გაკვეთილი მეოთხე
გაკვეთილი მეოთხე
მთარგმნელი: ლიკა მარღანია
ენერგიაში, როდესაც ის თავის თავს გამოხატავს ადამიანის სხეულის, როგორც ინდივიდუალური სიცოცხლის მეშვეობით, ეგრეთ წოდებული “ადამიანის ატმოსფერო”, ანუ აურა ვიბრირებს და გამოსხივდება სხეულიდან. რადიოაქტიურობა არ ახასიათებს მხოლოდ ადამიანებს. ცხოველებს, მცენარეებს, მინერალებს და აირებსაც კი გააჩნიათ საკუთარი რადიოაქტიურობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერს, რაც არსებობს, გააჩნია თავისი აურა, მანათობელი ატმოსფერო, რომელიც მას გარს აკრავს. ამასთან, არსებობს უამრავი ტიპის აურა, მაგნიტური ვიბრაციების მრავალფეროვანი ნაირსახეობიდან გამომდინარე. ნებისმიერი ტიპის სხეულის აურაც იმავე პრინციპით იქმნება, თუმცა ადამიანის სხეულის აურა ყველაზე საინტერესო საგანს წარმოადგენს კვლევისთვის, რადგან საოცარ მრავალფეროვნებასთან გვაქვს საქმე. ადამიანების აურა განსხვავდება სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ინდივიდის ასაკის მიხედვით, ასევე დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკური, მენტალური და ემოციური განვითარების დონეზე. არ არსებობს ორი მსგავსი აურა.
ზოგადად, როგორც წესი, ქალებს უფრო გამოკვეთილი და უფრო მოცულობითი აურა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ადამიანის აურა სამი მკვეთრი/გამოყოფილი შრისგან შედგება. პირველი - უხილავი შრეა, რომელიც გარშემო ეკვრის სხეულს, ნახევარი ინჩის სისქის მქონე სახვევის მსგავსად, რომელსაც „ეთერულ ორმაგს“ ვუწოდებთ. ამ ეთერული ორმაგიდან წარმომავლობს/გამოსხივდება აურის მეორე შრე, რომელსაც შიდა აურას ვუწოდებთ. მას ნისლოვანი იერი აქვს, დაახლოებით ჰგავს ნატიფ ორთქლის გარსს, რომელიც სხეულს აკრავს. ის ჩვეულებრივ, ორი ინჩის სისქისაა. ორივე შრე, როგორც შიდა აურა, ისე ორმაგი ეთერული, ინარჩუნებენ გარსის ერთსადაიმავე სისქეს სხეულის გარშემო, იმეორებენ რა მის კონტურს. შიდა აურას გარშემო ეკვრის მესამე შრე, რომელიც მისგან გამოსხივდება - ეს ადამიანის ატმოსფეროა, რომელსაც გარე აურას უწოდებენ. გარე აურა ჰგავს სხივებს, რომლებიც გარშემო არსებულ ატმოსფეროს ეხებიან და ეკონტაქტებიან. სწორედ ამ სხივების გავლით შედის და გამოდის საციცოცხლო ენერგია სხეულიდან კოსმოსში. და ეს ენერგიების მიმოსვლის პროცესი აურული სხივების გავლით მუდმივი ხასიათისაა.
როდესაც სასიცოცხლო ძალებსა და გარე სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიას შორის შედგება კონტაქტი ადამიანის სხეულში, სწორედ აურული სხივების მეშვეობით ივსება სხეული სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიით. გარე აურა ფერადია. ის ექვსი ფერის სპექტრითაა ხოლმე წარმოდგენილი. ჩვეულებრივ, ერთი რომელიღაც ფერი იმდენად დომინირებს ხოლმე სხვა ფერებზე, რომ დანარჩენი თითქმის არ აღიქმება. ამ დომინანტურ ფერს ადამიანის ატმოსფეროში ეწოდება იმ პიროვნების ინდივიდუალური ფერი, რომლის აურასაც აკვირდებიან, ან შეისწავლიან. ევოლუციის შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანების აურულ ფერებს ხშირად უსიამოვნო მონაცრისფრო-ყავისფერი ლიბრი აკრავს. ხოლო, ევოლუციის რაც უფრო მაღალ დონეზეა ადამიანი, მით უფრო კამკამა და მანათობელია მათი აურული ფერები. თუკი ორი ადამიანის აურული ფერები შეერევა ერთმანეთს, ისინი ან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში გრძნობენ თავს ერთმანეთთან, ან, საპირისპირო შემთხვევაში, მათ უსიამოვნო შეგრძნება და მოუსვენრობა იპყრობს, შესაძლოა, ანტაგონისტურადაც კი განეწყონ. მეტწილად, სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ინსტინქტურად გვსიამოვნებს ხოლმე ზოგ ადამიანთან ურთიერთობა, ხოლო ზოგიერთის გარემოცვაში ყოფნას თავს ვარიდებთ.
გარე აურის სისქე სხვადასხვაა სხეულის სხვადასხვა ნაწილის გარშემო. ასევე, მკაფიოდ ვლინდება განსხვავება სხვადასხვა ადამიანის აურებს შორის. ზოგ შემთხვევაში, სისქე სამიდან ხუთ ინჩამდე აღწევს, მაგრამ ეს ზომა ცვალებადია პიროვნების ფიზიკური, მენტალური და ემოციური მახასიათებლებიდან და მდგომარეობებიდან გამომდინარე. გარე აურა განსაკუთრებით ძლიერია თავის გარშემო. თითების დაბოლოებებიდან გადინებისას, სასიცოცხლო ენერგია სხვადასხვა სიგრძის ნისლოვანი ტალღების სახით აღიქმება. უმძლავრესი დენი წარმოიქმნება ცერა თითიდან. ამ ტალღის ხილული სიგრძე ორნახევარი ინჩია. შემდეგ მოდის საჩვენებელი თითი, რომლის დენის ტალღა ორი ინჩის სიგრძისაა. მეოთხე თითის დენის ტალღა მხოლოდ ერთნახევარი ინჩის სიგრძეზეა ხილული. პატარა, ნეკა თითის დენის ტალღა კი, დაახლოებით, ერთი ინჩია, ხოლო ყველაზე დიდი შუა თითის დენის ტალღის ხილული სიგრძე სულ რაღაც ინჩის მეოთხედს შეადგენს. ამ ტალღების ხილული სიგრძე მატულობს ხელებში გავლილი მაგნიტური დენის ძალის პროპორციულად. ძალიან მაღალი მენტალური ან სულიერი განვითარების ეტაპზე მყოფ ადამიანებში გარე აურის შრე ზოგჯერ რამდენიმე ფუტის სისქესაც კი აღწევს. მაღალი სულიერების შემთხვევაში, ადამიანის აურის ბუნება მთლიანად იცვლება. ასეთი ადამიანები თითქოს ულამაზესი და ცვალებადი /გარდამავალი/ ფერების მქონე სინათლის სხივებით არიან გარემოსილი. მათი აურა არამხოლოდ სანახავადაა მშვენიერი, არამედ, საკმაოდ დამამშვიდებელია და სამკურნალო ეფექტიც კი გააჩნია. ზოგჯერ, საკმარისია, უბრალოდ იმყოფებოდეთ ასეთი ადამიანების სიახლოვეს იმისათვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი ნებისმიერი კუთხით, ფიზიკურად, მენტალურად და მორალურად. თუკი ადამიანი ჯანმრთელია, მის აურას სასიამოვნო, სუფთა ნათება და ზომიერი განშრევება ახასიათებს. არაწესიერი, ან არაჯანსაღი ადამიანების აურა კი, საპირისპიროდ, ძალზედ არაერთგვაროვანია, ამოზნექილობებითა და ღრმულებით სავსე. ადამიანის აურა, რომელიც მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიას გამოხატავს, არ არის თვითმნათი და აღიქმება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სინათლეს ირეკლავს. მაგრამ, იგივე აურა საკუთარ ლუმინისცენტურ ნათებას გამოსცემს, როდესაც ფიქრს ან ემოციას გამოხატავს. უამრავი დაავადების დიაგნოსტირება ხდება ჩვენს დროში ადამიანის აურის ტიპის მიხედვით. ამ მიზნით გამოიყენება ზემგრძნობიარე ქიმიური ელემენტებით გაჯერებული სპეციალური ქიმიური ეკრანები, რომელზეც ადამიანის აურა ჩანს, როგორც ნათება, როგორც კი ადამიანი ამ ეკრანის მიღმა დაჯდება. ადამიანის /გარემომცველი/ ატმოსფეროს ამომცნობი მეორე მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანს დასვამენ მუქი ფონის თუნუქის ფირფიტის წინ შედარებით ბუნდოვან ხელოვნურ განათებაში. ამ შემთხვევაში, პატარა მინის ეკრანები გაჟღენთილია გარკვეული ქიმიური ხსნარებით, რომლებიც, როდესაც მათში ვინმე გაიხედავს, ზრდიან თვალების მგრძნობიარობას, რაც საშუალებას იძლევა გაუვარჯიშებელი თვალითაც აღვიქვათ აურა. ამრიგად, ნებისმიერს შეუძლია გაავარჯიშოს თვალები ისე, რომ შეძლოს რადიოაქტიური ნათების აღქმა გარედან ხელოვნური დახმარება/ჩარევის გარეშე. ამ მეთოდებს თანამედროვე ექიმები ხშირად იყენებენ საავადმყოფოებში.
სასიცოცხლო ენერგია, როგორც სამყაროს ფუნდამენტური /მამოძრავებელი/ ძალა სულ უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სამუშაოს ვასრულებთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავუკავშირდეთ სამყაროსეულ უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიას მეორე გაკვეთილში მოცემული მენტალური მეთოდის მეშვეობით. ბიზნესსა და, ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებში სასიცოცხლო ენერგია ფასდაუდებელი რამ არის. გამყიდველს შეუძლია მაგნიტური ძალით დამუხტოს პროდუქტები, რომელსაც ჰყიდის; ბიზნესმენს შეუძლია რეკლამებში ჩააქსოვოს თავისი სასიცოცხლო ენერგია და მიიზიდოს მეტი ყურადღება; პოლიტიკოსს შეუძლია გამოიყენოს ეს ენერგია თავისი სიტყვით გამოსვლის გასაძლიერებლად, მღვდელს შეუძლია უფრო ცოცხალი გახადოს თავისი ქადაგება, ხელოვანს შეუძლია მუზა აღმოაჩინოს, ხოლო მეცნიერმა იპოვოს პრობლემის გადაწყვეტა და გააკეთოს აღმოჩენები. ეს არამხოლოდ ადამიანის პრივილეგიაა, არამედ მოვალეობაც: გამოიყენოს სასიცოცხლო ენერგია თავისი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, გამოიყენოს ის მუდმივად და ყველაფერში. ამ გზით, უჩვეულო ცვლილებები მოხდება იმ ადამიანთა ცხოვრებაში, ვისაც სწამს და ბოლომდე სჯერა. ისინი თანდათან შეამჩნევენ, რომ მათ მეტი სამუშაოს შესრულება და მეტი ზეწოლის ატანა შეუძლიათ ჩვეული გამოფიტულობისა და დაღლილობის შეგრძნების გარეშე. ისინი მენტალურად ბევრად ეფექტურნი ხდებიან, რადგან სიცოცხლის ენერგია, რომელიც მიედინება მათი ტვინის უჯრედებისკენ სულ უფრო მზარდი ინტენსივობით, ასტიმულირებს მათ და აიძულებს უფრო სწრაფად და უკეთ იმუშავონ. აზროვნება უფრო ნათელი და ლოგიკური ხდება. და სწორედ იმიტომ, რომ მომეტებული სასიცოცხლო ენერგია სხეულის სხვადასხვა ცენტრიდან გამოსხივდება, მუშაობა პროცესი ხდება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ანუ, სასიამოვნო, ნაცვლად მტანჯველი ვალდებულებისა. ადამიანი მუდმივად იზრდება და ძლიერდება სასიცოცხლო ენერგიის განუწყვეტელი მოხმარებით. მაგნიტური ძალა შეიძლება გამოვიყენოთ თითქმის ყველა ადამიანური სურვილისა და ნატვრის ასახდენად. იმისათვის, რომ საწადელს მივაღწიოთ, როდესაც ვფიქრობთ ან ვიღწვით ჩენი გულის სურვილის ასახდენად, საკმარისია დავამყაროთ მენტალური კონტაქტი სამყაროსეულ უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიასთან, და შევიგრძნოთ, თუ როგორ გაედინება იგი ჩვენში. სიცოცხლის ძალა, რომელიც ჩვენში იღვრება, ცოცხალ მაგნიტებად გვაქცევს, რომელიც მოიზიდავს ჩვენი სურვილის საგანს, მიზიდულობის მუდმივმოქმედი დიადი კანონის თანახმად და სწორედ სასიცოცხლო ენერგიის მეშვეობით.
ეს ყველაფერი რამე განსაკუთრებული სურვილის ძალის გამო კი არ ხდება, არამედ ბუნების კანონის მოქმედების გამო, მიზიდულობის კანონის გამო. თუკი ჩვენს შინაგან ინდივიდუალურ მაგნიტურ პიროვნებას შევქმნით, რაც ფიზიკურ და მენტალურ პლანში სამყაროსეულ უნივერსალურ სიცოცხლის ენერგიასთან მუდმივი კავშირით მიიღწევა, შევძლებთ ყველას და ყველაფრის მოზიდვას. ეს უპირველესი მოვალეობაა, რომელიც უნდა აღვასრულოთ, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების წინაშე, თუკი გვსურს, რომ წარმატებულად ვიცხოვროთ და კაცობრიობის დიდი ოჯახისთვის სასარგებლო წევრები გავხდეთ. ძალებს სამყაროსეული ბუნება აქვთ. ბუნება ამ ძალების გამოსახატად ნებისმიერ მის ხელთ არსებულ არხს იყენებს. ჩვენ, ადამიანები ამ ძალების გამოსახატად ყველაზე მნიშვნელოვან არხებს წარმოვადგენთ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები და უნდა გვამოძრავებდეს ამ ძალის სულ უფრო მეტად გაძლიერების სურვილი, რაც ევოლუციის გზაზე სწრაფად წაგვწევს წინ. სისუსტე არამხოლოდ ხელისშემშლელი ბარიერია, არამედ არაბუნებრივიც, რადგან ის უშუალო წინააღმდეგობაში მოდის ყოვლისმომცველ (ბუნების) ძალასთან.
თუკი ვინმეს სურს სასიცოცხლო ენერგიის სამკურნალო მიზნით გამოყენება, საუკეთესო პროცედურული მეთოდი ამის მისაღწევად შემდეგი იქნება: დასვით პაციენტი კომფორტულ პოზაში, სკამზე, გამართულად, თუმცა არა დაძაბულად, ამასთანავე, ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად მოდუნებულ, მოშვებულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ, დაამყარეთ მენტალური კონტაქტი სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან. როცა ეს კონტაქტი შედგება და ოპერატორი იგრძნობს, როგორ მიედინება ეს ძალა მისი სხეულის გავლით, მან უნდა მოათავსოს თავისი ხელები პაციენტის მხრებზე, იმგვარად, რომ მისი ცერა თითები შეეხოს ერთმანეთს პაციენტის ხერხემლის მეშვიდე მალის თავზე. მეშვიდე მალა ცნობილია, როგორც კისრის შემაერთებელი მალა. ის ხერხემლის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე წერტილად მიიჩნევა, წერტილად, სადაც სპინალური ნერვი ყველაზე მოწყვლადია და იოლია მასზე ზემოქმედება. დანარჩენი ოთხი თითი მოთავსებულია მხრებზე და მიემართება ქვევით სხეულისკენ. რამდენადაც მაგნიტური დენი ხელებიდან ყოველთვის იმ მიმართულებით მიედინება, საითაც თითის წვერებია მიმართული, სასურველია, რომ, როგორც წესი, პაციენტის სხეულის ზედა ნაწილთან მუშაობის დროს, თითის წვერები ქვევით იყოს დაშვებული. და პირიქით, როდესაც სხეულის ქვედა ნაწილთან, წელს ქვემოთ არეში ვმუშაობთ, ზევით იყოს მიმართული. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგნიტური დენი უნდა იყოს მიმართული მზის წნულისკენ, რომელიც ამ ძალის უდიდეს რეზერვუარს წარმოადგენს ადამიანის სხეულში. მას შემდეგ, რაც ოპერატორი თავის ხელებს სწორად განათავსებს პაციენტის მხრებზე, ერთადერთი, რაც მას ევალება არის ის, რომ ცნობიერად შეასრულოს გახსნილი არხის ფუნქცია სასიცოცხლო ენერგიისთვის, რათა მან შეუფერხებლად იდინოს ოპერატორის გავლით. ამ დროს არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს კონკრეტულად იმის ცოდნა, თუ პაციენტის სხეულის რომელი ნაწილია დისჰარმონიულ მდგომარეობაში. სასიცოცხლო ენერგია, რომელიც თვითმართვადია, თვითორგანიზებადია, ავტომატურად ასრულებს საჭირო სამუშაოს და მიედინება სხეულის სწორედ იმ ნაწილებისკენ, რომლებიც მეტად საჭიროებენ მის სამკურნალო ძალას. ოპერატორს იქამდე უნდა ეწყოს ხელები პაციენტის მხრებზე, ვიდრე ის არ იგრძნობს, რომ მის სხეულში სასიცოცხლო დენის შემოდინება შეწყდა. ამ მომენტისთვის პაციენტის სხეული აღწევს სატურაციის ზღვარს და ვეღარ ითვისებს მეტ მაგნიტურ ძალას. ამდენად, მკურნალობის პროცესის გაგრძელება დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. როგორც წესი, ამ ტიპის მკურნალობამ ხუთიდან თხუთმეტ წუთამდე უნდა გასტანოს. არ არსებობს სხვა დამატებითი რეკომენდაცია მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს ორი სავსებით ერთნაირი ადამიანი. და გარდა ამისა, ერთიდაიგივე ადამიანიც კი სხვადასხვაგვარად რეაგირებს სხვადასხვა დროს. ამიტომ, ოპერატორის შინაგან შეგრძნებასა და ინტუიციაზეა დამოკიდებული იმის განსაზღვრა, თუ რა დროს უნდა შეწყვიტოს პროცედურა.
მაგნიტური ძალით მკურნალობის პრაქტიკაში გამოყენების დროს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განავითაროს ეს შინაგანი გრძნობა. ყველაზე ნათელი მინიშნება იმისა, რომ მკურნალობა დასრულებულია არის სურვილი აიღო ხელები პაციენტის მხრებიდან. იმ კერძო შემთხვევაში კი, თუ ვინმეს სურს კონკრეტული ადგილობრივი პრობლემის აღმოფხვრა, მას შეუძლია ამ პროცედურის დასრულების შემდგომ, დამატებით განახორციელოს ახალი პროცედურა ხელების უშუალოდ დაზიანებულ ადგილთან მიდებით იმ დრომდე, ვიდრე კვლავ არ იგრძნობს ძალის დინების შეწყვეტას. თუკი სხეულის დაზიანებული ნაწილი ძალიან მცირე ზომისაა, როგორც თვალის, ყურის, ტვინის, გულის, ან სხვა მსგავს შემთხვევაში, ოპერატორს შეუძლია შეაერთოს თითების წვერები ცერა თითის გარშემო და ამ გზით მოახდინოს ხუთი სხივის გავლით ძალის კონცენტრირება ერთ წერტილზე. ძალის ამგვარი კონცენტრირება ძალიან ძლიერ ეფექტს იწვევს, ამიტომ ზედმიწევნით ფრთხილად უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი საქმე ისეთი დელიკატური ორგანოს მკურნალობას ეხება, როგორიც თვალია. როგორც კი პაციენტს წვის შეგრძნება გაუჩნდება მაგნიტური ძალის ერთ სხივში კონცენტრირების დროს, ოპერატორმა სასწრაფოდ უნდა მოაშოროს მას თითები. სხვა შემთხვევაში, მას შეუძლია დაწვას პაციენტი, როგორც ცეცხლმა, ან მდუღარე წყალმა და იმდენად მწვავე დამწვრობა მიაყენოს, რომ წყლულები წარმოქმნას. ამგვარი მაგნიტური დამწვრობის შემთხვევაში, იმისათვის, რომ მოვხსნათ პრობლემა, აუცილებელია, მსუბუქად გადავუსვათ ხელი ამ დამწვარ ადგილს, თითქოს ნაზად ვაშორებთ ზიანის შედეგებს და დამწვრობის ნიშანწყალი სასწაულებრივად გაქრება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიწყებთ მკურნალობის სეანსს, თუნდაც ერთსადაიმავე პაციენტთან, თავიდან დავამყაროთ კონტაქტი სამყაროს სასიცოცხლო ენერგიასთან. ეს განსაკუთრებით დამწყებებს ეხება, რომლებმაც ჯერ კარგად არ იციან, თუ როგორ დარჩნენ ცნობიერად გახსნილები იმ ძალების მუდმივი ნაკადის მისაღებად, რომელსაც იყენებენ. დროთა განმავლობაში კონტაქტის განახლება ყოველი ახალი სეანსის დაწყებამდე აღარ იქნება საჭირო, რადგან ცნობიერი კონტაქტი სამყაროს სასიცოცხლო ენერგიასთან, რომელიც ერთხელ დამყარდა, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება ძალაში.
ზემოაღწერილი მკურნალობის მეთოდი კლასიკური ნიმუშია, რომელიც ექვემდებარება მოდიფიკაციებს და განუსაზღვრელ ვარირებებს. მაგალითად, თუკი პაციენტი ლოგინში წევს, ან სხვა მდებარეობაშია, იმგვარად, რომ ოპერატორს არ შეუძლია მის მხრებზე ორივე ხელის მოთავსება, ასეთ შემთხვევაში მარცხენა ხელი თავსდება ისე, რომ საჩვენებელი თითი ეხება მეშვიდე მალას, ხოლო ცერა თითი რჩება მხარზე ქვევით მიმართული თითის წვერით. ხოლო მარჯვენა ხელით გვიჭირავს პაციენტის მარცხენა ხელი იმგვარად, რომ საჩვენებელი, შუა და მეოთხე თითი (არათითი) მაჯის შიდა მხარესაა მოქცეული და ზევით მკლავის გასწვრივ მიემართება. მაგრამ, თუკი გარკვეული მიზეზით, მხოლოდ პაციენტის ხელებს შეგვიძლია შევეხოთ, ან თუნდაც ცალ ხელს, სავსებით საკმარისი იქნება, თუ ოპერატორი ზემოხსენებულ კონტაქტს ამ ხელთან დაამყარებს. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც რამე სახის ფიზიკური კონტაქტი გამორიცხულია, ოპერატორს შეუძლია გაგზავნოს მაგნიტური დენი პაციენტის სხეულში მარტივად თავისი თითის წვერების პაციენტისკენ მიმართვით/დამიზნებით ორივე, ან ცალი ხელის გამოყენებით. ამ დროს მისი მკლავის პოზიციას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მთავარია თითის წვერების პოზიცია, რომელიც განსაზღვრავს მაგნიტური ძალის მიმართულებას. ამ დროს ხდება რაღაც იმის მსგავსი, როდესაც სინათლის სხივები გამოსხივდება რეფლექტორიდან. მაგნიტური ძალა მიემართება აღმა თითის წვერებისკენ, თუკი თითების მიმართულება აღმავალია, ან ქვევით, თუკი მათი მიმართულება დაღმავალია. მაგნიტური დენი ბუნებრივად იზიდავს, მაგრამ სურვილის მარტივი ძალისხმევით, შეიძლება განზიდვის გამოწვევა.
თვითმკურნალობის შემთხვევაში, შემდეგნაირად უნდა მოვიქცეთ. რამდენადაც ადამიანს არ შეუძლია მოხერხებულად მოათავსოს თავისი ხელები საკუთარ მეშვიდე მალაზე, რათა ამ გზით გაატაროს მაგნიტური დენი თავის სხეულში, სავსებით საკმარისია სამყაროს სასიცოცხლო ენერგიასთან მენტალური კონტაქტი. როგორც კი ადამიანი იგრძნობს, რომ სასიცოცხლო ენერგიამ სათანადოდ გააჯერა მისი სხეული, მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ხელი, როგორც ზემოთ აღვწერეთ ნებისმიერი კონკრეტული ლოკალური პრობლემის სამკურნალოდ, დაავადებულ ადგილზე მარტივად ხელის მიდებით. პროცედურის ზოგადი მიმდინარეობა იდენტურია იმისა, როდესაც სხვა ადამიანს ვმკურნალობთ. ერთადერთი სხვაობა დასაწყისშია, სადაც გამოტოვებულია მეშვიდე მალასთან კონტაქტი და მხრებზე ხელების განთავსება.
ზოგჯერ, საკუთარი თავის, ან სხვათა მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, ქრონიკული ორგანული დაავადებების შემთხვევებში, შეინიშნება ასეთი რამ - რამდენიმე წარმატებული სამკურნალო სეანსის შემდეგ, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესებული ჩანს, უცაბედად იწყება უკუსვლა და პაციენტი ბევრად უარესად გრძნობს ხოლმე თავს, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე. აღნიშნული “უკუსვლა”განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სხეულის დაავადებული ნაწილი მკურნალობის დაწყებამდე სიცოცხლისუნარიანობას მოკლებული იყო.
დაავადება, როგორც ნახშირბადის ფილტრი, ბლოკავდა დაზიანებული ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებას და ეს უკანასკნელი ამის გამო მოწყვეტილი იყო მისი სიჯანსაღისთვის აუცილებელ კვების წყაროს. როდესაც მაცოცხლებელი სასიცოცხლო ენერგია მიმართულია ამ დაზიანებული ალაგისკენ, ის მოქმედებს, როგორც სუფთა ჟანგბადის ტალღა, რომელიც შედის რეაქციაში ნახშირბადთან. როდესაც ნახშირბადი ჟანგბადთან ქიმიური რეაქციაში შედის, იგი აენთება, ძლიერ გავარვარდება და შემდეგ, უცაბედად უჩინარდება, ასევე დაავადება, რომელიც სასიცოცხლო ენერგიის ნაკადის ზემოქმედების ველში ექცევა, ფეთქდება და ინტენსიურ ალში ეხვევა, რომელიც მას შთანთქავს და, შედეგად, წვავს და აქრობს იმ ბარიერებს, რომლებიც დაზიანებულ ქსოვილს სასიცოცხლო ძალების შედინებისგან ბლოკავდა. ამ პროცესს მაგნიტურ ქიმიკალიზაციას უწოდებენ. ამდენად, როგორც ხედავთ, ეს, თუმცა არასასიამოვნო, მაგრამ სასიკეთო სიმპტომია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, ადამიანმა მეტი ინტენსივობით უნდა განაგრძოს მაგნიტური მკურნალობის პროცესი. დაავადება სრულად აღმოიფხვრება, ხოლო სხეულის დაავადებული ნაწილი აღდგება და დაუბრუნდება თავის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მკურნალობის პროცესში, ოპერატორმა სიყვარულით სავსე დამოკიდებულება უნდა გამოამჟღავნოს პაციენტის მიმართ, რადგან სიყვარულის ერთ-ერთი თვისება სწორედ მისი განვრცობა-გაფართოებაა. იმ შიდა არხების კარიბჭეთა გაფართოება, რომლითაც სასიცოცხლო ენერგია შედინდება ოპერატორის სხეულში, საშუალებას აძლევს მაგნიტურ ძალებს დიდი ნაკადებით განივრცონ და უზრუნველყონ წარმატებული მკურნალობა.
მაგნიტური დენის სამკურნალო გამოყენების ერთ-ერთი გზა უამრავთაგან არის ეგრეთ წოდებული მაგნიტური ძილის გამოწვევა - ანუ, მაგნიტური დენის მეშვეობით დაძინება. ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ინსომნიით, ანუ უძილობით, შეიძლება განიკურნონ მაგნიტური ძილის მეთოდით, რომელიც, მიუხედავად იმისა, რამდენად ხანმოკლეც შეიძლება იყოს, უზრუნველყოფს სხეულის დასვენებას და აღადგენს მის ძალებს იმაზე მეტად, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუკი ამ მეთოდს დღის მანძილზე გამოვიყენებთ, მაგნიტური ძილის თხუთმეტი წუთი მოგცემთ ყველა იმ სარგებელს, რაც კი პაციენტს შესაძლოა ესაჭიროებოდეს. ამ დროის გასვლის შემდეგ, პაციენტი უნდა გავაღვიძოთ, რადგან, თუ მას უფრო მეტი ხნით დაძინების საშუალებას მივცემთ, ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში დედამიწის მაგნიტური დენის აღმასვლის ბუნებრივ პროცესს აღვუდგებით წინ, და, საბოლოოდ, ეს გამოიწვევს სიმძიმის შეგრძნებას ან, ხშირად, თავის ტკივილს.
დღის მანძილზე თხუთმეტი წუთის ხანგრძლივობის მაგნიტური ძილი უდრის ღამის ჩვეულებრივი ძილის ექვს-შვიდ საათს. თუ მაგნიტური ძილის მეთოდს ღამით გამოვიყენებთ, აღარ დადგება ადამიანის გამოღვიძების საჭიროება, რადგან მაგნიტური ძილი ჰარმონიულად გადავა და შეერწყმება ჩვეული ნორმალური ძილის პროცესს.
მაგნიტური ძილის გამოსაწვევად შემდეგი მეთოდებია რეკომენდებული. დასაწყისისთვის, დაამყარეთ მენტალური კონტაქტი სამყაროს სასიცოცხლო ენერგიასთან. შემდეგ მოათავსეთ ხელები, როგორც ზემოთ იყო აღწერილი, პაციენტის მეშვიდე მალის გასწვრივ, რომელიც კომფორტულად უნდა იჯდეს სკამზე თავდახრილი. როდესაც პაციენტის სხეული გაჯერდება მაგნიტური დენით, მოაშორეთ ხელები მის მხრებს, დადექით მის წინ ისე, რომ პაციენტის მუხლები ოპერატორის მუხლების გასწვრივ მოექცნენ. ოპერატორის ხელები შეერთებული ცერა და საჩვენებელი თითებით მიმართული პაციენტის შუბლისკენ მსუბუქად ეხებიან მას და რჩებიან ამ პოზიციაში რამდენიმე წუთი. ამ გზით, მაგნიტური ნაკადი შედის ტვინში, ავსებს მას გარკვეულ სიმძლავრემდე და შემდეგ იწყებს კონდენსირებას მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე, რომელიც განუწყვეტლივ ურთიერთქმედებს დენის ნაკადთან და აკავშირებს ოპერატორის ხელიდან გამომავალ თანმიმდევრულ მაგნიტურ ტალღებს. ოპერატორმა თავისი ხელები ნელნელა პაციენტის სახის წინ უნდა ჩამოუშვას სახეზე შეუხებლად დაახლოებით მზის წნულამდე. ამის შემდეგ კი ხელები თავდაპირველ საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდნენ, ამ დროს თითოეული მათგანი ჰაერში ნახევარწრეს მოხაზავს შიგნიდან გარეთ მიმართულებით და ისევ პაციენტის შუბლის წინ გაჩერდება. ხუთიდან თხუთმეტ წუთამდე ინტერვალში, პაციენტის ინდივიდუალობიდან გამომდინარე, სავსებით საკმარისია, რომ ჩვეულებრივი პაციენტი მაგნიტურ ძილს მიეცეს. ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგნიტური ძილი სპონტანურად მაშინვე დგება, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევებში უამრავ მცდელობას მოითხოვს ერთიმეორის მიყოლებით.
ხელების მოძრაობებს, რომლებიც მაგნიტურ ძილს იწვევენ, მაგნიტური გადაცემები ეწოდება. ნელი გადაცემები მაგნიტური დენის კონდენსირებას განაპირობებენ, რაც შედეგად მაგნიტურ ძილს იწვევს. სწრაფი გადაცემები გამოღვიძებას იწვევს კონდენსირებული ძალების დაშლა/დაფანტვით. იმისათვის, რომ გამოვაღვიძოთ მაგნიტურ ძილში ჩაძირული პაციენტი, საკმარისია გავიმეოროთ იგივე გადაცემები, ოღონდ სწრაფად, ნაცვლად ნელი გადაცემისა. პაციენტი გაიღვიძებს ზემოთ აღწერილი მიზეზის გამო. თუკი პაციენტს უჭირს ბოლომდე გაღვიძება, შუბლიდან საფეთქლებისკენ და თავის უკანა ნაწილისკენ ხელის მსუბუქი ფუნჯისებრი მოძრაობა პაციენტს სრულიად გამოაფხიზლებს. თუკი მკურნალობის პროცესი სწორად წარიმართება, პაციენტი გამოერკვევა მაგნიტური ძილიდან ხალისით და ძალებით სავსე, ამასთან სასიამოვნო ლივლივის შეგრძნებით. საპირისპირო ეფექტი მიგვითითებს იმას, რომ ოპერატორმა პაციენტის დასაძინებლად ცნობიერად ან არაცნობიერად გამოიყენა თავისი განზრახვის ძალა და არა ბუნების კანონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან აიძულა, დააჰიპნოზა თავისი პაციენტი, რომ დაეძინებინა. ამგვარი მეთოდი ყოვლად გაუმართლებელია თავისი არაჰარმონიული შედეგების გამო, როგორც პაციენტისთვის, ისე ოპერატორისთვის. ამიტომ, ოპერატორი ყურადღებით უნდა მოეკიდოს და გააკონტროლოს თავისი განზრახვის ძალის გამოყენება მაგნიტური გადაცემების დროს და გზა გაუხსნას მიზიდულობის კანონს იმოქმედოს შეუფერხებლად. ამ გზით, ის ყველაზე სასურველ შედეგებს მიაღწევს.
მაგნიტური ძილის საკუთარი ძალებით გამოწვევის შემთხვევაში, პროცედურის მეთოდი სავსებით განსხვავებულია. აქ ადამიანმა, რომელიც თავად არის ოპერატორიც და სუბიექტიც, უნდა გადააჭდოს თავისი ხელები თავსუკან, და შემდეგ, დაამყაროს მენტალური კონტაქტი სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან. ძალა გადმოდინდება მისი ხელების გავლით და გააკეთებს თავის საქმეს, რომლის შედეგადაც მოვა მაგნიტური ძილის მდგომარეობა. იმისათვის, რომ დროული გაღვიძება უზრუნველვყოთ, თუკი ამ ძილის მდგომარეობაში ყოფნა დღის საათებში ხდება, მკურნალმა უნდა მოახდინოს ზეწოლა პაციენტის ქვეცნობიერზე მის ძილად მისვლამდე, განუსაზღვრავს რა გაღვიძების დროს. ხოლო ქვეცნობიერი, დაემორჩილება ამ ბრძანებას და შეასრულებს მას გასაოცარი მზადყოფნითა და მათემატიკური სიზუსტით. ქვეცნობიერისთვის ბრძანების მიცემისას არავითარ ყოყმანსა და ეჭვს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რადგან, სხვა შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღემდე აწუხებს კაცობრიობას ისევე, როგორც გასული ეპოქების მთელ მანძილზე. ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებასა და კეთილდღეობას. უამრავ ინსტრუმენტს თუ მეთოდს მიმართეს ადამიანებმა ამ მიზნის მისაღწევად. რაღა თქმა უნდა, რომ არაკანონიერი გზით, არასწორი მეთოდებით მიღწეული კეთილდღეობა, რომელიც საშუალებას აძლევდა მავანთ გაუმართლებელი უპირატესობა მოეპოვებინათ სხვა ადამიანებზე, მიუღებელია და ასე ვერ გაგრძელდება, რადგან ეს არაბუნებრივია, ეწინააღმდეგება რა სამყაროსეულ კანონებს და, საბოლოოდ, უკიდურესად დესტრუქციული ხდება თვით ამ კეთილდღეობის შემოქმედისთვის. ჭეშმარიტი წარმატება და ლეგიტიმური კეთილდღეობა მუდამ აბსოლუტის კანონებს ეფუძნება. ისინი წარმოადგენენ მარადიულ ჰარმონიასთან, რომელიც ძალაა (ენერგიაა), ჩვენი ჰარმონიზების შედეგს. ეს ძალა შემდგომ ყველა იმ არხით მოედინება, რომელსაც მისთვის გავხსნით. და მაინც, რატომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც თითქოს მისდევენ და ცხოვრობენ სამყაროსეული ჰარმონიის კანონების თანახმად, აშკარად ვერ ახერხებენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე ამ წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევას? ასეთ შემთხვევებში მიზეზი თვითონ ადამიანში უნდა ვეძებოთ. გარკვეული მიზეზით, არხები რომლითაც ჩვეულებრივ კეთილდღეობა და ჰარმონია გადმოდის, ან განუვითარებელია, პარალიზებულია, ან დამშრალი. ყოველ ასეთ შემთხვევაში სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგია უნდა გამოვიყენოთ ამ არხებისთვის თავიანთი ბუნებრივი ფუნქციონირების აღსადგენად. როგორც კი ეს მოხდება, წარმატება და კეთილდღეობა მიღწეული იქნება. აბსოლუტში, კი ეს რეალურისა და მარადიული ჰარმონიულობის გამოვლინება - ეს ყველაფერი, ყოველი ქმედება, ყოველი მიზეზი კულმინაციას სრულყოფილ შედეგში ჰპოვებს, რასაც უპირობო წარმატება ჰქვია.
კეთილდღეობა სიკეთეა, ის ყველა ძალასა და ენერგიაში ძევს და მეორე მარადიულ რეალობას წარმოადგენს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხშირად ვერ აღწევენ ამ კეთილდღეობას, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ იმყოფებიან მასთან თანხმობა/შესაბამისობაში, ან ჩაკეტილები არიან მის მისაღებად. აქაც, როგორც ყველა პრობლემურ შემთხვევაში, მაგნიტური ძალა გვევლინება პანაცეად და ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. ერთი რამ, რაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს არის ის, რომ სამყაროსეულ ენერგიასთან მენტალური კონტაქტის დამყარების შემდეგ, როცა იგრძნობს, რომ ეს ძალა მასში მოედინება სხეულის, არსის გავლით, ქმნის სწორედ წარმატებულობის, კეთილდღეობის და უკიდეგანო სიმდიდრის შეგრძნებას. ამდენად, სასიცოცხლო ენერგია აცოცხლებს ამ არხებს თითოეული ადამიანის შინაგან „მე“-ში და ხსნის მათ სამყაროესული სასიცოცხლო ენერგიის ნაკადის შემოდინებისთვის, რომელიც თავისი მაგნიტური ძალის მეშვეობით ამყარებს კავშირებს იმ ყველაფერთან, რაც ასე გულით გვწადია. ბუნებრივია, რომ ამგვარი კონტაქტის შემდეგ, გულხელი არ უნდა დავიკრიფოთ და უმოქმედოდ არ ველოდოთ, როდის გადმოვა ჩვენზე ეს წყალობა. პირიქით, კონსტრუქციული ქმედებებია საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად. საბოლოოდ კი, წარმატება და კეთილდღეობა მუდმივად მზარდ ხარისხში მიიღწევა მხოლოდ მაგნიტური ძალის/ენერგიის გამოყენებით. უმწეო მენტალური აფირმაციები წარმატებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად ვინმეს ცხოვრებაში ამაოა. ამისთვის საჭიროა მაგნიტური დენის მიზიდულობის ძალა კონსტრუქციულ ქმედებასთან ერთად კომბინაციაში. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პოზიტიური სურვილების აფირმაციას არ მივყავართ მათ ასრულებამდე, თუკი ამ აფირმაციებს ზურგს არ უმაგრებს სასიცოცხლო ენერგია, როგორც სამყაროს ფუნდამენტური ძალა.
ერთ-ერთი ყველაზე მწუხარე გამოცდილება, რომელსაც კაცობრიობა გვერდს ვერ აუვლის, დანარჩენ მატერიალურ სამყაროსთან ერთად, არის სიბერე და გარდაცვალება. ამ მატერიალურ სამყაროში, ცნობიერების არსებული მდგომარეობით, სადაც ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული გააჩნია დროისა და სივრცის დასაზღვრული კონცეფციის გამო, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის ან ძალაუფლების, სილამაზის პრივილეგია სხვა არაფერია, თუ არა წარმავალი წამიერი გაელვება ადამიანების ცხოვრებაში. უცნაური სათქმელია, მაგრამ ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტის უმაღლესი გამოვლინება, მანიფესტაცია, ყველაზე მცირე დრო და სივრცე აქვს მოზომილი იმისთვის, რომ დატკბეს ამ პრივილეგიებით. ცხოველებს, მცენარეებს, მინერალებს კი, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით, ბევრად უფრო გაუმართლა. დაახლოებით ერთი მესამედი ადამიანის სიცოცხლისა იხარჯება ორგანიზმის იმ სახით ჩამოყალიბებაზე, როგორიც სულს სჭირდება, იმისათვის, რომ სრულად გამოხატოს თავი დედამიწის პლანში. მეორე მესამედი საშუალებას აძლევს ადამიანს დატკბეს ცხოვრებისეული სიამეებით. ბოლო მესამედი კი მკვეთრად დაღმავალი მრუდით ხასიათდება. ეს დრო იმ ყველაფრის უწყვეტ დეზინტეგრაციას და დაშლას ეთმობა, რაც ასე რუდუნებით აშენა ადამიანმა სიცოცხლის პირველი პერიოდის მანძილზე. თუკი ადამიანი დაფიქრდება ამაზე, აუცილებლად დაასკვნის, რომ რაღაც ფუნდამენტურად არასწორი და დესტრუქციულია ამ ყველაფერში - ან სამყაროსეული კანონები და ბუნების ძალებია მცდარი, ან - ადამიანშია პრობლემა. სამყაროსეული კანონები ფუნდამენტურად კონსტრუქციული და ჰარმონიულია. იგივე ითქმის ნებისმიერი ქმნილების უკან მდგომ საბაზისო ძალებზე. ამდენად, ნათელია, რომ ისინი ვერ იქნებიან დესტრუქციული ან არასწორი ბუნების. ერთადერთი ლოგიკური დასკვნა აქედან ის იქნება, რომ არასწორობა და დესტრუქციულობა თავად ადამიანში უნდა ვეძებოთ. მხოლოდ და მხოლოდ მასში და არსად სხვაგან არ ძევს კაცობრიობის სნეულებისა და მწუხარების, სევდისა და ტანჯვის მიზეზი. რაკიღა მიზეზი აღმოვაჩინეთ, შესაბამის ქმედებებს შეიძლება მივმართოთ ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგია და ძალა, რომელიც ადამიანს გააჩნია - ეს თავისუფალი ნებაა. თავისუფალი ნება მას შეუძლია გამოიყენოს როგორც კონსტრუქციული, ასევე დესტრუქციული მიზნით. ადამიანი თავად ქმნის ან თავის საკუთარ სამოთხეს, ან საკუთარ ჯოჯოხეთს. ისინი სწორედ ადამიანის შექმნილები არიან, და არა ღმერთის. ისინი ცნობიერების მდგომარეობას გამოხატავენ, და არა რაიმე ადგილსამყოფელს, და ზუსტად იმდენ ხანს არსებობენ, ვიდრე ადამიანი თავისი ნებით უწევს მათ მასპინძლობას.
მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ, როგორც წესი, რიგითი ადამიანები არ კვდებიან ჩვეულებრივი, ბუნებრივი სიკვდილით. ისინი თავს იკლავენ, ცნობიერად თუ არაცნობიერად. ადამიანები რომ უბრალოდ არ დატანჯავდენ თავიანთ სხეულებს და ნებას დართავდნენ მათ დაქვემდებარებოდნენ ბუნების კანონებს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის განუსაზღვრელი დროით გაიზრდებოდა. დღეისათვის უკვე დამტკიცებულია, რომ სხეულის თითოეულ უჯრედს, თუნდაც ორგანიზმისგან გამოცალკევებულს, შესატყვის გარემოში მოთავსებისას, უჩნდება უნარი არამხოლოდ გააგრძელოს სიცოცხლე, არამედ განვითარდეს და გაიზარდოს/გამრავლდეს. და რამდენადაც სხეული დაახლოებით 50 მილიარდი ამგვარი უჯრედისგან შედგება, შეიძლება გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ მთლიან ორგანიზმს ძალუძს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე და კეთილდღეობა განუზომელი დროით, თუკი მას ამის ნებას დართავენ.
უგუნურება არის ყველა პრობლემის სათავე. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ საკუთარი თავის შესატყვისობის მნიშვნელობას სამყაროსეულ ჰარმონიასთან, რაც მარადიულ სიცოცხლეს გულისხმობს. მუდმივად ჩვენში არსებული სასიცოცხლო ენერგიის შეზღუდულ რესურსებზე ვართ დამოკიდებული და ვხარჯავთ მათ ბევრად სწრაფად, ვიდრე ჩვენი სხეულები მის აღდგენა/მოწოდებას ახერხებენ, ნაცვლად იმისა, რომ ვიმყოფებოდეთ მუდმივ ცნობიერ კომუნიკაციაში სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან. ჩვენ გამუდმებით ვარღვევთ ბუნების კანონებს, არასწორად ვიკვებებით, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით, და არასათანადო ტანსაცმლის ტარებით, რაც ხელს უშლის სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებას, ან ვიწროდ შემოტმასნილია, ან აღკვეთს გარემომცველი ატმოსფეროდან სხეულზე სასარგებლო და მხარდამჭერ ზემოქმედებებს, ასევე მზის სხივების განმწმენდ და მასტიმულირებელ გავლენებს. ამგვარი ტანისამოსი ეწინააღმდეგება საღ აზრს და ჰარმონიისა და სილამაზის კანონებს. საკადრისად არ ვეპყრობით ჩვენს სხეულს და ამით ძირს ვუთხრით მისი წინააღმდეგობის უნარს წამლებისა და სხვადასხვა მედიკამენტების მიმართ ავადმყოფობის დროს. ასევე, ვცოდავთ ალკოჰოლური სასმელების უზომო ოდენობის და უამრავი საშიში ნარკოტიკის მიღებით, როცა ჯანმრთელად ვართ. ჩვენი ფიქრები დისჰარმონიულია და ეს ფიქრები, რომლებსაც ვერც ვაცნონიერებთ - დამანგრეველ ეფექტს ახდენენ ჩვენზე. იგივე ითქმის ჩვენს უარყოფით ემოციებზეც, როგორიცაა სიძულვილი, შური, ეჭვიანობა, შურისძიება და ა.შ. თუ ჩვენ ამ ემოციებს განვიცდით სხვა ადამიანების მიმართ, საბოლოოდ, ისევ ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველას მეტად დაზარალდება ამ ემოციების გამო, სამაგიეროს გადახდის კანონის საფუძველზე. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენს სხეულს მუდმივად უწევს ბრძოლა გარეშე დეზინტეგრაციულ გავლენებთან, როგორიცაა ტემპერატურის და ატმოსფერული პირობების უცაბედი ცვალებადობა, მიკრობებისა და დაავადებების გამომწვევი საშინელი ბაცილების უთვალავი არმიების განუწყვეტელი შემოტევები. ბოლოს კი ჩვენ ნეგატიურად ვზემოქმედებთ/ვნადირობთ ჩვენს საკუთარ სხეულზე, როგორც ვამპირები, სასიცოცხლო ძალის თითოეულ უჯრედზე, რომელსაც შემდგომ ვინელებთ ჩვენშივე და ვხარჯავთ ყოვლად უმიზნოდ.
ნაცვლად იმისა, რომ სასიცოცხლო ენერგიით უზრუნველვყოფდეთ და ვასტიმულირებდეთ ჩვენი სხეულის თითოეულ უჯრედს შიგნიდანაც და გარედანაც, ჩვენ სიქას ვაცლით ყოველ უჯრედს და არსებობის ზღვრულ ლიმიტამდე მიგვყავს. არც ვფიქრობთ იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ისინი სასიცოცხლო ძალისგან იცლებიან, მათი აქტივობა შემცირდება, და რომ მალე სიბერისა და ხრწნის ნიშნებს გამოავლენენ. ამ პირობებში გასაოცარიც კია, რომ ჩვენი მატერიალური სხეული კიდევ ახერხებს არსებობას. ერთადერთი მიზეზი ამისა არის მისი წინააღმდეგობის გაწევის უჩვეულო ძალა. იმისათვის, რომ მართალი ვიყოთ საკუთარ თავთან, სულ ცოტა, ცხოველების და მცენარეების მსგავსად მაინც, რომლებიც იზრდებიან, ძლიერდებიან და მშვენდებიან მათი დედამიწაზე არსებობის ლამის ბოლო დღემდე, ჩვენ უნდა გადავერთოთ ნორმალურ და კონსტრუქციულ ცხოვრების სტილზე, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ემოციურად.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სამყაროს კანონები და ბუნების ძალები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათთან ერთ ტალღაზე ვიყოთ. ამ ყველაფრის გარდა, მუდმივი ცნობიერი კონტაქტი უნდა გვქონდეს სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან, რომელიც თანდათან ავსებს თავისი უშრეტი ძალით ჩვენი სხეულის თითოეულ უჯრედს, რაც მის ყოველმხრივ ზრდა-განვითარებას და სრულყოფას განაპირობებს. ყოველი ჩვენგანი მოვალეა თხუთმეტი წუთიდან ნახევარ საათამდე დრო დაუთმოს ყოველდღიურად საკუთარი სხეულის საერთო გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ ქმედებებს. ამისთვის კი შემდეგი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მოხერხებულ სკამზე დაჯექით და დაამყარეთ მენტალური კონტაქტი სამყაროს სასიცოცხლო ენერგიასთან, ხოლო როდესაც იგრძნობთ, რომ ძალა მოედინება, ცნობიერად მიმართეთ იგი ტვინისკენ, სხეულის ყოველი ორგანოსკენ, ქსოვილებისკენ, კანისკენ, უჯრედებისკენ. იფიქრეთ ეს, ისურვეთ ეს, იგრძენით ეს. წარმმართველი ფიქრი, რომლის საყრდენიც კონტრუქციული განზრახვის ნებაა, საუკეთესო გზით დაეხმარება საციცოცხლო ენერგიას გამოვლინდეს შინაგან თვისებებში, მაგალითად: თვითორგანიზებასა და ჰარმონიზებაში. იფიქრე ჰარმონიაზე, ახალგაზრდობაზე, სილამაზეზე; ისურვე ისინი, შეიგრძენი ისინი, იცოდე, რომ ეს ყველაფერი სიცოცხლისა და სიყვარულის მარადიული კანონის შედეგია, რომელიც განუწყვეტლივ გამოხატავს თავის თავს თითოეული ჩვენგანის მეშვეობით. ეს მოგვაგონებს ადამიანის მთლიანი ორგანიზმის ბანაობას სასიცოცხლო ძალის ცხოველმყოფელ ჩანჩქერში, და, თუკი ეს რწმენითაა გამყარებული, შედეგი, რომელიც დადგება, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. სხეულის თითოეული უჯრედი გამოავლენს უფრო დიდ კონსტრუქციულობას, ყოველი ორგანო შეასრულებს თავის ფუნქციას უნახავი მზარდი ძალითა და გულმოდგინებით, რაც სხეულის ყველა ნაწილს მისცემს საშუალებას საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილი გზით გამოხატონ სულის ქმედებები. მთლიანი სხეული თანდათან რეგენერირდება ახალი, უფრო სრულყოფილი სტანდარტის შესატყვისად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეული არის ქანდაკება, რომელიც ჩვენმა სულმა გამოძერწა ჩვენივე ფიქრების საჭრეთლით, სამყაროსეული სასიცოცხლო ძალით, რომელიც ამარაგებდა ორივეს მასალითა და ენერგიით, რათა სულს ეს სამუშაო შეესრულებინა. აუცილებელია აღნიშნული სამი მონაწილის ჰარმონიული თანამშრომლობა, თუმცა სასიცოცხლო ძალა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე არც ფიქრს და არც სულს არაფრის უნარი არ შესწევს. რაც უფრო მეტად გრძნობს ადამიანი ამ სასიცოცხლო ენერგიის დინებას მის არსში სხეულის ცნობიერი სტიმულირების ფონზე, მით უფრო წარმატებულად წარიმართება სხეულის აღდგენისა და გაახალგაზრდავების პროცესი; ხოლო საბოლოო შედეგად კი მივიღებთ ახალ, სიცოცხლით სავსე, ჰარმონიულ და მშვენიერ სხეულს, რომელიც სულის გამოსახატად შესაბამისი არხი იქნება. ამდენად, ზღვარი ადამიანის სიკვდილსა და დაბადებას შორის სულ უფრო და უფრო იშლება და შორდება ერთმანეთს, ხოლო ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს, ამასობაში, ერთი უდიდესი უპირატესობა იქნა მოპოვებული, კერძოდ, ჩვენი ფიზიკური, მენტალური და ემოციური ძალები შეინარჩუნებენ თავიანთ სიმტკიცეს და აქტიურობას, რაც ჩვენ ახალგაზრდობისა და სილამაზის შეგრძნებას და გარეგნულ გამოხატულებას გაგვიხანგრძლივებს დედამიწაზე ჩვენი არსებობის ბოლო დღემდე. აღნიშნულს კი საბოლოო შედეგამდე მივყავართ, რომელიც ამ გაახალგაზრდავების პროცესის ლოგიკურ თანმიმდევრულობას დააგვირგვინებს.
სიკვდილი, როგორც ადამიანთა მოდგმის უკანასკნელი მტერი, გაქრება, ხოლო ადამიანი სხეულის ვიბრაციის მცირეოდენი ამაღლებითაც კი შეძლებს ტრანსფორმირებას/გადასვლას არსებობის უფრო მაღალ სფეროებში. აღნიშნული გადასვლა მოხდება ცნობიერების წამიერი დაკარგვის გარეშე, ცხოვრების დინებაში რამე ხილული ჩარევის ან შეფერხების გარეშე და ისეთივე ბუნებრივი იქნება, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში შებიჯება. ჩვენ უჩინარი გავხდებით მათთვის, ვისაც დავტოვებთ, რადგან მათი ვიბრაციის დაბალი დონე აღარ მისცემს მათ ჩვენი დანახვის შესაძლებლობას. და გარდაცვალების ამ ობლიტერაციის მეშვეობით შეიცვლება თაობების მოსვლის მთლიანი პროცესიც. აღარ იქნება საჭიროება ადამიანების, როგორც მშობლების გამოყენებისა, რომლებიც ასრულებდნენ არხების როლს და რომელთა გავლითაც სულს შეეძლო თავისი ფიზიკური არსებობა დედამიწის პლანში. სული თავად შეძლებს უშუალოდ, და თითქმის მყისიერად თავისი გარემომცველი ატმოსფეროდან - ჰაერიდან, წყლიდან, მიწიდან, ყველა აუცილებელი ელემენტისგან შექმნას სხეული მატერიალურ პლანში თავის თავის გამოსავლენად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სული შეძლებს უცაბედად ხილულად წარმოგვიდგეს თავისი ადამიანური სხეულით საოცრად დიდებული ახალგაზრდული შესახედაობით და ამ სახით დაიწყოს მატერიალური არსებობა, როგორც დიადი ადამიანური ოჯახის მნიშვნელოვანმა წევრმა თავისი დედამიწაზე ცხოვრების პირველი დღეებიდანვე, და განაგრძოს ასე მთელი სიცოცხლის მანძილზე უკანასკნელ წუთამდე, როდესაც გაიგონებს სამყაროს დიადი კანონის ხმას და ცნობიერად დაემორჩილება მის ძახილს და დატოვებს მატერიალურ სამყაროს უმტკივნეულოდ და ნეტარებით, და უბრალოდ უკვალოდ გაქრება. სიკვდილის ბასრი ცელი აღარ შეგეხებათ, ადამიანის უკანასკნელი მტერი დამარცხდება,ხოლო მარადიული სიცოცხლე, რაც ახლა მხოლოდ მშვენიერ ოცნებად გვესახება, გასხივოსნებულ რეალობად იქცევა.
კითხვები და პასუხები:
1. კითხვა: რას ეწოდება ადამიანის ატმოსფერო, ან აურა?
პასუხი: ეს არის ადამიანის სხეულის რადიოაქტიურობა, რაც მისგან სასიცოცხლო ენერგიის ემანაციის შედეგად ვლინდება.
2. კითხვა: ახასიათებს თუ არა რადიოაქტიურობა მხოლოდ ადამიანებს?
პასუხი:არა. ცხოველებს, მცენარეებს, მინერალებს და გაზებსაც კი ახასიათებს რადიოაქტიურობა, რომელსაც ისინი თავად გამოსცემენ.
3. კითხვა:არის თუ არა აურა თვით-მანათობელი?
პასუხი:არა. ის ხდება მანათობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც სინათლე ეცემა მას.
4. კითხვა:ადამიანების აურები მსგავსია?
პასუხი:არა. ისინი განსხვავდებიან ადამიანის სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ასაკის მიხედვით, ასევე ადამიანის ფიზიკური, მენტალური და ემოციური განვითარების დონის მიხედვით.
5. კითხვა:რამდენი შრე აქვს ადამიანის აურას?
პასუხი: სამი. ორმაგი ეთერული, შიდა აურა და გარე აურა.
6. კითხვა:რომელი შრეა ფერადი?
პასუხი:გარე აურა, რომელიც გამოხატავს ცალკეული ადამიანის პირად, ინდივიდუალურ ფერს.
7. კითხვა: თუკი შეერევა ორი ადამიანის აურული ფერები, რა ეფექტს გამოიწვევს ეს?
პასუხი: მათ შეიძლება გაუჩნდებათ ჰარმონიული შეგრძნებები ერთმანეთის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ან გულგრილნი დარჩებიან, ან უარესი, ურთიერთ-ანტაგონისტურად განეწყობიან.
8. კითხვა:რა სისქისაა ჩვეულებრივი ადამიანის აურა?
პასუხი:ხუთი ინჩი და მეტი.
9. კითხვა:როგორ შეიძლება აურის აღქმა?
პასუხი: მექანიკური საშუალებებით, ან გავარჯიშებული თვალით.
10. კითხვა: რა პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია აურის კვლევას?
პასუხი: ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გარკვევა და სხვა.
11. კითხვა: რამდენად ხშირად და რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის გამოყენება?
პასუხი: მისი გამოყენება მიზანშეწონილია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზნით.
12. კითხვა: რა პრაქტიკულ შედეგს მივაღწევთ სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის მუდმივად გამოყენებით?
პასუხი:ადამიანი გაძლიერდება ყველა მიმართულებით: ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად.
13. კითხვა: როგორ შეიძლება სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის გამოყენება ადამიანის გულის წადილის ასასრულებლად?
პასუხი:დაამყარეთ მასთან კონტაქტი და მიეცით მას საშუალება მოიზიდოს ყველა ელემენტი, რომელიც ამ სურვილის განსახორციელებლად იქნება აუცილებელი.
14. კითხვა: როგორ გამოვიყენოთ სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგია სამკურნალო მიზნებისთვის?
პასუხი: პირველ რიგში, დაამყარეთ მასთან კონტაქტი, შემდეგ კი მიმართეთ იგი თქვენი ხელების გავლით პაციენტის სხეულისკენ.
15. კითხვა: პაციენტის სხეულის რომელი ნაწილიდან მოხდება მაგნიტური ძალის განშლა მთელ სხეულში ყველაზე ეფექტურად?
პასუხი: ხერხემლის ღერძის მეშვიდე მალიდან.
16. კითხვა:ერთნაირი ძალით მიედინება მაგნიტური ძალა ნებისმიერი თითიდან?
პასუხი:არა. ის ყველაზე ძლიერად გაედინება ცერა თითიდან, ხოლო ყველაზე სუსტად - შუა თითიდან.
17. კითხვა: რა მიმართულებას იძენს მაგნიტური ძალა, როდესაც იგი ხელების გავლით გაედინება?
პასუხი:იმ მიმართულებას, საითაც მივმართავთ თითის წვერებს.
18. კითხვა:მუშაობს თუ არა მაგნიტური მკურნალობა ავტომატურ რეჟიმში?
პასუხი:დიახ, რამდენადაც სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგია თვითორგანიზებადი ფენომენია.
19. კითხვა:რა პრინციპით მუშაობენ მაგნიტური ძალები?
პასუხი: ისინი მუდმივად აღადგენენ წონასწორობას.
20. კითხვა:რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მაგნიტური მკურნალობა?
პასუხი: როგორც წესი, მან ხუთიდან თხუთმეტ წუთამდე უნდა გასტანოს.
21. კითხვა:როგორ უნდა მივხვდეთ, რომ უნდა გავჩერდეთ?
პასუხი:შინაგანი შეგრძნებით, რომ პაციენტს აღარ შეუძლია მეტი ენერგიის ათვისება, რადგან მისმა ორგანიზმმა უკვე მიაღწია სატურაციის უმაღლეს წერტილს.
22. კითხვა: როგორ უნდა უმკურნალოს ადამიანმა ლოკალურ პრობლემას?
პასუხი: საკუთარი ხელის მიდებით დაავადებულ/პრობლემურ ადგილზე, რითიც მაგნიტური დენის დინებას მიმართავს ამ ადგილისკენ.
23.კითხვა: როგორ უნდა მოვახდინოთ მაგნიტური დენის ყველაზე ძლიერი კონცენტრირება სხეულის მცირე მონაკვეთზე?
პასუხი:თითის წევერების შეტყუპებით.
24. კითხვა:მაგნიტურ დამწვრობას როგორ უნდა ვუმკურნალოთ?
პასუხი:დაზიანებულ ადგილზე ხელისგულის მსუბუქი გადატარებით.
25. კითხვა:საჭიროა თუ არა მკურნალობის დაწყების ყოველ ჯერზე ახალი კონტაქტის თავიდან დამყარება სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან?
პასუხი:დამწყებთათვის, დიახ.
26. კითხვა:რა შედეგს მივიღებთ, თუკი მკურნალობას დავიწყებთ იქამდე, ვიდრე ჯერ სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან კონტაქტს დავამყარებდეთ?
პასუხი:პაციენტი მაშინვე შეიწოვს სასიცოცხლო ენერგიის მთელ მარაგს, რომელიც ოპერატორში არსებობს და სრულებით გამოფიტავს მას.
27. კითხვა:აუცილებელია თუ არა პაციენტის მკურნალობისას მასთან ფიზიკური კონტაქტი?
პასუხი:არა. მაგნიტური დენი, თუკი ის სწორად იქნება მიმართული შესაძლებელია დისტანციურად გადაეცეს.
28. კითხვა: მაგნიტური დენი იზიდავს, თუ პირიქით?
პასუხი:ბუნებრივად, ის იზიდავს, მაგრამ მან შეიძლება განიზიდოს კიდეც, თუკი ამას განზრახვის ძალისხმევას დავურთავთ.
29. კითხვა:როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ თავად განკურნოს თავი მაგნიტურად?
პასუხი: პირველ რიგში, დაამყაროს მენტალური კონტაქტი სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან და მისცეს მას საშუალება იდინოს სხეულში. როდესაც სხეული სათანადოდ გაჯერდება ამ ენერგიით, გააკეთეთ იგივე მოძრაობები ხელით, როგორც ზემოთ იყო აღწერილი.
30. კითხვა:რა არის მაგნიტური ქიმიკალიზაცია და რა იწვევს მას?
პასუხი: ეს არის პაციენტის მდგომარეობის ხილული გაუარესება, რომელიც გამოწვეულია მაგნიტური დენის მაცოცხლებელი ენერგიის გავლენით.
31. კითხვა:უნდა შევწყვიტოთ თუ არა მკურნალობის პროცესი ქიმიკალიზაციის დროს?
პასუხი:არა. ის უნდა გაგრძელდეს უფრო მეტი ინტენსიურობით და არასასიამოვნო ინციდენტი თანდათან სრულად აღმოიფხვრება.
32. კითხვა:როგორი უნდა იყოს ოპერატორის დამოკიდებულება პაციენტის მიმართ მკურნალობის დროს?
პასუხი:ის უნდა იყოს სიყვარულით და თანაგრძნობით სავსე.
33. კითხვა: აუცილებელია თუ არა პაციენტთან იმავდროულად მენტალური მკურნალობის ჩატარება?
პასუხი:არა. თუმცა სამეცნიერო მენტალური მკურნალობა მაგნიტურთან კომბინაციაში უკეთეს შედეგებს მოიტანს.
34. კითხვა:რა არის მაგნიტური ძილი?
პასუხი:ეს არის ძილი, რომელიც გამოწვეულია მაგნიტური დენის გამოყენებით.
35. კითხვა:რა განსხვავებაა მაგნიტურ და ჰიპნოტურ ძილს შორის?
პასუხი:პირველი, სასარგებლოა სასიცოცხლო ენერგიით გამოწვეული ძილი; მეორე - განზრახვის ძალით მოგვრილი ძილი - მავნებელი და საზიანოა.
36. კითხვა:როდის დგება მაგნიტური ძილის საჭიროება?
პასუხი: ქრონიკული უძილობის - ინსომნიის, ან გადაღლილობის დროს.
37. კითხვა:რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ის?
პასუხი:დაახლოებით თხუთმეტ წუთს, თუკი დღის საათებია; მთელი ღამე, თუკი ძილს ღამის საათებში გამოვიწვევთ.
38. კითხვა:რა მეთოდით ტარდება პროცედურა?
პასუხი:დაამყარეთ კონტაქტი სამყაროსეულ სასცოცხლო ენერგიასთან და მიეცით ნება ენერგიას იდინოს თქვენი ხელების გავლით პაციენტის ტვინისკენ. შემდეგ თანდათანობით ხელები დაბლა დაუშვით ისე, რომ პაციენტის სახეს არ შეეხოთ, დაწიეთ ხელები დაბლა მზის წნულის დონემდე. აქედან კი ხელები თავის საწყის პოზიციაში დააბრუნეთ, ნელა მოხაზავთ რა ნახევარწრეს შიგნიდან გარეთ აღმავალი მიმართულებით და ხელები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ პაციენტის შუბლის გასწვრივ. გაიმეორეთ.
39. კითხვა:რამდენი დრო სჭირდება მაგნიტური ძილის გამოწვევას?
პასუხი: რამდენიმე წუთი, ან მეტი, გააჩნია ადამიანს.
40. კითხვა: როგორია სწორი მეთოდი პაციენტის მაგნიტური ძილიდან გამოსაყვანად?
პასუხი: გამოიყენეთ იგივე მოძრაობები, ოღონდ, ამჯერად სწრაფად, შენელებულის ნაცვლად.
41. კითხვა: რა ეწოდება ამ მაგნიტურ მოძრაობებს?
პასუხი:მაგნიტური გადასვლები/გადაცემები.
42. კითხვა:რატომ არის დასაშვები დღის მანძილზე გამოწვეული მაგნიტური ძილის დრო მხოლოდ თხუთმეტი წუთით?
პასუხი:რადგან მეტი ხანგრძლივობა ეწინააღმდეგება პირველადი ენერგიის აღმავალ დინებას დღის მანძილზე.
43. კითხვა:როგორ შეიძლება რომ ადამიანმა თავად გამოიწვიოს მაგნიტური ძილი?
პასუხი:თავსუკან ხელების გადაჭდობით და სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან კონტაქტის დამყარებით.
44. კითხვა:როგორ უნდა გამოიღვიძოს თავი ადამიანმა მის მიერვე მოგვრილი მაგნიტური ძილიდან?
პასუხი: ქვეცნობიერი მე-სთვის ბრძანების მიცემით დაძინებამდე, რომ გაეღვიძოს სასურველ დათქმულ დროს.
45. კითხვა:რა არის ხოლმე ჩვეულებრივ სიღარიბისა და მატერიალური სიდუხჭირის მიზეზი?
პასუხი:განუვითარებელი, პარალიზებული ან დამშრალი არხები, რომელთა გავლით ჩვეულებრივ ჰარმონია და კეთილდღეობა მოედინება.
46. კითხვა:როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა?
პასუხი:დაამყარეთ მენტალური კონტაქტი სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან, და როცა იგრძნობთ მის შემოდინებას, იფიქრეთ და იგრძენით თავი წარმატებულად და თანდათანობით წარმატება შემოაბიჯებს თქვენს ცხოვრებაში, მას მოიზიდავს სამყაროსეული სასიცოცხლო ენერგიის დაუძლეველი ძალა.
47. კითხვა:საკმარისია მხოლოდ ამ კონტაქტით შემოფარგვლა?
პასუხი:არა. მას შემდეგ, რაც შინაგანი სამუშაო დასრულდება, ადამიანი უნდა ეცადოს მის რეალურ ცხოვრებაში დანერგვას და წარმატება და კეთილდღეობა იქნება ამის შედეგი.
48. კითხვა: აუცილებელია, რომ ადამიანი დაბერდეს?
პასუხი: არა. ადამიანს შეუძლია იმდენ ხანს იცოცხლოს, რამდენიც სურს, უბრალოდ (ჯერ) არ იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს.
49. კითხვა:რატომ ბერდება ადამიანი?
პასუხი: იმიტომ, რომ ის უფრო მეტ სასიცოცხლო ენერგიას ხარჯავს, ვიდრე აწარმოებს.
50. კითხვა:როგორ შეიძლება მისი შეჩერება?
პასუხი: სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან მუდმივი კონტაქტით.
51. კითხვა:რა მეთოდით ხორციელდება დაბერებული სხეულის გაახალგაზრდავების პროცედურა?
პასუხი:დაამყარეთ მენტალური კონტაქტი სამყაროსეულ სასიცოცხლო ენერგიასთან და ცნობიერად გაგზავნეთ იგი სხეულის ყველა ნაწილში, ყოველ ორგანოში, ყოველ უჯრედში.
52. კითხვა: რა სიხშირით შეიძლება ამის გაკეთება და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს თითოეული ჯერი?
პასუხი:ყოველდღიურად, დაახლოებით თხუთმეტი წუთის ხანგრძლივობით.
53. კითხვა:რა შედეგს მივიღებთ?
პასუხი:სხეული სრულიად განახლდება და გაძლიერდება, უფრო ახალგაზრდა და უფრო ჰარმონიული გახდება.
54. კითხვა: აუცილებელია, რომ მოვკვდეთ?
პასუხი:არა. როდესაც ადამიანები სათანადო ცოდნას მიიღებენ იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლონ თავიანთი თავი, მაშინ, თავისი ვიბრაციების ამაღლებით, ისინი შეძლებენგადავიდნენ ამ მატერიალური პლანიდან, უფრო მაღალ პლანში.
55. კითხვა: ადრე თუ მომხდარა ასეთი რამ?
პასუხი:დიახ, რამდენადაც ცნობილია ენოქის, ელიას, იესოს და სხვათა მაგალითები.
56. კითხვა:ორიათასი წლის წინ კაცობრიობისთვის მიცემული რომელი დანაპირები განხორციელდება ამით?
პასუხი: სიკვდილის ბასრი ცელი აღარ შეგეხებათ, ადამიანის უკანასკნელი მტერი დამარცხდება, ხოლო მარადიული სიცოცხლე, რაც ახლა მხოლოდ მშვენიერ ოცნებად გვესახება, გასხივოსნებულ რეალობად იქცევა.
(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე ისრით ან სარჩევით - ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით)