მერვე საფეხური
მერვე საფეხური
მენტალური მაგიის შესწავლა (VIII)
მერვე საფეხურში მე ვაპირებ შევეხო საკითხს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაგიაში. ვგულისხმობ სხეულის დატოვების ოკულტურ პრობლემას, ანუ მენტალური სხეულის მატერიალური სხეულიდან გამოყოფას და მოგვიანებით ასტრალური სხეულის მატერიალური სხეულიდან გამოყოფას. ყოველი მაგი, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობდა ამ საფეხურამდე, აუცილებლად უნდა დაეუფლოს ამ ხელოვნებას, რადგან იგი განდობილს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ მომენტში დატოვოს საკუთარი ფიზიკური სხეული, გადალახოს ყველაზე უშორესი მანძილები და მოინახულოს უცხო კონტინენტები; მოკლედ რომ ვთქვათ, მაგს შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც მოისურვებს. ეს აშკარად რთული ფაკულტეტი, ძალიან მარტივად შესასრულებელია გამოცდილი მაგებისთვის. ისევე, როგორც ჩიტუნა ტოვებს საკუთარ ბუდეს, მაგს შეუძლია დატოვოს საკუთარი ფიზიკური სხეული და გავიდეს ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერს დაინახავს, გაიგონებს და შეიგრძნობს. ამ ხარისხის დაუფლება არ შეიძლება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არამედ იგი ძირითადად განკუთვნილია სხვებისთვის დასახმარებლად და კეთილად მოხმარებისთვის. სულისათვის და სამშინველისთვის, მატერია, დრო და სივრცე შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს, მათ ერთ წამში შეუძლიათ მთელი სამყაროს შემოვლა, თუკი უბრალოდ ამის გაკეთებას განიზრახავენ.
მენტალური სხეულის მატერიალური სხეულიდან გამოყოფა თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობას გვაძლევს არა მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე, არამედ ჩვენი პლანეტისგან მოშორებით მყოფ სხვა სფეროებზეც, სადაც მოხვედრა მაგის სიმწიფეზეა დამოკიდებული. ამგვარად, განდობილს შეუძლია შეიცნოს და გამოიკვლიოს მთელი სამყარო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, იგი შეძლებს იმოქმედოს და აქტიური დარჩეს სხვა სფეროებშიც. ყოველი მაგისთვის უდიდეს პრივილეგიას წარმოადგენს სამყაროს გაცნობის შესაძლებლობა, სწორედ ესაა მაკროკოსმოსი, მენტალური და სულიერი დანიშნულებების მიზეზთმიზეზი. თეორიულად ბევრი საინტერესო საკითხის გაშლა შეიძლება ამ ხარისხთან დაკავშირებით, მაგრამ რახან ჩვენი სახელმძღვანელო პრაქტიკულ მიზანს ემსახურება, მოდით არ დავკარგოთ დრო პირადი გამოცდილების აღწერილობებით, რადგან ყოველი მაგი თავად დააგროვებს მსგავს გამოცდილებას. ამ მიზეზით ჩვენ დაუყოვნებლივ გადავდივართ პრაქტიკულ ნაწილზე, მენტალური სხეულის მატერიალურიდან მოცილების განვითარებისთვის, რომელსაც ცნობიერების გადატანა ეწოდება.
კარგი იქნება, განდობილმა თავდაპირველად გაიაროს ერთგვარი მოსამზადებელი სავარჯიშო, სანამ უშუალოდ პრაქტიკაზე გადავა. ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარი სავარჯიშო შემდეგნაირად გამოიყურება: დაჯექით თქვენთვის ჩვეულებრივ ასანას პოზაში სარკის წინ, სადაც მთლიანად დაინახავთ საკუთარ თავს. არ აქვს მნიშვნელობა დიდი სარკე გაქვთ თუ პატარა, მთავარია მთელი სხეულით ჩანდეთ მასში. კარგად დააკვირდით სარკეში დანახულ საკუთარ ანარეკლს რამდენიმე წამით, შემდეგ დახუჭეთ თვალები და მენტალურად წარმოიდგინეთ თქვენი ანარეკლი სარკეში. იმ პირობით, რომ თქვენ მკაფიოდ შეძელით სხეულის მახასიათებლების აღბეჭდვა წარმოსახვის მეშვეობით, შეგიძლიათ განაგრძოთ. თუ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეთ, აუცილებლად გაიმეორეთ ექსპერიმენტი მანამ, სანამ მკაფიოდ არ შეძლებთ თქვენი სხეულის ანარეკლის თითოეული დეტალის გონებაში შენარჩუნებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავს და სახის გამომეტყველებას. როგორც კი შეძლებთ ანარეკლის ზუსტი დეტალებით საკუთარი თავის წარმოსახვით ათვისებას, გადაიტანეთ თქვენი ცნობიერება წარმოსახულ სხეულში ისე, რომ მასში მთლიანად პერსონიფიცირებულად ან განსხეულებულად იგრძნოთ თავი. ცნობიერების გადატანის ეს სავარჯიშო ემსახურება მიზანს, რომ გასწავლოთ, თუ როგორ დააკვირდეთ საკუთარ თავს გვერდიდან თქვენს მიერ წარმოსახული ანარეკლის მეშვეობით. თუ რაიმე წარმატებას შეამჩნევთ, ეცადეთ დააკვირდეთ ნებისმიერ ობიექტს რომელიც სარკეში მოჩანს, მაგრამ ამჯერად არეკლილი გამოსახულების პერსპექტივიდან. სავარჯიშო საწყის ეტაპზე ძალიან რთული შესასრულებელია, ამიტომ უმჯობესია მაქსიმალურად მოიშველიოთ წარმოსახვის უნარი და ამგვარად დაკვირვების ქვეშ მოაქციოთ ყველა ობიექტი, რომელიც სარკეში თქვენთან ერთად მოჩანს. დროთა განმავლობაში თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ ყველაფერს საკუთარი ცნობიერების ანარეკლში გადატანის შემდეგ, თანაც ისე მკაფიოდ, თითქოს საკუთარი თვალებით უყურებთ. როცა ეს სავარჯიშო ჩვევად იქცევა, თქვენ მზად იქნებით მენტალური სხეულის გადატანის სერიოზული სავარჯიშოების დასაწყებად. მე ყველა განდობილს სრული სერიოზულობით ვაფრთხილებ, ნუ გარისკავს და ნუ დაიწყებს მომდევნო საფეხურებზე გადასვლას მანამ, სანამ ყველა განვლილ სავარჯიშოს საფუძვლიანად არ გაივლის, რადგან მენტალური სხეულის ფიზიკური სხეულიდან გამოსვლა მოუმზადებელ და სუსტ ადამიანებში გამოუსწორებელ ფსიქიკურ დარღვევებს გამოიწვევს. გაფრთხილება ეკუთვნის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ განდობილს, რადგან იგივე ითქმის არამარტო ამ საფეხურზე, არამედ აქამდე განვლილ ყველა სავარჯიშოზე.
მენტალური სხეულის გადატანის ნამდვილი სავარჯიშოს დასაწყებად, სარკე აღარ გვჭირდება. პრაქტიკა ტარდება შემდეგნაირად: დაიკავეთ ნორმალური პოზიცია და კონცენტრაცია მოახდინეთ საკუთარ სამშვინველზე. სანამ ამას აკეთებთ, იფიქრეთ, რომ სწორედ სამშვინველია, რომელიც ხედავს, შეისმენს და შეიგრძნობს აბსოლიტურად ყველაფერს, რასაც თქვენ აღიქვამთ; იგი თავისუფალია დროსგან და სივრცისგან, თავისუფლად შეუძლია იმოძრაოს სხეულის დახმარების გარეშე და ეს მოძრაობა შეუძლია მაშინაც კი, როცა მის ფიქსირებულ "სახლს" სხეული წარმოადგენს. ეს ოპერაცია უნდა ჩატარდეს ყოველი მენტალური სხეულის გადატანის პროცედურის დაწყებამდე. რაც უფრო ღრმა შრეებში შეაღწევთ მედიტაციისას, მით უფრო ძლიერი დარწმუნებულობა გექნებათ, რომ თქვენს ცნობიერებას ნებისნიერ ადგილას გადაადგილება შეუძლია. იმ პირობით, რომ თქვენ გაქვთ შინაგანი თავისუფლების და მოტივაციის შეგრძნება, ამ მედიტაციის ჩატარების შემდეგ, (რომელიც დიდ დროს არ მოითხოვს) გადადით წარმოსახვის სავარჯიშოზე, სადაც წარმოიდგენთ, როგორ გამოდის თქვენი მენტალური სხეული მატერიალური სხეულიდან, თითქოს კვერცხის ნაჭუჭიდან ცოცხალი არსება გამოდის. თქვენი ცნობიერების გადატანა იმდენად ცხადი უნდა იყოს, რომ აშკარად უნდა გრძნობდეთ, როგორ დგახართ თქვენი სხეულის გვერდით; შესაძლოა, ერთგვარი სივრეში სრიალის შეგრძნება გაგიჩნდეთ. სავარჯიშო კეთდება წარმოსახვის დახმარებით.
ახლა, ეცადეთ თქვენს სხეულს ისეთი აღქმით შეხედოთ, თითქოს იგი თქვენ საერთოდ არ გეკუთვნით. შემდგომში, ეცადეთ ხშირად გაიმეოროთ ეს სავარჯიშო და მატერიალური სხეულიდან განზე განდგომა, მთავარია თქვენი ყურადღების ფოკუსირება სხეულზე მოახდინოთ. შეეცადეთ დაინახოთ თქვენი სხეულის თითოეული დეტალი, დააკვირდით სახის გამომეტყველებას, დახუჭულ თვალებს, მშვიდ, რეგულარურ სუნთქვას, ტანსაცმელს და ა.შ. საწყის ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს წარმოსახვის უნარზე. როგორც აქამდე დააკვირდით, სავარჯიშოების უმეტესობას სწორედ წარმოსახვის დახმარებით ვიწყებთ. შემდგომში, ფანტაზია აღარ დაგვჭირდება. როგორც კი დახელოვნდებით სხეულის გვერდიდან დაკვირვების სავარჯიშოში, თქვენი შემდეგი ამოცანაა უახლოესი გარემოს გამოკვლევა. საწყის ეტაპზე, აქაც წარმოსახვა უნდა მოვიშველიოთ. რა საკვირველია, სავარჯიშოს დასრულების შემდეგ უნდა დავბრუნდეთ საკუთარ სხეულში ისე, თითქოს ჰაეროვანი სრიალით ვბრუნდებით მასში. როცა სხეულში გაიღვიძებთ და თვალებს გაახელთ, შეამოწეთ, ემთხვევა თუ არა ვარჯიშისას დაკვირვებული საგნები რეალობას. თქვენი წარმოსახვა იმ დონემდე უნდა განავითაროთ, რომ ყველა ობიექტს მკაფიოდ აღიქვამდეთ, თანაც ისე რეალურად, თითქოს საკუთარი თვალებით იყურებოდეთ. იმ პირობით, რომ ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად წარმატებას მიაღიწეთ, შეგიძლიათ ერთი ნაბიჯით წინ წახვიდეთ.
ახლა, გადაიტანეთ ცნობიერება სხეულის გარეთ, მაგრამ არ დარჩეთ ერთ ადგილზე. ეცადეთ, პატარა ბავშვის მსგავსად, ოთახში ისეირნოთ. გააკეთეთ ეს სავარჯიშო ისე, თითქოს სეირნობისას საკუთარ ფიზიკურ სხეულს ეყრდნობით. უწონადობამ, უდროობამ და სივრცის ცვლილების განცდამ შესაძლოა მოგცეთ უჩვეულოდ გრძელი ნაბიჯების გადადგმის უნარი, რაც აშკარად უჩვეულოა თქვენთვის; ეცადეთ მსგავსი მდგომარეობა თავიდან აიცილოთ, რათა არ დავუშვათ მენტალური სხეულის აშკარა განცალკევება. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ სავარჯიშო ტარდება "მიწიერი" აღქმით, ანუ თქვენ მატერიალური სხეულის შეგრძნებით უნდა იმოძრაოთ. გაცილებით გვიან, დიდი ხნის პრაქტიკის შემდეგ შეგიძლიათ მოქმედებაში მოხვიდეთ მენტალური სფეროს კანონებთან ერთად. ოთახში სიარულის სავარჯიშოს წარმატებით შესრულების შემდეგ, გაიარეთ კარებში ისე, თითქოს მატერიალურ სხეულში იმყოფებით და შეეცადეთ დატოვოთ ოთახი ეტაპობრივად. საკმარისი იქნება გვერდითა ოთახში გასვლა და იქ არსებული ობიექტების შესწავლა, ხოლო მატერიალურ სხეულში დაბრუნების შემდეგ, იმის გარკვევა, რამდენად ემთხვევა ვარჯიშისას დანახული რეალობას. ყველა ჩამოთვლილი სავარჯიშოს წარმატებით შესრულების შემდეგ, თქვენ მზად ხართ სწავლა განაგრძოთ. პრაქტიკა სრულყოფს ყველაფერს, ხოლო მენტალური გადატანის დაუფლების საიდუმლო მდგომარეობს უწყვეტ ვარჯიშში. მე საკმაოდ ხშირად და ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ეს სავარჯიშო და მათი სრულყოფილად დაუფლება. მოცემული სავარჯიშოები წარმოადგენენ წინასწარ სავარჯიშოებს მატერიალური სხეულიდან ასტრალური განცალკევების შესრულებამდე, რომელიც ცნობილია ე.წ. "ექსტაზის" სახელით, რა დროსაც არამარტო სამშვინველი, არამედ სამშვინველთან ერთად სულიც ტოვებს მატერიალურ სხეულს. მე ამ მაგიურ პრობლემას დეტალურად განვიხილავ განდობის მეცხრე საფეხურის ერთ-ერთ ქვეთავში.
როცა მენტალური სხეულით სეირნობის სავარჯიშოს მოკლე მანძილზე წარმატებით შეასრულებთ, შეგიძლიათ მცირე გასეირნება მოაწყოთ ოთახის გარეთაც. თავიდან სავსებით საკმარისი იქნება მეზობლის სახლის დათვალიერება ან ახლოს მცხოვრები მეგობრებისა და ნათესავების მონახულება, რომელთაც ძალიან კარგად იცნობთ. იმ პირობით, რომ ამ ვარჯიშების შედეგად გარკვეული გამოცდილება დაგიგროვდათ, უნდა დააკვირდეთ სხვადასხვა შთაბეჭდილებებს. მოცემულ საფეხურზე ცნობიერება დახელოვნებული ხდება ხედვაში, სმენაში და შეგრძნებაში, რასაც მენტალური სხეული განიცდის. აღქმის სიცხადე იმდენად მკვეთრი უნდა იყოს, თითქოს მატერიალური სხეულიდან ვაკვირდებით და აღვიქვამთ. ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მენტალური სხეულის გადატანის დაჟინებული ვარჯიშების მეშვეობით. ეწვიეთ მეგობრებს მხოლოთ იმ მიზნით, რომ ნახოთ, რითი არიან დაკავებულნი მოცემულ მომენტში. თავდაპირველად, სავარჯიშოს შესრულებაში გვეხმარება წარმოსახვა, შემგომში უნდა გაარკვიოთ, რამდენად ემთხვევა თქვენს მიერ აღქმული რეალობას. საწყის ეტაპზე იგრძნობთ, რომ მხოლოდ წარმოსახვა აგებს რეალობის აღქმაზე პასუხს, რადგან თქვენი შეგრძნებები სრულიად ამოღებულია თქვენი სხეულიდან. მოგვიანებით, თქვენ საბოლოოდ გადაწყვიტავთ ამ მაგიურ პრობლემას, რადგან მიიღებთ შესაბამის დარწმუნებულობას - თქვენი მენტალური სხეულის მიერ ნანახი, მოსმენილი და განცდილი, რეალობას წარმოადგენს თუ წარმოსახვას. დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ, აქ ახსნილი ქმედების ხარისხი ჭეშმარიტად ნაცნობი გახდება მაგისთვის; მან სადაც არ უნდა გადაიტანოს საკუთარი მენტალური სხეული, აუცილებლად აღიქვამს მხოლოდ იმას, რაც მართლა ხდება და აბსოლიტურად ემთხვევა გარემოებებს.
იმ პირობით, რომ თქვენ კარგ წინსვლას მიაღწიეთ, შეგიძლიათ მოინახულოთ ბევრად შორეული მანძილები დაღლილობის შეგრძნების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი სიარულისას იქცევით; ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ ამ ხარისხის მიღწევის შემდეგ შეგიძლიათ მოქმედებაში მოხვიდეთ უწონადობის, უდროობის და უსივრცობის კანონთან, და არა მანამდე. სავარჯიშოს დაწყებისას, განაცალკევეთ მენტალური სხეული მატერიალური სხეულიდან და იფიქრეთ იმაზე, რომ ამიერიდან აღარ იზღუდებით დროისა და სივრცის კანონებით. მენტალური სხეულის განცალკევებისას, იმედიტირეთ, თუ სად გინდათ მოხვდეთ მოცემულ მომენტში. თქვენ მიაღწევთ ამ ხარისხს ხშირი და ღრმა მედიტაციის მეშვეობით, როცა მენტალურ სხეულში იქნებით. თუ სადმე მოხვედრა გინდათ, საკმარისია დაუშვათ, რომ თქვენ უკვე იქ იმყოფებით და ამის შედეგად თქვენი სურვილი მყისიერად შესრულდება. უფრო შორეული დისტანციების შემთხვევაში, დამაკმაყოფილებელ შედეგებს მხოლოდ ხანგრძლივი და საფუძვლიანი მენტალური გადატანის სავარჯიშოების შესრულების შემდეგ მიიღებთ. რა თქმა უნდა, ხელმეორედ უნდა ესტუმროთ თქვენთვის ნაცნობ ადგილებს. როცა ბოლომდე დარწმუნდებით, რომ რეალურად შეგიძლიათ ყველაფრის სიზუსტით აღქმა ნებისმიერ მანძილზე და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მხოლოდ ამის შემდეგ გაქვთ უფლება მოინახულოთ თქვენთვის აბსოლიტურად უცნობი ადგილები. სენსორული აღქმის შეგრძნებები იოტისოდენა ეჭვის ადგილსაც არ უნდა ტოვებდეს იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ხედავთ, ისმენთ და შეიგრძნობთ; სამივე მათგანი, წარმოსახვის ნაცვლად ფაქტებს უნდა აღიქვამდნენ. თქვენ უნდა ივარჯიშოთ დიდი ხნის განმავლობაში და მტკიცე მოთმინების უნარით, სანამ საბოლოოდ შეეგუებით ამგვარ უცნობ შთაბეჭდილებებს. მენტალურ სხეულში ყოფნისას, კარგი იქნება თუ მოინახულებთ ტროპიკულ ქვეყნებს, დიდ ქალაქებს და ა.შ. წადით ყველგან და მოინახულეთ ყველაფერი, რაც თქვენს გულს სურს. მრავალჯერადი ვარჯიშის შემდეგ თქვენ საოცარ წარმატებას მიაღწევთ.
მენტალური სხეულის გადატანის მიზანი მხოლოდ ყველაფრის დანახვას და აღქმას არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია აქტიური ვიყოთ ამ დონეზე. მაგალითად: მენტალური თვალების დახმარებით თქვენ არამარტო ავადმყოფის დანახვა შეგიძლიათ, არამედ შეგიძლიათ რომ მას ამ მდგომარეობაში უმკურნალოთ კიდეც - პირდაპირ ადგილზე, ან სხვა ხელსაყრელი ზემოქმედებების გამოყენებით. ყველა შრომის შედეგი და ყველა თქვენი წარმატება, რაც აქამდე შეიმუშავეთ ელემენტებთან მუშაობის გზით, ახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ და მართოთ მენტალურ სხეულში და მენტალურ სფეროში.
თუ ამ სამყაროს (პლანეტას) ახალი არაფერი აქვს თქვენთვის შესათავაზებელი, შეეცადეთ ეწვიოთ სხვა სფეროებს თქვენი მენტალური სხეულით, დაუკავშირდით იქაურ არსებებს და შეიძინეთ ცოდნა ისეთი საგნების შესახებ, რის შესახებაც საშუალო სტატისტიკურ ადამიანს მიახლოებითი წარმოდგენაც კი არ აქვს. სხვა სფეროებზე გასვლა თქვენთვის ამ ეტაპზე საკმაოდ მარტივი იქნება; უბრალოდ მოახდინეთ კონცენტრაცია იმ სფეროზე, რომლის მონახულებაც გსურთ თქვენი მენტალური სხეულით; იგრძნობთ, თითქოს ტრიალებთ და ვერტიკალურად მოძრაობთ ერთგვარი ძაბრის (გვირაბის/ტუნელის) გავლით. ჩვენი მატერიალური სამყაროდან სხვა სფეროზე გასვლა ელვის სისწრაფით ხდება. უმჯობესია ამ ეტაპზე მეტად აღარ ვისაუბრო ამ პრობლემის შესახებ, რადგან მაგმა საკუთარი გამოცდილება დამოუკიდებლად უნდა დააგროვოს. მენტალური სხეულის გადატანის საწყის ეტაპზე მაგმა შესაძლოა იგრძნოს დაუძლეველი ძილიანობა, რომელსაც მთელი ძალით უნდა ებძოლოს. ამ სახის ძილიანობა იხსნება როგორც მენტალური სხეულის გამოყოფის შედეგი; ესე იგი, მთავარი კავშირი მენტალურსა და ასტრალურ სხეულს შორის წყდება, რასაც შედეგის სახით მოჰყვება მომეტებული ძილიანობა. როგორც კი მენტალური სხეულის გადატანის სავარჯიშო რუტინულ და მუდმივ პროცესად იქცევა, ძილიანობა თანდათან გაქრება.
აქ აღწერილი სამუშაო შეუცვლელია ასტრალური სხეულის გადატანის წინასწარი სამზადისისთვის. მოცემული პრაქტიკის დეტალურ აღწერას იხილავთ მომდევნო საფეხურის "სამშვინველის მაგიის შესწავლაში".
სამშვინველის მაგიის შესწავლა (VIII)
1. აწმყოს/ახლანდელის დიადი მომენტი
განდობილმა, რომელიც განვითარების ამ ეტაპამდე მოვიდა, ფრთხილად უნდა განიხილოს პლასტიკური სახის აზროვნება. კონცენტრაციის ძალა, პლასტიკური აზროვნების მეშვეობით მრავალწლიანი ექსპერიმენტების ფონზე აწარმოებს შთამბეჭდავ სურათებს აკაშას პრინციპში, რომლებიც თავის მხრივ რეალიზაციის გზებს ეძებენ. სწორედ ამიტომ, ადამიანმა საკუთარ თავში ყოველთვის უნდა აწარმოოს/აღზარდოს კეთილშიბილური აზრები და ეცადოს, რომ ვნებები გამოსადეგ და საჭირო თვისებებად გარდაქმნას. ამ საფეხურზე მაგი იმდენად გაკეთილშობილებული უნდა იყოს, რომ მას აღარ უნდა შეეძლოს სხვების მიმართ ბოროტი აზრების გონებაში გავლება ან მათთვის ცუდის სურვილი. მაგი ვალდებულია იყოს კეთილი, იგი მზადყოფნაში უნდა იყოს ნებისმიერ დროს მოყვასის დასახმარებლად, კეთილი სიტყვით თუ საქმით; უნდა იმოქმედოს გულუხვად, გააზრებულად და კეთილი განზრახვით. მაგი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ამბიციისგან, ზღვარგადასულობისგან/ზედმეტობისგან და ტრაბახის სურვილისგან. ყოველი ასეთი ვნება უეჭველად აისახება აკაშას პრინციპში, ხოლო მასში არსებული ჰარმონიის კანონის მიხედვით, სამყარო უდიდეს დაბრკოლებებს შეუქმნის მაგს განვითარების გზაზე და სრულად შეაჩერებს მის წინსვლას. მსგავს შემთხვევაში ნებისმიერი შემდგომი განვითარება სავსებით გამორიცხულია. აკაშას პრინციპი ამაღლებს და ამდაბლებს ადამიანს, სრულად უქრობს ან უღვივებს ეჭვებს, რათა ყველა შესაძლო გზით დაცული იქნას სამყაროს საიდუმლოებები. ეს საიდუმლოებები ყოველთვის დაფარულად დარჩება არაკომპეტენტური ადამიანებისთვის, თუნდაც ასობით წიგნი დაიწეროს მათ შესახებ, ისინი მაინც დაფარულად დარჩება.
ჭეშმარიტმა მაგმა არ იცის რას ნიშნავს რელიგიებისა და სექტების მიმართ სიძულვილი, რადგან მან იცის, რომ ყველა რელიგიას აქვს ფიქსირებული სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანის ღმერთამდე მიყვანისთვის და სწორედ ამიტომ, მაგი პატივს სცემს ყველა რელიგიას.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ყველა რელიგია უშვებს შეცდომას, მაგრამ მაგი არ გმობს არც ერთ რელიგიაში მიღებულ დოგმებს, რადგან იცის, რომ ყოველი დოგმა მის მიმდევრებში სულიერი სიმწიფის აღზრდას ემსახურება. განვითარების ამ სტადიაზე მაგი გადის სიმწიფის საფეხურს, სადაც მას შეუძლია მენტალური თვალებით დაინახოს ყველა იდეა და ქმედება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება წარსული, აწმყო თუ მომავალი. სავსებით აშკარაა, რომ მაგს ექნება ცდუნება, დაგმოს და განიკითხოს მის გარშემო მკვეთრად არასწორ გზაზე მდგომი ადამიანები, მაგრამ მსგავსი ქმედებით მაგი ღვთაებრივი კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და შექმნის დისჰარმონიას. არასდროს არავინ განიკითხოთ, - მხოლოდ მაგმა უწყის ბოლომდე, რამხელა მადლს და ძალას ფლობს გაცნობიერებულად ამის გაკეთება. მაგი, რომელიც საკმარისად არ იაზრებს ამ ფაქტის მნიშვნელობას, აკაშას პრინციპის ნათელმხილველობის უნარი დააბნელებს მის ხედვას, ხოლო მაია (იგივე სამყარო, საკუთარი ილუზიების ტყვეობა) ყოველ ნაბიჯზე მოატყუებს მას. მაგმა ყოველი უჯრედით უნდა გააცნობიეროს, რომ კარგსაც და ცუდსაც, ნათელსაც და ბნელსაც, გააჩნია სამყაროში არსებობის უფლება და თითოეული მათგანი თავის დავალებას ასრულებს. მაგს უფლება აქვს გაკიცხოს ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ძალა მოუწოდებს მას ამისკენ. გადახედეთ ძველი აღთქმის ტექსტებს, სადაც წინასწარმეტყველნი აშკარად განიკითხავდნენ და გმობდნენ კონკრეტული ერის/ტომის ქმედებებს. ისინი ამას პირადი სიმპათიების და ანტიპათიების გამო არ აკეთებდნენ, არამედ მათ ჰქონდათ ღვთაებრივი მოწოდება და ვალდებულება, რათა მსგავსი განცხადებები გაეკეთებინათ. ასეთი მოწოდების არსებობის შემთხვევაში, მაგი უნდა დაემორჩილოს უმაღლეს ნებას, დელიკატურად და გონიერებით. ჭეშმარიტი მაგი სიცოცხლეს ისეთად იღებს, როგორიც არის; იგი სიამოვნებას ღებულობს კარგისგან და გაკვეთილს სწავლობს რაღაც ცუდისგან, მაგრამ თავს არასოდეს არაფრის გამო ჩამოიკიდებს; მან იცის საკუთარი სისუსტეები და ცდილობს მის დაძლევას, მაგრამ უგულებელყოფს ნებისმიერ აზრს მონანიების შესახებ, რადგან სინანული უარყოფითი, ნეგატიური აზრია, რომელიც თავიდან უნდა იქნეს აცილებული. სავსებით საკმარისია საკუთარი შეცდომის გაცნობიერება და მისი აღარ გამეორება.
აქედან გამომდინარე, ფუნდამენტურად არასწორია წარულში მომხდარ მოვლენებზე დაციკლულობა და სინანული იმასთან დაკავშირებით, რაც ბედმა გარგუნათ. მხოლოდ სუსტები წუწუნებენ და მუდამ მოწყალების მოლოდინში არიან. ჭეშმარიტმა მაგმა კარგად იცის, რომ წარსული შთაბეჭდილებების ხშირად გახსენებამ შესაძლოა წარმოქმნას ახალი მოტივები, რაც მომავალში დააბრკოლებს მას. ამიტომაც, მაგი მაქსიმალურად ცხოვრობს მხოლოდ აწმყოთი, ხოლო უკან მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იხედება; ამავდროულად მაგი მაქსიმალურად ზღუდავს აზრებს მომავლის შესაძლო განვითარების შესახებ და ყურადღებას არ აქცევს არაფრის მომცემ წარმოსახვის ნაყოფებს. მაგი საკუთარი ნებით არ დაკარგავს შრომისმოყვარეობით შეძენილ შესაძლებლობებს და არ მისცემს ქვეცნობიერს შანსს, რომ ხელი შეუშალოს ამ გზაზე. მან მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს მატერიალური მოვალეობების უგულებელყოფის გარეშე, რომელსაც ისეთივე გულმოდგინებით შეასრულებს, როგორც აქ მოყვანილ სავარჯიშოებს. შესაბამისად, მაგი ყოველთვის თვალებში უყურებს საკუთარ თავს; იგი უნდა იყოს მოკრძალებული და ფრთხილი, განვითარების ყოველ ეტაპზე. გაითვალისწინეთ, რომ აკაშას პრინციპი უგულებელყოფს დროსა და სივრცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივად აწმყო დროში მოქმედებს. დროის შეგრძნება ჩვენს აღქმაზეა დამოკიდებული. მაგს ეძლევა რჩევა, რომ ეცადოს და რამდენადაც შესაძლებელია მოახდინოს ადაპტირება აკაშას პრინციპთან; მან უნდა აღიაროს აწმყოს დიადი მომენტი, როგორც არსებობის ერთადერთი განსახიერება, და სწორედ ამის მიხედვით იაზროვნოს და იმოქმედოს.
ელემენტების მიმართ კონცენტრაციის წვდომის უნარი დამოკიდებულია მაგიურ წონასწორობაზე და საუკეთესო სტანდარტად ითვლება იმის გარკვევა თუ რომელი ასტრალური სხეულის ელემენტი არ არის ჯერ კიდევ სრულყოფილი კონტროლის ქვეშ. მაგალითად: თუ ცეცხლის ელემენტი ჯერ კიდევ სრულყოფილად დასაუფლებელია, სირთულეები შეიქმნება პლასტიკური წარმოსახვის სავარჯიშოებში; ჰაერის ელემენტის შემთხვევაში, გაძნელდება აკუსტიკური სავარჯიშოები; წყლის ელემენტთან სირთულეს შექმნის განცდების/შეგრძნებების კონცენტრაცია; ხოლო მიწის ელემენტის შემთხვევაში სირთულეს წარმოადგენს ცნობიერების კონტროლი. მენტალური გადატანის სავარჯიშოების წარმატებით შესრულება ძალიან გართულდება, თუ მაგი სისტემატიურად არ იმუშავებს ელემენტების დაუფლებაში და დაბალანსებაში. მაგს მუდმივად მოუწევს სხვადასხვა კონცენტრაციის სავარჯიშოების შესრულება და მათი გაღრმავება. მაგიური ბალანსის უტყუარ ნიშანს ყველანაირი სახის კონცენტრაციის თანაბრად მართვა და დაუფლება წარმოადგენს; ესენია: ვიზუალური, აკუსტიკური, ტაქტილური და ცნობიერი. ამ საფეხურზე მაგმა ნებისმიერი წარმოსახვის/აზრის გონებაში შენარჩუნება მინიმუმ 15 წუთის მანძილზე უნდა შეძლოს, ოდნავი შეფერხების ან სხვა აზრის შეჭრის გარეშე, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ელემენტებს ეხება მაგი; მან თანაბრად კარგად უნდა მართოს ყველა სახის კონცენტრაცია და არც ერთ მათგანს არ უნდა გრძნობდეს მეტ-ნაკლებად. იმ შემთხვევაში, თუ აქ აღწერილის შესაბამისად რომელიმე დარღვევა მაინც აღინიშნება, ესაა ეჭვგარეშე ნიშანი, რომ თქვენი სხეული, სამშვინველი და სული, ელემენტებთან მიმართებაში ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. მაგმა უნდა მოიძიოს და აპრაქტიკოს მაგიური ბალანსის გამოსწორების ვარჯიშები მთელი შრომისმოყვარეობით. თუ ასე არ მოიქცევა, ნაკლოვანებები შეაფერხებენ მის შემდგომ სულიერ მოღვაწეობას.
დავიწყოთ სამშვინველის მაგიის სავარჯიშოები. ამ საფეხურზე ჩვენ დავეუფლებით ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებს.
2. ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები.
ამ წიგნის თეორიულ ნაწილში მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, ოთხ ელემენტს შორის არსებობს ორი სახის ფლუიდი, ესენია ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები. ელექტრული ფლუიდი მომდინარეობს ცეცხლის პრინციპიდან, ხოლო მაგნიტური ფლუიდი წყლის პრინციპიდან. ჰაერის პრინციპი ამ ორს შორის შუამავალ ელემენტს წარმოადგენს. მიწის პრინციპი ბიპოლარულია, შესაბამისად თავის თავში ორივე ფლუიდს შეიცავს; იგი ელექტრომაგნიტურია ცენტრში, ხოლო მაგნიტურია მისი პერიფერიის გარშემო. ზემოთ აღნიშნული კანონების მიხედვით, ეს ორი ფლუიდი მუშაობს ყველა სფეროში: ფიზიკურშიც, ასტრალურშიც და მენტალურშიც. სწორედ ეს ფლუიდები წარმოადგენენ ყველაფრის მიზეზს, რაც კი არსებობს. მოდით, შევისწავლოთ ორივე ფლუიდი და ვაკონტროლოთ ისინი, რადგან ორივე ფლუიდის მართვის უნარი მაგს ყველა სფეროზე ყველაფრის კეთების შესაძლებლობას აძლევს. ფლუიდების კონტროლისა და მართვის ეფექტი დამოკიდებულია მაგის სიმწიფეზე, არის თუ არა იგი საკმარისად ძლიერი, რათა მაგიის ამ სფეროს წარმატებით გაუმკლავდეს. არსებობს ფლუიდებთან მუშაობის ორი ფუნდამენტური მეთოდი; ესენია ინდუქციური და დედუქციური მეთოდები. ამ ეტაპზე, მაგი შეისწავლის ორივე მეთოდის გამოყენებას. მოდით, თავდაპირველად განვიხილოთ ელექტრული ფლუიდი.
3. ელექტრული ფლუიდის კონტროლი: ინდუქციური მეთოდი.
სავარჯიშოს შესრულება შესაძლებელია მჯდომარე პოზაში ან ფეხზე დადგომით; აირჩიეთ რომელია თქვენთვის უფრო მოსახერხებელი. მიიღეთ ჩვეულებრივი ასანას პოზა, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ, რომ თქვენი სხეული ცარიელია/ამოღრუტნულია; გარდა ამისა, იფიქრეთ, რომ თქვენ ხართ ცეცხლოვანი ბურთის ცენტრი, რომელიც მოიცავს მთელს სამყაროს. ცეცხლის ელემენტი წარმოიდგინეთ წითელი ფორმის ცხელ ბურთად, ისეთად როგორიც მზეა. თქვენ ავტომატურად იგრძნობთ ორგანიზმში წარმოქმნილ სითბოს, რადგან მსგავსი სახის სავარჯიშო უკვე შეისწავლეთ ელემენტების პროექციისადმი მიძღვნილ ნაწილში. ამ სავარჯიშოს შესრულებისას, უნდა იგრძნოთ ცეცლის ელემენტის განვრცობა საკუთარ სხეულში. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ უნივერსალური ცეცხლის ელემენტი იპრესება და კონდენსირდება თქვენს ცარიელ სხეულში, მისი გაფართოებისას. რაც უფრო იმტენსიურია ცეცხლოვანი ბურთის წარმოსახვა, მით მეტი სინათლე განივრცობა თქვენი სხეულის ყველა მიმართულებით და იგი დაიტვირთება მანათობელი შუქით. თქვენ უნდა შეამჩნიოთ სინათლის ზეწოლა თქვენს სხეულში, უნდა გრძნობდეთ მას როგორც შუქით გაბერილი ბუშტს. სინათლის წნევა უნდა გადავიდეს გარედან შინგით. ახლა, თქვენ განიცდით უჩვეულო სისავსის შეგრძნებას, თითქოს მზად ხართ აფეთქებისთვის. ამ ვარჯიშის შესრულებისას განაგრძეთ მშვიდად სუნთქვა, შესაძლოა გაგიჩნდეთ სუნთქვის შეკავების ცდუნება, რომლის გაკეთებასაც უნდა მოერიდოთ.
როგორც კი სინათლის ძლიერ დაგროვებას წარმოქმნით, მთელი სხეულით იგრძნობთ, რომ თითქოს ძლიერი ელექტრო დენით ხართ დამუხტული; ეს შეგრძნება განსაკუთრებით ეხება თითების წვერებს. ჩაიბეჭდეთ ეს აღქმა თქვენს გონებაში ძალიან მტკიცედ, რადგან სწორედ ესაა ელექტრული ფლუიდი, რომელზეც ვსაუბრობ. თუ მსგავსი დაგროვება წარმატებით შეასრულეთ, დაშალეთ სამყაროში ნელ-ნელა უნივერსალური ელემენტი წარმოსახვის მეშვეობით, სანამ იგი მთლიანად არ გაქრება. ამავე დროს წარმოიდგინეთ, რომ თქვენში დაგროვილი შუქიც და გაფართოების ძალაც თან და თან მცირდება იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გაქრება.
ელექტრული ფლუიდის ინდუქციური მეთოდის სავარჯიშო დასასრულს მიუახლოვდა. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ თქვენ მიაღწევთ კარგ შედეგს ელექტრული ფლუიდის წარმოებასთან დაკავშირებით; ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ ელექტრული ფლუიდის გაჟღენთვის სამუშაო. ამის გასაკეთებლად დაგჭირდებათ მხოლოდ წარმოსახვა, რომ თქვენში დაგროვილი სინათლე, ან უკეთ რომ ვთქვათ, ელექტრული ფლუიდი რომელიც სინათლეს შეიცავს, აძლიერებს და ზრდის თქვენს აქტიურ ძალებს სხეულში, სამშვინველში და სულში. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ გააღვიძოთ და აღძრათ ყველა უნარი, თვისება და ა.შ, რომელიც მიეწერება საკუთარ თავში ცეცხლის ელემენტს და ჰაერის ელემენტს. მაგალითად: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ გაზარდოთ თქვენი ნების ძალა, რწმენა, ელემენტის კონტროლის ხარისხი და ა.შ. სრულიად შეუძლებელია სიტყვებით აღვწეროთ, რა დიაპაზონის წარმატების მიღწევაა შესაძლებელი ამ გზით. ამაში საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდებით.
მე ხშირად აღვნიშნავ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი სულის გაკეთილშობილება, ვნებებისგან განთავისუფლება და წონასწორობის მიღწევა. უსამართლო და ვნებიანი ადამიანი, თუ მას აქამდე არ მიუღწევია ზემოთ აღნიშნული სრული მაგიური ბალანსისთვის, აქ აღწერილი უნარის გამოყენებით იგი უფრო გაზრდის საკუთარ ვნებებს, მათი გააქტიურებით. იგი ვეღარ გააკონტროლებს საკუთარ ვნებებს, რაც შეიძლება მისთვის საბედისწერო გახდეს. ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება, რომ ეს გაფრთხილებები არ არის უბრალო სიტყვები ან სტანდარტული მორალური ლექცია. ბალანსში მყოფ პიროვნებას, საშიშარი არაფერი აქვს; პირიქით, მას ექნება ყველა შესაძლებლობა და იღბალი, რათა მოახდინოს საკუთარი უმაღლესი იდეალების რეალიზება.
4. მაგნიტური ფლუიდის კონტროლი: ინდუქციური მეთოდი.
ამ ფლუიდთან მუშაობის სტრუქტურაც იდენტურია. დაჯექით თქვენს ასანაში და წარმოიდგინეთ, რომ სხეული ცარიელი გაქვთ, მაგრამ მისი მაგნიტური ფლუიდით შევსება შეგიძლიათ. ახლა, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ, რომ მთელი სამყარო წყლით არის სავსე, ხოლო თქვენ ამ ოკეანის ცენტრში იმყოფებით. თქვენ ავტომატურად გაგიჩნდებათ სისველის და სიგრილის/სიცივის შეგრძნება, მაგრამ არ მიაპყროთ ამ ფაქტს მთელი თქვენი ყურადღება; წარმოიდგინეთ, როგორ იწოვს თქვენი სხეული მშრალი ღრუბელის მსგავსად მაგნიტურ ძალას, უნივერსალური წყლის ელემენტისგან. წარმოსახვის და მაგნიტური ძალის დაგროვების სავარჯიშო გრძელდება მანამ, სანამ მთლიანად არ დაიტვირთებით ამ ენერგიით და სანამ არ იგრძნობთ, რომ უფრო მაღალი დონის დაგროვება შეუძლებელია. როგორც კი მაგნიტური ენერგიის დაგროვების პიკს მიაღწევთ, მიუშვით წარმოსახვა დაშლის პროცესზე; თითქოს დაგროვილი მაგნიტური ძალა ნელ-ნელა უსასრულო წყლის ელემენტში იშლება. თუ თქვენ შეძლებთ, რომ სისტემატიური ვარჯიშის მეშვეობით განასხვაოთ ერთმანეთისგან ეს ორი ფლუიდი, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ელექტრული ფლუიდის მსგავსად, განავითაროთ საკუთარ თავში მაგნიტური ფლუიდის თვისებები, რომლებიც წყლისა და მიწის ელემენტს მიეკუთვნება; ასეთი თვისებების მაგალითია: მედიუმიზმი, ნათელმხილველობა, ფსიქომეტრია, აზრების კითხვა, მედიალური წერა და სხვა.
5. ელექტრული ფლუიდის კონტროლი: დედუქციური მეთოდი.
თქვენ არ შეგიძლიათ ამ მეთოდით მუშაობა სანამ ორივე წინა მეთოდს არ დაეუფლებით. დედუქციური მეთოდი ინდუქციურის მსგავსია, მაგრამ საპირისპირო თანმიმდევრობით. გამოიხმეთ სამყაროდან ცეცხლის ელემენტი და დააგროვეთ იგი ფილტვებით, ფორებით ან ორივე მათგანით სუნთქვის მეშვეობით. პროცესს მიახმარეთ წარმოსახვაც. ნაკლები ყურადღება დაუთმეთ მომატებულ სითბოს და სიცხიანობას, რომელსაც ავტომატურად შეიგრძნობთ. დაგროვილი ელემენტი წარმოქმნის ერთგვარ დასხივებას სხეულის გარედან, რომელსაც კანი ისევე აღიქვამს, თითქოს მკურნალობას გადიხართ მაღალი სიხშირის ელექტრო მანქანით. ელექტრული ფლუიდის დასხივება პრაქტიკასთან ერთად გახდება უფრო და უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და დახვეწილი. ელემენტის დაგროვების გაზრდით, იგი შესაძლოა ისეთ ხარისხამდე შეიკუმშოს, რომ ხილული გახდეს მოუმზადებელი თვალისთვისაც. თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ კონდენსაციის ძალა იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ; თუნდაც ნეონის ნათურის სიკაშკაშემდე. ეს სავარჯიშო რა თქმა უნდა კონკრეტულად ამ მიზნისთვის განკუთვნილი არ არის; მსგავსი ექსპერიმენტები მხოლოდ თქვენს დარწმუნებულობას ემსახურება. გარდა ამისა, ეს ძალა მაღალი, კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენება. როგორც კი ელემენტის დაგროვების პიკს მიაღწევთ, (ე.ი. უმაღლესი ხარისხის გამოსხივებას), ნება მიეცით ცეცხლის ელემენტს ელექტრულ ფლუიდთან ერთად დაიშალოს სამყაროში. გაათავისუფლეთ სხეული ელემენტისგან და ვარჯიშიც დასრულებულია.
6. მაგნიტური ფლუიდის კონტროლი: დედუქციური მეთოდი.
მაგნიტური ფლუიდის კონტროლის დედუქციური მეთოდი ზემოთ ახსნილი მეთოდის მსგავსია, მაგრამ აქ ცეცხლის ელემენტის მაგივრად წყლის ელემენტთან ვმუშაობთ. ვიწყებთ სუნთქვას, ვაგროვებთ წყლის ელემენტს და არ ვაქცევთ ყურადღებას სიცივის შეგრძნებას. ყურადღება გაამახვილეთ სხეულზე და კანზე. მაგნიტური ფლუიდის ძლიერი კონდენსაცია საწყის ეტაპზე გამოიწვევს ერთგვარ პარალიზებას და იმოქმედებს მანამ, სანამ არ მიეჩვევით. როცა მიაღწევთ დაგროვების პიკამდე, წარმოსახვის მეშვეობით დაშალეთ ელემენტიც და ფლუიდიც სამყაროში. ეს არის ამ სავარჯიშოს დასასრული.
თქვენ ოთხივე მეთოდს ისე იდეალურად უნდა დაეუფლოთ, რომ ნებისმიერ დროს, წამიერად შეგეძლოთ თითოეული მათგანის შესრულება წარმოსახვის დახმარებით; ამ შედეგს მიაღწევთ ხშირი და დაუღალავი ვარჯიშით. იყავით ძალიან ყურადღებიანი, რადგან ორივე ფლუიდის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია; დაიმახსოვრეთ, რომ ამ ორი უნივერსალური ძალის დაუფლებით თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელი გახდება და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში ისურვებს მაგი თავისი გავლენის განხორციელებას. დასაწყისში ეს სავარჯიშოები უნდა შესრულდეს დახუჭული თვალებით, ხოლო მოგვიანებით ღია თვალებით, ნებისმიერ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ოთხივე სავარჯიშოს შემთხვევაში მაგი მიდრეკილი იქნება კუნთების მოდუნებისკენ და სუნთქვის შეკავებისკენ, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ვარჯიშები უნდა შესრულდეს მშვიდად და მათი შესრულების დროს არავინ უნდა შეგამჩნიოთ.
მაგი ახლა გებულობს, რომ ინდუქციური მეთოდი ემსახურება სამყაროდან ძალის დაგროვებას პირდაპირ სხეულში, ხოლო დედუქციური მეთოდით ამ ძალის მიღება გარედან ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მაგი ოთხივე მეთოდის გამოყენებაში სასურველ გამოცდილებას დააგროვებს, პრაქტიკა გრძელდება შემდეგნაირად: ინდუქციური მეთოდის შესრულებისას, გაზარდეთ ელექტრული ფლუიდი უმაღლეს დონემდე და ამის შემდეგ დაშალეთ სამყაროში ცეცხლის ელემენტი; ამავდროულად, მაგს შეუძლია შეინარჩუნოს დაძაბულობის ძალა და ცეცხლის ელემენტი მის სხეულში. საკუთარ სხეულში ფლუიდის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების შემდეგ, დააბრუნეთ იგი თანდათანობით სამყაროში. მაგმა უნდა იმუშაოს იგივე მანერით მაგნიტურ ფლუიდთანაც. ნუ წახვალთ წინ, სანამ აქ ახსნილ ორივე მეთოდს კარგად არ დაეუფლებით.
აქ აღწერილი ელექტრული და მაგნიტური ფლუიდის დაუფლების სავარჯიშოები ერთგვარ მოსამზადებელ მეთოდებს წარმოადგენენ. როცა მათ სრულფასოვნად დაეუფლებით, შეგიძლიათ გადახვიდეთ ელექტრომაგნიტური ფლუიდის დაუფლებაზე, რომელსაც მომდევნო თავში განვიხილავ.
დაიმახსოვრეთ შემდეგი ანალოგიები: თავი და გულმკერდი შეესაბამება ელექტრულ ფლუიდს; ხოლო მუცელი, ბარძაყები და ფეხები მაგნიტურ ფლუიდს. ახლა, მაგის ამოცანა იქნება ფეხების და მუცლის არის მაგნიტური ფლუიდით დატვირთვა, ხოლო კისრის, გულმკერდის და თავის ელექტრული ფლუიდით დამუხტვა. სავარჯიშო ტარდება ზუსტად ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი. მაგმა დინამიურად და ერთმანეთის მიყოლებით უნდა შეძლოს სხეულის ნაწილების ამ ფლუიდებით დატვირთვა ძალიან მაღალ დონეზე; მას ისეთი შეგრძნება უნდა ეუფლებოდეს, რომ ეს-ესაა აფეთქდება. დიდი ხნის პრაქტიკული ვარჯიშის შემდეგ, მაგი შეძლებს ორივე ფლუიდის ორგანიზმში შენარჩუნებას. ამ დონემდე განვითარების შემდეგ, მაგმა წარმოსახვის მეშვეობით გულმკერდის მარცხენა მხარეს ელექტრულო ფლუიდი უნდა დააგროვოს, მაგრამ მარცხენა მხარე თავისუფლად უნდა დატოვოს. ამის შემდეგ, მაგს ამოაქვს სხეულის ქვედა ნაწილში დაგროვილი მაგნიტური ფლუიდი და მას გულმკერდის მარცხენა მხარეს და მარცხენა ხელში ინახავს. მარცხენა ხელი ახლა მაგნიტურია და გააჩნია გამაგრილებელი გამოსხივება. განაგრძეთ მარჯვენა გულმკერდის არეში დაგროვებული ელექტრული ფლუიდის მარჯვემა ხელში გადატანა, რადგან ახლა მარჯვენა ხელი ელექტრული გახდეს. შეგიძლიათ იგრძნოთ გაშლილი ხელის თითის წვერებზე ელექტრული მუხტი. იმ პირობით, რომ არც ერთ ფლუიდს პირადი სარგებლობისთვის არ ვიყენებთ, მიეცით ელემენტს საშუალება თქვენი ხელებიდან გაფრინდეს/დაიშალოს უსასრულო სამყაროში.
ამ სავარჯიშოების სრულყოფილად დაუფლებით, მაგს საშუალება აქვს დაუფლოს ელექტრომაგნიტურ ფლუიდს, რისი მეშვეობითაც მისთვის ყველაფერი შესაძლებელი გახდება. მაგის ელექტრული და მაგნიტური ხელები კურთხეული იქნება, რაც მისი პოტენციალის გამო შესაძლოა კურთხევა გახდეს სამყაროსთვისაც.
სხეულის მაგიის შესწავლა (VIII)
მაგიური განვითარების ამ ეტაპზე, განდობილისგან აღარ მოითხოვება რაიმე სპეციალური სავარჯიშოები ამ მიმართულებით. ამიტომ, მე შევჩერდები და განდობილს მივცემ მითითებებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო გახდეს მომდევნო საფეხურებში. ჩვენს განსახილველ თემას წარმოადგენს ელემენტების მეშვეობით გავლენის მოხდენა სურვილისამებრ საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოთხი ტიპის გავლენა, რომლის ზემოქმედებაც წარმატებით შეგვიძლია გამოვცადოთ ჩვენს თავზეც და სხვებზეც. ელემენტების მიხედვით, ეს მეთოდები შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ცეცხლი - წვის გზით.
2. ჰაერი - აორთქლების გზით.
3. წყალი - ნარევის/მიქსტურის გზით.
4. მიწა - დაშლის გზით.
ამ მეთოდების მეშვეობით სხვადასხვა გავლენების მოხდენის შესახებ შესაძლებელია ასობით მაგალითის მოყვანა და შეგვიძლია საკმაოდ სქელი წიგნი დავწეროთ ამ მაგიურ პრობლემასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე თითოეულისთვის თითო მაგალითით შემოვიფარგლები. ყველა განდობილს შეუძლია გაამდიდროს საკუთარი პრაქტიკული ექსპერიმენტები დამოუკიდებლად და შეიმუშაოს სავსებით ახალი პრაქტიკა.
ეს ოთხი მეთოდი მატერიალური სამყაროს ყველაზე დახვეწილ ასტრალურ მატრიცაზეც კი ახდენს გავლენას; იგივე განხორციელდება მაგის სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია ნებისმიერ ადგილას მიმართოს თავისი გავლენა და ელემენტები ირიბი გზით იმუშავებენ მათზე. იმ შემთხვევაში თუ ზემოქმედების ობიექტი ადამიანი იქნება, ელემენტები მატერიალურთან ერთად, მის ასტრალურ სხეულზეც იმოქმედებენ. განდობილს, რომელიც ოთხივე ელემენტს სრულყოფილად ფლობს, არ დასჭირდება აქ მოყვანილი მეთოდები; იგი თავის მიზანს პირდაპირი გავლენის მეშვეობით და საკმაოდ სწრაფად აღასრულებს. მაგრამ, ხანდახან მაღალი დონის მაგიც უჩივის დაბალი ძალების კონტროლს, მთავარია გავითვალისწინოთ, რომ მაღალი და დაბალი ძალებიც ჩვენ უნდა გვემორჩილებოდნენ. მეორეს მხრივ, არასაკმარისი სულიერი სიმწიფის მქონე ადეპტებს ძალიან მოსწონთ ამ საშუალებების გამოყენება, რადგან ეს ძალები ბრმად ასრულებენ მათ ნებას. ალბათ იკითხავთ, მაინც რას ნიშნავს ეს დაბალი ძალები ან რა მიზნით შეიძლება მათი გამოყენება? ქვემოთ მოყვანილი ორი მაგალითი ემსახურება მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემას.
ვივარაუდოთ, რომ ერთი კონკრეტული პიროვნება დგას ჰერმეტისტული მაგიის განვითარების გზაზე, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ საფეხურზე იმყოფება სხვადასხვა ხელის შემშლელი მავნე ჩვევებისა და ფაქტორების გამო, როგორიცაა: ვნება, სიამაყე, ამაოდმეტყველება და ა.შ. ამ დროს ჩვენი ადეპტი დახმარებას სთხოვს მასზე აშკარად განვითარებულ და მაღალ საფეხურზე მყოფ მაგს, რომელსაც უკვე შეუძლია ელემენტების კონტროლი და მათზე გავლენის მოხდენა. ამ მეთოდების გამოყენებით მაგს შეუძლია შეამციროს მის უმცროს მეგობარში ელემენტების უარყოფითი ასპექტით გამოვლინება; დაბალი რანგის ადეპტი მსგავსი დახმარების გზით შეძლებს დიდი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდეს მავნე ჩვევებს ან საერთოდ განთავისუფლდეს ელემენტების მსგავსი ნეგატიური გავლენებისგან.
მეორე მაგალითი: ვივარაუდოთ, რომ მაგი ელემენტების მეშვეობით, ქრონიკული დაავადების განკურნების მიზნით აპირებს გრძელვადიანი მკურნალობის დაწყებას. რამდენიმე პირდაპირი მკურნალობა საკმარისი არაა, ხოლო პროცედურების სისტემატიურად გამეორება დიდ დროს მოითხოვს. ასეთ შემთხევაში, მაგს ამ ძალების გამოყენება დამხმარე საშუალებების სახით შეუძლია. ასობით შემთხვევა არსებობს, როცა ამ კატეგორიის ელემენტარული პრაქტიკის გამოყენებას მაგისთვის დიდი სარგებელი მოუტანია. განდობილს ყველა იმ ძალის გამოყენება შეუძლია, რომელთა არსებობის შესახებაც იცის. მაგი უნდა იყოს უმაღლესი ღირებულებების მქონე ადამიანი. მისი გონება და მისი მოტივები მხოლოდ კეთილშობილებისკენ უნდა იღვწოდნენ. მაგი მიჰყვება დევიზს: სიწმინდეში ყველაფერი წმინდაა. ოთხ ელემენტთან მუშაობისას, მაგს გააჩნია საქმიანობის შესაბამისად აუცილებლად გასააზრებელი სამი თეზისი; ესენია:
1. მყისიერი ეფექტი.
2. ეფექტი, რომელიც შემოიფარგლება გარკვეული დროით.
3. მუდმივი ეფექტი, რომელიც დროთა განმავლობაში სუსტდება და საბოლოოდ ქრება, თუ ოპერაცია აღარ განახლდება.
1. გავლენა ცეცხლის ელემენტის მეშვეობით (წვა).
აიღეთ 4x4 - ინჩის ფლანელის ნაჭერი; უბრალო ქაღალდიც გამოდგება. დაასველეთ იგი ნებისმიერი სითხის კონდენსატორით და აცადეთ გაშრობა. ახლა, დაიდეთ ქაღალდი თქვენს წინ; წარმოსახვის დახმარებით და მატერიალურ ელემენტთან ერთად მოახდინეთ ქაღალდზე იმ დეტალის კონცენტრაცია, რომლის მატერიალიზებაც გსურთ. არ დაგავიწყდეთ დროის ეფექტი და ა.შ. თქვენზეა დამოკიდებული მყისიერი ეფექტი გსურთ, შეზღუდული თუ მუდმივი. როგორც კი ქაღალდი დაიტვირთება/გაიჟღინთება თქვენი სურვილით, დაწვით იგი ღია ცეცხლზე ან სანთლის ალზე. წვის პროცესში კონცენტრაცია მოახდინეთ ფაქტზე, რომ ამ დროს გამოიყოფა ძალა, რაც იწვევს უხეშმატერიალური ელემენტების მიერ თქვენი ჩანაფიქრის რეალიზაციას. მაგიური თვალსაზრისით, ნამწვისგან დარჩენილი ფერფლი სრულიად ჩვეულებრივი ფერფლია. ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ხერხი, რომელსაც შეგვიძლია მივყვეთ, მაგრამ ეს მაგალითი საკმარისია რათა განდობილს მინიშნება მივცეთ ამ მიმართულებით. თუ სავარჯიშო კონკრეტულ პიროვნებაზე ჩატარდა, ეფექტი მოქმედებას დაიწყევს მაშინვე, როცა ადამიანი რაიმე სახით შევა ცეცხლის ელემენტთან კონტაქტში; ეს იქნება ცეცხლთან გათბობა, ასანთით სიგარეტის წაკიდება თუ სხვა.
2. გავლენა ჰაერის ელემენტის მეშვეობით (აორთქლება).
ჩაასხით ერთი ინჩი წყალი პატარა ლითონის თასში და დაამატეთ რამდენიმე წვეთი სითხის კონდენსატორი, რომელიც შეესაბამება ჰაერის ელემენტს. თუ ასეთი კონდენსატორი ხელმოსაწვდომი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ უნივერსალური სითხის კონდენსატორი. (დეტალურად იხილავთ ამავე საფეხურის ქვეთავში). ახლა იმოქმედეთ იგივე წესით, რაც ზემოთ აღვწერეთ. ამის შემდეგ, მოათავსეთ ლითონის თასი ცეცხლზე, - ეს არ უნდა იყოს ელექტრული სიმხურვალე ან გაზი. - და დაელოდეთ წყლის აორთქლებას. აორთქლებისას კონცენტრაციას ვახდემთ პროცესზე, რომ ჩვენი სურვილის მშთანთქმელი, აორთქლებული ჰაერის ელემენტი იწვევს ჩაფიქრებულის რეალიზაციას. კონცენტრირება მოახდინეთ იქამდე, სანამ ბოლო წვეთიც არ აორთქლდება რის შემდეგაც ექსპერიმენტი დასრულებულია. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი; ჰაერის ელემენტის მეშვეობით მსგავსი ტექნიკების შექმნა მაგს თავად შეუძლია.
3. გავლენა წყლის ელემენტის მეშვეობით (ნარევი/მიქსტურა).
აიღეთ ახალი/უხმარი ჭიქა ან თასი და აავსეთ გამდინარე წყლით. სასურველია იყოს წყაროს ან მდინარის წყალი. ამ პროცესის შესრულებისას არავინ უნდა შეგამჩნიოთ. შეავსეთ თასი წყლით და ჩააწვეთეთ მასში სითხის კონდენსატორის რამდენიმე წვეთი. გადაუდებელ შემთხვევაში გამოიყენეთ უნივერსალური სითხის კონდენსატორი. ახლა, შეასრულეთ სურვილით გაჟღენთვის სავარჯიშო ზუსტად ისე, როგორც წინა სავარჯიშოებში. როგორც კი წყალი სურვილით დამაკმაყოფილებლად დაიტვირთება, ჩაასხით წყალი ექსტაზური განცდით მდინარეში და მიეცით შესაბამისი ბრძანება, რათა წყლის ყოველმა მოლეკულამ დაუყოვნებლივ შეასრულოს თქვენი სურვილი. სხვა პიროვნებაზე გავლენის მოხდენისას ელემენტი მოქმედებაში შევა ნებისნიერ მომენტში, როცა იგი შეეხება წყლის ელემენტს; ეს იქნება რეცხვა, წვიმის წვეთის მოხვედრა, დალევა თუ სხვა. მაგს შეუძლია შეადგინოს ინდივიდუალური მეთოდი.
4. გავლენა მიწის ელემენტის მეშვეობით (დაშლა).
ამ ელემენტთან მუშაობა შეგვიძლია ორი განსხვავებული გზით:
1. წინა ექსპერიმენტის მსგავსად, ვიღებთ წყალს მდინარიდან ან წვიმის წყლიდან (არ გამოიყენოთ ონკანის წყალი), რასაც ვამატებთ მცირე რაოდენობის სითხის კონდენსატორს, რომელიც მიწის ელემენტს შეესაბამება. შეგვიძლია უნივერსალური კონდენსატორის გამოყენებაც. დაასხით სითხე მიწას და აცადეთ რათა მიწამ კარგად შეიწოვოს სისველე. არ გამოიყენოთ ბინძური ან გადატვირთული მიწა, რომელზეც ხალხი მოძრაობს. კარგია ბაღის ან ველური მინდვრის მიწა. თუ ამის შესაძლსბლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ქოთანში, რომელშიც ახალი მიწა იქნება.
2. აიღეთ ვაშლი, მსხალი ან უკეთესია კარტოფილი და გააკეთეთ მასში ხვრელი დანის დახმარებით. ჩაასხით ხვრელში მიწის ელემენტის შესაბამისი სითხის კონდენსატორი ან უნივერსალური სითხის კონდენსატორი და გაჟღინთეთ კარტოფილი თქვენი სურვილით. შემდეგ, ჩააგდეთ კარტოფილი მიწაში. ყოველი მანიპულაცია მოითხოვს კონცენტრირებულ მედიტაციას, რომ მიწის ელემენტი გამოიმუშავებს ეფექტს, რისი მიღწევაც გსურთ.
მსგავსი მაგიის მეთოდს ეკუთვნის სიმპათიკური და მუმიალური მაგიაც, რომელშიც ადამიანის თმები, ფრჩხილები, შარდი და ა.შ. გამოიყენება. მე არ ვაპირებ მსგავსი ტიპის დაბალი რანგის მაგიის პრაქტიკების აღწერას, რადგან ამ საფეხურზე მოსულ ნებისმიერ მაგს თავად შეუძლია მოცემულ პრაქტიკაში გარკვევა.
ზემოთ მოყვანილი ორი მაგალითი საკმარისია მიწის ელემენტის გამოყენების საილუსტრაციოდ. მოყვანილი ინსტრუქციების მიხედვით, მაგს თავად შეუძლია სხვადასხვა მეთოდების შემუშავება. მისი ინტუიცია შთააგონებს მას სწორი საქმის კეთებისკენ. ჩვენი აღწერილობების ფონზე მკაფიოდ იკვეთება ფაქტი, რომ გადამწყვეტ ფაქტორს მაგის ნების ძალა წარმოადგენს, რომელიც უნივერსალური ელემენტების დახმარებით სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენება. განდობილს შეუძლია მაგიური ოპერაციების სურვილისამებრ გამეორება იქამდე, სანამ წარმატებას არ მიაღწევს. რა თქმა უნდა, განდობილს შეუძლია ეს ექსპერიმენტები საკუთარ თავზე ზემოქმედების მიზნითაც გამოსცადოს. არსებობს კიდევ ერთი სახის თვითგავლენის ტიპი, სადაც ელემენტებისადმი განკუთვნილი არსებები: სალამანდრები, ფერიები, ქალთევზები და გობლინები ასრულებენ სასურველ ეფექტს. მე აუცილებლად აღვწერ მათი გამოძახების პრაქტიკას, ვაქცევ მათ თვალით ხილულებს და გავხდი თქვენთვის ნამდვილად გამოსადეგ არსებებს ჩემს მეორე ნაშრომში: "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში".
5. სითხის კონდენსატორები (იგივე ფლუიდ-კონდენსატორები).
ნებისმიერ კონდენსატორს, ნებისმიერ ობიექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა. მნიშვნელობა არ აქვს რითია დამუხტული: ელექტრულად, მაგნიტურად, აკაშას პრინციპით, წარმოსახვით თუ ნების ძალით. მაგრამ, ანალოგიის კანონის და მრავალი გამოცდილების მიხედვით გაირკვა, რომ არც ყველა სახის ობიექტი და არც ყველა სახის კონდენსატორი არაა შესაფერისი გარკვეულ შემთხვევებში. კანონი ფიზიკური მახასიათებლების შესაბამისად მუშაობს; ჩვენ ვიცით, რომ ელექტროენერგიას, მაგნეტიზმს და სითბოს, გააჩნიათ საკუთარი კარგი და ცუდი გამტარები. ამ შემთხვევაში უმაღლესი ძალებიც გვთავაზობენ იგივე ბიპოლარულ ასპექტებს. არსებობს მექანიზმები, რომელთაც გააჩნიათ უზარმაზარი აკუმულაციური სიმძლავრე, რაც მათ შიგნით კონცენტრირებულ ძალებს სასურველი მოქმედებების შესრულების საშუალებას აძლევს. ჰერმეტისტულ მეცნიერებაში ასეთ აკუმულატორებს "სითხის/ფლუიდ კონდენსატორები" ეწოდებათ. არსებობს კონდენსატორების სამი ძირითადი ჯგუფი:
1. მყარი სითხის კონდენსატორები.
2. თხევადი სითხის კონდენსატორები.
3. ჰაეროვანი სითხის კონდენსატორები.
მყარი სითხის კონდენსატორს პირველ რიგში ფისი და ლითონი/მეტალი მიეკუთვნება. ლითონებს შორის, ოქრო უმაღლეს ადგილს იკავებს. ყველაზე მცირე ოქროს ატომური ნაწილაკიც კი უზარმაზარი კონდენსაციის ძალას ანიჭებს ნებისმიერ სითხეს. ამ მიზეზით, ოქრო უმცირესი დოზით ემატება ნებისმიერ სითხის კონდენსატორში. ამ თემაზე უფრო მეტს ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ.
მეორე ჯგუფი მოიცავს ლაქებს, ზეთებს, ნაყენებს და ექსტრაქტებს, რომლებიც წარმოებულია გარკვეული მცენარეების მიერ. ისევე როგორც ოქრო იკავებს პირველ ადგილს მყარ კონდენსატორებს შორის, - რადგან იგი მზის ძალისა და შუქის სიმბოლურ პერსონიფიკაციას წარმოადგენს, - თხევად კონდენსატორებში ოქროს როლს ადამიანის სისხლი და სპერმა ასრულებს. ხანდახან ისინი მთლიანად ანაცვლებენ ოქროს, რადგან მათი მცირე ნაწილაკებიც უზარმაზარი კონდენსაციის ძალას ანიჭებენ კონდენსატორს.
მესამე ჯგუფს მიეკუთვნება აეროზოლები, სურნელოვანი ყვავილები და ა.შ. მე ამ დეტალის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან იგი ნაკლებად მნიშვნელოვანია მაგიური პრაქტიკისათვის. გარდა ამისა, მე განვიხილავ მხოლოდ ყველაზე ღირებულ სითხის კონდენსატორებს, რომლებიც პრაქტიკისათვის საჭიროა. ამ ეტაპზე, ვერ განვიხილავ უკლებლივ ყველა სახეობას, მათ წარმოებას, გამოყენებას, ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებს, რომლებიც უდავოდ შესანიშნავი კონდენსატორები არიან; ასე რომ მოვიქცე უზარმაზარი მოცულობის წიგნს მივიღებთ.
არსებობს სითხის კონდენსატორის ორი ტიპის დამზადების მეთოდი. პირველი მეთოდი მარტივია და იგი მზადდება ძირითადად ერთი მასალისგან ან ერთი მცენარისგან, რომელიც ნებისმიერი მიზნით სასარგებლოა. მეორე ტიპი შედგება რთული კონდენსატორებისგან, რომლებიც რამდენიმე მასალისგან ან მცენარისგან მზადდება და რომლებიც უკიდურესად მაღალი დონის აკუმულაციურ თვისებებს ფლობენ. ვინაიდან ნებისმიერ კონდენსატორში მცირე რაოდენობით ოქრო უნდა ჩავამატოთ, ახლა ყურადღება ოქროზე შევაჩეროთ. განდობილს მისი მიღება შეუძლია ხსნადი ოქროს ქლორიდის სახით. ერთი გრამი ოქროს ქლორიდი გააზავეთ 20 გრამ გამოხდილ წყალში და შესანიშნავ ოქროს ნაყენს მიიღებთ. ამ ნაყენის 5-10 წვეთი საკმარისია 100 გრამი სითხის კონდენსატორისთვის. ლაბორატორიული მუშაობის გამოცდილების მქონე ხალხს, ოქროს ნაყენის ელექტროლიზით წარმოება შეუძლიათ. არსებიბს ჰომეოპათიური მედიკამენტები, როგორიცაა "aurum chloratum" და "aurum muriaticum" - ესენი ოქროს ქლორიდები არიან. ასევე, "aurum metallicum" არის კოლოიდური ოქრო, რომელიც ელექტროლიზით წარმოიქმნება.
თუ თქვენ ოქროს ნაყენის მიღების შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ თავად აწარმოოთ იგი ძველი ალქიმიკოსების მეთოდით. აიღეთ საუკეთესო ოქროს ნაჭერი (მინიმუმ 14 კარატი). მოამზადეთ გამოხდილი წყალი, რომელიც ათჯერ უნდა აღემატებოდეს ოქროს წონას. გააცხელეთ ოქროს ნაჭერი გაწითლებამდე და ჩააგდეთ წყალში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ხელსაწყო ან მავთული, რომლითაც ოქრო გიჭირავთ, წყალს არ უნდა შეეხოს. საუკეთესოა მავთულის კაუჭი, რისი მეშვეობითაც ოქროს წყალში ჩააგდებთ. არ გადმოღვაროთ წყალი. აცადეთ წყალს და ოქროს რომ გაცივდეს და გაიმეორეთ პროცედურა 7-10-ჯერ. დაამატეთ მეტი წყალი, რადგან ოქროს გაგრილებისას ნაწილი აორთქლდება. ყოველ ჯერზე ოქროს პაწაწინა ნაწილაკები - კოლოიდები - განთავისუფლდებიან და ამით გამოხდილი წყალი ოქროთი გაჯერდება.
"ოქროს კვინტესეცია გაცხელების გზით" - ასე უწოდებდნენ უძველესი ალქიმიკოსები ამ პროცესს და მას იყენებდნენ, როგორ დანამატს, სხვა ალქიმიურ პრეპარატებთან ერთად. მაგრამ, ჩვენ მისი გამოყენება გვინდა სითხის კონდენსატორებისთვის. ოქროთი გაჯერებულ წყალს ვფილტრავთ და ვინახავთ. ოქროს ნაყენის 5-10 წვეთს ჩვეულებრივ ასხამენ დაახლოებით 3 უნცია სითხის კონდენსატორში. გამოყენებული ოქროს ნაჭერი უნდა გაიწმინდოს შემდგომი გამოყენებისთვის.
6. მარტივი სითხის კონდენსატორის მომზადება.
აიღეთ ერთი მუჭა გვირილის ყვავილი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ დაახლოებით 20 წუთი. ამის შემდეგ, გადახადეთ ქვაბს თავსახური და ამ გზით გააგრილეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ მიღებული მასა. გაფილტრული ნარევი მოხარშეთ დაახლოებით 50 მილილიტრამდე. ამის შემდეგ, გააგრილეთ და შეურიეთ თანაბარი მოცულობის სპირტს. დაამატეთ 10 ოქროს ნაყენის წვეთი. თუ კონდენსატორის საკუთარი თავისთვის გამოყენება გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი სისხლის ან სპერმის წვეთი, - ან ორივე ერთად. გაფილტრეთ კიდევ ერთხელ და შეინახეთ ბნელ ადგილას. კონდენსატორი მზადაა გამოყენებისთვის. ამ გზით მომზადებული ნებისმიერი სახის კონდენსატორი არ კარგავს თავის ეფექტურობას მომდევნო რამდენიმე წელი. ბოთლი უნდა იყოს კარგად დახურული, ყოველი გამოყენებისას მხოლოდ შეანჯღრიეთ და ამის შემდეგ გამოიყენეთ. ანალოგიურად შეგიძლიათ მოამზადოთ რამდენიმე უნივერსალური კონდენსატორი ჩინური ჩაისგან, შროშანის ყვავილისგან (საუკეთესოა თეთრი), ვერხვის ფოთლებისგან, მანდრაგორას ფესვებისგან ან აკაციის ყვავილისგან. ნებისმიერი ერთი მცენარისგან დამზადებული სითხის კონდენსატორი საკმარისია ნორმალური გამოყენებისთვის, როგორიცაა ელემენტების მეშვეობით ზემოქმედება ან ასტრალური შეგრძნებების განვითარება.
7. უნივერსალური სითხის კონდენსატორი
უკიდურესად ძლიერი აკუმულაციური ძალის დაგროვების მისაღწევად ან სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად - რომელშიც მენტალურთან და ასტრალურთან ერთად, მატერიალური გავლენებიც შედის, მაგ: ელემენტარების შექმნა ან სურათების დამუხტვა - გამოიყენება უნივერსალურო სითხის კონდენსატორები. აქ ჩამოთვლილია მცენარეული ექსტრაქტები, რომლებისგანაც უნივერსალური სითხის კონდენსატორი შედგება:
Archangelica officinalis (ქართ. დუზუნდური), salvia officianalis (ქართ. სალბი/სალვია), კიტრის კანი, ნესვის თესლი, გვირილის ყვავილები, აკაციის ყვავილები ან ფოთლები, შროშანის ყვავილები, ფოთლები ან ფესვები, დარიჩინის ყვავილები ან ქერქი, ჭინჭარის ფოთლები, პიტნის ფოთლები, ალვის ხის ფოთლები, მწვანე ან მშრალი თამბაქო.
მნიშვნელოვანია, რომ სამი სახის მომზადება იცოდეთ. პირველი და ყველაზე მარტივი: ჩამოთვლილი მცენარეების თანაბარი ნაწილები ჩაყარეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ ნელა, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ და ადუღეთ ხელმეორედ სქელი მასის მიღებამდე. ახლა, დაამატეთ იგივე მოცულობის ალკოჰოლი, ოქროს ნაყენის რამდენიმე წვეთი და სურვილისამებრ სისხლის ან სპერმის წვეთი. კარგად შეანჯღრიეთ და ჩამოასხით მუქ ბოთლში. დახურეთ თავსახური კარგად და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას.
მეორე სახის მომზადება შემდეგნაირად გამოიყურება: ჩაყარეთ მცენარეების თანაბარი ნაწილები სუფთა ბოთლში და დაუმატეთ სუფთა სპირტი, სანამ ბოლთლი პირთამდე არ გაივსება. დატოვეთ ბოთლი თბილ ადგილას 28 დღის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და დაუმატეთ ოქროს ნაყენის რამდენიმე წვეთი და თქვენი სხეულის სისხლი ან სპერმა. ჩამოასხით ბოთლში და შეინახეთ პირადი მოხმარებისთვის.
მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია თითოეული ბალახის ან მცენარის ცალ-ცალკე დამუშავება. იქნება ეს წყალში თუ ალკოჰოლურ ექსტრაქტში (ალკოჰოლი უკეთესია). ცალ-ცალკე მცენარეების მომზადების შემდეგ, აურიეთ ისინი ერთმანეთში, დაამატეთ ოქროს ნაყენის რამდენიმე წვეთი და შეინახეთ.
აუცილებელი მცენარეების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
ცეცხლის ელემენტისთვის: ხახვი, ნიორი, წიწაკა, მდოგვის თესლი ან მისი ფხვნილი. ამ ტიპის სითხის კონდენსატორი შეხებაში არ უნდა მოვიდეს სხეულთან, განსაკუთრებით კი თვალებთან, მათი მგრძნობელობის გამო.
ჰაერის ელემენტისთვის: თხილის კაკალი, ფოთლები ან ქერქი, ღვიის კენკრა, ვარდის ყვავილი ან ფოთლები, ალუბლის ქერქი ან ფოთლები.
წყლის ელემენტისთვის: შვრია ან ჩალა, შაქრის ჭარხალი, პეონის ყვავილი ან ფოთლები, ალუბლის ქერქი ან ფოთლები.
მიწის ელემენტისთვის: ოხრახუშის ფესვები, ფოთლები ან თესლი, მიხაკის ყვავილი ან ბარამბო (ტუჩოსანთა ოჯახის პიტნისებრი მცენარე. მთარგ. შენ.).
უბრალო ერისკაცმა შესაძლოა აქ მოყვანილ ინფორმაციას სამედიცინო პერსპექტივიდან შეხედოს და თქვას, რომ ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით ყოველი წინადადება სუფთა სისულელეა. მაგრამ, ჩვენ აქ საქმე ფარმაკოლოგიურ ეფექტთან როდი გვაქვს, არამედ ყველაფერი მაგიურ ეფექტს ემსახურება. განდობილებმა, რომლებმაც მცენარეების საიდუმლო მნიშვნელობები გაიგეს, უნდა მიმართონ ინტენსიურ მედიტაციებს, რათა მცენარეებთან უფრო ღრმა და იდუმალ კავშირს ჩასწვდნენ. ანალოგიების საფუძველზე ასობით რეცეპტის შედგენაა შესაძლებელი, მაგრამ ჩემი მონახაზი აკმაყოფილებს მაგის მოთხოვნებს. აქ მოცემული ყველა რეცეპტი მოითხოვს ვარჯიშს და შედეგის სახით კარგ ნაყოფებს მოვიმკით. სანამ სითხის კონდენსატორების პრობლემას დავასრულებ, მინდა შუქი მოვფინო კიდევ ერთ ალქიმიურ თემას; ესაა სიცოცხლის ელექსირი.
8. სიცოცხლის ელექსირი.
ეგრედ წოდებული ჭეშმარიტი ალქიმიური "სიცოცხლის ელექსირები" სხვა არაფერია, თუ არა საოცარი რეცეპტებით შედგენილი სითხის კონდენსატორი, რომელიც იქმნება ელემენტების ანალოგიის და ადამიანის არსებობის სამი სფეროს გათვალისწინებით. ეს კონდენსატორები რა საკვრიველია, მაგიურად დატვირთულია. ესენციები გამოიყენება მენტალური სფეროსთვის, ნაყენები გამოიყენება ასტრალური სფეროსთვის, ხოლო მარილები და ექსტრაქტები გამოიყენება მატერიალური სფეროსთვის; სამივე მათგანი დატვირთულია შესაბამისი მიმართულებით. ელექსირი გავლენას ახდენს არა მხოლოდ მატერიალურ სხეულზე, არამედ მენტალურ და ასტრალურ სხეულზეც. სწორედ ამიტომ, ასეთი ელექსირი არა მხოლოდ გენიალური ნაყენია, არამედ იგი შესანიშნავი დინამიური და რეგენერაციული საშუალებაა. ამიტომ, გულწრფელი ალქიმიკოსების სიცოცხლის ელექსირი სხვა არაფერია, თუ არა დახვეწილი სითხის კონდენსატორი.
9. მყარი სითხის კონდენსატორის მომზადება.
ვინაიდან შემდეგ საფეხურზე მე ვაპირებ აღვწერო ნამდვილი სარკის მაგია, პრაქტიკული სამუშაოს თვალსაზრისით განდობილს ვასწავლი როგორ შექმნას დამოუკიდებლად მაგიური სარკე. ამასთან ერთად, განდობილს დასჭირდება მყარი სითხის კონდენსატორი, რომელიც შედგება შვიდი ლითონისგან. ესენია:
კალა"
რკინა"
ოქრო"
სპილენძი"
თითბერი"
ვერცხლი"
ალოეს ფისი"/რეზინა"
ცხოველური ნახშირის 3 ნაწილი
მინერალური ქვანახშირის 3 ნაწილი
სხვადასხვა ნაწილები განისაზღვრება მოცულობით და არა წონით. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს დაფხვნილი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი კარგად, რათა მივიღოთ ნამდვილი მყარი სითხის კონდენსატორი.
ძველი ალქიმიკოსების "electrum magicum" არის შესანიშნავი სითხის კონდენსატორი, რომლის ინგრედიენტებია:
30 გრამი ოქრო
30 გრამი ვერცხლი
15 გრამი სპილენძი
6 გრამი კალა
5 გრამი ტყვია
3 გრამი რკინა
15 გრამი ვერცხლისწყალი (იგივე მერკური).
როგორც ხედავთ, ინგრედიენტი შეიცავს ყველა პლანეტარულ ლითონს; სწორედ ამ შენადნობისგან მზადდება მაგიური სარკეები, ზარები და მსგავსი საგნები. მყარი სითხის კონდენსატორები ბევრისთვის დღემდე ძალიან საიმედო და სასარგებლოა.
10. მაგიური სარკეების მომზადება.
არსებობს ორი სახის მაგიური სარკე: ჩაზნექილი სარკე და ბრტყელი სარკე. ჩვეულებრივი სარკეები შესაფერისია ორივე ტიპისთვის. მაგიური პრაქტიკისათვის მაგიურ სარკეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ და მე რამდენიმე მაგალითის საფუძველზე აღვწერ ამ სარკეების წარმოებას.
1. უმარტივესი გზით წარმოებული მაგიური სარკეებისთვის, ნებისმიერი სარკე ან შუშის თასის ზედაპირი შესაფერისი იქნება. უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ თხევადი ან მყარი სითხის კონდენსატორი.
2. დავჭრათ წრიული დისკი 8-20 ინჩის ზომაზე. გააჩნია რა ზომის სარკე გინდათ. ახლა, დაჭერით იგივე ზომის წრიული ქაღალდი ან ნაჭერი. დაასველეთ ან თანაბრად გადაანაწილეთ სითხის კონდენსატორი ნაჭერზე ფუნჯის ან ბამბის ტამპონის დახმარებით. კარგად გააჯერეთ ნაჭერი სითხით და აცადეთ გაშრობა. დააწებეთ ნაჭერი სარკის უკანა მხარეს, დაელოდეთ სანამ გაშრება და სარკე მზად იქნება გამოსაყენებლად. თუ ვინმეს მრგვალი ფორმა არ მოსწონს, დაამზადოს ოვალური ან კუთხოვანი ფორმის სარკე. შეგიძლიათ სარკის ჩარჩოში მოთავსებაც. კონდენსატორი შესაძლოა იყოს მარტივი, მაგრამ რეკომენდირებულია შედარებით რთული კონდენსატორი.
3. ჩაზნექილი სარკის მომზადება რთული არ არის. შეიძინეთ მოხრილი მინა, რომელიც გამოიყენება კედლის დიდი საათებისთვის. წაუსევით გარედან შავი ლაქი, რომელიც შეიცავს აცეტონს და რომელიც ძალიან სწრაფად შრება. თუ სარკის გამოყენება ოპტიკური ნათელმხილველობისთვის გსურთ, საკმარისი იქნება მისი შავ ჩარჩოში მოთავსება და სარკე მზად არის. თუ კონდენსატორის გამოყენება გსურთ, შეღებეთ სარკე უკანა მხრიდან უფერო ლაქის თხელი ფენით, გადაანაწილეთ მასზე კონდენსატორი თანაბრად და აცადეთ გაშრობა.
სიმართლე რომ ვთქვათ, ხელთნაკეთი სარკე უფრო ეფექტურია ვიდრე მინისგან დამზადებული და ნაყიდი. სარკე ეფექტურია იმ შემთხვევაშიც, როცა იგი შეიცავს ორივე კონდენსატორს, თხევადსაც და მყარსაც, მაგრამ ასეთი სარკე მძიმეა და ადვილად იშლება.
მაგიური სარკის მომზადებისას, თუ რაიმე სითხის კონდენსატორი მოგრჩათ, შეინახეთ იგი, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ჯადოსნური ჯოხის დამზადებისთვის. ჯადოსნური ჯოხი მზადდება უფროსი ტოტისგან (იგულისხმება რომ ტოტი არ უნდა იყოს ახლად გამოსხმული), რომელიც სიგრძეში 12-20 ინჩის სიგრძის იქნება. გაბურღეთ ჯოხი წვრილად მთელს სიგრძეზე და მოათავსეთ მასში მყარი სითხის კონდენსატორი. დალუქეთ ღერო საცობით და დატვირთეთ ჯოხი მაგიურად სხვადასხვა მიზნებისათვის, როგორიცაა შელოცვები, საგნების ამოძრავება, ეგზორციზმი და ა.შ. მე ამ პრობლემებს დეტალურად განვიხილავ ჩემს მეორე ნაშრომში: "მაგიური ევოკაციის პრაქტიკაში".
მერვე საფეხურის სავარჯიშოების შეჯამება:
I. მენტალური მაგიის შესწავლა (VIII)
1. მომზადება მენტალური გადატანის სავარჯიშოსთვის.
2. მენტალური გადატანის პრაქტიკა.
ა) ოთახში.
ბ) მოკლე დისტანციაზე.
გ) მეგობრებთან, ნაცნობებთან სტუმრობა და ა.შ.
II. სამშვინველის მაგიის შესწავლა (VIII)
1. დიადი აწმყო.
2. წარსულზე მოჭიდებისთვის უარის თქმა.
3. დაუბალანსებელი ელემენტების დახვეწა, როგორც მაგიური წონასწორობის კომპასი.
4. ასტრალური სხეული და სინათლე.
5. ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების დაუფლება.
III. სხეულის მაგიის შესწავლა (VIII)
1. მაგიური ჩარევა ელემენტების გავლით.
2. სითხის კონდენსატორები;
ა) მარტივი კონდენსატორები.
ბ) რთული/ნარევი კონდენსატორები.
გ) კონდენსატორები და მაგიური სარკეები.
დ) მაგიური სარკის დამზადება სითხის კონდენსატორის მეშვეობით.