
2. ჰაერის პრინციპის ნეიტრალიზება: ამ ჯგუფს განეკუთვნება ნათელმხილველობის ექსპერიმენტები, რომლებიც ტარდება ფუმიგაციის დახმარებით და რომელშიც შედის სხვადასხვა ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული აირებისა და ორთქლების შესუნთქვა.
3. წყლის ელემენტის ნეიტრალიზება: ამაში შედის ნარკოტიკებთან და ალკალოიდებთან ჩატარებული ექსპერიმენტები, როგორებიცაა ოპიუმი, ჰაშიში, სომა და პეიოტი, რომლებიც ხვდებიან სისხლში, საჭმლის მომნელებელი სისტემის ან ფილტვების გავლით.
4. მიწის ელემენტის ნეიტრალიზება: ამ ჯგუფში შედის ექსპერიმენტები და პრაქტიკები, რომელიც იწვევს ცნობიერების დისოციაციას ან სრულიად გამოყოფას; ასეთ ექსპერიმენტებს განეკუთვნება ცეკვა, გარკვეული სახის სხეულის რხევები, თავის ვარჯიში და ა.შ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება გიჟებისა და ფსიქიკურად ავადმყოფების ყველანაირი შიზოიდური ხილვები, რომლებიც წარმოიქმნება შოკის, მრისხანების ან პათოლოგიური დაღლილობის შედეგად.
ბევრი რამის თქმა შეიძლება ასეთი სავარჯიშოების მრავალფეროვნებაზე, მათ საფრთხეებზე და უარყოფით მხარეზე. მაგრამ, ეს მოკლე აღწერა საკმარისი უნდა იყოს გულწრფელი მაგისთვის. სავსებით აშკარაა, რომ ნებისმიერი ელემენტის ნეიტრალიზება იწვევს არა მხოლოდ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, არამედ იგი აყოვნებს სულიერ განვითარებასაც; უმეტესად ასეთი შემთხვევა ვლინდება ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტების ხშირად გამეორებისას, როცა ისინი ჩვევად იქცევა. ამ ოთხ ძირითად ჯგუფზე დაყრდნობით, მაგს შეუძლია დარწმუნდეს უმაღლესი ძალების გამოცდილებაში და უარი თქვას ადვილად დამორჩილდეს მდაბალი ძალების ცდუნებებს. როგორც კი განდობილი მსგავს მაცდურ საშუალებებს დანებდება, მას ჭეშმარიტად გაუჭირდება ისევ ზევით აღმასვლა!
მაგი საკუთარ თავს ელემენტების დროებითი განეიტრალების შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ აძლევს, როცა იგი უკვე კარგად გაწვრთნილი პრაქტიკოსია, აქვს მტკიცე ნებისყოფა, შესანიშნავად ეუფლება ელემენტებს და განვითარებული აქვს ასტრალური შეგრძნებები. იგი ნებისმიერ ქმედებას ასრულებს სრული დარწმუნებულობით, რომ საკუთარ სხეულს, სამშვინველსა და სულს საფრთხე არ ექმნება. ჭეშმარიტი მაგი აღადგენს ელემენტების წონასწორობას სავარჯიშოების დახმარებით. ნათელმხილველობის პრაქტიკაში შედეგები დამაკმაყოფილებელია იმ შემთხვევაში, როცა ვასრულებთ არა ექსპერიმენტებს, არამედ ვმუშაობთ მიზანმიმართულად ჩვენს მიერ დასახული სავარჯიშოების შესაბამისად, რაც ყოველთვის ჩვენი სულიერი განვითარების თანმხლები უნდა იყოს.
1. პრაქტიკული ნათელმხილველობა მაგიური სარკეების მეშვეობით.
არსებობს ორი სახის მაგიური სარკეები:
1. ოპტიკური სარკეები დამზადებულია ბრტყელი ან ჩაზნექილი მინისგან და ერთ მხარეს დაფარულია ვერცხლის ამალგამით ამ შავი ლაქით. რაც შეეხება ჩაზნექილ სარკეს, იგი გარედან ლაქირებულია, ხოლო შიდა ნაწილი მბზინვარე ექნება. ბროლის ბურთებიც მაგიური სარკეების ჯგუფს განეკუთვნება. აუზის ზედაპირიც კი შეიძლება ჩაითვალოს ოპტიკური სარკის მაგალითად.
მაგიური სარკეების მეორე სახეობას მიეკუთვნება სარკეები, რომლებზეც მიკრულია სითხის კონდენსატორები, რაც წინა საფეხურზე აღვწერე.
პირველ რიგში, მაგმა უნდა იცოდეს, რომ, წარმატებას მაგიური სარკე კი არ იძლევა, არამედ ასტრალური და მენტალური ხარისხი, რომელიც წინა სავარჯიშოების შედეგადაა განვითარებული. შესაბამისად, განდობილი ნებისმიერ მაგიურ სარკეს ერთგვარი მოწყობილობის და ინსტრუმენტის სახით აღიქვამს. ეს არ ნიშნავს, რომ იგი სარკის გარეშე ვერ იმუშავებს, მაგრამ სარკე მაგისთვის კარგ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს.
ის, ვინც ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობდა ამ საფეხურამდე, არასოდეს დაჯდება მაგიური სარკის წინ და არ გადაიღლის ვიზუალურ ნერვებს. განდობილმა უნდა იმუშაოს საკმაოდ განსხვავებული კუთხით, რომელიც მაგიურად სწორია. სანამ პრაქტიკის დეტალურ აღწერაზე გადავალ, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რომელ შემთხვევებშიც მაგიური სარკის გამოყენება შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს:
1. ფანტაზიასთან/წარმოსახვასთან მუშაობისას, როცა ოპტიკური ნერვებია საჭირო.
2. ყველა სახის ძალების, სითხეების და ფლუიდების დატვირთვისას.
3. როგორც ტრანზიტული კარიბჭე ყველა დონეზე.
4. როგორც დახმარება, ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანებთან კომუნიკაციისას.
5. როგორც დახმარე საშუალება, სხვადასხვა ძალებთან, არსებებთან და ა.შ. კომუნიკაციისას.
6. როგორც დამხმარე მოწყობილობა რადიოთერაპიისას ან ოთახის გაჟღენთვისას.
7. გავლენის მოსახდენად საკუთარ ან სხვა პიროვნებაზე.
8. როგორც მაგიური გამცემი ან მიმღები.
9. როგორც დამხმარე საშუალება საშიში ან არასასურველი ზემოქმედების/გავლენის თავიდან ასაცილებლად.
10. როგორც ინსტრუმენტი, ყველა სასურველი ძალის პროექციისთვის, სურათებისთვის, ნახატებისთვის და ა.შ.
11. როგორც ტელევიზორი.
12. დამხმარე საშუალება წარსულის, აწმყოს ან მომავლის გამოსაკვლევად.
ყველა შესაძლებლობის ციტირება შეუძლებელია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგიური სარკე წარმოადგენს ერთგვარ უნივერსალურ დამხმარე საშუალებას. ამ თორმეტ მაგალითზე დაყრდნობით, ინტუიციურ მაგს თავად შეუძლია ახალი სავარჯიშოების გამოგონება.
დაჯექი ასანაში მაგიური სარკიდან 1-2 იარდის მანძილზე. განათება მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. ახლა, დაიწყეთ სარკის ზედაპირზე არეკლილი საგნების წარმოსახვის დახმარებით აღქმა. ცოტა ხანში დაამატეთ სარკის ზედაპირზე აღსაქმელი ობიექტების რიგს წარმოსახვით შერჩეული საგნები. იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში ოსტატი გახდით წარმოსახვითი ვარჯიშების საკითხში, ეს სავარჯიშო თქვენთვის რთული არ იქნება. დაიკავეთ საგნის წარმოსახვა რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდგომში დაითხოვეთ/დაშალეთ წარმოსახვა. თუ ჯერ კიდევ გექმნებათ პრობლემა საგნების წარმატებით წარმოსახვასთან დაკავშირებით, საწყის ეტაპზე სცადეთ სხვადასხვა ფერების წარმოდგენა, სანამ ობიექტებზე გადახვალთ. როგორც ადრე აღვნიშნე, ოპტიკური წამოსახვის ფაკულტეტი ცეცხლის ელემენტის ანალოგია, ამიტომ, განდობილები, რომლებიც სრულყოფილად დაეუფლნენ ცეცხლის ელემენტს, საუკეთესო წარმატებას მიაღწევენ მაგიურ სარკეებთანაც. ობიექტების წარმოსახვის შემდეგ, მიმართეთ სხვადასხვა ცხოველებს და ადამიანებს; თავდაპირველად სცადეთ მეგობრების და მათი თვისებების წარმოდგენა, შემდეგში კი უცხო ხალხზე და რასებზე გადადით. ახლა, გააფართოვეთ თქვენი წარმოსახვის მუშაობა მთელი სხეულის მასშტაბით. როგორც კი შეძლებთ სარკის ზედაპირზე ნებისმიერ ადამიანის (ცნობილის თუ უცნობი,ს ქალის თუ კაცის) აღქმას, გააგრძელეთ სახლების და ადგილების წარმოსახვა. სავარჯიშო გრძელდება იქამდე, სანამ ყველა წარმოსახული ობიექტის აღქმაში საოცარ ოსტატობას არ მიაღწევთ. მხოლოდ და მხოლოდ ახლა ხართ მაგიურად მომზადებული სარკის მაგიის სწორად შესრულებისთვის.
ეს წინასწარი სავარჯიშოები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მენტალური, ასტრალური და მატერიალური თვალები უნდა მიეჩვიონ ხედვას წარმოსახვითი სავარჯიშოების დახმარებით, რათა შემდგომში უფრო ცხადად აღიქვათ შთაბეჭდილებების ზომა და სიცხადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი მხოლოდ დამახინჯებულ სურათებს აღიქვამს. ამ წინასწარი სავარჯიშოს შერსულებისას, არასოდეს მიაქციოთ ყურადღება სარკის ანარეკლზე სპონტანურად გამოჩენილ გამოსახულებებს, რაც შესაძლოა ნამდვილად შეინიშნოს სულიერი ნიჭის მქონე ადამიანებში. მტკიცედ უნდა თქვათ უარი ყველა გამოსახულებაზე, რომელიც ჩვენთვის არასასურველად გამოიყურება, ანუ რომელიც ჩვენს წარმოსახულ ობიექტში არ შედის. რაც არ უნდა ლამაზები ან წარმოუდგენელნი იყვნენ ისინი, განდევნეთ სარკის ზედაპირიდან, რადგან მსგავსი გამოსახულებები ეკუთვნის ქვეცნობიერის მიერ ამოტანილ ჰალუცინაციების სფეროს; ჩათვალეთ რომ იგი თქვენს შეფერხებას და ხელის შეშლას ცდილობს. წარმოსახვითი მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რაც უფრო დიდია სარკე.
2. მაგიური სარკის დატვირთვა.
მაგის მომდევნო ამოცანა იქნება სარკის დატვირთვა. განდობილს უნდა შეეძლოს სარკეში სასურველი ძალის მიბმა წარმისახვის დახმარებით, არ აქვს მნიშვნელობა, ძალის პროექციას საკუთარი თავიდან მოახდენს თუ უშუალოდ სამყაროდან. შემდგომი სახის დატვირთვები უნდა განხორციელდეს:
1. ერთმანეთის მიყოლებით, ოთხივე ელემენტით დატვირთვა.
2. აკაშას პრინციპით დატვირთვა.
3. სინათლით დატვირთვა.
4. ელექტრული ფლუიდით დატვირთვა.
5. მაგნიტური ფლუიდით დატვირთვა.
როგორც კი მაგი სარკის დატვირთვის გარკვეულ უნარს მოიპოვებს, იგი მზადაა შემდგომი სარკის ექსპერიმენტებისთვის.
3. მაგიური სარკე, როგორც ტრანზიტული კარიბჭე ყველა დონეზე.
ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას, იზრუნეთ რომ თქვენმა გარემოცვამ არ შეგაწუხოთ. კომფორტულად მოთავსდით სარკის წინ და დატვირთეთ მისი ზედაპირი აკაშას პრინციპით, რომელსაც ფილტვებისა და ფორებით სუნთქვის მეშვეობით აგროვებთ. სარკის დატვირთვა ორგანიზმში დაგროვებული აკაშას პრინციპით შეგიძლიათ ხელების ან მზის წნულის დახმარებით. ახლა, დაივიწყეთ ყველაფერი თქვენი სხეულის შესახებ და იფიქრეთ საკუთარ სამშვინველზე, რომელსაც შეუძლია მიიღოს ყველანაირი ფორმა და ზომა. წარმოიდგინეთ, თქვენი სხეული იმდენად პატარავდება, რომ თავისუფლად შეგიძლიათ სარკეში გავლა. ამ სავარჯიშოს წარმოსახვის დახმარებით შესრულებისას, თქვენ ასტრალურ დონეზე აღმოჩნდებით. დარჩით ამ დონეზე შეგნებულად/გაცნობიერებულად გარკვეული დროის განმავლობაში და კარგად დააკვირდით ყველაფერს გონების დაკარგვის და ჩაძინების გარეშე. ამის შემდეგ, სარკის მეშვეობით დაბრუნდით უკან და ისევ დაეკონტაქტეთ საკუთარ თავს ასტრალური დონის სრულ წყვდიადში. სავარჯიშოს ხშირი გამეორების შემდეგ, თქვენ აღიქვამთ სინათლეს. ეს ამავდროულად უცნაური გრძნობაა, იგი თავისუფლების შეგრძნებას ჰგავს, რომელსაც დროისა და სივრცის დაძლევის განცდა ახლავს თან. თქვენ ამ მომენტში ნამდვილად იმყოფებით ასტრალურ დონეზე, რომელსაც სხვანაირად "სხვა სამყაროს" და "მიღმიერს" უწოდებენ. ხშირი ვარჯიშის შემდეგ შეხვდებით გარდაცვლილ ადამიანებს, სხვადასხვა არსებებს და ა.შ. მათთან დაკავშირება სურვილისამებრ, მყისიერად შეგეძლებათ. ასტრალურ დონეზე რამდენიმე ვიზიტის შემდეგ თქვენ ისწავლით ამ სფეროს კანონებს და იხილავთ იმ ადგილს, რომელიც საკუთრად იქცევა, როცა თქვენი ფიზიკური სხეულის დატოვების დრო მოვა. ჭეშმარიტად, ამის შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ სიკვდილის შიში გადალახულია!
დავუშვათ, რომ ასტრალური დონიდან კონცენტრაცია მოახდინეთ უფრო მაღალ დონეზე; ამის შედეგად, თქვენ ძალიან მალე აღიქვამთ უმაღლეს ვიბრაციებს: ესაა ექსტრემალური სიმსუბუქის განცდა, ერთგვარი ეთერიზაცია და ამავდროულად, გეძლევათ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ უმაღლესი სფეროს არსებებს. თქვენ მიიღებთ მონაწილეობას შემეცნებაში, აღქმაში და გამოცდილებაში, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი ვერასდროს გასწავლით. თქვენ ყოველთვის დაუბრუნდებით საკუთარ სხეულს უმაღლესი სახეობის სულიერი ვიბრაციებით, რომლის სიტყვებით აღწერაც უბრალოდ შეუძლებელია. იმას, თუ, კონკრეტულად რომელ სფეროს ეწვევით, მთლიანად დამოკიდებულია ელემენტების დაუფლებაზე და თქვენს სულიერ და ასტრალურ სიწმინდეზე; თქვენი ბუნების/ხასიათის კეთილშობილებაზე. ამ დონეზე, უმაღლესი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ზუსტად იგივე გზით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მაღალი დონის სინათლის არსებებს, მაგრამ ამჯერად სარკის ზედაპირი აკაშას პრინციპის ნაცვლად კონცენტრირებული სინათლის შუქით უნდა იყოს დატვირთული, რომელიც მზის მსგავსი იქნება. ეჭვგარეშე, სარკის მაგიის მეშვეობით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უფრო დაბალ სფეროებსაც, მაგალითად: დაბალ ელემენტებსა და არსებებს. ამ შემთხვევაში, სარკე სასურველი დონის ელემენტით უნდა დატვირთოთ. სარკეში გავლისას თანაბრად მიიღეთ სიბრტყის შესაბამისი ფორმა. მაგალითად, თუ გსურთ მოინახულოთ გობლინების სამეფო, ამას არ ეყოფა სარკის მიწის ელემენტით დატვირთვა, არამედ წარმოსახვის დახმარებით ჯუჯის ფორმაც უნდა მიიღოთ და მთლიანად შეივსოთ მიწის ელემენტით. იგივე ხდება ჰაერის სულებთან, კერძოდ, ფერიებთან დაკავშირებით; ასევე წყლის ქალთევზებთან და ცეცხლის სალამანდრებთან დაკავშირებითაც. აქ თქვენ იმდენად უხვ და საოცარ გამოცდილებას მიიღებთ, რომ მათ შესახებ მრავალი გასაოცარი წიგნის დაწერას შეძლებთ. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიძახოთ მსგავსი ელემენტები დედამიწაზე და როგორ დავიხმაროთ ისინი სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად, მე ვისაუბრებ ჩემს მეორე ნაშრომ: "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში".
4. მაგიური სარკე, როგორც დამხმარე საშუალება ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანებთან კომუნიკაციისას.
თუ გსურთ სარკის მეგობრებთან ან ვინმე სხვასთან დასაკონტაქტებლად გამოყენება, იმოქმედეთ შემდეგნაირად:
დატვირთეთ სარკის ზედაპირი აკაშას პრინციპით. იმედიტირეთ, რომ თქვენს სხეულს, თქვენს მეგობარსა და სარკეს შორის არსებობს მხოლოდ აკაშა; არ არსებობს არც დრო და არც სივრცე. შეინარჩუნეთ ეს შეგრძნება ღრმა მედიტაციაში, და ამავდროულად ისურვეთ, რომ სარკეში თქვენი მეგობრის დანახვა გინდათ. რამდენიმე წუთში თქვენ დაინახავთ სასურვლ მეგობარს ერთგვარ პანორამულ სურათში და შეამჩნევთ მის უალხოეს გარემოს და იმასაც, თუ რით არის იგი მოცემულ მომენტში დაკავებული. ამავე დროს, თქვენ განიცდით შეგრძნებას, თითქოს მის გვერდით დგახართ. თუ სარკეში დანახული გარემო თქვენთვის ნაცნობია, დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ დანახული რეალურ მოვლენებს შეესაბამება და არა წარმოსახვითს. განდობილი ამაში ყოველი სავარჯიშოს შესრულებისას უნდა დარწმუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიმეორეთ ექსპერიმენტი ხშირად, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებით თქვენს მიერ დანახულის რეალურობაში, რომ ყველაფერი, რასაც ხედავთ, შეესაბამება რეალურ ფაქტებს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიძლება დადასტურდეს პირადი დაკვირვებით.
მაგალითად, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს მიერ დანახულ ადამიანს სძინავს, წარმოსახვის დახმარებით მიიზიდეთ მენტალური სხეული სარკეში, მოახდინეთ მისი კონდენსაცია ისე, რომ მის თანმყოფობას აშკარად თქვენს გვერდით გრძნობდეთ. თუ ამას მოახერხებთ, მიეცით მას სასურველი ბრძანება. ამის გაკეთებისას, დააკვირდით აწმყოში იმპერატივის განწყობას, რადგან, თვითშთაგონებისას, პიროვნების ქვეცნობიერს შესაძლოა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუჩნდეს. არც ერთი ჭეშმარიტად ბრძენი მაგი არ დაამცირებს მოყვასს რაიმე ბრძანებით ან ბოროტი მიზნისთვის. აკაშას პრინციპი მაგზე სასტიკად იძიებს შურს.
გარდა ამისა, შესაძლებელია ამ საფეხურზე მყოფ სხვა მაგებთან კომუნიკაციაც. ამ დონეზე, სარკეში მოსმენილი საუბარი ისე მკსაფიოდ აღქმადი იქნება, რომ საუბარი შესაძლოა მეზობლებმაც გაიგონ.
შეგვიძლია გარდაცვლილ ადამიანებთან კონტაქტიც. ამ შემთხვევაში, ვკონცენტრირდებით აკაშას პრინციპზე და ინტენსიურად ვფიქრობთ ან წარმოვიდგენთ იმ ადამიანს, ვისი დანახვაც გვინდა. თუ გარდაცვლილს არ იცნობთ, წარმოიდგინეთ თარიღი, როცა პიროვნება ცოცხალი იყო და სახელით მოხმობისა და სარკეში მისი გამოჩენის შემდეგ, ისაუბრეთ მასთან. თავდაპირველად საუბარი ნიშნავს გონებაში ხმამაღლა საუბარს, მაგრამ მოგვიანებით საუბარი ვერბალურ დონეზეც შესაძლებელია. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგისთვის შესაძლებელია გარდაცვლილი ადამიანის სარკიდან გამოყვანა და მიწის ელემენტის დახმარებით მისი იმ დონეზე გამკვრივება, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ხილული გახდეს. ეს საკითხი მთლიანად ინდივიდზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სურს მას ამ საკითხში სპეციალიზება. შეგვიძლია სხვადასხვა ქმნილებების გამოძახებაც, რომელსაც იპოვით ჩემს მეორე ნაშრომ: "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში", რადგან ასეთ შემთხვევაში, გარკვეული წესები უნდა იქნეს დაცული.
5. მაგიური სარკე, როგორც დამხმარე საშუალება სხვადასხვა ძალებთან, არსებებთან და ა.შ. კომუნიკაციისას.
ამ მეთოდს ასევე აღვწერ ჩემს მეორე ნაშრომში. ამ ეტაპზე, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით, მოკლე შენიშვნას მოგცემთ: აკაშას პრინციპით სარკის დატვირთვის შემდეგ, სარკის ზედაპირზე ვხატავთ გამოსაძახებელი ქმნილების ნიშანს და სიმბოლოს, რომელიც მისივე ელემენტის ანალოგიურია. ამავდროულად, წარმოვთქვამთ არსების სახელს, უნივერსალური კანონების (კაბალას) გათვალისწინებით. არსებასთან კონტაქტი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ თვისებები და უნარები, რომელიც კონკრეტულ არსებას გააჩნია. იგივე ეხება ყველა არსებას და ყველა ძალას.
6. მაგიური სარკე საკუთარ ან სხვა პიროვნებაზე გავლენის მოსახდენად.
ნებისმიერი სარკე შესანიშნავი დახმარებაა თვითგავლენისთვის, მაგრამ საუკეთესო შედეგი სითხის კონდენსატორით აღჭურვილი სარკით მიიღება. მისი გამოყენების იმდენი განსხვავებული შესაძლებლობა არსებობს, რომ ყველა მათგანის რეგისტრაცია შეუძლებელია. აქ მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკული მაგალითის ციტირება შემიძლია.
გამოიხმეთ იმდენი შუქი უნივერსალური სინათლის ოკეანიდან, რომ საკუთარ თავს მცხუნვარე წითელი მზის მსგავსად გრძნობდეთ. გაჟღინთეთ დაგროვებული სინათლე თქვენი სურვილით, მაგალითად: სინათლემ მოახდინოს ინტუიციის, შთაგონების ან რაიმე სხვა სასურველი უნარის გაძლიერება თქვენში; შეგიძლიათ სინათლე დამუხტოთ სურვილით, რომ მან გაგაცნობიერებინოთ გარკვეული სახის ჭეშმარიტება. ახლა, ნება მიეცით სინათლეს, თქვენი ხელების დახმარებით მიედინოს სარკის ზედაპირზე და დააგროვეთ იქამდე, სანამ მთელი სინათლე არ გადავა თქვენი სხეულიდან სარკეში. ჩამოაყალიბეთ შუქი ბრწყინვალე თეთრ ბურთად, რომელიც უკიდურესად ინტენსიურ სინათლეს ასხივებს. გაიმეორეთ დატვირთვის სავარჯიშო რამდენჯერმე და მოკლე ინტერვალებით, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სარკის ზედაპირი საკმარისად დაიტვირთა სინათლით, თანაც ისე, რომ მისი სხივი აღწევს თქვენს სხეულში, სამშვინველში და სულში, რა გზითაც იგი თქვენთვის სასურველ გავლენას ასრულებს. ახლა, თქვენი ნების ძალის, წარმოსახვისა და მტკიცე რწმენის მეშვეობით შეინარჩუნეთ სარკის ზედპარზე სინათლე იმდენ ხანს, რამდენიც გსურთ და შემდეგ, დაშალეთ სამყაროში სინათლე. თქვენ მტკიცედ უნდა იყოთ დარწმუნებული სინათლის ეფექტთან და გავლენასთან დაკავშირებით; თქვენში ეჭვის ჩრდილიც არ უნდა გაჩნდეს. სწორედ ურყევი და მტკიცე რწმენაა, რაც უზარმაზარ დინამიურ ძალას აძლევს სინათლეს. რამდენიმე წლის წინ, მე თავად დავტვირთე მაგიური სარკე სინათლის შუქით ისე ძლიერად, რომ მთლიანი სარკე დაიწვა. ამიტომ, მე უნდა შემეძინა მუხისგან დამზადებული სარკე ჩემი ამოცანის შესასრულებლად.
დაჯექით სარკის წინ და იფიქრეთ ჭეშმარიტებაზე, სიმართლეზე, რისი რეალიზებაც/გაცნობიერებაც გინდათ. ან იფიქრეთ იმ პრობლემატური საკითხის შესახებ, რისი გადაჭრაც გსურთ. მედიტაციის დასრულების შემდეგ, გამოიხმეთ აკაშას პრინციპი ან გამოიწვიეთ ტრანსი საკუთარ თავში, რითაც სავარჯიშო შესრულებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სავარჯიშოს დაპრაქტიკებიდან მალევე სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ. თუ სარკე ნებისმიერი სახით დატვირთული გაქვთ, იზრუნეთ რომ მასში თქვენს გარდა არავინ ჩაიხედოს. საუკეთესო ვარიანტია მისი აბრეშუმით შეფუთვა, რადგან წინა საფეხურებშიც აღვნიშნეთ, რომ აბრეშუმი შესანიშნავი საიზოლაციო საშუალებაა. შეგიძლიათ სარკეში დაგროვებული სინათლე მიმართოთ თქვენი საწოლისკენაც, რათა ღამით, ძილის დროს მან გავლენა მოახდინოს თქვენს ქვეცნობიერზე სასურველი შედეგის მისაღებად. თქვენი თვითშთაგონება გააძლიერებს ეფექტს და გამოიწვევს უფრო სწრაფ წარმატებას. თუ სარკის ზემოქმედება აღარ გვჭირდება, ან მისი სხვა სუბსტანციით დატვირთვა გვესაჭიროება, სამყაროში უნდა დავშალოთ მასში დაგროვილი პირველადი ენერგია, რომელიც გამოყენებული გვქონდა. თუ სარკის გამოყენებას სხვა ადამიანზე გავლენისათვის ვაპირებთ, სასურველი ენერგიის პროექციას ვახდენთ პირდაპირ სამყაროდან. სარკის მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ ყველანაირი სახის ექსპერიმენტი, როგორიცაა ჰიპნოზი, მაგნიტური ძილი, მედიუმისტური მოქმედებები და ა.შ. შექმენით თქვენი პრაქტიკა თქვენივე მიზნის შესაბამისად.
7. მაგიური სარკე ოთახის გაჟღენთვისთვის და ავადმყოფთა სამკურნალოდ.
დატვირთეთ სარკე თქვენი სურვილის შესაბამისი ენერგიით; მაგალითად: სინათლით, ბიომაგნეტიზმით, აკაშას პრინციპით და ა.შ. სამყაროდან გამოხმობილი ელემენტის პირდაპირი პროექცია იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ სარკის გაჟღენთვასთან ერთად, ავტომატურ რეჟიმში უნდა შეივსოს კონკრეტული ენერგიით მთელი ოთახიც. საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ტიპის დასხივება შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეების, კვირეებისა და თვეების განმავლობაშიც კი, რათა მიიღოთ წარმატება, შთაგონება, ჯანმრთელობა, მშვიდობა და ა.შ. პრაქტიკის საკითხია, რომ თქვენ შეძლოთ ყველა სახის დაავადების განკურნება ამ საშუალებით და იმ პირობით, რომ სარკე სწორად იქნა დატვირთული. შეგიძლიათ ავადმყოფი ადამიანი დასვათ სარკის წინ; რამდენიმე წუთში იგი თავს კარგად იგრძნობს, რაც განისაზღვრება სარკეში დაგროვილი ენერგიის სიმძლავრის მიხევდით.
8. მაგიური სარკე, როგორც გადამცემი და მიმღები.
სარკის მეშვეობით შეგიძლიათ შეასრულოთ სურათების დამუხტვის და ბგერების გადაცემის ექსპერიმენტები. როგორც რადიო გადასცემს და ღებულობს სიგნალებს, იგივე ასპექტში შესაძლებელია სარკის გამოყენებაც. მე მოკლედ აღვწერ ორ სავარჯიშოს, რომელთა შესრულებასაც მაგი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლებს იმ პირობით, თუ აქამდე საფუძვლიანად და ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდა. პირველი სავარჯიშო ეხება აზრების ან აზრობრივი სურათების ორ თანაბრად დახელოვნებულ მაგს შორის გადაცემას. მანძილი არანაირ როლს არ თამაშობს; იქნება ეს 10 მილი თუ 1000, მნიშვნელობა არ აქვს. კომუნიკაციის შესაძლებლობას რამდენიმე ვარიაცია გააჩნია: ეს შეიძლება მოხდეს აზრების, სურათების, ასოების, სიტყვების ან შეგრძნებების გადაცემის სახით. სავარჯიშო ყოველთვის ერთი და იგივეა და ყოველი მათგანი სრულდება აკაშას პრინციპის დახმარებით. ქვემოთ მოცემულია სარკის დახმარებით მაგიური გადაცემის აღწერა; თუნდაც არაფერი გესმოდეთ როგორ ხორციელდება გადაცემა, სავარჯიშოს შესრულებას მაინც შეძლებთ.
თავდაპირველად სასარგებლო იქნება თუ მაგი მიეჩვევა გარკვეულ რუტინულ ურთიერთქმედებას თავის პარტნიორთან, რომელიც განვითარების იგივე საფეხურზე უნდა იყოს; თუ ასე არ არის, პარტნიორი მინიმუმ აკაშას პრინციპთან გამართულად უნდა მუშაობდეს. შეათანხმეთ ერთდროულად გაცემისა და მიღების დრო. ისიც შესაძლებელია, რომ ორივე ერთდროულად მოხდეს. უპირველეს ყოვლისა, შევხედოთ გადაცემის სავარჯიშოს: პიროვნებამ, რომელიც გამგზავნია, უნდა დატვირთოს სარკე აკაშას პრინციპით და ასევე აკაშას დახმარებით უნდა გამოიწვიოს საკუთარ თავში ტრანსის მდგომარეობა. შემდეგ, წარმოსახვის დახმარებით აღმოვფხვრათ დროისა და სივრცის ცნება და ვიგრძნოთ, რომ მიმღები პიროვნება ჩვენს გვერდით დგას. მოგვიანებით, ეს შეგრძნება ავტომატურად მოვა. თავდაპირველად ეცადეთ მარტივი აზროფორმების გადაცემას, როგორიცაა სამკუთხედი, წრე და ა.შ. გადაცემა უნდა მოხდეს სურვილთან ერთად, რომ პარტნიორმა სარკის ზედაპირზე თქვენს მიერ გაგზავნილი სიმბოლოები დაინახოს. მიმღებს არაფერი აქვს გასაკეთებელი გარდა იმისა, რომ დატვირთოს სარკე აკაშას პრინციპით, გამოიწვიოს აკაშას დახმარებით ტრანსი და კონცენტრირება მოახდინოს ფაქტზე, რომ იგი აშკარად დაინახავს სარკეში ყველაფერს, რასაც მისი პარტნიორო გადასცემს. იმ პირობით, რომ ორივე მათგანი განვითარების თანაბარ საფეხურზეა, გადაცემული ფორმა ხილული აღმოჩნდება მიმღებთან. როცა გადაცემისა და მიღების დრო ამოიწურება, შეცვალეთ ადგილები და გაიმეორეთ ტელეპათიის ექსპერიმენტი საპირისპირო თანმიმდევრობით. კარგია, როდესაც მაგი გათვიცნობიერებულია როგორც გაცემის, ასევე მიღების პრაქტიკაში. თავიდან არავინ იდარდოს წარუმატებლობის გამო, უბრალოდ განაგრძეთ ვარჯიში გულმოდგინედ; წარმატება აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე მცდელობის შემდეგ. მარტივი ფორმების შემდეგ გადადით რთულ ფორმებზე, ადამიანებზე, პეიზაჟებზე და ა.შ. როცა კარგად გაეცნობით ამ ექსპერიმენტს, შეგიძლიათ გადახვიდეთ იდეების გადაცემაზე წარმოსახვის გარეშე; ესე იგი, თქვენ უნდა გადასცეთ იდეები, რომელიც რეგისტრირებული იქნება ინტელექტის და არა წარმოსახვის მიერ.
თუ საკმარის გამოცდილებას დააგროვებთ, შეგიძლიათ სარკეზე სიტყვების დაწერა და წარმოსახვის დახმარებით ეცადეთ მიმღებმა დაინახოს ისინი საკუთარ სარკეში. სიტყვებს შესაძლოა მოჰყვეს წინადადებები და საბოლოოდ, შეძლებთ მთელი წერილობითი შეტყობინებების გაგზავნას. ოპტიკური გადაცემის ფაკულტეტის დაუფლების შემდეგ, გადადით აკუსტიკური გადაცემის სავარჯიშოებზე. წარმოთქვით ერთი ან ორი სიტყვა იმ სურვილით, რომ მიმღებმა უნდა გაიგოს ეს სიტყვები. ამ დროს მიმღები იმყოფება ტრანსის მდგომარეობაში და ელოდება შეტყობინების მოსვლას. აქაც, თავდაპირველად სიტყვები აღიქმება გონებაში ხმამაღლა ფიქრის სახით, მაგრამ ვარჯიშის შედეგად სიტყვები სმენისთვის უფრო მკაფიო გახდება და საბოლოოდ, იგი სატელეფონო საუბრის მსგავსი იქნება; სიტყვები აღიქმება როგორც პირდაპირ ყურში ნათქვამი. პრაქტიკასთან ერთად, შეგიძლიათ გაზარდოთ სიტყვების რაოდენობა სრულ წინადადებამდე და უფრო ხანგრძლივადაც. აღმოსავლეთში ბევრი ადეპტი იყენებს ამ პრაქტიკას ერთმანეთისთვის შეტყობინებების გადასაცემად. მათ ტერმინოლოგიაზე ამას ეწოდება: "შეტყობინებები ჰაერის გავლით". ტერმინი სიმბოლური თვალსაზრისით უნდა გავიგოთ, რადგან თქვენ უკვე იცით, რომ გადაცემა და მიღება აკაშას პრინციპით ხორციელდება. ამავე გზით შეგვიძლია შეგრძნებების გაცემა-მიღებაც. ამ პრობლემას დამატებითი აღწერა აღარ სჭირდება.
ახლა მე აღვწერ მაგიური სარკის გადამცემად გამოყენების ტექნიკას, რომელიც განკუთვნილია იდეების, სიტყვებისა და შთაგონების იმ ადამიანებთან მისაღწევად, რომლებიც საერთოდ არ არიან მაგიურად გაწვრთნილნი ან წარმოდგენა არ აქვთ მსგავსი მეთოდის არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მაგი აკაშას პრინციპით დატვირთულ სარკეს აღავსებს ძლიერი ნების ძალით/განზრახვით, ან ბრძანებით, რომ კონკრეტული "რაღაც" გადაეცეს ერთ ან რამდენიმე ადამიანს. თუ მაგს აკაშას პრინციპი მოქმედებაში მოყავს სარკესა და მოუმზადებელ ადამიანს შორის, ეს უკანასკნელი შეტყობინებას მისი ინტელექტის ხარისხის შესაბამისად მიიღებს. მაგალითად, გავლენის ქვეშ მყოფ გამოუცდელ ადამიანთან მისულ შეტყობინებას თავდაპირველად ექნება შემდეგნაირი ეფექტი: ის იგრძნობს მოუსვენრობას და ექნება იმ კონკრეტულ საკითხზე ინტენსიური ფიქრის სურვილი, რაც მაგმა გაგზავნა მისი მისამართით. მოგვიანებით, მიმღები პირი გზავნილს საკუთარი გონების ნაყოფად იგრძნობს, რადგან იგი ვერ მოახერხებს განსხვავების შეგრძნებას საკუთარ აზრსა და შთაგონებულ აზრს შორის. თუ ეს მაგის ინტერესებში შედის, მას შეუძლია გააგებინოს მიმღებს, რომ მოცემული შთაგონება ან აზრი მისგან მოდის. გადაცემა პრაქტიკის შესრულებისას მყისიერად ხორციელდება. მაგს შეუძლია გადაცემა მოახდინოს იმ დროს, როცა პიროვნება მიღებისთვის მზად იქნება. ეს მომენტი ჩვეულებრივ მაშინ დგება, როცა ადამიანი შეწუხებული არ არის, არ ღელავს და ა.შ. გავლენის შესრულება კარგია პიროვნების დაძინებამდე ან გაღვიძებამდე ცოტა ხნით ადრე.
9. მაგიური სარკე, როგორც საშუალება ოთახის დასატვირთად (დასხივება) და ხალხის განკურნებისთვის.
მაგიური სარკე შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ მიზნისთვისაც. გამოცდილი მაგის ხელებში, მოცემული სავარჯიშო შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა. ოთახის დატვირთვის სავარჯიშო ტარდება შემდეგნაირად:
როცა მუშაობთ საკუთარ ოთახში და მხოლოდ საკუთარი თავისთვის, დატვირთვა ხდება საკუთარი სხეულიდან. ხოლო როცა ამას სხვა ადამიანის დასახმარებლად ვაკეთებთ, დატვირთვას ვახდენთ სამყაროდან, თანაც ისე, რომ არ უნდა მივცეთ ელემენტს საშუალება ჩვენს სხეულში გაიაროს.
მაშასადამე, თქვენ ღებულობთ უზარმაზარი რაოდენობის შუქს სამყაროდან ან უშუალოდ საკუთარი სხეულის გავლით. ფანტაზიის დახმარებით ვახდენთ დაგროვებული შუქის კონცენტრაციას სარკის ზედაპირზე. დაგროვების სავარჯიშო რამდენჯერმე უნდა განმეორდეს, სანამ კონცენტრირებული სინათლე არ მიიღებს ბურთის ან დისკის ზომას, რომელიც მთელს ოთახში ბრწყინვალე თეთრ სხივებს ავრცელებს - ძლიერი ნათურის მსგავსად. სავარჯიშოს ხშირი გამეორების შედეგად, თქვენ წარმოსახვაში უნდა აღიქვამდეთ სინათლეს და ასევე უნდა გრძნობდეთ რენტგენის მსგავს დასხივებას მთელს სხეულში. გადაიტანეთ თქვენი სურვილი სინათლეში და ურყევი რწმენის დახმარებით იფიქრეთ, რომ სინათლე იზრდება ავტომატურად დროთა განმავლობაში, საათიდან საათამდე, დღიდან დღემდე, იფიქრეთ რომ მისი ძალის ეფექტი დინამიურად უფრო და უფრო ფართოვდება. დააფიქსირეთ სიმძლავრის ხანგრძლივობის ეფექტი, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, ეფექტი გარკვეული დროის ფარგლებში გსურთ თუ მუდმივად. პრაქტიკის დასრულების შემდეგ, მოათავსეთ სარკე თქვენს ოთახში ისე, რომ მუდმივად იმყოფებოდეთ მისი დასხივების ქვეშ. შეგიძლიათ ამის შემდეგ სარკეს ყურადღება აღარც მიაქციოთ, რადგან თავის დავალებას უკვე ავტომატურად ასრულებს. თქვენ გაგიჭირდებათ ვარჯიშების, მედიტაციების და დავალებების შესრულება ამ მეთოდის გამოყენების გარეშე.
კარგად დამუხტული სარკის შემთხვევაშო, თქვენ აღარ იგრძნობთ დაღლილობას; ასევე, დაღლილობას არ იგრძნობენ ავადმყოფები. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოთახში შევა ან გამოვა, და ის ვინც სარკესთან ახლოს აღმოჩნდება, მყისიერად იგრძნობს შვებას ნებისმიერი სახის ჩივილისგან. ეფექტურობა დამოკიდებულია სარკის დატვირთვის ხარისხზე. გავლენა თანაბრად იმოქმედებს ყველა იმ ადამიანზე, რამდენიც ოთახში დაეტევა. პროფესიონალი მაგნიტიზატორები ან ისინი, ვინც მოცემულ მეთოდს ავადმყოფთა სამკურნალოდ იყენებენ, ადამიანებზე გავლენის მოხდენის გასაოცარ სფეროში მუშაობენ.
ამ ძალის გადატანა შეგვიძლია უშორეს მანძილებზეც. ბრძენი მაგი არასოდეს გამოიყენებს მაგიურ სარკეს ბოროტად და სხვისთვის ზიანის მისაყენებლად.
10. მაგიური სარკე, როგორც დამცავი საშუალება.
მაგიური სარკე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამცავი საშუალება. სინათლის დაგროვება იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ მისმა სხივებმა უნდა შეაკავონ არასასურველი გავლენები და უნდა დააბრუნონ ეს გავლენები უკან, საიდანაც ისინი მოვიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა დატვირთოთ სარკე ან ოთახი აკაშას პრინციპით; ამავდროულად, მოახდინეთ მასში არამატერიალურობისა და შეუღწევადობის ხარისხის გადაცემა. აკაშას პრინციპის აკუმულაციური დაგროვება შეუძლებელია, მაგრამ სასურველი სავარჯიშო შესაძლებელია დინამიური ეფექტისთვის ხშირად განმეორდეს. იმ შემთხვევაში, თუ მაგი შორ დისტანციაზე მიღება-გაცემის სამუშაოებს ასრულებს, არ უნდა მოახდინოს მისი ოთახის აკაშას პრინციპით იზოლირება, რადგან იგი ხელს შეუშლის დავალების შესრულებას. ჩათვალეთ, რომ ამით თქვენთან მოსაღწევი სიგნალი იკარგება. უარყოფითი გავლენების სკრინინგის (ამოცნობის) ტექნიკა და ამ მხრივ გარკვეული სავარჯიშოები აღწერილი იქნება ჩემს მეორე წიგნში: "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში".
11. მაგიური სარკე, როგორც სხვადასხვა ძალებისა და არსებების პროექტორი.
მაგიური სარკე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მენტალურ და ასტრალურ სფეროში არსებული ყველა ძალისა და არსების კონდენსირებისთვის, თანაც იმ დონეზე, რომ მოუმზადებელი თვალისთვისაც აღქმადი გახდეს. ეს აღარ არის წარმოსახვის საკითხი, რადგან სუბიექტების შედედება იმ დონეზეც ხორციელდება, რომ შეგიძლიათ ფოტოსურათზეც აღბეჭდოთ. პრაქტიკული ინსტრუქციები შემდეგნაირად გამოიყურება:
სარკის ზედაპირს ვტვირთავთ კონდენსირებული მიწის ელემენტით, რომელსაც უშუალოდ სამყაროდან გამოვიხმობთ. არ მოახდინოთ მისი სხეულის გავლით პროექცია, რადგან იგი დამბლას/პარალიზს იწვევს. რაც უფრო ძლიერია აკუმულაცია/დაგროვება, მით უფრო ხილული იქნება ის, რისი პროექციაც გსურთ. შესაბამისად, ხელსაყრელია კონდენსირებული მიწის ელემენტის დაგროვების რამდენიმე პროცედურის გამეორება. ასევე შესაძლებელია ხილული გავხადოთ ნებისმიერი ელემენტალი, ელემენტარი ან ფანტომი. მაგრამ, თუ გსურთ გამოიხმოთ არსება ასტრალური სფეროდან ან რომელიმე სხვა სფეროდან, თქვენ უნდა შეავსოთ სივრცე სარკის გარშემო აკაშას პრინციპით. უკეთესია მთელი ოთახი გაავსოთ აკაშას პრინციპით. ეს პროცედურა საჭირო არ არის იმ შემთხვევაში, თუ მეორე სარკე მუშაობს ოთახის აკაშას პრინციპით გაჟღენთვაზე. მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ, გამოიწვიეთ საკუთარ თავში ტრანსი აკაშას პრინციპის სხეულში გამოხმობით და მოუხმეთ სასურველ არსებას. თუ განდობილი საერთოდ არ იცნობს ჩემს მეორე წიგნს მაგიური ევოკაციის შესახებ, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ასტრალური სფეროდან გარდაცვლილთა გამოძახებით; ამ პროცედურის წარმატებით შესრულებაში მეტწილად წარმოსახვის უნარი გვეხმარება.
სარკის ზედაპირზე მიწის ელემენტის კონდენსაციით, არსებები იმ დონეზე მატერიალიზდებიან, რომ მოუმზადებელი ადამიანი დაინახავს და მოისმენს მათ ხმებს. ის, რაც სარკეში გამოჩნდება, არაა ჰალუცინაცია; ამის დასამტკიცებლად შეგიძლიათ ფოტოსურათიც გადაუღოთ. მაგრამ, ყურადღებით! ამ ფოტოსურათებს გააჩნიათ ბევრად მაღალი ვიბრაცია, ვიდრე ჩვეულებრივი სინათლის შუქზე გადაღებულ სურათებს, ამიტომ, ასეთი ფოტო უნდა გადავიღოთ უმოკლეს დროში, მინიმუმ 1/1000 წამის ექსპოზიციით. თუ არ იცით ეს რას ნიშნავს, დაეკითხეთ ფოტოხელოვნებაში გამოცდილ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა სურათი გადაღებულია დღისით თუ ღამით, სარკე განათებულია თუ ბნელი. მაგრამ, თუ გსურთ სარკის და მისი ფონის გადაღება, განათება აუცილებლად იქნება საჭირო. მენტალური სფეროს არსებების დასაფიქსირებლად ლურჯი ფილტრია საჭირო. ყველა სხვა არსების გადასაღებად, იქნება ეს გარდაცვლილი თუ სხვა, იისფერი ფილტრი უნდა იქნეს გამოყენებული. ერთი ელემენტისგან შექმნილი არსებების დასაფიქსირებლად წითელი ფილტრია საჭირო. ბუნებაში მომხდარი ფენომენების გადასაღებლად, რომელსაც ბუნების მაგიის სახელით იცნობენ, მხოლოდ ყვითელი ფილტრი გამოდგება. ფილტრის ფერები მოცემული სფეროს ანალოგიურია.
12. მაგიური სარკე, როგორც ტელევიზორი.
ჩვენს მაგიურ სარკეში შეგვიძლია დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი პიროვნებების გარშემო, თუნდაც ყველაზე შორეულ მანძილებზეც კი. დატვირთეთ სარკე აკაშას პრინციპით, გამოიწვიეთ ტრანსი საკუთარ თავში აკაშას დახმარებით და კონცენტრირდით იმ ადამიანზე, ვისი ხილვაც გსურთ. იფიქრეთ, რომ მაგიური სარკე უზარმაზარი ტელესკოპია, რომელიც ყველაზე შორეულ ადგილებსაც აკვირდება. მაგი მაშინვე დაინახავს პიროვნებას და მის გარემოს, როგორც კინოსურათს. თავდაპირველად გამოსახულება შეიძლება ოდნავ ბუნდოვანი იყოს, მაგრამ სავარჯიშოს ხშირი გამეორების შემდეგ გამოსახულება კრისტალურად სუფთა გახდება. გაჩნდება სასურველ პიროვნებასთან სიახლოვის განცდა, თითქოს მის გვერდით დგახართ. 10 000 მილის დისტანციასაც კი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.
დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ ნანახი ოდნავაც არ შეესაბამება ჰალუცინაციას და ყველაფერი ნამდვილი აღიქმება თქვენს მიერ.
თუ მატერიალური მოვლენები დიდად არ გაინტერესებთ და გსურთ პიროვნების შესახებ ხასიათისა და შინაგანი მახასიათებლების გარკვევა, მატერიალური სხეულის მაგივრად, წარმოიდგინეთ პიროვნების ასტრალური სხეული. ცოტა ხანში დაინახავთ აურას და მის მახასიათებლებს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ პიროვნების შესახებ ლოგიკური დასკვნების გამოტანას ანალოგიის კანონების მიხედვით.
თუ სარკეში მხოლოდ სულის დანახვა გინდათ, წარმოსახვიდან გააქრეთ მატერიალური და ასტრალური სხეული. აქაც, სარკეში გამოჩნდება სულის შესაბამისი გამომხატველობითი მახასიათებლები.
როგორც აქ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, შეგვიძლია სხვა ადამიანების დანახვა და აზრების წაკითხვა ყველაზე შორ მანძილზეც, ნებისმიერი სირთულის გარეშე. მთლიანად თქვენს ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად გსურთ გააღრმაოთ ამ საკითხში დაოსტატება.
13. მაგიური სარკე როგორც წარსულის, აწმყოს და მომავლის გამოსაკვლევი საშუალება.
მაგიურ სარკესთან მუშაობისას, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანად ითვლება სხვა ადამიანების წარსულის, აწმყოს და მომავლის გამოკვლევა. გასაგებია, რომ მაგს შეუძლია დაწვრილებით დამოიკვლიოს საკუთარი წარსული და აწმყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაგები ასეთ სამუშაოს თავს არიდებენ და არ აქვთ ამის სურვილი. თუ მაგს გაუჩნდება ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილი, ასევე შეუძლია გაიგოს ყველაფერი საკუთარი მომავლის შესახებ, ეს არ იქნება მისთვის რთული, მაგრამ აქ ერთი საკითხია: იმავე მომენტში, როცა მაგი სარკეში საკუთარ მომავალს დაინახავს, იგი თავისუფალ ნებას ართმევს საკუთარ არსებას. მოდით შევადაროთ თავისუფალი ნება გონებაში მოსულ ფიქრს, რომ ამა თუ იმ მოვლენის წინააღმდეგ ვერაფერს გავაწყობთ. ვფიქრობ, დასკვნა სავსებით ცხადია. სულ სხვა საკითხია, თუ აკაშას პრინციპი - მოდით, ვუწოდოთ მას ღვთაებრივი განგებულება - გადაწყვეტს გააფრთხილოს მაგი ამა თუ იმ გზით. აშკარაა, რომ ასეთ გაფრთხილებებს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან მათი უგულებელყოფა სერიოზულ ზიანს აყენებს მაგს. ამ ეტაპზე მოსვლის შემდეგ, მაგი შეძლებს განასხვაოს, გაფრთხილება რომელიმე სფეროს არსებიდან მოდის თუ პირდაპირ აკაშას პრინციპიდან.
მაგიური სარკე შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა ნებისმიერი ადამიანის წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამოსაკვლევად, ვისითაც მაგი დიანტერესდება. ყველა აზრი, ყველა ქმედება და ყველა შეგრძნება მუდმივად იწერება აკაშას პირველად წყაროში, რომლის მეშვეობითაც მაგს შეუძლია გადაშლილი წიგნივით წაიკითხოს ადამიანის მთელი ცხოვრება, მაგიური სარკის დახმარებით ან ტრანსში ყოფნისას. ყველაფერი, რაც მან უნდა გააკეთოს, ესაა კონცენტრაცია წარმოსახვის დახმარებით. დასაწყისში, სანამ მაგი სრულად არ აითვისებს ამ უნარს, სურათები გამოჩნდება არათანმიმდევრულად და ბუნდივნად. სავარჯიშოს ხშირი გამეორების შემდეგ, დანახული მოვლენები ლოგიკურად დალაგდება ერთი-მეორეს მიყოლებით, ხოლო სურათი აღიქმება მკაფიოდ და ცხადად, თითქოს მაგი თავად იმყოფება დანახული სიტუაციის გვერდით. მიზანშეწონილია და რჩევას გაძლევთ რომ წარსულის მოვლენებს ჩახედოთ ღრმა ბავშვობამდე და მხოლოდ თქვენი დაბადების მომენტამდე. იგივე შეგიძლიათ სცადოთ სხვა ადამიანის წარსულთან დაკავშირებითაც; ეჭვგარეშე, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი წინა ინკარნაციების ნახვაც. მე მაგს ვაფრთხილებ, რომ მომავლის ცოდნისადმი დაუოკებელი სურვილი მოთმინებით ჩაახშოს, რადგან ამგვარი კვლევა არის აშკარა ჩარევა ღვთაებრივ განგებულებაში და ასეთი ცნობისმოყვარეობა საშიშ შედეგებს გამოიწვევს. ასევე გასაფრთხილებელია წინა ინკარნაციების კვლევაც. მომავლის ცოდნით, თქვენ მუდმივად გექნებათ უსიამოვნო შეგრძნება და აუცილებლად თავს იჩენს ცხოვრებისადმი ინტერესის ნაკლებობა. მეორეც, მაგი ყოველთვის მთლიანად პასუხისმგებელია მის ყველა შეცდომაზე, რომელიც არამარტო მოქმედ, არამედ წინა ცხოვრებებში ჩაიდინა. ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ მან შეგნებულად/გაცნობიერებულად მიიღოს გამოცდილება ახლანდელ ცხოვრებაში და იმაშიც, რასაც წინა ინკარნაციებში ნახავს.
დავუშვათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მაგს სჭირდება მომავლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია საკუთარი თავისთვის, ან სხვისთვის. ერთდაერთი რაც მან უნდა გააკეთოს, ტრანსის გამოწვევაა. თუ მაგი საკმარისად კარგად იცნობს ამ პრაქტიკას, მისთვის დამალული არაფერი დარჩება. ამ სახის ნათელმხილველობა, როდესაც მაგს შეუძლია საკუთარი და სხვისი მენტალური, ასტრალური და მატერიალური სხეულების დანახვა, წარმოადგენს უმაღლეს წერტილს, რისი მიღწევაც მაგიურ სარკესთან მუშაობისას შეიძლება. როგორც კი აქამდე მოხვალთ, მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი მაგიურ სარკეებთან დაკავშირებით, თქვენ თავად აღმოაჩენთ ახალ სავარჯიშოებს აქ ციტირებული მაგალითების საფუძველზე.
სამშვინველის მაგიის შესწავლა (IX)
1. ფიზიკური სხეულიდან ასტრალური სხეულის ცნობიერი განცალკევება.
ამ საფეხურში განდობილი შეისწავლის როგორ გამოანცალკევოს ცნობიერი ვარჯიშის მეშვეობით ასტრალური სხეული ფიზიკური სხეულიდან. ამასთანავე, იგი ისწავლის ნებისმიერ ადგილზე მოხვედრას, არა მხოლოდ სამშვინველით, არამედ სულთან ერთადაც. როგორც დავინახავთ, ასტრალური სხეულის განცალკევება განსხვავდება წინა საფეხურში აღწერილი მენტალური სხეულის განცალკევებისგან. მდგომარეობას, რომლის დროსაც მატერიალურ სხეულში მენტალური და ასტრალური სხეულები არ იმყოფება, ოკულტისტების ტერმინოლოგიით "ექსტაზი" ეწოდება. სრულყოფილ მაგს ასტრალური სხეულით ნებისმიერ ადგილას მოხვედრა შეუძლია. ასტრალური განცალკევებისას, გარკვეული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული, რადგან ასეთ დროს მენტალურ, ასტრალურ და მატერიალურ სხეულებს შორის კავშირი წყდება, ანუ მენტალური და ასტრალური მატრიცა სხეულიდან იშლება. მენტალური და ასტრალური სხეულები მატერიალურ სხეულში ერთმანეთთან დაკავშირებულია ძალიან დახვეწილი ელასტიური ხრტილით, რომელიც ვერცხლისფრად ანათებს. კატეგორიულად აკრძალულია, რომ პრაქტიკის შესრულებისას განდობილს ვინმე შეეხოს, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი მაგიაში გამოცდილია თუ გამოუცდელი. ასეთ მომენტში სხეულში არსებული ელექტრომაგნიტური ფლუიდი ბევრად უფრო ძლიერ ვიბრაციულია, ხოლო სხვა ადამიანის შეხებამ ან თუნდაც მენტალური და ასტრალური სხეულის აშკარა განცალკევებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური სიკვდილი. იყავით უკიდურესად ფრთხილად. გამოცდილი მაგიც კი ვერ გაუძლებს ასეთი ფლუიდზე გარეგან ზემოქმედებას. ამგვარი შეხებით ან განცალკევებით გარდაცვლილი ადამიანის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან გულის უკმარისობა იქნება, ან ემბოლიზმი (არტერიის გაჭედვა/ბლოკირება, რომელიც გამოწვეულია სისხლის შედედებით ან მასში ჰაერის მოხვედრით). მომდევნო სტრიქონები მიზნად ისახავს მოგაწოდოთ პრაქტიკული ინფორმაცია ამ პროცედურის შესახებ. დიახ, ჩვეულებრივი ფიზიკური სიკვდილიც ექსტაზის მდგომარეობაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც უამრავი პათოლოგიური ან შემთხვევითი მიზეზი შეიძლება იყოს. ნებისმიერ გამოცდილ მაგს შეუძლია მარტივად აგიხსნათ, როგორი შეგრძნებაა სიკვდილი.
მენტალური მატრიცა, რომელიც დამაკავშირებელი აგენტია მენტალურ და ასტრალურ სხეულს შორის, ფუნქციონირებს სუნთქვის დახმარებით; იგი ამარაგებს სისხლძარღვებს ოთხივე ელემენტით და აკაშას პრინციპით, რომელსაც სხეულში ფილტვები ავრცელებს. გამოცდილებით ვიცით, რომ ცხოვრება შეუძლებელია სუნთქვის გარეშე. ასტრალური მატრიცა, რომელიც დამაკავშირებელი აგენტია ასტრალურ და ფიზიკურ სხეულს შორის, ფუნქციონირებს საკვების დახმარებით. მაგი ახლა მკაფიოდ ხვდება მნიშვნელობას, რომელიც სწორ სუნთქვასა და კვებასთანაა დაკავშირებული; ახლა ვგებულობთ პირველ საფეხურებზე მოყვანილი სავარჯიშოების მიზეზს, რომელიც ცნობიერ სუნთქვასა და კარგად დაბალანსებულ კვებას ეხებოდა. თუ ამ ეტაპამდე უგულებელყოფილია ერთი ან მეორე დავალება, შედეგად გექნებათ დისჰარმონია, დაავადებები და ა.შ. უამრავი სახის ფსიქიკური აშლილობის და ფიზიკური დაავადებების მიზეზი, სწორედ ამ ორი ფაქტორის უგულებელყოფაა. დასაწყისიდანვე, მკაფიოდ იქნა მითითებული, რომ სხეული, სამშვინველი და სული თანაბარზომიერად უნდა ვითარდებოდეს. თუ ფიზიკური სხეული დაუბალანსებელია - რაშიც იგულისხმება არასაკმარისი მინერალების, ვიტამინების და სავარჯიშოების მეშვეობით სხეულში ელექტრომაგნიტური რეზერვის საჭირო რაოდენობით მომარაგების უქონლობა და არასაკმარისი ელასტიურობა - ექსტაზის სავარჯიშო ყველაფერზე ცუდად იმოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი მაგი აღიარებს, რომ დიეტა, ასკეტური შიმშილობა და სხვა სახის უკმარისობები ორგანიზმისთვის უკიდურესად არაჯანსაღია. ბევრი აღმოსავლური ასკეტიზმის მეთოდები და სავარჯიშოები მეტწილად ცალმხრივია და საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ინდოეთის ადგილობრივი მკვიდრები ან არ იცნობენ შესაბამის კლიმატს. მენტალური სხეულის განცალკევებისას, სულთან და სხეულთან დაკამავშირებელი ასტრალური მატრიცა სხეულში რჩება, ხოლო ასტრალური სხეულის განცალკევებისას სხეულიდან ყველაფერი ამოღებულია სულის ჩათვლით, რის გამოც ორმაგდება სიფრთხილის ზომები, რომელთა დაცვაც აუცილებელია ექსტაზის სავარჯიშოზე გადასვლისას.
ასტრალური სხეულის განცალკევების პროცედურა პრაქტიკულად საკმაოდ მარტივია, განსაკუთრებით იმ განდობილთათვის, რომლებიც შესანიშნავად ფლობენ მენტალური განცალკევების პრაქტიკას. ფიზიკური სხეულიდან ასტრალური სხეულის ცნობიერი განცალკევება ხორციელდება შემდეგნაირად:
დაჯექით ასანას მდგომარეობაში (ვარჯიში შეიძლება შესრულდეს წოლის დროსაც) და მიეცით მენტალურ სხეულს საშუალება გამოვიდეს თქვენი ფიზიკური სხეულიდან. თქვენი ცნობიერება ახლა მენტალურ სხეულში იმყოფება; ამ მდგომარეობიდან ყურადღებით დააკვირდით თქვენს ფიზიკურ სხეულს; გექნებათ შეგრძნება, რომ ფიზიკურ სხეულს სძინავს. ახლა, წარმოსახვის და ნების ძალის დახმარებით, ეცადეთ რომ გამოანცალკევოთ ფიზიკური სხეულიდან ასტრალური სხეულიც. ასტრალური სხეულის ფორმა, თქვენი მენტალური და ფიზიკური სხეულის ზომას ემთხვევა. ამგვარად, ასტრალურ ფორმაში შესვლით გაერთიანდით თქვენს ასტრალურ სხეულში. ამის შემდეგ გაგიჩნდებათ უცნაური შეგრძნება, თითქოს ასტრალური სხეული ბოლომდე თქვენ არ გეკუთვნით, ამიტომ მაშინვე გაცნობიერებულად დააკავშირეთ თქვენი მენტალური მატრიცა ასტრალურ მატრიცასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ წარმოსახვით, დიდი ხნის მანძილზე ვერ შეინარჩუნებთ ასტრალურ სხეულს, იგი თავისთავად მიიზიდება თქვენი ფიზიკური სხეულისკენ, თითქოს მას ძლიერი მაგნიტი იზიდავს. თუ ამ სავარჯიშოს შესრულებისას ფიზიკურ სხეულს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სუნთქვაში დარღვევები შეინიშმება; იმ მომენტშივე, როცა თქვენ მენტალურ აზროვნებზე კონცენტრირდებით და მას ასტრალურ სხეულთან გააერთიანებთ, რეგულირებული სუნთქვა აღდგება. შედეგად, თქვენ წარმატებით გაერთიანდით ასტრალურ სხეულთან.
ასტრალურ სხეულთან გაერთიანების შემდეგ, სუნთქვის გარდა არაფერს დააკვირდეთ. სავარჯიშო უნდა შესრულდეს მანამდე, სანამ სრულფასოვნად არ მიეჩვევით ასტრალურ სხეულში სუნთქვას.
როგორც ხედავთ, ასტრალურ სხეულში მხოლოდ გაცნობიერებული სუნთქვა იწვევს ასტრალური მატრიცის წარმატებით განცალკევებას. იმ შემთხვევაში, თუ ხშირი ვარჯიშის შედეგად მენტალური და ასტრალური სუნთქვა თქვენთვის ნაცნობი გახდა, შეგიძლიათ ერთი ნაბინჯით წინ წახვიდეთ. თუ თქვენს ასტრალურ სხეულში სუნთქვას დაიწყებთ, ფიზიკურ სხეულში სუნთქვა შეწყდება. განცალკევების შედეგად აღინიშნება ლეთარგიული მდგომარეობა, კუნთები მოეშვება, ხოლო სახის ფერი გაფერმკრთალდება. ერთი სიტყვით, თქვენი ფიზიკური სხეული მკვდარს დაემსგავსება, მაგრამ, ექსპერიმენტის დასრულების მიზნით როგორც კი შეწყვეტთ ასტრალურ სხეულში სუნთქვას, მყისიერად შეამჩნევთ რომ იგი ძლიერი მაგნიტის მსგავსად მიიზიდება ფიზიკური სხეულისაკენ; მატერიალურ სხეულში შესვლის შემდეგ სუნთქვა აღდგება, თუმცა არა მანამდე, სანამ მენტალურ სხეულსაც (ანუ თქვენს ცნობიერებას) არ დააბრუნებთ მატერიალურ სხეულში. ესე იგი ამ პროცედურით ასტრალურ და მატერიალურ ფორმებს ვაბრუნებთ და ვაერთიანებთ ფიზიკურ სხეულში.
რასაც ჩვენ სიკვდილს ვუწოდებთ, ზუსტად იდენტური პროცესია, მაგრამ ერთადერთი განსხვავებით; ნამდვილი სიკვდილისას ასტრალური და ფიზიკური სხეულის დამაკავშირებელი მატრიცა სამუდამოდ ნადგურდება. სიკვდილის დადგომისას, სუნთქვის პროცესი ასტრალურ სხეულში ისე გადადის, რომ თავად ასტრალური სხეული ამას ვერ აცნობიერებს. ჭეშმარიტი დარწმუნებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, გარდაცვლილი ადამიანი თავდაპირველად განსხვავებას ვერ გრძნობს ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის; ისინი ამას თანდათან გააცნობიერებენ, როგორც კი შეამჩნევენ რომ მატერიალურ სხეულს მათთვის სარგებელი აღარ აქვს; ისინი მალევე იგრძნობენ, რომ ასტრალური სხეული უკვე ექვემდებარება საერთოდ გასნხვავებულ კანონებს (აკაშას პრინციპის კანონებს). ამის შესახებ მე უკვე ვისაუბრე წინა თავებში ასტრალური სფეროს განხილვისას. შესაბამისად, ასტრალური სხეულის ცნობიერი განცალკევების პრაქტიკა არის სიკვდილის პროცესის იმიტაცია. ასეთი სავარჯიშო აშკარად დაგვარწმუნებს, თუ რამდენად ახლოს ვართ იმ ზღვართან, რომელიც სიცოცხლესა და სიკვდილს ერთმანეთისგან აშორებს. სწორედ ამიტომ, განაგრძეთ ვარჯიში სიფრთხილით.
ასტრალური განცალკევების სავარჯიშოს სრულყოფილად დაუფლების შედეგად, თქვენთვის სიკვდილის შიში სრულიად უაზრო და უადგილოა; ამასთან ერთად, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, სად და როგორ ადგილას გადადიხართ გარდაცვალების შემდგომ.
ასტრალური სხეულის განცალკევების ხშირი ვარჯიშის შემდეგ, ასტრალურ სხეულში სუნთქვა იმდენად რუტინული საქმე გახდება, რომ თქვენ ვერც კი იგრძნობთ განსხვაბებას ფიზიკურ სხეულში სუნთქვასთან შედარებით. სუნთქვის შეგრძნება იდენტური იქნება. ყოველთვის გაითვალისწინეთ სიფრთხილის ზომები სუნთქვასთან დაკავშირებით. მენტალური სხეული იმისგან განსხვავებულ რიტმში სუნთქავს, ვიდრე ასტრალური და ფიზიკური სხეულები. სხეულში დაბრუნებისას, თქვენ უნდა შეიკავოთ სუნთქვა და უნდა დარწმუნდეთ რომ ფიზიკურ სხეულში სუნთქვის ჩვეული რიტმი აღდგა. ამ სავარჯიშოს ფარგლებში, თქვენს ფიზიკურ სხეულს ძალიან არ დაშორდეთ. შეგიძლიათ ასტრალურ სხეულში ყოფნისას დაიკავოთ ასანა, რომელშიც ფიზიკური სხეული იმყოფება.
სრულიად განსხვავებულ სავარჯიშოს წარმოადგენს არა მხოლოდ სხეულზე დაკვირვება, არამედ უახლოესი გარემოს შესწავლა, როგორც მენტალური სხეულის განცალკევებისას ვაკეთებდით. თქვენ უნდა გრძნობდეთ, უნდა აღიქვათ და მოუსმინოთ თითოეულ ობიექტს; მენტალური სხეული თხელი კვართის მსგავს სხეულს ატარებს, ხოლო ახლა, ასტრალურ სხეულში ყოფნით, თქვენ უფრო მეტად გრძნობთ ფიზიკურ ეფექტს. როცა თქვენი მენტალური სხეულით რაიმე ადგილს ეწვევით, გარკვეული სიტუაცია ან ადგილი თქვენში აუცილებლად გამოიწვევს კარგ ან ცუდ ფსიქიკურ შეგრძნებებს, ცხადია ამას ფიზიკურ სხეულში ვერ იგრძნობთ და აღქმა სპეციპიკურად განსხვავებულ ასპექტში ხდება, მაგრამ ასტრალურ სხეულში ყოფნისას, იგივე გამოცდილება შესაძლოა აღიქვათ ინტენსიური შეგრძნების სახით, თითქოს მართლაც ფიზიკურ სხეულში იმყოფებით.
ფიზიკური სხეულიდან გამოსვლისას შეიგრძნობთ, რომ ასტრალური სხეული მაგნიტის მსგავსად უკან მიიზიდება. ეს იმით იხსნება, რომ ასტრალურსა და ფიზიკურ სხეულს შორის ძაფი იკვებება, ინახება და ნარჩუნდება ყველაზე დახვეწილი ფლუიდის მიერ. ასტრალური სხეულის განცალკევებისას, განდობილი აღმოჩნდება ორი განსხვავებული ბუნებრივი კანონზომიერების სამყაროს მიჯნაზე, რომელიც უნდა დაიძლიოს და გადაილახოს. სხეულის გარეთ სხვა კანონები მოქმედებს, ვიდრე სხეულის შიგნით. ასტრალური სხეულით მოძრაობას და გადაადგილებას უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე მენტალური სხეულისას. ამ მიზეზის გამო, თავდაპირველად თქვენს ფიზიკურ სხეულს მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით უნდა დაშორდეთ და მყისიერად უნდა დაბრუნდეთ მასში. მაგნიტური მიზიდულობა თქვენზე გამუდმებულ გავლენას მოახდენს, რის გამოც ასტრალურ სხეულში შესაძლოა სხვადასხვა შეგრძნებების პროვოცირება გამოიწვიოს, როგორიცაა სიკვდილის შიში და მსგავსი შეგრძნებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი შეგრძნებები უნდა დაიძლიოს. ყოველი ახალი ვარჯიშისას, გაზარდეთ მანძილი თქვენსა და ფიზიკურ სხეულს შორის. დროთა განმავლობაში თქვენ შეძლებთ საკმაოდ დიდ დისტანციამდე მისვლას. რაც უფრო დაშორდებით ფიზიკურ სხეულს, მისი მაგნიტური მიზიდულობის ძალაც მით უფრო შემცირდება. შორ მანძილებზე ყოფნისას, აღმოაჩენთ რომ დაბრუნება ნამდვილად რთულ პრობლემად იქცევა. ეს სერიოზული პრობლემა ხდება მაშინ, როცა განდობილი ასტრალურ სხეულში სევდას გრძნობს და არ უნდა იმ ადგილების დატოვება, რომლის მოსანახულებლადაც იმყოფება. აქ მიხვდებით, რომ მაგი აბსოლიტური ოსტატობით უნდა ფლობდეს საკუთარ შეგრძნებებს და ემოციებს, რადგან როგორც კი მაგი ასტრალურ სხეულში ფიზიკურივით მყუდროდ ყოფნას მიეჩვევა, იგი დაღლილობას იგრძნობს მატერიალური ცხოვრების მიმართ და შესაძლოა საერთოდ უარი თქვას ფიზიკურ ჩარჩოში დაბრუნებაზე. ამის გაკეთება ფიზიკური სხეულის თვითმკვლელობის ტოლფასია. ამავდროულად, ესაა შეურაცხყოფა ღვთაებრივი განგებულების მიმართ, რის გამოც, კარმული შედეგები არ დააყოვნებს. ასეთი თვითმკვლელობის ჩადენის სურვილი ძალიან ძლიერია, რადგან ასტრალურ სხეულში განცდილი ნეტარების შემდეგ, უამრავ განდობილს ყველაფერი მწუხარებად მოეჩვენება.
სავარჯიშოებში კარგი პროგრესის მიღწევის შემდეგ, - რაშიც ასტრალური სხეულით შორი დისტანციების დაფარვაც იგულისხმება, - მაგი შეძლებს ამ უნარის გამოყენებას მრავალმხრივი მაგიური ამოცანებისთვის თავის გასართმევად. თქვენ შეძლებთ შორ დისტანციებზე ავადმყოფების მკურნალობას, ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების კონდენსირებას და პაციენთებისთვის მათ გადაცემას. მკურნალობა ასტრალური სხეულით ბევრად ეფექტურია ვიდრე მენტალური სხეულით.
განდობილს ბევრი სხვა გავლენის მოხდენაც შეუძლია. მაგალითად: მაგს შეუძლია ასტრალურ სხეულში მიწის ელემენტის იმდენად კონდენსირება, რომ საკუთარი თავი ხილული გახადოს ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ მხრივ მატერიალიზების საკითხი დამოკიდებულია განვლილი წვრთნის ხარისხსა და ასტრალურ სხეულში მიწის ელემენტის დაგროვების უნარზე. ასტრალური სხეულით შესაძლებელია ნებისმიერ მატერიაზე გავლენის მოხდენა. ისტორიები კაკუნის ხმებზე, ნივთების ამოძრავებაზე და სხვა მოვლენებზე, მატერიაზე გავლენის მოხდენის მსგავს მაგალითებს განეკუთვნება. მართლაც, მაგს არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და მთლიანად მასზეა დამოკიდებული, რა კუთხით სურს სპეციალიზება. შესაძლებელია ასტრალური სხეულის ნაწილობრივი მატერიალიზებაც, მაგალითად მარტო ხელის; ასეთ დროს დანარჩენი სხეული უჩინარი დარჩება. ამ დონეზე ხელდასხმული ნებისმიერი განდობილი შეძლებს ისეთი ქმედებების ჩადენას, რასაც უბრალო ერისკაცი გაუგონარ სასწაულად აღიქვამს. მაგრამ, ჩემს მიერ აქამდე ახსნილი ინფორმაციიდან გამომდინარე ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ სასწაულები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობს. მაგი იცნობს უმაღლეს ძალებს, მათ კანონებს და იცის როგორ შეიძლება კაცობრიობის საკეთილდღეოდ მათი გამოყენება.
2. ასტრალური სხეულის ოთხი ფუნდამენტური ღვთაებრივი თვისებით/ხარისხით გაჟღენთვა.
როდესაც მაგი განვითარების ამ ეტაპამდე მოვა, იგი ეცდება გარკვეული კონცეფციებით და იდეებით გამოხატოს თავისი აღქმა ღმერთის შესახებ. მისტიკოსი ან იოგი, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით არის განვითარებული, ღვთაებაში სხვას ვერაფერს ხედავს, გარდა საკუთარი არსების ერთ-ერთი ასპექტისა, რომელსაც თაყვანს სცემს. ჭეშმარიტად ბრძენი მაგი, რომელიც საკუთარ თავს ოთხივე ელემენტის შესაბამისად ანვითარებდა, დაინახავს ღმერთის ოთხ ასპექტს, რომელიც სამყაროსეული კანონების მიხედვით ვლინდება; კერძოდ, ღმერთის ყოვლისშემძლეობას ასახავს ცეცხლის პრინციპი; ღმერთის ყოვლისმცოდნეობას და სიბრძნეს ასახავს ჰაერის პრინციპი; ღმერთის უკვდავება ეკუთვნის წყლის პრინციპს, ხოლო მის ყველგანმყოფობას მიწის პრინციპი ასახავს. მაგს ეძლევა დავალება დაფიქრდეს და იმედიტიროს ზემოთ აღწერილ ოთხ ღვთაებრივ ხარისხზე/თვისებაზე. ღრმა მედიტაცია მაგს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარ თავში ოთხიდან ერთ-ერთი თვისების ექსტაზირება მოახდინოს და შეერწყას ამ ღვთაებრივ თვისებას იმ დონეზე, რომ საკუთარი თავი განსახილველ თვისებად იგრძნოს. იგი უნდა ჩაინთქას ოთხი ღვთაებრივი ხარისხიდან თითოეულში - ცალ-ცალკე. სავარჯიშოების მოწყობა და გაკეთება მთლიანად მაგის საქმეა. მას უფლება აქვს იმდენ ხანს იფიქროს ერთ-ერთ ღვთაებრივ თვისებაზე, სანამ სრულიად არ დარწმუნდება, რომ შესაბამისი თვისება მასში განხორციელდა. თავისუფალი დროის მიხედვით, შესაძლებელია ერთი მედიტაციისას, ერთმანეთის მიყოლებით ოთხივე თვისებაზე კონცენტრაციაც. მედიტაცია უნდა იყოს ისეთი ღრმა, ისეთი გამჭოლი და ისეთი დამაჯერებელი, რომ ასტრალური სხეული მოცემული თვისების იდენტური უნდა გახდეს. მაგის კონცეფცია ღმერთის შესახებ, არის უნივერსალური, მასში შედის ყველა ღვთაებრივი თვისება/ხარისხი და იგი შეესაბამება უნივერსალურ კანონებს.
სხეულის მაგიის შესწავლა (XI)
მოცემული კურსის უწყვეტი პრაქტიკით, განდობილმა უდიდესი მანძილი გაიარა იმ საფეხურზე მოსვლისთვის, სადაც მას აღარ სჭირდება სპეციალური სხეულის მოსამზადებელი სავარჯიშოები. ამიერიდან მას მოუწევს განვითარებული უნარების გაძლიერება და მათი გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით. მე განდობილისთვის მოვიყვან ინსტრუქციას, რომელსაც იგი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაჰყვება საკუთარი განვითარების ხარისხის კვალდაკვალ.
1. ავადმყოფთა მკურნალობა ელექტრომაგნიტური ფლუიდის მეშვეობით.
მკურნალობა, ტანჯული კაცობრიობის დასახმარებლად მშვენიერი და წმინდა საქმეა. მაგს მკურნალობით შეუძლია ნამდვილი სასწაულების მოხდენა, რასაც წმინდანები აკეთებდნენ და აკეთებენ დღევანდელამდე. წინაპირობად აქ ის ითვლება, რომ მაგი იცნობს სხეულის ოკულტურ ანატომიას ელემენტებთან მიმართებაში; სხვა მხრივ, დაავადდბულ ადგილზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლებელია.
აკაშას პრინციპისა და ნათელმხილველური თვალების დახმარებით, მაგი მყისიერად აღმოაჩენს დაავაზების მიზეზს და შეეძლება გავლენა მოახდინოს დაავადების ფესვებზე. როცა ავადმყოფობის საწყისი მენტალურ სფეროშია, მაგმა პირველ რიგში გავლენა უნდა მოახდინოს პაციენტის გონებაზე, მასში ჰარმონიის აღდგენის მიზნით. როგორც ადრე აღვნიშნე, ასტრალურ სფეროს მხოლოდ ასტრალურ დონეზე შეუძლია გავლენის მოხდენა, ისევე როგორც მატერიალური სფერო მოქმედებს მხოლოდ მატერიალურ დონეზე. ეს ფაქტი ყოველთვის მხედველობაში უნდა გქვონდეს. ნებისმიერ დონეზე, ტრანსმუტაცია/ცვლილება შესაძლებელია შესაბამისი მატრიცის ან უფრო დახვეწილი შემაკავშირებელი რგოლის დახმარებით. აზრი/ფიქრი ვერასოდეს გამოიმიშავებს ფიზიკურ ძალას და ვერც ფიზიკურ დაავადებებს განკურნავს. მაგრამ, რწმენით და ძალით კონცენტრირებული აზრი იწვევს ძლიერ ვიბრაციებს პაციენტის მენტალურ სხეულში, რომელიც მენტალური მატრიცის მეშვეობით ასტრალურ სხეულსაც გადაეცემა.
სამკურნალო მეთოდების მსგავს კატეგორიას მიეკუთვნება თვითშთაგონება, ჰიპნოზი, რწმენა-განკურნება და ა.შ. მაგი ამ მეთოდებს გადამეტებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, იგი მათ გამუდმებით არ დაეყრდნობა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში იმპროვიზირებულად გამოიყენებს.
ბევრად უფრო ეფექტური და თვალწარმტაცი სამუშაოა ჭეშმარიტი მაგის უნარი, რომელიც სასიცოცხლო მაგნეტიზმის ჭარბი ოკულტური ვარჯიშის შედეგადაა გამომუშავებული. ამას არც პაციენტის რწმენა სჭირდება და არც რაიმე სახის ჰიპნოზური გავლენა. მსგავსი მაგნეტიზატორი სასიცოცხლო ძალის დახმარებით ჭარბად იტვირთება ასტრალურ სხეულში. საჭიროების შემთხვევაშო ეს ხდება პაციენტის ნების საწინააღმდეგოდაც, რადგან მსგავსი დატვირთვა უფრო სწრაფ რეგენერირებას ახდენს მაგნეტიზმის ძლიერი დაგროვების გამო. იგი აძლიერებს პაციენტის ასტრალურ მატრიცას. ამიტომ, მაგს შეუძლია წარმატებით უმკურნალოს ბავშვსაც, რომელსაც არ შეუძლია წარმოსახვის ან ქვეცნობიერის დახმარებით განკურნების პროცესის დაჩქარება საკუთარ თავში. მკურნალობის ხაზში სპეციალიზების შემთხვევაში, მაგი ყოველდღიურად შეძლებს ასობით პაციენტის განკურნებას საკუთარი სასიცოცხლო ძალის მცირედი შესუსტების გარეშე. მაგი იყენებს უნივერსალურ კანონებს და კონკრეტულ ორგანოებს სწორედ მათი მეშვეობით ეხება. გარკვეულ შემთხვევებში, სამკურნალო პროცესი შეიძლება იმდენად სწრაფად დასრულდეს, რომ სამედიცინო მეცნიერების მოზიციიდან, მომხდარი წმინდა წყლის სასწაულად ჩაითვლება.
მე არ ვაპირებ ზოგადი წესების დოგმატიზებას ავადმყოფთა მკურნალობასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ განდობილს უკვე აქვს პირადი გამოცდილება მის მიერ შესწავლილ კანონებზე დამყარებული სავარჯიშოების შესაბამისად. საკმარისი იქნება რამდენიმე სასარგებლო მითითების მოცემა. მაგმა იმუშაოს ნების ძალასთან და წარმოსახვასთან, როცა პაციენტს აწუხებს ფსიქიკური სისუსტე ან აშლილობა, ასეთ დროს მიზანი ჰარმონიის აღდგენაა. განდობილმა სრულად უნდა იცოდეს სამშვინველის აქტივობის შესახებ; შესაძლებელია ფიზიკური და ასტრალური სხეული დაიგნორდეს, რადგან მხოლოდ პაციენტის სამშვინველი ააქტიურებს მსგავს გავლენას; სამშვინველს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მაგალითად, თუ პაციენტი აგონიაში ან ღრმად არაცნობიერ, უგონო მდგომარეობაში იმყოფება, მაგი შეძლებს დააბრუნოს პაციენტი აგონიიდან ნორმალური აღქმის მდგომარეობაზე. თუ დაავადების მიზეზი ასტრალურ სხეულშია, მაგმა იმუშაოს სასიცოცხლო ძალის დაგროვებით/აკუმულაციით, რომელსაც დატვირთავთ სრული რეგენერაციის და განკურნების სურვილით. მაგი პაციენტს გადასცემს აკუმულირებულ სასიცოცხლო ძალას პირდაპირ სამყაროდან, საკუთარ სხეულში გავლის გარეშე. ასეთი მოქმედებით მაგი თავს არიდებს საკუთარი სასიცოცხლო ძალის ყოველგვარ შესუსტებას და ამავდროულად არ აერთიანებს პაციენტის ავადმყოფურ გამოვლინებებს საკუთარ ენერგიასთან. როცა ავადმყოფობა ფიზიკური ხასიათისაა და რომელიმე ორგანოს დაზარალება ვლინდება, მაგი მიმართავს ელემენტებს და ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებს. თუ პაციენტს ძლიერი იმუნიტეტი აქვს, მაგი იმუშავებს მხოლოდ ელემენტებით, რომლებიც ხელსაყრელ გავლენას მოახდენენ დაავადებულზე. მაგალითად: განდობილი სიცხეს უმკურნალებს წყლის ელემენტით. შესაბამისი ელემენტის მიხედვით ვიყენებთ ელექტრულ ან მაგნიტურ ფლუიდებს, საჭიროებისამებრ პაციენტს ვუნიშნავთ შესაბამის აბაზანებს, მცენარეებს, სუნთქვით ვარჯიშებს და ა.შ. თუ პაციენტის სხეული იმდენად სუსტდება რომ არ შეუძლია შესაბამისი სითხის ან რეგენერაციის წარმოება, განდობილს სხვა გზა აღარ რჩება, მან უნდა მოახდინოს ორგანიზმის ფლუიდით, მიზანმიმართულად დატვირთვა. აქ, პოლარიზაციის ოკულტურ ანატომიას ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ, რომელიც აღწერილია ამ წიგნის თეორიულ ნაწილში. ნებისმიერი ორგანო, რომელიც მაგნიტური ფლუიდით ფუნქციონირებს, არასოდეს უნდა დაიტვირთოს ელექტეული ფლუიდით, თუ პაციენტის უარესად ვნება არ გვინდა. იმ ორგანოებში, სადაც ორივე ფლუიდი მუშაობს, დატვირთვა თანმიმდევრულად ორივე ფლუიდით ხორციელდება. არაჩვეულებრივად გაწვრთნილ განდობილს მკურნალობისას არ დასჭირდება ხელების გამოყენებაც. მაგი იგივე მოქმედების შესრულებას მხოლოდ წარმოსახვის დახმარებითაც შეძლებს. მან უნდა შეიწავლოს, როგორ უნდა წარმართოს წარმოსახვით მაგნიტური და ელექტრული ფლუიდები უმცირეს ორგანოებშიც. განდობილმა უნდა შეძლოს მაგნიტური ფლუიდის თვალის შიდა ნაწილში მიმართვა, ხოლო ელექტრული ფლუიდის თვალის კაკლის კიდეებში მოთავსება. ამ გზით მაგი არამარტო უმკურნალებს თვალის ჩივილებს, არამედ გააძლიერებს ვიზუალურ ძალას და შეეძლება თვალები აუხილოს ბრმასაც; ეს იმ პირობით, თუ სიბრმავე გამოწვეული არ არის სტრუქტურული დეფექტით. სხეულის ნეიტრალური ნაწილები უნდა დაიტვირთოს სხეულის რეგიონის შესაბამისი ელემენტით ან სასიცოცხლო ძალით. სერიოზულ ნაკლად არ ჩაითვლება, თუ ნეიტრალურ ნაწილებს საერთოდ უგულებელვყოფთ, რადგან ფლუიდების დასხივება ირიბ გავლენას ახდენს ორგანოების ნეიტრალურ წერტილებზეც. როცა ერთი ორგანოს მაგივრად მთელი სხეულია დაავადებული - მაგალითად, ნერვული დაავადებების ან სისხლის დაავადებების შემთხვევაში - სხეულის მარჯვენა მხარეს ვტვირთავთ ელექტრული ფლუიდით, ხოლო მარცხენა მხარეს მაგნიტური ფლუიდით. თუ პაციენტის სხეული საკმარისად მიმღები არ აღმოჩნდება, შესაბამის ნაწილებს ვტვირთავთ შესაბამისი ელემენტებითაც. (თავი - ცეცხლი; გულ-მკერდი - ჰაერი; მუცელი - წყალი; ხელები, ფეხები, სასქესო ორგანოები - მიწა). ავადმყოფ სხეულში თავიდან უნდა ავიცილოთ ელემენტების ექსტრემალურად ძლიერი აკუმულაცია, რადგან პაციენტი ვერ მოვა მასთან თანხმობაში.
ყველაზე ეფექტური მაგიური სამკურნალო პროცესი მდგომარეობს სხეულზე, სამშვინველზე და სულზე თანმიმდევრულ ზემოქმედებაში. ანალოგიებიდან და უნივერსალური კანონებიდან გამომდინარე, მაგმა ყოველგვარი შეკითხვის გარეშე უნდა ამოიცნოს დაავადების მიზეზი. ჩვენი კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად ძლიერი დაავადების განკურნება შეუძლია განდობილს მაგიის დახმარებით; პასუხი ისაა, რომ კარგად გაწვრთნილ მაგს ყველაზე ავთვისებიანი და განუკურნებელი ავადმყოფობების მორჩენაც შეუძლია. მთავარია, პაციენტს რაიმე ორგანო არ აკლდეს. ჩვენ განვიხილავთ სტანდარტულ ბიოლოგიურ აგებულებას. მაგი, ბედისწერის წიგნში - აკაშას პრინციპში - დაინახავს, რამდენად ნებადართულია მისი ჩარევა პაციენტის ავადმყოფობაში, რადგან გარკვეული დაავადებები კარმულ პირობებზეა დამოკიდებული. პაციენტმა უნდა გამოისყიდოს ესა თუ ის კარმული ვალი ავადმყოფობისას განცდილი ტანჯვით. სხვა შემთხვევაში, - თუკი აკაშა ჩარევის ნებას რთავს მაგს, - შესაძლებელია ყველანაირი დაავადების მკურნალობა უნივერსალური წესების გათვალისწინებით.
უმაღლეს განდობილებს, რომელთაც ოდესმე გაუვლიათ დედამიწაზე, შეეძლოთ ყველაზე ზღაპრული განკურნების განხორციელება, როგორიცაა მაგალითად მიცვალებულთა აღდგომა. ასეთი მოქმედება შესაძლებელია უნივერსალური კანონების, ფლუიდების და ელემენტების გათვალისწინებით. აქ არ ენიჭება მნიშვნელობა არც რწმენას, არც კაბალას (სიტყვების წარმოთქმა) ან ქვეცნობიერის დახმარებას. ყველაფერი დამოკიდებულია მაგის განვითარების ხარისხზე, იმაზე თუ რამდენად სასწაულებრივი განკურნების ჩადენა ძალუძს მას.
2. თილისმების, ამულეტებისა და ძვირფასი ქვების მაგიურად დატვირთვა.
თილისმების, ამულეტებისა და ძვირფასი ქვების მიმართ რწმენა უძველესი დროიდან მოდის და სათავეს იღებს ფეტიშიზმში, რომელიც ჯერ კიდევ პირველყოფილ რასებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული. მათ მიმართ რწმენა დღემდე არსებობს, მაგრამ, ცხოვრების სტილის მიხედვით შეცვლილია მათი გამოყენების ხერხები. ყველანაირი გულსაკიდი, ბეჭედი და გულსაბნევი, რომელთაც წარმატების მოტანა შეუძლიათ, სხვა არაფერია, თუ არა თილისმა. დღესდღეისობით უდიდესი პოპულარობით და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ დაბადების ქვები. (იგულისხმება დაბადების თარიღის მეშვეობით გამოთვლილი ქვა, ე.წ. "birth-stone"). ასე რომ, თუ ამულეტებისა და თილისმების მიმართ რწმენა-დამოკიდებულებაში სიმართლის მარცვალი არ ერია, მათ მიმართ ინტერესი დიდი ხნის წინ გაქრებოდა. მოდით, ცოტათი ავწიოთ ფარდა.
თილისმა, ამულეტი ან დაბადების ქვა განკუთვნილია საკუთარი თავის რწმენის, თვითკმარობის და ნდობის გასაძლიერებლად. ძალა ვრცელდება იმ პიროვნებაზე, ვინც მას ატარებს. თილისმის მიმართ უფრო მეტი ყურადღების დათმობით, მისი მატარებლის ქვეცნობიერი სასურველი მიმართულებით ახდენს კონცენტრირებას ავტოსუგესტიის (თვითშთაგონების) გზით. უამრავი ადამიანი, უფრო ხშირად კი ღარიბები, დასცინიან და აბუჩად იგდებენ მსგავს შეხედუებებს. ბრძენი მაგი რა საკრვირველია, არ დაკმაყოფილდება მხოლოდ თილისმის ტარებით, და იგი ეცდება გამოიკვლიოს კანონები, რომლებიც საფუძვლად უდევს თილისმათა საიდუმლოებებს. განდობილმა იცის, რომ ურწმუნო და სკეპტიკოსი ადამიანის ხელში მოხვედრილი თილისმა ყველანაირ ეფექტურობას და ძალას კარგავს. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ცოდნით, მაგი უფრო და უფრო ღრმავდება მასთან დაკავშირებულ საკითხებში.
სანამ ამ სინთეზს შევეხებით, მოდით განვიხილოთ სხვადასხვა განსხვავებები. განდობილის ხელში მყოფი თილისმა, სხვა არაფერია, თუ არა დამხმარე ხელსაწყო, რომელშიც მას შეუძლია გარკვეული ძალის, მაგალითად, ფლუიდის მატერიალიზება. სინამდვილეში მის ფორმას და მატერიალურ ღირებულებას განდობილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; იგი არ უყურებს არც სილამაზეს, არც მოდას და არც პრესტიჟს. მაგიურად დატვირთული თილისმა განკუთვნილია გარკვეული ზემოქმედების განხორციელებისთვის, სადაც მისი მატარებლის რწმენას აღარ აქვს მნიშვნელობა.
მეორე მხრივ, პენტაკლი არის სპეციფიკური ობიექტი, რომელშიც სასურველი სიძლიერის თილისმა იმყოფება ანალოგიის კანონის გათვალისწინებით. მაგმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ანალოგიის წესები, როცა იგი ამზადებს და კონკრეტულ თილისმას ათავსებს მასში; განსაკუთრებით მაშინ, როცა მაგის სურვილია კონტაქტში შევიდეს უმაღლესი სამყაროს არსებებთან, არ აქვს მნიშვნელობა ისინი კეთილი ქმნილებები არიან თუ ბოროტები, გენიები თუ დემონები.
ამულეტი ღვთაებრივია, მისი შედარება შეიძლება ბიბლიის წმინდა ციტატებთან ან მანტრასთან, რომელიც პერგამენტზე ან ქაღალდზე დაწერილი, ღვთაების თაყვანისცემის გამომხატველი წინადადებაა. სხვადასხვა მაგიური ბალახების, როგორიცაა მანდრაგორა ან მსგავსი მცენარეების ტარება, ითვლება რომ ფლობს დამცავ ძალას, ამიტომ, ისინიც ერთგვარ ამულეტებად ითვლებიან. გარდა ამისა, მოცემულ კატეგორიაში შედის სითხის კონდენსატორები (თხევადი ან მყარი) და მათი მეშვეობით დატვირთული საგნები.
ბოლოს, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები განსაკუთრებით შესაფერისია სითხის კონდენსატორებისთვის, დამცავი სახით გამოყენებისთვის, წარმატებისთვის და განკურნებისთვის. ასტროლოგები განსაკუთრებულ ინტერპრეტაციას ახდენენ სხვადასხვა ქვების მიმართ, ისინი მათ ფერსა და ხარისხს სხვადასხვა პლანეტებთან აკავშირებენ და იქვე დასძენენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს და პლანეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა მასთან მისადაგებული ქვა უნდა ატაროს, რადგან ეს მისთვის იღბლიანი ქვა იქნება. მაგრამ, ჭეშმარიტმა მაგმა იცის, რომ ასტროლოგიურად შერჩეულ ქვებს ძალიან უმნიშვნელო ეფექტი აქვთ და ეს ეფექტიც ქრება, როცა ქვა ურწმუნო ადამიანის ხელში აღმოჩნდება. მაგს შეუძლია შეისწავლოს ასტროლოგიურად შერჩეული ქვები, მაგრამ იგი არასოდეს გახდება მათზე დამოკიდებული. სურვილის შემთხვევაში, განდობილს შეუძლია ნებისმიერი ქვის დამუხტვა, ისეთი ქვებისაც, რომლებიც ყველაზე არახელსაყრელია ასტროლოგიური თვალსაზრისით. ნება მომეცით ვისაუბრო მათი დატვირთვის რამდენიმე ვარიანტის შესახებ, რომელთაგან მე ვაპირებ 10 მაგალითის ციტირებას:
1. ნების ძალით და წარმოსახვის მეშვეობით დატვირთვა.
2. სასიცოცხლო ძალით და სურვილით დატვირთვა.
3. ელემენტარის და ელემენტალის შენახვა.
4. ინდივიდუალური ან ტრადიციული რიტუალებით დატვირთვა.
5. მაგიური ფორმულით, მანტრით და ტანტრით დატვირთვა.
6. ელემენტების დაგროვებით/აკუმულაციით დატვირთვა.
7. ელექტრული ან მაგნიტური ფლუიდით დატვირთვა.
8. დატვირთვა სინათლის ძალის დაგროვებით.
9. ელექტრომაგნიტური ვოლტებით დატვირთვა.
10. დატვირთვა მაგო-სექსუალური ოპერაციებით.
აქ მოყვანილი დატვირთვების თითოეულ შესაძლებლობას მრავალი ვარიაცია გააჩნია, მაგრამ ყველა მათგანის აღსაწერად ძალიან დიდი დრო დამჭირდება. მოწინავე მაგს ეძლევა დავალება, იპოვოს საკუთარი დატვირთვის მეთოდი ინტუიციის დახმარებით. აქ აღწერილი ათი მეთოდი მხოლოდ წესების და მითითებების ნაკრებია, რომლებსაც მოკლე აღწერილობებსაც დავურთავ:
2-1. ნების ძალით და წარმოსახვის მეშვეობით დატვირთვა.
ეს არის ყველაზე მარტივი და უბრალო მეთოდი, რომლის ეფექტიც დამოკიდებულია მაგის ნების ძალაზე და წარმოსახვის უნარზე. ნებისმიერი თილისმა, ამულეტი და პენტაკლი, ქაღალდისა და პერგამენტის ამულეტების გარდა, აუცილებლად უნდა გაიწმინდოს დატვირთვის შესრულებამდე. გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა მაგიური წყალის გამოყენება. აავსეთ ჭიქა სუფთა, ცივი წყლით და ჩააგდეთ მასში თილისმა. ამის გაკეთებისას, კონცენტრირება მოახდინეთ წყლზე, რომელიც თილისმას ყველა სახის ბოროტ გავლენებს აშორებს. დაიჭირეთ ასეთი კონცენტრაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. რამდენიმე წუთიანი ღრმა კონცენტრაციის შემდეგ, თქვენ უნდა იყოთ სრულიად დარწმუნებული, რომ თილისმას ყველა ბოროტი გავლენა წყალმა მოაშორა და თილისმა ახლა მათგან თავისუფალია. გააშრეთ თილისმა და დარწმუნდით, რომ იგი მზადაა თქვენი გავლენის მისაღებად. თქვენ უნდა შეასრულოთ გაწმენდის სავარჯიშო ყველა არათხევად თილისმაზე. დაიჭირეთ თილისმა ხელში და მოახდინეთ მთელი თქვენი ნების ძალის, წარმოსახვის, რწმენის და ნდობის კონცენტრირება. თქვენზეა დამოკიდებული დროის დაფიქსირება ან მისი სამუდამოდ დამუხტვა, ასევე ისიც, კონკრეტული მიზნით ვმუხტავთ, საკუთარი თავისთვის თუ ნებისმიერისთვის, ვინც თილისმას გაიკეთებს. გამოიყენეთ აწმყო დროის ფორმა; ანუ წარმოიდგინეთ, რომ სურვილი უკვე მუშაობს. შეგიძლიათ გააძლიეროთ კონცენტრირებული სურვილის მუხტი დატვირთვის რამდენიმეჯერ გამეორებით, ამით თილისმის ემისიური ძალა უფრო გაიზრდება.
2-2. სასიცოცხლო ძალით და სურვილით დატვირთვა.
როცა თილისმის გამოყენება თავად გსურთ, სასიცოცხლო ძალის დაგროვება საკუთარ სხეულში უნდა მოახდინოთ. როცა ამას გააკეთებთ, მარჯვენა ხელის დახმარებით მოახდინეთ სასიცოცხლო ძალის თილისმაში აკუმულაცია და დააგროვეთ იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაჟღინთავთ მას. ამის გაკეთებისას, წარმოიდგინეთ, რომ თილისმა შთანთქავს სასიცოცხლო ძალას და ინახავს მას იმდენ ხანს, რამდენიც თქვენ გსურთ. თქვენ უნდა იმუშაოთ რწმენით, რომ თილისმის ტარებისას მისი ძალა შემცირების ნაცვლად, უფრო გაიზრდება. გავარჯიშებული თვალებით, შეძლებთ დაინახოთ, რომ სასიცოცხლო ძალით სავსე თილისმა კაშკაშა მზესავით ანათებს. უბრალოდ დააკვირდით, რამდენად შორს მუშაობს ადამიანის წარმოსახვა. ეფექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია ასევე დაფიქსირდეს წარმოსახვის დახმარებით. აირჩიეთ აწმყო დრო, რათა გამოხატოთ თქვენი შინაგანი დარწმუნებულობა, რომ თილისმამ სრულ ეფექტურობას მიაღწია მისი დატვირთვისთანავე. არ შეუკვეთოთ ერთ თილისმაში რამდენიმე სურვილი, და არც ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების დაფიქსირება სცადოთ. ყველაზე ეფექტური დატვირთვა შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სურვილით. გარდა ამისა, ჩაუთქვით განსახორციელებლად შესაძლებელი სურვილი და მოერიდეთ ფანტასტიკური ოცნებების გამოთქმას, რომლის შესრულებაც შეუძლებელია. ეს მითითება ვრცელდება ყველა სახის თილისმაზე და ყველა სახის დატვირთვაზე. რამდენად ძლიერია დატვირთვის ძალა, საუკეთესოდ შეიძლება შემოწმდეს ქანქარის დახმარებით.
როცა თილისმას სხვისთვის ვტვირთავთ, სასიცოცხლო ძალის დაგროვებას არ ვახდენთ ჩვენს სხეულში, არამედ პირდაპირ სამყაროდან. მას წარმოსახვით ვკუმშავთ და ამგვარად ვტვირთავთ თილისმას. ყველა დანარჩენი ინსტრუქცია იგივე რჩება.
2-3. ელემენტარის და ელემენტალის შენახვა.
მე უკვე აღვწერე ელემენტარების და ელემენტალების შექმნის პროცედურა განდობის წინა საფეხურებში. ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი არსება შეგვიძლია მივაბათ თილისმას და ა.შ. მიბმის შელოცვა უნდა შესრულდეს თვითშერჩეული სიტყვით, მოკლედ და სპეციალურად ამისთვის შესრულებული რიტუალით ან ჟესტიკულაციით. აშკარაა, რომ მაგი ელემენტალს გამოიყენებს მენტალური სფეროსთვის, ხოლო ასტრალური ან მატერიალური ზემოქმედებების შესასრულებლად ელემენტარს გამოიყენებს. ზარმაცად გაწვრთნილი მაგი ვერც ერთი აქ მოცემული მოქმედების შესრულებას ვერ შეძლებს. დამატებითი მითითებები საჭირო აღარაა, რადგან მაგმა თავად იცის რაც უნდა გააკეთოს.
2-4. ინდივიდუალური ან ტრადიციული რიტუალებით დატვირთვა.
ამ პრაქტიკას უპირატესობას ანიჭებენ აღმოსავლელი მაგები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საოცარი მოთმინების უნარით, რაც შეუცვლელია, როცა მსგავს დატვირთვასთან გვაქვს საქმე. აღმოსავლელი მაგი თილისმის თავზე ან ჰაერში, ხელებით გამოსახავს თვითშერჩეულ ნიშანს, შესაძლოა ეს მხოლოდ ერთი თითითაც გაკეთდეს, - საკითხი ინდივოდუალურია. ამავე დროს მაგი ყურადღებას ამახვილებს ეფექტზე, რომელიც სასურველია რომ თილისმას ჰქონდეს. იგი გაიმეორებს ამ ექსპერიმენტს დღეში რამდენჯერმე, რითაც წარმოქმნის ძლიერ "ვოლტს" აკაშას პრინციპში. სასურველი ეფექტი გარანტორებულია. განმეორებითი ვარჯიშების შედეგად აკაშას პრინციპში საკმარისად ძლიერი "ვოლტის" შექმნის შემდეგ, სრულდება რიტუალი ან ნიშანი თილისმის ზემოთ, რომელიც შესაძლოა ყოველგვარი წარმოსახვისა და ძალისხმევის გარეშე შესრულდეს. მაგი, რომელიც კაბალას იცნობს, რიტუალურ ჩატვირთვას მოახდენს 462-ჯერ, რომელიც უკავშირდება კაბალისტურ რიცხვ 462-ს. 462 დღის განმავლობაში, ჩატარებული რიტუალი სასურველ შედეგს გამოიმუშავებს. ასეთი რიტუალების შესრულება შესაძლებელია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მაგრამ ისინი ძალიან დამღლელი და გრძელია, თანაც ევროპელი მაგი რთულად გამოავლენს ამხელა მოთმინებას. ქვემოთ ავხსნი რიტუალის ტიპს, რომელიც ძალიან ეფექტურია და ამავდროულად შედარებით მცირე დროს მოითხოვს.
ტრადიციული რიტუალით დატვირთვა უფრო ადვილია და მხოლოდ რამდენჯერმე გამეორებას მოითხოვს, თუმცა ეფექტი იმდენად საოცარია, რომ სასწაულს უტოლდება. აქ პრობლემა ის არის, რომ ასეთი რიტუალები ტარდება საიდუმლო ლოჟებში, სექტებში და ა.შ. ესენია საიდუმლოებები, რომელთაც მე ვერ გავცემ. აშკარაა, ნათელმხილველობაში კარგად გაწვრთნილი მაგი ადვილად მოახერხებს ამ საიდუმლოებების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ყოველთვის არსებობს აღმოჩენის საფრთხე. აღმოსავლელი მაგები, საკუთარ როტუალებს სიკვდილის ფიცის წვეშ იცავენ, წყევლა ვრცელდება ყველაზე, ვინც საიდუმლოებების ხელში ჩაგდებას შეეცდება მათი ნებართვის გარეშე. ამიტომ, ვაფრთხილებ ყველა მაგს, ნუ შეეცდება ასეთ ძარცვას. ასეთ რიტუალებში იგულისხმება ჩვეულებრივი ჟესტები, რომლებიც სხვადასხვა ღვთაებების საიდუმლო ნიშნებს წარმოადგენენ; მათი სახელწოდებაა - "იშტა დევატასი" (ishta devatas). ეჭვგარეშეა, ასეთ დატვირთვას გააჩნია არაჩვეულებრივი ეფექტი, რადგან იგი გამოცდილია ასობით მაგის მიერ და გადაეცემა თაობიდან თაობას.
2-5. მაგიური ფორმულით, მანტრით, ტანტრით და ა.შ. დატვირთვა.
მსგავსი სახეობა წარმოადგენს უდიდეს და უძლიერეს დატვირთვას, მაგრამ იგი მოითხოვს მაღალი დონის ცოდნას და დიდებულ მომზადებას. ამ საკითხზე ვისაუბრებ ჩემს მომდევნო ორ წიგნში, რომელიც ეხება მაგიურ ევოკაციას და პრაქტიკულ კაბალას. ამ ეტაპზე, მხოლოდ მოკლე შენიშვნით შემოვიფარგლები.
პირველი სახის დატვირთვა ხორციელდება მაგიური ფორმულის გამეორებით და სასურველი ეფექტი მიიღწევა შერჩეული სუბიექტის დახმარებით.
მანტრით დატვირთვა ხდება შესაბამისი მანტრის მრავალგზის გამეორებით, რაც მიემართება გარკვეული ღვთაების თაყვანისცემას, შესაბამისი თილისმის ფონზე; ამას ეწოდება ჯაპა იოგა. მოცემული ღვთაების ხარისხი ამ გზით მატერიალიზდება. აბსოლიტური დარწმუნებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღაპრული შედეგები აღინიშნება ყველა სფეროზე.
ტანტრით დატვირთვა ნიშნავს სიტყვის მაგიის სწორად გამოყენებას, სადაც გარკვეული კოსმიური ძალები შესაბამისი ასოების, სიტყვების, კოსმიური რიტმის, ბგერის და ხარისხის მიხედვით ხორციელდება.
2-6 ელემენტების აკუმულაციით/დაგროვებით დატვირთვა.
დატვირთვის ამ შესაძლებლობას ვთავაზობ ყველა მაგს, რომელმაც აქამდე არსებული ყველა სავარჯიშო ზედმიწევნით გაიარა. თუ მაგს გარკვეული შედეგის მიღწევა სურს რომელიმე ელემენტ-პრინციპში, მან უნდა დატვირთოს თილისმა ან პენტაკლი შესაბამისი ელემენტით. დატვირთვა ხდება ისევე, როგირც აღწერილია მეორე მეთოდში. განსხავება ისაა, რომ სასიცოცხლო ძალის მაგივრად თილისმას ელემენტებით ვტვირთავთ.
2-7. ელექტრული ან მაგნიტური ფლუიდით დატვირთვა.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დატვირთვის საშუალებად ითვლება ელექტრული და მაგნიტური ფლუიდებით დატვირთვა. როცა თილისმამ რაიმე უნდა დაიცვას ან როცა უნდა იმუშაოს გარკვეული მიმართულებით, მას ვტვირთავთ ელექტრული ფლუიდით, ხოლო როცა გვინდა რომ თილისმამ მიმზიდველი ძალის, სიმპათიის და იღბალის გამომუშავება შეძლოს, ვტვირთავთ მაგნიტური ფლუიდით. დატვირთვა ხორციელდება წინა ქვეთავებში აღწერილის მსგავსად, თუმცა ერთი განსხვავებით. საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისას, ვიცით რომ თილისმა საკუთარი სხეულის გავლით უნდა დავტვირთოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფლუიდის დაგროვება არ უნდა მოხდეს არა მთელს სხეულში, არამედ ნახევარ სხეულში; მაგნიტური ფლუიდის დინამიურ აკუმულაციურ დაგროვებას ვახდენთ სხეულის მარცხენა ნახევარში, თილისმაში ფლუიდის პროექცია ხდება მარცხენა ხელით, ხოლო ელექტრულის შემთხვევაში დაგროვებას ვახდენთ სხეულის მარჯვენა ნახევარში და თილისმაში ვტვირთავთ მარჯვენა ხელით.
2-8. დატვირთვა სინათლის ძალის დაგროვებით.
უფრო დახვეწილი სულიერი ეფექტების მისაღწევად, მაგალითად, განსხვავებული ოკულტური ძალების გასაძლიერებლად, - როგორიცაა ინტუიცია, შთაგონება და ა.შ. - თილისმა დატვირთულია კონდენსორებული სინათლის ძალით. დატვირთვა და დაგროვება ხდება სასიცოცხლო ძალის დაგრივების და სურვილით გაჟღენთვის მსგავსად. თილისმაში დაპრესილი სინათლე, ჩვეულებრივი დღის სინათლეზე მეტად კაშკაშებს. პერსონალური გამოყენებისთვის სინათლის ძალა გროვდება სხეულის მეშვეობით, ხოლო სხვისთვის პირდაპირ სამყაროდან.
2-9. ელექტრომაგნიტური ვოლტებით დატვირთვა
კარმული გავლენების შესამცირებლად, სხვისი გავლენებისგან თავის დასაცავად და ბედისწერის სურვილისამებრ შეცვლისთვის, თილისმა უნდა დაიტვირთოს ელექტრომაგნიტური ვოლტით. ასეთ დატვირთავს "ვოლტინგი" ეწოდება და იგი წარმოადგენს აკაშას პრინციპის უმკაცრეს იმიტაციას, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლეს სამიზნეზე, ღმერთთან კავშირზე გასვლას. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, სამყაროში ყველაფერი შექმნილია ორი ფლუიდის და ოთხი ელემენტის საშუალებით. უნივერსალური კანონების მიხედვით, ელექტეული ფლუიდი ყოველთვის ცენტრში მდებარეობს. ელექტრული ფლუიდის პერიპეტიაზე, სადაც მისი გაფართოება წყდება, მუშაობას იწყებს მაგნიტური ფლუიდი. ეს კანონი მოქმედებს მიკროკოსმოსშიც და მაკროკოსმოსშიც. ელექტრომაგნიტური ვოლტით დატვირთვისას, ყურადღება უნდა მიექცეს ამ კანონს. დატვირთვა სრულდება შემდეგნაირად:
მთელი ძალის გამოყენებით, სხეულის მარჯვენა ნახევარში დინამიურად ვაგროვებთ ელექტრულ ფლუიდს, რომლითაც ვტვირთავთ ხელსაც და თითებსაც. მოახდინეთ დაგროვილი ელექტრული ფლუიდის პროექცია მძლავრი ელექტრული მუხტის მქონე ნაპერწკალამდე და წარმოსახვის დახმარებით მოათავსეთ იგი ზუსტად თილისმის ცენტრში. თქვენ უნდა დაინახოთ ეს ნაპერწკალი წითელი ცხელი წერტილის მსგავსად. ახლა, გააკეთეთ იგივე სხეულის მარცხენა ნახევარში მაგნიტურ ფლუიდთან და შემოახვიეთ თილისმაში მოთავსებულ ელექტრულ ფლუიდს მაგნიტური ფლუიდი ისე, რომ წარმოსახვაში იგი უხილავად წარმოიდგინოთ. შეკუმშულ მაგნიტურ ფლუიდს წარმოსახვაში მიეცით ლურჯი შეფერილობა. თუ ეს მოახერხეთ, მთელი თილისმის ფორმაზე მხოლოდ პატარა ლურჯი ბურთი უნდა დარჩეს. თილისმაში ვოლტი გამომუშავებულია და მზად არის გაიჟღინთოს თქვენი სურვილით, ეფექტის ხანგრძლივობის ჩათვლით. ასეთ ვოლტს იმდენად ძლიერი მაგიური ეფექტი აქვს, რომ სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს კარმაც კი. მაგი, რომელსაც ამის გაკეთება ძალუძს, აღარ ექვემდებარება ჩვეულებრივ კარმას, არამედ მხოლოს ღვთაებრივ განზრახვას. სხვა ადამიანის მოხმარების შემთხვევაში, ფლუიდს არ ვაგროვებთ სხეულში. ამ ეტაპზე, მაგი პასუხისმგებელია ყველაზე და ყველაფერზე. ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მაგიც გაოცებული დარჩება ასეთი თილისმის უზარმაზარი ეფექტით.
2-10. დატვირთვა მაგო-სექსუალური ოპერაციებით.
არსებობს კიდევ ერთი სახის დატვირთვა, რომელსაც აქ მხოლოდ მოკლედ შევეხები. ეთიკური და მორალური მიზეზების გამო, მე თავს ვიკავებ პრაქტიკის დეტალური აღწერისგან. მედიტატორი მაგი ყველაფერს დამოუკიდებლად გაიგებს ამ პრაქტიკის შესახებ, მაგრამ შეწყვეტს ამ გზით მუშაობას, რადგან მან უკვე ისედაც იცის დატვირთვის მრავალი სხვა საშუალება. მხოლოდ ძალიან მაღალი დონის ეთიკური განვითარების მქონე მაგს შეუძლია გაბედოს და გამოიყენოს ეს ოპერაცია, რადგან აქ ყველაფერი წმინდაზე წმინდაა. უზნეო კაცის ხელში ეს პრაქტიკა უფრო მეტ ზიანს წარმოშობს, ვიდრე კარგს. ამ გზით უამრავი ბოროტების ჩადენა შეიძლება, მაგრამ მე გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ უმაღლესი იდეალი, ანუ სიყვარული, ბოროტი მიზნებისთვის. სწორედ ამ მიზეზთა გამო მე შეზღუდული ვარ და მოკლე კომენტარს გავაკეთებ იმაზე, თუ უშუალოდ რა პრინციპს ეფუძნება ეს დატვირთვა.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომები, რომლის გარეშეც ოპერაცია წარმატებით ვერ შესრულდება. ნებისმიერი მაგო-სექსუალური ოპერაცია, - რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი, - წარმოადგენს წმინდა აქტს, ლოცვას, რომლითაც გენერაციული სიყვარულის იმიტაცია ხორციელდება. სამყაროში არსებული ნებისმიერი ქმნილება სიყვარულის აქტის შედეგია. უნივერსალური კანონი, სექსუალური მაგიის ფუნდამენტს წარმოადგენს. ცხადია თქვენ უნდა იმუშაოთ თანამოაზრე პარტნიორთან, რომელსაც მაგიური განვითარების იგივე გზა უკვე განვლილი აქვს. მამაკაცი განდობილი წარმოადგენს აქტიურ და შემოქმედებით პრინციპს, ხოლო ქალმა განდობილმა უნდა შეცვალოს მისი ფლუიდური პოლარობა, ანუ მისი თავი უნდა გახდეს მაგნიტური, ხოლო სასქესო ორგანო ელექტრული. მამაკაცი განდობილის პოლარობა საპირისპირო უნდა იყოს: თავი ელექტრული, ხოლო სასქესო ორგანო მაგნიტური. ორ პარტნიორს შორის სექსუალური ურთიერთობა წარმოშობს უკიდურესად ძლიერ ბიპოლარულ მუხტს, რაც უზარმაზარ ეფექტს იწვევს. სიყვარულის ამ აქტის აღსრულება არ ნიშნავს ახალი სიცოცხლის ჩასახვას, არამედ სასურველი შედეგის მიღებას. ამ დროს, ქვედა და ზედა ორმაგი პოლუსი მოქმედებაში მოდის ტეტრაპოლარულ მაგნიტთან; იოდ-ჰე-ვაუ-ჰე, მუშაობს სიყვარულის უმაღლეს საიდუმლოსთან - შემოქმედებასთან. ამ აქტის დაკნინება ადვილია, რადგან დედამიწაზე არსებული უმაღლესი ღირებულების უმდაბლეს ხორციელ მადამდე დაყვანა წყევლას იწვევს. ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევება აქ უმაღლეს სიმბოლიკად ითვლება. ხორციელი სურვილებით ამ წმინდა მოქმედების შეურაცხყოფა ნიშნავს ადამისა და ევას ბედის გამეორებას, რომელთაც აღარ უშვებენ სამოთხის ნაყოფთა დასაგემოვნებლად. ინტუიციური მაგი მაშინვე გაიგებს რამდენად დიადია ეს სიმბოლიზმი და დამეთანხმება, თუ რატომ მივიჩნევ ამ საიდუმლოს გაუთქმელობას მოვალეობად, რომელიც ყველაზე დიადი საიდუმლოებების გვერდით დგას.
განდობილმა, რომელიც აქამდე მთელი ძალისხმევით გადიოდა მოცემულ სავარჯიშოებს, დააბალანსა საკუთარი კარმა აქ მოყვანილი პრობლემატური სავარჯიშოების დაუფლებით. ეს სავარჯიშოები ბევრად უფრო რთულია ვიდრე ასკეტიზმი, მაგრამ გონივრულად მიდგომის შემთხვევაში იგი არ დაგაზარალებთ. მაგი აღარ ექვემდებარება ბედისწერის ჩვეულებრივ გავლენებს, იგი გახდა საკუთარი ბედის შემოქმედი და ოსტატი; განდობილზე აღარ მოქმედებს არაფერი, გარდა ღვთაებრივი განგებულებისა,
მეცხრე საფეხურის სავარჯიშოების შეჯამება:
I. მენტალური მაგიის შესწავლა (IX)
1. პრაქტიკული ნათელმხილველობა მაგიური სარკეების დახმარებით.
ა) ხედვა დროისა და სივრცის მიღმა.
ბ) შორეული გავლენების განხორციელება.
გ) სხვადასხვა პროექციული ამოცანები.
II. სამშვინველის მაგიის შესწავლა (IX)
1. ფიზიკური სხეულიდან ასტრალური სხეულის ცნობიერი განცალკევება.
2. ასტრალური სხეულის ოთხი ფუნდამენტური ღვთაებრივი თვისებით/ხარისხით გაჟღენთვა.
III. სხეულის მაგიის შესწავლა (IX)
1. ავადმყოფთა მკურნალობა ელექტრომაგნიტური ფლუიდის მეშვეობით.
2. თილისმების, ამულეტების და ძვირფასი ქვების მაგიურად დატვირთვა.