ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი

ბარონი იუჯინ ფერსენი
0
0

ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი მთარგმნელი: ლიკა მარღანია შესავალი დაე, ყველამ, ვინც ამ წიგნს კითხულობს, იცოდეს, რომ მისი მთავარი მიზანი კაცობრიობის გასხივოსნებაა სიყვარულით აგიზგიზებული წმინდა ც...

გაკვეთილი მეხუთე

გაკვეთილი მეხუთე

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
 
კაცობრიობის ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაში ეს კანონები განაგებენ მსოფლიოს. ამ შვიდი კანონიდან სამი მარადიულია და უცვლელი, აბსოლუტის კანონებია, ხოლო ოთხი გარდამავალი, ცვალებადი და ფარდობითი.
 
აბსოლუტის სამი კანონი:
 
1.სიცოცხლე, გონება, ჭეშმარიტება, სიყვარული, სული ყოვლისმომცველი.
 
2.იგივე კანონები მართავენ ყველაფერს, ყოველთვის და ყველგან, უცვლელად უდიდესი ვარსკვლავიდან დაწყებული უმცირეს ელექტრონამდე.
 
3. ყველაფერი ვიბრირებს.
 
აბსოლუტში ეს სამი კანონი ერთიანდება ერთში და ესაა უზენაესი კანონი.ჩვენი ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაში ეს ერთი უზენაესი უნივერსალური კანონი თავს ავლენს როგორც სამმაგი სხივი, ჩვენ მას აღვიქვამთ მისი  სამბუნებოვანი ასპექტით და ჩვენი ცნობიერების მოქმედი პრიზმასავით. ამიტომ როგორც კი ახლა ამ კანონებს ვისწავლით, განვიხილოთ ისინი ისე როგორც თავს ავლენენ.
 
სიცოცხლე, გონება, ჭეშმარიტება, სიყვარული, სული, ყოვლისმომცველი.
 
ესაა ის ხუთი, რომელიც წინამდებარე გაკვეთილებში უკვე ავხსენით, ესენია ალფა და ომეგა, ყველაფრის დასაწყისი და დასასრული, ესენია თავისივე თავის კანონები: სიცოცხლის კანონი, გონების კანონი, ჭეშმარიტების კანონი, სიყვარულის კანონი, რომელიც ასევე სულის კანონიცაა, ისინი მოიცავენ ყველაფერს და სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ თქვა ქრისტემ შემდეგი სიტყვები: „სიყვარული არის ღმერთი(უზენაესი პრინციპი),რომელიც ყველას გულში და ყველას სულშია და ყველას გონებაში და ესაა ყოველი შენი ძალა,და შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი.“ ხოლო როცა სხვა მმართველების ბრძანებეზეც ჰკითხეს მან უპასუხა: „ყველა ეს კანონი და განკარგულებ არის ამ ორ ბრძანებაში - უზენაესი პრინციპი და აბსოლუტი, ესაა სრულიად სიცოცხლე, გონება, ჭეშმარიტება, სიყვარული, სული და ყველა ესენი გაერთიანებულია უზენაეს ერთში და თუ ვასრულებთ ამ კანონს - სიცოცხლის, გონების, ჭეშმარიტების და სიყვარულის ჩვენ შევძლებთ მოვერიოთ ჩვენი ყოველდღიურობის ყველა პრობლემას ისე, რომ არც კი დავიჩივლებთ მათზე, შევძლებთ შევასრულოთ ყველაფერი რისკენაც მივისწრაფით,ჩვენი საკუთარი ცხოვრების პირამიდას ავაგებთ და ვერც კი შევამჩნევთ ეს როგორ მოხდება, რადგან ესაა თავად უზენაესი პრინციპი რომელიც მოქმედებს ამ ყველაფერში.
 
ეს კანონი მართავს ყოველთვის, ყველფერს და ყველგან, ერთნაირად - დაწყებული უდიდესი ვარსკვლავებით უმცირესი ელექტრონით დამთავრებული. 
 
სამყაროს კანონის საოცარი სიმარტივე არის ის, რომ ესაა ერთადერთი კანონი რომელიც ხაზს უსვამს ყველა სხვა კანონს, მართავს ყველა პლანეტას,ვლინდება ყველაფერში და ყველგან ერთნაირად. ელექტრონის ფორმირება, ატომის სხეული, ჩვენი პლანეტის, ამ სამყაროს, დედამიწის - ყველაფერი დაფუძნებულია ამ ერთადერთ კანონზე. ყველგან მისი მოქმედება ვლინდება და ამას ანალოგიის კანონი ეწოდება. 
 
ასეა როგორც უმაღლეს, ისე ყველაზე დაბალ პლანზე. 
 
ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი არსი გამოვლენილია მილიონობით ასპექტში და ყოველთვის ერთია. ნება მოგვეცით მაგალითისათვის სფერო ავიღოთ. ელექტრონი მიკროსკოპული სფეროა. ორთქლი წყლის უმცირესი სფეროებისგან ფორმირდება, წვეთიც სფეროა, აგრეთვე მერკურის ნაწილაკებიც, წითელი და თეთრი სხეულებიც ჩვენს სისხლში. ბუშტებიც სფეროა, როგორც ყველა პლანეტა, მთვარე, მზე, ვარსკვლავები და დედამიწა. რატომ? იმიტომ რომ უზენაესი კანონი ამბობს, რომ ყველაფერი რასაც უნდა ეგზისტენციაში გამომჟღავნდეს უნდა ჰქონდეს სფეროს ფორმა, რადგან ესაა სხეული სადაც ყველა ნაწილი სრულყოფილ ურთიერთობაშია ერთმანეთთან და ასევე, ამავე დროს ცენტრთანაც და სწორედ ამიტომ არიან ასეთ შესანიშნავ წესრიგში, რაც საშუალებას აძლევთ მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიონ ყოველგვარ გარეშე დამაზიანებელ გავლენას.
 
სხვა მაგალითი: ყველა ვიბრაცია ემანირებს ათვლის წერტილიდან ყველა მიმართულებით  და ტალღებს და მზარდ სფეროებს აფორმირებს. წყალში გადაგდებული ქვა სპეციფიურ ტალღებს წარმოშობს, რომლებიც, როგორც კი წყლის ზედაპირს შეეხებიან იქცევიან წრეებად და იქამდე იზრდებიან ვიდრე წყლის ნაპირს არ შეეხებიან. ჰერცული ტალღები, მაგნიტური ტალღები, აგრეთვე აზრებისა და სპირიტუალური ვიბრაციები, ყველა ესენი ისევ და ისევ უზენაესი კანონის გამო არსებობენ, რომელიც განსაზღვრავს, რომ ყოველი ვიბრაცია უნდა გამომჟღავნდეს ტალღაში და შეიქმნას მზარდი სფეროები, რომელთაც ამ კონდიციაში აკავებს მიზიდულობის კანონი და თავის მხრივ უწყვეტად მოქმედებს ამ ვიბრაციებში. ეს კანონი ისეთი უწყვეტია, ისეთი უნივერსალური, რომ ჩვენს მოცემულ მენტალური განვითარებაში უამრავ მანიფესატციაში ავლენს თავს. ამ კანონს ხშირად უზენაეს კანონსაც უწოდებენ . ამ კანონის ცოდნით ადამიანს შეუძლია მათემატიკური სიზუსტით გამოთვალოს იმ მოვლენებისა და საგნების ბუნებაც კი რომლებიც ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია.
 
გეომეტრიასაც, მათემატიკასაც და ყველა არსებულ მეცნიერებას საფუძვლად უდევს უზენაესი კანონი ისევე როგორც ამ მეცნიერებების ინდივიდუალური კანონები. მაგალითად სამჯერ სამი არის ცხრა და სამ მილიონჯერ სამი მილიონიც არის ცხრა და იმდენი ნული რამდენიც ორივე რიცხვს გააჩნია. რატომაა ასე? რადგან უზენაესი კანონი ამჯერად მათემატიკურ კანონებში ავლენს თავს, ვინც ზოოლოგიას სწავლობს ისინიც ხშირად აღმოაჩენენ უზენაესი კანონის უამრავ მანიფესატციას. ესენია უამარავი ე.წ ველური ცხოველები: ლომები, ვეფხვები, ჯიქები და ა.შ. მათი ბეწვი გარკვეული შეფერილობისაა, გარკვეული დიზაინით გაწყობილი, რაც მათ ხარისხში გამოიხატება. ზუსტად იმავე მახასიათებლებს შეხვდებით ფრინველების ბუმბულშიც: თუთიყუშებთან, არწინებთან, ქორებთან, ბუებთან დ ა.შ. რადგან ეს კანონი მოიცავს როგორც ფრინველებს ისევე ვრცელდება ცხოველებსა და ველურ ბუნებაზე, იგივე ეხება სოკოებს, თევზებს, მწერებს, ხეებს, სხვა მცენარეებს და მინერალებს. ერთი და იგივე გამოკვეთილი ფერების სისტემაა, მსგავსი კომბინაციებია ბუნების ყველა გამოვლინებაში. ავიღოთ ცისარტყელა, საოცარი ხიდი, სპექტრის ექვსი ფერით რომ კაშკაშებს და სამოთხეს დედამიწასთან აერთებს. სინათლის თამაშით მიღებულ მის ბრწყინვალებას საპნის ბუშტებშიც იპოვნით, წყალში მოხვედრილ ზეთის წვეთებშიც, ბრილიანტშიც, ოპალშიც, - ორივე ქვა სრულყოფილი და მისტიურია. ასევე ვლინდება გარკვეული პეპლების ფრთების შეფერილობაში, მწერებში, ფრინველებში, ადამიანის თმის შეფერილობაშიც კი. რატომ? ისევ და ისევ უზენაესი კანონის  გამო. ქმნილების მთელი ტოტალური ციკლის დროს ყველგან შეინიშნება უზენაესი კანონის გამოვლინება. ის გამუდმებით ავლენს თავს უსასრულო რაოდენობის ასპექტებში. ესენია : მშვენიერი დაისი, ცის არაჩვეულებრივი ფერები, თუმცა მზის სხივებს არ აქვთ ფერი, ისინი თეთრია, არც ღრუბლებს აქვთ ფერი - ისინიც თეთრია, არც ჰაერს აქვს ფერი - გამჭვირვალეა, მაგრამ ერთ კომბინაციაში გაერთიანებულები ისინი მშვენიერ დაისს ქმნიან. ესენია ერთი მეორის მიყოლებით გამოვლენილი უამრავი ფერი, ჩრდილები და შუქი, თეთრი სხივები სხვა და სხვა ფერში გადატყდებიან, ერთანეთს ერწყმიან და ფერების გამებს ქმნიან და ეს უფერო ელემენტები მართლაც საოცარი ფერების კომბინაციებში წარმოგვიდგება. ხოლო ეს ყველაფერი უზენაესი კანონის შედეგია. ყველაფერი ვიბრაციაა. მესამე და ბოლო კანონია აბსოლიტური კანონი. შესაძლოა რომ ვიბრაცია მუდმივი იყოს? ასეც არის და ყოველთვის ასეც იყო და იქნება. თავად უდიდესი სული გვეკონტაქტება ვიბრაციის საშუალებით. შესაძლოა ერთ დღეს მათ სხვა სახელი ერქვათ, მაგრამ მნიშვნელოვანი სახელები კი არა მათი ბუნებაა. მთელი სამყარო სხვა არაფერია თუ არა ვიბრაცია. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ხმა ქმნის ვიბრაციას. ასევე ვიბრაციის საშუალებით ვხედავთ, ვიგებთ გემოს და სუნს, ვგრძნობთ შეხებას. ყველაფერი იქმნება ვიბრაციით - ხმაც ვიბრაციაა, შუქიც, ისევე როგორც რადიუმი, უსადენო ტელეგრაფი, ტელეფონი ყველაფერი იყენებს ვიბრაციას როგორც გამტარს. ფიქრებიც ვიბრაციაა, სიყვარულიც, ყველაფერი ვიბრაციაა. არსებობს ვიბრციის სხვა და სხვა დონეები, მათი უსასრულო ვიბრაციები - ზოგიერთი ისეთი მაღალია და ისეთი ძლიერი, რომ მათთვის ჩვენ არანაირი კონცეპტი არ გაგვაჩნია. 
 
ყველაფერი მუდმივი ვიბრაციაა, რადგან თავად სიცოცხლეა ვიბრაცია და სიცოცხლე ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტია აბსოლუტის - უზენაესი პრინციპის.
 
ფარდობითობის ოთხი კანონი.
 
პოლარობის კანონი.
 
რიტმულობის კანონი.
 
სქესის კანონი.
 
მიზეზ-შედეგობრიობის კანონი.
 
პოლარობის კანონი - კაცობრიობის ცნობიერების მოქმედ დონეზე სამყაროში ვლინდება ორი პოლუსით, პოზიტიურით და ნეგატიურით, კეთილი და ბოროტი მხარით, - სამოთხედ და ჯოჯოხეთად, სიცოცხლეთ და სიკვდილად, სიბნელედ და სინათლედ, დღედ და ღამედ, თეთრად და შავად, სამხრეთად და ჩრდილოეთად, მშვიდობად და ომად, კიდ და არად, და ა.შ.
 
საითაც არ უნდა გავიხედოთ ყველაფერი პოლარობისა და დუალობის კანონის მანიფესატაციაა. ესაა ოპოზიციების წყვილების კანონი. ყველა ოპოზიცია - მამაკაცი და ქალიც კი ექცევა ამ კანონის მოქმედების ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია და მთელს სამყაროში ვრცელდება. ეს ის კანონია რომელსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, მხოლოდ ვემორჩილებით მას, რადგან მას თავისი პოზიციები გააჩნია არა მხოლოდ ფიზიკურ არამედ მენტალურ პლანზეც. ყველაზე უფრო ძველ რელიგიებში პოლარობის იგივე დუალობის კანონი გაბატონებულ პოზიციაზეა. ასეთი იყო ბრაჰმას - დღე და ღამე, აბსოლუტი მანაკანტარა და პრალაიას, მოქმედების და დასვენების პერიოდები, გამოცხადების და დამალვის პერიოდები, ყოფნა -  არ ყოფნა. არსებობს რწმენა, რომ ეს უცვლელი კანონია, აბსოლუტის კანონი, მაგრამ ეს არასწორია. ჰინდის ერთ-ერთ წმინდა წიგნში - ბჰაგავატ გიტაში, როდესაც კრიშნა აბსოლუტზე, ღვთაებრივზე საუბრობს ამბობს, რომ ღმერთი ოპოზიციურ წყვილებზე მაღლა დგას. რაც ნიშნავს, რომ ავტომატურად პოლარობის იგივე დუალობის კანონზე მაღლაც. შესაბამისად პოლარობის ანუ დუალობის კანონი ღმერთის წმინდა კანონი ვერ იქნება. რადგან ღმერთი მასზე მაღლა დგას და ღვთაებრივი კანონი კი ერთი უნდა იყოს. აბსოლუტის კანონი განუყოფელია. თუმცა დუალობის კანონს ეფუძნება რელიგიები, ფილოსოფიები და მეცნიერების ზოგიერთი მიმართულებაც კი. იქამდე ვიდრე დუალობის კანონს მოვიაზრებთ როგორც უცვლელ კანონს ის დაიმონებს მსოფლიოს. მშვიდობა და ჰარმონია მხოლოდ ოცნებად დარჩება, რადგან ეს კანონი გულისხმობს უწყვეტ წინააღმდეგობას ორ პრინციპს შორის - პოზიტიურსა და ნეგატიურს შორის და ისმის კითხვა, რომელი მხარე გაიმარჯვებს? ყოველთვის რომელიმე მათგანი და ამ პირობებით ჰარმონია არასოდეს დამყარდება. როცა ოპოზიციები ერთადა მოცემული ისინი აბათილებენ ერთმანეთს. მხოლოდ მსგავსი იზიდავს მსგავსს და ხდებიან ერთი მთლიანი, მაგრამ შეუძლებელია ორი საწინააღმდეგო მხარის გაერთიანება. 
 
დედამიწის ყველაზე ფაქიზი და ძლევამოსილი კანონია დუალობის იგივე პოლარობის კანონი, მაგრამ ეს მარადიული კანონი არაა, მიუხედავად ზოგი უძველესი რელიგიის და ფილოსოფიის მტკიცენულებისა. კაცობრიობა მონუსხულია მათ მიერ და ვიდრე ის უქვემდებარებს თავს ამ კანონს, ის იმოქმედებს და ადამიანები ყოველთვის იტრიალებენ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, კარგსა და ცუდს შორის, მშვიდობასა და ომს შორის და ა.შ. თუ ჩვენ ამ კანონს მეცნიერების კუთხიდან შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ ეს არაა ჭეშმარიტი კანონი. ჩვენ ვამბობთ აი შუქი და სიბნელე. თუმცა ეს არაა მართებული მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ შუქი, სიბნელე მხოლოდ სინათლის არ დასწრებაა, სინათლის არყოფნა. არ არსებობს ნამდვილი სიბნელე რადგან სინათლის ვიბრაციები ყველგან აღწევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილი სინათლე მხოლოდ ისაა რასაც ვხედავთ. თუმცა ჩვენ ვხედავთ მხოლოდ სხივის ვიბრაციას წითლიდან იისფერამდე - ესაა სპექტრის ექვსი ფერი. ასევე არსებობს ფერები წითლამდე და ფერები იისფერის შემდეგ, რომლებსაც ვერ აღვიქვამთ და სწორედ ეს უხილავი სხივებია ყველაზე ძლევამოსილი. შუქი - აღქმადი და არააღქმადი არის ყველგან, - სხვანაირად შეუძლებელია და შესაბამისად არ არსებობს სიბნელე. არსებობს მხოლოდ სხვა და სხვა ტიპისა და ხარისხის სინათლე. ყველაფერი სინათლეა. თუნდაც მოჩვენებითი უკუნი სიბნელე და კოსმოსის სრული სიცარიელე, ისინი ერწყმიან ვიბრაციას რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია, აბსოლუტურ სინათლეს და ესაა მიზიდულობა ან სიყვარული. იგივე ხდება კეთილსა და ბოროტს შორის. არ არსებობს სრული ბოროტება, არსებობს მხოლოდ ფარდობითობის პირობები სიკეთეში. არსებობს მხოლოდ საბოლოო სიკეთე და სიკეთის ყველაზე შორეული წერტილი. ხოლო ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ მისი გამოვლენის ბუნებრივი შკალაა. ნათელია რომ თუ წერტილი და უსასრულობა ერთად იქნება კონტრასტი იმ ზომას მიაღწევს, რომ ყველაფერი ოპოზიციებად გამოჩნდება. თუმცა ეს შედარება სწორი არაა რადგან ამის ქვეშ მოიაზრება ყველა ის უსასრულო რაოდენობა. ეს იგივე რაც წრე დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. ეს მეცნიერული ფაქტია და ძნელია უარყო. სიკეთეს თუ მეცნიერულად მივუდგებით ყველგანაა, ყველგანმყოფია, არსებობს მხოლოდ სიკეთის დონეები, მხოლოდ ესენი და არანაირი ბოროტება.
 
ბოროტება სხვა არაფერია თუ არა სიკეთის არდასწრება და ამის გამო მისი არ არსებობა, რადგან სიკეთე ყველგან გავრცელებულია. ოპოზიციების ყოველ წყვილში ვაწყდებით ამ მარტივ ჭეშმარიტებას, თუ მათ გამოკვლევას დავიწყებთ ძალიან ადვილად მტკიცდება ფაქტი რომ მხოლოდ პოზიტივი არსებობს. დედამიწას ორი პოლუსი აქვს. ერთს სამხრეთის პოლუსი ჰქვია მეორეს ჩრდილოეთის. სამხრეთის პოლუსი უმაღლესი მთაა, ჩრდილოეთის კი მღვიმეა. თუმცა ჩვენ მათ ვეძახით ჩრდილოეთს და სამხრეთს მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოვიდგენთ, რომ ერთი ძირია და მეორე მწვერვალი. თუ ჩვენ შეხედულებას შევიცვლით, მაშინ მართლა შეიძლება ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებმა ადგილები შეიცვალონ. სცადეთ ამ ყველაფრის ვიზუალიზება აბსოლუტის გადმოსახედიდან, არამხოლოდ ფარდობითობის კუთხით. 
 
თუ მეცნიერულად ვიმსჯელებთ არ არსებობს არანაირი აღმოსავლეთი და დასავლეთი, როგორც განსაზღვრული მდებარეობები. ესენი მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობის მიმართულებებია სადაც მაგნიტური ისარი მიგვითითებს. ხოლო ის კი იმაზეა დამოკიდებული ადამიანი როგორ მართავს ამ ისარს. როცა ჩინეთში ვართ აღმოსავლეთი ამერიკაში იქნება, მაგრამ როცა ევროპაში ვართ ამერიკა ჩვენთვის უკვე დასავლეთი ხდება, ჩინეთი კი აღმოსავლეთი. მხოლოდ ადამიანების მოსაზრებაა, ჩვენს მიერ შექმნილი და ჩვენს მიერვვე გამოყენებული რათა განუყოფელი ჩვენი შეზღუდული და დანაწევრებული აღქმის ჩარჩოებში მოგვექცია, რათა ვიპოვოთ მიმართულებები უსასრულობაში, რომელსაც არ აქვთ არანაირი მიმართულება.
 
ესაა კი და არა. როგორც ზოგიერთმა ადამიანმა უკვე იცის, როგორც კი პოზიტიურ წინადადებას ვამბობთ - „დიახ მე მივდივარ იქ“, მაშინვე, სადღაც  შეუცნობელის მიღმა იღვიძებს მისი მდუმარე ოპოზიცია „არა“. ხოლო მერე ის ისე ძლიერად მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ ყველანაირ წინააღმდეგობას ვაწყდებით ჩვენი განზრახულის აღსრულების გზაზე. რატომ ხდება ასე? პოლარობის კანონის გამო. პოლარობის კანონი გამუდმებით ერევა ყველა ჩვენს ადამიანურ წამოწყებაში. ამიტომაც ვმერყეობთ მუდამ სიკეთესა და ბოროტებას შორის. არსებობს კიდევ ერთი კანონი, უფრო უარესი, ესენი ერთად მოქმედებენ, ესაა ე.წ რიტმულობის კანონი. ორივე მოწოდებუალია შეაჩეროს ყველა ადამიანური მონდომება, დაანგრიოს ჩვენი ნაშენები და ხელი შეგვიშალოს განვითარებაში. ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანს აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება და ამან მათ ჭკუა ასწავლა. ისინი აღარაოდეს იტყვიან: „მე ამას ვაკეთებ“ ან „მე ამის გაკეთებას ვაპირებ“, რადგან მათ იციან, რომ როგორც კი პოზიტიურ წინადადებას იტყვიან, რაღაცა მათი ხელის შემშლელი მაშინვე ამუშავდება. თუმცა არაფერი მსგავსი არ მოხდება თუ საუბრის ნეიტრალურ ფორმას გამოვიყენებთ. რა არის ამის მიზეზი? რატომ ჩანს ნეგატივი ასეთი ძლიერი, მაშინ როცა რეალურად პოზიტივი უფრო ძლიერია. როცა ჩვენ პოზიტიურ განზრახვებს ვქმნით ჩვენ უბრალოდ მარტივად ჩვენი ადამიანური თვალსაზისიდან ამოვდივართ, ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს შეზღუდვები ჩვენთვის ბუნებრივია, მაგრამ ეს  ბოროტების მცირე ნაწილი კი არაა, ესაა ბოროტება მთლიანად - პოლარობის კანონი ავტომატურად აამოქმედებს ჩვენი განზრახვის ოპოზიციას. ამიტომაცაა ის ყოვლისწამლეკავი - თითქოს მთელი ოკეანე ერთ ნაფოტს ებრძვის და შორს მიაქანებს მას, შესაბამისად ყველა ის ნეგატივი რისაც კაცობრიობას სჯერა, ყველა მისი შიში ერთად გროვდება და გადარეცხავს ჩვენს დადებით განზრახვას.  თუმცა დადებითი განზრახვის ისე აგება შეიძლება, რომ არაფერმა დაგვიმსხვრიოს თუ დავაყოლებთ „ღმერთის შემწეობით“ ან „უზენაესი კანონის შემწეობით მე ვაპირებ გავაკეთო ესა და ეს“, ეს დებულება მოიცავს მთელ სამყაროს, რადგან არც ღმერთს და არც უზენაეს კანონს არ ჰყავს მოწინააღდეგე. სატანამ ერთხელ სცადა ღვთაებრივს გასჯიბრებოდა მაგრამ ამ ბრძოლამ კრახამდე მიიყვანა. სამყარო კეთილად და ბოროტად არ იყოფა. უზენაესი კანონი მხოლოდ ერთია და ესაა ყველაფერი. შესაბამისად როცა ჩვენს განზრახვებს ღმერთით ან აბსოლუტით ვუმაგრებთ ზურგს გაზრახვა შეგვიძლია ნებისმეირი ფორმით ავაგოთ, რადგან ამ ორისთვის არ არსებობს წინააღმდეგობა. 
 
არსებობს სხვა გზაც პოლარობის კანონის გასანეიტრალებლად. ამისთვის საჭიროა გამუდმებით არიდებდეთ თავს ნეგატივის დანახვას და სიმძიმე მუდამ პოზიტიურ შკალაზე გადაგქონდეთ. ეცადეთ ყველაზე უფრო უსიამოვნო საგნებსა და მოვლენებშიც კი რაღაცა კარგი დაინახოთ. როგორც კი სიმძიმის ცენტრს სწორ პოზიციაზე გადმოვიტანთ, ასე თუ ისე პოლარობის კანონი განეიტრალდება და საბოლოოდ ჩვენს ცხოვრებაში სულაც შეწყვეტს მოქმედებას. ახლა უკვე მხოლოდ პოზიტივიღა მოვა ჩვენთან. როგორც წესი ნეგატივი და პოზიტივი ყოველთვის ერთად იზრდებიან და ეს სწორედ პოლარობის კანონის გავლენით ხდება. მაგრამ როგორც კი გვერდს ავუვლით ამ კანონს, აღმოვაჩენთ, რომ არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, არანაირი დაყოფა დღედ და ღამედ, ეს მხოლოდ მეტაფორული ნათქვამია. არსებობს მხოლოდ მარადიული დღე. გამოცხადებაში, შთაგონებული მწერალი, როცა წმინდა ქალაქს აღწერს, ის ოთხივე კუთხივ არის განათებული, ესაა სრულყოფილი სამეფო და ის ამბობს: „აქ არ არის ღამე“. არ არსებობს ნეგატივი, არ არსებობს პოლარობის კანონი აბსოლუტში იქ მხოლოდ განუყოფლობაა. 
 
ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვლაპარაკობდეთ სიკეთეზე, არამედ უნდა ვხედავდეთ და ვიცავდეთ კიდევაც მას, არ უნდა ვცდილობდეთ მივუტევოთ ბოროტება არამედ მხოლოდ ავხსნათ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი აზროვნების პროცესის კვალობაზე, ყველაფრის უკან რეალური მოტივები დავინახოთ. ასე კი ყოველთვის შევძლებთ პოზიტივის პოვნას. არასოდეს დგება სიკეთის სრული არდასწრება. როცა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განზრახვებს ვქმნით, გვმართებს პოზიტიურები ვიყოთ, მაგრამ პოზიტიურები უზენაესი კანონის თანახმად, რომელიც ზურგს გვიმაგრებს და ჩვენს ყოველ სიტყვას უკან გვიბრუნებს. ჩვენ გვმართებს პოლარობის კანონი იმ მანძილზე ამოვიცნოთ სადაც მისი ჩარევის მცდელობების განეიტრალებას შევძლებთ და ასე ყოველთვის გვეცოდინება, რომ ეს ცვალებადი და დროებითი კანონია, რომელზე ამაღლებასაც ჩვენ ერთ დღეს აუციელბლად შევძლებთ. როცა ამ კანონს დავძლევთ ჩვენ მივაღწევთ ისეთ ძალას, რომელიც ახლა ძალიან დიდი და მიუწვდომელი გვეჩვენება. საუკეთესო გზა -  მზად იყოთ ნეგატივთან შესახვედრად პირველ რიგში არის მისი აღმოჩენა, მეორე არ გეშინოდეს მისი და ბოლოს გააუვნებელყო ის იმისი გაცნობიერებით რომ რეალურად  ნეგატივი არ არსებობს მარადიული ჰარმონიის სამეფოში. უბრალოდ თვალების დახუჭვა და იმის თქმა, რომ ბოროტება როგორც ასეთი არ არსებობს საერთოდ არაა მიზანშეწონილი, რადგან ის არც დააყოვნებს ისე გამოგეცხადებათ და ყველაფრის მიზეზი სწორედ პოლარობის კანონი იქნება. თუ რაიმეს გაკეთება გვინდა მოდი გავაკეთოთ კიდეც და ვიცოდეთ კიდეც, რომ ზურგს უზენაესი კანონი გვიმაგრებს, ის დაგვეხმარება და ხელს მოგვიმართავს ყველაფერში რაც მართებულია. 
 
ყველამ ვიცით რა რთულია საიდუმლოს შენახვა. ის თითქოს ტუჩებს გვწვავს და გვინდა სწრაფად განვთავისუფლდეთ მისგან. რატომ? პოლარობის კანონის გამო. როცა გვეუბნებიან, რომ არ გავთქვავთ, სიჩუმის წინააღმდეგ ამ კანონის გამუდმებული მოქმედების გამო ჩაგვესმის „თქვი“ და ჩვენ ყოველთვის ვნებდებით ამ უსიტყვო ბრძანებას, ადამიანები ამას ცდუნებას ეძახიან, ეშმაკის ხმას, რეალურად ეს სხვა არაფერია თუ არა პოლარობის კანონი. 
 
ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე თავს იმ მდგომარეობაში, როცა ვერ გადაგვიწყვეტია რა გავაკეთოთ. რატომ ხდება ასე? ისევ და ისევ პოლარობის კანონის გამო. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ და როგორც კი ამას ვაკეთებთ მაშინვე ვნანობთ ამის შესახებ. ზოგიერთ ადამიანთან მიმართებაში პოლარობის კანონი ისე ძლიერად მოქმედებს, რომ ისინი ვერასოდეს წყვეტენ რა გააკეთონ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ გადაწყვეტილების მიღების უუნარონი არიან, მათ ეს უნარი ნამდვილად აქვთ, არამედ იმიტომ რომ ისინი ისე ექვემდებარებიან პოლარობის კანონს, ისე იღებენ მას, რომ როგორც კი რაღაცას გადაწყვეტენ ეს კანონი მოქმედებას იწყებს - წინ წამოსწევს მდუმარე წინააღმდეგობას რაც აიძულებს მათ გადაწყვეტილება შეცვალონ და სხვა არჩევანი გააკეთონ. ხოლო როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას იღებენ ძველი ისევ ცოცხლდება და ა.შ. სანამ ნებისყოფის ძალით ერთზე არ ჩამოყალიბდებიან. ავიღოთ ადამიაები ე.წ მოწინააღმდეგე სულით, როგორც კი მთთან საუბარს ვიწყებთ ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ჩვენს ნათქვამს. მათ კამათი სწორედ პოლარობის კანონის გამო უყვართ. ხან და ხან საკუთარ მოსაზრებებსაც კი ეწინააღმდეგებიან და ამას ვერაფერს უხერხებენ.
 
ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად მცირე ექსპერიმენტი მოვაწყოთ, რომელიც წარმოაჩენს როგორ მოქმედებს პოლარობის კანონი. როცა კამათს დაიწყებენ კონცენტრირდით რამდენიმე მომენტზე და ჩუმად უარყავით ეს კანონი, უარყავით მისი ძალა და აღიარეთ ერთობა, ჰარმონია. ასე შესძენთ ძალას პოზიტივის შკალას. მერე კი კამათის გაგრძელების ნაცვლად თქვენი მოწინააღმდეგე სავარაუდოდ იტყვის: „რა აზრი აქვს კამათს?“ აქ არა მხოლოდ იმის კარგ მაგალითს ვხედავთ როგორ დავაცხროთ ვიღაცის კამათის მოყვარული სული, არამედ ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია როგორ გავიმკლავდეთ ამ უკანადაბრუნების კანონს და როცა ამას გავაკეთებთ ჩვენ ამ ადამიანს მენტალურადაც კი ვეღარ ვეტყვით ამ ადამიანს რომ მან აღარ უნდა გააგრძელოს კამათი, ეს მენტალური პროცესი უკვე შეექმნილია ჩვენში ჩვენს მიერვე, სრულიად იმპერსონალურად, იმ ადამიანის სრულიად გაუთვალისწინებლად რომელიც გვეკამათება.
 
ქმედება და უკუქმედება ამ კანონის კიდევ ერთი გამოვლინებაა. როცა ადამიანები გარკვეული დროის განმავლობაში ერთი მიმართულებით მიდიან და აწყდებიან გარკვეულ შეზღუდვას, ისინი მაშინვე ბრუნდებიან და იწყებენ საწინააღმდეგო მხარეს სიარულს, რათა ისევ პირველ მდგომარეობას დაუბრუნდნენ და ასე გრძელდება მუდამ. 
 
ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ზოგიერთ რელიგიაში, მეცნიერებაში ან თუნდაც პოლიტიკურ მოძრაობაში. დიდი სულიერი გამონათების შემდეგ ადამიანები ძალიან რეალისტები ხდებიან, ხოლო ზედმეტად მატერიალური პერიოდების მერე კი ადამიანები ისევ ეძებენ სულიერ საზრდოს. ხოლო მიზეზი თუ რატომაა ასე რთული მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა ისაა რომ ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯზე უფრო ძლიერდება უკან მიბრუნების ძალა და ესაა პოლარობის კანონის მოქმედება, რომელთან ერთადაც, როგორც წესი, მუშაობს რითმულობის კანონიც.
 
ფსიქოლოგიის სტუდენტებმა იციან ადამიანის ხასიათის ამ თვისებურების შესახებ. თუმცა ადამიანთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისებები მათივე განუყოფელი ნაწილი ნამდვილად არაა, ეს არაფერია თუ არა პოლარობის კანონის მანიფესტაცია ადამიანურ არსებაში. ხოლო ვინც უმეტეს შემთხვევაში არ იცის როგორ ამაღლდეს ამ კანონზე, სათამაშო ხდება მის ხელში. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, გავაანალიზოთ ეს კანონი და ვისწავლოთ როგორ ავუაროთ მას გვერდი. 
 
თავიდან პოლარობის კანონი ყოველი ადამიანის გონების ხვეულებში იჭრება. ესაა გონების ქმნილება, მისი საკუთარი შვილი, მოგვიანებით კი როცა ეს კანონი საკმარისად ძლიერდება უკვე საკუთარ შემქმნელს იმორჩილებს, ყველაზე უფრო დაუმორჩილებელი ხდება და უკვე ორივე პლანზე მოქედებს - ფიზიკურზეც და მენტალურზეც. აქედან მართავს მსოფლიოს რკინის კვერთხით. მაგრამ ჩვენ უზენაესი კანონის ხელშეწყობით შეგვიძლია ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ნებით დავამარცხოთ პოლარობის კანონი და მისგან განვთავისუფლდეთ.
 
რიტმულობის კანონი: ყველაფერი ამქვეყნად, ადამიანთა ცნობიერების ამ მდგომარეობაში ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, ადის და ჩამოდის, როგორც გამაწონასწორებელი ქანქარა. 
 
ამ კანონს კიდევ ქანქარას კანონსაც ეძახიან. რადგან მისი მოქმედება ქანქარას მოძრაობას ჰგავს. ქანქარაც ადის ზემოთ ერთ მხარეს და მერე ისევ ქვემოთ ეშვება და ისევ და ისევ ასე იმეორებს. ეს კანონი ჩვენ ცხოვრებაში ორ პლანზე მოქმედებს ფიზიკურსა და მენტალურზე. სხვა და სხვა გზებით. დასაწყისისთვის მისი ფიზიკურ და მენტალურ პლანზე მოქმედება უნდა ავხსნათ. ის განსაკუთრებით შესამჩნევია შტორმის ტალღებში როგორ ც ზღვაზე ისე წყლის სხვა სხეულებში სადაც შტორმის დროს ტალღების გაჩენა შესძლებელია. ეს ხატება გვიჩვენებს როგორ იმართება ტალღის ენერგია ამ კანონით.
 
ტალღის ზევით-ქვევით მოძრაობის ენერგია მას კიდევ უფრო ზრდის, სანამ ტალღა კულმინაციის წერტილს არ აღწევს. მერე კი დგება მომენტი, როცა ტალღა თავისივე წონის გავლენით ეცემა ძირს - მერე კი ისევ გრძელდება ზეასვლის და დაცემის ციკლები. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული იერსახეა. რეალურად, ენერგია რომელიც წარმოშობს ტალღას მას შემდეგ რაც ის უმაღლეს წერტილს აღწევს მოქმედებას წყვეტს. რიტმულობის კანონი სრულად იმეორებს მის მოძრაობას. როგორც კი ტალღა კულმინაციის წერტილს აღწევს ის უეცრად ბრუნდება უკან და მთელ გზას გაივლის ქვემოთ სანამ თავის ყველაზე დაბალ წერტილს არ მიაღწევს, იმ წერტილს საიდანაც აღმასვლა დაიწყო. და როგოც კი ის ჯერ თავის ყველაზე დაბალ და მერე ყველაზე მაღალ წერტილებს აღწევს - ყველაფერს ისევ ახლიდან იწყებს. თავიდან წყლის ქვეშაა და უჩინარია, მერე კი ზედაპირზე ამოდის ტალღის სახით, რათა უმაღლეს წერტილს მიაღწიოს და მერე ისევ ახლიდან იწყებს ძალების მოკრებას წყლის ქვეშ. გარკვეული ნაწილი ამ წინმსწრაფი მოძრაობისა ზედაპირზე მოგვეცემა როგორც ტალღა. თუმცა მთელი უჩინარი ნაწილის მოძრაობა წყლის ქვეშ იმალება - უჩინარია მაგრამ ძალიან ძლიერი. სწორედ ეს განაპირობებს ოკეანეში ტალღების გაჩენას. ყველა მოცურავემ იცის ეს წყალქვეშა დინება, მას მიქცევა ჰქვია, და ის საშიშია რადგან შეიძლება შეგითრიოთ. მერე კი როგორც ზოგიერთი თქვენგანი უკვე მიხვდა, მთელი მოქმედება ფიზიკურ პლანზე სწორედ რიტმულობის კანონით განისაზღვრება. 
 
რიტმულობის კანონი მოქმედებს როგორც ფიზიკურ ისე მენტალურ პლანზე, რადგან ამ ორივე ინსტანციაზე ის თავად იმართება უზენაესი კანონით. ჩვენ, რომლებიც ცნობიერად ვცხოვრობთ ამ ორივე პლანზე ვექვემდებარებით რიტმულობის კანონს ვიდრე არ ვისწავლით ავმაღლდეთ მასზე. 
 
კაცობრიობის განვითარება ოკეანის ტალღებს გავს, ისიც ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს სანამ უმაღლეს მწვერვალს არ მიაღწევს, მერე კი საწყის წერილთან დაბრუნებას იწყებს. ჩვენ ნაწილობრივ ვხედავთ ოკეანის ენერგია როგორ ამოდის ზედაპირზე ტალღად, ხოლო მისი ნაწილი კი წყალში რჩება როგორც წყალქვეშა დინება, ზუსტად ასევე  ხდება კაცობრიობის ევოლუციისასაც. კაცობრიობის პროგრესი შეიმჩნევა მხოლოდ მაშინ როცა რიტმულობის კანონი სოციალურ ფონზე გამოვლინდება, როგორც ხილული ტალღები ოკეანეში - მათი საწყისი აღმასვლის მოძრაობა ისევ ისე შეუმჩნეველი რჩება როგორც ოკეანეში, ვიდრე ისევ ტალღებად არ გადაიქცევა და ასე დაუსრულებლად. თუმცა მთელს ამ საქმეს ასე ვთქვათ რეალურად ოკეანის საიდუმლოება ასრულებს, უტყვი, უხილავი პროგრესი იმალება ფარულ წინმსწრაფ მოძრაობაში. 
 
როცა უკანადახევის მოძრაობა იწყება, თავიდან ის სრულიად შეუმჩნეველია, მაგრამ მისი სიმძლავრე უფრო და უფრო იზრდება ვიდრე ყველაზე ქვედა წერტილს არ მიაღწევს, ასევეა ოკეანეშიც მიქცევა თვალით ისეთი შესამჩნევია არაა როგორც შეგრძნებით. ზედაპირზე ჯერ ისევ ჩანს, როგორ მიისწრაფის ყველივე წინ, თუმცა ამავე დროს არსებობს წყალქვეშა დინებაც რომელიც ყველაფერს, რაც საკმარისად ძლიერი არაა რომ წინ აღუდგეს ამ ჩამთრევ მძრაობას, ძირს ითრევს.  უკანდახევის მოძრაობა ისე ძლიერია, რომ კაცობრიობას თავის საწყის წერტილზე აბრუნებს და სულ მცირე მოგებას უტვებს ისიც იმ კანონის ძალით რომელსაც ევოლუციის კანონი ეწოდება, რომელიც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება რიტმულობის კანონის მოქმედებას. 
 
თუ ჩვენ მათემატიკურად, ციფრებით გამოვსხავთ ადამიანური რასის უმაღლეს მოძრაობას  და ასევე უკანდახევის მოძრაბასაც ამ კანონით მათი წაკითხვა შემდეგნაირად იქნება შესაძლებელი: წინმსწრაფ მოძრაობში კაცობრიობას აქვს პროგრესის აღმასვლა, მეტაფორულად თუ ვიტყვით 12 ფუტი მაგრამ როგორც კი უკანდახევის მძრაობა იწყება, რიტმულობის კანონი კაცობრიობას 11 ფუტით გაისვრის - 11 და ¾ -ც კი და მთელი პროგრესი ¼ ინჩზე დადის, სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ მიდის კაცობრიობის ევოლუცია ასე ნელა. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცხოვრობთ და ამ დროსთან შედარებით ძალიან მცირე წინსვლა გვაქვს და ეს ყველაფერი რიტმულობის კანონის გამოა. რომ არ არსებობდეს კანონი, რომელიც ასე გვახევინებს უკან კაცობრიობა დიდი ხნის წინ გადაჭრიდა ევოლუციის პრობლემას. ამ კანონს კი სამუდამოდ ჰყავს კაცობრიობა თავის კლანჭებში მომწყვდეული. და რომ არა ევოლუციის კანონი, რომელიც ამბობს რომ : „ნებისმიერი ვიბრაცია თავისი ბუნებით მიმართულია ზეასვლისთვის მარადიული ჰარმონიის შკალაზე.“ ესაა დატანჯული კაცობრიობისთვის სიყვრულის მიერ გამოგზავნილი იმედის მარცვალი, რათა გაამხნევს ის და მისცეს ძალა შეეწინააღმდეგოს რიტმულობის კანონის ზოგიერთ გამოვლნებას. სწრედ ევოლუციის კანონის გამვლინების გამო ვხედავთ, რომ ყოველი ვიბრაცია მიმართულია ზემოთ, მიუხედავად იმისა, რმ რიტმულბის კანონი ყოველთვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 
 
ახლა აგიხსნით როგორ მოქმედებს რიტმულობის კანონი ჩვენს ყოველდღიურობაში. ჩვენს უმრავლესბას ნამდვილად ჰქონია ცხოვრებაში ისეთი დღეები, როცა ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და ისეთებიც, როცა ყველაფერი როგორც არ უნდა ვეცადოთ და დავიწყთ მაინც იშლება. ესაა რიტმულობის კანონის ზეასვლა და დაცემა და სწორედ ეს ქმნის ამ განსხვავებას. უნდა გვახსოვდეს, რო კეანეში დიდი ტალღებიცაა და მცირეც. ყველი დიდი ტალღა მცირედან იქმნება და ყოველ მცირე ტალღას ეს კანონი მართავს, ამავე მოძრაობებით - ზევით/ქვევით, ასე იქმნება დიდი ტალღები რიტმულობის კანონის ზემოქმედებით.
 
ბიზნესმენებმა ასევე იციან ეს კანონი, ხშირად გაცნობიერებულად, უმრავლეს შემთხვევაში კი არაცნობიერად. მათ ბიზნესში ყოველთვისაა პერიოდები როცა ყველაფერი კარგად მიდის და პერიოდები როცა ხელი არ ეწყობათ. ასეთი პერიოდები ხან ხანგრძლივია, ხან არა ოკეანის ტალღებივით და ისინი მერდებიან. ისტორიაშიც ზოგიერთი ფაქტი მეორდება და ჩვენ ვამბიბთ: „ისტორია მეორდება“. ეს რიტმულობის კანონია, ისაა ამ მიქცევ-მოქცევის მიზეზების მოტივატორი. ადამიანები, რომლებიც ხოვრებაში წარმატებულნი არიან, ისინი ვინც კარგად  გაუგეს ამ კანონს, მოქმედებენ ისე როგორც კარგი მოცურავეები  აღელვებულ ზღვაში. როდესაც ეს კანონი მათ უკან შეთრევას იწყებს ისინი არ კარგავენ მხნეობას და არ იპყრობთ შიში, ამის საწინააღმდეგოდ, როგორც კარგი მოცურავეები ისინი მამაცურად აკეთებენ ყველაფერს არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაიხსენონ რა მაგარი იყო ტალღის ქიმზე. ისინი ისევ მიცურავენ ძალიან ენერგიულად მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, სანამ ამ მცდელბებით მიზანს არ მიაღწევენ. შედეგი კი ის იქნება, რომ იგივე ტალღები მათი უკან გათრევის ნაცვლად ისევ დაიწყებენ წინ წაწევას. ხან ეს ძალიან ნელა ხდება, ხან კი სწრაფად - თუმცა მოძრაობა ყოველთვის წინ მიისწრაფის და უკვე შეუძლებელია ყოველგვარი უკუქცევითი მოძრაობა. ამ პირობებში, როცა ეს ზღვის ტალღებზე ხდება, ჩვენ ვხედავთ როგორ წყნარდება ღელვა, ხოლო როცა ჩვენს ცხოვრებაში ხდება ვხედავთ როგორ იხევს უკან წარუმატებლობა და წარმატებულები ვხდებით. ვინმემ ყველაზე წარმატებული ადამიანის ცხოვრება რომ გააანალიზოს, მნიშვნელობა არ აქვს ცხოვრების რა სტილს მისდევს ის - იქნება ეს რელიგია, მეცნიერება, ბიზნესი, ხელოვნება თუ პოლიტიკა, აღმოაჩენს, რომ ყოველი ქალი იქნება ეს თუ მამაკაცი, რომელიც ერთხელ მაინც იქნება წარმატებული - ასევე ფლობს იმავე დონის ცუდ გამოცდილებასაც. 
 
თავიდან დიდი განსაცდელი, წინააღმდეგობა და მარცხი, დაჟინებული - ალბათ ათასჯერ განმერებული ჩავარდნა, მაგრამ მერე ისევ წინ სწრაფვა. ენერგიით სავსენი, ისინი ისევ იმედვნებენ, რომ ერთ დღეს ისევ მიაღწევენ წარმატებას და ერთ დღეს აღწევენ კიდეც. სწორედ ამ დღეს ისინი ამარცხებენ რიტმულობის კანონს იმ ზომამადე რაც ჩვენს ამჟამინდელ ადამიანურ ცნობიერებას შეუძლია. ხოლო მაშინ როცა ეს კანონი სულ ოდნავ მაინც ახერხებს მათ ქვემოთ დაწევას, ისინი ისევ ზემოთ მიისწრაფვიან. 
 
ახლა ისმის კითხვა, როგორ გავანეიტრალოთ ეს კანონი და უპირატესობა მოვიპოვთ მის მიქცევ-მოქცევით მძრაობაზე. პირველი, რაც უნდა მოვიმქმედოთ როცა რიტმულობის კანონი ამქმედდება და შეგვიტევს - არ უნდა შეგვეშინდეს, არ მივეცეთ სასოწარკვეთას და ვეცადოთ რაც შეიძლება ენერგიულად გავცუროთ წინ წინააღმდეგობის მიუხედევად, მაშინაც კი როცა ჩვენი მცდელბების მიუხედავად ტალღა ძალიან შორს და ღრმად ჩაგვითრევს. ამის შემდეგ აღარ ექნება დიდი მნიშვნელბა რა ზიანი მოგვაყენა ამ კანონმა, მნიშვნელვანი დეტალი რაც უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ ერთ დღეს, სწორედ ამ რიტმულობის კანონის გამო ყველაფერი ისევ შებრუნდება და წინ წაიწევს და ზეასვლითი მოძრაობა დაიწყება. ამ კანონის არსებობა ჭეშმარიტებაა. ამიტომაც, ყველაზე ცუდ მდგმარეობაშიც კი, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც თავს დავაღწევთ ფსკერს თუ ვიბრძოლებთ და თავს უფლებას არ მივცემთ გავტყდეთ და არ დავემსგავსებით ფსკერზე მდებარე ქვას, რომელიც არ იძვრის. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი შეიძლება დაეცეს მაგრამ არ გაითიშოს. როგორც კი ფსკერს მივაღწევთ, ზეასვლის მოძრაობაც დაიწყება და ბოლოს უმაღლეს მწვერვალსაც მივაღწევთ. ბრძენმა ხალხმა იცის,რომ ეს სწორედ ის დროა, როცა ფრთხილად უნდა იყო. ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კანონი,შეგვიძლია თვალი ვადევნთ სანამ მართლა დავძლევთ მას. ეს არ ნიშნავს, რომ ამ კანონის უნდა გვეშინოდეს, მაგრამ უნდა გავფრთხილდეთ და როცა დავინახავთ, რომ უკუსვლის მოძრაობა დაიწყო პოზიტიურად განვეწყოთ და უბრალოდ არ მივიღოთ უკუქცევა, ისე როგორც კარგი მოცურავე ებრძვის მიქცევის ტალღებს. როგორც კი რიტმულობის კანონი უკუსვლას დაიწყებს, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ყველაფრით რაც ხელში მოგვხვდება, რადგან წინააღმდეგობა ჩვენი ვალია, მაგრამ აღარაფერი აღარ უნდა მოვიმოქმედოთ როცა წინსვლის მოძრაობა  დაიწყება. ეს როგორც წესი მარცხით მთავრდება. მართლაც როცა ვიღაცა ეწინააღმდგება უკუსვლის მოძრაობას ვიდრე ის თავის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, ერთ დღესაც ის წარმატებული გახდება , თუმცა რატომ უნდა ვხარჯოთ ენერგია უკუსვლის მოძრაობასთან საბრძოლველად, როცა უფრო ადვილი და ჭკვიანურია დაველოდთ აღმასვლის მოძრაობის დაწყებას, რიტმულობის კანონს დავეხმაროთ და ჩვენი დაზოგილი ენერგიით გავაუმჯობესოთ შედეგი.
 
ამ კანონის მოქმედების წყალობით ყველას ცხოვრებაში დგება წარმატებისა და წარუმატებლობის მომენტები. ამიტომაც,როცა ვხედავთ, რომ წარმატების გზაზე ვდგავართ უნდა გავაკეთთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რათა ყველა მიმართულებიდან მივიღოთ, ყველა შესაძლო შედეგი რისი მოტანაც რიტმულობის კანონის პოზიტიურ მხარეს შეუძლია. ეს ავტომატური, არაცნობიერი კანონია, სამაგიეროდ ჩვენ ვართ ცნობიერები. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავაცუროთ ეს კანონი და შეგვიძლია უზენაესი კანონის დახმარების იმედი გვქონდეს. რადგან რიტმულობა დროებით კანონია და ერთ დღეს მას აუცილებლად დავაღწევთ თავს. პოლარობის კანონის მსგავსად ის მაშინ აღმოცენდა, როცა ჩვენი მატერიალური ცნობიერების სპირალი დაიხვა და მაშინ გაქრება როცა თავს დავაღწევთ ცნობიერების ამ მდგმარებას. ავიღოთ მაგალითად ამბავი ბიბლიიდან - ფარაონის სიზმარი - სადაც შვიდი მსუქანი ძროხა შეჭამა შვიდმა გამხდარმა ძროხამ და ისევ გამხდრები დარჩნენ. სწორედ რიტმულობის კანონის მოქმედება ესიზმრა ფარანს და იოსებმა შეძლო სწორად აეხსნა ის. იოსები ბრძენი იყო. მან იცოდა როგორ მოქმედებდა რიტმულობის კანონი და თავი როგორ უნდა დაეღწიე მისგან, ამიტომაც მან თქვა: „შვიდი მოსავლიანი წლის განმავლობაში მოაგროვეთ ყველაფერი რაც შეიძლება. ამგვარად მან ისარგებლა რიტმულობის კანონის ზეაღსვლის მომენტში ყველა შესაძლო მიმართულებით და მერე როცა მოაგროვა ყველაფერი რაც შეძლო მოსავლიან წლებში და როცა შიმშილისა და უკუსვლის მოძრაობა დაიწყო უკვე მზად იყო, რომ ამ დაცემის პერიდისთვის გაეძლო. ასე მომზადებულმა შეძლო დაეძლია ეს კანონი. ჩვენც ასე უნდა მვიქცეთ და მივყვეთ იოსების მაგალითს - როცა რიტმულობის კანონის წინსვლის მოძრაობა დაიწყება გამოვიყენოთ  მისი ძალა ყველა შესაძლო მიმართულებით, არ აქვს მნიშვნელბა რა მცდელობებს მივმართავთა ამ მომენტში, ყველა მაინც წარმატებული იქნება. მაგრამ როგორც კი უკუსვლის მოძრაობა ისევ დაიწყება ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გამგვეპარს მისი დასაწყისი. რაც უფრო ხშირად მოიქცევით ასე, მით უფრო შეძლებთ ამ კანონის განეიტრალებას. თან და თან შეამჩნევთ,რომ უკუსვლის მოძრაობა სულ უფრო სუსტდება, სანამ ბოლოს სულ არ გაქრება და მხოლოდ წინსვლას დაუთმობს ადგილს. როცა ამ მდგომარეობას მიაღწევთ თქვენი ცხოვრების ზღვის ღელვა დასრულდება და შეძლებთ თქვათ, რომ სძლიეთ რიტმულობის კანონს. მისი ნეგატიური მოქმედება შეწყდება, მხოლოდ პოზიტიურ ძალებს დატოვებს, რომლებიც მერე სულ გამოგვადგება. ქვემოთ მოყვანილია თუ როგორ მოქმედებს რიტმულობის კანონი, როცა ის სრულად დაიძლევა. 
 
ჩვენთვის აუცილებელია ამ კანონის და მისი მოქმედების ცოდნა, რადგან უმწეონი ვჩანვართ მასთან ბრძოლაში. ხალხს ისე ეშინია მისი გამოვლენის, რომ ამით ცრურწმენებს კვებავენ, ვიღაცა გეუბნება: „რა კარგად გამოიყურები“ ან „რა წარმატებული ხარ შენს საქმეში“ და მაშინვე ადამიანების უმრავლესობა ხეზე აკაკუნებს. რატომ? ცუდ გავლენას რომ გაექცეს. ცრურწმენა რომლითაც ხეზე ვაკაკუნებთ აღმოცენდა იმიტომ, რომ ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ როგორც კი ვინმე ეტყვის, რომ კარგად გამოიყურებიან ან საქმეები კარგად მისდით მაშინვე წარუმატებლობა იწყება მის ცხოვრებაში. ყველაფერ ამის უკან დგას დროებითი კანონები - რიტმულობის და პოლარობის კანონი. ბევრი ცრურწმენა გაჩნდა ამ კანონების მოქმედებით, მაგრამ რეალურად ამ ყველაფერს არ შეუძლია მათი მოქმედების გამოწვევა. ეს მხოლოდ ჩვენი მენტალური მიმართებაა, ამ კანონის მოქმედების ცოდნა და ღვთის მიერ ბოძებული ძალის წყალობით ვუმკლავდებით მას. 
 
სქესის კანონი - ყველაფერს ამქვეყნად კაცობრიობის ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაში აქვს ორი სქესი - მდედრობითი და მამრობითი. 
 
გენდერული კანონი თავს მთელ ქმნილებაში ძალიან აგრესიულად და ძალადობრივად ავლენს ე.წ საწინააღმდეგო სქესებს შორის  - მამრობითსა და მდედრობითში და ეს არ ვლინდება მხოლოდ ადამიანებს შორის, არამედ ცხოველებში, მცენარეებში,მინერალებში, ელექტრულ და მაგნიტურ ტალღებში და ა.შ. გენდერის კანონი არა მარტო ფიზიკურ პლანზე ფუნქციონირებს, ის ასევე ყოველი ადამიანის გონებაშიც ვლინდება კაცი იქნება ეს თუ ქალი. ორივეს გააჩნია მენტალური არსი სადაც გენდერის კანონი ავლენს თავს. ყოველი ინდივიდის გონებას აქვს ცნობიერება, რაც მამრობით სქესს მიეკუთნება და ქვეცნობიერი რაც მდედრობით სქესს მიეკუთნება. ეს ორი ნამდვილად გამოხატავს ჩვენი, ადამიანური გონების ორ მხარეს.  აზროვნების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ეფუძანება გენდერის კანონს. დეტალურად ამ ინფორმაციას განვიხილავთ მეექვსე გაკვეთილში.
 
ჩვენს გონებაში მესამე უცვლელი ნაწილიცაა, სახელად - ზე-ცნობიერი, რომელსაც მეშვიდე გაკვეთილში შევეხებით.
 
გაკვეთილში „გენდერის კანონი“ მისი მოქმედება ახსნილია იმ ფუნდამენტური მახასიათებლით როგორიცაა ჩვენი ე.წ ცნობიერების ამჟამინდელი მდგომარეობა ორი სქესთან მიმართებაში. ამჟამად კაცობრიობას გააჩნია ერთი მხრივ ქალური, ხოლო მეორე მხრივ მამაკაცური საწყისი. ეს ორი სფერო ორი ნაწილია რომლებიც როცა ერთიანდებიან ერთიან, დასრულებულ სფეროს ქმნიან. დღეს მიღებული რწმენის საფუძველზე ეს გაერთიანება საჭიროა გამრავლებისთვის, რათა დედამიწაზე ადამიანების მოდგმა გაგრძელდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შთამომავლობა, ეს მაინც რჩება უმაღლეს მისაღწევ მიზნად. უკანასკნელი მიზანი კი არის ამ გაკვეთილების სწავლა ასოციაციების გზით, თავიანთი ლატენტური დამატებითი თვისებების ორმხივად განვითარებით, ისინი შეძლებენ დაუსრულებლად იმოქმედონ ურთიერთშორის და ამის მერე ავტომატურად გაიყოფიან. სწორედ მათი გაყოფის მერე, ისინი აღარ იქნებიან ისეთები როგორებიც მანამდე იყვნენ. მათში უკვე უდიდეს ცვილებას ექნება ადგილი. შეხვედრამდე ისინი ჩნდებიან როგორც ნახევრები, მაგრამ დაჯახების მერე როგორც კი  მათი ასოციაციის მიზანი მიიღწევა, ისინი შორდებიან, რადგან ყოველი მათგანი ხდება დასრულებული სფერო. მამაკაცში, რომელიც მამრობითი თვისებების გარეგანი გამოხატულებაა, როგორიცაა - ენერგია, თავდაჯერება ინტელექტი და ა.შ ასევე ლატენტურად მოცემულია ყველა მდედრობითი თვისება - სიყვარული, მოთმინება სინაზე და ა.შ. ეს ლატენტურია მამაკაცებში, ხოლო როგორც კი დომინანტ თვისებებად ვლინდება, თავს ავლენს იმად რასაც ჩვენ ვუწოდებთ ქალს. დიახ, ქალებიც ატარებენ შინაგანად ყველა მამაკაცურ თვისებას, ეს არ ახასიათებს მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს, ეს მოცემულია მათ ფსიქიკაში. მაგალითად ბავშვის ემბრიონი თავისი მუცლადყოფნის დაახლოები 5 თვემდე თავის თავში ფსიქიკურად გამოხატულ ორივე სქესს ატარებს. სწორედ ამის მერე უყალიბდება მას ან ერთი სქესი ან მეორე. ეს განასხვავებს ვინ დაიბადება ბიჭი თუ გოგონა. დიახ, ადამიანების სხეულში არის საწინააღმდეგო სქესების შესამჩნევი კვალი. როგორც ჩვენს ფსიქიკაშია ისე ჩვენს ხასიათშიც, ყოველი ინდივიდის სიღრმეში მოცემულია განვითარებადი მათივე სქესის საწინააღმდეგო ლატენტური თვისებები. რეალურად ქორწინების მთავარი მიზანი და საერთოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი წარმოადგენს ამ განვითარების მოქმედებაში მოყვანას, რათა შეიქმნას დასრულებული ინდივიდუალური სფერო, უსასრულო სფეროს სახით, რასაც უზენაეს პრინციპს, აბსოლუტს  ვუწოდებთ. დაბადების პირველ თავში ვკითხულობთ: „და შექმნა ღმერთმა კაცი ხატად თვისად - მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“. მხოლოდ ორივეს თვისებების თანაბრად არსებობის პროცესი ქმნის ღვთის ხატის სრულყოფილ სახეს. ესაა საბოლოო მიზანი რომლისკენაც კაცობრიობის ევოლუცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის და ყოველ დღე სულ უფრო უახლოვდება. 
 
მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ნახევრების სამ წყვილს. ყოველი ნახევარი წარმოადგენს ქალს და მამაკაცს გვერდი გვერდ განლაგებულს სხვა და სხვა მიმართებით და ასე იქნება ეს სამი ჯგუფი. ადამიანთა მთელი ურთიერთბები მარტივად განლაგდება ამ სამ ჯგუფში. ხოლო თითოეული ამ სამიდან იქნება ინდივიდულური და არაფრით ემგვანება ორ დანარჩენს. პირველი წყვილი გვიჩვენებს ორ ნახევარს - მამაკაცს და ქალს, ერთმანეთისკენ სახით მიბრუნებულებს. მათ ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი გრძნობები როგორიცაა - აღფრთოვანება და სიყვარული. როცა მათ ურთიერთობაში მოუგვარებელი სიტუაცია ჩნდება ისინი ერთიადებიან დასრულებულ სფეროდ და ასე აგვარებენ პრობლემას. ზოგჯერ ასეთი კავშირი მოულოდნელად ჩნდება, როცა ორი ინდივიდი ბედავს გაერთიანდეს ამას ეძახიან „სიყვარული ერთი დანახვით“. როდესაც ორი ხდება ერთი, ჩანს, რომ ყველაფერი საერთოა მათ შორის - საერთო ინეტერესები, საერთო ღერძი რომლის გარშემოც მათი ცხოვრება ბრუნავს. ხოლო როცა ინდივიდები ასეთ პირობებში არიან, ისინი სრულყოფილებისა და ჰარმონიის ყოვლისმომცველ გრძნობაში ეხვევიან და ამას სამოთხეს უწოდებენ და ერთი წამითაც კი აღარ უნდათ დაშორება. ოდნავი სიშორეც კი საშინლად ტანჯავთ, რადგან სრულყოფილების განცდა ეკარგებათ. ეს გავს გახსნილ ჭრილობას, როცა პირებს გადაუწევენ და შესაბამისად ისინი კვლავ ბედნიერები არიან როცა ახლოს აღმოჩნდებიან ერთმანეთთან. ისინი იმედოვნებენ, რომ ასეთ პირობებში იქნებიან არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში არამედ მთელი მარადისობის განმავლობაში. როცა ორი ინდივიდი ასეთ ურთიერთბაშია ერთმანეთთან ეს უმტკვნეულოა და ამავე დროს უსარგებლოც  მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ისინი არაფრით ეხმარებიან სამყაროს. მათი მთელი ინტერესები ერთმნეთისკენაა მიმართული. მათი ენერგიის დიდი ნაწილი წყვილის შენარჩუნებაში იხარჯება მამაკაცი აკმაყოფილებს ქალის მოთხოვნილებებს და ქალი - მამაკაცისას. ისინი თავიათ საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ. სამყარო მათ გარშემო მათთვის არსებობას წყვეტს. ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ისინი არაფერს გასცემენ გარეთ და შესაბამისად სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტალური კანონი, მიზიდულობის კანონი ვეღარ ახერხებს მოქმედებას როგორც მისთვის დამახასიათებელია. მიზიდულობის კანონი მოქმედებს როგორც შინაგანად ისე გარეგნულად რათა ყველაფერი სრულყოფილ წონასწორობასა და ჰარმონიაში იქონიოს. თუ მთელი სამყარო აივსება ასეთი სფეროებით აღარაფერი გადაიღვრება ერთი სფეროდან მეორეში - ყველაფერი გაიყინება საკუთარ თავში, ხოლო სამყარო რომლესაც მიზიდულობის კანონის შემაერთებელი ძალა მოაკლდება ნაწილებად დაიშლება. თუმცა უზენაესი კანონი იზრუნებს იმაზედ რომ ასეთი პირობები მხოლოდ დროებითი იყოს და შემდეგი ცვლილებების მხოლოდ დასაწყისი გახდეს. როცა ორი ნახევარი ქალი და მამაკაცი გაერთიანდებიან ერთ სფეროდ, რომელთა ნახევრები ზუსტად ერგებიან ერთმანეთს მაგრამ ეს არაა მთლიანობა. ყოველთვის იქნება მათ შორის მცირე მანძილი სადაც ბოლომდე ვერ მორიგდებიან. სხვა თვისებების ჰარმონიასთან შედარებით ეს მცირე შეუსაბამობა შეუმჩნეველიც კია და მხოლოდ იმ პატარა სივრცეში სადაც თითქოს ვერ ეწყობიან ერთმანეთს და სადაც თვისებრივი ვაკუუმი ჩნდება რეალურად იზრდება ორივეს კომპლიმენტარული, ლატენტური თვისებები რადგან ადამიანებისთვის დაუშვებელია ვაკუუმი. გამოვლენილი მამაკაცური თვისებები მამაკაცებში ავრცელებს ქალის ლატენტურ მამაკაცურ თვისებებს , რადგან კანონი გვეუბნება რომ „სიყვარული იწვევს სიყვარულს“. ხოლო თავის მხრივ ქალში გამოვლენილი ქალური თვისებები ავრცელებენ მამაკაცში ლატენტურ ქალურ თვისებებს. ასე რომ ეს ორი საწყისი განუხრელად იზრდება და ავსებენ ღია სივრცეს ქალსა და მამაკაცს შორის. რაც უფრო იზრდებიან მით უფრო დამოუკიდებულები ხდებიან ერთმანეთისაგან. განვითარების ეს ეტაპები ისე იშლება რომ ვერც ერთი ვერ ამჩნევს ცვლილებებს ურთიერთობაში სანამ ორივე დამოუკიდბელი სფერო არ გახდება და თვიანთი ღერძის გარშემო არ დაიწყებენ ბრუნვას, დამოუკიდებლად და თავისუფლად. თუმცა ინტიმურად ისევ დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან ხოლო როგორც კი გააცნობიერებენ, რომ მათში რაღაც ფუნდანემტური ცვლილება მოხდა და მათი ახელილი თვალები ამ ცვლილებას დაინახავენ, ამ საოცრებას რაც მათმა გაზრდამ და უკეთესმა პირობებმა მოიტანა - მათი კავშირი მიაღწევს თავის დანიშნულებას და კანონიც აღსრულდება - ორი დასრულებული არსება ჩართული იქნება ცალსახად განვითარების პროცესში და მოვლენ სამყაროში რათა ცნობიერად ითანამშრომლონ მარადიულ, დიდ სქემასთან. 
 
მაგრამ ჩნდება კითხვა ეს ყველაფერი - სიყვარული, ნაზი ურთიერთობა მათ შორის სამუდამოდ წავიდა? არა, არავითარ შემთხვევაში. პირიქით, მათ არასოდეს ჰქონიათ სიყვარულის უფრო დიდი განცდა სისავსისა და ჰარმონიის უფრო აღმატებული გრძნობა მას შემდეგ რაც ინდივიდუალური დასრულებული სფეროები გახდნენ. როცა ნახევრები იყვნენ ერთმანეთს ნახევრების სიყვარულად აღიქვამდნენ, როგორც კი დასრულებული სფეროები გახდნენ მათ განიცადეს სრულყოფილი სიყვარული ერთმანეთსი მიმართ მთელი მისი უსასრულო გამოვლინებით. სრულყოფილ სფეროებად ყოფნისას და საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას ისინი ისევ განაგრძობენ ერთმანეთის აღქმას მთელი თავიანთი განსხვავებული ასპექტებით. ესაა ერთმანეთში დაუსრულებალად ახალი თვისებების აღმოჩენა. როგორც წესი ასეთ პირობებში მათი სიყვარული უფრო ძლიერი და სრულყოფილი ხდება. თავიანთი სრულყოფილების გამო ისინი ასევე ასხივებენ სიყვარულს როგორც ერთმანეთის ისე გარშემომყოფთა მიმართ - ასე ასრულებელ უნივერსალური ძმობის, სიყვარულის კანონს. ასე ხდებიან ისინი კაცობრიობის დიდი ოჯახის საჭირო წევრები, რადგან მათ უყვართ ყველაფერი უბრალოდ ყველაზე უფრო თავიანთი მეწყვილეები, რადგან მათი ურთიერთობა უფრო ახლოა. ამიტომ ჰქვიათ მეწყვილეები, მონათესავე და ტყუპი სულები, მაგრამ ამ ორი სიყვარული აუცილებლად მოიცავს სხვა არსებების სიყვარულსაც. ინკარნაციიდან ინკარნაციაში ჩვენს ყველანი ჩვენს პრობლემებზე ვმუშაობთ, განუხრელად ვხვეწთ ჩვენს შინაგან თვიებებს. როგორც წესი როცა ორი ინდივიდი ამ პოზიციაში ერთიანდება ეს ჯერ კიდევ წინა ინკარნაციაში მოემზადნენ ისინი ამ ურთიერთობისთვის. ამიტომაა, რომ როგორც კი ერთმანეთს შეხვდებიან მაშინვე უყვარდებათ ერთმანეთი.
 
როცა ორი ასეთი ინდივიდი თავის სიყვარულზე მუშაობს და ინდივიდუალური სფეროს დონეს აღწევს ბედნიერებაზე აღარ ფიქრობენ. მათი მთელი ცხოვრება და ფიქრები, მთელი მათი სიყვარული მიმართულია თავიანთი მეწყვილისკენ, ან თავიანთი მეგობრების სიყვარულისკენ. ისინი არაფერს ითხოვენ სანაცვლოდ, მაგრამ რადგან უკვე სრულყოფილ სფეროებს წარმოადგენენ ისინი უკანაც იმდენს იღებენ რამდენსაც გასცემენ. ესაა სიყვარულის უმღლესი სტადია რისი წარმოდგენაც კი შეგვიძლია ცნობიერების ამ მდგომარეობაში, რადგან ესაა სიყვარული სიყვარულისთვის და არა მიღებისთვის. ეს ყველაზე ახლოსაა ღვთაებრივ სიყვარულთან, რადგან ღვთაებრივი გასცემს მიღებამდე, პირველ რიგში ღმერთს ვუყვრვართ ჩვენ და მერე ამის სამაგიეროდ ჩვენ გვიყვარს ის. არანაირ სხეულებრივ გახლეჩვას და სიკვდილს არ შეუძლია გაარღვიოს ერთხელ უკვე შეკრული კავშირი.
 
მეორე დიაგრამა გვიჩვენებს სხვა ჯგუფს, ნაკლებად ჰარმონიულს მაგრამ უფრო მსგავსს. აქ მამაკაცს უყვარს ქალი, მაგრამ ქალი ვერ იღებს მის სიყვარულს რადგან მისი სული სხვა მამაკაცს ეკუთვნის რომელიც თავის მხრივ ქალის მიმართ ინდიფერენტულია. ამ პირობებეში ძალიან ძნელია სრულყოფაზე  მუშაობა, რადგანა არც ერთი მონაწილე მხარე არ ცდილობს ერთმანეთის დახმარებას. აქაც შეიძლება სრულყოფის პრობლემის გადწყვეტა მაგრამ სხვა გზით. პირველ რიგში მამაკაცი რომელსაც არ აქვს ქალის მისკენ მიმართული გამოვლენილი თვისებები ცდილობს საკუთარ თავსი არსებული ლატენტური სიყვარულისა და სინაზის გაღვიძებას. ამას ყველაფერს აკეთებს მარტო, დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით ინარჩუნებს სიყვარულს და მიმართავს მას თავისი ლატენტური ქალური თვისებების განსავითარებლად . სიყვარული შეაძლებინებს ამას. გამოუვა იმ ქალის გამო რომელიც უყვარს. ყველა ლატენტური ქალური თვისება რომელიც ამ მამაკაცშია - სიყვარული, მოთმინება, სინაზე, ინტუიცია და ა.შ ამ მამაკაცში სიყვარულის საშუალებით გამოვლინდება. ეს ნელი და მტკივნეული პროცესია. რადგან მამაკაცმა ყველაფერი მარტომ უნდა გააკეთოს, ქალის სიყვარულის დახმარების გარეშე. მას ყველაფერი  გამოუვა, რადგან უყვარს. როცა ის საბოლოოდ მიაღწევს სრულყოფას მისი დამოკიდებულება ქალის მიმართ შეიცვლება. თავიდან ეგოისტური დამოკიდებულება ექნება, მაგრამ რაც უფრო გაძლიერდება სიყვარული მით უფრო შესუსტდება ეგოიზმი. თავიდან ის უპასუხო სიყვარულით დაიტანჯება და იეჭვიანებს იმ კაცზე ვისკენაც ქალის სიყვარულია მიმართული. მაგრამ როგორც კი სრულყოფა დადგება ყველა ეს ნეგატიური შეგრძნება გაქრება რადგან ის ჰარმონიას თავის შიგნით იპოვის. ამის მერე ის აღარ იფიქრებს თავის ბედნიერებაზე.  ის თავის ბედნიერებას საყვარელი ქლის ბედნიერებაში იპოვის. მისთვის უკვე აღარ რსებობს ამაზე მეტი მსხვერპლი რადგან უკვე შეცვლილი არსებაა.
 
ასევე არსებობს ქალი, რომელსაც უყვარს კაცი რომელიც მის მიმართ გულგრილია. მანაც დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს თავის სრულყოფაზე მისი საყვარელი მამაკაცის სიყვარულისა და დახმარების გარეშე. მისი პრობლემაც სიყვარულის საშუალებით გადაიჭრება. მისივე სიყვარული აქცევს მას უფრო თავდაჯერებულად და ენერგიულად აიძულოს საკუთარი თავის გამოიყენოს რაციონალური მახასიათებლები და ასე მძიმე შრომის, დარდისა და სიძნელეების შედეგად  ბოლოს ისიც სრულყოფილი სფერო გახდება. მერე მთელი მისი სამოკიდებულება შეიცვლება თავისი უპასუხოს სიყვარულის ობიექტის მიმართ და დედობრივი თვისებები გაუჩნდება, გაუფრთხილდება, იზრუნებს მასზე, უანგაროდ  ყოველგვარი სამაგიეროს მოლოდინის გარეშე საერთოდ დაივიწყებს საკუთარ თავს მის გადასარჩენად. ის უკვე მზადაა ყოველგვარი თავგანწირვისთვის რადგან უკვე სრულყოფილი სფეროა. 
 
და როცა ეს ორი - პირველი მამაკაცი და ქალი სრულყოფილი სფეროები გახდებიან მათი ურთიერთობაც შეიცვლება. მათივე გასაკვირად ორივე იპოვის სიყვარულის იმ ძაფს რომელიც ორივე მხარეს აკავშირებს. ისინი მეგობრები გახდებიან და მერე შესაძლოა ქალი რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მასხარად იგდებდა მამაკაცის მის მიმართ სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებს. რატომ ხდება ეს უეცარი ცვლილება? რადგან როგორც სრულყოფილ სფეროს მას უკვე ყველა უყვარს და მერე პირველი მამაკაცი (შესაძლოა მისი ქმარი) ისე ახლოს იქნება მასთან , რომ ბუნებრივია მოხვდება ქალის მიერ გამოსხივებული სიყვარულის შუქში რომელიც უკვე ყველა მიმართულებით იფრქვევა.
 
მესამე ჯგუფი წარმოადგენს ორ ინდივიდს - ქალს და მამაკაცს, რომლებიც დაქორწინებულნი არიან მაგრამ ზურგი აქვთ შექცეული ერთმანეთისთვის. მათი უსიყვარულო ქორწინების მიზეზი შესაძლოა მოლაპარაკების შედეგი იყოს - მათივე მშობლებს შორის შეთანხმება რომლებმაც ვერ გაითვალისწინეს შვილების პირადი გრძნობები ან არ ჩათვალეს ყურადღების ღირსად. ასეთი ქორწინება უსათუო უბედურია და უამრავი ჩავარდნა მოაქვს სრულყოფისკენ მიმავალ გზაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დისჰარმონიულია ადამიანურ ურთიერთობებს შორის რადგან არაბუნებრივია. მიზიდულობის კანონი, სამყაროს საბაზისო კანონი ვლინდება ამ ურთიერთობებში. ისინი უსარგებლონი არიან ერთმანეთისთვის რადგან ერთმანეთთან ზურგით დგანან. თუმცა ამ ქესშიც შეიძლება სრულყოფილების პრობლემის გადაჭრა. ისინი სიყვარულს და მონათესავე სულს თავიანთი ქორწინებსი მიღმა ეძებენ. მერე პოულობენ შეყვარებულს და იყრებიან რადგან სხვგვარად ბედნიერება მათთვის მხოლოდ  ოცნებად დარჩება. მაგრამ ზემოთხსნებული შეთანხმების გამო, ბევრი წელი სჭირდებათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა ეს გარდაუვალია. ადრე თუ გვიან ეს დადგება და რაც მალე ით უკეთესი. 
 
ეს უკანასკნელი ჯგუფი ადამიანებს ბევრ რამეს ასწავლის. ასეთი ქორწინება ხასიათების გამოსაწრთობადაა, რათა განავითარო სიყვარული მისი უმაღლესი გამოვლინებით და არ გამოეკიდო მატერიალურ კეთილდღეობას და კომფორტს. 
 
სრულყოფილების პრობლემა გამუდმებით წყდება ცხოვრებაში ინდივიდის სხვებთან ურთიერთობის შედეგად. ქალები გამუდმებით ხელს უწყობენ მამაკაცების ზოგიერთ თვისებას და იგივეს აკეთებენ მამაკაცები ქალებისთვის. ამიტომაცაა თანაგანათლება ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით. ერთი  და იმავე სქესების ურთიერთბასაც აქვს თავისი დადებითი შედეგი - განსაკუთრებით სოციალური და განათლებული ადამიანები ასრულებენ დიდ როლს ამ მხრივ. სხვა და სხვა სოციალური კლასის წარმომადგენლები ერთად თანაცხოვრებისას საკუთარ მეგობრებს უვითარებენ სხვა და სხვა თვისებებს. კუთხეები მრგვალდება, უხეში ზედაპირები იხვეწება და ინდივიდები რამდენიმე დონით უფრო უახლოვდებიან სრულყოფას. 

სრულყოფა არის სრულქმნა და ესაა ყველაზე უფრო სასურველი რამ რასაც უნდა ვეძიებდეთ. თუმცა ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემა ვერ გადაწყდება ერთი ინდივიდის მიერ ერთი ცხოვრების განმავლობაში. უამრავი ინკარნაცია, უამრავი დარუნება დედამიწაზე დასჭირდება თითოეულ ჩვენგანს რათა საბოლოო სრულყოფას მიაღწიოს. იმ სახის მსგავსებას  იმ უმაღლესი არსების, წყაროს ყოველგვარი სრულყოფილებისა, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ.
 
მიზეზ-შედეგობრივი კანონი - ყოველ შეგედ აქვს თავისი მიზეზი, ყოველ მიზეზს თავისი შედეგი.
 
ეს კანონი ვრცელდება სამ პლანზე - ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ. ამ კანონს ფესვები გადგმული აქვს სულიერ პლანზე, რადგან ესაა პირველმიზეზი, ყველაფრის ბაზისი და საფუძველი. მაგრამ აქ ასევე არის შედეგიც - სამყარო სულიერ პლანზე, მიზეზი და შედეგი ერთდროული და წამიერი, აქ ისინი ისე არიან ერთმანეთში ჩაწნულები რომ მათი გათიშვა შეუძლებელია მაგრამ სხვა პლანზე ყოველთვის არის გარკვეული დრო და სივრცე მიზეზსა და შედეგს შორის ადამიანურ წარმოდგენებზე დაყრნობით ცნობიერების ამჟამინდელ მდგომაეობაში. დროსა და სივრცეში ეს კანონი ასე მუშაობს - ყოველთვის როცა რაღაცას ვიწყებთ, იქნება ეს ფიქრი, სიტყვები თუ ქმედბები ჩვენ ვქმნით გარკვეულ მიზეზს რომელიც ერთ დღეს გარკვეულ საპასუხო მატერიალურ ეფექტად რეალიზდება. თუ პოზიტიური მიზეზით დავიწყებთ მას შედეგიც დადებითი მოჰყვება დ პირიქით. მაშინვე როგორც კი შედეგი დადგება ვერავინ იტყვის ეს როგორ მოხდა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული მაგრამ მაინც  გარდაუვალია, ის როგორც ლოგიკური პასუხი მათემატიკურ ამოცანაზე. როგორც კი მეზეზს ვიწვევთ ჩვენ უკვე უძლურნი ვართ გავაკონტროლოთ შედეგი და ვეღარც შევცვლით მას. მართლაც ადამიანები ამ ყველაფერს ვერ მიხვდებიან, როგორც ამას საყოველთაოდ მიღებული აზრი გვასწავლის, რომ თუ მოვინდომებენ ჩვენი  ცოდვები მოგვეტევება და სამოთხეში მოვხვდებით. ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება ამ კანონს. თუ ადამიანი ნანობს შეცდომას, ცოდვას ის მიტევებადია იმ კუთხით რომ ყოველთვის შეიძლება მისი გამოსწორება ყველაფრის პოზიტიური კუთხიდან იწყება. მაგრამ სასჯელი შეცდომისთვის მაინც დადგება, ხოლო სასჯელის არიდება შეუძლებელია რადგან ეს ჩვენ გამოვიწვიეთ. ესაა ჩვენი უკვე ჩადენილი საქციელის შედეგი.ახლა წარმოგიდგნთ ქრისტეს იმ სიტყვების ახსნას რომელიც ბიბლიაშია მოცემული: „ვინც ქარს დასთესს, ქარს მოიმკის.“ მან იცოდა მიზეზშედეგობრიობის კანონი და ის იცავდა მას მაგრამ მას იმ პერიოდის ადამიანებისთვის ადვილად არ აუხსნია ასე მეცნიერულად როგორც ახლა გიხსნიდით. მან ეს სხვანაირად წარმოადგინა - ალეგორიის ფორმით, თუმცა ეს მაინც იგივე კანონია, როცა ეს კანონი უკვე ვიცით და ვიყენებთ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში.შეგვძლია ჩვენი ცხოვრება ჩვენვე დავაფორმიროთ.ისე როგორც ვისურვებთ, რა თქმა უნდა ჩვენ აღარ შეგვიძლია წარსულის შეცდომების გამოსწორება, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან გაკვეთილი.

მერე ეს შეცდომები, ეს ნეგატიური მიზეზები ჩვენს ცხოვრებაში ისეთივე ნეგატიურ შედეგებად მატერიალიზდებიან. ჭკვიანი ხალხი სარგებელს ნახულობს შეცდომებისგან და მომავალში ითვალისწინებს მიღებულ გაკვეთილს და აღარ უშვებს იგივე უზუსტობას. იმისთვის რომ ეს კანონი ცხოვრებაში წარმატებით გამოვიყენოთ ჩვენ მასთან სწორად მოპყრობა უნდა ვისწავლოთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცხოვროთ აწმყოში. რას ნიშნავს ეს? ნუთუ აწმყოში არ ვცხოვრობთ ისედაც ? კი და არა. აწმყოში ცხოვრება ნიშნავს აკეთო ყველაფერი საუკეთესო რაც კი შეგიძლია და აფორმირო სწორი მიზეზები ახლა. რაც არ უნდა არალოგიკური და არაპრაქტიკული მოგეჩვენოთ უამარავ ადამიანი მომავალში ცხოვრობს, თავიანთი იმედებითდა მოლოდინებით მიჯაჭვულნი არიან მომავალზე, მეორე მხრივ ბევრი წარსულში ცხოვრობს - წარსულის მოგონებებით იკვებება და მას თავს ვერ აღწევს. რა თქმა უნდა აწმყოში ცხოვრება არც ესაა.
 
„ახლა“ არის გარკვეული დრო - ვკითხულობთ წმინდა წიგნებში. „ახლა“ შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი რისი კეთებაც შეიძლება, „ახლა“ არის გასაოცარი მომენტი და ერთადერთი წამი სადაც არის სიცოცხლე - მომენტი რომელსაც ხშირად ზოგიერთი უდიდესი ფილოსოფოსიც კი ვერ იაზრებს. ისინი საერთოდ არ ითვალისწინებენ „ახლა“-ს ისინი გვარწმუნებენ, რომ ახლა არ არსებობს და რომ ყველაფერი გამუდმებულად იცვლება და ტრანსფორმაციას განიცდის ერთი მდგომარეობიდან მეორეში და ამიტომ შეუძლებელია არსებობდეს „ახლა“, არამედ მხოლოდ წარსული და მომავალი.  
 
ეს რომ ასე არ იყოს ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით კონსტრუქციულად გამოგვეყენებინა მიზეზ-შედეგობრივი კანონი, რადგან მომავალი ყოველთვის ჩვენს კონტროლს მიღმაა. სწორედ ამიტომ ვერ შევძლებდით ცნობიერად შეგვედგინა და შეგვექმნა ჩვენი ცხოვრება რადგან ყოველთვის ბედისწერის მონები ვიქნებოდით. „ახლა“ ცხოვრებით, ჩვენი ყველა მოვალეობის „ახლა“ შესრულებით ჩვენ ჩვენს თავს განსაზღვრულ პოზიციაში ვაყენებთ. ჩვენ ასე ვთქვათ ვდგავართ დემარკაციის ხაზზე - ჩვენს ერთ მხარეს წარსულია, მეორე მხარეს კი მომავალი, ხოლო ჩვენს წინ აწმყო. წარსულში გვაქვს გამოცდილებები მომავალში შესაძლებლობები და მხოლოდ „ახლა“ არის დრო მოქმედებისთვის, ჯანსაღი თესლის ჩასაგდებად, პოზიტიური მიზეზების გამოსაწვევად, წარსულის გაკვეთილისგან სარგებლის მისაღებად, რათა ჩვენთვის სასურველი მომავალი შევქმნათ. ერთ დღეს ხვალ აუცილებლად გახდება დღეს, მომავალი გახდება აწმყო რადგან დრო მიედინება. ჩვენ უძრავნი ვართ აწმყოში, მოვლენები ჩვენს თვალწინ ფილმის სცენებივით თამაშდება. ესაა ფილმი ჩვენს ცხოვრებაზე სადაც ახლა მოწმეები ვართ, აუდიტორიაც ჩვენ ვართ და მსახიობებიც და ჩვენი ცნობიერების მდგომარეობაა ეკრანი სადაც აღვიქვამთ ყოველივეს. „ახლა“ გასაოცარი იმიტომც არის, რომ ჩვენ ვასრულებთ ერთდროულად ორ მოქმედებას - ვიმკით მოსავალს წარსულიდან და ვთესავთ მომავალს. ამ ორი მოქმედების ერთდროულად შესრულება მხოლოდ აწმყოში შეიძლება. სწორედ ამიტომაა „ახლა“ ასე მნიშვნელოვანი და ამიტომაცაა „ახლა“ გასაღები ჩვენს ხელში ჩვენივე ბედისწერისა. წარსული აღარ შეიცვლება, ის ისეთივე უნდა მივიღოთ როგორიც არის. თუმცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელშია და თუ სწორ მიზეზებს ვაწარმოებთ არასოდეს არაფერზე არ გვექნება სადარდებელი, რადგან მიზეზი თავად იზრუნებს შედეგზე როგორც ე მიზეზ/შედეგობრივი კანონითაა გათვალისწინებული. როცა ქრისტემ თქვა: „ნუ იზრუნებთ ხვალეზე, რადგან ხვალე თავად იზრუნებს თავის თავზე, ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავი.“ ის გულისხმობდა, რომ ჩვენ ახლა უნდა ვაკეთოთ მართებული საქმეები და მერე მომავალი თავად იზრუნებს თავის თავზე ამ კანონის ძალით. ეს გარდაუვალია და ჩვენ სულ ოდნავ გვესმის ეს როცა გამუდმებით მომავალზე ვღელავთ. როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, გვიკვირს: „როგორ გამოვიდა ეს?“ რატომ უნდა ვიდარდოთ თუ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ მიზეზ-შედეგობრივი კანონის გათვალისწინებით. დარდი არის არხი საიდანაც გაედინება ენერგია მომავლის უცნობ სიცარიელეში, იმის მაგივრად, რომ კონსტრუქციულად იქნას გამოყენებული აწმყოში. რეალური აქტის შექმნა შეგვიძლია მხოლოდ რეალურად არსებულ დროში „ახლა“-ში მცხოვრები სხეულით, გონებით და სულით. 
 
დიადი მიზნებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი პლანი - გარდაუვალად დასწრებული აწმყო - ახლანდელი. აბსოლუტისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი რადგან ის ყოვლისმომცველია და როცა ცნობიერების უმაღლეს წერტილს მიაღწევ იქ დაგხვდევა ყველაზე უფრო სრულყოფილი შეგრძნება მარადიული დასწრებული აწმყოსი რადგან წარსული და მომავალი გაერთიანდება მასში. ბჰაგავატ გიტაში კრიშნა ამბობს: „არ იფიქროთ თქვენი მოქმედების ნაყოფზე არამედ იმოქმედეთ“. ეს იგივე რასაც ქრისტე ამბობს, რომ ნუ ვიდარდებთ ხვალინდელ დღეზე. აკეთეთ სწორი საქმეები დღეს და ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გეგმების შედგენა. რა თქმა უნდა უნდა დავგეგმოთ, მაგრამ როცა ისე ვგეგმავთ როგორც შეგვიძლია, როცა ვამზადებთ თესლს, თუ ეს კარგი  თესლია და სწორ ნიადაგს შევურჩევთ ის კარგად გაიზრდება. ნუ იდარდებთ შედეგზე ამაზე კანონი იზრუნებს. აი რატომ უნდა ვიყოთ კმაყოფილი დღევანდელით და არ წარმოვიდგინოთ ან ვეცადოთ შევიჭყიტოთ მომავალში. როგორც წესი ჩვენი გათვლები არეულია და მომავალზე დარდისას ვერც კი ვხვდებით როგორ ვაკლებთ ყურადღებას აწმყოს. ჩვენ არ შეგვიძლია მომავალში უზენაესი კანონის მოქმედებას დავეყრდნოთ. რადგან ეს კანონი მხოლოდ თანდასწრებული აწმყოს კანონია და არც წარსული და არც მომავალი არ არსებობს უზენაეს კანონში. რადგან უზენაესი პრინციპის თანახმად ეს ყოვლისმომცველი კანონია და შესაბამისად მუდმივმოქმედიც. 
 
ჩვენ პერიოდულად გარკვეულ შეცდომებს ვუშვებთ და მერე ვამბობთ : „შემდეგში ასე აღარ მოვიქცევი“, მაგრამ როგორც კი შემდეგი ჯერი მოდის ჩვენ ისევ ვიმეორებთ მათ. რატომ? მიზეზ-შედეგობრიობის კანონის გამო. ყოველთვის, როცა შეცდომას ვუშვეთ ჩვენ ახალ მიზეზს ვქმნით შეცდომისთვის რომ ის განმეორდეს და მართლაც თუ ჩვენ ამ შეცდომების პერიოდულობას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ გარკვეულ განსაზღვრულ დროს ვუშვებთ, როცა გარკვეულ ადამიანებს ვხვდებით ან გარკვეული გარემო პირობების ზემოქმედების ქვეშ ვართ. შესაბამისად როგორც კი ვხვდებით რომ ეს მომენტი დგება და  ფეხქვეშ მიწა გვეცლება ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვეცადოთ შეცდომა ისევ აღარ დავუშვათ. ხოლო ამ კანონის გაცნობიერებულად გამოყენებით მოვსპოთ ნეგატიური მიზეზები და ასე შევწყვიტოთ ნეგატიური შედეგების დადგომა. ამის მაგივრად პოზიტიური მიზეზები უნდა დავაფორმიროთ რომელიც ერთ დღეს pოზიტიუ შედეგმდე მიგვიყვანს. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთუგლნი დავრჩებით, ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად კანონი ჰარმონიულ შედეგებზე გაგვიყვანს და მოგვეცემა შეცაძლებლობა თან და თან გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. ისინი მეტად აღარ დაიშვებიან რადგან ჩვენ უკვე ახალ, ჰარმონიურ მიზეზებს შევქმნით რომლებიც მერე გამუდმებით გამოვლინდება შესაბამის ახალ შედეგებში. ჩვენ ხშირად ვბორძიკობთ ჩვენი ცხოვრების გზაზე, ვეცემით კიდეც, თუმცა არასოდეს ვდარდობთ არც წაფორთხილებაზე და არც დაცემაზე, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას რომ წინააღმდეგობას დავეჯახეთ. მნიშვნელოვანი აქ ის ფაქტია, რომ წინააღმდეგობის მეორე მხარეს ვიმყოფებით და რომ ის ყველაფრის მიუხედავად უნდა გადავლახოთ. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ამგვარად დაცემაც აღარ იქნება ისე მტკივნეული. 
 
მიზეზ-შედეგობრივი კანონი თავისი ხანმოკლე ამჟამინდელი ასპექტით არ არის ჩვენთვის სახიფათო თუ გვეცოდინება სწორად როგორ გამოვიყენოთ ის. თუ მხოლოდ მართებულ ქმედებებს შევასრულებთ, ჩვენ მას ისეთი კუთხიდან გამოვიყენებთ, რომ ყოველთვის პოზიტიურ შედეგს მივიღებთ. ეს კანონი ე.წ რეინკარნაციასაც ხსნის რატომ მოდის ზოგი ინდივიდი დედამიწაზე ტანჯვისთვის და ზოგი სიამოვნებისთვის? თუ რამე მიზეზით ისინი ვერ იღებენ ყველაფერს რაც დაიმსახურეს - კარგი იქნება ეს თუ ცუდი - ერთ ინკარნაციაში, ერთ ცხოვრებაში დედამიწაზე, მაშინ ისინი ისევ ბრუნდებიან ამ პლანზე,  რათა შემდეგ ცხოვრებაში აინაზღაურონ ყველაფერი. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი დედამიწაზე მოდიან ისე როგორც ბავშვები მიდიან სკოლაში. ეს ნამდვილად ცხოვრების სკოლაა, სადაც ყველა გაკვეთილის სწავლა აუცილებელია და ყველა სეცდომა უნდა გამოსწორდეს. მხოლოდ ასე ვემზადებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად. ეს ახსნა არის ერთადერტი ლოგიკური რამ, რომელიც ნამდვილად წარმოაჩენს ადამიენის ბედის უსამართლობის მოჩვენებითობას.  ყოველ შემთხვევაში  იმაზე უკეთესია ვიდრე მარადიული ნეტარებისა და მარადიული სასჯელი თეორია. 
 
მიზეზშედეგობრიობის კანონი ასრულებს 7 კანონის ციკლს. დამატებით კიდევ მოცემულია 2 კანონი რათა გახდეს 9. ესენია სიყვარულის და ევოლუციის კანონები. ეს კანონებიც რა თქმა უნდა აბსოლუტის კანონის პირდაპირი ემანაციებია. ისინი მოცემულია ცალცალკე ამ გაკვეთილების ბოლოს იმისთვის რომ ხაზი გაესვას ფაქტს რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერი ნეგატივი იმ დროებითი კანონებისა რომლებიც ჩვენზე მოქმედებენ - მარადიული კანონის პოზიტივი ბევრად უფრო აღმატებულია. ესაა ყველაფრის დასაწყისი და დასარული. 
 
სიყვარულის კანონი - არ აქვს მნიშვნელობა რა ვითარებაში, ყოველთვის და ყველაფერს შეხვდით სიყვარულით.
 
კაცობრიობის ყველა დიდი მასწავლებელი თავის სწავლებას ყოველთვის სიყვარულზე აფუძნებდა. მათ უყვარდათ ადამიანები და ასწავლიდნენ ადამიანებს როგორ ჰყვარებოდათ. ადამიანები ამ სწავლებებში ყოველთვის ხედავდნენ ემოციებს, ალტრუიზმს, იდეალებს. თუმცა ცოტამ თუ იცოდა ამ მუდმივას პრაქტიკული ფასი და მის უკან მდგარი ნამდვილი მეცნიერება. ნება მოგვეცით აგიხსნათ ყველაფერი მეცნიერული გადმოსახედიდან თუ რატომაა ამ კანონის გამუდმებული გამოვლინება ყველაზე უფრო მნიშვნელოვნი რამ ჩვენი განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს უცვლელი კანონი რომელიც გვეუბნება რომ ყოველივე მოძრაობს და ვიბრაციაშია აქედან გამომდინარე სიყვარულიც ვიბრაციაა. მაგრამ ასეთივეა სიძულვილი, ეჭვი და ა.შ.
 
დავუშვათ, რომ ვიღაც გვიგზავნის ჩვენ ნეგატიურ ვიბრაციას - სიძულვილს, ეჭვს. ამ ნეგატიური ვიბრაციის ორი ერთეული აღწევს ჩვენში და ვიბრაციის კანონის თანახმად ჩვენში საპასუხოდ კიდევ ორ ერთეულს ზრდის. გამოდის, რომ უკვე ჩვენში ოთხი ერთეული ნეგატიური ვიბრაციაა, ჩვენ თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ და ყოველივეს უკან ვუბრუნებთ ადამიანს ვინც თავდაპირველად დაიწყო ნეგატიური ვიბრციის გამოგზავნა. ისევ და ისევ ვიბრაციის კანონის წყალობით ისინი აორმაგებენ ამ ადამიანში ორ ნეგატიურ ვიბრაციას. ის ახლა უკვე გრძნობს ნეგატიური ვიბრაციის რვა ერთეულს და გვიბრუნებს მას ჩვენ. ვიღებთ რა უკვე რვა ნეგატიურ ერთეულს ის ზრდის ჩვენში საპასუხო რვას და უკვე თექვსმეტს ვაბრუნებთ უკან და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ნეგატიური ვიბრაციის ერთეულის რიცხვი იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. როდესაც ორივე მხარეს უთავდება გამძლეობა მთელი ნეგატიური ვიბრაცია რაც მათშია დაგროვილი ერთიანად ამოხეთქავს და ეს იწვევს შეტაკებას. შესაძლებელია შეტაკება მოქმედებით, სიტყვებით, ფიქრებით ან მზერითაც კი. ყველა შემთხვევაში ეს ის შეტაკებაა რომლითაც ორივე მხარე ზარალდება. ესაა ორდინალური გზა ადამიანებს შორის ნეგატიური ინფორმაციის გამოთავისუფლების - ნამდვილად არაპრაქტიკული გზაა, ეს ასუსტებს ორივე მხარეს და ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანსაც აყენებს. ასე მყარდება ურთიერთობა რომელიც მოსეს კანონზე დგას - თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. რაც ასე გავრცელებულია ადამიანებს შორის და რაც ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას.
 
ახლა კი, თუ ამავე პოზიციაში სიყვარულის კანონს ჩავსვამთ სულ სხვა შედეგს მივიღებთ. ადამიანი გვიგზავნის ჩვენ ნეგატიურ ვიბრაციებს - სიძულვილს, ეჭვებს. ვიბრაციის კანონის თანახმად ისინი აღწევენ ჩვენში და იწვევენ საპასუხო ნეგატიურ ვიბრაციებს. თუმცა თუ გავიხსენებთ სიყვარულის კანონს და შევხვდებით ამ ნეგატიურ ვიბრაციებს სიყვარულით გაცნობიერებულად მოვიცილებთ მათ თავიდან. რადგან პოზიტივს ყოველთვის შეუძლია ნეგატივის დამარცხება ამ უკანასკნელს არ აქვს ძალა მასზე. ხოლო პოზიტიურ ვიბრაციას ყოველთვის შეუძლია დაანგრიოს ვინმეს გამოგზავნილი ნეგატიური. მაშ შემდეგ, რაც ის დაშლის მავანის გამოგზავნილ ნეგატიურ ვიბრაციას, მიაღწევს მის გამომგზავნამდე და გაზრდის მასში სიყვარულის ვიბრაციას. საოცარია რომ მოცემულ ადამიანს ისევ შეუძლია ნეგატიური ვიბრაციის გამოგზავნა, რომელსაც ჩვენ ისევ სიყვარულით ვიღებთ და საპასუხოდ ისევ სიყვარულის ვიბრაციებს ვაგზავნით მასთან.  ის ისევ შეეცდება უფრო მეტი ნეგატივი გამოგვიგზავნოს, რომლებიც გამოწვეულია იმ ნეგატიური გრძნობებით და სურვილებით რომლებიც მას მართავენ. მაგრამ ჩვენ, განვაგრძობთ რა გამოგზავნილის სიყვარულით დახვედრას ბოლოს გავანადგურებთ ყველა მ ნეგატიურ ვიბრაციას რომელსაც ინდივიდი მოცემულ მომენტში გვიგზავნის. ხოლო ის ადამიანი სიყვარულის კანონის ძალით სიმშვიდეს და ჰარმონიას იგრძნობს და შეიძლება სიყვარულსაც კი. ყოველივე ნეგატიური თითქოს გაუჩინარდება და ადგილს პოზიტიურს დაუთმობს. ხშირად ადამიანი თავისი სიჯიუტის გავლენით არ აღიარებს ამას, რადგან თვლის რომ ამის გამხელით  ის თავის დამარცხებას აღიარებს. მაგრამ რეალურად ამ სიტუაციაში არ არსებობს დამარცხება - პირიქით სიყვარული ხელს უწყობს ორივე მხარის გამარჯვებას. 
 
ზემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს რამდენად უფრო უსასრულოდ აღმატებულია სიყვარული ურთიერთობებზე და რა ცოტა ადამიანს ესმის მისი პრაქტიკულობა და უნივერსალურობა.ისინი მას სისუსტედ მიიჩნევენ, სიმამაცის ნაკლებობად -  არ დაარტყან როცა მათ ურტყამენ. პირიქით, გაცილებით რთულია, უფრო მეტ თვითკონტროლს და განვითარებულ ნებისყოფას მოითხოვს გაუძლო ნეგატიური ვიბრაციის გამუდმებულ შეტაკებას, დახვდე და უკან გააზავნო ისინი სიყვარულით. რაც უფრო დავნერგავთ  სიყვარულის კანონს ჩვენს ცხოვრებაში მით უფრო გავაძლიერებთ ჩვენს პოზიტიურ მხარეებს და ჰარმონიას ჩვენში, იქამდე სანამ ჩვენი ჰარმონია არ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ ვერანაირი ნეგატიური საპასუხო ვიბრაცია მეტად ვეღარ შეგვეხება, რადგან ჩვენში აღრაფერი იქნება ნეგატივისთვის ხელმოსაკიდი. მერე მხოლოდ პოზიტივი მოვა ჩვენთან. ერთ დღეს ყველა ადამიანი ისწავლის სიყვარულის კანონს , რადგან ესაა ყველაზე მოკლე და მარტივი გზა თავიდან ავიცილოთ ომები, რევოლუციები, გაფიცვები, შინაური პრობლემები და ყველანაირი უთანხმოება და გაუგებრობა ადამაინებს შორის. მაშინ მსვიდობა დაისადგურებს დედამიწაზე - და არა გარედან, ძლიერი ერის ნებით თავსმოხვეული - არამედ შიგნიდან როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი ნაწილი. ხოლო რადგანაც ერები ინდივიდებისგან შედგებიან, როცა ინდივიდები შეძლებენ გამოასხივონ მშვიდობა და სიკეთე გარშემომყოფთა მიმართ, ეს გამოვლინდება ძალიან მაღალ დონეზე და იქ ყველა მოქალაქის მცირე წვლილი იქნება. მერე მთელ კაცობრიობაში დაისადგურებს მშვიდობა და მშვიდობა გამეფდება დედამიწაზე. როგორი ჭეშმარიტი იქნება ის სიტყვები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ რო ჩაგვესმა მისგან რომლის სახელიც სიყვარულია: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ ისინი ვისაც სძულხართ, კარგი ჰქმენით მათთვის ვინც ავად მოგიგოთ.“
 
ისინი ვინც ყველაზე მაღალ საფეხურს მიაღწევენ სიყვარულის გზაზე როცა მიაღწევენ იმ მდგომარეობს სადაც მხოლოდ სიყვარულია, სიყვარული მოვა მათთან ყოველი მხრიდან და ისინი უკვე მზად იქნებიან სიყვარულის ბოლო გამოცდისთვის. ეჭვიანობა, ბოროტება და სიძულვილი ისევ გაეგზავნებათ მათ, მაგრამ ახლა ესენი უკვე ვეღარ იპოვიან დასაყრდენს - რადგან ნეგატიური ვიბრაციები უკვე აღარ იქნება მათში. მთელი ნეგატივი და ბოროტება მოდის მათთან მაგრამ მხოლოდ საკუთარი ეგოს გამოსათავისუფლებლად რათა სიკეთეში ტრანსფორმირდნენ. სიცოცხლის სუფთა და ჰარმონიული ენერგია ნაჭუჭში იკეტება ყოველი ნეგატიური აქტის ფიქრის ან ემოციის მერე და პირიქით უწყვეტად მიიწევს მათკენ ვინც სიყვარულითაა განათებული. გაუცნობიერებლად ჩნდება შეგრძნება თითქოს მხოლოდ ისინი არიან ღირსნი, რომ სიყვარულის ისარმა დაამსხვრიოს ნეგატიური ჯავშანი , რათა გაანთავისუფლოს ისინი და გარდაქმნას მათი ბოროტება სიკეთედ და ის ვისაც ამის გაკეთება ძალუძს სამართლიანად ეწოდება მსოფლიოს გადამრჩენელი. ისინი, როგორც წესი საკუთარი სიცოცხლით იხდიან ამ ტრანსმუტაციაში, იმ სიკეთეში რაც კაცობრიობას გაუწიეს. მაგრამ განა არსებობს იმაზე დიდი ძალისხმევა, იმაზე ძვირფასი რამ რაც კაცობრიობის ბოროტების ბორკილისგან განთავისუფლებაა? ადამიანი ეჭვებით, სიძულვილით და სხვა ბოროტებებით სავსე დიდი ტალღასავითაა სწორედ ასეთებმა აიყვანეს იესო ჯვარზე, სასიკვდილოდ განგმირეს კრიშნას სხეული და მისი მოკვდავი სხეულის სიკვდილი გამოიწვიეს, ისინი სდევნიდნენ ბუდას და კაცობრიობის ყველა იმ დიად მასწავლებელს სიყვარულის კანონს რომ ასწავლიდნენ. წარსულშიც და დღევანდელ დღესაც ეს ფაქტები ისევ დ ისევ მეორდება. საუკუნოვანი ბოროტება მოდის რათა განთავისუფლდეს თავისი საკუთარი ნეგატიური თვისებებისგან. ხოლო სიყვარული, რომელიც რაღა თქმა უნდა უფრო ძლიერია უშვერს თავის მკერდს ბოროტების ეკლიან ტოტებს და თავისი სითბოთი და სინაზით აიძულებს მათ სიყვარულით აყვავდნენ.
 
ევოლუციის კანონი - ყველა ვიბრაცია მიმართულია ამაღლებისკენ მარადიული ჰარმონიის შკალაზე. 
 
ევოლუციის კანონი - უზენაესი კანონის სხივი თავის თავს სამ პლანზე ავლენს - ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ. სულიერ პლანზე ის მჟღავნდება როგორც მარადიული ხსნა, ხოლო როცა ფიზიკურ და მენტალურ ჭრილში ვუყურებთ მიწიდან მტრვის მოხვეტა და ჰაერში გაფანტვა ამ კანონითაა მართული. ისაა ციკლონი მშრალ ნიადაგზე, ტაიფუნი ზღვაზე. სანამ საკუთარ თავს დატოვებენ ყველა ვიბრაცია მიმართულია ზესწრაფვისკენ და მხოლოდ გაცნობირებული და გაუცნობიერებლი სიმახინჯის წყალობით ეს ზესწრაფული მიმართულება უკან ბრუნდება, ბოროტება სხვა არაფერია თუ არა სიკეთის ზესრაფვის უკუშებრუნება. პოზიტიური ვიბრაცია როგორც კი თავისი აღმავალი გზიდან უკან დაბრუნდება ხდება ნეგატიური და იღებს ყველა იმ მახასიათებელს რასაც ბოროტება ჰქვია. რომ არა ევოლუციის კანონი, რიტმულობის და პოლარობის კანონები სამუდამოდ მოაქცევდა კლანჭებში კაცობრიობას. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი განვითარეის წერტილიდან რამდენად შორს გადაგვისვრის ეს კანონები, განსაკუთრებით რიტმულობის, ისინი მაინც ვერ დაგვამარცხებენ ევოლუციის კანონის წყალობით. პოზიტივის მხარეს ისევ არის თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობა ამ ჩვენი მარადიული მაშველის გამო. ჩვენ მას იმედს ვეძახით, რადგან მას ყოველთვის შეუძლია ჩვენი ადამიანური მეს მიღმა გაგვიყვანოს, მხარს გვიჭერს და გვეხმარება როცა ყველაფერი თითქოსდა გვტოვებს. ესაა უკანასკნელი სიმი იმ ლირაში რომელსაც ადამიანის ცხოვრება ჰქვია, რომელიც - როცა დანარჩენი ყველა გაწყვეტილია ისევ რჩება ჩვენს გულში, გვამხნევებს და საშუალებას გვაძლევს ბრძოლა გავაგრძელოთ გამარჯვებმადე. არის რა მარადიული კანონი, ევოლუციის კანონს ჩვენთვის მოაქვს არა მარტო იმედი, არამედ რწმენაც,რომ რაც არ უნდა მოხდეს წარმატება და ტრიუმფი მაინც აუცილებლად დადგება. 
 
კითხვები და პასუხები
 
1.    კითხვა - რამდენი კანონით მართავს აბსოლუტი სამყაროს?
პასუხი: ერთი უნივერსალური, ყოვლისმომცველი კანონით, სახელად უზენაესი კანონი.
 
2. კითხვა: რამდენი კანონი მართავს მსოფლიოს ადამიანის ცნობიერების ამჟამინდელ მომენტში?
პასუხი: შვიდი კანონი რომლეთაგან სამი უცვლელი და მარადიულია და აბსოლუტის კანონებს მიეკუთნება და ოთხი, რომელიც ცვალებადია რა ფარდობითობის კანონებს მიეკუთნება. 
 
3. კითხვა: რატომაა ეს სამი აბსოლუტის კანონები?
პასუხი: რადგან კაცობრიობის ამჟამინდელი ცნობიერების მდგომარეობა სამ დონიანია მასში ერთი უნივრსალური უზენაესი კანონიც სამ ასპექტში ვლინდება.
 
4. კითხვა : რა არის აბსოლუტის სამი კანონი?
პასუხი: პირველი - სიცოცხლე, სიყვარული, გონება, ჭეშმარიტება, და სული არის ყოვლისმომცველი. მეორე - ეს კანონი მართავს ყოველთვის, ყველაფერს, ყველგან, ერთი და იმავე გზით უდიდესი ვარსკვალვებიდან დაწყებული უმცირეს ელექტრონებამდე. მესამე : ყველაფერი ვიბრაციაა.
 
5. კითხვა: რას ნიშნავს აბსოლუტის პირველი კანონი?
პასუხი: ეს ნიშნავს უზენაესი პრინციპის ყველგანმყოფობას.
 
6. კითხვა: რაში მდგომარეობს აბსოლუტის მეორე კანონი?
პასუხი: ის უზენაესი კანონის უნივერსლობაში მდგომარეობს.
 
7. კითხვა: რას ნიშნავს აბსოლუტის მესამე კანონი?
პასუხი: ეს მარადიულ და უწყვეტ მოქმედებას ნიშნავს.
 
8. კითხვა: რა უნდა მივიღოთ მხედველობაში აბსოლუტის კანონთან დამოკიდებულებაში?
პასუხი: შეგვიძლია ჰარმონიულად მოვაწყოთ ყველაფერი მისი წყალობით. 
 
9. კითხვა: რა პრაქტიკული შედეგი მოაქვს ამას?
პასუხი: მარად მაზარდი თავისუფლების შეგრძნება და ულევი ენერგია.
 
10. კითხვა: რა შედეგის მომტანია ამ კანონის დარღვევა?
პასუხი; დისჰარმონიის და ყოველგვარი ძალის დაკარგვის.
 
11. კითხვა: არის თუ არა აბსოლუტის კანონები თავად უზენაესი პრინციპის ქვემდგომი?
პასუხი: არა, რადგან ისინი უზენაესი პრინციპის განუყოფელია და მათი საშულებით იმართება სამყარო.
 
12. კითხვა: რა არის ფარდობითობის ოთხი კანონ?
პასუხი: ესენია - პოლარობის, რიტმულობის, სქესის და მიზეზ-შედეგობრიობის კანონები.
 
13. კითხვა: რატომ ჰქვიათ მათ დროებითი კანონები?
პასუხი: რადგან ისინი არსებობაში მოჰყავს  თავად გონებას (ლუციფერს)  და შესაბამისად გონებასვე შეუძლია მათი განადგურება.
 
14. კითხვა: როგორ მოდიან ისინი არსებობაში?
პასუხი: გონება (ლუციფერი) რომელიც ცდილობს ძალა თავად იყოს, თავის თავს მოჩვენებით ძალად წარმოაჩენს ყოვლისშეძლეს გვერდით ავლით. ასე მოდის არსებობაში პოლარობის კანონი. პოლარიბის კანონის გარდა ასე აღმოცენდებიან ფარდობითობის კანონებიც. 
 
15. კითხვა: რა ძალა აქვთ ამ კანონებს დღეს?
პასუხი: ისინი რკინის წკეპლით მართავენ კაცობრიობას და ცდილობენ ყოველგვარი პროგრესი შეაჩერონ. 
 
16. კითხვა: რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ კანონების მიმართ?
პასუხი: ადამიანმა უნდა ისწავლოს მათზე ბატონობა. 
 
17. კითხვა: რა პრაქტიკული შედეგი მოჰყვება მათზე ბატონობას?
პასუხი: თავისუფლება, ძალა და ყველაფერზე დომინირება.
 
18. კითხვა: როგორ მიიღწევა ეს?
პასუხი: აბსოლუტის კანონების ცხოვრებისას, მისი ძალა სძლევს ფარდობითობის კანონით დამყარებულ ყველა შეზღუდვას. 
 
19. კითხვა: რას წარმოადგენს პოლარობის კანონი?
პასუხი: ყოველივე, კაცობრიობის ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაში გამოვლინდება ორი პოლუსით - პოზიტიურ და ნეგატიურ პოლუსებათ.
 
20. კითხვა: რას გულისხმობს პოლარობის კანონი?
პასუხი:  ის გულისხმობს გამუდმებულ დისჰარმონიას ორ პოლუსს პოზიტიურსა და ნეგატიურს  შორის გაჩაღებულ უწყვეტ დაპირისპირებაში.
 
21. კითხვა: როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა ეს?
პასუხი: თავისი წონის გამუდმებული ზრდით პოზიტივის შკალაზე.
 
22. კითხვა; როგორ გამოვიწვვიოთ პოზიტიური ფორმულირებები?
პასუხი: მათი ამ სიტყვებით გამყარებით : „ღმერთის მადლით“, „უზენაესი კანონის შემწეობით“.
 
23. კითხვა: რატომაა ეს სიტყვები ასე ძლევამოსილი?
პასუხი: რადგან არც ღმერთს და არც მის უზენაეს კანონს არ აქვს სწინააღმდეგო მხარე.
 
24. კითხვა: ნეგატივი არის თუ არა რაიმეთი აღმატებული პოზიტივზე?
პასუხი: სინამდვილეში არა, რადგან ის არც არსებობს, მაგრამ კაცობრიობის ცნობიერების ამჟამინელ მდგომარეობაში ადამიანი მაინც გარკვეულად აღიარებს მის ძალას.
 
25.კითხვა: რატომ აქვს ნეგატივს ამხელა გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე?
პასუხი: რადგან ადამიანებს სჯერათ მისი და ეშინიათ კიდევაც.
 
26. კითხვა: როგორ შეიძლება მისი ძალაუფლების დამხობა?
პასუხი: პირველ რიგში მისი აღმოჩენით, მერე იმის გააზრებით რომ ის სახიფათო არაა, ბოლოს კი იმის გაცნობიერებით, რომ მისი კვალიც კი არაა აბსოლუტში.
 
27. კითხვა: რა ფორმულირება მისცა კრიშნამ პოლარობის კანონს?
პასუხი: ღმერთი მასზე მაღლა დგას.
 
28. კითხვა: რა განაცვადა ქრისტემ პოლარობის შესახებ?
პასუხი: რომ ღმერთის კანონი ერთადერთი ძალაუფლებაა.
 
29. კითხვა: რატომაა რთული საიდუმლოს შენახვა?
პასუხი: პოლარობის კანონის გამო.
 
30. კითხვა: რატომაა მისი მოამედების რეაქცია გარდაუვალი?
პასუხი: პოლარობის კანონის გამო.
 
31. კითხვა: რა არის ყოყმანის მიზეზი?
პასუხი: პოლარობის კანონი.
 
32. კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ რიტმულობის კანონი?
პასუხი: კაცობრიობის ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაში ყველაფერი ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, ყველაფერი ადის და ჩამოდის გამუდმებულ მერყეობაში.
 
33. კითხვა: როგორ მოქმედებს რიტმულობის კანონი ჩვენთვის ცნობილ ყველაზე დიდ მასშტაბში?
პასუხი; ეს გამოიხატება კაცობრიობის პროგრესსა და რეგრესში.
 
34. კითხვა: რა გავლენა აქვს მას ცალკეულ ერებზე?
პასუხი: აღზევება და დაცემაკვლავ აღზევება და დაცემა განმეორებით სანამ არ ისწავლიან როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს. 
 
35. კითხვა: რა გავლენა აქვს ამ კანონს ცალკეულ ინდივიდებზე?
პასუხი: მათ ცხოვრებაში მონაცვლეობით მოდის წარამტებისა და ჩავარდნის პეროდები.
 
36. კითხვა: როგორ დაიძლევა ეს კანონი ცალკეული ინდივიდის ცხოვრებაში?
პასუხი: ზეასვლის მომენტის ყველა შესაძლო სარგებლის გამოყენებით და მცდელობით ეს ყველაფერი მაქსიმალურად შენარჩუნდეს დაქანებული მოძრაობის დროს. 
 
37. კითხვა: უნდა ჩაეჭიდოს თუ არა ადამიანი თავის მიღწევებს მაშინაც კი თუ რიტმულობის კანონმა უკვე უკუსვლით დაიწყო მოძრაობა?
პასუხი: დიახ, მაგრამ ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს და არ დაიწყოს არაფერი ახალი რადგან ის მარცხისთვის იქნება განწირული.
 
38. კითხვა: რა არის საუკეთესო მიდგომა როდესაც რიტმულობის კანონი უკუსვლით იწყებს მოძრაობას? 
პასუხი: ოპტიმიზმი, გაზრდილ აქტიურობასთან ერთად.
 
39. კითხვა: რა ცვლილებები იწყება ადამიანის ცხოვრებაში რიტმულობის კანონის დაძლევასთან ერთად?
პასუხი: უწყვეტი წარმატება, ჩავარდნების პერიოდის გარეშე.
 
40. კითხვა: დაძლიეს თუ არა მათ ვინც ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია რიტმულობის კანონი?
პასუხი: დიახ.
 
41. კითხვა: ავლენს თუ არა თავს რიტმულობის კანონი ფიზიკურ პლანზეც?
პასუხი: დიახ, ბუნების ყველა ასპექტში. მისი მოქმედება გამსაკუთრებით ჩანს წყალზე შტორმის დროს.
 
42. კითხვა: რაზე მიანიშნებდა ბიბლიაში მოთხრობილი ამბავი იოსების მიერ ფარაონის შვიდ ძროხაზე ნანახი სიზმრის ახსნა?
პასუხი: რიტმულობის კანონზე.
 
43. კიტხვა: რა არის სქესის კანონი?
პასუხი: პოლარობის კანონის ასექტი.
 
44. კითხვა: როგორ გვესმის ის?
პასუხი: ყველაფერს სამყაროში კაცობრიობის ცნობიერების ამჟამინდელ მომენტში გააჩნია ორი სქესი - მდედრობითი და მამრობით.
 
45. კითხვა: როგორ მოქმედებს ის ?
პასუხი: ერთი სქესის გავლენით მეორეზე.
 
46. კითხვა: რა არის ქორწინების რეალური მიზანი?
პასუხი: ურთიერთდახმარებით განავითარონ საწინააღმდეგო თვისებები ხასიათში.
 
47. კითხვა: რას წარმოდგენენ ადამიანები გენდერის კანონის თანახმად?
პასუხი: ისინი ინდივიდის ნახევრები არიან და სისრულეს ქორწინებასი აღწევენ.
48. კითხვა: ფლობენ თუ არა ქალები და მამაკაცები, ლატენტურ მდგომარეობაში ერთმანეთის კომპლიმენტალურ თვისებებს?
პასუხი: დიახ, ყოველ მამაკაცს გააჩნია ლატენტური მდედრობითი თვისებები და ყოველ ქალს მამაკაცური.
 
49. კითხვა: რა ემართებათ ორ ინდივიდს როცა ისინი ერთმანეთს განვითარებაში ეხმარებიან?
პასუხი: ისინი გახდებიან დამოუკიდებლები, ძლიერები და მოსიყვარულეები თავიანთი შინაგანი სისავსის გამო. 
 
50. კითხვა: რა არის სრულყოფისთვის ყველაზე ადვილი გზა?
პასუხი: სიყვარულზე დაფუძნებული ქორწინებით.
 
51. კითხვა: შეიძლება თუ არა  ცალმხრივი სიყვარულითაც შეძლოს ადამიანმა სრულყოფილების მიღწევა?
პასუხი: დიახ, მაგრამ დიდი სიძნელეებით.
 
52. კითხვა: რა შანსი აქვთ სრულყოფილების მისაღწევად იმათ  ვინც შეთანხმების საფუძველზე დაქორწინდა?
პასუხი: არანაირი. რაც მალე გაშორდებიან მით უკეთესი.
 
53. კითხვა; სრულყოფილების მიღწევა რამე სხვა გზითაც თუ შეიძლება?
პასუხი: რა თქმა უნდა, მთავარია ურთიერთობა სხვა ინდივიდებთან ქალები იქნებაინ ესენი თუ მამაკაცები.
 
54. კითხვა: ეს ბავშვებზეც ახდენს გავლენას?
პასუხი: დიახ, სწორედ ამისთვისაა თანაგანათლება სასურველი.
 
55. კითხვა: როგორ ვლინდება სქესის კანონი ადამიანის გონებაში?
პასუხი: ადამიანის გონებაში ცნობიერი მამრობით სქესისაა ხოლო ქვეცნობიერი მდედრობითი.
56. კითხვა: აქვს თუ არა ყოველ ინდივიდს ქალი იქნება ეს თუ კაცი ორი სქესი მოცემული გონებაში/
პასუხი: დიახ.
 
57. კითხვა: რა არის მიზეზ-შედეგობრიობის კანონი და როგორ მჟღავნება ის?
პასუხი: ყოველ შედეგს აქვს თავისი მიზეზი და ყოველ მიზეზს შედეგი.
 
58. კითხვა: უკავშირდება თუ არა მიზეზ-შედეგობრიობის კანონი რაიმეთი აბსოლუტს?
პასუხი: დიახ მისი ფესვები აბსოლუტიდან მოდის. მაგრამ მიზეზი და შედეგი წამიერი და თანადროულია, მისი მოქმედება ძალიან განსხვავდება მისივე ხასიათისაგან, რადგან ის დროებითი კანონია.
 
59. კითხვა: რატომ გამოიხატება ის განსხვავებულად როგორც დროებითი კანონი?
პასუხი: ჩვენი ამჟამინდელი დროისა და სივრცის შეზღუდულობის გამო.
 
60. კითხვა: რა გავლენას ახდენს ეს კანონი ადამიანებზე?
პასუხი; ისინი ქმნიან თავიანთ ბედს.
 
61. კითხვა: შეუძლია ადამიანს თავად შეცვალოს თავისი ბედი?
პასუხი: დიახ, გამუდმებით დადებითი მიზეზების შექმნით რომლებიც ბოლოს პოზიტიური შედეგებით დაგვირგვინდება. 
 
62. კითხვა: შეუძლია ადამიანს აკონტროლოს წარსული და მომავალი?
პასუხი: არანაირდ წარსული, მაგრამ ყველანაირად მომავალი.
 
63. კითხვა: რაში ვიყენებთ წარსულს?
პასუხი: ის ჩვენთვის გაკვეთილია აწმყოსთვი. 
 
64. კითხვა: რა არის საუკეთესო დრო ადამანის ფიქრებისა და ენერგიის გასაერთიანებლად?
პასუხი: თანდასწრებული აწმყო.
 
65.კითხვა: რატომაა ‘ახლა“ ასე მნიშვნელოვანი?
პასუხი: რადგან ის აბსოლუტი სიმბოლიზებაა, რომელიც თავის თავში მოიცავს წარსულს, აწმყოს და მომავალს.
 
66. კითხვა: როგორ იქცევიან ადამიანები ყოველთვის თანდასწრებული „ახლა“-ში?
პასუხი: ისინი იმკიან წარსულ და თესენ მომავალს.
 
67.კითხვა: შესაძლებელია თუ არა გარკვეული მიზეზით მოსალოდნელი შედეგის არიდება?
პასუხი; არა, თავად კანონი არ დაუშვებს ამას.
 
68. კითხვა: როგორ მოქმედებს მიზეზ-შედეგობრივი კანონი ე.წ რეინკარნაციაში?
პასუხი: თავის შემდეგ რეინკარნაციაში ადამიანი მოიმკის იმ ნათესს რაც წინაში დათესა.
 
69. კითხვა: იხსნება თუ არა ამით  რატომ იბადება ზოგი ყველანაირად შეზღუდული და ზოდი ყველა პრივილეგიით, ზოგი ტანჯვისთვის და ზოგი სიამოვნებისთვის?
პასუხი: დიახ, ეს მიზეზ-შედეგობრიობის კანონის მოქედებაა, რომელიც თან სდევს ადამიაენბს მათ შემდეგ ცხოვრებაში და წინა ცხოვრების შედეგებს უცოცხლებს.
 
70. კითხვა: შეუძლია თუ არა ლოცვას ამ კანონის შედეგის შეცვლა?
პასუხი: არა. ამ კანონისგან თავს ვერ დაიცავ. თუმცა ლოცვას შეუძლია მოგცეთ ძალა და გამოიწვიოთ პოზიტიური მიზეზი, რომელიც სხვა პოზიტიურ შედეგს გამოიღებს, და ასე შეიცვლება მომავალი.
 
71. კითხვა: როგორ ჩამოაყალიბა იესომ ეს კანონი?
პასუხი: რა საზომითაც მიუზღავ იმავეთი დაგიბრუნდება.
 
72. კითხვა: რა არის ამ კანონი პრაქტიკული გამოყენება?
პასუხი: ადამიანს შეუძლია ყოველგვარი წუხილის გარეშე შექმნას თავისი მომავალი პოზიტიური მიზეზების შექმნით და ამ კანონის წყალიბით დაელოდოს მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს. 
 
73. კითხვა: იხურება თუ არა შვიდი კანონის ციკლი მიზეზ-შედეგობრივი კანონით?
პასუხი: დიახ.
 
74. კითხვა: რას წარმოადგენენ სიყვარულის და ევოლუციის კანონები?
პასუხი: უზენაესი კანონი მიერ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთაებრივ სხივებს კაცობრიობის დასახმარებლად. 
 
75. კითხვა: რაში მდგომარეობს  სიყვარულის კანონი?
პასუხი: არ აქვს მნისვნელობა რა ვითარებაში ყოველთვის ყველაფერს შეხვდით სიყვარულით.
 
76.კითხვა: რა არის სიყვარულის კანონის პრაქტიკული გამოყენება?
პასუხი: ის ანგრევს ნეგატივს და აძლიერებს პოზიტივს, იმ ადამიანის შინაგან სამყაროშიც ვინც იყენებს და გარეგამოშიც. 
 
77. კითხვა; შეუძლია მას დასძლიოს ყოველგვარი ნეგატივი?
პასუხი: დიახ, რადგან სიყვარული უსასრულო და უნივერსალური ძალა რომლის მსგავსიც არ არსებობს. სიყვარული ერთდროულად კანონიცაა და მისი აღსრულებაც,
 
78. კითხვა: რაღატომ მიდის ნეგატივი მასთან ვინც უკვე გაზარდა საკუთარი თავი პოზიტივში?
პასუხი; რადგან ასეთ სემთხვევებში ის ცდილობს ტრანსმუტაციის მეშვეობით თავი დააღწიოს თავის ნეგატიურ მდგომარეობებს რაც მხოლოდ სიყვარულის ძალითაა შესაძლებელი. 
 
79. კითხვა: რა არის ევოლუციის კანონი?
პასუხი: ესაა უკანასკნელი სიმი კაცობრიობის ცხოვრების დიად ლირაში და სხვაგვარად იმედსაც ეძახიან. 
 
80. კითხვა: რაში მდგომარეობს ის?
პასუხი: ყოველი ვიბრაცია მიისწრაფვის ზემოთ მარადიული ჰარმონიის შკალაზე. 
 
81. კითხვა: რა არის მისი პრაქტიკული ღირებულება ადამიანის ცხოვრებში?
პასუხი: ის წამოაყენებს დაცემულს, და იმედს მისცემს სასოწარკვეთილს. ისიც უზენაესი კანონის სხივია და გამუდმებით ეწინააღმდეგება პოლარობის და რიტმულობის  კანონების მოქმედებას და გარკვეული დონით ამცირებს მათ ნეგატიურ ეფექტს.
 
82. კითხვა: რა არის ბოროტება?
პასუხი; ბოროტება სხვა არაფერია თუ არა ევოლუციის კანონის საწინააღმდეგო მხარე, ისაა შებრუნებული, უკუსვლითი მოძრაობა პოზიტიური ვიბრაციის. 

(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე ისრით ან სარჩევით - ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით)

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff