მესამე საუბარი
მესამე საუბარი
ჩატარებული ჩემ მიერ
რომელსაც მსმენელთა საგრძნობლად
ნაკლები რაოდენობა დაესწრო.
ასე დავიწყე:
იმ მიზნით, რომ ჩემი ყველა ახსნა-განმარტება ისევე, როგორც ლექციები და სხვადასხვა ინსტრუქტორთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებულები ჩემი იდეების ცხოვრებაში პრაქტიკულად განსახორციელებლად და უკვე ამ წლიდან რომელთა მომაგრებასაც ვაპირებ დროდადრო თქვენს ჯგუფზე, პროდუქტიული იყოს და რეალურ შედეგებს იძლეოდეს თქვენი მომავალი საერთო შეკრებებისა და ჩვენი კერძო შეხვედრებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს, იმ მიზნით, რომ თქვენმა ყველა იმ საუბარმა, რომელსაც რაიმე კავშირი ექნება ჩემს იდეებთან, არ მიიღოს ისეთივე ხასიათი, როგორსაც დღემდე იღებდა, სახელდობრ, როგორც ცოტა ხნის წინ ვუწოდე ამას, არ იქცეს "ერთმანეთის მაამებელ შეხვედრებად", მინდა დღეს, უკვე ამ, როგორც შეგვიძლია ვუწოდოთ "ახალ პრინციპებზე დაფუძვნებულ პირველ შეხვედრაზე", მოგცეთ, ასე ვთქვათ დარიგება, ერთი რჩევა, რომელიც გეხებათ მხოლოდ თქვენ, ამერიკელებს ზოგადად და განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამ ჯგუფის წევრები ხართ, რომლის უცილობელ შესრულებასაც, ჩემი აზრით, თავისთავად შეუძლია ამ ახლად შექმნილ პირობებში მიზეზთა დამღუპველი შედეგების შეჩერება, რომლებიც წარსულში დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული.
ეს ჩემი კეთილი რჩევა თქვენთვის, ამერიკელებისთვის, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის წევრები ხართ და რომლებიც, შემთხვევით შექმნილ ცხოვრებისეულ გარემოებების წყალობით, ჩემს უახლოეს და ნამდვილ მეგობრებად იქეცით, მდგომარეობს კატეგორიული აუცილებლობის მითითებაში, რომ თითოეულმა თქვენგანმა სრულიად შეწყვიტოს, უკიდურეს შემთხვევაში სამი თვით მაინც, გაზეთებისა და ჟურნალების კითხვა და ამ დროის განმავლობაში რაც შეიძლება უკეთ გაეცნოს ჩემი ნაწერების პირველი სერიის სამივე წიგნის შინაარსს, რომელთა საერთო სათაურია: "ადამიანის ცხოვრების ობიექტური და მიუკერძოებელი კრიტიკა."
ამ წიგნის შინაარსის გაცნობა სრულიად აუცილებელია თითოეული თქვენგანისთვის უმთავრესად იმის გამო, რომ პირდაპირ ან ირიბად მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ყოველმხრივ აშუქებს ზოგიერთ ცნებასა და წარმოდგენას, რომელზეც დაფუძვნებული და რომლიდანაც ლოგიკურად გამომდინარე იქნება ყველა პრობლემა, რომლის გადაჭრაც აუცილებელი იქნება პრაქტიკაში. სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა თავის დროზე თქვენი ჯგუფი, ახლაც სწორედ ამის გამო მოხდა მისი რეორგანიზება, რათა ის შედგებოდეს სწორედ იმ ხალხისგან, ვინც მეტ-ნაკლებად მაინც ხვდება ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების აბსურდულობას და რომლებსაც, მართალია, თქვენ ჯერ არ გიგრძვნიათ ეს საკუთარი ყოფიერებით, სერიოზულად სურთ აითვისონ ის, რაც უკვე გაიგეს, განაგრძობენ ობიექტური ჭეშმარიტების შეძლებისდაგვარად მეტი ასპექტის გაგებას, რათა ამასთან შესაბამისად განსაზღვრონ საკუთარი რეალური ინდივიდუალურობა იმისთვის, რომ შემდგომში საკუთარი თავი გამოავლინონ ღვთის მსგავსი არსებისთვის დამახასიათებელი სახით.
აუცილებელია ითქვას, რომ ყველაფერი, რაც ჩემი პირველი სერიის სამ წიგნშია გადმოცემული, თავის ერთობლიობაში მოიცავს თითქმის ყველა საკითხს, რომელიც მრავალწლიანი ექსპერიმენტული კვლევების შედეგად ჩამომიყალიბდა და რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება თანამედროვე ცხოვრების პირობებში ადამიანის ჩვეულებრივ აზროვნებაში გაჩნდეს და ყველა ამ საკითხის ახსნა ისეთი ლოგიკური თანმიმდევრობითა და ისეთი შეპირისპირებითი ფორმით არის მოცემული, რომ მკითხველი შეაჩვიოს ავტომატურად აქტიურ აზროვნებას და, იმავდროულად, თეორიულად ათვისებას თავად საკითხების არსისა, რომლებზეც არის საუბარი, მიეცეს საშუალება გაიგოს , უპირველეს ყოვლისა, არა მხოლოდ თავისი ავტომატური აზროვნებით, რომელიც ამ შემხვევაში არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, არამედ მთელი თავისი ყოფიერებით, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანი და არსებითად აუცილებელია შემდგომში საკუთარ თავზე მუშაობისათვის, თავისი უწინდელი აზრებისა და შეხედულებების ეფემერული ბუნება.
ამ სამი წიგნის ყოველმხრივ გაცნობა აუცილებელია აგრეთვე იმისთვის, რომ, როცა პირადად მე ან ზემოთ ხსენებული ინსტრუქტორები საერთო შეკრებებზე ამა თუ იმ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც მოცემულ მომენტში თქვენი მუშაობის სიმძიმის ცენტრი იქნება და ვისაუბრებთ მასთან დაკავშირებულ დეტალებზე, შეგვეძლება დროის ეკონომიის მიზნით უბრალოდ მიგითითოთ იმ პირველი სერიის ამა თუ იმ წიგნის ესა თუ ის თავი და თქვენ, გექნებათ რა უკვე წინასწარი ინფორმაცია ამ საკითხზე, ადვილად გაიგებდით იმას, რაც თანმიმდევრულად განგავითარებთ დეტალებში.
მაგალითად, თუკი ვაპირებ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრო საკითხზე, რომელიც დაფუძვნებულია მონაცემებზე, რომელიც მეტ-ნაკლებად უკვე ავხსენი მესამე წიგნის ბოლო თავში, კერძოდ კი, თავში რომლის სათაურია: "ავტორისაგან", მოცემულ საკითხზე მსჯელობა იმ თავის გაგრძელება უნდა იყოს.
მაშინ, თუკი ყველანი კარგად იქნებოდით ინფორმირებულნი მისი შინაარსის თაობაზე, შემეძლო დროის ეკონომიის მიზნით მიმემართა საჭირო პასაჟებისთვის, ახლა კი იძულებული ვარ, დრო დავხარჯო თქვენთვის განსაზღვრული ამონარიდების წაკითხვაში.
ამ შემთხვევაში, უმთავრესად, გვჭირდება ბოლო თავის, რომლის სათაურია: "დამატება", იმ ნაწილის ცოდნა, რომელიც მას შემდეგ დავწერე, რაც ძალიან ნათლად ვაჩვენე ამ თავში თანამედროვე ადამიანის სრული ავტომატიზმი და მისი სრული არარაობა "მისი ინდივიდუალურობის დამოუკიდებელ გამოვლინებასთან" მიმართებაში.
ამის შემდეგ ჩემს მდივანს ვთხოვე წაეკითხა ის ნაწყვეტები, რომლებსაც ზემოთ საუბრისას ვგულისმობდი.
ამ ნაწყვეტების სიტყვასიტყვითი შინაარსი ამგვარია:
"ასეთია ჩვეულებრივი საშუალო ადამიანი - სამყაროს მიზნებისთვის მსახურების შეუგნებლად თანამონაწილე მონა,
მიზნებისთვის რომლებიც უცხოა მისი პირადი ინდივიდუალურობისთვის.
მას შეუძლია ისე იცხოვროს სიცოცხლის ბოლომდე, როგორც გაიზარდა და ჩამოყალიბდა ათასგვარი ზემოქმედების შედეგად, რაც, საერთო ჯამში, მის გარშემო ცხოვრების პირობების ფორმირებას ახდენს და სიკვდილის შემდეგ ასევე განადგურდეს საბოლოოდ.
და თუმცა ეს ყოველი ცხოვრების ხვედრია, მაგრამ ამავე დროს დიადმა ბუნებამ ზოგიერთ ცხოვრებას, ამ შემთხვევაში, ადამიანისას, მისცა შესაბამისი საშუალებები, ყოფილიყო არა მხოლოდ ბრმა იარაღი სამყაროს მიზნების მსახურებისთვის, არამედ, ამავდროულად, შეძლებოდა ბუნების სამსახურში ყოფილიყო და შეგნებულად განეხორციელებინა ის, რაც მას ჰქონდა დაკისრებული, გადაჭარბებით გამოემუშავებინა მასალა და ეს ჭარბი მასალა გამოეყენებინა საკუთარი "ეგოიზმისთვის", ანუ მისი საკუთარი ინდივიდუალურობის განსაზღვრისა და გამოვლენისთვის.
ეს საშუალება საერთო მიზნების მსახურებისთვის გვეძლევა, რადგან ობიექტური კანონების წონასწორობისთვის ასეთი შედარებით თავისუფალი, თვითნაშენები, დამოუკიდებელი ცხოვრება, ასევე აუცილებელია.
ვსაუბრობ რა ამ თემაზე ამგვარად, ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩნია, აქვე დავძინო და განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას, რომ, თუმცა ასეთი გათავისუფლება ადამიანისთვის შესაძლებელია, ყველა ადამიანს არა აქვს ამის მიღწევის შანსი. არსებობს უამრავი მიზეზი, რომელთა გამოც ეს არ მოხდება და რომელნიც უმეტეს შემთხვევაში არც ჩვენზეა დამოკიდებული, არც დიად კოსმიურ კანონებზე, არამედ მხოლოდ ჩვენი აღმოცენებისა და ფორმირების სხვადასხვაგვარ შემთვევით პირობებზე, რომელთა შორისაც მთავარი, რა თქმა უნდა მემკვიდრეობითობა და ის პირობებია, რომელშიც მიედინება ჩვენი "მოსამზადებელი ასაკის" პროცესი. სწორედ ესენია ის არაკონტროლირებადი პირობები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალონ ამ გათავისუფლებას.
აქ შევაჩერე ის, ვინც ტექსტს კითხულობდა და აუდიტორიას ავუხსენი, რომ შემდეგი რამდენიმე გვერდიდან, რომელსაც დროის ეკონომიის მიზნით გამოვტოვებდი, ამ საღამოს თემისთვის აუცილებელია მხოლოდ იმ შედარების ცოდნა, რომელიც გავაკეთე ადამინის ცხოვრებასა და დიდი მდინარის დინებას შორის, რომელიც იყოფა განსაზღვრულ ადგილას, რომელიც, ჩემი განსაზღვრით, შეესატყვისება ადამიანის მიერ საპასუხისმგებლო ასაკის მიღწევის დროს, ანუ იმ ასაკისა, როდესაც ადამიანში ნათლად იკვეთება, მოახერხა თუ არა იმ დროისთვის მისი საკუთარი "მეს" ფლობისთვის აუცილებელი მონაცემების შეძენა ორ ნაკადად, რომელთაგანაც ერთი ჩაედინება უკიდეგანო ოკენეში შემდგომი დინებისთვის, რომელიც თვითევოლუციას ახდენს, მეორე კი - ქვედა არეებში შემდგომი,მაგრამ ინვოლუციური მოძრაობისთვის, ამ შემთხვევაში მხოლოდ ბუნების საჭიროებისთვის, შემდეგ მივუთითე ადგილი, საიდანაც ამ შემთხვევაში უნდა გაგვეგრძელებინა კითხვა.
"ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, - განაგრძო კითხვა ჩემმა მდივანმა, - მთავარი ბოროტება იმაში მდგომარეობს, რომ საპასუხისმგებლო ასაკის მიღწევისას ვიძენთ - ჩვენი ჩვეულებრივი არსებობის სხვადასხვა პირობების შედეგად, რომელსაც ჩვენ თვითონვე ვქმნით უმთავრესად არანორმალური, ეგრეთ წოდებული "განათლების" გამო - ზოგად ყოფიერებას, რომელიც შეესაბამება ცხოვრების მდინარის მხოლოდ იმ ნაკადის დინებას, რომელიც ბოლოს და ბოლოს "ქვედა არეებში" ჩაედინება და ვხვდებით რა იქ, ვრჩებით პასიურები და ისე, რომ არ ვფიქრობთ ამ მდგომარეობის შედეგებზე, დინებას ვემორჩილებით და სულ უფრო შორს მივყვებით მას.
ვიდრე ასეთ პასიურ მდგომარეობაში დავრჩებით, მოგვიწევს ჩვენი შემდგომი არსებობის მანძილზე მონურად დავემორჩილოთ ყოველგვარ ბრმა შემთხვევას და ამის შედეგად გარდუვალად ვიყოთ მხოლოდ საშუალება ბუნების "ინვოლუციური და ევოლუციური" წყობისათვის.
ვინაიდან უმრავლესმა თქვენგანმა, ვინც აქ ხართ და ამ ახსნა-განმარტებას ისმენთ, უკვე დიდი ხანია გადააბიჯეთ საპასუხისმგებლო ასაკს და ჩემი ახსნა-განმარტების შემდეგ გულწრფელად მიხვდით, რომ ჯერ არ გაგაჩნიათ ჭეშმარიტი "მე" და ამავე დროს იმ არსებითთან დაკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, თქვენს წარმოდგენაში ვერანაირი სასიამოვნო პერსპექტივების მონახაზი ვერ გააკეთეთ, მაშინ ამ მიზნით, რომ თქვენ - სწორედ თქვენ, ვინც ამას მიხვდით - ასე ვთქვათ, ძალიან არ დაიბნეთ და არ გადავარდეთ, ეგრეთ წოდებულ "პესიმიზმში", რომელიც ყველგან ჭარბობს თანამედროვე ადამიანის არანორმალურ ცხოვრებაში, ამას სრულიად გულწრფელად გეუბნებით, ყოველგვარი "ფარული აზრის" გარეშე, რომ, ჩემი შეხედულების თანახმად, რომლებიც ჩამომიყალიბდა მრავალწლიანი კვლევების შედეგად, რომლებიც გამყარებული იყო განსაკუთრებული ექსპერიმენტების ჩატარებით, რომლის შედეგებზეც იყო დაფუძვნებული ჩემს მიერ დაარსებული ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი - თქვენთვისაც კი ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემმა სპეციალურმა გამოკვლევებმა და ექსპერიმენტულ-სტატისტიკურმა მონაცემებმა ნათლად და ძალიან გარკვევით მაჩვენა, რომ დიდმა მზრუნველმა დედა-ბუნებამ იმის შესაძლებლობაც გაითვალისწინა, რომ არსებებს თავიანთი არსის მარცვლის, ასე ვთქვათ, თავიანთი საკუთარი "მეს" შეძნა საპასუხისმგებლო ასაკში შესვლის შემდეგაც შესძლებოდათ.
სამართლიანი ბუნების წინდახედულობა ამ შემთხვვაში იმაში მდგომარეობს, რომ ეს შესაძლებლობა საპასუხისმგებლო ცხოვრებაში სრული ფორმირების შემდეგაც გვეძლევა ჩვენი პირადი სურვილის მიხედვით რომელიც განსაზღვრული შინაგანი განცდებისა და განსაზღვრული გარემო პირობების შედეგად ჩნდება და ჩვენს ზოგად ცხოვრებაში აყალიბებს მონაცემებს ასეთი ბირთვის შექმნისათვის - რა თქმა უნდა, ეს ამ დროს უფრო რთულად ხდება, ვიდრე მოსამზადებელ ასაკში.
ადამიანის ყოფიერებაში ეს შეგნებულად ფორმირების პროცესი ცხოვრების ერთი ნაკადიდან მეორეში გადასვლის სირთულეებითაა განპირობებული.
საინტერესოა აქვე აღინიშნოს, რომ გამოთქმა, რომელსაც ხშირად თანამედროვე ადამიანები, რა თქმა უნდა, ხშირად სრულიად ავტომატურად, ისე, რომ სრულიად არ ესმით მისი ფარული ზრი - "ადამიანის პირველი გათავისუფლება" - თავის თავში ატარებს, ერთ-ერთი სკოლის, რომელიც ახლაც არსებობს ცენტრალურ აზიაში, ხელდასხმულთა განმარტებით, სწორედ ეს მეტაფორული აზრი, რომლის გაგებაც ჩემს ნაწერებში ჩამოვაყალიბე როგორც პირველადი საერთო მდინარის წყლის თითოეული წვეთისთვის იმ ნაკადიდან, რომელიც "ქვედა არეებში" გაქრობისთვისაა განკუთვნილი, იმ ნაკადში, რომელიც უკიდეგანო ოკეანეში ჩაედინება, გადასვლის შესაძლებლობა.
რაც შეეხება ამ გადასვლის შესაძლებლობას ადამიანისთვის, რომელმაც თავის საპასუხისმგებლო ასაკში უკვე შეაბიჯა "ქვედა არეების" ნაკადში, თუმცა ის დიდი ბუნების მიერაა შექმნილი, უნდა გაგაფრთხილოთ, რათა თქვენში არ აღვძრა, ასე ვთქვათ, "ქარაფშუტული ილუზიები" ერთი ნაკადიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ეს არც ისე ადვილია - უბრალოდ მოინდომო და გადახვიდე.
ამისთვის აუცილებელია მუდმივად აქტიური ცნობიერებით, პირველ რიგში, ძალისხმევის უდიდესი დაძაბვით შეიძინოთ საკუთარ თავში განზრახკრისტალიზებული მინაცემები, რომლებიც ადამიანის ყოფიერებაში წარმოშობს ასეთი გადასვლის სურვილის დაუშრეტელ წყურვილის იმპულსს და მაშინ ამას მოჰყვება ხანგრძლივი შინაგანი ბრძოლა, რომელიც მთელი შინაგანი ძალების უდიდეს დაძაბვას მოითხოვს, იმ აშკარა არანორმალურობებით, რომლებიც კრისტალიზებულია მის ინდივიდუალურობაში და მისი საკუთარი ტვინისთვისაც კი აშკარაა, ანუ, ბრძოლას კრისტალიზებულ ჩვევებთან, რომლებიც შეუფერებელია ადამიანისთვის მისი საკუთარი გაგების თვალსაზრისითაც კი იმ მშვიდ მომენტებში, ბრძოლა, რომელიც ხელს შეუწყობს, პირველი, თქვენში ჩვენი შინაგანი "სიკეთე-ბოროტების" აღმოცენებას და, მეორე, ყოველთვის და ყველაფერში მისი სიმძლავრისა და ძალის შენარჩუნებასა და გაძლიერებას, სახელდობრ, იმ "სიკეთე-ბოროტებისა", რომლის არსებობაც შექმნის იდეალურ პირობებს, განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანებში, "უცვლელი სიმშვიდის" მდგომარეობით ტკბობისთვის -მოკლედ, ამისთვის დაგჭირდებათ ყველა სახის შესაბამისი ძალიან რთული და ძნელი მომზადება. . . "
ამ ადგილას მდივანს კვლავ შევაწყვეტინე კითხვა და ასე განვაგრძე საუბარი:
ამ ნაწყვეტის შინაარსიდან, რომელიც ახლა მოისმინეთ, ყოველმა თქვენგანმა ის მაინც უნდა გაიგოს, რომ აუცილებელ პირობას, რომელიც მოეთხოვება ადამიანს მის ახალ გზაზე, სახელდობრ, "ევოლუციური მოძრაობის" გზაზე ჯერ კიდევ შესაძლო დადგომისთვის წარმოადგენს ის, რომ საკუთარ "მეს" შესაძენად ზოგიერთი მონაცემი მაინც უნდა გააჩნდეს მას.
ადამიანის შემთხვევაში, რომელშიც მისი მოსამზადებელი ასაკის გამო დრო, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული ბუნების მიერ მის ზოგად ყოფიერებაში საპასუხისმგებლო ასაკში საკუთარი "მეს" ფლობის მონაცემების ბუნებრივი კრისტალიზებისთვის, არ იქნა გამოყენებული სასარგებლოდ, მაშინ, თუ საპასუხისმგებლო ასაკში, რაც ზოგჯერ საღად აზროვნების პირობებში შეიძლება კანონზომიერად მოხდეს ადამიანში, ის შემთხვევით ამჩნევს ამ ფაქტს და იღებს გადაწყვეტილებას, მიაღწიოს იმის შესაძლებლობას, იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს რეალურად, კერძოდ კი, იქონიოს საკუთარი ინივიდუალურობა, რომელიც განპირობებულია საკუთარი "მეს" უეჭველი ფლობით, მან ამ მიზნისთვის უპირველეს ყოვლისა აუცილებლად და გააზრებულად უნდა დაიწყოს საკუთარ თავში შვიდი მონაცემის კრისტალიზება - როგორც დადგენილი იყო ყველა ძველი ეპოქის ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანების მიერ - რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, მონაცემებისა, რომელთა გამოვლინების ერთ-ერი უმთავრესი თვისებაა ერთმანეთთან ურთიერთქმედება სამყაროს ფუნდამენტურ კანონთან, წმინდა ჰეპტაპარაპარშინთან, სრულ შესაბამისობაში.
დღეს ვისაუბრებ შვიდიდან მხოლოდ სამ ფსიქიკურ ფაქტორზე, რომლებიც მხოლოდ ადმიანისთვისაა დამახასიათებელი.
ადამიანის ზოგად ფსიქიკურ ფუნქციონირებაში ზოგიერთ ავტომატურად ფორმირბულ ან განზრახ შექმნილ პირობებში, რომლებიც დამოკიდებულია გონებრივ ასოციაციებსა და ემოციურ განცდებზე, ეს სამი ფაქტორი ადამიანის ზოგად ყოფიერებაში წარმოშობს სამ განსაზღვრულ იმპულსს.
ვიდრე განვაგრძობ იმის ახსნას, თუ რა არის აუცილებელი და როგორ უნდა მოხდეს შეგნებულად, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად საკუთარი თავის გამოვლენა საკუთარ თავში ასეთი, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი მონაცემების შეძენის მიზნით, რომლებიც აგრეთვე რეალური ადამიანის კანონიერი ინდივიდუალური ასპექტები უნდა იყოს, იძულებული ვიქნები, ინგლისურ ენაში ამ სამი იმპულსის გამომხატველი ზუსტი ლექსიკური ერთეულის არარსებობის გამო და აქედან გამომდინარე, მათი თუნდაც მიახლოებითი გაგების არ არსებობის გამო დრო დავკარგო, რათა თუნდაც დაახლოებთ მაინც გაგაგებინოთ და შევარჩიო მეტ-ნაკლებად შესატყვისი პირობითი ტერმინები, რომლებსაც ჩვენს შემდგომ საუბრებში გამოვიყენებ.
ადამიანის ამ სამი იმპულსიდან პირველის დაახლოებითი განსაზღვრისთვის, რომლებიც უნდა აღმოცენდეს და გამომჟღავნდეს ადამიანში, შეიძლება გამოვიყენოთ ინგლისური სიტყვა "can", მხოლოდ არა იმ მნიშვნელობით, რომლითაც თანამედროვე ინგლისურ ენაში გამოიყენება ის, არამედ იმ მნიშვნელობით, რომლითაც, ეგრეთ წოდებული "შექსპირის ეპოქამდე" იყენებდნენ მას.
თუმცა ადამიანის ამ იმპულსებიდან მეორის ზუსტი განსაზღვრისთვის თანამედროვე ინგლისურ ენაში არსებობს მხოლოდ ერთი სიტყვა, კერძოდ "wish", მას იყენებთ როგორც თქვენ, ამერიკელები, ასევე თავად ინგლისელები მხოლოდ იმისთვის, რომ განასხვაოთ, რა თქმა უნდა, გაუაზრებლად, ასე ვთქვათ, "მონური იმპულსის" გამოთქმის ხარისხი, რომლისთვისაც არსებობს, განსაკუთრებით ამ ენაში, ბევრი სხვა სიტვა, როგორებიცაა, მაგალითად: "like", "want", "need", "desire" და ასე შემდეგ.
რაც შეეხება მესამე განსაზღვრული ზემოთხსენებული ადამიანური იმპულსის გამოსახატავად და გასაგებად საჭირო სიტყვას, ინგლისური ენის მთელ ლექსიკურ მარაგში არ მოიძებნება თუნდაც მიახლოებით შესატყვისი არც ერთი სიტყვა.
ეს იმპულსი, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ინგლისურ ენაზე შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ აღწერითად, ანუ ბევრი სიტყვის დახმარებით. ახლა მას ასე განვსაზღვრავდი: "საკუთარი თავის მთლიანობის სრული შეგრძნება".
ეს მესამე იმპულსი რომელიც ზოგჯერ ადამიანის სიფხიზლის მდგომარეობაში უნდა გამოვლინდეს, ის ერთ-ერთი ბუნებრივად არსებული გამოვლინებაა ყოველი ნორმალური ადამიანის ზოგად ყოფიერებაში, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი იმ შვიდი იმპულსიდან ის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მისი შერწყმა პირველ ორთან, სახელდობრ, მათთან რომლებიც, როგორც უკვე გითხარით, ინგლისურ ენაზე დაახლოებით ამ სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს "can" და "wish", თითქმის ქმნის და წარმოადგენს საპასუხისმგებლო ასაკს მიღწეული ადამიანის "მეს".
მხოლოდ ასეთ "მეს" მქონე ადამიანში იძენს ეს სამი იმპულსი, რომელთაგან ორი დაახლოებით ასე განისაზღვრება ინგლისური სიტყვებით "I can" (მე შემიძლია) და "I wish" ( მე მინდა), იმ მნიშვნელობას, რომელსაც მე ვგულისხმობ; იმ მნიშვნელობას და მათ გამოვლენისას შესაბამის მოქმედების ძალას, რომლის შეძენაც მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელიც თვისი შეგნებული ძალისხმევით აღწევს იმას, რომ მასში გაჩნდეს მონაცემები ამ იმპულსების გაგრძელებისთვის, რომლებიც წმიდათაწმიდაა ადამიანისთვის.
მხოლოდ ასეთი ადამიანი, რომელიც შეგნებულად ამბობს "მე ვარ" - ის მართლა არის, "მე შემიძლია" - მას მართლა შეუძლია, "მე მინდა" - მას მართლა უნდა.
როცა "მე მინდა", მთელი არსებით ვგრძნობ, რომ მინდა და შემიძლია მინდოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უბრალოდ მინდა, რომ მე მჭირდება, რომ მე მომწონს, ან ბოლოს და ბოლოს, მსურს. არა, "მე მინდა". მე არასდროს არაფერი არ მინდა უბრალოდ, არაფერი არ მომწონს, არაფერი არ მსურს და არაფერი არ მჭირდება - ეს ყველაფერი მონობას ნიშნავს; თუ კი "მე მინდა" რაღაც, მე უნდა მომწონდეს ის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მომწონს, მე შემიძლია მინდოდეს, რომ მომწონდეს ის, იმიტომ რომ "მე შემიძლია"ეს.
მე მინდა - მთელი არსებით ვგრძნობ, რომ მინდა, მე მწადია, იმიტომ რომ შემიძლია მინდოდეს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აუცილებლად მიმაჩნია ავღნიშნო, რომ ამ ყველაფრის ნათლად გაგების სირთულე ხანგრძლივი და ღრმა გააზრების გარეშე და, საერთოდაც სწორ გზაზე დადგომის პროცესის სირთულე საკუთარ ყოფიერებაში შვიდიდნ მხოლოდ ამ სამი იმპულსის წარმოშობის საჭირო ფაქტორების შესაძენად მიმდინარეობს, პირველივე მცდელობისთანავე იმ ფაქტიდან, რომ, ერთის მხრივ, ამ იმპულსებს შეუძლიათ არსებობა თითქმის გამონაკლისის გარეშე მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ფლობს თავის საკუთარ ნამდვილ "მეს", მეორე მხრივ კი, ეს "მე" ადამიანში თითქმის გამონაკლისის გარეშე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა ის თავის თავში ატარებს ამ სამ იმპულსს.
საკუთარ თავში ამ იმპულსების შეგნებულად განვითარებისათვის, რომლებიც მხოლოდ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, ვაპირებ, გირჩიოთ რამდენიმე მარტივი ვარჯიში, რომლებიც ჩემს მიერ დაარსებული ინსტიტუტის პროგრამაში იყო ჩართული და უნდა განემარტათ მოწაფეებისათვის, რომლებიც მეზოთერულ ჯგუფში გადავიდნენ.
"მარტივი - მეთქი", - ვთქვი, იმიტომ რომ ზოგიერთ სერიოზულ სკოლებში, რომლებიც ჩვენს დროშიც არსებობენ ადამიანთა თვითსრულყოფილებისთვის, იმავე მიზნისთვის არსებობს ძალიან რთული ვარჯიშები.
მათ ზოგად ყოფიერებაზე რეალური გავლენისთვის, ვინც ამ სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს და იმის უფრო მარტივად შესასრულებლად, რაც საჭიროა და აუცილებელია, პირველ ყოვლისა უნდა იცოდეთ, რომ სხვადასხვა ფუნქციის შედეგების ერთობლიობა, რომლებიც მოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ ცხოვრებაში, რომელსაც ჰქვია "ყურადღება", შემთხვევითი გარემო პირობებისა და ასევე მიზანმიმართული ძალისხმევის ხარჯზე ავტომატურად იხლიჩება რამდენიმე ცალკეულ ნაწილად და ყოველი ნაწილი შეიძლება, რა თქმა უნდა, როგორც თავისთავად, ასევე განზრახ, გარკვეული ინტენსივობით მიმართულ იქნეს სხვა და სხვა ცალკეულ რამეზე.
მოცემულ შემთხვევაში სრულიად აუცილებელია პირველ ყოვლისა ისწავლოთ მთელი თქვენი ყურადღების სამ დაახლოებით თანაბარ ნაწილად გაყოფა და ერთდროულად, განსაზღვრული დროის განმავლობაში, მოახდინოთ თითოეული ნაწილის კონცენტრირება სამ სხვადასხვა შინაგან ან გარეგან " ობიექტზე".
ამ მიზნის პტაქტიკულად მიღწევის შესაძლებლობისთვის ზემოთ უკვე ნახსენებ დეტალურ პროგრამაში მითითებული იყო რიგი ვარჯიშისა სახელწოდებით "ნიადაგის მომზადება".
თუმცა ამ დეტალურ პროგრამაში მითითებული ვარჯიშები განზრახ იყო შედგენილი განსაზღვრული თანმიმდევრობით და საჭირო იყო პირველი ნომრით დაწყება, თქვენთვის, ამერიკელებისთვის, წარსულში რამდენიმე გაუგებრობის შედეგად, უფრო სასარგებლოდ მიმაჩნია მეოთხე ნომრიდან დაწყება.
ეს ვარჯიში ნომერი ოთხი, სერიიდან ნიადაგის მომზადება, სრულდება ასე:
პირველი, მთელი თქვენი ყურადღება უნდა გაანაწილოთ დაახლოებით სამ თანაბარ ნაწილად; თითოეული ამ ნაწილის კონცენტრირება უნდა მოახდინოთ მარცხენა ან მარჯვენა ხელის სამი თითიდან ერთ-ერთზე, მაგილათად, საჩვენებელზე, შუაზე და არათითზე, დაადასტურო ერთ თითში მასში მიმდინარე ორგანული პროცესის შედეგი, რომელსაც ეწოდება "შეგრძნება", მეორეში - პროცესის რეზულტატი, რომელსაც ეწოდება "გრძნობა", მესამეში - აკეთებთ რა რომელიმე ტიპის რიტმულ მოძრაობას და, ამავდროულად, ავტომატურად ითვლით მას ასოციაციურ აზრების დინებასთან ერთად თანმიმდევრული ან ნებისმიერი დათვლის ხერხით.
აქ კვლავ ჩნდება ინგლისური ენის სიღარიბის საკითხი, ამჯერად იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ადამიანები, რომლებიც ინგლისურ რასას მიეკუთვნებიან და ასევე თქვენც, ამერკელებიც, რომელთაც მათგან გაქვთ ნასესხები ეს ენა და იყენებთ მას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოკლებულნი ხართ და არანაირად არ გესმით განსხვავება ჩვეულებრივი ადამიანის ორ სრულიად სხვადასხვა იმპულსს, სახელდობრ: "გრძნობისა" და "შეგრძნების" იმპულსებს შორის.
ვინაიდან ამ ორ იმპულსს შორის განსხვავების გაგება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შემდგომი მითითებებებისთვის ყველა ვარჯიშთან მიმართებაში, რომლებიც თქვენთვისაა საჭრო, ისევე როგორც ადამიანის ფსიქიკის ჭეშმარიტ ბუნებასთან მიმართებაში, მე იძულებული ვიქნები კიდევ ერთხელ შევწყვიტო თემის გაშუქების ლოგიკური თანმიმდევრობა, რომელიც დავიწყე და კვლავ დავხარჯო დრო და განგიმარტოთ, ამჯერად მხოლოდ მიახლოებით მაინც, ამ მოულოდნელად წამოჭრილი ფილოლოგიურ-ფსიქოლოგიური საკითხი.
იმისთვის რომ აგიხსნათ ეს ძალიან რთული საკითხი, "გრძნობასა" და "შეგრძნებას" შორის განსხვავება, მოგცემთ შესაბამის განსაზღვრებებს.
ადამიანი "გრძნობს", როცა ის, რასაც ეწოდება "მოტივირებული ფაქტორები", მისი ზოგადი ყოფიერების ერთ-ერთი გაფანტული ლოკალიზაციიდან გამომდინარეობს, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება უწოდებს "სიმპატიკურ ნერვულ კვანძებს", რომელთა მთავარი დაჯგუფებაც ცნობილია "მზის წნულის" სახელით და რომლის ფუნქციონირების ერთობლიობაც, ჩემი ტერმინოლოგიით, ჩემს მიერ დიდი ხნის წინდადგენილით, იწოდება "ემოციურ ცენტრად" და ის "შეიგრძნობს", როდესაც მისი "მამოტივირებელი ფაქტორების" საფუძველი წარმოადგენს ერთობლიობას იმისა, რასაც ჰქვია ზურგის და ნაწილობრივ თავის ტვინის "მოტორული ნერვული კვანძები", რომელსაც ჩემს ტერმინოლოგიაში "მამოძრავებელი ცენტრი" ჰქვია.
სწორედ ეს განსხვავება ამ ორი თქვენთვის უცნობი დამოუკიდებელი წყაროს ბუნებაში წარმოადგენს სხვაობას ფუნქციებში, რომლებსაც თქვენ ვერ ასხვავებთ ერთმანეთისგან.
ამ მეოთხე მოსამზადებელი სავარჯიშოსთვის, რომელიც დღეს აგიხსენით, პირველ ყოვლისა, საჭიროა ისწავლოთ იმის საშუალებით, რაც თქვენში არსებობს, როგორც შემცვლელი, ან, ასე ვთქვათ,, "მოვალეობის შემსრულებელი" იმისა, რაც რეალურ ადამიანში უნდა იყოს "თავისი ნებით მიმართული ყურადღება", თქვენში კი უბრალოდ "თვითდაძაბვას" წარმოადგენს, ერთდროულად დააკვირდით თქვენში მიმდინარე სამ სხვადასხვაგვარ შედეგს, რომელთაგან თითოეული გამომდინარეობს მთელი თქვენი არსების ზოგადი ფუნქციონირების სხვადასხვა წყაროდან: კერძოდ, თქვენი ყურადღების ერთი ნაწილი დაკავებულ უნდა იყოს ერთ თითში მიმდინარე "შეგრძნების" პროცესის დადასტურებით, მეორე - მეორე თითში მიმდინარე "გრძნობის" პროცესის დადასტურებით და მესამე ნაწილი უნდა მიჰყვეს მესამე თითის ავტომატური მოძრაობების თვლას.
თუმცა ეს მეოთხე ვარჯიში ყველაზე რთულია იმ ვარჯიშების საერთო რიცხვიდან, რომელიც ამ სერიას შეადგენს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, სხვადასხვა გაუგებრობის შედეგად, თქვენ, ჩემი აზრით, მხოლოდ ეს ვარჯიში დაგეხმარებათ, ერთი მხრივ, გამოასწოროთ წარსულის შეცდომები, მეორე მხრივ, მოამზადოთ ყოველიცე აუცილებელი მომავლისთვის.
და თქვენთვის მისი მნიშვნელობისა და შეუცვლელობის, ასევე მისი რეალური სირთულეების გასაგებად, აუცილებელია ის ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გააკეთოთ, თავიდან სულ უნდა ეცადოთ ამ ვარჯიშის მხოლოდ აზრი და მნიშვნელობა გაიგოთ და ამ დროს არანაირ კონკრეტულ შედეგებს არ უნდა ელოდეთ.
ვინაიდან ამ მეოთხე, თქვენთვის კი პირველი, ვარჯიშის აზრისა და მნიშვნელობის ყოველმხრივი გაგება, ისევე როგორც მისი შესრულების უნარი, თავისთავად გაგიადვილებთ აზრისა და მნიშვნელობის გაგებას ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ვარჯიშების შესრულება, რომელიც საჭიროა თქვენი საკუთარი ინდივიდუალურობის შესაძნენად და ამიტომ გირჩევთ, ასე ვთქვათ, "მობილიზება" გაუკეთეთ მთელს თქვენს ძალებს და შესაძლებლობებს იმისთვის, რომ "უნარი გქონდეთ", განსაზღვრული დროის განმავლობაში არ იყოთ ზარმაცები და ამავე დროს საკუთარ თავთან, ანუ საკუთარ სისუსტესთან, მიმართებაში იყოთ სრულიად დაუნდობელნი, რადგან ამ პირველ ვარჯიშზეა დამოკიდებული მთელი თქვენი შემდგომი ნორმალური ცხოვრება და ყველა თქვენი შემდგომი შესაძლებლობა, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, კანონის თნახმად.
მაშ ასე, თუ ნამდვილად გსურთ გქონდეთ საკუთარ თავში ის, რაც განასხვავებს ადამიანს ჩვეულებრივი ცხოველისაგან, ანუ, თუ გინდათ, სინამდვილეში იყოთ ის, ვისაც დიდმა ბუნებამ მისცა შესაძლებლობა სურვილთან ერთად, ანუ სურვილთან, რომელიც გამომდინარეობს სამივე ცალკეული გასულიერებული ნაწილიდან და შეგნებული სწრაფვით საკუთარი თავის ტრანსფორმირებისა, ასე ვთქვათ, "დამუშავებულ ნიადაგში" იმის აღმოცენებისა და ზრდისა, რაშიც მდგომარეობს ყოველივე არსებულის შემოქმედის იმედები და მოლოდინები, მაშინ თქვენ უნდა მიაღწიოთ, ყოველთვის და ყველაფერში სისუსტეებთან ბრძოლისას, რომლებიც კანონზომიერად არსებობს თქვენში, ნებისმიერ ფასად პირველ ყოვლისა ყოველმხრივ გაგებას, შემდეგ კი საკუთარ არსებაში პრაქტიკულ განხორციელებას ამ სავარჯიშოსი, რომელიც სწორედ ახლა განგიმარტეთ, რათა იქონიოთ შანსი საკუთარ თავში იმ მონაცემთა შეგნებული კრისტალიზებისა, რომლებიც მუდმივად ბადებენ იმ სამ ზემოთხსენებულ იმპულსს, რომლებიც აუცილებლად უნდა არსებობდნენ ყოველი ადამიანის ზოგად ყოფიერებაში, რომელსაც უფლება აქვს, საკუთარ თავს ღვთის მსგავსი ქმნილება უწოდოს.