ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი

ბარონი იუჯინ ფერსენი
0
0

ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი მთარგმნელი: ლიკა მარღანია შესავალი დაე, ყველამ, ვინც ამ წიგნს კითხულობს, იცოდეს, რომ მისი მთავარი მიზანი კაცობრიობის გასხივოსნებაა სიყვარულით აგიზგიზებული წმინდა ც...

გაკვეთილი მეექვსე

გაკვეთილი მეექვსე 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
 
ევოლუციის ამჟამინდელ მდგომარეობაში კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გონებაზე და მის მმართველ კანონებზე  სრულყოფილი წარმოდგენის ქონა. ცუდი კი ისაა, რომ აბსოლუტის კანონების ყოველი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი დარღვევა, ყოველი ცვლილება ვიბრაციის ბუნებრივ აღმავალ მოძრაობაში - ყალიბდება გონებაში. გონება, თავისი მენტალური პლანიდან აგზავნის პერვერსიულ ვიბრაციებს ფსიქიკურ, იგივე მაგნეტურ პლანზე. სწორედ გონების ბოროტად გამოყენება ამცირებს სიცოცხლეს და გონების პრობლემა უკვე სიცოცხლის აღდგენა ხდება - ცოდნის სწორად გამოყენებით. სწორედ გონების პლანზე უნდა გასწორდეს ყველა შეცდომა და ყოველი ბოროტება ტრანსფორმირდეს სიკეთედ, რადგან სწორედ ესაა ის პლანი საიდანაც სათავეს იღებს ყოველი ნეგატიური ვიბრაცია და ამიტომაც სწორედ აქედან უნდა ამოიძირკვოს. გონებას ვიბრაციის უფრო მაღალი დონეა აქვს და აქედან გამომდინარე მეტი ძალაუფლება, ვიდრე სიცოცხლეს. საკუთარი არსებობის გაცნობიერებით შესაძლებელია ცნობიერად კონცენტრაცია და ძალის პირდაპირ სურვილებზე მიმართვა. 
 
როდესაც თვითგაცნობიერება მაგნეტურ ვიბრაციებს მიაღწევს ის გაზრდის მათ მაქსიმალურ სიმაღლეზე და შეძლებს მთლიანად შეცვალოს თავისი ბუნება.  ამიტომაც მას ჰქვია სასიცოცხლო ენერგია და მოქმედებს გონების ძალის სახელით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითგაცნობიერებული მაგნეტური ვიბრაციების პირველი გამოვლინების სახელია მენტალური ვიბრაციები, რომლის კომბინაციათა ვარიაციები შეადგენენ ფიქრებს. რაც შეეხება მიზიდულობის ძალას, სხეულის შიგნით მზის წნული გვევლინება მის  გამანაწილებლად. ხოლო გონების ძალასთან მიმართებაში ტვინი ასრულებს იგივე სამუშაოს. იდეები ფორმირდება გონებაში, რომელიც ტვინის საშუალებით მუშაობს, გადაითარგმნება ფიქრებში და  მიეწოდება გარკვეულ ჯირკვალს რომელიც დაახლობით შუბლის ცენტრში მდებარეობს და საიდანაც ვრცელდება სივრცეში როგორც მენტალური ვიბრაცია. ამ ჯირკვალს ეწოდება ჰიპოფიზი იგივე telepathic apparatus და მისი ფუნქციაა - ერთდროულად მიიღოს და გაგზავნოს სივრცეში მენტალური ვიბრაციები. უძველესი ხალხი, განსაკუთრებით ინდოელები, ფლობდნენ ცოდნას ჰიპოფიზის ამ ფუნქციის შესახებ, ხოლო მას სიბრძნის კოპს ან შივას (გონების, ლუციფერის)  თვალს ეძახდნენ. ძალიან ხშირად მათი წმინდანები და ღვთაებები სურათებსა და სკულპტურებში გამოსახულნი იყვნენ სიბრძნის კოპით, ეს იყო კაშკაშა ძვირფასი ქვა რომელიც მითითებულ ადგილას მაგრდებოდა. ჰიპოფიზი, იგივე telepathic apparatus, არის მენტალური ვიბრაციებისთვის საუკეთესოდ მოწყობილი მიმღებ-გამცემი სადგური. ის უსასრულოდ დახვეწილი და მგრძნობიარეა, შესაბამისად მას შეუძლია მიიღოს უმცირესი ვიბრაციაც კი უდიდესი დისტანციიდან და თან  იმდენად ძლიერი, რომ გაგზავნოს ჩვენი ვიბრაციები ისეთი ძალით რომლის ბადალიც არ მოიძებნება ჩვენი გონების პლანზე. უსადენო სადგურები, რომლებიც შეტყობინებებს მთელს მსოფლიოში აგზავნიან ხელმძღვანელობენ სწორედ ჰიპოფიზის პრინციპით. უბრალოდ ჩვენი telepathic apparatus თუ ის განვითარებულია, გაცილებით უკეთესად მუშაობს ვიდრე ნებისმიერი თუნდაც საუკეთესო უსადენო სადგური. მაგნიტური ვიბრაციები, რომლებიც ვრცელდება ჰიპოფიზიდან ე.წ სფერული ტალღების სახით, როგორც ერთი წერტილიდან გამოყორცნილი სინათლის სხივები - ამ წერტილის გარშემო მუდმივად მზარდ სფეროს ქმნიან, რომლის საზღვრებს მხოლოდ დედამიწის მიზიდულობის ძალა ზღუდავს, ეს ქმნის გარკვეულ მენტალურ ატმოსფეროს ამ სფეროს გარშემო. 
 
ეს წესი ვრცელდება ყველანაირ ვიბრაციაზე, რადგან ისინი იმართება ერთი და იმავე უზენაესი კანონით. ვიბრაციათა თავისებურება ხსნის იმას თუ რატომ იგრძნობა ჩვეულებრივი ფიქრები მხოლოდ მოკლე დისტანციაზე. ჰიპოფიზიში დაწყებული ყოველი ვიბრაცია იგზავნება ურიცხვი მენტალური სხივით ყველა მიმართულებით. ყოველ მენტალურ მესიჯს აქვს თავისი ვიბრაციული დონე, რომელიც - როგორც კი მიაღწევს სხვა ინდივიდის ჰიპოფიზს მაშინვე ითარგმნება აზრებად როგორც მორზეს ანბანის წერტილები და ტირეები ითარგმნება სიტყვებად უსადენო აპარატებით გაგზავნილი. ყოველი ინდივიდი ფიქრისთვის გარკვეულ  ენერგიას ხარჯავს. ეს ენერგია განხორციელებულია ფიქრების ყოველ  მენტალურ სხივში და თავს ავლენს როგორც მიზიდულობა რომელიც ორ სხივს ერთად კრავს და ქმნიან ზემოთ ნახსენებ მენტალურ სფეროს. ჰიპოფიზიდან დაწყებული მენტალური ვიბრაციის სფერო თავიდან პატარაა, მაგრამ მისი ზომა თითქმის მაშინვე იზრდება პირველყოფილი ენერგიის წინმსწრები მოძრაობის გამო, რომელიც ასევე განხორციელებულია სხივებში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ფიქრის თავდაპირველი ენერგია არ იზრდება, ყოველი მენტალური ვიბრაციების სფერო იზრდება შეუზღუდავი პროპორციით და უკვე მოცემული ენერგიის რაოდენობა ფარავს ამ მუდმივად მზარდ არეალს, რაც ასუსტებს მენტალურ ვიბრაციას ისეთ მანძილზე, რომ ის უკვე შეუმჩნეველი ხდება. სწორედ ამიტომაა, რომ როდესაც  ყოველი ჩვეულებრივი მენტალური აქტიურობის ცენტრთან ახლოს ხართ ადვილად იღებთ მას და მიღება სრულიად  იკარგება გარკვეულ შორ დისტანციაზე. მენტალური ატმოსფერო რომელიც დედამიწას აკრავს გარშემო უსასრულო რაოდენობის მენტალური ვიბრაციისაგან შედგება, რომელსაც ეძახიან „ფიქრების მტვერს“. ისინი ისეა გაზავებული რომ უხილავია. ეს ფიქრების მტვერიც კი გადაიქცევა ღირებულ სუბსტანციას, როგორც კი კონტაქტში შევა კონცენტრრებულ აზრებთან. სწორედ მაშინ როცა ყოველი ელემენტი რომელიც მეორე სახის ფიქრებს ქმნის გაიზრდება და მოიკრებს ძალას სივრცეში პროეცირების დროს. ფიქრის გასაძლიერებლად და მათთვის იმ ძალის მისაცემად, რომ სხივებივით ყოველ ინდივიდს მიაღწიონ, რამდენად თვალს მიფარებულნიც არ უნდა იყვნენ ისინი, ყოველი ფიქრის სფერული ვიბრაცია კონცენტრირებული უნდა იყოს ერთ სხივზე, რომელიც მთელ თავის ძალას ერთი მიმართულებით გაგზავნის იმის მაგივრად რომ ყველა მიმარულებით გამოასხივოს. 
 
გავრცელების გზა შემდეგში მდგომარეობს: 1. დაამყროს მენტალური კონტაქტი სიცოცხლის უნივერსალურ ენერგიასთან, რომელიც აღწერილია მეორე თავში. როდესაც სასიცოცხლო ძალის მდინარებას იგრძნობს, აიღოს მარტივი აზრი, დამწყებთათვის უფრო მეტად მესაღებია კონკრეტული ობიექტი ვიდრე აბსტრაქტული. მაგალითად ავიღოთ ყვავილი, თუნდაც მიხაკი. შემდეგ ცნობიერად, ნებისყოფის მოკრებვით კონცენტრირდით გონებაში მხოლოდ მიხაკზე ფიქრებზე. ვინც არაფერი იცის გონების ოსტატობის შესახებ თავიდნ ამას ძალიან რთულად ჩათვლიან. ყოველი გარეშე ფიქრი, რომელიც გონებაში წარმოიქმნება, მოცილებული იქნება და მთელი ყურადღება მიემართება მხოლოდ მიხაკს. პრაქტიკოსმა გამუდმებით თვალი უნდა ადევნოს გონებას და ნებისყოფის ვარჯიშის საშუალებით გამუდმებით დააბრუნოს კონცენტრაციის ობიექტზე, როგორც კი აზრები გაიქცევიან. თან და თან,  გონება, რომელიც ასე მოუთმენელი და რთულად დასამორჩილებელია დამწყებთათვის უფრო დამყოლი და მორჩილი ხდება. კონცენტრაცია თავისთავად უკვე მეცნიერებაა და მხოლოდ მოთმინებით, შეუპოვრობით და ნებისყოფის ვარჯიშით  მიიღწევა. როცა გონება საკმარისად გაიწვრთნება ის შეძლებს უწყვეტად კონცენტრაციას ერთ ობიექტზე მთელი დროის განმავლობაში, იქნება ეს კონკრეტული თუ აბსტრაქტული, მაშინ დასახული მიზანიც ადვილად მიიღწევა. ზემოთ ნახსენები მიხაკის მენტალური ხატი, იმდენად რეალური უნდა გახდეს, იმდენად ხელშესახები, რომ პრაქტიკოსმა უნდა შეძლოს შეეხოს, შეიგრძნოს, დაყნოსოს, მენტალურად რა თქმა უნდა, თითქოს ეს ნამდვილი ყვავილია. როცა ამას მიაღწევთ შემდეგი ნაბიჯის ჯერიც დადგება. ჯერ ისევ მენტალური თვალით დანახულ მიხაკზე კონცენტრირებული ფიქრებით პრაქტიკოსი უფრო ღრმად ჩაისუნთქავს, დიაფრაგმას დაჭიმავს და მზის წნულს გაშლის. როდესაც ჩასუნთქვა კულმინაციას მიაღწევს იფიქრეთ იმ ადამიანზე ვისკენაც აპირებთ ამ აზრების მიმართვს. ეს ფიქრები სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი ფიქრები რომლებიც არაა გარეული კოცენტრაციის პროცესში, რომელიც იგზავნება ჰიპოფიზიდან კონცენტრაციის აზრებისგან მიმართულების შეუცვლელად. ჩვეულებრივი აზრები სფერული გაფართოებისას მყისიერად აღწევენ დედამიწის ლიმიტს და უკავშირდებიან იმ ინდივიდს ვისკენაც მიმართულია აზრები მიხაკზე. ასეთი კონტაქტი, თუ ერთხელ დამყარდება, ინდივიდს აკავშირებს ოპერატორთან უხილავი მენტალური ძაფით. ამის შემდეგ ამოისუნთქეთ და ამ მომენტში მიხაკზე კონცენტრაციის ფიქრები გაუშვით. ამოსუნთქვა უკავშირდება მზის წნულს, რომელიც მერე გადასცემს ფიქრებს ზურგის და  თავის ტვინს და აღწევს ჰიპოფიზის სასიცოცხლო ძალებს, რომლებიც საჭიროა კონცენტრირებული აზრების გასაცოცხლებლად. ძლიერი სურვილის ან ვნების მომენტში მთელი პროცესი კონცენტრაციის ჩათვლით სრულდება ავტომატურად და უკავშირდება ძლიერ სუნთქვას ასეთ დროს. ამიტომაც აქვთ ასეთ დროს გაგზავნილ ფიქრებს კონსტრუქციული ან დესტრუქციული ძალები. ერთმიმართულებიანი აზრი ავსილი სასიცოცხლო ენერგიით ელვასავით გაიტყორცნება ჰიპოფიზიდან ღია სივრცეში და ფიზიკის კანონზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ ყოველი ელემენტი ირჩევს ყველაზე ნაკლები წინაღობის გზას, ის მიჰყვება ჩვეული აზრის მიერ ორ ნაწილს შორის უკვე გაბმულ უხილავ მენტალურ ძაფს. კონცენტრირებული, ერთმიმართულებიანი ფიქრი აღწევს ადამიანამდე, რაც არ უნდა შორს იყოს ის და ურტყამს მის ტელეპატიის აპარატს. 
 
თუ ინდივიდს ამ დროს გონება სხვა ობიექტზე კონცენტრაციით არ აქვს დაკავებული, მისთვის ნათელი გახდება ფიქრები მიხაკზე. მეხუთე გაკვეთილში ახსნილი სქესის კანონი ასევე მუდმივად იმართება ადამიანის გონებით. ამ კანონის თანახმად, ყველა ადამიანს, მამაკაცსაც და ქალსაც აქვთ ორივე მათგანი  და მათი გონება ორივეს ავლენს -  მამრობითსაც და მდედრობითსაც. ცნობიერი ეკუთნის მამრობით სქესს ხოლო ქვეცნობიერი მდედრობითს. ყოველი აზრი ემანირებული ცნობიერებაში ეკუთნის მამრობით სქესს. ტელეპატიის აპარატიდან გამოტყორცნილი ყოველი ფიქრი ბუნებრივად მიიზიდება, ეჯახება და გადაიცემა სხვა ინდივიდის აპარატში რომელიც უსადენო მიმღები სადგურივით მუშაობს. ასეთია ერთმიმართულებიანი ფიქრის პირველი მოქმედება. მას შემდეგ რაც მიხაკზე კონცენტრირებული ფიქრი აღწევს სხვა ადამიანის ტელეპატიის აპარატს და ქმნის იქ შთაბეჭდილებებს, ზუსტად ისე როგორც უსადენო მიმღებ სადგურში, ის არ რჩება იქ. ის აღწევს ქვეცნობიერში,  ინდივიდის მდედრობით მნეტალურ ნაწილში და მუშაობს როგორც მიწაში მოხვედრილი თესლი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ტელეპატიური აპარატის მიერ  მენტალური მესიჯის მიღების თემაში ყველა აზრი იწერება ისე როგორც მიიღება, არც აკლდება არაფერი, არც ემატება, ზუსტად ისე როგორც უსადენო აპარატით მოსული შეტყობინებები. თუმცა, როგორც კი კონცენტრირებული აზრი მიხაკზე შეაღწევს სხვა ინდივიდის ქვეცნობიერში ის იწყებს ზრდას როგორც ნიადაგში მოხვედრილი თესლი.  
 
რაც მეტ სასიცოცხლო ენერგიას გადაიტანთ ერთმიმართულებიან აზრში ამოსუნთქვისას და მზის წნულში გავლისას, მით უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება ის და მისგან გაზრდილი ჯეჯილი. ამ შემთხვევაში სქესის კანონი ახდენს სრულ გავლენას. ქვეცნობიერი, მენტალური მხარის მდედრობითი ნაწილი, ააქტიურებს ამ სქესის ფუნქციას, ზრდის და ამრავლებს მასში მოხვედრილ თესლს. ამ შემთხვევაში აზრი-თესლი  იზრდება როგორც ჩვეულებრივი მცენარის თესლი. ის ავრცელებს ყლორტებს და იდგამს ფესვებს. ფესვი სულ უფრო ღრმად აღწევს ინდივიდის  ქვეცნობიერში, რომელიც უკვე აცნობიერებს, რომ მის ქვეცნობიერში აზრი იზრდება. მერე ინდივიდი იწყებს გართობას ამ აზრით, ოღონდ სხვა გზით.  ეს უკვე ჩვეულებრივი ყოველდღიური ფიქრი აღარაა, რომელიც ჩნდება და ქრება. რაც უფრო მეტს ფიქრობს მასზე ინდივიდი, მით უფრო მისაღები ხდება ის, თითქოსდა მისი მსგავსი აზრები გამუდმებით იგზავნებოდეს ქვეცნობიერიდან ცნობიერში. ქვეცნობიერი იღებს იმ მოსავალს რაც ცნობიერმა მოიმკო. მიხაკის შესახებ კონცენტრირებული ფიქრების ზემოაღნიშნულ მაგალითში აზრი-თესლი რომელიც ქვეცნობიერის ნიადაგზე ეცემა იზრდება იქ უკვე აღწერილი წესის მიხედვით. მაშინ როცა ინდივიდი ყველაზე უფრო უჩვეულო გზით გააცნობიერებს, რომ მიხაკზე ფიქრობს, ის მხოლოდ ერთზე ვეღარ ჩერდება და უკვე მიხაკების სხვა და სხვა ჯიშის მინდორზე ავრცელებს ფიქრს. გარკვეული დრო მთელი მისი გონება მოცულია მიხაკებით, ხოლო რაც უფრო უხვია მოსავალი, მით უფრო მეტს ფიქრობს ის მათზე. ქვეცნობიერის მდედრობითი ბუნება ხსნის მასში არასასურველი აზრების შეჭრისგან დაცვის აუცილებლობას. ცნობიერს, მასთან შედარებით, ადვილად შეუძლია თავიდან მოიშოროს ყოველი არასასურველი აზრი მისი მარტივად უარყოფით, იქამდე რომ ისინი ვერ შეიჭრებიან ქვეცნობიერში. მაგრამ ქვეცნობიერში შეჭრა თუ მაინც მოხდა არასასურველი აზრები იქ გაიდგამენ ფესვებს რაც ნამდვილად არაა ადვილი ამოსაძირკვი. ამიტომაც ადამიანმა ფხიზლად უნდა უდარაჯოს თვისი მენტალურ კარს. სწორედ ამ მიზეზის გამო სხვა და სხვა სახის სირთულეები ყოველთვის არსებობენ, ხოლო სანამ დისჰარმონიული აზრები ფესვებიანად არ ამოიძირკვება, არანაირი დროებითი წამალი არ უშველის. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ცხადია, რომ რაც უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგიაა განხორციელებული აზრში უფრო უკეთესი შედეგი დგება. სწორედ ამით აიხსნება როგორ ახრხებს ზოგიერთი ადამიანი, დაჯილდოებული ორატორის ნიჭით მოახდინოს გულშიჩამწვდომი შთაბეჭდილებები უდიტორიაზე, მაშინ როცა სხვა თითქოსდა მსმენელთა მოხიბვლის ნიჭით გამორჩეული, მაშინაც კი, როცა მათი მოწონების დამსახურებას ახერხებს, მაინც არ შეუძლია ისე მოაჯადოვოს ისინი როგორც პირველმა. ამის მიზეზი სიცოცხლისუნარიანობის ნაკლებობაა. მათ შინაგანად არ აქვთ საკმარისი ენერგია რათა აუდიტორიაზე მოახდინონ ხანგრძლივი შთაბეჭდილება. მთავარი წესია, რომ მარტივი, მოკლე აზრები უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე გრძელი და რთული, რაც ქვეცნობიერის თავისებურებებითაა განპირობებული, ის ანაწევრებს ყოველ რთულ და შედგენილ აზრს. 
 
კომპლექსური აზრები იშლება და მათი ძალაც მცირდება. ქვეცნობიერი, წარმოადგენს რა ცნობიერის ქვემდებარეს, აწვდის მას და აწარმოებს ყველანაირ აზრს ერთნაირად იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური. ეს ის მინდორია სადაც ხორბალი და სარეველა ერთად იზრდება, სანამ მოსავლის აღებისას ცნობიერი არ გადაარჩევს ხორბალს და სარეველას გადაყრის. ასეთ მენტალურ სამუშაოში ყოველი მოქმედება იმართება მენტალური კანონით. ამიტომაც არაა სადარდებელი ან საეჭვო მართებული შედეგის მიღება, სანამ სწორად ვიყენებთ მენტალურ კანონებს. ასეთი შედეგი ისევე ცხადია, როგორც მათემატიკური ამოცანისას მათეატიკური მეთოდებითვე მიღებული პასუხი. ეს მეორე მოქმედება ძალიან მნშვნელოვანია მენტალურ სწავლებაში, რადგან ასე მიიღება ექსტრაორდინალური შედეგი. 
 
ბოლოს შევეხოთ იმავე აზრის მესამე მოქმედებას. მთელს ამ სამში ეს ყველაზე ნაკლებად ცნობილია და თითქოსდა ნაკლებად მნიშვნელოვანიც. თუმცა მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიახ, ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პრაქტიკოსისთვის რადგან ეს მას პირდაპირ და სასიცოცლოდ ეხება.  როგორც კი აზრი დაასრულებს თავის რეპროდუქციის ფუნქციას ქვეცნობიერში მას აღარ იხსენებს. ამის მერე ის უფრო მეტად ვრცელდება და სხივივით გაიტყორცნება სივრცეში. იქ კი ეს სასიცოცხლო ენერგიით სავსე კონცენრირებული აზრი წარმოუდგენელი სიჩქარით ვრცელდება სივრცეში იმდენად შორს რამნადაც დედაიწის მიზიდულობის ძალა ამის ნებას აძლევს. რაც უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგია იქნება განხორციელებული აზრში, მით უფრო შორს გავრცელდება  და უფრო მეტ მიზიდულობის ძალას განავითარებს. მიზიდულობის ჩვეული ხარისხის გამო რაც გააჩნია „ფიქრის მტვრით“ სავსე  სივრცეში გაჭრილ  ცოცხალ, მენტალურად კონცენტრირებულ სხივს, მასთან მიიზიდებიან კაცობრიობის ფიქრების გაფანტული ნაწილაკები. იმავე ხარისხის ფიქრების ვიბრაციის ნაწილაკები, ზუსტად იმის რაც გააჩნია უკვე კონცენტრირებულ აზრს. და ეს, უკვე კოსმოსში გაშვებული ფიქრი უფრო იზრდება და ძლიერდება. მაშინ როცა  ფიქრში განხორიელებული მამოძრავებელი ძალა მაშინვე ნეიტრალიზდება დედამიწის მიზიბულობის ძალის მიერ, როგორ კი ტელეპატიის აპარატს თავს დააღწევს, კონცენრირებული აზრ-სხივს ფიზიკური კანონი უკან დაბრუნებას აიძულებს და ყველაფერს თავიდან იწყებს. ჩვეულებრივი ჭურვივით ელიფსური ფორმისაა. ის მოქმედებს ბუმერანგივით, სპეციალური ფორმის ხის იარაღივით, რომელსაც ავსტრალიელი აბორიგენები ჩიტებზე სანადიროდ იყნებენ. ჰაერში გასროლის შემდეგ, მიაღწევს რა თავის მიზანს, ბუმერანგი ისევ მსროლელთან ბრუნდება. კონცენტრირებული ფიქრიც ბუმერანგივითაა. ის ბოლოს ისევ თავის გამგზავნთან ბრუნდება. თავის უკანა გზაზე კონცენტრირებული  აზრი ისევ გაივლის ე.წ ფიქრის მტვერში და უფრო მეტად იზრდება და ბოლოს როცა უკვე თავის გამგზავნს უბრუნდება მისი ცნობა ძალიან ძნელია რადგან ის უზომოდაა გაზრდილი. მართლაც ძალიან ძნელია აღმოაჩინო ამ დავაჟკაცებულ, ვნებიან  აზრ-ყმაწვილში ის აზრი-ბავშვი, რომელიც ერთ დღეს სამყაროში სამოგზაუროდ გაუშვით. ხოლო სწორედ ასეთი ცვლილების გამო მას თავისივე მშობლები უარყოფენ. არც ერთი აზრი, გრძნობა და მოქმედება არ იკარგება, ბოროტი იქნება ეს თუ კეთილი. ადრე თუ გვიან ის უკან გვიბრუნდება. ეს გარდაუვალია რადგან ასეთია კანონი სახელად სამაგიერის კანონი. ის ითვლება მორალურ კანონად, რომლითაც ღვთაებრივი სამართალი მოქმედებს თუმცა რეალობაში ის სხვა არაფერია თუ არა ფიზიკური კანონი, რომელსაც ვერც ერთი ფიზიკურ სხეულში მცხოვრები ადამიანი ვერ გაექცევა, რადგან ეს ბუნების კანონია. როცა ადამიანები მივხდებიან, რომ არსებობს კანონი რომელსაც თავს ვერ აარიდებ, ვერ გაექცევი და ვერ შეუთანხმდები, ისინი საკუთარი თავისვე დასაცავად ეცდებოდნენ შეეწყვიტათ უკეთური ფიქრებისა და გრძნობების გაგზავნა,რადგან ეცოდინებოდათ, რომ ადრე თუ გვიან ისინი „მოსავალს მოიწევდნენ“. ხოლო გაოცება კი დიდი იქნება რადგან კონცენტრირებული აზრი ყოველთვის ძალიან გაზრდილი ბრუნდება. ეს მენტალური კანონი ხსნის ქრისტეს მცნებეს, რომლებზეც ამდენი ქრისტიანი თეოლოგი დავობს და რომლებიც არასოდეს გადაწყდებიან მათთვის დამაკმაყოფილებელი გზით.  იესომ თქვა: იმავე საწყაოთი მოგეზღას, რითაც შენ მიუზღავ“ და დაამატა : „და როცა აივსება საწყაო ხელი კარი და დააქციე.“
 
თითქმის ყველას გვქონია ცხოვრებაში გამოცდილება როცა ერთ ადამიანს უამრავ ენერგიას ვახარჯავთ უამრავ სიკეთეს ვუკეთებთ თუმცა ვერავინ გვაფასებს და წყალში გადაყრილი ჩანს ამდენი სიკეთე. ასეთი სიკეთსთვის მხოლოდ უმადურობას ვიღებთ ხოლმე, რაც უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს. მეორეს მხრივ სრულიად ცხადი მიზეზის გამო, სრულიად უცნობი ადამიანი რომელიც შემთხვევით ხვდება ჩვენთან კონტაქტში სრულიად დაუმსახურებელ სიკეთეს და გმირობასაც კი იჩენს ჩვენს მიმართ. ადამიანი სრულიად სამართლიანად ახდენს ამ ორი შემთხვევის შედარებას, კითხვა თავისთავად ჩნდება თუ რატომ ხდება ისე რომ ადამიანი ვისაც ამდენი ენერგია დავახარჯეთ უმადურობით გვპასუხობს და მეორე რომლისთვისაც სრულიად არაფერი გაგვიკეთებია ფაქტიურად სიკეთის წყარო ხდება. ხოლო რადგან ეს სიკეთე უცნობისგან მოდის შესაძლოა ამან ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას და უარყოს კიდევაც ეს სიკეთე. ასე არასოდეს უნდა მოვიქცეთ, რადგან ეს გზას უღობას სხვების სიტყვებს და ქმედებებს ჩვენსკენ მომართულს. მსგავსი ფიქრები და ქმედბები რომლებსაც ადამიანი აგზავნიდა ისევ უკან უბრუნდება ავტორს გაცილებით უფრო გაზრდილნი იმ მიზეზის გამო რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ. კარგი აზრები უნდა მიიღოთ მხიარულად და ბოროტები სიყვარულით, რათა გადავაქციოთ მათი ნეგატიური ენერგია პოზიტიურად. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ეცდება ადამიანი ამ აზრების არიდებას, ისინი ისევ განაგრძობენ დაბრუნებას სანამ არ მიიღებეს მათ ადამიანი. 
 
სასიცოცხლო ენერგიით სავსე კონცენტრირებულ აზრს უდიდესი კრეატიული ძალა აქვს. ის არ წყვეტს მოქმედებას მიზიდულობის კანონის მსგავსად, ის გამუდმებით იზიდავს ყველა აუცილებელ ელემენტს რათა ეს კონკრეტული აზრი მოქმედებაში მოიყვანოს მატერიალურ პლანზე. ყველა ადამიანური სურვილის რეალიზება შეიძლება ამგავრად ადამიანის ცხოვრებაში თუ ისინი უნივესალურ კანონებს არ ეწინააღმდეგებიან. ეს მეთოდი უნდა გამოიყენოთ სასურველი წარმატების მისაღწევად. როგორც კი  აზრი უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიასთან მენტალურ კონტაქტს დაამაყრებს, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი ის კონცენტრაციას ამყარებს ობიექტზე. მენტალურად ის იმდენად  რეალისტური უნდა გახდეს, რომ ჩვეულებრივ ორდინალურ მოვლენას გავდეს. გაიმეორეთ ეს რაც შეიძლება ხშირად და ამავე დროს ეცადეთ მატერიალური კონტაქტი იქონიოთ სასურველ  ობიექტთან, რომელიც ბოლო და ბოლოს შემოვა თქვენს ცხოვრებაში. სასიცოცხლო ენერგია, თავისი  განუზომელი მიზიდულობის ძალით, კონცენტრირებული არის  მიიზიდოს მისი გამოხატულებისთვის აუცილებელი მატერიალური ელემენტები. ნუ შეგეპარებათ ეჭვი და ნუ  შეგეშინდებათ, რომ ეს ასეც იქნება.  რადგან შიში და ეჭვი ხელს უშლიან სურვილის ასრულებას. გახსოვდეთ, რომ მენტალურ კანონებთან ერთად ყოველთვის მოქმედებს მიზიდულობის კანონი. ყველაფერი რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს კარგად შეასრულოს თავისი როლი და მიზეზ-შედეგობრივ კანონს დაუტოვოს სამოქმედო ადგილი, რომლის მოქმედებასაც საბოლოოდ მოჰყვება სასურველი შედეგი. ამ სურვულისადმი წუხილი ასევე  უნდა მოიშოროთ. როგორც მხატვარი, რომელიც სახატავად ემზადება, თავის გონებაში უკვე აქნის სურათს, ასე ხდება ცხოვრებაშიც. პირველად სასურველის მენტალური სურათი  უნდა შეიქმნას კონცენტრირებულ ფიქრში. მოცემულ აზრში გამუდმებული ბინადრობა გაზრის მის ძალას ყველა მიმართულებით, გაასქელებს მას და შექმნის უხილავ ორთქლს რომელიც თან და თან უფრო და უფრო გასქელებით ხილულ წვეთად გადაიქცევა და ბოლოს მატერიალურ რეალიზაციაში მოვა. რაც უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგია კონცენტრირდება აზრში მით უფრო ძლიერად გამოვლინდება ის. მენტალური გზით უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიასთან გამუდმებული კავშირით განვითარების ძალა მუდმივად მზარდ კონდიციას მიაღწევს. 
 
ასე თუ ისე ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სურვილების რეალიზება თუ მას ეყოფა გამბედაობა კონსტრუქციული სამუშაოსთის ორივე მიმართულებით, როგორც მენტლურ ისე ფიზიკურ პლანზე. მენტლური ვიბრაციებისთვის ისე როგორც ყველაფერი დანარჩენისთვის,  გამბედაობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეა წარმატების მისაღწევად. ამიტომაც ყველაზე მეტად რაც უნდა გვახსოვდეს -  ესაა წარმატების მისაღწევად მენტალურ მცდელობებს აუცილებლად უნდა ახლდეს აქტიურობა და მუშაობა მატერიალურ პლანზეც ერთდროულად. 
 
მიზეზი, რის გამოც ჩვენი აზრები და სურვილები მაშინვე არ რეალიზდება არის ჩვენი ცნობიერების ამჟამინდელი მდგომარეობა, რაც ყველაფერს თავის ტერმინებზე თარგმნის რათა ხელშესახები გახადოს. სხვა სიტვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური ძალისხმევა და მცდელობები აუცილებელია, რათა გარკვეული სურვილი ჩვენს ცხოვრებაში მატერიალიზდეს. როცა ჩვენი ცნობიერების მდგომარეობა გონების პლანის დონეზე გაიზრდება, ყოველი აზრი თავად იქმნება შემოქმედი და თან ისეთივე რეალური და ხელშესახები როგორც მატერიალური ნივთები არიან ახლა ჩვენთვის. მერე მთელი სამყარო მენტალური სამყარო გახდება, სადაც კაცობრიობა იცხოვრებს ფიზიკური და მატერიალური ლიმიტების გარეშე. რა თქმა უნდა არც ეს იქნება საუკეთესო პირობები ვიდრე კაცობრიობის გონება ისევ სავსეა მისივე შექმნილი შეზღუდვეით. ეს ჯერ ისევ სამოთხიდან განდევნილი ლუციფერია, რომელიც ჯერ ისევ ვერ წვდება უსასრულობის და მარადისობის ცნებებს. მხოლოდ როდესაც სიყვარული, ქრისტეს ელემენტი თითოეულ ადამიანში განწმენდს ადამიანის გონებას, აღადგენს დაცემულ ლუციფერს თავისი პირველადი მარადიული სრულყოფილებით და შეძლებს დაანგრიოს გონების ყველა შეზღუდვა და დაანგრევს მას ყოველი უსასრულობით და მარადიულობით. ამ უკანასკნელ ნაბიჯს ჰქვია ცნობიერების სულიერი სტადია. ხოლო როცა კაცობრიობა ამას მიაღწევს ის მიხვდება, რომ მხოლოდ სულიერი სამეფო არსებობს. 
 
კონცენტრირებული აზრის ძალას გააჩნია სპეციალური პროგრამა, რომელიც იცილებს ყველა სახის სირთულეს, ფიზიკურსაც, მენტალურსაც და ემოციურსაც. ეს, ასე ვთქვათ დაავადებები იქცევიან პარაზიტებივით თავიანთ მსხვერპლზე რომ ნადირობენ. ისინი ხელს უშლიან სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებას, აბრკოლებენ ან სულაც თიშავენ და მათი ძირითადი ბუნებაც იგივეს იმეორებს. ეს მენტალური პარაზიტები ჩნდებიან როგორც ნეგატიური ანდა უადგილო ფიქრები. დაავადებათა მენტალურ ჩანასახსაც კი ვერ ექნება საკმარისი ძალაუფლება თუ მასში არაა საკმარისი სასიცოცხლო ენერგია. ამ შემთხვევაში ნეგატიური ენერგია ეხვევა აპკივით სასიცოცხლო ენერგიას და მას ტყვედ აქცევს. ისინი გვანან საპნის ბუშტებს, რომელიც თითქოს სავსეა ერთგვაროვანი მასით, თუმცაღა ეს მხოლოდ ბუშტებია რომლების შიგნით მყოფ ჰაერს გარეთ მყოფისგან აცალკევებს. ოდნავ შეხებასაც კი შეუძლია გახეთქოს აპკი და ბუშტიც აღარ იქნება. ასევე ემართებათ დაავადებებსაც და ყველა ნეგატიურ აზრს რომელიც ქვეცნობიერში იზრდება. ისინი სხვა არაფერია თუ არა ბოროტების ბუშტები და ძალიან სწრაფად სკდებიან კონცენტრირებულ აზრთან შეხებისას. როგორც კი ბუშტი გასკდება სუფთა და სრულყოფილი სასიცოცხლო ენერგია გამოთავისუფლდება და გაერთიანდება კონცენტრირებულ აზრთან და გაზრდის მის მკურნალ ძალას. ნეგატივიც ასე მარცხდება მენტალური კანონის სწორი გამოყენებით. 
 
ყოველთვის, როცა ნეგატიური პირობების შემთხვევა განიხილება, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დაუკავშირდეთ სასიცოცხლო უნივერსალურ ენერგიას და ნება მისცეთ მიმდინარე მაგნეტურ დინებას შეაღწიოს პაციენტის სხეულში და მიაღწიოს სატურაციის წერტილს. მეორე ნაბიჯია იმ შიშის უარყოფა რომელიც თან სდევს პაციენტს. ყველაფრის ნეგატიურობა  მენტალურ პლანზე იწვევს იმის სიკვდილს რაც უარყვეს. როგორც კი ყველანაირი სირთულის შიში ძალა ხდება ინდივიდის ხელში, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს მან ესაა ამ შიშის დანგრევა და უარყოფა. შიშის დაძლევის მერე თავად სირთულის თავიდან მოშორება უკვე ძალიან ადვილია. ესაა კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ჯობია ჯერ თავიდან მოიცილოთ სირთულის შიში და მერე ვიმუშაოთ თავად პრობლემის დასაძლევად. ნეგატიური პირობების მდუმარე უარყოფა ყოველთვის არაა ხელსაყრელი პაციენტის გონებისთვის. საშინელი თავის ტკივილის უარყოფა მაშინ როცა ის ასე რეალურია, შედეგად უბრალოდ ააქტიურებს მდუმარე მენტალური პროტესტს პაციენტის გონებაში. „თავის მისკდება ტკივილით, შენ კი გინდა დამარწმუნო, რომ ტკივილი არ არსებობს?“ ასეთი იქნება გონების პასუხის ამგვარ უარყოფაზე. მეორე მხრივ ამგავარი ნეგატიური პირობების შიშის უარყოფა პაციენტის გონებაში სულ სხვა რეაქციას იწვევს ამ შემთხვევაში ის იტყვის : „მართალია თავი საშინლად მტკივა მაგრამ  ამის არ უნდა შემეშინდეს, მე მეყოფა სიმამაცე რომ წინ აღვუდგე შიშს და თავიდან მოვიცილო.“ ასეთი მეთოდი ყოველთვის უკეთესად მუშაობს ინდივიდის ფსიქოლოგიის თავისებურების გამო. ყველას გვიყვარს, როცა მამაცებს გვეძახიან, ყველას - გამონაკლისის გარეშე.  მენტალური უარყოფა აგრესიულად არ უნდა მიმდინარეობდეს ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში ის იწვევეს ინდივიდის მენტალური სხეულის ანტაგონიზებას, მეორეს მხრივ კი ქმნის წარმოდგენას, რომ ინდივიდს თავად შეუძლია რეალობის შექმან იმ სირთულეების მიუხედავად რომელთა დაძლევასაც ცდილობს. მათ ვისაც საკუთარი ძალა გაცნობიერებული აქვთ თავი ყოველთვის მშვიდად და ღირსეულად უჭირავთ, არასოდეს მიმართავენ აგრსიას რადგან აგრესია ლატენტური შიშია, ამიტომაც ეს სისუსტეაა და არა ძალა. თუმცა უარყოფის ძალიან ხშირად გამეორებაც არაა კარგი, რადგან ამან შეიძლება სასურველის ზუსტად საწინააღმდეგო შედეგი გამოიწვიოს. უარყოფის პროცესისი ძალიან ხშირმა გამოერებამ, ნაცვლად სირთულის თავიდან არიდების სამწუხაროდ, შეიძლება პირიქით მისი გაზრდა გამოიწვიოს, რადგან პაციენტი ფაქტიურად ცხოვრობს ამ პრობლემით და ის განდევნის და შემცირების ნაცვლად ბუნებრივია რომ უფრო იზრდება მის გონებაში. ძლიერ, მშვიდ, დამაჯერებელ უარყოფის პროცესს ყველაზე კარგი შედეგი მოაქვს. ერთადერთი, რასაც იესო ეუბნება ბოროტებას ესაა: „განვედ სატანა!“ მან იცოდა ეს კანონი და ყოველთვის გაცნობიერებულად მიმართავდა მას, რადგან ის ყველაზე დიდი მეცნიერი იყო რაც კი ყოფილა მსოფლიოში. სირთულეების შიშის დაძლევის შემდეგ, პრაქტიკოსმა თავის გონებაში უნდა შექმნას საწინააღმდეგო პოზიტიური რეალობა. ყველა სწავლება რაც წინა გაკვეთილებიდან მივიღეთ სწორად უნდა გამოვიყენოთ. მთავარი, საბაზისო და მარადიული ჭეშმარიტებაა, რაც ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, არის ის რომ ყველა ადამიანი აბსოლუტის მანიფესტაციაა და პირდაპირ და უწყვეტ ურთიერთქედებაშია მასთან. ამ გაცნობიერებულ მარადიულ ჰარმონიას ხშირად ეძახიან „გამოცხადებულ  ჭეშმარიტებას“. ეს ნამდვილად ჭეშმარიტების განაცხადია, უკვდავი ჭეშმარიტების მდგომარეობა. 
 
ეს ზუსტად იმის საწინააღმდეგოა რასაც ჩვენ პირობითობას ვეძახით. ასეთ შემთხვევაში, პრაქტიკოსი, რომელიც იყენებს მენტალურ კანონს, უბრალოდ სთავაზობს პაციენტს გარკვეულ აზრებს. ეს აზრები შეიძლება იყოს ან არც იყოს ნამდვილი, ცნობიერება იღებს მას და ქვეცნობიერი ზრდის, მისი კეთილი თუ ბოროტი ბუნების განსხვავების გარეშე. ეს მეთოდი დასაგმობია, რადგან ის არ ეფუძნება უნივერსლურ კანონს, არამედ მხოლოდ პერსონალურ ნებისყოფას. პოზიტიური რეალობის მტკიცებულებები ჰგვანან ჰარმონიულ ნოტებს რომლებსაც იჭერს პაციენტის მენტალურ სიმები ორიგინალური მელოდიის საპასუხოდ, რადგან ყოველი ინდივიდი ფლობს საკუთარ თავში სრულყოფილების ლატენტურ სიმებს. ისინი მას დაბადებიდან დაჰყვება და მისი მარადიული ბუნების ნაწილია. ისაა ინდივიდის გამოღვიძება თავისივე მარადიულ, სრულყოფილ მდგომარეობაში, ხოლო რაც უფრო მეტი გაცნობიერებული ადამიანი იქნება მით უფრო მეტად გაიმარჯვებს პოზიტიური მხარე. ჯანსაღი და ჰარმონიური აზრები გაგზავნილი ოპერატორის მიერ  თავისი პაციენტისთის ესაა ჰარმონიისა და პოზიტივის თესლები. პრაქიკოსმა არასოდეს უნდა შექმნას იმ სირთულეებისგან დაცლილი რეალობა რომლის არიდებასაც აპირებს პაციენტისთვის. აზრები თავად შეასრულებენ ამ საქმეს  მათვე საკუთარი გონებით, როგორც ეს უკვე აღწერილია ამ თავის დასაწყისში. პრაქტიკოსმა ისინი მხოლოდ უნდა გაუგზავნოს პაციენტს. პრაქტიკოსის ვალია შეცვალოს პაციენტის აზრების მდინარება და დაანგირიოს ბოროტების ყველა გამოვლინება, ხატოვნად რომ ვთქვათ დახეთქოს მისი ნეგატივის ბუშტები. როგორც კი პაციენტის გონება გაიწმინდება მენტალური სარეველასგან, ხორბალი - პოზიტიური აზრები, გაიზრდება და გამოვლინდება პაციენტის მოქმედებებში. ასე განიკურნება პაციენტი. მძიმე ქრონიკულ შემთხვევებში, რამდენიმე წარმატებული მენტალური მკურნალობის მერე ადამიანს ეწყება უეცარი  ახალი შეტევა. ფიზიკური და მენტალური ნეგატივი ისე ვითარდება, რომ ადამიანს გონია ამას მეტად ვეღარ გაუძლებს.მას ეჩვენება, რომ ყოველგვარმა ბოროტებამ მოახრჩო და წართმეული აქვს ყოველგავი იმედი უკეთესი შედეგის.
 
ეს მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ ბევრი ვერ უძლებს, და სთხოვს პრაქტიკოსს შეწყვიტოს მკურნალობა, რადგან  სულ უფრო ცუდად გრძნობენ თავს. და მაინც, ეს მიუხედავად ყველაფრისა კარგი ნიშანია. ამას მენტალური ქიმია ეწოდება, რადგან ქვეცნობიერიდან ამოძირკვული ნეგატიური აზრები გრძნობენ, რომ მათი უკანასკნელი წამი დადგა. ხოლო როდესაც ნეგატიური აზრი-მცენარე ხვდება, რომ მისი არსებობა წუთებს ითვლის ის მოიკრებს მთელს ძალას ფესვებიდან ქვეცნობიერის ნიადაგამდე. რა თქმა უნდა ქვეცნობიერიდან ამოძირკვის პროცესი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როცა ეს მენტალურ პლანზე მიდის. ასეთ შემთხვევებში პრაქტიკოსმა უნდა აუხსნას პაციენტს მოსალოდნელი შედეგები, ასეთი რეაქციის მიზეზები და აჩვენოს ის უპირატესობები რაც მკურნალობის ბოლომდე მიყვანას მოჰყება. ზოგჯერ პაციენტის ნეგატივი ზუსტად ისევე ძლიერია როგორც მას ჰგონია და პრაქტიკოსი არც ისე ძლიერი, რომ მისი მორევა შეძლოს. ამ დროს მენატლური მკურნალობა დროებით უნდა შეჩერდეს და მთელი სამუშაო მიენდოს მიზიდულობის ძალას. რაღაც დროის მერე უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია პრაქტიკოსისგან პაციენტში გადაიღვრება და თავისი ნების ფუნდამენტური ჰარმონიით აღადგენს ჰარმონიას პაციენტში, რომელიც ამ დრო უკვე მზად იქნება მენატლური სამუშაოს აღსადგენად. როგორც მაგნეტური მკურნალობის შემთხვევაში ისე მენტალურის. შეუძლებელია წინასწარ თქმა რამდენ ხანს დასჭირდება მკურნალობა ყოველ პაციენტს. ყოველი ქეისი ინდივიდულურია, ორი ერთნაირიც კი არ გხვდება, მოდით ყოველი ინდივიდის პირად ინტუიციას მივანდოთ როდის შეწყვიტოს პროცესი. გულახდილად რომ ვთქვათ მკურნალობის წარმატებით დამთავრების ნიშანია ჰარმონიისაა და სიმშვიდის შეგრძნება რომელიც ვრცელდება პაციენტზე. მენტალური მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე წლამდე შემთხვევებიდან გამომდინარე. თუ შესაძლებელია მენტალური მკურნალობა მაგნეტურთან კომბინაციაში უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ნეგატიური პირობები ერთნაირად უტევს და ანგრევს ორივეს სხეულსაც და გონებასაც, ხოლო ამისთვის კომბინირებული მკურნალობა უკეთეს და უფრო სწრაფ შედეგს გვაძლევს. 
 
არანაირი მკურნალობა არ უნდა დაიწყოთ ადამიანისთვის შესაბამისი ახსნისა და მისი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად შეიძლება ჩათვალოს: 1. შეშლილების მკურნალობა, როცა ადამიანის გონებას არ შეუძლია გააცნობიეროს რაში მდგომარეობს მკურნალობა ან სჭირდება თუ არა. 2. როდესაც ადამიანს შეემთხვა რაიმე ინციდენტი ან სხვა მიზეზით ის უგონო მდგომარეობაშია. 3. მოწამლული ადამიანი ვისი გარჩევადობის უნარი დროებით შეზღუდულია. თუ ასეთ ქეისებს მოჰკიდებს ხელს პრაქტიკოსი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და თავი დაიცვას, რომ მასზე არ გადმოივიდეს პაციენტის მენტალური მდგომარეობა, რათა პაციენტის შხამისგან განთავისუფლება მკურნალის მოწამვლის ხარჯზე არ მოხდეს. მეოთხე შემთხვევა, როცა მკურნალობა პაციენტის თანხმობის გარეშე იწყება ესაა ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად ჩამოყალიბებულნი იმისთვის რომ საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ. ასეთ შემთხვევაში მშობლების, განსაკუთრებით დედის თანხმობა აუცილებელია. ამ თანხმობის გარეშე ბავშვის მკურნალობა შეუძლებელია რადგან დედის, თუ ის წინააღმდეგია, ფიქრები დამცავი გარსივით შემოხვევა შვილის გონებას. ამიტომაც დედის მხოლოდ თანხმობაც არაა საკმარისი, ის ჩართული უნდა იყოს პროცესში რათა უკეთესად გაუგოს თავის შვილს.
 
მთავარი წესია ყოველთვის დაიცვათ თავი მენტალურად მკურნალობისას, რადგან დიდი ალბათობაა პაციენტის ნეგატიური მდგომარეობა გავრცელდეს პრაქტიკოსზე. ასევე როცა ბევრ ხალხში იმყოფებით, სადაც ადამიანების აზრები ერთმანეთში ირევა და სულაც არ ქმნიან ჰარმონიას, აქაც უნდა თავი დაიცვათ. ეს მიიღწევა ერთი ინდივიდის მიერ მენტალური უარით გარედან შემოსულ ყველა ნეგატივზე. თითქოს თქვენს გარშემო აგებთ უხილავ, მაგრამ მაგარ და მყარ კედელს რომელსაც შეუძლია აირიდოს ყოველგვარი ნეგატიური შემოჭრა. მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც კედელს აშენებს მაქსიმალურად მოერიდოს აზრებს და ეჭვებს ამ კედლის ეფექტიანობის შესახებ. ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თავისი გონების მბრძანებელი თვითონაა. ხოლო ეჭვი და შიში ადვილად აღწევენ დამცავ კედელში, რომელიც სწორედ ნეგატივის შემოჭრისგან დასაცავადაა აშენებული. 
 
ხოლო რადგან მენტალური დამცავი კედელი კარგი ციხესიმაგრეა აბეზარი ნეგატივისგან თავდასაცავად, ის მაინც არაა საკმარისი ბოროტგანზრახული მენტალური შემოჭრისგან თავდასაცავად. ასეთ შემთხვევაში თავდაცვის ერთადერთი საშუალება სიყვარულის ვიბრაციაა. ის ყოვლისშემძლეა, ყოველმხრივ სრულყოფილი და სამივე პლანზე ერთნაირად გავრცელებული, ფიზიკურზეც, მენტალურზეც და სულიერზეც. ის ადამიანის გარშემო სიყვარულის სფეროს ქმნის, ბრილიანტის ჯავშანივით აირეკლავს და ანგრევს ყოველგვარ მისკენ წამოსულ  ნეგატივს. ეს მნიშვნელოვანია და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარული ყველაზე უფრო საიმედო ძალაა რაც თავდაცვისთვის გაგვაჩნია.
 
როდესაც ადამიანი მენტალურ ვიბრაციებს საკუთარი თავისთვის იყენებს, იქნება ეს სამკურნალოდ, ბიზნესისთვის, თვითგანვითარებისთვის ან ნებისმიერი სხვა დანიშნულებით, მიმდინარეობს იგივე პროცესი რაც დასაწყისში აღვწერეთ იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ კონცენტრირებული აზრი პრაქტიკოსის ცნობიერიდან გადაისროლება ქვეცნობიერში ჩასუნთქვა-ამოსუნტქვის და დიაფრაგმისა და მზის წნულის მონაწილეობით, სადაც ზუსტად იგივე გაზრდისა და გამრავლების პროცესი მიმდინარეობს როგორც სხვის ქვეცნობიერში გადასროლის შემთხვეაში. აღარაა საჭირო იმის აღნიშვნა, რომ ჩვეულერივი აზრები რომლებიც ამ ორ ნაწილ აერთებს, ასეთ შემთხვევაში  აღარ გამოიყენება. ეს დაახლოებით ჰგავს რაღაცის ზეპირად დასწავლის პროცესს. კარგად დამახსოვრებისთვის აუცილებელია ადამიანის ფიქრები მისი ცნობიერიდან ჩავთესოთ მის არაცნობიერში, საიდანაც რაღაც დროის მერე მივიღებთ მოსავალს. დამახსოვრება არაფერი თუ არა ნებაყოფლობითი კონტაქტი ქვეცნობიერთან სადაც ყველა ჩვენი შთაბეჭდილება ინახება. როდესაც საკუთარი თავის მენტალურად განკურნებას ცდილობთ, დაწყება ყოველთვის ფიზიკურ სავარჯიშოებთან ერთად სჯობს, რადგან მაგნებური და მენტალური ჰარმონიის ეფექტი იქნეს მიღწეული.
 
როცა სამკურნალო პაციენტი შორსაა, ჩვეულებრივი მენტალური  ვიბრაციები თავად ვერ გადაიქცევიან მაგნეტურ წამლებად. ამ ორის კომბინაციისთვის და გამოდგება ქვემოთ აღწერილი მეთოდი. გონება მიმართეთ პაციენტზე ისე თითქოს ის თქვენს წინ იდგეს. პაციენტის მეტალური ხატი ისეთი რეალური და ხელშესახები გახადეთ თითქოს ის ფიზიკური სხეულით თქვენს წინაშე იდგეს. პრაქტიკოსის მიერ შექმნილი პაციენტის ხატი მისი ფიზიკური ანარეკლი უნდა იყოს და ამ ანარეკლის სხეულის ყოველი მენტალური უჯრედი უნდა უკავშირდებოდეს უხილავ მენტალურ ვიბრაციებს რომლებსაც გამოსცემენ პაციენტის ფიზიკური სხეულის უჯრედები. რადგან ადამიანის სხეულში დაახლოებით 5 ბილიონი უჯრედია და ყოველი მათგანი დამოუკიდებლად ვიბრირებს, ამიტომაც პაციენის მენტალურ ხატს გააჩნია სულ ცოტა 5 ბილიონი მენტალური ხაზი საიდანაც პრაქტიკოსის გაგზავნილი მაგნეტური ნაკადი პირდაპირ მიედინება. პრაქტიკოსის შექმნილ მენტალურ ხატში მიმდინარე  მაგნეტური ნაკადის გასაზრდელად სასურველია არა მხოლოდ მიმართოთ მის ხელებს, როგორც მითითებულია მაგნეტურ მკურნალობაში, არამედ ასევე სასურველია, განსაკუთრებით დამწყებთათვის, გამოიყენონ სკამი ან სხვა მოხერხებული ობიექტი, რომელსაც წარმოვიდგენთ როგორც პაციენტის სხეულს და რომლეზეც ოპერატორის ხელები დაეყრდნობა. მაგნეტური ნაკადი გაგზავნილი მატერიალური ობიექტისკენ, რადგან პაციენტის მენტალური ხატი დაკავშირებულია ამ ობიექტთან და ასე გადაეცემა თავად პაციენტსაც ზემოთ უკვე აღწერილი მეთოდით.  ასეთი  დაუსწრებელი მკურნალობის დროს კიდევ ერთი თვისება ჩნდება რაც არაა სასურველი დასწრებული მკურნალობის დროს. შესაძლოა აუდიო მიმართვის გამოყენებაც. ნათქვამი სიტყვების ხმის ვიბრაციები ასევე ურტყამს პაციენტის მენტალურ ხატს, და აქედან გადადის მაგნეტური ნაკადის თანხლებით პაციენტის სხეულში და ზრდის ასევე მაგნეტურ ვიბრაციებს. როცა ასეთი დაუსწრებელი მკურნალობა სწორად სრულდება აუცილებლად დგება კარგი შედეგი. ფაქტია, რომ ეს უფრო ძლიერია ვიდრე დასწრებული მკურნალობა, სადაც პრაქტიკოსი უშუალოდ პაციენტთან მუშაობს,  რადგან ასე პაციენტის ნეგატიური პირობები ვერ ახდენს ზეგავლენას პრაქტიკოსზე, იმ დისტანციის საშუალებით რაც ამ ორს ერთმანეთისგან ჰყოფს. როგორც წესი მენტალური ხაზის მეორე მხარეს მყოფი პაციენტი გრძნობს პრაქტიკოსის დასწრებას, ისე ცოცხლად, ხელშესახებად და ახლოს თითქოს ის გვერდით ყოფილიყოს. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი ხედავს კიდევაც პრაქტიკოსს და ელაპარაკება და აქვს განცდა, რომ პრაქტიკოსი მივიდა მასთან რეალურად , თუმცა ის რამდენიმე ასეული მილის მოშორებით შეიძლება იმყოფებოდეს. ამ მენტალურ, მაგნეტური ფენომენის თავისებურება დაფუძნებულია ვიბრაციის კანონზე,  და აიხნსება თუ როგორ ხედავენ ერთ ადამიანს სხვა და სხვა ადგილას ერთდროულად. გარკვეული მიზეზის გამო ეს ადამიანები ძალიან ძლიერად ფიქრობენ იმათზე ვინც ჩნდება მათთან ასე ვთქვათ თავისი „ასტრალური სხეულით“. რადგან თავიანთ სხივს უგზავნიან ამ ადამიანს და ისე ჩნდებიან როგორც მზის დანახვა შეგვძლია მის სხივზე თვალის მიდევნებით. ხოლო რადგან ყოველი ინდივიდი ასხივებს უამრავ სხივს, ბევრ ადამიანს შეუძლია ერთდროულად მიიღოს ერთი ადამიანი სხვა და სხვა გეოგრაფიულ ადგილას. ერთადერთი რაც აუცილებელია ისინი კავშირში უნდა იყვნენ მასთან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ისინი მაგნეტურად და მენტალურად ერთნაირ ვიბრაციეზე უნდა იყვნენ.
 
არსებობს მენტალური ძალის სხვა ფორმაც, რომელსაც დღეს ფართოდ იყენებენ, მას ჰქვია ჰიპნოზი და შთაგონება. შთაგონების ერთ ერთი სახეა ასევე თვითშთაგონება. ეს მეთოდები ფუნდამენტურად ამორალურია და ამის გამო გასაკიცხიც. ისინი ხელყოფენ ადამიანის საბაზისო უფლებას და პრივილეგიას - თვითგამორკვევის უფლებს. ისინი ეფუძნებიან მხოლოდ ნებისყოფას და მათი მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ ჩართონ ნებისყოფა აზრების მართვაში სხვა ინდივიდების დასამორჩილებლად. გადამეტების შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ ანგრევენ სუბიექტის ხასიათს, ზომიერად გამოყენების შემთხვევაშიც კი ისინი ახერხებენ ადამიანის ინდივიდუალობის ნეიტრალიზაციას, თვითშთაგონებაც კი დესტრუქციულად მოქმედებს, რადგანაც ერთი და იმავე ფიქრის ხანგრძლივი გამეორებით ინდივიდის გონება შეშდება, მენტალურად იყინება, სასიცოცხლო ენერგიისგან იცლება და მოქმედებს ავტომატივით. ეს გვიჩვენებს თუ როგორი არამეცნიერულია მოცემული მეთოდი, ვინაიდან მხოლოდ ნეგტიურ შედეგზე გადის. ჰიპნოზი, შთაგონება და თვითშთაგონება ანგრევს ადამიანის ხასიათს მის აშენების ნაცვლად და მათ უსუსურ თოჯინებად აქცევს კანონდამრღვევთა ხელში. ბევრი დანაშაული იქნა ჩადენილი სხვა და სხვა ადამიანის მიერ და მიეწერა მხოლოდ ერთ ჯგუფს, მაშინ როცა ისინი სხვა აარაფერი იყვნენ თუ არა მენტალური არხი რომლის საშუალებითაც სხვა,  ჩრდილში მყოფი პერსონაჟი მოქმედებდა. განხილვაც კი არ სჭირდება რომ ასეთი ძალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამკურნალოდ და არასოდეს ჰიპნოზის ან შთაგონების მიზნით. ყველა შემთხვევაში შედეგი იქნება მენტალური და მორალური ზარალი, თავად პრაქტიკოსიც კი ვერ გაექცევა ამ ფუნდამენტური კანონის დარღვევის გამო სასჯელს. ადრე თუ გვიან, როგორც მისი დესტრუქციული აზრებისა და მოქმედებების შედეგი, მენტალური კანონებით ოპერირების გამო ის სრულიად დაკარგავს ნებისყოფას, თითქმის სრულიად წაშლის თავის მენტალურ და მორალურ ძალას და გარდაიცვლება ფიზიკური, მორალური და მენტალური მარცხის გამო. ვერავინ გაექცევა ამგვარ სასჯელს, რადგან ბუნების კანონების გამონაკლისს არ უშვებენ.
 
სხვა მხრივ, მეცნიერული მენტალური მკურნალობა, რომელიც აღწერილია ზემოთ, მოიცავს მარადიული ჭეშმარიტებების დადასტურებას, ვინმესთვის მათი თავზე მოხვევის ყოველგვარი სურვილის გარეშე. მენტალური კანონები ზრუნავენ შედეგის მიღებაზე. პრაქტიკოსის პასუხისმგებლობა ამ კანონებზე მაღლა დგას, ხოლო კანონები ზრუნავენ რომ ყველაფერი სწორად შესრულდეს. ესაა მეცნიერული მენტალური მკურნალობის მეთოდი, რომელიც ერთდროულად კურნავს ინდივიდს და აღვიძებს მას მის ნამდვილ ბუნებაში. ამის საწინააღმდეგოდ   შთაგონების მეთოდი ასქელებს საფარს ინდივიდის ცნობირებაზე და ადუნებს მის აქტიურობას. 
 
ამჟამად კაცობრიობა დიდ კრიზისს განიცდის. ადამიანების ლატენტური ძალების განვითარებას, თავისუფალი აზრების ძალას კაცობრიობისთვის ფუნდამენტური ცვლილებები მოაქვს. ის ჩვეული მნიშვნელობები რომლებითაც გარე სამყაროს ვუკავშირდებით უკვე საკმარისი აღარაა, ახალ გზებს ვეძებდით და ვიპოვეთ. დღემდე ადამიანს გაჩნია მხოლოდ ხუთი შეგრძნება რითაც იღებს და გასცემს შთაბეჭდილებებს. ხოლო რადგან კაცობრიობა ამჟამად გადის ევოლუციის მეექვსე საფეხურს, რომელსაც ალეგორიულად შეიძლება ბიბლიური შესაქმის მეექვსე დღე ვუწოდოთ, ახალი - მეექვსე შეგრძნებაც ვითარდება. ახალი არხი რომლითაც შთაბეჭდილებები გადაეცემიან არის „ინტუიცია“. სწორედ ინტუიციაა რომელიც ამდენს გველაპარაკება შიგნიდან და თითქოსდა ყოველთვის გვეუბნება როგორ მოვიქცეთ. ეს არაა ჩვენი ცნობიერების ხმა, რომლისაც მხოლოდ მაშინ გვესმის როცა რაღაცას ვაშავებთ. ეს მხოლოდ სუსტი ხმაა, რომელსაც ხშირად ღმერთის ან წმინდა ხმას ვეძახით, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი მაღალი მეცაა, ჩვენი ზეცნობიერება, რომლის მიმართულებითაც ვითარდება ჩვენი ცნობიერება. ჩვენმა მაღალმა მემ ყველაფერი იცის. ის არაა შეზღუდული დროით და სივრცით და არ სჭირდება მიზეზი რომ დაეხმაროს მენტალურ სამუშაოებს. მან იცის, რადგან ის ერთადროულად სწვდება მიზეზსაც და შედეგსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. როცა ჩვენ ინტუიციის დაბალი ხმა გვესმის და მის რჩევას მივყვებით, ვიღებთ პოზიტიურ შედეგს, თუმცა ზოგჯერ ეს ხმა ჩვენი მიზნების საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. ყველაფრის მიუხედავად აი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი მიზნების მოჩვენებითი წინააღმდეგობა, ამ უკანასკნელის ამჟამინდელი შეზღუდვების გათვალისწინებით. ინტუიციის განვითარებისთვის, უნდა ვიარჯიშოთ გავარჩიოთ ჩვენი სურვილებისა და ჩვენი ზეცნობიერების ხმები. არსებობს მათი გარჩევის იოლი გზა. როცა ინტუიცია გვესაუბრება დგება სიმშვიდისა და ჰარმონიის თავისებური შეგრძნება, მაშინაც კი როცა ეს ყველაზე უფრო დისჰარმონიულ პირობებში მიმდინარეობს. მეორეს მხრივ კი როცა ჩვენი სურვილები ლაპარკობენ ჩვენში გვიდგება მოუსვენრობის მომენტი. ამიტომაც მოუსმინეთ სიმშვიდისა და სიბრძნის ხმას რომელსაც ჰარმონიისკენ მიჰყავხართ და მოიშორეთ სურვილების აგრესიული ხმაური, რადგან აქედან კარგს ვერაფერს მიიღებთ. რაც უფრო მიუგდებს ყურს ადამიანი თავის ინტუიციას, მით უფრო განვითარდება ის და უფრო მყარი და ჭკვიანური გხდება მისი საქციელი. ადამიანი, რომელიც თავის თავში განივითარებს ინტუიციას, ღვთაებრივ სხივს, გამოავლენს სიბრძნეს, გახდება ექვს ქიმიანი ვარსკვლავი, სიბრძნის ვარსკვლავი და მიუახლობდება მეექვსე დღის განთიადს, მშვიდობის, ჰარმონიისა და ძალის დღის. 
 
კითხვები და პასუხები. 
 
1.    კითხვა. რა არის დღეს უდიდესი პრობლემა?
პასუხი. ასწავლო ადამიანს საკუთარი გონების აღდგენა.
 
2.    კითხვა. როგორ უნდა გაკეთდეს ეს?
პასუხი. გონებაში სიყვარულისა და ჭეშმარიტების ვიბრაციების გაზრდით.
 
3.    კითხვა. როგორ ჩნდება პირველი შეცდომა?
პასუხი. ის ჩნდება გონებაში და გონებაშივე უნდა განადგურდეს.
 
4.    კითხვა. როგორ გამოავლენს გონება თავის თავს ჩვენი ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაში?
პასუხი. მენტალური ვიბრაციებით, რომელთა კომბინაციასაც აზრებს ვუწოდებთ.
 
5.    კითხვა. რა არის მენტალური ვიბრაციები?
პასუხი. ცნობიერის მაგნეტური ვიბრაციების პირველი გამოვლენა.
 
6.    კითხვა. რა როლს თამაშობს ტვინი აზროვნების პროცესში?
პასუხი. ის მუშაობს როგორც გადამცემი სადგური.
 
7.    კითხვა. რა არის ტელეპატიის აპარატი ?
პასუხი. ესაა ჰიპოფიზის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ჩვენი ტვინის წინ და რომელიც სივრცეში აგზავნის მენტალურ ვიბრაციებს აზრების სახით. 
 
8.    კითხვა. იღებს თუ არა ტელეპატიის აპარატი მენტალურ შეტყობინებებს?
პასუხი. დიახ, ის ერთდროულად მიმღები და გამცემი სადგურია.
 
9.    კითხვა. როგორ ვრცელდება ჩვეულებრივი აზრები?
პასუხი. სპეციფიური მენტალური ტალღების სახით მომავალი ტელეპატიის აპარატიდან.
 
10.  კითხვა. აღთქმადია თუ არა ჩვეულებრივი აზრები შორ დისტანციაზე?
პასუხი. არა რადგან ის ძალიან ადვილად გაუჩინარდება.
 
11.  კითხვა. რა არის ფიქრების მტვერი?
პასუხი.  აზრების თავისუფალი ნაწილაკები, რომლებიც მიედინებიან სივრცეში და დედამიწას გარს ეკვრიან უხილავი ღრუბლებივით.
 
12.  კითხვა. როგორ უნდა გავაძლიერით ფიქრი და ნებისმიერ დისტანციაზე აღქმადი გავხადოთ? 
პასუხი. მისი კონცეტრაციით და ერთმიმართულებიანობით.
 
13.  კითხვა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
პასუხი. ნებისყოფის დაძაბვის მცდელობებით სპეციფიური მენტალური ვიბრაციები ერთ წერტილს უკავშირდება.
 
14.  კითხვა. როგორ უნდა გავაგზავნოთ კონცენტრირებული აზრი შორ დისტანციაზე?
პასუხი. მზის წნულში არსებული სასიცოცხლო ენერგიის წყალობით.
 
15.  კითხვა. რა ხდება გადამცემი ხაზი რასაც აზრი მისი დანიშნულების ადგილთან მიჰყავს?
პასუხი. უხილავი მენტალური ხაზი, რომელიც იქამდე გადებულია ჩვეულებრივი აზრებისთვის გამგზავნსა და მიმღებს შორის.
 
16.  კითხვა. რომელ სქესს მიეკუთნებიან აზრები?
პასუხი. ყოველი აზრი რომელიც მომდინარეობს ცნობიერიდან მიეკუთნება მამრობით სქესს. 
 
17.  კითხვა. რამდენი სქესია გონებაში?
პასუხი. ორი, მამარობითი წარმოდგენილია ცნობირებით და მდედრობითი ქვეცნობიერით. 
 
18.  კითხვა. გააჩნია თუ არა ყოველ ინდივიდს ორი სქესი გონებაში?
პასუხი. დიახ, მისი ბუნებრივი სქესის მიუხედევად.
 
19.  კითხვა. რა არის პირველი მოქმედება რომლითაც კონცენტრირებული აზრი კოსმოსში გაიტყორცნება?
პასუხი. ის ეჯახება მიმღების ტელეპატიის აპარატს, მისი გავლით ხვდება ტვინში, ბოლოს კი ინდივიდი აცნობიერებს მას.
 
20.  კითხვა. რა რის კონცენტრირებული აზრების მეორე მოქმედება?
პასუხი. ტელეპატიის აპარატთან კონტაქტის მერე ისინი იძირებიან მიმღები პირის ქვეცნობიერში. 
 
21.  კითხვა. რას აკეთებს კონცენტრირებული აზრი იქ?
პასუხი. ის იზრდება როგორც ნიადაგში მოხვედრილი თესლი.
 
22.  კითხვა. რა არის ქვეცნობიერის მთავარი თვისება?
პასუხი. ის ზრდის და ამრავლებს მასში მოხვედრილ ყველა აზრს.
23.  კითხვა. ფლობს ქვეცნობიერი განმასხვავებელ უნარს?
პასუხი. არა, მდებარეობს რა ცნობიერის დაქვემდებარებაში ის ვერ ასხვავებს პოზიტიურს და ნეგატიურს და კეთილსა და ბოროტს ერთნაირად ზრდის.
 
24.  კითხვა. როდის იღვიძებს ცნობიერში იქამდე ქვეცნობიერში უკვე მოხვედრილი აზრის თესლი?
პასუხი. როდესაც აზრის თესლი, აზრის მცენარე ხდება და აღწევს ცნობიერში.
 
25.  კითხვა. რატომაა რთული აზრის ქვეცნობიერიდან ამოძირკვა?
პასუხი. რადგან ის იქ ფესვებს გაიდგამს.
 
26.  კითხვა. რა არის კონცენტრირებული აზრის შემდგომი მოქმედება?
პასუხი. ის ტოვებს მიმღებ ინდივიდს და ისევ სივრცეში ვრცელდება.
 
27.  კითხვა. რას აკეთებს ის სივრცეში?
პასუხი. როგორც კოსმოსში გასროლილი ტორპედო ის იზიდავს აზრების თავისუფალ ნაწილაკების მტვერს და ზრდის ვიბრაციას. 
 
28.  კითხვა. რატომ იზიდავს ის ამ აზრის თავისუფალ ნაწილაკებს?
პასუხი. იმ სასიცოცხლო ძალის მიზიდულობის ძალის გამო რომელთანაც დაკავშირებული და რომლითაც იკვებება კონცენტრირებული აზრი.
 
29.  კითხვა. რა არის ამ მიზიდულობის შედეგი?
პასუხი. კონცენტრირებული აზრი უფრო იზრდება და ძლიერდება.
 
30.  კითხვა. რადენად შორს ვრცელდება ის სივრცეში?
პასუხი. იქამდე სადამდეც დედამიწის მიზიდულობის ძალა გაუშვებს.
 
31.  კითხვა. მერე რა ემართება აზრს?
პასუხი. ის ბუმერანგივით უბრუნდება თავისი გაშვების წერტილს.
 
32.  კითხვა. რომელი კანონი განაგებს აზრის ქმედებებს?
პასუხი. იგივე კანონები რაც მენტალურ პლანზე მუშაობს და ფიზიკურ სხეულს და ფიზიკურ პლანს განაგებენ. 
 
33.  კითხვა. კონცენტრირებული აზრი ზუსტად გაშვების წერტილში ბრუნდება?
პასუხი. თუ ის სივრცეში რაიმე ზუსტი დანიშნულებით არ გაუშვეს, მაშინ ზუსტად გაშვების წერტილში დაბრუნდება, მაგრამ თუ ის სხვა ინდივიდს გაუგაზავნეს მაშინ  ის იყენებს ამ ინდივიდს როგორც გადამცემ სადგურს.
 
34.  კითხვა. რა საჭიროა გადამცემი სადგური ასეთ შემთხვევაში?
პასუხი. პოლარობის კანონის გამო.
 
35.  კითხვა. რატომ ვერ ვცნობთ ხშირად უკან დაბრუნებულ კონცენტრირებულ აზრს?
პასუხი. რადგან ის ძალიან გაზრდილია.
 
36.  კითხვა. იკარგება თუ არა რაიმე აზრი, ქცევა და გრძნობა ბოროტი იქნება ეს თუ კეთილი?
პასუხი. არა, ის ყოველთვის უბრუნდება ავტორს ძალიან გაზრდილი. 
 
37.  კითხვა. არსებობს რამე გზა ამის თავიდან ასაცილებლად?
პასუხი.არა, რადგან ეს კანონის მოქმედების შედეგად ხდება - რასაც დასთეს იმას მოიმკი.
 
38.  კითხვა. რას გულისხმობს კონცენტრირებული აზრის მესამე მოქმედება?
პასუხი. ამაზე იესო ამბობს: „რა საწყაოთიც მიზუღავთ იმითივე მოგეზღოთ“. 
 
39.  კითხვა. რა განსხვავებაა უბრალოდ აზრებსა და შექმნილ აზრებს შორის?
პასუხი. შექმნილი აზრი ივსება სასიცოცხლო მაგნეტური ენერგიით. ჩვეულებრივი აზრი კი პირიქით სასიცოცხლო ენერგიის მხოლოდ მცირე რაოდენობას შეიცავს,
 
40.  კითხვა. რა ძალას ფლობენ შექმნილი აზრები?
პასუხი. ისინი იზიდავენ ჩვენსკენ  ყველაფერს რასაც ვისურვებთ.
 
41.  კითხვა. შეგვიძლია ჩვენი ყველა სურვილის შესრულება?
პასუხი. რა თქმა უნდა თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან უნივერსალურ კანონს.
 
42.  კითხვა. რა არის ყველაზე კარგი მეთოდი რომ უზრუნველვყოთ სურვილის წარმატებით ასრულება?
პასუხი. დავამყაროთ მენტალური კონტაქტი უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიასთან. მენტალერად შევქმნათ სასურველი ობიექტის ხატი. გავიმეოროთ ეს ისე ხშირად როგორც შევძლებთ, ასე სასურველი ადვილად შემოვა ჩვენს ცხოვრებაში შექმნილი აზრების მიზიდულობის ძალის გამო.
 
43.  კითხვა.აუცილებელია თუ არა ფიზიკური ძალისხმევაც სასურველის მისაღწევად?
პასუხი. დიახ, ჩვენი ცნობიერების ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია ყველაფერი ითარგმნოს მატერიის ენაზე რათა მატერიალიზდეს შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში. 
 
44.  კითხვა. როდის გახდებიან აზრები უშუალო შემოქმედები?
პასუხი. როცა ლუციფერი, დაცემული გონება, აღდგება თავის მარადიულ სრულყოფილებაში. 
 
45.  კითხვა. რა იქნება უკანასკნელი ნაბიჯის სახელი?
პასუხი. ცნობიერების სულიერი მდგომარეობა, სამოთხე,ჰარმონიის სამეფო.
 
46.  კითხვა. რა არის დაავადებები?
პასუხი. ისინი არიან მენტალური პარაზიტები. რომლებიც ნადირობენ ადამიანის ქვეცნობიერზე და თავს ავადმყოფობების ფორმით ავლენენ.
 
47.  კითხვა. ატარებენ თუ არა ეს მენტალური პარაზიტები ნეგატიურ ენერგიას ახალ ახალი ძალით?
პასუხი. არა, ეს სხვა არაფერია თუ არა ნეგატიური ვიბრაციების  თხელი აპკი რომელიც ატყვევებს სასიცოცხლო ენერგიას. 
 
48.  კითხვა. როგორ უნდა დაინგრეს ისინი?
პასუხი. პოზიტიურ მენტალურ ვიბრაციებზე კონცენტრირებით, რომლებიც ისარივით ხვრეტენ ნეგატივს. 
 
49.  კითხვა. რა არის დაავადებების მენტალური მკურნალობის ყველაზე კარგი გზა?
პასუხი.პირველ რიგში დაავადების შიშის დაძლევა, მერე კი ამ უკან მობრუნებული ნეგატივისთვის პოზიტიური სურათის დახვედრება.
 
50.  კითხვა. რამდენჯერ უნდა უარვყოთ შიში?
პასუხი. ერთი მოკლე უარყოფა, თავდაჯერებით და ძლიერად საკმარისი იქნება. 
 
51.  კითხვა. რა პოზიტიური დებულებები უნდა გამოვიყენოთ რომ მივაღწიოთ განკურნებას?
პასუხი. ყოველგვარი ცოდნა რაც პირდაპირ უკავშირდება ადამიანების პირდაპირ კავშირს აბსოლუტთან და მისი სრულყოფილი მდგომარეობა მარადიური ჰარმონიის სამეფოში, 
 
52.  კითხვა. რა გავლენა აქვს პოზიტიურ კონცენტრირებულ აზრებს?
პასუხი. ის იღვიძებს პაციენტის ცნობიერში, იაზრებს თავის მარადიულ სრულყოფილ სტატუსს და ამის საშუალებით იწვევს განკურნებას.
 
53.  კითხვა.აუცილებელია თუ არა პაციენტის სხეულის სრულყოფილი მენტალური ხატის აღდგენა?
პასუხი. არა, ერთადერთი რაც აუცილებელია იმის გააზრებაა, რომ სულის აქტიურობის მაჩვენებლი ვიბრაციები პაციენტის სხეულში ჰარმონიულია.
54.  კითხვა.აუცილებელია თუ არა მენატალურ მკურნალობას იმავდროულად თან ახლდეს მაგნეტური მკურნალობაც?
პასუხი. თუ ეს შესაძლებელია, სასურველი ამ ორი მეთოდის კომბინაცია შემდეგი მიზეზეიბის გამო: 1. მაგნეტური სასიცოცხლო ძალებს განსაკუთრებული მაჰარმონიზებელი ეფექტი გააჩნიათ ორივეზე პრაქტიკოსზეც და სუბიექტზეც. 2. ნეგატივი გვიტევს ორივე მხრიდან ფიზიკკურ და მენტალურ პლანზეც. 
 
55.  კითხვა. როგორი დამოკიდებულებაა საუკეთესო პაციენტზე მკურნალობის დროს?
პასუხი. სიყვარულით და თანაგრძნობით დამოკიდებულება. 
 
56.  კითხვა. რაც ნიშნავს მენტალური ქიმიკალიზაცია?
პასუხი. ეს არის ნეგატივის რეაქცია პოზიტივის მენტალურ გავნელაზე, გახეთქვამდე ნეგატივის ბუშტები მაქსიმალურად იბერებიან.
 
57.  კითხვა. რა უნდა გაკეთდეს მენატლური ქიმიკალიზაციისთვის?
პასუხი. უნდა ავუხსნათ პაციენტს ამის მიზეზი და დაჟინებით მოითხოვოთ მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.
 
58.  კითხვა. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ადამიანის მკურნალობა?
პასუხი. ამისთვის არაა მოცემული განსაკუთრებული წესები, პრაქტიკოსი თავად უნდა მიხვდეს როდის გაჩერდეს. როგორც წესი 5-15 წუთამდე საკმარისი. თუმცა ქეისის თავისებურებიდან გამომდინარე შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი.
 
59.  კითხვა. შეუძლია პრაქტიკოსს ადამიანის მენტალური მკურნალობა დაიწყოს მისი თანხმობის გარეშე?
პასუხი. არა, გარდა ჩამოთვლილი შემთხვევებისა; როცა ვმკურნალობთ შეშლილ ადამიანს, უგონოდ მყოფ ადამიანს, მოწამლულ ადამიანს ან ბავშვებს.
 
60.  კითხვა. როგორ უნდა ვუმკურნალოთ ბავშვებს?
პასუხი. ბავშვის მკურნალობისას აუცილებელია დედის ჩართულობაც პროცესში.
 
61.  კითხვა. სასურველია თუ არა მენტალურად თავის დაცვა პაციენტის მკურნალობის დროს ან როცა ძალიან ბევრ ხალხში ირევით?
პასუხი. დიახ, რათა გავექცეთ ჩვენს ქვეცნობიერში არასასურველი აზრის მოხვედრას.
 
62.  კითხვა. როგორ უნდა შევქმნათ ეს დაცვა?
პასუხი. ჩვენს გარშემო მენტალური კედლის აშენებით.
 
63.  კითხვა. უზრუნველყოფს თუ არა მენტალური დამცავი სრულ უსაფრთხოებას?
პასუხი. არა, მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციას შეუძლია სრულყოფილი დამცავის შექმნა, რადგან ის გარს ერტყმის ინდივიდს და მის ფორმას იღებს და აირეკლავს ნებისმიერ ნეგატივს რომელიც შეღწევას ცდილობს. სიყვარული ერთადერთი სრულყოფილი უსაფრთხოებაა რაც გაგვაჩნია. 
 
64.  კითხვა. რა პროცესი მიმდინარეობს მენტალური თვითმკურნალობის დროს?
პასუხი. იგივე პროცესი რასაც სხვების მკურნალობის დროს მივმართავთ, იმ განსხვავებით, რომ კონცენტრირებული აზრი სხვისთვის გაგზავნის ნაცვლად ჩვენივე ქვეცნობიერში იძირება. 
 
65.  კითხვა. შეიძლება თუ არა მკურნალობის მაგნეტური და მენტალური მეთოდების კომბინირება როცა პაციენტი შორ დისტანციაზეა?
პასუხი. დიახ. 
 
66.  კითხვა. რაში მდგომარეობს პროცედურის მეთოდი?
პასუხი. შექმენით აზრი პაციენტის მენტალურ ხატზე კონცენტრაციით. შემდეგ უმკურნალეთ ამ ხატს ორივე გზით მაგნეტურად და მენტალურად, თითქოს ეს თავად პაციენტი იყოს. 
 
67.  კითხვა. რა გზით გადაეცემა მაგნეტური და მენტალური ძალები პაციენტის შექმნილი ხატიდან თავად პაციენტს?
პასუხი. იმ მილიონობით მენტალური ხაზის წყალობით რაც ამ ორს აერთიანებს. 
 
68.  კითხვა. სასურველია თუ არა ასეთი ქეისის (დისტანციურად მკურნალობა) დროს გამოიყენოთ აუდიო მიმართვაც?
პასუხი. დიახ.
 
69.  კითხვა. რა განსხვავებაა მენტალური მკურნალობის მეცნიერულ მეთოდსა და ჰიპნოზს, შთაონებას ან თვითშთაგონებას შორის?
პასუხი. პირველი აფხიზლებს ადამიანს თავის ჭეშმარიტ, სრულყოფილ და მარადიულ მდგომარეობაში. მეორე, მესამე და მეოთხე პარალიზებას უკეთებს ინდივიდუალობას და ძველ რწმენებს ახლებით უცვლის.
 
70.  კითხვა. სახიფათოა თუ არა ჰიპნოზი, შთაგონება და თვითშთაგონება?
პასუხი. დიახ, ესენი არიან ყველაზე უფრო სახიფათო და ამორალური მენტალური ძალისთვის.
 
71.  კითხვა. უნდა გამოიყენებოდეს თუ არა ჰიპნოზი, შთაგონება ან თვითშთაგონება თერაპიაში?
პასუხი. არა, არავითარ შემთხვევაში.
 
72.  კითხვა. რითი ისჯება მენტალური ძალის შეურაცხყოფა?
პასუხი. მისი მთლიანად დაკარგვით.
73.  კითხვა. რა არის მეექვსე გრძნობა?
პასუხი. ინტუიცია.
 
74.  კითხვა. როგორ ამჟღავნებს თავის თავს ინტუიცია?
პასუხი. შინაგანი ხმის სახით, რომელიც განუწყვეტლად გვესაუბრება.
 
75.  კითხვა. რა არის ინტუიციის პრაქტიკული დანიშნულება?
პასუხი. ეს საშუალებას აძლევს ინდივიდს გააცნობიეროს ჭეშმარიტება რაციონალური განსჯის მიუხედევად. 
 
76.  კითხვა. რა ნიშნით უნდა გავარჩიოთ ინტუიციის ხმა სხვა შინაგანი ხმებისგან?
პასუხი. როცა ინტუიცია გვესაუბრება დგება სიმშვიდისა და ჰარმონიის თავისებური განცდა. 
 
77.  როგორ უნდა განვავითაროთ ინტუიცია?
პასუხი. მისი ხმისთვის გამუდმებული ყურის დაგდებით და მისი რჩევების გათვალისწინებით.
 
78.  კითხვა. რა პრაქტიკულ შედეგს მივიღებთ თუ ინტუიციას განვივითარებთ?
პასუხი. ადამიანები გახდებიან 6 გრძნობის მქონენი და მიაღწევენ სრულყოფილ ბალანსს. 
 
79.  კითხვა. რა ეფექტს გამოიწვევს ეს კაცობრიობის რევოლუციაში?
პასუხი. ეს მოიტანს ახალ განთიადს - მშვიდობის, ჰარმონიის და ძლიერების. 

(მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე ისრით ან სარჩევით - ინსტრუმენტების მარჯვენა პანელის მეშვეობით)

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff