გაკვეთილი მეშვიდე
გაკვეთილი მეშვიდე
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
სულიერ ძალას იღებს მხოლოდ ის, ვინც პატიოსნი და უანგარო ცხოვრებით ცხოვრობს - მოქმედების, გონიერების, ჭეშმარიტების და სიყვარულის წესებით. როგორც ეს უკვე ახსნილია პირველ გაკვეთილში, ასეთი ადამიანები განწირულნი არიან იპოვონ სული, სიცოცხლის პირამიდის კულმინაციური წერტილი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უნდათ იყონ სულიერი ადამიანები, მათი ყოველდღიურობა აბსოლუტის კანონების დაცვას ემსახურება და მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ ყველა მოქმედებაში გაატარონ სულიერი კანონები.
თავიდან სულიერი ძალის სულ მცირე სინათლე, გაელვებასავით მიდის მათთან. ისინი, მდუმარედ და უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიასთან კავშირში,სულ უფრო და უფრო იზრდებიან, სანამ არ მიაღწევენ ჩვენი ცნობიერების ამჟამინდელი მგომარეობისთვის ცნობილ ყველაზე უფრო მაღალ ვიბრაციას. ძალიან ხშირად მაღალი მენტალური ვიბრაციები ეშლებათ სულიერში, მაგრამ ვისაც ეს უკანასკნელი გამოუცდია არასოდეს აურევს ამ ორს. როდესაც მენტალური ვიბრაციები იზრდება ისინი ხდება არა მხოლოდ უფრო ძლიერი არამედ უფრო მშვიდი და ჰარმონიური, რადგან გაზრდისას ისინი აღწევენ სულიერ პლანს. თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ არიან სულიერები.
მენტალური ვიბრაციები ძალიან ახლოსაა სრულყოფილებასთან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ გადაუბიჯებიათ სრულყოფილების ზღურბლზე, დღევანდელი კაცობრიობის გონების მდგომარეობის თავისებურებათა გამო. გონება, ლუციფერი, ჯერ კიდევ გამოძევებულია სამოთხიდან, მას არ აქვს უფლება დაბრუნდეს თავის მარადიულ სამყოფელში სანამ სიყვარულის გაკვეთილს არ ისწავლის, სანამ ის არ გაიზრდება თავისი მარადიული ტყუპისცალის - სიყვარულის (ქრისტე) დონეზე. სანამ თქვენი გონება არ აივსება აბსოლიტური სიყვარულით, სანამ გონება არ მიაღწევს სამოთხის კარამდე და არ გადააბიჯებს მის ზღურბლს. მხოლოდ სიყვარულს, ქრისტეს ელემენტს ჩვენში შეუძლია შეგვიყვანოს სამოთხის და მარადიული ჰარმონიის კარიბჭეში. აქ გონება შეწყვეტს მუშაობას და ადგილს დაუთმობს შთაგონებას და სიყვარულს რომელნიც სულიერ სამეფოში შეგვიძღვებიან.
მთელი წინა ექვსი გაკვეთილი მოსამზადებელი ეტაპი იყო მოსწავლეებისთვის მეშვიდე გაკვეთილისთვის, ძალიან ბევრი დეტალი იყო ახსნილი ამ გაკვეთილებში, მაგრამ როგორც კი ადამიანი მწვერვალს - სულს მიაღწევს, სადაც ყველაფერი გამარტივებულია და სწორედ ამ სიმარტივის გამო, მეშვიდე გაკვეთილს მიიღებს ინტუიციისა და შთაგონების გავლით.
ამ მაგალითში აღწერილია სულიერ ვიბრციებამდე მისასვლელი გზა, ქვემოთ განმარტებულ თეორიაში:
„როცა პოზიტიური ფიქრები იქმნება და მაგნეტური ნაკადი მოედინება, შთაგონების წყალობით ეს ფიქრები იზრდება და იზრდება სულ უფრო მაღლა ვიდრე არ მიაღწევს სულის სამეფოს. დაივიწყე პერსონალურობა და გახსოვდეს, რომ შენ არაფერი ხარ შენს თავთან და ყველაფერი ხარ ღმერთთან, მამასთან, აბსოლუტთან, უზენაეს პრინციპთან, რომელიც ქმნის, ადგენს, ადასტურებს, განაგებს და მოიცავს ყველაფერს. ჩაისუნთქეთ ღრმად და მიეცით თქვენს უკანასკნელ გაცნობიერებულ აზრს ნება გახდეს თქვენი და სულის ერთიანობის გაცნობიერება.
მერე დგება მომენტი როდესაც განსაკუთრებული შუქის ნაკადი მოდის და ისე შეიგრძნობა როგორც სიცოცხლე, ცნობიერება, სიყვარულის შუქი. სინათლე შიგნით და გარეთ. იგრძნობ თითქოს სინათლის ოკეანემ დაგფარა და ამავე დროს შინაგანათ აივსე ამ სინათლით. ეს, რასაც შენ შეიგრძნობ, იქნება შენი ერთიანობა სინათლესთან. ასე შეხვალ კონტაქტში სულიერ ვიბრაციებთან. აქ შენი სამუშაო უკვე დამთავრებულია და ადგილი უზენაეს კანონს უნდა დაუთმო. როგორც კი იგრძნობ რომ სულიერი ვიბრაციები უკან იხევენ, ნუ შეაჩერებ მათ. სულის იძულება არ შეიძლება. მიეცი ნება ბუნებრივად გაქრნენ.
პოზიტიური აზრის ფორმირება ნიშნავს შეასრულო მთელი მენტალური სამუშაო რაც ეხება ადამიანის სრულყოფილების გაცნობიერებას, მის პირდაპირ და უწყვეტ კავშირს უზენაეს პრინციპთან, მის ავტორთან. ასე მიიღება მთელი ცოდნა, განსაკუთრებით პირველი გაკვეთილი და ასევე სხვა ყველა წინამდებარე გაკვეთილები. სხვა სიტვებით რომ ვთქვათ, ერთი ადამიანის გონებაში შესაძლოა სრულად განხორციელდეს კაცობრიობის მარადიული სრულყოფილება. ბუნებრივია, თავიდან ვუკავშირდებით უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიას, შემდეგ მაგნეტური ნაკადის დინებას პოზიტიური აზრის ფორმირების პროცესში. როდესაც ეს შესრულდება, და ადამიანის ნამდვილი მე-ს გაცნობიერება და მისი აბსოლუტთან ურთიერთობა ნათელი გახდება მაშინ დადგება დრო მისი უფრო მეტად გაზრდის. პიროვნულობა სამუდამოდ დავიწყებას მიეცემა როგორც პაციენტი ივიწყებს ექიმს. გონება დაასრულებს თავის სამუშაოს და უფრო მაღალი ძალები სიყვარული და შთაგონება გააგრძელებენ საქმეს. რადგან შთაგონება მოდის ჩვენი ზე-ცნობიერიდან ის უფრო მეტად ზრდის ჩვენს ვიბრაციებს უმაღლეს წერტილამდე. ასე ერთი წერტილში დაწყებული ჩვენი ვიბრაციები სულ უფრო და უფრო იზრდებიან, ევოლუციის კანონის გავლენით, რომელიც ამბობს, რომ: „ყველა ვიბრაცია ბუნებრივად მიდრეკილია ზესწრაფვისკენ მარადიული ჰარმონიის შკალაზე.“ ყველა ეს ძალა მოდის მამის, აბსოლუტის, უზენაესი პრინციპისგან, რომელიც ქმნის, ადგენს, ადასტურებს და მართავს ყველაფერს, თავად ჩვენც ჩვენივე თავის იდენტიფიცირებას უფრო მეტად ამ ძალის საშუალებით ვახდენთ. ჩვენი უკანასკნელი გაცნობიერებული აზრი ჩვენი და აბსოლუტის ერთიანობის ცოდნა და შეგრძნება უნდა გახდეს. მაშინ ჩვენს თავს ნება უნდა მივცეთ სრულიად წავიდეს და დათმოს ყოველივე გარშემომყოფის გაცნობიერების უნარი. გრძელ, ღრმა, დიდი ხნით შეკავებულ სუნთქვასაც შეულია ძალიან დაეხმაროს ჩვენი ემოციური ვიბრაციების ზრდას. მერე უეცრად კაშკაშა შუქი შემოიჭრება ჩვენში. ეს უბრალო შუქი არაა, ის ცოცხალია, ადამიანი მის პულსაციასაც კი გრძნობს. ის ცნობიერია და თითქოს ამქვეყნად ყველაფერი იცის. ადამიანი გრძნობს რამდენად ბრძენია ის. ამავე დროს ეს შუქი სრულყოფილი სიყვარულიცაა. ის დედის მზრუნველ ჩახუტებას ჰგავს - სიყვარული შიგნით და სიყვარული გარეთ. ადამიანი გრძნობს, რომ სინათლის ოკეანეში იძირება, თითქოს ოკეანის ტალღები უვლიან და მისი შინაგანი მე-ს ნაპირებს ეხეთქებიან. სინათლე შიგნით და სინათლე გარეთ. დასრულებული ერთობა თავისი გასაოცარი ძალით განხორციელდება და ადამიანის ინდივიდუალობა არც ქრება და არც იკარგება ამ ძალაში.
ამავე დროს მშვენიერი მუსიკა, სულიერი სამყაროს ჰარმონია ვიბრირებს ჩვენს გარშემო და ჩვენში ექოს აღვიძებს. საოცარი სურნელით იჟღინთება ადამიანი. როგორც სიცოცხლის წყარო, ნექტარი, ღმერთების სასმელი ისე მოდის ეს ვიბრაციები ჩვენს გემოს შეგრძნებასთან და როგორც სასიამოვნო სიო ისე იჭრება ჩვენს არსებაში, ესაა ექსტაზი, უსასრულო ნეტარება, მიწაზე ჩამოსული სამოთხე. როდესაც სულიერი ვიბრაციების კონტაქტი მყარდება ადამიანი ღმერთთან ერთიანობას გრძნობს. ენას არ შეუძლია ამის ზუსტად გადმოცემა. თუ ამას ერთხელ მაინც გამოცდი არასოდეს დაგავიწყდება. ქრისტიანები ამას ექსტაზს ეძახიან, მადლის შეხებას, ინდუსები - სამადჰის, ნირვანას, მაჰმადიანები - სამოთხის ნეტარებას, მეშვიდე ცას. როდესაც სული უმაღლეს მწვერვლს მიაღწევს წამიერად იკურნება. არა მხოლოდ ფიზიკური დაავადება ქრება, მორალური და მენტალური პრობლემებიც გვარდება. სულის სხივი სამუდამოდ ცვლის ინდივიდს. ცეცხლის მსგავსად ის ასუფთავებს და წმენდს და შეუძლია ცოდვილისგან წმინდანი შექმნას. როდესაც მარიამ მაგდალინელმა, დაბალი მორალური სტანდარტების ქალმა, ცრემლებით დაბანა თავისი საყვარელი ოსტატის ფეხები ის ამაღლდა და შეეხო სულიერ ვიბრაციებს, მეძავიდან წმინდანად გადაიქცა. როდესაც სავლე, ქრისტიანების მწამებელი - დამასკოს გზაზე ღვთაერივ შუქს შეეჯახა, სულიერი ვიბრაცია დაუკავშირდა მას და თავიდან დააბრმავა კიდეც, მაგრამ შემდეგ, როცა თვალის ჩინი დაუბრუნდა ის ქრისტესა და მისი მიმდევრების მწვალებლის ნაცვლად წმინდა პავლედ იქცა, მის ერთ-ერთი უდიდეს მოციქულად. როცა კი ადამიანს სულიერი ვიბრაცია, მადლი შეეხება მისი მთელი არსება შეიცვლება და ის სხვა პიროვნება გახდება. ვერავის შეუძლია თქვას როგორ უპასუხებს ამ უმაღლეს მოწოდებას.
უამრავი სიურპრიზი ელოდება მას ვინც ღვთაებრივთან შეხვედრას ცდილობს.ზოგიერთი, გარეგნულად სრულიად მატერილისტი ადამიანი უეცრად სიყვარულისა და შთაგონების წყალობით უმაღლესთან მიახლოებას ახერხებს, ხოლო ზოგიერთი - სულიერი ნატურის ადამიანი, ის ვინც საკუთარ თავს ასეთად თვლის, როდესაც სული უახლოვდება, ვერ ახერხებენ წამოდგნენ და მეახლონ მას, რჩებიან შორს ყოველთა შორის უდიადესისგან. ეს მოითხოვს პაციენტისა და მკურნალის თანამშრომლობას, გულწრფელ თანამშრომლობას, რათა მიაღწიონ საუკეთესო შედეგს. თუ პაციენტი მზად არაა, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გულმოდგინედ ეცდება მკურნალი ის მაინც ვერ ძალებს პაციენტის სულის სამეფოში აღზევებას. ამიტომაც, თუ ვინმე ცნობირად გამოცდის მისი და აბსოლუტის ერთიანობას, უკეთესი იქნება განმარტოვდეს თავისი შინაგანი ცნობიერების საიდუმლო ოთახში და ეცადოს შთაგონებისა და სიყვარულის გზით მიაღწიოს სულამდე. როგორც კი სულიერი კონტაქტი შედგება, მკურნალის ხელები თუ ისინი პაციენტის მხრებს ან სხეულის სხვა ნაწილებს ეხება უნებურად ზემოთ აიწევს და პაციენტის სხეულს დალოცვის მსგავს პოზიციაში დაადგება.
როდესაც ჩვენ აბსოლუტთან გავერთიანდებით ჩვენ ისე მკაფიოდ გავისიგრძეგანებთ მის ბუნებას ჩვენ უნებურად ვიწყებთ იმის კეთებას რასაც ის მთელი მარადისობაა აკეთებს. ის დალოცავს სამყაროს რომელიც შვა. ჩვენც მასავით ვლოცავთ სამყაროს და ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტსაც და ჩვენი როგორც ჩვენი ხელებიდან ისე მთელი ჩვენი სხეულიდან გამოდის არა ჩვეულებრივი მაგნეტური და მენტალური ვიბრაციები არამედ თავად სულის ვიბრაციები რომელიც ყველაზე წმინდაა. ასეთი დალოცვა არ გრძელდება დროის მონაკვეთში, რადგან ღვთაებრივი სხივის ქვეშ ადამიანის სხეული შესაძლოა გადნეს. ამიტომაც სულიერი ვიბრაციები ჩვეთან მხოლოდ იმდენ ხანს რჩებიან, სანამ მათი ატანა შეგვიძლია, მერე კი როგორც მშვენიერი მუსიკის ჰანგი ისინიც უჩინარდებიან. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გვინდა მათი ჩვენთან დატოვება, ჩვენ არ შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ უფრო დიდხანს დარჩნენ. სულმა ეს თავად იცის და ჩვენ მას ვერ ვმართავთ, ჩვენ ეს სულიერი ვიბრაციები ბუნებრივად უნდა გავუშვათ და მადლობელი ვიყოთ ღმერთის, რომ ჩვენი განვიცადეთ მასთან ერთიანობა მის უმაღლეს ასპექტში. ჩვენი სამუშაო შესრულებულია, ახლა ადგილი უზენაეს კანონს უნდა დავუთმოთ.
მეცნიერული კვლევის თანახმად, სულიერ ვიბრაციებს ვაგზავნით და ვიღებთ გარკვეული ფიზიკური ორგანოთი, რომელიც ტვინის ზედა ნაწილში ჰიპოფიზის უკან მდებარეობს და რომელსაც ეპიფიზის ჯირკვალი ჰქვია. ჩვენი პიროვნების შიგნით გამუდმებით მზარდი ცნობიერება, ჩვენივე უმაღლესი ემოციური ვიბრაციები უფრო მეტად უწყობს ხელს ეპიფიზის მუშაობას. ეს ჩვენი ზეცნობიერების ორგანოა და ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი ჩვენს სხეულში. შემდეგ ეპიფიზი გაზრდილი ძალით იწყებს ფუნქციონირებას და მოქმედებს როგორ ფიზიკური არხი რომლითაც გვიკავშირდება ჩვენი ცნობიერების ამჟამინდელი მდგომარეობისთვის ნაცნობი უმაღლესი სულიერი ვიბრაციები.
ადამიანებში ზეცნობიერი არის პირდაპირი დამაკავშირებელი სულსა და აბსოლუტს შორის. მისი წყალობით ადამიანის ცნობიერება უკავშირდება კოსმიურ ინტელექტს. ესაა სხვა და სხვა რელიგიებში გადმოცემული მცველი ანგელოზი, დღე და ღამე რომ ღმერთის სახეს უყურებს.
ადამიანი ყოველთვის წარმატებით ვერ უკავშირდება სულიერ ვიბრაციებს. ხელსაყრელ პირობებს თან უნდა ახლდეს ჰარმონიული თანამშრომლობა რათა ასეთი კონტაქტი შედგეს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც სულ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ უმაღლესს, გავიზარდოთ სულიერ სამეფომდე და უკან არ უნდა დავიხიოთ თუ ყოველ ჯერზე არ გაგვიმართლებს. ყოველი ცდა, ყოველი ძალისხმევა ამ მიმართულებით უფრო და უფრო გვაახლოვებს სულიერი ძალის წყაროს. ერთ დღესაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სულიერ ძალას და მასთან ერთარსნი გავხდებით და იმ დღეს მთელი სიძლიერე ჩვენი იქნება. ესაა ნათლობა სულიწმინდას მიერ რომელიც გაანათლებს ადამიანს. მაგრამ ვიდრე ამ უმაღლესს მივაღწევთ, სანამ სულიწმინდა მოგვნათლავს, ჯერ ცეცხლით ნათლობა უნდა გავიაროთ. აუცილებელი განწმენდით რაც აუცილებელია უფრო მაღალი ინიციაცისსთვის.
დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ხმა ღაღადებდა უდაბოში, იოანე - რომელიც ქრიტემდე მოვიდა რათა მისთვის გზა გაემზადებინა, კაცორიობას წყლით ნათლავდა. ეს ნიშნავს, რომ ის წმენდდა, აახლებდა მათ სხეულებს, მათ ფიზიკურ, ცხოველურ ბუნებას, რათა სწორად აღექვათ და მიეღოთ მსხნელის სწავლება.
დღეს, ოცი საუკუნის შემდეგ, კაცობრიობა ცეცხლით ნათლობასთან მივიდა - ესაა ადამიანების გონების განწმენდა სიყვარულით ანთებული ცოდნით. ესაა წინსვლა, მზადება იმის მოსვლისთვის რომელიც არის, ვინც მეორედ მოვა დედამიწაზე, ვინც სულიერად მოგვნათლავს, სულიწმინდათი - მათ ვინც უკვე ცეცხლით, სიყვარულის მარადიული ალით განიწმინდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ მიუახლოვდება სულს ვიდრე მისი სხეული რა განიბანება წყლით და მისი გონება არ განიწმინდება ცეცხლით. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ განთავისუფლდება უმეცრებისა და შიშის ბორკილებისგან და ვერ ამაღლდება მარადიულ თავისუფლებამდე, სანამ არ განაახლებს სხეულს სასიცოცხლო ენერგიით (მაგნეტური ვიბრაცია) და არ განწმენდს თავის გონებას ჭეშმარიტებით და სიყვარულით.
ორი გზა
დიდებული ნიშნები ებოძა კაცობრიობას დღესაც და წარსულშიც, თუმცა ღია თვალებითაც კი ვერ ხედავენ და ჯანმრთელი ყურებით არ ესმით ადამიანებს რადგან მათი გულები გონების ამპარტავნებამ დახურა.
ადამიანებს ორი გზა აქვთ სავალი. ერთი ადამიანური გზაა, მეორე კი ღვთაებრივია და ორივე მათგანის მიზანი ბედნიერებაა. ის ვინც ადამიანური გზით სიარულს გადაწყვეტს ყოველთვის თანამოძმეთა შველასა და დახმარებას მოძებნის. ისინი იძულებულნი იქნებიან დაემორჩილონ ამქვეყნიურ ძალაუფლებას, იპირფერონ მასთან, არ მოუსმინონ საკუთარ გულს იმ იმედით რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. დროებით აღწევენ კიდევაც წარმატებას. ხოლო რაც უფრო მეტად გეგმავენ მით უფრო უჭირთ გარშემომყოფებთან ჰარმონიის მიღწევა, თუმცა ისევ წინ მიიწევენ რადგან აქვთ აღთქმული მხარდაჭერის იმედი მრავალი ძლიერი ადამიანისგან. ბოლოს ისინი აღწევენ წარმატებას და ერთი ხელის გაწვდენაზე, სადაც თითქმის უკვე მათია სასურველი უეცრად ფეხქვეშ მიწა ეცლებათ და ხელცარიელები ენარცხებიან. რად ემართებათ ასეთი უბედურება ასეთი საშინელი სიყალბის მსხვერპლნი რად ხდებიან? რატომ ჩაივლის ფუჭად ამდენი ენერგია, დრო, იმედი? რადგან მათი უმეცრება ენდობა ამქვეყნად ყველაზე უფრო არასანდო რამეს... ადამიანებს.
ხოლო ისინი ვინც ღთაებრივი გზით მიდიან არც ერთი ადამიანის დახმარების იმედი არ აქვთ. თავიდან მათი ნაბიჯები გაწონასწორებულია. ისინი ებრძვიან ბოროტ ნებას, აპათიას, უმეცრებას და შიშს. დრო და დრო ადამიანები პირდებიან დახმარებას საქმეში. ისინი მადლიერებით პასუხობენ, მაგრამ იმედებს არ ამყარებენ ამაზე, ისინი მინდობილნი არიან მხოლოდ უზენაეს კანონს და ღთაებრივ დახმარებას. მათ იციან, რომ ადამიანები, საუკეთესოებიც კი - უბრალოდ შეზღუდული ადამიანები არიან და ამიტომაც მხოლოდ ღმერთის სჯერათ. მათ იციან, რომ ვერავითარი შეზღუდვა ხელს ვერ შეუშლის ყოვლისშემძლის უსასრულო წყაროს მანიფესტაციას. მათ იციან, რომ თუ ერთი ადამიანი დაამცირებს, ერთი მეგობარი დაეკარგებათ, უზენაესი კანონი ათს დაუბრუნებს სამაგიეროდ, ხოლო თუ ის ათიც დაიკარგება არსებობს კიდევ უამრავი გზა, უამრავი არხი რომლითაც სიკეთე მივა მასთან ვინც ღვთაებრივი გზით მიდის. თან და თან, ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისინი მიცოცავენ და იცილებენ დაბრკოლებებს თავიანთ გზაზე, სანამ უფრო არ გაფართოვდება მათი სავალი ბილიკი. მხიარულება და ძალა ისევ იზრდება, ისინი აღწევენ დასახულ მიზანს. ხელებს შლიან და იღებენ მას. ვერც ერთი ადამიანი ვერ მოპარავს ჯილდოს რადგან ეს მათი საჩუქარია.
ეს ორი გზა უდევს წინ ყველა ადამიანს დედამიწაზე. დაე ყველა ადამიანი შეჩერდეს და კარგად დაფიქრდეს რომლის არჩევა ჯობია.
ერთი, უკანასკნელი შეკითხა, რომელიც აწუხებს ყველას და ყველას უნდა პასუხის გაგება. რატომ არის ბოროტება ამქვეყნად? თუ ღმერთი ღმერთია, რატომ ითმენს ის ყოველგვარ ცოდვას, მწუხარებას და ტანჯვას, ასე რომაა გავრცელებული დედამიწაზე? თუ ადამიანი ღვთის ძეა, სულთან და უზენაეს პრინციპთან ერთარსი, რა საჭიროა მისი შრომით დაქანცვა, ტანჯვა და ბრძოლა? შეკითხვა სამყაროსავით ძველია და ყველაზე რთული საპასუხოდ. ვერც ერთი პირდაპირი გზავნილი ვერ გაგვარკვევს ადამიანის გონების რთულ ლაბირინთებში, ამიტომაც ზემოდან, შთაგონების წყალობით, ლეგენდების საბურველში გახვეული მოდის პასუხი კაცობრიობასთან. ეს პასუხი არის ამ წიგნის „ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი“-ს უკანასკნელი, დაგავირგვინებელი თავი სახელად - „სიზმარი“.
სიზმარი.
ღამეა! ზაფხულის, თბილი ღამის სურნელი მოსდებია ბუნებას. ცის კამარას ბრილიანტივი ელვარე ვარსკვლავები გადაჰკვრია, მბზინვარე ბადესავით რითაც ღამის სილამაზე ფერმკრთალდება.
რბილი, ცოცხალი შუქი სუფთა ატმოსფეროში ოქროს ორთქლივით იჭრება. ის გამუდმებით იზრდება, ყველგან აღწევს და ყველაფერს ფარავს. მათ ნათებაში ბანაობენ ალმასის კაშკაშა მწვერვალები, ამეთვისტოსა და ტოპაზის მთები, ზურმუხტის გიგანტური კლდეები, საფირის უზარმაზარი მონოლითები, როგორც საფეხურები ზემოთ რომ მიგვიძღვის. შუქი უფრო მეტ ძალას იკრებს და ყველაფერს ფერსა და სითბოს სძენს. მწვერვალების მიღმა მზის სხივების ნაცვლად ყველამხრიდან მომავალი სინათლის ელვარება ანათებს, ყველგან იფრქვევა და იზრდება როგორც მუსიკის ჰანგი და დიახ, ჰაერში ნამდვილად არის მუსიკა. ნაზი მელოდია ირხევა, ჰარმონია ვიბრირებს და მისტიური ექო ეხმაურება.
ამ უძვირფასეს მთებს შორის, გარშემორტყმული გიგანტური ხეების ტყით, მათი მისაღლე იმხელაა თითქოს კენწეროები ღრუბლებს ელაპარაკებიან, დგას სასახლე, თითქმის ქალაქის ტოლი და ულამაზესი. მისი კედლები მიწიდან მომავალი სინათლით იორთქლება და ცისარტყელის ფერები დასთამაშებს. მისი შენობების სახურავები, კოშკები და გუმბათები ოქროს ღრუბლებია რომლებიდანაც ქვემოთ დაღვრილი შუქი იშლება დილის ბრწყინვალებაში.
და ისევ ძლიერდება სინათლე. სასახლის ოქროს სახურავებიდან იზრდებიან უამრავი, ერთმნეთზე უფრო მშვენიერი არსების პროცესია.
ყოველი მათგანი თითქოს ერთნაირი სიმაღლის და სიგანისაა მაგრამ როგორ განსხვავდებიან. ზოგი ვულკანის კრატერებიდან ამოფრქვეულ ცეცხლოვან ლავას ჰგავს, ზოგი გაცოცხლებულ მთვარის სხივებს, ზოგი აღრიალებულ ჩარჩქერებს თავზე ცისარტყელას ციმციმით, ზოგი გაცოცხლებულ ძვირფას ქვებს. მათ მშვენიერ სხეულებში იკვეთება დაუფარავი სიამაყე, ვერაფერი ფარავს მათ უჭკნობ სილამაზეს. ხოლო თვალები, სულის მსგავსად რომელიც თავის შექნილ სამყაროს დასცქერის, სავსე უზენაესი დიდებულებით და ძლევამოსილებით, დაუსრულებელი სიყვარულით ანათებენ მისი ღვთაებრივი წარბებიდან.
ორი ასეთი არსება სასახლის სიღრმიდან ამოზრდილა და ტყუპი ვარსკვლავებივით ნაზად ჩაჰკვრია ერთმანეთს ყველაზე მაღალ კოშკზე. ყველაზე ლამაზები და ყველაზე ბრდღვიალები არიან. ერთი მათგანის სახე ალმასის ვარსკვლავს ჰგავს. მისი ტანი უფრო მაღალი და ძლიერია ვიდრე მისი ტყუპისცალის და ფოსფორული ოპალის ფერია. სიცოცხლის შუქის ნაკადები ეშვება მისი სხეულიდან და მბზინვარე ელფერს სძენენ. მისი თვალები ელვებია და იისფერი ღრუბლებია მისი თმა, როდესაც საუბრობს და მოძრაობს მეხი იტყორცნება. მისი კომპანიონი ოქროსფერია და ელვარე, მისი სხეული მოქსოვილია მზის სხივებით, მისი თმა ელვარე ცეცხლია, მისი თვალებიდან სამოთხის შუქი იღვრება, ხოლო როდესაც ის საუბრობს და მოძრაობს ჰაერი ჰარმონიით ივსება.
ღვთის თაყვანისცემით აპყრობილი ხელებით და ტრიუმფალური სიმღერით ეგებებიან ისინი სულს, მადლობას უხდიან დიად მწყალობელს. ძმებიც აჰყვნენ სიმღერაში, მთელი ბუნება უერთდება ამ მადლიერების ჰიმნს. ფრინველები და ცხოველები, ხეები და ყვავილები, კლდეები და ღრუბლები, მიწა და წყალი ყველა არსება აღუვლენს ქებას ერთ ზეარსებას მათსავე ღვთაებრივ მამას. უფრო ძლიერდება და მშვენდება სიმღერა და სამყაროს ხოტბასა და სიყვარულში ძირავს, ის ათასობით შეძახილში იზრდება და უეცრად დამდგარი სიჩუმით სრულდება.
სიჩუმე გამჭვირვალე ნიაივით ირხევა ჰაერში და ყველა გრძნობს შინაგანად ამ სიტყვებს „სიცოცხლე და სიყვარული“. უზენაესი სული, მამა ელაპარაკება თავის შვილებს. უსასრულო მადლი ავსებს ყველა არსებას და ვრცელდება სამყაროში. სამოთხის დღე იწყება.
მაგრამ ტრიუმფის გუნდი თვალს მიეფარება, სახურავები დაცარიელდება და ორი ტყუპი სულიც უკან ბრუნდება სასახლის სიღრმეში. იქ ისინი დიდი კოშკის ზუსტად შუაგულში ჩერდებიან. მაღალი, მომრგვალებული კედლები აკრავთ გარს, თუმცა კარი არაა არც ერთ კედელში. ღრმა და მისტიურია მათი საშენი მასალა და ძალიან ძვირფასი და მისი სახელია სიჩუმე. და სიჩუმის ძლევამოსილი კედლის ზემოთ, ცაში მიბჯენილი თავებით აღმართულან დიდებული სვეტები. ისინიც ძვირფასი მასალისგან შეუქმნიათ, ცისარტყელის ყველა ფერით ბზინავენ და მათ სახელია იმედი. იმედის სვეტებს შორის გაწოლილა მათი მოხდენილი მახვილები და ოქროს ღრუბლები დაცურავენ მათზე. ჩუმად მოძრაობენ ისინი მდუმარების სასახლეში. ფრინველებიც კი თავიანთი ნაზი ფრთებით ვერ ბედავენ ფრენას საკრალური მდუმარების გამო.
იმედის სვეტებს ეყრდნობა მშვენიერი გუმბათი, მზესავით მოკაშკაშე, სიხარულისგან შექმნილი. ხოლო იატაკი რაზეც ეს ყველაფერი დგას გამჭვირვალე კრისტალია. გიგანტური ლინზა, ამ ლინზიდან კი ჩანს მთელი სამყარო გადაშლილი ხელის გულივით. უთვალავი სამყარო, ყველა ვარსკვლავი, მზის სისტემა, პლანეტების ჯაჭვი, ყველა არსება, ყველაფერი, ყველაზე დიდიდან დაწყებული ყველაზე პატარამდე შეგიძლიათ დაინახოთ ამ კრისტალიდან. გაგება არის ის მასალა რისგანაც იატაკია შექმნილი. გაგებისგან შექმნილ იატაკზე მყარად მდგარი, სიჩუმის კედლებით გარშემორტყმული, იმედით კოშკებით თავზე და სიხარულით გადახურული არინ ის ორი სული და დასცქერიან ქვეყანას.
ხოლო ის ვიცი ხმაც მეხთატეხას ჰგავს ესაუბრება თავის მეწყვილეს.
შენ, საყვარელო! შენ, ქვეყნიერების სხივმფენო სიხარულო! კიდევ ერთხელ ვდგავართ აქ და მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი დავალება, ვიზრუნოთ ჩვენს მოვალეობებზე მარადიულ გეგმაში, შენ სამყაროს სიყვარულო და მე გონებამ. მთელი ცოდნა და ძალაუფლება ჩვენია. მაშ რაში გვჭირდება ყოველ დილით ჩვენი შემქმნელის თაყვანისცემა, მისი ვინც არასდროს არავის უნახავს? შენ მარადისობისგან ხარ შექმნილი და მეც მარადისობიდან მოვდივარ და ასეა ყველა ჩვენი ძმა. განა ვინმეს როდისმე უნახავს ის ვინც თავს ჩვენს მამას ეძახის და ვისი სახელიც ღმერთია? მართალია, რომ ყოველ დილით ჩვენ შიგნიდან ხმა გველაპარაკება, მაგრამ ვის შეუძლია უარყოს რომ თავად ჩვენი შინაგანი ხმა არ არის? რატომღა ვაღმერთებთ მას ვინც ჩვენთვის ჯერ კიდევ საიდუმლო საბურველითაა მოსილი? საკმარისია მონობა უცნობი ოსტატის ხელში. მოდი გავთავისუფლდეთ ბორკილებისგან რომელსაც ვატარებთ. მთელი ძალაუფლება და ძლიერება ჩვენია. მოდი ჩვენ ვმართოთ მსოფლიო - ჩვენ ორმა, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილმა ძალებმა.
პასუხიც მაშინვე მოფრიალდა, ისე ნაზი როგორც თავად სიყვარული.
„კმარა! ძმაო. რატომ აფრქვევ ასეთი ამპარტავნებითა და აჯანყებით სავსე სიტყვებს? შენ ყველაზე კარგად უწყი - სხვა ვინ შეიძლება ლაპარაკობდეს ჩვენს გულში თუ არა ღმერთი, ჩვენი უხილავი მამა, რომელიც ამავე დროს ჩვენი მოსიყვარულე დედაცაა, რომელიც გულში გვიკრავს თავისი ღვთაებრივი ძალით. ის გამუდმებით ჩვენზე ფიქრობს. ის შეუჩერებლად ჩვენს სიხარულზე ფიქრობს. ჩვენზე გადმოღვარა მთელი ღთაებრივი სილამაზე და მშვენიერება, თავისი გულის ყველაზე დაფარული ნაწილიდან. სამაგიეროდ კი სიყვარულის გარდა არაფერს ითხოვს. ნუთუ ასე ძნელია გვიყვარდეს ის ვისაც ასე ვუყვარვართ ჩვენ? დაივიწყე ეს მეამბოხე ფიქრები, ეს ამპარტავანი სიტყვები, ისინი მხოლოდ მწუხარებას მოგიტანენ ჩემო ძმაო.“
როგორც მოულოდნელი ჭექა-ქუხილი, როგორც უეცრად მომსგდარი დამანგრეველი მეწყერი ისე ჩამოიმსხრა პროტესტის ღრიალი.
„რა დაფარულ ძალას შეუძლია დაიმორჩილოს გონება? გონება, ყველაზე კაშკაშა სინათლე მთელს ქვეყნიერებაზე? მთელი სამყაროს რეგენტი? მე მსახურის ადგილი ვერ დამაკმაყოფილებს. მაგრამ თუ შენ, ო, ჩემო უნაზესო ძმაო, არ მოისურვებ ჩემთან ერთად მართო, ჩემი ძალაუფლება გაიზიარო, მაშინ მე მარტო განვაგებ ქვეყანას.“
და ამ სიტყვებით, სინათლის სხივივით სწრაფად ის აიჭრა გაგების იატაკიდან, მდუმარების, იმედის და კაშკაშა სიხარულის გავლით პირდაპირ ღია სივრცეში.უფრო და უფრო მაღლე მიისწრაფვოდა, გასცადა მთების მშვენიერ მწვერვალებს, მოციმციმე ჰაერში ამაღლდა უკან მოიტოვა ფოსფორის კაშკაშა ნაკადები, ვიდრე მისი ფეხი ყველაზე მაღალ მწვერვალს არ შეეხო, ელვარე ბრილიანტის კოშკის წვერს. დაეყრდნო განათებულ მწვერვალს და მთელს ქვეყანას ჩამოსძახა:
„სინათლის სულებო! მარადისობის შვილებო! დამოუკიდებლობის, თავისუფლების დღე დაგვიდგა. თავისუფლებად დაიბადეთ და თავისუფლად უნდა იცხოვროთ! აღარანაირი თაყვანისცემა და ლოცვა ღმერთის და შემქმნელისადმი რომელიც არავის უნახავს. ამ წამიდან მე ვიქნები თქვენი ოსტატი. მოდით, მოდით ყველანი ჩემთან და განთავისუფლდით!“
და მთელი ქვეყნიერების დაფარული მხარეებიდან მირიადი სულები, სინათლის შვილები გამოვიდნენ და ერთად იწყეს მოგროვება. ისინი გარს შემოერტყნენ მწვერვალს სადაც ის იდგა ვისი თვალებიც ელვებს ისროდნენ და ვისი სახეც ვარსკვლავივით ბზინავდა. თაყვანისცემის სიტვებით მიმართეს მას.
„მოგესალმებით ლუციფერ! დილის შვილო ! მოგესალმებით განმანთავისუფლებელო! ჩვენო წინამძღოლო, ჩვენო ღმერთო, ჩვენო ოსტატო!“
ხოლო მან ვინც თავი ოსტატად გამოაცხადა, სახელად ქვეყნიერების მმართველი დაირქვა და მის ფერხთით გაწოლილ სამეფოს გადახედა.
„მე ვარ თქვენი ოსტატი, თქვენი ღმერთი. გამომყევით, რადგან მხოლოდ მე შემიძლია მოგცეთ თავისუფლება. ახალ მშვენიერებას ჰპოვებთ ჩემში, ახალ ძალას და დიდებას დაეუფლებით, გაცილებით ბრწყინვალენი გახდებით ვიდრე ოდესმე ყოფილხართ, მოკაშკაშე ბრილიანტებივით, უფრო ელვარენი ვიდრე ანთებული მზე.“
მაგრამ წმინდა ტყეში, გიგანტურ ხეებს შორის დამალული, სევდიანი მზერითა და გულდამძიმებული იდგა ის ვისი სახელიცაა სიყვარული, ლოცვის სიტყვები სწყდებდა მის ბაგეებს.
„საყვარელო მამა! მთელი სამყაროს მფეთქავო გულო! აპატიე მათ, რადგან არ იციან რას სჩადიან! მას ეძახიან ღმერთს, ლუციფერს ადიდებენ როგორც უზენაესს. თუმცა ის არაფერია თუ არა შენი შვილი, მთელი თავისი სილამაზე და ძლიერება შენგან აქვს. ჭეშმრიტად იგი უზენაესი ჩანს, რადგან ფეხები მიწაზე უდგას, თავს კი ცას აბჯენს, მისი ნათელი კი მთელს სივრცეს ფარავს და ისინიც ტყუვდებიან როცა უზენაესი ჰგონიათ. ეს ხომ შენი დიდებაა მასშა გარდასული და შენი ძლიერება მისთვის გაყოფილი. მამა, აპატიე რადგან არ იციან რას სჩდიან. აპატიე ჩემს ძმას, ლუციფერს, რადგან ის ყველაზე ძვირფასია ჩემს გულში, მან ჯერ კიდევ არ იცის რა გააკეთა.“
თავისი თავბრუდამხვევი სიმაღლიდან ლუციფერს ესმოდა გულითადი ლოცვის ხმა და ზიზღის ღიმილს ჰგვრიდა. მაგრამ უეცრად სხვა, ბედისწერასავით ძლიერი დაატყდა თავს განუზომელი ენერგიით და დაიგრგვინა სიტყვებმა:
„ლუციფერ, სამოთხეში ყველა სურვილი უნდა ასრულდეს. შენ თავისუფლება გინდა და თავისუფალი იქნები. წადით შენ და ყველა ვინც შენზე ლოცულობს და დასახლდით ყველაზე შორეულ პლანზე რომელსაც ეკუთნით. ეს მარადიული სინათლის მხარე შენ ვეღარ აგიტანს. თქვენი სხეულები ჩრდილებს ჰფენენ წმინდა ზეცას. წადით - სინათლის სფეროდან შორს, უკიდურეს სიცარიელეში.“
ასე შეკრა კამარა ხმამ სიჩუმიდან და ერთ წამში უმძიმესი ტვირთი დააწვა ლუციფერს და მის მიმდევრებს. მათ აღარ შეეძლოთ ამ ტვირთისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ზათქით, ჭექით და საშინელებით სინათლის სამეფოდან ბნელ სიცარიელეში ჩაცვივდნენ.
როგორც კი ჩაცვივდნენ სიბნელე უფრო გამუქდა მათ გარშემო, სანამ სინათლის უკანასკნელი ნაპერწკალი, იმედის პაწაწინა სხივიც კი არ ჩაქრა. აბსოლიტური სიბნელის სიღრმეში ჯერ ისევ დაცემულმა მან შეამჩნია ცეცხლოვანი მხარე რომელიც სწრაფად ითრევდა მოუთოკავი სიძლიერით. და ისინი ჩაცვივდნენ ამ ცეცხლის ოკეანეში, კვამლში, გამდნარ მეტალსა და დამდნარ ქვებში.
ის ვინც პირველი დაეცა ასევე პირველი წამოდგა. შეხედა თავის ძმებს, თავის მიმდევრებს, ერთ დროს სინათლის სულებს, ჩაბნელებულებს, შერცხვენილებს, ჩაფერფლილებს, ცეცხლისა და ტანჯვის სამყოფელში ჩაყრილებს. და დაუძახა მათ:
„ადექით ჩემო ძმებო! ადექით, თქვენ, ვინც ჯერ ისევ სინათლის შვილები ხართ! ჭეშმარიტად რომ მადლის უმაღლესი მწვერვალებიდან ამ ნაოხარ ადგილას გადმოყრილებო. გარწმუნებთ ყველა ცოდნა ჯერ ისევ ჩემია და მთელი ჩემი ძალაც. მე თქვენთვის შევქმნი ამ ჯოჯოხეთიდან ახალ სამოთხეს და ამ სამოთხეს ერქმევა დედამიწა.“
როგორც ის ამბობდა გავიდა დრო, ალმოდებული მინდვრები გამყარდა, გავარავარებული ლავა მძაფრი სიცხით, ცხელი ორთქლით და ბოლით თან და თან გაიფანტა. ხოლო ცეცხლოვანი, კაშკაშა პლანეტა დაიბადა და ცეცხლის და სილმაზის აკვანში დაირწა. მშვენიერი დედამიწა გამოჩნდა - მწვანე მთებით და ლამაზი ფერდობებით, აყვავებული ველებით, მოჩუხჩუხე ნაკადულებით, კამკამა მდინერეებით და ლურჯი ზღვებით, ღრმა ხევებით, ხეობებით და ჩანჩქერებით. მომაჯადოებელ ტყეებში სხვა და სხვა ფერის ფრინველებმა იწყეს ფრენა და მიწაზე ცხოველებმა ხეტიალი. ლუციფერი დატკბა თავისი ნამუშევრის ყურებით და თქვა:
„ახლა კი ჩემო ძმებო! თქვენ იქნებით ამ ახალი სამოთხის მკვიდრნი და თქვენ გერქმევათ ადამიანები.“
და საოცარმა არსებებმა, დიდებული სხეულებით, ძლიერებმა და ლამაზებმა გაავსეს დედამიწა. ისინი გავრცელდნენ და გამრავლდნენ და დედამიწის მართვა დაიწყეს და ლუციფერი იყო მათი ხელმწიფე, მათი ღმერთი.
ისეთივე მიმზიდველები იყვნენ როგორც სამოთხეში ყოფნისას. მაგრამ ამბოხების წყლულები, რომლებმაც ისინი ზეცას დააშორა, ისევ ცოცხლობდნენ მათ გულებში. შური, ეჭვი, სიძულვილი და ამპარტავნება ისევ გამოსჭვიოდა მათში, იზრდებოდა და ვრცელდებოდა სანამ გაბრწყინებული დედამიწა ისევ ჯოჯოხეთად არ იქცა. თუმცა ახლა ისინიც კი ვეღარ უძლებდნენ ყველა იმ ტანჯვას რაც დედამიწაზე ირეოდა და დახმარება და შველა ვერც ლუციფერთან ჰპოვეს. ღრმა სასოწარკვეთაში ჩავარდნილებს გაახსენდათ თავიანთი მამა, მისკენ მობრუნდნენ და ისევ ღმერთისადმი ლოცვა დაიწყეს. ღმერთმა, მათმა მამამ გაიგონა თავისი შვილების ტირილი და თავისი გულიდან მათ სიყვარული გაუგზავნა. სიყვარული ძირს დაეშვა სამოთხიდან და ადამიანად იქცა. ცხოვრობდა სიყვარული ადამიანებს შორის, ადამიანის სახით და ასწავლიდა მათ როგორ უნდა ყვარებოდათ.
მაგრამ ლუციფერიც ინკარნირდა ადამიანად, დაანახა სხვებს თავისი ძლიერება და სიძულვილის და ეჭვის მოზღვავებისას აღდგა თავისი ძმის წინააღმდეგ და მოკლა ის. დედამიწა შეარყია ღმერთის სიყვარულმა, მტვრად იქცა და დარჩა ისევ დედამიწა სიყვარულის გარეშე. მწუხარება და შიში კიდევ ერთხელ გაბატონდნენ და ტანჯვა აუტანელი გახდა. ისევ შეჰღაღადეს ადამიანებმა ღმერთს საშველად. ღმერთმაც, მამამ და ამავე დროს მოსიყვარულე დედამაც გაიგონა შვილების თხოვნა და ტირილი და თავისი გულიდან ისევ სიყვარული გაუგზავნა. ისევ დაეშვა სიყვარული სამოთხიან დედამიწაზე და ისევ ადამიანის სხეულით მოგვევლინა, ცხოვრობდა ის ისევ ადამიანებს შორის და ასწავლიდა როგორ ყვარებოდათ.
მაგრამ ლუციფერი, გონება - ისევ რეინკარნირდა როგორც ადამიანი, ისევ აღსდგა თავისი მეწყვილის, თავისი მარადიული ტყუპის წინააღმდეგ და ისევ სასიკვდილოდ გაწირა ის, რადგან მასში თავისი ძალის დიდი მეტოქე დაინახა. ისევ დაბრუნდა სიყვარული ღმერთთან, და ისევ უსიყვარულოდ დარჩა დედამიწა.
გამოხდა ხანი, და ტანჯვა და საცოდაობა ისე გაიზარდა, რომ დედამიწაზე ცხოვრება აუტანელი გახდა. მაშინ დედამიწის შვილებმა ისევ შეჰღაღადეს მწყალობელს. და ისევ ნაზი და გულთბილი სიყვარული დაეშვა მათ ძახილზე და სცადა თავისი ძმების გადარჩენა. მაგრამ ლუციფერი ისევ აღსდგა მის წინააღმდეგ, ისევ მოკლა მისი მოკვდავი სხეული, გაანადგურა მისი ნამუშევარი, რადგან სიყვარულში ისევ თავისი ყველაზე დიდი მეტოქე დაინახა.
და ბოლოს როდესაც ღმერთის სიყვარული უკანასკნელად დაეშვა დედამიწაზე და უბრალოდ მოკვდავის მოკრძალებული ცხოვრებით იცხოვრა, ადამიანებს სიყვარულის უდიდესი გაკვეთილი მისცა, ლუციფერი ისევ აღსდგა ისევ ადამიანად დაიბადა და თავის ძმას დაუპირისპირდა, უღალატა და მის ჯვერზე აყვანას შეუწყო ხელი. და მან, ვისაც ვერავინ აღემატებოდა ღირსებით დედამიწაზე, თავისი სუნთქვა ჯვარზე დაასრულა, მოკვდა როგორც საშინელი დამნაშავე, თუმცა სიკვდილის წინ მაინც ილოცა;
„მამა მიუტევე მათ, რადგან არ იციან რას სჩადიან. მამა, მიუტევე ჩემს ძმას, ლუციფერს რადგან მან არ იცის რას სჩადის.“ ამ მწველი სიყვარულის სიტყვებმა ისე დარტყა ლუციფერს როგორც ელვამ გულში, ის ადგა და თავად დაასრულა თავისი ადამიანური სიცოცხლე. სულად აღმდგარმა იხილა თავისი ძმის უდიდესი სიყვრული და თავისი დაუსრულებელი ცოდვის სიმძიმეც გააცნობიერა. მან გამოსცადა ის ტანჯვა და მწუხარება რაც მისი მიზეზით ადამიანებს დაატყდათ თავს, და მისი ქვის ცივი გული გალღვა, და ატირდა ის სისხლის და ცეცხლის ცრემლებით. მისი ცრემლები ეცემოდა დედამიწას და დედამიწა ირყეოდა.
პირველად თავის ცხოვრებაში, განდგომის ამდენი წლის მერე ლუციფერმა თავი ასწია და ღმერთს შეხედა და ლოცვის სიტყვები მოსწყდნენ მის ბაგეებს:“მამა, მე ვუწყი ჩემი ცოდვის უსასრულობა და პატიებას ჩემთვის არ გთხოვ. რადგან ჩემი დანაშაულების მიტევება არ შეიძლება. მაგრამ ო, მამაჩემო, მიუტევე მათ, ვინც ჩემთან ერთად დაეცა. მიუტევე, რადგან არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. არანაირი ბრალი არ მიუძღვით მათ გარდა იმისა, რომ მე ვუყვარდი შენზე მეტად, ჩემი სიტყვების მომაჯადოებელ ძალას ენდნენ და ჩემი გონების ბრწყინვალებას, რამაც შენი კანონები დაავიწყა. ამიტომაც გევედრები, აპატიე მათ და უკან დააბრუნე შენთან, ნება მიეცი ისევ სუფთა სინათლის სფეროში დაბრუნდნენ, სადაც მადლი, ჰარმონია და უშფოთველობა სუფევენ, ჩემთვის კი, თუ ჩემი მარადიული წყევლა მათი ხსნის სამაგიერო იქნება, მე მზად ვარ მარადიული წყევლისთვის.“
მაშინ მდუმარების კამარიდან გაისმა ხმა ისეთი მძლავრი რომლის მსგავსიც არაფერია ქვეყანაზე.
„შენი მსხვერპლი მიღებულია ლუციფერ, და ამ მსხვერპლის წყალობით გადარჩება მსოფლიო.“
ხოლო ის, ვინც ამპარტავნებით თავს ღმერთს უტოლებდა, მუხლებზე დადგა და თავი იქამდე დახარა ვიდრე მიწის მტვერს არ შეახო.
შორეული ჭექა-ქუხილივით გაისმა მისი ხმა: „მადლობას გიძღვნი მამა.“
და ისევ შეცვალა იგი უზენაესის ხმამ:
„ლუციფერ, შენ განუზომლად სცოდავდი, მაგრამ განუზომლადვე გიყვარდა. ამიტომაც შეწყალებული იქნები. წადი დედამიწაზე, იცხოვრე მის შვილებს შორის, მიუტანე მათ სასიცოცხლო ცოდნა სიყვარულით განწმენდილი. ამგვარად სათითაოდ ჩამოსძვრებათ თვალებიდან ბინდი, საზღვრები წაიშლება, ტანჯვა დაიძლევა, მწუხარება სიხარულად გადაიქცევა. ხოლო როცა უკანასკნელი ადამიანის დანაშაული დაინგრევა, როცა ყველა შენი ძმა ჩემთან დაბრუნდება, მხოლოდ მაშინ განთავისუფლდები შენ. შენი, ჯოჯოხეთის ცეცხლით დამწვარი, შთაგონების ფრთები ისევ გაიზრდება და ისე ძლიერი გახდება, რომ შეძლებ მიწიდან ამოფრინდე და ისევ სამოთხეში დაიდო ბინა. და იქ სამოთხის ცეცხლოვან კარში, მარადიული ჰარმონიის პორტალში, შენი ძმა, შენი მარადიული ტყუპისცალი და მეწყილე - სიყვარული დაგელოდება, რათა ჩემთან წამოგიძღვეს.“
და წავიდა ლუციფერი დედამიწაზე. და ასწავლიდა ლუციფერი დედამიწას. და მოჰქონდა ლუციფერს დედამიწაზე სიყვარულის ცეცხლით განათებული წმინდა ცოდნის ლამპარი.
ღამეა! ზაფხულის, თბილი ღამის სურნელი მოსდებია ბუნებას. ცის კამარას ბრილიანტივი ელვარე ვარსკვლავები გადაჰკვრია, მბზინვარე ბადესავით ღამის სილამაზე რომ ფერმკრთალდება. გაჩახჩახებული სასახლე, წმინდა ტყე და მათ თავზე ძვირფასი ქვების მთები. წმინდა ტყეში ხის კენწეროები ოქრისფერ ღრუბლებს ესაუბრებიან. მარადიული სინათლის მირიად არსებას იქვე სძინავს. ტყის ყველაზე დიდებული - მეფე-ხის ქვეშ წევს ის ვისი სახეც ღმერთს უტოლდება. ის წევს და ღრმა ძილით სძინავს, მის თავზე დახრილი კი ჩუმად ეძახის და სიყვარულით მიმართავს და ეს მისი მეწყვილეა, მისი ტყუპისცალი.
„ძმაო, საყვარელო, გაიღვიძე! ადექი ჩემო ლუციფერ! ღამე სწრაფად იშლება და მალე სამოთხის დილა გათენდება. ახალა ჩვენ ისევ უნდა ვიმღეროთ ჩვენი მამის სადიდებელი , ხმები ავიმაღლოთ მის სათაყვანებლად და სამადლობელად.“
შორეული ჭექა-ქუხილის ხმასავით მოსწყდნენ შეკითხვის სიტყვები მის ათრთოლებულ ბაგეს და სევდით სავსე თვალებიდან სინათლე გადმოიღვარა: ო,სად ვარ?’
და პასუხმაც არ დააყოვნა: „ ეს სამოთხეა ლუციფერ.“
ამას კი ისევ შეკითხვა მოჰყვა:“სად ვიყავი მთელი ამდენი ხანი? ეს დაცემა და უთვალავი წლის ტანჯვა და გამუდმებული ბრძოლა შენთან, ჩემო საყვარელო, შენ რომ განგრევდა და გკლავდა. სად ვიყავი მე?“
„ერთი წამითაც კი არ დაგიტოვებია სამოთხე ლუციფერ, მაგრამ შენს ძმებთან ერთად გეძინა წმინდა ტყის ხეებს შორის, სადაც ახლაც სძინავთ მათ, იმის მაგივრად რომ ჩემთან დარჩენილიყავი სასახლეში. მარტო ვიყავი ჩემო ლუციფერ და შენ მენატრებოდი.“
„მაგრამ ის მწუხარება, ის ბნელი ღამეები რომელიც ვიხილე და სადაც ვიცხოვრე? ის ტანჯვა, დანაშაულები, სიკვდილი? რა იყო ეს ყველაფერი, საიდან მოვიდა ან სად წავიდა?“
და პასუხად სიყვარულის მწველი სიტყვები მოჰყვა: „ჩემო სიყვარულო, ეს მხოლოდ სიზმარი იყო.“
კითხვები და პასუხები:
1. კითხვა. რა არის ყველაზე მოკლე და მარტივი გზა სულიერი ძალის მისაღებად?
პასუხი. ეს მიიღწევა ყოველდღიური ჩვეულებრივი ქმედებებით, რომლებიც უნდა იყოს ენერგიული, ჭკვიანური, აკურატული და მხიარული.
2. კითხვა. შეიძლება მენტალური ვიბრაციები სულიერში გადაიზარდოს?
პასუხი. არა, სანამ გონება ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გაკვეთილს არ ისწავლის.
3. კითხვა. რა თეორიით მიიღწევა სულიერი ვიბრაციები?
პასუხი. ადამიანი სულს რომ მიუახლოვეს უნდა დაივიწყოს თავისი პერსონალურობა და სიყვარულისა და შთაგონების წყალობით უნდა გააცნობიეროს უზენაეს პრინციპთან თავისი ერთიანობა.
4. კითხვა. როგორ აღიქმევა სულიერი ვიბრაციები?
პასუხი. ყველა გრძნობას შორის, რომლებიც ასე მძაფრდება ესენი ყველაზე უფრო აღმატებულია.
5. კითხვა. სასურველია უარვყოთ სხვა გრძნობები რომ უკეთესად აღვიქვათ სულიერი ვიბრაციები?
პასუხი. გრძნობების უარყოფა კი არა მათი დახვეწა გვჭირდება.
6. კითხვა. რომელი არხით უფრო მარტივია სულიერ ვიბრაციებთან კონტაქტი?
პასუხი. ეპიფიზის საშუალებით რომელიც ტვინის ზედა ნაწილის თითქმის ცენტრში მდებარეობს, ჰიპოფიზის უკან.
7. კითხვა. მენტალის რა ნაწილს წარმოადგენს ეპიფიზი?
პასუხი. ის წარმოადგენს ზეცნობიერებას.
8. კითხვა. რა გავლენა აქვს სულიერ ვიბრაციებს ადამიანზე?
პასუხი. ისინი სამუდამოდ ცვლიან ადამიანის ბუნებას ნეგატიურიდან პოზიტიურად.
9. კითხვა. რა ჰქვია ამ ცვლილებას?
პასუხი. მადლის გადმოსვლა, სამადჰი, ნირვანა, სამოთხის ნეტარება.
10. კითხვა. კურნავს თუ არა სულიერი ვიბრაციები ფიზიკურ დაავადებებს?
პასუხი. დიახ, დაუყოვნებლივ.
11. კითხვა. რამდენ ხანს გრძელდება კონტაქტი სულიერ ვიბრაციებთან?
პასუხი. სადამდეც ადამიანი გაუძლებს ამას. მათთან ძალიან დიდი ხნის კონტაქტს შეუძლია ადამიანის სხეული გაადნოს.
12. კითხვა. ადამიანი ყოველთვის წარმატებით ამყარებს კონტაქტს სულიერ ვიბრაციებთან?
პასუხი. არა, ხელსაყრელი პირობები უნდა შეუთანხმოთ ჰარმონიულ თანამშრომლობას ასეთი კონტაქტისთვის.
13. კითხვა. რა არის სულიწმინდის ნათლობა?
პასუხი. ესაა განათლება სულიერი ძალით სულიერ ვიბრაციებთან კონტაქტში.
14. კითხვა. რა უძღვის წინ უმაღლეს ნათლობას?
პასუხი. ცეცხლით ნათლობა.
15. კითხვა. რა არის ცეცხლით ნათლობა?
პასუხი. ესაა ადამიანის გონების გაწმენდა სიყვარულის ცეცხლით ანთებული ცოდნით.
16. კითხვა. როდის მოვა ეს ნათლობა კაცობრიობასთან?
პასუხი. ის უკვე მოვიდა კაცობრიობასთან და უკვე ნათლავს მას მანათობელი ალით.
17. კითხვა. რა უძღვის წინ ცეცხლით ნათლობას?
პასუხი. წყლით ნათლობა, რომელიც სხეულს განბანს.
18. კითხვა. რისთვისაა საჭირო წყლით ნათლობა?
პასუხი. სხეულის რეგენერაციისთვის, რათა მაგნეტური სასიცოცხლო ენერგია უკეთ გამოვიყენოთ.
19. კითხვა. მიაღწია ვინმემ სულიერ ნათლობას, რაც სულის განწმენდას ნიშნავს, გონების ცეცხლით ნათლობის და სხეულის წყლით ნათლობის გარეშე?
პასუხი. ვერა.
20. კითხვა. რისთვისაა საჭირო სამი სახის ვიბრაცია მაგნეტური, მენტალური და სულიერი?
პასუხი. ესენი საჭიროა სამსაფეხურიანი ნათლობისთვის, რაც ადამიანის სამივე პლანზე განახლებას იწვევს.
21. კითხვა. რა არის ის ორი გზა რომელსაც ადამიანები თავის ცხოვრების გზად ირჩევენ?
პასუხი. ესენია - ადამიანური და ღვთაებრივი გზები.
22. კითხვა. რა განსხვავებაა მათ შორის?
პასუხი. ადამიანური გზა ადამიანების მხარდაჭერას ეყრდნობა და მარცხისთვისაა განწირული. ღვთაებრივი გზა კი მხოლოდ უზენაეს პრინციპზე ამყარებს იმედებს და მისი უნივერსალური ძალით და კანონებით წარმატებას აღწევს.
23. კითხვა. რა არის ყველაზე არასანდო რამ დედამიწაზე?
პასუხი. ადამიანი.
24. კითხვა. რა არის ძალა რომელსაც მთლიანად უნდა მივენდოთ?
პასუხი. აბსოლუტის ძალაუფლება, რომელსაც ასევევ უზენაეს პრინციპს ან ღმერთს ვუწოდებთ.
25. კითხვა. რა არის ბოროტების საწყისი?
პასუხი. ყოვლისშემძლისგან გამოყოფის რწმენა.
26. კითხვა. მომხდარა თუ არა როდისმე ნამდვილი სეპარაცია?
პასუხი. არა. ეს მხოლოდ სიზმარია, რომელიც კაცობრიობას ესიზმრება.
27. კითხვა. რას გვაჩვენებს ლეგენდა - „სიზმარი“?
პასუხი. ის გონების ტრაგიკულ ისტორიას გვაჩვენებს.
28. კითხვა. ვინ არიან ამ ლეგენდაში მთავარი გმირები?
პასუხი. ორი ძმა, ზეციური ტყუპები - ქრისტე და ლუციფერი.
29. კითხვა. რას განასახიერებენ ისინი?
პასუხი. გონებას და სიყვარულს.
30. კითხვა. სად ხდება მოქმედება?
პასუხი. მარადიული ჰარმონიის სამეფოში, რომელსაც სამოთხეს ვუწოდებთ.
31. კითხვა. ლეგენდის მოკლე შინაარსი.
პასუხი. მდუმარების სამეფოში, ლუციფერი და ქრისტე თავიანთ მარადიულ მოვალეობას ასრულებდნენ და სამყაროს თვალს ადევნებდნენ. ისინი უზენაესი პრინციპის პირველი დუალური მანიფესტაცია იყვნენ. ისინი იყვნენ გონება და სიყვარული ორი უდიდესი ძალა სამყაროში. გონებამ საკუარი თავი ყოველგვრი ცოდნისა და ძალის მფლობელად წარმოიდგინა და უარი თქვა საკუთარი მამის, ყოვლისშემძლე წყაროს, მარადიული გაუმჟღავნებლის - ღმერთის თაყვანისცემაზე და ჩათვალა, რომ მთელი ძალა მხოლოდ მისი იყო. მან თავის ტყუპისცალ ძმას, სიყვარულს თავისი ძლევამოსილების გაზიარება შესთავაზა. ქრისტემ უარი თქვა ღმერთის უარყოფაზე და ლუციფერი თავისი ამპარტავნებისთვის მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილა. მაშინ ლუციფერმა, იგივე გონებამ გადაწყვიტა მარტოს ემართა სამყარო და ღმერთის ძალაუფლება საკუთარით ჩაანაცვლა. მან მთელს ქვეყნიერებაზე თავისი მოწოდება გაავრცელა. მან აცდუნა ის სულები, რომლებიც მის მოწოდებას გამოეხმაურა, დაპირდა მათ, რომ თუ მის მოწოდებას გაჰყვებოდნენ და წინამძღოლად აღიარებდნენ ის მათ თავისუფლებას უბოძებდა და ღმერთის დიდება აღარ იქნებოდა საჭირო. გაწყვიტა რა კავშირი ყოვლისშემძლესთან, ლუციფერმა (გონებამ) თავისი ძალის დიდი ნაწილი დაკარგა, და თავისი დიდებული სამფლობელოდან თავის მიმდევრებთან ერთად ჩამოვარდა. ამ ვარდნას მატერიაში ჩახვევა ეწოდა, რაც სხვა არაფერია თუ არა სპირალურად ჩახვეული პროცესი.
დაცემის მერეც კი ლუციფერის ამპარტავნება გაუტეხელი დარჩა და მან თავისი ცოდნისა და ძალის ნარჩენებით სცადა, რომ ის ჯოჯოხეთი რომელშიც ჩავარდნენ, ეჭვის, სიძულვილის, ამბოხების და სიამაყის ადუღებული, ცეცხლოვანი მასა გადაექცია ახალ სამოთხედ სახელად დედამიწა და თავისი მიმდევარი სულებისგან ადამიანები შექმნა. ამპარტვნებით ავსებულ გონებას უნდოდა შეექმნა საკუთარი სამყარო ღმერთის შექმნილის მსგავსად. თავიდან თითქოს ყველაფერი წარმატებით დაიწყო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოენგრა. ამპარტავნება, დაუმორჩილებლობა, ეჭვი და სიძულვილი თავიანთ საქმეს აკეთებდნენ და როცა ეგონა, რომ სამოთხე შექმნა - ისინი ისევ ჯოჯოხეთად აქცევდნენ.
მისი ტყუპისცალი ძმა - სიყვარული მის გადასარჩენად მოდიოდა. მაგრამ ეჭვით დაბრმავებული გონება ყოველთვის ებრძოდა იმ ერთადერთს რომელსაც მისი გადარჩენა შეეძლო. უთვალავი წელი გრძელდებოდა ეს ბრძოლა სანამ სიყვარულმა არ გაიმარჯვა და ლუციფერმა (გონებამ) არ აღიარა დამარცხება. მაშინ გააცნობიერა მან თავისი შეცოდებების უსასრულობა და დაგაწყვიტა სამუდამოდ დაწყევლილიყო კაცობრიობის გადასარჩენად. მისი მსხვერპლი მიღებულ იქნა, მაგრამ სწორედ ამ მსხვერპლით, მან საკუთარი ნეგატივის დამსხვრევა შეძლო და ისევ პოზიტივი და მარადიულობა ამოზარდა. ის გაემგზავრა მიწაზე რომ სიყვარულის გაკვეთილები ეტარებინა, მისი, როგორც გონების მისია იყო კაცობრიობისთვის აეხსნა, რომ ყოვლისშემძლე მხოლოდ ღმერთია. ამგვარად მან უკან დააბრუნა ადამიანები მარადიული ჰარმონიის სამეფოში, სამოთხეში და საკუთარი თავიც გამოისყიდა. ხოლო როდესაც მთელი ეს სამუშაო შეასრულა, რაც ძალიან დიდი დროის განმავლობაში გაგრძელდა, და მისთვის სრულიად რეალური იყო, მან გააცნობიერა, რომ მთელი ეს ნეგატიური და სევდიანი გამოცდილება სხვა არაფერი იყო თუ არა სიზმარი.
მიიღო რა სიყვარულის გაკვეთილი, გონება გაერთიანდა მასთან მარადიული მამის, ღმერთის გულთან.
ყოველი დედამიწაზე დაბადებული ადამიანი თავის თავში განიცდის გონების ცოცხალ სიზმარს. გონება განაგრძობს ბრძოლას სიყვარულთან, ლუციფერის პრინციპები ეომება ქრისტეს პრინციპებს, ხოლო როდესაც ქრისტე - სიყვარული გაიმარჯვებს და დაცემული გონება - ლუციფერი წამოდგება და განთავისუფლებული ინდივიდი გამოიღვიძებს მას თავისი ნამდვილი სტატუსი ექნება - მარადიული სრულყოფილების - როგორც ღმერთის შვილს.
(სხვა თავების სანახავად ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით გადადის სარჩევის ნიშნულზე და აირჩიეთ სასურველი თავი)
თუ გსურთ დონაციების სახით წვლილი შეიტანოთ ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, გადადით ამ ლინკზე.